სიკვდილთან ახლოს... (თავი 1)
ჩემი ბედით უკმაყოფილო არასდროს ვყოფილვარ, თუმცა ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ჩემს ადგილას არ ვიყავი. ჩვეულებრივი ოჯახის მეორე შვილი ვარ, ჩვეულებრივი ჩემთვის არაჩვეულებრივს ნიშნავს, ჩემი მშობლები 25 წლის მერეც გიჟდებიან ერთმანეთზე, ჩემი უფროსი ძმა სტუდენტია, მე კი იმ წელს ვამთავრებდი სკოლას და მაინდამაინც ჩვენ გამოგვიწერეს პირველი სკოლის დამამთავრებელი გამოცდები, როცა ჩემს მშობლებს სერიოზული სახით დავუჯექი წინ და ავუხსენი, რომ იქაურ უნივერსიტეტში ჩაბარება არ მინდოდა. მამაჩემის აწეულ წარბზე მაშინვე მოვიშველიე დიდი ხნის ნაძიები მასალა და გერმანიაში წასვლის სურვილი გამოვთქვი. -ლუკა, ვერ ვხვდები აქ რა გაკლია? ვიცი რომ ყველაფრით ვერ ვახერხებთ თქვენს უზრუნველყოფას, მაგრამ გერმანია? -დე, კარგი რა, დაკლება რა შუაშია, რატი სტუდენტია, ჯერ ორი წელი დარჩა და ვიცი ორივეს გადასახადს ვერ გაწვდებით, რა მოხდება სამუშაოდ წავალ ერთ წლიანი პროგრამით და ვნახოთ როგორ ავეწყობი, იქნებ ისე კარგი იყოს სულ აღარ ჩამოვიდე_გამეცინა ჩემი სავარაუდო მომავლის წარმოდგენაზე. -ვიცი, რომ კარგი იქნება და სწორედ მაგ არ ჩამოსვლის მეშინია_მწარედ გაეღიმა დედას და აცრემლებულმა დატოვა თავისი ადგილი. -უკვე გადაწყვიტე?_ჩაფიქრებული ჩანდა მამაც. -კი, მა. -მაშინ, კარგი_შეწინააღმდეგების გარეშე დამიქნია თავი და დედას გაყვა უკან. ესეც ასე, მთავარი გაკეთებული იყო, ახლა სკოლის გამოცდები და ოჯახის მოძებნა იყო დარჩენილი. ფეხისთრევით შევედი საძულველი ფიზიკის გამოცდაზე და ღიმილით გამოვედი. ვინ თქვა, რომ ბიჭებს მსგავსი საგნები იზიდავთ? ფორმულების ზეპირობას ბევრად მირჩევნია რომელიმე უცხო ენის ახალი ტექსტები და სიტყვის მასალა შევისწავლო, გერმანულს მეექვსე კლასიდან ვსწავლობდი და ახლა საოცნებო ქვეყანასაც ვნახავდი. როგორც იქნა გამოცდებიც გადავაგორეთ, ახლა წინ ბანკეტი და ექსკურსია გვქონდა, რომელმაც ასევე უმტკივნეულოდ ჩაიარა, დიდად შეკრული და მეგობრული კლასი არც არასდროს გვქონია, ერთადერთი რაც ბანკეტიდან ტკბილად მახსოვს, ყოფილ შეყვარებულთან ბოლო ცეკვა იყო, ჩემი იდიოტობით დავშორდით და ამაზე დიდხანს მწყდებოდა გული. თანაც მოსაბეზრებელი იყო ყველასგან იმის გაგონება, თუ როგორ აიწყობდნენ ცხოვრებას დედაქალაქში. რას ამბობთ, ამათ ქუთაისი და წერეთელი როგორ ეკადრებოდათ.... რამდენიმე თვიანი ძბენის, რამდენიმე ვარიანტის გამოცვლის შემდეგ როგორც იქნა ნაცნობისგან ოჯახის პოვნა მოვახერხე, ერთი ბავშვი ყავდათ, რომელიც ჯერ სკოლაში და შემდეგ სხვადასხვა მასწავლებლებთან მეტარებინა, ჩვენებურად რომ ვთქვად, მძღოლად ავყავდი. საბუთები შევაგროვე, საოლჩოში გასაუბრება გავიარე და პასპორტიც დამიბრუნეს ნანატრი ვიზით. წასვლა ახალი წლის შემდეგ ხუთ იანვარს გადავწყვიტე, მასპინძლები უკვე მელოდნენ, ვიზა მქონდა, რაღას დავლოდებოდი? ამიტომაც სიამოვნებით შევაღე კარი და მთელი ძალით გავერთე ჩემი ძმის მოწყობილ ვითომ სიურპრიზად დარჩენილ გამოსამშვიდობებელ წვეულებაზე. ყველა გვერდით მყავდა ვინც ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო და მთელი საღამო სიცილის მეტი არაფერი გვიკეთებია, თუმცა ნოსტალგიას ზურგი ვაქციე და თავს ბოლომდე გამოთრობის უფლება მივეცი. არც მაშინ შევიმჩნიე არაფერი უკვე აეროპორტში მდგომი პირველად რომ ვხედავდი დედას ცრემლებს, მაგრამ აი როცა მამა დავინახე... -აბა შენ იცი ლუკა, ყოჩაღად_ამ სიტყვებზე თითქმის დავნებდი. რატი თვალებში არც მიყურებდა, გვერდულად მიბღვერდა და დამსიდობებასაც არ აპირებდა. მე და რატის უცნაური ძმობა გვქონდა, ერთმანეთზე ახლობელი არავინ გვყავდა და ძმებზე უფრო ძმაკაცები გვერქვა. -აუ რატი ძმურად რაა_მისი ბუტიაობისგან გაბეზრებულმა ლამის მუშტი ჩავცხე. -რა ძმურად ბიჭო რა. -კაი რა იყო შე*ემა ასე მიშვებ? -ასე როგორ? უკითხავად შენ მიდიხარ_გაბრაზებული თვალებით გამომხედა და ისე სწრაფად გავიდა აეროპორტიდან თვალიც ვერ გავაყოლე. -აბა კარგად_ჩემი რეისის გამოცხადებისას მაგრად გადავეხვიე მშობლებს, მოწყენილმა გავხედე შემოსასვლელს, თუმცა რატი ვეღარ დავინახე და უკვე ცუდ ხასიათზე მყოფი ჩავჯექი თვითმფრინავამდე მისასვლელ ავტობუსში. წამში გაქრა მოწყენილობა როდესაც ფეხი თვითმფრინავში შევდგი და საკუთარი ადგილი დავიკავე, რამდენიმე წუთში აღელვებულმა გადმოვხედე ღრუბლებით დაფარულ გარემოს და ბედნიერს გამეღიმა:ახალ ცხოვრებას ვიწყებდი.... უკვე ერთი თვეა ესენში ვცხოვრობ. ასე ქალაქს ქვია და ყოველ მის წარმოთქმაზე მეცინება, ეს სიტყვა ქართულად ჭამას ნიშნავს და სულ მაინტერესებდა რატომ მოუნდათ რომელიმე ქალაქისთვის ჭამა დაერქმიათ. ახლა ვხვდები, რომ აქაა ჩემი ადგილი. ჩემები რა თქმა უნდა მენატრებიან და ხშრად ვურეკავ, მაგრამ მხოლოდ აქ შემიძლია ნაუშნიკებით ვიარო ქუჩებშ და უმიზეზოდ მეცინებოდეს. მაგარი აღსაზრდელი მყავს, 9 წლისაა და აქეთ მასწავლის ჭკუას. მეც მძღოლობას კარგად შევეჩვიე, მერსედესის გასაღები ჩამაბარეს, ოღონდ მხოლოდ ბავშვის მომსახურებისთვის, ჩემთვის ფეხით და ავტობუსით დავაბოტებ. სანამ ბავშვი სკოლაშია მე ენის კურსებზე დავდივარ და ნეტა განახათ უკვე როგორ უკეთ ვკერავ შაბათობით კლუბში გერმანელ გოგოებს. ამაში მაშინ დავრწმუნდი ერთი კვირის წინ რომ ვერ გავიხსენე სად და ვის საწოლში გავიღვიძე. ნუ ხო, ასეც ხდება. ბავშვი სკოლის შემდეგ ინგლისურზე, ვიოლინოზე, რელიგიურ წრეზე, მუსიკაზე და გახანგრძლივებულ სწავლაზე დამყავს. წარმოდგენა არ მაქვს ან როდის რას ასწრებს, ან ტვინი როგორ არ უფეთქდება. სამაგიეროდ მაგარი ბიჭია, ქერა ცისფერ თვალება და რაც მთავარია გოგოების ახლოს მოტყუებაში მეხმარება. სამწუხაროდ ქართველებისგან შორს მიწევს თავის დაჭერა, ნუ რამდენიმეს გამოკლებით, მაგრამ ისევ საკუთარ თავს დაეყრდნო ჯობია. რაც მთავარია ახლა თავს სრულფასოვნად ვგრძნობ, ვიცი ახალ ცხოვრებას ვიწყებ, რომელიც უამრავი მოულოდნელი ამბებით იქნება სავსე. საინტერესოა, ეს ამბები კარგი იქნება თუ ცუდი.... ----------------------------- გამარჯობათ მეგობრებო, გამოცდებამდე მუზამ შემომიტია და დავბრუნდი, პირველი ისტორიაა რომელსაც ბიჭის მხრიდან ვწერ და ძალიანაც ნუ გამკიცხავთ, ნელნელა გამოსწორდება. რაც შეეხება ისტორიას, როგორც მჩვევია ისეთი იქნება, თბილი, ტკბილი, საყვარელი <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.