შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პარანორმალური. 11


22-01-2019, 01:21
ნანახია 1 040

უცნაური სიზმარი იყო.

ვგრძნობდი ყველაფერს, ვგრძნობდი უცნობ შიშს და შფოთვას, ასევე დაძაბულობას, რომელიც ვენებიდან პირდაპირ გულში მიდიოდა,რის გამოც ის ფეთქავდა, როგორც არანორმალური.

მე ვნახე ისინი. ხალხის ჯგუფი. ისინი ჩემს მხარეს მოდიოდნენ, მაიძულებდნენ სირბილს, მაგრამ იმის გამო , რომ ფეხშიშველი ვარ, ტკივილს ვგრძნობ. ეს ქვებია. ისინი შედიან კანში და მოძრაობაში ხელს მიშლიან. მესმის საკუთარი გულის ცემა, მძიმე ჩასუნთქვები, რომელიც ცრემლებისგან სველი ტუჩებისგან ფრინდება.

მათი ხმა ჩემს ყურებამდე მოდის, თუმცა ვერ ვარჩევ მათ სიტყვებს. ისინი უკან არიან. მომყვებიან.

წინ კარია. ჩემი ქვეცნობიერი ამტკიცებს, რომ ის უნდა გავაღო თავის გადასარჩენად, მაგრამ სიცივის გრძნობა სხეულს აშეშებს. ვწევ ხელს, რომლის თითებიც კანკალებს, როცა ვეხები კარის სახელურს და ვაბრუნებ მას.

ოთახი.

ვკანკალებ, კბილები ცახცახებენ . სველი ვარ.

არ მეცნობა ეს ოთახი. ვაბრუნებ თავს, ვყლაპავ ბურთს, რომელიც ფილტვებში ჩადის.

წინ დგას მუქი შოკოლადისფერი ფორტეპიანო, რომლის უკანაც კი, ჩემსკენ ზურგით მომართული ზის გოგონა.

ხელებით კედელს ვეხები, რადგან მუხლებზე არ დავეცე. დაღლილობა. წყურვილი. ძალა გამოცლილი ვარ. წყლის დალევა მინდა. ტუჩები კანკალებენ და ოდნავ იღებიან, როცა გოგონა იწყებს დაკვრას.

მისი სილუეტი საშინლად მეცნობა.

ვჩერდები და ადგილზე ვშეშდები, თითქოს ვიღაცამ ჩემი ფეხები ლურსმნებით მიაჭედა იატაკს. დიახ, სწორედ ისეთ ტკივილს ვგრძნობ ტერფებში, თითქოს რაღაც რკინა მაქვს შერჭობილი.

ვაღებ პირს, ვიკუნცხები. ჩემთვის არ შეიძლება კივილი. არ შეიძლება ვიყო შემჩნეული.

არ შეიძლება.

სიჩუმე.

მან დაკვრა მიატოვა.

თავი დავხარე, ვიგრძენი თვალის პულსაცია წნევის გამო. იატაკის ჭრაჭუნი. ვყლაპავ სითხეს პირში და ვხუჭავ თვალებს.

გაყინული თითების შეხება...


იწერებოდა : Zack Hemsey (Ronin) – Fade Away

***

დილანი სახლიდან გამოვიდა, სწრაფად დაიძრა გზისკენ. ის დროზე ადგა, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის მთელი ღამე არ უძინია. მისი ზიზღი და სიბრაზე არსად არ წასულა, არსად არ გამქრალა, არ დაუტოვებია ცხოვრებისგან დაღლილი გონება. ბიჭმა გაჩერებისკენ შეუხვია, უკან შემოიხედა, რადგან ეშინოდა, რომ დედა გამოჰყვებოდა. ბიჭს მისი ნახვაც კი არ უნდა. მას არ უნდა იმ ქალთან საუბარი.

დილანი ჩერდება და ხელებით სახეს იწმენდს. თვალებში უბნელდება, თავის ტკივილი კი იზრდება. მას უჭირს ჩასუნთქვა, თუმცა ო'ბრაიანი არ იბნევა, იხსნის სათვალეს. ის იწმენდს თვალებს, ხშირად ახამხამებს წამწამებს.

სიცხეა. გარეთ მინუსის მქონე ამინდია, სასუნთქი კი არაა.

დახუთულობაა.

მგონი მის გვერდით თოვლის ფიფქი ჩამოფრინდა, მაგრამ ბიჭმა ყურადღება არ მიაქცია, გააგრძელა მის თავში ჩაღრმავება, გახსენება და მოშორება ისევ იმ ყველაფრისა, რის გამოც მისი ძილი გახდა ასეთი ცუდი, იმ ყველაფრისა, რის გამოც ის ვერასდროს გახდება ნორმალური.


ო'ბრაიანი უეცრად ხტება ადგილზე, აბრუნებს თავს, როცა გრძნობს მსუბუქ შეხებას.


***


უკან დავიხიე და პირი გავაღე, რადგან დილანი დაძაბული გამოიყურება. თუ შეშინებული ? ნებისმიერ შემთხვევაში, ჩანს, რომ ბიჭს ყველაფერი რიგზე არ აქვს.

- ბოდიში - ვიკვნეტ ტუჩს, ვაბრუნებ თავს გზისკენ. დილანი სწრაფად იკეთებს სათვალეს. თუ არ ვცდები ის სუნთქვას იკავებს. შეტევა ჭირს?

- ყველაფერი კარგადაა? - ვკითხე.

დილანმა ჩაახველა, სურს რაღაც მიპასუხოს, მაგრამ დახრჩობა დაიწყო, ხელებით პირს იფარავს. შეშინებული შევხედე მას:

- ავად ხარ?

ბიჭმა გადაყლაპა, გასწორდა. მან წამიერად შემომხედა, შემდეგ კი შებრუნდა. მისი სახე გაწითლდა, კისერზე კი ვენა გამოებერა.

- ეი? - ვეხები მის მხარს, მაგრამ დილანი სწრაფად იწევა - ბოდიში - გადამაქვს მზერა.

ვფიქრობ, ორივეს რთული ღამე გვქონდა.

- როგორ ხარ ? - მოულოდნელად ამბობს დილანი, რაც მაიძულებს ენა დამებნას:

- ნორმალურად... საკმაოდ ნორმალურად. არამიშავს.

ბიჭი თავს მიქნევს:

-გასაგებია.

ავტობუსი გაჩერებასთან ჩერდება. შევდივართ შიგნით , ვესალმებით მძღოლს, რომელმაც პირველად გამიღიმა.

დილანი საკუთარ ადგილას ჯდება, მე კი მის გვერდით მეზობელ რიგში. ჩუმად ვართ. ავტობუსი იძვრის, ძრავის ხმა კი მოდუნებაში მეხმარება.

ნერვულად ვათამაშებ ხელებს, ვუყურებ დილანს, რომელიც იწმენდს ოფლს შუბლიდან. მისი მზერა ფანჯარას აქვს მიპყრობილი, თუმცა ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ის სადღაც უფრო შორსაა. ის სადღაც მის თავშია, მის აზრებში და ეს მაწუხებს. იქნებ რამე მოხდა?

ხელს ჯიბეში ვიყოფ და ვპოულობ შოკოლადს. სუსტად ვიღიმი, ვიკვნეტ ტუჩს და ვდგები ადგილიდან, ვჯდები ო'ბრაიანის გვერდით, რომელმაც ყურადღება არ მიაქცია ჩემს გადაადგილებას. ვიღებ შოკოლადს ჯიბიდან და ბიჭს ვაწვდი. მან შემოაბრუნა ჩემსკენ თავი.

- ცუდად გეძინა? საშინლად გამოიყურები. გამომართვი.

დილანი კრავს წარბებს, ბრუნდება, თუმცა მე ვაგრძელებ მისი ნერვების მოშლას და მხარზე მსუბუქად ვურტყამ ხელს. ის არ რეაგირებს. გვერდულად ვხრი თავს, ვწევ მეორე ხელს, მაგრამ თავდაუჯერებლობა ხელს მიშლის.

თუმცა ვის ანაღვლებს ეს?

ფრთხილად ვეხები თითის ბოლოთი მის ნაკეცს ლოყაზე, რომელიც პატარა ხალებითაა დაფარული. დილანმა თავი აწია და ნელა შემომხედა მისი მუქი თვალებით. მე კი იმ ხალს ვუყურებ, რომლის ირგვლივაც თითს ვუსვამ. სასიამოვნო ჟრუანტელი მივლის ზურგზე. ვგრძნობ, როგორი დაძაბულია მისი ყბა. ბიჭი სწრაფად ახამხამებს წამწამებს, უეცრად მიჭერს მაჯას. მეც არ ვიბნევი, ვწევ მეორე ხელს და ვაწვდი შოკოლადს :

- შეჭამე, ო'ბრაიან.

დილანი ოდნავ იცინის, უშვებს ჩემს მაჯას მისი ხელიდან და იღებს შოკოლადს, მიყურებს ხან მე და ხან მას. თავს ვუქნევ და ვუყურებ , როგორ წელავს ბიჭი პირს ხელოვნური ღიმილის შესაქმნელად, ხსნის ჩემს "საჩუქარს" , ატრიალებს მას ხელში.

- ჭამე - ვუბრძანებ. დილანი ისუნთქავს, რის შემდეგაც ტეხავს შოკოლადს ორ ნახევრად და მაწვდის ერთერთს. გადამაქვს მზერა მასზე და ვიღებ ბიჭის ხელიდან.

- შენც არ გამოიყურები ანგელოზივით , - ბიჭი ჭამს ტკბილეულს და ფანჯრისკენ ბრუნდება.

მიმაქვს შოკოლადი ტუჩებთან, ვგრძნობ სასიამოვნო სურნელს. ვკბეჩ.

ვგრძნობ რომ დღეს ისევ " მუცლის იძულებით დასუფთავების " პროცედურას გამოვიყენებ.

- რ-რატომ ატარებ სათვალეს? - ვჩურჩულებ.

- რა ? - ო'ბრაიანმა, როგორც ჩანს ვერ გაიგო, ამიტომ შემობრუნდა სახით ჩემკენ. ვაქნევ თავს:

- არა, არაფერი.

არ ვარ სულელი. დიდი ხანია შევამჩნიე, რომ მისი სათვალები - ჩვეულებრივი მინაა, რომელიც მხოლოდ გაუფუჭებს მხედველობას.

მაგრამ, მაშინ რატომ ატარებს ის მათ? არ მესმის.


***

სახლი ცარიელია. სამანტა და რიჩარდი დაბრუნდნენ და ყველა ოთახს ამოწმებენ. შვილი სახლში არაა.

ისინი სამზარეულოში შეხვდნენ. მათი დაძაბულობა შემცირდა, ამიტომ უფროსები მაგიდასთან დასხდნენ, ყავის დასალევად, იატაკის ჭრაჭუნი ექოდ გაისმა ოთახში და უფროსების ყურებამდე მიაღწია, რომელთა სახეების წამში შეიცვალა


***


ვფიქრობ დილანს ჯერ კიდევ უჭირს იმ ფაქტის მიღება, რომ ჩემი მეგობარი ხდება.

დავჯექი მერხზე, რომელიც მისი ადგილის გვერდით იდგა. ო'ბრაიანს არაფერი არ უთქვამს უბრალოდ ამოიხვნეშა.

- არ ფიქრობ, რომ ძალიან ხშირად იხვნეშ ხოლმე? როგორც მოხუცი კაცი, - ვამჩნევ და რვეული ამომაქვს.

დილანი რაღაცას ჩურჩულებს ცხვირ წინ, დებს ხელებს მერხზე და ხრის თავს. მგონი დღეს მართლა ცუდად ეძინა. ცოტა უხერხულად ვარ, რადგან შეიძლება ეს ჩემი ბრალია.

ოდნავ ვიბნევი, როცა ვხედავ, როგორ ადგა მაქსი მისი ადგილიდან და ჩვენს მხარეს წამოვიდა. არ მახარებს ის ფაქტი, რომ ეს ტიპი მის თავს ამდენის უფლებას აძლევს.

ქერა ჯდება ჩემს წინ და აწყობს ხელებს მერხზე:

- ჩარლი - დილანმა თავი აწია, თუმცა მაქსსმა ყურადღება არ მიაქცია:

- თავს დამნაშავედ ვგრძნობ იმ ამბის გამო - მისი ხელოვნური ღიმილი გულის ამრევია - მინდა დანაშაული გამოვისყიდო, ამიტომ სადმე წავიდეთ სკოლის მერე.

ის არც კი მეკითხება, უბრალოდ ფაქტის ქვეშ მაყენებს, მაგრამ არა, მე არ ვაპირებ დათმობას. ვიმართები:

- დღეს დაკავებული ვარ.

ბიჭი იცინის:

- პატარავ, პაემანზე გპატიჟებ, გადადე შენი საქმეები - ცდილობს ტონი არ აამაღლოს.

ვკრავ ტუჩებს:

- არ შემიძლია, უკვე შევპირდი დილანს, რომ მასთან ვარჯიშზე წავალ.

ო'ბრაიანის მზერა სწრაფად გადმოდის ჩემზე და მაშინვე ბნელდება. მაქსმა ჩაიცინა, რის გამოც წარბებს ვკრავ. დილანი მზერით მწვავს, რის შემდეგაც გადააქვს მზერა და მიაქვს მუშტი ტუჩებთან.

- ვარჯიში? - ლეკვი არ მალავს მის სარკაზმს. - ჭადრაკის, არა?

ვიწყობ ხელებს მკერდზე:

- ჭადრაკიც სპორტია, ეს ისე უბრალოდ შენი ჭკუის განვითარებისთვის გეუბნიბი.

დილანმა წარბები აწია და ჩაიცინა. მაქსმა ნერვულად აილოკა ტუჩები, როცა თავი შევაბრუნე და გავუღიმე ბიჭს, რომელმაც მხოლოდ წამიერად შემომხედა.

ზარი დაირეკა.

კლასში მასწავლებელი შემოვიდა და ყველას ადგილების დაკავება სთხოვა. მაქსმა თვალები გადაატრიალა და ადგა. მან შემოგვხედა მე და დილანს , შემდეგ კი შებრუნდა.

ვიწმენდ გაოფლიანებულ ხელებს. მაინც დავიძაბე ცოტა იმ ტიპთან საუბრისას. კვლავ ვუყურებ დილანს, რომელიც ისწორებს სათვალეს, და კომფორტულად ჯდება სკამზე. მან მიიტანა ფანქარი ტუჩებთან და ფანქრის ბოლო შეეხო მათ. ოდნავ ჩამოვწიე მზერა და ვუყურებ როგორ ილოკავს ბიჭი ტუჩებს ენით. შევაბრუნე თავი და ჩავახველე.

არც მორიდება გამაჩნია და არც სინდისი.





ბოლო გაკვეთილს მისტერ მონტეზი ატარებს, რაც არ მახარებს. უცნაური შეგრძნება მაქვს. თუმცა იგივე შეგრძნებას ჩემში მაქსი იწვევს. იქნებ ეს მათ ოჯახური აქვთ?

ზარი დაირეკა.

ავდექი ისევე, როგორც სხვები, მაგრამ მისტერ მონტეზმა შემაჩერა:

- ჯოზეფ, დარჩით.

ვხედავ როგორ მაპყრობს ყველა მზერას, თითქოს თვალებით დამცინიან. თმა ყურზე გადავიწიე. ვნერვიულობ. ვამჩნევ ანას, რომელიც კარებთან დგას : გოგონამ შემომხედა და ჩემს მზერას შეხვდა მისი აღელვებული. მან ფეხი ფეხზე დადგა, რაღაც ჩურჩულით თქვა, რის შემდეგაც დატოვა კაბინეტი, როცა შეამჩნია, რომ მასწავლებელი მას უყურებდა.

მისტერ მონტეზმა ჩაახველა:

- ო'ბრაიან, გაკვეთილი დასრულდა - ძალით იღიმის - დამტოვეთ ჯოზეფთან.

ვკრავ წარბებს და თავს ვაბრუნებ უკან. მეგონა, რომ ბიჭი პირველი გავიდა კლასიდან, ის კი მერხთან ზის და ტელეფონში იყურება.

როდესაც მასწავლებელმა ნახა , რომ მის სიტყვებს არანაირი რეაქცია არ მოჰყვა, აიღო მაგიდიდად ჟურნალი და დილანს გაუწოდა:

- წაიღე ეს.

დილანმა თავი აწია და კაცს მიაშტერდა, რის შემდეგაც ხელოვნურად გაუღიმა და ადგილიდან ადგა. ბიჭმა აიღო ჟურნალი და ჩანთა მხარზე გადაიკიდა. ვკრავ წარბებს, რადგან ო'ბრაიანი მიყურებს, სანამ კაბინეტს დატოვებს.

კარი იხურება.

- დაბრძანდით , მისს ჯოზეფ - მთხოვს მონტეზი, იღიმის. ვჯდები სკამზე და ვიხუტებ ჩანთას.

ამ ადამიანთან მარტო დარჩენა არ მინდა.

კაცი მერხებს შორის დადის, ხელში ფურცელი უჭირავს:

- ერთადერთი ხარ, ვისაც არაფერი არ დაუწერია. შენგან ძალიან ბევრს ველოდი.

ვატრიალებ თვალებს:

- ბოდიშით - ვდგები და ხელს ფურცლისკენ ვწევ - ყველაფერს სახლში დავწერ.

მონტეზმა ფურცლის აღების საშუალება არ მომცა.

ამ წამს რაღაც ჩემს ქვეცნობიერში გატყდა. ვუყურებ კაცს, რომელიც ღიმილს აგრძელებს:

- რატომ სახლში? შეგიძლია დღეს დაამთავრო, აქ - მისი ხმა ჩუმი ხდება - ან შეგიძლია სხვანაირად მოიქცე, რომ ამის წერა არ მოგიწიოს.

წარბები შემეკრა, ტუჩები კი გაბრაზებული გაიღო:

- რას გულისხმობთ? - ხმამაღლა ვპასუხობ.

კაცი ჩემს მერხთან ჩერდება, აგდებს მასზე ფურცელს:

- ნათქვამი ხომ მაქვს მათემატიკაში დამატებითი გაკვეთილების შესახებ?

რა ჯანდაბა თქვა ახლა? რასთან მიჰყავს ეს საუბარი?

- შეგიძლია დაესწრო მათ - მისი ხელი მხარზე დამეცა. ვუყურებ ხელს და ვიწყებ ყველაფრის გადახარშვას გონებაში. სიმართლე გითხრათ მშვენივრად ვიცი სადაც მიდის ეს ყველაფერი, მეამიტი არ ვარ, უბრალოდ, არ მჯერა, რომ მსგავი რამ ჩემს თავს ხდება.

მასწავლებლის ხელი ქვევით , წელთან ცურდება და ღებინების გრძნობა მიჩნდება.
დავიჭირე მისი ხელი და სიბრაზით შევხედე კაცს. მას კი ასეთი რეაქცია მოეწონა:

- საოცარია - თავს აქნევს - როგორი ცვალებადია შენი სახის გამომეტყველება...მთელი ნაკრების ნახვა მინდა - მისი მეორე ხელი უხეშად შეეხო ჩემს მხარს. წამოვხტი, ავწიე ხელები და მის მკერდს დავადე, რათა გამეწია ჩემსგან, თუმცა კაცს უფრო მეტი ძალა აქვს.

- რას... - ვცდილობ მონტეზი გავწიო, ის კი ამის გამო უფრო ფართოდ იღიმის, მე კი ჯერაც არ მჯერა იმის, რაც ხდება.

გული ისე ფეთქავს , რომ პულსი ფეხის თითებშიც კი იგრძნობა. მასწავლებელი ხელებს ზურგზე მაჭერს და მასთან ახლოს მივყავარ:

- ჩარლი, მე ხომ შენი სწავლის გაადვილება მინდა. ხომ ხვდები, რომ შემიძლია შენს ნიშნებზე მოქმედება და ...

თავს ხელში ვიყვან და უხეშად ვკრავ ხელს კაცს. ვიხევ უკან და ძლიერ ვიჭერ მკერდთან ჩანთას. მონტეზი ხელებს წევს:

- ყველაფერი რიგზეა, ჩარლი. უნდა გესმოდეს , რომ ეს არც ისე ცუდი გადაწყვეტილებაა, მე ხომ ნანახი მაქვს შენი ქულები. შენი მშობლები გადაბარების ფულს ვერ გადაიხდიან. ჰო-ჰო შენი მშობლების "საქმესაც" გადავხედე - ეს ნაძირალა ვერც კი ხვდება ვისთან იჭერს საქმეს. მე გავანადგურებ მას, მე...

მაგრამ, მაშინ , რის გამო კანკალებენ ჩემი მუხლები და თვალები რატომ მიცრემლიანდება? თუ ასეთი ძლიერი და თავდაჯერებული ვარ , მაშინ რატომაა ახლა რთული ჩემთვის სუნთქვა და მოძრაობა.

ვგრძნობ, რომ ერთი ცრემლი მაინც გამოიქცა , როცა კაცმა ჩემსკენ ნაბიჯი გადმოდგა.

მე.

უეცრად ვიძვრი ადგილიდან, სწრაფად ვადგამ ჟელესავით ფეხებს. მასწავლებელი არ მომყვება.

მე ისე მრცხვენია.

ვაღებ კარებს და გამოვდივარ დერეფანში, ვხვდები, რომ უკვე არ მაქვს ძალა ემოციები დავმალო.

ისე მრცხვენია ჩემი თავის.

უხეშად ვიწმენდ თვალებს სწრაფად მივდივარ გასასვლელისკენ.

ისე მრცხვენია, ჩემი სისუსტის გამო. რადგან სულ ცხვირს ვიბზუებ, თუმცა სინამდვილეში არავიზე უკეთესი არ ვარ.

ვუხვევ კუთხესთან და ვეჯახები მხარით ბიჭს, რომელშიც დილანს ვცნობ. ო'ბრაიანი გაღიზიანებული მიყურებს:

-თვალები რისთვის გაქვს?

ამაყად ვწევ თავს:

- და შენ ტვინი რისთვის გაქვს? - ვეუბნები გაბრაზებული და ვბრუნდები. ახლა არავისთან საუბარი არ მინდა. არა მაშინ, როცა ასეთ მდგომარეობაში ვარ.

გაოცებული ვაღებ პირს, როცა დილანი საკმაოდ უხეშად მიჭერს მხრით და მისკენ მაბრუნებს. ვუყურებ მას და ვიჭმუხნები ტკივილისგან.

არ მესმის: ხან ვაღიზიანებ, ხან თვითონ მეხება. რა ჯანდაბა უნდა ამ ტიპს საერთოდ?! არ შემიძლია მისი გაგება! არ შემიძლია!

და მინდა რო? დამღალა მან და მისმა უცნაურობებმა. უკვე ჩემებიც მყოფნის.

ვინთავისუფლებ ხელს და ვუყურებ ო'ბრაიანს ბნელი მზერით, რის შემდეგადაც ვბრუნდები და გზას ვაგრძელებ.

ის გაჩუმდა. არაფერი არ უთქვამს.


***

მისტერ მონტეზი დაუბრუნდა მის მაგიდას და წყნარად გააგრძელა ნამუშევრების შემოწმება. ყველაფერი , რაც მოხდა მისთვის ჩვეულებრივი იყო, რადგან ესმოდა რომ ამის გამო არაფერი დაემართებოდა. მას ეს პირველად არ გაუკეთებია.

კარი იღება და კაცი ფართოდ იღიმის:

- საბოლოოდ , სწორი არჩევანი გააკეთე - უყურებს შემოსულს, ოდნავ დაბნეული.



№1  offline წევრი ამელიაპონდ11

ჯერ ძალიან ადრეა ამის კითხვა, მაგრამ მაინტერესებს რას ფიქრობთ დილანზე? რატომ არის ასეთი? ან რატომ უკეთია სათვალე?
მაინტერესებს თუ გაქვთ რამე აზრი ამასთან დაკავშირებით smile smile

 


Whatttt?ეს ბოლო...რა ინტრიგა დატოვეე...გაგრძელება მესაჭიროება :დ
აქანა რაღაც საეჭვო ხდება :დ დილანი ნამდვილად საინტერესო პერსონაჟია,ვფიქრობ ბავშვობაში რაღაც გადახდა...ნუ ეს სათვალე აქსესუარი რომ არ იქნება ეგ ნამდვილად ვიცი :დდ ალბათ მაგის თვალებს რაღაც სჭირს,წინა თავის ბოლოშიც ბნელი თვალებიო ეწერა...მოკლედ ნორმალური ადამიანი რომ არაა ეგ ნამდვილად ვიცი,ან ვინღაა ნორმალური? :დდ მოუთმენლად ველი შემდეგ თავს♥

 


№3  offline წევრი Liziko27

ვფიქრობ რაიმე მისია აკისრია... თვალებს იმიტო მალავას ალბათ ბრაზისდეოს ცეცხლეო ენთება რავიცი:დ:დ არუნდა მიხვდნენ რო განსხვავებულია... თავს რო აჩაგვრინებს სხვას მაგდროს ალბათ ბრაზისგან ისეაქვს თვალები მაგრამ კარგად ინიღბება:დ:დ მეტი არვიცი:დ

 


№4  offline წევრი Niniko11

კარგიაა მაგრამ უკან რატო დაბრუნდა ჩარლიი ჰმმ ეს კი ვერ გამიგიაა
ველი შემდრგ ტავს მოუთმენლად♡♡

 


№5  offline წევრი ამელიაპონდ11

კომენტარებიდან გამომდინარე , გაკივრდებათ, მაგრამ ყველაზე ნორმალური ადამიანი, ამ ისტორიაში დილანია joy joy

 


№6  offline წევრი Niniko11

დილანიი უი დედა ვერცკი წარომედგინააააა ♡

დილანიი უი დედა ვერცკი წარომედგინააააა ♡

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent