შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პარანორმალური. 9


20-01-2019, 04:26
ნანახია 1 159

***
დილანი ზედმეტად შეყოვნდა ვარჯიშზე. მწვრთნელს არ უნდოდა მისი გაშვება, იმის მიუხედავად, რომ კლუბის დანარჩენი წევრები უკვე ყველა წასული იყო. ბიჭს არ მოსწონს, რომ ის ატარებს იქ უფრო მეტ დროს ვიდრე საჭიროა, მას სურს რაც შეიძლება ჩქარა აღმოჩნდეს საკუთარ სახლში, დაჯდეს კომპიუტერთან და მთლიანად ვირტუალურ სამყაროში ჩაერთოს.

დილანი წუწუნებს, გაღიზიანებული ატრიალებს თვალებს, როცა ხვდება, რომ ერთმა ყურსასმენმა მუშაობა მიატოვა. ეს კი ნამდვილად არ არის კარგი.

როდესაც მუსიკას უსმენ, გინდა რომ მთლიანად წახვიდე რეალური სამყაროდან. ხოლო,როცა ცალი ყურით უსმენ, უკვე ეფექტი ისეთი არაა, როგორიც უნდა იყოს.

ო'ბრაიანი მიდიოდა არც ისე სწრაფად, როგორც საჭირო იყო. მას მოსწონდა, ის სიჩუმე, რომელიც ახლა ქალაქშია. მან ირგვლივ მიიხედ მოიხედა, დარწმუნებული იმაში, რომ მარტო იყო, მოიხსნა სათვალეები. იწმენდს თვალებს. ისინი იღლებიან, რადგან სარკიდან უწევთ ყურება. ეს ბიჭს ხელს უშლის. და აღიზიანებს.

დილანი ოდნავ წამოხტა და მაშინვე გაიკეთა სათვალე, როცა გატეხვის ხმა გაიგო. ბიჭმა მიმოიხედა, ეძებდა ხმის გამოცემის წყაროს, რის შემდეგაც შეანელა სვლა და თანდათანობით გაჩერდა.

მისი მზერა მიპყრობილი იყო ავტობუსის გაჩერებისკენ. დილანმა აწია სათვალეები, რათა დარწმუნებულიყო იმაში, რასაც ხედავდა.

გოგონა გახსნილ ქურთუკში ბარბაცებდა, ხელში მინის ბოთლი ეჭირა. მას მიჰქონდა ბოთლი ტუჩებთან, ყლაპავდა და სცდებოდა, თან ახველებდა, როგორც მოხუცი ბაბუა.

ბიჭმა ჩაიცინა და მისი გზა გააგრძელა, თუმცა, მიხვდა რომ შემდეგ სინდისი შეაწუხებდა, ამიტომ შებრუნდა და გაჩერებისკენ წავიდა.


გოგონა იფხანდა თავს, მისი მზერა დაბურული იყო, მოძრაობები კი მოუხერხებელი. ის აცემინებდა და ასლოკინებდა ერთდროულად, რასაც არ შეეძლო არ გაეცინებინა ისეთი მუდოც კი როგორიც დილან ო'ბრაიანია.

ბიჭმა ჩაიწყო ხელები ჯინსის ჯიბეებში, გაჩერდა გოგონას გვერდით ოდნავ მოშორებით, რომელიც არ იყო იმ მდგომარეობაში, რომ ბიჭი დაენახა ასეთ მანძილზე. ის იფხანს წითელ ცხვირს, მისი თვალები კი ყინულიანი ქარის გამო ცრემლიანდება.

დილანი მძიმედ ისუნთქავს:

- ყოველ ჯერზე უფრო მეტად ვრწმუნდები რომ ცოტა ვერ ხარ, ჩერი ჯოზეფ.

***


[რამდენიმე საათით ადრე]


ხანდახან ისინი ძალიან მაბნევენ.

შევედი სამზარეულოში, გაკვირვებული იმით თუ როგორ შეიცვალა ატმოსფერო : მშობლები საყვარლად და მეგობრულად საუბრობდნენ, თან ყავას მიირთმევდნენ. მათი დიალოგი ეხებოდა რაღაც გამოფენას, რომელიც მეზობელ ქალაქში ტარდება. გასაკვირია,რომ დედა მსგავსით დაინტერესდა. ის არაა ადამიანი ვინც ხელოვნებას აფასებს.

მგონი მათი ხმა ოდნავ აკანკალდა, როცა ჩემი იქ ყოფნა ჩეამჩნიეს. დედა ადგა, მე კი ცუდად გავხდი ასეთი ხელოვნური ღიმილისგან.

რაღაც ხდება.

- როგორ ჩაიარა დღემ? - მეკითხება, თუმცა ხმაში არ ისმის ინტერესი. ის ასხამს ყავას ნიჟარაში და რეცხავს ჭიქას. ვიბნევი , ფეხს ფეხზე ვადგამ, მაგრამ ცოტახანში ვპასუხობ:

- არც ისე ცუდად.

- მართლა? - არ მიყურებს - კარგია.

მივდივარ მაგიდასთან:

- რაზე საუბრობდით?

მამა იღიმის:

- შევთავაზე მეზობელ ქალაქში წასვლა. გამოფენა ჩატარდება და სამანტაც დაინტერესდა - მამამ დაასრულა ყავის დალევა, ადგა. ავწიე ცალი წარბი დაუჯერებლად:


- მოიცა მართლა? - ვუყურებ დედას, რომელიც ხელს იწმენდს პირსახოცით და იღიმის:

- ჰო, თან არც ისე ცუდი იდეაა. შეიძლება აზრი შევიცვალო ხელოვნებაზე - მშობლები ერთმანეთს უყურებენ.

- მოიცადეთ - როგორც იქნა ვხვდები - ანუ ერთად წასვლას აპირებთ?

მშობლები ერთდროულად აქნევენ თავს.

- მხოლოდ თქვენ ორი? -ვაზუსტებ, ვგრძნობ თუ როგორ ცოცხლდება გულში ჩამჯდარი იმედი.

- ჰო, ეს ცოტა უცნაურია - დედა დაბნეულია, ამიტომ თავს ვაქნევ, მეშინია გავუფუჭო განწყობა:

- არა, არა. და როდის მიდიხართ?

- დღეს - უეცრად მპასუხობს მამა, რითაც მაბნევს. ვუყურებ დროს:

- და გვიანი ხომ არაა?

-მხოლოდ ოთხი საათია, ნუ ღელავ ტაქსით წავალთ , იქ კი მატარებლით - მიხსნის დედა - ხომ არაფერია, რომ მარტო გტოვებთ?

ვიცინი:

- დე, თინეიჯერი მარტო სახლში? ფიქრობ ეს ცუდ ხასიათზე დამაყენებს? - ვბრუნდები და კარებთან მივდივარ.

- ძალიან კარგი - მესმის დედის ხმა, შემდეგ კი დერეფანში გავდივარ.

ვერ ვიჯერებ.

ბევრს ველოდი აქ გადმოსვლისგან, და არ მჯერა რომ იწყებს მუშაობას. გარედან მშვიდად გამოვიყურები, თუმცა შიგნით ყველაფერი სასიამოვნოდ კანკალებს.

სწრაფად ავდივარ კიბით ზევით, ცხვირწინ საყვარელ სიმღერას ვმღერი. ყველა პრობლემა თითქოს გაქრა და მშვიდობა დამიტოვეს. დავდივარ დერეფანში, რომელიც განათებულია აბაზანის სინათლით, რომლის კარიც ღიაა.


***


გოგონა ცეკვავს და გზას აგრძელებს. ის არ ჩერდება და ასევე არ აქცევს ყურადღებას იმას თუ რახდება მის ირგვლივ: ჩარლი გადის იმ ნაწილს, რომელიც ყველაზე კარგადაა განათებული ყვითელი შუქით. მისი ჩრდილი მიჰყვება მას, თუმცა როგორც კი გოგონა ისევ სიბნელეში იმალება, ჩრდილი მაშინვე შეშდება, გაჩერებული ნათურის შუქის ქვეშ.



ჩრდილებს შეუძლიათ იმოძრაონ მხოლოდ განათებულ ადგილებში


***


შევირბინე ოთახში, მაშინვე მივედი ფანჯარასთან, როგორც ველოდი, სათვალეებიანი ბიჭის მზერას შევხვდი. ავწიე წარბი, პირის კუთხით ჩავიცინე და დავხურე ფარდა.

თვითონ მიყურებს და მერე მე მეჩხუბება.

ვიხდი ქურთუკს, ზედასთან ერთად, მივდივარ კარადასთან, ვაღებ მის კარებს და ოდნავ შეშინებული ვარ, როცა გვერდებიდან ჩემს თავს ვხედავ.

სარკეები.

ორი სარკე კარადის კარების შიდა მხარესაა. ნუ, მოსახერხებელია. ჩაიცვამ და დაათვალიერებ თავს , რამდენი ხანიც მოგინდება.

გამომაქვს მაისური და ვიცვამ. ვიყურები სარკეში, რომელიც ჩემი მარცხენა ხელის მხარესაა.
ყველაფერი თითქოს ნორმალურია, მაგრამ...

სუნთქვას ვწყვეტ, სარკეს მიშტერებული. მასში ირეკლება ოთახის კარი. არ მჯერა იმის, რასაც ვხედავ. ვიწევი წინ და ვგრძნობ როგორ იწყებს კანკალს მუხლები.

დერეფნის პატარა ნაწილს ვხედავ კუთხემდე, რომლის შემდეგაც უნდა შეუხვიო, რათა გახვიდე აბაზანასთან და კიბესთან. მაგრამ, არ დავმალავ , იმას, რომ მშვენივრად ვხედავ ვიღაცის მხარს, თითქოს ვიღაც დგას კუთხეში და წარუმატებლად იმალება.

ან პირიქით , სპეციალურად ამჟღავნებს მის თავს.

ვიკვნეტ ტუჩებს. პირი მაშინვე მიშრება. ვიმართები, ვიკვნეტ ფრჩხილებს. ვბრუნდები კარისკენ. ვუყურებ ერთ წერტილს და ნელა ვდგამ ნაბიჯებს.

მაგრამ, ოთახის ტერიტორიიდან გასული, ვერავის ვერ ვხედავ. ჩვეულებრივი კუთხეა, ოდნავ ჩამოხეული შპალერით.

გულზე ვიკიდებ ხელს, ვისუნთქავ ისე თითქოს ახლახანს გული წამივიდა. ვაქნევ თავს, ვბრუნდები ოთახში, მაგრამ ახლა კარებს ვკეტავ.

ჰო, ჩემი ფანტაზია , ჩემს ნერვებზე თამაშობს.

***

გოგონა მივიდა მაგიდასთან, დაიწყო ჩანთიდან რვეულების ამოტანა. მან კარადის კარები გაღებული დატოვა. ერთმანეთის პირისპირ განლაგებულ სარკეებში კი სილუეტმა გაირბინა.


ჩრდილებს გადაადგილება შეუძლიათ სარკეებში.



***
ოთახში ძალიან ცხელა, ამიტომაც მივდივარ ფანჯარასთან, ვწევ ფარდებს, ვაღებ მას და ვისუნთქავ სუფთა ჰაერს, რომელიც ოთახში შემოდის. უკეთესად ვხდები, თუმცა...

ვკრავ წარბებს, როცა მესმის ძრავის ხმა.

მანქანა? ტაქსი?

გამოვრბივარ ოთახიდან.

მშობლები უკვე მიდიან? მე რატომ არ დამიძახეს გამოსამშვიდობებლად?

ჩავრბივარ კიბეზე, რამდენიმე საფეხურს ერთად ვახტები. თვალის ბოლოებით ვამჩნევ სილუეტს, თუმცა ვერ ვჩერდები, უბრალოდ ვაბრუნებ თავს და ვაგრძელებ სირბილს.

მეორე სართულის დერეფანში კარგად დავინახე ჩრდილი, რომელმაც გაირბინა ერთი კედლიდან მეორემდე. ვკრავ წარბებს, თუმცა ვაგრძელებ გზას.

ქვემოთ ჩამოსული, სწრაფად მივდივარ კართან, ვკიდებ სახელურს ხელს, მაგრამ ჩაკეტილია, ამიტომ ვეძებ ჯიბეში გასაღებს.

არა, ის ქურთუკშია.

მივრბივარ სამზარეულოს ფანჯარასთან, სხვათაშორის ისიც არ იღება. ავდივარ სკამზე და ვიყურები ფანჯრიდან: ტაქსი ცილდება სახლს. ნაწყენი ვიკვნეტ ტუჩებს.

რაღაც ზრდასრული საქციელი არაა.


***

სამანტამ, როგორც იქნა კანკალი შეწყვიტა. ის უყურებს რიჩარდს. მგონი უკვე კაციც კარგავს კონტროლს. ქალი ეხება რიჩარდის ხელს და ეფერება მას, რის შემდეგაც იყურება სახლის მხარეს. ქალს კვლავ შიშის გრძნობა იპყრობს, როცა ფანჯრაში ხედავს მას.

გოგონა მიშტერებულია სამანტას, ხრის გვერდულად თავს , რათა მანქანა მზერით გააცილოს.

ქალი ბრუნდება და იწყებს მძიმედ სუნთქვას.

გოგონა უყურებდა მას მისი ბნელი, ღრმა თვალებით , თითქოს მათ მაგივრად უბრალოდ სიცარიელე ჰქონოდა.


***


ვწყვეტ ხელის ქნევას, როცა ვხვდები , რომ ისინი მაინც ვეღარ შემამჩნევენ. მართლა არასასიამოვნო იყო.

მივდივარ უკან, მინდა ოთახში წასვლა, ამიტომ ვუხვევ კიბისკენ. მაგრამ ვჩერდები, რადგან მესმის საფეხურების ჭრაჭუნის ხმა. უცნაურია. ორპირი ქარი?

ჭრაჭუნი უფრო ხმამაღალი გახდა, თითქოს ვიღაცამ სპეციალურად დაადგა ფეხი. კისერში ბურთი გადავყლაპე, მივხვდი რომ სახლში მარტო დარჩენა კარგი იდეა არ იყო.
თუმცა, რატომ ვიქცევი ბავშვივით?

ამ შეკითხვით, რომელიც საკუთარ თავს დავუსვი, წავედი კიბისკენ და ასვლა დავიწყე. სპეციალურად ვხრი თავს, რათა სხვა მხარეს არ ვიყურო.

მაგრამ რისი დანახვის მეშინია?

ავდივარ მესამე სართულზე, ვუხვევ დერეფანში, მაგრამ ადგილზე ვშეშდები.

აბაზანაში შუქი გამორთულია. მე ხომ... მოიცადეთ, მე ის არ გამომირთავს, არა? ალბათ ისევ გადაიწვა? ან დენი გამორთეს?

ვიფხან თავს და ვხვდები რომ სიცივე იპყრობს ჩემს სხეულს.

ფანჯარა.ის გაღებული დავტოვე, ვფიქრობ ქარმა მოიმატა. ღამდება, როგორც ასეთი.

ამ აზრისგან ცუდად ვხდები.

საღამო. ანუ სიბნელე. ანუ ღამე.

არასდროს არ ვთვლიდი თავს მშიშარად. უბრალოდ, იყო მარტო ამხელა სახლში...

ვაქნევ თავს, ვაიძულებ ჩემს თავს მოძრაობა დავიწყო, თუმცა როგორც კი ერთი ნაბიჯი გადავდგი, ზუსტად ასეთივე იატაკის ჭრაჭუნის ხმა მომესმა უკნიდან, ოღონდ ახლა უფრო ხმამაღლად ისმოდა, ვიდრე ადრე, რაც მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს.

ჩემს ზურგს უკან.

სიცივემ, რომელიც საკმაოდ ხშირად დამყვება, ზურგზე ჩამირბინა და მაიძულა აჩქარება. არ შევბრუნებულვარ უკან, არც ირგვლივ არ ვიყურები. უბრალოდ მივდივარ წინ , ჩემი ოთახისკენ, იმ იმედით რომ იქ ჩავიკეტები.

წამოვხტი,როცა დავარდნის ხმა გავიგე. ზევიდან ისმოდა, ესეიგი სხვენში იყო.

სწრაფად შევრბივარ ოთახში და საკეტით ვკეტავ კარს.

გული სწრაფად ცემას იწყებს. ხელს ვიკიდებ გულზე, ღრმად ვსუნთქავ და ვაღებ პირს.

სასწრაფოდ მჭირდება ამ ყველაფერს ლოგიკური ახსნა მოვუძებნო თორემ ჭკუიდან შევიშლები და ამ ღამეს ვერ გადავიტან.

ვჯდები საწოლზე, ვიწმენდ გაოფლიანებულ სახეს. ფარდამ დაიწყო ფრიალი ქარის გამო და თითქმის ჭერამდეც ავიდა. ვაქნევ თავს და ნერვულად ვიცინი:

- ვიღაცას სასწრაფოდ თრენჩის ( Twenty one pilots-ის ახალი ალბომი) დოზა სჭირდება.

ვდგები, მაგიდასთან მივდივარ. ვიწყებ ჩანთაში ქექვას, ოდნავ ვიბნევი. ვიღებ ქურთუკს, ვაბრუნებ ჯიბეებს და ნერვები მეშლება, როცა ვხვდები, რომ ტელეფონი დამეკარგა. მოიცადეთ. მე ის დავდე...

ჩემი მეხსიერება -ჩემი მტერია.

ჩემი თავი თევზი მგონია, რომელმაც მხოლოდ პირის გაღება და თვალების ხამხამი იცის.

დაუჯერებელია: ჯერ ყურსასმენები, ახლა კი ტელეფონიც. იქნებ მთელი ოთახი გადავაბრუნო?

არა, ვფიქრობ ჯობს სახლის ტელეფონით დავრეკო ჩემს ნომერზე. საბედნიეროდ მამამ იზრუნა იმაზე, რომ სახლის ტელეფონი ყველა ოთახში ყოფილიყო. ვიღებ ხელში აპარატს და ვკრეფ ჩემი მობილურის ნომერს, რის შემდეგაც მიმაქვს ყურთან ყურმილი და ვუცდი ზარის გასვლას. რომლებმაც არ დამაყოვნეს.

ვიბრაცია.

ის ოთახშია, ეს კი უკვე კარგია.

ვწევ ხელს, მაგრად ვუჭერ ტელეფონს, რის შემდეგაც ვკრავ წარბებს, როცა ვხვდები საიდან მოდის ვიბრაცია.

კარადა.

მივდივარ მასთან, ვაღებ კარებს და ვიწყებ ნივთებში ქექვას, რომლების ამოლაგებაშიც და თაროებზე დაწყობაში ხელი სიზარმაცემ შემიშალა, ამიტომაც უბრალოდ შევაკუჭე აქ.

ვიღიმი როცა საბოლოოდ მობილურს ვპოულობ და ვაჭერ ზარის გათიშვას. ვწევ თავს და ვიყინები ისევე, როგორც სისხლი ვენებში.

სარკეში არეკლილია ჩემი კარი.

ჩემი ღია კარი.

წამოვხტი და შევბრუნდი.

ის ღიაა.

- რ-რა ჯ-ჯა - ვჩურჩულებ და მასთან მისვლას ვაპირებ, თუმცა უკან ვიხევ, როცა ვამჩნევ კუთხესთან გარბენილ ჩრდილს. ჩემი გული ნაწილებად იხლიჩება, სუნთქვა მერევა. ხელები მიკანკალებს და ვხტები,როცა მობილური ვიბრაციას იწყებს. ვიღებ მას და ვუყურებ ეკრანს.

- ო-იო - ჩემი ხმა კანკალებს და უფრო წრიპინის ხმას გამოვცემ , როცა ვცნობ ჩვენი სახლის ნომერს.

თვალის გუგები სწრაფად დარბიან ოთახში.

ვერ გადავიტან ამ სიგიჟეს.

სწრაფად ვიღებ ქურთუკს და ფიქრის გარეშე ვვარდები ოთახიდან, კიბის მიმართულებით.
ამ მომენტში ფიქრიც კი არ მინდა. უბრალოდ ვიცი, რომ ეს ადგილი უნდა დავტოვო.
უნდა გავიქცე.

ფეხები ჟელესავით ხდება,როცა კიბეზე ჩავდივარ. ვიხედები მეორე სართულის დერეფნისკენ და სუნთქვას ვიკავებ: კუთხეში კვლავ ჩანს ვიღაცის მხარი, მაგრამ ახლა უფრო გამოკვეთილად ვხედავ ამ სხეულის ნაწილს.

ქალის სხეულის ნაწილს.

ქვემოთ ჩამოსული, კარისკენ გავრბივარ, ვიწყებ ქურთუკის ჯიბეების ქექვას, გასაღების ძიებაში. მიუხედავად იმ სიგიჟისა და საშინელი ხმაურისა, რომელიც ახლა ჩემს თავშია, მაინც კარგად მესმის იატაკის ჭრაჭუნის ხმა, თითქოს ვიღაც ძალიან მძიმე კიბეზე ჩამორბის. მორბის ჩემსკენ.

- ო ღმერთო - ვგრძნობ როგორ ჩნდება ცრემლები თვალებზე - ღმერთო - ხელები მიკანკალებს, მაგრამ ვპოულობ გასაღებს და ვცდილობ მოვარტყა საკეტში. ვატოვებ სუნთქვას და ვიძაბები, რათა გასაღები გადავაბრუნო.

საკეტი გაიხსნა.

პირდაპირი მნიშვნელობოთ ვვარდები და ვხტები შემოსასვლელიდან, თითქოს ის რაღაც ჩემს ზურგს უკან იყოს.

ვდგავარ ფეხებზე თუმცა ისინი მაშინვე იკეცება და მიწაზე დაჯდომა მიწევს. თავს სახლისკენ ვაბრუნებ და უფრო შეშინებული ვხდები.

კარი დაკეტილია.

მაგრამ მე არ დამიკეტავს ის, მე უბრალოდ გამოვირბინე და მორჩა.

ვდგები, კბილები მიკანკალებს. ჩემი მზერა სახლის ერთი ფანჯრიდან მეორე ფანჯარაზე გადადის. ვბრუნდები და სწრაფად ვშორდები სახლს, მიუხედავად იმისა რომ ნაბიჯების გადადგმა რთულად გამომდის.

სიგიჟეა. ერთი დიდი სიგიჟე!

არ ვიკრავ ქურთუკს, რადგან მცხელა. ვიშორებ სახიდან ოფლს და ვავსებ ფილტვებს ჰაერით.

არ შეიძლება ეს სინამდვილეში ხდებოდეს.



*დილანი*


ხელი დავაქნიე გოგოს სახის წინ, ვამოწმებ , როგორ მდგომარეობაშია საერთოდ. ვფიქრობ მას საუბარი არ შეუძლია, თუმცა ფეხზე დგას. რამდენის დალევა მოასწრო?

ჩერი იწმენდს წითელ თვალებს, მიაქვს ბოთლი დაკვნეტილ ტუჩებთან, შემდეგ კვლავ იხრჩობა და ყველაფერს მიწაზე აფურთხებს.

ღმერთო , მე მაინც რატომ ვისჯები?




*ჩარლი*



როგორც ჩანს ძალიან მთვრალიც არ ვიყავი, რადგან ახლა უკვე საკმაოდ ფხიზელი ვარ.

ვწევ თავს და ვუყურებ დილანს, რომელიც წინ მიდს. გაკვირვებული ვარ, რომ თვითონ მოვიდა ჩემთან. ერთმანეთისთვის არც კი გვითქვამს რამე წესიერად, მან უბრალოდ გადამიგდო ბოთლი ნაგვის ურნაში.

ღამის ქარმა სახე მატკინა, სიბნელემ კი, რომელიც ჩვენს ირგვლივაა მოცული, ყველაფერი გამახსენა, რაც სახლში მოხდა. რაც უფრო ბევრს ვფიქრობდი ამაზე, მით უფრო რთული იყო დამეძალებინა ჩემი თავისთვის ნაბიჯების გადაგდმა.

მზერით ო'ბრაიანის ზურგს ვწვავ, რომელსაც, როგორც ჩანს, არაფერი არ ადარდებს.

თითქოსდა ნაჩხუბრები ვართ, თუმცა მეგობრებიც კი არ ვართ, მაგრამ კონფლიქტის კვალი დარჩენილია. მივდივართ მხოლოდ ჩვენ ორი, პრაქტიკულად ტყეში, ღამე. და ჩუმად ვართ. ვფიქრობ მას ასეთი ნიჭი აქვს. არსებობს ადამიანები, რომლებსაც ვერ მოაკეტინებ, ეს ბიჭი კი უარესია.

კვლავ ვხრი თავს.


ნამდვილად არ მესმის შენი დილან ო'ბრაიან.



არა, სერიოზულად. აქ არცისე დიდი ხანია ვარ, თუმცა ყველაზე შემექმნა საკუთარი აზრი: მაქსი - უბრალოდ ქედმაღალი იდიოტია, ანა - სუსტი თოჯინა. ვფიქრობ დიდი ხანი მომიწევს გაგრძელება, მაგრამ იმას ვგულისხმობ რომ დილანი - ერთადერთია, რომლის დახასიათებაც არ შემიძლია. ის თითქოს კრეტინია, მაგრამ სხვა პიროვნებების ფონზე ყველაზე ნორმალურია.

სიჩუმეში მივდივართ, თუმცა ის არ უსმენს მუსიკას, ანუ იმის თქმას ვცდილობ რომ ისეთი უცნაური შეგრძნება მაქვს, თითქოს იმის მიუხედავად რომ ჩუმად ვართ, ჩვენს შორის რაღაც დიალოგი ხდება ამ მომენტში. თითქოს სიჩუმე ცოცხალია. ეს ერთდროულად მძაბავს და მამშვიდებს.

მომწონს კიდეც ასე მასთან ერთად სიარული სახლამდე.

სახლი.

ვანელებ სვლას და ვწევ თავს. კვლავ მოგონებები მეხვევიან, ქმნიან უჩინარ კედელს, ჩემი სხეულის ირგვლივ და თითქოს რეალურ სამყაროს მაშორებენ. რაც მაშინებს. ამიტომ სწრაფად ვეწევი დილანს და ხელს ვკიდებ მას მხარზე. ბიჭი "ჰმმ-ს" მსგავს ხმას გამოსცემს, თუმცა ისევ მის წინ იყურება. ჯიბეში ვიწყობ ხელებს:

- ვარჯიშზე იყავი?

- აჰა - მისი პასუხი მაბნევს. ნუთუ არ აპირებს იმის უარყოფას რომ სპორტს მიჰყვება?

- ო - ვწელავ ასოს, მეც ვიყურები სადღაც წინ - და როგორ ჩაიარა? კერძოდ რითი ხარ დაკავებული?

- ჭადრაკი - ისწორებს სათვალეს.

- ის ხომ სპორტი არაა! - სულელი ვგონივარ?

- სპორტი - ესაა ურთიერთსაწინააღმდეგო მოღვაწეობა და სპეციალური მომზადება მისთვის. ჭადრაკი - ეს არის ლოგიკური თამაში. მაგრამ ეს იმაზეა დამოკიდებული თუ რომელ დონეზე განვიხილავთ მას. ამიტომ ჭადრაკი შეიძლება ჩაითვალოს, როგორც სპორტად ასევე როგორც უბრალო გატაცებად ლოგიკური თამაშის სახით.

მზად ვარ თმები დავიპუტო თავზე. ვინ მექაჩებოდა ენაზე, ამ მოსიალურე ენციკლოპედიას, რომ რამეს ვეკითხებოდი?

ვუშვებ ორთქლს პირიდან, ვუყურებ, როგორ ქრება ის ჰაერში :

-დილან?

-რა გინდა?

- გინდა გაიგო რატომ დავლიე?

- სიმართლე გითხრა , არა - ჩავიცინე. არა, ნუ აბა რას ველოდი მისგან? ვაქნევ თავს და კვლავ ვამბობ:

-მაშინ მითხარი , რამე უცნაური არ შეგიმჩნევია?

- რას გულისხმობ? - ბიჭმა აწია ცალი წარბი და მძიმედ ამოისუნთქა.

- ნუ აქ ჩემზე დიდი ხანი ცხოვრობ, იქნებ, რამე უცნაური შეგიმჩნევია.

- არა - სწრაფად უარყოფს.

- აი მე კი ვნახე რაღაც - ვაგრძელებ, მიუხედავად იმისა რომ დილანმა კარგად მაგრძნობინა, რომ არ აინტერესებს - ჩემთან სახლში. გოგო იყო...

- მოკეტე - უეცრად უხეშად მაწყვეტინებს ო'ბრაიანი. ვუყურებ მას. ის არ გამოიყურება დაძაბულად თუმცა მისი მზერა საპირისპიროზე მეტყველებს. ვგრძნობ, რომ ამ თემით ბიჭის რაღაც შინაგანს შევეხე, ეს კი უფრო მაბნევს, ამიტომ ვაიგნორებ მის სიტყვას და ვაგრძელებ:

- გოგონა ჩემზე დაბალია, თუმცა შორიდან კარგად ვერ ვხედავდი. მხოლოდ ნახევარი ტანი ვნახე, რადგან კუთხეში იმალებოდა. იცი, ასე პირველად შემეშინდა. ეს შეიძლება ჩემი დაზიანებული ფსიქიკით ავხსნა, მაგრამ ყველაფერი ისე რეალურად ხდებოდა, რომ კინაღამ ჭკუიდან შევიშალე - ნერვულად ვიღიმი - ფიქრობ რომ ვერ ვარ, არა?

დილანი დუმს, იწყებს ქურთუკის ჯიბეებში ქექვას. ვკრავ წარბებს, როცა მას ამოაქვს ჩახლართული ყურსასმენი:

- ჯანდაბა - ვვარდები - მე ხომ უბრალოდ დავინტერესდი, უცებ რატომ... - ვჩუმდები.

დილანი მიყურებს და გაღიზიანებული მეკითხება:

- რას მომაშტერდი? - იკეთებს ყურსასმენს და ისევ წინ იყურება.

მეც გადამაქვს მზერა და ვკრავ წარბებს.

ის ყოველთვის ყურსასმენებშია, ბევრს არ ლაპარაკობს, დღის უმეტესობას ტელეფონით ხელში ატარებს, არ ყავს მეგობრები, რაღაცნაირად უცნაური, სულელიც არაა, დაკავებულია სპორტით. ეს ნაკრებია. ჩვეულებრივი ნაკრებია, თუმცა ამით ადამიანის ხასიათის აწყობა შეუძლებელია. შესაძლებელია, რომ დილანმა უბრალოდ მიიწერა ეს თვისებები და მათ უკან რეალურ პიროვნებას მალავს? თუ დავუფიქრდებით , მასზე ყველა ერთი და იგივეს გაიძახის, მათ შორის მეც. ეს თითქოს რაღაც პრინციპია. " დილანია ასეთია, რადგან ყველა ასე ფიქრობს"

გონებაში ვყვირი, რათა მოვიშორო თავიდან ეს აზრები. ჯერ არ ვარ ასეთი სიღრმისეული განხილვებისთვის მზად, მაგრამ თავს წყნარად არ ვგრძნობ. რაღაც მანიშნებს რომ ბიჭი არც ისეთი ადვილად წასაკითხია, როგორიც ჩანს.

მინდა რომ გავიცნო ის. ლოგიკურად არ შემიძლია ავხსნა ასეთი დიდი და ძლიერი ინტერესი მისი პიროვნების მიმართ.

მაგრამ , თუ ყველაფერი ისე არაა როგორც მე ვფიქრობ? იქნებ ის მართლაც კრეტინია, რომელიც ყველას ცუდად ექცევა. მაშინ ყველას სიძულვილი მის მიმართ გამართლდებოდა, მაგრამ...

თუ მართლა ასეა, ძალიან იმედგაცრუებული დავრჩები.

თუმცა ერთი რამ დანამდვილებით ვიცი.



დილანი «რთულია».



- შემიმჩნევია - მისი ხმა ძალიან ჩუმად ისმის. ვუყურებ მას. ბიჭი ჩაფიქრებული ჩანს. ის იხსნის ერთ ყურსასმენს და კრავს წარბებს:

- შემიმჩნევია რაღაც უცნაური და არა ერთხელ.

- მართლა? - იმის იმედი მიჩნდება, რომ ვინმე მაინც შეძლებს ჩემს გაგებას - რა ნახე?

- გოგონა, რომელიც შენს ოთახში დადის. არ ვთვლიდი მას უცნაურად , სანამ ყურება არ დამიწყო. ძალიან დიდი ხანი მიყურებდა, თითქოს არც ახამხამებდა თვალებს, თუმცა მის თვალებს ვერ ვხედავდი.

- მეხუმრები თუ სერიოზულად? - არ მჯერა რომ კონტაქტი კვლავ დავამყარეთ - ადრე რატომ არ მითხარი?! - ის ფაქტი რომ ჩემს ოთახში ვიღაც გოგო დაეთრევა სულ არ მომწონს.

დილანი მიყურებს, საშინლად დიდი ხანი იყურება ჩემს თვალებში, თითქოს მათში რამის წაკითხვა სურს. საყლაპავში ბურთი მიჩნდება, რადგან მის სახის ასეთ გამომეტყველებას პირველად ვხედავ.

- ბოლოჯერ ეს გუშინ ღამე იყო.

- ღამით ჩემს ფანჯარას უყურებ? - ვწევ წარბებს, რის გამოც ბიჭი წკლიპურტს მირტყამს და გულგრილად ამბობს:

- ცუდად მძინავს ხოლმე და იმ ღამეს გადავწყვიტე წყლის დასალევად წასვლა. სწორედ მაშინ ვნახე ის.

- რა დაინახე? - სპეციალურად წელავს ინტრიგას , ბოლომდე რომ არ ამბობს?

-გოგონა.

- და?

- როგორც მივხვდი საწოლს ედგა თავზე და ქვევით იყურებოდა.

ხელები ამიკანკალდა, ზურგზე კი ნაცნობი სიცივე გარბის, რაც მაიძულებს უკან შებრუნებას და შემოწმებას რომ ზურგს უკან არავინ არ მიდგას. კვლავ ვუყურებ დილანს:

- მერე რა მოხდა? - თუმცა ძალიანაც არ მინდა ამის ცოდნა.

ო'ბრაიანი მიყურებს, დებს ყურსასმენს ჯიბეში:

- არაფერი ისეთი. საწოლზე დაწვა.

- რა? - ავწიე წარბები და პირი გავაღე - მეხუმრები? უბრალოდ შეგიძლია ამიღწერო?! - ვბრაზდები, რადგან მგონია რომ დამცინის.

ო'ბრაიანი ჩაფიქრდა და სახის სერიოზული გამომეტყველებით მიპასუხა:

- ნუ, ეს ხომ შენ იყავი.


***


- ჰო, ექიმო, მაგრამ საქმე ამაში არაა - ქალმა შუბლიდან ოფლი, დაკეცილი ცხვირსახოცით მოიწმინდა. კაცი ფანჯარაში იყურებოდა და ათვალიერებდა ღამის ცას.

ჭაღარა ექიმმა ხელები მკერდზე დაიწყო, როცა ქალმა გააგრძელა:

- ჩვენი შვილი უცნაურად იქცევა.
***


- ეს როგორ გავიგო? - მზად ვარ დავარტყა დილანს - მე ხომ სერიოზულად ვამბობ და...

- მეც - წყნარად მაწყვეტინებს - ბევრჯერ მინახავს როგორ დადიხარ ღამე ოთახში, იქით-აქეთ, ერთი კუთხიდან მეორემდე. სიმართლე გითხრა ცოტა საშიში სანახავი იყო, მაგრამ როცა უკვე ყურება დამიწყე, მივხვდი რომ ფანჯრის ამოშენების დროა. - დაუჯერებელია.
ან ეს ტიპი სერიოზულად მეუბნება ან ძალიან კარგი მსახიობია.

გადამაქვს მზერა, ვგრძნობ, როგორ ერევა სიბრაზეს შიში:

- უბრალოდ დამცინი, არა? - ვიღიმი პირის კუთხით - ღმერთო, რისი იმედი მქონდა, როცა შენ რჩევას გთხოვდი? - ვუსვამ შეკითხვას საკუთარ თავს, მაგრამ, როგორც ჩანს, ბიჭმა ეს ვერ გაიგო, ამიტომ მპასუხობს მასზე:

- გინდოდა შენთვის რამე მერჩია? - ის არ მალავს მის გაკვირვებას, მაგრამ არაფრის პასუხს არ ვაპირებ.

ვაგრძელებ სიარულს.

მისმა სიტყვებმა დაძაბვა მაიძულეს. თუ დილანმა უბრალოდ «იხუმრა» ასე მე არ ვარ ისეთი ადამიანი , ვინც მის სიტყვებს ასე ადვილად დაივიწყებს.

- ეს ნიშნავს რომ - დაუფიქრებლად ვიწყებ შეკითხვის დასმას - მე შენ გაშინებ?

- მე ვთქვი, რომ ეს საშიში სანახავია, მაგრამ, შეიძლება, უბრალოდ მთვარეული ხარ და სულ ესაა - მიხსნის - იმ შემთხვევაში , თუ ჩემს ფანჯარაში გადმოძრომას დააპირებ, იცოდე ბიტა მაქვს.

ვიცინი და ვიმართები.

ეს ყველაფერი ძალიან უცნაურია. მთვარეული რომ ვიყო მშობლებს უკვე ეცოდინებოდათ, ჩავფიქრდი. იქნებ იციან მაგრამ არის მიზეზები, რის გამოც არ მეუბნებიან?

სხვათაშორის, ბევრჯერ დავურეკე მათ, თუმცა არცერთმა არ აიღო ყურმილი. მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ მივხვდი რაღაცას.

მამაჩემი. ის ხომ დაავადებულია, მაშინ , როგორ მოახერხა მან სახლის დატოვება?


ვისუნთქავ, ვგრძნობ,რომ შეკითხვებისგან, რომლებიც სულ უფრო იმატებს, თავი მტკივდება. ასევე თავს ცუდად ვგრძნობ, იმის გამო რომ დავლიე.

ალკოჰოლი - ბოროტებაა.

მესმის ხმა. ვწევ თავს: ჰორიზონტზე ავტობუსი გამოჩნდა. ვუყურებ მის ნომერს და ვხვდები, რომ ის, ის არაა, რომლის საშუალებითაც სკოლაში დავდივარ. იქნებ, ტურისტები არიან?

დილანი გაჩერდა, ისიც ავტობუსს უყურებს. ვკრავ წარბებს, როცა ვხედავ ვინ ზის შიგნით. ჩემი გული იკუმშება და წყვეტს ცემას.

მოხუცები.

ვაღებ პირს, ვწრიპინებ.

ისინი მიყურებენ. მათი მზერა. მზერა,როგორც ჩემს სიზმარში იყო. არა ნორმალური და შემზარავი. ისეთი არა, როგორიც ნორმალურ ადამიანებს აქვთ.

ვხტები და ბიჭის სახელოებს ვიჭერ:

- ხედავ? მითხარი, რომ შენც ხედავ ამას! - როგორც ჩანს, ვეხვეწები ამას.

ბიჭი ოდნავ დაბნეული ჩანს და მეტი არაფერი. კვლავ ვუყურებ ავტობუსს, როცა ის გვერდს გვივლის. ჩემი მზერა ჩერდება მაღალ გოგონაზე, რომელიც სალონში დგას. ის ხელით სკამის ზურგს ეყრდნობა და წიგნს კითხულობს:

-პეტრა? - ვჩურჩულებ, ცოტაც და საკუთარ ენას გადავყლაპავ. ვიწყებ კანკალს და ვქაჩავ ო'ბრაიანს სახელოებით:

- ჰეი, მითხარი რამე! ხედავ ამას?!

ბიჭი თავს ჩემსკენ აბრუნებს, აგრძელებს წარბების კვრას, ამასობაში ჩემს თვალებზე მარილიანი სითხე ჩნდება, ხელები კი ოფლიანდება.

თუმცა ჩემი დაძაბულობა მკლავს, როცა დილანი იხსნის სათვალეს, იწყებს მათ თვალიერებას, მე კი ამ დროს ვათვალიერებ დილანის სახეს. რატომღაც მგონია, რომ სათვალეების გარეშე ჩემს წინაშე სულ სხვა ადამიანი დგას.


***


დილანი წმენდს სათვალის მინას, ვერ იჯერებს იმას, რაც ახლახანს დაინახა. არა, მას არ უნახავს მოხუცები, მან მხოლოდ ავტობუსი დაინახა. ავტობუსი მძღოლის გარეშე. ასეთი რამ შესაძლებელია? არა.

ბიჭი ნამდვილად დაბნეულია. ჩარლის შეუძლია იფიქროს, რომ ის უბრალოდ სათვალეს წმენდს, რადგან მინა დაიორთქლა და ის ცუდად ხედავს ამის გამო, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ბიჭმა სპეციალურად მოიხსნა ის, რათა პირიქით რამე მაინც ენახა.

დილანი აბრუნებს თავს, უყურებს ავტობუსს, რომელიც ნისლში უჩინარდება.

საქმე იმაშია, რომ დილანი სათვალით ძლივს ხედავს.

მას ხომ იდეალური მხედველობა აქვს.


***


ყველა ჩემი აზრი, შფოთვა და შიში თითქოს სადღაც გაქრნენ,რადგან ახლა, არ შემიძლია თვალი მოვაცილო ბიჭს, რომელიც ჩაფიქრებული და წარბშეკრული სახის გამომეტყველებით წმენდს სათვალეს. ეს მაგიას ჰგავს. ეს უცნაურია. ეს ჩემთვის გაუგებარია. არ შემიძლია ავხსნა თუ რა მეჩვენება მასში კონკრეტულად განსხვავებული, იქნებ...

ზუსტად. თვალები. მზერა.

ყურადღება მეფანტება, როცა ვხვდები, რომ ჩვენს ირგვლივ ნისლია.

- რაიყო? - გაკვირვებული ვიყურები ირგვლივ. სიცივის გამო თავს რაღაცნაირად ვგრძნობ:

- დილან, წავიდეთ? - ვთხოვ, როცა ვხედავ როგორ ეხვევა ნისლი ჩვენს სხეულებს.

-აჰა- ბიჭი იკეთებს სათვალეს, აგრძელებს სიარულს. სწრაფად ვეწევი მას. მინდა რომ მასთან ახლოს ვიყო. პირდაპირი მნიშვნელობით. ეს თეთრი «ღრუბლები» მძაბავს­.

სახლი.

ვიბნევი ისევ, რადგან ვხვდები, რომ მდგომარეობიდან გამომდინარე, სხვაგან არსად არ მაქვს წასასვლელი.

არ მინდა სახლში დაბრუნება.


***


დილანი თვალის ბოლოებით ირგვლივ იყურება. ეს ატმოსფერო ირგვლივ რატომღაც ხელს უშლის მას მოძრაობაში, კისერი სწრაფად უშრება, რაც აიძულებს მძიმედ გადაყლაპოს პირში დაგროვილი სითხე.

შეიძლება, ბიჭს უბრალოდ მოეჩვენა, რომ მძღოლი არ იყო, რადგან სათვალის გამო ცუდად ხედავს. მაგრამ ყველაფერი რაც ამ ბოლო დროს ხდება მის ცხოვრებაში, აიძულებს სხვანაირად ფიქრს.

დილანი უყურებს ჩარლის, რომელიც შეშინებული იყურება ირგვლივ.

ეს გოგო...


***


ადგილზე ვდგავარ, რადგან ვერ ვაიძულებ, ჩემს თავს სახლისკენ წასვლას. დილანი გაჩერდა, უყურებს მისი ჭიშკრის წინ გაჩერებულ მანქანას. მგონი, მისი სახე იძაბება. ბიჭმა ფეხი ბორბალს დაარტყა, რის გამოც ხელში გასაღებს უფრო მაგრად ვუჭერ.

დაძაბულობა მთელს სხეულში იზრდება, რადგან დილანი იღებს ჯიბიდან ყურსასმენს და სახლისკენ მიდის, თუმცა ეტყობა რომ შესვლა არ უნდა.

წამიერად ვუყურებ ჩემი სახლის ბნელ ფანჯრებს, ვხვდები, რომ არავითარ შემთხვევაში არ შევალ იქ, მაგრამ, რისი გაკეთება შემიძლია ასეთ შემთხვევაში?

ვხედავ , როგორ უხვევს დილანი. ვფიქრობ , უკანა კარიდან შევა.


ვიცი რომ ვინანებ ამას, მაგრამ სხვა ვარიანტი არ მაქვს.


***


დილანი ბრუნდება, როცა გოგო ეძახის მას, იკეთებს ერთ ყურსასმენს. ჩარლის ერიდება, მაგრამ მაინც წარმოთქვამს:


- არ გინდა ჩემთან შემოსვლა?



№1  offline წევრი ამელიაპონდ11

მოკლედ :დ ვზივარ ღამის ორ საათზე, ვწერ სილუეტის გამოჩენის მომენტს, გართული ვარ ისე, რომ ვერაფერს ვერ ვამჩნევ და უეცრად "რაღაც" მახტება ფეხზე...
ნუ ჰო, მეც ცოცხალი ვარ , მიუხედავად ინფარტქისა და ჩემი კატაც sweat_smile

 


აუუუ♥♥მისტიკა შემიყვარდა უკვე :დდ იმისდა მიუხედავად რომ მეშინია :დ ეს მოთხრობაც მიყვარს♥ძალიან ძალიან♥♥
პ.ს.ერთხელ ღამე ჩემთვის წყნარად ვწერდი,ახალი იდეები და ამბები,ამ სამყაროში არ ვიყავი,მაგრამ დედაბუნებამ არ მაცალა და მიწისძვრა დაიწყო :დ მინი ინფარქტი გადავიტანე მე :დ იმ დღის შემდეგ აღარ ვარ ნორმალური,ყოველ წუთს მიწისძვრა მელანდება,დავიტანჯე :დდ

 


№3  offline წევრი Liziko27

რაღაც წინსვლა ამ ორ შორის :დ:დდ:დ მიხარია თუ გადაურჩი ინფაქტს:დ:დ მე ვერ გადავრჩებოდი ისე შემეშინდებოდა:დ:დ

რაღაც წინსვლა ამ ორ შორის :დ:დდ:დ მიხარია თუ გადაურჩი ინფაქტს:დ:დ მე ვერ გადავრჩებოდი ისე შემეშინდებოდა:დ:დ

 


№4  offline წევრი Niniko11

ოუუ ძაან შემიყვარდა ეს ისტორიაა
და შენცც დდდ
ეს ბიჭი მგონია რომ შეუყვარდრბა ჩარლისს...
და რაღაც ისეთი ხდრბა მათ გარშრმო ტაზეც წარმოდგენა არ მაქვს რა შეიძპება იყოოსს ... მოუთმენლად ველი შრმდეგ თავსს♡♡

 


№5  offline წევრი ამელიაპონდ11

ლიზელ მარტოსული
აუუუ♥♥მისტიკა შემიყვარდა უკვე :დდ იმისდა მიუხედავად რომ მეშინია :დ ეს მოთხრობაც მიყვარს♥ძალიან ძალიან♥♥
პ.ს.ერთხელ ღამე ჩემთვის წყნარად ვწერდი,ახალი იდეები და ამბები,ამ სამყაროში არ ვიყავი,მაგრამ დედაბუნებამ არ მაცალა და მიწისძვრა დაიწყო :დ მინი ინფარქტი გადავიტანე მე :დ იმ დღის შემდეგ აღარ ვარ ნორმალური,ყოველ წუთს მიწისძვრა მელანდება,დავიტანჯე :დდ




უიმე , ჰო წერამ ისე იცის ჩათრევა. შიში ჩაგრჩა სავარაუდოდ. ისე მიწისძვრა როცა იყო ჩემთან, მაღაზიაში ვიყავი, ყველა დარბოდა, მე საერთოდ ვერ ვიგრძენი და გაოცებული ვუყურებდი ხალხს :დდ

Liziko27
რაღაც წინსვლა ამ ორ შორის :დ:დდ:დ მიხარია თუ გადაურჩი ინფაქტს:დ:დ მე ვერ გადავრჩებოდი ისე შემეშინდებოდა:დ:დ

რაღაც წინსვლა ამ ორ შორის :დ:დდ:დ მიხარია თუ გადაურჩი ინფაქტს:დ:დ მე ვერ გადავრჩებოდი ისე შემეშინდებოდა:დ:დ

ვიფიქრე, რომ უკვე დრო იყო ამ ორის დაახლოებისთვის :დ არ მინდა დაგასპოილერო , მაგრამ ჩარლის უკვე გრძნობები აქვს, უბრალოდ ვერ ხვდება :დდდ რაც შეეხება დილანს.. მან ჯერ არ იცის რა არის სიყვარული..
ოჰ როგორ მიყვარს ინტრიგა :დდდდ

Niniko11
ოუუ ძაან შემიყვარდა ეს ისტორიაა
და შენცც დდდ
ეს ბიჭი მგონია რომ შეუყვარდრბა ჩარლისს...
და რაღაც ისეთი ხდრბა მათ გარშრმო ტაზეც წარმოდგენა არ მაქვს რა შეიძპება იყოოსს ... მოუთმენლად ველი შრმდეგ თავსს♡♡


მადლობა ❤️❤️ სწორად გგონია.. მოკლედ რა :დდ კომემტარებში კიდევ რომ დავრჩე ალბათ მთელს ჩანაფიქრს მოგიყვებით :დდდდ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent