შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პარანორმალური. 5&6


16-01-2019, 20:56
ნანახია 1 255

მივრბივარ. მივრბივარ ისე სწრაფად რომ ცივი ჰაერი სახის კანს მტკენს. ვაბრუნებ თავს და ვხვდები რომ ვერსად ვერ დავიმალები. ეს აუხსნელი გრძნობაა, შფოთვა, დაბნეულობა და კიდევ შიში, რომელის გამოც ჩემი სხეული უარს ამბობს განძრევაზე.

სად გავრბივარ? ვის გავურბივარ?

არ შემიძლია გავიგო.

უბრალოდ ვიცი, რომ უნდა გავიქცე. გავიქცე, რათა დავემალო მათ ვის მომსდევს.

გული სწრაფად, გიჟივით ცემს, როცა ნაბიჯები ექოდ მესმის თავში. პანიკაში ვვარდები და მივდივარ მიწისქვეშა გადასასვლელთან. აქ ხალხია ბრბოდ, რომლებიც თავის გზაზე მიდიან. ხელებს ვკრავ მათ, რათა უფრო ღრმად წავიდე.

გული მისკდება, როცა ვამჩნევ , რომ ისინი ყველა მე მიყურებს, მათი მზერა კი ყოველ წამს უფრო არანორმალური ხდება. ეს ზეწოლაა. უცხო ხალხი იწყებს ჩემს დაჭერას ქურთუკით და ძალით მათრევენ , ისევ ბრბოსკენ. მე კი ვცდილობ თავის დაღწევას და წინ გაქცევას.
ქვის კედლის კუთხეს ვეჭიდები და ვიხედები: ჩემთვის უცხო ხალხის ჯგუფი , ჩემსკენ მოიწევს. ვერ ვხედავ მათ სახეებს, რაც ძალიან მაშინებს.

ხალხი უცნაურად ჩხავილს იწყებს. უბრალოდ სისინებენ და აგრძელებენ ცდებს, რათა მათკენ წამათრიონ. ისინი მიჭერენ ფეხებით, ხელებით, თმებით, ტანსაცმლით და ყველა მათკენ მქაჩავს.
ტკივილისგან სასოწარკვეთილ ხმას გამოვცემ, როცა ვიღაც იწყებს ჩემს ყურთან ჩურჩულს. სიტყვებს ვერ ვარჩევ.

ისინი ყველა ჩხავიან კატებივით. ჩხავიან გაუჩერებლად.

ჩემი თითები უკვე ძლივს ეყრდნობიან კედელს. ვწრიპინებ , როცა ვგრძნობ რომ ვიღაცის ცივი ხელები ქურთუკის შიგ შეძვრნენ და მუცლის კანის მოჭერა დაიწყეს.

ხალხის ჯგუფი უკვე ახლოს იყო, როდესაც ძალიან სწრაფად მაიძულეს ხელების გაშვება კედელზე და მათკენ სახით შემაბრუნეს.

უამრავი არანორამალური სახე მიყურებდა, თან პირი ღია ქონდათ , როგორც თევზებს.



გავახილე თვალები და მაშინათვე შევიჭმუხნე თავის ტკივილის გამო. ოთახი განათებული იყო ოდნავ შუქით,რომელიც ფანჯრიდან შემოდიოდა. ვჯდები საწოლზე და ვიწმენდ სველ კისერს. ვიწმენდ სახეს და ვუყურებ მაღვიძარას: შვიდი საათია.

ჩვეულებრივზე გვიან გავიღვიძე.

ვდგები საწოლიდან , ნელა მივდივარ მაგიდისკენ და ვეყრდნობი მის კუთხეებს. თვალების წინ ყველაფერი ტალღისებურად მოძრაობს. მაკანკალებს. მაგრამ ვფიქრობ არ ღირს ვინმეს განერვიულება ჩემი ჯანმრთელობის გამო.

დედა ბევრს მუშაობს, რადგან უნდა ვალებიდან ამოსვლა და ფეხზე წამოდგომა. მამა კი იმ იდეის ძიებაშია , რომელიც მას პოპულარულ და მდიდარ მწერლად აქცევს. ჩემი ვალდებულება კი, ჯერ ისაა რომ ხელი არ შევუშალო მათ მათი მიზნის მიღწევამდე.

ახლა ყველაფერი რთულად გვაქვს, მაგრამ ვიმედოვნებ რომ ახლო მომავალში მოგვარდება.

[…]

დედა სამზარეულოში ფუსფუსებს. ეს ქალი არ წყვეტს ჩემს გაკვირვებას. ის იღიმის ,მკოცნის შუბლზე და მაწვდის შოკოლადის კექსს სიტყვებით:

- წარმატებები - იღებს ჩანთას მაგიდიდან და დამნაშავედ იკვნეტს წითელ ტუჩს - ამ ბოლო დროს არცისე ბევრ დროს ვატარებთ ერთად, მაგრამ გპირდები, მალე ხელფასს ავიღებ და საშოპინგოდ წავიდეთ.

ჩავიცინე:

- არამგონია ამ ქალაქში, რამე წესიერი მაღაზია იყოს.

- ონლაინ მაღაზიები ჯერ არავის არ გაუუქმებია- ჩაამატა სიტყვა მამამ, რომელიც ეს დრო ჩუმად იყო და ყავას სვამდა. მისი ჩაფიქრებული სახე ჩიხში მაყენებს, თუმცა ვიმედოვნებ რომ უბრალოდ იდეა მოუვიდა წიგნისათვის.

დედა ირტყამს ხელს შუბლზე, იხსენებს კიდევ ერთ ნივთს , რომელიც შეიძლება დავიწყებოდა და მირბის კიბისკენ. ვუყურებ კექსს ჩემს ხელში , ვკბეჩ მას და ვტკბები შოკოლადის გემოთი.

ვუყურებ მამას, რომელიც კვლავ დუმს და ურევს ყავას.

-კარგი, წავედი - ვამბობ და ვბრუნდები კარისკენ.

- ჰო, ჭკვიანად ძვირფასო - მშრალად ამბობს ის და მიაქვს ჭიქა ტუჩებთან.

გამოვდივარ გარეთ და ვიყურები ო'ბრაიანის სახლისკენ. ჭიშკარი ღიაა. ვფიქრობ დილანი უკვე დიდი ხანია გამოვიდა.

ვაგრძელებ გზას და ვამთავრებ კექსს. ვფიქრობ ჯობს ავჩქარდე თუ არ მინდა რომ დავაგვიანო სკოლაში.

მაგრამ მინდა რომ საერთოდ მანდ წასვლა?

უცნაური სიზმრები. დღითიდღე უფრო უსიამოვნოები ხდება. ვიღვიძებ სველი საკუთარი ოფლისგან. ეს არაა ნორმალური. ვფიქრობ ღირს დედას დაველაპრაკო ამის შესახებ, როცა მას თავისუფალი დრო ექნება. იქნებ ყველაფერი სტრესის ბრალია? დავლევ ტაბლეტებს და მოვალ ნორმაზე.

გამოვდივარ გზაზე და ვხედავ ჩემს ავტობუსს, რომელიც ჩერდება გაჩერებაზე. ვუჩქარებ ფეხს, არ მჯერა რომ ასე გამიმართლა. ამ დროისთვის ავტობუსიდან გამოვიდა ახალგაზრდა ქალი,საკმაოდ ტანწერწეტა, მკაცრ კოსტიუმში და წამოვიდა ჩემსკენ. არ შემიძლია შევწყვიტო მისი ყურება. ძალიან კარგად გამოიყურება.

როდესაც უკვე შევძელი მისი სახის ნახვა, გაკვირვებული დავრჩი იმით თუ როგორი სუფთა და თეთრია მისი კანი, თვალები კი ჩაშავებული. ქალმა შემომხედა, რის გამოც თავი უხერხულად ვიგრძენი, დავხარე თავი და სწრაფად წავედი.

ჩვენ ერთმანეთს გვერდს ვუვლით და სწორედ ამ მომენტში მესმის ეს გამაღიზიანებელი ჩხავილის ხმა. ვწევ თავს და ვაბრუნებ მას: ქალი აღარ მიყურებს , თუმცა თუ ვიმსჯელებთ იმით რომ მისი ტუჩები მოძრაობს, გასაგებია რომ სწორედ ის ჩხავის. ავკანკალდი. სწრაფად შემოვბრუნდი და მივირბინე ავტობუსამდე რომელსაც უკვე დაწყებული ქონდა სვლა. დავარტყი ხელი მინას და ვაიძულე მძღოლს გაჩერებულიყო. კარები გაიღო , მაგრამ სანამ შევედი, კვლავ შევხედე ქალს.

გული გამიჩერდა. ვერ ვხვდები როგორ, მაგრამ მისი თავი შემობრუნებული იყო ზუსტად ჩემს მხარეს, თუმცა სიარულს აგრძელებდა ჩვეულებრივად, ვხედავდი მის ზურგს. უცნობი ქალი შორს იყო, თუმცა ვიცოდი რომ მიყურებდა. სწორედ ჩემზეა მომართული მისი ღრმა თვალები.

- აპირებ შემოსვლას? - მძღოლის გაღიზიანებული ხმა მაიძულებს შემობრუნებას და ავტობუსში ასვლას. მაშინათვე ვხედავ დილანს, რომელიც მის ადგილას ზის ფანჯარასთან.

არც კი მინდა გამოვიცნო რა იყო, ის რაც ახლა ვნახე. მივდივარ სკამებს შორის, ვჩერდები ,ვჯდები დილანის წინ და ვაბრუნებ თავს მისკენ.
ხელებით სკამის ზურგს ვეყრდნობი და ვეკითხები:

- ყოველთვის ტელეფონში ხარ ჩაფლული?

ბიჭი წევს სახეს, თუმცა არ მიყურებს, იწმენდს სათვალის ქვეშ თვალებს, რის შემდეგაც კვლავ ტელეფონს უბრუნდება. საქმე იმაში არაა რომ ძალიან მინდა მასთან საუბარი, უბრალოდ რამით უნდა დავკავდე რომ იმ ქალზე ფიქრს არ დავუბრუნდე.

რაღაც საინტერესოს ვამჩნევ ო'ბრაიანის გარეგნობაში: მისი კანი ჩვეულებრივზე უფრო მკრთალია, წითელი თვალების ქვეშ შეშუპება კი უძინარ ღამეზე მეტყველებს. ასეთი მანძილიდან მისი ხალების კარგად ნახვა შემიძლია. ისინი ფარავენ მის სახის კანს, მაგრამ ეს არ აფუჭებს ბიჭის გარეგნობას.
­

ბიჭმა ვერ გაუძლო ჩემს დაჟინებულ მზერას, ამიტომ მოიხსნა ერთი ყურსასმენი და შემომხედა:

- რა გინდოდა?

ვიქექები ჯიბეში, ვპოულობ შოკოლადს და ვაწვდი მას:

- ზომბს გავხარ "ბოროტების სავანედან"

დილანმა რამდენჯერმე შეხედა ჩემს საჩუქარს, შემდეგ ხელის ჟესტით უარი თქვა მასზე და ტელეფონს დაუბრუნდა.

ვკრავ წარბებს, სწრაფად ვჯდები ჩემს ადგილზე და შოკოლადს ჩემს წინ სკამის ზურგს ვესვრი. რა დავუშავე ამ ტიპს? პირიქით ვცდილობ დავუმეგობრდე, რადგან როგორც ვამჩნევ არ არის სულელი და მასთან ურთიერთობა შეიძლება საინტერესო იყოს.

მაგრამ ცუდია რომ ასეთი იდიოტია.

[…]

უცნაურია , რომ ანა იგვიანებს,

მე უკვე ვზივარ კლასში და დიდი ხანია მზად ვარ ისტორიის გაკვეთილისთვის. ჩემი რვეული უკვე იჩხაპნება კალმით, რადგან საქმე არ მაქვს, აზრები კი უცნაური სიზმრის კავშირზე იმ ქალთან არ მტოვებენ.

ის ხალხი... ცოტა არ იყოს მაშინებს.

- დილა მშვიდობისა - მემსის ანას ხმამაღალი ხმა -ხატავ? - გოგო მიჯდება გვერდით, იყურება ჩემს რვეულში - ტუნელია?

- არა, ეს... - ჩემი ღიმილი ქრება სახიდან, როცა თვალებს ვხრი. დარწმუნებული ვიყავი, არა უფრო მეტი ვიდრე დარწმუნებული, რომ უბრალო წრეებს ვხატავდი, მაგრამ ჩემ მიერ დახატული მართლაც ტუნელს გავს.

- ჩარლი, ცუდად ხარ? - აღელვებული მეკითხება ანა.

ვაქნევ თავს უარის ნიშნად და ვდგები სკამიდან.

მსგავსი რამ უკვე მომხდარა.

- სად მიდიხარ? - ხმა ჩუმი გახდა, როდესაც კარისკენ წავედი, კლასის დასატოვებლად.


- ჩარლი, რას ხატავ?

- შენ და მამას.



სწრაფად ვმოძრაობ დერეფანში და ვეძებ საჭირო კარებს



- ძვირფასო, სერიოზულად უნდა ვილაპარაკოთ - ქალი ეფერებოდა შვილს ხელზე , კაცი კი იდგა კარებთან და დამნაშავედ იღიმოდა.



შევრბივარ ექთნის ოთახში, ვაიგნორებ ექთნის მზერას,რომელიც თვითონაც არაფერს არ ამბობს.


საკმაოდ მსუქანი გოგონა იჯდა მაგიდასთან და ჭამდა კექსებს, რომლებიც დედამ გაუმზადა სკოლისთვის. მის გვერდით გაჩერდნენ კლასელები, რომელთა ზიზღიც ზეწოლას ახდენდა ბავშვზე



ვიხდი ფეხსაცმელს და ნელა ვდგები სასწორზე.


პუტკუნამ გააღო კარადა , ზუსტად იმ მომენტში როცა მას თავზე დააფარეს გახეული ნაგვის პარკი.
« ამ პარკშიც კი არ ჩაეტევა», — იცინოდნენ ბიჭები , რომლებმაც ხელი კრეს გოგონას და კარადისკენ გაწიეს.



ჩემი გული იყინება, როცა მძმედ ვისუნთქავ, ვხრი თავს და ვხედავ ციფრებს.



- ... და თქვენი აზრით, რაშია პრობლემა? - ქალი რაღაცას იწერ მის ჟურნალში.

- ამას არ აქვს მნიშვნელობა.

- და რატომ?- ის იწყობს ხელებს მკრერდზე და უყურებს მის წინ, სავარძელში მჯდომ გოგონას.

- პრინციპის მიხედვით ვცხოვრობ. თუ შენ ცუდად გრძნობ თავს, არაა აუცილებელი ეს ყველას ანახო.

- რატომ ფიქრობ ასე?

- რადგან არავის არ აქვს საქმე შენი პრობლემებისთვის.



ორი თითი პირში. რამდენიმე უხეში მოძრაობა და ჩემმა სადილმა დატოვა კუჭი და დააცარიელა ის. ვახველებ, მცდება საკუთარი ნერწყვი.

ვეყრდნობი უნიტაზს და ვაგრძელებ მასში ფურთხებას. ვიცი ეს საზიზღრობაა მაგრამ რა ვქნა.
ვდგები, გამოვდივარ კაბინიდან, მივდივარ ონკანთან და ვუშვებ წყალს.


- ანუ , შენ თვლი, რომ ჯანმრთელი ხარ?

გოგონამ გაიღიმა და თავი დააქნია:

- რათქმაუნდა.




ძალიან რთულად გადავიტანე მშობლების განშორება. თავიდან ვცდილობდი "შემეჭამა" ის გრძნობა რომელიც მშვიდად ცხოვრების საშუალებას არ მაძლევდა. მაგრამ სიცარიელის გრძნობა არსად არ მიდიოდა, ამიტომაც ბევრი რაოდენობით საჭმელს ვიღებდი. მოვიმატე წონაში. შემდეგ კი მომინდა დამემთავრებინა კლასელების მხრიდან დაცინვის ატანა და დასუსტება გადავწყვიტე, რის გამოც საკუთარ თავს ჭამის საშუალებას არ ვაძლევდი. სწორედ მაშინ დაიწყო პრობლემები.

გამოვედი დერეფანში, ხელის გულით პირი გავიწმინდე. არ მინდა დედის განაწყენება მაგრამ უნდა წავიდე აქედან. სახლში მინდა. მოსწავლეები დადიან ყველა მხარეს და საუბრობენ, რითაც საშინელი ხმაური იქმნება. თითით ვუჭერ საფეთქელს და ვუჩქარებ სიარულს.

- ჩარლი - ეს ანაა.

დამეწია ჩემს კარადასთან, რომელსაც უკვე ვაღებდი. გოგონა განაწყენებული იყო:

- ჩემზე გაბრაზებული ხარ?

- ღმერთო - ვჩურჩულებ - ანა, შენ არაფერ შუაში არ ხარ. უბრალოდ თავს ცუდად ვგრძნობ.

- ხომ ვამბობდი რომ რაღაც გჭირს - ამტკიცებს გოგონა - შენს ჩანთაზე გავიქცევი, აქ დამიცადე - მისვამს ხელს მხარზე, ვუქნევ თავს და ვაცილებ მას მზერით.

რამდენჯერმე ნელა ვურტყამ თავს კარადის კარს, რის შემდეგაც ვსწორდები მხრებში და თვალის ბოლოებით ვიჭერ მოძრაობას. ვაბრუნებ თავს, ვხედავ როგორ იჭერს მხრით დილანს მაქსი და გვერდზე მიჰყავს, მაგრამ როდესაც მე მამჩნევს იღიმის, ხელს კისერზე ხვევს ო'ბრაიანს და ჩემსკენ მოდის. დილანი არ გამოიყურება დაძაბულად. ის საერთოდ არ ბრაზდება, უბრალოდ ითმენს.

- ჰეი , ჩარლი - მაქსი ჩერდება, სწრაფად ამოძრავებს დილანის კისერს იქით აქეთ, რის გამოც ბიჭი ირყევა - როგორ ხარ? არაჩვეულებრივად გამოიყურები.

არვიცი რის გამო, შეიძლება კიდევ გაბრაზებული ვარ დილანზე, ამ დილის გამო, მაგრამ მინდა რომ სახეში დავარტყა, იმის გამო რომ ასე უემოციოდ ითმენს ყველაფერს.

მივაშტერდი ბიჭს სათვალეებში და წარბები შევკარი. მაქსი აგრძელებს ღიმილს, უცდის ჩემს პასუხს:

- ჩარლი - კვლავ არყევს დილანს, როცა ხედავს რომ მთელი ჩემი ყურადღება მას აქვს - ვფიქრობ არასწორად დავიწყეთ გაცნობა...

ამ მომენტში მოდის ანა, და ვფიქრობ გოგონა მზადაა რომელიმე კარადაში დაიმალოს მაგრამ ამის მაგივრად მოდის და უღიმის მაქსს:

-ჰეი

- აჰა - უკვე გაღიზიანებულია - ჩარლი, იქნებ სადმე წავიდეთ? დავლიოთ ყავა?

- მაღიზიანებ - ჩურჩულით ვეუბნები ო'ბრაიანს, რომელიც, როგორც იქნა წევს თავს და მიყურებს, მაგრამ მის თვალებში ვკითხულობ სიბრაზეს და განკითხვას. თითქოს სადღაც შორს მაგზავნის, მაგრამ მხოლოდ გონებაში.

მაქსმა , რომელმაც ნახა რომ დილანმა თავი აწია , უფრო მაგრად მოუჭირა მას კისერზე ხელი:

- ის ჩვენ უცნაური გვყავს. არ ესმის სიტყვები - იცინის - და ჰო, ის ყველას აღიზიანებს - კვლავ მიყურებს მე.

ვუყურებ მაქსს და ზიზღით ვაღებ პირს:

- კრეტინო - ამოსუნთქვასთან ერთად გამოდის.

სიჩუმე. მესმის როგორ ჩაისუნთქა ანამ მაგრამ აქეთ არ ამოუსუნთქავს და მოგვაშტერდა ჩვენ. მაქსი კრავს წარბებს და სიცილს აგდებს:
- რა...

ზურგით ვბრუნდები, ანას , რომელიც აღელვებული იყურება, ხელიდან ჩემს ჩანთას ვართმევ, გოგონა კი კლასისკენ მირბის.

არ ვაბრუნებ თავს.

ვიცი რომ ის ტიპი მიყურებს.

რომც მცემონ მას არ მივემხრობი. ჯობს მარტო ვიყო და მხოლოდ დილანს ვესაუბრო ვიდრე ამ "დაუნ- თაუნის" მაცხოვრებლებს.

უცნაური ისაა რომ , ო'ბრაიანს კარგად არც ვიცნობ და უკვე მზად ვარ ასე წყნარად მივიღო ის.

თუმცა ჯობს ასეთ შემთხვევაში საერთოდ მარტო ვიყო.


***

მისი ყოველდღიური ვარჯიშები - ეს უბრალოდ ერთერთი ხერხია "მოკლას" თავისუფალი დრო. სწორედ ეს არ მოსწონს მის მწვრთნელს - ადამიანს, რომელმაც იცის ნამდვილი მნიშვნელობა სათვალისა, რომელსაც ატარებს ო'ბრაიანი. ერთადერთი, რომელმაც იცის, რა იმალება ჩვეულებრივი მინის ქვეშ.

- უფრო ძლიერ - მწვრთნელი უკმაყოფილოა, რადგან ბიჭი არ აკეთებს იმის ნახევარსაც კი რაც მას შეუძლია. მას არ მოსწონს, ასეთი დამოკიდებულება საქმის მიმართ, ამიტომ აიძულებს დილანს ურტყას ტომარას შიშველი ხელებით, ხელთათმანების გარეშე.

და დილანიც არაა წინააღმდეგი: მას მოსწონს ტკივილის გრძნობა, მსუბუქი წვა, რომელიც აიძულებს გულს ორჯერ უფრო სწრაფად ცემას. მას მოსწონს ის ფაქტი რომ ყველა ამ გრძნობას ის თვითონ აკონტროლებს, რომ იმორჩილებს მათ.

კაცი აკვირდება, თუ როგორ ურტყამს მისი მოსწავლე ბოქსის ტომარას. მისი თითის ძვლები უკვე დიდი ხანია გაწითლებულია და სისხლის წვეთებიც კი ჩნდება. დილანის სახე დაძაბული არაა. ის მშვიდადაა. მისი მოძრაობები სწრაფია.

ბიჭი ურტყამს უფრო ძლიერად.

მწვრთნელი იფხანს უხეშ წვერს, რადგან რამდენი წელია არ შეუძლია გაიგოს ნამდვილი მიზეზი დილანის საქმიანობისა. არ ესმის , რადგან სკოლის შემდეგ, თითქმის ყოველდღე ბიჭი მოდის ახალი ლაქებით სახეზე და ტანზე.

რა მიზნით ვარჯიშობს ო'ბრაიანი? და რატომ აგრძელებს ასე გულიანად ამ საქმის გაგრძელებას? ბიჭი ნამდვილად არაა სუსტი, ამიტომ რა ჯანდაბის გამო მოდის ის "გალამაზებული" სახით სულ?


*

გოგონა გამოიყურება უკეთესად, ვიდრე გუშინ. ის დადის სამზარეულოში და აგროვებს მის დატოვებულ ნივთებს.

- გეტყობა რომ უკეთესად ხარ - დედა პირველად არ მიისწრაფის არსად, მაგრამ შვილს ძალიან ეჩქარება რომ ასეთი უმნიშვნელო დეტალი შეამჩნიოს.

- ჰო, მამის ტაბლეტებს მადლობა - ჩარლი წევს ხელს მაგიდისკენ , მისი მზერა გადადის ვაშლიდან კექსამდე. ის ირჩევს ხილს, კოცნის დედას ლოყაზე, მაგრამ გასვლამდე კითხულობს:

- მამა, ჯერ კიდევ არ ამდგარა?

ქალი უარყოფითად აქნევს თავს.

- კარგი, გავიქეცი - გოგონა გავიდა სამზარეულოდან და დატოვა დედა მარტო.

ის იწმენდს სახეს და თითებით ეხება შეშუპებულ თვალებს. მას ცუდად ძინავს. მას თავს არ ანებებს უცნაური სიზმრები. ისინი არ აძლევენ მას სიწყნარეს, მაგრამ მუშაობა უნდა გააგრძელოს, ამიტომაც ქალი აიძულებს მის თავს ადგეს უხეში სკამიდან და თითქმის უჭმელი დატოვოს სამზარეულო.

*

კაცი დიდი ხანი იყურება სარკეში, რომელიც აბაზანაში კიდია. მისი მზერა დაბნეულია, გონება კი ჯერ კიდევ არაა მდგომარეობაში რამე გააანალიზოს. ის უბრალოდ ხედავს გოგოს. ის დგას უკან. მის ზურგს უკან.

გოგო ჩხაოდა თან ჩურჩულებდა, მაგრამ ეს ჩურჩული პირდაპირ რიჩარდის თავზე მოქმედებს. კაცის თვალის გუგები ამოძრავდა და გადატრიალდა.

***

უცნაურია , მაგრამ დღეს თავს სხვა ადამიანად ვგრძნობ : მკრთალი ცა მეჩვენება უფრო ფერადი, ქარის ხმა კი ყურებს სიამოვნებს.

ვფიქრობ გუშინ ერთერთი ისეთი დღე იყო, სადაც ღრმა დეპრესიაში ვვარდები, მის შემდეგ კი აპათია და მელანქოლია მოდის. ზოგჯერ კი ყველა ერთად დამატყდება თავს. მაშინ სულ სხვა ადამიანი ვხდები: არც ჭამა მინდა, არც წყალი, არც ხატვა , არც წერა, არც არავისთან საუბარი. უბრალოდ მინდა ვიწვე ცივ იატაკზე, ჩაკეტილ ოთახში და ჭერს ვუყურო.

ასეთი მდგომარეობა შეიძლება გამიგრძელდეს ერთი დღიდან თვემდე ან უფრო მეტი. რაც ძალიან მიშლის ხელს თავის რეალიზაციაში სოციუმში .

სინამდვილეში კი იმდენი რამის მიღწევა მინდა, იმდენი იდეა მაქვს, გეგმები , ოცნებები მაგრამ შემდეგ მახსენდება რომ მე "მე" ვარ და ყველაფერი ადგილს უბრუნდება.

რა უნდა გამოუვიდეს ისეთს, როგორიც მე ვარ? რომელიღაც პოპულარული ფილმის მსახიობი ხომ არ ვარ.

ცხოვრება ფილმი არაა.

და მე შევეჩვიე ამას.

წინ ჩემი ავტობუსია. პირველად ვგრძნობ ძალას , ამიტომაც მივრბივარ მისკენ, რათა მოვასწრო. ტრანსპორტი ადგილიდან არ განძრეულა, ამიტომ შევირბინე მასში მაგრამ უცებ შევჩერდი, რადგან ცოტაც და ცხვირით ო'ბრაიანის ზურგს შევეჯახებოდი. ბიჭი მძღოლთან საუბრობდა რაღაცაზე, ხელები შარვლის ჯიბეში ჩაწყობილი. მივესალმე "კაცებს" და წავედი სკამებისკენ თუმცა კვლავ ვაიძულე თავს შეჩერება.

ავტობუსი როგორც იქნა დაიძრა, ჩემი მზერა კი მიპყრობილი ქონდათ მათ ვინც სკამებზე ისხდნენ. ისევ. მოხუცები. ახლა კი ყველას ძინავს.

ტუჩები გავბერე, როდესაც მივხვდი, რომ დღეს ვერ დავჯდები. როგორც ჩანს დაკავებული ვიყავი ფიქრით , რადგან სულ ვერ გავიგე დილანის ხმა, რომელიც ჩემს უკან იდგა.

მან მიპწკინა გვერდებში, რაც სიმართლე გითხრათ არა სასიამოვნო იყო. ჩემი კანი, ძალიან ნაზი და თხელია ამიტომაც ნებისმიერი მაგარი შეხებისგან ლაქები რჩება.

ვაბრუნებ თავს:

- რა გინდა?

- აპირებ გასვლას ან დაჯდომას? - ჩემსავით გაღიზიანებული მეკითხება. ვატრიალებ თვალებს და ვაბრუნებ თავს ისევ სკამებისკენ:

- შენი აზრით სად უნდა დავსხდეთ? - ჩემი მზერა იყინება.

ცარიელია.

ყველა ადგილი თავისუფალია. ავტობუსი ცარიელია. მე კი ბოლო დონის იდიოტად ვჩანვარ.

ვაღებ ტუჩებს და ნერვიულად ვიღიმი პირის კუთხეებით:

- აჰ, შენ...

ვერ ვასრულებ, რადგან დილანი ხელს მკიდებს მუცელზე, მაიძულებს გავიწიო სკამისკენ, რომელიც ჩემს გვერდითაა და მასაც გზა დავუთმო. ვწევ ხელებს და დამნაშავედ ვიკვნეტ ტუჩს. ახლა დარწმუნებული იქნება, რომ უცნაური ვარ. თავის გასასამართლებლად შემიძლია ვთქვა რომ ასე ჩემზე მამის ტაბლეტები მოქმედებენ. დედამ თქვა რომ რეცეპტით იყიდა ისინი, სინამდვილეში კი ასე არაა. ამიტომ ვინ იცის რა გვერდითი მოვლენები აქვს.

დილანი ჯდება იგივე ადგილას, როგორც ყოველთვის, მეც არ ვიბნევი და ვჯდები მის წინ, ვაბრუნებ თავს:

- როგორ გაქვს კისერი?


დილანი დიდი ხანი ჩუმადაა, ვფიქრობ, ცდილობს გაიგოს რას ვეკითხები და როდესაც ხვდება , კისერზე ხელს ისვამს, მხრები აიჩეჩა:

- არცისე ცუდად.

ვიღიმი, რადგან, ჩემი აზრით მასთან კონტაქტი დამყარებულია. ვდებ ვაშლს ჩემი სკამის გვერდით და კვლავ მივმართავ დილანს:

- რატომ არ ურტყამ მას?

მხოლოდ ახლა ვამჩნევ, რომ ბიჭი მუსიკას ერთი ყურით უსმენს და არაა მიშტერებული მის ტელეფონს, ამის მაგივრად ის ფანჯარაში იყურება. მაგრამ ფაქტია, ის არაა "მაქსი და ყველაფერი რაც მას შეეხება" საუბრის ხასიათზე, ამიტომაც ვიქექები ჯიბეში,ვიცი რომ შოკოლადი იქ უნდა იყოს და როცა ვპოულობ ვუწოდებ დილანს. ბიჭი კრავს წარბებს და მიყურებს. მიხარია რომ თვალების კონტაქტიც დავამყარეთ , მაგრამ უცნაურია რომ მე თვითონ ვერ ვუძლებ მის მზერას და პირველი გადამაქვს თვალები:

- აუცილებლად უნდა უყურო "ბოროტების სავანეს". შენს თავს იპოვი.

იმის გამო რომ ფანჯარაში ვიხედებოდი, ოდნავ წამოვხტი, როცა ვიგრძენი მისი თითების შეხება. თვალის ბოლოებით ვუყურებ ო'ბრაიანს, რომელიც იღებს შოკოლადს და უყურებს ეტიკეტს.

ოდნავ ვიბნევი: მომეჩვენა თუ მან სპეციალურად აწია სათვალე, რომ სახელწოდება წაეკითხა?

კარგი, ეს ტიპიც უცნაურია.

მცირე პაუზის შემდეგ, ვერ ვუძლებ ამ უხერხულ სიტუაციას და კვლავ ვაღებ პირს:

- ყოველთვის ასეთი ჩუმი ხარ?

- შენ ყოველთვის ასე ბევრს ლაპარაკობ? - კვლავ კითხვაზე კითხვით მპასუხობს, მაგრამ უკვე არც ისე მიშლის ნერვებს.

- მიყვარს ლაპარაკი - ვეყრდნობი სკამის ზურგს ხელებით და ავტობუსის ჭერს ვუყურებ - დიდი ხანი ცხოვრობ ამ დასახლებაში?

- დაკითხვაა? - ოქეი, ნერვებს მიშლის.

- არა , ეს დიალოგია - ვპასუხობ და კვლავ მას ვუყურებ - ნუ, დიდი ხანი ცხოვრობ აქ?

- მე კი მეგონა რომ ჩვენმა ინფორმატორმა უკვე მთელი ჩემი ცხოვრება გიამბო - იცინის გაღიზიანებული.

ჩავფიქრდი მაგრამ მივხვდი ვისზეც საუბრობს. ჰო, ანამ ბევრი რამ იცის მაგრამ დილანზე არაფერი არ უთქვამს დიდად.

სხვათაშორის არც მაქსის შესახებ.

- არ იფიქრო რომ ჩვენ შენზე ვლაპარაკობდით - ვუყურებ როგორ იდებს შოკოლადს ქურთუკის ჯიბეში. საერთოდ არაა დაინტერესებული ჩვენს დიალოგში, რომელსაც მე ვიჭერ, თუმცა ეს არ მაბრაზებს.

- ინტროვერტი ხარ? - ვსვამ შეკითხვას და ბიჭი მაშინათვე წევს წარბებს.

- ვაუ.

- რაიყო?

- ასეთი ჭკვიანური სიტყვები იცი.

- საზიზღარი ხარ - ჩავიჩურჩულე, რის გამოც ვაიძულე ბიჭს პირის კუთხით გაღიმება - თვითონ კი გენიოსი გვყავხარ, როგორც მესმის.

ბიჭი იწმენდს თვალებს, რის გამოც სათვალე ოდნავ ზევით იწევა. მარჯვენა მხარეს ვხრი თავს, რათა დავინახო თუ როგორ გამოიყურება ის სათვალეების გარეშე. ვსწორდები, როცა დილანი მიყურებს და თავს აქნევს:

- ხანდახან ჯობს გაჩუმდე. შეიძლება ჭკვიანადაც ჩაგთვალონ.

მესმის სიცილი მძღოლის მხრიდან და მზად ვარ კარგად დავარტყა ო'ბრაიანს, მაგრამ ამის მაგივრად ვბრუნდები და ვჯდები სკამზე. ვწევ ხელს ვაშლისკენ, რადგან ვეშაპი ჩემს მუცელში სიმღერას იწყებს სურამელაშვილზე (ჰეჰე) უარესად.

მაგრამ თვალები მიფართოვდება, როცა ვაშლს ვერ ვხედავ. ვიწყებ ადგილზე მოძრაობას, ვიხედები სკამის ქვეშ. არაა. ჩემი სადილი არაა.

კვლავ ვბრუნდები დილანისკენ და ეჭვის თვალით ვუყურებ მას, რის გამოც ბიჭი ვეღარ ითმენს და წუწუნებს:

- ო ღმერთო ...


როგორც იქნა , როცა დანიშნულების ადგილას მოვედით , გამოვდივარ ავტობუსიდან ბიჭის შემდეგ და მივდივარ მასთან ერთად. ვერ ვიტყვი რომ დილანი ამით ბედნიერია. მივდივართ ჭიშკრამდე და მაშინვე ვამჩნევ მზერებს. უამრავი თვალი ჩვენსკენაა მომართული. რაღაც მანიშნებს, რომ აქ ყველა ერთ პრინციპს მიჰყვება: "მაქსის მტერი - ჩემი მტერია"

- რა გონია ამ ტიპს მისი თავი - ვწუწუნებ ცხვირწინ.

- მისმინე - დილანმა ვეღარ მოითმინა - სავალდებულოა სკოლამდე მომყვე?

- და რა? ეს ნორმალურია - ვუყურებ მას - უზრდელობა იქნებოდა, ავტობუსიდან გამოსული წინ წავსულიყავი, თითქოს უცნობი იყო.

- ეს ლოგიკური იქნებოდა.

- არა - ვუარყოფ,ვისუნთქავ. ვამჩნევ მაქსს და მის მონებს, რომლების დიდი ხის ქვეშ ეწევიან.

- მისმინე, რჩევას მოგცემ - უცნაურად იხედება ირგვლივ და იფხანს ცხვირის ძგიდეს.

- მეგობრულ რჩევას? - ბიჭი რაღაც წუწუნით მპასუხობს, სიტყვებს ვერ ვარჩევ.

ვხედავ როგორ აგდებს მაქსი სიგარეტს, რომელიც ბოლომდე დამთავრებული არაა მიწაზე, აბიჯებს ფეხით და აფურთხებს.

საზიზღრობაა...

- ოჰ ზუსტად, ანა მეუბნებოდა რომ შენთან მეგობრობა არაა კარგი არჩევანი, რადგან შენ მაქსის მტერი ხარ - ვეუბნები ხმის სხვა ინტონაციით და ვაქნევ თავს - რას ვიზამთ, სწორი გადაწყვეტილება იქნება , შენთან კონტაქტის გაწყვეტა.

დილანი იკვნეტს ქვედა ტუჩს და წევს წარბებს. ვერ გავუძელი სერიოზული სახის შენარჩუნებას ამიტომაც გავიღიმე:

- ვხუმრობ ო'ბრაიან.

ბიჭი კრავს წარბებს:

- ესეიგი იუმორის გრძნობაც არ გაქვს?

სწრაფად ვდგამ ფეხებს და მის წინ მივდივარ:

- მე კი ხანდახან ვფიქრობ: მორცხვი ათოსანი ხარ თუ უბრალოდ კრეტინი?

***
დილანი გაჩერდა, მზერით გააცილა გოგო, რომელიც მოსწავლეების ბრბოში გაქრა. ბიჭმა მძიმედ ამოისუნთქა ,თავი ხისკენ შეაბრუნა და რამდენიმე ბიჭის მზერა დაიჭირა მის თავზე. დილანმა ტუჩზე იკბინა და თვალებით მაქსის ძებნა დაიწყო, რომელიც სულ არ უყურებდა ო'ბრაიანს. ბიჭმა დაიწყო შემდეგი სიგარეტის მოწევა,თან უყურებდა ჩარლის, რომელიც შემობრუნდა და დილანს შეხედა, სანამ სკოლაში შევიდოდა.
***

შევედი კლასში და გავუღიმე ანას, რომელიც მის ადგილას იჯდა. გოგონამ ძლივს გაიღიმა. შევჩერდი მერხთან:

- რაშია საქმე?

ანა ადგა. ვხედავ რომ ის დაბნეული და ნერვიულია:

- რა ხდება?

ანა ბრუნდება:

- მე უნდა...

- ანა - ეძახის კლასელი - ახლა დაიწყება.

რამდენიმე გოგო მიდის დერეფანში და მათი ღიმილი სულ არ მომწონს. ანა იკვნეტს ტუჩს:

- თავს როგორ გრძნობ? - მეკითხება თავდაუჯერებლად .

ვკრავ წარბებს:

- მშვენივრად.

- კარგია - გოგონა მიდის კარებთან, რათა დატოვოს კლასი, მე კი ვიხსნი ჩანთას მხრებიდან. მძაბავს ის ფაქტი, რომ ყველამ დატოვა კლასი და დერეფანში გავიდნენ. ვიხედები ირგვლივ და მინდა დავჯდე სკამზე თუმცა სწრაფად ვხტები როდესაც მესმის დაცემის და ქალის კივილის ხმა, მაგრამ არა შეშინებულის, არამედ რაღაც ხელოვნური სიცილით გაჟღენთილი.

გამოვრბივარ კლასიდან და უცებვე ვამჩნევ ყველას ერთ ადგილზე შეკრებილს. ყველა ცერებზე დგება და ხმამაღლა ესაუბრებიან ერთმანეთს. ვიბნევი, ვიხედები ირგვლივ და ვხვდები რომ მასწავლებლები აგრძელებენ წყნარად სიარულს დერეფნებში.

ვიკვნეტ ტუჩებს, ნელა მივდივარ მოყვირალი ბრბოსკენ. ღრმად ვსუნთქავ და ვიწყებ უფრო შორს შესვლას. ჩემი მზერა ხვდება ნაცნობ სილუეტებს. უფრო ძლიერ ვწევ ხალხს ჩემი გზიდან და ვშეშდები როცა ცენტრში გავდივარ.

სამი ბიჭი დგას ცენტრში, წრეში კი იატაკზე ვხედავ მაქსს, რომელიც აზის ო'ბრაიანს, რომელიც მაისურით ყავს დაჭრილი და ურტყამს სახეში მუშტებს. დილანი თავს იფარავს და მგონი იჭერს სათვალეს , რათა ის არ ჩამოვარდეს.

მხრებს მკრავენ, ამიტომაც ვირყევი, ვერ ვიჯერებ იმას რაც ხდება. მაქსი იგინება და აფურთხებს:

- მე შენ გაგაფრთხილე! გაგაფრთხილე, ო'ბრაიან!

ვათვალიერებ ხალხს, რომლებიც აგრძელებენ რაღაცის ყვირილს და მხარს უჭერენ მაქსს. ჩემი მზერა ჩერდება გოგონებზე, მათ შორის კი ვხედავ ანას: გოგონა იწმენდს ხელებს და იღიმის, როცა მას რამეს ეუბნებიან.

ვერ ვიჯერებ.

ვკრავ წარბებს და ვამჩნევ ნაცნობ სახეს პირდაპირ.

პეტრა.

გოგონა უყურებს მათ ვინც ცენტრში დგას. მისი მკრთალი კანი პირველად მაიძულებს შევშინდე. პეტრამ აწია მისი ბნელი თვალები ჩემზე და რაღაცის ჩურჩული დაიწყო. ხშირად ვახამხამებ თვალებს და კვლავ ვუყურებ მაქსს და დილანს.

რატომ არ ურტყამს საპასუხოდ?!

ბიჭი ახველებს. მაქსი იჭერს მას ყბით და ურტყამს თავში.

არ შეიძლება ასეთი საცოდავი იყოს!

დაძაბული ვიყურები ყველა მხარეს, ვეძებ რამეს, რაც დამეხმარება ამ საგიჟეთის შეწყვეტაში. დამლაგებლის მიერ საბედნიეროდ დატოვებული წყლით სავსე ვედრო.

***

სათვალეები მოვარდა დილანის სახიდან, თვითონ ბიჭი კი სისხლით იფურთხება. მაქსი მძიმედ სუნთქავს და იწმენდს ოფლს სახეზე:

- და არ თქვა რომ არ გამიფრთხილებიხარ. გეუბნებოდი, რომ თუ კიდევ ერთხელ შეეხებოდი ჩემს ნივთებს, მოგკლავდი. იმდენად საცოდავი ხარ რომ შენი ცემა ერთი დიდი სიამოვნებაა.

დილანი ცდილობს ცხვირით ისუნთქოს, რომლიდანაც სისხლი მოდის. ის უყურებს სათვალეებს და ყლაპავს წყალს პირში. წევს ხელს მათკენ,მუცელზე შემობრუნებული. მთელი სხეული წვავს.

მაქსი დილანს მხრით იჭერს, აიძულებს შემობრუნებას, მაგრამ მის თვალებში იკითხება დაბნეულობა, როცა დილანი უხეშად იჭერს მის იდაყვს.

წყლის შესხმამ მტრებს გაჩერება აიძულა, ირგვლივ მყოფებს კი გაჩუმება. მაქსი წევს თვალებს ჩარლიზე, რომელსაც ხელში ვედრო უჭირავს. გოგონა მძიმედ სუნთქავს და შეშინებული უყურებს ბიჭებს, რომელთა სახეებიც სხვადასხვა ემოციებს გამოხატავს. მაგრამ ერთი ფაქტია: ისინი ორივე გაცოფებული არიან და სავარაუდოდ უკეთესი არაფერი მოხდება თუ ჩარლი მის ქმედებას გაიმეორებს.

გოგონამ უკან დაიხია როცა მაქსი ფეხზე წამოდგა:

- შიშის გრძნობა დაკარგე, პ-პატარავ? - წელავს ბოლო სიტყვას და მაისურის სახელოებს იწევს.

ხალხმა დაცარიელება დაიწყო და კაბინეტებისკენ წავიდნენ თუმცა კარებიდან იყურებოდნენ, რათა არ გამოეტოვებინათ რამე საინტერესო. ჩარლი იბნევა, ხელიდან უშვებს ვედროს და ეყრდნობა კედელს, კრავს წარბებს:

- შიში შენს წინაშე, ლ-ლეკვო? - ზუსტად ისე წელავს ბოლო სიტყვას და უყურებს დილანს, რომელმაც აიღო სათვალე, ადგა ფეხზე , რის გამოც დაქანავდა სწორ ადგილზე. მაქსი შებრუნდა და გაკვირვებით შეხედა მის მტერს. როგორც ჩანს ბიჭი მზადაა კვლავ დაიწყოს დარტყმა, მაგრამ სწორედ ამ მომენტში გამოვიდა დირექტორი, რომელსაც ჩარლი პირველად ხედავს: მკაცრი კოსტიუმი ფარავს მის სუსტ მაგრამ "არასწორ" ტანს, სახეზე წასმულია კოსმეტიკა, ცხვირზე კი დიდი ხალი აქვს. ქალი უყურებს მაქსს და დილანს, რის შემდეგაც უბრძანებს "კაცის" ხმით ,მაგრამ მშვიდად:

- ორივე ჩემს კაბინეტში - ჩაიქნია ხელი და დაიძრა კიბისკენ, სპეციალურად შეხედა მკაცრი მზერით ყველას ვინც დამალვა ვერ მოასწრო.

***

დამშვიდებულად ვისუნთქავ , როცა ვგრძნობ რომ გული ძალიან სწრაფად ცემს. ხელს ვკიდებ მაისურს და ვუჭერ მას როცა მაქსი იწყებს მოძრაობას და მხარს კრავს დილანს, როცა მის გვერდით გადის. ო'ბრაიანი არც დაქანავებულა, იკეთებს სათვალეს. ის იღებს ჩანთას იატაკიდან , იწმენდს სისხლს პირიდან და მიჰყვება დირექტორს.

ხელებით ვეხუტები ჩემს თავს და ოდნავ ვხტები, როცა ბიჭი ხმამაღლა აჯახუნებს კარებს, რომელსაც კიბემდე მიყავხარ.



№1  offline წევრი Niniko11

Wow kargiaa magaro gadasarevi ai es bichi sacaa momewonebaa dd moutmenl veli shemdeg tavs

 


№2  offline წევრი ამელიაპონდ11

მთებზე მოხეტიალე

მაქსიზე უბრალოდ წერისას დაშვებული შეცდომაა, რომელიც შეიძლება რედაქტირების დროს გამომეპარა. რაც შეეხება წერის სტილს, როგორც უკვე ვთქვი ასე ვწერ და თუ არ მოგწონთ ნუ წაიკითხავთ. არ მინდა უხეშად გამომივიდეს, ვაფასებ თქვენს აზრს, მაგრამ უფრო ჯანსაღი კრიტიკის მომხრე ვარ და თუ რამე არ მოგწონთ არაა სავალდებულო გამოიყენოთ სიტყვა "საშინელება" და ა.შ
მადლობა კომენტარისთვის sweat_smile

Niniko11
Wow kargiaa magaro gadasarevi ai es bichi sacaa momewonebaa dd moutmenl veli shemdeg tavs

მადლობა heart_eyes heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent