სიძულვილიდან სიყვარულამდე ბევრია (თავი 15)
დღე მარტომ გავატარე. ვიწექი და ვფიქრობდი. რამდენჯერმე ჩამთვლიმა. უკვე მოსაღამოებული იყო ტელეფონის ხმამ, რომ გამაღვიძა. „არ დავიწყებ ჩემთვის რას ნიშნავ და რა ადგილი გიკავია ჩემს ცხოვრებაში, მაბრაზებს შენი არაპროგნოზირებადი საქციელები. თაკო მთვრალი დამადგა სახლში, რაღაც სისულელეები დამიწყო, იმ ღამეს ჩემთან დარჩა ეს იყო და ეს. ჩემს დასაც ავუხსენი, მან ყველაფერი არასწორად გაიგო და გთხოვ ნუღა მიბრაზდები. ქვემოთ ვარ, გელოდები.“ _რატომ უნდა დაგიჯერო? _ვწერ რამდენიმე წუთიანი ფიქრის შემდეგ. _არ მენდობი? _პასუხი აღარ გამიცია. ***** მანქანაზე იყო მიყუდებული და ტელეფონში იყურებოდა. ფეხის ხმა გაიგო თუ არა თავი ასწია და მეც მის უძირო თვალებში დავიკარგე, მიღიმოდა, ისე მიღიმოდა მე, რომ მიყვარს. _ჩემო პრინცესა! _ორივე ხელი ასწია და ჩახუტებისკენ მანიშნა. მივედი და ჩავეხუტე. _ჩემი ერთადერთი საოცრება ხარ შენ! _მითხრა ჯერკიდევ ჩახუტებულმა. რამდენიმე წუთში უკან გამოვიწიე და თვალებში ჩავხედე. _ნეტა იცოდე როგორ მიყვარს შენი თვალები?! _მე შენ მიყვარხარ! _ვააა, უკვე მეორედ. _გავიღიმე და კმაყოფილმა ლოყაზე ვაკოცე. _სად წაგიყვანო? _ასეთ ფორმაში? _ყველანაირ ფორმაში ლამაზი ხარ! _გამეღიმა. დამელოდე უცბად ჩავიცვამ და ერთ ადგილას წავიდეთ. თუ გინდა ამოდი. _არა, მიდი უცბად და გელოდები. _კარგი. _აბა სად მივდივართ? _ქალაქიდან გავდივართ! მალე ჩემს საყვარელ ადგილს მივადექით. ადგილი იცნო თუ არა, რატის სახე დაემანჭა. _ეს ადგილი ძალიან მიყვარს. _მე ცუდი მოგონებები მაკავშირებს მასთან. _სულაც არა, აქ რომ ის არ მომხდარიყო, რაც მოხდა შეიძლება დღეს ერთად არც ვყოფილიყავით. გუშინაც აქ ვიყავი მთელი დღე. _აჰაამ, გასაგებია, რატომ არ მპასუხობდი. _წამოდი. _ხელი ჩავკიდე და ტბას მივუახლოვდი. _რაღაც უნდა გითხრა. _გისმენ. _ორივე ხელი ჩავკიდე. _რატი წერეთელო, უკვე 4 თვეა შენ მე მეკუთვნი, იმ დღიდან მეკუთვნი რაც ბაკურიანიდან ჩამოვედი. გახსოვს რა გითხარი, როცა გეძინა? დადგება დღე, როცა იგივეს გეტყვი, მაშინ როცა არ გეძინება_თქო. ჰოდა დღეს გეუბნები, რომ შენ მხოლოდ და მხოლოდ ჩემი ხარ, არავისთვის მემეტები, არც დისთვის, არც ძმაკაცებისთვის და მითუმეტეს არც სხვა გოგოსთვის. შენ ჩემი ხარ, რადგან ამ ქვეყნად ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარხარ, კარგად დაიმახსოვრე ეს დღე, რადგან ამ სიტყვას ხშირად არ გეტყვი. _იდგა და შიგადაშიგ ლოყაზე პატარა ნაჩხვლეტები ეკვეთებოდა.სათქმელს მოვრჩი და ხარბად დავეწაფე მის ბაგეებს. ***** თვალები გავახილე და ცრემლი მოვიწმინდე. ფანჯარასთან მივედი, რატის მანქანა ჯერ კიდევ ქვემოთ იდგა. ცრემლები გაასმაგებული რაოდენობით მომაწყდნენ, ჩავიკეცე და თავი მუხლებში ჩავრგე. ჩამეძინა, 3 საათი ხდებოდა, რომ გამეღვიძა, ეგრევე ფანჯარაში გავიხედე, მერსედესი, რომ ვეღარ დავინახე ძალაუნებურად თვალზე ცრემლი მომადგა. საწოლში ჩავწექი და ბევრი ფიქრის შემდეგ ჩამეძინა. დილით შეშინებულმა გავიღვიძე, საშინელი კოშმარი მესიზმრა ტელეფონს ვტაცე ხელი და რატის ნომერი ავკრიფე. რამდენიმე ზარის შემდეგ ტელეფონზე გოგოს ხმა გავიგე. _გისმენთ. _რატი? _რატის სძინავს, გადავცე რამე? _ტელეფონი პასუხისგაუცემლად გავთიშე. ეს უკვე ზედმეტი იყო, სამაგიეროს ამით მიხდიდა? საშინლად გავბრაზდი, მთელი დღე ცოფებს ვყრიდი. ვერავინ მამშვიდებდა, მათ შორის ვერც დათო და ნინო. 4საათზე ალექსანდრესთან კლინიკაში წავედი, მისივე ზარის შემდეგ. _გამარჯობა, ლილე, როგორ ხარ? _პასუხებს ავიღებ და წავალ, თავს ცუდად ვგრძნობ. _კარგი, მაგრამ 5 წუთს წაგართმევ, აუცილებელი, რომ არ იყოს არ შეგაწუხებდი. _კარგი. _დაჯექი. _გისმენ. _დალევ რამეს? _წყალი, თუ შეიძლება. _რა თქმა უნდა. _რამდენიმე წუთში ოთახში გოგონა შემოვიდა და წყლით სავსე ჭიქა მაგიდაზე ღიმილით დადო. წყალი დავლიე და ალექსანდრეს საუბრის დაწყება ვთხოვე. _მოკლედ ლილე, მახსოვს რაც მთხოვე და არ ვაპირებ, რაიმე მსგავსი გითხრა, ალბათ ხვდები, რომ შენი ფეხი მთლად სახარბიელო მდგომარეობაში არაა. მაინტერესებს გენეტიკურია თუ არა, რომელიმე შენ ნათესავს ხომ არ აწუხებდა, ან აწუხებს სახსრები? _კი, ბაბუაჩემი 20 წელია კოჭლობს, ეგ რა შუაშია? _ერთი კითხვაც მაქვს ფეხის გარდა კიდე ხომ არ გტკივა ხოლმე რამე? _წელიწადში ორჯერ, ზოგჯერ მეტჯერ ხელი მაწუხებს, მაჯაში მტკივა ხოლმე, რამდენიმე დღე შეხვეული მაქვს შემდეგ მივლის,ისეთი არაფერია ესეც რა შუაშია? _როგორც ვიფიქრე გენეტიკური დაავადებაა. მეგონა სარკომა იყო, მაგრამ სიარული არ გიჭირს, ამიტომ ეგ ვერსია გამოირიცხა. შემეძლო ოპერაცია მერჩია, მაგრამ დაახლოებით 1 წელი ვერ იცეკვებ, ამიტომ ოპერაცია გამოვრიცხოთ. მეორე ვარიანტი მკურნალობაა, ეს შედარებით ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ გპირდები 6 თვეში შენი ფეხი საბოლოოდ ჯანმრთელი იქნება, რა თქმა უნდა, თუ დამიჯერებ. _პასუხი ახლავე უნდა გითხრა? _როგორც გინდა, ჩემი ნომერი გაქვს, როცა მოიფიქრებ დამირეკე. _ახლა რაღაც პრობლემები მაქვს და ფეხზე ფიქრის თავი არ მაქვს, რამდენიმე დღეში დაგირეკავ, მადლობა ყველაფრისთვის. _მადლობას ნუ მიხდი, ეს ჩემი მოვალეობაა, ველოდები შენს ზარს. იმ ღამეს რატიმ კიდევ მომწერა და რამდენიმე საათი ქვემოთაც იდგა. ორი კვირა ასე გრძელდებოდა, ძალიან მენატრებოდა. ბოლო დღეები სახლიდანაც არ გავდიოდი. მეგობრები რიგრიგობით მოდიოდნენ და მეჩხუბებოდნენ, ყველა ცდილობდა, სახლიდან გავეყვანე, მაგრამ უკან იმედგაცრუებულები მიდიოდნენ. ძნელია, როცა საყვარელ ადამიანსა და საკუთარ თავს შორის სიამაყე დგას. მონატრებას, მხოლოდ მის გამო უძლებ. თითქოს ბეწვის ხიდზე ხარ, რომელიც შეიძლება ნებისმიერ წამს ჩაწყდეს. ამ შემთხვევაში ეგრევე შეურიგდები და აპატიებ. ადრე გითხრით, რომ როცა გიყვარს, ყველაფერს პატიობ. ჩემთვის დღესაც ასეა, შეიძლება მე 1 დღეში 1 საათში, თუნდაც 1 წუთში ვაპატიე, მაგრამ ბრაზი განსხვავდება პატიებისგან. სწორედ ბრაზი იყო ჩემი უმოქმედობის მიზეზი. თავში უამრავი კითხვა მიტრიალებდა. ბრძოლა გონებასა და გულს შორის კი ყოველთვის გონების მცირე უპირატესობით მთავრდებოდა. სადღაც ჩემი პიროვნების უფსკრულში, არსებობდა ლილე, რომელსაც სურდა ყველანაირი პასუხების გარეშე მივარდნილიყო და ჩახუტებოდა რატის, მაგრამ მეშინოდა, რომ ჩახუტების მომენტში სიბრაზე შემომიტევდა და დავახრჩობდი. საყვარელი ადამიანის მკვლელად ყოფნა კი, ალბათ, არავის მოგეწონებოდათ. ყველაფერი შეიცვალა, როდესაც დეპრესიას და სახლში ჯდომას, გარეთ გამოსვლა და ცხოვრების გაგრძელება ვამჯობინე, ჩემს სიბრაზესთან ერთად. 13 ივნისი თენდებოდა. ის, რომ ,,თარსი რიცხვია ცამეტი" არ დაიჯეროთ, მას შეუძლია ერთდროულად ორივე იყოს, თარსიც და ბედნიერიც, თუ ასე შეიძლება ითქვას. დილით ადრე გავიღვიძე, სახლი დავალაგე, საჭმელი გავაკეთე და შემდეგ მოწესრიგებას შევუდექი. ჩემი ქცევა, თითქოს გამომშვიდობებას ჰგავდა, სახლთან, დეპრესიასთან და უაზრო ფიქრებთან. პირველ რიგში ალექსანდრესთან მივედი. გაუხარდა, როდესაც გაღიმებული დამინახა. მეც კი არ ვიცოდი, რატომ ვიღიმოდი, მან კი კიდევ ერთხელ შეძლო ჩემი გაოცება. _გამარჯობა, შეიძლება? _კაბინეტის კარები, ოდნავ შევაღე და ეგრევე, ზღვისფერ თვალებს შევეჩეხე. _მოდი, ლილე. _ფეხზე ადგა და ჩემსკენ სწრაფი ნაბიჯებით წამოვიდა. კარები მივხურე და მასთან შესახვედრად გავემართე. უეცრად ფეხი ამისრიალდა და ძირს გავიშოტებოდი, რომ არა, ალბათ, ხვდებით ვისი მოხერხებულობაც. საკუთარ თავზე მეცინებოდა, ისე ამაყად მივაბიჯებდი, თითქოს ვინმეს თავს ვაწონებდი და წამში შეიძლებოდა, გავშხლართულიყავი. მაგრამ, ალექსანდრემ გადამარჩინა ამ სირცხვილს. ხელები წელზე ჰქონდა მოხვეული და იცინოდა. ჯერ კიდევ ტანგოს ერთ_ერთი ილეთის პოზიციაში ვიდექით, როცა ვუთხარი. _ღმერთო, რას ირცხვილია... _თვალებზე ხელი ავიფარე და დავიმორცხვე, რაზეც გულიანად გაეცინა. _მგონი კომფორტულად გრძნობ თავს. _უფრო უსაფრთხოდ. _თავიდან ვერ მივხვდი, რას გულისხმობდა, მაგრამ შემდეგ გამახსენდა, რომ ჰაერში ვიწექი, საყრდენად კი მისი ხელები მქონდა. გამეცინა და უეცრად დავდექი ფეხზე. რამდენიმე წამი ვუყურებდი და თვალებიდან მორიდებას ვაფრქვევდი. _ნუ გცხვენია, ვის არ მოსვლია. _ამაზე გამეცინა. _წამოდი ოღონდ ახლა უფრო ფრთხილად. _სკამამდე მიმაცილა და შემდეგ თავის ადგილს დაუბრუნდა. _აბა, რას მეტყვი კარგს? _რას გეტყვი და იმას, რომ მკურნალობაზე თანახმა ვარ და დამიჯერე ყოჩაღი მოსწავლე ვიქნები. _უკვე ვიცი, რომ ყოჩაღი ხარ. _სახეზე დაინტერესება შემატყო. _პირველ რიგში ტკივილს, თან ისეთს როგორიც შენ გაწუხებს, მშვენივრად უმკლავდები, მეორე ის, რომ მიუხედავად შენი უსაზღვრო სევდისა, დღეს მაინც გაღიმებულმა შემოყავი თავი ჩემს კაბინეტში _გაოცებას ვერ ვმალავდი. _და ბოლოს ასევე ყოჩაღად მოახერხე სკამამდე მშვიდობით მოსვლა. _მთელი სერიოზულობით მითხრა. რამდენიმე წამი, გონებაში მისი ნათქვამის გადახარშვას მოვუნდი. ბოლოში, რომ ჩავედი სიცილი ამიტყდა. _რაჭველი ხარ? _არა, რატო მეკითხები? _ჯერ კიდევ გაღიმებულმა ვკითხე. _ხუმრობას 3 წუთის შემდეგ მიმიხვდი. _ახლა უფრო გამეცინა. _არა, რაჭველი არ ვარ, მაგრამ მეც წავურაჭველებ ხოლმე. _გაეცინა. _კარგი, ახლა საქმეზე გადავიდეთ. _ჰო, ჰო, რა თქმა უნდა. _სახე მაშინვე დავასერიოზულე. მესმოდა, როგორ იძახდა რაღაცებს, მაგრამ რამდენიმე წუთში ისევ სიცილი ამიტყდა. გონებაში წარმოვიდგინე ჩემი სახე, როცა ძირს დავვარდებოდი, მერე ალექსანდრესი და თავი ვეღარ შევიკავე. _ვფიქრობ, დღეს ვერ დაგელაპარაკები, ხო? _აუ, მაპატიე გთხოვ!!! _ვერ ვჩერდებოდი. _ერთი ჭიქა წყალი და სმენად გადავიქცევი. _გაიცინა და თანაშემწეს წყლის შემოტანა სთხოვა. მალევე დავწყნარდი და საქმეზე გადავერთვეთ. ამიხსნა, როგორ უნდა მემკურნალა, რა იყო საჭირო, მოკლედ ერთი ამბები. ბოლოს დავემშვიდობე და წამოვედი. როგორც დაგეგმილი მქონდა, საშოპინგოდ ისთ ფოინთში წავედი. კარგად ვიცოდი, რა დამაწყნარებდა და გადამატანინებდა ყურადღებას, შოპინგი ყველაზე კარგი საშუალება იქნებოდა. თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა, ბევრი რამ ვიყიდე. ერთ–ერთ მაღაზიაში თაკოს შევხვდი, მინდოდა ფეხებქვეშ მიწა გამომცლოდა და თან ჩავეტანე, მაგრამ ცხოვრება ისე ხომ არაა მოწყობილი, როგორც ჩვენ გვინდა. მოვიდა და დიდი სიყვარულით გადამკოცნა. გამაოცა მისმა სითბომ და უკვე კარგად დავიწყებულმა სისაყვარლემ. _რას შვრები, გავიგე შენ და რატის გიჩხუბიათ?! _ხო, რა თქმა უნდა, მეც არ ვთქვი რას მიღიმის_თქო, აი თურმე. _თქვენც ხომ ჩხუბობდით ხოლმე. _მე მადარებ შენ თავს. _არა, უბრალოდ ჩემი შეყვარებული შენი ყოფილია და შენზე კარგად არავინ იცის. _ჰოომ, ეგ მართალია, მაგრამ ერთ რაღაცაში გამოგიტყდები. საკუთარ თავს არ ვამცირებ, მაგრამ რაც სიმართლეა სიმართლეა. რატის შენ მართლა უყვარხარ, ჩემზე მეტად და მგონი მაგაზე მეტადაც. მთვრალი მივადექი სახლში და ჩვენს ურთიერთობაზე ვებოდიალებოდი. ნეტა იცოდე, რამდენად ახლოს, მაგრამ ამასთანავე რამდენად შორს იყო ჩემთან. მიყურებდა, მაგრამ ვერ მხედავდა, მისმენდა და თან არ მისმენდა. ის ბიჭი არასდროს არავიზე გაგცვლის, თუ შენთვითონ არ მიატოვებ. მე ეს ბედნიერება არ მხვდა წილად, თორემ მას არ დავკარგავდი. ისე როგორც მას უყვარხარ, დამერწმუნე, ბევრი ვერ შეგიყვარებს. გუშინ კლუბში ვნახე, განადგურებული იყო, წვერები ცხოვრებაში არ მინახავს მის სახეზე, მაგრამ ეგეც კი დავინახე. ბარმენს რამდენიმე საათის განმავლობაში ვიღაც გოგოზე ელაპარაკებოდა, ნეტავ განახა მთვრალიც კი როგორ საუბრობდა, თითქოს ანგელოზზე ლაპარაკობდა. ალბათ, ჩემგან არ მოელოდი ამ სიტყვებს, თვალებზეც გეტყობა, მაგრამ ბევრი ელოდებოდა, შენს შეცდომას, მათ შორის მეც, მაგრამ ახლა მჯერა, რომ ერთადერთი ხარ მისთვის. ნუ გაუბრაზდები, გთხოვ, როგორც მისი და, შენ მასზე ძლიერი უნდა იყო. _ყურებს არ ვუჯერებდი, მეგონა სიზმარში ვიყავი. გამაოცა ამ გოგომ. ენა ჩამივარდა ვეღარაფერი ვუთხარი. გამიღიმა , გადამეხვია და წავიდა. თითქოს ამ რამდენიმე წუთში გონებაში ყველაფერი გადამიტრიალდა. ჯერ თავგზა ამებნა, შემდეგ სასწაულად მესიამოვნა. ეგრევე ტელეფონი ამოვიღე და რატისთან გადავრეკე. არ მპასუხობდა, შეტყობინება მივწერე და სახლისკენ გავემართე. 1 საათი გასულიყო უკვე, მაგრამ არც მირეკავდა და არც მწერდა. თავს ძალა დავატანე და საღამომდე ველოდებოდი. ბოლოს დათოსთან გადავრეკე, მან არაფერი იცოდა. გამახსენდა თაკოს სიტყვები, გუშინ კლუბში იყო, სვამდა, ვიფიქრე ალბათ სძინავს_თქო. იმდენად მენატრებოდა ვეღარ ვძლებდი, მანქანის გასაღები ავიღე და სახლიდან გამოვედი. სახლიდან გამოსვლისთანავე ჩემს წინ პატარა ბიჭი აიტუზა. ყვავილებით ხელში. _ეს თქვენ. _გამეღიმა. _მე? _თავი დამიქნია. _ვისგანაა? საიდუმლო თუ არაა, იქნებ მითხრა?! _ქვემოთ ერთმა ბიჭმა მომცა. _ყვავილები გამოვართვი და სწრაფად ჩავირბინე კიბეები. სადარბაზოდან გამოსულმა აქეთ_იქით მიმოვიხედე. მხოლოდ ერთი ადამიანი დავინახე. მასთან მივვარდი. _რის მიხწევას ცდილობთ? _გაჩერდა და რამდენიმე წამიანი პაუზის შემდეგ შემობრუნდა. _შენ? _არაფერი უთქვამს ისე მომიახლოვდა. _აი, თურმე ის მუსიკა საიდან მეცნობოდა. ვნახოთ, ამჯერად რა მომწერე. _ხელი ბარათისკენ წავიღე, მაგრამ შემაჩერა. _კარგია, ახლა მაინც თუ მიცანი. _აქამდეც გიცნობდი, ყვავილების ნაცვლად შენ, რომ მოსულიყავი. რის მიხწევას ცდილობ? _ბარათში წერია. _ბევრი აღარ მიფიქრია, ბარათს ხელი მოვკიდე და წაკითხვას შევუდექი. ,,დღეს ერთად ვიცეკვებთ!" _გაოცებულმა შევხედე, თავი ავწიე თუ არა ვიღაცამ უკნიდან პირზე რაღაც დამადო და გავითიშე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.