სამიზნე (სრულად)
კარზე კაკუნმა აიძულა ფურცლები უყურადღებოდ მიეტოვებინა და სტუმარს გახედა. -პოლკოვნიკო_მხედრული სალამით მიესალმა ჯარისკაცი უფროსს. -თავისუფლად რიგითო. გისმენ. -ბატონი გიორგი გიბარებთ _შეშინებული თვალებით ამოხედა და ხელები ჯიბეებში ჩაიწყო ნერვიულობის დასაფარად. -სასწრაფოდ. -გასაგებია, თავისუფალი ხარ._ხელით ანიშნა კარისკენ და როგორც კი გავიდა ბიჭი თავადაც წამოდგა. უბრალო ფორმის მაისურზე მაშინვე მოიცვა ჯარისკაცის პიჯაკი და დერეფანში გავიდა. არ შეუწუხებია თავი იმაზე ფიქრით ასე სასწრაფოდ რა მოხდა, მხოლოდ იმაზე გაიფიქრა წამით, რომ თუ ახალ დავალებაში იყო საქმე მისი ხუთეულის კვლავ მოწვევა მოუწევდა, არადა მხოლოდ 2 დღე იყო რაც ავღანეთიდან დაბრუნდნენ. მალევე მიადგა გენერლის კაბინეტს და მაგრად დააკაკუნა, ნებართვის შემდეგ კარი შეაღო და ისიც საფეთქელთან ხელ მიდებული გაიჯგიმა. -გენერალო. -დაჯექი ანდრია, დაჯექი._მოწყენილი სახით დაყარა ბრძანების ფურცლები გენერალმა და მის საუკეთესო თანამშრომელს გადახედა. -ვიცი, ახლა დაბრუნდით, მაგრამ დღეს ახალი საქმე გადმოაგზავნეს, შენი და შენი ბიჭების მეტს ვერავის ვადობ, ისედაც გაიწელა. -გისმენთ გენერალო_წელში გასწორდა პოლკოვნიკი. -არ ვიცი გახსოვს თუ არა, დაახლოებით ერთი წლის წინ ქართველი ექიმი გაიტაცეს, რომელიც გაცვლითი პროგრამით იყო პატარების დასახმარებლად და უფასო ოპერაციებში იღებდა მონაწილეობას, ჯერ საზღვრის უკანონო გადაკვეთა დაბრალდა, შემდეგ აკრძალული ტერიტორიების გადაღება, რამდენიმე თვე თითქოს მოლაპარაკებას აწარმოებდნენ, მაგრამ 3 თვეა ეს გოგო ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ არავინ იცის, სამინისტროს ჟურნალისტები აწვებიან, ამას დამატებული ხალხი, ერთი წელი ცოტა დრო ხომ არაა? -დავალების არსი რაში მდგომარეობს?_წარბიც არ შეუხრია ანდრიას. -მათ მიერ მოპოვებული ყველა საბუთი გადმოგეცემათ, ყველა ინფორმაცია თუ ჩანაწერი, თქვენი დავალება იმ გოგოს პოვნა იქნება, ცოცხალი ან მკვდარი, არც ფინანსებს აქვს მნიშვნელობა, აღარც ქვეყანას, შენმა ჯგუფმა წესები იცით თუ უკანონოდ მოგიწევთ ჩარევა რაც მოხდება._გამაფრთხილებლად ამოხედა სათვალის ზემოდან. -გასაგებია, მასალებს კაბინეტში დაველოდები._ფეხზე წამოდგა წასასვლელად. -საუკეთესო ხალხს გამოგიყოფ. -არა, ხომ იცით ჩემი ხუთეულის გარდა არავისთან ვმუშაობ. გენერალო_ისევ სამხედრო სალამით დაემშვიდობა და კაბინეტიც დატოვა. ყველა მიჩვეოდა კაცის ლაკონურობას, ვერ იპოვიდით მოლაპარაკე ანდრია არსენიძეს, აღარავის უკვირდა კაცის მუდმივად სერიოზული სახე, მაგრამ ვერც იმას იტყოდა ვინმე ხუმრობა არ ესმისო, ყველაფერი თანაბრად იყო მასში, იუმორის გრძნობაც, სერიოზულობაც, სამსახურის სიყვარულიც და ყველაზე მომხიბვლელი შავი თვალები. ეს უკანასკნელი არავის ტოვებდა გულგრილს, არც სჭირდებოდა განსატვირთად სადმე გასულს ქალი რამეზე დაეთანხმებინა, მისი აღნაგობა და ვნებიანი შავი თვალები არავის ტოვებდა გულგრილს. მიუხედავად დედასთან მუდმივი კამათისა 31 წელს ისე მიაღწია ოჯახს გული ვერ დაუდო, ან როგორც მამა დაამშვიდებდა ცოლს ის ერთი არ შეხვედრია, რომელიც ოჯახზე დააფიქრებდა. მისი და უკვე 3 წელი სრულდებოდა რაც ოჯახის მძიმე უღელში შებმულიყო და არც უჩიოდა ბედს, ბაჩო შეუდარებელი ქმარი და მამა აღმოჩნდა. კაბინეტში შესულმა ტელეფონით ერთი და იგივე შეტყობინება ხუთ ნომერზე გააგზავნა და საქაღალდე ხელში მოიქცია, იცნობდა გენერალს, ინფორმაცია ხვალამდე არ მოაღწევდა მის კაბინეტამდე, ამიტომ მშვიდად შეეძლო სახლში წასვლა. ზანტად მოავლო ცარიელ სახლს თვალი და დაღლილობის შეგრძნებისას მშობლების მონახულება გადაიფიქრა. ახლა მხოლოდ ლოგინი უშველიდა და მასზე ჩახუტებულმა ძლივს დაიძინა რბილ ლეიბზე, რა ექნა ავღანეთში ხის საწოლებს იყო მიჩვეული. სამსახურში მისულს უკვე სავსე დახვდა ოთახი ყუთებით. მარტო ამათ გაზიდვას ორი საათი მოუნდებოდა და კართან გავლილ ჯარისკაცს გასძახა. -რიგითო. -პოლკოვნიკო? _ისევ ჯარისკაცული სალამი და ისევ ანდრიას ნათქვამი თავისუფლად. -ყუთების გატანაში დამეხმარე. 10 წუთი მოუნდნენ თავიანთ სპეციალურ კაბინეტში ყუთების შეზიდვას და გატაცებულის საქმის კითხვას ამთავრებდა პოლკოვნიკი კარში ნაცნობი სახეები რომ გამოჩნდნენ. ამჯერად არანაირი მისალმება და ფორმალობები, მაშინვე აესვეტა წინ მასხარა ყიფიანი და ნაწყენი თვალებით ახედა. -აბა ერთი კვირა თქვენი სიფათები არ დამანახოთო უფროსო? -სამინისტროს ბრძანებაა_ორ სიტყვაში ჩაატია ანდრიამ საქმის სერიოზულობა და მრგვალ მაგიდასთან მომსხდრებს გადახედა. ამ ხუთეულს საკუთარ სიცოცხლეს უყოყმანოდ მიანდობდა, ყიფიანი დავითი პროფესიონალი სნაიპერი იყო, ყველასგან დაწუნებულ ნათია გაბადაძეში ანდრიამ საუცხოო გონების მქონე ქალი დაინახა და არც შემცდარა, ნათია საოცარ იდეებს აწოდებდა გეგმის შედგენისას, გიორგი ყიფშიძე, ვაჩე მამალაძე და ჯაბა კერესელიძე კი საუცხოო მებრძოლები და ჯგუფში პირველი მსროლელები იყვნენ. ანდრია არსენიძე, წოდებით პოლკოვნიკი, განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი და სპეციალურ საქმეთა აღმასრულებელი ხუთეულის მეთაური გახლდათ, მოკლედ რომ ვთქვათ მათ ავალებდნენ ყველა იმ საქმეს, რომლის შესრულებაც სხვებს არ შეეძლოთ, ან სცადეს და „ჩაისვა*ეს“, სწორედ ამის გამო იყო რომ არ იცოდნენ როდის რომელ ქვეყანაში აღმოჩნდებოდნენ და მუდმივად მზად მყოფნი იყვნენ. -მოკლედ,_ დიდ დაფასთან იდგა ანდრია და გუნდს ახალი დავალების მთავარ პერსონას აცნობდა. -ჩვენი სამიზნე ვინმე უმცროსი ექიმი ნანო გოდუაძეა, ახლა უკვე 24 წლის, დაახლოებით ერთი წლის წინ ჩავარდა ავღანეთში, იმდენ რამეს აბრალებდნენ იოლი გამოსაცნობია, რომ უბრალოდ დაჭერილი ყავთ და არა რაიმე მიზეზით, გამოსასყიდი არ მოუთხოვიათ, რადგან ორი თვის შემდეგ დაიწყეს იმის მტკიცება, რომ მათ აღარ ყავდათ, აი ეს კი უკვე საეჭვოა. მოკლედ აქედან ვერაფერს ვიზამთ, ავღანეთს და ტყვეების საცხოვრებელ ადგილებს კარგად ვიცნობთ, ორ საათში ფრენაა, ახლა წადით და მოემზადეთ. დანარჩენი ადგილზე ჩასვლისას, მთელი ინფორმაცია არაფრის მომცემია, ჩვენვე შევაგროვებთ_ხმაურიანად დახურა საქაღალდე, რაც დამშვიდობებას ნიშნავდა, კაცი მხოლოდ საქმის მსვლელობისას საუბრობდა ამდენს და აღარც მის თანამებრძოლებს უკვირდათ მისი მუდმივი დუმილი. უამრავი ხალხი ირეოდა აეროპორტში, გამცილებლები, მგზავრები, დამხვდურები, პილოტები, სტიუარდესები. უკვე ივნისი იწურებოდა და აუტანელი სიცხე იდგა საქართველოში. მძაფრ სიუჟეტიანი ფილმის მონაწილეებივით გაყო ხალხის ნაკადი მოძრავმა ექვსეულმა და ყველას ყურადღება მიიბყრო, კადრს მხოლოდ ყიფიანის ხელი აფუჭებდა, რომელიც ცხვირში შეეყო და გამეტებით ჩიჩქნიდა რაღაცას. არ მოისვენა სანამ ყიფშიძემ ხელზე ხელი არ დაკრა და გაბრაზებულმა ჩაისისინა: -ისედაც არ დაგრჩა გრამი ტვინი და ფრთხილად იყავი ქერქი არ გახვრიტო, იმასაც დაკარგავ რაც შიგნითაა. როგორც ყოველთვის მდუმარედ იფრინეს, პოლკოვნიკი წიგნის კითხვით ირთობდა თავს, ყიფიანს ნაუშნიკები გამოეყოლებინა, ოთხეულს კი მშვიდად ეძინა. რამდენიმე საათში თვითმფრინავმა დაფრენა დაიწყო და ანდრიამ თითქოს მაშინვე იგრძნო ავღანეთის სულისშემხუთველი, აუტანელი სიცხე. რიგრიგობით დაცალეს თვითმფრინავი და დაწინაურებულმა პოლკოვნიკმა ფილტვებში ღრმად ჩაუშვა მტვრიანი ჰაერი: -კეთილი იყოს ჩვენი დაბრუნება ჯოჯოხეთში_მიესალმა ქვეყანას და ხელით ანიშნა ხუთეულს გაყოლოდნენ. (1) შტაბში მისულებს მეთაურმა 2 საათი მისცა მოსასვენებლად და მოსაწესრიგებლად, თავად კვლევის ოთახს მიაშურა და მათი სამუშაო დაფა გამოიტანა. ცენტრში, ზემოთ სამიზნის ფოტო მიაკრა, საიდანაც ახალგაზრდა, შავგვრემანი, თაფლისფერთვალება, სავსე ტუჩიანი გოგო გადმოჰყურებდა. ყველაინი ინფორმაცია ირგვლივ შემოიწყო და პირველ რიგში მის გამოცდის შედეგებს ჩაუჯდა. თუ ადამიანს ერაყსა და ავღანეთში უნდა გამგზავრება პროგრამის ფარგლებში, აუცილებელია მათთვის სხვადასხვა შემოწმებიდა და გამოცდის გავლა, ახლა კი ანდრია სწორედ ამ შედეგებს ამოწმებდა და ფსიქოლოგის დასკვნა ბოლოსთვის შემოინახა. ერთ საათში უკვე ყველა მასალაზე ქონდა გადანახედი და ფსიქოლოგის ფაილზე აპირებდა გადასვლას ხმა რომ შემოესმა. -ლამაზია_კარის ჩარჩოზე მიყრდნობილიყო ყიფშიძე და ჯიბეებში ხელებ ჩაწყობილი ათვალიერებდა დაფას. -ჯერ გაქვთ დრო. -კარგი რა ანდრია, არ გიცნობდეთ მაინც, ვიცით შენი ორი საათი, აი ნახე ხუთ წუთში ყველა შეიკრიბება. მართალიც აღმოჩნდა ბიჭი, ხუთ წუთში ყველა თავის ადგილზე იჯდა და დავალებებიც განაწილებული ქონდათ, მათი სამუშაო გეგმა ყველასგან განსხვავდებოდა, სამიზნეზე მოპოვებულ მასალებს ინაწილებდნენ და სხვადასხვა სფეროებს ირჩევდნენ, ნათიას პირადი ცხოვრება ეკუთვნოდა, ყიშიძეს განათლება და ასე შემდეგ. ანდრია ვლდებული იყო თავიდან ბოლომდე გაცნობოდა მთელ ინფორმაციას, დანარჩენები კი ერთმანეთს მოკლედ უზიარებდნენ მნიშვნელოვან ნაწილებს. -პოლკოვნიკო, ეს ექიმი შარშან მაისშია გატაცებული, რა გახსენდებათ ამ თვეში?_დაფასთან მოსიარულე, ფურცლებით სავსე ანდრიას ახედა. -მაისი? აჰ, მაგ თვე აბდულ სალ აჰიმით მახსოვს, მისივე გამწარებული ქვეშემრდომი რომ მიუვარდა, მაინც ვერ გიჭერენ და ჩემი ქალიშვილის გაუბედურებას არ შეგარჩენო. -ხოდა ეგ ამბავი ზუსტად გოგოს გატაცებამდე ორი დღით ადრე მოხდა, მაშინ სერიოზული ეჭვიც იყო მოკლაო, მაგრამ ერთ თვეში დავაფიქსირეთ. -ერთადერთი ნაბი**არია ვინც ვერ გამოვიჭირეთ_ბრაზი გაკრთა ანდრიას ხმაში. -და შენ ფიქრობ, რომ ეს პატარა, უმცროსი ექთანი, რომელსაც ჯერ საოპერაციოშიც არ უშვებენ მარტოს, მოიტაცეს ამათი კუმირის გადასარჩენად?_ჩაეცინა ჯაბას. -ვალდებულები ვართ ყველა შესაძლო ფაქტი გადავამოწმოთ_უფროსის სიტყვები მოიშველია ნათიამ და ანდრიას გადახედა დამეხმარეო. -ნახევარ საათში ყველა თქვენგანიდან მინდა ინფორმაცია ტყვეს შესაძლო ადგილსამყოფელის შესახებ._ ბოლო სიტყვა წარმოთქვა ანდრიამ და ექიმის ფსიქოლოგიური პორტრეტით გაემრთა ოთახისკენ. რამდენიმე წუთი კიდევ ესმოდა ჯარისკაცების კამათი, მაგრამ მალევე მთლიანად ჩაიძირა საქმეში, ნახევარი საათი ისე გავიდა გარესამყაროსთან სრულიად მოწყვეტილი იყო. უმნიშვნელოვანესი იყო ფსიქოლოგიური გაცნობა სამიზნესი, ერთხელ ტყვე იმდენად სათუთი და ნაზი ბუნების, ისეთ პირობებში ყავდათ გამომწყვდეული, ჭკუიდან შეიშალა და გადასარჩენად მისულებს ავტომატის მთელი მჭიდი დააცალა თავზე, უნდა იცოდე ვის როგორ მიუდგე და ამ მხრივ არც ახალგაზრდა ექიმს ედგა კარგი დღე, ყველა მხიარულ დამიანად მოიხსენიებდა, სულ მოცინარი და კარგ ხასიათზე მყოფი, უდარდელა და მიმდობი, ანდრიამ იცოდა, რომ სწორედ ასეთი ადამიანები მალავდნენ დიდ უბედურებას. მაინც გაუკვირდა, რატომ უნდა ნდომოდა ასეთ ადამიანს ავღანეთში ათასობით დასახიჩრებულთან მუშაობა. ანდრიამ თავი გამოიჭირა, რომ პასუხი აინტერესებდა და სიამოვნებით შეეკითხებოდა თუ მიაგნებდა, რასაკვირველია ცოცხალს. კარზე კაკუნმა გამოიყვანა ფიქრებიდან და კარებში მოცინარ მამალაძეს ახედა: -გამო რა თორემ დახოცეს ერთმანეთი. -ისევ? -ისევ?_მობეზრებული დაეთანხმა უფროსს და სამუშაო ოთახისკენ წავიდნენ. ოთახში საოცარი სანახაობა დახვდათ, როგორც ყოველთვის ჯაბა და ნათია ერთმანეთს ეომებოდნენ, ამჯერად შუაში ყიფშიძე ჩამდგარიყო გასაშველებლად და სიტუაციის კულმინაცია ყიფიანი იყო, რომელიც ფანჯარასთან მდგომი ჩიტო ჩიტო ნაცარას მღეროდა. -რა ხდება?_ხმა გაიმკაცრ ანდრიამ. -ვერ ხვდებო, რომ სულელური იდეა აქვს_ნათიას გადახედა ჯაბამ თვალების ბრიალით. -შენ კი ვერ ხვდები, რომ ყველაზე რეალურია._არც ნათიამ დატოვა უპასუხოდ. -იტყვით რა ხდება? -მოკლედ, ყველაზე რეალური ის ადგილია სადაც თავად აბდულზე თავდასხმა მოხდა, ვიცით, რომ ერთსა და იმავე ადგილს ორჯერ არ იყენებენ, ამიტომ არც ვამოწმებთ ხოლმე, ეს თავადაც იციან, ღირს რომ შევამოწმოდ. -და თუ შევცდით მივახვედრებთ რომ აქ ვართ და გოგოს მოვაკითხეთ._მაინც ვერ ისვენებდა ჯაბა. -უკეთესი იდეა აქვს ვინმეს?_ბიჭებს მოავლო თვალი ანდრიამ, -გააქვთ? არა, ესეიგი ნათიას მოწოდებულს მივყვებით. ათ წუთში გავდივართ. სამოქალაქო ტანსაცმელში გამოხვეული ხუთი ჯარისკაცი ცოცხალი მზერით ზვერავდა ნანგრევებად რომ უნდა დარჩენილიყო იმ შენობას, ახლა სახურავიც ქონდა, კარებიც შეეცვლათ და ფანჯრებიც ბოლომდე ამოეკეტათ, რაც შეჭყიტვასაც შეუძლებელს ხდიდა. -ყიფიანი, მომახსენე მდგომარეობა_რამდენიმე შენობის მოშორებით, სახურავზე გაწოლილ დავითს მიმართა, რომლიც სნაიპერის იარაღის სამიზნეში იყურებოდა მთელი ყურადღებით. ის ხუმარა, ბავშვი ბიჭი თითქოს მთლიანად გამქრალიყო და ადგილი თავისი საქმის პროფესიონალისთვის დაეთმო. -სიწყნარეა უფროსო, დაზუსტებით შემიძლია ვთქვა, რომ მინიმუმ სამნი არიან, მეტის ლანდი არ ჩანს. -ახლა შესვლას აზრი არ აქვს, ბევრი უდანაშაულოა, ვიშლებით და დაღამებისას გამოვდივართ_ წასვლის ბრძანება გასცა ანდრიამ და ყველა სხვადასხვა მხარეს გაიფანტა უკვალოდ. რამდენიმე საათში იგივე ადგილს უტრიალებდნენ და ანდრიას დაგეგმის გეგმას იმეორებდნენ. კართან მისული ნათია რამდენიმე წამი მთელი ძალით ქოშინებდა, დაძინძილ ტანსაცმელს უფრო იჩეჩდა და თვალებს ისრესდა. შემდეგ მთელი ძალით დააბრახუნა და სლუკუნი დაიწყო. -დამეხმარეთ, მომზდევენ, დამეხმარეთ_ხმადაბლა შესძახა უცხო ენაზე და მაშინვე გაისმა კარის ხმა. ორი შეიარაღებული ერთად იდგა კარებში და ნათიას ბედნიერად გაეღიმა გამართლებაზე. ორივე იოლად გათიშა ანდრიასთან ერთად და იარაღ მომარჯვებულ უფროს აედევნა უჩუმრად უკან. სარდაფის კართან კიდევ ერთი კაცი დახვდათ და ისიც იოლად გათიშეს, სნაიპერს თავისი ადგილი დაეკავებინა, ყიფშიძე და კერესელიძე კი გარედან აზღვევდნენ. სულ ტყუილად არც არავინ აღმოჩნდა იქ და იმედგაცრუებისგან ნათიას ამოხვნეშაც გაისმა. -რა ხდება?_ყურში ისმოდა ყიფშიძის ხმა. -აქ არავინაა._ამოიხვნეშა ქალმა. -ვგიჟდები როცა ამის თქმა მიწევს, ხომ გეუბნებოდიი?_ირონიულად ჩაიქირქილა ჯაბამ. -აქ იყვნენ_ხუთივე გააჩუმა უცებ ანდრიას ხმა, -სისხლი დიდი ხნის არაა, დიდი დიდი რამდენიმე დღის გადაყვანილი ყავდეთ, ნუ თუ მისი სისხლია, ავიღოთ ანალიზისთვის და..... _უცებ გაუწყდა ანდრიას ხმა და სწრაფად დაიხარა იატაკზე დაყრილ თოკებთან, ხელის ჩქარი მოძრაობით უწყობდა ერთმანეთს გვერდით და სიგრძეებს ადარებდა. -რა ხდება? ხო მშვიდობაა? -შემოვიდეთ? -წესით ჩემგან სიმშვიდეა_უფროსის გაჩუმებისგან აღელვებული ბიჭები ერთმანეთს არ აცდიდნენ. -კარგად ვართ მოიცათ._უცებ გააჩუმა ნათიამ. -ორნი არიან_ფეხზე წამოიმართა ანდრია -ეს სისხლი თუ ჩვენი ექიმისაა, მასთან ერთად კიდევ ვიღაც ყავთ გატაცებული. (2) -ანალიზის პასუხი დადებითია, სისხლი ნანოს ეკუთვნის_ოთახში შემოვიდა კერესელიძე. -მეორე? -მეორეს კვალი არ ჩანს._თავი მოიქექა ბიჭმა. -მარტო მე მგონია, რომ აქ სულ სხვა ამბავია?_სერიოზული სახით გადახედა ყიფიანმა ოთახში მსხდომებს. -არ გგონია, აქ სულ სხვა ამბავია_ფანჯრიდან მობრუნდა ჯიბეებში ხელებ ჩაწყობილი ანდრია და ჯგუფს თვალი მოავლო -აბა ვნახოთ, გენერალი რას გვეტყვის_ოთახისკენ გაემართა კაცთან დასარეკად და თან გაიყოლა ხუთი წყვილი თვალი. -გისმენთ_ნამძინარევი ხმა გაისმა ტელეფონში -ბატონო გენერალო_ომახიანი ხმით შესძახა პოლკოვნიკმა. -ანდრია?_გაკვირვება ვერ დამალა კაცმა. -ხომ მშვიდობაა? -სასწრაფოა, ხვალამდე ვერ დაიცდიდა. -გისმენ_ხმაური გაისმა ტელეფონში, ალბათ ლოგინიდან წამოდგაო გაიფიქრა კაცმა. -ვიპოვეთ სადაც ყავდათ, რამდენიმე დღით დავაგვიანეთ, დარწმუნებულები ვართ იქ ყავდათ, მისი სისხლიც ამოღებულია. -იპოვეთ? რას ამბობ ანდრია, თან დარწმუნებით, ზუსტად იცი სისხლი ახალია? ეს ხომ ...ეს შეუძლებელია_ბოლო სიტყვები ჩუმად ჩაილაპარაკა თითქოს, მაგრამ იმდენად დიდი იყო შეჯახებული ახალი ამბავი ზედმეტი ინფორმაცია გასცა. -რატომ არის ეს შეუძლებელი გენერალო?_მშვიდი ხმით კითხა ანდრიამ -რაა? ა არა არა, ეს უბრალოდ ასე უცებ გამიკვირდა თქვენი წინსვლა, მეტი არაფერი, ყოჩაღ, სწრაფად მოქმედებთ._მაშინვე გონს მოეგო გენერალი და წამში გაუმკაცრდა ხმა. -ჩვენ ხომ დავალებაზე ვართ_მშვიდ ტონს არ კარგავდა პოლკოვნიკის ხმა. -რასაკვირველია, არ მიყვარს, მაგრამ რადგან დავალება ახსენე მეც შეგახსენებ, წინა დავალება ჩააფლავეთ, ამიტომ აბდულის საქმე ჯერ კიდევ დაუსრულებელია. -შეხსენება საჭირო არ იყო გენერალო, ორივე საქმეს ერთად მივხედავთ. -იცოდეთ რომ აფეთქების უფლება გაქვთ, როგორც კი ადგილმდებარეობაში იქნებით დარწმუნებული._გათიშა გენერალმა და ჩაფიქრებული ანდრია მარტო დატოვა. ეს ბრძანება იშვიათად გაიცემოდა და სამიზნე ამ შემთხვევაში გამოცდილი და დიდი ისტორიის მქონე ტერორისტი იყო, რომელიც მხოლოდ ბომბებს არ ჯერდებოდა, ასეთების კისერზე კიდევ სხვა მრავალი დანაშაული ირიცხებოდა, აბდულს კი ბრალად მხოლოდ ორი პატარა აფეთქება ედებოდა, მესამეს თავიდან აცილება ანდრიას რაზმმა მოახერხა. რასაკვირველია, არც ეს იყო ცოტა, მაგრამ ასეთისთვის აფეთქების ბრძანებას არ გასცემდნენ ხოლმე. -უფროსო_ყიფიანის ხმამ გამოაფხიზლა კაცი, ოთახში ისე შემოსულა, ყურადღებაც არ მიუქცევია, თანამებრძოლებს გადახედა და ბოლოჯერ დაფიქრდა, შეენახა ჯერჯერობით თავისი ფიქრები საითაც მიდიოდნენ, თუ გულახდილად ეთქვა ყველაფერი? -რაო გენერალმა?_კერესელიძე როგორც ყოველთვის მოუთმენლობას ამჟღავნებდა. -აბდულზე შორიდან აფეთქების ნებართვა გვაქვს_სწრაფად ამოთქვა ბრძანება და რეაქციებს დააკვირდა, ხუთივეზე მსგავსი ამოიკითხა და მიხვდა მისი ეჭვები არც ისე აზრს მოკლებული იყო. -კი, მაგრამ ბოს, რატომ? ეს ხომ... ეს ბრძანება მხოლოდ ორჯერ მივიღეთ და ისიც ყველაზე გაიძვერა ტერორისტებზე._მხოლოდ ნათიამ შეძლო ხმის ამოღება. -სხვა რაღაც ხდება უკვე აქ არა?_საკუთარი ფრჩხილების თვალიერება არ შეუწყვეტია ყიფიანს ისე დასვა ყველაზე მნიშვნელოვანი და რთულად პასუხ გასაცემი კითხვა. -აბდული მოვძებნოთ_ამ სიტყვებით დაეთანხმა უფროსი და ისევ ფანჯრისკენ მიბრუნდა. -დარწმუნებული ვარ ნანოსაც მასთან ვიპოვით. ყველა წამოიშალა, მხოლოდ ნათია დარჩა და უკნიდან მიუახლოვდა უფროს, უკვე წლები იყო რაც აღიარეს, რომ მათი პირადი ურთიერთობა შორს ვერ წავიდოდა, მაგრამ ერთად ყოფნის იმ ერთი წლის გამო, მეგობრობა არასდროს დაუკარგავთ. -რას ეჭვობ ანდრია? ეს ხომ.... -არ გინდა, არ მინდა ჩვენი უფროსები ასეთები აღმოჩნდნენ და მთელი წარმოდგენა დამემსხვრეს. სანამ არ დავამტკიცებთ, არ გინდა_თავი გადააქნია პოლკოვნიკმა და ისე დატოვა ოთახი არც შეუხედავს გოგოსთვის. 5 დღე დასჭირდათ, ამ დღეების მანძილზე გენერლიდან ნანოს სახელიც არ გაუგონიათ, დაკავშირებისას კაცი უკვე მხოლოდ აბდულზე კითხულობდა ინფორმაციას და გათიშვის წინ კითხავდა სხვათაშორის ნანოზე ხომ არ არის რამე სიახლეო, ეს ყველაფერი კი ანდრიას ეჭვებს აორმაგებდა. -ვიპოვე_აქოშინებული შემოვარდა კერესელიძე ოთახში და ყველას ყურადღება მიიქცია. -რომელი? -აბდული, ნათიას სიტყვები დამეხმარა ძველ თავშესაფარებზე რომ ამბობდა, ყველა ისევ თავიდან დავიარე და ერთ-ერთმა დამაეჭვა, შემდეგ დავრწმუნდი რომ იქ არის. -უკვე ორი დღეა ვიპოვე_კომპიუტერის ეკრანი შემოუტრიალა ანდრიამ დანარჩენებს და ჯაბას ის სახლი დაანახა რომელზეც ამბობდა. -რატომ არ თქვი?_წარბები შეკრა ყიფშიძემ. -იმიტომ, რომ სიახლე არაფერი იყო, ეს ობიექტი მე ავიღე, თქვენ კი სხვას ეძებდით, მოძრაობა რომ შემენიშნა იქ ვიქნებოდით. კამერა დავაყენე და ვუთვალთვალებ, მხოლოდ ერთხელ დავინახე გამოსული, რადგან უკან არ დაბრუნებულა აზრი არ ქონდა იქ ყურყუტს, ასე სხვა ადგილებშიც ეძებდით და უფრო ხელსაყრელი ეს იყო, მე ჯერ კიდევ გასწავლით, დაგავიწყდა?_ხმადაბალი ტონით უპასუხა. -მამალაძე, შეტყობინება გაუგზავნე, შეხვედრა თხოვე, თავისივე ტერიტორიაზე. -უფროსო...._შეშინებული თვალებით ამოხედა ვაჩემ. -ასე უთხარი, ეს შეხვედრა ვატყობ ჩემს სიცოცხლეზე მნიშვნელოვანი იქნება, რაც შეიძლება სწრაფად. ორი დღე ელოდნენ პასუხს, აბდული კი არ ჩქარობდა, თითქოს მათ მოთმინებას ცდიდა, უკვე ეკლებზე მჯდომებივით იყო ექვსივე, მაგრამ ვერაფერს აკეთებდნენ. საბოლოოდ კი ნანატრი პასუხიც მიიღეს, ერთ დღეს, როდესაც სადილობის დრო იყო, კარებზე დაუკაკუნეს, ყველამ სწრაფად გადახედა ერთმანეთს, ეს სახლი არავინ იცოდა, არავის ქონდა წვდომა ამ ინფორმაციამდე, ანდრიამ ფრთხილად გამოაღო კარი და პატარა ბავშვის დანახვისას ფურცლით ხელში, მიხვდა რაშიც იყო საქმე. -თქვენია_თავისივე ენაზე უთხრა პატარა ბიჭმა და კიბეებზე ჩაირბინა, ისე სწრაფად გაიქცა თვალი ძლივს მიაწვდინა შესახვევის ბოლომდე. წერილს სანამ გადაშლიდა ანდრია, მაშინვე დაიძახა და ყველა უცებ გამოვარდა. -კარგი იქნებოდა შევმცდარიყავი_ღრმად ამოიხვნეშა ანდრიამ წერილის წაკითხვის შემდეგ და ფურცელი ნათიას გადააწოდა. -აბა? ბოლობოლო რა ხდება?_დიდი მოთმინებით არც ამჯერად გამოირჩეოდა მამალაძე. -აბდული შეხვედრაზე თანახმა არ არის, აქ წერია მეორედ იგივე შეცდომას არ დავუშვებო და ჩემი აფეთქების უფლებას არ მოგცემთო, გოგოს კი მე დავიცავო._გაფართოებული თვალებით გადახედა ნათიამ და სახეზე ხელებ აფარებულ უფროს გახედა. -ეს რას ნიშნავს? რაც მე მგონია იმას?_ყიფიანის ჩამწყდარი ხმა გაისმა ოთახში. -ეს იმას ნიშნავს, რომ ქალბატონი ნანო უბრალო ექიმი არ არის, არც აქ გამოუგზავნიათ გაცვლითი პროგრამით და აფეთქების ბრძანება სწორედ მისი ლიკვიდაციისთვის სჭირდებათ, აბდული ამჯერად მათთვის მეორე ხარისხოვანია._სახიდან ხელები მოიშორა ანდრიამ. -ჯანდაბა, შეგზავნილია, ჩვენიანია, სპეციალურად მოაწყვეს გატაცება, ახლა კი რაღაც მოხდა და გაქრობის ბრძანება გასცეს. ჯანდაბა_ანერვიულებულმა დაიწყო ოთახში მიმოსვლა კერესელიძემ. -ჩვენიანის რა მოგახსენო, მაგრამ აი სპეცდანაყოფის ერთ-ერთი წევრი ნამდვილადაა, ახლა კი 15 წუთი გაქვთ ასაბარგებლად, ეს ბინა ჩვენთვის უსაფრთხო აღარ არის_წელში გაიმართა ანდრია და მეგობრებთან ერთად დაიძრა ოთახისკენ ჩასალაგებლად, ახლა ისეთი ბინა სჭირდებოდათ, რომლის ადგილმდებარეობა გენერალსაც არ ეცოდინებოდა, ვეღარავის ენდობოდნენ. (3) რამდენიმე საათში უკვე ახალ ბინაში იყვნენ, რომელსაც ორი გასასვლელი ქონდა, ჯერ ექვსივემ ბინა გამოიკვლიეს კარგად, უსაფრთხოების ზომები მიიღეს, ორივე გასასვლელი კარგად ჩაკეტეს და მხოლოდ შემდეგ შემოუსხდნენ მაგიდას. -ანდრია, რას ვაპირებთ?_ნათიამ დაიწყო საუბარი. -ჯერ თქვენ უნდა მოგისმინოთ, ყველა ვხვდებით, რომ აქ საქმე უკვე ერთ-ერთი ჩვენიანის მოშორებაზეა, მე კი ადამიანს მანამდე არ მოვკლავ, სანამ არ გავიგებ რატომ, მითუმეტეს 25 წლის ახალგაზრდა გოგოს. -აქ წლოვანებაში არ არის საქმე, არ ვიცით რა დააშავა, აქამდე გენერლის ბრმად გვჯეროდა, გვიბრძანებდა ვაკეთებდით, ახლა რა შეიცვალა? იქნებ და რა დააშავა?_პირველად ამოიღო ხმა ყიფიანმა. -და იქნებ და სულაც არ დაუშავებია არაფერი და ჩავარდნის გამო იშორებენ? ჩვენი წესი დაგავიწყდათ? ყოველ დავალებაზე იგივეა, ჩავარდი? ან შენ თავს მიხედე ან მკვდარი ხარ._მაშინვე შეეპასუხა ყიფიანი. -ასე გარჩევა დილამდე შეიძლება, მაგრამ ანდრია მართალია, იქნებზე ვერ ვიქნებით, მე გთავაზობთ ჯერ გოგო ვიპოვოთ და გავარკვიოთ რა ხდება, რაღაც სუფთად არ მიმაჩნია ეს საქმე._ხელები მაგიდაზე შემოაწყო კერესელიძემ. -ნანოს აბდულთან ვიპოვით, ახლა ეს ყველაზე მთავარი ინფორმაციაა და ამით უნდა ვიხელმძღვანელოთ, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს ჯერ აბდულს უნდა შევხვდეთ, შემდეგ კი როგორმე ნანო წამოვიყვანოთ. თავად დავუკავშირდები და მარტო შეხვედრას შევთავაზებ. -უფროსო სულ გაგიჟდი? რომ ჩავარდეთ? -მაშინ მაინც შევხვდები იმ გოგოს და რამეს გავიგებ, თქვენ კი იცით წესები ჩემი ჩავარდნის შემთხვევაში. -არ გინდა რა ანდრია, რის გაკეთებას აპირებ?_მაინც შეეწინააღმდეგა ნათია. -ეს აუცილებელია, აქ ამ საქმისთვის ჩამოვედით, ყიფშიძე შვილს ელოდება, მამალაძეს ოჯახი ყავს, ყიფიანი ბიზნეს იწყებს, მოცლილები არავინ ვართ, ასე გაგრძელება თვეობით შეიძლება, ჩვენ კი თუ არ ვიმოქმედეთ კარგა ხანს ვერაფერს გავიგებთ. გამოყოლა არც კი გაბედოთ_დემონსტრაციულად წამოდგა ანდრია და ოთახი დატოვა. საძინებელში შესული მაშინვე აბდულს დაუკავშირდა და პირობები შესთავაზა, მანაც ცოტა დრო ითხოვა პასუხის გასაცემად. ბიჭები სწორი იყვნენ, ეს საკმაოდ სარისკო იყო, ასეთ დროს შეხვედრის ადგილს ან გზაში აგებინებდნენ, ან დაბარებული ადგილიდან გადაყავდათ შემხვედრთან და კვალი თითქმის სრულიად იკარგებოდა, პოვნის შანსი ნული იყო და ამ დროს სახელმწიფო შენგან პასუხისმგებლობას იხსნიდა, მას კი მისი ჯგუფი არ მიატოვებდა, ეს ნამდვილად იცოდა. სწორი იყო, როცა იმდენი მიზეზი ჩამოთვალა, თვიანთი ქვეყანა, სახლი და ოჯახი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, ის კი პოლკოვნიკი და რაზმის მეთაურია, ვალდებულია თუ დაჭირდა მისი მებრძოლებისთვის თავიც გაწიროს. ნათლად მოჩანდა ფანჯრიდან ავღანეთის ჩამავალი მზე, აქ სულ სხვა ფერები ქონდა მზესაც, მის ჩასვლასაც, ჰაერსაც, გზებზე მოფარფატე მტვრის ნაწილაკებსაც კი. ყველაფერი სისხლისფრად შეღებილიყო და მთელი ძალით ეჭიდებოდა მიწა გაწითლებული ბურთის ბოლო სხივებს, თითქოს ხვდებოდა რაც დატრიალდებოდა რამდენიმე წუთში დამდგარ სიბნელეში. ბოლოჯერ ჩამოუსვა ფანჯრის მინაზე მოჭიდებულ მზის სხივს თითები ანდრიამ და ჯიბეში აზუზუნებულ მობილურს უპასუხა. -გენერალო. -საღამო მშვიდობის პოლკოვნიკო. -საღამო მშვიდობის. -ბრძანებაში ცვლილებაა პოლკოვნიკო, ერთი კვირა გეძლევათ მხოლოდ. -და რისთვის კონკრეტულად? -აბდულისა და ტყვეს მოსაშორებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს რაზმს დაშლიან და ვეღარაფრით დაგეხმარებით, ერთ კვირაზეც ძლივს დავითანხმე დამინისტროს ხალხი. -გასაგებია ბატონო გენერალო. -ხომ იცი პირადული არაფერია, საქმე საქმეა, ბრძანება კი შესასრულებელი. -გასაგებია გენერალო, აუცილებლად შევასრულებთ._გაცეცხლებულმა მოისროლა ტელეფონი ლოგინზე და იქვე დატოვა, ტუმბოს უჯრიდან წერტილივით მოწყობილობა ამოიღო და სხვებისდა უჩუმრად დატოვა სახლი. ჩქარი და ძლიერი ნაბიჯებით გაარღვია ქუჩაში ჩამომდგარი ჩახუთული სიცხე და პირდაპირ აბდულის სახლისკენ წავიდა. გამწარებით იწმენდდა გენერალი შუბლიდან შავი ცხვირსახოცით ოფლს და მთელი ძალით აჭიანურებდა შინაგან საქმეთა მინისტრთან შესვლას. ბოლოს ღრმად ამოისუნთქა, ბოლოჯერ მოისვა შუბლზე უკვე დასველებული ნაჭერი და კარზე დააკაკუნა. -მობრძანდით. -შეიძლება?_გამოღებულ კარში ჩადგა კაცი და ოცნებობდა ნეტა ახლა მეტყოდეს სხვა დროს რომ მოვიდეო, თუმცა.... -შემოდი გიორგი, შემოდი, გელოდებოდი, აბა? ახალი რა არის? -კარგი არაფერი ბატონო მინისტრო, გოგოს კვალს მიაგნეს. -და რამ გაფიქრებინათ ამ საქმეზე ყველაზე გამოცდილი რაზმის გაგზავნა? გაგვეშვა ვინმე დამწყები ღლაპები, რომლებიც შეკითხვის გარეშე უბრალოდ ააფეთქებდნენ იმ ტერორსტს ამ ვითომ ექიმიანად და მოვრჩებოდით. -მაგრამ საიდან უნდა მცოდნოდა თუ ცოცხალი იყო? მისი სიკვდილის ამბავი 7 თვის წინ გავიგეთ. -ბევრი რამ იცის? -საიდუმლო სამსახურში მუშაობდა, რასაკვირველია მისი პაროლი მაშინვე გაუქმდა და სისტემაში ვერც შევა, მაგრამ არც გონებაში ექნებოდა ცოტა რამ. -როგორ ფიქრობ გატეხავდნენ? -ნანოს? გამორიცხულია, ყველაზე ახალგაზრდა და კერკეტი კაკალი იყო განყოფილებაში, საშინლად ჯიუტი და ჩაკეტილი, სიტყვას ვერ ათქმევინებდი, უამრავი სახე ქონდა, როცა აწყობდა დამთმობი იყო, როცა აწყობდა კეთილი და თბილი, მაგრამ თუ საჭიროება მოითხოვდა ცივსისხლიან მკვლელად გადაიქცეოდა და ყველა სხვა სახეს აქრობდა. -იმედია ჩვენი გეგმა არ გაუგია აბდულის შესახებ. -მაგაზე მხოლოდ ვარაუდი შეგვიძლია ბატონო მინისტრო, მაგრამ არამგონია აბდულს მასთან ჭორაობის საღამოები მოეწყო, საერთოდაც ისე მიკვირს ჯერ კიდევ ცოცხალი როგორ დატოვა ყველა ფიქრი მეფანტება. -იმედია ჩვენს რაზმს გასაგებად აუხსენით დავალება გენერალო. -დიახ დიახ, რა თქმა უნდა. -მაშინ ახალ ამბებამდე თავისუფალი ხართ. -ნახვამდის_კაბინეტიდან გამოსული გენერალი წელში გასწორდა, თითქოს მინისტრის წინ დაპატარავებული ძველ ძალებს იღდგენსო და სწრაფი ნაბიჯებით წავიდა საკუთარ განყოფილებაში. გამეტებით აბრახუნებდა კარებზე ანდრია და დაუფარავად ისროდა აბდულის სახელს, რასაკვირველია არავინ გაუღო, იქვე ჩამოჯდა ასასვლელ კიბეებზე და შემდეგი ნაბიჯის მოფიქრება დაიწყო, რადაც არ უნდა დაჯდომოდა ეს კაცი უნდა ეპოვა, წლების მანძილზე ნაგროვები გუმანი სასტიკად უმტკიცებდა, რომ პასუხებს მხოლოდ ამ ტერორისტთან იპოვიდა. ფიქრები მანქანის ხმამ და სწრაფმა დატორმუზებამ შეაწყვეტინა, სამი ახმახი გადმოვარდა ჯერ კიდევ დაქოქილი ტრანსპორტიდან და ყვირილ ყვირილით უკრეს პოლკოვნიკს თავი მანქანაში, არც მას გაუწევია დიდი წინააღმდეგობა, ეს ხომ სწორედ ის იყო რაც მას სურდა. ბინაში ნერვიულად მიმოდიოდა 5 კაცი და სხვადასხვა აზრს ამბობდა. -საღამოს შეხვედრას არასდროს ტოვებდა, ფაქტია რაღაც მოხდა_თითებს იფშვნეტდა ყიფიანი. -ოთახს შევამოწმებ, დარწმუნებული ვარ აბდული იქნება ამ საქმეში გარეული_მაშინვე წამოდგა ნათია და ბიჭების თანხლებით გავიდა საძინებელში, პირველი რაც თვალში მოხვდა ლოგინზე მიგდებული ტელეფონი იყო და მისი ფიქრები მაშინვე გააჟღერა კერესელიძემ -როდის იყო ანდრია მობილურს სახლში ტოვებდა? -არასდროს, ესეიგი შიგნით რაღაც უნდა ვიპოვოთ_მაშინვე სტაცა ტელეფონს ხელი ყიფშიძემ და მენიუში დაიწყო ქექვა. -გაიძვერაა _სიცილი აუტყდა რამდენიმე წუთში და ეკრანზე გაშლილი ელექტრონული რუკა დაანახა დანარჩენებს, რომლის შუაშიც დიდი წითელი წერტილი ციმციმებდა -გადამცემი გადაუყლაპია. -იქნებ სადმე დაიმაგრა? -ჩემგან არ გესწავლება ნათია შეხვედრამდე ყველა წერტილს რომ უმოწმებენ, აგერ ნახეთ თუ გადაყლაპული არ ექნება_სიცილს ვერ წყვეტდა ყიფშიძე. -კარგი რა დროს ეგაა, გავედით_უკვე ოთახიდან გასული იძახდა ყიფიანი და თავის იარაღს წასაღებად დებდა სპეციალურ ჩანთაში. უკვე დავიწყებოდა როგორი შეგრძნება ქონდა ნაჭერს პირის აკვრისას, რომელიც ნერწყვით ნელნელა სველდებოდა, კივილს საშუალებას არ გაძლევდა და დაძველებულს ისეთი გემო და სუნი ქონდა მერამდენე მოწოლილი გულის რევის მცდელობა გადააგორა ვინ დაითვლიდა. ვერაფერს იტყოდა, ისევ მისი ბრალი იყო ეს მდგომრეობა. წერტილივით მოჩანდა ერთ-ერთი უბინძურესი სარდაფის იატაკზე ძალით მიგდებული ახალგაზრდა ქალის სუსტი სხეული, დაუკვირვებელი თვალი მკვდრადაც კი მიიჩნევდა, სუსტად ირხეოდა მხრები სუნთქვისას და ორი დღის ნაშიმშილარი ფეხზე წამოდგომასაც არ ცდილობდა თავბრუსხვევის ასაცილებლად. მთელი გულით გრძნობდა, რომ დღევანდელი დღე გადამწყვეტი იქნებოდა. (4) წუთებს ითვლიდა მგზავრობისას ანდრია, თუ ამას მგზავრობა ერქვა და ზუსტად იცოდა, რომ აბდულის ყოფილი სახლიდან დაახლოებით ნახევარი საათის სავალზე იყვნენ. თვალებ და პირ აკრული დიდად ვერც ვერაფერს ხედავდა და ვერც კითხულობდა, მაგრამ არაუშავდა, ახლა მთავარი იყო იგივე ადგილას მიეყვანათ სადაც ნანო ყავდათ. იქნებ უკვე მკვდარი იყო და ეს სისხლის წვეთები ამას ნიშნავდა? არა, ამდენი ხანი ასეთ წამებაში იყო და უფალი არ მისცემდა უფლებას გათავისუფლებამდე ასე წუთებით ადრე მომკვდარიყო. ალბათ სადმე სარდაფში ყავთ ჩაგდებული და იშვიათად აკითხავენ, ახლა მთავარია ისეთ მდგომარეობაში იპოვოს დახმარება რომ შეძლოს. სწორედ ამ ფიქრებით შეჩერდა ავტომობილი და ხელი უხეშად წაავლეს გადასაყვანად პოლკოვნიკს. -ფუ შენი, დაიკარგა_ტელეფონზე ჩაჩერებულმა ამოძახა მეგობრებს მამალაძემ. -როგორ თუ დაიკარგა_საჭეს თავი მიანება და უკან მობრუნდაყიფშიძე. -წინ იყურე ბიჭო, ჩვენც ვნახავთ_ხელით მიაბრუნა ყიფშიძემ და ნათიასთან ერთად მოუბრუნდა მობილურს, ბევრი იწვალეს, მაგრამ მოციმციმე წერტილი უკან ვეღარ დააბრუნეს. -ყველამ ვიცით ეს რასაც ნიშნავს_ხმადაბალი ტონით ნათქვამი კერესელიძის სიტყვები გაისმა -ისეთ ადგილას ჩაიყვანეს, სადაც მოწყობილობა აღარ იჭერს. -მართალია, უნდა გავიყოთ, ორი სახლში წადით და ინტერნეტში აქ ყველაზე ღრმა ადგილები მოიძიეთ და სამნი ბოლო ადგილმდებარეობას შევამოწმებთ. -გასაგებია, ყიფშიძე კომპიუტერი ყველაზე მეტად შენ გეხერხება_ყიფიანმა გამოსძახა საჭეს ჩაფრენილმა. -კარგი, მე უკან დავბრუნდები, რომელი გამომყვებით? გაყოლა არავის უნდოდა, ყველას ანდრიას პოვნა ეკერა პირზე, მაგრამ ყიფშიძეს საბოლოოდ კერესელიძე გააყოლეს. ამ უკანასკნელმა კი საკმაოდ მკაცრად მოთხოვა გაღიმებულ ნათიას იცოდე ფრთხილად იყავიო. ორი წუთი დასჭირდა ანდრიას თოკისა და ნაჭრისგან გასათავისუფლებლად, რამდენიმე წამში თვალიც შეეჩვია სიბნელეს და დაინახა კიდეც იქვე იატაკზე მწოლიარე სუსტი სხეული. -ნანო, ნანო გაიღვიძე, გამოფხიზლდი _ენერგიულად ანჯღრევდა გოგოს, თუმცა უშედეგოდ. -არამგონია ასე იოლად მოვიდეს გონს_სარდაფის ყველაზე მივარდნილი კუთხიდან გაისმა ხმადაბალი, თუმცა მაინც საკმაოდ მკაცრი ხმა და მაშინვე ფეხზე წამოვარდა ანდრია. -ოჰ, როგორი სწრაფი რეაქცია გქონია, უყურე შენ, ნეტა მერამდენე რიგითი მკვლელი ხარ?_ირონიულად ჩაილაპარაკა და ბოლო სიტყვებზე წარბიც აწია. ვერ ხედავდა ანდრია სახეზე, მაგრამ ხმით ხვდებოდა ახალგაზრდა მამაკაცი რომ იყო, ალბათ ნანოზე ცოტა უფროსი. -მკვლელი აქ არავინაა. -ოო, აი მაგაში ნამდვილად ცდები_სიტყვა დასრულებული არ ქონდა უნებურად კვნესა რომ დასცდა ტუჩებს და გვერდზე ხელი აიფარა. -დაჭრილი ხარ?_ფრთხილად მიუახლოვდა ბიჭი. -გაგიხარდა არა? საქმეს გიიოლებ. -ვერ მივხვდი?_ჭრილობის თვალიერებაში იყო გართული ანდრია. -სიარულზე და საუბრის მანერაზეც კი გეტყობა სამხედრო რომ ხარ, ქვეითი ბრიგადა? -განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტამენტის უფროსი, პოლკოვნიკი ანდრია არსენიძე, ახლა კი მაცადე შენს ჭრილობას მივხედო. -ოჰოოჰ, ყოჩაღ გენერალს, რიგითებმა ვერაფერი ქნეს და პოლკოვნიკი გამოაგზავნა? ძალიან ნდომია ჩვენი მოშორება._სიმწრით ჩაიცინა ბიჭმა და ჭრილობაზე შეხებისას ტკივილისგან წამოიყვირა. მის ყვირილზე ნანო შინძრა და გვერდი იბრუნა. -დიდი ხანია აქ ხართ? -მე 7 თვეა, ნანო 2 დღის წინ შემოაგდეს და საჭმელი აღარ მოუწოდებიათ, ამიტოა სუსტად. -მაგრამ ორი დღე კვების გარეშე არ ასუსტებს. -ალბათ მანამდეც არ აჭმევდნენ, მე გაქცევისას დავიჭერი და ასევე მიმაგდეს. ცუდათაა ჩემი საქმე არა პოლკოვნიკო? -არ დაგიმალავ და ნამდვილად, თუ აქედან არ გავაღწიეთ..... -მაგისი იმედი არ გქონდეს, არ დაგავიწყდეს 7 თვეა აქ ვარ და საკმაოდ რთული წვრთნები მაქვს გავლილი, ახლა კი ვგრძნობ სიცივე როგორ მეპარება და .... -ნუ ლაპარაკობ ძალები დაზოგე, გადაგარჩენ. -ვერ გადამარჩენ, შენც ხომ იცი, მას კი არ ენდო, მისი ნდობა არ შეიძლება_უკვე ლუღლუღზე გადავიდა ბიჭი. -არც ვაპირებდი აბდულის ნდობას, რომელი ტერორისტია სანდო. -მომისმინე, არა, ეგ.... არ ენდო.... უბრალოდ არ ....._და სახეზე მიეყინა ჯერ კიდევ თბილ სხეულს უკანასკნელი გამომეტყველება, სისხლიანი ხელები უკან დაწია ანდრიამ და სინანულით გადააქნია თავი, აი თურმე მეორე ვინ ყოფილა, მაგრამ თუ აქ იყო ამდენი თვე, მისი სისხლი ნანოსთან ერთად როგორ აღმოჩნდა? სისხლიანი ხელები გულდასმით შეიწმინდა საკუთარ შარვალზე და ისევ ნანოსკენ დაიძრა, რადაც არ უნდა დაჯდომოდა გოგო გონზე უნდა მოეყვანა. -არის რამე ახალი?_ყურზე მიმაგრებულ ნაუშნიკში საუბრობდა ყიფიანი, როცა თავად ერთ-ერთი ბინის სახურავზე იყო გაწოლილი იარაღ მომარჯვებული. -ჯერ არა_მაშინვე უპასუხა ყიფშიძემ, -რამდენიმე ადგილი ვიპოვე, მაგრამ ქალაქიდან მოშორებითაა და იქ ვერ იქნება, ისევ ჯობია თქვენ უთვალთვალოდ მაგ სახლს. -ჯერ აქაც სიწყნარეა_სიბნელეში ჩამალული ჩიხიდან უპასუხა ნათიამ. -მანქანას ვხედავ_ჩურჩულით გაისმა მამალაძის ხმა და წამში მიიქცია ყურადღება. -ჯანდაბა, აბდულია_დარწმუნებით ჩაილაპარაკა ყიფიანმა და ისევ იარაღის სამიზნეს ჩახედა. -მოვდივართ_მაშინვე გაისმა კერესელიძის ხმა და წამში აყვა ნათიაც -ვაჩე, ჩემსკენ მოდი, იმათ ვერ დავუცდით, თუ აბდული იქ 5 წუთზე მეტხანს გაჩერდა ეს ანდრიას სიკვდილს ნიშნავს. -ვიცი, რამდენიმე წუთში შევდივართ_მტკიცედ ჩაილაპარაკა ვაჩემ და არაფრად ჩააგდო ყურში კერესელიძის ბღავილი მხოლოდ ორი ხართ დაგვიცადეთო. სანამ წასაყვანად მოაკითხავდნენ, მოასწრო ანდრიამ გოგოს თოკებისგან გათავისუფლება, ნაჭერიც მოაშორა პირიდან და იფიქრა ასე იოლად დამეხმარებაო, თუ საერთოდ შერჩენილი ქონდა ძალა. -ამოდი_რამდენიმე წუთში კარიც გაიღო და თავიდან შეაკვრევინეს ხელები იარაღის მუქარით. -როგორც ჩანს საინტერესო აუდიენცია მელის_წყნარად ჩაილაპარაკა ანდრიამ და უკან გაყვა ორ შეფუთულ კაცს. ოთახში შესულს ნაცნობი სახე დახვდა, საკმაოდ მოზრდილი წვერით პირდაპირ თვალებში უყურებდა კაცი პოლკოვნიკს და თვალს არც კი ახამხამებდა. -აბდულ_თავი დაუკრა ანდრიამ და წინ ჩამოუჯდა, აქ მოსალაპარაკებლად იყო, ზრდილობა არ აწყენდა. -ანდრია_მანაც იგივე გაიმეორა და წამით არ გაკვირვებია ანდრიას მისი სახელი რომ იცოდა ტერორისტმა. აი შემდეგ რაც მოხდა იმან, კი ნამდვილად დააღებინა პირი კაცს. -როგორც ჩანს გენერალი ახალ ხალხს არ მაკლებს_სუფთა ქართულით მიმართა კაცმა ყოველგვარი აქცენტის გარეშე და ანდრიას გაოცებულ სახეზე ჩაეცინა -სანამ დავალებაზე გამოგიშვა არ გაგანათლა ვისთან გიშვებდა? -შენ ჩემი დავალება არ ხარ, ჩემი დავალება სარდაფში რომ წევს გათიშული, ის გოგოა, აქ მოსალაპარაკებლად მოვედი. მითხარი რას ითხოვ მასში. -არაფერს_მხრები აიჩეჩა კაცმა, -ჩემთან ცოცხალი მაინც იყო, თუ გავითვალისწინებთ იმ მკვლელების რიცხვს რაც გამოგვიგზავნეს, წესით დალაპარაკებამდე უნდა მომეკალი, მაგრამ ცნობისმოყვარეობამ მძლია და არც შევმცდარვარ_თეთრი კბილები გამოუჩნდა სიცილის დროს, ინტერესით ათვალიერებდა ანდრიას და უფრო გააოცა პოლკოვნიკი ამ მზერით, რატომღაც ტერორისტს საერთოდ არ გავდა. საუბარი ოთახში შემოსულმა იარაღიანმა შეაწყვეტინათ, რომელიც აბდულად წოდებულისკენ დაიხარა და ყურში რაღაც ჩუმად ჩაჩურჩულა. -დრო ამოგვეწურა, როგორც ჩანს შენი მეგობრები შემოტევას აპირებენ და დავხვდეთ შესაბამისად_ ირონიულად გაუღიმა კაცმა. -არ გინდა, მათ მკვდარი ვგონივარ, გთხოვ ისედაც მოვრიგდებით. -დიდი პოლკოვნიკი სიტყვა გთხოვს ტყუილად არ იტყვის, რა ხდება ბატონო ანდრია? -მე აქ სიმართლის გასაგებად მოვედი, მინდა ვიცო......_ვეღარ დააბოლოვა ანდრიამ, რადგან გარედან საკმაოდ დიდმა აფეთქებამ ყველა ფანჯარა ჩამოამსხვრია და წამოსულმა ტალღამ ძირს დასცა ყველა, ყურების წუილი რამდენიმე წამს გაუგრძელდა ანდრიას, თუმცა ტყვიების ზუზუნი მაინც ჩაესმოდა, სმენის დაბრუნების შემდეგ კი შემოსასვლელიდანვე გაიგონა კერესელიძის ბღავილი, რომელიც გამწარებული ყვიროდა ნათიას სახელს. (5) აფეთქებას მოყოლილმა ტალღამ საკმაო ძალა გამოაცალა ანდრიას, მაგრამ როგორც კი ჯაბას განწირული ბღავილი გაიგონა, მაინც შეძლო ფეხზე წამოდგომა. ნათია იქვე ეგდო კარებთან და ზემოდან ჯაბა დაჰყურებდა, როგორც ჩანს აფეთქებისას თავში რაღაც მძიმე მოხვდა, თავი გატეხილი ქონდა და ნახევარი სახე სისხლისგან ქონდა მოთხვრილი. -ცოცხალია, გესმის ჯაბა? ცოცხალია_ხელი დაკრა ანდრიამ ბიჭს ბეჭზე პულსის გასინჯვის შემდეგ. -კერესელიძე_პოლკოვნიკის ხმით დასჭექა როცა მიხვდა ბიჭი ყურადღებასაც არ აქცევდა. -ხო, მესმის, გავიგონე, ჯანდაბა, კიდევ კარგი_ნათიას ხელჩაბღუჯული დაადო გოგოს გულზე თავი და აქამდე ნაკავები ცრემლი გადმოუშვა, ცოცხალი იყო, მთავარია ცოცხალი იყო, სხვას უშველიდნენ, დაზიანებები არ იყო მნიშვნელოვანი. -ბიჭებო, გარეთ გამოდით_ყიფიანის ჩაწყვეტილი ხმა გაისმა გადამცემებში და ანდრიაც ქუჩისკენ წავიდა, აბდული მის ბიჭებს უკვე გაეყვანათ, ყიფიანი სათვალთვალო პუნქტიდან გამოსულიყო და ყიფშიძესთან ერთად დახრილიყო კაცის სხეულთან. ყველაფერი ამოუბრუნდა ანდრიას მიახლოებულმა სხეულში მამალაძე რომ ამოიცნო, ბიჭი აფეთქებაში მოყოლილიყო და ლამის მთელი სხეული დანაწევრებოდა. თვალები დახუჭა პოლკოვნიკმა და ახლოს მდებარე კედელს მიეყუდა, რამდენიმე წამით მომხდარს იაზრებდა, გონებიდან მეგობრის სისხლიანი სხეული არ ცილდებოდა და ბოლოს რაც ახსოვს კედლის ჩამტვრევა იყო, შემდეგ უკვე გაელვებასავით ამოუტივტივდა გონებაში მომხდარი, ყიფიანმა როგორ გაკოჭა, ყიფშიძე როგორ ცდილობდა თანამებრძოლის სხეულის ერთად თავმოყრას გადმოსვენება რომ შეძლებოდა და ბოლოს ლამის ქალივით ატირებული კერესელიძე, რომელიც მართალია ცივ ასვალტზე დავარდნილიყო მუხლებით, გონდაკარგულ ნათიას ხელს არ უშვებდა. დანარჩენი ბინდს მოეცვა და არც შეუწუხებია თავი დიდად ყველა დეტალი გაეხსენებინა. მალევე შეძლო თავი ხელში აეყვანა, ის უფროსი იყო, ყველაზე ნაკლები სისუსტე მასში უნდა დაენახათ, არ უნდა გატეხილიყო, სული ეწვოდა, მაგრამ ოთახში შეკრებილებთან ქვის სახით შევიდა. თავშეხვეული ნათია თავის ადგილზე იჯდა, ამჯერად გვერდით ჯაბა ეჯდა და დაწოლას ეხვეწებოდა შერყევა გაქვს ძლიერიო. ყიფიანი ფანჯარასთან ეწეოდა, ყიფშიძე კი ჯერ კიდევ ხელებს უხახუნებდა შარვალზე, თითქოს მეგობრის სისხლის მოშორებას ცდილობსო. მამალაძის ადგილი თითქმის ყვიროდა იმდენად განცალკევებით მოგეჩვენებოდათ მაგიდასთან მისი სკამი. -რატომ არ წევხარ?_სიჩუმე ანდრიამ დაარღვია და ნათიას მიმართა. -მაგის დროა?_შეკავებული ტირილი იგრძნობოდა ქალის ხმაში. -როდის გადაასვენებენ?_არც მობრუნებულა ისე იკითხა ყიფიანმა. -უკვე გაფრინდა თვითმფრინავი საათ ნახევრის წინ, ახლა მთავარია ოჯახს შევატყობინოთ_თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა კერესელიძემ და ანდრიას გადახედა, ბოლო სიტყვები უფროს ეკუთვნოდა. -და ყავს თბილისში, დავურეკავ_მძიმედ წამოდგა ანდრია და სანამ ოთახს დატოვებდა ბოლო სიტყვა დატოვა -ქალბატონი ექიმი როგორც კი გონს მოვა გამაგებინეთ, ბევრი რამ აქვს ასახსნელი. გონს მოსულს მაშინვე გაახსენდა სარდაფში ჩაკეტილი ქალი და სახლში შებრუნდა, ორი კაცი აბდულის რიგებიდანაც დაღუპულიყო, აი სარდაფი კი ხელუხლებლად ჩანდა, მოხერხებულად ჩაძვრა გადახლეჩილ კარში პოლკოვნიკი და დასუსტებული სხეული სულ იოლად ამოიყვანა სამშვიდობოს, გოგო ახლა მის ოთახში იწვა და ყველა მის გაღვიძებას უცდიდა. დაგეგმვის ოთახში წიგნაკი გამოიღო უჯრიდან ანდრიამ და ნომრის ძიება დაიწყო. მალევე იპოვა თუმცა ცხოვრებაში პირველად აკანკალებულმა თითებმა არ მისცა უფლება ციფრები აეკრიბა. როგორც იქნა ზუმერიც გაისმა და მალევე გაიგონა ანდრიამ ქალის ხმა. -გისმენთ? -ქალბატონ ნიას ვესაუბრები? -დიახ, ვინ ბრძანდებით? -პოლკოვნიკი ანდრია არსენიძე, განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტამენტის უფროსი. -პოლკოვნიკი ანდრია? ანდრია შენ ხარ? ასე ოფიციალურად რატომ მირეკავ? ღმერთო, ჩემი ვაჩე, ანდრია ვაჩე ხომ კარგადაა?_ბოლო სიტყვებზე ცრემლები დაეტყო ქალის ხმას, ღრმად ამოისუნთქა ბიჭმა, ეს ადრეც გაეკეთებინა, მაგრამ ვაჩეს ოჯახს ახლოს იცნობდა, ნიასაც, მის ქმარსაც, ბევრჯერ ყოფილნ ერთად და კარგი დროც უტარებიათ. -ვწუხვარ ნია, ისიც არ ვიცი რა უნდა გითხრა_წამში გააბრუნა თვალზე მომდგარი მარილიანი სითხე უკან და თვალები თითებით მოისრისა. ესმოდა ნიას გულამოსკვნილი ტირილი კივილსაც ურევდა ხოლმე და ისიც გაიგონა ქმარი როგორ აწყნარებდა რა მოხდაო. -ჩემი ვაჩეეეე_კივილს არ წყვეტდა ნიას ხმა, თუმცა უკვე შორიდან ესმოდა, ალბათ ტელეფონი ძირს გაუვარდა, ამ ფიქრებში იყო ანდრია წამიერად რომ შეწყდა კივილის ხმა და ახლა უკვე გიორგი ყვიროდა ცოლის სახელს, როგორც ჩანდა ქალს გული წასვლოდა. გათიშული ტელეფონი მაგიდაზე მიაგდო ანდრიამ და გამეტებით დაარტყა ხელი მაგიდას, შეახსენა თავი საათების წინ მიღებულმა ჭრილობამ, მაგრამ თითქო არც უგრძვნია ისე წამოიმართა და რაზმთან დაბრუნდა. -ორ დღეში მივდივართ, ნიას ვჭირდებით_ამოხვნეშით თქვა და ყველამ რომ თავი დააქნია ჯაბას ხმაც გაისმა. -ნათიას ფრენა რომ არ შეიძლება?_სხვა სიტუაციაში ნამდვილად გაეცინებოდათ ჯაბას უადგილო კომენტარზე, მაგრამ ახლა ამის სურვილი არავის ქონდა. -შენ ხო არ გაკლია_ფეხზე წამოხტა გოგო -მე ცოცხალი მაინც ვარ, იმ ბიჭს კი წესიერად ვერც დაიტირებენ, კუბოს თავსაც ვერ მოხდიან, საკუთარი დაც კი ვერ დაემშვიდობება და შენ რა აზრები გაწუხებს? -მე უბრალოდ შენთვის ვამბობ_თავი ჩაღუნა ჯაბამ და შუბლი თთებით მოისრისა. -ხოდა ნუ ამბობ, შენთვის შეინახე შენი უაზრო ზრუნვა_გაცეცხლებულმა დატოვა ნათიამ ოთახი. -როგორ დამღალეთ, არ შეიძლება ეს დედა მოტ****ლი მიხვიდე და უთხრა ყველაფერი?_მობეზრებით აიქნია ხელი ყიფიანმა. -შენ საქმეს მიხედე_მაშინვე შეუბღვირა კერესელიძემ და ანდრიას გადახედა -აბდული? -წასვლამდე უნდა ვნახო და კიდევ ერთი, ამ ქალბატონს ასე პირდაპირ ვერ ჩავიყვანთ, სამიზნეა შეგახსენებთ. -მაშინ რა უნდა ვქნათ? -რომელიმე ჟურნალისტს ჩუმად ჩააწვეთეთ, ერთი ორი ფოტო ქუჩაში ჩუმად სამხედროებთან ერთად გადაღებული და მორჩა, ვეღარ გაბედავენ._პირველად მოუკიდა სიგარეტს ანდრიამ. -მართლა ღირსი რომ იყოს?_ყველას ფიქრი გააჟღერა კერესელიძემ. -სიკვდილის ღირსი არავინაა_კედელს მიშტერებულმა გააჟღერა ყიფშიძემ ანდრიას სათქმელი და ოთახიც მალევე დატოვეს. ვერ მოითმინა და თავის ოთახს მიაკითხა ანდრიამ, გოგოს კი ისევ ეძინა, ეს უკვე ნორმას აღარ გავდა, ახლოს მივიდა პოლკოვნიკი და დაკვირვება დაიწყო, დალურჯებები მრავლად ქონდა ყოფილ ტყვეს, ასევე ნაკაწრიც, ზურგზე მოუჩანდა როზგის კვალი, ფეხზეც ქონდა უკვე მოშუშებული შრამები. ეს ყველაფერი კი ხელს არ უშლიდა ანდრიას დაესკვნა, რომ გოგო საკმაოდ ლამაზი გახლდათ, ასე დასუსტებული და თვალებ დახუჭულიც კი. თავისი თავის გამოჭერის შემდეგ სწრაფად გასწორდა ანდრია წელში, მიმოიხედა, თითქოს შეამოწმა ხომ არავინ გამომიჭირაო და ჩაახველა, შემდეგ ისევ გადაიხარა გოგოსკენ და ნჯღრევა დაუწყო ნაზად. -ნანო, ნანო გაიღვიძე. -მმმმმმმმმმ -ზმუილს ვერ ვთარგმნი, გაიღვიძე. -რა ხდება? სად ვარ_რამდენიმე წამში ცოტა მოფხიზლებულმა გოგომ როგორც კი უცხო ოთახს მოკრა თვალი, წამში აეკრა ლოგინის თავს და შეშინებულმა გადმოხედა მისკენ გადახრილ გაშეშებულ ანდრიას. კაცმა მაშინვე წაიკითხე ყველა გრძნობა ნანოს თვალებში რა წამსაც კი გაელდებოდა, ჯერ დაბნეულობა, შემდეგ გაკვირვება, ბოლოს სიხარული და სულ ბოლოს რატომღაც მისდა გასაკვირად მოეჩვენა თითქოს ქალის ღიმილში ირონია გაკრთა. -გადავრჩი? ანუ გადავრჩი? თუ თქვენც მოსაკლავად ამიყვანეთ?_აღელვებული ელაპარაკებოდა თითქოს, მაგრამ რატომღაც ანდრიამ სიცრუე დაიჭირა და წარბებშეკრულმა ამოილაპარაკა. -შენ მოკვლას არავინ აპირებს, ჩვენი დავალება შენი პოვნა იყო და გიპოვეთ, ნუ თავდაპირველი დავალება_უფრო თავისთვის ჩილაპარაკა ბოლო სიტყვები და ხველებად გაასაღა. -ანუ სახლში დამაბრუნებთ? -ნამდვილად, ორ დღეში მივფრინავთ, მანამდე კი ცოტა საქმე გვაქვს, შენც მოგიწევს რაღაც-რაღაცეების ახსნა_დაკვირვებული თვალი არ მოუშორებია გოგოსთვის ნამდვილი გრძნობების წასაკითხად და გაკვირვებისგან ლამის ყბა ჩამოუვარდა გოგოს ამაყად აწეულ თავზე. -მოსაყოლი არაფერი მაქვს. -გაქვს და თან რამდენი_თავი გადააქნია ანდრიამ. რაღაცის სათქმელად დაღებული პირი წამში დაეხურა ნანოს კარში გამოჩენილ აღელვებულ და აქოშინებული კერესელიძეს რომ მოკრა თვალი: -სწრაფად წამოდი ანდრია, სასწაული ამბავი მაქვს_და თვალებ აციმციმებული გაუჩინარდა ისევ. ექოდ ისმოდა ცარიელ დერეფანში ბოლო კარისკენ მიმავალი კაცის გაპრიალებული ფეხსაცმლის ხმა, კაცის, რომელსაც ნაბიჯებზეც ეტყობოდა აღელვება, გამწარებული ისმევდა შუბლზე მომარჯვებულ ცხვირსახოცს და სათქმელ სიტყვებს აწყობდა, როგორ ჯობდა რომ ეთქვა? იქნებ შეეპარებინა? თუ პირდაპირ ეთქვა? ჯანდაბა, ამდენს მისი ბებერი გული ვეღარ გაუძლებდა, პირდაპირ შეხსნა კარი და პირისპირ დაუდგა მინისტრს. გენერლის შეშლილ სახეზე ფეხზე წამოდგა კაცი და კალამი მაგიდაზე დააგდო. -დავიღუპეთ, იპოვეს, ცოცხალია და ანდრიასთან ერთად ბინაშია. (6) -ასეთი რა ხდება?_უკან გამოყვა ანდრია კერესელიძეს და წარბშეკრულმა გამოხედა უკან ადევნებულ ნანოს. -რაა? მეც მაინტერესებს, იქნებ მეც მეხება_მხრები აიჩეჩა ნანომ და ძლივს შეიკავა მის სახეზე პოლკოვნიკმა თავი გულიანად რომ არ გაცინებოდა. ბევრი ტკივილი გამოიარა გოგომ ეტყობოდა, მაგრამ ფაქტი იყო ვერც იმ ბავშვურობას კარგავდა, რასაც დაფაზე გაკრულ ფოტოზე ხედავდა ანდრია მთელი ეს ერთი კვირა. ის თაფლისფერი თვალები კი ახლა უკვე ნამდვილები არ აძლევდნენ მოსვენებას და შეწუხებულმა ამოიხვნეშა კაცმა. -აბა?_თავით ანიშნა შეხვეულ ნათიას კომპიუტერთან რომ იჯდა რა მოხდაო -აბდულმა თავად გთხოვა შეხვედრა_გაკვირვებულმა ამოხედა უფროს და რამდენიმე წამში ყველამ ნანოსკენ გაიხედა, რომელიც სახლს ათვალიერებდა და ამ წუთას თავის ფოტოიან დაფას მიშტერებოდა, ალბათ მზერამ შეაწუხა ყველასგან რომ იყო და რატომღაც მხოლოდ ანდრიას ახედა თვალებში, ტანში გაცრა ანდრიას გოგოს მზერას თვალი რომ გაუსწორა და სულაც არ მოეწონა ეს შეგრძნება. -რა?_მხრები აიჩეჩა მან და დანარჩენებს მოუახლოვდა. -დაიწყე. -რა დავიწყო..... სახელიც კი არ ვიცი. -ანდრია, პოლკოვნიკი ანდრია არსენიძე_თავი დაუკრა კაცმა და დანარჩენებიც სათითაოდ გააცნო -ეს ნათია აბრამიძეა, ყიფიანი, კერესელიძე და ყიფშიძე. -მხოლოდ ხუთნი ხართ?_გაკვირვება იგრძნობოდა გოგოს ხმაში. -გუშინ ექვსი ვიყავით_მძიმედ ჩაახველა ანდრიამ და სკამზე მოხერხებულად მოთავსდა. -მაპატიეთ, მე არ ვიცი, ძალიან ვწუხვარ_ამჯერად მართლა დაინახა ანდრიამ ეს მის თვალებში და გაკვირვების ნიშნად წარბები აწია, რატომ შეეძლო მას ამ გოგოს თვალების კითხვა? -შენი მოტაცება როგორ მოხდა?_აღარ გააგრძელებინა თემა პოლკოვნიკმა. -სახლში რომ დავბრუნდებით და პატაკი მექნება დასაწერი, არა?_მობეზრებულმა გადაატრიალა თვალები ექიმმა. -ჯერ მე ჩამაბარებ, ნუ მალაპარაკებ ამდენს._ხმა გაუმკაცრდა ანდრიას. -კარგი, პირველად ანუ აბდულამდე სხვამ გამიტაცა, ქუჩის მაწანწელები იყვნენ, აი ისეთები უბრალოდ გასართობად რომ დაძრწიან და ჩემი სახით კარგი გასართობი აღმოაჩინეს_მხრები უდარდელად აიჩეჩა გოგომ, თითქოს სხვის ამბავს ყვებოდა. -გართობაში... -ყველაფერს ვგულისხმობ პოლკოვნიკო_ცბიერად გაეღიმა ნანოს -ფიზიკურ შეურაცყოფას, გაუპატიურებას, გაროზგვას, დარტყმას, სტრიპტიზის მოწყობასაც კი_ ახლა უკვე სიმწრით ჩაეცინა. -შემდეგ?_მოზრდილი ნერწყვი გადაეყლაპა კაცს. -აბდულის ხალხმა მიპოვა ორი თვის შემდეგ, ჭრილობები ცუდად დამუშავებული ქონდა და ნელნელა ინფექცია ეჭრებოდა, მე კი გაიგეს რომ ექიმი ვიყავი და მას შემდეგ ხელი არავის დაუკარებია, აბდული უფრო...... ამ... ცივილურად მექცეოდა. -რატომ შეგაგზავნეს მასთან?_ავად გაისმა ანდრიას სიტყვები. გოგოს თვალები გაუფართოვდა, აღარ იცოდა ეს თუ ეცოდინებოდათ, ჯანდაბა, ახლა რა გინდა უპასუხოს. -რას ქვია შემაგზავნეს? მე აქ გაცვლითი....... -ეგ შეთხზული ისტორიები ჩემთან არა ქალბატონო_შეკრული შუბლით მიუახლოვდა კაცი უკვე აბუზულ გოგოს, -იტყვი რას მალავთ შენ და გენერალი თუ დანარჩენი ამბებივით ეგეც ჩემით გავარკვიო?_უკვე თავზე ედგა გოგოს და ერთი თავით დაბალს ზემოდ დაყურებდა თვალებში. გოგოს მზერაზე რაღაც გაუკრთა და სხვები რომ არა, სიამოვნებით დაიხევდა ერთი ნაბიჯით უკან, ამ გოგოსთან სიახლოვე არ უნდოდა რატომღაც. -კარგი_ლამის შვებით ამოისუნთქა კაცმა ნანომ რომ ერთი ნაბიჯით დაიწია უკან. -მიზეზი მარტივია, გენერალმა ახალი სამიზნე გამაცნო, აბდული ერთი ჩვეულებრივი ტერორისტია, რომლის კისერზე ორი აფეთქებაა, ჩემი დავალება მასთან მოხვედრა და მკვლელობა იყო_ ფრთხილად ამოხედა კაცს და მანაც წამში ამოიკითხა მუდარა შერეული მზერა. -კარგი_ყველასდა გასაკვირად ამჯერად დაუთმო ანდრიამ, -დროებით თავისუფალი ხარ სანამ აბდულთან შეხვედრა არ ჩაივლის, შემდეგ ისევ ვისაუბრებთ_თვალი ჩაუკრა გაბრაზებულ გოგოს და ნათიასკენ შებრუნდა -აბდულს დაუკავშირდი, შეხვედრაზე თანახმა ვარ. -რის გაკეთებას აპირებ?_მობეზრებული სახით უყურებდა მინისტრის მოადგილე ოთახში ნერვიულად მოსიარულე გენერალს. -ვაპირებ? მე ვაპირებ? ხომ არ დაგავიწყდა ამ საქმეში ერთად რომ ვართ? -ერთად?_დამცინავად გაეცინა კაცს -ბატონო გენერალო, თქვენს განყოფილებაშ ბრძანებებს თქვენ გასცემთ. -მაგრამ არა შენი ნებართვის გარეშე, გინდა არ გინდა ამ საქმეში ერთად ვართ და გამოსავალსაც ერთად მოვიფიქრებთ. -ჯანდაბას შენი თავი, მაშ ასე, ის გოგო მაგათთანაა არა? რამდენი არიან? -ხუთნი, გოგოიანად ექვსნი, ერთი გუშინ მოაკლდათ. -კარგი, ერთი პატარა რაზმი ეყოფათ, ის ბინა ავაფეთქოთ სადაც არიან და მორჩა, აღარცერთი მოწმე და ამ საქმესაც დავივიწყებ. -მოვიშოროთ? ისინი ჩემი საუკეთესო ჯარისკაცები არიან. -აბა რა გინდა გიორგი? ჩამოვიდნენ მაშინ და მოგვეხაზოს, მაშინ არ გინანია იმხელა აფეთქება რომ მოაწყვე? -მაშინ სხვა საქმე იყო_უკვე ეტყობოდა გენერლის ხმას უკან დახევა. -ხოდა მაშინ გადაწყვიტე რა გინდა_ისევ გადაშალა საქაღალდე გიამ, რაც აუდიენციის დასრულებას ნიშნავდა. ორმაგად გაწუწული გამოვიდა კაბინეტიდან გიორგი და გზაში უკვე საუკეთესო თანამშრომლების მოშორების გეგმებს აწყობდა. -შეიძლება?_საკუთარი ოთახის კარზე დაკაკუნება მოუწია ანდრიას. -რა თქმა უნდა, ეს მე ვარ სტუმარი_მაშინვე წამოდგა ნანო ლოგინიდან და საბანი გადაწია. -არ გეგონოს შენი სპექტაკლი დავიჯერე_დაღლილმა მოიფშვნიტა თვალები პოლკოვნიკმა. -მაშინ რატომ აღარ ჩამეძიე? -მივხვდი ამხელა აუდიტორიასთან არ გაიხსნებოდი, მე კი მინდა სიმართლე ვიცოდე, მთელი ცხოვრებაა გენერალზე ვმუშაობ, მინდა ვიცოდე რა ხდება_უკვე საგანგაშოდ ახლოს იყო გოგოსთან, იმდენად ახლოს, რომ ისიც კი გაიგონა როგორ გაჭირვებით გადაყლაპა ნანომ ნერწყვი და რატომღაც ტუჩებზე დახედა კაცს -არც ისე მარტივადაა საქმე როგორც გგონია_ძლივს ამოილუღლუღა სიტყვები და სულაც არ მოეწონა ასე დაბნევა. -მაგდენს ვხვდები, ნუღა წელავ_მიხვდა ანდრია მის კოზირს, რაც უფრო აბნევდა გოგოს მით უფრო ვერ ასწრებდა ტყუილის მოფიქრებას, ამიტომ ოდნავ კიდევ მიუახლოვდა და ისე დაილაპარაკა. -აბდული ერთ-ერთი ჩვენიანია ანდრია_უკან დაიხია ნანომ და ხელები მოიფშვნიტა. რამდენიმე წამში ამოხედა კაცს და მის გაკვირვებულ სახეზე გაეღიმა. -დაგიმალა ესეც არა იმ ნაბი*ვარმა? -როგორც ჩანს ბევრი რამ დამიმალა. -აბა რა დაგავალა მიდი მოკალი და კაი ბიჭი ხარო?_ისევ ირონია შეამჩნია ნანოს ხმაში. -მე უდანაშაულოს არასდროს ვკლავ, არასდროს, მხოლოდ მათ ვინც ჩვენს წინააღმდეგაა. -ხოდა, მაშინ გაბრიელი შენი პრობლემა არ ყოფილა. -გაბრიელი? -აბდულის ნამდვილი სახელია გაბრიელი. აბდული ჯერ გენერალმა შეარქვა და მასაც სხვა გზა არ ქონდა, აქაც ეგ დაირქვა. -როგორც ჩანს საკმაოდ ახლოს იცნობ_ეჭვი იგძნობოდა ანდრიას ხმაში და ნანოსაც ჩაეცინა. პასუხის გაცემა აღარ დასცალდა ყიფიანი რომ შემოვარდა. -ანდრია, კოდი პირველი გვაქვს_სულს ძლივს ითქვამდა ბიჭი. -ამის დედაც..._ოთახიდან გავარდა ანდრია და კომპიუტერს ეცა, უკან აკიდებულ ნანოს აღარ მიაქცია ყურადღება. -კოდი პირველი? ეს რამე ახალია? -ეს ჩვენი ტერმინია, თავდასხმას ნიშნავს_კომპიუტერიდან ამოხედა ნათიამ. -ერთ წუთში აქ იქნებიან და ანდრია, ჩვენები არიან_ამოიხვნეშა გოგომ. -კოდი სამი._მხოლოდ ეს თქვა ანდრიამ და წამში დაიცალა ოთახი, გაოცებული ნანო კი ისევ იქ იდგა და ვერ გაეგო რა ექნა, გუნდში არასდროს უმუშავია, ათი წამი გავიდოდა ისევ ანდრია რომ გამოჩნდა, ხელში მხოლოდ ერთი პატარა ჩანთა ეკავა და მისკენ მოდიოდა, მკლავში სტაცა ხელი და უკანა კარიდან აჩქარებულმა გაიყვანა. არავის დალოდებიან, მაშინვე გადაჭრეს გზა და ნანოს შარფი მიაწოდა ჩადრივით რომ გაეკეთებინა. -დანარჩენები? -ეს პირველად არ ხდება, ჩვენ ჩვენი წესები გვაქვს, 7 წელია ერთმანეთის გვერდით ვიბრძვით. -ანუ? -ამჯერად დავიყავით, ხუთს მოგვძებნიან, ჩვენ ორ-ორი ვიქნებით, ჯაბას ყოველთვის ნათია მიყავს, არავისთან ერთად არ უშვებს_ჩაეცინა ანდრიას, -ყიფიანი და ყიფშიძე ერთად არიან, ჩემთან მამალაძე იყო ხოლმე_ხმა ჩაუწყდა პოლკოვნიკს. რამდენიმე წუთი ნანოც ჩუმად იყო, ისიც ერთ-ერთი მათგანი იყო და მშვენივრად ხვდებოდა რაშიც იყო საქმე. ბოლოს ვეღარ მოითმინა -ვინ იცოდა ამ სახლის შესახებ? -გენერალმა_ავად გამოსცრა კბილებში ანდრიამ და ნანომ მასზე მოჭერილ ხელში ამოიცნო კაცის მრისხანება. (7) -ახლა სად მივდივართ?_რამდენიმე წუთში ისევ ნანომ დაარღვია დუმილი. -კიდევ ერთი ბინა მეგულება, ნუ ბინა იმ მოცუცქნული ოთახისთვის ხმამაღალი განაცხადია, მაგრამ სამაგიეროდ ერთი დიდი პლიუსი აქვს, გენერალმა არ იცის._ზემოდან დახედა გოგოს და თითქოს ახლა გააცნობიერა, რომ ჯერ კიდევ ჩაკიდებული ხელით მოყავდა. არ უნდოდა შეემჩნია რამე, ამიტომ ორი წლის ბავშვივით ცივად არ გაუშვია, თავი მოაჩვენა თითქოს მეორე ხელი ექავებოდა და ისე გაუშვა. არც ნანომ შეიმჩნია როგორ შესცივდა მარტო დარჩენილ ხელს. დაახლოებით 20 წუთის სიარულის შემდეგ ერთ-ერთ საცხოვრებელში შეიყვანა ანდრიამ, იქვე გვერდით ააკრა კედელზე და პირზე ხელ აფარებულს ტუჩებთან მიტანილი თითით ანიშნა ჩუმადო. გაყურსული იდგა ნანო კაცის მკლავებში და ხვდებოდა როგორ წვავდა მისი ნებისმიერი შეხება, ღმერთოო, ეს კაცი უნდოდა, აქვე და ახლავე, თვალები დახუჭა ყურადღება რომ მოეკრიბა, ისიც კი გვიან შენიშნა რომ მოყვებოდნენ, თუმცა აინტერესებდა ანდრია თუ შეამჩნევდა და არც უთქვამს რამე. ანდრიამ დაინახა მდევარმა როგორ ჩაიწერა აღნიშნული მისამართი და იქაურობას გაეცალა, სამაგიეროდ ახლა დახედა ნანოს რომ ეთქვა მორჩაო და მისი სახე პირდაპირ გოგოს ტუჩებთან ამოჩნდა. სუნი სახეში ცემდა და გეგონებოდათ ერთმანეთზე არიან აკრულებიო, თუმცა ასეც იყო. -წავედით_უკან დაიხია ანდრიამ და გოგო ისევ ხელ ჩავლებული გაიყვანა გარეთ. -ასე ნუ გარბიხარ იდიოტო_ცოფებს ყრიდა ნათია და ძლივს ეწეოდა ლამის გაქცეულ ბიჭს. -სასეირნოდ უფრო კარგ დროს და ადგილს ავარჩევ_თვალი ჩაუკრა უკან მოტრიალებულმა ბიჭმა და ხელი ჩაავლო გვერდით რომ ამოეყენებინა. -იოცნებე_სახეზე წამოაწითლა ნათიას და ჯაბაც უცებ შედგა. -ხომ იცი, რომ ოცნება არ მიყვარს_თბილად გაუღიმა ბიჭმა და ნაზად დაწვდა ნათიას ტუჩებს. მთელი გრძნობით კოცნიდა და მალევე დაავიწყა გოგოს, რომ ამ წუთას ომში იყვნენ, ცხელ წერტილში და შეიძლება წამში დაეხოცათ ორივე. -მაინც იდიოტი ხარ_გაუღიმა ოდნავ ჩამოცლილმა გოგომ. -შენ იკითხე იდიოტი რომ გიყვარს_თვალი ჩაუკრა ბიჭმა და ახითხითებული გოგო სწრაფად გააქანა თავშესაფრისკენ. -კომფორტულად მოეწყვე, ნუ როგორც შეძლებ_დამტვერილ და არეულ მოცუცქნულ ბინას მოავლო თვალი ანდრიამ. -მთავარია გამოვასწარით_მაცივარს მიადგა ნანო -და რატომ მეგონა წყალი იქნებოდა? -კრანის გააცივე-ტელეფონში ჩამძვრალმა ამოსძახა ანდრიამ და დასარეკად მოემზადა, ახლა მთავარი იყო დანარჩენებსაც მიეღწიათ თავიანთ თავშესაფრამდე. -ყიფიანი და ყიფშიძე ადგილზეა_დახვდა პირველი შეტყობინება. ორ წუთში ჯაბასგანაც მიიღო და შვებით ამოისუნთქა -ბერიძე კერესელიძე არ შეაწუხოთ_სიცილის სმაილით წერდა ჯაბა და ყველა მიხვდა რა ხდებოდა. ბიჭს მთელი წელი გულშემატკივრობდნენ თქმა რომ გაებედა და აი როგორც იქნა ეს დღეც დადგა. -რაზე იღიმები?_ ნანო მოუახლოვდა უკნიდან და წამში წამოენთო კაცი მის შეხებაზე. -არაფერი, როგორც ჩანს ნათიამ და ჯაბამ საშველი დაგვაყენეს. მე...... ამ მე გადავივლებ_არეული თვალებით დახედა ზემოდან გოგოს და ორმაგად წამოახურა საპასუხოდაც იგივე მზერა რომ მიიღო. შეძლებისდაგვარად სწრაფად გაეცალა გოგოს და ვანაში ცივი წყალი მოუშვა, იმედია გააგრილებდა. უკვე გარეთ გამოსასვლელად გამზადებულს დაკრა თავში, რომ გამოსაცვლელი არაფერი ქონდა. ჯანდაბას შარვალს ამოიცმევდა, მაგრამ ამ ოფლით გაწუწულ მაიკას რაღა ჩააცმევდა? ხომ უნდა გაერეცხა? ჯანდაბას რაც იქნება იქნება, წელს ზემოთ შიშველმა გამოაღო კარი და დივანზე ჩამომჯდარ ნანოს გაუსწორა თვალი -ჩააცივე წყალი? პირთან მიტანილი ჭიქა ლამის ხელიდან გაუვარდა ნანოს, ოდნავ ჩახველება მოუწია აზრზე მოსასვლელად, ხორბლისფერი გახდომოდა ანდრიას ნავარჯიშები სხეული, კუნთები ამოვარდნას ცდილობდნენ და ახლა უკვე თითოეულ მიხვრა-მოხვრაში ეტყობოდა კაცს სიძლიერე. მუცლის პრესიდან ააყოლა ნელნელა მზერა, კარგად დაკუნთულ მკერდზე ნერწყვი გადაეყლაპა და წინ ოდნავ გამოწეულ ირონიულად დაბრეცილ ტუებზე წყლის ჭიქა უკვე მაგიდაზე დადგა. -ეს დალიე, გაგრილება მეც არ მაწყენდა._ბიჭზე შეუხედავად დააპირა წყლის შესასხმელად შესვლა უკვე გვერდით ჩავლილს ანდრიამ ხელი რომ სტაცა, ძირს დააგდო და ზემოდან დააწვა. -რა ჯანდაბას.... -ჩუ_სწრაფად ააფარა პირზე ხელი და ფანჯრებისკენ გაიხედა, რამდენიმე სამხედრო პირმა ბინას ჩაუარეს, ფანჯრებშიც დააპირეს შემოხედვა, მაგრამ დამტვერილ პატარა სოროზე ეჭვიც არ მიუღიათ ისე ჩაუარეს გვერდი. -შენი ერთი ორგანო რაღაცას ცდილობს_ჩაიფხუკუნა ნანომ. -ჩემ ორგანოს თავი დაანებე_შეუხედავად ჩაილაპარაკა ანდრიამ, ვითომ ვერ ხვდებოდა რაც ხდებოდა. -მგონი რაღაცის სურვილი აქვს. -ხოო? ნუთუ ისეთივე სურვილი როგორიც შენს ხელებს?_თავის წელზე შემოხვეულ ხელებს დახედა კაცმა. -როგორც ჩანს_უკვე არეულმა ამოილაპარაკა ნანომ და თავად გამოიჩინა ინიციატივა პირველი ნაბიჯი გადაედგა. ქვემოდან აწეული მიწვდა ბიჭის ტუჩებს და ვეღარც ანდრიამ შეიკავა თავი, მოწყურებულივით ხდიდა ტანსაცმელს და საერთოდ არ იჩენდა სინაზეს, ეს არც ნანოს ნდომებია. -იატაკი ბინძურია_ძლივს ამოთქვა კოცნებს შორის. -ჯანდაბა, დივანიც, კარგი სადღაც პლედია_ხელი მოაფათურა ანდრიამ და ცალი ხელით ეცადა გადაეფინა. არ დასცალდა, მაშინვე ზედ დავარდნენ და ბოლომდე მისცეს თავიანთ სურვილებს გასაქანი. -როგორ თუ კვალი დაკარგეთ? ისინი მხოლოდ ხუთნი არიან და თქვენ მთელი რაზმი, არაფრის გამკეთებლების რაზმი, ისინი სამშობლოს ემუქრებიან როგორ არ გესმით, თქვენ კი გაგვექცაო ამბობთ._გამწარებულმა დაახეთქა გენერალმა ტელეფონი მაგიდაზე. უნდა ეპოვათ, დაიღუპებოდა, გაბრიელის გამოჩენა და ალაპარაკება მისი კარიერის დასასრულს ნიშნავდა, მაინც რამდენი სიცოცხლე აქვს ამ ბიჭს? ჯანდაბა, არ უნდა აეფეთქებინა ის ადგილები, ხომ იცოდა რითიც დასრულდებოდა ეს ყველაფერი? არა, მაინც თავისი გაიტანა, ამდენი ადამიანი ამოხოცა და დავიწყების უფლებასაც არ აძლევენ. -გიორგი_დაუკაკუნებლად შემოაღო კარები გიამ. -აბა? არის რამე ახალი? -რადგან თავად მესტუმრე გამოდის შენც კარგად აგეწვა ერთი ადგილი. -ზედმეტი საუბარი საჭირო არ არის, უბრალოდ თქვი რა ხდება. -ხომ გითხარი ისინი ჩემი საუკეთესო ჯარისკაცები არიან, გაიქცნენ და მათ სამალავს ახლა ღმერთიც ვერ მიაგნებს, ანდრიას ვიცნობ, ვიცი როგორც მოქმედებს, ახლა ჯგუფთან ერთად სადღაცაა შემალული და შემდეგ ნაბიჯებს საზღვრავს. -ხოდა ჩვენც იგივე გავაკეთოთ, რა გადაწყვიტე, იშორებ? -ვიშორებ_ნაღვლიანმა დაუკრა თავი მინისტრის მოადგილეს და ტელეფონზე ნომერი თავიდან აკრიბა. ჩაძინებოდა ანდრიას. დივნის თავზე შემოსკუპულიყო ნანო და მობილურს ათამაშებდა ხელში. კაცს დაყურებდა და ვერც აშორებდა მზერას. იქნებ ის სხვანაირია? იქნებ აზრი შეიცვალოს? იქნებ მან აიძულოს აზრის შეცვლა? არააა, ყველა გენერლის გამოგზავნილი ერთნაირია, რაც არ უნდა მოხდეს ასე იქნება, ეს უბრალო ვნება იყო, რომელიც უკვე მორჩა და აღარც განმეორდება. მაშინვე უკან წაიღო სიტყვები გაღვიძებული ანდრიას ანთებული მზერა რომ დაინახა, ჯანდაბა, რას უშვებოდა ეს ბიჭი. ჩუმად ჩააცურა მობილური დივანში და შიშველი სხეულის ნაზი მოძრაობით წავიდა კაცისკენ. -დღეს საქმე არაფერი გვაქვს_ვნებიანად ააყოლა ანდრიამ ქალის სხეულს თვალი და მკერდის თავიდან ბარძაყამდე თითების ფერებით დაუსვა ხელი. -რამე იდეა გაქვს რითი გავერთოდ?_სახეს თავისი სახე მიუახლოვა ნანომ. -ნუ, კი მაქვს ერთი ორი _ხელის მარტივი მოძრაობით მოიქცია ზემოდან ქალი და ზურგზე დამჩნეულ როზგისგან დატოვებულ ნაიარევებს ააყოლა თითები -არ მეგონა იმხელა ტრავმის შემდეგ ასე იოლად თუ შეძლებდი. -რაზე ამბობ? რადგან გამაუპატიურეს და დამცინოდნენ, გეგონა კაცს არ მივიკარებდი? -ნუ დაახლოებით. -არ ვიტენი ტვინს უაზრო აზრებით, საჭიროც საკმაოდ ბევრია, შენ კი სწორედ ისეთი პირველი მამაკაცი ხარ ჩემთვის როგორც სხვებისთვის._ისევ დაიხარა კაცის ტუჩებისკენ და მოწოლილ ვნებას გავრცობის უფლება მისცა. -ახლა რა მოხდება?_უკვე ჩამცხრალმა ახედა კაცს და თითების თამაში არ შეუწყვეტია მუცელზე. -თუ თითებს არ გააჩერებ ხვდები რაც მოხდება_გაეცინა კაცს, -აი საქმეს რაც შეეხება, დღეს მშვიდად გავჩერდები და ხვალ აბდულს თუ გაბრიელს ვნახავ ვინცაა. -რატომ? -მინდა ყველაფერი ვიცოდე რაც მოხდა. -და დაუჯერებ? -ვნახოთ რას მოყვება, 18 წლიდან სისტემაში ვმუშაობ, მივხვდები თუ მომატყუებს_გოგოს დახედა და წამიერად შეცბა მის თვალებში იმდენად ცივი გამომეტყველება ამოიკითხა. უკვე ჩაცმულები ისხდნენ დივანზე და საჭმლისთვის მენიუს ადგენდნენ კარზე დაკაკუნება რომ გაიგონეს. მაშინვე წამოდგა ანდრია და უკან იარაღ მომარჯვებულმა გამოაღო კარი. ის იყო სტუმრისთვის უნდა ეთავაზებინა ზღურბლთან მომღიმარი გაბრიელი რომ დაინახა. -ხელი ხომ არ შეგიშალეთ?_წარბები აუთამაშა მოქუფრულ კაცს და უკითხავად შეაჭრა ოთახში. (8) -ალბათ აზრი არ ექნება თუ გკითხავ როგორ მოგვაგენი, არა?_იარაღი შარვალში ჩაიდო ანდრიამ, რატომღაც ამ ბიჭის არ ეშინოდა და თვითონაც ვერ ხვდებოდა რატომ. -რატომაც არა, ნანომ მომწერა_მხრები აიჩეჩა ბიჭმა და დივანზე დაიკავა ადგილი. -კარგი რა_ანდრიას რეაქციაზ წინასწარ ამოიხვნეშა ნანომ, ბიჭმა კი უბრალოდ ჰაერი შეისუნთქა ღრმად და წინ ჩამოუჯდა -რატომ არ მიკვირს? -მოკლედ, ვისაუბროთ?_მოვლენები დააჩქარა გაბრიელმა. -საყვარლები ხართ?_სანამ დაფიქრდებოდა მანამდე გაუსწრო ანდრიას ენამ და რეაქციაზე გაეცინა, ორივემ იმხელა გაკვირვებით გამოხედეს ლამის უკან წაიღო თავისი სიტყვები. -ცოლი მყავს და მის გარდა არავინ მჭირდება_ბრაზით ჩაილაპარაკა გაბრიელმა. -ყველას არ ვუწვები სხვათაშორის_წარბებ აწეულმა გადმოხედა ნანომ და პოლკოვნიკს გაეცინა იმხელა სიამაყე დაინახა გოგოს თვალებში, აგრძნობინა რომ გითხარი პირველი ხარ არ მომიტყუებიხარო. -რამდენი წელია გენერალზე მუშაობ? -10 წელი დაახლოებით. -რთული იქნება_ნანოს გადმოხედა ბიჭმა. -გითხარი არაფერში გვჭირდებათქო_ცხვირი აიბზუა გოგომ. -მაგრამ ეტყობა, რომ სამართლიანია. -სამაგიეროდ, გენერალის ლეკვია და არ დაგვიჯერებს. -ისე, მაპატიეთ გაწყვეტინებთ, მაგრამ აი ზუსტად თქვენს წინ ვზივარ და ყველაფერი გადასარევად მესმის_მოუთმენლად შეაწყვეტინა ანდრიამ. -მაინც ვფიქრობ სიმართლე ჯობია_არც შეუმჩნევიათ ანდრიას სიტყვები ისე განაგრძეს ბჭობა. პოლკოვნიკიც მობეზრებული სახით წავიდა მაცივრისკენ, ნანოს ჩაციებული წყალი ბოლომდე გამოცალა და ისევ თავის ადგილს დაუბრუნდა. -გისმენთ_მთელი ხმით დასჭექა ანდრიამ და ახლა ნამდვილად მიიქცია ყურადღება. -მოკლედ, ვიწყებ რა, რაც იქნება იქნება_ნანოს გადახედა გაბრიელმა და კომფორტულად მოეწყო. -დაახლოებით მეც იმ დროს მივედი გენერალთა, როდესაც შენ, მსმენია კიდევაც შენზე და შენს აჩრდილთა რაზმზე, ყველგან უპრობლემოდ რომ შედიოდით, ხუთი წელი გენერალი იდეალური უფროსი და მმართველი იყო, ბრმად ვენდობოდი და მივყვებოდი, ავღანეთშიც არაერთხელ ნამყოფი ნაცნობობაც კარგად მყავდა, შემდეგ მოხდა ის რომ ჩვენმა გენერალმა ერთი ტერორისტი ამოიჩემა, ვერაფრით მიაგნო და ვერ მოიშორა, ორი წელი ვზდიეთ, ბოლოს აქ მოგვიყვანა კვალმა და მეც მაშინვე გამომაგზავნა. მივაგენი, აღმოჩნდა, რომ ორი ცოლი და 4 შვილი ყავდა, გენერალი იმდენად იყო გამწარებული ჯერ მისი ძებნით და შემდეგ მისი ოჯახით, მხოლოდ ფარუქის მოკვლას ვერ დასჯერდა. ერთხელ, როდესაც აღმოჩნდა, რომ მთელი ოჯახი სტუმრად მიდიოდა, გაყოლა და ადგილის დაზუსტება მთხოვა, მეც დავუზუსტე_თავი ჩაქინდრა გაბრიელმა, ანდრია მიხვდა ახლა ცუდ ინფორმაციას გაიგებდა. -ჩემი დაზუსტებული ინფორმაცია რამდენიმე წუთში გავიგე რაში ჭირდებოდა, მთელი სახლი ააფეთქა, გესმის? მთელი სახლი, სტუმარ-მასპინძლით. როგორც შემდეგ ჩუმად გავარკვიე მხოლოდ ისინი არ იყვნენ, სახლში ორასამდე სტუმარი იმყოფებოდა, მასპინძელს 5 გოგოს შემდეგ, როგორც იყო ბიჭი შეძენია და უზარმაზარი წვეულება ქონდა მოწყობილი, მან კი გამწარებულ გულზე ყველა ამოხოცა, წარმოგიდგენია? და უფრო უარესი ის არის რომ ეს მისი გადაწყვეტილება არავინ იცოდა მინისტრისმოადგილის გარდა. -მოიცა, ეგ დიდი აფეთქება შენი მოწყობილი არ არის? როგორ თუ გენერლის? -ჩემიი? აი თურმე რა აფეთქება მომაწერა, არა ანდრია, მე გენერლის დავალებით ჩამოგზავნილი ერთ-ერთი ჯარისკაცი ვიყავი და ეს ყველაფერი არაა, იმ აფეთქებას ფარუქი სასწაულებრივად მაინც გადაურჩა და მე ეს გავიგე, მართალია უკვე გენერალზე დიდი ეჭვები მქონდა, მაგრამ ეს ინფორმაცია მაინც მივაწოდე, მანაც თვალთვალი გამაგრძელებინა, რასაც კიდევ ერთი აფეთქება მოყვა, ისევ უდანაშაულო ხალხი შეეწირა მის ამბიციებს. -ეს თუ სიმართლეა რატომ ხარ ჩუმად? ან ნანო რა შუაშია ამ საქმესთან? -საქართველოში ცოლი და ორი შვილი მყავს, ჩემი ცოლი ელენე ქობელაშვილია, რომელიც იმ ნაბიჭვარს უკვე რვა თვეა გადამალული ყავს, აქამდე ნორმალურ პირობებში ყავდა, ჩემი გაქრობის და სიჩუმის სანაცვლოდ, ახლა უკვე აღარ ვიცი ნანოს გადარჩენიდან გამწარებული რა მოხდება. -მაინც რჩება კითხვა ნანო რა შუაშია? -მე..._ღრმად ამოისუნთქა ნანომ -გაბრიელის ცოლი მე გავიტაცე. -კი ,მაგრამ მაგ დროს შენ აქ არ იყავი? -არა, ეგ გენერალმა მოაწყო, როცა საქმე გავუკეთე იმ ყაჩაღებს მიმყიდა და მოწმე მოიშორა, გაბრიელმა მხოლოდ იმიტომ გადამარჩინა, რომ მის ცოლზე ინფორმაცია მქონდა. -თუმცა, შემდეგ გავიგე, რომ გენერალს მისთვისაც მახე ქონდა დაგებული და მან უბრალოდ შეცდომა დაუშვა. -ანუ, მე რომ შენზე მიყვებოდა, ორი წელია დავზდევ და ვერ მოვიხელთეო სინამდვილეში ფარუქზე ყვებოდა. -კი ბატონო, სწორედ მან შემარქვა აბდული, ყველა საბუთში სახელი გადაასწორა და ის ორი აფეთქებაც მე მომაწერა. -მაშინ ამდენი ფული და ძალაუფლება აქ როგორ გაქვს? -ხომ გითხარი ნაცნობები მყავდა, რადგან ძებნილი ვიყავი სამუშაო უცებ მიპოვნეს და ახლა იარაღებს ვყიდი_მხრები აიჩეჩა ბიჭმა. -გუნდი უნდა შევკრიბო_შუბლი მოისრისა დაბნეულმა ანდრიამ. -მაშინ ეს გამოკეტილი რატომ გყავდა? -არ მყავდა, მაშინ ჩავაგდე შენ რომ გელოდებოდი, მინდოდა ისე გეპოვა, რომ მძევალი გგონებოდა, ის კი ჩუმად ინფორმაციის მოპოვებას შეძლებდა. -ანუ ჯაშუშობას აპირებდი და მიტო გინდოდა დაახლოება_გულდაწყვეტილმა ამოილაპარაკა პოლკოვნიკმა და დაწვრილებული თვალებით მომზირალ ნანოს გადახედა. -ღმერთო, ეს კაცები რა იდიოტები ხართ, ხო სულ ჯაშუშობის ხათრით ჩაგიგორდი ლოგინში. -ლოგინში ჩაუგორდიი?_სიცილი აუტყდა გაბრიელს -აუ პოპკორნი მინდა, რა წყვილი იქნებიით. -და რა? გინდა ამ ყველაფრის მერე დავიჯერო შენი? -ჯანდაბამდე გზა გქონია თუ არ დამიჯერებ. -მოიცა ჩემი გჯერა?_გაკვირვებულმა მიიდო ხელი გაბრიელმა გულთან -სიმართლე რომ გითხრა, პირდაპირ მიყვირის ჩემი ინტუიცია, რომ ბოლოს შენნაირი გულახდილი ადამიანი არ მახსოვს სად ვნახე. -მადლობთ,_თეატრალურად დაუკრა თავი გაბრიელმა, მაგრამ მალევე მოიღუშა -ხომ ხვდები, რომ ამ ისტორიას ტყუილ უბრალოდ არ მოგიყვებოდი? -ნუ ნერვიულობ, გენერლის გამოაშკრავებაში დაგეხმარებით. -არა, შენ არ გესმის_ გული აუჩქარდა გაბრიელს -გენერალს მე და ნანოც მივხედავთ, ვიცი, რომ საუკეთესო რაზმი გყავს, გთხოვ ჩემი ელენე მიპოვე, ჯერ საქართველოში ვერ ჩამოვდივარ და მის სიცოცხლეს ვერავის ვანდობ, რასაც გინდა იმას გავაკეთებ, ოღონდ ჩემი ელენე დამიბრუნე_თითქმის აცრემლებული ევედრებოდა პოლკოვნიკს და არც მას უფიქრია ბევრი. -პირობას გაძლევ_თავი დაუკრა აღელვებულ ბიჭს და დამშიდებული გაუშვა. -როგორ ფიქრობ, რა ხდება?_ფანჯარასთან მდგომ ყიფიანს მიმართა ყიფშიძემ. -არ ვიცი, მაგრამ რატომღაც მგონია ნანოს ბევრად მეტი აქვს მოსაყოლი. -ხოდა მოყვება, ხომ იცნობ ანდრიას. -საქმეც მაგაშია, რომ ასეთ ანდრიას არ ვიცნობთ, ამ გოგომ რაღაცით შეცვალა. -რისი თქმა გინდა ყიფიანი? -მოეწონა, ოღონდ სერიოზულად მოეწონა. -უბერავ? არ იცნობდე მაინც ანდრიას. -აგერ ნახავ_მძიმედ ამონასუნთქი ჰაერით გამოუშვა ფილტვებიდან ბიჭმა თამბაქოს კვამლი. უკვე მერამდენე წრე დაურტყა გამოკეტილმა ახალგაზრდა ქალმა ოთახს, აღარ ახსოვდა, აუტანლად ტკიოდა მარჯვენა ხელზე მოჭრილი ნეკა თითი. ალბათ, ამითი გაბრიელს კიდევ რაღაც საშინელებას აიძულებენო სასოწარკვეთილი ფიქრობდა. წამით არ დაუდანაშაულებია ქმარი, იცოდა როგორი გულწრფელი იყო ბიჭი და იმასაც ხვდებოდა მისთვის ყველაფერს, რომ აკეთებდა, ამიტომ მანაც ბრძოლა გადაწყვიტა, ქმრისა და შვილების გამო მთებს გადადგამდა. უკვე იცოდა რომელ დღეს, რომელ საათზე, რომელი მცველი მორიგეობდა და ისიც როდის რამდენი იყვნენ, დღეების მანძილზე ინახავდა ნივთებს, რომლებიც გაქცევისას დაჭირდებოდა, ხელით კიდევ ერთხელ მოსინჯა გადამალული ჩანგალი, დანა, თმის წვეტიანი სარჭი და მომენტს დაელოდა. სიამოვნებით გამოიყენებდა ამ არამზადა ხალხის წინააღმდეგ ნებისმიერ იარაღს. საათს დახედა, დრო გადაამოწმა, საბრძოლველად მოემზადა და თავს შემოუძახა: -აბა, ელენე, გამაგრდი, ოჯახს სჭრიდები. (9) მხოლოდ აქ ჩადიოდა მზე ასე ცივად და მშრალად, თითქოს გრძნობდა ამ ქვეყნის აუარებელ ცოდვას და არც კი ცდილობდა აქაურობა დაეთბო, სიმწვანეს მოკლებულ ქვეყანაში თითქოს ჰაერიც კი მტვრის ნაწილაკებად მოჩანდა და ადამიანს სუნთქვის სურვილს უკარგავდა, ვინ იცის რამდენი ადამიანის სისხლის სუნი ირევა ერთმანეთში, თითეული გადადგმული ნაბიჯის ქვეშ რამდენი ადამიანი დაცემულა და სიკვდილს მოახლოებულს ტკივილისგან დაუკვნესია. ღმერთმა იცის რამდენი კაცის ცოდვა დატეული ქვეყანა მასპინძლობდა ქართველ ჯარისკაცებს, მიუხედავად რამდენიმე წლიანი მშვიდობისა, თითქოს ჰაერში ტრიალებდა ომის სურნელი. მორიგეობით გამოძინების ნაცვლად პოლკოვნიკიც და მისი ტყვეც ფხიზლად იდგნენ. ანდრია თითქოს საუბრის დაწყების მიზეზს ეძებდა, ნანო კი სახეშიც აღარ უყურებდა გაბრიელის წასვლის შემდეგ, აშკარა იყო ამ ბიჭს მასზე განსაკუთრებული ზეგავლენა ქონდა, არ უნდოდა კიდევ რამე ამოეკითხა მის თვალებში. -რას მიმალავ?_ვეღარ მოითმინა ანდრიამ და ხმამაღალი შეძახილით დაარღვია სიჩუმე. -დაასკვნა_ჩაიფრუტუნა ნანომ. -არ ვიცი რატომ, ღმერთია მოწმე მართლა არ ვიცი როგორ, მაგრამ დარწმუნებული ვარ რაღაც მოხდა კიდევ, მე შენ არ გიცნობ ნანო, მაგრამ ამაში ისევე ვარ დარწმუნებული როგორც საკუთარ სახელში. -ხოდა გადაამოწმე დაბადების მოწმობაში რა გიწერია_ჩაიფრუტუნა გოგომ და სააბაზანოსკენ წავიდა მზე მოკიდებულმა ძლიერმა ხელმა რომ შეაჩერა და წამებში მოაბრუნა უკან. დაბნეულმა ახედა მამაკაცზე მიკრულმა თვალებში და მოწოლილ ვნებაზე ავტომატურად გადაეყლაპ ნერწყვი. რას უშვებოდა ეს კაცი? -ნანო, მე შენ არ გენდობი, შენ მე. -მერე? -შანს გაძლევ გამოასწორო და ბოლომდე მომიყვე სათქმელი. -ასეთ მდგომარეობაში სიმართლე რომ გითხრა მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქრობ. -ჯანდაბა, სერიოზულად გეუბნები. -მეც_ისევ თვალებში ახედა და მათში მოწოლილი ვნება მთელ სხეულზე მოედო ბიჭს. -პრინციპში სე*სისთვის ნდობა არ გვჭირდება_ამოოხვრით ძლივს მოასწრო თქმა და ამჯერად თავისი ინიციატივით წაეტანა გოგოს ტუჩებს. ექვსივემ თეთრად გაათენა ის ღამე, არც გაბრიელს ეძინა, ცრემლებ მოწოლილი იხსენებდა ელენესთან გატარებულ ბედნიერ წლებს და ვერფრით იჯერებდა მის გამო ასეთ დღეში რომ ყავდათ საყვარელი ქალი. ანდრია იპოვიდა, მართლა ჯეროდა პოლკოვნიკის და ამხელა ნდობისიც კი ეშინოდა, რომ ვერ გაეკეთებინა? სხვა გზა არ იყო, მისი და ნანოს იმედი ქონდა, იცოდა გოგო მანამდე არ მოისვენებდა სანამ თავისივე ჩადენილ დანაშაულს არ გამოისყიდიდა. ყიფიანის მორიგეობის დრო იყო გამთენიის ექვსზე ტელეფონის ხმა რომ გაისმა და ყიფიანიც ცოცხლად წამოხტა ფეხზე. ფრთხილი ძილი უკვე სისხლში ქონდა გამჯდარი. -ანდრიაა? -ანდრიაა. ერთ საათში გავდივართ_თავშესაფრის დასუფთავება დაიწყეს ბიჭებმა, იგივე ხდებოდა ჯაბასთან და ნათიასთანაც, ქალის თბილი ჩახუტება დროებით გადადო კერესელიძემ და წამებში წამოფრინდა ლოგინიდან. ოცი წუთის დაშორებით იყო ქალაქიდან შეხვედრის ადგილი. თვალები გაუფართოვდათ რაზმის წევრებს ნანოს გარეშე მისული რომ დაინახეს ანდრია. -გაიქცა?_წარბები შეეჭმუხნა ყიფშიძეს. -რა თქმა უნდა არა, იდიოტი ხომ არ გგონივარ, წამით არ მომიშორებია თვალი._არც ანდრიას დაუკლია გაბრაზება. -მეგონა....... -არ ვიცი შენ რა გეგონა, მაგრამ აქ იმაზე სერიოზულადაა საქმე ვიდრე გგონიათ, ამიტომ ყველასგან სერიოზულობას მოვითხოვ_ხმა გაყინვოდა პოლკოვნიკს. -რა ხდება ანდრია?_ნათია როგორც ყოველთვის სიმშვიდეს ინარჩუნებდა. -მოვლენ და ვისაუბროთ_ სანთებელა აათამაშა ბიჭმა და საათს დახედა. ათი წუთი მოუწიათ ლოდინი, შემდეგ კი ხრიოკ გზაზე ჯერ მანქანის ხმა, შემდეგ უკვე თავად მანქანა გამოჩნდა და ანდრიაც შესახვედრად მოემზადა. რაზმი გაოცებული თვალებით უყურებდა მანქანიდან გადმომავალ ნანოს, რომელსაც უკან მათთვის ცნობილი აბდული გადმოყვა. -ახლავე მითხარით ორივე რატომ არ უნდა გავასაღო_იარაღ მომარჯვებული იდგა ყიფშიძე. -გიორგი სისულელეს მოეშვი და იარაღი დაუშვი_მობეზრებული სახით, თუმცა მკაცრად ამოილაპარაკა პოლკოვნიკმა და გაბრიელს ხელი ჩამოართვა. -გაიცანით, ეს საქართველოს შეიარაღებული ძალების, ერთ-ერთი ოცეულის მეთაური კაპიტანი გაბრიელ ლოლაძეა._გასაგებად აუხსნა ყბა ჩამოვარდნილ ხუთეულს. -აი ახლა მართლა ვეღარაფერი გავიგე_ორივე მხარეს ავლებდა თვალს ყიფიანი. საუბარი დიდხანს გაგრძელდა, ყველაფერი დეტალებში მოყვა გაბრიელმა, ნათიამ მის მონაყოლში სიმართლე მალევე დაინახა, ყიფიანი და ყიფშიძე კი, ჯერ ისევ უნდობლად უყურებდნენ. ბინდდებოდა დაშლა რომ გადაწყვიტეს, ცოტა ხნით ანდრიამ რაზმთან ცალკე გასაუბრება გადაწყვიტა და ყველა მანქანაში ჩაჯდა. -ანუ რას ვშვებით_ვერ ისვენებდა ჯაბა. -ელენე უნდა ვიპოვოთ, ხვალ ხომ მივფრინავთ?_ნათიას გადახედა ანდრიამ და მისგან საპასუხო თავის დაქნევა მიიღო. -გენერალს ვღალატობთ_ყიფიანის სიტყვები განაჩენივით ჟღერდა. -როგორც ჩანს მან თავიდანვე გვიღალატა, მამალაძე მოგვიკლა_განრისხებულმა გადახედა ყიფშიძემ. -ანდრია, ნანოს არ ვენდობი_გულახდილად თქვა თავისი გასაჭირი ყიფიანმა ანდრიასგან კი ამოხვნეშა და თავის დაქნევა მიიღო პასუხად -არც უნდა ვენდოთ. ღამე ისევ რიგრიგობით მორიგეობდნენ, ნათიას სმენის დროს ჯაბაც რჩებოდა და პირიქითაც ჯაბას დროს ნათიაც, არც ანდრიას ეძინა, მაგრამ ჩუმად მიწოლილი ღიმილით უსმენდა მოლაპარაკე წყვილს და შიგადაშიგ შეკავებულ ნათიას ხითხითს, გული წყდებოდა ნათიამ მასთან რომ ვერ ნახა ის ბედნიერება რასაც ეძებდა, ვერ შეძლო ანდრიამ ის საკმარისი სითბო მიეცა, სამაგიეროდ ახლა იყო ბედნიერი და ანდრიასაც უხაროდა, ეს გოგო ყველაფერ საუკეთესოს იმსახურებდა. -ნერვიულობ?_ნანო მიუჯდა გვერდით. -საიდან მიხვდი რომ არ მეძინა? -ვნახე გუშინ როგორც გეძინა, მხოლოდ მაშინ გაქვს სახე და წარბები მოშვებული და მშვიდად სუნთქავ, ახლა ისევ შეკრული გაქვს და შენს სუნთქვას დაძაბულობა ეტყობა. -არ მეგონა ჩემს სუნთქვას თუ აკვირდებოდი_ჩაეცინა კაცს. -უბრალოდ კითხვაზე მიპასუხე_ცხოვრებაში პირველად გაწითლდა ნანო და მაშინვე მოარიდა კაცს სახე. -მე არასდროს ვნერვიულობ_ფეხზე წამოდგა კაცი და წყლის შესასხმელად გავიდა. ორი დღე დარბოდა გენერალი განყოფილებაში და ნაცნობებს ეძებდა ვისთვის შეეძლო რამე დაევალებინა, უკვე რამდენიმე საათში დაბრუნდებოდნენ და რამეს თუ არ მოიფიქრებდა მთელი მისი კარიერა და ბიზნესი განადგურდებოდა. ბოლოს მაინც იპოვა საჭირო კაცი, ისიც დაშანტაჟებითა და მოტყუებით დაითანხმა ამ მხდალობის ჩადენაზე და უკვე გაღიმებული სახით დაელოდა კაბინეტში წამომჯდარი შედეგის გაგებას. ანდრიას თხოვნით გაბრიელი ისევ ავღანეთში დარჩა, ჯერ შენი ჩამოსვლა ადრეა ელენეს მე გიპოვიო დაპირდა პოლკოვნიკი და აბდულად წოდებულიც ოდნავ დამშვიდებული დარჩა ისევ უცხო ქვეყანაში. უკვე რამდენიმე საათი იყო სამშობლოსკენ მიფრინავდნენ, ნანოს გული ყოველი წუთის გასვლასთან ერთად უფრო მონდომებით ფეთქავდა და ერთი სული ქონდა მონატრებული ჰაერი ჩაესუნთქა. -ნერვიულობ?_ნაცნობი შეკითხვა დაუსვა ანდრიამ. -მე არასდროს ვნერვიულობ_სიცილით უპასუხა გოგომაც. ყიფიანი თავის იარაღს არ უშვებდა ხელს და მტვრის ნაწილაკებს აცილებდა, ნათია და ჯაბა ერთად თვლემდნენ, ყიფშიძე კი ნანოს ათვალიერებდა შიგადაშგ. მთქნარებაზე გადავიდა ნანო მოწყენილობისგან რაციაში შეშინებული პილოტის ხმა რომ გაისმა. -ჯარისკაცებო, იმედია პარაშუტის გამოყენება იცით, არა? (10) რამდენიმე საათით ადრე: -გეგმა მაქვს_კაბინეტის კარი შემოუგლიჯა გიამ გენერალს. -აბა გამანათლე_ამოიხვნეშა კაცმა. -საჭირო ნაცნობები მყავს, თვითმფრინავს დავაზიანებთ. -მაგრამ, თუ ავღანეთის ტერიტორიაზე ქართული ჯარისკაცებით სავსე თვითმფრინავი ჩამოვარდა სამშვიდობო ზონა აღარ ერქმევა და ეს უკვე პოლიტიკოს შეცვლაა, ცოტა შორს წაგვიყვანს. -არა გიორგი, არა, ჩვენს ტერიტორიაზე. -ეგ როგორ? -ტექნიკოსებს ზეთი გამოვართვი, რომელსაც ბენზინის ავზის მოხვედრის შემდეგ ცოტა დრო ჭირდება რომ დაილექოს და ძრავის მუშაობას ხელი შეუშალოს_წარბები აუთამაშა კაცს. -ვინმე ჩვენზე გამოვა? -რასაკვირველია არა, დამწყები ხომ არ გგონივარ?_წარბები შეჭმუხნა გიამ ვითომ შეურაცყოფაზე. -კარგი, ჩემები გაიგებენ როდის მოფრინავენ და მოაგვარე. -ხო, იმედია მაგას მაინც გაიებენ_ირონიულად გაუცინა მინისტრის მოადგილემ და კაბინეტი დატოვა. -დამპალი ნაბი*ვარი_გამწარებულმა ჩაიდუდღუნა გიორგიმ და ტელეფონი მოიმარჯვა დასარეკად. -პარაშუტიი? ხუმრობთ ხო?_ლამის ტირილის პირას იყო ნანო მისული. -რა მოხდა მერე?_გაკვირვებულმა გადმოხედა უკვე მზად ყოფნაში ანდრიამ, რომელიც ბოლო თასმას იკრავდა პარაშუტის ჩანთისას. -მე .... მე ...ჯანდაბა,_თავი ხელებში ჩარგო გოგომ. -სიმაღლის შიში აქვს_სიცილი აუტყდა ყიფიანს და ლამის ჩაიკეცა -ქალი, რომელიც სპეციალური განყოფილების ქვედანაყოფიდანაა, სპეციალური მომზადება აქვს გავლილი და ათასი გამოცდილება ჩაბარებული სიმაღლის შში აქვს. ირონიაა. -თვითმფრინავიდან გადმოხტომა გამოცდაში არ შედის. -აბა როგორ დაფრინავ?_შეწუხებული სახე ქონდა ანდრიას. -აფრენისას თვალებს ვხუჭავ და მერე მთელი ფრენის მანძილზე ფანჯარას არ ვეკარები_ისე საყვარლად ჩიბუზღუნა ტუჩებ ამაბზუებულმა, სიმწრის ნერწყვი გადაყლაპა ანდრიამ და ჩახველებით აიძულა თავი კოცნისგან შეეკავებინა. -რა ვქნათ_ნათიამ გადახედა დანარჩენებს. -მე მივიკრავ_გამამხნევებლად გაუღიმა ანდრიამ და მეორე პარაშუტი აიღო. -რას მიიკრავ? -რას არა ვის, შენ. -გაგიჟდი? მოვკვდები აქედან რომ გადავხტე. -ამდენი რამ იმისთვის გამოიარე აქ რომ მოკვდე? მერე გენერალი? გაბრიელი? ელენე?_ზუსტად მოარტყა ანდრიამ, სახელების გაგონებაზე სახე მოეღუშა ნანოს და თანხმობა ანდრიასთან მისვლით გამოხატა. თასმები მაგრად შეუკრა ანდრიამ და რიგში ბოლობი ჩადგნენ. -ყველაფერი კარგად იქნება_სახეზე მოეფერა აღელვებულ გოგოს როცა მარტო დარჩნენ. -სიმართლე გითხრა?_ბიჭის თავის დაქნევაზე მორცხვად აუწითლდა ღაწვები და გააგრძელა -შენთან როცა ვარ არაფრის მეშინია. ათასი შეგრძნებით შეიბოჭა პოლკოვნიკი, ისეთით ცხოვრებაში რომც არ უგრძვნია, თავიდან ფეხებამდე დაუარა სიამოვნებამ, ჭიანჭველები დაუცოცავდნენ მთელ სხეულზე, თვალები აენთო და აღარც უფიქრია რა მოყვებოდა ისე დააცხრა ნანოს ტუჩებს. როგორც შეეძლო გაიხანგრძლივა სიამოვნება და სრულიად გაითიშა ნანომაც რომ შეუცურა თმებში ხელი, მეორეთი კი სახეზე მოეფერა. -გადახტომისას მთელი ძალით მიგიხუტებ, რაც კი ძალა გაქვს ხელები მომხვიე, სახე ჩამალე და თვალები არ გაახილო, კარგი?_ძლივს მოწყვეტილ ტუჩებზე დაჩურჩულა და მანაც თავი დაუქნია. როგორც უთხრა ისე მოემზადა, სახე მის გულში ჩამალა და მთელი ყურადღება საყვარელ გულისცემას დაუთმო. საყვარელ გულისცემას? გაიმეორა საკუთარი ფიქრები და იმდენად არეული იყო ძლივს გაიგო გადახტომა. ანდრიას გული ოდნავ აჩქარებით ცემდა, მთელი ძალით უჭერდა ქალს ხელებს და ვერავითარი ძალა აიძულებდა გაეშვა. პარაშუტის გაშლის შემდეგ უკვე ნელნელა კვეთდენ ჰაერის მასებს, ჩამალული სახე ეწვოდა ნანოს ბიჭის კანთან ასე ახლოს ყოფნისგან. -გაახილე_სასიამოვნოდ ჩაესმა ყურშიანდრიას ჩურჩული და ფიქრებიდან გამორკვეული მიხვდა, რომ უკვე მიწაზე იდგა მყარად. ცოტა გულისწყვეტა ორივემ იგრძნო ხელის გაშვება რომ დაჭირდათ, მაგრამ რატომღაც არცერთმა შეიმჩნია. -ვინმემ ვიცით სად ვართ?_რაზმს გადახედა პოლკოვნიკმა. -ნუ, ტყეში_სიცილით მიმოიხედა კერესელიძემ. -ჭკვიანო_ფერდში მიარტყა სიცილითვე ნათიამ. -რაღაც ზედმეტად მხიარულები ხართ იმის გათვალისწინბით, რომ მოსაკლავად დაგვზდევენ_ირონიული ღიმილით ჩაუშალა ანდრიამ მხიარულება მეგობრებს და მათ დაჭყანულ სახეებზე ამჯერად თვითონ გაიცინა. -ორი კილომეტრია გზამდე, 10 კილომეტრში ყვარელია. -მოიცა კაცო კახეთში ვართ? -კი ჯო_სიცილით დაკეცა ყიფიანმა ჯიპიეს მოწყობილობა. -კარგი, გზამდე გავიდეთ მთავარია_რუგზაკი მოიგდო ანდრიამ და ხელით წინ წასვლა უბრძანა ჯარისკაცებს. ნავარჯიშებსა და ფორმაში მყოფებს ორი კილომეტრის გავლა არ გაჭირვებიათ, მაგრამ გზა რომ უკაცრიელი აღმოჩნდა და არც სოფელი მოჩანდა სადმე აი მაშინ ამოიხვნეშეს. არაუშავდა თუ საჭირო გახდებოდა ყვარელამდეც ფეხით ჩავიდოდნენ, ცოცხლები იყვნენ მთავარია. -წამოსვლამდე რაზეც ვისაუბრეთ მოაგვარე?_ჩურჩულით კითხა ანდრიამ -რასაკვირველია_ღიმილით გადმოხედა ყიფიანმა და თვალი ჩაუკრა. -როგორ გიკითხოთ ბატონო გია_გასაკვირად გაცინებული შეიჭრა გენერალი მინისტრის მოადგილის კაბინეტში. -რამ გაგახარა?_საპასუხოდ დაუბღვირა კაცმა. -როგორც ჩანს მხოლოდ მე არ მყავს უმაქნისები არა?_ეცინებოდა გენერალს. -ხოდა ეგ უმაქნისები იქნებიან მიწას რომ გამოგითხრიან, მე ჩემი ვცადე_ხელები თეატრალურად გაშალა კაცმა. -მხოლოდ მე? არა შენც გამოგითხრიან. -ხომ ხვდები, რომ ტყუილად მემუქრები? ჩემზე არაფერი გაქვს შენი სიტყვის გარდა ბატონო გენერალო, შენ კი ამხელა ჩაძირვის შემდეგ არავინ დაგიჯერებს, მითუმეტეს მტკიცებულების გარეშე_აქეთ ჩაიცინა გიამ და ირონიული სახით გახედა სახეზე ღიმილ შემხმარ გიორგის. -ნაბი*ვარო_ განრისხებული სახით წამოიმართა გენერალი, მაგრამ რომ გაახსენდა სად იყო და ოგორ სიტუაციაში მაშინვე ეცადა თავი ხელში აეყვანა. -ხოდა არ დავინახო ამ ნაბი*ვართან კიდევ ერთხელ მოხვიდე რაიმე პრობლემით, კარგად იყავი_თვალი ჩაუკრა კაცს და კარისკენ მიუთითა. -მე შენ გიჩვენებ როგორ უნდა დაკიდება და გამოგდება_გამწარებული აგრძელებდა მუქარებს დერეფანში მიმავალი კაცის სილუეტი და ვინ იცის ვის რას უქადდა. (11) ოქტომბრის დასაწყისში უკვე საკმაო სიცივე იყო ტყეში, ნანო ვერც წარმოიდგენდა ასეთი ტყეები საერთოდ თუ არსებობდა საქართველოში, ყველაფერი ველურ ბუჩქებს გადაეფარათ, ერთგან გველსაც კი შეხედა და კივილით შეახტა სიცილისგან წელში მოხრილ ანდრიას, ამინდიც ხელს უწყობდა ხასიათს, სუსტად ანათებდათ მზე და მათ გათბობას სულ ტყუილად ცდილობდა, ბევრი ისაუბრეს გზაში, ბევრიც იცინეს, არ ეგონა ანდრიას ნანოს ასეთი ხასიათი თუ ექნებოდა, მაგრამ გუმანით ხვდებოდა, რომ რაღაც მაინც არ იყო რიგზე. ერთი საათიც და მისმა საათმა წკიპინი დაიწყო. -რა ხდება? -ცხრა საათია_მაშინვე შედგა ანდრია და ირგვლივ მოათვალიერა გარემო. -მერე რა? -დაღამდა და გზას ვერ გავაგრძელებთ, აქ გავჩერდეთ. -გავიყინებით ანდრია. -ჩემს გვერდით, კარავშ, ჩახუტებული და გაიყინები?_ღიმილით მიუახლოვდა ანდრია და ზემოდან დახედა -დარწმუნებული ხარ? -არააა _ბიჭის მზერისგან შეცბუნებულმა ამოიოხრა და ხელები ერთმანეთს გადააჭდო, ღმერთო, ამ ბიჭთან ვერც თამაშობდა, ვერც იტყუებოდა, საერთოდ ავიწყდებოდა ყველაფერი. -ხოდა კარავის გაშლაში მომეხმარე_ტუჩის კუთხეში აკოცა გაბრუებულ გოგოს და ხითხითით მოიხსნა ჩანთა. -როდის მერე დაგაქვთ კარავი? -რამდენიმე თვეა წესები შეგვეცვალა. -მომწონს ახალი წესები_უკვე კარავში მყუდროდ მოკალათებულმა და ანდრიაზე მიხუტებულმა თქვა. -ვეცადოთ ცეცხლი ჯერ არ ჩაქვრეს, ეჭვი მაქვს მგლები იქნება აქ. -რა იქნებაა? -ხო აბა ვერ მიხვდი? ქალქიდან მოშორებულია, მაგრამ ცენტრალურ გზასთან ახლოს ვართ და იქნებ არ ჩამოვიდნენ ჩვენამდე. -ვაიმე დედიკო_კისერი დაიზინა ნანომ. -არ მითხრა მეშინიო. -არაა, როგორ გეკადრება ანდრია, შუა ტყეში მგლებისგან დაგლეჯვის რატომ უნდა გეშინოდეს ადამიანს? -როცა ჩემს გვერდით ხარ არაფრის არ უნდა გეშინოდეს_სასწრაფოდდაწვდა გოგოს ტუჩებს და წამში დაავიწყა მთელი ქვეყნიერება. -ასე ნუ გარბიხარ, ჯერ კიდევ არ შეიძლება შენთვის, დამელოდე მაინც_აქოშინებული მიზდევდა ჯაბა ნათიას. -ღმერთო ქალივით წუწუნებ, მგონი როლები გავცვალეთ_სიცილი აუტყდა გოგოს. -ბევრს ლაპარაკობ_მაშინვე შეუტია კერესელიძემ და აწიკწიკებულ საათს დახედა. -ცხრა შესრულდა. -კარგი, შენ კარავი მე შეშა. -ნათია, თავს მიხედე და ბოდიალს თავი დაანებე, ფიჩხებს მე მოვძებნი, შენ აქ იჯექი, ცეცხლს დავანთებ და კარავსაც გავშლი. -ეს ის მომენტია, როცა ასეთ გათამამებაზე ხმას არ ამოვიღებ_სიცილით აკოცა ბიჭს ტუჩებზე და შოკოლადი ამოიღო ჩანთდან შესახრამუნებლად. 11 საათისთვის უკვე ყველა კარავში ისვენებდა, წყვილებს ისე ჩაეძინათ ალერსში ვერც კი შეამჩნიეს, ანდრიას თითოეული ტოტის გატკაცუნებაზე ეღვიძებოდა ისე იყო სიფრთხილეს მიჩვეული, თუმცა ნანოს თმის ტკბილ სუნში მალევე ბრუვდებოდა. მხოლოდ ყიფიანი იჯდა კარავთან მობუზული და მომხდარზე ფიქრობდა, როდესაც საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ ქვეყნისთვის ემსახურა გენერალს ბოლომდე ენდო, მათთვის ღმერთივით იყო, იტყოდა, ესენი აკეთებდნენ, 9 წელი გაატარეს ამ სიამტკბილობაში და ერთხელაც არ გაჩენიათ ეჭვი, ასე როგორ გამოეპარათ? იმას აღარ უშვებდა, რომ გაბრიელი და ნანო ტყუოდნენ, მართალია ეს გოგო არ მოსწონდა, მაგრამ ზედმეტად ბევრი რამ არ ემთხვეოდა ერთმანეთს, ამ ამბავს კი ასე არ დატოვებდა, ქალს ყოველთვის დაიცავდა, ვერც კი ფიქრობდა გაბრიელი რა დღეში უნდა ყოფილიყო ცოლის გამო, ამიტომ დარწმუნებული იყო ელენეს დააბრუნებდა და ამისთვის ყველაფერს გააკეთებდა. დილით ექვსივე ზუსტად 7 საათძე გაუდგა ისევ გზას და ყიფიანმა და ყიფშიძემ მალევე შეხედეს პატარა სოფელს, თავისიანებთან დარეკვას აზრი არ ქონდა, ამიტომ ნაცნობები მოიძიეს და დედაქალაქისკენ გაეშურეს, გზადაგზა დანარჩენი ოთხიც შეუერთდა და გზაში გამოძინებაც მოასწრეს. -ყველა ადგილზეა_თბილისში შესულები იყვნენ ყიფიანმა რომ გადაუჩურჩულა ანდრიას და მანაც ღიმილით დაუქნია თავი კარგიო. უამრავი ხალხი ირეოდა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ჟურნალისტებით იყო სავსე ყველაფერი, ახალ საკბილოზე მოეკრათ ყური და მოუთმენლად ელოდნენ მოვლენების განვითარებას, შორიახლოს ასაკიანი ქალი ხელების ზელვით გადი-გამოდიოდა და ნერვიულად კრავდა წარბებს, ასეთ ალიაქოთში მარტოდმარტო იდგა და თითქოს სულაც არ ეკუთვნოდა ამ სამყაროს. ათი წუთიც იქნებოდა გასული დიდმა ჯიპმა რომ შემოუხვია და იქედან 6 ჯარისკაცი რიგრიგობით გადმოვიდა, წელში ამაყად გასწორებულები, თავ აწეულები მიიწევდანენ შესასვლელისკენ და ყურადღებას არავის აქცევდენენ. -ნანოოო_ტკივილით სავსე ხმამ გაკვეთა ჰაერი და მთელი ძალით დაეჯახა ერთ-ერთ ჯარისკაცს. -დედა, დედიკო_ცრემლებ წამოსული იკვლევდა ჟურნალისტებში გზას ნანო და საყვარელ სხეულს ეძებდა, როგორც იქნა იპოვა კიდეც და მთელი ძალით მოეხვია. -ჩემი დედიკო, როგორ მომენატრე დე, ღმერთო როგორ განერვიულე, როგორ დასუსტებულხარ, თმა გაგთეთრებია, ეს რა გიქენი დედიკო_მოთქმით ტიროდა ნანო და დედას კისერზე ეხვეოდა. -შიგნით შევიდეთ_საყვარელი ხმა მოხვდა ყურს და დედაზე მოხვეული წაიყვანა ანდრიამ დედა-შვილი შენობისკენ. -ასეთი ამბავი რატომაა?_გაკვირვებულმა უჩურჩულა გოგომ ანდრიას. -უკვალოდ ვერ გაქრები თუ ყველას შენი სახელი ეკერება პირზე_თვალი ჩაუკრა ბიჭმა გაცისკროვნებულ ნანოს და მისი სახის შემხედვარემ ღიმილი ვერ შეიკავა. თავი დაუკრა ჩუმად ბიჭებს და გენერლის კაბინეტისკენ გაუყვა გზას. -გენერალო_დაკაკუნების შემდეგ სამხედრო სალამით გაეჯგიმა გიორგის და მარჯვენა ხელის თითებით ოდნავ შეეხო საფეთქელს. -თავისუფლად პოლკოვნიკო_ღიმილით წამოდგა გენერალი და გახარებული მოეხვია. -მიხარია კარგად რომ ხარ. -დარწმუნებული ვარ_მანაც გაუღიმა საპასუხოდ და უაკნ მიბრუნდა კარის ჩასაკეტად. -ანდრია?_გაკვირვება ჟღერდა გენერლის ხმაში. -სერიოზული საქმე მაქვს და ვერ მოიცდის. -კარგი, ვისაუბროთ_დიდი ნერწყვი გადაყლაპა გიორგიმ. -ბატონ გაბრიელს შევხვდი, აბდულად წოდებულს, საკმაოდ საინტერესო ისტორიები მომიყვა. -მაინც რაო?_ჯერ კიდევ ინარჩუნებდა მშვიდ ტონს კაცი. -წარსულში მომხდარი ამბები, მისი ცოლი, ექიმი, მოკლედ ბევრი რამ, ის კი დაავიწყდა პოლკოვნიკს მისი რაზმის გადასარჩენად ყველაფერზე წასვლა რომ შეუძლია. -ვერ მივხვდი? -გენერალო, მე აქ იმიტომ ვმუშაობ, რომ თქვენი მჯერა, გენდობით, ათი წელია თითქმის ერთად ვიბრძვით მისნაირი ტერორისტების დასაჭრად, ეგონა ნახევარ საათიანი მონაჩმახით ამამხედრებდა თქვენს წინააღდეგ. რასაკვირველია დავთანხმდი, მაგრამ იმიტომ, რომ მისი ნაბიჯები ვიცოდეთ. -ვიცოდი, რომ იმედს არ გამიცრუებდი ანდრია_მხრებში გასწორდა კაცი -მხოლოდ ერთი პრობლემაა. -გისმენ_წამსვე წამოიმართა გენერალი. -აქ ჩამოსვლა ვერაფრით ვაიძულე, მხოლოდ ცოლი ეკერა პირზე და ბოლოს მივხვდი, მხოლოდ იმ შემთხვევაში მოვიხელთებთ, ცოლი თუ გამოჩნდება. -მაგით რისი თქმა გინდა? -ელენე უნდა ვიპოვოთ გენერალო, თუ გავაგებინებ შენი ცოლი გავათვისუფლეთქო მაშინვე გადმოფრინდება და აეროპორტშივე ავიყვანთ. -სატყუარა რომ შევუგდოთ? -ვცადე და მტკიცებულება მომთხოვა_მობეზრებულმა აიქნია ანდრიამ ხელი. -ჩემგან რა გინდა? -ელენეს პოვნაში დამეხმარეთ, თქვენნაირი კავშირები არავის აქვს, მე რომ თვეები მოვუნდები, თქვენ ორ დღეში იპოვით. -გასაგებია_დაფიქრებულმა დაუქნია გენერალმა თავი. -მაშინ მე წავალ, თუ სიახლე იქნება გამაგებინეთ_თავი დაუკრა უფროს და ჩაფიქრებული დატოვა კაბინეტში. დერეფანში ისევ ბევრი ხალხი ირეოდა, ნანო დედას ვერ შორდებოდა, რაზმი კი პოლკოვნიკს უცდიდა, მანაც თავი დაუქნია ღიმილით და მათაც მშვიდად ამოისუნთქეს. ახლა ლოდინიღა დაჩენოდათ. უკვე შენობიდან გადიოდნენ ნანოს ხმა რომ დაეწია -ანდრია, ანდრია..... -გისმენ ნანო_მაშინვე მოუბრუნდა და მეგობრებს გადახედა, ისინიც მიხვდნენ და წყვილი მარტო დატოვეს. -მინდოდა მადლობა მეთქვა, შენ რომ არა არ ვიცი რა იქნებოდა, გმადლობ, მთელი ცხოვრება შენთან ვალში მიქნები, ჩემი სამყარო დამიბრუნე და იმ კოშმარს ნაწილობრივ მაინც მოვშორდი. -არაფერია ნანო, სიმართლე რომ გითხრა ჩემს საქმეს ვაკეთებდი_ძლივს მოახერხა გაღიმება. -ვიცი, მაგრამ მაინც, რაცარუნდა მოხდეს, გახსოვდეს, რომ ჩემთვის სწორედ ის გმირი ხარ, რომელთა არსებობაშიც ეჭვი ეპარებათ. ოდესმე შევხვდებით, არა?_უკვე ტირილ შეპარული ხმით დაასრულა წინადადება. ანდრიას სხეულში კი კაცმა არ იცის რა ხდებოდა, გოგოს ნათქვამზე ადგილს მიეყინა, განძრევას ვერ ახერხებდა, ეს რაღაც განსხვავებული შეგრძნებები საოცრად მოსწონდა, ბოლო სიტყვები კი განაჩენივით ჟღერდა და ტვინს საერთოდ ურევდა. მწარედ გაეღიმა და გოგოს ლოყაზე მოეფერა: -ოდესმე შევხვდებით. დალურჯებული და დასისხლიანებული ეგდო ქალის სხეული ბნელ და შმორიან სარდაფში, რამდენიმე დღის უჭმელი, სრულიად დაუძლურებული იწვა ცივ ბეტონზე და ადგომის თავიც არ ქონდა, უკვე რამდენიმე დღე იყო ისე ახველებდა თითქმის თავს არ ადებინებდა ძირს. ნეტავ ახლა ენახა მის ქმარს, ალბათ ტკივილისგან შეიშლებოდა, სადღა იყო ის ხალისიანი და ლამაზი ელენე, რომელიც გაბრიელს შეუყვარდა, ახლა განადგურებული, დალეწილი ქალი, მხოლოდ ძველი ელენეს აჩრდილად ქცეულიყო და ამის შესაჩერებლად საკუთარი ძალებით უკვე ვეღარაფერს ახერხებდა, სასწრაფოდ ვინმე ჭირდებოდა დასახმარებლად. (12) ორი დღე ანდრიასთვის სრულ სიწყნარესა და სიჩუმეში გავიდა, სამზარეულოში საკვები მოიმარაგა, სწრაფი ჩემოდანი გადაანახლა, ცოტა დალია, ფეხბურთს უყურა და უმეტესი დრო მაინც ფიქრს დაუთმო. რასაკვირველია ნანოზეც ფიქრობდა, მაგრამ გუმანით ხვდებოდა აქ რაღაც სხვა ამბავი იყო დამალული, ინტუიცია კი არასდროს ატყუებდა, მხოლოდ გაბრიელის მოსაცილებლად არ გააგზავნიდა ერთ ნანოს, ან მისი მოცილების ბრძანებაც რატომ გასცა? იმის შიშით გაბრიელის ისტორია არ მოყვესო? არაა, აქ კიდევ რაღაც იყო, გაბრიელს არავინ მოუსმენდა და დაიჯერებდა. გენერალს უცდიდა, იცოდა ადრე თუ გვიან ელენეს მისამართს გამოსტყუებდა და დღეში რამდენჯერმე ამოწმებდა ტელეფონს. მესამე დღეს მამალაძის დაკრძალვა იყო. ვერც კი იჯერებდა, მისი გარდაცვალებიდან მეექვსე დღე იყო უკვე გასული, დღეს კი ძმის სასახლე უნდა აეწია და სამუდამოდ მიწაში დაეტოვებინა. შავი პერანგით შემოსილი გავიდა სახლიდან და მეგობრის სახლისკენ წავიდა. რაც იქ საცოდაობა დაინახა წამით ისიც კი ინატრა რატომ მოვედიო, ნია შეწუხებამდე მისული იჯდა ჭირისუფლად, სახე გათეთრებოდა, წამოდგომის ძალაც აღარ ქონდა, სახე ერთ მიმიკაზე შეყინვოდა, ანდრიამ როგორც კი შეაბიჯა, მაშინვე დაინახა. -ანდრიაა_ისევ ცრემლები წასკდა ქალს და ხელები გაიშვირა. -დამშვიდდი ნია, შენთან ვარ, მაპატიე, რომ გასაჭირში მომიწია შენი მიტოვება. -ჩემი არავის ესმის ანდრია შენს გარდა, ის ხომ შენი ძმაც იყო, ასე როგორ მომექცნენ. -დაისჯებიან ნია, პირობას გაძლევ ვერ გამოძვრებიან._გულში ჩაიკრა აქვითინებული ქალი და ცხოვრებაში პირველად წამოუვიდა თავადაც ცრემლი. სახლში მისული იმდენად დამძიმებულად გრძნობდა თავს, ვერაფრით მოისვენა. ბოლოს მიხვდა და კარადის უჯრიდან სასმელი გამოიღო. ნახევარ საათში დაბარებულებივით შემოეჭრნენ რაზმის ხუთივე წევრი. უთქმელად მოიყუდა ყველამ მოტანილი სასმელიც და თითქოს ყველა ნათიას ცრემლებში დებდა თავისას. -წითელი ზარია_ თვალებ გაფართოებულმა ამოილაპარაკა ყიფიანმა აზუზუნებულ ტელეფონს რომ დახედა. -ჩემთანაც_აყვა ნათიაც. -ყველასთანაა_ფეხზე წამოდგა ანდრია და სამსახურის დაცული ტელეფონიდან გადაურეკა გიორგის. -გისმენთ გენერალო. -................... -გასაგებია, ველოდები შეტყობინებას. გათშული ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო და უკვე ფეხზე წამომდგარ მეგობრებს გადახედა. -გავდივართ, მაგრამ შენი იარაღი დაგვჭირდება_წამში მიხვდა ნათია -მხოლოდ 45-იანი მაქვს თან. -ოთახში ყველაფერია_თავით კარისკენ მიანიშნა და თვითონ სააბაზანოში შევიდა გამოსაფხიზლებლად. რამდენიმე დღით ადრე: იარაღებ მომარჯვებული ელენე კარის უკან დაიმალა ნაბიჯების ხმა რომ გაიგონა. გაღებულ კარში ერთ-ერთი მცველის ფიგურა გამოიკვეთა, შემართული იარაღიანი ხელი მაშინვე აუკანკალდა ელენეს, ის ხომ მკვლელი არ იყო, ამიტომ იქვე დადებულ ღამის ნათურას სტაცა ხელი და მთელი ძალით დააფშვნა კაცს თავზე, მცველი წაბარბაცდა, თავზე ხელი მოიკიდა და უგონოდ გაიშხლართა იატაკზე. -ესეც შენ_გახარებულმა ჩაიხითხითა ქალმა და კატის ნაბიჯებით გაიპარა დერეფანში, მისდა გასაკვირად, გზად ერთი მცველიც კი არ შეხვედრია, მშვიდობიანად მივიდა კარებამდე და ღრმად ამოისუნთქა. რამდენიმე წუთში მისი ტანჯვაც დასრულდებოდა, ქმარი და შვილები ელოდნენ, ამიტომ სად იყო დაოვნების დრო, სწრაფად სწვდა კარს, გამოაღო და ის იყო გარეთ გადიოდა სიგნალიზაცია მთელ ხმაზე რომ აყვირდა. -ჯანდაბა, აი რატომ ყავდათ ერთი მცველი შიგნით_ატირებულმა ჩაილაპარაკა და მაინც გაიქცა მთავარი შემოსასვლელისკენ. ვინ დააცადა? შუამდეც არ იყო მისული ხელი რომ სტაცეს და უკან სახლშივე შესვეს, ერთ-ერთმა სიგნალიზაცია გამორთო ყურის წამღებად რომ გაკიოდა, მეორემ კი მთელი ძალით გაარტყა ქალს და იგრძნო კიდევაც ოგორ გაუსკდა ტუჩი. -ვერ შეირგე წესიერი მოპყრობა არა?_კიდევ ერთ დარტყმაზე ძირს დავარდა და აღაც ქონდა ადგომის თავი. -ნება შენია, როგორც ჩანს სარდაფის ნახვა გინდოდა_ირონიული სიცილით ამოილაპარაკა მცველმა და დალურჯებული ქალს კართან მიყვანილს კრა ხელი. ხუთი საფეხური ვარდნით ჩაიარა ელენემ და სარდაფის ცივ იატაკზე გონება დაკარგული დავარდა. -დაჩაა თუ თეთრი სახლი, რა ამბავია ამდენი დაცვა_ყურში ესმოდა ანდრიას ნათიას ბუზღუნი და აქოშინებული ხმა, რაზმი პოზიციებს უკავებდა. ახლომახლო არც სახლი იყო სადმე, არც რამე შენობა, ამიტომ დღის ხუმრობა ხეზე შემომჯდარი ყიფიანი გახდა. ანდრია მარტო უნდა შესულიყო მთავარი კარიდან, წესით მამალაძე იყო მისი პარტნიორი, ის მამალაძე, დღეს მიწას რომ მიაბარა, იმის გამო რომ ვერ დაიცვა. თავის გაქნევით ეცადა ფიქრების მოცილებას და იარაღი მოიმარჯვა. -ყველა ადგილზეა?_ჩუმად ჩაჩურჩულა მიკროფონს. -ადგილზე ვართ_ყველასგან მოისმინა პასუხი და კარის საკეტს პატარა ასაფეთქებელი ჩაუდო. -ყიფიანი, დროა_ისევ ჩუმად ჩაიჩურჩულა და საპასუხოდ გაისმა კიდევაც პირველი ტყუის ზუზუნი. ასაფეთქებელიც ამოქმედდა და ანდრიაც შიჭრა ეზოში, სხვა სამი გასასვლელიდანაც იგივე ხმები გამოვიდა და ოთხი იარაღ მომარჯვებული ჩრდილი სწრაფი ნაბიჯებით მიიწევდა სახლისკენ. ყიფიანის სიმარჯვით მხოლოდ სამი კაცის გათიშვა მოუწიათ, დანარჩენი სნაიპერმა ჩამოიშორა. კარის შემტვრევა და სიგნალიზაციის ჩართვა ერთი იყო. -ორი წუთი გვაქვს_დანარჩენების გადახედა ანდრიამ და ეზოში სირბილით დაბრუნდა, გონზე მყოფ მცველს მიადგა და ჭრილობაზე იარაღის ლულა დააჭირა. -სად არის. -წადი შენიც_სისხლი გადმოაფურთხა მცველმა. მოცდის დრო აღარ იყო, გამწარებულმა ფეხზე კიდევ ერთხელ ესროლა და აღმუვლებულ ბიჭს თავი დაუჭირა. -გკითხე სად არისთქო. -სარდაფში, ქვემოთაა, სამზარეულოშია კარი მაცივრის უკან, ამის დედაც.... -ნუ გეშინია არ მოკვდები_სირბილით შევარდა სახლში და ყველა თავისთან მოიხმო, მაშინვე ეცნენ მაცივარს. -ერთი წუთი_ყიფიანის ხმა გაისმა ყურში. -ფუ ამის ......_გინება ვერ შეიკავა ანდრიამ, დრო არ ყოფნიდათ. -აჰა_მალევე წააქციეს მაცივარი და უკან ბოქლომ დადებული კარიც იოლად შეამტვრიეს. ძლივს შეაჩვია ანდრიამ თვალი უკუნით სიბნელეს და ელენესაც მოკრა თვალი. -40 წამი_ისევ გაისმა ყიფიანის დაძაბული ხმა. -ნუ შემე***, მეც ვითვლი_გამწარებულმა დასტაცა ქალს ხელი და გასასვლელისკენ დაიძრნენ, ის კარი აირჩიეს ბნელ შესახვევში რომ გადიოდა და მიმალვას შეძლებდნენ. -ათო წამი_უკვე მხიარულად გაისმა ყურში იფიანის ხმა და მანქანების ხმაც მოსწვდა მათ ყურს. -ორ წუთში თუ აქ არ იქნები, მე თვითონვე ჩამოგხსნი მაქედან_მუქარა გაუგზავნა ანდრიამ ბიჭს და დასუსტებული ელენე მანქანის უკან მიაწვინა. -გაბრიელ.... -ვიცოდი რომ დამირეკავდი ანდრია, ჯანდაბა აქედანაც კი ვეძებ, მაგრამ ახალი არაფერია, შენთან? -უკვე ვიპოვე, ცოტა დასუსტებულია, მაგრამ უკვე გონზე მოვიდა და შენ გკითხულობს. -იპოვეე? ღმერთო რა ბედნიერებაა, როგორ მეშინოდა გენერალმა შურისძიებისთვის გამოიყენათქო. მოიცა, მე რატო მკითხულობს? რამე მოხდა? -გაბრიელ, ქალს 8 თვეა არ უნახიხარ, იკითხავს მის ქმარს აბა რას იზამს? როდის ჩამოხვალ? ეგეც დასაგეგმია. -მოიცა ქმაარს? შენ რა ელენე იპოვე? ღმერთო, სიტყვა შეასრულე, ანდრეა არც კი ვიცი რა ვთქვა, შენი ვალიდან ვერ ამოვალ, ანუ კარგადაა? -კი კარგადაა უკვე უკეთაა, მოიცა რატო გაგიკვირდა? აბა სხვა ვინ უნდა მეპოვა? -ჯანდაბა, მეგონა იცოდი, ყველაზე ნაკლებად ის მინდოდა ჩემგან გაგეგო_ამოიხვნეშა ბიჭმა. -რა ხდება?_ხმა გაუმკაცრდა ანდრიას. -ნანო აიყვანეს, მთელი დღეა გამქრალია, დედამისმა მაღაზიაში ჩავიდა და აღარ დაბრუნებულაო. მეგონა იცოდი ანდრია, ვწუხვარ. მაშინ მიხვდა ანდრიამ რას ნიშნავდა რომ ამბობდნენ სისხლი გამეყინაო. ტელეფონის ეკრანი წამში გათეთრდა მოჭერილი ხელისგან, წამიერად სისხლმაც კი შეწყვიტა ვენებში მოძრაობა და უარი თქვეს ნანოს გარეშე გულთან მიახლოებაზე. ნანო აიყვანეს შემდეგ აღარცერთი სიტყვა გაუგია, მთელი დღე თან, მთელი დღე ხომ 12 საათია, დააგვიანა, უკვე დააგვიანა, ახლა ალბათ ნანო რომელიმე ტყეში იყო უპატრონოდ დასაფლავებული და ვერავინ მიაგნებდა. ვერც კი მიხვდა როგორ ჩასრიალდა ღრიალით კედელთან და მუხლებზე დაშვებულმა გააგდო ხელიდან ტელეფონი. (13) ღამის ორი საათი იქნებოდა გენერლის კარზე ბრახუნი რომ ატყდა. მაშინვე გაეღვიძა გიორგის და პიჟამოს შარვლით წავიდა გასაღებად, გზად იარაღიც გაიყოლა, თუმცა შემოსაპარად გამზადებული ქურდი ამხელა ხმაურს არ ატეხდა. კარების გაღება და ყელში ხელის წაჭერა ერთი იყო, მოულოდნელობისგან იარაღი სულ არ გახსენებია, ღამის სტუმარს გახედა ვინაობა რომ გაეგო -ანდრია?_თვალები გაუფართოვდა კაცს -ახლა კარგად მომისმინე არაკაცო ნაბი*ვარო_ყელში წაჭერილი ხელებით იატაკზე დააგდო კაცი -თმის ერთი ღერიც რომ ვნახო ჩამოვარდნილი, ერთი პატარა ჩალურჯებაც კი რომ დავინახო მის სხეულზე, გეფიცები, ჩემს კაცობას გეფიცები, შენს სხეულზე ორმაგად დავამჩნევ, მკვლელობაზე საერთოდ ლაპარაკიც ზედმეტია. კარგად დაფიქრდი სანამ ჩემს ქალს ხელს დააკარებ და რამეს დაუშავებ. მე გაგაფრთხილე_იქვე დატოვა გაგუდვამდე მისული, ხველა ავარდნილი კაცი და გასასვლელში მდგომი მაგიდა ფეხის ერთი დარტყმით ამოაბრუნა. ღრმად ამოისუნთქა გარეთ გამოსულმა, წამით ნანოს აციმციმებული თვალები ამოუტივტივდა გონებაში და მთელი ხმით დაიღმუვლა. არ მისცემდა არავის უფლებას მისი გოგო წაერთმიათ, რამე დაეშავებინათ, მხოლოდ ერთის იმედი ქონდა - არ დაეგვიანებინა. სწრაფად აკრიბა რამდენიმე სიტყვა ტელეფონზე და ხუთგან გააგზავნა, ღრმა ამოსუნთქვის შემდეგ ისევ საჭეს მიუჯდა და სახლისკენ წავიდა, მაინც იპოვიდა. 15 წუთში მთელი რაზმი მის სასტუმრო ოთახში იჯდა სრულიად გამოფხიზლებულნი და მუშაობისთვის მზად ყოფნაში. -რას ვაპირებთ?_სიჩუმე დაარღვია ყიფიანმა -არ ვიცი_შუბლი მოისრისა ანდრიამ. -რამე გეგმა უნდა მოვიფიქროთ. -არ ვიცი. -ცოცხალია?_ფრთხილად ამოხედა ყიფშიძემ. -არ ვიცი_ჩაწყვეტილად ამოთქვა. -ანდრია ....... -არ ვიცი დავით გასაგებია? რაც არ უნდა მკითხოთ არ ვიცი, არც არანაირი გეგმა არ მაქვს, -როგორ თუ .... -აი ასე, ჩვეულებრივად, ქალი, რომელიც მიყვარს, ახლა სადღაც ჯურღმულშია ჭრილობებით დაფარული და ძლივს სუნთქავს, თუ სუნთქავს საერთოდ, შენ კიდე მოდიხარ და გეგმას მთხოვ, არ მაქვს გეგმა ამის დედაც მოვ*****, არ მაქვს_ყველა გაკვირვებული უყურებდა მოღრიალე კაცს, რომელიც აშკარად არ გავდა იმ პოლკოვნიკს, რომელსაც იცნობდნენ. გამეტებით შეალეწა კედელს პატარა მაგიდაზე დადებული ხილის ვაზა და იქვე დაჯდა. ვერცერთი ჯარისკაცი ხმას ვერ იღებდა, მდუმარედ შესცქეროდნენ ჭკუიდან გადასულ კაცს და თავისთვის ფიქრობდნენ გამოსავალზე. -უნდა გავიგოთ რას მალავდა_ისევ ანდრიამ დაარღვია სიჩუმე. -ვიცი, რომ გაბრიელის გარდა კიდევ მიმალავდა რაღაცას, დარწმუნებული ვარ. -და რა თქმა უნდა ეს გენერალს უკავშირდება_წინ და უკან დაიწყო სიარული ნათიამ, -რაც ჩამოვედით ეს ფიქრი არ მასვენბს, რატომ გასცა გიორგიმ მისი მოშორების ბრძანება, დავიჯერო გაბრიელის ისტორიის გამო? მაგრამ თვითონ გაბრიელი ხომ ცოცხალი იყო და შეეძლო ნებისმიერისთვის ეთქვა. -ანუ ყველა ერთნაირად ვფიქრობთ, ნანოს გენერალთან კიდევ რაღაც აკავშირებს_ამოიხვნეშა ანდრიამ. -როგორ მოვიქცეთ?_ფრთხილად გადმოხედა კერესელიძემ ისევ არ აფეთქდესო. -გენერალზე ყველაფერი უნდა გავიგოთ ....... _არ დასცალდა წინადადების დამთავრება კარზე ზარი რომ გაისმა. თავადვე წამოდგა გასაღებად და იარაღი მოისინჯა საქამრეში. ყველას და გასაკვირად კარში ელენე იდგა კომპიუტერით ხელში და მორიდებული უყურებდა პოლკოვნიკს. -ელენე? ხომ მშვიდობაა? -გაბრიელმა დამირეკა, მითხრა რაც მოხდა და ძალიან ვწუხვარ, მე პროფესიით პროგრამისტი ვარ, იქნებ დაგეხმაროთ_ოთახისკენ წავიდა ქალი -გაბრიელმა მითხრა ყველა ანდრიასთან იქნებაო_ღიმილით გადახედა შეკრებილ რაზმს. -მეგონა სახლიდან კარგა ხანი არ გამოხვიდოდი. -მთელი დღეა ბავშვებს არ მოვშორებივარ, ისეთი გაზრდილები დამხვდნენ, მაგრამ ახლა ძინავთ და რადგან შენ მათ დედა დაუბრუნე, არ მიწყენენ ღამით თუ დაგეხმარები. -მადლობა ელენე_თბილად გაუღიმა ანდრიამ. -აბა? რითი ვიწყებთ?_კომპიუტერი გადაშალა ქალმა და თითები გაატკაცუნა. -თავი მძაფრ-სიუჟეტიან ფილმში წარმოვიდგინე, სადაც ჰაკერი სამინისტროზე თავდასხმისთვის ემზადება_სიცილი აუტყდა ყიფიანს. -ნუუ, გამიჭირდება, მაგრამ თუ საჭიროა ..._დაბნეულმა ამოხედა ანდრიას. -არა, არა იხუმრა ელენე, კარგია რომ მოხვედი, გენერალზე გვინდა ყველანაირი ინფორმაცია, მის მთელ ოჯახზეც, დეტალებში. -გასაგებია, სახელი გვარი, მამის სახელი და ვიწყებ_წკაპუნი დაიწყო კომპიუტერის კლავიატურაზე ელენემ და მთლიანად მასში ჩაიკარგა. -რამდენს ბედავს ეს ლაწირაკი_დალურჯებული ყელი შეათვალიერა გენერალმა სარკეში და უჯრაში მიმალულ ტელეფონს დაწვდა, სწრაფად აკრიბა ციფრები და აპარატი ყურთან მიიდო. -რა ხდება? -როგორც გვიბრძანეთ გენერალო. -არაფერს ამბობ არა? -არა. -კარგი, მოკვლა გადავიფიქრე, აქ იმაზე საინტერესოდ ყოფილა საქმე ვიდრე მეგონა, როგორც იქნა პოლკოვნიკს სუსტი წერტილი აღმოვუჩინე. -პოლკოვნიიკს? ანდრიას? ოჰოჰ._გაკვირვებული გაისმა საპასუხოდ. -ეს სიფრიფანა გოგოო? არ ველოდი, ბრძანება რა იქნება? -ჯერჯერობით ახალი არაფერი, ცოტა ხნით მაქ იყოს, დაგიკავშირდებით. როგორ გაები ანდრია არსენიძე ვინ იცის_სიცილით მიაგდო ტელეფონი ისევ უკან და სააბაზანოში გავიდა დალურჯებული ადგილების დასამალად. -მოკლედ, არ ვიცი რა ინფორმაციას ეძებთ, მაგრამ ამ კაცს შესაშური ანკეტა აქვს_ღრმად ამოისუნთქა ელენემ. -ელენე, რაღაც უნდა იყოს, ასე სუფთად ვერ გამოძვრებოდა. -მხოლოდ ორი საჩივარია ჯარისკაცებისგან ზეწოლაზე, მაგრამ ეს ჯარისკაცები თავად არიან გამქრალნი რამდენიმე დღეში. -აი ეგ შეიძლება გამოგვადგეს, ანუ მოიშორა. კიდევ ერთხელ გაისმა კარზე ზარი და საათს გახედა ანდრიამ რომელიც უკვე 6 აჩვენებდა. -გავაღებ_ისევ იარაღის მოსინჯვით წავიდა და ამჯერად მართლაც პირი დააღო კარში გაბრიელი რომ დაინახა. -ღადაობთ ხო? -ვიფიქრე ცოლს აქ ვნახავდი_ღიმილით დაკრა ბეჭებზე ხელი და შიგნით შევიდა. -ღმერთო, გაბრიელ, _წამში გაისმა ელენეს შეკივლებაც და ვერავინ მიაწვდინა ბოლომდე თვალი როგორ წამებში შეაფრინდა ქალი ქმარს. -როგორ მომენატრე_მთელი სიძლიერით ხვევდა კაცი ხელებს წელზე და ტუჩებს ვერ შორდებოდა. -ოთახი იქეთაა_კომპიუტერს მიჩერებულმა ამოსძახა ანდრიამ. -ავინაზღაურებთ_ყურთან აკოცა ხითხითით ელენემ და თავის ადგილს დაუბრუნდა. -ანდრია, არ ვიი დაგაინტერესებს თუ არა, მაგრამ გენერლის ცოლის ბიძია იყო დაჭერილი ერთხელ. -არამგონია მნიშვნელოვანი იყოს, თუმცა მეტი არაფერი გვაქს და რისთვის. -ჯანდაბააა_თვალები გაუფართოვდა ქალს და უფრო აქტიურად დაიწყო კოდების აკრეფა. -რა? რა მოხდა? -ნარკოტიკისთვის. -და მერე რა? -აბა გამოიცანით საიდან იყო ნარკოტიკი? -არ არსებობს_თვალები გაუნათდა ყიფიანს. -არსებობს_თავი დაუქნია ელენემ. -ახლა გასაგებია თვითმფრინავი როგორ გაგვიფუჭეს, პილოტებთან აქვს კავშირი, ან მტვირთავებთან. ანუ ამ არაკაცს ნარკოტიკი გადმოაქვს. ახლა გასაგებია._თან დადიოდა და თან თითებს ისრესდა ანდრია. -იქნებ მოკვდავებსაც აგვიხსნა, ვინც ვერ გავიგეთ_ამოიოხრა ყიფშიძემ. -რაა გაუგებარი? ნანოს გენერლისთვის ნარკოტიკი გადმოჰქონდა ავღანეთიდან._მხრები აიჩეჩა ნათიამ. მაშინვე ყველამ გადათეთრებულ ანდრიას გახედა, რომელიც თვალებდახუჭული მიმჯდარიყო დივნის კუთხეში. (14) -საქმე იმაზე რთულად ყოფილა ვიდრე გვეგონა_ამოიხვნეშა ყიფშიძემ. -რთული არაფერია, ეს ნებისმიერს შეეძლო გაეკეთებინა, მთავარი შეკითხვა სხვაა, ვაგრძელებთ ძებნას თუ ვასკვნით, რომ ჩვენი ჩასარევი არაა და რაც უნდათ ის უქნიათ?_წამით გაყინულ ანდრიას დახედა ყიფიანმა. -თუ ხვდები მაინც რას კითხულობ?_შეუბღვირა ანდრიამ -ბრძანებას ასრულებდა, ერთ-ერთი ჩვენიანია, მოსაკლავად ასე იოლად იმეტებ? -არასწორად ფიქრობ ანდრია, ჩვენ ის ჯერ კიდევ ავღანეთში გადავარჩინეთ_არც ყიფიანმა დაუთმო. -იცი რა? მე მას არ მივატოვებ, სულ ფეხებზე მკი**ა რაშია გარეული, გაბრიელი მის წინაშე ვალშია, ელენეც დაგვეხმარება, ეს სამსახური აღარაა ბრძანება მოგცეთ და შეასრულოთ, ამიტომ თქვენი ნებაა, გინდათ მეხმარებით გინდა არა_მკაცრი ხმით მოუჭრა იფიანს. -მე ვრჩები_ყავის ჭიქა დაიდგა ნათიამ გამოსაფხიზლებლად წინ. -ნათი ..... -ჯაბა, უკვე ვთქვი, მე ვრჩები_მკაცრი სახით გააჩმა ბიჭი. -9 წელია შენს გვერდით ვარ, გგონია უჩემოდ რამეს გააკეთებ?_მხარზე ხელი დაკრა ყიფშიძემ. -როგორ ვიქცევით?_უკვე საქმიანი ხმა ქონდა ყიფიანსაც? -ვცდილობ რამე კვალზე გავიდე_უკვე შორიდან ესმოდა ანდრიას ელენეს სიტყვები, სამზარეულოსკენ მიდიოდა, ცოტა ხნით მარტო რომ არ დარჩენილიო დალეწავდა ყველაფერს,ახალმა ამბავმა იმდენად დიდი გავლენა იქონია, თვითონაც რომ არ ეგონა, ის ბავშვური ნანო, რომელიც მიუხედავად იმისა იცოდა როგორი ცბიერიც იო, ვერ იფიქრებდა თუ ნარკოტიკებში იქნებოდა გარეული. ჯანდაბა, ის ხომ მხოლოდ 24ის იყო. -არ გინდა ანდრია, ჯერ არ ვიცით რა ხდება._წყნარად ჟღერდა ნათიას ხმა. -რაზე ამბობ? -ოჰ, კარგი რა, არ გიცნობდე მაინც, შენთვისვე ვამბობ. -არ გვინდა მაგაზე ნათია რა. -ანდრია სახეზევე გეტყობა ყველაფერი, ყოველთვის მინდოდა ბედნიერი ყოფილიყავი, მე ჯაბა მყავს, შენ კი როგორც იქნა შენი ადამიანი იპოვე. სისულელის გამო ნუ მიატოვებ. -არც ვაპირებდი_ღიმილით ახედა ნათიას და ხელები მოხვია ჩასახუტებლად. როგორი წარსულიც არ უნდა ქონოდათ, ისინი სამუდამოდ მეგობრები იქნებოდნენ. -ელენეს რაღაც აქვს_ჯაბას ჩახველებისას გაუშვა ხელი გოგოს და კერესელიძის სახეზე კინაღამ სიცილი აუტყდა. -მაშინ დროა გავიდეთ_ნათია ჯაბას შეატოვა და მისაღებისკენ წავიდა. -ნათია.. -გისმენ_ხელი შემოხვია შეყვარებულს. -ეს... -გთხოვ ახლა არ მითხრა ვეჭვიანობო. -მოგატყუო? -კარგი რა ჯაბა რა სისულელეს ამბობ_ხელი შეუშვა ბიჭს. -რაა სისულელე? ყურებამდე იყავი მასზე შეყვარებული_აღელვება დაეტყო ბიჭს. -და ახლა შენ გვერდით ვარ, ვცადეთ არაფერი გამოვიდა და დავასრულეთ. არ მინდა ასეთ სისულელეს განვიხილავდეთ. რომ არ მიყვარდე შენს გვერდით არ ვიქნებოდი. -ეს სიყვარულის ახსნა იყო? -სხვანაირად მომეცი საშუალება? -ანუ ესეც გაიძულე?_თვალები გაუფართოვდა ჯაბას. -ღმერთო ჯაბა, მე შენ მიყვარხარ, გასაგებია? შენთან ყოფნა მიყვარს, სხვასთან რომ მინდოდეს მასთან ვიქნებოდი. -ჯანდაბა, ასე რატო მიყვარხარ_უცებ დაწვდა ქალის ტუჩებს და გულიც დაიმშვიდდა. -რა იპოვე ელენე?_სერიოზული სახით დაუჯდა გოგოს. -უკვე გავარკვიეთ, რომ გენერლის ქსელს მისი ცოლის ბიძია განაგებს, გენერალი ამარაგებს, ამიტომაც იყო დაჭერილი, თუმცა გიორგიმ მალე გამოაშვებინა, ინტერნეტში რამდენიმე ადგილს მივაგენი სადაც ტავარის ყიდვა შიძლება, იქნებ ის აიყვანოთ ვინც ყიდის? -მომმარაგებელს არავინ გათქვამს, ფულს მისით შოულობენ, სხვა გეგმა გვჭირდება_შუბლი მოისრისა ანდრიამ. -რომ ვუთვალთვალოთ?_ნათიაც შემოუერთდათ. -დიდი დროს წაიღებს, შეიძლება ერთი კვირა არავის შეხვდეს და ამ დროში ნანოს ძვლებსაც ვეღარ ვიპოვით. -ავიყვანოთ ანდრია, არაერთი აგვილაპარაკებია_იარაღი გადატენა ყიფშიძემ და ასევე წამომდგარ ყიფიანს გადახედა. რამდენიმე საათით ადრე. მაშინვე იგრძნო ნანომ ნაცნობი გაბრუება წამლისგან, მიხვდა რაც ხდებოდა და მხოლოდ იმაზე გაფიქრება მოასწრო, რომ დედამისისთვისაც არაფერი დაეშავებინათ. ახლა რა იქნებოდა? რასაკვირველია მოკლავდნენ, იქნებ მოესწრო და ანდრიას შეხვედროდა, თუმცა ეს უკვე ოცნება იყო და რეალობად ვეღარ ახდებოდა. -გამარჯობა საყვარელო_გამოუფხიზლებელს ჩაესმა გონებაში და ტანში გაცრა. ყველანაირი გრძნობა მოიტანა ამ ნაცნობმა ხმამ, განრისხება, სიბრაზე, შიში, ირონია, სიკვდილის მოახლოება. -თურმე როგორი ხმა ქონია ეშმაკს_ძლივს ამობურტყუნა ჯერ კიდევ წამლით გაბრუებულმა. -ახლა მიხვდი?_გადაიხარხარა გიორგიმ. -რა ჯანდაბა გინდა? -გამოფხიზლების დროა ძვირფასო_გარტყმა იგრძნო ნანომ მარცხენა ლოყაზე და თანაც საკმაოდ ძლიერი, ისიც იგრძნო როგორ გაუსკდა ტუჩი და თვალებს გახელა აიძულა. -ადგილი შეგიცვლია_თვალი მოავლო მიტოვებულ შენობას ნანომ. -ასეთი უამრავი გვაქვს_ხელი ჩაიქნია კაცმა. -ამჯერად რითი მერგო თქვენი ნახვის პატივი_ჩაახველა და წამოჯდა ლოგინზე ნანო. -რა მოუყევი ანდრიას? -ცდები თუ გგონია რამეს გეტყვი. -ნუ მეთამაშები, მითხარი რა მოუყევი. -არაფერი. -კარგი, როგორც ჩანს შენი ბიჭი ტყუილად მოგძებნის_მხრები აიჩეჩა გენერალმა და ბიჭებს ხელით რაღაც ანიშნა. თვალები დახუჭა ნანომ ტკივილის მოლოდინში და ეცადა ანდრიაზე ფიქრებით ყურადღება გადაეტანა. -ერთს ვხედავთ_მიკროფონში ჩაიჩურჩულა ყიფშიძემ და გზა გადაჭრა. -მეც ვხედავ და მზად ვარ ჩავერიო_კაფედან გამოვიდა ნათია. -ველოდებით, ფაქტზე უნდა ავიყვანოთ_პოლკოვნიკის ბრძანება გაისმა და ყიფიანმა უფრო ყურადღებით ჩახედა იარაღს. -შემჩნეულია, ჩვენი კაცია_წამში ჩაყვირა და ღიმილით მიადევნა თვალი როგორ მიუახლოვდა ნარკო მოვაჭრეს ნათია და ჯაბა და როგორ შეტენეს შავ ფურგონში. -ხალისობა იწყებაა_სიცილით დაკეცა იარაღი და 16 სართულიანი შენობის სახურავი აჩრდილივით უხილავმა დატოვა. (15) -დილა მშვიდობის, ყოფილო თანამშრომელო_ირონიულმა ჩაცინებამ გამოაფხიზლა ნანო და უკვე მერამდენედ ინატრა სიკვდილი. -სწორია, დაითვალე რამდენი მშვიდობიანი დილა გექნება, არც ისე ბევრი დაგრჩა_ნუნებიდან წამოსული სისხლი გადმოაფურთხა ნანომ. -გაგახარებ და გეტყვი, შენი ბიჭი გეძებს_ნანოს გახარებულ სახეზე გაეცინა და ყბა მოიქექა გენერალმა -შეგიყვარდა? არასწორი კაცი აარჩიე_თავი გადააქნია და წინ დაუჯდა. -დიდი ხნის სიცოცხლე არ დარჩენია. -ნაბი*ვარო_სკამზე აცქმუტდა ნანო. -ზედმეტად მომიახლოვდა და შენ გამოგიყენებ უკან, არ ინერვიულო ზემოთ იმედია ერთად იქნებით, ნუ თუ შენ ჯოჯოხეთში არ მოხვდი_ისევ სიცილს აგრძელებდა გიორგი. -ამას განანებ, გეფიცები განანებ. -კარგი, გვეყოს ზედმეტი ლაპარაკი, აბა? არც დღეს მეტყვი რა იციან? -წადი შენი ..... -არასწორი პასუხია_უკან მდგომ ბიჭებს გადახედა გენერალმა და მალევე იგრძნო ნანომ დარტყმები მთელ სხეულზე. მთელი ძალით ცდილობდა შეკავებას, მაგრამ რამდენჯერმე მაინც წამოაკვნესა ტკივილმა, არაფერს ერიდებოდნენ, ყველგან ურტყამდნენ სადაც ფეხი მიუწვდებოდათ, ბოლოს კი როგორც იქნა გონებაც დაკარგა და შანსი მიეცი ტკივილისგან ცოტა ხნით დაესვენა. -გეოფათ, ასე მოკლავთ, ჯერ მისი სიკვდილი არ მაწყობს, უნდა ვიცოდე რისგან დავიცვა თავი. -მაგრამ ის არაფერს ამბობს გენერალო. -მაშინ ტაქტიკა უნდა შევცვალოთ. -ქლიბზე რას იტყვით? -ყოჩაღ, ეგ არ გამხსენებია, ბევრი ადამიანი არ არსებობს ქლიბისთვის გაეძლოს, ეგრე ვქნათ_თავი დაუქნია გენერალმა და სარდაფი დატოვა. -გვეტყვის ვითომ რამეს?_გათიშულ ნარკო მოვაჭრეს დახედა ნათიამ. -სხვა გზა არ ექნება_ავად გამოსცრა ანდრიამ და გარეთ გავიდა. ტყის გრილ ნიავს მიუშვირა სახე და წამით დაწყნარება სცადა. მიუსწრებს კი ცოცხალს? იქნებ უკვე მოკლა გენერალმა? დარწმუნებული იყო მის სიტყვებს არაფრად ჩააგდებდა გიორგი, მას ხომ არაფრის ეშინოდა, მითუმეტეს ანდრიასი არ შეეშინდებოდა, ნანომ კი ბევრი იცოდა და საფრთხეს უქმნიდა, იქნებ მიესწრო? იმედი ხომ ბოლოს კვდება? თუმცა არამგონია ეს ფრაზა ამ შემთხვევისთვისაც ოფილიყო შესაფერისი. იქვე ვედროთი დადებულ წყალს სტაცა ხელი და ოთახში შებრუნდა, კაცს თავზე გადაავლო და გამოფხიზლება აიძულა. -რა ჯანდაბაა_დაბაწრულ ხელებს დაუწყო ჯაჯგური ტყვემ, მაგრამ მალევე მიხვდა რაც ხდებოდა და გაჩერდა. -ტყუილად იწვალეთ, წამალს თან არ ვატარებ ხოლმე_ამაყად გაიჯგიმა და სკამზე შესწორდა. -აქამდე არ ვიცოდი ნარკომანს თუ ვგავდი_წინ დადგმულ სკამზე დაჯდა ანდრია და პირდაპირ თვალებში შეხედა კაცს -ვინ გამარაგებს? -ცდები თუ გგონია რამეს გეტყვი_ხმამაღლა ჩაეცინა ტყვეს. -ცდები თუ გგონია, რომ არაფერს მეტყვი_თვალი ჩაუკრა პოლკოვნიკმა და სკამიდან წამოდგა. -ყიფშიძე, შენია_და დახუჭული თვალებით დატოვა ოთახი. -შენთვითონ მაიძულე ეს მექნა ჩემო ნანო_დამწუხრებული სახით ჩამოუჯდა გენერალი. -რას აპირებ?_შიში გაუკრთა გოგოს თვალებში. -ქლიბის მეთოდი გაგიგია ალბათ, ამბობენ ქალი ყველაზე ძლიერი არსებააო, ამ ტკივილის გაძლება კაცებსაც კი საოცრად უჭირთ, ვნახოთ ქალი როგორ აიტანს. აბა, რომელი ფრჩხილი გეზედმეტება პირველი ჯერისთვის? -ნაბი*ვარო_თვალები გაუდიდდა ნანოს და მოახლოებულ ბიჭებზე ცრემლებიც გადმოუგორდა თვალებიდან -არ გინდა გიორგი. -მითხარი რა იციან. -მე არაფერი მომიყოლია, გეფიცები არ მომიყოლია, მხოლოდ გაბრიელმა მისი ისტორია. -დაიჯერეს? ანუ ახლა ერთად ხართ ჩემს წინააღმდეგ? -არა, არ დაიჯერა, ბრმად გენდობოდა._თვალები დაახამხამა უცებ ნანომ და წარბ შეუხრელად იცრუა. -ნეტა რატომ არ მჯერა_ამოიოხრა კაცმა -მოდი ბიჭებო, საჩვენებელი თითის ფრჩხილი მოვიშოროთ. -არ გინდა_სიმწრის ცრემლები გამოყარა ნანომ. -იცი ამ დროს რა ხდება? _მიახლოებულმა ბიჭმა ქლიბი დაანახა. -ფრჩხილის ქვეშ ხორცი ყველაზე მგრძნობიარეა, ეს ქლიბის წვერი კი მიახლოებისთანავე გაიძულებს კივილით გამოხატო ყველა შეგრძნობილი ტკივილი, მე კი მიახლოებას არ დავჯერდები და ფრჩხილის ბოლომდე ჩავიტან, კაცები ამ დროს ხშირად გონებას კარგავენ ხოლმე, ვაღიარებ ქალს პირველად ვუკეთებ და მაინტერესებს კიდევაც რა მოხდება._ფრჩხილის ქვეშ მიადო ქლიბის წვერი. -ღმერთო დამეხმარე_თვალები დახუჭა ნანომ და უკვე უზღვავი რაოდენობით წამოსული ცრემლები ვეღარ შეაკავა. ტკივილის მოლოდინში წარბები შეჭმუხნა და გაისმა კიდევაც მთელ ტერიტორიაზე ქალის განწირული კივილი. -როგორ მომნატრებიხარ_ძლივს მოწყდა ცოლის ტუჩებს გაბრიელი. -რა დროს ეგაა, ვკვდები რომ მახსენდება ნანო სადაც არის, ტყვეობას დამატებული წამება არვიცი ვეღარც წარმომიდგენია_სახეზე ხელები აიფარა ელენემ და იგრძნო როგორ მოეხვია გაბრიელი. -მაპატიე, ყველაფერი ჩემი ბრალი იყო, ჩემ გამო რამდენი რამის გადატანა მოგიხდა, მაპატიე. -გაჩუმდი, არც კი გაბედო, რას ქვია გაპატიო, შენ ჩემი ქმარი ხარ გაბრიელ, შენს გამო ყველაფერს ავიტან, მთავარია ჩვენი შვილებიც კარგად იყვნენ, ჩვენ ყველაფერს გავუძლებთ_სახეზე მოეფერა ცოლის ხელები. -ასეთი იდეალური როგორ ხარ_მოწყვეტით აკოცა ტუჩებში და ჩაეხუტა. -მიყვარხარ და იმიტომ. -მთელი ჩემი ცხოვრება ხარ_თვალებში ჩახედა გაბრიელმა და ბედნიერებისგან გაცრა ცოლის სუფთა თვალებზე. -გაბრიელ_ქოხიდან გაისმა ყიფშიძის ხმა -დამეხმარები? ჩემზე ნაკლები არ გექნება ნანახი და გამოცდილი. -მოვდივარ_ღიმილით აკოცა ცოლს და მოშორებით დაცდა ურჩია. -არ ლაპარაკობს?_კარი შეაღო გაბრიელმა. -არაო_დანით ხელში გამოხედა ყიფშიძემ. -ცოტა ხნით მარტო დაგვტოვეთ_ავად გაეღიმა გაბრიელს და ბიჭებიც მაშინვე გალაგდნენ ოთახიდან. აი ახლა კი ნათლად ჩანდა ტყვეს თვალებში შიში და გადარჩენის სურვილი. -იცი, ორი დღეა რაც ავღანეთიდან დავბრუნდი, საერთო ჯამში 6 წელი მომიწია იქ ცხოვრება, რამდენიმე თვე ომშიც მომიწია წინა ხაზზე ბრძოლა და გადავრჩი. ახლა აქ ვარ და უამრავ მტერს ვაპირებ სამაგიერო გადავუხადო. ალბათ წარმოგიდგენია რამდენი რამ მაქვს ნანახი და როგორ არ იმოქმედებს ჩემზე შენი საცოდავი წივილ-კივილი რომ გავჩერდე და ომ გტკივა. მოდი ერთმანეთს დავეხმაროთ, შენ ტუილა არ მაწვალებ, წამებას აირიდებ და სამაგიეროდ იმის სახელს მეტყვი ვინც გამარაგებს, წვრილი ლიფსიტები არ მაინტერესებს, მთავარი მინდა. -რამაზ ცერცვაძე_სიტყვის დასრულება არ აცადა კაცმა წამში გათქვა გენერლის ცოლის ბიძა. -ეგ ისედაც ვიცოდი, მე გენერალი უფრო მაინტერესებს, გიორგი არაბიძე. -ეგ არ ვიცი ვინაა, გეფიცები არ ვიცი, მხოლოდ რამაზის ვიცნობ, ქსელს ის აკონტროლებს. -საიდან შემოაქვთ ან ვის შემოაქვს. -ეგ არ ვიცი, ძმაკაცი არ ვარ ყველაფერი ჩამიკაკლოს, იქ კითხვას არავინ სვამს, ქსელში დიდი ფული ტრიალებს, მოგვაქ ვყიდით მაყუთს ვაბარებთ, მორჩა. -კარგი, ახლა კი ის ადგილები ჩამომითვალე სადაც სავარაუდოდ ვინმეს დამალვა ან წამება იქნება შესაძლებელი. -მე რომელიც ვიცი მასეთი სამია, ერთხელ ფულის დამალვა ვცადე და მეც აღმოვჩნდი ერთ-ერთში, რამაზი იმ ადგილს როგორც პატარა საწარმოს ისე ასაღებს, მაგრამ სინამდვილეში დიდ სარდაფში ნარკოტიკის დაფასოება ხდება. -სამივე მისამართი მინდა_მკაცრად ამოილაპარაკა გაბრიელმა და თთი დაუქნია -მოტყუება არც გაბედო. რამდენიმე წუთში გარეთ გავიდა და მოახლოებულ ბიჭებს ფურცელი აუფრიალა. -ანდრია, სამი მისამართი გვაქვს. -ელენე, შეგიძლია ნახო გენერლის მობილური რომელისმესთან თუ დაფიქსირდა ახლოს ბოლო ორ დღეში? -თუ მობილურზე ჯიპიესი ჩართული აქვს რასაკვირველია. -აქვს, ვიცი რომ აქვს, ამიტომ ჩვენ მანქანაში და შენ მისამართი გაგვაგებინე. -ახლავე_მაშინვე გადაშალა გოგომ კომპიუტერი და სწრაფად აათამაშა თითები კლავიატურაზე. უკვე ცენტრალურ გზაზე გადიოდნენ გაბრიელის ტელეფონი რომ ამღერდა და მანაც სასწრაფოდ გახსნა შეტყობინება. -მისამართი გვაქვს_ანდრიას დაანახა ტელეფონის ეკრანი და მანაც მაშინვე მიაჭირა გაზის პედალს ფეხი. მიუსწრებდა, აუცილებლად უნდა მიუსწროს, სხვაგვარად არ შეიძლება, ნანოს გარეშე არ შეიძლება. ამ ფიქრებით დამძიმებული მიაქროლებდა მანქანას უკვე საყვარელი ქალის გადასარჩენად. (16) ტყეში ჩამდგარ პატარა ორ ოთახიან სახლში შუქის კვალიც არ ჩანდა. ხეზე შემომჯდარი ყიფიანი იარაღის ლულიდან აკვირდებოდა გარემოს. სულ ტყუილად, სიცოცხლის ნიშანწყალი არ ჩანდა ირგვლივ. -ვითომ სხვაგან მოვედით?_ჩუმად ჩაილაპარაკა სხვების გასაგონად. -არა, დავაგვიანეთ_ცივად ჩაილაპარაკა ანდრიამ და იარაღ მომარჯვებული მტკიცე ნაბიჯებით წავიდა შესასვლელისკენ. -ანდრია, რა ჯანდაბას აკეთებ, გესვრიან, იქნებ ჩასაფრებულები არიან, დაბრუნდი_ლამის ყვირილით გაეკიდა ყიფშიძე, მაგრამ როცა პოლკოვნიკმა ყურადღებაც არ მიაქცია, თავადაც უკან ამოუდგა. კართან მისულებმა ფრთხილად მოსინჯეს საკეტი. ღია დახვდათ. უფრო დაეჭვდა ყიფშიძე. ოდნავ გამოღებულ კარში სანათით შეიხედა და ასაფეთქებელი მოსინჯა, არაფერი დახვდა, ახლა თამამად გამოაღო კარი ბოლომდე და უფრო კარგად მოათვალიერეს შესასვლელი, ოთახი პირწმინდად მოესუფთავებინათ, ირგვლივ მტვრის ნაწილაკიც კი არსად ჩანდა. -გველოდებოდნენ_მოკლედ ჩაილაპარაკა ანდრიამ და კიდევ ერთხელ მოათვალიერა ოთახი. -ჯანდაბა, ალბათ გაიგეს ის ნაბი*ვარი რომ ავიყვანეთ_გულიანად შიკურთხა ყიფშიძემ. -გამოუსადეგარია?_ყურში ჩაესმათ ნათიას ხმა. -ერთი ანაბეჭდიც არ იქნება_იარაღ ჩამოშვებული ელოდებოდა ყიფიანი ანდრიას გარეთ გამოსვლას, შიგნითა ოთახი ჭრიალი რომ მოესმა და მაშინვე შევარდა. -რა ჯანდაბაა?_თვალებ გაფართოებული უყურებდა როგორ იპოვა ანდრიამ იატაკში დატნეული სარდაფის კვალი და ახლა სწორედ მასში ჩადიოდა. -რა ხდება?_უკვე ანერვიულება ეტყობოდა ჯაბას ხმას. -ყიფშიძე_არც ყიფიანი ჩანდა დიდად მომთმენი. -მოიცადეთ_ფანარი მიახმარა ანდრიას ბიჭმა და თვითონაც დაეშვა უსწორმასწორო კიბეებზე. -ააააამის დეედაც_ჩახლეჩილი ხმით ძლივს ამოთქვა დანახულ სურათზე. სუსტად მოჩანდა ორი პატარა სანათის ფონზე სისხლის დიდი გუბე. არ იცოდნენ ადამიანის ორგანიზმში რამდენი სისხლი იყო, მაგრამ არც ამდენს ელოდნენ. ლამის მთელი იატაკი დაეკავებინა წითელ გუბეს და ძლივს მოჩანდა შუაში მიგდებული სხეული. -ნანო_პირდაპირ გადაკვეთა ანდრიამ მანძილი და ფრთხილად გადმოაბრუნა გოგო. -ცოცხალია?_ძლივს იკითხა ყიფშიძემ. -არა_კიდევ ერთხელ გაისმა ანდრიას გაყინული ხმა და ყურში ჩამაგრებულ გადამცემში სამარისებულმა სიჩუმემ დაისადგურა. ფრთხილად გაასწორა იატაკზე გოგოს სხეული და ერთმანეთზე მიტყუპებული ხელებით გულმკერდის დამუშავება დაუწყო დათვლით. -ანდრია, რას აკეთებ? -თუ იდიოტი არ ხარ უნდა მიხვდე, რომ პირველად დახმარებას ვუწევ. -ანდრია, სხეულში სისხლის წვეთიც აღარ აქვს_მწარედ ჩაილაპარაკა ბიჭმა. -მანქანა მოამზადე_დანებებას აშკარად არ აპირებდა პოლკოვნიკი. -კარგი_უღონოდ ჩაილაპარაკა ყიფშძემ და თვალები დახუჭა რომ შეხედა როგორ გადავიდა ანდრია ნანოს გულზე მუჭების რტყმევაზე. არ იყო ანდრია ისეთი ადამიანი იოლად რომ ნებდებოდა, ნანოს დაკარგვას არ აპირებდა, მერე რა რომ პულსი აღარ ქონდა, მერე რა რომ ალბათ უამრავი სისხლის გადასხმა დაჭირდებოდა, სხეული ჯერ კიდევ თბილი იყო, მაინც შეძლებდა გული აემუშავებინა, რომელიც მისთვის იძგერდა და არავის მისცემდა უფლებას გაეჩერებინათ. რამდენიმე წუთში ხელში დაკავებული გოგოთი გამოჩნდა. გულთან ყავდა მიხუტებული და ყურში ხმადაბლა ეჩურჩულებოდა . -10 წუთი გაქვს იცოდე საავადმყოფომდე მისასვლელად_ისეთი სახით გახედა საჭესთან მჯდომ კერესელიძეს, ლამის დაახრჩო ბიჭი გადაცდენილი ნერწყვით. მაშინვე დაუქნია თავი და როგორც კი ჩამჯდარი დაიგულა უფროსი ადგილს მოწყვიტა მანქანა. ისე გაწელილი მოეჩვენა გზა ანდრიას კინაღამ მოკლა ჯაბა როგორ ზოზინებო, ყელთან მიდებულ თითებზე გრძნობდა ნანოს იმდენად ნელ პულსაციას, გამოუცდელი ადამიანი მკვდრად შერაცხავდა, სისხლი ჯერ კიდევ დიოდა გახვრეტილი მუხლიდან, მუცლის მარცხენა მხარე კი ჩალურჯებოდა და ანდრიაც მიხვდა, გოგოს შინაგანი სისხლდენაც ქონდა და მხოლოდ რამდენიმე წუთი თუ შეძლებდა ამ მდგომარეობაზე გაძლებას. -ჯაბაა_ღრიალს არ უკლდა ბევრი ისეთი ხმით შესძახა და შეახტუნა კიდევაც ბიჭი. -მოვედით_პირდაპირ სასწრაფოს შესასვლელთან გააჩერა მანქანა და მაშინვე ექიმის ღრიალით გამოაღო კარები, ანდრიას მივარდა გზა გაუთავისუფლა და საკაცეთი მოსულ ექთანს ლამის მთელი კოლექტივის გამოძახება უბრძანა. ჩუმად დააწვინა ანდრიამ გოგო საკაცეზე, სახე გაფითრებოდა ნანოს და იმდენი ჭრილობა ქონდა და ისეთი გადაღლილი სახე იმ ლამაზი ქალისგან არაფერი დარჩენილიყო. სახეზე მოასწრო პოლკოვნიკმა ხელის ჩამოსმა და წამში გამოაცალეს გოგოს სიფრიფანა სხაული ხელიდან. -ყველაფერი კარგად იქნება_ძლივს მიწვდა ანდრიას ყურს ნათიას ნათქვამი სიტყვები. -უნდა იყოს_ფოლადივით მტკიცე ჟღერადობა იკვეთებოდა პოლკოვნიკის სიტყვებში. -სხვანაირად როგორ შეგვიძლია ეს გავაკეთოთ? -არ ვიცი გაბრიელ, ვფიქრობ კიდევ ერთი ასეთი ნარკო მოვაჭრე რომ დავიჭიროთ, ორივეს ჩვენებით შეძლებენ იმ კაცის დაჭერას და უნდა ვიმედოვნოთ ის გენერალს გათქვამს. -არა ელენე, ისინი ერთმანეთს არ ჩაუშვებენ, მთელი ქსელი აქვთ, თანაც დარწმუნებული ვარ ანდრიას გენერლის დაჭერა არ უნდა, თვითონ მოინდომებს სამაგიეროს გადახდას. -შენ რა იცი? -იმიტომ, რომ მეც ასე მოვიქცეოდი_სიმწრით გაეღიმა გაბრიელს და ცოლს მოეხვია. -მოდი ჩვენ აქედან ვცადოთ დახმარება. -როგორ ელენე?_წინ ჩამოუჯდა ცოლს. -კიდევ ვინმეზე მოვახერხოთ იქნებ გასვლა და თუ გენერალი ვერა, იქნებ ეს ქსელი გავშიფროთ? თუ რამდენიმეს დავიჭერთ, ვაიძულებთ სხვები გათქვან, მოვახერხებთ უფროსებზე გასვლასაც. -კარგი ჩემო ბრილიანტო და ჭკვიანო მეუღლევ, შენ იჰაკერე, მე ჩვენს სტუმარს მივხედავ_სიცილით აკოცა ცოლს ტუჩებზე და დაბმულ ტყვეს შეუხტა ოთახში. -ნანო გოდუაძესთან ვინ არის?_ხმამაღლა დაიძახა ერთ-ერთმა თეთრ ხალათიანმა დაახლოებით 6-7 საათის შემდეგ, როცა უკვე ანდრიას მოთმინება უკანასკნელ ძალებს იკრებდა. -როგორ არის?_დამთავრებაც არ აცადა ანდრიამ. -კარგია, რომ გულს უმუშავებდით და ისე მოიყვანეთ, ოპერაცია ჯერ კიდევ უკეთდება, მაგრამ რადგან სისხლის ჯგუფი არ ვიცით პირველი უარყოფითი გვითავდება, ვინმე ამ ჯგუფით იცით? -მე მაქვს, მე გადავუსხამ_თავი წამოწია ანდრიამ. -მეც პირველი უარყოფითი მაქვს_გვერდით ამოუდგა ნათიაც. -ძალიან კარგი, შესანიშნავია_ლამის ტაში შემოკრა ისე გაუხარდა ექიმს და ხელით უბიძგა ორივეს ოთახისკენ . -ჩემს მოსვლამდე რაც დაგიბარე ის გაარკვიე_ყიფიანს გადმოხედა ანდრიამ და მანაც სამხედრო სალამი დაუბრუნა ღიმილით. -გადარჩება?_მძიმედ გაისმა ანდრიას შეკითხვა ცივ დერეფანში. -სიმართლე რომ გითხრათ, ასეთი პაციენტი არ მახსოვს თუ მყოლია, შინაგანი ორგანოები ისე აქვს ერთმანეთში გადახლართული გეგონებათ დიდი ჯოხითაა ნაცემიო, ელენთა უკვე ამოაჭრეს, მუხლი გახვრეტილი აქვს, უამრავი დანით მიყენებული ჭრილობა მთელს ტანზე, სავარაუდოდ სახეზე შრამიც დარჩება, ყველაზე მეტად კი მე პირადად მისი მუხლი მაფიქრებს, ახლა სწორედ ტრავმატოლოგია საოპერაციოში. -რატომ გაფიქრებთ? -იცით ტყვია პირდაპირ მყესშია გავლილი, აი მუხლის „ჩაშკას“ რომ ეძახიან, მთავარი მამოძრავებელი რაც არის, მის აღდგენას საკმაო ხანი ჭირდება, მე კი ვფირობ, რომ საბოლოოდ პირვანდელ სახეს მაინც ვერ დაუბრუნდება. -ეს რას ნიშნავს? -არ მინდა ცუდად გამიგოთ, მე მხოლოდ ვარაუდის დონეზე ვამბობ, მაგრამ ვფიქრობ მუხლის ბოლომდე გაშლა-მოხრას ვერასდროს შეძლებს._მწუხარება ჩანდა ექიმის სიტყვებში. -მოვრჩით_ვენაზე ბამბა მიდებული გამოჩნდა ნათია ოთახის კარებში. -თუ კიდევ დაგჭირდებათ სისხლი ბოლო წვეთამდე გავიღებ, არ მაინტერესებს დოზა და წესები._თვალები დაუბრიალა ჯერ კიდევ არეულმა პოლკოვნიკმა ექიმს. -გასაგებია_ გაეღიმა კაცს რეაქციაზე -გადავარჩენთ_მეგობრულად დაკრა ბეჭზე ხელი და ისევ საოპერაციოში შესასვლელად მოემზადა. -აი ძვირფასო ცოლო_პატარა ფურცელი დაუდო გაბრიელმა კომპიუტერთან მოკაკუნე ელენეს. -რა არის ეს? -კიდევ ორი კაცის სახელი, ამათაც ავიყვანთ და ეგაა. -ჯაბამ დარეკა_ფრთხილად გადმოხედა ელენემ ქმარს. -იპოვეს?_მაშინვე გაუცივდა გაბრიელს ხმა. -იპოვეს_თავი ჩაქინდრა გოგომ. -ოღონდ არ მითხრა, გთხოვ ოღონდ .... -არა, არა გაბრიელ, დამშვიდდი, ცოცხალია, მიუსწრეს, ანდრიამ მაინც გადაარჩინა გესმის?_დასამშვიდებლად ხელები მოხვია ქმარს. -როგორაა? -საავადმყოფოში ყავთ, ჯერ კიდევ ოპერაციაზეა, ამბობენ გადავარჩენთო, სისხლი უკვე გადაუსხეს. -კარგი, აქაურ ბიჭებს შევკრებ და ამ ორსაც მოვიყვან. გენერალს ანდრია მიხედავს_ავად ჩაილაპარაკა ბიჭმა და ტყვეს უკეთ დასაბმელად წავიდა. -ექიმი მოდის_თავ ჩახრილ ანდრიას დაკრა ჯაბამ ბეჭზე ხელი და თვითონაც წამოდგა. -გადავრჩით_სახე უბრწყინავდა კაცს. -ყველაფერი კარგადაა? -კარგადაა, ნუ ჩვენზე რაც იყო დამოკიდებული ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ახლა მასზეა ყველაფერი დამოკიდებული, ორგანიზმმა უნდა გაუძლოს. -გაუძლებს_განაჩენივით ჟღერდა ანდრიას სიტყვები. -ჯერჯერობით რეანიმაციაში დავტოვებთ, შემდეგი 12 საათი გადამწყვეტია._წასვლას აპირებდა ექიმი პოლკოვნიკმა რომ მოაბრუნა. -ექიმო, ალბათ ხვდებით, რომ მას დაცვა ჭირდება, ვიცი თქვენი წესები რეანიმაციასთან დაკავშირებით, მაგრამ ამ წუთას ეგ ხელს არ შემიშლის ერთ-ერთი ჩემიანი მის საწოლთან დავტოვო._ისეთი ტონით ლაპარაკობდა ანდრია ამოხვნეშით დაეთანხმა ექიმი. -ნათია, შენ დარჩი. -კარგი ბოს_მაშინვე ექიმს წაყვა გოგო სპეციალური ხალათი რომ ჩაეცვა. -მადლობა, ამაზე მაინც არ ვინერვიულებ_შუბლი მოისრისა ჯაბამ. -ეს იმისთვის საავადმყოფოში მალე რომ მოგვიყვანე_მხარზე მოუჭირა ანდრიამ ხელი და ერთმანეთში მოლაპარაკე ყიფშიძე-ყიფიანის უეტს გადახედა. -გვაქვს ადგილმდებარეობა? -რა თქმა უნდა_მხრები აიჩეჩა ორივემ. -მაშინ წავიდეთ, გენერალი მოვინახულოთ_მუჭი შეეკრა კარისკენ მიმავალ ანდრიას. -ახლა მართლა იწყება ხალისობა_ხითხითით ჩაჯდა მანქანაში ყიფშიძე და მთელი ძალით მიაწვა გაზის პედალს. (17) სიბნელეთი მოცულ გენერალს თავის ტრავმა საკმაოდ ტკიოდა, როგორც ჩანდა დარტყმით გათიშეს, თავი ისე უბრუოდა დარწმუნებული არ იყო, რომ მთელი სამყარო არ ბრუნავდა, არც კი დაუშვია, რომ აჩრდილთა რაზმი გაიტაცებდა, ფიქრობდა ნარკოტიკი დააკლდა ვინმეს და შურისძიება უნდაო, მაგრამ აი იმას კი ვერაფრით ხვდებოდა მასთან წამალი როგორ დააკავშირეს. ამაოდ ცდილობდა მაგრად გაკოჭილი ხელების შეხსნას და უკუნით სიბნელეში დათვალიერებასაც ვერ ახერხებდა რომ გაეგო სად იყო. ხელების გახსნის ბოლო მცდელობის წარუმატებლობისას ერთი მაგრად შეიკურთხა და თავი დაანება, ვისაც არ უნდა გაეტაცებინა აშკარა იყო თავისი საქმე კარგად იცოდა, ახლა მხოლოდ ლოდინი დარჩენოდა, რომ გაეგო ვინ იყო და მისგან რა უნდოდა. -ექიმო, თქვენ თორმეტი საათი თქვით, როგორაა?_მუდარა ისმოდა ანდრიას ხმაში. -გამომყევით_ხელი დაუქნია ექიმმა. -თქვენს გარდა ოჯახის წევრები არ ყავს? -კი როგორ არა, დედა ყავს, უკვე ვესაუბრე და იცის, რომ ვიპოვე, ამ შემთხვევაზე არაფერი მითქვამს, ჯამრთელობა არც ისე კარგი აქვს და არ მინდოდა უარესად გამხდარიყო. -მაშინ კარგია რომ თქვენ ყავხართ_თბილად გაეღმა ექიმს და ერთ-ერთი ჩვეულებრივი პალატის კარი შეაღო. ხელით საწოლისკენ ანიშნა და თვითონ ჩუმად გაიხურა კარი. ნანო საწოლზე ყოველგვარი აპარატის გარეშე იწვა, მხოლოდ ერთი წვეთოვანი შეერთებინათ ხელში, ნახევარი სახე შეხვლი ქონდა, ფეხი ცოტათი მაღლა აწეული და თითქმის ბოლომდე შეხვეული, შიშველი იწვა და აშკარად ხედავდა გადახვეულ ნეკნებს, როგორც ჩანდა გულის ამუშავებისას მანა დაუზიანა რაღაც. მთელს ოთახში გაისმა ანდრიას კბილების გაღრჭიალების ხმა, თავადაც ატკინა, მაინც ატკინა, თუმცა გადარჩებოდა, მთავარი იყო, რომ იცოცხლებდა, შესაძლებლობა ექნებოდა მისი ხმა ისევ გაეგონა, ისევ წაეკითხა ყველა ემოცია მის თვალებში, ისევ დაებნია მიახლოებისას და ისევ დამტკბარიყო მისი სიყვარულით. ახლა იცოდა, რომ არსად გაუშვებდა, წამითაც აღარ გაუშვებდა, ეს ის სასწაული იყო, რომელიც 2 კვირაში შეიყვარა და არც კი ფიქრობდა დაეკარგა. ბოლოს გაახსენდა, რომ საკუთარ გეგმებს სხვის გრძნობებზე აწყობდა და გაეცინა, რა აზრი ექნებოდა რაიმეს თუ ეს მას არ ენდომებოდა? შეეშინდებოდა იმდენად, რომ მიატოვებდა? წავიდოდა? არა, ანდრია ამას ვერ დაუშვებდა, უფლებას არ მისცემდა, მის გარეშე როგორ ყოფილიყო? ვერც მიხვდა ისე მიახლოებოდა ნანოს, შეუფუთავ სახის მხარეს ეფერებოდა თითებით და შუბლიდან ტუჩებს არ აცილებდა. ნანოს სუნი დაკარგულიყო, ამდენ სახვევებსა და წამლებში მის სუნს ვეღარ გრძნობდა და ეს ორმაგად უტკიებდა გულს. -ან..... დრ...ია_წყვეტილად გაისმა ნანოს ხმა და კაცმაც მაშინვე წამოყო თავი. -აქ ვარ ნანო, აქ ვარ, ჩემთან ხარ პატარავ_ისევ დაუფარა თავისი დიდი ხელით სახის გადარჩენილი ნაწილი. -მიპოვე არა? ვიცოდი რომ მიპოვიდი, ვიცოდი_ცრემლმა გამოჟონა ნანოს ცალი თვალიდან. -გეგონა დამემალებოდი? ჩემს იქით გზა აღარ გაქვს ქალბატონო_გამხიარულებას ეცადა ანდრია. -მან, მან ისე გამამწარა ანდრია_ცრემლებს ვეღარ აჩერებდა ნანო. -დაწყნარდი, გთხოვ არ ინერვიულო, ახლა ჩემთან ხარ, მაპატიე ჩემი ბრალია. -არა ანდრია, შენ მე გადამარჩინე, ორი თვე ყაჩაღებს ვყავდი, მაგრამ ასეთი მათგანაც არ მიმიღია_უკვე გულამოსკვნილი ტიროდა გოგო. -რა გააკეთა_ხმა გაყინვოდა ანდრიას. -მითხარი ნანო რა გააკეთა, გეფიცები ჭკუიდან გადავალ, მითხარი. -ფრჩხილები_ძლივს ამოილაპარაკა ტირილში ნანომ და შეხვეული ორივე ხელის თითები დაანახა ბიჭს და იგრძნო ანდრიამ თავი რომ უნდა შეემაგრებინა, თორემ თავბრუსხვევა ლოგინიდან ჩააგდებდა. -მან რა ფრჩხილები დაგაძრო?_ვერავინ იტყოდა ეს ხმა პოლკოვნიკს თუ ეკუთვნოდა, ძლივს ამოიჩურჩულა, გაოცებულმა გადახედა ატირებულ ნანოს, აქეთ არც წასულა მისი გონება, ეს ეჭვადაც არ გაუვლია, არც კი დაუშვია, ეს ხომ მათთვისაც კი გაუგონარი სისასტიკე იყო. -ერთ ხელზე ქლიბით და მეორეზე გახურებული „პლოცკოთი“_უკვე ღრიალში გადაუვიდა ნანოს ტირილი და სრულიად გათიშულმა დააჭირა ანდრიამ ექთნის გამოძახების ღილაკს თითი. -დამამშვიდებელი ჭირდება_კარებშივე დაუძახა წამით გამოჩენილ ექთანს და ისიც დიდი ნემსით დაბრუნდა უკან. -შეგიძლიათ წახვიდეთ, 6-7 საათი იძინებს, შეიძლება დილამდეც. -ჩაწყნარდება და წავალ_ცალი ხელით სახეზე, მეორეთი კი ჩაბღუჯულ ხელებზე ეფერებოდა გატანჯულ ქალს. -კარგით_მალევე გაიხურა ექთანმა კარები და წყვილი მარტო დატოვა. -გეფიცები, ამას ვაზღვევინებ, მოვკვდები რომ არ გადავუხადო, მე ის გავაფრთხილე, მე ხომ ვუთხარი, შენთვის ხელი არ უნდა დაეკარებინა, ამას არ ვაპატიებ,_არეული ბუტბუტებდა პოლკოვნიკი და გაუაზრებლად დააცურებდა ტუჩებს ნანოს შეუხვეველი სახის ლოყაზე. -მიყვარხარ, იცოდე რომ მიყვარხარ, იცოდე, რომ არ მოგცემ დანებების უფლებას, გამოგაჯანმრთელებ, აი ნახავ იმდენ ბედნიერ მოგონებას შეგიქმნი, რომ ამ ცუდის გასახსენებლად ადგილი არ დაგრჩება, აი ნახავ. შეშლილი სახით შეაღო ნანოს ექიმის კაბინეტი და ფეხზე უცებ წამომხტარ შცბუნებულ ექიმს მკაცრი ხმით შეძახა: -მისი ისტორია მინდა და ძალიან გთხოვთ თქვენთვისვე ჯობია ახლა არ შემეწინააღმდეგოთ. -როგორაა?_ანდრიას გამოჩენისას იქვე მიაგდო სიგარეტი ჯაბამ და პოლკოვნიკს ახედა. -დაქოქე_პირდაპირ მანქანაში ჩაჯდა კაცი. -ჰე როგორაა. -ფიზიკურად უკეთ, ფსიქოლოგიურად განადგურებული. -ძალიანაა ნაწამები? -ფრჩხილები დააძვრეს_სიგარეტს გაუკიდა ანდრიამ. -რა ქნეეს?_ისე უცებ დაატორმუზა ჯაბამ, ლამის საქარე მინას აეკრა ანდრია. -ფრჩხილები დააძვრეს. -ეგ ხომ ... -ხო, გენერლისთვისაც კი გაუგონარი სისასტიკეა. -ჯანდაბაა, ამას მართლა არ ველოდი_გაოგნებულმა დაქოქა ისევ კერესელიძემ მანქანა და ნაცნობი ქოხისკენ გადაუხვია. -არაუშავს, მე ჩემ პირობას შევასრულებ_ნანოს ავადმყოფობის ისტორია დააგდო ანდრიამ და ისე მომუშტა ხელი კანი გადაუთეთრდა. იცნო კერესელიძემ უფროსის განწყობა და ღრმად ამოისუნთქა, წინ მძიმე დღეები ელოდათ. ქოხთან მისულებს ელენე ეზოში დახვდათ, მათ მისვლაზე გაბრიელიც გამოვიდა ხელების მშრალებით. -როგორაა?_მაშინვე ნანაო მოიკითხა პოლკოვნიკის დანახვაზე. -იცოცხლებს_მოკლედ უპასუხა ანდრიამ და ელენეს გადახედა -შეგიძლია ყველას გააგებინო რომ ვიკრიბებით? არც ვიცი ტელეფონი სად მაქვს. -რა თქმა უნდა, ახლავე_გაკვირვებული დაეთანხმა ელენე და ტელეფონი ამოიღო. -გაბრიელ _ახლა მას მიუბრუნდა ანდრია - ამ ფურცელზე რაც წერია ყველაფერი მომიტანე და ხო, ელენე აქაურობას მოაშორე. -აუუჰ, ანუ საქმე ცუდადაა_თვალები გააფართოვა გაბრიელმა და სწრაფი მოძრაობით ჩაკიდა ცოლს ხელი. -კარგი, მაქსიმუმ ნახევარ საათში დავბრუნდები _უკვე მანქანიდან გადმოსძახა კაცს. ათ წუთში ყველა ეზოში შეკრებილიყო და ანდრიას ელოდნენ. -რა ხდება?_ადგილზე ცკმუტავდა ნათია -მინდოდა გამეფრთხილებინეთ_წყნარი ხმით დაიწყო ანდრიამ -რაც ამ წუთიდან მოხდება, მხოლოდ ჩემი საქმეა, თქვენ არ გაგრევთ, როგორც ნანო გადათელეს, ისე ვთელავ ჩემს პრინციპებს, არ მინდა თუ ჩავვარდი თქვენც მომყვეთ, ამიტომ მინდა რომ დავიშალოთ. მე ამ საქმეს არ მივატოვებ იმიტომ, რომ მე მეხება, თქვენ კი თავისუფლები ხართ, ოჯახებს მიხედეთ_თავი დაუკრა მეგობრებს ანდრიამ და ქოხისკენ წავიდა. -ხომ იცი რომ არ მიგატოვებ?_ნათიას ხმამ აიძულა გაჩერება. -ჩვენ დავიფიცეთ, გახსოვს? რასაც არ უნდა აპირებდე ანდრია, თუ შენ გეხება, ესეიგი ჩვენც გვეხება, ოჯახს თუ უნდა მივხედოთ, მასში შენ მოწინავე ადგილი გიკავია, ამიტომ ტყუილად ნუ ლაპარაკობ. ნუ, ყოველშემთხვევაში მე ასე ვფიქრობ_დაბნეულმა შეათვალიერა დანარჩენები. -არც მე მივდივარ_თავი დაუკრა ჯაბამ პოლკოვნიკს და ნათიას წელზე მოხვია ხელი -ოჯახი ოჯახია, სიკეთეშიც, ბოროტებაშიც, სიმდიდრეშიც და სიღაიბეშიც. -მომეჩვენა თუ ამან ახლახანს ჩვენთან საქორწილო ფიცი დადო?_სიცილის პირას მყოფმა აიქნია ხელები ყიფიანმა. -არსად ვაპირებ წავიდე, ნანო რომც არ ყოფილიყო, მამალაძესთვის_ჩაიღრინა ყიფშიძემ. სწორედ ამ დროს მოადგა გაბრიელის მანქანაც გზას. -მოვიტანე_ნივთები ანდრიასთან დააწყო გაბრიელმა და ხელის აწევით მიესალმა დანარჩენებს. -რკინის ჯოხი, ხელკეტი, ქლიბი, გაზის ბალონი, მავთული, ანდრია რას აპირებ_თვალებ გაფართოებულმა ახედა პოლკოვნიკს ნათიამ. -მან ნანოს სათთაოდ დააძრო ფრჩხილები, იცი ეს ტკივილი რას ნიშნავს? იცი მუხლი რატომ გაუხვრიტა და რატომ დატოვა კოჭლად? რომ არასდროს დავიწყებოდა, იცი რომ დამძვრალ ფრჩხილებს არ დაჯერდა და ნუნები ისე დაუწვა, რომ ფრჩხილები აღარასდროს ამოუვა? ვინმე მეტყვის რითი შეიძება ადამიანმა ასეთი ტანჯვა დაიმსახუროს მთელი ცხოვრების მანძილზე? ვერავინ, იმიტომ, რომ არავინ იმსახურებს, ის გენერლის ბრძანებას ასრულებდა, ნარკოტიკი სამკურნალო საშუალება ეგონა სანამ შედეგი არ ნახა საკუთარი თვალით, მან არაფერი იცოდა გესმის? -შევიდეთ_გაყინული სახით აართვა ნათიამ გაბრიელს იმ წუთას ჯიბიდან ამოღებული „პლოცკო“ და პირველმმა შეაღო “ქოხის“ კარები. ჯერ კიდევ გაბრუებულმა გაახილა თვალბი ნანომ, ახლა შედარებით მხნედ გრძნობდა თავს, ფანჯრებიდან ჯერ კიდევ გარიჟრაჟი მოჩანდა. ჩაბნელებულმა ოთახმა წამით სარდაფი გაახსენა და შიშის გრძნობა გაუასმაგა. -ანდრია_გაუბედავად გაკვეთა სიჩუმე, თუმცა იმედგაცრუებამ ცრემლები მოუტანა, კაცი მთელი დღე-ღამე მის საწოლთან ხომ არ დარჩებოდა. -აქ ვარ პატარავ, აქ ვარ_თვალები გაუბრწყინდა საყვარელი ხმის გაგონებაზე და ხელები გაიშვირა. -ჩამეხუტე რა_უცებ მოიშორა ჩამოვარდნილი ცრემლი და ასრუტუნებული მიეკრა პოლკოვნიკის გულ-მკერდს. -არასდროს გაგიშვებ_მაგრად მოხვია ანდრიამ მკლავები გოგოს და გაისმა კიდევაც მისი კვნესა. -მაპატიე, ნეკნი დამავიწყდა, ჯანდაბა_მაშინვე შეუშვა კაცმა ხელი, თუმცა ნანომ არ მოიშორა -ეგ ნეკნი, მაპატიე ჩემი ბრალია, შენი გული აღარ ცემდა და... -შენი გული. -ვერ გავიგე_გაკვირვებულმა დახედა გოგოს. -ჩემი არ არის, უკვე ორი კვირაა ეს გული შენ გეკუთვნის_თავი დახარა ნანომ და სიბნელეშიც კი იგრძნო ანდრიამ ახლა როგორ აწითლებული ექნებოდა გოგოს ღაწვები. -იცი, ასეთი რამ ჯერ არ დამმართნია_თავი მოიქექა პოლკოვნიკმა. -რა დაგემართა? -პირველად ავუხსენი ქალს სიყვარული და მაშინაც ეძინა_გაეცინა ანდრიას და ნანოს საღ ლოყაზე მოეფერა. -რა ქენიიი? -ხო რა იყო, შენი თავი ხომ არ გეგონა_მაინც გაეპარა ანდრიას ღიმილი ტუჩის ბოლოებში. -აბა გაბედე და სხვას უთხარი_დაბინტული ხელი მიარტყა კაცს ბეჭზე და წამოიკვნესა კიდევაც ტკივილიდან. -ნუ ფართხალებ, მოდი დაწექი, ჯერ კიდევ ძილის დროა_გადასაფარებელი მიაფარა და შუბლზე აკოცა. -ჩემთან დარჩი რა. -არსად მივდივარ. -მაშინ მომიწექი. -უხერხულად იქნები ნანო. -გთხოვ რა ანდრია, შენთან სიბნელისაც აღარ მეშინია. -გინდა შუქი ავანთო? -ბევრს ნუ ლაპარაკობ, უბრალოდ მომიწექი და ჩამიხუტე. -არის ქალბატონო_ღიმილით აძვრა საწოლზე ანდრია და კვნესით გადმობრუნებული ქალი გულთან მიიკრა, კარგად დააფარა ზურგზე საბანი, ცხვირი თმებში ჩაუყო და დამშვიდებულმა დახუჭა თვალები. (18) რამდენიმე საათით ადრე: -გამარჯობა გენერალო_უხეშად მოაცალა ნათიამ თავიდან კაცს ნაჭერი. -ოჰ, ესენი ვინ ყოფილან, რამე გნებავთ მეგობრებო?_ირონიული ხითხითი აუტყდა კაცს. -მადლობა ღმერთს ნაგვებს არ ვემეგობრები_მთელი ძალით მოუქნია ჯაბაზე წართმეული ხელკეტი კაცს კისერში -. -ეს ხმამაღალი განაცხადი იყო ქალბატონო_სისხლი გადმოაფურთხა გენერალმა და გაბოროტებული თვალებით ამოხედა . -ნათია_ჩარევა სცადა ანდრიამ, მაგრამ მაშინვე ხელი აუქნია გოგომ და გენერალს წინ გადაუდგა -ქალების ჩაგვრა გიყვართ გენერალო? დაბმული ქალების ალბათ თანაც, რომელთაც საშუალებაც კი არ აქვთ როგორმე შეგეწინააღმდეგოთ? იცით თქვენ ქალისთვის რას ნიშნავს მთელი ცხოვრება სარკეში თავს უყურებდე და გულს გირევდეს საკუთარი ანარეკლი?_კიდევ ერთი დარტყმა მოხვდა გენერალს, ამჯერად ყბაში და უკვე ტუჩზეც დაეტყო სისხლის კვალი. -ნათია_ამჯერად ხმამაღლა დაიყვირა ანდრიამ და აკანკალებულ გოგოს ძალით წაართვა იარაღი. ჯაბამ კი ხელი მოხვია და გართ გაიყვანა. ოთახში სახეწაშლილ ანდრიასთან ერთად ყიფიანი და ყიფშიძე დარჩა. მთელი მონდომებით გადაშალა პოლკოვნიკმა ნანოს ისტორია. -იცით გენერალო ეს რა არის? -აბა გამანათლე. -გახსოვს ნანოს გატაცება რომ გავიგე, შენს სახლში მოსული როგორ გაგაფრთხილე? -ორმაგად.... გადაგიხდიო_თვალები დახუჭა გენერალმა და ხმა გაუტყდა. -თუ გინდათ გადით_გაზის ბალონს მოუკიდა ანდრიამ. -მე აქ მამალაძის სახელით ვარ და სიამოვნებით ვუყურებ ამ ყველაფერს, იქნებ მაშინ მაინც არ დამესიზმროს ძმაკაცის დანაწევრებული სხეული_კბილებში გამოცრა ყიფშიძემ, ყიფიანი კი როგორც ყოველთვის ფანჯარასთან მდგარი ეწეოდა და გულგრილად უყურებდა განვითარებულ მოვლენებს. -ფრჩხილებით დავიწყებ, ძალიან მინდა საღ გონებაზე მყოფმა იგრძნო ეს ტკივილი_მწარედ გამოსცრა პოლკოვნიკმა და უმოწყალოდ გაუყარა ქლიბის წვერი ბოლომდე გენერალს, სანამ მასზე ჩამოკიდებული ფრჩხილი არ დაინახა. კიდევ დიდხანს ისმოდა ქოხის შემოგარენში კაცის გამაყრუებელი ღრიალი. -ნათი, ნათი დამელოდე, მოიცა_ძლივს დაეწია ტყეში შევარდნილ შეყვარებულს ჯაბა. -არ ვიცი ჯაბა რა დამემართა, უბრალოდ ვეღარ ვაზროვნებდი, რომ წარმოვიდგინე იმ გოგოს რისი გამოვლა მოუწევდა, ხვდები რა ტკივილი გამოიარა? თანაც ისედაც ამდენი ტანჯვის შემდეგ და რის გამო? გენერლის გართობისთვის? ის ხომ ვერაფერს ხვდებოდა_ტირილი აუვარდა ნათიას და ჯაბას გაოგნებული სახე რომ აღარ დაენახა სახეზე ხელები იფარა. -ნათია... -არაფერი მითხრა გთხოვ, მეც არ ვიცი რა მომივიდა, უბრალოდ უცებ თავი ნანოს ადგილას წარმოვიდგინე, თუ ხვდები რამდენი ქალი იყო მის მსგავსად, რომლის დასახმარებლადაც არავინ მისულა? რამდენი მოკლეს ტყუილ უბრალოდ და რომ არ ეპოვათ მათი გვამები ტყეში მგლებს მიუგდეს კვალის დასაფარად? -საყვარელო რა დაგემართა, უნდა დამშვიდდე, ნათია ასე რამე დაგემართება_გულში ჩაიკრა ისტერიკამდე მისული ქალი და რომ ვერაფრით დააწყნარა მანქანაში ჩასმული წაიყვანა ქალაქისკენ. -ორსაც ვერ გაუძლო ნაბი*ვარმა და გოგოს ათივე დააძრო_გენერლის მხარეს დააფურთხა ყიფშიძემ. -ნანოსთან წადი ანდრია_როგორც იქნა ყიფიანმაც ამოიღო ხმა და პოლკოვნიკს გადახედა -ცოტა დამშვიდდები, ექიმმა გონს საღამოს მოვაო და უკვე ბინდდება, წადი, ახლა მას ჭირდები, ამას ჩვენ მივხედავთ, ჯერ მაინც ვერ მოვა გონს ისეა გათიშული_გენერლისკენ აიქნია ხელი და კიდევ ერთ ღერს მოუკიდა. -კარგი, კარგი_თავი დაუქნია ანდრიამ და გაზი გამორთო -რომ გაეღვიძოს ღამე სიბნელის შეეშინდება, ახლა მართლა მჭირდება მისი ნახვა_შუბლი მოისრისა და დაღლილი სახით გამოაღო კარები. სასწრაფოდ სჭირდებოდა ახლა მისი გოგოს სახის დანახვა. დილით ნანოს ანდრიას მოფერებით გაეღვიძა. ბედნიერად გაეღიმა და ხელი მოხვია მის საკუთრებას. -დილა მშვიდობი. -დილა მშვიდობის პატარავ, ხომ არ გცივა? _მკლავებზე აუსვა ხელის მტევნები ანდრიამ. -არა, რა შემაციებს. -დაგაჟრიალა. -პატარას რომ მეძახი მსიამოვნებს_აწითლებულმა ამოილაპარაკა ნანომ და ხელები აიქნია -შენთან თამაში რატომ არ შემიძლიააა. -იმიტომ, რომ შენც ყველა ემოციას ვხედავ_სახე დაუკავა ანდრიამ და თბილ ტუჩებს დაეპატრონა. -დილა მშვიდობის, ოჰ ხელის შეშლა არ მინდოდა_ღიმილით დაასრულა ექიმმა ანდრიას დანახვაზე. -გამარჯობა ექიმო, გაწერა როდის იქნება შესაძლებელი? -ჯერ სამწუხაროდ ვერა, რამდენიმე დღე მაინც მინდა დავაკვირდე, თანაც მარტო ვერ იცხოვრებს, ფეხს ჯერ კიდევ რამდენიმე თვე შეიძლება ვერ დაეყრდნოთ. -რამდენიმე თვე? ღმერთო ჩემო დედა გადაირევა_თვალები დახუჭა ნანომ და თავი გადააქნია. -არ გადაირევა, სახლში არ ბრუნდები, ჩემთან მოდიხარ._თბილად გაუღიმა ანდრიამ ანერვიულებულს -ექიმო, მე მითხარით და მასწავლეთ ყველაფერი რაც დაჭირდება. -კი ბატონო, ასე იმედიანად ვიქნები, რამდენიმე წუთში სახვევს მოგხსნიან, მთელ სახეზე აღარაა საჭირო, მხოლოდ ჭრილობასთან დაგიტოვებ. -მადლობა ექიმო_გასინჯვის შემდეგ კარებში დააწია ანდრიამ სიტყვა და გოგოსთან სალაპარაკოდ მოემზადა. -რას ნიშნავს ანდრია შენთან მოვდივარ? -აი რასაც თქვი იმას. -არ ვაპირებ, დედას დაველაპარაკები. -უკვე ველაპარაკე და ნუ მეწინააღმდეგები, თუ რა გინდა 32 წლის კაცი 17 წლის შეყვარებულივით დავრბოდე შენს სანახავად? კარგი რა, მორჩა ჩემთან მეყოლები და მეთვითონ მოგივლი._საუბრის დასრულების ნიშნად უცებ აკოცა და საწოლიდან ჩამოხტა. -გენერალი სად არის?_სულ სხვა თემაზე გადავიდა ნანო, რადგან არც თითონ იყო დიდად წინააღმდეგი ანდრიასთან ცხოვრების. -მაგაზე საუბარი არ გვინდა_თვალი აარიდა ანდრიამ -ბატონო პოლკოვნიკო, აბა კარგად შემომხედეთ. სად არის გენერალი? -სადაც საჭიროა, მე მას პირობა მივეცი რა მოხდებოდა თუ ხელს დაგაკარებდა. -ღმერთო ჩემო ანდრია. -რა ნანო რა? რაც შენ გაგიკეთა იმის შემდეგ უბრალოდ ბედნიერად ეცხოვრა? -მხოლოდ ერთ კითხვაზე მიპასუხე ანდრია, თუ ჩვენც მათსავით მოვიქეცით, დარჩება რაიმე რაც მისნაირებისგან განგვასხვავებს? მაშინ ჩვენს მათნაირები გავხდებით, მე კი არ მინდა გაბოროტდე გესმის? -არ გვინდა ამ თემაზე საუბარი, დაისვენე, სახვევებსაც მოგხსნიან და შუადღით მოვალ, კარგი? -ანდრია, უბრალოდ ჩემს ნათქვამზე იფიქრე, კარგი? უბრალოდ დაფიქრდი, ჩვენ ასეთები არ ვართ_სახეზე მოეფერა ცალი, შეუხვეველი ხელით და თითი ყვრიმალზე გადაუსვა -მიყვარხარ. -მეც მიყვარხარ, ახლა დაისვენე, რამდენიმე საათში დავბრუნდები_შუბლზე აკოცა და ნაცნობი, დაბრუნებული სურნელი შეისუნთქა, მიხვდა ამის მეტი უკვე აღარაფერი სურდა. ჩაფიქრებული გამოვიდა საავადმყოფოდან და ქოხისკენ წაიყვანა მანქანა. -ელენე, ახალი არის რამე? _პირსახოც შემოხვეული, ჯერ კიდევ წვეთებით დანამული სხეულით მიადგა გაბრიელი ცოლს. -შენი აზრით ახლა ასე თუ მომიდგები გვერდით რამეზე ფიქრს შევძლებ? წელიწადია შენთან არ ვყოფილვარ_მძიმედ ამოიხვნეშა ელენემ და ძლივს აიძულა თავი ეკრანს მიბრუნებოდა. -ჩვენი დროც მალე მოვა ძვირფასო_კისერში აკოცა ქალს და თვითონაც კომპიუტერს ჩახედა. -კიდევ სამი კაცი იპოვე? ყოჩაღ. -ბავშვები რომ გავუშვი სკოლაში ბევრი დრო აღარ დამრჩა და მხოლოდ ეს შევძელი. -გადასარევია, სანამ ჩავიცმევ მონაცემები ამომიწერე და ბიჭებს დავურეკავ, საუკეთესო ჰაკერი ხარ მსოფლიოში. -ჩაცმაში ხომ არ მოგეხმარო?_წარბები აათამაშა ელენემ -კაარგი, მემგონი დამატებითი ხუთი წუთი გვექნება, ანდრია ჯერ კიდევ ნანოსთანაა, ამიტომ...._ხითხითით მოხვია გაბრიელმა ცოლს ხელი და წელზე შემოჯენილი გააქანა ოთახისკენ. -უკეთ ხარ?_გადასაფარებელი გაუსწორა ჯაბამ ნათიას. -კი, დავმშვიდდი, ჩემზე კარგად მოქმედებ_კაცისკენ გადმობრუნდა თვითონაც. -ცოტა შემაშინე. -მაპატიე, მეც არ ვიცი ასე რატომ დამემართა, ისეთი დიდი ზიზღი და აგრესია ვიგრძენი თავი ვერ შევიკავე_ისევ ტირილის დაწყებას აპირებდა ჯაბამ რომ შეაჩერა. -არა რა გთხოვ, ისევ ცრემლები არ დამანახო თორემ გავგიჟდები, არ შემიძლია შენი ასეთი ყურება. -კარგი, ვსო, მორჩა_თვალები ელით ამოიწმინდა ნათიამ და წუთით დახუჭა მომდგარი ცრემლი უკან რომ გაებრუნებია. -იცი რა ნათი, ვფიქრობ ამდენი საშინელების შემდეგ, ერთი დიდი პოზიტიური ცვლილება გვჭირდება. -მართალი ხარ,3 კვირა გავიდა და იმდენი რამ მოხდა, თან ყველა ცუდი, კარგი ამბავი ნამდვილად გვჭირდება. -მაშინ მე მაქვს ერთი იდეა_საწოლზე წამოჯდა ჯაბა და ანერვიულებული გასწორდა ჯაბა. -აბა გისმენ_გაღიმებული მიეყრდნო ნათიაც ლოგინის თავს. -ცოლად გამომყევი_ნერვიულობა იგრძნობოდა ჯაბას ხმაში, სანამ ნათიას გაღიმებულ სახეს დაინახავდა. (19) -როგორაა საქმე?_მანქანიდან არ იყო ანდრია გადასული ყიფიანს რომ დაუძახა. -ყიფშიძე ვერ გამოავთრიე_მხრები აიჩეჩა ბიჭმა და გენერლის შეყვირებაც გაისმა. -ამის დედაც..._სწრაფი ნაბიჯებით მიუახლოვდა ქოხს და კარები გამოაღო. ნანახზე ცოტა შეცბუნდა, მაგრამ ყიფშიძემ რომ თითქოს მალულად მოიშორა ჩამოვარდნილი ცრემლი ყველაფერს მიხვდა. -ახლა მამალაძე აღარ დაგავიწყდება_მკაცრად ამოიდუდუნა, დანა იატაკზე მიაგდო და გარეთ გავარდა.შეცბუნებულმა მოათვალიერა პოლკოვნიკმა გენერლის სხეული, დანის წვერით თითქმის მთელ სხეულზე ისე დაესერა ყიფშიძეს კაცის კანი, რომ შრამები დარჩენილიყო. თავად გენერალი ძლივს სუნთქავდა და ტკივილისგან შეჭმუხნული სახის გასწორებას ცდილობდა. -ხვდები მაინც ხალხი როგორ გყავს გამწარებული?_მუხლებში მოხრილი ჩაჯდა ანდრია გიორგის წინ -მისგან ხმამაღლა ნათქვამი სიტყვაც კი არ მაქვს 9 წელია განაგონი. არ ვიცი რა უნდა მოხდეს შენს ჩადენილზე რომ დაფიქრდე_თავი დანანებით გადააქნია კაცმა და შემოსულ ყიფიანს და ყიფშძეს ახედა. სიტყვაც არ უთქვამს დანით ისე გაუჭრა კაცს დაბმული ხელები და კარისკენ მიუთითა -შეგიძლია წახვიდე. შენ შენთვის ჩვენ ჩვენთვის და არ გაბედო კიდევ რაიმეს ჩვენ წინააღმდეგ გაკეთება. -რა ქნას? შენ სულ გაგიჟდი?_წარბები შეკრა ყიფშიძემ. -მე ასე გადავწყვიტე, შეუძლია წავიდეს. იმის თქმა არაა ალბათ საჭირო, რომ აქ მომხდარზე სიტყვაც არ უნდა დაძრა_გაოცებულ გიორგის გადახედა. -ვიცი ანდრია_გაუბედავად გადადგა ნაბიჯი გენერალმა კარისკენ. -კინაღამ დამავიწყდა_გასვლამდე შემოაბრუნა კიდევ ერთხელ და მთელი ძალით მოქნეული მუშტი პირდაპირ ცხვირში მოარტყა და გაუტეხა -არ დაგინახო ჩემ ცოლს კიდევ ერთხელ მიეკარო. -რატომ გაუშვი? ჯერ მოგავტაცებინე, მერე ცოფებს ყრიდი და აწამებდი, ახლა ერთმანეთს შევეშვათო და დავზავდეთო, საერთოდ რას აკეთებ ანდრია?_ცოფებს ყრიდა ყიფშიძე. მის სიტყვებზე ყიფიანმა ხითხითით მოუკიდა მორიგ ღერს და ფანჯარასთან დადგა თავი ქნევით. -ასე მგონია ამდენი წელი სხვასთან ვიმუშავე, ჯერ კიდევ ვერაფერი მისწავლებია. აქ მოსვლამდე ელენემ დამირეკა, კიდევ სამი ნარკო დილერი აუყვანია გაბრიელის ჯგუფს, მაგრამ ახალი ვერაფერი გაუგიათ. გენერალი ახლა გამწარებული მხეცია, რას შვება გამწარებული მხეცი, რომელსაც კუთხეში მიიმწყვდევენ? ნებდება? -ბრძოლას იწყებს_დაფიქრებული შედგა ყიფშიძე. -სწორია, ხოლო თუ მხეცი გენერალივით ცივსისხლიანია? -კუდებს იშორებს და წარსულს ასუფთავებს. -კიდევ კარგი, მთლიანად არ დაგიკარგავს გონება_მხიარულად შესძახა ყიფიანმა. -და შეშინებულ კუდებს ჩვენ ავიყვანთ, რომლებიც უსაფრთხო თავშესაფრის სამაგიეროდ ინფორმაციას ჩაგვიკაკლავენ. -ევრიკა_ხელების აწევით შესძახა ანდრიამ და ქოხიდან გამოვიდა -ახლა წავალ, ნანოს წერენ და სახლში უნდა წავიყვანო. -მართლა შენთან მიგყავს?_მანქანის კარები გამოაღო ყიფიანმა. -ოდესმე ვინმესთვის სიტყვაზე ცოლი მიწოდებია?_გვერდულად გადმოხედა ანდრიამ. -არასდროს_თავი ღიმილით გადააქნია ბიჭმა. -შეგიყვარდა. -შემიყვარდა_ღიმილით დაქოქა მანქანა პოლკოვნიკმა და ქალაქისკენ გაუდგა გზას. -რა კარგია მოხვედი_გახარებულმა შესძახა ნანომ კარებში ანდრიას დალანდვისთანავე. -სად წავიდოდი_კაცსაც გაეცინა გოგოს გულუბრყვილობაზე. -ვერსად_ცალ ფეხზე გაჭირვებით წამოდგა. -წავედით? -წავედით. ინვალიდის ეტლით მიაცილა ექთანმა ნანო და ანდრია მანქანასთან, საიდანაც რიგრიგობით გადმოლაგდნენ ყიფიანი და ყიფშიძე. -ბიჭებოო_გახარებულმა შესძახა ნანომაც და ანდრიას ხელებში აწრიალდა. -როგორ ხართ? -ჩვენ კი ვართ კარგად_გაოცებისგან სახე წაშლოდათ ბიჭებს. -აჰ შრამები? არაუშავს, გაივლის ან დარჩება_ხელი უდარდელივით აიქნია გოგომ. უცებ მოურიდებლად მოეხვია ყიფიანი და მთელი ძალით ჩაიხუტა გოგო -გეფიცები ყველაზე ძლიერი ქალი ხარ, ვინც კი ოდესმე მინახავს. -ჰმ, ჰე წავედით_წარბშეკრულმა ჩაახველა ანდრიამ და ხელში დაკავებული ნანო მანქანაში შესვა. -ეჭვიანო_სიცილით ჩაჯდნენ ბიჭებიც უკან და ანდრიას მოხედვაზე მხრები აიჩეჩეს -ჩვენც მოვდივართ. -აბა ახლა დაიშალეთ. -ნწ, გამორიცხულია, ნანო ხომ უნდა გავრთოთ_თვალი ჩაუკრეს უკან მიბრუნებულ კაცს და მანაც ბუზღუნით დაქოქა მანქანა. ანდრიას ბინამდე თხუთმეტი წუთი დასჭირდათ. სახლი სუფთა ოროთახიანი გამოდგა, კომფორტულად მოწყობილი, თუმცა ცოტა ჩაბნელებული და ცივი. -ხოო, ნათელი ფერები დაგვჭირდებაა_წამში მოათვალიერა ნანომ ბინა. -ოთახში დაგაწვენ_საძინებლისკენ წავიდა ანდრია. -არა რა, ბიჭებთან მირჩევნია, გავერთობი_მუდარით გახედა ანდრიას და მანაც მორჩილად წაიყვანა დივნისკენ. -კომფორტულად ხარ?_ბალიშები დაუწყო ზურგთან და პატარა მაგიდაზეც ნელა შემოადებინა ფეხი. -შეიძლება შენს გვერდით კომფორტულად არ ვიყო?_თბილად გაუღიმა ნანომ და ლოყაზე ჩამოუსვა ხელი. -გაგვეზარდა უფროსი_არასებული ცრემლი მოიწმინდა ყიფშიძემ და სავარძელში მოკალათებულ ყიფიანს ჩამოუჯდა კიდეზე. -დამეწვა გული _ხელზე ჩამოაყრდნო ყიფიანმა ყბა და ტუჩები გადმობურცა. -დამეკარგეთ აქედან_ ვითომ მკაცრი სახით დაუცაცხანა ანდრიამ, თუმცა მაინც გაეღიმა სამზარეულოსკენ მიმავალს სამ ხმაში ერთად ატეხილი ხარხარი რომ დაეწია. -გამარჯობა ოჯახს_გაბრიელის შეძახება გაისმა რამდენიმე წუთში ბინაში. -ანუ დღეიდან მოსვენება არ გვექნება_ნანოს გადახედა, რომელიც ბედნიერი იღიმოდა. -ძალიანაც კარგი, ვერ ვიტან მოწყენილობას. -დარწმუნებული ხარ, რომ სწორი კაცი აარჩიე?_წარბი აუწია პოლკოვნიკმა. -ათასი პროცენტით_წამით აკოცა კაცს და მისკენ წამოსულ გაბრიელს მოეხვია, რომლის უკანაც გაფითრებული სახითა და გაფართოებული თვალებით იდგა ელენე. -ეს... ეს .... ეს არის ნანო? ეეს?_ხმა გაყინვოდა ქალს. -გამარჯობა ელენე_დაბნეული სახით ძლივს წამოდგა ელენე და ცალ ფეხზე მდგომი რომ არ დაცემულიყო ანდრიას დაეყრდნო ბეჭზე. -თქვენ რა დამცინით?_ერთი ნაბიჯით უკან დაიხია ქალმა. -იცით მაინც ვინ არის? -იციან ელენე, ყველაფერი იციან, მე .... მე ვცდებოდი, მაპატიე, ყველაფერი ჩემი ბრალია, მაპატიე_აცრემლებულს ჩაეხარა ნანოს თავი და თითებს იწვალებდა. -კი, მაგრამ ვერაფერი გავიგე, აქ რას აკეთებ, ანდრია ასეთი ქალი როგორ შეგიყვარდა, ის ხომ ... -ყველაფერი ვიცითთქო ელენე_მაშინვე გააჩუმა ქალი ქმრის მკაცრმა ხმამ, -სწორედ შენი მოტაცებით მიხვდა ნანო ყველაფერს და მას შემდეგ რა არ გააკეთა და როგორ არ აწამეს რომ ჩვენ დაგვხმარებოდა, შეცდა და ბოდიში მოიხადა ასე არ შეიძლება, მასაც გაუგე, სულაც არ იცოდა ვინ იყავი, დავალება მიიღო და შეასრულა, შენი გაცნობა არ დაუწყია, მას ტერორისტი ეგონე. -გეფიცები მართლა ვნანობ, იმ დღიდან წამი არ გასულა შენზე რომ არ მეფიქროს, ამიტომაც მოვიძებნე მაშინვე გაბრიელი, მაპატიე_მუდარა იგრძნობოდა ნანოს ხმაში და გული მოეწურა ანდრიას გოგოს ასეთ ხმაზე. -შენს ადგილას ნებისმიერი შეიძლებოდა ყოფილიყო_მშვიდად ამოილაპარაკა ელენემ და გვერდიდა ქმრის ღრმა ამოსუნთქვაც გაიგონა. თუ ნანო გაბრიელისთვის მნიშვნელოვანი ადამიანი იყო, მისთვისაც გახდებოდა. -გამარჯობაათ_კიდევ ერთი მხიარული შეძახილი გაისმა და ოთახში ნათია და ჯაბაც გამოჩნდა. -აი ვინ გვაკლდაა_ხმა დაიწვრილა ყიფიანმა -გაიზარდე რა, ძალიან გთხოვ_პატარა ბავშვივით გამოიწელა კერესელიძემ კისერი. -ახალი ამბავი გვაქვს_ნანოს რომ გადაეხვია მის გვერდით ჩამოჯდა ნათია და მეგობრებს გადახედა. -კიდევ კარგი, კიდევ ერთი ცუდის გაგონება არ მინდა_ ხელი აიქნია ყიფშიძემ. -ორ კვირაში ქორწილში გეპატიჟებით_საზეიმო ხმით გამოაცხადა ჯაბამ და დაიმსახურა კიდევაც მხიარული შეძახილები. სასიამოვნო საღამო გაატარეს, ბევრი ისაუბრეს, თითქოს ერთი დღით დაივიწყეს ის ყველაფერი ცუდი, რაც მათ ირგვლივ ხდებოდა. უკვე საკმაოდ გვიანი იყო ანდრიამ ხელში აყვანილი რომ ჩააწვინა მათ საწოლში თვალებ მილულული გოგო და საბანიც კარგად ამოუკეცა. სააბაზანოში იყო და კბილებს იხეხავდა ოთახიდან განწირული კივილის ხმა რომ გამოვიდა და ანდრიაც ფეხშიშველი გაიქცა მისაშველებლად. -გენერალო, ავარიაში მოყევით?_გაკვირვებული შეჰყურებდა დალეწილ უფროსს ერთ-ერთ ობიექტზე მისულს დაცვის წევრი. -ავარიაში აბაა_მწარედ ამოილაპარაკა გიორგიმ და ცხვირზე დაკრული პლასტერი თთით მოისინჯა. -რაა ცნობილი სად ვიყავი ეს ერთი კვირა? -საიდუმლო დავალებაზე_თვალები უფრო გაუფართოვდა ბიჭს. -ჰმ, დავალებაზე. ახლა წადი, რამაზი მომითრიე სასწრაფოდ და ყველა ჩვენს საქმეში ჩარეული პირის მონაცემები მინდა, ვინც მე მიცნობს უკლებლივ ყველასი_მუჭი მაგრად დააბრახუნა მაგიდაზე გიორგიმ. -ახლავე გენერალო_მაშინვე გაქრა ოთახიდან ბიჭი. -დავალება არა ანდრია? მე თქვენ გაჩვენებთ წამებას და დამუქრებას, დავალებაზე გამგზავნა ბიჭმა თურმე. მე არ ვიყო გენერალი, თქვენ თუ ეგ საქციელი არ გაზღვევინოთ._კიდევ დიდხანს ისმოდა ოთახიდან გიორგის ჯინიანი ლაპარაკი. (20) -გაიღვიძე პატარავ, გაიღვიძე ჩემთან ხარ, ყველაფერი მორჩა, ნანო გაიღვიძე_ვერაფრით ახერხებდა კოშმარში ჩარჩენილი გოგოს გაღვიძებას, რომელიც გამწარებული კიოდა და ანდრიას არ ეპუებოდა. -მაპატიე_სახეში მოხვდა პოლკოვნიკის ხელი და მაშინვე წამოჯდა შეშინებული. -რა...რა მოხდა?_ირგვლივ აცეცებდა შეშინებულ თვალებს. -უბრალოდ კოშმარი გესიზმრა_გულში ჩაიკრა აღელვებული გოგო და ჩაძინებას დაელოდა. გულზე მიხუტებული ყავდა ნანო და თვითონ ლეპტოპში ფილმის ყურებით ირთობდა თავს. რამდენიმე საათში ისევ ცმუკვა დაიწყო გოგომ, ამჯერად კივილის ნაცვლად მავედრებელი ხმით ამოქვა. -ანდრია დამეხმარეე, მიპოვე რაა. -უკვე ჩემთან ხარ ნანო_თავზე ეფერებოდა პოლკოვნიკი და ცდილობდა გოგო ისევ გამოეფხიზლებინა -მაპატიე, ასე უყურადღებოდ როგორ გაგიშვი, ღმერთო, მაპატიე რა. უკვე განთიადის ფერები ეპარებოდა ცას ნანო რომ ჩაწყნარდა. ანდრიაც ყავის ასადუღებლად წამოდგა და დამშვიდებულ გოგოს კარგად გადააფარა საბანი. მას რომ ეპატიებინა, თვითონ ვერასდროს აპატიებდა საკუთარ თავს, მას გენერალი ყველაზე მეტად უნდა ცოდნოდა ვინც იყო, ამხელა რაღაც როგორ გამორჩა? ან ნანო როგორ მიატოვა. თვალები მოისრისა და ელექტრო ჩაიდანი წყლით ავსებული ჩართო. უკვე გათენებულე ნანოს ექიმს დაურეკა, სააბაზანოში ჩაიკეტა გოგო რომ არ გაეღვიძებინა და ისე აუხსნა სიტუაცია, მანაც გამოუწერა დამამშვიდებელი და ანდრია დაამშვიდა, გამიკვირდებოდა მართლა ისე იოლად რომ შეხვედროდა ყველაფერსო. ფაქტი იყო ნანო არ აპირებდა დეპრესიაში ჩავარდნილიყო, მაგრამ გონება და ორგანიზმი არ ემორჩილებოდა. შეტყობინება სწრაფად გააგზავნა და ისევ ოთახისკენ წავიდა გოგო რომ შეემოწმებინა. ნანო მშვიდად სუნთქავდა, უკვე გაღვიძებოდა და ანდრიას ბალიშზე თავდადებული მშვიდად იყურებოდა. -დილა მშვიდობის_რაც შეეძლო თბილად გაუღიმა ანდრიას. -ღმერთო სულ არ დაგაძინე? -ოღონდ შენ იყავი კარგად_თავზე აკოცა გვერდით წამოუგორდა -მალე ბიჭები მოვლენ, დაახლოებით 13 წუთში_საათძე დაიხედა -მეც გამოვალ, მოდი მაშინ ჯერ ჩაცმაში დამეხმარე და მერე სააბაზანო, თორემ უკან მობრუნების თავი აღარ მაქვს. იოლად გადააცვა თავზე ერთიანი კაბა, თმაც თვითონ დაუვარცხნა და ღიმილით აკვირდებოდა სარკეში მოციმციმე ნანოს თვალებს. აბაზანაშიც ხელით გაიყვანა, ლამის უნიტაზზეც თვითონ მოინდომა დაეჯინა ნანომ რომ სიცილით გამოაგდო გარეთ და კარზე ზარიც გაისმა. -ხომიცით, რომ სულ ღიას ვტოვებ_მობეზრებულმა გამოაღო კარი. -რავიცით ადამიანო ახლა დაოჯახებული კაცი ხარ, რავიცით რა მომენტში შემოგეჭრათ_სიცილის ნოტებმა გაიჟღერა ყიფიანის ხმაში. -ცანცარა_თავი გადააქნია ანდრიამ და დაჯდომას აპირებდა ნანომ რომ დაუძახა, რამდენიმე წამში კი გამოჩნდა კიდეც კაცის ხელებში მოთავსებული. -როგორ ხართ ბიჭებო_ღიმილს ვერ იკავებდა მათ დანახვაზე, ამ თვენახევარში საკუთარი ახლო მეგობრებივით რომ შეუყვარდა. -ჩვენ ვართ რა ნანო, შენ? -მეც რა უნდა მიჭირდეს, ყავას ხომ არ დალევთ? თუმცა მე მაინც ვერ მოვადუღებ_მორიდებით მოსრისა შუბლი და მაშინვე წამოდგა ანდრია. -მოგიდუღებ_თავზე აკოცა და სამზარეულოში გაუჩინარდა. -რამდენიმე დღეში ისე დავღლი ჩემი სახელის გაგონებაც არ ენდომება_ღრმად ამოიხვნეშა გოგომ და სახეზე ხელები აიფარა. -ხომ გახსოვს რამდენი წელია ერთად ვმუშაობთ და ვიბრძვით? _წყნარად წამოიწყო ყიფიანმა ფანჯარასთან მდგომმა, გოგოს თავის დაქნევაზე განაგრძო -მისგან სახლში ვინმეს მოყვანა და ერთად ცხოვრება კი არა, ქალის სახელიც კი არასდროს გაგვიგონია, ყოველთვის გვეგონა მარტო დარჩებოდა, მაგრამ მანამდე სანამ შენ გაგიცნობდა. აქ მოგიყვანა, გივლის, საჭმელსაც ლამის თავისი ხელით გაჭმევს. -არ მინდა თავი დავაიმედო, ან მასში სიბრალულს და დანაშაულის გრძნოას ვიწვევდე..... -იცოდე დაკარგავ ნანო, თუოდესმე მის სიყვარულში ეჭვს შეიტან არ გაპატიებს. ვერავითარი ძალა ვერ აიძულებდა ანდრიას ის გაეკეთებინა რაც არ უნდოდა, ამიტომ სულელური ფიქრები მოიშორე და ეცადე მასთან ბედიერი იყო. -ცდა არც უნდა, უბრალოდ მისი შეხედვითაც კი ვბედნიერდები, ისეთი თბილი და ყურადღებიანია_აწითლებულმა დახარა ნანომ თავი და ბიჭების ხარხარს ყურადღება არ მიაქცია -ვაიმე, ეს ეს მართლა ანდრიაზე ამბობს?_ვერ ჩერდებოდა ყიფშიძე -ყავის ჭიქებით ხელში შემოვიდა ანდრია და პირველი ნანოს მიცა -გემრიელად მიირთვი პატარავ_თავზე აკოცა და დანარჩენებს შემდეგ გადააწოდა. -კი, კი უეჭველი ამაზე ამბობს_სიცილის მეორე ნაკადი დაიწყეს ისევ, ანდრია კი გაკვირვებული იხედებოდა და ვერ გაეგო რა ხდებოდა. -დილით ექიმს ველაპარაკე_უკვე წასულები იყვნენ ბიჭები და წყვილი კინოს ყურებაში იყო გართული -მერე?_იგრძნო როგორ დაიძაბა ნანო -დამამშიდებელი გამოგიწერა ღამე დაეხმარებაო_ოდნავ ისმოდა ანდრიას ხმა. -კარგი._იოლად დათანხმებაზე გაკვირვება ვერ მოასწრო ანდრიამ მალევე მიხვდა მიზეზსაც. -არაღი მინდა. -რა იარაღი? -9 კალიბრიანი, თუ ავტომატური იქნება უკეთესი, დატენაზე დრო არ დამეხარჯება. -ნანო... -არა ანდრია, გარე ისე ვერ გავალ თუ იარაღი არ მექნება, არც კი შემომეკამათო. -შენი სად არის? -არ მაქვს_კინოს ყურება გააგრძელა და ანდრიას დაფიქრების საშუალება მისცა. ერთი კვირა საოცარ სიწყნარეში გავიდა, ანდრიამ და ნანომ ერთმანეთი ბევრად უკეთ გაიცნეს, ნანოს სახვევები საბოლოოდ მოხსნეს და მაქსიმალურად ერიდებოდა სარკეში ჩახევას, ნაკაწრებზე რომც არ მიექცია ყურადღება შრამი თავისას შვებოდა, საფეთქელიდან იწყებოდა და ნიკაპამდე ჩადიოდა, სარკეში ჩახედვისას ფიქრობდა ნახევარი სახე მაქვს ერთ მხარეზეო. დედას ტელეფონით ეკონტაქტებოდა და ატყუებდა სხვა ქალაქში გამიშვეს სასწრაფოდო, კიდევ კარგი უკვე ასაკიანმა ქალმა კამერის ჩართვა და ასეთები არ იცოდა და იოლად ახერხებდა მოტყუებას. ქორწილამდე უკვე 5 დღე რჩებოდა, ისევ მათთან რომ შეიკრიბა ყველა წყვილის გარდა და საჩუქარზე დაიწყეს ფიქრი. -ყველას გვაქვს ფული გადანახული და მინდა სადმე შორს ათი დღით გავუშვათ, ამ საქმეს უნდა მოვაშოროთ_განაჩენივით ჟღერდა ანდრიას სიტყვები? -რატომ? -ასეა საჭირო, გენერალი საჭიროზე მეტ ხანს იყო წყნარად, ეს კი საშინელ ქარიშხალს მოასწავებს, რომელიც დარწმუნებული ვარ ქორწილის შემდეგ მალევე დაიწყება. -რატომ უშვებ ის აგვიხსენი_წარბიც არ შეუხრია ყიფიანს ისე შეაწყვეტინა. -ნათია ორსულადაა, არ მინდა საფრთხე ოდნავ მაინც დაემუქროდ. -რაა? როგორ? -ყიფიანი რას მეკითხები, როგორ ორსულდება ქალი? აგიხსნა თუ განახო? -არა ისა, უჰ, ჯანდაბა დავიბენი, შენ საიდან იცითქო? -ეტყობა, შეიძლება თვითონაც არ იცოდეს რადგან ვერც წარმოუდგენია, მაგრამ იოლი მისახვედრია, იოლად ბრაზდება, საოცრად გულჩვილი გახდა, ემოციებს ვეღარ აკონტროლებს და ყველაფერს ჭამს რაც ხელში მოხვდება, გუშინწინ იმაზე დაიწყო ტირილი ნეტა განახათ ჯაბა რა საყჰვარელია ომლეტისთვის კვერცხებს რომ თქვიფავსო. -ვააახ, მესამე ბავშვი სასტავშიი_ტაში შემოკრა ყიფშიძემ და გამოჩნდნენ კიდევაც კარებში ნახსენები პიროვნებები. -ყველა აქ ხართ კარგიაა, ახალი ამბავი გვაქვს_იღიმოდა ჯაბა. -უჰ მოინდომა ბიჭმა ახალი, რაღა ახალი ყველამ ვიცით უკვე._ჩუმად ჩაილაპარაკა ყიფიანმა და მიიღო კიდევაც გაბრიელისგან თავში წათაქება. -გვინდა რომ ჩვენი მეჯვარეები ანდრია და ნანო იყვნენ_ბედნიერად გამოცხადა ნათიამ და დანარჩენების დაბნეულ სახეზე სიცილი აუტყდა. -კი მაგრამ, ნათია მე ასე როგორ_ჯერ სახისკენ წაიღო ნანომ ხელი შემდეგ თაბაშირისკენ. -ანდრიამ გვითხრა, რომ ორ დღეში თაბაშირს გხსნიან და ხელჯოხით სიარულს შეძლებ, სახეს კი ყურადღებას ნუ აქცევ, არ მაინტერესებს რას იტყვიან, მხოლოდ შენ მჭირდები იმ დღეს გვერდით, გთხოვ უარი არ მითხრა_ უცებ აუცრემლიანდა თვალები და ანდრიას სიტყვების გახსენებაზე მაშინვე თავი დაუქნია კარგიო. -გადასარევი_მაშინვე ცრემლების ნაცვლად ღიმილი გამოესახა სახეზე და ფეხზე წამოდგა -შევჭამ რამეს და მოვალ. -ისევ?_გაკვირვებული უყურებდა ჯაბა -წამოსვლამდე თითქმის ნახევარი ქათამი ჭამა და გზაში დონატების მთელი ყუთი_გაოცებულმა ჩაუკაკლა ბიჭებს, ანდრიამ კი მრავალმნიშვნელოვნად გადახედა ყველას რას გეუბნებოდითო. -აფთიაქში გაიარე ძმაო უკანა გზაზე აფთიაქში და მოგვალოცინე მალ მამობა_მხარზე დაკრა ყიფშიძემ ხელი და სანამ ჯაბა აზრზე მოვიდოდა ყველა დაიშალა. -რა იდიოტი ვარმ ყველა მიხვდა ჩემამდე, არადა მამა მე ვხდები_ნერვიულად მიმოდიოდა ოთახში ჯაბა. -თავბრუ დამეხვა_თვალები გადაატრიალა ნათიამ. -რაა? რატო? გინდა ექიმთან წავიდეთ?_მაშინვე მივარდა კრესელიძე და ნათიასაც სიცილი აუტყდა. -შენი სიარული ვიგულისხმე, მოიცა იქნებ არ ვარ, არ გასულა ორი წუთი. -მაშინ უნდა მივმხვდარიყავი რაღაც რიგზე რომ ვერ იყო, მაგიდის გადასაფარებელზე რომ დაიწყე ტირილი სულ ყავისფერი რატომაა და არა იისფერიო. -დადებითია_აცრემლებული სახე შეანათა საქმროს. -ანუ... ანუ.. -შვილი გვეყოლება. -ღმერთო შვილი გვეყოლება_ქალივით გაოცებული მიუჯდა საცოლეს გვერდით და გაფართოებული თვალები მიაპყრო მუცელზე. -აბა, როგორაა საქმე? -ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის გენერალო, ბიჭებს უკვე მოველაპარაკე. -რამდენი იქნებიან? -ერთ მანქანაში ოთხი კაცი, ყველა სანდო. -გასაგებია, თქვენს ზარს ველოდები_მაშინვე გათიშა და კმაყოფილი მიაწვა სავარძლის ზურგს -მომინდომეს ქორწილი და ბედნიერება. მე თქვენ გაჩვენებთ როგორ უნდა ადამიანის მასხრად აგდება_მაგიდაზევე მიაგდო ტელეფონი და მშვიდი სახით თხოვა მდივანს ყავის მოტანა. (21) მალე მოვიდა ქორწილის დღე, ნანო ისეთი ენთუზიაზმით ემზადებოდა, გეგონებოდათ თავად თხოვდებოდა, რა ენქნა, პირველად იყო მეჯვარე და უნდოდა სრულყოფილად შეესრულებინა ყველაფერი. დილის შვიდზე წამოხტუნა ანდრია, ოთახიდან გაუშვა ტანსაცმელებით და თავად მომზადება დაიწყო, ნახევარ საათში ფრთხილად მოუკაკუნეს: -შემო ანდრია, გეგონება შიშველი ნანახი არ გყავდე. -ამ, მე ვარ_მორცხვად იღიმოდა კარში ელენე. -უი, მაპატიე, არ გელოდი_უარესად დაიბნა ნანოც. -ხო ვიცი, მე და გაბრიელმა ვიფიქრეთ, დახმარება დაგჭირდებოდა_თავისი ტანსაცმლით მომზადებული შემოაბიჯა ელენემ და საწოლის პატარა კუთხე დაიკავა. -ელენე, მე.... -აღარ გინდა, არ გვინდა, რაც იყო იყო, ყველამ ახალი ცხოვრეადავიწყეთ, არც შენ ხარ გამონაკლისი, შეიძლება ჯერ ისე ვერ მოგექცე როგორ საჭიროა, მაგრამ ვცდილობ. -მადლობა_ღიმილმა გაუნათა სახე ნანოს. -აბა, რას აპირებ? რას იცმევ? -რვაზე სალონში ვარ ნათიასთან ერთად, მირჩევნია ჩაცმული წავიდე, თან ისე რომ ანდრიამ ვერ დამინახოს_საცოდავი სახე ქონდა გოგოს. -რატოო? -მინდა ერთიანად მნახოს, რაც გავიცანი, სულ ვიღაცისგან გავრბოდით, ან საავადმყოფოში ვიწექი, მინდა ჩემზე ერთი ლამაზი მოგონება დავუტოვო. -კარგი, მაშინ მოდი კაბის ჩაცმაში დაგეხმარები და ანდრიას გატყუებაც ჩემზე იყოს. -მადლობა. -გეყო მადლობების ხდა_ხელი აიქნია ელენემ და ნანოს წითელი, გრძელი კაბა მოხსნა საკიდიდან. -როგორ ხართ?_სამზარეულოში მიჯდომოდა მაგიდას გაბრიელი ანდრიასთან ერთად. -ჯერჯერობით იმაზე უკეთ ვიდრე წარმომედგინა, ამ დღეებში ჩემებს დაველაპარაკები. -ოჰოოჰ, ანუ სერიოზულად? -არასერიოზულად არც აქამდე შემიხედავს. -ფეხი? -თითქოს მიეჩვია ხელჯოხს, სამი დღეა შეუსვენებლად ვარჯიშობდა, ქორწილში უნდა ვიცეკვოო, ნათიას იმედს ვერ გავუცრუვებო, ამ ქორწილზე დიდ იმედებს ამყარებს, თითქოს როგორც იქნა რაღაცამ გაახალისა. -მოწყენილობას არც აქამდე არ იმჩნევდა. -სამაგიეროდ ღამე იმჩნევს. ერთი კვირაა უკვე მთელი ღამე ვყარაულობ, გეფიცები არც ვწუწუნებ, უბრალოდ არ მინდა ასე დიდხანს გაგრძელდეს. -ანდრია მან ბევრი გამოიარა. -ვიცი, და ჩემი ბრალია_ხელი ჩამოისვა დაღლილ სახეზე ანდრიამ ელენეს კივილი რომ გაისმა სააბაზანოდან. -ანდრიააა, წყალი გასკდაააა. შიგნით შესულებს კარებთან მდგომი ელენე დახვდათ, პირსაბანთან კი ნამდვილი ფანტანი მოწყობილიყო. -ჯანდაბა_გაბრაზებულმა ჩაიბურტყუნა ანდრიამ და სპორტულებით შეაბიჯა, გაბრიელიც უკან მიყვა. ელენემ ისე მოუკეტათ კარები არაფერი შეიმჩნია და მომლოდინე ნანოს გახედა. -წამო სწრაფად -გაღიარებ_ხითხითით გამოყვა ნანოც და ხელჯოხის ნაცვლად ქალს დაეყრდნო ხმა რომ არ გასულიყო. -ნუ ნერვიულობ, მხოლოდ ერთ-ერთი ბოლტი მოვუშვი_სიცილით ჩაჯდნენ ქალები მანქანაში და სალონისკენ წავიდნენ. -რა კარგია მოხვედით_უკვე ვარცხნილობა გაკეთებული დაქროდა ნათია სალონში და მაკიაჟის გასაკეთებლად ვერ აჯენდნენ. -ეს კაბაც როგორ გიხდება, ღმერთო როგორი ლამაზი ხარ_ტაში შემოკრა გახარებულმა. -მიდი მიდი, შენს მაკიაჟს მიხედე_ძლივს დააჯინეს აღელვებული ქალიც და ელენე სტილისტს მიუჯდა. -თქვენ მანამდე ფრჩხილები გაიკეთეთ და შემდეგ გადმოგაჯენთ ჩემთან_თავიდან სტილისტის სიტყვებს არავინ დაკვირვებია, მაგრამ როდესაც გოგო მართლა მიუჯდა მომუშტული ხელებით მაგიდას, ნათია დაიძაბა. -ხელოვნური ფრჩხილები გააქვთ?_გაუბედავი ტონი გაჟღერდა სალონში და ელენემ თვალები დახუჭა გოგოს სახე რომ არ დაენახა სარკეში. -დიახ რა თქმა უნდა_მაშინვე უპასუხა გოგომაც, მაგრამ, როცა ნანომ ხელები გაშალა და მისი ნუნები დაინახა პირდაპირ სახეზევე დაეწერა შოკი. -იცით ჩვენ დიდხნიანიც გვაქვს._გაუბედავად ჟღერდა კოსმეტოლოგის ხმა. -კარგი იქნებოდა_არც ამოუხედავს ისე უპასუხა ნანომ და პირდაპირ ხელი მიაჩეჩა. -ღმერთო, ერთ საათში თავისუფალი აღარ ვიქნები_უკვე სრულიად მომზადებული დაქროდა ოთახში ნათია და გოგოების მობეზრებულ სახეს არ იმჩნევდა. -ბავშვი მაინც შეიცოდე, ჯაბას მიყვები, ვინმე ღიპიან ბიძიას ხოარა. -მადლობა ნანო, ასეთი საოცარი შედარებით სრულიად მომეშვა გულზე_თვალების ბრიალით დაუცაცხანა მეჯვარეს და მათ სიცილზე უფრო გული მოუვიდა. -მოვიდნენ_დედამისი შემოვიდა ოთახში და კიდევ ერთხელ შეათვალიერა სამეული. ელენეს ტანზე მომდგარი ზურმუხტისფერი კაბა ნამდვილად უხდებოდა, შესაფერისი საყურეებით და ღია ტონალობის მაკიაჟით. ნანო პირიქით, წითელი ცალ მხარეს აჭრილი, გრძელი კაბითა და მკვეთრი, მუქ ფერებში გადაწყვეტილი მაკიაჟითა და დილით შეჭრილ კარეში ნამდვილ ქალღმერთს გავდა, ნათია კი დედოფალივით დაფარფატებდა თეთრი კაბით. -ამის დედაც.... რაც იქნება იქნება_უცებ გამოგლიჯა კარი და გაოცებული ქალბატონებიც უკან მოიტოვა. ცალცალკე მანქანებით წავიდნენ ეკლესიაში და შესასვლელთან მოგროვდნენ, ფოტოგრაფი ყოველ წამს აფიქსირებდა, ანდრია კი მის მომავალს ვერ აშორებდა თვალს. -არაჩვეულებრივად გამოიყურები_შრამზე აკოცა საფეთქელთან და თმა ცალ ყურზე გადაუწია -მაგრამ, თმის შეჭრა, მხოლოდ იმიტომ ვინმემ შენი ნამდვილი სახე რომ არ დაინახოს სისულელეა, მე ყველანაირი მიყვარხარ. -მეც მიყვარხარ_საპასუხოდ მიეხუტა გოგოც და კოსტიუმში გამოწყობილ კაცს ღიმილით ჩაავლო ბაბოჩკაში ხელი. -ხო, ამ დილით გაპარვისთვის შემდეგ ვისაუბროთ როგორ ამინაზღაურებ_თვალი ჩაუკრა კაცმა და მეგობრებისკენ წავიდა. -დამშვიდდი?_გვერდით ამოუდგა ნათიას მეჯვარე და თავისი ადგილი დაიკავა. -როგორც კი დავინახე_მორცხვად გაიღიმა ნათიამ და მკვეთრად მიტრიალებული ანდრიას მზერას დააკვირდა. ქუჩის ბოლოს აბღუილებულმა მანქანის ბორბლებმა მაშინვე მიიქცია ანდრიას ყურადღება და ხმის მიმართულებით შებრუნდა. -კერესელიძე, სწრაფად_მაშინვე დაიბუბუნა ბოხი ხმით და წამში სტაცა ნანოს ხელი, რომელიც მანქანას ამოუყენა უკან და დახრა აიძულა, ჯაბა რადგან შესასვლელთან ახლოს იდგა, ლამის ხელში აყვანილი შესვა ნათია ტაძარში და უკან მოხედა მეგობრებს. ანდრია თვალებით გაბრიელს ეძებდა, რომელიც გამქრალიყო, ამიტომ დაბნეულად მდგომ ელენეს მოხვია ხელი და ნანოსთან ერთად უკან ამოიყენა, თუმცა გოგოს ნაცვლად ცარიელი ადგილი რომ დახვდა, მთელ ეზოში გაისმა პოლკოვნიკის გინება. ერთ სროლას მეორე მოყვა და რიგში მდგომ მანქანებს რამდენიმე რიგად გადაევლოთ ავტომატიდან გამოვარდნილი ტყვიები, ანდრია მხოლოდ ნანოს სახელს გაყვიროდა, მაგრამ მთელი ძალით ჩაბღაუჭებული, ატირებული ელენესხელები ვერაფრით მოიშორა, სუსტად ისმოდა პატარა იარაღიდან საპასუხოდ გახსნილი ცეცხლი და ანდრიას გაგიჟებას არაფერი უკლდა, როგორც იქნა გაძრომა რომ მოახერხა. გასწორებული იარაღით გახსნა თვითონაც საპასუხოდ ცეცხლი და პირდაპირ შუა ქუჩაში მდგარ ხელ აწეულ ნანოს მიუახლოვდა. მანქანა თვალს მიეფარა და გოგოს იარაღიც დადუმდა. ცივი მზერით მოუბრუნდა მიახლოებულ კაცს და შემდეგ ბოლ ავარდნილ იარაღს დახედა. -ერთი მათგანი დავჭრი, ერთიც შენ, ექიმი დაჭირდებათ, და ხო, იარაღი შენია, უჯრიდან მოგპარე_გაყინული ხმით ამოთქვა, ხელში ჩაუგდო გამწარებულ კაცს ჯერ კიდევ სასროლად მზად მყოფი 9 კალიბრიანი და კოჭლობით წავიდა ტაძრისკენ. -გაბრიელ_მკაცრად ჟღერდა ანდრიას ხმა. -ვიცი, ყველაფერი გეგმის მიხედვითაა, ელენე? -კარგადაა, მე ხომ დაგპირდი._ჯვრისწერას გადახედა ანდრიამ და ჯერ კიდევ სისველე შემდგარი ნანოს ცრემლებზე გაუშტერდა თვალი. -რომ არაფერ იეჭვონ ქორწილი რომ გახურდება და წამოვალ. -კარგი ანდრია, არ ინერვიულო, ხომ იცი შეგიძლია მენდო. -კარგი გაბრიელ, დროებით_სწრაფად დაასრულა, რადგან უკვე ცერემონიაც სრულდებოდა. ნათიას და ჯაბას გაღიმებულ სახეებს არაფერი ჯობდა, როდესაც მამაომ ცოლ-ქმრად გამოაცხადა და დამსწრეებს მილოცვა თხოვა. -ძალიან დაიღალე არა? მაპატიე რაა_მუხლის სრესით დაკავებულ ნანოს გადახედა ნათიამ. -ხუმროობ? ორსულად შენ ხარ მე კი არა_სიმწრით გაეცინა გოგოს. -მალე იქნები_თვალი ჩაუკრა ქალმაც. -კარგი რა, მე როგორი დედა უნდა ვიყო_თავი გადააქნია ნანომ. -როგორიც ჩვენ ყველა, ან ბევრად უკეთესი, სხვანაირად არ გამოგივა_ახლოს მიიხუტა გოგო და ხალხს გადახედა -ანდრია აღარ შემინიშნავს, სად გაქრა? -ხო, ვერც მე ვხედავ_ჩაფიქრებულმა გადაავლო ხალხს თვალი ნანომ. პოლკოვნიკი ამ დროს საკმაო სიჩქარით მიაქანებდა მანქანას უკვე ნაცნობი ქოხისკენ, სადაც დასაკითხად გამზადებული 4 კაცი ელოდა. (22) მალევე დაიწყო ქორწილში საზოგადობამ ქართული სადღეგრძელოებითა და ქართული ტრადიციული ღვინით დალოცვები. მთელ დარბაზს ათვალიერებდა ნანო, ყველა კუთხე-კუნჭული მოიარა, მაგრამ ანდრია ვერსად იპოვა. -არ ჩანს?_შეწუხებული ხმა ჰქონდა ნათიას. -არა_გაბრაზებულმა ჩაიდუდღუნა ნანომ და ისევ დარბაზში ჩაბრუნდა, ფეხის ტკივილს ვეღარ აღიქვამდა უკვე ისე დადიოდა კაცის საძებნელად, ბოლოს ყიფიანი დაინახა, ბიჭი სიტყვით გამოსასვლელად ემზადებოდა, საჩუქარი რომ გადაეცა წყვილისთვის და უკვე ფეხის ადგმას აპირებდა ნანომ რომ უკან გაათრია. -სად არის?_ავად უელვარებდა თვალები გოგოს. -ოჰ კარგი რა, კარგადაა, ტყუილა ნერვიულობს. -ყიფიანი, სად არის. -ხანდახან როგორ გავხართ ერთმანეთს_თავი გადააქნია ბიჭმა -ნე ნერვიულობ, მართლა კარგადაა, რაღაც პატარა საქმე იყო და გავიდა, მაქსიმუმ ნახევარ საათში აქ იქნება, დამშვიდდი. -მე თქვენ დაგამშვიდებთ კარგად_უკვე დამშვიდებული ბურდღუნებდა გოგო. საჩუქარმა დიდი ოვაციები გამოიწვია, ათი დღით უშვებდნენ მთელი საბერძნეთის მოსავლელად და ნათია ლამის ადგილზე ხტუნავდა ისე გაეხარდა. ჯაბამ კი როგორც კი მილოცვების მიღება დაასრუნა ყიფშიძეს აესვეტა. -რატომ მმგონია, რომ ჩვენ აქედან გვიშვებთ და თქვენ გენერალთან მარტო ბრძოლას აპირებთ? ან ანდრია სადაა საერთოდ? -ჯაბა დამშვიდდი რა, გენერალი რომ ჩამოხვალ მერეც გეყოფა, შეირგე რა, ერთხელ მოგყავს ცოლი ძმაო, მითუმეტეს შენთვის თუ ეს ცოლი ნათიაა_თვალი ჩაუკრა ყიფშძემ და მაშინვე გაერიდა. ამ დროს ანდრიას მანქანა ნაცნობ ქოხთან იყო გაჩერებული და პოლკოვნიკმა ხმაურით შეაღო უკვე ნახევრად მონგრეული კარი. -გამარჯობა ბიჭებო_სახე გაუნათდა შესავლელშივე სკამზე მიკოჭილი ოთხი ყმაწვილი რომ დახვდა, ორს დაჭრილი მკლავიდან ჯერ კიდევ უწვეთავდათ სისხლი. -აბა, პირველი ვის უნდა გენერალზე წამეჭორაოს?_რეაქციებს გადახედა და მაშინვე შეხედა როგორ ჩახარა ერთ-ერთმა თავი. -არავის? როგორი წყნარები არიან_დემონსტრაციულად გაშალა ხელები და ახითხითებულ გაბრიელს გადახედა. -ავალაპარაკებთ, არაუშავს. -აბა რას ვიზამთ, მთავარია ისაა რომელი ხერხი ურჩევნიათ. -ტყუილა ნუ ცდილობ რა პოლკოვნიკო_ზიზღით ამოცრა ერთ-ერთმა -მშვენივრად ვიცით ის წითელ კაბიანი ვინცაა, ასე რომ აქედან როცა რომელიმე მაინც გავალთ კარგი დღე არ დაადგება. -ესეიგი წითელ კაბიანი არა?_მხიარულება ჩანდა ანდრიას ხმაში და გაოცებულმა ამოხედა ბიჭმაც -იცი, რომ სწორედ იმ წითელ კაბიანმა მოგარტყა მოძრავ მანქანაში და ეგ ბეჭი გაგიხვრიტა?_თითი მიაჭირა ნატყვიარზე და სიამოვნებით დააკვირდა ბიჭის ტკივილიან სახეს. -ესეიგი ჩემი ცოლი გინდათ? აბა გაბედე და წაიყვანე_გაყინული ხმით ამოილაპარაკა ანდრიამ და იმ ბიჭს წამოადგა თავზე თავი რომ ჩაქინდრა. -შენით დავიწყებ_კეფაში ჩავლებული ხელით შეაგდო მეორე ოთახში და კარები მოიკეტა. უკვე ცხრა სრულდებოდა, ანდრია კი არსად ჩანდა, მოწყენილი იჯდა სიძე-პატარძლისთვის ამაღლებულ ადგილზე ნანო და თითქმის ბოლომდე მოშიშვლებული ფეხი გადაედო მეორეზე. ხელჯოხს ატრიალებდა ცალი ხელით და მოწყენილი დაჰყურებდა დაწებებულ ფრჩხილებს. -ვერაფრით მოვისვენებ, რომ ვიცოდე ქორწილში ასეთი საოცრება იყო და მე მასთან არ მიცეკვია_მალევე გაიგონა საყვარელი ხმა და გაღიმებულმა ასწია თავი. -იცით, უარი უნდა გითხრათ, შეყვარებულს ველოდები. -შეყვარებულს?_ტუჩი აიბზუა კაცმა -მეგონა უფრო მაღალი სტატუსი მქონდა. -უფრო მაღალი? მაინც რომელ წოდებაზე გაქვთ პრეტენზია პოლკოვნიკო?_ხელი ჩაუდო გამოწვდილ ხელში ნანომ და საცეკვაოდ გაყვა. -მინიმუმ საქმროობაზე, მაქსიმუმ ქმრობაზე_სასიამოვნოდ ჩაესმა ხავერდოვნად ნათქვამი სიტყვები ყურთან და თვალები დაეხუჭა სიამოვნებისგან. -სად იყავი?_ოსტატურად აიცილა პასუხის გაცემა ნანომ და გაცინებულ ანდრიას ყურადღება არ მიაქცია. -მოდი ამ მომენტს მაგ კითხვით ნუ გააფუჭებ_გულთან მიიხუტა გოგო და თითონაც კოჭლობით აყვა ცეკვაში ნანოს უხერხულობა რომ არ ეგრძნო. დიდი შეძახილებით დაემშვიდობნენ ახლად დაქორწინებულებს, თვითმფრინავი დილით ადრე მიფრინავდა და ვეღარ შეხვდებოდნენ ჩამოსვლამდე, ყველა თბილად დაემშვიდობა და დაიშალნენ, წყვილისთვის დაიშალნენ, თორემ ექვსივე პოლკოვნიკთან წავიდა მოსალაპარაკებლად. -რა ხდება?_დაბნეული კითხულობდნენ ნანო და ელენე. -მოკლედ, დღეს თავდასხმას ველოდით, ვეჭვობდით გენერალი ამ დღეს იოლად არ ჩაატარებდა და წინასწარ დავიზღვიეთ თავი. -თავის დაზღვევას რას ეძახით კინაღამ ჩაგვცხრილეს. -კინაღამ ნანო, მთავარია კინაღამ, ის მაქანები ტყუილა არ იდგა იქ, ყველაფერი დაგეგმილი გვქონდა, გაბრიელი კი მის ხალხთან ერთად სხვადასხვა შესახვევებში იდგა და მომენტს ელოდა, ეს მომენტიც დადგა და ოთხივე ჩვენ გვყავს. -აიყვანეთ? მერე? რამე თქვეს? -რა თქმა უნდა პირველივე ჯერზე გენერალი არ დაუსახელებიათ, მაგრამ რამდენიმე პიროვნების სახელი და გვარი გვაქვს, აქ უკვე ელენე დაგვჭირდება. -რა თქმა უნდა_მაშინვე თავი დაუქნია გოგომაც. -ხო, ნანო, შენ გიცნობენ, სიმართლე რომ გითხრ შენით დაემემუქრნენ, მაგრამ .... -გაბედონ და მოვიდნენ, არ მეყო დღეს ბრაზის ამონთხევა, სიამოვნებით გავიმეორებდი_დაღლილმა ჩაილაპარაკა ნანომ ხელის ჩაქნევით. -ხო, მაგაზე გვიან ვისაუბრებთ_მაშინვე შეყარა წარბები ანდრიამ. -იცით რას ვფიქრობ?_ფანჯარას მოშორდა ყიფიანი -ჩვენ სამხედრო ძალებიდან ვართ და მხოლოდ ჩვენი ძალა არ მგონია საკმარისი. -რას გვთავაზობ_დაინტერესებდა ჩანდა ანდრიას მზერაში. -გამომძიებელი გვჭირდება, გამოცდილი, თავისი საქმის იდეალურად მცოდნი, რაც მთავარია მიუკერძოებელი. -და რას ფიქრობ, მოვუყვეთ რაც ხდება და დახმარება ვთხოვოთ? ასე მტკიცებულების გარეშე? -ანდრია მისმინე, ჩვენ ჯარისკაცები ვართ და არა გამომძიებლები, ჩვენ მისი დაჭერის უფლებაც არ გვაქ, არც კანონებს ვიცნობთ სრულყოფილად, ჩვენ სულ სხვა განათლება გვაქვს მიღებული და შეიძლება ისეთი რამე გამოგვეპაროს, რაც მნიშვნელოვანია. -კარგი, მაგ სფეროში ყველაზე მეტი ნაცნობი ყიფშიძეს ყავს, გიორგი, ისეთი ადამიანი გვჭირდება ვისაც საკუთარი თავივით ვენდობით, გესმის? -რა თქმა უნდა, რამდენიმე ადგილას დავრეკავ_ტელეფონი მოიმარჯვა ყიფშიძემ და ოთახი დატოვა. იქვე დასხდნენ დაღლილები და ახალ ამბებს დაელოდნენ. ნანომ უკვე შემაწუხებლად ატკივებული ფეხი პატარა მაგიდაზე შემოდო და იქვე მიგდებულ მაზს დაწვდა, რომელსაც გაყუჩების ეფექტი ქონდა. ნელა დაიწყო მუხლთან შეზილვა და თან ტკივილზე სახის გასწორებასაც ვეღარ ახერხებდა. რამდენიმე წამში თავისი ხელები ანდრიას თბილმა თითებმა ჩაანაცვლა და მოხერხებულად დაუზილა. -დღეს ძალიან გადამეღალე_თავზე აკოცა გოგოს და გულთან მიიხუტა. -ამად ღირდა, ძალიან ბედნიერები არიან_სითბო ჟღერდა ნანოს ხმაში. -ჩვენც ვართ, და ყოველთვის ვიქნებით_თვალებში ჩახედა გოგოს და გაუღიმა. რომანტიკა ყიფშიძემ შეაწყვეტინათ, რომელიც ოთახიდან უკვე გათიშული ტელეფონით გამოვიდა. -აბა?_მომლოდინედ შეაჩერდნენ სხვები, მხოლოდ ელენეს არ ამოუყვია თავი ლეპტოპიდან. -ვიპოვე, ბიძაშვილმა მითხრა თავი მომაჭერი თუ ერთი პროცენტით მაინც გაგიცრუვდეს იმედიო. -ასეთი ვინ არის? -უფროსი გამომძიებელი დაჩი თაბაგარი_საზეიმოდ გამოაცხადა ყიფშიძემ და დაჩის მობილურის ნომერი, ფურცელზე დაწერილი დააგდო მაგიდაზე. (23) ყველა მოუთმენლად ელოდა 6 საათის დადგომას, უკვე შეკრებილები ნერვიულად მიმოდიოდნენ ოთახში და უკვე ხმის ამოღებასაც ერიდებოდნენ, მხოლოდ ნანო იჯდა დივანზე და მობეზრებული სახით უყურებდა ტელევიზორის ეკრანზე მიშტერებულ ანდრიას. -ღმერთო ჩემო, ახლა ამ მე7 სართულიდან გადავხტებიი_ამოიღმუვლა ბოლოს და წამში გამოაფხიზლა ანდრიაც. -გამაყუჩებელი გინდა? ხომ არაფერი გტკივა? -არა ანდრია არა, თქვენი ყურება მკლავს, ისე დაბოდიალობთ ტვინი მეტკინა, ვერ გამიგია ასე რა განერვიულეთ. -რომ არ დაგვიჯეროს? -თუ ისეთია როგორიც აღწერეთ დაიჯერებს, წინასწარ ნერვიულობით რას აკეთებთ? პირი გააღო პოლკოვნიკმა შესაპასუხებლად, თუმცა კარზე ზარმა ისევ დაახურინა. -მოვიდა_ხელები მოისრისა ყიფიანმა და ჩვეულ ადგილს დაუბრუნდა ფანჯარაში, გაბრიელი, ელენე და ყიფშიძე ნანოს მიუჯდნენ გვერდით და დაძაბულებმა გახედეს კარებში მდგომ მამაკაცებს. -გამარჯობათ, იმედია სწორად მოგაგენით_ საკმაოდ სიმპატიური, 40 წლამდე კაცი იღიმოდა კარებში და მაშინვე გაუწვდინა ანდრიამ ხელი, როგორც კი კარი მიხურა. -პოლკოვნიკი ანდრია არსენიძე. -უფროსი გამომძიებელი დაჩი თაბაგარი, თქვენს სამსახურში მიგულეთ_გაღიმებულმა შეაბიჯა ოთახში და შეკრებილებს თავი დაუკრა. მაშინვე მოეწონა კაცი ნანოს ისეთი სითბო ჩანდა მის თვალებში. -დაბრძანდით, რამეს ხომ არ მიირთმევთ?_დივანზე შესწორდა ნანო -მადლობა, არ არის საჭირო, თქვენი მუხლისთვის დასვენება ჯობია. -საიდან ..... -ალბათ, წინასწარ მოიძიეთ ჩვენზე ცნობები როცა შეხვედრა გთხოვეთ. -სიმართლე რომ გითხრათ არა, არ მიყვარს წინასწარ ფიქრებით გადაღლა, მითუმეტეს შეიძლება შევცდე, მირჩევნია ხოლმე ნელნელა მივყვე, მუხლი კი აქედანვე ეტყობა უხერხულად გიდევთ, თანაც სახვევი სპორტულ შარვალშიც შესამჩნევია_თბილად გაუღიმა ნანოს და ყიფშიძეს მიუჯდა გვერდით. -ხომ არ ჯობია დავიწყოთ? -კი ბატონო_ანდრიაც ჩამოჯდა და დაბალი ხმით დაიწყო. -ვიფიქრე, რომ დასაწყისისთვის მის სახელს არ გეტყვით, საკმაოდ დიდი პიროვნებაა და არ მინდა ამან ზეგავლენა იქონიოს. -მოდი პატონო ანდრია, ერთ რამეზე შევთანხმდეთ, რამდენიმე წლის წინ მინისტრის მოადგილე დავიჭირე, შემდეგ საკუთარი სიმამრი გავუშვით ციხეში მე და ჩემმა ცოლმა, თუ ცუდი ადამიანია პრეზიდენტიც რომ იყოს ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. -სიმამრი? აი მესმის სამსახურის ერთგულება_მოწონების ნიშნად დააქნია ნანომ თავი და წამოჯდა -მე დავიწყებ კარგი?_თანხმობის მიღების შემდეგ კი ღრმად ამოსუნთქა და დაიწყო: -გენერალი ხუთი წლის წინ გავიცანი......... საკმაოდ დიდი ხანი დაჭირდა ნანოს მოსათხრობად, ხანდახან ანდრია ჩაერთვებოდა, ზოგჯერ გაბრიელი უმოწმებდა, დაჩის სახეზე ვერაფერს წაიკითხავდით, სრულიად გაშეშებული სახით იჯდა, თუმცა ეტყობოდა მთელი ყურადღებით რომ უსმენდა. -მოკლედ, ყველაფერი ასე მოხდა_საბოლოოდ ამოისუნთქა ნანომ და წყალი მოსვა. -გასაგებია, ინფორმაცია საკმაოდ ბევრია და დაფიქრებასაც დრო დასჭირდება. ის ოთხნი ახლაც იქ გყავთ? -კი იქ არიან, ბიჭებს მიაქვთ საჭმელი რიგრიგობით. -კარგი, მინდა საქმეში ჩემი პარტნიორიც ჩავრთოთ, თქვენი ნებართვის გარეშე არ გავაკეთებ, ბოლოსდაბოლოს ეს თქვენ წამოიწყეთ. -კი ბატონო, თუ სანდოა. -მხოლოდ სანდო არა ანდრია, დემნა ჩემთვის ძმასავეთაა, შეგვიძლია საკუთარი თავივით ვენდოთ. -კი ბატონო_მაშინვე დათანხმდა ანდრიაც. -მაშინ ყავის დროა_ღიმილით წამოდგა ნანო და ძლივს გაშალა ფეხი ანდრიას ხელი რომ იგრძნო. -მადლობა_მაშინვე ახედა კაცს და უყოყმანოდ დაეყრდნო ხელზე. -რამდენი ხანია?_სიცილის ნოტები ჟღერდა დაჩის ხმაში. -უკაცრავად? -რამდენი ხანია ცოლობას გახვეწნინებთ?_უკვე ვეღარ შეიკავა ფართო ღიმილი ანდრიამ. -ერთი თვეა_ანდრიამაც სიცილით აიცდინა ნანოს ბეჭზე მორტყმული. -მაშინ ჯერ ადრე_დივანში გადაწვა დაჩი და შუბლი მოისრისა -ჩემმა ცოლმა სამი წელი მალოდინა და სანამ საავადმყოფოში არ მოვხვდი სიკვდილის პირას მყოფი, მანამდე არ დამთანხმდა .(იხ. „ორი მოწმე“) -მესროლეთ ვინმემ_საცოდავი სახით გადახედა ანდრიამ რაზმის წევრებს და ხმამაღალი ხარხარიც გაისმა სახლის კედლებში. -როგორ მიყვარს მზეე_სახე ცხელ სხივებს მიუშვირა ნათიამ და შეზლონგზე მჯდომ ჯაბას გახედა, რომელიც უკვე თხუთმეტი წუთი იყო, ხმას აღარ იღებდა. -გამაგებინებ რა ხდება?_დაღლილი ხმით წამოიძახა ქალმა და ისიც წამოჯდა -კერესელიძე. -შენთვის ასეთი მზე შეიძლება?_თემა გადაიტანა ჯაბამ. -ყმაწვილო, ჩემი ხუთი თითივით გიცნობ, მითხარი რა ხდება. -ვერ ვისვენებ ნათი, ვერ ვისვენებ, რაღაც მჭამს_სახეზე აისვა ხელები კაცმა და თითზე წამოცმულ ოქროს რგოლს უფლება მისცა სხივები აერეკლა. -რას გულისხმობ_ხმა მაშინვე დაეძაბა ნათიას. -ნუ გადაირევი ახლა, ჩვენზე კიარ ვამბობ_თვალები აატრიალა ბიჭმა. -გამაგებინე წესიერად_სანაპიროს ჩანთა ესროლა თვალებ დახუჭულს და მოსასმენად მოემზადა. -მგონია, რომ სპეციალურად გამოგვიშვეს, ყიფშიძეს წამოცდასავეთ წამალია თქვენთვის ახლა აქედან წასვლაო, მგონია, რომ იქაურობას გაგვარიდეს, ჩვენს არ ყოფნაში აპირებს ანდრია გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმას და სანამ დავბრუნდებით დაამთავრებს, მთელი სხეულით ვგრძნობ ამას. -სიმართლე რომ გითხრა, რაღაც ეჭვი მეც გამიჩინა ნანომ ისე მეხვეოდა აეროპორტში_ნათიაც ჩაფიქრდა. -რა ვქნათ? -რა უნდა ვქნათ?_ისევ სათვალე მოირგო ქალმა და შეზლონგზე შესწორდა, -სანამ მე ზაგარს მივიმატებ, აეროპორტში დარეკე._და გაეცინა გახარებული ქმრის კოცნა რომ იგრძნო ლოყაზე. აზრი არ ქონდა საბერძნეთში დარჩენას, ორივეს გონება მაინც მეგობრებთან იქნებოდა და ვერც დასვენებას შეძლებდნენ, თანაც ვერცერთი შეძლებდა ასეთ დროს მათ მიტოვებას, ამ ომში ერთი ადამიანიც კი უმნიშვნელოვანესი იყო მათთვის. დაღლილი გააღოკაცმა სახლის კარი და ოთახებიდან გამომავალ ბავშვების ყიჟინზე ავტომატურად გაეცინა, როგორც ყოველთვის სახლი ყირაზე იდგა, დივნის შუაში კი ლილია დამჯდარიყო, სახეზე აფარებული ხელებით და ორ, ზუსტად ერთნაირ გოგოს ევედრებოდა გაჩერებულიყვნენ. უჩუმრად მიეპარა ქმარი უკნიდან და კისერში აკოცა. -მოხვედი, დამეხმარე გთხოვ_შეტყუპებული ხეებით შეევედრა ქმარს და ტყუპებისკენ გაიშვირა ხელები, -აბსოლიტურად არაფერი ესმით. -უფროსები სად არიან?_სიცილით მიუჯდა გვერდით ცოლს -მეცადინეობენ, ნეტა გავდნენ იმათ_ამოიხვნეშა ქალმა. -ყველა ერთნაირები ხომ არ გვეყოლება_ლოყაზე აკოცა ლილიას და სამზარეულოსკენ წავიდა -მაჭამე რა რამე. -მოდი დაჩი_უკან აედევნა ცოლიც. -ჩაფიქრებული ხარ-15 წუთიანი დაკვირვების შემდეგ ფრთხილად გადახედა ლილიამ ფანჯარასთან ჭიქით მდგომ ქმარს. -ხო, ახალი საქმე ავიღე_არ გამოუხედავს ისე უპასუხა. -მეცნობა, სერიოზულია? -ძალიან ლილია_მოუბრუნდა ცოლს -ძალიან სერიოზული. -კარგი რა ჩვენ მაინც აღარ გვიკვირს. -არ ვიცი საყვარელო, მამაშენსაც კი გადაასწრო სისასტიკეში, ქალი სასიკვდილოდ სცემა უბრალო გართობისთვის, ინვალიდი დატოვა, ფრჩხილები დააძრო. მძიმე საქმე იქნება. -ღმერთო_პირზე ხელები აიფარა ქალმა. -ჯერ არ გასულა ხმა რომ ვეხმარები, მაგრამ ისეთი ჩანს მალე გაიგებს. ხომ იცი როგორც ვიქცევი? -რა თქმა უნდა დაჩი, ტყუპები სახლში რჩებიან, უფროსებს თავად გავყვები გამოვყვები სკოლაში. უსაფრთხოების რეჟიმს ჩართულად ვაცხადებთ_გაეღიმა ლილიას და თავადაც დაისხა ყავა. -ათი წლის მერეც არანორმალურად მიყვარხარ_სიცილით მოეხვია ქმარი და ლამის ჭიქა გააგდებინა, სამაგიეროდ შემოსასვლელიდან გაისმა ხმამაღალი ბგერები და ლილიაც იქეთ გავარდა. -მერამდენე ვაზა გამიტეხეეთ_მთელი გულით იცინოდა დაჩი ტყუპების ცელქობაზე. (24) -დილა მშვიდობისა მეგობრებო_დაჩის ხმა გაისმა შემოსასვლელიდან, მას შემდეგ რაც ანდრიამ კარი გააღო, უკვე ყველა ადგილზე იყვნენ და მოქმედებისთვის ემზადებოდნენ. -დილა მშვიდობის, ხომ არ ისაუზმებთ?_ძლივს წამოდგა ნანო ფეხზე და ღიმილით ჩამოართვა ხელი. -არა გმადლობთ, ჯობია წავიდეთ. -აბა კოლეგას ვეტყვიო?_ფეხზე წამოდგა ყიფიანი. -ამის შემდეგ გადავწყვიტე აღარ ჩამერია, მასაც ოჯახი ჰყავს და ჩვენითაც გავუმკლავდებით _ფურცელი დააგდო მაგიდაზე ყველას რომ წაეკითხა: „ჯობია განზე გადგე უფროსო გამომძიებელო და უცხოს საქმეში არ ჩაერიო“ -ნაბი*ვარი, ანუ გაიგო, თქვენი ცოლი? შვილებიც გყავთ არა? -ოთხი შვილი მყავს, ცოლს რაც შეეხება, ძალიან მეცოდება ის კაცი ვინც მასზე რამის დაშავებას ცდის, კარატე პროფესიონალურ დონეზე იცის_გაეცინა დაჩის ლილიას ჩხუბის გახსენებაზე. -ღმერთო ჩემო უნდა გამაცნოთ_აღფრთოვანება ჩანდა ნანოს თვალებში. -ერთ-ორ ილეთს მასწავლის გამომადგება_ელენემაც სიცილით გადახედა გაბრიელს. -ვაი საწყალო ჩემო თავო_თეატრალური აღშფოთებით შეიცხადა გაბრიელმა და ფეხზე წამოდგა -მგონი დროა წავიდეთ. მაშინვე წამოიშალნენ კაცები, ნანო ელენესთან დატოვეს და გზას გაუდნენ. ქოხში მალევე მივიდნენ და დაჩიმ დაკვირვებით შეათვალიერა ოთხივე, მანაც სწორედ ის ბიჭი გაიყვანა ცალკე, რომელიც ანდრიამ და დამუშავებას შეუდგა. რამდენიმე წუთში უკან გამობრუნდა და მეორე შეიყვანა, ასე განმეორდა ოთხივეზე და შემდეგ გამოვიდა ბიჭებთან. -წავიდეთ_გახარებული დაჯდა მანქანაში. -გვაქვს რამე? -გენერალის მოადგილის სახელი და გვარი_თვალი ჩაუკრა პოლკოვნიკს გამომძიებელმა. -ახლა რას ვაკეთებთ?_წინიდან გამოიხედა ყიფიანმა -ახლა არაოფიციალურად ოფიციალურ დაპატიმრებას ჩავატარებთ. -ესეიგი ყველამ გაიგო თავისი როლი. -რა თქმა უნდა_თავი დააქნია ნანომ. -მაინც მინდა სახლში დარჩე_მუდარით გადმოხედა ნადრიამ -არა_მკაცრად ჟღერდა ნანოს ხმა -პირველ რიგში მე უნდა ვიყო იქ. -ვიცი, მაგრამ, ვნერვიულობ, ისევ რამე რომ მოხდეს და სიტუაცია აირიოს?_არ იმჩნევდა პოლკოვნიკი რაზმის წევრების გაოცებულ სახეებს და ჩვეული ტონით აგრძელებდა. -მოხვალ და გადამარჩენ_თბილად გაუღიმა ნანომ და სახეზე მოეფერა. -ახლა ცრემლები წამსკდება, სალფეთქი მინდა, გავ*არი რომეოს და ჯულიეტას თქვენ რომ გისმენთ_გამოცდილი მსახიობივით შეიცხადა ყიფიანმა, სიცილით მოშორდა ფანჯარას და წამში დაუსერიოზულდა სახე -დაწექით. ყველა მაშინვ მიხვდა, ანდრიამ წამსვე სტაცა ნანოს ხელი და დივნის უკან დამალა, დაჩი გაბრიელს მიეხმარა და ელენეს გადაეფარნენ. ყიფიანი მაინც არ კარგავდა იუმორის გრძნობას და ყიფიძესთან ერთად მიმალული ტყვიების ზუზუნში მაინც აგონებდა სხვებს მის ხმას -ძვირფასო, როგორ ზუსტ დროს გადაგარჩინე ხედაავ_მისი სიცილი კი ყიფშიძეს უარესად უშლიდა ნერვებს. -ტყვიებში რომ გაცხოვრონ უარს არ ეტყვი რა_ხელი აიქნია გიორგიმ და ტყვიების ზუზუნი რომ შეწყდა დანარჩენებს გადახედა. -ყველა კარგად ხართ? -გაბრიელს მოხვდა_ტირილის ნოტები ჟღერდა ელენეს ხმაში -გამჭოლი ჭრილობაა, მხოლოდ გადახვევა უნდა_ხმაურიანად მოიწმინდა ცხირი ელენემ. -დამშვიდდი, კარგად ვარ_მეორე ხელი მოხვია ბიჭმა. -უკვე ზედმეტში გადადის, მოქმედების დროა_მკაცრი სახით გადახედა ანდრიამ გამომძიებელს და დაჩიმაც მაშინვე დაუქნია თავი. -შენ სახლში რჩები და ფანჯრების გამკეთებელი რომ მოვა აქ დახვდები_მკაცრად ჟღერდა ანდრიას ხმა და როგორც კი ნანომ შესაწინააღმდეგებლად დააღო პირი მაშინვე აღმართა წინ თითი -არც კი გაბედო ხმა ამოიღო, სახლში რჩები. -გიორგი ღავთაძე?_ სახლის სპორტულებში გამოწყობილ კაცს გამომძიებლის მოწმობით დახვდნენ კართან, უკან კი კიდევ ორი პატრულის თანამშრომელი დაინახა, რომლებიც უხერხულად ისწორებდნენ ყოველ წამს ქუდებს. -დიახ?_შეკითხვით დაეთანხმა და თან საკმაოდ გაუხშირდა გულისცემა მისი დანაშაულები რომ გაიხსენა. -სამწუხაროდ უნდა გამოგვყვეთ_ხელით მაშინვე უბიძგა დაჩიმ სახლში რომ არ მოესწრო კაცს შესვლა და პატრულის თანამშრომლებს სწრაფად გადახედა. -მე იცით ვინ ვარ? ასე როგორ იქცევით? ეს დანაშაულია._კიდევ ბევრ რამეს გაყვიროდა კაცი, მაგრამ არავის ესმოდა, მაშინვე მანქანისკენ გააქანეს და უკანა სკამზე მოათავსეს. -ავიყვანეთ, განყოფილებაში მოგვყავს_რაციით გადასცა ერთ-ერთმა პოლიციელმა და მაშინვე მოიხსნა ქუდი. -გასაგებია, გელოდებით_პასუხადაც გაისმა ბოხი ხმა და კავშირიც გაწყდა, ათ წუთიანი მგზავრობის შემდეგ უცნაური მოთენთვა იგრძნო ღავთაძემ და წამებში ჩაეძინა. გაღვიძებული უკვე ბნელ ოთახში იჯდა სკამზე და მაგიდაზე ქონდა ხელები ბორკილით მიბმული. -რაში მდებთ ბრალს? გენერალი რომ ამას გაიგებს არცერთს შეგარჩენთ, ახლავე გამიშვით. -სამწუხაროდ ვერ დაგეთანხმები,_კარი შეაღო დაჩიმ და ფურცლებით სავსე ფაილი კაცის წინ დააგდო მაგიდაზე -თურმე გენერალს ტყუილა დავზდევდი, ყველაზე დიდი თევზი შენ ყოფილხარ. -რაა?_გაშრა გიორგი -ხო რა გაგიკვირდა? აი იქ, გვერდით ოთახში _კედლისკენ გაიშირა თითი დაჩიმ -შენი გენერალი აძლევდა ჩვენებას, დეტალებში მოგვიყვა როგორ მოისყიდე ავღანეთში ხალხი, პილოტებს როგორ უხდიდი ფულს და როგორ ჩამოგქონდა ნარკოტიკი, ვიღაც გოგოს ისტორიაც მიამბო, როგორ აწამე, საკუთარი ბრძანება რომ გაეცი გენერლის რაზმი რომ ამოეხოცათ და ქორწილში ბიჭები მიუგზავნე, ამის გარდა ვინ მოთვლის კიდევ რამდენი რამ, ცუდია ჩვენს სასამართლოს სიკვდილით დასჯა რომ აღარ აქვს_ნაღვლიანად გადააქნია თავი უფროსმა გამომძიებელმა. -თქვენ *იგ ხოარ გაქვთ ბიჭო, რა მე, რა გენერალი ხელს მადებს, გამო***ვდით სუულ?_დაჭრილი ცხოველივით აღრიალდა ღათაძე. -არ გინდა ახლა ტყუილი ბაზარი, დამიწერე აღიარებითი და იქნებ ნორმალური ციხის შერჩეაში დაგეხმარო, სამუდამო ყველა ვარიანტშ გარჭობილი გაქ. -გეფიცები მე არაფერ შუაში ვარ, ეგ ყველაფერი თავად იმ ნაბი*ვარმა ჩიდინა და მე ვეხმარებოდი_ლამის ცრემლებად დაღვრილიყო ბიჭი. -მისმინე ბიჭო, მე მაგარ მ*იდია რომელმა რა ქენით, დაწინაურება მინდა გესმის? რომელს მიგათრევთ განყოფილებაში არც ეგ მადარდებს, იგი შენ გაბრალებს, ჩვენება დაწერილია, აღიარებ არ აღიარებ დაგიმტკიცდება, ან მომიყევი რაც იცი, ან არა და მოემზადე პატიმრობისთვის_ასადგომად წამოიწია დაჩი ბიჭის მუდარამ რმ შეაჩერა -ყველაფერს გავაკეთებ, თავისი დამამტკიცებელი საბუთებიც მაქვს, ოღონდ ციხეს ამაცილებ. -კარგი, შენ გენერლის თაღლითობის დამტკიცებაშ დამეხმარე და ვაფშე ისე გამოგაძვრენ და სახელსაც ისე შეგიცვლი, გენერალის დამქაშები კიარა მამა ზეციერი ვეღარ გიშველის. მოსულა? -მოსულა_ხალისიანად დაუქნია თავი კაცმა და მოსაყოლად მოემზადა. ნახევარი საათი ელოდნენ ბიჭები გარეთ შიგნით შესულ დაჩის, ანდრია კიდევ ერთხელ არღვევდა ცხოვრების წესს და დიდი მონდომებით უშვებდა სიგარეტის კვამლს ფილტვებში. -აბა?_მაშინვე წამოიმართა ყიფშიძე, როგორც კი კაცი კარებში დალანდა. -გენერალი ჩვენია_მხიარულად შესძახა დაჩიმ და გახარებულ ანდრიას ხელი ჩამოართვა. -როგორ მოახერხე? -კარიერისტ ნაბი*ვრად მოვაჩვნე თავი, რომელსაც არ აინტერესებს ვის ჩააყუდებს, ისე მაგარი კი შეეშინდა_სიცილი აუტყდა დაჩის და ჯერ კიდევ პატრულის ტანსაცმელში გამოწყობილ ყიფიანს და ყიფშიძეს ღავთაძის გარეთ გამოყვანა ანიშნა. -ჩვენ წავედით, გენერალი გველოდება_მხიარულად დაკრა ანდრიას ბეჭზე ხელი და მანქანაში მოთავსდნენ. -მაინც მოგვასწრო გაქცევა ამ პიდარა***_ადგილს ვერ პოულობდა სადარბაზოსთან ანერვიულებული ანდრია. -არაუშავს, მიწიდანაც ამოვთხრით_ტელეფონზე შეუჩერებლად ახორციელებდა დაჩი ზარებს. ბოლოს სახლში გადაწყვიტეს ისევ წასვლა. -ახლა რას ვიზამთ?_ვერ გაეგო ნანოს სამხილების მოძებნა გახარებოდა თუ გენერლის გაქცევა წყენოდა. -ახლა ელენეს იმედი გვაქ_დაღლილი სახით მიუბრუნდა ანდრია ქალს -ამოჩიჩქნე ქალაქგარეთ სად აქვს სახლი, თუნდაც ბიძაშვილის მამის ბებიის იყოს, ყველა დაგვჭირდება. -ამდენისთვის ხალხი არ გვეყოფა. -ხოდა ორი კაცი დაგემატათ_შეხტნენ მოულოდნელად ნათიას მხიარულ ხმაზე, რომელსაც უკან ჩემოდნებით დაფარული ჯაბა მოყვებოდა აქოშინებული. -არა ძმაო, ქალთან ერთად საზღვარგარეთ არ უნდა წახვიდე_ამოხვნეშით გაუშვა ხელი ყველა ჩემოდანს ერთად და იატაკზე დაყარა ყველა. -ერთი ნასკიც კი არ მიყიდა და საჩუქრებით გაავსო ყველაფერი. -აბა გოგოებს ისე ხომ არ დავტოვებდი_გახარებული ჩაეფსკვნა ნანოს და ელენეს და გაბრაზებულმა გადახედა ანდრიას -დამპალო, უჩვენოდ აპირებდი რამეს? -როგორც ჩანს არ გამომივიდა_გაეღიმა ანდრიას და ცოლ-ქმარს გადაეხვია -მიხარია რომ დაბრუნდით. -აბა როგორია საქმის ვითარება?_მარილიანი ჩხირების კნატუნით მიუჯდა ყიფშიძეს გვერდით და არაფრით შეიმჩნია ჯაბას ჩურჩული ყიფშიძეს რომ აფრთილებდა -გვერდით მიიჩოჩე, თორე შეიძლება უცებ კბილი მოეფხანოს და სადმე გიკბინოსო. -სამი სავარაუდო ვარიანტი მაქვს_კიდევ ერთხელ შეხტა ყველა ელენეს წამოყვირებაზე, -აქედან ორში ოჯახებით ცხოვრობენ, ანუ მესამეში უნდა იყოს_გაბადრული სახით გადმოხედა დანარჩენებს და ტაში შემოკრა -მაინც ჩავავლეთ ამ დამპალს. -ძალიანაც კარგი, იარაღი მოემზადეთ და გავედით, ქალები სახლში_კიდევ უფრო მკაცრი ხმით წამოიძახა ანდრიამ რომ დაინახა ნანომაც რომ დააპირა წამოდგომა. სწრაფად გავიდა თავის ოთახში და კარადაში მიმალული სეიფი სწრაფად გახსნა. -მითხარი რომ კარგად იქნები_ტირილამდე იყო ნანო მისული. -ნწ, ერთ ტყვიას მაინც დავიჭერ, იქნებ დაჩის ისტორიამ გაამრთლოს და მაშინ მაინც დამთანხმდე ცოლობაზე. -ღმერთო, ყველაფერს მე მაბრალებ, არადა რაღაც არ მახსოვს ჩემთის ხელი გეთხოვოს_თვალები აატრიალა ნანომ. -აი თურმე პრობლემა რაში ყოფილა_სიცილი აუტყდა ანდრიას და ნაზად მოხვია ხელები საყვარელ ქალს -გპირდები, დაბრუნებისთანავე დავიწყებ მაგის გამოსწორებაზე ფიქრს, ახლა კი ჩემს გოგოს გაბარებ და აბა შენ იცი როგორ მიხედავ. -იცოდე მთელი გულით გელოდები_ნანომაც მოხვია ხელები საპასუხოდ. -მიყვარხარ პატარავ, ყოველთვის გახსოვდეს ეს_მაგრად მოეხვია ატირებულ ქალს ძლივს რომ ჩაილაპარაკა მეცო და უკან მოუხედავად დატოვა ოთახი. (25) სამარისებული სიჩუმე გამეფებულიყო ქალაქს მოწყვეტილ ადგილზე, მეორე სართულის ფანჯარასთან მდგომმა გენერალმა ცივად გადახედა ჩაბნელებულ გარემოს და კიდევ ერთხელ მოსვა სასმელი ჭიქიდან. -ოღონდ შენ მიბრძანე და იმ ჭიქინად ჩამოვხსნი ანდრია_გესლიანად ჟღერდა ყიფიანის ხმა, რომელიც იარაღის სამიზნეში აკვირდებოდა კაცის თითოეულ მოძრაობას. -არა, მკვლელები არ ვართ, უნდა დავიჭიროთ. -შენ და შენი პრინციპები რა_იქვე დააფურთხა და თვალთვალი განაგრძო -რვა კაცია ეზოში, შიგნით ვერ ვხედავ. -ჯანდაბა, ერთიანად ვერ მოვახერხებთ, ერთმა ორი კაცი უნდა ავიღოთ, ვრისკავთ მაგრამ, იმედია თქვენც გარისკავთ. -მარჯვენა ორს მე ავიყვან_ხმადაბლა გაისმა დაჩის ხმა, რასაც იარაღის გადატენაც მოყვა. -წინა ორი ჩემი_ანდრიაც მოემზადა -მე და გაბრიელი მარცხენა და უკანა მხარეს გავინაწილებთ_კევის ღეჭვას არ ანებებდა თავს ყიფშიძე. -აბა ზედამხედველი მეც გყავართ აგერ_ჩაეცინა ყიფიანს და მეგობრების ზურგის გასამაგრებლად მოემზადა. -შევდივარ _ხმადაბლა გაისმა ანდრიას გაყინული ხმა და მალევე მოყვა პირველი გასროლაც, გასაკვირად გასროლას სიგნალიზაციის ხმაც აჰყვა. რამდენიმე წამში მწვანე ხასხასა ბალახით დაფარული მინდორი ნამდვილ ბრძოლის ველად გადაიქცა, ანდრიამ ორივე მიზანში ამოღებული დაჭრა, გასროლის ხმა გვერდიდანაც ისმოდა, ანუ დაჩიც მოყვებოდა. -ჯანდაბა, უკან დაიხიეთ, ამის დედაც სარდაფში მთელი არმია ყოლია ამ დედა მოტ**** უკან დაიხიეთ_სამიზნის გატრიალებას ვეღარ ასწრებდა ყიფიანი მეგობრები რომ დაეცვა. ვერც მოახერხა, ამდენ ხმაურში და არეულობაში მაინც თითქმის ყველამ დაინახა როგორ ჩაიჩოქა გაბრიელი მუცელზე ხელ აფარებული და პირქვე ჩაემხო. -არააა, ჯანდაბა გაბრიეელ_ანდრიას განწირული ბღავილი ისმოდა ეზოს მეორე მხრიდან და უკვე ისე ესროდა ყველა შემხვედრს აღარ აინტერესებდა კლავდა თუ უბრალოდ ჭრიდა, წაქცეულმა მეგობარმა წამში გაუყინა ვენებში სისხლი. -ანდრია, უკან_დაჩის ხმა მოესმადა და არც გაუხედავს ისე მოარტყა მხოლოდ იარაღის გატრიალებით, კიდევ ორი წააქცია და მანქანას ამოეფერა. -ტყვიები გამითავდა_გაეცინა სიმწრისგან -ტვიები გამითავდა ამის დედაც, გაბრიელამდე ვერ მივდივარ. -მე მივალ_ყიფშიძე გაიჭრა წინ და დაახლოებით ხუთი გასროლის შემდეგ მისი იარაღიც გაჩუმდა. -მაპატიეთ მეგობრებო, სტუმრები მყავს და დროებით უჩემოდ უნდა გაძოთ_ხელჩართული ბრძოლის გამო აქოშინებული გაისმა ყიფიანის ხმა. -გველოდებოდნენ, დამპალი ნაბი*ვარი, მოგვიმწყვდია_თავი მიადო მანქანას ანდრიამ და თვალები დახუჭა. რამდენიმე წამში რატომღაც სიგნალიზაციის ხმა შეწყდა და მთელს ტერიტორიაზე შუქი ჩაქვრა. დაცვის წევრები სიბნელეს მიუჩვევლები უყურებდნენ დაბნეულები ერთმანეთს და უკუნით სიბნელეში საკუთარ ცხვირსაც ვერ ხედავდნენ. -სწორედ ისე პომპეზურად მოვედით როგორც ვგეგმავდით, აბა ბიჭებო, როგორ ერთობით მარტო?_ნანოს მხიარულ ხმას გასროლის ხმები მოყვა და ნათიას შეძახილიც გაისმა -ჩემ შვილს ამაყად გამოვუცხადებ დაუბადებელი მოხვდი ომშითქო, ისე ნეტა ამ სროლის ხმებში ყურები ხომ არ ეტკინება?_დაფიქრებულმა ჩაილაპარაკა და წამში მოარტყა ანდრიასთან მიპარულ კაცს. -ბოთე, 5 კვირის ხარ, სად აქვს ჯერ ყურები_გაეცინა ნანოს და ორი სავსე მჭიდი ანდრიას ესროლა. -მეორედ უჩვენოდ წვეულება აღარ მოაწყოთ_უცებ უთხრა კაცს მიახლოებულმა და სწრაფად აკოცა ტუჩებში. -ღმერთო, ვგიჟდები შენზე_უკან დაუბრუნა კოცნა და ახითხითებული დაჩისკენ გააქცუნა ისიც რომ შეეიარაღებინა. -მაინც არ გამოგყვები_ჩურჩულივით გაიგონა ნანოს ხმა და სიცილი აუტყდა. -მოგიტაცებ_და იქვე ესროლა გაბრიელის სხეულთან დამხობილ კაცს. -ეზო ცარიელია, ელე, კარები შენზეა, სახლში შევდივართ_ყურში ჩამაგრებულ აპარატს ჩასძახა და გაისმა კიდეც საპასუხოდ ქალის აკნკალებული ხმა -ხომ ცოცხალია? ღმერთო, ჩემი ქმარი ხომ ცოცხალია? -ნუ ნერვიულობ, ფეხში აქ მორტყმული. -კარი ღიაა, შეგიძლიათ დატკბეთ და მეც დამატკბოთ_მწარედ ჩაისისინა გამწარებულმა ქალმა და გაიგონეს კიდეც კარის ჩხაკუნი. -როგორ მოახერხეთ?_ნათიას გადახედა ჯაბამ -ან აქ რამ წამოგიყვანა შე არანორმალურო ორსულად ხარ. -ორსულად ვარ წაქცეული კიარა, ჩვენი შვილიც ჩვენსავეთ დარეკილია არ გამიჭირვებს, ამას ელენე აკონტროლებს, სისტემაში რაღაც ჩაგვამაგრებინა და კამერებიდან დაწყებული სიგნალიზაციით დამთავრებული, ყველაფერი მის ხელშია. -გენერალი მეორე სართულზე მარჯვნივ მეორე კარში გელოდებათ, დაცვა კი მხოლოდ ორი კაცია.-დაბარებულივით გაისმა ქალის ხმა. -ახლავე ვეწვევი_ანდრია დაწინაურდა და ლამის სირბილით მივარდა კარებს. -გამარჯობა გენერალო_ომახიანად დაიძახა შეღებისას და ღიმილი სახეზე შეახმა. ორ დღეში დაბერებულიყო კაცი, სასმელიანი ხელი უკანკალებდა და აცრემლებული თვალებით ამოხედა ერთ დროს უახლოეს მეგობარს. -მომკალი. -აე ვაპირებ უბრალოდ ტყვია დაგახალო და გაგათავისუფლო, ციხეში ამოლპები, კარგად ხანს იწვალებ. -ჯანდაბა, მომკალი_თავი დახა კაცმა და კიდევ ერთი ყლუპი მოსვა. -იციი, ასეთი განადგურებული რომ დაგინახე წამით, მხოლოდ წამით გავიფიქრე, რომ ნანობდი და სინდისი გაწუხებდა, შენ კი თურმე ციხის გაგონებაზე ტრა*ი გიხტება და გასაღებას მთხოვ, ახლა ორმაგად ვისიამოვნებ შენი ჩაყუდებით_მკლავში წაავლო ხელი და დაჩისკენ გააქცუნა. ერთ საათში საავადმყოოში იყვნენ შეკრებილები, ნანო ჩუმად უყურებდა მკლავში დაჭრილ ანდრიას და თვითონაც ცუდად ხდებოდა ანდრია რომ სახეს შეიჭმუხნიდა ტკივილისგან. -ანუ, როდის? -რა როდის?_გაკვირვებულმა ახედა კაცს -ქორწილი როდის გირჩევნია, თუ უბრალოდ ჯვარი დავიწეროთ? ან ხომ არ გავიქცეთ? -მოიცა და როდის დაგთანხმდი? -აბა საავადმყოფოში რომ მოხვდებიო? -ქალიშვილი გოგოსავეთ წუწუნებ პოლკოვნიკო, უბრალო ნაკაწრია_თვალი ჩაუკრა გოგომ და ფანჯრისკენ შებრუნდა რომ არ გაცინებოდა. რამდენიმე წამში საწოლის შრიალის ხმა გაისმა და ნანომ შეხედა როგორ ეძებდა ფეხზე ამდგარი ანდრია მის ნივთებში რაღაცას. -დაგეხმარები რას ეძებ. -იარაღს. -რაა?რისთვის?_თვალები გაუფართოვდა გოგოს. -რავი დავიხლი სადმე უფრო სერიოზულ ადგილას_წარბი აუწია ნანოს და მისი ძლივს შეკავებული სიცილის დანახვაზე თვითონვე მორთო ხარხარი. -მაინც მოგიტაცებ_ყურში ჩაჩურჩულა და მთელი ძალით მოხვია საყვარელ სხეულს ხელები. -არა რა, გიჟი ხარ, არანორმალური_ბოლთას ცემდა გვერდით პალატაში ჯაბა და საწოლზე წამოგორებულ ცოლს, რომელიც არხეინად ანადგურებდა სნიკერსებს გაცოფებული მიჩერებოდა. -ორსულად ხარ, მუცელში ბავშვი გყავს, შენ კიდე იარაღს სტაცე ხელი და შუა ბრძოლაში შემოვარდი. -აღიარე ეფექტური იყო, აი ისეთი შემოვარდნა გამოგვივიდა მე და ნანოს ბოევიკებში რომ იღებენ ხოლმე. -კი აბაა, კოჭლი და ორსული სამყაროს წინააღმდეგ, სათაური ხომ მაგარია? -აუ კი, აზრზე ხარ ბავშვს რეებს მოვუყვები_ისევ სიცილი აუტყდა ნათიას. -ღმერთო დამეხმარე, ხელები ცისკენ აიქნია ჯაბამ. -საყვარელო მისმინე, თქვენ დახმარება გჭირდებოდათ, მშვიდად გვეყურებინა ჩვენ კაცებს როგორ კლავდნენ? ერთი პროცენტი მაინც რომ ყოფილიყო ჩემთვის საფრთხის შემცველი წამოვიდოდი? ვერასდროს მიმატოვებ, მოსჯილი გყავარ მთელი ცხოვრება მიყურო, ნუ გვიყურო. -სიამოვნებით_სახეზე მოეფერა მოლბობილი ქმარი, მაგრამ მალევე გაწიეს გვერდით -სნიკერსი გამითავდა_პატარა ბავშვივით გაბზიკა ნათიამ ტუჩები და ჯაბაც თავის ქნევით გაქრა ოთახიდან. -რამდენი მიუსაჯეს?_დაჩის კაბინეტში იჯდა ანდრია და გამომძიებელს შეყურებდა -სამუდამო, ასეც ველოდით_მხრები აიჩეჩა კაცმა და იმ წუთას შემოსულ დემნას მიესალმა. -მადლობა, რომ დაგვეხმარე, უშენოდ ცცოტა გაგვიჭირდებოდა_ხელი გაუწოდა ჩამოსართმევად ანდრიამ და წასასვლელად წამოდგა. -სამაგიეროდ ახლა ნაცნობი გენერალი მყავს_იგივეთი უპასუხა დაჩიმაც. -გენერალი, ჯერ კიდევ უცხოდ ჟღერს , ვერ მივეჩვიე. -ნამდვილად იმსახურებდი მეგობარო, წარმატებებს გისურვებ და იცოდე ჩემი იმედი გქონდეთ, ნებისმიერ თქვენგანს. -მადლობა, იგივეს თქმა შემიძლია მეც_სამხედრო სალამით დაემშიდობა უფროს გამომძიებელს და კარიც მოიხურა. განყოფილებასთან გამოსულს საჭესთან ნანო დახვდა წამომჯდარი, რომელიც მოუთმენლობისგან ტუჩების კვნეტაზე გადასულიყო და მაშინვე დაქოქა მანქანა, როგორც კი კაცი დაინახა. -ხო მშვიდობაა? -კი კი, უბრალოდ გველოდებიან, გვეჩქარება_ჩაჯდომისთანავე გააქანა მანქანა. -ნანო რა ხდება? -ამდენი ლაპარაკი რად უნდოდა, მაინც ნახავდი დღეს. -დაჩის? როგორ? -აი ეს დაიჭირე, თუ გინდა უკვე გაიკეთე_შავი ბარხატის კოლოფი ესროლა კაცს და მთელი გულისყურით უყურებდა რეაქცია რომ არ გამორჩენოდა. ანდრიას ყუთში ორი ოქროს რგოლი დახვდა და გაოცებულმა გადახედა ნანოს. -ვიპარებით? -გიტაცებ_ამაყად ჩაილაპარაკა გოგომ და გაზს ბოლომდე მიაჭირა. -არ უნდა დაგვაგვიანდეს, მამაოს შევპირდი ნახევარ საათში ვიქნებითთქო, უკვე ყველა იქაა, გაბრიელმა მეჯვარეობა მიითვისა _გზისთვის არ მოუშორებია თვალები ისე გაიღიმა, მაგრამ მთელი გულით იგრძნო როგორ ბედნიერად გაეცინა კაცს და სიჩქარეების გადამრთველზე დადებული ხელი მთელი ძალით ჩაბღუჯა. -------------------------------------------------- მეგობრებო, მინდოდა ეს ისტორია სრულადაც დამედო და შემეხსენებინა თქვენთვის, რადგან მეორე ნაწილზე ვფიქრობ და მაინტერესებს თუ მოგეწონებათ.... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.