პელუზა (ეძღვნება შორენას) მე-2 თავი
დილის მზის სხივები უშველებელი, თუთის ხის ფოთლებში გამძვრალიყვნენ და ჩრდილში მდგარ, სარწეველა საწოლში ბუთხუზა შვიდი თვის ბიჭუნას სახეზე ელაციცებოდნენ, მის კრიალა, ბრიალა შავ თვალებში ირეკლებოდნენ, კრისტალივით ტყდებოდნენ და ტკრციალებდნენ, კისკისებდა ქერათმიანი ბიჭი და თან საკუთარ თითებს აგემოვნებდა, დროდარო ირინდებოდა და საძილედ ელულებოდა თვალები, მერე ისევ მზის სხივები გაეთამაშებოდნენ, აფხიზლებდნენ და ახითხითებდნენ; დარაჯად თამრო ბებო და ერთგული ოთხფეხა, მეცხვარე - შერგილი ჰყავდა, თამრო ბებო საწოვარაში მაწონს უმზადებდა, შერგილი კი დინჯად დამჯდარიყო უკანა ფეხებზე, მოზრდულ კუდს მძიმედ ურტყამდა მწვანედ ახასხასებულ მოლზე და თან გარემოს ყურადღებით ზვერავდა, წამიერედ ხან ცალ ყურს დაცქვეტდა, ხან თავს მიატრიალებდა, წამოდგებოდა, ეზოში გაირბენდა, დარწმუნდებოდა რა, რომ, ,,საფრთხემ“ ჩაიარა, ჩვეულ მდგომარეობას უბრუნდებოდა და მშვიდად აგრძელებდა კუდის ქნევას. - დასძინებია ანგელოზს, ჩემს გულის წამალს, ჩემს გამხარებელს დასძინებია - ღიმილით ჩაიდო სავსე საწოვარა წინსაფრის ჯიბეში და მწერებისგან დასაცავად ბადე გადააფარა მძინარე ჩვილს - ჩემო ერთადერთო, ჩემი ღვთისგან ნაბოძებო მადლო და მოსვენებავ... მეშვიდე თვე მიილია მას შემდეგ, რაც მისმა გაზრდილმა დარიამ ორი კვირის პაწაწინა არსება მიუყვანა უცნობ, შუახნის ასაკს გადაცილებულ მამაკაცთან და ორიოდე თვის ლეკვთან ერთად. უცნობმა მამაკაცმა, რომელიც ალექსანდრედ გაეცნო, სხვა, შავებში ჩაცმულ ახალგაზრდა მამაკაცთან ერთად ოთახში ბავშვისთვის საჭირო ნივთებით, სათამაშოებით სავსე ჩანთები, საბავშვო ეტლი და საწოლი შემოიტანა, სახლი მაშინვე დატოვეს და თამროს მას შემდეგ ისინი აღარასდროს უნახავს. - ჩემო თამრო, რომ იცოდე რაები გადამხდა ეს ორი კვირა, არც ნინისთან დავრჩენილვარ და არც დედამისის ჯანმრთელობას უჭირს რაიმე - დაიწყო დარიამ მოყოლა, როგორც კი მძინარე პატარა საწოლში ჩააწვინა და თამროს კითხვის ნიშნიან, დაბნეულ სახელს წააწყდა - დილით სამსახურს რომ მოვრჩი და სახლში ვბრუნდებოდი, ჩემს ბინამდე მისასვლელი დერეფნიდან გამომავალი უცნობი ქალი დამეჯახა და სწრაფადვე გამეცალა, უფროსწორად კოჭლობით გაიქცა, გავეკიდე, ვატყობდი ძალიან უჭირდა სიარული, მაგრამ ქუჩაში გასვლისთანავე ტაქსი გააჩერა და წავიდა, რაღას ვიზამდი, უკან მოვრბუნდი და ჩემი ბინის კართან ახლად გაჩენილი, სისხლი ამოსვრილი ეს პაწაწინა არსება კვნესოდა, სუნთქვა უჭირდა და უცნაურად კრუნჩხავდა ხელფეხს, მაშინვე უნიფორმის მოსაცმელი გავიხადე, პატარა გავახვიე და საავადმყოფოში გავარბენინე, ბედად ამ კლინიკას პედიატრიული განყოფილებაც ქონდა, სადღაც პროცედურების ოთახში შეიყვანეს, მე შეყოლის უფლება არ მომცეს, გარეთ ველოდი და თან ვტიროდი, თან ათასნაირი ფიქრი და კითხვა მიტრიალებდა თავში და წინ და უკან დავდიოდი, ცრემლები მდიოდა, ეს ღვთისნიერი კაციც მაშინ გავიცანი, გამომელაპარაკა, ერთი წამით არ მიფიქრია მისთვის რამე დამემალა, რაც მოხდა მოვუყევი, ვუთხარი, რომ მიტოვებული ჩვილისა არაფერი ვიცოდი, მაგრამ ძალიან მადარდებდა მისი ბედი, მეტიც - უკვე მიყვარდა ეს უცნობი, პაწაწინა დაუცველი არსება - და მთელი ორი კვირის მოვლენები კადრებივით გაუცოცხლდა დარიას: - იცით, მე ის უკვე მიყვარს, ნეტავ ჯანმრთელი იყოს, რატომ დატოვა დედამ ნეტავ გამაგებინა - ხელებ აკანკალებული იკრავდა გულში სამსახურის უნიფორმას დარია, რომელშიც ორი საათის უკან ახალშობილი გაახვია. - ჩემო გოგონა ნუ დარდობ - უთხრა ბატონმა ალექსანდრემ - ჯერ გავიგოთ პატარას ჯანმრთელობის მდგომარეობა, მთავარი ხომ ეს არის, დანარჩენ საკითხებს მერე მივხედოთ და როგორც შემეძლება დაგეხმარები, დღეს სიკეთის კეთების ხასიათზე ვარ - გაოცებულმა შეხედა დარიამ, რაზეც კაცს ჩაეღიმა და მიუგო - არა, უნდა ითქვას, რომ არც ბოროტების ჩადენის ხასიათზე ვყოფილვარ როდისმე, მაგრამ დღეს მინდა სიკეთე გავაკეთო - ახლაღა დააკვირდა უცნობ ბატონს დარია, არ უნდა ყოფილიყო უბრალო კაცი ალექსანდრე თუ მისი ჩაცმულობით, ძვირფასი საათით და მისი თანხმლები, შავებში ჩაცმული ორი ახალგაზრდა, მაღალი სავარაუდოდ მსახური მამაკაცით ვიმსჯელებდით, რომელთაგან ერთერთს, ალბათ ყველაზე ერთგულს დროდადრო მასთან მობილური ტელეფონი მიქონდა, რომელზე საუბრის დროსაც ბატონ ალექსანდრეს ხმა უმკაცრდებოდა და ამბობდა მხოლოდ რამოდენიმე სიტყვას: არა, შეასრულეთ, კითხვებს ნუ სვამ, მე დავასრულეო; საუბრის დასასრულს კი, როცა დარიას შეხედავდა, გამომეტყველება ისევ ლმობიერი უხდებოდა. - ჩემო გოგონი, ამის დრო არ არის, მაგრამ ახლა ის მითხარი, რა გქვია, რას საქმიანობ, სად ცხოვრობ, ვისთან ერთად ცხოვრობ? - მე მხოლოდ გამზრდელი ბებია მყავს, მაგრამ ჩემი ნამდვილი ბებია არ არის, ბავშვთა სახლში ვიზრდებოდი, ვინ მიმიყვანა იქ, ან რამდენი წლის არ ვიცი, თამრო ბებო ძიძად მუშაობდა, ალბათ ექვსი წლისა ვიყავი ბავშვთა სახლი რომ დაიხურა, თამრო ბებოს ძალიან ვუყვარდი და თავსითან წამიყვანა, თანაც ჩემს გარდა ყველას გამოუჩნდა ახლობელი და ნათესავი, მე კი არა. თამრო ბებომ თავისთან, სოფელში წამიყვანა, სკოლაშიც მიმიყვანა, პერიოდულად აქ, თბილისში ნახულობდა სამუშაოს და ზოგჯერ ხან ერთი, ხან ორი წლის განმავლობაში მიწევდა ხოლმე აქ სკოლაში სიარული და რამოდენიმე ნაცნობ-მეგობარიც მყავს. - ახლა რამდენი წლისა ხარ, სკოლა დაამთავრე? - დიახ, სკოლა სოფელში დავამთავრე, ახლა 19 წლის ვარ, დაახლოებით ოთხი წლის წინ თამრო ბებოს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა და საბოლოოდ დავბრუნდით სოფელში, მისი პენსიის ანაბარა დავრჩით, რომელიც წამლებშიც კი არ გვყოფნიდა და არც კომუნალურ გადასახადებში, გადავწყვიტე ქალაქში წამოვსულიყავი სამსახურის მოსაძებნად. საბედნიეროდ დასუფთავების სამსახურში მიმიღეს, გრაფიკიც მაწყობდა, ყოველ მეორე დღეს გამთენიის ოთხ საათზე ვიწყებ სამსახურს და დილის ცხრა საათზე ვასრულებ, დანარჩენ დროს კი ნებისმიერ შემხვედრ სამუშაოს ვასრულებ, ბინებსაც ვალაგებ, სარდაფებსაც და თუ ბედმა გამიღიმა მეპატრონეები ზოგჯერ საჭმელსა და გასამრჯელოზე მეტ ფულს მაძლევენ, მოკლედ მე და თამრო ბებოს თავი გაგვაქვს. - ერთი რამ უნდა გკითხო, სულ შავები რატომ გაცვია, ან ეს თავსაბურავი რას ნიშნავს? - იმიტომ რომ, ასე როცა მაცვია ნაკლებად შემოდის ხალხი ჩემთან კონტაქტში, უმეტესად გამირბიან კიდეც, მეც ასე მირჩევნია, რადგან, როგორც კი ვინმეს გამოვლაპარაკებივარ, ან დაუცინიათ ჩემი საქმიანობის გამო, ან შევცოდებივარ, მე ორივე დამოკიდებულება მაბრაზებს და გულს მტკენს, ამიტომ ასე მირჩევნია ყოფნა, უმეტესად სახესაც ვმალავ ხოლმე. - პირიქით უნდა გააკეთო, ამაყად უნდა გეჭიროს თავი, როგორი ლამაზი ხარ, ათი ქალის ფასი მხოლოდ შენი თვალებია, შეუპოვარი უნდა იყო და საზოგადოების დამოკიდებულების არ უნდა შეგეშინდეს. - იცით, ბატონო ალექსანდრე, თქვენთვის ადვილია ამ სიტყვების წარმოთქმა და შესრულება, მე კი ვინ ვარ? ყველასთვის ლამაზ თვალება გოგო, რომლის დანახვაზეც ყველას მხოლოდ ბინძური აზრები უტრიალებს თავში, ამიტომ მირჩევნია ასე ჩაცმულმა და შეუმჩნეველმა ვიარო, ვიდრე ყოველ ნაბიჯზე გული მეტკინოს. - მესმის ჩემო გოგონა, მაშინ ასე მოვიქცეთ, ჯერ გავიგოთ პატარას მდგომარეობა, შემდეგ ვეცდები როგორმე კარგ სამსახურში დაგასაქმო, ხომ გითხარი რომ, დღეს სიკეთის კეთების ხასიათზე ვარ - ღიმილით დაასრულა ბატონმა ალექსანდრემ. მადლობაო, უნდა ეპასუხა დარიას, როცა საპროცედურო ბლოკიდან ექიმი გამოვიდა და დარიასთან მივიდა: - იცით, ახალდაბადებული პაციენტის მდგომარეობა არც ისე სახარბიელოა, ულტრაბგერითმა გამოკვლევამ გვიჩვენა რომ, პატარას თანდაყოლილი გულისმანკის ერთერთი რთული ფორმა აქვს. საქმე გვაქვს სისხლის მიმოქცევის დარღვევასთან და გულის უკმარისობასთან. შესაძლოა პატარას ამ ეტაპზე ოპერაცია არ დაჭირდეს, ეს მხოლოდ რადიკალური გამოსავალია, ამას ხვალ დილასვე გავიტანთ სადისკუსიოთ და ანალიზების პასუხების მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუმცა უნდა გითხრათ, რომ ამ დროისათვის პატარას მდგომარეობა სტაბილურია, ძინავს, საკვები მედიკამენტური მეთოდით მივაწოდეთ, სუნთქვაც ნორმალური აქვს, მაგრამ მინიმუმ ორი კვირა მისი კლინიკაში გაჩერება საჭიროა, რომ დავაკვირდეთ და სწორი თერაპია დავუნიშნოთ. - ღმერთო, საბრალო პატარა - ატირდა დარია - ექიმო ხომ გადარჩება, ხომ კარგად იქნება, მითხარით რა არის საჭირო, ყველაფერს გავაკეთებ. - ნუ ნერვიულობთ, ყოჩაღი ბიჭია, მაგრამ ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა ჭირდება, ახლა კი მისი მონაცემები მჭირდება რომ, პაციენტის ისტორია შევავსო. - იცით - ენა დაება დარიას - იცით ეს პატარა ანგელოზი..... - ექიმო შეიძლება ორი წუთი დამითმოთ - სიტყვა აღარ დაამთავრებინა ბატონმა ალექსანდრემ დარიას და ექიმთან ერთად დერეფნის ბოლოსკენ წავიდა. პატარას ტირილიმა თხრობა შეაწყვეტინა დარიას, საწოლიდან ამოიყვანა, მიეფერა, საფენი გამოუცვალა, აჭამა, გამოცდილი დედასავით ეპყრობოდა პატარას, ესიყვარულებოდა და საოცარი მზრუნველობით მიიწვინა გულზე, თვალზე ცრემლმომდგარი უყურებდა თამრო ბებო თავის გაზრდილს, რომელიც ამ ორ კვირაში საოცრად გაზრდილიყო, უნდა ითქვას, დარია ყოველთვის სერიოზული, თავდაჭერილი ბავშვი და გოგონა იყო, მაგრამ ახლა მის წინ დედა იჯდა პატარა ანგელოზით ხელში, მზრუნველი დედა. გაახსენდა როგორ მიაბარეს ბავშვთა სახლში ორი კვირის დაბადებული დარია, პაწაწინა, თეთრი, მწვანეთვალება ანგელოზი, რომელსაც არც სახელი ქონდა და არც ის იცოდნენ, ვინ დატოვა შუაღამეს ბავშვთა სახლის კართან, რომელიც ბედად დარაჯმა ნახა, თორემ იანვრის ყინვიან ღამეს ალბათ ვერ გადაიტანდა. დარია მისი სურვილით დაარქვეს, გვარიც თავისი მისცა თამრომ და ასე გამოვიდა მასზე მეურვეობა თვითონ აიღო თავის თავზე, დაბადების თარიღად, ის დღე ჩაუწერეს, როცა ბავშვთა სახლში დატოვეს. მას შემდეგ ყოველ ღამე თამრო ბებო, დარიას თავის გულზე აძინებდა და გვერდიდან წამით მოუშორებია. ახლაც უყურებდა დარიას და თავისი თავი ახსენდებოდა... - მოკლედ თამრო, ასე იყო ჩემო ტკბილო, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, მე არ ვიცი ბატონმა ალექსანდრემ ექიმს რა უთხრა, როგორც ჩანს თავისი გავლენა გამოიყენა და მას შემდეგ მსგავსი კითხვით ჩემთვის აღარავის მოუმართავს, ალექსანდრემ მითხრა რომ, ყველა ფორმალურ საკითხს თავად მოაგვარებდა და თავისი სიტყვაც შეასრულა, ახლა ამ პატარა ბიჭს მათე ქვია. - ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ განა რა გავლენა აქვს ამ ალექსანდრეს რომ, ყველა ფორმალობა ასე უსიტყვოდ მოაგვარა, ვნერვიულობ დარია, რამე შარში არ გაეხვე შვილო. - იცი მეც შემეშინდა თავიდან, მაგრამ როგორც ჩანს ყველა მდიდარი და გავლენიანი ადამიანი ბოროტი და ცივსისხლიანი არ არის, მე ალექსანდრემ ის დახმარების ხელი გამომიწოდა, რომელიც ძალიან მჭირდებოდა, მე დანახვის წამიდან მიყვარს მათე და დანახვის წამიდანვე ვიცოდი რომ, უფალმა მასზე ზრუნვა მე მარგუნა, ჩვენს ერთფეროვან ცხოვრებას კი ხალისს მოუტანს, გაგვაფერადებს და გაგვაბედნიერებს, რას იტყვი ჩემო ტკბილო გამზრდელო, სადაც მე გამზარდე, ახლა მე და შენ ამ ერთ ანგელოზს გავზრდით. - ღვთის ნებაა ყველაფერი ჩემო ანგელოზო, ჩემო კეთილო და საოცარო გოგონავ, ვამაყობ შენით, ახლა ორი თვალისჩინი მეყოლებით, ხო მართლა, მითხარი პატარას ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორია, რა ჩვენებით გამოეწერეთ კლინიკიდან. - იცი ბებო, მათეს ამ დროისათვის ოპერაციას არ უკეთებენ, საბედნიეროდ ამდენად მძიმე მდგომარეობა არ არის, როდესაც ერთი წლის გახდება, ქირურგიული ჩარევა შემდეგ მოხდება, მანამდე კი თვეში ერთხელ კონსლუტაციაზე ჩავიყვან ხოლმე კლინიკაში, რაც იაფი არ ეღირება, ამისთვის ბევრი უნდა ვიმუშაო, იქნებ რაიმე სხვა სამსახურიც ვიშოვო. მათე კი შენთან იქნება ხოლმე და მეც კვირაში ორჯერ მაინც ჩამოვალ. მე ძალიან გამიჭირდება მის გარეშე, მაგრამ ვიდრე ოპერაცია ჩაუტარდება და გამოჯანმრთლედება, მუხლჩაუხრელად მომიწევს შრომა. - ისე მოვუვლი, როგორც შენ გივლიდი თავის დროზე ჩემო პატარავ, დარდი არ გქონდეს - თამრო ბებო ხვდებოდა რომ, დარია რაღაცას უმალავდა, მაგრამ აღარ ჩაეძია, როცა დრო დადგებოდა, დარია ყველაფერს თვითონ ეტყოდა. ამ სიტყვებზე ცრემლმორეული მოეხვია გამზრდელს დარია და მთელი სახე დაუკოცნა, მერე ერთ ხანს ორივე ჩუმად, განუზომელი სიყვარულით მიაჩერდა მძინარე მათეს, რომელსაც, ჯერ ვერ გაეგო რამხელა წყალობა გაიღო მასზე განგებამ. ხუთი დღის განმავლობაში დარჩა დარია თამროსთან და მათესთან, სამსახურს მეტად ვეღარ გააცდენდა, თანაც ალექსანდრესთან იყო დაბარებული ასე ვთქვათ გასაუბრებაზე, რომ მისთვის რაიმე სამსახური მიეცა, ყველაფერზე თანახმა იყო დარია, მოსამსახურედაც იმუშავებდა და მომვლელადაც, პრესტიჟულ სამსახურზე საშუალო განათლებით პრეტენზია არც ჰქონდა. საღამო ხანს დატოვა თამრო და მათე, ორივე ბევრი კოცნა, მოეფერა და გზას გაუყვა, მათთან დარჩა მისი გული და ფიქრები, შებინდებულზე ჩავიდა თბილისში და თავისი ნაქირავები ,,აპარტამენტის“ (ასე ეძახის) კარიც შეაღო და საწოლზე დაწვა, მაშინვე მათესთან დაბრუნდა ფიქრებით, გვერდი იცვალა და დაინახა მისი დიდი ხნის მეგობარი: - პელუზა, ჩემო ლამაზო, მოგენატრე? მე კი უნდა გამოგიტყდე რომ, ამ დროის განმავლობაში შენზე ფიქრისათვის არ მეცალა - პელუზაც განაბული უსმენდა, პაწაწინა ყურებს ცქვეტდა, ცხვირით იატაკს სუნავდა და საკბილო ნამცეცებს ეძებდა, დარია კი თავს გადახდენილს უყვებოდა - იქნებ ერთ დღეს კიდეც გაგაცნო მათე, იცი როგორ საყვარელია - ღიმილმა გაუბადრა სახე - შენ კი ნახე რა მოგიტანე - და ჩანთაში გადანახული ცოტა კაკალი გაუგორა, მღრღნელმაც სიხარულით შემოურბინა კაკლებს, დარიასკენაც მიაქცია სახე, თითქოს მადლობას უხდიდა და მერე ნელნელა კაკლების თავისი სოროსაკენ გაგორებას შეუდგა, დარია კი უყვებოდა ამბებს, საერთოდაც პელუზამ მისი მეგობრის ყველა საიდუმლო იცის დიდიხანია, მას შემდეგ, რაც დარიას მოულოდნელად გამოეცხადა და შიშისგან დამფრთხალმა უკნა, სოროში მოკურცხლა, საძაგელმა დარიამ სოროსთან ხაფანგი დაახვედრა, პელუზა კი ოსტატურად დაუსხლტა ხაფანგს და მასზე დამაგრებულ კაკალსაც დაეპატრონა, ასე განმეორდა რამდენჯერმე და საბოლოოდ მცირე ცალმხრივი დიალოგებით, როგორიც იყო: ,,შენ უნდა მომინელო? რას მერჩი? სულ ერთი ხელი ტანისამოსი მაქვს, ესეც შენ უნდა დაღრღნა?“ - მშვენიერი მეგობრობა აეწყო, მითუმეტეს რომ, პელუზა არც დარიას ტანსაცმელს არ მიკარებია არასდროს და არც სოროს არ მოშორებია ზედმეტად, სახელიც დარიამ დაარქვა, რატომ პელუზა? ესეც უამბო დარიამ, როგორ ყავდა ერთი სათამაშო თაგუნია ამოჩემებული ბავშვთა სახლში, რომელსაც პელუზა ერქვა, ყველაზე მეტად უყვარდა და ჯგუფიდან ყველაზე აუტანელმა - გაბრიელმა წაართვა და გაუფუჭა, მთელი ღამე მისტიროდა საყვარელ სათამაშოს დარია...... ამასაობაში პელუზა კაკლების დაბინავებას მორჩა, დარიასაც მოერია ძილი და მორფეოსის სამყაროში მათეზე ფიქრები გაიყოლა. შემოდგომის ბოლო დილაა, ჩვეულებისამებრ ცხრა საათზე ჩააბარა სპეციალურ მანქანას მოგროვილი ნაგავი და ცოცხი, თვითონ კი ბინისაკენ გაეშურა, ორ საათში ბატონი ალექსანდრეს მიცემულ მისამართზე უნდა მივიდეს, მანამდე კი მოწესრიგდება და ცოტას დაისვენებს. წყლის გამაცხელებლით შეათბო წყალი, მოწესრიგდა, სუფთა ტანსაცმელი ჩაიცვა, პელუზას მიაძახა წარმატებები მისურვეო და კარი გაიხურა. ტაქსმა მითითებულ მისამართზე მიიყვანა, თვალი მოჭრა უზარმაზარი შენობის პრიალა კედლებზე არეკლილი მზის შუქმა, ვიდრე შენობაში შევიდოდა ბატონ ალექსანდრეს დაურეკა და მორიდები უთხრა რომ შენობის წინ ელოდებოდა, ამ უკანასკნელმა პასუხგაუცემლად გათიშა ტელეფონი, ორ წუთში დარიასთან შენობის წინ გაუნძრევლად მდგარი დაცვის წევრი მივიდა და შესასვლელისაკენ გაუძღვა, უზარმაზარ, შავი ტყავის რბილი ავეჯით გაწყობილ დარბაზში შეუყვა, სადაც რბილი, ვნების შეფერილობის წითელი სინათლე ჭერის კუთხეებიდან დარაზის ბოლოში მოწყობილი სცენის მიმართულებით იღვრებოდა, დარია მიხვდა რომ, რამის კლუბში იმყოფებოდა, ხოლო სცენაზე რამოდენიმე გოგო აღმოსავლურ, ენერგიულ მუსიკაზე როკავდა და როგორც ჩანს რეპეტიცია ქონდათ. დაცვის წევრმა ერთერთ სავარძელზე დასვა და უთხრა რომ, ბატონი ალექსანდრე თვითონ მივიდოდა მასთან და დატოვა, დარია მოცეკვავეებმა და ტამტამების რიტმებმა მონუსხეს, წამოდგა და სცენას მიუახლოვდა, შეუმჩნევლად ააყოლა ტანი მუსიკას, სცენის დაბლა მდგომმა ერთერთმა მოცეკვავემ შეამჩნია და გამოელაპარაკა, იამური ერქვა, თურქი იყო და დამტვრეული ქართული ქონდა. დარიამ უთხრა რომ, სამსახურზე ელოდებოდა ვინმე ბატონ ალექსანდრეს, რაზეც მოცეკვავეს თვალები გაუფართოვდა, დარია მისი გაოცების მიზეზს ვერ მიხვდა და კვლავ განაგრძო ცეკვა, რაც არც ისე ცუდად გამოუვიდა, იამურმა ხელი ჩაკიდა და სცენაზე აიყვანა, დარია ცოტა შეიშმუშნა, მაგრამ გოგონებმა შეაგულიანეს და მათთან ერთად აცეკვდა, ოსტატურად ამოძრავებდა თეძოებს და ხელებს, გველივით არხევდა სხეულს და ნეტარებდა, თითქოს რეალობას მოწყდა... მოულოდნელად იამურმა თავსაბურავი მოხადა და წამიერად ყველა გაჩერდა, დარიას წაბლისფერი თმები ჩანჩქერივით ჩამოიშალა წელამდე, დარიაც შეცბა და ცეკვა შეწყვიტა. - არა, არ გაჩერდე - აღტაცებულმა უთხრა იამურმა - შენ ალბათ არ იცი რა ლამაზად ცეკვავ და რამხელა განძია ეს შენი სქელი და გრძელი თმა, აშკარაა მოცეკვავედ აგიყვანს ბოსი - არც ისე აღფრთოვანებულმა დაასრულა. - ბოსი ვინ არის? - შემცბარმა იკითხა დარიამ. - ოოო, ბოსი ის არის, ვინც წეღან მეზობელივით ახსენე ალექსანდრეო, და ჩვენ კი ორი წელია აქ ვცეკვავთ და ასი მეტრის მიახლოებითაც არ გვინახავს ჯერ - უპასუხა მეორე მოცეკვავემ, რომელიც ქართველი იყო და სოფო ერქვა. ამ ყველაფერს რამოდენიმე წუთი ადევნებდა თვალს დარბაზის ბნელ კუთხეში მდგარი ბოსი - ბატონი ალექსანდრე და დარიას მიჩერებოდა....... .......ბოლომდე გაღება არ დააცადა ლიფტის კარს, ისე გამოვიდა და გამწარებულმა შეაღო ბაბუამისის კაბინეტის კარი. - თეჯი? მოდი ბაბუ, აბა როგორ გაერთე - სიტყვა ვერ დაამთავრა - ეს რა გჭირს სახეზე? - და უცებ სიცილი აუტყდა, სუნთქვის შეკვრამდე ახარხარდა მოხუცი - იგემე ფოცხვერის კლანჭები? - ხარხარს აგრძელებდა. თეჯი ფილფანი კი იდგა გაკვირვებული, ჯერ ერთი ასეთ ხასიათზე ბაბუამისი არასოდეს ენახა, მაგრამ ის უფრო აკვირვებდა რა იცოდა ბაბუამისმა ფოცხვერზე, რომელმაც ისედაც ლამაზი სახე, კიდევ უფრო ,,გაულამაზა".... ჰმ, ფოცხვერი...... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.