საუკუნო სიყვარული.თავი 10.
ახლო ადამიანის დაკარგვას, როგორც წესი, მოსდევს ძალიან მძიმე და მტკინვეული გრძნობები, ემოციები.ეს მწუხარება და ტკივილი შესაძლოა არასოდეს დასრულდეს. -რა მოგივიდა,რატომ წევხარ ავად ხარ? -თავი მტკივა ისე ძალიან თვალებს ვერ ვახელ. -რა მოგიტანო მითხარი და მოგიტან. -არაფერი არ მინდა,მოდი აქ დაჯექი. -რა მოხდა,მითხარი მადლენ რა გაწუხებს. -ჩვენ შევთანხმდით რომ ბავშვს დავიბრუნებთ და აქ ერთად გავზრდით,ხომ იყო ასე? -კი ასე იყო,შემდეგ? -მათემ მითხრა რომ ნატა ჰქვია პატარას. -კარგი სახელია.ჩაეცინა გურამის და მადლენს შეხედა. -კიდევ მინდა გითხრა რაღაც,მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი. -რა უნდა მითხრა მნიშვნელოვანი.ინტერესით შეხედა გურამიმ. -გავიგე რომ ბახვას ანდერძი აქვს დაწერილი. -რააააა? ვინ გითხრა და სად არის ანდერძი. -მამამ მითხრა გუშინ. -მერე ჩვენ რატომ არაფერი არ ვიცით. -ანდერძი პარიზშია შედგენილი და ელოდებიან როდის გადმოაგზავნიან. -ეს ცუდია,კიდევ იცი რამე? -ვიცი,ბახვამ მთელი მისი ქონება ბიზნესის თუ სახლის აქციები ბავშვის სახელზე გააფორმა. -ძალიან კარგი. -ძალიან კარგი? გაიაზრე რა გითხარი? ბახვას უძრავ-მოძრავი ქონება პატარას სახელზეა. -გავიგონე მადლენ ესე იგი ვინც არის მეურვე ბავშვის ის განაგებს მის ქონებას სანამ ის სრულწლოვანი არ გახდება. -ასეა და მეურვე სესილი არის. -ყველაფერს გავაკეთებ,რომ ჩვენ ვიყოთ მისი მეურვე მხოლოდ ანდერძის გახსნამდე ვერაფერს ვერ გავაკეთებთ,უნდა მოვიცადოთ,მოთმინენა გვმართებს. -ოჰოჰოოოო,თქვენ ორნი ისე საეჭვოდ ჩურჩულებთ დარწმუნებული ვარ თქვენს ჩვეულ ბოროტ გეგმებს აწყობთ თქვენებურად.თავზე დაადგა ორივეს მათე. -იყავი სესილისთან ელაპარაკე? -ვიყავი,ველაპარაკე და ვუთხარი რომ მე მის გვერდით ვიქნები ბოლომდე. -რატომ მიდიხარ ოჯახის წინააღმდეგ შვილო. -მინდა რომ აზრზე მოგიყვანოთ,მაგრამ თქვენ არაფერის გაგონება არ გინდათ,არ გესმით.ჯერ შეგიძლიათ და გგონიათ სულ ასეთები იქნებით,თქვენს შეცდომას კი მაშინ მიხვდებით როცა მარტო დარჩებით,სულ მარტო.პიჯაკს დაავლო ხელი და ისევ გავიდა სახლიდან.ნატას ოთახში შევიდა,შეხედა პატარა ჯერ კიდევ მშვიდად სუნთქავდა,უნებურად გულმა დარდი ვეღარ დაიტია,გულში დაგროვილმა ცრემლმა თვალებს მოაწვა და ჯებირიც გადმოხეთქა,სახეზე ჩამოცოცდა და დამშვიდდა.ჩუმად ტიროდა პირზე ხელ-მიფარებული,უხმოდ სლუკუნებდა.ადგა,ისევ ნატას საწოლთან მივიდა და მძინარე პატარას დააცქერდა. -არა,ხელს არ გაგიშვებ მე ხომ უფალმა მაჩუქა შენი თავი და მას შეუძლია ისევ წამართვას.ტელეფონი აიღო და გადარეკა. -გცალია? შეგიძლია რომ მოხვიდე? რამდენიმე წუთში კარზე ზარი იყო და მათე მოვიდა. -რა მოხდა,სესილი კარგად ხარ? -შეგიძლია ცოტა ხნით დამირჩე ბავშვთან,შესაძლებელია ძიძა მოვიდეს. -კი დავრჩები,ძინავს? -ხო ძინავს,საუზმე მზად არის ერთ საათში დავბრუნდები. -სად მიდიარ. -ლუკა უნდა ვნახო,მთელი ღამე იტირა ლუკას გამო. -კარგი,აქ ვარ არ ინერვიულო.სესილიმ ჩანთა აიღო და სახლიდან გავიდა,სასტუმროში მივიდა იქ სადაც ლუკა იყო,მის კართან მისული ჯერ შეყოვნდა,მაგრამ შემდეგ გაბედულად დააკუკაკუნა კარზე და ფეხის ხმაც მოესმა,კარი ლუკამ გააღო და გაოცებულმა შეხედა სესილის. -სესილი? რა მოხდა,ნატას ჭირს რამე? -მიხვდი ჩემი მოსვლის მიზეზს,წუხელ გელოდა და გაბრაზებულმა არც ჭამა ისე დაწვა,ძილში კი შენ გეძახდა. -ნატას ჩემს გარდა უამრავი ადამიანი ჰყავს გვერდში. -მაგრამ მას არ უნდა უამრავი ადამიანი,მას მისი ლუკა უნდა ჰყავდეს გვერდით. -მიეჩვევა უჩემობას. -ლუკა ვერ წახვალ,ნატას სჭირდები.უეცრად ლუკამ სესილის მიუბრუნდა და უთხრა. -მარტო ნატას ვჭირდები? დაიბნა სესილი მაგრამ გაბედულად უთხრა. -კი,მარტო ნატას სჭირდები. -დარწმუნებული ხარ? -ლუკა რა გინდა,მოვედი რომ გითხრა ნატა უშენობას ძალიან განიცდის. -და შენც მოდი აქ,რადგან გადამაფიქრებინო წასვლა. -მე ძალით ვერ დაგაკავებ,მაგრამ მას მართლა სჭირდები. მასაც და................. -და...................... -და მეც. -და შენც. -ხო,მეც. -გვიან ხომ არ მიხვდი იმას რაც მართლა გინდოდა სინამდვილეში სესილი. -შესაძლებელია გვიან გავაანალიზე ჩემს მიერ ჩადენილი შეცდომა ლუკა მაგრამ ახლა ჩემთვის არ გთხოვ დარჩენას,ჩვენს გრძნობებზე წინ პატარა და დაუცველი არსება დგას. -პირდაპირ მითხარი რა გინდა სესილი. -რა მინდა? აქ მოვედი,გადავაბიჯე ჩემს სიამაყეს რომ გთხოვო დარჩე,დარჩი ლუკა გააკეთე ეს ნატას გამო. -გამიშვი, სესილი შენგან გამიშვი ნუ მტანჯავ შენთან სიახლოვით და ნურც შენ იტანჯავ თავს. -მომეცი დრო მივეჩვიო ნატას და მასთან ცხოვებას,მომეხმარე რომ ეს რთული პერიოდი გადავლახო,ერთად ვისწავლოთ სამივემ ცხოვრება.დღეს ძიძა უნდა შევარჩიო,მეც მიხმობს ჩემი სამყარო,ჩემი საქმე და გადავწყვიტე ძიძა დამეხმარება ნატას აღზრდაში. -გასაგებია,ძიძა თუ აგყავს მე რას ვაკეთებ თქვენს გვერდით. -სანამ მე შემეჩვევა ძიძას შეეჩვევა,შენ კი ორივეს გვჭირდები.სესილის თვალებში ლუკამ თხოვნა და მუდარა ამოიკითხა და ჩანთას რომელშიც მის ნივთებს აწყობდა ზემოდან დააჩერდა,ვერ გადაეწყვიტა რა გაეკეთებინა,სესილის გვერდით ყიფნამ გრძნობები გაუღვივა,წარსული გაახსენა და მის ახლოს ყოფნა ერთიანად წვავდა. -დავრჩები,დავრჩები და შევეცდები ვისწავლო შენთან ერთად უშენობით ცხოვრება.ვინ იცის,შესაძლოა ერთ დილით ავდგე და ვეღარ ვიგრძნო რამე შენს მიმართ,მაშინ კი ავდგები და უხმოდ გაგეცლები,ყოველგვარი ახსნის გარეშე.სესილის ტელეფონმა შეახსენა თავი და უცხო ნომერს უპასუხა. -გისმენთ. -ძიძის თაობაზე გაწუხებთ ქალბატონო სესილი. -დიახ,დიახ რომელ საათზე შეგიძლიათ მობრძანდეთ. -მე ახლაც შემიძლია მოსვლა,თქვენს სახლთან ვარ. -დამელოდეთ,გასული ვარ და 20 წუთში სახლში ვიქნები. -გელოდებით.სესილიმ ტელეფონი გათიშა და ლუკას შეხედა. -უნდა წახვიდე,მივხდი ვინც იყო. -უნდა წავიდე,დაფიქრდი ლუკა დაივიწყე სიამაყე და ორივემ მოვეხმაროთ ნატას ტკივილის დაძლევაში. -წადი და მოვალ.უთხრა მკაცრად და კარებამდე მისი ხელით მიიყვანა,სესილის გაეღიმა მიხვდა რომ ამჯერად მან გაიმარჯვა და გახარებული,თან დიდი სისწრაფით მიდიოდა.ხან იცინოდა,ხან სერიოზული სახით გაჰყურებდა გზას,შემდეგ კი ხმამაღალი ფიქრებით დაიწყო საუბარი. -ღმერთო ვერ ვიჯერებ,ნუთუ ეს სიმართლეა რასაც ვაკეთებ? -კარგად ხართ? მოესმა უცნობი ხმა და შეკრთა,თვალი მოავლო გარემოს და მისი სახლის წინ იდგა,მხოლოდ ვერ მიხვდა როდის გალია აქამდე გზა,როდის მოვიდა,როდის გადმოვიდა მანქანიდან.ფიქრები განდევნა გონენიდან და მის წინ სასიამოვნო გარეგნობის ქალბატონს შეხედა რომელიც დაბნეული შესცქეროდა სესილის. -კარგად ვარ,უბრალოდ ჩავფიქრდი.თქვენ ალბად მე მელოდებით,სესილი ვარ. -სასიამოვნოა,მე ირინი ვარ,ძიძა.სესილიმ თვალებში ჩახედა ქალბატონს და ერთდროულად დაინახა მრავლის მთქმელი მეტყველი თვალები,მიხვდა რომ შეიძლებოდა ამ ქალთან ერთად ეცხოვრა ნატას. -სახლში შევიდეთ.უთხრა სესილიმ და ირინასთან ერთად სახლში შევიდა,ნატას გაეღვიძებინა და მათესთან ერთად თამაშობდა,დამშვიდებულმა შეისუნთქა სახლში დაგროვილი სურნელი,რომელიც უჩვეულოდ სასიამოვნო მოეჩვენა გარედან შესულს. -გაიღვიძე საყვარელო,ისაუზმე? -კი,მე და ძია მათემ ვისაუზმეთ. -შენც მოხვედი,შემიძლია მე წავიდე? ფეხზე წამოდგა მათე. -კი,თავისუფალი ხარ და მადლობა რომ დამეხმარე.მათე წავიდა,სესილიმ და ირინიმ ზოგადად ისაუბრეს რადგან ზედმეტად ჩათვალა კითხვები დაესვა მან ხომ მის თვალბში ამოიკითხა გულწრფელობა და სიყვარული ბავშვების მიმართ. -მომეწონეთ,გეტყობათ რომ ბავშვებთან დიდი გამოცდილება გაქვთ და ეს ძალიან სასიხარულოა,მაგრამ წინა სამსახურიდან დახასიათება თუ გაქვთ მინდა გადავხედო. -კი,წამოვიღე აი აქ მაქვს ყველაფერი ამ საქაღალდეში.სესილიმ გადაშალა საქაღალდე და ერთი თვალის გადავლებით გადაიკითხა. -ძალიან ბევრი რამ იცით პატარებზე,მე კი არაფერი გამეგება. -თქვენი შვილი ხომ 9 წლის არის.გაოცებულმა შეეკითხა სესილის ძიძამ. -დიახ,ნატა უკვე ჩემი შვილია,უბრალოდ მე არ ვარ მისი დედა. -აყვანილი გყავთ? -არა,ჩემი მეგობრის თილისმაა რომელიც ერთი თვის წინ გარდაიცვალა. -ვწუხვარ,ეს ძალიან მტკივნეულია თქვენ კი კეთილ საქმეს აკეთებთ პატარაზე რომ ზრუნავთ. -ეს დიდი ისტორიაა და გვექნება დრო ამ ისტორიის მოყოლისთვის,ახლა კი გულწრფელად გეტყვით რომ თქვენი დახმარება მჭირდება. -მე მზად ვარ დაგეხმაროთ და გპირდებით ყველაფერი კარგად იქნება.სესილიმ იგრძნო გულში გაჩენილი ნაზი და თბილი გრძნობა,მან საკუთარი თვალით დაინახა კეთილი ადამიანის თვალზე გაჩენილი ცრემლი,იგრძნო რომ ის სერიოზული ნაბიჯის გადასადგმელად ემზადებოდა და მზად იყო ამ ნაბიჯისათვის. -მშვენიერია,ჩვენ სამივე წავალთ შოპინგზე და განტვირთვას მოვიწყიბთ.შენ რას იტყვი საყვარელო,წავიდეთ და გავერთოთ? -წავიდეთ და გავერთოთ,რომ დავბრუნდებით ლუკაც მოვა,ხომ მოვა? -ვიყავი ჩემო პატარავ და დამპირდა რომ მოვა. -ურაააა,საღამოს ლუკა მოვა.სამივე გავიდნენ სახლიდან და უამრავი მაღაზიები შემოიარეს,დაღლილებმა ერთ-ერთ კაფეში შევიდნენ და დასხდნენ,ნატას უეცრად თვალი გაუშტერდა. -რა მოხდა,ვინმე ნაცნობი დაინახე? -ლუკა,იქ ჩემი ლუკა არის. -იქნებ შეხვედრა აქვს,დაველოდოთ და შემდეგ დავადგეთ თავზე.ნატამ ღიმილით შეხედა სესილის და დაეთანხმა. -კარგი,დაველოდოთ. -რა მოხდა,რა იყო ასე საჩქარო აქ რომ მთხოვე სასწრაფოდ მოსვლა. -ნუ გაკიცხავ საკუთარ თავს მხოლოდ იმის გამო, რომ უკეთესად და უფრო სწრაფად ვერ უმკლავდები მწუხარებას ლუკა.ვიცი რომ დამღლელი და დამქანცველია ასეთი ყოფა,ბახვას და თათას დაკარგვით გამოწვეული ტკივილი ძალიან მძიმე გადასატანია როგორც ჩემთვის,ასე შენთვის და ყველასთვის. -მტკივნეულია და მიჭირს ამ ყველაფერთან შეგუება,მაგრამ ეს ხომ რეალობაა ვერაფერს შევცვლით. -სესილისთან ვიყავი და მითხრა რომ დარჩენა გთხოვა. -იცოდი ჩემთან რომ მოდიოდა? -ვიცოდი,მე დამიტოვა პატარა და უნდა ვაღიარო,რომ ძალიან მომეწონა მასთან გატარებული რამდენიმე საათი. -როგორი იყო ძიძის როლში ყოფნა? -არც ისე ცუდია,როცა ასეთი საყვარელი არსება ტრიალებს შენს წინ. -მითხრა,რომ ძიძას ელოდებოდა. -მართალია და შეარჩია კიდეც,მე წამოვედი შენთან მინდოდა საუბარი.ლუკა საქმე მართლა სერიოზულად არის,ნატა სულ შენ გკითხულობს.რას იზამ დაეხმარები სესილის ნატა უფრო ახლოს რომ გაიცნოს,ის ჯერ კიდევ უცხოა მისთვის. -მართლა არ ვიცი რა ვქნა მეგობარო,იქით საქმე მელოდება აქეთ კი ამ ორზე ვფიქრობ,ვერ გადამიწყვეტია რა გავაკეთო. -სესილის იდეა არ აქვს ბავშვებთან ურთიერთობის და გაუჭირდება ნატასთან დაახლოვება შენი დახმარების გარეშე.მე მათ მარტო არ დავტოვებ,მაგრამ ჩემი მდგომარეობაც იცი აქეთ მაღაზია და იქით ბახვას საქმე,ამიტომ ვერ შევძლებ სულ მათ გვერდით ყოფნას. -მათე ვიცი რომ მათზე ფიქრობ და ზრუნავ,სესილი შენი ძმის ცოლია,ნატა კიდევ ძმიშვილი,შენ ვალდებული ხარ დაიცვა ისინი და მათ სიახლოვეს უნდა იყო -ვერ შევძლებ სულ მათ გვერდით ყოფნას,ისიც კი ვიფიქრე მარტო უნდა ისწავლოს ცხოვრებაც და პრობლემებთან გამკლავება,მაგრამ ვერ შეძლებს მალე დანებდება და ასე წააგებს,მოერევიან და წაართმევენ ნატას ეს კი არც შენ გაგეხარდება.სესილი ჩემმა ძმამ კომფორტულ ცხოვრებას შეაჩვია,ამიტომ ის სულ პანიკაშია და ყველაფერი სირთულეს წარმოადგენს,ახლა კი ვალდებულია ცხოვრებას შეებრძოლოს და ნატას გამო იბრძოლოს. -მე კი ვფიქრობ უკეთესია თუ მიეჩვევა ცხოვრებასთან ბრძოლას და მარტო იცხოვრებს,რა თქმა უნდა დავეხმარები,მაგრამ ეს ხომ დროებითია. -დროებითია თუ მუდმივი შენი მის გვერდით ყოფნა ამას დრო თავად გვიჩვენებს,ლუკა ვიცი რომ გრძნობა გაქვს სესილის მიმართ და ეს გრძნობა არ გაჩენილა არც გუშინ და არც ერთი თვის უკან,ეს გრძნობა მის მიმართ ბავშვობიდან მოგყვება.მახსოვს როგორ იცლებოდი ჩემთან ერთად,როცა სესილის ვერ უბედავდი შენი გრძნობების შესახებ თქმას და როცა სესილიმ არჩევანი ბახვაზე გააკეთა შენ უკან დაიხიე,გულში ჩაიკალი შენი გრძნობები და გაჩუმდი,შემდეგ სულ მოკლე დროში წახვედი აქედან.შენ დღემდე გიყვარს სესილი და კარგად იცი სიყვარული იმდენად მტკივნეულია რამდენადაც სასიამოვნო,მისი მხოლოდ გულით ტარება მარტივი არ არის,ძალიან რთულია. -შეუძლებელია მათე ჩემი და სესილის ერთად ყოფნა. -რატომ რა გიშლის ხელს,სხეული და გული არ გემორჩილება თუ გონება ებრძვის შენს სულს. -ვფიქრობ ერთ დღეს თავს ვერ გავაკონტროლებ,თუმცა კარგად ვიცი რა მიუწვდომელია ჩემთვის სესილიზე რეალურ ცხოვრებაში მის გვერდით წარმოვიდგინო თავი,ეს ოცნებებშიდაც არ მოხდება. -ლუკა რაც მიუწვდომელია,ყველაფერი ის მიმზიდველია. -მეგობარო....................... -ლუკა,ჩემი ლუკაც აქ არის და ძია მათეც აქ ყოფილა. -ნატა,სესილი აქ საიდან გაჩნდით,იცოდით აქ რომ ვიყავით? -არა,ჩვენ შოპინგზე ვიყავით და დავიღალეთ,განსატვირთად აქ შემოვედით და ნატას მახვილ თვალს ვერ დაემალეთ. -ლუკა ხომ წამოხვალ ჩვენთან,ხომ წამიკითხავ ზღაპარს. -პატარავ რაღაც საქმეები მაქბვს,მას მოვაგვარებ და მოვალ. -არა,ახლა წამოდი ჩვენთან ერთად.ლუკამ დაიბნა ხან მათეს შეხედა და ხან სესილის,ვერცერთის თვალებში ვერ ამოიკითხა მისთვის სანუგეშო რამ,ხელი თავის ტელეფონისაკენ წაიღო და სადაც გადარეკა. -ლუკა ვარ ვაჩიბერიძე,გთხოვთ გააუქმოთ ჩემი ბილეთი პარიზის მიმართულებით. -მიდიოდი? ისე მიდიოდი მე არ მნახავდი? ცრემლი მოერია ნატას და თავი ჩახარა. -უშენოდ არც წავიდოდი საყვარელო,ეს როგორ გაიფიქრე შენ ხომ ჩემი პატარა პრინცესა ხარ. -პრინცესა არ ვარ. -რატომ? არ ფიქრობ რომ სილამაზით პრინცესას ჰგავხარ? -არა,სილამაზე არაფერ შუაშია,პრინცესა რომ ვიყო გვერდით პრინცი უნდა მყავდეს.გაოცბულმა შეხედა მათემ ნატას და გულიანად გაეცინა. -ოჰო ჰოოოო,ლუკა არ გამოგადგება პრინცად საყვარელო ასაკი არ გიწყობს ხელს. -ლუკა? ლუკა სესილის უხდება და ვფიქრობ ძალიან ლამაზი პრინცესა და პრინცი იქნებიან. -ნატა რას ამბობ,ჯერ შენ პატარა ხარ ასეთი თემებზე სასაუბროდ.გაუბრაზდა სესილი. -9 წლის ვარ,მაგრამ თვალებში კარგად ვიხედები.ნატას მოსწრებულ პასუხზე მათემ გულიანად იცინა,ლუკას თვალი ჩაუკრა და ფეხზე წამოდგა. -კარგია თქვენთან ყოფნა,მაგრამ უნდა დაგემშვიდობოთ.მიდიოდა და რამდენიმე წუთი ღიმილი არ მოშორებია სახეზე,შემდეგ კი ჩაილაპარაკა. -ლუკა შარში ხარ,ცდილობ არ შეიმჩნიო მაგრამ 9 წლის ბავშვმაც კი შეამჩნია შენი მღელვარება როცა სესილის გვერდით ხარ.ლუკამ დაჰპირდა ნატას რომ აუცილებლად მივიდოდა,ზღაპარს წაუკითხავდა და დააძინებდა კიდევაც,მაგრამ ვერ შეასრულა დანაპირები ლუკამ და მასზე ლოდინში ჩაეძინა ნატას,სესილი კი იჯდა სიბნელეში და ფიქრობდა.მას ყოველთვის სიბნელეში უყვარდა ჯდომა და ფიქრი,თითქოს უეცრად ნაცნობი და სასიამოვნო სურნელი იგრძნო,თვალი გაახილა და მის წინ ლუკა იდგა თავის დიდი ჩანთით. -შენ დააგვიანე,მაგრამ მაინც მოხვედი. -მოვედი.გაუთვიცნობიერებლად წამოფრინდა ფეხზე და ლუკას ჩაეკრა. -არ მეგონა თუ შეცვლიდი შენს გეგმებს და არ წახვიდოდი. -მე მოვედი თუ ისევ ძალაშია შენი შემოთავაზება. -ძალაშია და მიხარია ახლა აქ რომ ხარ. -მე ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები,არ იფიქრო რომ მძიმე წუთებში მარტო დაგტოვო,სესილი ჩვენ ერთად შევძლებთ მტერს შევებრძოლოთ და ნატა არ დავთმოთ. -ლუკა,ჩემი ლუკა.ჩაილაპარაკა სესილიმ და ხელები მჭიდროდ შემოხვია,ლუკამ მის მკერდზე საყვარელი ქალის შეხება იგრძნო და წამიერად თვალებში დაუბნელდა,მაგრამ თავს მოერია და თავადაც შემოხვია მისი ძლიერი მკლავები სესილის სუსტ სხეულს. -ყველაზე დიდი ბედნიერებაა ჩემი შენს გვერდით ყოფნა,თუმცა ფრთხილად უნდა ვიყოთ,ცხოვრება ტანჯვაა და ზოგჯერ არ გვაქვს უფლება დავტკბეთ ბედნიერი წუთებით. -ლუკა მე............. -ვიცი,ვიცი რომ ჯერ ადრეა შენთვის სხვაგვარად იფიქრო,მაგრამ სესილი ჩვენ ვცხოვრობთ იმიტომ რომ გვიყვარდეს,გავიგოთ ცხოვრების ფასი და ჩვენს გარშემო განვითარებულ პრობლემებს ერთად გავუმკლავდეთ.დაიმახსოვრე,ასეთ საჩუქარს როგორიც სიცოცხლეა ვერცერთი ადამიანი ვერ გაჩუქებს,ის მხოლოდ უფლის საჩუქარია და მის ყოდვას ვერანაირი თანხით ვერ შევძლებთ. -ამიტომ დავტკბეთ ცხოვრებით. -ერთად? გინდა ერთად შევიგრძნოთ ცხოვრების სიტკბო? -ჯერ ადრეა,წინ რთული ეტაპია მაგრამ მე წინააღმდეგი არ ვარ.ნუ ვიჩქარებთ,დრო გვაქვს და ნუ დავაჩქარებთ მოვლენებს. -სესილი ჯერ გაერკვე საკუთარ თავსა და გრძნობებში,გააანალიზე ის, თუ რატომ ვერ უმკლავდები ამ მწუხარებასა და დანაკარგს.შენ ახლა მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ცვლილებები გაქვს,გრძნობ მარტოობას, სინანულს, სიბრაზეს, სევდას.შენ ახლა მხოლოდ მხარდაჭერა გჭირდება და როცა გაერკვევი შენს გრძნობებში შემდეგ ვისაუბროთ. -გვიან მოხვედი,ალბად ისევ სესილისთან იყავი.დამცინავად და აგდებულად უთხრა გურამიმ მათეს. -დიახ,სესილისთან ვიყავი რამე პრობლემა არის? -არის,ჩვენ მე და დედაშენი ვცდილობთ და დღე და ღამ იმის ფიქრში ვართ როგორ მოვიპოვოთ მეურვეობა და შენ რას აკეთებ,გინდა მითხრა რომ მისი მეგობარი ხარ? -მე ბავშვობიდან ვმეგობრობ სესილისთან,მაგრამ რაც შეეხება მეურვეობას ორივეს გითხარით და ისევ იმ აზრს გეტყვით,რომ ვერ შეძლებ წაართვა სესილის პატარა მთელი შენი ბინძური იდეებიც რომ გამოიყენო.პატარა სესილისთან ძალიან კარგად გრძნობს თავს და ამას უნდა შეეგუო. -როგორ სცდები,ბავშვი ჩვენია და ჩვენ გვჭირდება,ჩვენ ასე გვინდა და ასეც მოხდება რადგან ის ჩვენი შვილიშვილია.მათემ გულიანად გაიცინა და შემდეგ მამას შეხედა. -არ მინდა დავიჯერო,რომ რასაც აკეთებ საყვარელი მეუღლის გამო აკეთებ,შენ ხომ მის გამო მსხვერპლსაც გაიღებ,რადგან დღე და ღამ მხოლოდ დედაზე ფიქრობ. -რა გიკვირს,რა გაცინებს რას ხედავ აქ სასაცილოს რომ მე მინდა ჩემი მეუღლე და შენი დედა ბედნიერი იყოს. -არა მამა,შენ არ ზრუნვ დედას ბედნიერებისთვის,შენ იყენებ მას შენი ბინძური იდეების განხორციელებაში.შენი დრო დადგა რომ მას დასჭირდი,ამიტომ არ იხევ უკან,მაგრამ როგორც კი საშუალება მოგეცემა ისე მიაგდებ მას,როგორც ნახმარი და უკვე უსარგებლო ჩვარი განა ერთხელ გაგიკეთებია ეს თუ ორჯერ. -რატომ მიყურებ ასეთი ზიზღი სავსე თვალებით შვილო. -იმიტომ რომ შენ ზიზღის მეტი ჩემს თვალში არაფერი დაგიტოვებია,ნუთუ დავიჯერო დაგავიწყდა როგორ გააგდე სახლიდან ჩემი მეგობარი ლუკა? დაგავიწყდა როგორ მოუკალი დედა? მე ეს არ მითქვამს ლუკასთვის რომ შენ ხარ მისი დედის მკვლელი,რადგან არ მინდა შემიზიზღოს ისე როგორც შენ ეზიზღები.გგონია მან არ იცის როგორ და სად გაუჩნარდა დედამისი? იცის,მაგრამ გიხაროდეს რომ ვერ ამტკიცებს,ამიტომ ხარ დღემდე თავისუფალი.თუმცა შენს მიერ ჩადენილი სიბინძურე აქ არ შეწყვეტილა,ის არც პირველი ყოფილა და არც უკანასკნელი.მას შემდეგ უამრავი ხალხი დახოცე და გგონია არაფერი არ ვიცი შენზე? ვიცი მამა,შენ მათ ხოცავ ვინც წინააღმდეგობას გიწევს,ვისაც არ უნდა შენი სიბინძურის მსხვერპლი გახდნენ,იმათ კლავ ვინც იცის შენი ნამდვილი სახე თუ რა დაუნდობელი ადამიანი ხარ. -ეს ტყუილია,შენ მოგეჩვენა. -მართალი ხარ,მე მომეჩვენა და მათაც მოეჩვენა როგორ ერთობოდი სასტუმრო ოთახში ქერა ქალთან,რა საზიზღრობებს უკეთებდი მას და როგორ გეხვეწებოდა ის ქალი გაგეშვა.სწორედ იქ დაგინახა ლუკას დედამაც,როცა ოთახის დასალაგებლად შემოვიდა,შეგეშინდა ბაბუა გაიგებდა და გაგაგდებდა სახლიდან,ამიტომ შენ ის მოკალი და შემდეგ გვამის დაწვა ბრძანე რადგან კვალი გაგექრო.ამ ყველაფრის შემდეგ მეკითხები თუ რატომ მეზიზღები? მეზიზღები,რადგან მიუხედავად ამ სიბინძურისა მაინც ვერ მიეჩვიე წაგებას და დარწმუნებული ვარ სესილიც გაიმეტო სასიკვდილოდ ისე როგორც გაიმეტე თათა მაგრამ იქ შენი შვილიც შემთხვევით აღმოჩნდა.არ ვიცი რატომ,რას ერჩოდი თათას მაგრამ გინდოდა შენ ის მოგეკლა,მასთან ერთად კი ბახვაც მოკვდა. -ტყუილია,შეიძლება ყველაფერს სწორს ამბობ,მაგრამ ეს ტყუილია. -გავიგებ სიმართლეს,სულ ცოტა დარჩა და ჩემი ხელით გამოგასალმებ სიცოცხლეს. -ტყუილია,ეს ყველაფერი ტყუილია.ანერვიულდა გურამი,ხელები აუკანკალდა,ტუჩები ჩაულურჯდა და მათეს თვალებში ვერ უცქერდა. -გაფრთხილებ,სესილის და პატარას რომ შეეხო არც კი დავფიქრდები ისე გამოგასალმებ სიცოცხლეს,მაგრამ არა,ეს ბედნიერი სიკვდილი იქნება შენთვის,უმჯობესია ყველა შენი ბინძური საქმის ის სქელი საქაღალდე გადავცე მართლ-მსაჯულებას რომლებიც სამუდამოდ წაგართმევენ თავისუფლებას,იმედია ეს არ გინდა რომ მოხდეს. -შენ რა,შენს მამას ემუქრები? -არა მამა,მუქარა რა ჩემი საქმეა მე გაფრთხილებ,მაგრამ შენ როგორც გინდა ისე მიიღე. -თუ წინ გადამეღობები შენთვის ყველა ის კარი დაიკეტება რომლებიც აქამდე ადვილად შეგეძლო გაგეღო,შენი კარიერა კი გაქრება და შენ ყველგან დამარცხდები. -შენ ცოტა ხნის წინ არ ამბობდი რომ შენს ოჯახს იცავ და ოჯახის გამო ყველაფერს გააკეთებ? -ხვდები რომ შენს წინ შენი მამა დგას და შენ კი მის ნერვებზე თამაშობ? -ვიცი ვინც დგას ჩემს წინ და უნდა გითხრა რომ ვწუხვარ შენნაირი კაცის შვილი რომ ვარ,ვწუხვარ ეს სასჯელი რომ მომივლინა უფალმა თუმცა არ ვიცი რისთვის დავისაჯე ასე სასტიკად.ვწუხვარ,რომ დღემდე მამას გიწოდებდი.მე არ მეშინია შენი,მე არ ვარ ბახვა შემაშინო და ყველაფერი ის მაკეთებინო რაც შენ გინდა და როგირც გინდა.დაგმარხავ,ცოცხლად დაგმარხავ შენს ბინძურ საქმეებთან ერთად.კარგად ვიცი ფულით რომ ყიდულობ ყველას,ისიც ვიცი ვინც არ გემორჩილება ყველას კლავ და კვალს კი აქრობ.დაიმახსოვრე ბატონო გურამ შენი მეფობის დღეები მთავრდება ამ სახლში. -წინ თუ გადამიდგები,დავივიწყებ რომ ჩემი შვილი ხარ. -ისე როგორც ბახვა დაივიწყე ვინ იყო? -მათე................... -არა უშავს,მე უკვე დავიწყებული მაქვს,რომ შენ ჩემი მამა ხარ.აღარ დამისვა კითხვა თუ რატომ მეზიზღები,შენ თავად იცი თუ რატომ არის ჩემში შენს მიმართ ამოდენა ზიზღი და სიძულვილი.მათემ თვალებში ჩახედა გურამის და საბოლოო სიტყვა დაუტოვა. -სესილისგან და პატარასთან შორს დადექი,გაფრთხილებ.მათე წავიდა და გურამი კანკალმა აიტანა,ხელით მიეყრდნო კედელს და ძირს წაქცევისგან თავი შეიმაგრა. -რა მოგივიდა,ისევ მათეს ეჩხუბე? მადლენმა ხელი შეაშველა გურამის და სავარძელში ჩასვა,გურამიმ მიხვდა ის არა თუ კედელმა მისი მეუღლის ხელებმა გადაარჩინა წაქცევას. -ეს ბოლო პერიოდი ჩემზე ძალიან აღრენილია,ვერ ვხვდები რა უნდა.გასაგებად და გარკვევით მითხრა,რომ ჩემს წინ დადგება თუ სესილის შევეხები და ბავშვს წავართმევთ. -ვერ გავიგე რატომ არ ესმის რომ ეს ბავშვი ჩვენია და ჩვენთან უნდა გაიზარდოს. -არ ვიცი რას ფიქრობს,რაღაც უცნაიურად ლაპარაკობს სესილიზე -ნუთუ გრძნობა აქვს სესილის მიმართ? -ცდილობ თუ გინდა გული გამიჩერდეს მადლენ დღეს? როგორც ტარაკანა არც კი დავფიქრდები ისე გავსრისავ და გავაქრობ ჩვენი ცხოვრებიდან. -დაწყნარდი,მაღალი წნევა გაქვს ოთახში შედი და დაისვენე,მე წამალს მოგიტან და დაგალევინებ. -აქ დამელოდე და შენს ოთახს მოვამზადებ. -დღეს თუ ნებას მომცემ მინდა ნატას საწოლში დავიძინო,ძალიან მინდა რომ გაიღვიძებს პირველმა მე შემხედოს. -წარმომიდგენია რა ბედნიერი სახე ექნება დილით შენ რომ შეგხედავს,ლუკა იცი რომ ბევრს ვფიქრობ თუ რატომ დატოვა თათამ ჩემთან პატარა და არა შენთან,შენ ხომ უკეთესად იცნობდი მას. -თათამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო,ნატას დედა სჭირდებოდა და არა მეგობარი როგორც მე. -მაგრამ შენ მას ძალიან უყვარხარ და სულ შენს გვერდით უნდა რომ იყოს. -ეს ახლა,სანამ ახლოს გაგიცნობს და შეგეჩვევა.გაივლის ცოტა დრო და მიხვდები,ეს პატარა არსება მთელი გულით რომ შეგიყვარდა. -რა გადაწყვიტე,უკან როდის ბრუნდები. -სანამ შენ გჭირდები მე აქ ვარ,ცოტა შევამციროთ პრობლემები და მეც დავუბრუნდები ჩემს საქმეს.ხვალ გავალ და სკოლაში მივალ,ნატამ სწავლა უნდა გააგრძელოს,შემდეგ გავივლი და სახლს ვნახავ. -მათემ მითხრა სახლი ხომ არ გვენახა,ერთი სახლი ნახა და მითხრა რომ მომეწონებოდა. -ვნახოთ მათეს მიერ ნახული სახლი,მეც ვნახე ერთი,ვფიქრობ მოგეწონება და არის ერთი პრობლემა რომელიც სასწრაფოდ უნდა მოვაგვაროთ. -რა,რა პრობლემაა. -თათას სახლი პარიზში,უნდა წავიდე და ნატას ნივთები წამოვიღო.სახლს გავაქირავებ,მაგრამ მე ვერ შევძლებ ამას,შენ გაქვს უფლება რადგან შენ ხარ ნატას მეურვე. -არ ვიცი როგორ,მაგრამ თუ სახლს გავაქირავებთ მინდა ნატას სახელზე ანგარიში გავხსნა და ის ფული მას შევუნახოთ.ცხოვრებას სხვაგვარად ვფიქრობდი და მან კი სულ სხვა გზით წამიყვანა. -მაგალითად? -ყველა იბადება უსუსური,იზრდება და ცხოვრებას ეჩვევა მის დადებით და უარყოფით მხარეებს.ვერ შევაფასებთ წინასწარ ჩვენს გასავლელ გზას,ასე რომ შეიძლებოდეს ყველა ავიცილებდით მოახლოებულ ტკივილს,არ აქვს მნიშვნელობა რისგან ან ვისგან არის გამოწვეული ტკივილი შურისძიებსაგან,სიძულვილისგან ეს ხომ მედლის ერთი მხარეა,მეორე მხარე მედალს უფრო ამაღლებული აქვს ფართო და ღრმა განცდებით. -შენს საუბარში უიმედობას გვრძნობ სესილი.შენ შენი ტკივილი საკუთარ სხეულში და სულში გაქვს,ამის გამო პანიკაში არ უნდა ჩავარდე. -მსხვერპლი და თავგანწირვა. -მართალია,შენ მსხვერპლი ხარ და თავგანწირვა კი ნატას გამო გიწევს.ვიცი მტკივნეულია ჯერ კიდევ ამ ყველაფერთან შეგუება,მაგრამ განსხვავება იმაშია ამ ყველაფერს შენი ნებით და სურვილით აკეთებ.არჩევანი აიღე ნატაზე და ეს ყველაფერი ყოველგვარი ძალდატანების გარეშე გააკეთე.ეს შენი გადაწყვეტილება ღვთიურია,ღმერთი ხედავს და გამარჯვებაც შენს მხარეს იქნება დარწმუნებული ვარ,ახლა კი დროა დავწვეთ და დავიძინოთ. -დავიძინოთ.ორივე ფეხზე წამოდგა და ორივე ნატას საძინებლის კართან მივიდა. -აქ იძინებ? შეეკითხა ლუკამ,სესილიმ კი თავი დახარა და უთხრა. -მეც მინდა თქვენთან ერთად დავიძინო. -ნატა შუაში იქნება იცოდე. -კარგი,ნატა შუაში იყოს და დილით ორივეს მის გვერდით გვნახავს.ფრთხილად დაწვა ორივე და ორივეს გარკვევით ესმოდა ერთმანეთის აჩქარებული გულისცემა.დილით სესილიმ ძალიან ადრე გაიღვიძა,ჯერ მძინარე ლუკას და ნატას უცქირა შემდგ კი ძალიან ფრთხილად ადგა და სამზარეულოში ფუსფუსი დაიწყო,მაგრამ ლუკაზე გაიტაცა ფიქრებმა რძე აუდუღდა და გაზქურაზე დაიღვარა,შემდეგ კვერცხი გამოიღო და ლუკა დადგა თავზე,არ ელოდა ლუკას და შიშისგან კვერცხი ხელიდან გაუვარდა. -სესილი? -ლუკა? -სესილი რას აკეთებ. -ვცდილობდი საუზმე მომემზადებინა ლუკა. -და კვერცხი იატაკზე აღმოჩნდა. -ნუ დამცინი,ეს იმიტომ რომ შემაშინე. -არა,არ დაგცინი იმაზე რომ კვერცხი ტაფის ნაცვლად ძირს აღმოჩნდა. -აბა? -მეცინება,რომ შენ ასე ადრე ადექი საუზმის გასაკეთებლად. -რა სადისტი ხარ,დამცინი რომ არაფერი გამომდის. -გამოგივა,ეცადე რომ გამოგივიდეს.უთხრა ლუკამ და სესილი მარტო დატოვა,ისევ ნატას დაუბრინდა რომელიც გაღვიძებული დახვდა და ლუკას ბედნიერებისაგან გაბრწყინებულმა შეხედა,მაგრამ ლუკამ თითი ტუჩებზე მიიდო და ჩუმად უთხრა. -ჩუმად იყავი ცოტა ხნით. -რატომ? -სიურპრზი გელოდება. -რა სირპრიზია? შეეკითხა გაკვირვებულმა. -სესილი ცდილობს გასიამოვნოს და საუზმეს გიმზადებს. -უთხარი რომ დილით კვერცხი მიყვარს ყველით და ძეხვით? -არაფერი არ მითქვამს,მაგრამ შევხედე რომ კვერცხი გამოიღო მაცივრიდან მოდი დაელოდოთ ნუ გავუფუჭებთ სიურპრიზს. -კარგი დაველოდოთ,შენ როდის მოდი წუხელ შენს ლოდინში ჩამეძინა. -კიდევ მეორე სიურპრიზი უნდა გითხრა პატარავ. -რა,ამჯერად რა სიურრიზია? -ამჯერად ის რომ წუხელ მოვედი,შენ უკვე გეძინა და აქ დავიძინე მე და არა მარტო მე. -აბა? ვინ იწვა კიდევ აქ? ეეეეე,მოიცადე სესილიც აქ იწვა? -მიმიხვდი,სესილი იმ მხარიდან მოგიწვა.უთხრა სიცილით ლუკამ და გაოცებულ ნატას ხელი მოხვია. -ადექიიიიიით.მოესმათ სესილის ხმა და ორივე გაიყუსა. -მე მძინავს.უთხრა ნატამ ლუკას და თვალები დახუჭა.ოთახში სესილი ფრთხილად შემოვიდა და შეხედა ლუკას ისევ იწვა. -ისევ ძინავს? გააღვიძე საუზმე მზად არის. -მესმის და სუნიც მეცა,ნუთუ ჩემი საყვარელი კვერცხი შემიწვი ძეხვით და ყველით? -მართლა შენი საყვარელი კერძია? კითხა გახარებულმა ნატას და ცრემლი მოერია. -კი,ძალიან მიყვარს. -ადექი პატარავ და საუზმე მიირთვი.უთხრა ლუკამ ნატას და თავადაც წამოდგა,მაგრამ სესილის თვალებს თვალს არ აცილებდა -რა მოგივიდა,სესილი შენ რა ტირი? -კარგად ვარ,იცი რომ კვერცხი ძეხვით თათას საყვარელი კერძი იყო,ძალიან უყვარდა. -ვიცი,ყოველ დილით აკეთებდა და ისე გემრიელად მიირთმევდა ერთხელ თეფში ავართვი და გაოცებულმა შემხედა,მეგონა მომკლავდა. -მართლა? ნატასაც ის კერძები უყვარს რაც დედამისს. -დამშვიდდი,ძალიან მხიარული დილა არის და ნუ გავიფუჭებთ მტკივნეული მოგონებებით ამ საოცრად ლამაზ დილას.ძიძა რომელ საათზე მოვა. -დამირეკა დილით,რომ ცოტა დააგვიანდება,რატომ მეკითხები? -მინდოდა საუზმის შემდეგ ნატასთან ერთად გაგვევლო. -გავიაროთ,კარგია ბავშვისთვის დილით სუფთა ჰაერზე გავლა.ისაუზმეს,სესილიმ მიალაგა ყველაფერი შემდეგ თავი მოიწესრიგა ნატასაც ისეთივე კაბა ჩააცვა რაც თავად ჩაიცვა და ლუკას გაოცებული მზერაც დაიმსახურა,სამივე ერთად გავიდა სახლიდან.უეცრად სესილის თვალი გაუშტერდა და ერთ წერტილს მიაშტერდა,ლუკამ შეხედა და თვალი გააყოლა სესილის თვალს. -ლუკაააააა ხედავ იმ სახლს? -ვხედავ,მერე რა? -მერე რა? ვერ ხედავ რომ აწერია იყიდება? -მერე? -მერე მინდა,ლუკა ძალიან მინდა. -სესილი შენც 9 წლის ბავშვი ხარ? -მინდააააა. -გოგო მინდას რომ გაჰყვირი,ჯერ ვნახოთ რა მდგომარეობაშია. -როგორ მდგომარეობაშიც არ უნდა იყოს,ლუკა მინდააა. -მეც მინდა ეს სახლი,უკვე მომწონს.სესილის დაეთანხმა ნატა. -9 წლის ბავშვები არა,უფრო ვიტყოდი 4 წლის ბავშვები ხართ ორივე.ლუკას გაეცინა,სახლთან ახლოს მივიდა და ნომერი ამოიწერა,რამდენჯერმე გადარეკა მაგრამ არავინ უპასუხა.კისკისით და მხიარული განდებით ბრუნდებოდნენ უკან,რომ სახლთან მათე დაინახა ლუკამ. -მათე? ადრე მოსულხარ,რამე ახალია? -არა,აქვე ვიყავი და ვიფიქრე ვნახავთქო,დაგირეკე და რომ არ მიპასუხე შემეშინდა.უკვე მივდიოდი,კარგია რომ არ წახვედი და დარჩი. -დავრჩი,სესილის და ნატას თხოვნას დავემორჩილე,შენთან საუბარმა კიდევ ძალიან დამაფიქრა და გადავწყვიტე დარჩენა.სესილიმ ნატას ხელი ჩაჰკიდა და ლუკას და მათეს უთხრა. -სახლში შევიდეთ,აქ ქუჩაში ხომ არ ვისაუბრებთ.ყველამ ერთად შეაბიჯა სახლში,შემდეგ ნატას მიუბრინდა და უთხრა. -შენს ოთახში შედი და გამოიცვალე საყვარელო.ნატა გაიქცა და სესილი მათეს მიუბრუნდა. -მათე რა მოხდა,ისევ მამაშენი? -სესილი დღეს ძალიან სერიოზული საუბარი მქონდა მამაჩემთან და გთხოვ ფრთხილად იყო შენ ჩემი ძმის ცოლი ხარ,ნატა კი ჩემი ძმისშვილია და არ დავუშვებ საფრთხე შეგექმნეთ. -ძია მათე ჩემი მამიკოს ძმა ხარ? მე არ ვიცნობ მამას ვინ არის,ის არასდიროს არ მოსულა ჩვენთან,დედამ მარტო გამზარდა,ამიტომ მე არ მყავს მამა და არც მინდა ვიცოდე ვინ არის ის ადამიანი. -დაწყნარდი საყვარელო,მოგვიანებით თავად აგიხსნი ყველაფერს.უთხრა ლუკამ პატარას და ოთახში შეიყვანა,თავად კი მათეს მიუბრუნდა და უთხრა. -ეს ნატას ასე არ უნდა გაეგო. -ვერ გავიგე,ნატა მის საკუთარ მამას არ იცნობს? ლუკა რატომ მითხრა მან ეს სიტყვები. -მაგ კითხვაზე პასუხის გაცემა არ შემიძლია,მეც რამდენჯერ შევეკითხე ბახვას მაგრამ ყოველთვის თავი აარიდა და პასუხი არ მითხრა,იგივეს აკეთებდა თათა და ამიტომ არ შემიძლია მაგ კითხვაზე ამომწურავი პასუხი გაგცე,არ ვიცი. -უცნაურია,ჩემი ძმა ხშირად დადიოდა პარიზში. -ვიცი და თათას ეხმარებოდა,მაგრამ მათ რა ურთიერთობა ჰქონდათ მე არ ვიცი,ვიცი მხოლოდ რომ ბახვა თათას სახლში არასდროს რჩებოდა,ის ღამეს ყოველთვის სასტუმროში ატარებდა. -კარგი,ადრე თუ გვიან გავარკვევთ სიმართლეს,მე წავედი და თუ დაგჭირდით დამირეკეთ.მათე წავიდა და ლუკამ სესილის შეხედა. -რატომ მიყურებ,რამე მაცხია სახეზე? -არა,მიკვირს რომ გურამიმ სულ გარეკა,ჯერ შენ გამოგამწყვდია და ახლა რაღაც აქვს ჩაფიქრებული,მათესაც ამიტომ ეშინია ასე ძალიან. -არ ვიცი,მაგრამ რომ დავფიქრდი მეც ძალიან შემეშინდა ლუკა.ლუკას ტელეფონზე უცხო ნომერი დაფიქსირდა. -გისმენთ,დიახ მე ვარ.რომელ საათზე შემიძლია მოვიდე,12? მშვენიერი დროა,შეხვედრამდე. -ვინ იყო? -გამოიცანი ვინ დამირეკა. -ვინ? -სახლის პატრონმა,ნომერი რომელიც ამოვიწერე არ მიპასუხა რამდენჯერმე ვეცადე მასთან დაკავშირებას,ახლა კი თავად დამირეკა,ხვალ 12 სთ-ზე შეგვეძლება ვნახოთ სახლი. -და ის ჩვენი სახლი იქნება? -ჩვენი სახლი იქნება პატარავ. -ლუკა ჩვენ სამივე სულ ერთად ხომ ვიქნებით? -ვნახოთ საყვარელო,დრო გვიჩვენებს.უთხრა ლუკამ ნატას და თან სესილის უცქერდა -მე უკვე მომშივდა,რა ვჭამოთ? -მაკარონი სოუსით, ხომ გინდა? -შენ თუ გააკეთებ კი მინდა.ლუკამ გააკეთა ნატას საყვარელი მაკარონი და სამივემ გემრიელად მიირთა,უეცრად ნატამ მოიწყინა და ლუკას შეხედა. -რა მოხდა,რატომ მოიწყინე პატარავ. -ლუკა მინდა რომ დედას საფლავზე წამიყვანო. -როდის გინდა წავიდეთ,ხვალ ახალი სახლი უნდა ვნახოთ. -შემდეგ ხომ ვთქვით გავიაროთ და შენი საყვარელი ბარბის თოჯინა ვიყიდოთ. -მაგრამ დედას ვენატრები,ინერვიულებს რომ არ მივაკითხავ. -მოდი ჯერ სახლი ვნაოთ,სხვამ რომ არ მოგვასწროს და მოგვიანებით წავიდეთ დედის საფლავზე. -კარგი,მაგრამ ჩვენი სახლი პარიზში? -არ ინერვიულო,მე თავად წავალ და შენს საყვარელ ყველა ნივთს აქ ჩამოგიტან. -მპირდები? -გპირდები საყვარელო,შენ არ მოგცემ უფლებას მოიწყინო მინდა თავი კარგად იგრძნო ჩვენთან ერთად.ტკივილი გაუსაძლისია,ჭრილობა ჯერ კიდევ ღიაა,საზღვარი არ აქვს შენს გულში არსებულ ტკივილს მაგრამ უნდა შევეგუოთ და ტკივილთან ერთად ვიცხოვროთ მეტი გზა არ გვაქვს. -ცხოვრება რთულია და ჩვენი თითოეული ნაბიჯიც ტკივილითაა სავსე,მაგრამ ზოგჯერ ტკივილს მოაქვს ბედნიერება საიდანაც ჭუპრი პეპლად იბადება. -ეს რას ნიშნავს ვერ გავიგე.სესილის შეხედა ნატამ. -ჯერ პატარა ხარ ეს რომ გაიგო,ჯერ უნდა გაიზარდო.ამ წუთში კი გეტყვი შენ ნებისმიერ დარდზე და ტკივილზე ძლიერი ხარ.საყვარელო წარსული აღარ დაბრუნდება,ის დრო ლამაზ მოგონებებად დარჩება ჩვენში,წარსულის დანაკარგს ვერ ამოვივსებთ,მაგრამ შევძლოთ სხვებს ვაჩუქოთ ღიმილი,მხოლოდ ასე შეგვიძლია ვიყოთ ახლოს წარსულის მოგონებებთან. -ვერც დრო ვერ დააბრუნებს და ვერ დამავიწყებს ჩემი დედიკოს თბილ ღიმილს,შესაძლებელია დროებით დავივიწყო ის,მაგრამ უმისობა ჩემში ყოველთვის სიცარიელეს მაგრძნობინებს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.