შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პარანორმალური. 10


21-01-2019, 03:00
ნანახია 990

***

- ეი, ხომ გაგაფრთხილე ? - ჭაღარა კაცმა თქვა გაბრაზებული და თავში წამოარტყა ახალგაზრდას, რომელიც მის სავარძელთან იდგა და ნამტირალ წითელ თვალებს იწმენდდა. - არასდროს არ დატოვო შუქი ჩართული!

***



არ მჯერა, რომ მსგავსი რამ წარმოვთქვი, არ მჯერა, რომ დილანს თვალებში ვუყურებდი და ასე მყარად შევძელი ამ წინადადების თქმა. ო'ბრაიანი, როგორც ჩანს არ არის არც გაკვირვებული და არც შოკირებული. თითქოს ის ელოდა ამას, თითქოს მას უნდოდა ამ თხოვნის გაგონება.

ჩემი ხელი შეუმჩნევლად კანკალებდა,როცა ვაგრძელებდი გასაღების საკეტში მოხვედრის ცდებს. მაოცებს ის ფაქტი, რომ კარი ჩაკეტილია, რადგან მე ეს არ გამიკეთებია წამოსვლისას. ვახველებ, ვაწვები კარს ხელით, და ვუყურებ დილანს, რომელიც აგრძელებს ყურებას მის სახლთან გაჩერებულ მანქანაზე. ნელა ვწევ ხელს და ვადებ მას მხარზე. ბიჭი ბრუნდება ჩემსკენ, ათვალიერებს დერეფნის სიბნელეს. მიყურებს მე და კრავს წარბებს, რადგან გზას ვუთმობ მას.

არავითარ შემთხვევაში არ შევალ იქ პირველი.

- ღმერთო - დილანი ატრიალებს თვალებს - პატარა ბავშვივით ხარ - შედის,თუმცა მის თვალებში დაძაბულობას ვამჩნევ. უხერხულად ვგრძნობ თავს, მაგრამ იმის ცოდნა, რომ აქ მარტო არ ვარ, მამშვიდებს. მიკვირს, როცა დილანი უცებ პოულობს ჩამრთველს და ოთახი ყვითელი მაგრამ რაღაც ცივი შუქით ინთება. მეშინია, რადგან ჩემს წინ ეს საშინელი კიბეა. ყურებში ექოს მესმის ის იატაკის ჭრაჭუნი. ვაქნევ თავს და ვხურავ კარს:

- ბ-ბოდიში, კარგი? მეუხერხულება შენზე ამის თხოვნა, უბრალოდ...

- ჩემთვის რთული არაა - მაწყვეტინებს ბიჭი და ათვალიერებს აქაურობას ცნობისმოყვარეობით - ჯერ მაინც არ ვაპირებდი სახლში დაბრუნებას.

ხშირად ვახამხამებ თვალებს, ვერ ვხვდები, რატომ ათვალიერებს დილანი აქაურობას ისეთი ინტერესით, თითქოს გამოფენაზე ან მუზეუმში იყოს, თუმცა ვიშორებ ამ აზრებს თავიდან, ვცდილობ გავიღიმო, მაგრამ დაძაბულობა არ მაძლევს ამის გაკეთების საშუალებას:

- ყავა თუ ჩაი? - ვაპირებ წავიდე სამზარეულოში, ვუყურებ ბიჭს, რომელიც ნელა მიდის კიბესთან:

- შეიძლება...? - არ ამბობს ბოლომდე და ხელით მანიშნებს ზედა სართულზე. ვიბნევი თუმცა თავს ვუქნევ:

- კი, უბრალოდ...

- მეორე სართულზე ავალ, კარგი? - მისი ხმა უხერხულ მდგომარეობაში მაყენებს, ამიტომ ვრთან ნებას.

ბიჭი ადის ზევით, მე კი ვრჩები ადგილზე, მაინც ვერ გავიგე რისი დალევა ურჩევნია.

- ახლა რა ვქნა - ვჩურჩულებ და მივდივარ სამზარეულოში.

თუმცა იქ სიბნელეა, ამიტომ სწრაფად გამოვდივარ და ვხურავ კარებს.

შეხედვაც კი არ მინდა ბნელ ოთახებში. მეშინია. მეშინია, ვნახო , რაღაც ისეთი, რაც საბოლოოდ შემშლის ჭკუიდან.

ვაქნევ თავს და სწრაფად მივრბივარ კიბისკენ. ჯობს დილანთან ერთად ვიყო ბნელ დერეფანში, ვიდრე აქ მარტო.

ავდივარ, არ ვიყურები უკან, თუმცა დიდი სურვილი მაქვს. მგონია, რომ ვიღაც ჩემს უკან სუნთქავს და ჩემს ნერვებზე თამაშობს.

«ეს ვიღაც დამცინის», - აი რას ვფიქრობდი, როცა კიბეზე ავდიოდი.


გამოვდივარ მეორე სართულზე და ოდნავ ვიბნევი, ვხედავ, დილანს , რომელიც მამაჩემის კაბინეტის კარებთან დგას და სახელურს ატრიალებს. ბიჭი კრავს წარბებს და აგრძელებს კარის გაღების ცდებს. მივდივარ მასთან ახლოს :

- ეს მამაჩემის კაბინეტია. გასაღები მას აქვს.

- რატომ კეტავს ? - გაუგებარი მეკითხება.

- მამაჩემი - პარანოიკია. ის მწერალია, ხელოვნების ადამიანი და ფიქრობს, რომ მთელ სამყაროს, მისი იდეების მოპარვა სურს, ასევე ფიქრობს, რომ რეალობა ხელს უშლის მას, მისი შედევრის შექმნაში - ვიღიმი, დილანს ვუყურებს, რომელმაც შემომხედა და რატომღაც თავი დახარა:

- შენი მშობლები - ჩაფიქრდა - ნუ, ისინი...

- განშორებულნი არიან - ვამბობ მის მაგივრად და ბიჭი ახველებს:

- გასაგებია. არ მიკვირს, მამაშენი უცნაურია.

- ჰო, მაგრამ ის კარგი ადამიანია. კაბინეტში შესვლა გინდოდა?

- იქ - დილანმა ხელები ჯინსის ჯიბეებში ჩაიწყო და მითხრა - იქ ფორტეპიანო უნდა იყოს.

გაკვირვებული ვწევ წარბებს:

- რა? იქ? - ვკრავ წარბებს - სიმართლე გითხრა, იქ არ ვყოფილვარ, ამიტომ... - დავფიქრდი - და შენ საიდან იცი, რომ იქ ფორტეპიანოა?

- შენამდე აქ ოჯახი ცხოვრობდა, ბაბუაჩემი ამ სახლის გაქირავებაზე უარს ამბობდა, არ უნდოდა, რომ ოჯახს ეცხოვრა აქ , მაგრამ მამაჩემმა მისი გაიტანა.

- მოიცადე, ანუ ბაბუაშენი - ვაღებ პირს - აჰა... ახლა გასაგებია. და შენ აქ მოდიოდი ხოლმე? შენი მეგობარი ცხოვრობდა ?

- აქ გოგონა ცხოვრობდა დედასთან ერთად - იფხანს მუქ თმებს. ვიღიმი და ვუყურებ მას:

- შენი შეყვარებული?

დილანი ატრიალებს თვალებს:

-არა - უარყოფს - სწავლაში ვეხმარებოდი, მაგრამ ის აუტანელი იყო : სულ ფორტეპიანოზე დასაკრავად მიდიოდა და არ მისმენდა.

- მესმის მისი, შენ ხომ ასეთი მუდო ხარ - ვჩურჩულებ,რის გამოც დილანისგან წკლიპურტს ვიღებ. ვიწმენდ შუბლს და ვწუწუნებ :

- მერე რა მოხდა? - ჯერ კიდევ რთულად მჯერა იმის, რომ დილანი რამეს მიყვება. რომ დავფიქრდეთ, ჩვენ პირველად ვსაუბრობთ, მასზე.

- არაფერი -უხეშად მპასუხობს და ვხვდები, რომ კრახამდე მივედი.

- ის გოგო სხვაგან გადავიდა საცხოვრებლად? - ვცდილობ პასუხი მივიღო.

- ჰო, რაღაც მაგის მსგავსი. - მპასუხობს და მანიშნებს, რომ ამ საუბრის გაგრძელების სურვილი არ აქვს.

მივდივართ კიბესთან და სპეციალურად ვიხედები ზევით, რათა არ ვუყურო ქვედა სართულს. დილანი თავდაჯერებული იწყებს ზევით ასვლას. არ ვფიქრობ, რომ ის თავს უხერხულად გრძნობს. ბიჭი თითქოს საკუთარ სახლშია, მაგრამ ამის გამო უფრო მშივიდად ვარ. მისი სიწყნარე ჩემზეც მოქმედებს.

გასაოცარია, რადგან რამდენიმე საათის წინ ნაჩხუბრები ვიყავით, ახლა კი ვესაუბრებით ერთმანეთს თითქოს არაფერი არ მომხდარა.

ავედით მესამე სართულზე. დილანი კიდევ ერთხელ მაბნევს, როცა მეკითება:

- სადაა სარკე?

სიმართლე რომ ვთქვა წარმოდგენაც კი არ მაქვს. მაგრამ ახლა უფრო მშვიდად ვარ,როცა ოთახში მიმავალი , ჩემს თავს და კიბეს არ ვხედავ.

- ვფიქრობ მამამ გაიტანა - ვვარაუდობ, რათა დილანმა შეწყვიტოს მსგავსი შეკითხვების დასმა. ბიჭმა თავი დამიქნია და სიარული გააგრძელა. თავს უხერხულად ვგრძნობ , რადგან უკვე გვიანია და არ მინდა შევაწუხო. ალბათ, სახლში წასვლა უნდა, ვარჯიშის შემდეგ დუშის მიღება, ამის მაგივრად კი ჩემთან უწევს ყოფნა.

მოიცადეთ.

ჩემთან.

ახლა მერიდება კიდეც. არასდროს არ ვყოფილვარ მარტო ბიჭთან ერთად ამხელა სახლში. არა, ზედაპირული ურთიერთობები მქონდა, მაგრამ დილანთან ყველაფერი სხვანაირადაა:
ჩვენ მეგობრებიც არ ვართ, უბრალოდ მეზობლები.

- ოუ - ვჩურჩულებ, როცა დილანი სანამ ჩემს ოთახში შევა მიყურებს, თუმცა არამგონია იმის გამო, რომ ჩემი ნებართვას ელის. ვიწმენდ გაოფლიანებულ ხელებს, როცა ვხედავ, რომ ბიჭის ინტერესი ოთახში შესვლისთანავე, ჩემმა ნახატებმა მიიპყრო, რომლებიც მაგიდის და საწოლის ზევით კედლებზე მაქვს გაკრული. მგონი სიცხე მიწევს. ხშირად ვახამხამებ თვალებს, ვისუნთქავ და ვიწმენდ შუბლს, რომელზეც ოფლმა დამასხა:

- ეს ისე... როცა საქმე არ მაქვს, უბრალოდ რაღაცეებს ვჩხაპნი.

- აჰა, თურმე , - დილანი ხელებით ეყრდნობა მაგიდას და წინ იწევა, რათა ახლოდან დაათვალიეროს. ყურადღებით ვუყურებ ბიჭის სახის გამომეტყველებას : ის იმართება, ქურთუკის სახელოებს იდაყვამდე იწევს, მე კი ძალაუნებურად ვაშტერდები მის ხელებს, რომლის თითებსაც ატკაცუნებს:

- გოგონა, რომელიც აქ ცხოვრობდა, ისიც ხატავდა - ამბობს და იფხანს შუბლს.

- რა ერქვა მას? - ვკითხულობ, ხელებს გულმკერდზე ვიწყობ და ვაგრძელებ ბიჭის ყურებას რომელიც ოთახში დადის და კვლავ უყურებს ჩემს ნახატებს.

- კეტრინი - მშვიდად მპასუხობს, თავს ვუქნევ.

რატომღაც მგონია, რომ იმ გოგოსთან მხოლოდ მეგობრული ურთიერთობა არ აკავშირებდა. როგორი სახითაც ლაპარაკობს იმ გოგოზე... მის ასეთ გამომეტყველებას ყოველდღე ნამდვილად ვერ ნახავ.

ამ მომენტში ყველაფერი რაც დღეს მოხდა უბრალოდ ჩემი ფანტაზიის ნაყოფი მგონია. თითქოს არც არაფერი არ მომხდარა. ვფიქრობ, როცა დილანი წავა , ჩემი შიში კვლავ გაცოცხლდება.



უკვე ღამის ორი საათია, ამიტომ აშკარაა რომ ბიჭი მალე სახლში დაბრუნდება. მაგრამ, ჩემი სურვილია კიდევ დავჯდეთ და ვილაპარაკოთ.

ბევრი გავიგო ამ კეტრინზე. თუ როგორი იყო ის.

საბედნიეროდ დილანი არ ჩქარობს, ამიტომ, მართალია ჩუმად მაგრამ მაინც გვერდით მიზის და სიმღერას უსმენს ყურსასმენში. მე ალბომში ვხატავ და ვგრძნობ, რომ სიცხეს ვერ ვიშორებ. საწოლზე ვზივართ და ზურგით ცივ კედელს ვეყრდნობით. ო'ბრაიანმა ხუჭავს თვალებს, ზოგჯერ მძიმედ და დაღლილად ისუნთქავს და იწმენდს სახეს ხელებით. უხერხულობაა.

ვუყურებ მას და ნერვულად ვყლაპავ სითხეს პირში.

უცნაურია მაგრამ ამ მომენტამდე, მას არ აღვიქვამდი , როგორც ბიჭს. არა, მას საერთოდ არანაირად არ აღვიქვამდი. რადგან წარმოდგენაც კი არ მაქვს როგორი ადამიანია. მის შესახებ არაფერი არ ვიცი და ეს არ მომწონს, მითუმეტეს ასეთ სიტუაციაში, რომელიც ახლაა.

მესმის, როგორ სუნთქავს ის. ეს ისეთი უჩვეულოა. მხოლოდ ახლა ვხვდები, რომ სიჩუმე ოთახში მაშინებს.

ვიბრაცია მაიძულებს წამოხტომას მოულოდნელობისგან. დილანი კრავს წარბებს და ახელს ცალ თვალს. ო-უ , მას რა მართლა ეძინა?

ბიჭი ღრმად ისუნთქავს, უყურებს ტელეფონის ეკრანს და პასუხობს:

- რა?

ვახველებ და ვაგრძელებ ხატვას. ბიჭი რაღაცას ლაპარაკობს ცხვირწინ და ფანჯრის მხარეს იყურება:

- მამა კიდევ იქაა? - მგონია , რომ მისი სახე ფერმკრთალი ხდება - აჰა, ესეიგი ქალის მანქანაა. სულ ერთია - იხსნის სათვალეს, რათა გაიწმინდოს თვალები. არ შემიძლია ასეთი მომენტი გავუშვა ხელიდან , ამიტომ ვუყურებ მას და არც ვცდილობ ამის დამალვას. დილანმა აწია წარბები და მზერით მეკითხება, ჩემი ინტერესის მიზეზს, თან აგრძელებს ტელეფონზე საუბარს.

ტუჩებით ვეხები ფანქრის ბოლოს და ოდნავ ვხრი თავს გვერდულად. ო'ბრაიანმა კვლავ შემომხედა და მომიწია თავის შეკავება, რათა პირი არ გამეღო: ბიჭის , მუქი შოკოლადისფერი თვალები მომეჩვენა უჩვეულოდ. უყურებ მათ და თითქოს არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ რაღაც გიზიდავს.

ძალიან გიზიდავს.


კიდევ ერთხელ ვგრძნობ სიცხეს, როცა ვხვდები, რომ დილანი აგრძელებს ჩემზე კითხვის მზერით ყურებას,თან პასუხობს, მას ვინც ურეკავს. ჩემი ტუჩები მაინც იღება.

ვფიქრობ საბოლოოდ დამტკიცდება იმაში, რომ უცნაური ვარ. იდიოტო.

ო'ბრაიანი იშორებს ყურიდან ტელეფონს და მეკითხება:

- რა ხდება? - მისი სწორი და უემოციო ხმა რეალობაში მაბრუნებს. ვახამხამებ თვალებს, დაბნეული ვაქნევ თავს, თითქოს ვპასუხობ რომ არაფერი და კვლავ ვიწყებ ფანქრით თეთრ ფურცელზე ხატვას.

დილანი ეყრდნობა ზურგით კედელს, წევს თავს ზევით. აბრუნებს სახეს ჩემსკენ და იცინის:

- რას ხატავ? ბავშვის ნაჯღაბნს გავს. ასე მესამე კლასში ვხატავდი.

ნაწყენი ვისუნთქავ:

- როგორც შემიძლია.

ბიჭი უყურებს ტელეფონის ეკრანს და ამბობს:

- უკვე საკმაოდ გვიანია. ხვალ სკოლაა.

- ვხედავ გულმოდგინე მოსწავლე ხარ - ვიცინი, თუმცა ის აზრი, რომ მარტო მომიწევს სახლში დარჩენა, მაიძულებს სახის გამომეტყველების შეცვლას. ვნერვიულობ და შეშინებული ვუყურებ ო'ბრაიანს, რომელიც ისევ , როგორც ყოველთვის ატრიალებს თვალებს:

- პატარა ბავშვი ხარ?

- არა, შენ... - ენა მებნევა, ვხვდები რომ დილანს ჯერ კიდევ არ გაუკეთებია სათვალე, რომელსაც ხელში ათამაშებს. ეს მას არ ჰგავს.

ბიჭმა აწია ცალი წარბი და დაინტერესდა:

- ახლა რაღა მოხდა?

- აა, არა, არაფერი - ვპასუხობ სუსტი ხმით. დილანმა ჩაიცინა, რის გამოც საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ჩემი საქმე ცუდადაა. გადამაქვს მზერა, ვახვალებ, რათა კისერი გავიწმინდო:

- ოქეი, მადლობა, მაგრამ, თუ რამე საეჭვო ხმას გავიგებ...

-ჩემი ბიტა - ბიჭი იკეთებს სათვალეს - შენს განკარგულებაშია - მისი ღიმილი ქრება, სახე კი ძველებურ ქვის გამომეტყველებას იღებს. დილანი დგება საწოლიდან, მიდის ფანჯარასთან და აღებს მას. ყურადღებით ვუყურებ:

-მოიცა. ასე გახვალ? - არ შემიძლია არ გავიღიმო. გაკვირვებულად ვწევ ხელებს.

ო'ბრაიანი კრავს წარბებს:

- რამე პრობლემაა?

სადღაც ხუთი წამის განმავლობაში ვუყურებ მას, არც ვახამხამებ თვალებს, შემდეგ კი ვაქნევ თავს:

- არა, არანაირი.

- კარგი - ბიჭი ჯდება რაფაზე, რის შემდეგაც გადადის თავის ოთახში. როგორც ჩანს მისი ფანჯარა ჩაკეტილი არ ჰქონდა. ვდგები და რაფასთან მივდივარ. დილანი აპირებს დახუროს ფანჯარა ფარდით, თუმცა ვაჩერებ მას. ბიჭი არაფერს არ მეკითხება, უბრალოდ შორდება ფანჯარას, რის შემდეგაც წევს ხელს, მსუბუქად მიქნევს მას და დერეფანში მიდის.

საკმარისი იყო ბიჭს ოთახი დაეტოვებინა და ჩემს სხეულში კვლავ დაძაბულობა დასახლდა.
ვაბრუნებ თავს კარისკენ, რათა დავრწმუნდე, რომ კარი ჩაკეტილია, რის შემდეგაც ვაძალებ თავს, მოვშორდე ფანჯარას და დასაძინებლად დავწვე.

მშობლებმა არცერთ ზარზე არ მიპასუხეს. უკანაც არ გადმომირეკეს.

ვიხდი მაისურს და ჯინსებს. ვხუჭავ თვალებს თუმცა ყურადღებით ვუსმენ ხმებს. ირგვლივ მხოლოდ სიჩუმეა.


იმედია დაძინებას შევძლებ.


***

დილანი გულგრილად გასცდა სამზარეულოს, არც მიუქცევია ყურადღება მოსული ქალისთვის, რომელიც ბიჭის გამოჩენას ელოდა. ქალი ადგა სკამიდან და მისი შვილისკენ წავიდა:

- დილ.

ბიჭს საშინლად აბრაზებს, რომ ის , ისევე როგორც მამამისი ამ სახლში გამოჩენას აგრძელებენ, თითქოს არაფერი არ მომხდარიყო, თან ისე ჩვეულებრივად იწყებენ მასთან საუბარს.

როგორც ჩანს ქალის ხმა მოხუც ხალხს აღვიძებს. დილანმა გვერდი აუარა მის მოხუცებს, შევიდა აბაზანაში და კარები ჩაკეტა. ის შუბლით ცივ კედელს მიეყრდნო, რათა ოდნავ მაინც შეციებოდა. მისი მშრალი ტუჩებიდან მოკლე ჩასუნთქვები ისმის, გულის ცემა კი ხშირდება, რის გამოც თავბრუ ეხვევა. ო'ბრაიანი მიდის ონკანთან, უხეშად იხსნის სათვალეს და იწმენდს თვალებს, რომლებსაც მაგრად აჭერს თითებს. რთავს წყალს და იბანს სახეს.


ქალმა კაკუნი შეწყვიტა. მისი თვალები გაწითლდა, შეჭმული ტუჩები კი გაიღო:

- ჰეი, დილ? - მისი ხმა სუსტდება, როცა ქალს წყლის ხმა ესმის. ის ხელს ადებს კარებს და ეყრდნობა მას შუბლით. ხუჭავს თვალებს და იკვნეტს ნატკენ ტუჩებს.



მას ისე უნდა შვილის ხმის გაგება.




ო'ბრაიანი დუშის ქვეშ დგას. გაყინული წყალი კანს უწვავს, თუმცა მხოლოდ სიამოვნება მოაქვს მისთვის. ბიჭი მის წინ კედელს ეყრდნობა ერთი ხელით. მისი თვალები იხურება, როცა ნაცნობი გრძნობა ეუფლება თავიდან ფეხის თითებამდე.

წითელი ხელები კვლავ სისხლდენას იწყებს, ალისფერ სითხესთან ერთად კი შინაგანი ტკივილიც გამოდის, რომელიც ბიჭს თანდათან ანადგურებს.


დილანი ილოკავს სველ ტუჩებს და ახელს ბნელ თვალებს.



№1  offline წევრი Niniko11

Wow ეს თავი ძალიან მომეწონაა
დილანიც კონტაქტზე განოვიდა რაა როგორც იქნააა ამ გოგოს დილანი მოწონსს მგონი ♡♡
შემდეგ თავს ველი მოუთმენლად

 


№2  offline წევრი Liziko27

რაღაც კიარა დიდი წინსვლა ამ ორ შორის..:დ:დ:დ როგორც ბიჭი ახლა აღიქვა მგონი მალე შეყვარებული იქნება ერთი გოგო;))) დილანს რაც შეხება ვფიქობ ქვა უფრო იგრძნობს რამეს ვიდრე ეგ ბიჭი :დ:დ:დ მაგრამმ ვნახით რაღაც მგონია ცოტა ნათელს მაინც გახდის ჩვენი გოგო მის ცხოვრებას.. ეს მოჩვენებბები მგონია იმ წინა გოგოს კეტრინის ცხოვრებასთან კავშირში .მაგრამ რაშუა ამასთან ვერ ვიგებბ..

 


№3  offline წევრი Niniko11

აბანოში ხომ ამ გოგოსთან შუქი თავისით ქვრება ხოდა დღეს ეგრე მომივიდა მეც თავისით ჩაქრა და ოთახაიდან ისეთი ყვირილით გავვარდი ხალხი გამორბოდა რახდებაო. ბევრი რამე ემთხვევაა მეც ახალ სკოლაში გადავედი სხვა ქალაქში ახალ სახში რომელიც არ მომწობსს: დდდ

 


№4  offline წევრი ამელიაპონდ11

Liziko27
რაღაც კიარა დიდი წინსვლა ამ ორ შორის..:დ:დ:დ როგორც ბიჭი ახლა აღიქვა მგონი მალე შეყვარებული იქნება ერთი გოგო;))) დილანს რაც შეხება ვფიქობ ქვა უფრო იგრძნობს რამეს ვიდრე ეგ ბიჭი :დ:დ:დ მაგრამმ ვნახით რაღაც მგონია ცოტა ნათელს მაინც გახდის ჩვენი გოგო მის ცხოვრებას.. ეს მოჩვენებბები მგონია იმ წინა გოგოს კეტრინის ცხოვრებასთან კავშირში .მაგრამ რაშუა ამასთან ვერ ვიგებბ..


ახლოს ხარ ახლოს... joy joy

Niniko11
აბანოში ხომ ამ გოგოსთან შუქი თავისით ქვრება ხოდა დღეს ეგრე მომივიდა მეც თავისით ჩაქრა და ოთახაიდან ისეთი ყვირილით გავვარდი ხალხი გამორბოდა რახდებაო. ბევრი რამე ემთხვევაა მეც ახალ სკოლაში გადავედი სხვა ქალაქში ახალ სახში რომელიც არ მომწობსს: დდდ

ჰეჰ, დილანი გაკლია მარტო joy joy

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent