შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი გახდები (3)


20-01-2019, 05:26
ავტორი truelove
ნანახია 2 240

ქიმიის გაკვეთილი დაიწყო და ბავშვები კაბინეტში შევედით,ამის მერე დიდი დასვენება იყო და უკვე გადავწყვიტე რაუნდა მექნა. კაბინეტში ვატოც შემოვიდა და უკანა მერხზე დაჯდა გვერდით კი ვიღაც გოგო მომიჯდა.
–გამარჯობა–მივესალმე და გავუღიმე.
–გამარჯობა–მოვალეობის მოხდის მიზნით მიპასუხა.–შენ რომელი სკოლიდან გადმოხვედი?
–მეე? მე..–თავში ყველაფერი ამებნა და მერე გამახსენდა სკოლებსრომ ვეძებდი–პირველი გიმნაზიიდან.ვუპასუხე და ძალით გავიცინე.
–გასაგებია.–უინტერესოდ ჩაილაპარაკა და წინ გაიხედა.
კლასში მასწავლებელი შემოვიდა და მოგვესალმა.
–ბავშვებო წელს ორგანულ ქიმიას გავივლით და ყურადღებით იყავით გამოცდებზე შეგხვდებათ.
–ქალბატონო ლია თქვენთვის არ უთქვამთ აალი მოსწავლე,რომ გვყვავს?–ვატომ სარკაზმულად თქვა და გამიღიმა.
–უი თქვენი სახელი?
–მარიამ ჭავჭავაძე.–ფეხზე ავდექი და ვატოს მკვლელი მზერა ვესროლე.
–რომელი სკოლიდან გადმოხვედი?
–პირველი გიმნაზიიდან.
–ქიმიას როგორ სწავლობდი?
–კარგად.
–ძალიან კარგი.
მერხზე დავჯექი და გაკვეთილის დასრულებას დაველოდე,როგორც კი ზარი დაირეკა პირველ სართულზე ჩავედი და ლანას ძებნა დავიწყე.
ერთ ფანჯარასთან ბავშვების ჯგუფი დავინახე და ლანასაც მოვკარი თვალი.
–უკაცრავად?–ერთ გოგონას შევეხე ხელზე მან კი გამომხედა და ამათვალიერა.
–შენ ვინ ხარ. ან რატომ მეხები.
–მე ახალი ვარ ლანასთან მინდოდა საუბარი.
–და ამიტომ ხელზე უნდა მომქაჩო?–ტონს აუწია და შემომიბღვირა.
–ბოდიში ვერ ვიფიქრებდი,რომ ეს დანაშაული იყო.
–გეყოფა ნატუკა ნუ შეაშინე ეს გოგო.–ლანა რაფიდან ჩამოხტა და ჩემსკენ წამოვიდა.
ნატუკამ ერთიც შემათვალიერა და მიტრიალდა მე და ლანამ კი დერეფანი გავაგრძელეთ.
–ნატუკასგან თავი შორს დაიჭირე ძალიან კი მიყვარს,მაგრამ ნამდვილი ალქაჯია–მითხრა ლანამ.
–რაღაც მინდა გკითხო.
–გისმენ.
–ჩემს კლასში ერთი ბიჭია ვატო ქვია.შეგიძლია მითხრა ვინ არის?
–ვატო? რაიყო მოგეწონა?
–არა ზედმეტად აგრესიულია ჩემს მიმართ და დამაინტერესა.
–ხოო გასაგებია. ვატო გურჩიანი ერთ დროს ძალიან პოპულარული და გოგონების სამიზნე იყო,არც თვითონ იკლებდა გოგონებს,მაგრამ შემდეგ ტრაგედია მოხდა და მისი მშობლები ავარიაში დაიღუპნენ ამის შემდეგ ჩაიკეტა და სკოლაში ყველას შეაზიზღა თავი,საშინელებებს უკეთებდა ბავშვებს და მასწავლებლებს,დირექტორი ვერ რიცხავდა,მაგრა ბოლოს გარიცხა,თუმცა მაინც დააბრუნეს,როგორც ვიცი მდიდარი ოჯახიდან არის.
–კარგი,მადლობა.–წამოვედი და ბუფეტში შევედი არც კი ვიცოდი რამეთქვა წყალი ვიყიდე და მაგიდასთან ჩამოვჯექი. იმწამს ძალიან შემეცოდა ვატო იმდენად,რომ არაფერი ვიცოდი,რაუნდა გაემკეთებინა ან რაუნდა მეთქვა მისთვის..ფიქრები მობილურის ზარმა შემაწვეტინა.
–გისმენთ?
–დილაშვიდობისა მარიამ.–მეორე მხრიდან ბოხი ხმა მომესმა,ირაკლი იყო.
–დილამშვიდბისა.
–კარგად ხარ? შენი ხმა არმომწონს.
–კი უბრალოდ დავიღალე.
–რომელზე ამთავრებ?
–სამის ათ წუთზე.
–კარგი.
მობილური გათიშა და მეც მაგიდაზე დავდე. ახლა ირაკლიზე საერთოდ ვერ ვფიქრობდი.
–ვაუ,iphone x–ია?–თავზე გოგონა დამადგა.
–რაა?–ავხედე და ვერ მივხვდი რას მეკითხებოდა.
–მობილური.
–აა ხო ეგაა.
–მაგარია მე მინდა მაგის ყიდვა და ფულს ვაგროვებ შეიძლება კამერა ვნახო?
–ჰა?–დაბნეულმა ავხედე.
–მობილური,კამერა შეიძლება შევამოწმო.
–ხო რათქმაუნდა.
გოგონა მობილურს ატრიალებდა ხელში და კამერას ამოწმებდა მე კიდევ ბოთლს ნერვიულად ვუჭერდი ხელს.
–შენ ალბათ მარიამ ჭავჭავაძე ხარ.–უკნიდან მა მოემსა.
მივტრიალდი და სათვალეებიანი ბიჭი დავინახე ფოტოაპარატი ჰქონდა კისერზე ჩამოკიდებული და უაზროდ მეკრიჭებოდა.
–ხო მე ვარ.–სამწუხაროდ, გავიფიქრე და თვალები დავხარე.
–მე დამწყები ჟურნალისტი ვარ,სკოლის ჟურნალს ვხელმძღვანელობ.
–მართლა? მაგარია.–კეთილად შემშურდა ამ ბიჭის ბავშვობიდან მიყვარს წერა და ხატვა.
–ხო მართლა და მინდა შენზე დავწერო.
–ჩემზე?! რატომ?–გამიკვირდა.
–იმიტომ,რომ მთავარი სიახლე ხარ.
ავნერვიულდი ვინმემ რამე ხოარგაიგო? ან იქნებ ვატომ ხოართქვა უკვე ვინც ვარ.
–თანახმა ხარ?
–არვიცი,რა სახის ინტერვიუ გინდა?
–ჩვეულებრივი რას აპირებ ცხოვრებაში და ა.შ.
–კარგი დავიწყოთ.
–როგორც უკვე გავრცელდა ამბები პირველი გიმნაზიიდან გადმოხვედი,რა ნიშნებზე სწავლობდი?
–ფრიათოსანი ვიყავი.
–ვაუ ალბათ რთული იყო,რა ფერი გიყვარს.
–ცისფერი.
–როგორც გავიგე ხატავ და წერა გიყვარს.
–დიახ, წერით სტატიების წერა მირჩევნია,ხატვა კი ჩემი ჰობია,როცა თავს ცუდად ვგრძნობ ქართლის დედის ქანდაკებასთან ავდივარ და იქ ვხატავ.
–საინტერესოა,რა გინდა,რომ გამოხვიდე?
–იურისტი.
–კარგი,წარმატებები მარიამ.
–მადლობა.
ჩამწერი გამორთო და დაკვირვებით გამომხედა.
–იცი რას გეტყვი?
–აბა?–გამეცინა.
–დაწერილი თუ გაქვს სტატია მომიტანე და გადავხედავთ. და თუ სურვილი გაქვს ჟურნალში აგიყვანთ.
ეს იდეა ძალიან მომეწონა,ყოველთვის მინდოდა წერა.
–კარგი. დავწერ რამე თემაზე და მეილზე გადმოგიგზავნი.
–კარგი.
იმეილის მისამართი დამიწერა და გამომიწოდა შემდეგ კი ზარი დაირეკა.
–აბა დროებით მარიამ.
–დროებით.
–შენი მობილური მაგიდაზე დაგიდე.–იმ გოგონამ გამიღიმა.
–კარგიი.
კლასში ავედი და ჩემს ადგილას დავჯექი ვატო აღარ გამოჩენილა მეც მთელიდღე გამოყრუებული ვიჯექი,ბოლო გაკვეთილი დამთავრდა თუ არა ჩანთას ხელი მოვკიდე და პირველ სართულზე ჩავედი,როცა დირექტორმა შემაჩერა.
–გამარჯობა ქალბატონო მარიამ კაბინეტში შეიძლება ორი წუთით?
–დიახ რათქმაუნდა ბატონო რევაზ.
კაბინეტში შევედით და თავისი ადგილი დაიკავა.
–ძალიან მიხარია,რომ ჩვენი სკოლა აარჩიეთ მამათქვენის მეგობარმა,რომ დამირეკა ძალიან გამიხარდა. როგორ შეეწყვე გარემოს და ბავშვებს?
–კარგად მადლობა,რომ იკითხეთ ძალიან კარგი გარემო და ძალიან კარგი პედაგოგები გყავთ.
–დიახ ნამდვილი პროფესიონალები არიან.
–გეთანმებით.
–კარგი იმის გაგება მინდოდა,როგორ მოეწყვე აბა დროებით.
ხელი ჩამომართვა და მეც გამოვედი მძიმედ ამოვისუნთქე ძალიან დამღალა ამ დღემ.
სკოლის კარები გავაღე და სუფთა ჰაერი,რომ ჩავისუნთქე ცოტა მომეშვა,იმდენად გადამღალა ამდენმა ინფორმაციამ და ამდენმა ემოციამ,რომ სკოლის წინ კიბეზე ჩამოვჯექი და თავი ხელებში ჩავრგე ბოლოს ასეთ სტრესში როდის ვიყავი არმახსოვს.
–მარიამ! რა გჭირს მოხდა რამე?–თვალი გავახილე და ჩემს წინ ჩამუხლული ირაკლი დავინახე,რომელიც ნერვიულად მიყურებდა ორი წლის ბავშვივით ამაზე გამეცინა და ხელები ჩამოვწიე მან კი ამოისუნთქა და გაიცინა.
–არაფერია უბრალოდ გადავიღალე–გავიღიმე და ფეხზე ავდექი.–უი აქ რა გინდა?! როგორ მომაგენი.
–ნუ გამაცინე მარიამ,თბილისია.
–ხო გასაგებია. ისე აქ ნუ მომაკითხავ ხოლმე.
–რატომ?
–იმიტომ,რომ არმინდა აქ ძვირიანი მანქანები,რომელიც ყურადღებას გამოიწვევს.
–ხო ვიცი შენი ამბავი მითხრა მამაშენმა და ნუ ნერვიულობ ტაქსით მოვედი.
–მართლა? ყოჩაღ შენ.
–საღამომდე ვერ მოვითმინე შენი ნახვა ძალიან მინდოდა.
–ოო,ეგ კარგი,მაგრამ მე,რომ დაღლილი ვარ.
–კარგი მაშინ ეხლა სახლში გაგუშვებ მანქანით და საღამოს შევხვდეთ.
–მძღოლი აქ არის უკვე მადლობა.
–არაფრის,დროებით.
–ხო დროებით.
მანქანაში ჩავჯექი და მამუკას მივესალმე.
–რა დაღლილი ხარ მარიამ.–მამუკამ სარკიდან გამომხედა.
–ხო მაგრამ ბედნიერი.–გავუღიმე და თავი ფანჯარას მივადე.

სკოლასთან მდგარი ირაკლი ბოლთას ცემდა და მძღოლს ელოდებოდა.
–ასე ასე,ქალბატონი ჭავჭავაძე?–ცინიზმით აღსავსე მზერით მიუახლოვდა ვატო ირაკლის.
–აქ რას აკეთებ?!–ირაკლიც მიუახლოვდა ვატოს.
–შენ დგახარ ჩემი სკოლის წინ და არა მე შენი 5 სართულიანი სახლის წინ.–უკვე პირისპირ იდგნენ.
–ვატო ნუ მიწვევ.
–ფრთხილად იყავი უფროსო გურჩიანო,შენი ქალბატონი თვალწინ მიტრილებს.
–არ გაბედო,თორემ...
–თორემ რა?
–მოგკლავ,გეფიცები ჩემი ხელით დაგახრჩობ თმის ღერიც,რომ ჩამოუვარდეს...
–ნუ იმუქრები,დიდიხანია შენი არმეშინია.
–ბატონო ირაკლი! მძღოლი გელოდებათ.
–მოვდივარ!
ვატომ თვალი გააყოლა და ხელები დამუშტა.
სახლში,რომ შევედი ეკატერინე ცხვირაბზუებული დამხვდა ამბები აინტერესებდა.
–არ ისადილებ?
–არაა დაღლილი ვარ წამოვწვები ასე მირჩევნია.
–კარგი თუგინდა იქ ამოვატანინებ.
–არმინდა დეე,დავისვენებ რა.–კიბეზე ავირბინე ოთახში შევარდი და პირდაპირ საწოლზე გადავწექი,მალევე ჩამეძინა.

პ.ს ესეც მესამე თავი,იმედია მოგეწონებათ.



№1  offline წევრი DI ANA

ინტრიგა ჩადე ეს უკვე კარგია, საინტერესოა ირაკლი და ვატო ძმები არიან? რატომ ვერ იტანენ ერთმანეთს? მარიამი საბოლოო ჯამში ვისთან ერთად იქნება ირაკლისთან თუ ვატოსთან? კითხვები ძალიან ბევრია პასუხები კი ჯერ არ ჩანს, ვნახოთ ველოდები ახალ თავს

 


№2 წევრი დარინა

იმედია სასიყვარულო სამკუთხედი არ იქნება, ბანალური განოვაა, მე რატომღაც ირაკლი მომწონს ჯერჯერობით და ვნახოთ, როგორ განავითარებ მოვლენებს. მაინტერესებს რა უნდა უთხრას მარიამს ირაკლიმ, ველოდები შემდეგ თავს.

 


№3  offline წევრი Onlyyou

ვაი ოღონდ ის არიყოს რასაც ვფიქრობ რააააა ნუ ძმები იყვენ მაგრამ არ იჩხუბონ გოგოს გულისთვის ???????????? რატომღაც მგონია რომ ძმები არიან????????

 


№4  offline წევრი DI ANA

იდეა და სიუჟეტი ძალიან კარგია, ახალ თავს რატომ არ დებ?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent