შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მაპატიე დედა, მე გოგონები მომწონს (1-5 რედაქტირებული)


21-01-2019, 01:11
ავტორი კესილი
ნანახია 1 852

-სალომე ჩაი მზადაა ჩამოდი
-ახლავე დედა- ზურგჩანთა ავიღე და კიბეებზე სირბილით ჩავედი.
-დილამშვიდობის- ვუთხარი დედას და მაგიდასთან დავჯექი.
-დღეს დაგვაგვიანდება მე და მამაშენს- მითხრა სამზარეულოდან გამოსვლისას და ფინჯანი მაგიდაზე დადგა.-მოლაპარაკებას აწარმოებენ ჩინელ ინვესტორებთან და დღეს ნუგზარი მის კონკურენტ კომპანიასთან შეთანხმების დადებას აპირებს, რომ შემდეგ ერთად გააფორმონ კონტრაქტი უცხოელ ინვესტორებთან, მამაშენის კომპანიას ბიუჯეტი არ ჰყოფნის. ღმერთმა ქნას ყველაფერმა კარგად ჩაიაროს.
-ამინ- ვთქვი ღიმილით და ჩაი მოვსვი.
-ღმერთო ჩემო მეკი მგონია რომ გაიზარდე-დედამ თავი უკმაყოფილოდ გააქნია როგორც ყოველთვის ახლაც აპირებდა ჩემთვის ლექციების წაკითხვას რომ ისე უნდა მოვიქცე როგორც გოგოს შეეფერება, სწორად უნდა ვისაუბრო და არ უნდა ვიცანცარო, რადგან ნუგზარ ხომერიკის ქალიშვილს ასე არ შეეფერება, მაგრამ როდესაც მანანამ ამ ყველაფრის სათქმელად პირი გააღო მამა კიბეებზე ჩამოვიდა მაგიდას მოუახლოვდა და შუბლზე მაკოცა.
-დილამშვიდობის გოგონებო-გვითხრა და დედასაც შუბლზე აკოცა.
-დილამშვიდობის მამა.
- გითხრა დედაშენმა რომ დღეს დაგვაგვიანდება?
-კი მითხრა.
-კარგი, ფულს დაგიტოვებ რომ ჩვენს მოსვლამდე რამე ჭამო- მანანამ მამაჩემს ბრაზით გახედა და მზერით უკითხავდა ლექციებს რომ მე მის გაკეტებულ საჭმელს უნდა ვჭამდე და არა მარკეტში ნაყიდ საზიზღრობებს, მაგრამ ნუგზარმა როგორც ყოველთვის ფული მომცა და დედას ღიმილით გახედა
-წავიდეთ, ჯობს რომ ადრე მივიდეთ, შენც წამოდი სკოლამდე გაგიყვან.
-კაი-ზურგჩანთა ავიღე და როცა შევბრუნდი მანანას გაბრაზებულ სახეს შევეფეთე.
-კარგი და არა კაი
-დედააა- გაბრაზებულმა ვიყვირე და მანქანისკენ წავედი. ჩემი სკოლიდან სახლამდე მანქანით დაახლოებით 10 წუთის გზა იყო. მაგრამ ჩემს მშობლებთან ერთად 10 წუთიც კი ჯოჯოხეთად მექცა. მთელი გზა იმაზე ლაპარაკობდნენ როგორ ჩაიივლიდა მოლაპარაკება და რა შედეგებს მიიღებდნენ.
მანქანა პიდაპირ სკოლის ჭიშართან გაჩერდა და დავინახე როგორ მელოდებოდა ემა სკოლის ეზოში.
-კარგი წავედი, ნახვამდის.-ვთქვი და სასწრაფოდ გადმოვედი მანქანიდან რომ დედაჩემის დარიგებები ისევ არ მომესმინა.
-საგიჟეთია- ვუთხარი ემას და გადავკოცნე
- რამოხდა? ისევ საუბრის მანერაზე მოგცეს მითითებები?- გამიღიმა და სკოლაში შევედით.
- ჰო როგორც ყოველთვის. „სალომე არ შეგეფერება ასეთი საუბარი, ისე უნდა მოიქცე როგორც გოგოს შეეფერება და ჟარგონები არ უნდა გამოიყენო“- დედაჩემის ხმით წარმოვთქვი და ემას შევხედე , წუთის შემდეგ კი ორივეს სიცილი აგვიტყდა.
-დღეს მარტო ვიქნები, საღამომდე. კომპანიაში წავიდნენ რამდნეიმე იდეამაქვს და იქნებ სკოლის შემდეგ პირდაპირ ჩემთან წავიდეთ.
-ჰო მაგრამ მანამდე სახლში უნდა შევიარო რო დედაჩემი გავაფრთხილო.
-არგინდა, ჩემთან რომ მივალთ დაურეკე.- ემამ გამიღიმა და თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია. სკოლის შემდეგ როგორც ვთქვით ჩემთან წავედით, გზაში გადავწყვიტეთ რომ ფილმისთვის გვეყურებინა ამიტომ მარკეტში შევიარეთ და ნუგზარის დატოვებული ფული რაღათქმაუნდა სულ დავხაჯე.
- მოეწყვე- ვთხარი სახლში შესვლისას, ზურგჩანთა მოვიხსენი და კარებთან დავაგდე.
-ეს რომ დედაშენს დაენახა უეჭველი მოგკლავდა.- მითხრა ემამ და დივანზე ჩამოჯდა.
-მაგრამ მანანა აქ არ არის-ვუპასუხე და დივანზე მის გვერდით მოვკალათდი, მანკი ჩემი თავი ხელებსი მოიქცია და მაკოცა, მისი ტუჩების შეხებისას ვიგრძენი როგორ დამიარა სხეულში სასიამოვნო ჟრუანტელმა, თითები თმაში შევუცურე და კიდევ უფრო ახლოს მივიზიდე. მეგონა რომ ეს წუთები არასდროს დასრულდებოდა, მეგონა ცხოვრების ბოლომდე ვიგრძნობდი მის შეხებას, სამყარო გაჩერდა, დრო გაჩერდა, მე მისთვის ვსუნთქავდი ის ჩემთვის. როცა საბოლოოდ კოცნა შევწყვიტეთ ემა ტუჩებზე ცერა თითით შემეხო, გული საშინლად მიცემდა, მეგონა ცოტაც და მის შეხებას ვეღარ გაუძლებდა.
-რა ფილმს ვუყუროთ?- ვკითხე და ტელევიზორი ჩავრთე
-არხებზე მოვძებნოთ რამე .- თავი მხარზე დამადო და მის თბილ სუნთქვას კისერთან ვგრძნობდი. კონცენტრაცია მიჭირდა ამიტომ გაუაზრებლად გადავდიოდი ერთი არხიდან მეორეზე სანამ ემამ ერთერთ არხზე ანიმაცია არ შენიშნა.
-ამას ვუყუროთ- მითხრა მანამ სანამ სხვა არხზე გადავრთავდი, გამეღიმა, ჩიფსი ავიღე და ანიმაციის ყურება დავიწყეთ. მაგრამ, სანამ დამთავრდებოდა მანამდე ჩაგვეძინა.
კარზე ზარის ხმამ გამაღვიძა, ემა შეიშმუშნა და თავი ასწია. მე საათს დავხედე 9 საათი იყო.ემას შევხედე და სწრაფად წამოვვარდი კარის გასაღებად.
-დაბრუნდით?- ვკითხე კარის გაღების შემდეგ მანანას, რომელიც უემოციოდ იდგა.
-როგორც ხედავ- მითხრა და სახლში შემოვიდა, ფეხსაცმელები კარადასთან დატოვა და მაშინვე იყვირა როგორც კი ძირს დაგდებული ჩემი ზურგჩანთა დაინახა. ზურგჩანთას სწრაფად მოვკიდე ხელი და მისაღებში შევედი, სანამ მშობლები შემოვიდოდნენ ემას ვანიშნე რომ ჩიფსის შეფუთვები და გაზიანი სასმელის ცარიელი ბოთლები სამზარეულოში გაეტანა. ისიც მაშინვე წამოხტა და ორიოდე წამში მაგიდაზე მხოლოდ ჩემი და ემას მობილურები ეწყო.
-როგორ ჩაიაარა მოლაპარაკებამ?- ვკითხე ნუგზარს როცა დაღლილი დივანზე ჩამოჯდა.
-მშვენივრად.გამარჯობა ემა-გაუღიმა სამზარეულოდან გამოსულ ემას და მე შემომხედა.
- გამარობა ბატონო ნუგზარ. გამარჯობა მანანა დეიდა
-როგორხარ შვილო?- დედაჩემი ემასთან მივიდა და გადაკოცნა- ძალიან მოგვენატრე, ხშირად შემოიარე ხოლმე როცა სახში ვიქნებით.
-კარგით აუცილებლად- ემამ მანანას თავაზიანად გაუღიმა, მერე ტელეფონი და ზურგჩანთა აიღო, ორივეს დაემშვიდობა და კარისკენ წავიდა.
-ხშირად შემოვივლი ხოლმე, დედაშენი ჩემზე გჟდება- მითხრა ღიმილით და მაკოცა. მე კი საპასუხოდ გავუღიმე და გავაცილე. როცა მისაღებში დავბრუნდი ორივე მაგიდასთან იჯდა და რაღაცას განიხილავდნენ მაგრამ დამინახეს თუარა მაშინვე გაჩუმდნენ.
- ამმ.. მოხდა რამე?- ვიკითხე და გაოცებული სახით და მეც მათთან ერთად დავჯექი.- შედგა მოლაპარაკება შენნს კონკურენტ კომპანიასთან?-ვუთხარი ნუგზარს ღიმილით
-დიახ შედგა. მაგრამ გარკვეული პირობები წაგვიყენეს. ჩვენ კი იძულებულები ვყავით რომ თანხმობა გვეთქვა. ვერაფერს გამოვასწორებთ- მითხრა მანანამ და ნუგზარს გახედა.
-რახდება მამა?
-ჩინური კომპნია რომელთანაც მეც და ჩემს კონკურენტ კომპანიასაც მოლაპარაკება გვსურდა, ძალიან მნიშნვლოვანი კომპანიაა ჩვენთვის, რადგან სწორედ მათზეა დამოკიდებული ჩვენი ორივე კომპანიის არსებობა. თუ ამ მოლაპარაკებას ვერ ვაწარმოებდით გავკოტრდებოდით, და რაც აქამდე გამიკეთებია ყველაფერი დროის ფუჭი ხარჯვა აღმოჩნდებოდა. სწორედ ამიტომ ვაწარმოე მოლაპარაკება იმ ხალხთან რომლებიც დიდი ხნის მანძილზე ცდილობდა ჩემი კომპანიის ჩაძირვას. კომპანიას რამდენიმე პირობა ჰქონდა ჩვენს კომპანიასთან და რათქმაუნდა დავაკმაყოფილეთ, მაგრამ კომპანიის უფროსმა ცალკე პირობა წამოგვიყენა.-ცოტახნით გაჩუმდა და თავი ძირს დახარა.
- რა პირობა?- ვიკითხე და ჯერ მანანას შევხედე შემდეგ კი ისევ მამას რომელის მაგიდას უყურებდა.
-შენ.-თქვა ნუგზარმა რამდნეიმე წამის შემდეგ
-რა? - გამეცინა და სკამის საზურგეს მივეყრდენი.- რასნიშნავს მე?
- ის რომ კომპანიის უფროსს ბატონ დავითს სურს მის ვაჟზე დაქორწინდე. - მითხრა მანანამ პირდაპირ ისე რომ ჩემთვის თვალლი არ მოუშორებია.
- კაი ერთი, კიდე რამინდაო. შვილიც ხოარ გავუჩინო- ვუთხარი სიცილით ნუგზარს გავხედე რომელიც ისევ მაგიდას უყურედა, მის სახეზე არანაირი ემოცია არ იკითხებოდა, თიტები ნერვიულად ავათამაშე და მაგიდისკენ დავიხარე.
-მოიცა, მამა მითხარი რომ იმ კაცის პირობას არ დათანხმდი.
-ბოდიში- მითხრა და თვალებში შემომხედა
- თქვენრა სულ გააფრინეთ?-მინდოდა ეთქვათ რომ იხუმრეს და რომ კომპანიაში არ გამცვალეს მაგრამ მათ თვალებში ვხედავდი იმას რისი დანახვაც არ მინდოდა.
-წესიერად ისაუბრე სალომე.
- მანანა- ვიყვირე და სკამიდან წამოვვარდი.- ვიღაც კაცზე მათხოვებთ ისე რომ მე არც მეკითხებით, და გინდა ამ ამბავს მშვიდად შევხვდე და გითხრა „ვა დე რამაგარია, მოდი ის ბიჭი სახში დავპატიჟოთ მომავალ ქმარს უკეთ გავიცნობ“ და გინდათ რომ მადლობა გადაგიხადოთ რომ ქმარი მომიძებნეთ?
-სალომე გეყოფა- მითხრა ნუგზარმა, მუჭი მაგიდას დაარტყა და ფეხზე წამოდგა.
-მეყოფა?-ვუთხარი სიცილით. - კომპანიაზე გამცვალე მამა. უკაცრავად ბატონო ნუგზარ, მაპატიეთ, მორჩილად შევასრულებ თქვენს ყველა ბრძანებას- წარმოსახვითი ქუდი მოოვიხადე და თავი დავუკრი.
-საკმარისია სალომე.-ახლა მანანამ დაიყვირა და ისიც ფეხზე წამოდგა- ასე იყო საჭირო უნდა გაიგო.
-რა უნდა გავიგო დედა? რა???? ისრომ კომპანიაზე გამცვალეთ????
- ნიშნობა ორ კვირაში იქნება, იმ ბიჭს კი ხვალ შეხვდები- თქვა ნუგზარმა წყნარად, და ისევ მაგიდასთან დაჯდა.
-წადი შენი ბატონო ნუგზარ- ვიყვირე, ოთახისკენ სირბილით წავედი და ბალიშზე ატირებული დავვარდი. გონებიდან ვერ ვიგდებდი მ ფაქტს რომ საკუტარმა მაამამ კომპანიააში გამცვაალა, რომ ჩემს თავს ატასობით დოლარი ამჯობინა. ლოგიკურად ვერ ვფიქრობდი, ვერაფერს ვგრძნობდი, ერთადერთი რაც გონაბაში მიტრიალებდა ეს ემა იყო. არვიცოდი რას იზამდა როცა ამას გაიგებდა. დავკარგავდი და ცხოვრებაც დამენგრეოდა. მის დაკარგვას ვერ გადავიტან.


2
მთელი ღამე არ დამეძინა, ნუგზარმა რამდენჯერმე დააკაკუნა ჩემი ოთახის კარებზე, შუაღამისას კი მანანა დამადგა თავზე, მაგრამ საწოლთან ახლოს არ მოსულა, ნელა გავიდა ოთახიდან და კარებიც ფრთხილად დახურა. სკოლაში წასვლის სურვილი არ მქონდა, არც მანანს შეუწუხებია თავი რომ ოთახში შემოსულიყო ან პირველი სართულიდან დაეძახა „სკოლაში გაგვიანდებაო“ როგორც ამას ყოველთვის აკეთებს. მაგრამ დაახლოებით 11 საათი იყო ოთახში ქუსლების კაკუნით შემოვიდა და თავზე დამჩხავლა.
-ადექი მივდივართ.- არ გავნძრეულვარ თვალები დახუჭული მქონდა და არც არაფრის თქმას არ ვაპირებდი სანამ იგივე სამჯერ არ გაიმეორა მანამ სანამ ჩემს კარადაში ტანსაცმელს ეძებდა.
-ადექი სალომე- მოთმინების ფიალა აევსო, დამიყვირა, მხარზე ხელი ოდნავ მომიჭირა და ჩემი აყენება სცადა.
-ნუ მექაჩები, ხეიბარი არ ვარ და რამენაირად ჩემით ავდგები.
- სწრაფად.
-არმინდა, არსად არ მოვდივარ.
-სალომე შენი ნერვები არ მაქვს, სწრაფად ადექი, მამაშენი გარეთ გველოდება.
- ოჰ ბატონი ნუგზარი. ასე არშეიძლება მანანა , უფრო ადრე უნდა გეთქვა რომ ბატონი ნუგზარი მელოდებოდა, ახლავე ავდგები სირცხვილია, თანამდებობის პირს ხომ არ ვალოდინებთ, ბოლოს და ბოლოს ლაპარაკი ნუგზარ ხომერიკზეა.-სიტყვით გამოსვლა დავამთავრე და საწოლიდან წამოვხტი.
-სალომე ჯობს წესიერად ისაუბრო, ამჯერად მეტს აღარაფერს გეტყვი 5 წუთში თავი მოიწესრიგე და გამოდი, კარებთან დაგელოდები.-კარები ხმაურიანად გაიხურა და ოთახიდან გავიდა. მეკი სააბაზანოში შევედი თავი მოვიწესრიგე, ჩავიცვი და მისაღებში ჩავედი.
-სად მივდივართ- ვიკითხე უხეშად.
- დღეს ბატონი დავითი და მის ოჯახს შენი გაცნობა უნდათ. ამიტომ, წესიერად უნდა ჩაიცვა, და არა ეს დახეული შარვალი და ეს საშინელი ზედა.
- ოჰ წითელი ხალიჩაც ხოარ დავაგო მისაღებში?
-როდის მორჩები ამ სისულელეებს?- მკითხა გაბრაზებულმა
-არასდროს- ვუთხარი ტელეფონი და ყურსასმენები ავიღე, სახლიდან გავედი და მანქანის უკანა სავარძელზე მოვთავსდი.
-გამარჯობა შვილო- მითხრა ნუგზარმა და შემოომხედა, საპასუხოდ მხოლოდ ყურსასმენები გავიკეთე და მუსიკას ბოლო ხმაზე ავუწიე. ნუგზარმა სავაჭრო ცენტრში დაგვტოვა მე და მანანა, თვითონ კი როგორც ყოველთვის კომპანიაში წავიდა.
- კაბა უნდა შევარჩიოთ.
-იქნებ კაბის არჩევა მაინც მომანდო? აბა საქმრო უკვე შემირჩიეთდა.
-იმ მაღაზიაში შევიდეთ- თქვა მანანამ და ჩემი სიტყვები თითქოს არ გაუგონიაო ისე წავიდა მაღაზიისკენ, მეც უკან გავყევი. რამდენიმე კაბა ავარჩიე, ვცდილობდი ისეთი კაბა ამერჩია რომელიც ემას მოეწონებოდა, მეგონა რომ ამ კაბის მისთვის ჩაცმას შევძლებდი. მინდოდა ამ კაბაში მას ვენახე და არა ვიღაც ბიჭს რომელსაც არც კი ვიცნობდი. ვიცოდი ემას როგორიც მოვეწონებოდი ამიტომაც ისეთი კაბა ავარჩიე რომელიც მის გემოვნებასთან ახლოს იყო.
- კარგი არჩევანია- მითხრა მაღაზიაში მომუშავე პერსონალმა.
-მართლაც რომ კარგი გემოვნება გაქვს სალომე- მითხრა მანანამ და ღიმილით შემომხედა.
- ჰო რომ მოგეცადათ ცოტახანი საქმროსაც თვითონ ავარჩევდი.
-თხოვდებით?-იკითხა ყურებამდე გაღიმებულმა პერსონალმა.
-დიახ.
-არა- ვუპასუხეთ მე და მანანმ ერთდროულად, დაბნეულმა პერსონალმა მხოლოდ გაგვიღიმა არჩევანი კიდევ ერთხელ შემიქო და სხვა კლიენტისკენ წავიდა.
-რასნიშნავს არა?- მკითხა გაოცებულმა მანანამ
-მოდი რა უბრალოდ გადაიხადე კაბის ფული.- გაბრაზებულმა საფულედან ბარათი ამოიღო და მოლარეს მიაწოდა. მოლარემ გაუღიმა ბარათი გაატარა კაბა ცელოფნის პარკში ჩაგვიდო და მანანას მიაწოდა.
-ფეხსაცმელი უნა ვიყიდოთ.
-მაქვს ფეხსაცმელი.
-კედები არ გამოგადგება.
-მოიცა აბა მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი უნდა ჩავიცვა?
-რათქმაუნდა.
-ფუ შენი- ვთქვი და მანანას მაღალ ქუსლიანებს დავხედე.
- საუბრის მანერა სალომე- მითხრა მშვიდად და ამჯერად ფეხსაცმელების მაღაზიისკენ წავიდა.
- ამაზე რას ფიქრობ- მითხრა მაღაზიაში თხუთმეტ წუთიანი სიარულის შემდეგ და ხელში წითელი მაღალქუსლიანები მომაწოდა.
-მანანა კაბა ლურჯია, წითელი და ლურჯი ერთმანეთს ძალიან უხდება- ვთქვი და გამეცინა
-კარგი რა - მითხრა და მასაც გაეცინა.- მაშინ ამას მე ავიღებ
-როგორც გინდა.- ვუთხარი და მაღაზიიდან გასვლა დავაპირე როცა გამაჩერა და ცხვირწინ ცისფერი მაღლები ამაფარა, რომელსააც საოცრად წვრილი ქუსლი ჰქონდა და რომელიც სავარაუდოდ ორივეს თუ არა ერთ ფეხს მაინც მომტეხდა.
-მგონი კარგი უნდა იყოს- მითხრა და მაღაზიაში შემათრია, ამოვიხვნეშე და ფეხსაცმელი მოვირგე, ფული მანანამ გადაიხადა და როცა მეგონა რომ სახლში წავიდოდი სიამაყით გამომიცხადა
-სალონში წავიდეთ, მოგაწესრიგებ.
-აბა რა, აუცილებლად. სალონსი კიარა სახლში წავიდეთ მანანა სახლში.-ვთქვი გაბრაზებულმა და უტეხად შევხედე თვალებში, იცოდა ადილიდან ფეხს არ მოვიცვლიდი თუ სახლში წასვლაზე არ დამთანხმდებოდა.
-კარგი , სახლში წავიდეთ. - ტაქსი გამოიძახა, წინ დაჯდა მეკი უკან მოვკალათდი, ყურსასმენები მეკეტა ამიტომ არ მესმოდა რას ეუბნებოდა მანანა მძღოლს მაგრამ ათი წუთის შემდეგ მანქანა რესტორანთან გაჩერდა.
- წამოდი მაგიდა უნდა დავჯავშნოთ. - მანქანიდან გადმოვედი, მინდოდა აქვე მომეკლა მანანა და გავქცეულიყავი მაგრამ ძალიან ბევრი თვითმხილველი იყო.
-საღამოს 8 საათისთვის, 7 კაციანი მაგიდის დაჯავშვნა გვინდა.- უთხრა მიმატანს და რესტორანი მოათვალიერა.
-კარგით წამობრძანდით
-აქ დამელოდე- მითხრა და მიმტანს გაყვა. ნახევარი საათი ვიცდიდი რესტორნის შესასვლელში სანამ მანანა ვიღაც კაცს ესაუბრებოდა. ახლა ამწუთებში საშინლად მომინდა რომ ემასტან ერთად გავქცეულიყავი, ხელი ჩამეკიდა და უბრალოდ ამ წამებისთვის თავი დამეღწია. ჯანდაბა, ემასთვის არც მითქვამს. ან რა უნდა ვუთხრა? გამარჯობა ემა მართალია მიყვარხარ მაგრამ მამაჩემის კომპანიის გადასარჩენად იძულებული ვარ ბიჭზე დავქორწინდეთქო? საკუთარმა მშობლებმა ცხოვრება ჯოჯოხეთად მიქციეს.
-წავედით- მითხრა მანანამ და ხელი მომკიდაა, მეკი უხეშად გავაშვებინე და იმ ტაქსიში დავბრუნდი რომლითაც აქ მოვედით .
- ბოდდიში დავიგვიანეთ- უთხრა მძღოლს და ისევ წინ მოკალათდა.
მთელი გზა ხმა არ ამომიღია, როგორც კი სახლში მივედით მაშინვე სააბაზანოში შევედი და შხაპი მივიღე, დაახლოებით ნახევარი საათი ასე უაზროდ ვიდექი შხაპის ქვეშ და ერთ წერტილს მივშტერებოდი.ვერაფერზე ვფიქრობდი იმის გარდა თუ რა რეაქცია ექნებოდა ემას როცა ამ მარაზმის შესახებ გაიგებდა. მეტს ვეღარ გავუძლებდი ყურადღება სხვა რამეზე უნდა გადამეტანა პირსახოცი ავირე და აბაზანიდან გამოვედი.
-კარგად ხარ?- მკითხა დაფეთებულმა მანანამ , როცა აბაზანიდან გამოვედი
-არა
-რამოხდა?
-ო არიცოდი? ვთხოვდები.
-სალომე როდემდე ? როდემდე უნდა გაიმეორო ერთიდაიგივე დავიღალე.
- იქამდე სანამ მართლა არ დაიღლები და ამ უაზრო ნიშნობას არ გააუქმებთ.
-თუ ნიშნობას გავაუქმებთ ყველაფერი დაინგრევა რასაც ამდენი წელი ვაშენებდით.
- კარგი თუ ამას თქვენ არ იზამთ მაშინ მე გავაკეთებ, უბრალოდ გაცდით სადამდე შეტოპავთ.
-მომბეზრდა უკვე შენი ახირებები, არაფერსაც არ იზამ. და თუ რამე მოხდება ქორწილში თმებით მიგათრევ.- კაბა და ფეხსაცმელები ცხვირწინ დამიყაარა და კიბეებზე სწრაფი ნაბიჯით ჩავიდა.
ტანსაცმელს ხელი მოვკიდე და ოთახში შევიტანე. ჯერ 4 საათი იყო. მაისური და შორტი ჩავიცვი და საწოლზე დავწექი. აშკარად ჩამეძინა, ვინაიდან მანანა ისე მანჯღრევდა გეგონებოდათ ესწამია სიკვდილს გამოსტაცა ჩემითავი ხელიდანო.
-მამაშენი მოვიდა ჩაიცვი ოც წუთში მივდივართ- მითხრა და ოთახიდან გავიდა. ნელა წამოვდექი და საათს შევხედე ჯერ 7 საათი იყო. ვერმივხვდი ასე ადრე წასვლა რა საჭირო იყო, მაგრამ კაბა საწოლზე გავშალე და დავაკვირდი. ძალიან ლამაზი იყო, სადა თუმცა ძალიან ლამაზი.
სარკის წინ ვიდექი და ჩემს თავს ვუყურებდი ამ არაჩვეულებრივ კაბაში და ფეხსაცმელებში. კაბას რამდენჯერმე ჩამოვუსვი ხელი, მაღალქუსლიანებს დავაკვირდი, რამდენჯერმე გავიარე ოთახში რომ რესტორანში ამ ფეხსაცმელებით კისერი არ მომეტეხა. ძალიან მაღლები იყო მაგრამ ძალიან ლამაზები. თმა მაღლა ავიწიე, საკუთარ სხეულში თავს უცხოდ ვგრძნობდი, მაგრამ ვიცოდი თუ ემა ოდესმე მსგავს ტანსაცმელში მნახავდა ძალიან ბევრს იცინებდა. ემას გახსენებაზე თავი ისევ საშინლად ვიიგრძენი, სარკეს მოვშორდი და ქვედა სართულზე ნელი ნაბიჯით ჩავედი.
-ძალიან გიხხდება- მითხრა მანანამ როგორც კი დამინახა, ნუგზამა კი ღიმილით შემომხედა.
-წავიდეთ ნუგზარ- მანანამ ჩანთა აიღო და გვერდით დამიდგა.
- ჩემი გოგონები- თქვა მამამ, და ჯერ მანანას აკოცა შუბლზე მერეკი მე.
გზაში ძალიან ვნერვიულობდი. არვიცი რატომ ალბათ მეშინოდა რომ რამე ისეთი არ წამომცდენოდა რაც საღამოს გააფუჭებდა, მაგრამ მეც ეს არ მინდოდა? მინდოდა რომ ყველას გაეგო ვინ მიყვარდა სინამდვილეში, და ყველაფერი დასრულებულიყო მაგრამ თუ რამეს არასწორად გავაკეთებდი ამით ნუგზარს დიდ ტკივილს მივაყენებდი, მეკი ეს ნამდვილად არმინდოდა რაგდან ყველაფრის მიუხედავად ის მამაჩემი იყო და ძალიან მიყვარდა.
რესტორანში დიდხანს ლოდინი მოგვიწია სანამ ჩემი მომავალი საქმრო მოვიდოდა.
-ძალიან პუნქტუალური ხალხია.- ვთქვი და საათს დავხედე- 20 წუთით დააგვიანეს.
-მოვლენ არ იდარდო.- მითხრა მანანამ
-ვაიმე ვკვდები ნერვიულობით - შეშინებული სახე მივიღე და მანაანს გავხედე- ნეტა ჩემი ოცნების პრინცი ხომ კარგადაა- ვთქვი და სიცილი ამიტყდა და სწორედ ამ დროს მოუახლოვდა ჩვენს მაგიდას დაბალი, მსუქანი სათვალიანი შუა ხნის მამაკაცი, მის გვერდით მასზე გაცილებით მაღალი სუსტი და ქერათმიანი ქალი იდგა, მათ უკან კი გრძელთმიანი ცისფერთვალება მაღალი ბიჭი იდგა რომელსაც გვერდს მისივე სიმაღლის ოდნავ პუტკუნა ქერა გოგო უმშვენებდა.
-გამარჯობა ბატონო დავით- ფეხზე წამოგა ნუგზარი, შემდეგ კი მანანა, მერე ორივემ მე გამომხედეს, გამეცინა და მეც ფეხზე წამოვდექი.
-დაბრძანდით- მაგიდასთან მიიპატიჟა მანანამ ჩემი მომავალი დედამთილი.
- როგორ ბრძანდებით ბატონო ნუგზარ.- ალაპარაკდა ბატონი დავიტი.
-უბრალოდ ნუგზარი დამიძახეთ, ტავად როგორ ბრძანდებით.
-ძალიან კარგად- თქვა დავითმა და მამაჩემს გაუღიმა.- ეს ჩემი ცოლია ლელა, ეს ჩემი ბიჭი რიჩარდი და ჩემი გოოგნა ელენეა.-წარგვიდგინა ოჯახი დავითმა და მე შემომხედა.
-სასიამოვნოა, ეს ჩემი ცოლი მანანააა და ქალიშვილი სალომე.- ნუგზარმა თითები ნერვიულად გადააჭდო ერთმანეთს და დავით შეხედა.
-ძალიან სასიამოვნოა თქვენი გაცნობა- მითხრა დავითმა და გამიღიმა
-ხო რავი ჩემთვისაც- ვუთხარი და მაშინვე ვინანე რომ პირი გავაღე, ნუგზარი და მანანა სახეზე მკვდრებს დაემსგავსნენ , ჩემს მომავალ მეუღლეს კი სიცილი აუტყდა და თავი ძირს დახარა რომ არ დაენახათ თუ როგორ იგუდება სიცილით. მეკი დარწმუნებული ვიყავი მანანა თავს დამნაშავედ გრძნობდა რომ კულტურული საუბარი წესიერად ვერ მასწავლა.
-უკაცრავად- სიტუაციის გამოსწორება ვცადე და საუბარი დავიწყე.- ჩემთვისაც ძალიან , ძალიან სასიამოვნოა თქვენი გაცნობა.- დავითმა გაგვიღიმა და მისი ვაჟის შესახებ ისტორიის მოყოლა დაიწყო.
-რიჩარდი 20 წლისაა, მინდა კომპანია მას გადავცე. რადგან ჩვენი კომპანები კონკურენტები არიან ვიფიქრე რომ კარგი იქნებოდა თუ დავვახლოვდებოდით. ამიტომ ვიფიქრე რომ კონტრაქტს ქორწინებით გავამყარებდით. რიჩარდი სკოლის დამტავრების შემდეგ ჩემტან მუშაობს, ძირითადად ვასწავლი თუ როგორ უნდა მართოს კომპანია. მაგრამ ცოტა მოუსვენარია, მინდა უფრო სერიოზულად მიუდგეს ამ საკითხს, ზედმეტად გონებაგაფანტ...
-მამა- საუბრაი შეაწყვეტინა რიჩარდმა დავითს და ოდნავ მკაცრი მზერით გახედა.
- ვფიქრობ მეც შევძლებ რამდენიმე სიტყავ ვთქვა ჩემს შესახებ-თქვა და მე შემომხედა.დავითმა კი მხოლოდ სიმწრისგან გაიღიმა და მის ცოლს გახედა რომელმაც ღიმილითვე უპასუხა.
- მომწონს როცა დავითთან ერთად ვარ კომპანიაში მაგრმა კომპანიის გარეთ სხვადასხვა ინტერესები მაქვს, ვფიქრობ ამის აქ განხილვა არ ღირს, სალომეს აუცილებლად დავპატიჟებ სადმე რომ ამის შესახებ ცალკე დაველაპარაკო.
- ძალიან კარგია, სიამოვნებით წამოვა ჩემი შვილი თქვენთან ერთად- თქვა მამა მ და რიჩარდს გახედა.
-ახლა კი ნიშნობის დეტალებზე ვისაუროთ- თქვა დავითმა სათითაოდ ყველას შემოგვხედა
- ვფიქრობ დიდი ნიშნობა არ არის საჭირო, მხოლოდ რამდენიმე კომპანიის დირექტორი, რამდენიმე ნაცნობი და ჩვენი ბავშვების რამდენიმე მეგობარი.
-საერთოდ არ იქნება დიდი ნიშნობა- ვთქვი ჩუმად იმ იმედით რომ ვერავინ გაიგონებდა მაგრამ შევცდი, რიჩარდს ისევ გაეღიმა და მამამის გახედა. დავითმა კი ჩაახველა და საუბრაი განაგრძო.
-ყველანაირ ხარჯს ჩვენ დავფარავთ ნიშნობაზე, მაგრამ ქორწილზე თქვენი დახმარებაც დამჭირდება, ქქორწილი გრანიოზული უნდა იყოს, რომ შემდეგ მთალმა თბილისმა ამ ქორწილზე ისაუბროს.
-ჰოლივუდის ვარსკვლავები ჩამოვიყვანოთ- ისევ და ისევ ენა პირში ვერ დავატიე და ზედმეტად ხმამაღლა წარმოვთვი სათქმელი.
-გეყოფა სალომე- კბილებში გამოსცრა გაბრაზებულმა მანანამ
-რათქმაუნდა, ფული პრობლემა არ იქნება, - თქვა ნუგზარმა და დავითს გაუღიმა.
-ძალიან კარგი ესეიგი მოვილაპარაკეთ- დავითმა მმაჩემს მხარზე ხელი რამდენჯერმე დაკრა და გაუღიმა.
-რათქმაუნდა, ახლა კი ვივახშმოთ- თქვა ნუგზარმა და მაგიდა მოათვალიერა.ძალიან მომეწონა რიჩარდის და რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში ყურადღებით გვისნემდა, ჩემს თითოეულ მოძრაობას აკვირდებოდა და თიჩქმის ასი პროცენტით დარწმუნებული ვიყავი რომ ერთმანეთს კარგად გავუგებდით
- რაკი ქორწილის და ნიშნობის საკიტხები მოვაგვარეთ, მეუღლეც უკვე გავიცანი, ძალიან სასიამოვნო პიროვნებაა ნამდვილად მიხარია რომ ცემს დარჩენილ ცხოვრებას მას დავუკავშირებ- დავიწყე საუბარი, და რიცარდი მაშინვე მიხვდა რა თამაშსაც ვთამაშობდი- ნამდვილად სასიამოვნოა აქ თქვენს გვერდით ყოფნა მაგრამ სამწუხაროდ უნდა დაგტოვოთ-წარმოვთქვი თუარა ეს წინადადაება მანაამ და ნუგზარიმ გაოცებულებმა გამომხედეს.- რადგან სკოლაში გამოცდები მაქვს და ჩემთვის თითოეული წუთი ძვირფასია. ჩემი მომავლისთვის საჭიროა რომ კარგად ვისწავლო.- როცა წარმოდგენას მოვრჩი, რიჩარდის და მისი დის ელენეს სახეეების დანახვაზე სიცილი ძლივს შევიკავე, ორივე მათგანს სახე ასწითლებოდა, წამები აკლდათ რომ პირი არ მოეღოთ და ბოლო ხმაზე სიცილი არ აეტეხათ. სკამი იატაკზე ფრთხილად გავასრიალე და წამოვდექი.
-სასიამოვნო იყო ტქვენი გაცნობა.-ვთქვი რიჩარდს თვალი ჩავუკარი და ქუსლების ხმაურით გამოვედი რესტორნიდან.


3
-სახლში წასვლა არ მინდოდა.- ვუთხარი ემას როცა კარები გამიღო. სახლში წასვლა მართლა არ მინდოდა, ახლა ჩემი მშობლები ბატონ დავითთან ერთად ჩემი ქორწილის საკითხებზე ბჭობენ, მეკი არაფრის გაკეთება არ შემიძლია, ემასთვის უნდა მეთქვა ამიტომ პირდაპირ მასთან წავედი. არვიცი როგორ ვუთხრა, როგორ ვუთხრა საყვარელ ადამიანს რომ სხვა ადამიანზე ვთხოვდები, თანაც ბიჭზე. არშემიძლია ამას ვერ ვიზამ, უკან დაბრუნებას ვაპირებდი როცა ემას ხელი მკლავზე შემეხო.
-რამოხდა?- მკითხა დაფეთებულმა და სახში შემიყვანა
-მარტო ხარ?- სახლი მოვათვალიერე და მისაღებში მაგიდასთან დავჯექი.
- ხო დილით სოფელში წავიდნენ, სახლს არემონტებენ იქ და მუშებს თავზე უნდა დავადგეთო.კარგად ხარ?- მკითხა და ჩემს წინ დაჯდა. ვგრძნობდი რომ ცოტაც და გული გამისკდებოდა, თუ ახლა არ ვეტყოდი ყველაფერი უფრო მეტად გაიწელებოდა, თიტებს ნერვიულად ვათამაშებდი, ფეხები მიკანკალებდა და მუცელში ყრუ ტკივილს ვგრძნობდი.
- ვთხოვდები-ჩემს ირგვლივ ყველაფერმა მოძრაობა შეწყვიტა, სუნთქვა შევწყვიტე, ხელები გამეყინა, წამით მეგონა რომ საკუთარმა გულმაც კი მიმატოვა და ფეთქვა შეწყვიტა.
-მოიცა რა?- სიცილით მითხრა
-სერიოზულად ემა.
-რასნიშნავს თხოვდები???
-რას და ქორწილს, თეთრ კაბას, მაკიაჟს, უამრავ სტუმარს, ღვინოს, მთვრალ ჩხუბისმოყვარულ კაცებს და პირველ ღამეს.
-სალომე სერიოზულად ამბობ?
-მეტყობა რამე არასერიოზულობის?- ხმა აღარ ამოუღია, ფეხზე წამოდგა დივანზე დაჯდა საზურგეს მიეყრდნო, ოდნავ ძლივს შესამჩნევად გაიღიმა და თვალები დახუჭა. მინდოდა ეყვირა , ეჩხუბა, დაერტყა ან ისტერიკებში ჩავარდნილიყო მაგრამ მშვიდად სუნტქავდა და ეს სიმშვიდე მაშინებდა.
-მამაჩემმა კომპანიაში გამცვალა.- ვთქვი და ვიგრძენი როგორ მოწყდა ცრემლი ჩემს თვალებს და როგორ დამეცა ხელზე.
-რა?- გაოცებულმა შემომხედა
-ჰო, ორ კომპანიას ერთმანეთთან თანამშრომლობა აწყობდა და გადაწყვიტეს ქორწინებით ითანამშრომლონ, მამაჩემიც დათანხმდა, ორ კვირაში ნიშნობაა, დღეს საქმრო გავიცანი, და ჩემი მამამთილი გრანდიოზულ ქორწილს გეგმავს.- ემას სიცილი აუტყდა, ვერ გავიგე რატომ იცინოდა, წამით მეც გამეღიმა, მეგონა რომ ყველა ერთად მეხუმრებოდა რომ ეს უბრალოდ ერთი დიდი ტყუილი იყო, მაგრამ მაშინვე რეალობას დავუბრუნდი როცა ემას თვალებზე ცრემლი შევნიშნე, ნელა წამოდგა და მომიახლოვდა, როგორც კი მისი შეხება ვიგრძენი თითქოს ყველა ტკივილი ერთიანად გაქრა, მზადვიყავი მთელი ცხოვრება ასე გამეტარებინა, ოღონდ კი ეს წამები არასდროს დასრულებულიყო.
-ყველაფერი კარგად იქნება- მითხრა, ნაზად მაკოცა გამიღიმა და კაბაზე შემხედა.
- ლამაზია, და ძალიან კარგად გამოიყურები როცა ამხელა ქუსლებზე დგახარ.- თქვა და გაიცინა.
- ნუ დამცინი- გამეცინა და ჩავეხუტე, მისი სითბო, მისი შეხება, ტანში ჟრუანტელი მივლიდა როცა ვეხებოდი, კისერზე მის სუნთქვას ვგრძნობდი, ვგრძნობდი როგორ უცემდა გული, ხელები წელზე მომხვია და ვნებიანად მაკოცა. მის კოცნაში ვიძირებოდი, მისი შეხება მწვავდა, არმყოფნიდა, უფრო მეტი მინდოდა, წელზე ხელი მოვხვიე , მისი თიტები ჩემს თმაში დაცურავდა, ნელა ეხებოდნენ ჩემს მკლავებს და ხელებს. კაბის ელვა გახსნა და თითები ზურგზე ნაზად შემეხო, მხრებიდან ნელა გადამიწია კაბა, კოცნა შეწყვიტა და შემომხედა.
-მიყვარხარ- მითხრა და ტუჩებით ნაზად შემეხო მხრებზე, მის შეხებას მტელს სხეულზე ვგრძნობდი, მაგრამ საკმარისი მაინც არიყო, მინდოდა უფრო მეტად მეგრძნო , მინდოდა მისი თითოეული შეხება დამემახსოვრებინა.
-მეც მიყვარხარ- ამოვიგმინე და მის ტუცებს ხარბად დავეწაფე.
დილით ტელეფონის ზარმა გამღვიძა, საწოლიდან ფრთხილად ავდექი და ტელეფონს ვუპასუხე.
-გისმენთ
-სალომე სადხარ?-გავიგონე მანანას ყვირილი
-ნუ ყვირი რა.
-რასნიშნავს ნუ ვყვირი. მთელი ღამე სახლში არ მოსულხარ, გირეკავდი არ პასუხობდი, შენიაზრით არ უნდა ვყვირდე?
-ჰო ზუსტად ეგრე ვფიქრობ რომ არ უნდა ყვიროდი- ნელი ნებიჯებით წავედი კარისკენ, ემას შევხედე, ჯერ კიდევ ძინავდა, ფრთილად გავედი ოთახიდან და კარები დავხურე.
-რაგინდა მანანა?- ვუთხარი დედაჩემს რომელიც ტელეფონში ლექციებს მიკითხავდა.
-სადხარ?
-ემასთან
-სასწრაფოდ წამოდი სახლში.
- და რო არ წამოვიდე რა?
- სალომე, კიდევ ერთხელ ნუ გამამეორებინებ, სასწრაფოდ მოდი სახლში გელოდები.- მითხრა და ტელეფონი გამითიშა, ოთახში დავბრუნდი, კაბა და ფეხსაცმელები ჩავიცვი თმა შევიკარი, მერეკი საწოლთან მივედი და ემას ვაკოცე.
-ჰეი- ვუთხარი როცა თვალები გაახილა და ღიმილით შემომხედა.
-დილამშვიდობის.
- დილამშვიდობის. როგორხხარ?
- კარგად შენ?
- ჰოო... ნორმალურად, უნდა წავიდე. მანაანმ დამირეკა და სასწრაფოდ წამოდიო.
-კარგი- მითხრა და საწოლიდან წამოდგა.
-იყავი, ჩემით გავალ.
-კარგი- ისევ საწოლზე დაბრუნდა და ზურგი მაქცია.
-ნუ მიბრაზდები, ჩემი გადაწყვეტილება არ იყო იმ ბიჭზე დაქორწინება.-ველოდებოდი, მეგონა რამეს მაინც მეტყოდა მაგრამ უშედეგოდ, სარკეში ჩემს თავს შევხედე, და ვხედავდი უძლურ პატარა კურდღელს რომელიც ხმაურის გაგონებაზე ბუჩქებში იმალება. არშემეძლო მშობლებისთვის წინააღმდეგობის გაწევა, არშემეძლოვყოფილიყავი ბედნიერი, და რაც მთავარი არ შემეძლო მისი გაბედნიერება ვინც ყველაზე მეტად მიყვარდა. ემას შევხედე ისევ ისე გაუნძრევლად იწვა. ვიცოდი თუ ახლა რამეს ვეტყოდი ვერცერთი ვეღარ გავაკონტროლებდით თავს.
-ნახვამდის- ვუთხარი და ოთახიდან რამდენადაც რთული არუნდა ყოფილიყო ჩემთვის ამის გაკეთება , ტაქსით წასვლა არ მინდოდა ამიტომ გზას ფეხით გავუყევი, არ მინდოდა მანანს გაცეცხლებული სახე დამენახა, მაგრამ როგორც ჩანს ამას ვერსად გავექცეოდი. ვფიქრობდი უნდა მეთქვა თუარა მათთვის რომ საერთოდ არ მაინტერესებდა ბატონი დავითის ვაჟბატონი, მაგრამ თუ ამას გავაკეთებ არვიცი რამოხდება, იქნებ მამაჩემმა საერთოდ აღარ მოინდომოს ისეთი ქალიშვილის ყოლა რომელსაც მისი საუკეთესო მეგობარი უყვარს. სხვა გზა არარის და არც არასდროს ყოფილა. რიჩარდი ჩემი ქმარი გახდება და ამით ყველაფერი დამთავრდება.
-მთელი ღამე სალომე, მთელი ღამე ემასთან გაატარე ისე რომ არც გაგვაფრთხილე- დაიწყო მანანამ როგორც კი სახლში შევედი.
-ფეხსაცმელები გაიხადე, და მანერები დახვეწე-მისაყვედურა და უკან კარებთან დამაბრუნა. ფეხსაცმელები იქვე დავტოვე, მანანას ირონიულად გავუღიმე და მისაღებში გავედი.
-გამარჯობა ბატონო ნუგზარ- ვუთხარი მამაჩემს რომელიც სპორტულებში იყო გამოწყობილი და დედას გაკეთებულ საუზმეს მიირთმევდა.
-დილამშვიდობის- მითხრა მკვახედ ისერომ ცემთვის არც შემოუხედავს.
-რას ნიშნავდა შენი საქციელი?
-რასგულისხმობ დედა?
-ისრომ რესტორანში მე და მამაშენი მარტო დაგვტოვე
-მარტო წამოსვლის გეშინოდათ?
-დაფიქრდი რას ამბობ და რას აკეთებ, ეს ჩვენთვისაც რთულია.
-არგეტყობათ.
-სალლომე-თქვა ნუგზარამ ფეხზე წამოდგა და ჩემს გვერდით დივანზე ჩამოჯდა-ეს ქორწინება ჩვენთვისაც რთულია. შენიაზრით მინდა რომ ქალიშვილი 17 წლის ასაკში გავათხოვო? მაგრამ თუ ქორწილი ჩაიშლება, ბიზნესიც ჩაიძირება, ყველაფერი მათ ხელში გადავა და ჩვენ აღარაფერი დაგვრჩება, ვერც შენი სწავლის გადასახადს დავფარავთ. ყველაფერი განადგურდება რასაც წლების მანძილზე სიფრთხილით ვაშენებდით.
-გასაგებია- ფეხზე ავდექი მანანას შევხედე მერეკი ოთახში ავედი, კაბა გავიხადე და საწოლზე საცვლებით დავწექი. ტელეფონი აწკრიალდა, გახარებული წამოვვარდი , მეგნა ემა რეკავდა მაგრამ შევცდი, დაფარული ნომერი იყო.
-გისმენთ.
-რიჩი ვარ.
-ვინ რიჩი?
-შენი ქმარი რიჩი- თქვა და გავიგონე როგორ გაეცინა
-ა ჰო, რაგიინდა?
- ნახევარ საათში მანქანა მოგაკითხავთ, დავითმა სახლი გვიყიდა და უნდა რომ შენმა მშობლებმა ნახონ.
-რა? სახლი?-საწოლიდან წამოვვარდი, ფეხი სკამს მივარტყი ტკივილისგან დავიმანჭე, წონასწოროება ვერ შევინარჩუნე და ძირს დავეცი.
-ჯანდაბა.
- ჰო სახლი სადაც მე და შენ უნდა ვიცხოვროთ. კარგად ხარ?
-კი .
-კარგი, უთხარი ბატონ ნუგზარს და ზუსტად ნახევარ საათში მოვა მანქანა.
-კაი- ვუთხარი გავთიშე და იატაკზე დავწექი.
-ჯანდაბა სახლი? სერიოზულად? ჩემი და იმ მუტრუკის სახლი? ბატონო დავით გვეღადავებით?- საკუთარ თავს ველაპარაკებოდი და ჰერში ხელებს ვიქნევდი. იატაკს მოვშორდი, შორტი და მაისური ჩავიცვი, ამოვისუნთქე და კიბეებზე დავეშვი.
-დედა, მამაა- დავიძახე სანამ მისაღებში შევიდოდი
-რახდება?- არ მიპასუხია ჯერ დივანზე მოვკალათდი ტელევიზორი ჩავრთე და მხოლოდ ამის მერე შევხედე მანანას.
-ბატონმა დავითმა სახლი გვიყიდა მე და რიჩის.
-ვაიმე რა კარგია- სიხარუსილგან მეცხრე ცაზე დაფრინავდა- ნუგზარ გაიგონე?
-რათქმაუნდა მანანა გავიგონე,ყრუ ხომ არ ვარ.
-მანქანა მოვა ნახევარ საათში და სახლის სანახავად წაგვიყვანს-. ჩემი სიტყვების გაგონებისთანავე მანანა სკამიდან წამოვარდა და ოთახში გაიქცა გამოსაცვლელად.
-წადი მოემზადე- სიცილით მითხრა ნუგზარმა და მანანას თვალი გააყოლა.
-ასე მოვდივარ- ვუპასუხე ისე რომ მისთვის არ შემიხედავს.ნუგზარმა შემათვალიერა თავი უკმაყოფილოდ გააქნია და თვითონაც ოთახში შევიდა. მანანა იმდენ ხანს იცვამდა მეგონა რომ უკვე ქორწილისთვის ემზადებოდა. როგორციქნა ოთახიდან გამოვიდნენ და თან ეზოში სიგნალის ხმაც გაისმა. მანქანაში ჩავჯექი თუარა მაშინვე ვინანე რომ სახლიდან გამოვედი. მთელი გზის მანძილზე დედაჩემი აღფრთოვანებული აქებდა ბატონ დავითს. ნუგზარს კი პატარა ბავშვივით ტუქსავდა იმის გამო რომ მან ვერ მოიფიქრა ჩვენთვის სახლის ყიდვა. მანქანა კრემისფერი სახლის წინ გაჩერდა, უნდა ვაღიარო რომ სახლი უზარმაზარი იყო და ძალიან მომეწონა.
- მობრძანდით- სახლში შეგვიპატიჟა ქალბატონმა ლელამ , რომელიც ტანზე მომდგარ იისფერ კაბაში გამოწყობილიყო.
-ძალიან გაგვიხარდა როცა სალომემ გვითხრა, ძალიან სასიამოვნოა.
-რათქმაუნდა ყველაფერი საუკეტესო ჩვენი შვილების მომავლისთვის- თქვა და გაიღიმა, ისე როგორც ტელევიზიაში იღიმიან ხოლმე, ძალდატანებით და ყალბად. ქალბატონ ლელას ნამდვილად არ მოსწონს ახალი რძალი.
-როგორ ბრძანდებით ბატონო ნუგზარ- კიბეებიდან სირბილით ჩამოვიდა ბატონი დავითი და მამაჩემს ხელი ჩამოართვა.
-თავად როგორ გიკითხოთ?
-რავიცი , ცოტა დავიღალე, რამდენიმე სახლი ვნახეთ თუმცა რიჩარდს ყველაზე მეტად ეს მოეწონა.- დავითმა მამაჩემს მხარზე ხელი დაადო და სახლის დასათვალიერებლად წაიყვანა.
-წამოდით სახლს დაგათვალიერებინებთ- უთხრა ლელამ დედაჩემს
-საყვარელო, რიჩარდი ახლავე ჩამოვა დაელოდე
-კარგით.- ვთქვი და დივანზე ჩამოვჯექი. სახლს თვალი მომავვლე, მართლაც ლამაზი იყო, უბრალოდ ვერ წარმომედგინა ამხელა სახლში მე და იმ ბუმბერაზს რა უნდა გვეკეთებინა.
-ჰეი, ჩემი საცოლეც მოსულა- თქვა კიბეებზე მომავალმა რიჩიმ და ჩემსკენ წამოვიდა.
-საცოლე არა სალომე.
-გასაგებია. წამოდი, აქაურობას გაჩვენებ- რიჩის გავყევი, სახლი ორ სართულიანი იყო, უზარმაზარი ეზო ჰქონდა, აუზით. კედლებს საღებავის სუნი ჯერ კიდევ შერჩენოდათ, თეთრი და ღიავარდისერი ოთახები უზარმაზარი იყო, ამ სახლის თიტოეული დეტალი მომწონდა.
-ეს ჩვენი ოთახია- მითხრა და ოტახში შევიდა.
-ჩვენი?
-ჰო, ჩვენი. - ხელები გაშალა და ჩემსკენ წამოვიდა.
-ჩვენი - კიდევ ერთხელ გაიმეორა და მაკოცა. მისი ტუჩები ჩემსას ეხებოდა და მეგონა რამდენიმე წამიც და გული ამერეოდა, მისი მოშორება ვცადე მუშტებს ვურტყამდი, მაგრამ ჩემზე ძლიერი იყო და სანამ ჩემი ტუჩების შეხებით არდაიღალა მანამ არგამიშვა, გაოგნებული ვიდექი და ვუყურებდი როგორ მიდიოდა რიჩი, მინდოდა ზედ შევხტომოდი და საკუთარი ხელებით მიმეხრჩო, ან წამებით მომეკლა მაგრამ ადგილიდან ვერ ვიძვროდი, გული მერეოდა, ხელები მიკანკალებდა, მაგრამ თავი ხელში ავიყვანე, ღრმად ჩავისუნთქე და ნელა ჩავუყევი კიბეებს. სახლი რომელიც ასე ძალიან მომწონდა ახლა მტელი არსებით მაღიზიანებდა.
-სალომე შვილო შემოგვიერთდი- მითხრა დავითმა და სკამზე მიმითითა. მეც დავემორჩილე და რობოტივით დავეშვი სკამზე.
-როგორ მოგეწონა სახლი-ამჯერად ქალბატონი ლელა ჩაერთო საუბარში.
-ძალიან კარგი სახლია- ვთქვი და ნუგზარს გავხედე- მართლაც რომ ძალიან კარგი სახლია.
- მიხარია თუ მოგეწონა, იმედია ბედნიერები იქნებით.
-იმედია
-მოდი ჩვენი ბავშვები დავლოცოთ- თქვა ბატონმა დავითმა და სასმელი ჩამოასხა, მათი მოსმენა შევწყვიტე, ვეღარ ვუსმენდი, მომხდარზე ვფიქრობდი, ბოლოს ბიჭს სამი წლის წინ ვაკოცე და ახლა მისი კოცნა იმდენად მოულოდნელი და საზიზღარი აღმოჩნდა.
- აბა სალომე რასიტყვი?
-რასთან დაკავშირებით- ფიქრებიდან გამოვერკვიე და ბატონ დავითს გავხედე, რიჩიც მოსულა, მის გვერდით იჯდა და კმაყოფილი ღიმილით მიყურებდა.
-ვიფიქრეთ კარგი იქნება თუ ორ დღეში აქ გადმოხვალთ.
-რათქმაუნდა, ძალიან კარგი იქნება- ჩემს მაგივრად უპასუხა მანანმ და მხარზე ხელი გადამისვა მეკი თანხმობის ნიშნად გავიღიმე და თავი დავაქნიე. კიდევ რამდნეიმე საათი იჯდნენ მაგიდასთან და იმას განიხილავდნენ რისი მოსმენაც არ მინდოდა. ბოლოს როგორც იქნა მანანმ მოიფიქრა რომ ჩვენი წასვლის დრო იყო
-მძღოლს ვთხოვ სახლამდე მიგიყვანოთ.
-არა რასამბობთ ბატონო დავით არარის აუცილებელი.
-აუცილებელია ჩემო ნუგზარ - დავითმა მამაჩემს მხარზე რამდენჯერმე დაკრა ხელი, მანქანამდე მიგვაცილა, და სახლში დაბრუნდა.
- ძალიან კარგი ხალხია- თქვა მანანმ მანქანაში ჩაჯდომისას.
- არაჩვეულებრივი- ვთქვი და ფანჯარა ჩამოვწიე.- მე ემასთან დავრჩები და ხვალ ერთად წავალთ სკოლაში.
- არა სახლში წამოხვალ- მკაცრად მითხრა მანანამ
-ემასთან დავრჩები- გავიმეორე მშვიდად.
-ერთხელ ხომ გითხარი რომ სახლში წამოხვალ.
-მანანა დაანებე თავი, ნუ დაღალე ბავშვი. - თქვა ნუგზარმა ჯიბიდან საფულე ამოიღო და ფული გამომიწოდა
-აიღე ყოველი შემთხვევისთვის რამე რომ დაგჭირდეს- ფული გამოვართვი მადლობა გადავუხადე და ჩუმად დაველოდე როდის გააჩერებდა მძღოლი მანქანას ემას სახლთან.
მანქანიდან სწრაფად გადმოვედი, მშობბლებს დავემშვიდობე, რამდენჯერმე ღრმად ამოვისუნთქე და კარებზე ძლიერად დავაკაკუნე.





4
კარები ემამ გააღო, მისი დანახვისთანავე წელზე ხელი მოვკიდე და ვაკოცე.
-მიყვარხარ- ვუთხარი და თვალებში შევხედე, ეს ის თვალები იყო რომელიც მიყვარდა , რომელშიც მინდოდა მხოლოდ და მხოლოდ ბედნიერება დამენახა, ჩემწინ კი ის ადამიანი იდგა რომელსაც ისე ვაკოცებდი რომ ზიზღის შეგრძნება არ დამეუფლებოდა.
-მეც. მაგრამ მოხდა რამე?- კარები დახურა და მისაღებში გავედით.
-შენები არ დაბრუნებულან?
-ჯერ არა 2 დრეში ბრუნდებიან.
-კარგია- მისარებში შევედი და დივანზე ჩამოვჯექი, ხელებს ნერვიულად ვათამაშებდი და ტუჩს ვიკვნეტდი, ვერ გადავწყიტე როგორ მეთქვა მისთვის რომ ორ დღეში იმ ბიჭტან ერთად ვიცხოვრებდი, და რომ დღეს..
-რიჩიმ მაკოცა- ვუთხარი და ერთა ადგილას გავშეშდი, გული გამალებით მიცემდა, თითები თმაში ნერვიულად შევიცურე, ვერც კი გავიაზრე ისე ვტქვი, იქნნებ არ უნდა მეთქვა, ვგრძნობდი რომ პანიკა მეწყებოდა ამიტომ ხელები ჩამოვუშვი და მის რეაქციას დაველოდე. ემა დივანზე მშვიდად იჯდა და მიყურებდა.
-მერე?
- რა მერე?
- მოგეწონა?
-არა, რათქმაუნდა არა
- კარგია- ამოისუნთქა და საზურგეს მიეყრდნო.
-და ჰო.. ორ დღეში, იმ სახლში უნდა გადავიდე რომელიც დავითმე ჩემთვის და რიჩისთვის იყიდა-ხელები კეფაზე დავიწყვე და ემას შევხედე
- ოჰო, მართლა? გილოცავთ- ირონიულად გაიღიმა და ტაში შემოჰკრა
-ემა-არვიცოდი რა უნდა მეთქვა, ან უნდა საერთოდ უნდა მეთქვა რამე?
-არა, რაგინდა ძალიან მაგარია. ახლა წყვილი ხართ, გილოცავთ.
-ემა გეყოფა.
-არა სალომე არ მეყოფა, თქვენ შეგიძლიათ ერთ სახლში იცხოვროთ, მას შეუძლია სადაც უნდა და როგორც უნდა ისე გაკოცოს, მეკი მხოლოდ მაშინ შემიძლია გაკოცო როცა არავინ გვიყურებს. შენმა მშობლებმაც კი არ იციან რომ..
-რაგინდა რომ გავაკეთო ემა?-ვიყვირე და ჰაერში ხელების ქნევა დავიწყე- რა გავაკეთო მითხარი??? მამაჩემთან მივიდე და ვუთხრა რომ მისი საამაყო შვილი ლესბოსელია? გინდა რომ მათ თვალწინ გაკოცო? გინდაეს გავაკეთო? გინდა რომ მამაჩემმა საკუთარი ხელით მომკლას? რათქმაუნდა თუ ეს გაგაბედნიერებს საჯაროდ ვიტყვი რომ მიყვარხარ და სხვა ყველა ფეხებზე , მაგრამ მერე რა გავაკეთო? სად წავიდე როცა მამაჩემი ნივთივით მომისვრის სახლიდან და მეტყვის რომ ოჯახი შევარცხვინე. - ვიგრძენი როგორ დამეჭიმა კისერთან ძარღვები და როგორ გავწითლდი სახეზე. დამშვიდებას ვერ ვახერხებდი , წინ და უკან დავდიოდი და ხელებს უაზროდ ვიქნევდი.
-ყველას შენსავით გამგები მშობლები არჰყავს ემა, ნუგზარი და მანანა ამ ამბავს მშვიდად ვერ შეხვდებიან.- ვთქვი იატაკზე დავჯექი და კედელს მივეყრდენი
-არშემიძლია ამის გაკეთება-ხელები სახეზე ავიფარე და ავტირდი, იმდენად უძლური ვიყავი ამ სიტუაციაში რომ ტირილის მეტი არაფერი შემეძლო.არაფერი უთქვამს მოვიდა და ჩემს გვერდით დაჯდა , ან რა უნდა ეთქვა? უნდა დავემშვიდებინე? ამას მაინც ვერ შეძლებდა, ახლა ზეციერი ძალაც კი ვერ დამამშვიდებდა, მინდოდა ჩემი ყველა უბედურების მიზეზი სათითაოდ ამეღო დამენაკუწებინა, დამეღეჭა და ამისგან სიამოვნება მიმეღო. ყელში უზარმაზარი ბურთი მქონდა გაჩხერილი, იქიყო არ ინძრეოდა და ხმის ამოღების უფლებას არ მაძლედა.
-წავალ-ვთქვი ცოტახნის შემდეგ იატაკს დავეყრდენი და წამოვდექი.
-მოიცადე - ფეხზე სწრაფად წამოდგა და ხელზე ხელი მომიჭირა.
-ცოტახანი კიდევ დარჩი, გთხოვ- ყველაფრის მიუხედავად მაინც ვერ ვახერხებდი მისთვის უარის თქმას, ჭკუიდან მშლიდა მისი დანახვა, მისი სხეული, მისი ტუჩები, მისი თვალები, ხელებსაც კი ჭკუიდან გადავყავდი. თითოეული მისი მოძრაობა გულისცამას მიჩქარებდა და სისხლს მიჩერებდა.
მისი თავი ხელებში მოვიქციე და ვნებიანად ვაკოცე, მისი რბილი ღია ვარდისფერი ბაგეები ჩემს ბაგეებში იკარგებოდა, და ეს მომწონდა , მომწონდა როგორ მხვდებოდა მისი ნელი ამოსუნთქვა ყელზე, როგორ ვეხებოდი მის სხეულს და ვერ წარმოვიდგენდი რომ იგივე ვნებით იგივე დაუოკებელი სურვილით ოდესმე სხვას შევეხებოდი.
დილით მობილურის ხმამ გამაღვიძა,არ მინდოდა ემას გაღვიძებოდა, ისე სწრაფად გავთიშე რომ არც დამიხედავს ვინ იყო. ემას შევხედე ჯერ კიდევ ეძინა , შვებით ამოვისუნთქე , მის მხარეს გადავბრუნდი და მძინარეს დავაკვირდი. მისი ტუჩები ოდნავ დაშორებოდა ერთმანეთს, მშვიდად და თანაბრად სუნთქავდა, ცერა თითი ლოყაზე ნაზად ჩამოვუვი და მისი რბილი კანი ვიგრძენი, დავიხარე და მხარზე ვაკოცე.
ოდნავ შეიშმუშნა და გაეღიმა, ჯერ ერთი თვალი გაახილა , მერე მეორე, ლურჯი თვალები, დაუვიწყარი ლურჯი თვალები რომელიც ყოველთვის, ყოველთვის მეყვარება. ჩემსკენ გამოიწია და ნაზად მაკოცა.
-დილამშვიდობის- მითხრა და თავი ისევ ბალიშზე დადო.
-დილამშვიდობის- სახეზე ღიმილი ავიფარე და საწოლიდან წამოვდექი
-შეჭამ რამეს?
-ყავა და ორცხობილა - საწოლზე დაჯდა და ბალიშს მიეყრდნო.
- ახლავე მოგართმევთ თქვენო უდიდებულესობავ- გავიღიმე, და რევერანსით გავედი ოთახიდან.
ყავისთვის წყალი ავადუღე, ორცხობილები თეფშზე დავდე და ისევ ოთახში დავბრუნდი.
-ინებეთ- გაავუღიმე და საწოლზე მის გვერდით ჩამოვჯექი.
-მადლობა- ყავა ჯერ ცხელი იყო, ორცხობილას ჭამა დაიწყო, წუთის შემდეგ კი მე შემომხედა.
- რასაპირებ?- მკითხა და ორცხობლა თეფშე დადო.
- არვიცი - თავი სსხვა მხარეს გავაბრუნე, არ მინდოდა თვალებში მეყურებინა და ურცხვად მეთქვა რომ დაქორწინებას გვერდს ვერ ავუვლიდი.
-უნდა იცოდე.
-მაგრამ არ ვიცი
-წინააღმდეგობის გაწევას არ აპირებ, ხომასეა?
-ემა ხომ გითხარი რომ არ შემიძლია, უბრალოდ წარმოიდგინე რა მოხდება თუ ქორწილს ჩავშლი. სადუნდა წავიდე როცა მამაჩემი ჩემზე უარს იტყვის?
-ჩემთან.
-არშემიძლია ემა, რატომ არ გესმის- თავი ვერ გავაკონტროლე ზედმეტად ხმმამაღლა ვიყვირე, მეტის ატანა აღარ შემეძლო, ბედნიერება ჩემგან ნელი ნაბიჯით მიდიოდა მაგრამ მე კიდევ უფრო ნელა მივდიოდი.
-გემრიელად მიირთვი- ვუთხარი და წამოვედი.
არსად არ მივდიოდი, დანიშნულების ადგილი აქ მქონდა, უბრალოდ დავდიოდი, ხან ერთ ჩიხში შევუხვევდი ხან მეორეში, ასე უემოციო რობოტივით მივაბიჯებდი ქუჩაში და ჩემს ირგვლივ სამყაროს ვერც კი ვამჩნევდი. თითოეული ჩემი მოქმედება იმ სამყაროს ანგრევს რომელშიც ბედნიერი ვარ, და მალე სერთოდ აღარ იარსებებს.
პარკში სკამზე ჩამოვჯექი, მაგრამ ვერც აქ გავჩერდი, საკუთარი თავი მოსვენებას არ მაძლევდა, რამოხდებოდა თუ გავქრებოდი? აი ასე უბრალოდ გავქრებოდი? ბევრს იტირებდნე, ჩემს მოძებნას შეეცდებოდნენ, ალბათ ღამეებსაც გაათენებდნენ, მაგრამ გავიდოდა წლები და თითოეული მათგანის ცხოვრებაში ისეთივე ლაქა ვიქნებოდი როგორიც ყავის დაქცევის შემდეგ რჩება ხოლმე ,ემა სხვას გაიცნობდა და იგივე გრძნობით შეიყვარებდა რა გრძნობითაც ახლა მე ვუყვარვარ, ბატონი დავითი თავისი საამაყო ვაჟისთვის ახალ ცოლს მოძებნიდა, ბატონი ნუგზარი კი დანაკლისით ცხოვრებას გააგრძელებდა. მაგრამ თითოეული ამ ხალხის მიმართ იმდენად დიიდ სიყვარული მამოძრავებს რომ სწორეს ეს სიყვარული მეღობება გზაზე, სწორედ ამ სიყვარულის გამო ვანგრევ ჩემს სამყაროს.
დიდხანს ვიარე , ძალიან დიდხანს. ბოლოს მომბეზრდა და სახლისკენ წავედი, ეზოში შავი მერსედესი იდგა, გამიკვირდა, ბატონი დავითის მანქანა იყო, სახლის კარებიც ღიათ იყო, ნაბიჯს ავუჩქარე და სახლში შევედი
-დედა რახდება?-ვკითხე მანანას რომელიც აღფრთოვანებული ალაგებდა სხვადასხვა ნივთებს, ზოგს ცელოფნის პარკში დებდა, ზოგს კი დიდ ჩანთაში.
- ბატონმა დავითმა მანქანა გამოგზავნა შენი ნივთების წასაღებად, ტანსაცმელი უკვე ჩავალლაგე და მანქანაშია , ახლა დანარჩენ აუცილებელ ნივთებს გილაგებ.
-არა არა არა,-მანანას ხელიდან ჭიქა გამოვართვი და მაგიდაზე ხმაურიანად დავდე
-რაღაც უნდა გითხრა
-გეყოფა სალომე , არ ვაპირებ შენი წუწუნის მოსმენას, საღამოს უკვე სხვა სახლში იცხოვრებ სხვა ცხოვრებით- გაოცებული ვიდექი მანანას წინაშე, საკუთარი დედის წინაშე რომელსაც სრულიად არ აინტერესებდა რას ვგრძნობდი.
-მადლობა დედა- ვუთხარი ჭიქა მაგიდიდან ავიღე და ცელოფნის პარკში ჩავდე
- აქედან რაც შეიძლება მალე წავალ რომ აღარასდროს გნახო- არ ვაპირებდი დავლოდებოდი რას იტყოდა, ჩანთა და პარკი ავიღე და მანქანისკენ წავედი.
-სალომე, მაგ სიტყვებს აუცილებლად ინანებ.- მომაძახა გაბრაზებულმა და კარი ხმაურით მოაჯახუნა.
-წავედით- მძღოლმა მანქანა დაქოქა და მიმართულება ჩემი ახალი სახლისკენ აიღო, სახლისკენ სადაც მანანას ვერ დავინახავდი, სადაც მის საყვედრურებს არ მოვისმენდი, და მის მითითებებს თუ როგორ უნდა ვისაუბრო სწორად. არ ვნანობდი იმ სიტყვებს რაც მანანას ვუთხარი, პირიქით ვფიქრობდი რომ დაიმსახურა, რათქმაუნდა დაიმსახურა, მას ხომ ჩემი ბედი არ აღელვებს, ფიქრობს რომ მასთან ბედნიერივარ? კარგი მეც თქვენთან ერთად ვითამაშებ, მაგრამ ჩემი წესებით.
-ნახეთ ვინ გვესტუმრა- ხელებ გაშლილი გამოემართა ჩემსკენ ქალბატონი ლელა
-ვფიქრობ ახლა აქ თქვენ ხართ სტუმრები- ვუთხარი და გადავეხვიე.
-მართალიხარ - ნერვიულად გაიღიმა და სახლისკენ წავიდა
-რიჩი სახლშია დიდი ხანია გელოდება
-და აი მეც აქ ვარ- სახლში შევედი თუარა ბატონი დავითი ჩემსკენ წამოვიდა გადამეხვია და მისაღებში შემიპაიჟა
-როგორხარ შვილო?
-კარგად ბატონო დავით თქვენ როგორ ბრძანდებით?
-მოდი აღარ გვინდა თქვენობით საუბარი, ახლა უცხოები აღარ ვართ, დავითი დამიძახე.
-როგორც გენებოთ-სამზარეულოდან ლუდით ხელში რიჩი გამოვიდა ჩემს დანახვაზე ოდნავ გაეღიმა და ჩვენსკენ წამოვიდა.
-ჰეი, აბა როგორხარ?-მისი საზიზღარი ტუჩებით ჩემს ლოყას შეეხო.
-მშვენივრად
-მამა მგონი დროა ცოლ ქმარი სახლში მარტო დატოვო- დავითს გაუღიმა და ლუდი მოსვა.
- სალომე ნიშნობამდე თითქმის ერთი კვირა დარჩა, ვიფიქრე რომ შესანიშნავი იქნებოდა თუ შენს კლასელებს დავუკავშირდებით და მათაც დავპატიჟებთ. ქალბატონი მანანაც ფიქრობს რომ კარგი იქნება თუ ასე მოვიქცევით, შენ რას იტყვი?
-კარგი, როგორც საჭიროდ ჩათვლით ისე მოიქეცით.
-კარგი მაშინ ჩვენი წასვლის დროა- ხელი მხარზე დამადო, გადამკოცნა და ლელას ანიშნა მივდივართო. ქალბატონი ლელა მთელი ამ ხნის მანძილზე სავარძელში მოკალათებულიყო და ეჭვის თვალით მაკვირდებოდა. ფეხზე წამოდგა და ქმარს გაყვა. მეკი ჩემს მომავალ ქმართან უზარმაზარ სახლში მარტო დავღცი.


5
-მშია-თქვა რიჩიმ და ტელევიზორის პულტი აიღო.
-მერე მე რა ვქნა?
- არიცი რა უნდა ქნა?
-არ ვაპირებ შენთვის საჭმლის გაკეთებას, თუ გშია შენთვითონ იზრუნე შენს თავზე.- ცალი წარბი აწია , ოდნავ გაიღიმა და სამზარეულოსკენ წავიდა. მეკი ჩემოდნების ზემოთ ატანა დავიწყე. მეორე სართულზე სამი ოთახი იყო, ერთ-ერთი ამოვარჩიე და ჩემოდნები საწოლზე დავალაგე, კედლები თეთრი იყო, აქ ყველაფერი თეთრი იყო, საწოლიც, კარადაც. ფანჯრიდან ეზოს ხედი იშლებოდა, აუზით და ყვავილებით, და რამდნეიმე სახლი ჩვენს ირგვლივ. ნივთებს დავუბრუნდი და ამოლაგება დავიწყე.
- რასაკეთებ- მკითხა ოთახის კარებთან მდგომმა რიჩიმ და ლუდი მოსვა.
-ვერხედავ?
-ვხედავ მაგრამ აქ რატომ ალაგებ ნივთებს, ჩვენი ოთახი ისარის- ხელით მოპირდაპირე ოთახისკენ მიმანიშნა.
-ჩვენი?-ირონიულად გამეღიმა
-ჰო ჩვენი
-არა ჩვენი არა შენი
-შენ ჩემი ცოლი ხარ- ოთახში შემოვიდა და წელზე ხელი მოკიდა, სწრაფად შემოვბრუნდი და მისი ხელები მოვიშორე
-კარგად მომისმინე და დაიმახსოვრე რასაც გეტყვი, იმიტომ რომ ამას მეორედ არ გავიმეორებ , ახლა აქ მამაჩემის გამო ვარ, მისი ცხოვრების და ქონების გადარჩენას ვცდილობ და ამით საკუთარ ცხოვრებას ვანადგურებ. არ ვაპირებ შენთან ერთად ერთ ოთახში ყოფნას, არც შენს გვერდით დაწოლას ვაპირებ და არც შენთან სექსს. ასერომ ჩემს სხეულზე შენი ბინძური ხელები არ შემახო.-ირონიულად გაიღიმა , რაღაცის სათქმელად პირი გააღო მაგრამ მალევე მისი ტუჩები ისევ ერთმანეთს დაუბრუნდა, და იისიც ოთახიდან გავიდა.
ყველაფერს რომ მოვრჩი ქვემოთ ჩავედი, რიჩი მხოლოდ ტრუსით იჯდა დივანზე და ტელევიზორს უყურებდა, ყურადღება არ მიმიქცევია სამზარეულოში შევედი და საჭმლის მომზადება დავიწყე.
-საღამოს ჩემი და მოვა.-სამზარეულოში შემოსვლისთანავე მითხრა და გვერდით დამიდგა.
-მერე?
-მერე არაფერი, უბრალოდ გითხარი.
-გასაგებია- მაცივრიდან კეჩუპი გამოვიღე კარტოფილს მოვასხი და მაგიდასთან დავჯექი.
-მეც მინდა
-ერთი საათის უკან არ ჭამე?
-ჰო მაგრამ გემრიელად გამოიყურება ეგ ყველაფერი- მითხრა და ჩემს თეფშზე თვალით მანიშნა.არაფერი მითქვამს გამეღიმა და ჭამა დავიწყე.საშინლად მომინდა ახლა რიჩის მაგივრად ჩემსწინ ემა ყოფილიყო და რიჩის შიშველი სხეულის ნაცვლად მისი სხეულისთვის მეყურებინა.
-რიჩი ვინმე გიყვარს?-ვთქვი მოულოდნელად, ვერცკი გავიაზრე ეს კითხვა რატომ დავსვი.რიჩიმ შემომხედა ცალი წარბი აწია და ოდნავ შესამჩნევად გაღიმა.
-მხოლოდ ლუდი და სექსი ძვირფასო- თვალი ჩამიკრა და კარტოფილიანი თეფშით მისაღებში ტელევიზორთან დაბრუნდა.
-იდიოტი- ჩავიჩურჩულე და უკან გავყევი, იატაკზე დავჯექი და სავარძელს მივეყრდენი.
-ამ სახლში დიდხანს ცხოვრება მოგვიწევს, მანამ სანამ ერთმანეთი არ შეგვიყვარდება ან რომელიმე ჩვენგანს არ მობეზრდება ეს თამაში. ამიტომ წესები გვჭირდება. მე ჩემი წესები მაქვს. როცა სახლში არ ვიქნები არ დაიწყებ უაზროდ წივილ კივილს სად იყავი, რატომ არ მოხვედი ან რამე მსგავსი უაზრობები, ჩემს ნივთებს არ შეეხები, და რაც მთავარია როცა დავითი აქ მოვა მოსიყვარულე წყვილის როლს ვითამაშებთ.- წარბებაწეული, გაოცებული ვუსმენდი.
-მაწყობს, შეიძლება ითქვას რომ ჩვენი წესები ერთმანეთს ემთხვევა. მაგრამ კიდევ ერთი, როგორც წეღან გითხარი, არ შემეხები, არც მაკოცებ და არც შენთან სექსი არ მექნება.
-და პირველი ღამე?
-არიქნება- ფეხზე წამოვდექი და ცარიელი თეფში სამზარეულოში შევიტანე. სანამ თეფშს ვრეცხავდი ვფიქრობდი რა მოხდებოდა თუ ოდნავ თბილად მოქცევას დავიწყებდი, ამ სახლში მასთან ერთად გარკვეული დროის გატარება მომიწევს იქნებ ისეთი სულაცარარის როგორიც ერთი შეხედვით ჩანს.
-შენი და რომელზე მოვა?-ვკითხე სამზარეულოდან გამოსვლისას როდესაც უკვე გადაწყვეტილი მქონდა რომ რიჩისთან დაახლოება უნდა მეცადა.
-არვიცი მითხრა საღამოს მოვალო.
-მოვამზადო რამე?
-როგორცგინდა-გამიღიმა და ჩემთან მოვიდა
-დაგეხმარო?
-როგორცგინდა- მეც გავუღიმე და სამზარეულოში შევედით. არც ისე კარგი მზარეული აღმოჩნდა, ყველაფერი დასვარა და მას შემდეგ რაც ვუთხარი რომ საშინელი მზარეული იყო, მაგიდასთან დაჯდა და მიყურებდა როგორ ვამზადებდი. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ ზარის ხმა გაისმა , რიჩი წმაოდგა და კარები გააღო.
-როგორხარ ძამიკო?-გავიგონე ელენეს ხმა , ხელები სწრაფად გავიმშრალე და მისაღებში გავედი.როგორც კი დამინახა ჩემსკენ წამოვიდა და გადამეხვია.
-როგორხარ? ძალიან მიხარია რომ გადმოხვედი
-ჰო მეც-გავუღიმე
-წადი რამე ჩაიცვი-უთხრა რიჩის რომელიც ჯერ კიდევ ტრუსით იდგა და ტავში ოდნავ წამოარტყა. რიჩიც უსიტყვოდ დაემორჩილა და ღიმილით ავიდა კიბეებზე.
-აბა მოგწონს სახლი?- მკითხა ჩანთა იატაკზე დადო თვითონ კი დივანზე ცამოჯდა.
-კი კარგი სახლია
-ჰო, მისმინე სალომე, თუ რამეში დახმარება დაგჭირდება შეგიძლია მითხრა და დიდი სიამოვნებით დაგეხმარები.
-მადლობა
-კაბა უკვე შეარჩიე?
-რა კაბა?
- ნიშნობისთვის
-ა არა- დივანზე მის გვერდით დავჯექი
-თუ გინდა შემიძლია დაგემარო არჩევაში.- საერთოდ არ მადარდება რას ცავიცმევდი ნიშნობაზე, ძვირიანი ბრილიანტებით გაწყობილი კაბა იქნებოდა ეს თუ უბრალო ჯინსი და მაისური, მაგრამ ელენე ამ ყველაფრით ისეთი აღტაცებული იყო რომ შეუძლებელი მეჩვენე მისგან თავის დაღწევა, ამიტომ დავთანხმდი.
-მშვენიერია შეგვიძლია ხვალ წავიდეთ კაბის ასარჩევად, მამაჩემი ფიქრობს რომ დიდი ნიშნობა არ იქნება, მხოლოდ 90 ადამიანი- თქვა ირონიულად და ცალი წარბი ასწია
-90? - გაოცებულმა შევხედე, რა საჭიროა ამდენი ადამიანის დაპატიჟება, როცა ნიშნობა რეალურიც კი არაა?
-ჰო, რამდნიმე კომპანიის დირექტორი, მათი ცოლები, შვილები, სენი ოჯახი, ნატესავები.
-ჯანდაბა
-არაფერია სანერვიულო, შენ უბრალოდ მოგიწევს ცოტახნით ღიმილის მორგება და რამდნეიმე სადღიგრძელოს მოსმენა.
-რამდენიმ..-გავიმეორე და თითები ნერვიულად ავათამაშე.
-სალომე ვიცი რიჩი არ გიყვარს და ვერც ვერავინ გაიძულებს შეიყვარო, უბრალოდ ცოტახნით ითამაშე, მიეცი მათ ის რაც უნდათ, ბედნიერი წყვილი.-ელენე საერთოდ არ გავდა რიჩის, ისეთი შეგრძნება გამიჩნდა რომ მისი ნდობა შემეძლო. მთელი გულით მინდოდა რომ ელენე ის ადამიანი აღოჩენილიყო ვისტანაც ნებისმიერ თემაზე საუბარს შევძლებდი და უცებ მომინდა რომ მისთვის ემაზე მომეყოლა, მეტქვა ყველაფერი რასაც ვგრძნობდი, ამეხსნა რამდენად მტკიოდა, თუმცა ალბათ ამ ტკივილის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია.
-აბა ? აღვნიშნოთ ახალი სახლი და ცოლი?- კიბეებზე რიჩი ჩამოვიდა და ჩვენს შორის ჩაჯდა.
-აღვნიშნოთ-ელენემ გაუღიმა და ძმას ლოყაზე აკოცა.
-ჰოდა ძალიან კარგი, ჩემი რამდნიმე მეგობარი მოვა, სალომეს გავაცნობთ და მერე დავლევთ
-და სასმელი?
-ისინი მოიტანენ.
-და რასიტყვი ცოტაოდენი ვისკი რომ დავლიოთ?
-ასწორებს- თქვა და ჩემსკენ ოდნავ გადმოიხარა, უნებლიეტ თვალები მისი ტუჩებისკენ გამექქცა და საშინლად მომინდა მეკოცნა, უზარმაზარი ნერწყვი გადავყლაპე და თავს ძალა დავატანე რომ სხვა მხარეს გამეხედა, მაგრამ მოვასწარი მის ტუჩებზე ირონიული ღიმილის დანახვა.
-კარგი იდეაა- ვთქვი და კედელს მიშტერებულმა ოდნავ გავიღიმე
ნახევარ საათში რიჩის ექვსი მეგობარი მოვიდა, რიჩიმ თითოეული მათგანი გამაცნო, გიორგი და დათო რომლებიც საოცრად საყვარელი ძმები იყვნენ , ორივეს ყავისფერი თვალები და გრძელი თმეა ქონდათ, ირაკლი მათთან შედარებით ოდნავ დაბალი, ჩაშავებული თვალებით და გალურჯებბული ტუჩებით, ნარკოტიკების ხშირი მომხმარებელი იყო, ბექა კი უფრო წყნარი ბიჭის შთაბეჭდილებას ტოვებდა და ისეთი სახე ჰქონდა თითქოს შუბლზე იარაღი მიადეს და აქ მოსვლა დააძალეს. გოგონები კი თათია და მელანო, თათია ირაკლისთან ერთად იყო, მელანო კი გამუდმებით ცდილობდა რიჩის მოხიბვლას, ხან მის წინ ტრაკს იქნევდა ხანაც კალთაში უჯდებოდა, მაგრამ ისიც უნდა აღვნიშნო რომ არც რიჩი უწევდა წინააღმდეგობას, მისი ხელი ხან მელანოს უკანალზე იყო ხან მკერდზე, ხანაც წელზე.
-რიჩის გასართობია- მითხრა ელენემ და ლუდი მომაწოდა. იტაკზე ვიჯექით, თავი ჩემს კალთაზე ედო, და ორივე ერთად ვაკვირდებოდით რიჩისა და მელანოს საჯარო ს*ქსს.გამეცინა როცა დავინახე როგორ გაშალა მელანომ ფეხები და რიჩის კალთაში ჩაუჯდა.
-რაარის სასაცილო?- მკვახედ იკითხა მელანომ და ცივი მზერა მომაპყრო.
-არმეგონა ამხელაზე ფეხების გაშლა თუ შესაძლებელი იყო- სიცილით ვუთხარი , უკან გადავიწიე და იდაყვებს დავეყრდენი.
-იქნებ გვაჩვენო შენ როგორ შლი ფეხებს-ცალი წარბი ავწიე და ლუდი მოვსვი. რამდენიმე საათი კარტის თამაშში, სმასა და ფილმების ყურებაში გავიდა. თუმცა ფილმზე მეტად საინტერესო იმის ყურება იყო თუ როგორ ცდილობდა მელანო რიჩის შარვალში ჩაძრომას, მეკი ის უფრო მაკვირვებდა რატომ ვერ ვწყვეტდი თვალს მათ და რატომ მიჩნდებოდა მელანოს მოკვლის სურვილი.
-წავიდეთ- თქვა რიჩიმ მელანოს ხელი მოკიდა და ზემოთ აიყვანა, დათო და ირაკლი სმას აგრძელებდნენ დდანარჩენებს კი ლუდის ქილებით ხელში იატაკზე ეძინათ.
-შენ და რიჩი..-დაიწყო ელენემ
-მე და რიჩი რა?-სიტყვა გავაწყვეტინე და სწრაფად ვკიტხე
-ერთ ოთახში იძინებთ? არა უბრალოდ იმიტომ გეკიტხები რომ ვფიქრობ ყურსასმენები დაგჭირდება- სწრაფად მიაყარა სიტყვები ერთმანეთს და გაიღიმა
-მაქვს ყურსასმენები- ვუთხარი და ორივეს სიცილი აგვიტყდა.
-აქ დარჩები?
-ჰო, და ვფიქრობ ყურსასმენები მეც დამჭირდება- თქვა და წამოდგა.
-აბა, ძილინებისა- კიბეებს ბარბაცით აუყვა, არმეგონა ამდენი თუ დალია მაგრამ როცა მეც წამოვდექი, ვიგრძენი როგორ დატრიალდა ოთახი და როგორ ამერია ნაბიჯები, კიბის სახელურს დავეყრდენი და ნელნელა გაფართოებული თვალებით ავუყევი კიბეებს.
საწოლზე დავვარდი, ემა გამახსენდა და საშინლად მომინდა მისი ხმის გაგონება, ტელეფონს გადავწვდი ციფრებს ძლივს ვხედავდი, თავიდან ნომერი შემეშალა და ვიღაც მამაკაცმა მიპასუხა, ნომერი ხელახლა ავკრიბე და რამდნეიმე ზარის შემდეგ ემას ხმა გავიგონე.გული ამიჩქარდა, ცრემლები წამსკდა და სიტყვი სატქმელად ძლივს ამოვისუნთქე, პირი გავაღე და გაურკვეველი ბგერების გარდა აარაფერი მიტქვამს.
-სალომე კარგად ხარ?- მეორე მხრიდან ემას ნერიული ხმა გავიგონე, ამან კიდევ უფრო ცუდად იმოქმედა, წარმოუდგენლად მომეცვენა ის ფაქტი რომ შეიძლებოდა მე და ემას სამუდამოდ დაგვეკარგა ერთმანეთი, საბოლოოდ თავი ვეღარ შევიკავე, ბოლო ხმაზე ავქვითინდი.
- მ-მ-იყვ-ვარ-რ-ხარ_ამოვიზლუქუნე და პატარა ბავშვივით დავიწყე ქსუტუნი. გავიგონე როგორ ჩაეცინა ემას. ვერმივხვდი რაიყო სასაცილო მაგრამ ემას ამ საქციელმა განწყობა შემიცვალა.
-სულელი ხარ, მეც მიყვარხარ- ყველა ცრემლი ერთდროულად დაშრა, გულიდან უზარმაზარი ლოდი მომეხსნა, ახლა უკვე თანაბრად ვსუნთქავდი, თითქოს ეს ის სიტყვები იყო რომელიც გადარჩენაში მეხმარებოდა მხოლოდ ორი სიტყვა და მხოლოდ იმ ადამიანისგან რომელიც ჩემს ცხოვრებაში ერტადერთი ნათელი წერტილი იტყო.
არაფერი გვითქვამს, ასე უბრალოდ ერთმანეთის სუნთქვას ვუსმენდით, ზოგჯერ ემა ღრმად სუნთქავდა, მაგრამ მე მტელი სხეულით ვიკავებდი სუნტქვას, მეგონა რომ თუ ვისუნთქებდი ყველაფერს გავაფუჭებდი.
-აბა როგორ მოგწონს ახალი სახლი?- სიჩუმე ემამ დაარღვია
-ემა გთხოვ ამაზე ნუ ვისაუბრებთ- სასოწარკვეთილი ვთქვი და ვგრძნობდი რომ ყელში ისევ მეჩხირებოდა ის უზარმაზარი ბურთი რომელიც ტირილს მაიძულებდა.
-მაპატიე, უბრალოდ ვერ ვეგუები იმფაქტს რომ ვიღაც ბიჭთან ერთად ერთ სახლში გძინავს
-ვერც მე ვეგუები იმას რომ შენგან ასე შორს მიწევს ყოფნა. ემა ძალიან მიყვარხარ, მგონია რომ უშენოდ ვერ ვისუნთქებ.-ისევ ვგრძნობდი ცრემლებს ლოყებზე, სული მეხუტებოდა და სუნთქვაც მიჭირდა.
-კარგი არაუშავს, ამასაც გავუძლებთ, ვიცი რომ ერთად ყველაფერს შევძლებთ, უბრალოდ ერტ რამეს დამპირდი-მისი ხმის ტონალობის ცვლილება მაშინებდა, მაშინებდა ისიც რომ თუ რამეს დავპირდებოდი ვერშევასრულებდი.
-გთხოვ არცერთი წამით არ შეწყვიტო ჩემი სიყვარული- ვიგრძენი როგორ შემეკუმშა გული, მეგონა სამყარო თავზე დამენგრა, აზროვნების უნარი დავკარგე, რამ აფიქრებინა რომ ოდესმე მის სიყვარულს შევწყვეტ. უხმოდ ვტიროდი მაგრამ მეგონა რომ ჩემი ხმა მთელს სამყაროს ესმოდა, ვგრძნობდი როგორ მეცლებოდა ენერგია, როგორ ვიფიტებოდი. მკლავდაიმაზე ფიქრი რომ ემას სტკიოდა, რომ ჩემგამო ის იტანჯებოდა.
-სამყაროში ვერანაირი ძალა ვერ მაიძულებს რომ შენი სიყვარული შევწყვიტო თუნდაც ერთი წამით.- მინდოდა ახლა ჩემს გვერდით ყოფილიყო, მისი სხეულის სითბო მეგრძნო, ჩავხუტებოდი და მეთქვა რამდენად ძლიერ მიყვარს. ღმერთო, რას არ მივცემდი რომ ახლა მისი სურნელი მეგრძნო.



№1  offline მოდერი Tamta.k

ესეიგიიი, ისეთი საყვარელი ისტორიაა რომ ვერ გადმოგცემ, აიი უსაყვარლესი. აი დამწყებისთვის მშვენირია ის ტემბრი როგორც შენ წერ, ნუ ადვილი ენით წერ მაგრამ მაინც მომწინს, მაღალფარდოვანი სიტყვები ამ ისტორია არც მოუხდება და მესმის. კაი გრამატიკული შეცდომებიც არ გვინდა და ეხლა არ გავამახვილებ ყურადღებას. მინდა რომ ყველაფერი კარგი გითხრა, მართლა. მომწონს სალომე ძაალიან, ცოტა იუმორი, ცოტა ბრაზი და ეგ არის:დდ აი რაც მთავარია არ დააგვიანო დადება ხვალ ან მაქსიმუმ ზეგ ველოდები ახალ თავს. ნუ ეს რიჩი და მისი საყვარელი ვიღაც აგდებული გოგო ხო არ შემიძლია რაა, ელენეს ადგილზე თმის ვითრევდი.
ნუ ემას რაც შეეხება, მაგ თემაში ცოტა ვფსიხდებიიი, მიყვარს მსგავსი თემები. ემას ემჩნევა მისი სტილი და ელენეს ჯერ კიდევ ვერ დავასკვენი ბიჭებიც მოწონს მგონი მისი ქმარუკა და მე დავასწარი მიხვედრაში.
რიჩი მომწონს და რა გავაკეთოოო? მისი და ხო საეთოოდ.
მანანა მოკალით! ამაზრზენი მშოვლები ყავს და ეს მაგიჟებს.ანუუუც,მე გელოდები შენ, ეს უნდა იცოდე და ლოდინს ვერრ ვიტან:დდ ❤️ წარმატებები დამწყებო! იცოდე არ მალოდინო! :დდდ ❤️

 


№2  offline წევრი mariam m.k

aba jer unda damewera ro daviwye vnaxot am istoris kitxva ki daviwye da imedia gamartlebs kidec imedebi nu shens istoris mimart mainc pirvelia da.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent