შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვამპირთა საძმო /12/


18-01-2019, 20:25
ავტორი Tamta.k
ნანახია 1 295

- კარგად ხარ? - მეკითხება იმის შემდეგ რაც დავმშვიდდი
- კარგად ვარ. აქ რას აკეთებ? - ზურგით ხელს ეყრდნობა
- შენი ნახვა მინდა, დაგინახე როგორ გამოიქეცი სახლიდან. რა მოხდა?
- არაფერი, უბრალოდ გარეთ გასვლა მინდოდა - ვცრუობ, არ მინდა ყველაფერი გაიგოს - დიდი ხანია იცი რონალდის სამალავი?
- კი, მას ეგონა თუ ხალხმრავალ ადგილას იცხოვრებდა ვერავინ იპოვიდა თუმცა ცდება.
- რონალდი ჭკვიანია, შენნაირი ბოროტი არ არის და დედამიწის განადგურება არ უნდა. - სიცილს იწყებს რაზეც ვკრთები
- შენ იმ რონალდზე ლაპარაკობ რომელიც ძალიან დიდი ხნის წინ მოვაქციე? - შოკირებული ვუყურებ
- რა ქენიი? - მხოლოდ ამის თქმას ვახერხებ, ფეხზე დგება და შარვალს ისწორებს.
- მოვაქციე. მემუდარებოდა, გადამერჩინა თუმცა ეხლა როგორ მიფასებს მარადიული სიცოცხლის ჩუქებას? - თეატრალურად ლაპარაკობს რაზეც ნერვები მეშლება, მახსენდება ლოლას სიტყვები. რონალდი არასდროს ამბობს როგორ გადაიქცა ვამპირადო...
- კვდებოდა? - მისი ამბავით დავინტერესდი
- მისი დრამის მოსაყოლად არ მოვსულვარ აქ.
- აბა რისთვის მოხვედი? - მეც ვდგები
- დრო იწურება დაგავიწყდა?
- არა. ყოველთვის ისეთ დროს რატომ ჩდები როდესაც ცუდად ვარ?
- შენ თვითინ მიხმობ - გულზე ხელს მადებს - შენ თვითონ გინდა რომ მნახო როდესაც ცუდად ხარ...
- მოიცადე, არ წახვიდე.
- მაპატიე ალისა, მაგრამ უსაქმური ნამდვილად არ ვარ. - ხელს ვკიდებ და ვაიძულებ შემოტრიალდეს
- რა დაემართა შელიას? - მის სახელზე სახე ეცვლება და ჩემს ხელს იშორებს
- მისი ბედი ესე განაღვლებს?
- არა. მაინტერესებს საკადრისად დაისაჯა თუ არა! - მართლაც ესე იყო, მხოლოდ მისი ბრალი იყო რომ ალისა მოკვდა და მე ესეთი ბედი მარგუნეს.
- დამშვიდდი,ძვირფასო. - ხელს სახეზე მისმევს - ბოლოს თვითონ მთხოვდა რომ მომეკლა.
შემდეგ კი წავიდა. არ შემიჩერებია, მაგრამ მაინტერესებდა როგორ დაისაჯა შელია.
ეხლა რა გავაკეთო? საძმოს სახლში უნდა მივსულიყავი მაგრამ პირდაპირ ჩემი მოკვლა რომ გადაეწყვიტათ? საბჭოშოს წევრებთან წამიყვანდნენ?
ბოლოს მაინც წასვლა გადავწყვიტე, სახლთან რონალდი იდგა და თვალებს აცეცებდა, ჩემი დანახვისას სწრაფად მომიახლოვდა.
- სად ხარ ალისა? მანერვიულე
- მე... ვსეირნობდი. რამე მოხდა?
- უნდა ვისაუბროთ. - გული ამიჩქარდა. ის ჩემს მოტყუებას დაიწყებდა?
- კარგი. სახლში შევიდეთ შემცივდა.
სამზარეულოში შევედით, ადრიანს ჩემთვის არც კი შემოუხედავს როდესაც სავსე მისაღები გავიარე. ლოლამ გამიღიმა, მეც გავუღიმე. ამდენ ხალხში ცხოვრებას და ყოფნას ვერ ვეგუებოდი, არ იყო ჩემი სტილი ბევრ ხალხთან ცხოვრება...
- დაჯექი ალისა, გინდა ფორთოხლის წვენი? - თავი დავუქნიე, ჭიქა გამივსო და მომაწოდა
- მადლობა. - ჩემს წინ ჩამოჯდა, ემჩნეოდა სახეზე გადაღლილობა. სისხლის პაკეტი გამოვუღე და მივაწოდე
- იმდენად დავიღალე ეგეც აღარ მშველის - გამიღიმა და პაკეტი ბოლომდე ჩაცალა - აბა მომიყევი ნოჰამმა რა გითხრა? - რაო?
- რაა? - კვლავ გამიღიმა და მივხვდი ყველაფერი იცოდა - არაფერი, უბრალოდ ვსეირნობდი, შემთხვევით შემხვდა.
- ეჰ ალისა. როგორი მიამიტი ხარ... ის შენზე მანიპულირებს. როდესაც რაიმეს განიცდი და ცუდად ხარ მაშინ გამოჩნდება რადგან დაგამშივდოს, თუმცა ამით მხოლოდ შენს გულს იგებს...
- ესე არ არის. მე ჩემი გადაწყვეტილება მაქვს, ის ვერაფერდ შეცვლის.
- გადაწყვეტილენა?
- არა, იმას არ ვგულისხმობ რომ ჯერ გადავწყვიტე.
- ამ თემაზე არ დაგელაპარაკები, ჯერ მაინც. ალისა, დღეს საბჭოს გადაუდებელი კრება იყო, მათ შენი სიკვდილი გადაწყვიტეს. ისინი ფიქრობენ რომ ამით ნოჰამს ბოლოს მოუღებენ და ცოტა ხნით შეაფერხებენ, ამ დროს კი მათ დრო ექნებათ...
- რონალდ, მე შენი აზრი მაინტერესებს. - ცოტათი გაკვირვებული ვიყავი, არ მოველოდი რომ ესე პირდაპირ მეტყოდა ყველაფერს თუმცა კიდევ ერთხელ შევცდი.
- მე? ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული ალისა ეს შენ ამ ბედს არ გარგუნებდი. ვეცადე შენს გადაწყვეტილებამდე მოეცადათ და დამიჯერეს... მე არ მინდა შენ რაიმე გავნონ.
- მადლობა. გპირდები ყველაფერს ვიზამ იმისთვის რომ შენს საძმოს არაფერი დაუშავდეს.
- არა, მომისინე, შენ მხოლოდ სხვაზე არ უნდა ფიქრობდე. შენც გაქვს უფლება იცხოვრო და ბედნიერი იყო.
- ჩემს გადაწყვეტილებაზე მილიარდობით ადამიანების ბედია დამოკიდებული, ეს მესმის და შენც იცი.
- უნდა დავისვენო კარგი? - დგება - შენც გჭირდება დასვენება, ოღონ ჯერ ჭამე.
რონალდის გასვლის შემდეგ სამზარეულოში სოფია შემოდის.
- ესეიგი ჩემი სიკვდილი გირჩევნია? - ვეუბნები მოულოდნელად, ტრიალდება და გაოცებული მიყურებს
- რას გულისხმობ? - არ მიყვარს ადამიანები რომლებიც თავს ისულელებენ ვითომ აქ არაფერიო ისე იქცევიან.
- იცი უფრო პირდაპირი ადამიანი მეგონე. რატომ გინდა ჩემი სიკვდილი სოფია? მიპასუხე.
- არ ვამპირებ შენთვის არაფრის ახსნას. - პირველად დავინახე ეს ამაყი ქალი უხერხულ მდგომარებაში, გაწითლება რომ შესძლებოდა ალბათ წითელ ვაშლს დაემსგავსებოდა.
- ხომ შეიძლება მითხრა? გპირდები აღარ გავიქცევი.
- გაინტერესებს? ეს გადაწყვეტილება ყველაზე ჭკვიანურია, ამიტომაც გადაწყვიტა საბჭომ ესე.
- და აი ესე უბრალოდ მოდი მოვკლათ ალისა გავიმეტოთ და მორჩა? - გავღიზიანდი თუმცა არ შემივჩნიე და ყურძნის ჭამა გავნაგრძე
- ერთი ადამიანის სიკვდილი ჯობია ამდენი ადამიანის გაწირვას.
- კარგი, მაგრამ მე ესე ჩვეულებრივად სიკვდილს არ ვაპირებ. შენ როგორ მოკვდი სოფია? - დავინახე როგორ დაიძაბა
- შენი საქმე არ არის. ენას კბილი დააჭირე ჯობია. - უკან გატრიელდა
- სოფია, შენი სიცოცხლე ჩემზეა დამოკიდებული ამიტომ ჯობს შენ დააჭირო ენას კბილი.
გაცეცხლებული შემომხედა და დავინახე მისი ეშვები როგორ გაეზარდა, თუმცა მიხვდა რომ ამით მის სიცოცხლეს უფრო დააჩქარებდა, ამიტომ სწაფად გამშორდა.

ძველი დრო. ნოჰამი

ალისას გარდაცვალების შემდეგ, ნოჰამი იმ კაცს აღარ ჰგავდა რომელსაც შეეძლო ყველა და ყველაფერი მიწასთან გაესწორებინა. ალისას დაკრძალვის შემდეგ მას მხოლოდ ერთი სურვილი ახრჩობდა, შელიას სიკვდილი.
ღამით როდესაც მთვარემ,მზე ჩაათაცვლა მსახური ნოჰამთან მოწიწებით, შიშით შედის.
- ბატონო.
- გაეთრიე! ხომ გიბრძანე არ შემოხვიდეთ თქო? - ცოლის პორტრეტს თვალი არ მოუშორებია ისე დაიღრიალა.
- თქვენთან არიან ბატონო, თქვენი პირველი ცოლი. - როგორც იქნა ნოჰამი ადგილს მოსწყდა და არ დალოდებია ისე გამოაღო შემოსასვლელი კარები და შელიას დანახვისას ხარხარი ატეხა. თვით შელიაც კი გაოცებული უყურებდა მის ყოფილ ქმას. შემდეგ თმაში ხელი ჩაავლო და ალისას პორტრეტთან მოწყვეტით დააგდო.
- შენივე ფეხით მოხვედი ჩემთან არაა? - სიცილი განაგრძო - შენი ადგილის დასაბრუნებლად მოხვედი?
- დიახ! - ამაყად ადგა და მოსაცმელი ხელის გაისუფთავა - მას ნუ გლოვობ! შენ არ ხარ ეგეთი!
- ხმა. ხმას ნუ იღებ, უფრო ვღიზიანდები თუ კი შესაძლებელია ეს. ალისას რას ერჩოდი?!
- რას ვერჩოდი? იმ ქალს რომელმაც მთელი ცხოვრება დამინგრია? იმ ქალს რომელმაც საკუთარი ქმარი წამართვა და შვილის გაჩენაც კი უნდოდა?! - ნოჰამი შვილის ხსენებაზე შეკრთა
- როგორ გაიგე? ამის გამო მოკალი?!
- მის მოკვლას ისედაც ვაპირებდი! თუმცა ბავშვმა მოვლენები დააჩქარა. ნუთუ არასდროს გიფიქრია ეს? რომ მე ასე ადვილად არ დაგთმობდი!
- მე შემიყვარდა პირველად ის! კარგად იცი რომ არა მამაშენი ცოლად არ მოგიყვანდი, არასდროს მყვარებიხარ და არც კი ვიცოდი რა იყო სიყვარული სანამ ალისა არ გამოჩნდა და შენ რა ქენი? ისიც წამართვი! - მოულოდნელად წვდა ყელში და ეშვები ყელში ჩაარსო, ქალის ყვირილმა მთელი ნოჰამის სასახლე აიღო, თუმცა ნოჰამს ეს არ აინტერესებდა. კბილები მოაშორა და სისხლი გადმოაფურთხა.
- გთხოვ! - ევედრებოდა ქალი რომელიც სისხლში მოსვრილიყო
- შენს სისხლსაც კი არ დავლევ! - სახე ნაჭრით მოიწმინდა და ქალს დააკვირდა - მუცელში ამიტომ გაუყარე არა დანა? პირველი ჩემი შვილი მოკალი.
- დაივიწყე ის, ჩვენ - გაჭირვებით ლაპარაკობდა - ჩვენ ერთმანეთისთვის ვართ შექმნილები, ორი ძლიერი ადამიანი. ის კი ერთი მიამიტი ქალი იყო, ეს შენც კარგად იცი!
- მასზე კიდეგ იტყვი ცუდს და უფრო გაწამებ ვიდრე ეხლა!
- ვერ მომკლავ, არ შეგიძლია ჩემი მოკვლა. მე ხომ შენი ცოლი ვიყავი.
- როგორ არა, შენ ხომ მოკალი არაა ჩემი ცოლი?
- გთხოვ! ყველაფერი დაივიწყე და ისევ ისე დატოვე როგორ ორი წლის წინ იყო.
- ყველაფერი ეხლა იწყება შელია, მოემზადე.

ახალი დრო.
ათი საათი მეძინა, სიბნელის გამო დღეს და ღამეს ვეღარ ვარჩევდი ასე რომ სანამ კუჭმა არ შემაწუხა არ ავნდგარვარ. გავიგონე სახლში შეძახლები
- რა ხდება? - ვეუბნები რონალდს რიმელიც დიდ ჩანთაში წიგნებს სათითაოდ აწყობდა
- გაიღვიძე? ისაუზმე და შემდეგ ჩანთა ჩაალაგე.
- სად მივდივართ? - გაკვირვებულმა შეხედა
- ნოჰამმა საბჭოს ოცი წევრი დახოცა. ადამიანების დატყვევება დაიწყო, სისხლისთვის. გარეთ საშუნელება ხდება. ასევე საბჭომ აზრი კვლავ შეიცვალა და შენს წასაყვანად მელე მოვლენ.
- რა? ნოჰამმა გააკეთა ეს ყველაფერი?
- დიახ ალისა, სწრაფად მალე უნდა გავიდეთ.
- სად გადავდივართ?
- ჩემი მთის სახლში.
- რონალდ. - დავიწყე
- ალისა ლაპარაკის დრო არ გვაქვს.
- გადაწყვეტილება მივიღე, ნიჰამთან უნდა წავიდე და დაველაპარაკო. ჩემს გარეშე მოგიწევთ წასვლა.
- ალისა რა გადაწყვეტილება? ალისა სად მიდიხარ?!
ოთახში შევედი და სწრაფად ჩავიცვი. დღეს ის დღე იყო რომელსაც ყველა ასე ელოდა.



№1  offline წევრი nina kupradze

ძალიან კარგია, ნუ ეჭვიც არ მეპარებოდა თავიდანვე რომ ესეთი იქნებოდა.
საოცარი გოგო ხარ შენ????

 


№2  offline წევრი Elea_Nora

ვაიმეე! მგონი ის გადაწყვეტილება მიიღო რაც მე მგონია! ვაიმეე ვერ ვიტან შელიას იდიოტი ქალი მაგას ეგონა ნოჰამი აპატიებდა? საყვარელი ქალის სიკვდილს? რა მაგას ეგონა ნოჰამი დადიოდა და ყველა ქალი რომელიც დააინტერესებდა ცოლად მოიყვანდა? ღმერთო რა დებილია!!! ვერ ვიტან ასეთ ქალებს! ვერ! რონალდმა ამ ბოლო დროს დამაეჭვა. ეჭვები მაქვს და ვნახოთ.
შენ კი ჩემო ალუბალო. ლავ იოუ❤❤❤

 


№3  offline მოდერი Tamta.k

nina kupradze
ძალიან კარგია, ნუ ეჭვიც არ მეპარებოდა თავიდანვე რომ ესეთი იქნებოდა.
საოცარი გოგო ხარ შენ????

ნინა მადლობაააა❤️❤️

Elea_Nora
ვაიმეე! მგონი ის გადაწყვეტილება მიიღო რაც მე მგონია! ვაიმეე ვერ ვიტან შელიას იდიოტი ქალი მაგას ეგონა ნოჰამი აპატიებდა? საყვარელი ქალის სიკვდილს? რა მაგას ეგონა ნოჰამი დადიოდა და ყველა ქალი რომელიც დააინტერესებდა ცოლად მოიყვანდა? ღმერთო რა დებილია!!! ვერ ვიტან ასეთ ქალებს! ვერ! რონალდმა ამ ბოლო დროს დამაეჭვა. ეჭვები მაქვს და ვნახოთ.
შენ კი ჩემო ალუბალო. ლავ იოუ❤❤❤

როგორ იცი ხოლმე რაააა, ესე შემოხვალ და ქარიშხალს ატრიალეებ. მოიცადე ცოტაც და ყველაფერს გაიგენნ, მეც ძალიანნნ მიყვარხარ ჩემო მარწყვოოო❤️❤️

 


№4  offline წევრი Niniko11

Hmm dzaan ro dagvaintrige xvdebii sul as egashterebuls rodemde unda mtovebde netaaa
Shemdeg tabs xval dadeeb?♡

 


№5  offline მოდერი Tamta.k

Niniko11
Hmm dzaan ro dagvaintrige xvdebii sul as egashterebuls rodemde unda mtovebde netaaa
Shemdeg tabs xval dadeeb?♡

რა თქმა უნდა, ყოველ დღე ვდებ❤️არდაგიგივიამებია შენ სულ აქ ხარ❤️

 


№6  offline წევრი maristuart

shelias miamitoba makvirvebs.raegona nohamiisev mastanikneboda?suleli qalia namdvilad.daarogorciknaa alisaam miigo gadawkvetileba.daasabolood vicirom nohamtanac darchebaa.rogormixaria❤

 


№7  offline მოდერი Tamta.k

maristuart
shelias miamitoba makvirvebs.raegona nohamiisev mastanikneboda?suleli qalia namdvilad.daarogorciknaa alisaam miigo gadawkvetileba.daasabolood vicirom nohamtanac darchebaa.rogormixaria❤

კვლავ მაბედნიერებს შენი გამოჩენა, დანარჩენს კი შემდეგ თავში გავიგებთ❤️

 


№8  offline წევრი hanabi

ორი დღეა აქ არ ვარ და რა ამბები დატრიალებულა. საძმო სიცოცხლისთვის ალისას დაუფიქრებლად გაწირავს აი ნოჰამი კი არა ამიტომ ვამჯობინებ მას.

 


№9  offline მოდერი Tamta.k

hanabi
ორი დღეა აქ არ ვარ და რა ამბები დატრიალებულა. საძმო სიცოცხლისთვის ალისას დაუფიქრებლად გაწირავს აი ნოჰამი კი არა ამიტომ ვამჯობინებ მას.

როგორ იცი ხოლმეეე, ცოტაც მოიცადე❤️

 


№10  offline წევრი maristuart

Tamtaratodgvigvianee?moutmenlad velodebi am shesanishnavi istoriis shemdgom tavs ❤

 


№11  offline მოდერი Tamta.k

maristuart
Tamtaratodgvigvianee?moutmenlad velodebi am shesanishnavi istoriis shemdgom tavs ❤

გუშინდელი დღისთვის მაპატიეთ, ახალი თავი დავამატე!❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent