შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიკვდილთან ახლოს... (თავი 2)


16-01-2019, 14:37
ავტორი naattii
ნანახია 1 830

ზაფხული და მასთან ერთად ჩემი დაბადების დღე ისე მოვიდა არც გამიგია, ჩემი ცხოვრება ზედმეტად იდეალურად მიდიოდა, ბავშვი საერთოდ არ მიქმნიდა პრობლემას, არაჩვეულებრივი მშობლები ყავდა, კურსებზე ისეთი ხალხი გავიცანი მოსაწყენად არავის ეცალა, მაგრამ აი ერთი საღამო განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო. რუმინელმა ბიძაშვილებმა გაიგეს, რომ უნივერსიტეტი ღია წვეულებას აწყობდა, ანუ ჩვენი დასწრებაც შეიძლებოდა, ოჯახს დავეთხოვე ღამე არ მოვალთქო, ბიჭებს მანქანაშ ჩავუჯექი და სიცილით მოვიყუდეთ პირველი ლუდის ბოთლი.
დარბაზში სრული დომხალი დაგვხვდა, ხალხი უკვე შემთვრალი და არეული თვალებით ცეკვავდა, ზოგი ტანსაცმლიანად ცდილობდა ერთმანეთი ცეკვისას ე*მარა, ზოგი ასწრებდა საპირფარეშომდე მისვლას, განსხვავებული ორიენტაციის ხალხს ცალკე კუთხე დაეკავებიათ და თავისუფლად ეხვეოდნენ ერთმანეთს. ძლივს დავაკავე ვენებში ათუხთუხებული ქუთაისური სისხლი, რომელიც მოალერსე მამაკაცების დანახვაზე აფორიაქდა და თავს შევახსენე სადაც ვიყავი, აქ ჩემი „გრუზინობა“ არავის აინტერესებდა, არც მე დავეძებდი ვინ ვისთან იქნებოდა, მაგრამ ფაქტი იყო ამის ყურება სიამოვნებას ნამდვილად არ მომაყენებდა. იმაზე გადავერთე, რომ ახლა უფროსებში ვიყავით გარეული, სტუდენტებში, რომლებიც უკვე ედგნენ თავის გზას და მომავალიც არჩეული ქონდათ, მსიამოვნებდა იმის შეგრძნება, რომ ასე მეც შემეძლო და იმ წუთში მომავალიც გადავიწყვიტე, აქ დავრჩებოდი, დუისბურგ-ესენის სტუდენტი გავხდებოდი და მომავლის მიზნებს ერთი ნაბიჯით მივუახლოვდებოდი. ფიქრები მოპირდაპირე მხარეს ვნებიანად მოცეკვავე გოგომ შემაწყვეტინა, რომელმაც თვალის ჩაკვრით მანიშნა სურვილი, მეც როგორ გავბედავდი უარი მეთქვა.

ორ დღეში ისევ დიდი გამოკვლევა-გამოძიების შემდეგ უნივერსიტეტზე ყველაფერი გავიგე, მიღებას სექტემბერში აცხადებდნენ და მოთხოვნებს დავაკმაყოფილებდი თუ აგვისტოში ბ2 საფეხურის გამოცდას წარმატებით ჩავაბარებდი. შემდეგ ეს გადაწყვეტილება ორივე ოჯახს გავანდე, მასპინძლებმა სიხარულით დამიქნიეს თავი, ეს მათთვის ნიშნავდა, რომ კიდევ ერთი უცხოს ძებნ არ მოუწევდათ და უკვე შეჩვეულ ჭირთან გააგრძელებდნენ ცხოვრებას. აი ჩემი ოჯახი ცოტა უფრო რთული გამოდგა, რატიმ უსიტყვოდ დატოვა ოთახი და შორიდან მომესმა კარების მიჯახუნების ხმა, მისთვის ჩემი ეს გადაწყვეტილება მხოლოდ ერთს მოასწავებდა, ანუ კიდევ დიდხანს ვერ მნახავდა. რაც შეეხება მშობლებს სკაიპშიც კი გავიგონე როგორ ამოისუნთქეს თავისუფლად, ალბათ იფიქრეს აქ ჩამოსული ნარკომანი, პანკი ან ტატუებიანი და პირსინგით დატვირთული ჩავიდოდი, მე კი სტუდენტობა მოვინდომე.

-ისლამ, ლუდი, უარი არც კი მითხრა_შაბათი დღე სრულიად თავისუფალი მქონდა.
-აუ ჩემ ფიქრებს წაიკითხავ.
-იდიოტო, მომავალს და წარსულს ერთად ნუ ამბობ_ეგვიპტელი ყველაზე სუსტად მოსაუბრე იყო კურსზე.
-ეე, ერთი მაცადე რა, ფარუქს მე დავურეკე?
-არა, მე დავურეკავ, შენ მასე მაინც ვერაფერს გააგებინებ, ეგონება უკვე დავლიეთ და ცალკე გაგვიხდება დასაპატიჟებელი.
-სად მოვალ?
-ღმერთო, სასაუბრო ლექსიკონი უნდა გიყიდო, მისამართს მოგწერ_ახარხარებულმა გავთიშე და ფარუქიც დავპატიჟე.
-მაშინ მერიემს და ირინასაც ვუთხრათ_რუმინელი მეგობრები გაახსენდა თურქს.
-კი ბატონო, მე მარტო ირინას ნომერი მაქვს და მაშინ შენ დაურეკე_ხუთვეს მშვენიერი ურთიერთობა გვქონდა კურსზე და ერთად შეყრილებს ერთმანეთის სქესს სულაც აღარ ვაქცევდით ყურადღებას.

ბ2 წარმატებით დავხურეთ, ჩემდა გასაკვირად ისლამსაც არ დაეკარგა ღამეების თენება და სერთიფიკატი მანაც კი აიღო. ავღნიშნეთ, დავლიეთ და დავიშალეთ.
მას შემდეგ ჩვენმა შეხვედრებმა იკლო, ჩემი აქაური ოჯახი შვებულებით ტკბებოდა, ყველასთვის დიდ გასართობ ცენტრში ორდღიანი ბილეთები იყიდეს და ერთ დილას მხიარულ ნოტაზე წავედით გასართობათ.
გაგიკვირდებათ და შავ მამბაზე, ატრაქციონზე, რომელიც რელსებზე სრიალებდა და თავის ჭკუაზე გატრიალებდა ჰაერში თავწაღმა და თავ უკუღმა მთელი გზა ვბღაოდი, ჩემი ცხრა წლის აღსაზრდელი კი განწირული ჩამყვიროდა გაჩუმდიო, შური წყლის ნავებზე სეირნობისას ვიძიე და მთლიანად გავწუწე. ის დღე ნამდვილად დამამახსოვრდა საუკეთესო დღედ.
დილით სააბაზანოში შესვლამდე სიარული გამიჭირდა, გაკვირვებულმა ჩავიხედე სარკეში და თვალები გამიფართოვდა, ჩემი საამაყო ორგანოს გვერდით, ბარძაყის ზემოთ კანში ქლიავის ხელა მრგვალი ბურთულა იწონებდა თავს. გაოცებულმა მასპინძელ კაცს, ტომასს დავუძახე და ვაჩვენე. პროფესიით ადვოკატმა ვერაფერი გაიგო თუმცა ერთ საათშივე ჩამწერა უროლოგთან და მეც კლინიკისკენ გავეშურე.

-ლუკა რაზმაძე?_მისაღებში გავიგონე ახალგაზრდა გოგოს ხმა და წამოვდექი.
-გამომყევით თუ შეიძლება_ღმერთო ულამაზესი ღიმილი ჰქონდა.
გაკვირვებული ვუყურებდი შეშინებული უროლოგი როგორ დაჰყურებდა ჩემი ანალიზის პასუხებს და სულაც არ ჩქარობდა ხმის ამოღებას.
-რა ხდება?_დიდი მომთმენი არასდროს ვყოფილვარ.
-იცით, არ ვიცი ზუსტად რა უნდა გითხრათ.
-რას ნიშნავს ზუსტად არ იცით?
-ეს ჩემი პროფილი არ არის , გირჩევთ სხვა ექიმს მიმართოთ_აშკარად თვალს მარიდებდა.
-სხვა ექიმს? მაინც ვის მირჩევთ?
ხმის ამოუღებლად მომაწოდა სავიზიტო ბარათი და ექთანმა კარამდე მიმაცილა. სახელის და გვარის მეტი ვერაფერი გავიგე, წავიკითხე სახელის ქვემოთ მიწერილი ონკოლოგი, მაგრამ წარმოდგენა არ მქონდა რას წარმოადგენდა.

მითითებულ მისამართზე მივედი, რეგისტრატურაში ყველაფერი ავუხსენი და ექთნის გამოჩენის წამიდან უკვე ყველაფერი ავტომატურად ხდებოდა. ერთ-ერთ პალატაში დამაწვინეს, ტანსაცმელი გამომიცვალეს, ორი საათის მანძილზე ათასი ანალიზი ჩამიტარეს, ტაბლეტები მაყლაპეს და მხოლოდ მეორე დღეს ინება ექიმმა ჩემი ანალიზის პასუხებით გამოჩენა.
-გამარჯობა ბატონო ლუკა_ბატონოზე ვერასდროს ვახერხებდი გაბადრული სახის მოშორებას.
-გამარჯობათ, იქნებ ვინმემ ამიხსნას რა ხდება?
-გერმანულს როგორ ფლობთ, ტერმინებს გაიგებთ?
-ერთი კვირაა ბ2 კურსი დავხურე, არც ცუდად და არც გადასარევად, ასე ვიტყოდი.
-საუბარზე არ გეტყობათ, მოკლედ ვეცდები ტერმინების გარეშე აგიხსნათ, მხოლოდ ანალიზებით და გარეგნული დათვალიერებით ზუსტ პასუხს ვერ გეტყვით, ბიოფსიის ჩატარება აუცილებელია.
-ეს ბიოფსია რას ნიშნავს?
-მოკლედ ოპერაციაა, რომლის დროსაც მაგ ბურთულას ამოვჭრით და ისე გამოვიკვლევთ, ზუსტად რომ ვიცოდეთ რასთან გვაქვს საქმე.
-ოპერაციაა? ჯანდაბა, აი ამას არ ველოდი_სახეზე მოვისვი ხელები. -კარგით, თუ აუცილებელია.
-ხვალ დილითვე დანიშნეთ_მაშინვე გადაულაპარაკა ექთანს და ოთახი დატოვა. ჯერ კიდევ ვერ ვხდებოდი რა ხდებოდა, მაგრამ ისიც არ მინდოდა რაღაცეები წარმომედგინა.
რაც შეეხება ოპერაციას მხოლოდ სასიამოვნო გაბრუება მახსოვს, ახლა ნამდვილად ვხვდები ნარკოტიკს რატომაც იღებენ, ისე სასიამოვნოდ მოვწყდი უკვე ამ დაწყევლილ რეალობას ჩემზე ბედნიერი არავინ იყო. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ მაშინ მომინდა, უკვე დამტკიცებული დიაგნოზის საბუთებით ხელში მჯდომი პროფესორის ოთახში შევედი და წინ დაჯდომა შემომთავაზა.
-ვწუხვარ, რომ ამის გაკეთება მიწევს, ასე პატარა ასაკისას ხშრად არ ვეუბნები ამ სიტყვებს.
-იქნებ პირდაპირ თქვათ პროფესორო.
-ვწუხვარ ლუკა, მაგრამ ნონჰოჩკინის ლიმფომა გაქვს.
-მეგონა შევთანხმდით, რომ ტერმინები არ მესმის.
-ეს სიმსივნეა, ავთვისებიანი, საკმაოდ აგრესიულიც, თუმცა კარგი ამბავი ისაა, რომ პირველი სტადია გაქვთ. ამ შემთხვევაში კი განკურნების 88% შანსია.
-88%?
-დიახ, იმდენად აგრესიული ფორმა გაქვთ, საკმაოდ მკაცრი ქიმიოთერაპია დაგინიშნეთ, ამიტომ ყველაფერი თქვენს ორგანიზმზეა დამოკიდებული_მოღუშულმა შეათვალიერა ჩემი გამხდარი სხეული და ჩემი ანალიზების საქაღალდე დახურა. საუბარი დასრულებული იყო.



იმედია ყველაფერი კარგად დასრულდება და ამ ბიჭს არაფერი მოუვა. ისე ღირსია ცოტა გაწვალდეს, ასე იცის ზედმეტმა გართობამ :)
პ.ს. ერთი შენიშვნა პივა არა ლუდი.

 


№2  offline მოდერი naattii

რუსკიმარუსია
იმედია ყველაფერი კარგად დასრულდება და ამ ბიჭს არაფერი მოუვა. ისე ღირსია ცოტა გაწვალდეს, ასე იცის ზედმეტმა გართობამ :)
პ.ს. ერთი შენიშვნა პივა არა ლუდი.

მადლობა, როგორც ჩანს ისევ გამეპარა მექანიკურად ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent