შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წარსულის კვალდაკვალ თავი 31


22-01-2019, 19:47
ავტორი katiusha
ნანახია 2 967

ახლანდელი დრო...

საღამო მოვიდა.ციოდა,რაღაცნაირი ამინდი იყო,ისეთი ძლიერი ქარი ქროდა,ალბათ რომ შეძლებოდა ხეებს მოგლეჯდა.
პირველი მაისურაძე მოვიდა,ყველას მიესალმა და თანამშრომლებს ანიშნა, თავისი ადგილები დაეკავებინათ.
-ყველაფერი კარგად იქნება,არ ინერვიულოთ ბატონო რეზო.არ აღელდეთ,თუ რამე მოხდა მანიშნეთ,მე კამერებში გიყურებთ, ყველაფერს დავინახავ.
-მადლობა რომ გვეხმარები.იმედია ამჯერად მაინც გამოვა და დავიჭერთ…
-აუცილებლად,-უპასუხა თემურმა და დაცვის ოთახისკენ დაიძრა
ბექაურმა პიჯაკი შეისწორა და ცოლს ამოუდგა გვერდით,რომელიც სტუმრების მისაღებად ემზადებოდა.
პირველები ბურდულები გამოჩნდნენ. წინ დათა მოდიოდა. გამხდარიყო და ციხეს მისთვის დაემჩნია კვალი, თითქოს ჭაღარაც შეჰმატებოდა, მაგრამ მაინც ყოჩაღად ეჭირა თავი.
-ჩემო მეგობარო,როგორც იქნა ვეღირსეთ ამ დღეს,-ხელები გაშალა და მოეხვია დათა.
-ყველაზე მეტად ის მიხარია,შენ რომ აქ ხარ,ჩემს გვერდით და მხარს მიმაგრებ.-უპასუხა რეზომ.-გამარჯობა თამო,როგორ ხარ?-მიუბრუნდა მერე ქალს.
-კარგად რეზო,შენ როგორ ხარ?
-მეც არა მიშავს,მოვდივართ ნელ-ნელა აზრზე.
-მიხარია რომ კარგად ხართ.
-მეც მიხარია რომ მალე ჩვენს სამეგობროში კიდევ ერთი ბავშვი გაჩნდება,აბა როგორ გრძნობს თავს მომავალი დედიკო?-გაუღიმა სოფომ ლიკას.
-გავუძლებ.მართალია საშინელი ტოქსიკოზი მაქვს,მაგრამ არა უშავს. ამაზე კარგი შეგრძნება არაფერი ყოფილა.
-ეს ბავშვი უკვე მამამისს ჰგავს. მეც ასე ვიყავი,მთელი ცხრა თვე დამტანჯეს.-ჩაერთო თამუნა.
-ახლაც მახსოვს როგორ ცუდად იყო, სულ იწვა.ისიც გაწამდა და მეც.
-და ამას მეც ვემატებოდი.-სევდიანად გაიღიმა სოფომ,რადგან მის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი პერიოდი გაახსენდა.
-მართალია მე თქვენს გვერდით არ ვიყავი მაშინ,მაგრამ ყველაფერმა ცუდმა ჩაიარა და ესეც ისევე ჩაივლის,როგორც ყველა სხვა დანარჩენი.-თქვა რეზომ.-ისე დათა ამ ამბავს ერთი კარგი დადებითი მხარე აქვს.
-ვერ მიგიხვდი.
-ის რომ ჩვენი შვილები სხვა მხრიდან დავინახეთ,მათი ნამდვილი სახე და შესაძლებლობები გამომჟღავნდა.აი შეხედე ნიკუშას,უკვე ცოლიანი კაცია, მალე მამა გახდება,კომპანიაში კი ღირსეულად შეგცვალა..
-ახლა გავწითლდები,-გაეღიმა ბიჭს.-სანამ კიდევ რამეს იტყვით, წავალთ ჩვენ,დანარჩენებს ვნახავთ.
-წადი შვილო წადი,-ამაყად გააყოლა თვალი დათამ შვილს და რძალს.
-ჩვენც შევიდეთ.აქ ხომ არ ვიდგებით,- თამუნამ ხელი მოჰკიდა ქმარს და გიგაურების წყვილისკენ დაიძრნენ შიგნით რომ ელოდნენ..
დიდი დრო არ იყო გასული,რომ არაბულები გამოჩნდნენ.ზეზვა ისევ ჯოხის დახმარებით მოდიოდა,კესო როგორც ყოველთვის გვერდით ედგა ქმარს .
-გარეთ ისეთი ამბავი ხდება,ძლივს შემოვედით.ჟურნალისტების მთელი არმიაა.
-ალბათ ყველას აინტერესებს იმ ამბის მერე ფეხზე როგორ დავდექით და როგორ ვზეიმობთ,-უპასუხა კესოს სოფომ.
-არადა რომ იცოდნენ სინამდვილეში რა ხდება.-ჩაეღიმა ბექაურს…
-მაგასაც გაიგებენ,უბრალოდ ჯერ ეს საღამო უნდა დავასრულოთ ისე, როგორც საჭიროა.-უპასუხა ზეზვამ.
-ბერდია არ მოვიდა?-ჰკითხა სოფომ
-მოვა,მეტრეველმა დაურეკა და სადღაც წავიდნენ.დაიბარა არ დავაგვიანებთო.
-ახლა ამათი გაერთიანება მიმაჩნია საეჭვოდ,იმედია გეგმას არ გადაუხვევენ.
-რას გაიგებ რეზო,განა გეტყვის რამეს? არაა.ჩაიგუბებს პირში წყალს და მორჩა,ვერაფერს ათქმევინებ…
-რა გიკვირს?შენი შვილი არა?-ნიშნის მოგებით უთხრა კესომ
-შენსავით ჯიუტი სამაგიეროდ.-უპასუხა ქმარმა.
-შედით შიგნით თუ კაცი ხარ.ახლა თქვენი გაშველების დრო არ მაქვს,-გაეცინა რეზოს და წყვილს გზა დაუთმო...
-ჩვენც შევიდეთ თუ დაველოდოთ სასიძოს?
-მასაც დაველოდოთ და შევიდეთ.
მალე ირაკლი გამოჩნდა ოჯახთან და გვანცასთან ერთად.გოგო აშკარად მოწყენილი იყო,სახეზე ეტყობოდა სულაც არ იყო გართობის ხასიათზე.მან ჯერ კიდევ არ იცოდა დემეტრეს ამბავი და ისე განიცდილა თითქოს მართლა მისი ქვრივი ყოფილიყო.მისალმებებისა და მოკითხვების შემდეგ შიგნით შევიდნენ ისინიც. კიდევ რამდენიმე ახლობელი და კომპანიის მნიშვნელოვანი თანამშრომლები იყვნენ მოპატიჟებულები.ნელ-ნელა გაივსო ბექაურების სახლი.ბოლოს როგორც იქნა სიძე ბატონიც გამოჩნდა ნინიასთან და ლევანთან ერთად.ცალკე მანქანით კი მისი მშობლები მოვიდნენ…
-ჩემი ლამაზი გოგო.როგორ გიხდება.-მოეხვია სოფო ნათლულს.
-კარგი რაა,გავსუქდი ნათლია.-დაიწუწუნა გოგომ.
-დაიწყოო,-უკმაყოფილოდ გადახედა ქისტაურმა.
-რა გჭირთ ხალხო?დღეს ყველა კამათის და ჩხუბის ხასიათზე ხართ?-
-კიდევ ვინ იკამათა რეზო ბიძია?-გაუკვირდა გოგოს.
-შენი მშობლების გარდა ამას ვინ იზავდა?-გაეცინა კაცს.
-ვერავინ,-გადაიკისკისა ნინიამ.
ამასობაში დუდა მიუახლივდა მშიბლებთან ერთად და ერთმანეთი გააცნო მომავალ მძახლებს
მისალმებებისა და მოკითხვების შემდეგ კი ყველანი შიგნით შევიდნენ…
წვეულება ჩვეულ რიტმში დაიწყო და გაგრძელდა.როგორც წესად აქვს მაღალ საზოგადოებას ადამიანების გასაჭირი მხოლოდ დროებით მიაქვთ გულთან.იქამდე სანამ რაიმე უფრო ახალი და მნიშვნელოვანი არ გამოჩნდება. სანამ ახალი საჭორაო არ გაჩნდება.ეს ახალი კი იყო ის რომ,ოჯახმა,რომელმაც ერთი თვის უკან შვილი დამარხა,ახლა წვეულებას მართავდა და პატარა ქორწილს იხდიდნენ...
თითქოს ყველა იღიმოდა და ყველა კმაყოფილი იყო,მაგრამ მაინც იგრძნობოდა როგორ ჩურჩულებდნენ სტუმართა ნაწილი..
გოგოები ზემოთ იყვნენ და ანერვიულებულ თამარს აწყნარებდნენ. მალე ნინია და გვანცაც შეუერთდათ და ძველებურად შეიკრა სამეგობრო.მხოლოდ სოფო აკლდათ…
-აუ ნინიაა,როგორ გიხდება ორსულობა.აი ხომ ლამაზი იყავი,მაგრამ ახლა კიდევ უფრო ლამაზი ხარ,-მოეხვია ანა.
-შენც მოგიხდა იქაური ჰაერი ხომ იცი?ჰაა,ხომ არავინ გამოჩენილა პირადში?-ინტერესით ჰკითხა გოგომ.
-კარგი რაა,იქ მაგისთვის კი არ წავედი?იქ სასწავლებლად წავედი.
-ხოდა მაგას რა ჯობია.ვიღაცა გადამთიელს კი არ უნდა გადაეკიდო?აქ საქართველოში უნდა მოძებნო შენი მეორე ნახევარი..
-მაგის დროც მოვა.
-ისე იქნებ უკვე იცნობ და არ იცი?
-ნიიი რა უცნაურად მელაპარაკები?- გაკვირვებულმა შეხედა ანამ.
-დაანებე ჩემს მულს თავი,-ჩაერთო ლიკა.-მომიყევი როგორ მიდის ორსულობა?როდის ელოდები?
-კარგად,შენ როგორ გრძნობ თავს?ნათლიამ მითხრა მაისშიო.ერთი სული მაქვს დაიბადოს და ხელში ავიყვანო
-მე სულ ცუდად ვარ, ტოქსიკოზი მაქვს,ხშირად ვწევარ,ახლაც არ მინდოდა წამოსვლა,მაგრამ ისეთი მიზეზი გვაქვს…
-ხოო.ჩემს გოგოს ვათხოვებთ.-გაუღიმა არაბულმა თამარს,რომელიც სარკის წინ ტრიალებდა ისევ და კაბას ისწორებდა.
-თქვენ აქ საჭორაოდ მოხვედით თუ ჩემს დასამშვიდებლად და დასაწყნარებლად?-გაბრაზებულმა გადმოხედა ყველას.
-მაგას ჩემო საყვარელო,დუდა თუ მოახერხებს ამაღამ,თორემ აბა ჩვენ რას ვიზავთ?-ეშმაკურად ააციმციმა თვალები ნინიამ.
-შენ მოგკლავ მაგის გამო..უარესს მმართებ..
-ჩადი ქვემოთ და იქ დაგხვდება წამალი,-დაუმატა ლიკამ.
-ეს გათხოვილი ხალხი,ვერაფერს ეტყვი რაა,-აუქნია ხელი ბექაურმა და გვანცას მიაუბრუნდა.
-შენ რა გჭირს?ხმას არ იღებ?
-უხერხულად ვარ.ორი ისეთი ადამიანი გვაკლია,აუცილებლად რომ უნდა იყვნენ აქ.არც სოფოა და არც დემეტრე.მათ გარეშე კი აბა ვინ ვართ ჩვენ?-ცრემლი ჩაუდგა თვალებში გვანცას.
-მოიცა ამისთვის არ გითქვამ ჯერ კიდევ?-გადახედა წარბის აწევით თამარმა.
-რა უნდა ეთქვათ?-დაიბნა გოგო.
-ახლა ცუდად არ გახდე კარგი. დამპირდი რომ თავს გააკონტროლებ და ხელში აიყვან.
-ნუ მაშინებ თამარ.
-გვანცა დემეტრე ცოცხალია,ეს ქორწილი კი იმიტომ დავგეგმეთ, რომ დამნაშავეები დაიჭირონ
-არაა.მატყუებ ხოო?-იყვირა გოგომ და გულწასული დაეცა იატაკზე.გოგოები დაიბნენ და ძლივს მოიფიქრეს,რომ გვანცა საწოლზე დაეწვინათ.მერე სოფოს დაუძახეს და გოგო გონს მოაყვანინეს.ცოტა დაამშვიდა ქალმა და მერე თავის ოთახში გაიყვანა, დაველაპარაკები და თქვენ მოემზადეთ სიძე გელოდებათო…
გარეთ მანქანა გაჩერდა.ბექაურმა გადახედა ორივეს და მერე ბაბუას გახედა.
-ბაბუ როგორ გრძნობ თავს?
-კარგად ბაბუ.შენ რომ ცოცხალს გხედავ რა მომკლავს?ან ცუდად როგორ უნდა ვიყო?-გაუღიმა კაცმა.
-შენ კიდევ დიდხანს უნდა იცოცხლო ბაბუ.არ დაგავიწყდეს პირობა რომ ჩემს ქორწილს უნდა მოესწრო.
-აუცილებლად.მაგრამ გაგასწრო ისე შენმა დამ.ამას ვინ წარმოიდგენდა
-არაუშავს,სამაგიეროდ ვიცი რომ გვერდით საიმედო ადამიანი ეყოლება.
-წავიდეთ.მგონი დროა.-ჩაერთო ბერდია.
-არ დაგავიწყდეს რაც მოვილაპარაკეთ. ყურადღებით იყავით.როცა დრო მოვა ჩვენც შემოვალთ.-კიდევ ერთხელ გააფრთხილა მეტრეველმა.
დემეტრემ მანქანიდან გადაიყვანა ბაბუ და დაემშვიდობა,ბერდიამ კი სახლისკენ წაიყვანა.უკან დაბრუნდა ბექაური და საჭეს მიუჯდა ისევ.
-იმედია დღეს საბოლოოდ დავასრულებთ ყველაფერს. -ჩაილაპარაკა ბიჭმა.
-აუცილებლად.მე ამის მჯერა.-დაეთანხმა თორნიკე.
-წარმოგიდგენია მაინც რა ამბავი მოყვება ჩემს გამოჩენას?
-დიდი არეულობა,-გაეცინა ბიჭს. -მაგრამ ყველაზე მეტად გვანცაზე მედარდება.მან ჯერ კიდევ არ იცის და წარმოდგენაც არ მინდა როგორი რეაქცია ექნება ცოცხალს რომ დამინახავს.
-შემოვირიგებთ მაგასაც,ისევე როგორც სხვა დანარჩენს,უცებ თორნიკე დაიძაბა და ქუჩაში მიმავალ ადამიანს გააყოლა თვალი.
-რა დაგემართა?
-მამაჩემია..აქ რა უნდა?რა ჯანდაბას აკეთებს.-აიფოფრა ბიჭი.
-დამშვიდდი რა გჭირს?ასე თუ აყევი ნერვებს,არ გამოგადგება.
-ეს ლოდინი მკლავს და მანადგურებს..
-მარტო შენ კი არა მეც,მაგრამ რას ვიზავთ.ჩვენ ჯერ აქ უნდა ვიყოთ.ასე ბრძანა ბატონმა თემურმა..
-იცი ყველაზე მეტად რაზე ვფიქრობ?
-რაზე?-ინტერესით შეხედა ბექაურმა.
-რაზე და სოფოზე.ახლა ყველაფერი ნათელ ფერებში გვეჩვენება.გვგონია რომ ყველა ჩვენს წინააღმდეგაა და რაც უფრო მეტად გვიშლიან,მით უფრო მეტად გვინდა ერთად ყოფნა.მაგრამ რა იქნება მერე?
-როდის მერე?
-აი მაშინ თუ ერთად ვიყავით..ეს ამბავი არ დაიმალება.შესაძლოა ისევ გამოქექონ ჟურნალისტებმა ჩვენი ოჯახების წარსული და თუ გაუძლებს იმ ზეწოლას და ჭორებს,რაც მომავალში გველოდება?
-მთავარი იცი რა არის?მთავარი ისაა რომ ერთად იყოთ.რაც შეეხება სოფოს,ის ისეთი ძლიერია,რომ მჯერა ყველაფერს გაუძლებს და გადაიტანთ.
-მაინც უხერხულად ვგრძნობ თავს.
-ნუ ხარ ასე,შენ არაფერ შუაში ხარ.-მხარზე მეგობრულად დაარტყა ხელი ბექაურმა.-იცი ყველაზე მეტად რა მეუცნაურება ამ ამბავში?ის რომ ახლა აქ ვართ ერთად და კარგი მეგობრებივით ვართ.
-მეგობრებივით?მე მეგონა მეგობრები ვიყავით,-გაეღიმა მეტრეველს.
-ნუ ხო კარგი ვართ,ბოლოს დაბოლოს მომავალი სიძე ხარ.
საუბარი ტელეფონის ზარმა შეაწყვეტინათ. დუდა იყო.
-წავედი,აბა,სიძე მელოდება.მეჯვარე ხომ უნდა.-გაეღიმა თორნიკეს,ბიჭს დაემშვიდობა და მანქანიდან გადავიდა.თვალი გააყოლა დემეტრემ და თავისთვის ჩაილაპარაკა.
-შენთვისაც მაქვს სიუპრიზი მეტრეველო…...
ახალგაზრდები ერთად შეკრებილიყვნენ და საუბრობდნენ. უფროსი თაობის წარმომადგენლები კი ერთად.ბექაურების წყვილი სტუმრებს შორის დადიოდა და ყველას ესალმებოდა.პატარძალი ჩამოსვლას აგვიანებდა.
ყველასთვის სიუპრიზი აღმოჩნდა, როცა მოულოდნელად უფროსი დემეტრე ბექაური გამოჩნდა ბერდია არაბულთან ერთად.
-მამა,-სახე გაუნათდა რეზოს და მისკენ დაიძრა.მოეხვია კაცს და ჩაეხუტა.-ნამდვილად დიდი სიუპრიზია შენი აქ ყოფნა.არ მეგონა თუ მოხვიდოდი.მეგონა ისევ ცუდად იყავი.
-შენ მე როგორ მიყურებ ბიჭო ჰაა?არ დაგავიწყდეს მე რომ ბებერი ლომი ვარ და ასე ადვილად ვერც დაავადება მომერევა და ვერც რომელიმე სულიერი.-გაეცინა კაცს.მერე სტუმრებისკენ დაიძრა და ყველას მიესალმა.გულში ჩაიკრა რძალი და როგორც ყოველთვის მოეფერა.
-აბა სადაა ჩემი გოგო.ან სასიძო მაინც გამაცანით.
-აქ ვარ ბატონო დემეტრე.დუდა შენგელია,-წარუდგინა თავი ბიჭმა და ხელი გაუწოდა.
-ოჰ,როგორი სიმპატიური და ვაჟკაცი ბიჭი აურჩევია ჩემს თამარს.მუშტი ხომ მაგარი გაქვს ბიჭო?-გადაუჩურჩულა მერე ხუმრობით.
-ეგ ბერდიას ჰკითხე,-უპასუხა მან.
-ხო,მაგას ვერ დაუწუნებ ბაბუ,კარგი ჩხუბი იცის.-დაეთანხმა არაბული.
-ხოდა ძალიან კარგი.და პატარძალი სადაა?
-აგვიანებს და მეც სულ უფრო მეტად მანერვიულებს..
-წავალ დავუძახებ,-ჩაერია სოფო და რეზოს მიუბრუნდა.-წამოდი.არ დაგავიწყდეს შენ უნდა ჩამოიყვანო.
დამუნჯდა რეზო,როცა შვილი საქორწინო კაბაში გამოწყობილი დაინახა.პირველად ეს მაშინ დაემართა,როცა შვილი დაიჭირა ხელში.მეორედ როცა სოფო დაინახა საქორწინო კაბაში.მესამედ როცა თამარი დაიბადა ოცდასამი წლის უკან,ახლა კი წლების მერე მას ხედავდა თეთრ კაბაში გამოწყობილს. ცრემლი მოადგა.მისი პატარა გოგო უკვე გაზრდილიყო და ახლა საკუთარ ოჯახა ქმნიდა.ბუდიდან უფრინდებოდა შვილი.ყოველთვის ეგონა რომ ამას მარტივად შეხვდებოდა,მაგრამ ფაქტის წინაშე რომ აღმოჩნდა,მიხვდა რომ საკმაოდ რთული იყო იმასთან შეგუება,რომ თამარი ამ სახლში აღარ იცხოვრებდა.
-რეზო,-ხელით შეეხო სოფო მკლავზე და გამოაფხიზლა
-მგონი მამაშენი დამუნჯდა,-გაიცინა ნინიამ.
-მოდი ჩემთან ჩემო გოგო.-ბექაურს ომახიან ხმაში კანკალი შეჰპარვოდა. თამარი მის წინ დადგა.
-ყველანი ჩადით ქვემოთ,ჩვენც მალე ჩამოვალთ,-ბრძანებასავით ჟღერდა მისი სიტყვები.ოთახი რომ დაიცალა მამა-შვილი ერთმანეთის პირისპირ დარჩნენ.
-რთული ყოფილა შვილო ქალიშვილის გათხოვება და ამ სახლიდან გაშვება. შენ პირველი გოგო ხარ ბექაურების ოჯახში.იცი რომ უკვე წლებია ჩვენს გვარში გოგო არ დაბადებულა. პირველი შენ ხარ,პირველი მერცხალი შენ ხარ.შენ გახვალ ამ სახლიდან,როგორც ამ იმპერიის პირველი ქალიშვილი.არ მემეტები აქედან გასაშვებად,მაგრამ რას ვიზავთ,ეს ცხოვრების კანონია.გოგო უნდა გათხოვდეს,ბიჭმა ცოლი უნდა მოიყვანოს რომ გვარი და ერი გამრავლდეს.ახლა პატარა ბავშვივით ვარ,შეიძლება სისულელეებიც ვთქვა,მაგრამ ვიცი სათქმელს მაინც გაიგებ.ვიცი როგორი ქალიშვილი გავზარდე,როგორი მამაცი და ჭკვიანი გოგო.
-მამა,მაპატიე თუ ისეთი შვილი არ ვიყავი, როგორიც გინდოდა რომ ვყოფილიყავი,-გააწყვეტინა გოგომ
-არა შვილო.ამას ნუ ამბობ,პირიქით ისეთი შვილი იყავი,როგორიც უნდა ყოფილიყავი.იმაზე უკეთესიც კი ვიდრე წარმომედგინა.ახლა შენ აქედან მიდიხარ,და ვიცი რომ არც იქ შემარცხვენ,ვიცი შენს ახალ სახლშიც იამაყებენ შენით.ერთ რამეს გთხოვ მხოლოდ და მიიღე ეს დალოცვა შენი ოჯახისგან.იყავი ისეთი როგორიც ახლა ხარ.არასდროს ჩაიდინო ისეთი საქციელი,რაც შენს ოჯახს და შენს გვარს შეარცხვენს,არავის დააწყევლინო და ან შეარაცხინო შენი ოჯახი არც ეს და ახალი.კბილებით დაიცავი შენი ბედნიერება და შენი სიყვარული.რადგან ცხოვრების გზაზე ბევრ ისეთ რამეს ან ადამიანს გადაეყრები,რომლებიც ამას მოინდომებენ.არასოდეს დაგცდეს შენს ქმარზე ცუდი ჩვენთან,რადგან თქვენ შერიდგებით,ჩვენს თვალში კი ის ავტორიტეტს დაკარგავს.მიიღე მისი ყველა ახლობელი შენს ახლობელად და იყავი ბედნიერი. -რეზომ შვილს შუბლზე აკოცა,გულში ჩაიხუტა და თვალს მომდგარი ცრემლი უკუაგდო.
-ჩემო საყვარელო მამა.ყველაფერს ისე გავაკეთებ,როგორც შენ დამარიგე. ძალიან მიყვარხარ და ვამაყობ იმით რომ მამაჩემი ხარ,..თავის ლამაზი თვალები შეანათა გოგომ და მამას მოეხვია…..
კიბეზე ჩამომავალი თამარი რომ დაინახა დუდამ,დაიბნა და თავი ძლივს აიყვანა ხელში რომ არ წაქცეულიყო. სტუმრებში ტაში ატყდა და ოვაციების შეძახილიც იყო.რომელიც თამარის სილამაზით იყო გამოწვეული.
-რა იყო ბიჭო,ასე გაბნევს ბექაური,-ხელი მისცხო გვერდში თორნიკემ და უჩურჩულა ბიჭს.
-მაბნევს კიდეც და გონებასაც მაკარგვინებს.-უპასუხა მანაც და თამარს გაუღიმა,რომელიც უკვე მისკენ მოჰყავდა მამამისს. სპეციალურად მოწყობილი მაგიდის წინ იდგნენ სიძე და მეჯვარეები. რამდენიმე წამი დასჭირდა პატარძალს იქამდე მისასვლელად. მიუხედავად იმისა რომ ნინია ორსულად იყო,საქორწინო ფოტოებს მაინც ის იღებდა.აბა დაანებებდა ვინმეს ამას?რა თქმა უნდა არა..
-ულამაზესი ხარ.სიტყვები არ მყოფნის.-ძლივს გასაგონად თქვა დუდამ.
-ეს ხომ ჩემი ქალიშვილია,-გაეღიმა რეზოს.-აბა შენ იცი.ჩემს განძს შენ გაბარებ.გაუფრთხილდი.
-საკუთარ თავზე მეტად გავუფრთხილდები,-უპასუხა დუდამ და თამარს ხელი ჩაჰკიდა.
-რადგან სიძე-პატარძალი ადგილზეა,დავიწყოთ ცერემონია,- გამოაცხადა მერიის წარმოამადგენელმა…
რანდენიმე წუთში ყველაფერი მორჩა. მთელი ამ დროის განმავლობაში იმდენად დაბნეული იყო დუდა, რომ ხმას ძლივს იღებდა.
მერე იყო პირველი ცეკვა,პირველი ვალსი უკვე ოფიციალურ ამპლუაში.
-ხედავდე საყვარელ ქალს თეთრ კაბაში გამოწყობილს,ეს ნიშნავს იმას რომ შენი სიყვარულის უმაღლეს მწვერვალს მიაღწიე,-უჩურჩულა დუდამ.
-გხედავდე ასეთს და ხელზე მეკეთოს ეს ბეჭედი,ნიშნავს იმას რომ ამ ცხოვრებაში ყველაზე მთავარს მივაღწიე და ყველაზე მნიშვნელოვანი ოცნება ავისრულე.-უპასუხა თამარმა და ახლა უკვე ქმარს მკერდზე მიეხუტა.
ცეკვა რომ დაასრულეს სიტყვა ითხოვა რეზომ და სტუმრებს მიმართა.
-მოგესალმებით ყველას და დიდ მადლობას გიხდით მობრძანებისთვის და ჩვენი ოჯახის დაფასებისთვის. ჩვენს ოჯახში დღეს ყველაზე ბედნიერი დღეა.დღეს ჩვენი გვარის ისტორიაში პირველი ქალიშვილი თხოვდება და ალბათ მიხვდება თითოეული თქვენგანი როგორი სიხარულია ახლა ჩვენს ოჯახში. უზომოდ ბედნიერები და გახარებულები ვართ,მინდა ამ ჭიქით ჩემი ქალიშვილი და სიძე დავლოცო.ვუსურვო მათ ჯანმრთელობა, ბედნიერება და სიხარული.და ამავე დროს მინდა ამ ჭიქით დავლოცო ჩვენი თამადა დათა ბურდული,რომელიც დღევანდელ სუფრას წარუძღვება და უთამადებს. აბა დათა ბატონო შენ რომ იცი ისე მიხედე საქმეს.-რეზომ ბავშვობის მეგობარს ჭიქა მიუჯახუნა და სასმელი ნახევრად გამოცალა.
-დიდი მადლობა ჩემო მეგობარო,რომ ასეთი მნიშვნელივანი მისია დამაკისრე. ეს დიდი პატივია ჩემთვის. აბა მეგობრებო შევავსოთ სასმისები და ვადიდოთ უფალი,დავიწყოთ ეს დღე ისე როგორც ქართულ ლხინსა და ქეიფს შეეფერება.ისე როგორც ეს წინაპრებმა გვასწავლეს.
-ვიცი ასე არ გინდოდა,ასეთი ტიპიური ქართული ქორწილი,მაგრამ რა ვქნათ,სხვა გზა არაა,-ღიმილით გადაუჩურჩულა დუდამ თამარს,როცა მათთვის განკუთვნილ ადგილზე დასხდნენ.
-იცი რაა საყვარელო?ახლა დავაფასე და ახლა მივხვდი რამდენად მნიშვნელოვანი ყოფილა ეს ყველაფერი. ეს ის ტენდენციაა,რასაც გვერდს ვერ ავუვლით.ეს სულში გვაქვს, გენში გვაქვს ქართველებს და ამის შეცვლა ჩვენ არ შეგვიძლია. ასე რომ მოდი ისე მივიღოთ ეს ყველაფერი როგორც არის და კარგად გავერთოთ.-უპასუხა თამარმა….
უზარმაზარ მისაღებში სპეციალურად მოწყობილ პატარა სცენაზე მოცეკვავე წყვილები გამოჩნდნენ.სიძე პატარძალს მეჯვარეები თორნიკე და ანა შეუერთდნენ. ნინია და ლევანი.გვანცა და ბერდია. ნიკუშა და ლიკა. რეზო და სოფო. თვით ზეზვა და კესო და ბოლოს თამადამაც ინება საცეკვაოდ გაეწვია ცოლი.
-ასე მგონია წარსულში დავბრუნდით.
-არ მჭირდება წარსულში დაბრუნება,შენს გვერდით ჩემი ცხოვრების ნებისმიერ დროს ვარ ბედნიერი,-უპასუხა დათამ თამუნას..
ნინიამ ვერ მოისვენა და ჩუმად მიიწია თორნიკესთან.
-ისე მოახერხე,რომ ბერდიამ ანასთან იცეკვოს,-უჩურჩულა.
მაშინვე მიუხვდა ამას მეტრეველი და ბერდიას გახედა.ბიჭი თვალს არ აშორებდა ანას.გოგოს ხელი ჩაჰკიდა და მისკენ მიიწია.
-გავცვალოთ მეწყვილეები არაბულო?
-სიამოვნებით,-სახე გახსნა მანაც და ანას გახედა,მერე წელზე მოხვია ხელი და სხეულზე აიკრა.ვერ მოთოკა თავი, იმდენად მონატრებოდა გოგო და იმდენად უნდოდა მისთვის ყველაფერი ეთქვა,მაგრამ ვერაფერი უთხრა,მხოლოდ გაუღიმა და ცეკვა განაგრძო…
მუსიკა რომ დასრულდა,დათამ სადღეგრძელო მიაყოლა, სიძე-პატარძალი განსხვავებული სასმისით,განსაკუთრებული სიტყვებით დალოცა.მერე მათი მეჯვარეები,მშობლები,დედ-მამიშვილები.დემეტრე რომ ახსენეს სიჩუმე ჩამოვარდა.სტუმრებში ისევ ჩურჩული ატყდა.მერე კი რეზომ დათას ახალ სადღეგრძელოზე გადასვლა სთხოვა. ბერდიამ დრო იხელთა და მეტრეველს გადაულაპარაკა.
-მადლობა ყველაფრისთვის.
-რისთვის?-გაუკვირდა ბიჭს.
-ანასთან ცეკვის საშუალება რომ მომეცი.
-შენ მითხარი და თუ გინდა მოგატაცებინებ კიდეც,-თვალი ჩაუკრა ბიჭმა.
-ახლა ჭორაობის დრო არაა .ყურადღებით იყავით,ხალხმა წასვლა დაიწყო და ნებისმიერ დროს შეიძლება გამოჩნდნენ.-წამოადგათ თავზე ლევანი
-ყურადღებით ვართ.ისე უფროსებისთვის რომ გვეთქვა ჩვენი გეგმის შესახებ ცუდი არ იქნებოდა.
-დუდა გაჩუმდი და მოემზადე.შენ აქედან მიდიხარ.უკვე დროა საქორწინო მოგზაურობაში გაემგზავროთ.-უთხრა თორნიკემ.
-უჩემოდ აპირებთ ყველაფერს?
-ასე გამოდის.ქორწილს ნუ ჩაშლით და თამარს უსიამოვნო მოგონებებს ნუ დაუტოვებ ამ განსაკუთრებული დღიდან.-სთხოვა ლევანმა
-წავალ მაშინ ვეტყვი თაიგული ისროლოს,მერე კი ჩუმად წავიყვან..
შენგელია ცოლისკენ დაიძრა, რომელიც გოგოებს ელაპარაკებოდა და მხიარულად იცინოდა.წელზე შემოხვია ცალი ხელი და გვერდით ამოუდგა.
-საყვარელო,მგონი დროა თაიგული ისროლო.ასე არაა გოგოებო?
-ასეა,ასე.უპასუხა ყველამ ერთხმად..
დუდამ სცენაზე აიყვანა გოგო და დათას სიტყვა სთხოვა.
-ოო,აბა მეგობრებო თვით სიძეს უნდა სიტყვის თქმა.
ყველა დუდას მიაჩერდა.
-ლაპარაკი დიდად არ გამომდის.უფრო სწორად ასეთ დროს საჭირო სიტყვების მოძებნა მიჭირს და სულ ვიბნევი.მაგრამ კარგად ვიცი ერთი რამ, ეს ადამიანი ახლა რომ გვერდით მიდგას,ჩემს ცხოვრებაში მოულოდნელად შემოვიდა,მაგრამ სამუდამოდ დაიკავა ჩემს გულში ადგილი.ახლა ხმამაღლა მინდა ვუთხრა მას თამარ ბექაურო ძალიან, ძალიან მიყვარხარ,ისე რომ შენს გარეშე სუნთქვაც კი მიჭირს. მინდა ეს სიყვარული სხვებსაც გავუზიაროთ, ისროლე თაიგული და გავიგოთ ვინ იქნება შემდეგი..
-მეც ძალიან მიყვარხარ დუდა.-უპასუხა გოგომ და მეგობრებს გადახედა.-აბა მოემზადეთ…
თაიგული ანამ დაიჭირა.გაოცებული იყურებოდა გოგო.ნიკუშამ წარბები აქაჩა და ისე გადახედა დას.მხრები აიჩეჩა და თავისი ადგილისკენ წავიდა. მეტრეველმა კი ბერდიას ჩაუკრა თვალი და გაუღიმა.მიხვდა ისიც რომ მოწყობილი იყო და ყველა ხელს უწყობდა იმისკენ რომ ანას სიყვარულში გამოსტყდომოდა….
-ცოტა ხანს გავიდეთ,-უჩურჩულა დუდამ თამარს და ეზოში თითქმის ძალით გაიყვანა.
-რა ხდება დუდა?რატომ გამომიყვანე?
-მივდივართ.
-სად?
-საქორწინო მოგზაურობაში.
-ეს არ დაგვიგეგმავს.
-მე გადავწყვიტე ასე.პარიზი გველოდება საყვარელო,-ჯიბიდან ამოიღო ორი ბილეთი და ხელში შეათამაშა.-გახსოვს რომ გითხარი ერთი კაფეა,სადაც უგემრიელეს კრუასანებს ამზადებენ,დრო მოვა და შეიძლება ერთადაც წავიდეთ იქ-თქო?ხოდა ახლა მოვიდა ეს დროც.ასე რომ მივდივართ და არ მაწყენინო.
-რას ალაპარაკებ გოგო ამდენს?ან რას ახვეწნინებ?წადი რააა,-გამოჩნდა გაბერილი ნინია,რომელიც საყვარლად მობაჯბაჯებდა,უკან კი ლევანი მოჰყვებოდა ჩემოდნით ხელში.
-ეს შენი ნივთებია,რომლებიც იქ გამოგადგება.ასე რომ წადი ახლა ჰეე,თორემ გაფრინდა თვითმფრინავი. -არაბული მეგობარს ჩაეხუტა, ცრემლიც კი წამოუვიდა.
-დაიწყო ისევ,-უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა ლევანმა,-ყველაფერზე ტირის..
-რა გატირებს სულელო?-გაეცინა თამარს.-დიდი ხნით ხომ არ მივდივარ.
-ეს ბედნიერების ცრემლებია, მეტირება და რა ვქნა..
-კარგი,გეყოფა,გაუშვი ნინია,-ხელი მოჰკიდა ლევანმა და უკან გამოიყვანა ცოლი.თამარმა გაუღიმა,მერე დუდას ჩაჰკიდა ხელი და მანქანაში ჩაჯდა…
დაახლოებით ერთ საათში სტუმრების ნაწილი უკვე წასული იყო.მუსიკოსებმაც ნელ-ნელა აშალეს საკრავები და დაემშვიდობნენ.მათ აცილებდნენ ბექაურები,როცა მაისურაძის შეტყობინება მოვიდა. რომ წაიკითხა,მაშინ იგრძნო კეფაზე იარაღის ლულა და ადგილზე გაშეშდა.
-არ მობრუნდე,წინ იარე,-უთხრა ვიღაცის ბოხმა ხმამ.
-ჩემს ცოლს არ შეეხოთ. -ბრძანებასავით ჟღერდა მისი სიტყვები და ადგილიდან არ დაძრულა.
-ენა გააჩუმე,ბრძანებებს მორჩი და იარე.-ხელით უბიძგა უხეშად თავდამსხმელმა,მეორემ კი სოფოს ჩაჰკიდა ხელი და სახლისკენ გაათრია. ამაზე გადაირია ბექაური და შეეწინააღმდეგა მას,მაგრამ არაფერი გამოუვიდა,აშკარად უფრო ძლიერი იყო ის,საბოლოოდ დანარჩენებთან აღმოჩნდნენ ისინიც.შეიარაღებულ და ნიღბიან ხალხს ალყაში მოექციათ ყველა-მისი მეგობრები,ოჯახის წევრები,მათი შვილები და სტუმრებიც კი.ყველაზე მეტად კი თვალში ის მოხვდა. მისი შვილის ადგილზე იჯდა,იქ სადაც ცოტა ხნის უკან თამარი და ბედნიერი სახით იღიმოდა.ახლა ისიც იცინოდა ოღონდ ეს საზიზღარი და ირონიული სიცილი იყო,დამცინავი, დამამცირებელი..
-ესეც ასე,მთავარი მოქმედი პირიც მოვიდა,-გამოაცხადა მიკროფონში და იარაღი წინ დაიდო მაგიდაზე..
-ხალხი გაუშვი და ჩვენ ვილაპარაკოთ.- მოლაპარაკება სცადა რეზომ.
-არა ბატონო რეზო არ გამოვა ეგ საქმე..ყველა აქ დარჩება.ყველა მოისმენს ახლა თქვენი ოჯახის და ოჯახების სამარცხვინო ისტორიას..
-არც ჩემს და არც ჩემი მეგობრების ოჯახებს არაფერი დაუშავებიათ ისეთი რომ თავის აწევის და ხალხისთვის თვალებში ჩახედვის შეგვრცხვეს.
-კარგი,გასაგებია,ესეგი უარზე ხარ თვითონ თქვა.მაშინ მე ვიტყვი…
-მოიცადე,-შვილს წინ გადაუდგა უფროსი ბექაური.-შენ საქმე ჩემთან გაქვს,ჩვენ მოვილაპარაკოთ, დანარჩენებს შეეშვი. ეს უცხო ხალხი მაინც გაუშვი,ისინი არაფერ შუაში არ არიან…
-არა,არა და არა,მე უკვე ვთქვი. ოთო ყველას ჩამოართვი ტელეფონი,რომ ვინმემ შემთხვევით პოლიციაში არ დარეკოს ან ის არ ჩაიწეროს რაც აქ ითქმევა დღეს..
ბიჭმა ბრძანება შეასრულა და ერთ ნიღბიანთან ერთად ჩამოუარა სტუმრებს,მობილურები პარკში ჩაყარა და მაგიდაზე დადო.
-თქვი დროზე შენი სათქმელი და მერე სწრაფად გაუჩინარდი აქედან,რადგან პირობას გაძლევ,რომ ნახევარ საათში ცოცხალი აღარ იქნები.-გამოსცრა დათამ კბილებში და ისეთი მზერით შეხედა,რომ შეძლებოდა ალბათ ასე მოკლავდა.
-ძალიან ფიცხები ხართ და ასე არ გამოვა.დაუბრუნდით თქვენს ადგილებს.
-შენს ბრძანებას არ შევასრულებ.
-მაშინ მოკვდები,-იარაღი შემართა კაცმა და რეზოს მიუშვირა.
-რეზო გთხოვ,დაჯექი შენს ადგილზე,-წინ გადაეფარა სოფო.
-ამ არაკაცს არ დავემორჩილები..
-ახლა ამის დრო არაა საყვარელო გთხოვ..საფრთხე მარტო ჩვენ კი არა ნახე რამდენ ადამიანს ემუქრება.,-უჩურჩულა ცოლმა.
-დაწყნარდი?-ჰკითხა მერე იმან.-ძალიან კარგი.ახლა მე ვილაპარაკებ და თქვენ მომისმენთ.მერე კი ნელ-ნელა გამოესალმებით სიცოცხლეს..
-ეგ არ მოხდება.იმიტომ რომ თუ შურისძირბა გინდა,პირველი ვისზეც შური უნდა იძიო მე ვარ და აქ ვარ.ასე რომ დაანებე ამ ხალხს თავი.
-ბატონო დემეტრე ვიცი რომ გმირობა გინდათ,მაგრამ არ გამოვა ეგ საქმე. მამაჩემის მოკვლისთვის თქვენც აგებთ პასუხს და თქვენი ოჯახებიც.
-ჩემი მშობლების მკვლელობისთვის ვინ აგებს პასუხს?ამისთვის პასუხი არავის მოუთხოვია შენთვის.
-დათავ ბატონო,ეტყობა მოგენატრათ ციხეში დაბრუნება ხომ?მითხარი და მაგაზე არ დაგზარდები,ახლავე დავრეკავ საჭირო ადგილას.
-ასეც ვიცოდი,რომ ეგ შენი მოწყობილი იყო.შენ გამოგზავნე ის ხალხი და შენ ჩააწყვე ხო ეს საქმე?
-გეთანხმები,მე მოვისყიდე საჭირო ხალხი,რომ თქვენი კომპანია გაენადგურებინათ,მაგრამ…
-მაგრამ მე ჭკვიანი აღმოვჩნდი და დაგასწარი.მოვლენებს გავუსწარი,ის გავაკეთე რაც შენს გეგმებს არევდა.
-გეთანხმები სხვა გზა არ დამიტოვე. მათაც მოუჭერი და გადაარჩინე კომპანია.
-ჩვენ რა შუაში ვიყავით?-ჩაერთო გიორგი გიგაური
-შენ ჩემი გეგმის ნაწილი არ ყოფილხარ.შენ სხვისი გეგმის ნაწილი იყავი…
-შენ თუ არა ვინ?ვის შეიძლება ასე ვძულდე?
-მაგას მოგვიანებით გაიგებ.მე მას უბრალოდ დავეხმარე...ისე საინტერესო ხალხი ხართ...ერთ დროს მტრები იყავით ზოგ-ზოგიერთები, ახლა კი ერთმანეთის გვერდი-გვერდ ზიხართ..
-მე მგულისხმობ ხო?-თქვა ლევანმა.- ახლა უკვე დაზუსტებით ვიცი რომ ჩემი მშობლების მკვლელობა შენ შეუკვეთე და ისე მოაწყვე საქმე რომ ბექაურებს და არაბულებს დაბრალებოდათ.მე ეს გამეგო და მათზე შური მეძია,შენ კი მშრალზე გამოხვიდოდი.
-ყოჩაღი და ჭკვიანი ბიჭი ყოფილხარ.ბრავო.ქედს ვიხრი შენი ნიჭის წინაშე.-გაეცინა თამაზს.
-რატომ?-გამოსცრა ბიჭმა და ადგილიდან წამოიწია,მაგრამ ნინიამ შეაჩერა და ადგილზე დააბრუნა.
-იმიტომ რომ ბაბუაშენმა ლევანმა მიღალატა.მამაჩემს უღალატა.ის საბუთები წაიღო,რაც დღესაც კი მნიშვნელოვანია ჩემთვის.რასაც ჩემი განადგურება და ქონების ჩამორთმევა შეუძლია. ძლივს მივაგენი მის კვალს. ბაბუაშენმა არაფერი თქვა და მისი მოკვლა მომიწია..
-ეგ საბუთები ლევანმა მემომცა.. ვხვდებოდი რომ რაღაცის ეშინოდა,იმ საღამოს როცა საბუთები მომცა მაშინ დაიღუპა,მაშინ დაიღუპა დათას მშობლებიც..
-და რა თქმა უნდა ხვდებით ხომ ეს რომ მე ჩავიდინე?თქვენმა მონა-მორჩილმა? -გაეცინა კაცს და ორონია იგრძნეს მის ხმაში.ის მათ დასცინოდა.-ალბათ ისიც იცით რომ ზეზვა არაბულის ავარია ჩემი მოწყობილი იყო.არ ვიცი ეს ვისი ბრალია განგების თუ შემთხვევითობის რომ მომავალი სიძის მანქანას შეეჯახა.
-მკვლელი ხარ და ამას ასე ხმამაღლა აღიარებ?-ჰკითხა რეზომ,-ამით ამაყობ?იმით ამაყობ რომ შენი დისშვილი მკვლელად და საზიზღარ არსებად ჩამოაყალიბე?იმით ამაყობ რომ ასეთი სულმდაბალი ხარ?
-ისიც ჩემნაირი იყო,მე უბრალოდ ხელი შევუწყვე ამაში.ის იმ საქმეებს მიგვარებდა,რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელივანი იყო და მე ვერ გამოვჩნდებოდი.
-რა საქმეებს?ახალგაზრდა გოგონებზე რომ ძალადობდა და სიკვდილის პირას მიჰყავდა?საკუთარ მარიონეტებად რომ აქცევდა და ნარკოტიკებს ასაღებინებდა?-იყვირა მეტრეველმა.
-ნუ მთავარი იყო რომ ჩემამდე ფული მოეტანა და რა გზით მოახერხებდა ამას ეგ არ მაინტერესებდა..
-ფუ როგორი ამაზრზენი ხარ,მკვლელი. -შეაფურთხა რეზომ და თვალები ჩაუსისხლიანდა.
-მე ვარ მკვლელი და მამაშენი არა ხო?-გაეცინა მას.
-როგორც გინდა ისე ჩათვალე.თუ ასე გინდა მერქვას მკვლელი.მაგრამ იცოდე მე მამაშენი განზრახ არ მომიკლავს,ჩხუბის დროს შემთხვევით გავარდა ტყვია…
-შედეგი მაინც იგივეა,ასე რომ აღარ აქვს მნიშვნელობა მაგას შემთხვევით იყო თუ განზრახ.ის ცოცხალი აღარაა. ისე იცი რა მაინტერესებს?თავს ერთგულ მეგობრებად მიიჩნევთ, გგონიათ რომ ერთმანეთს ყველაფერში გვერდით უდგახართ,სინამდვილეში კი ფარისევლები ხართ.ერთი თვეც არ გასულა რაც შვილი დაგეღუპა,ვითომ მგლოვიარეები ხართ არადა ტაშფანდურა გაგიმართავთ და ქალიშვილის გათხოვებას ზეიმობ.ესაა თქვენი თავდადება და სამართლიანობა?
რეზოს გაეცინა და ცოლს გადახედა. სოფოც იღიმოდა და დანარჩენებიც..
-თქვენც კი უგულოები ხართ..
-უგულო კი არა ბედნიერები ვართ.-უპასუხა სოფომ.
-მგონი ჭკუიდან გადახვედით ხომ?-დაიბნა ის.
-არავინ არ გადასულა ჭკუიდან. უბრალოდ ისინი ბედნიერები არიან.ბედნიერები არიან იმით რომ ორივე შვილი ჯანრთელი ჰყავთ,- უპასუხა ვიღაცამ და ყველამ შემოსასვლელო კარისკენ გაიხედა.იქ მომღიმარი დემეტრე ბექაური იდგა სოფო გიგაურთან ერთად.მეტრეველი თვალებგაფართოებული უყურებდა საყვარელ ქალს.ოთახის შუაგულისკრნ დაიძრნენ და ყველას წინ დადგნენ, თამაზს მიაჩერდნენ.
-არ ელოდი ხომ?მკვდრეთით ავღსდექით ორივე,რათა შენ გაგიშვათ იქ სადაც საჭიროა..-თქვა დემეტრემ
-აი ეს კი ნამდვილი სიუპრიზია,ეს არ მქონდა დაგეგმილი,მაგრამ არც თქვენ დაგტოვებთ ისე..
-ფრთხილად იყავი იცოდე,თუ ვინმე შეგაჩერებთ,ეს ჩვენ ვიქნებით.- უთხრა სოფომ.
-ასე როგორ დაემსგავსე მამიდას? მისი ასლი ხარ.მასავით გმირად გინდა იქცე..
-მე გმირობას არ ვაპირებ.მე ჩემს ოჯახს ვიცავ,ჩემს საყვარელ ადამიანებს.
-როგორ?ნუ მაცინებ?როგორ უნდა შეძლოს შენნაირმა სიფრიფანა ადამიანმა ეს?ტყვიას შეაჩერებ?
-თუ საჭირო გახდა კიი.
-ესეგი არ გეშინია?
-არა..
-ვნახოთ.-კაცმა პისტოლეტი შემართა და სოფოს მიუშვირა.-აირჩიე შენ თუ ვინმე სხვა?
-მე,-ამაყად განაცხადა გოგომ და მის წინ დადგა.ჯიუტად გაუსწორა თვალი და არც დაუხამხამებია.
-მეც მესროლე,-გვერდით ამოუდგა დემეტრე.
-მეც,-ძმაკაცის გვერდიტ დაიკავა ადგილი ბერდია არაბულმა.
-სადაც ისინი იქაც მეე,-სოფოს ხელი ჩაჰკიდა თორნიკემ და ღიმილით გადახედა გოგოს.
-ჩვენც აქ ვართ,-სოფომ ნინიას გადახედა ღიმილით,რომელიც მეუღლესთან ერთად თორნიკეს გვერდით დაინახა,ბერდია არაბულის გვერდით ბურდულების ოჯახი დაინახა..
-ბრავო,იამაყეთ,ხედავთ როგორი მამაცები გაგიზრდიათ?-ტაში შემოჰკრა შელიამ და იარაღი მაგიდაზე დადო...- აი სწორედ ეს ახალგაზრდები ჩემი ძმისშვილის მოკვლისთვის აგებენ პასუხს.
-არაკაცი და ნაძირალა იყო და ასე არაკაცურად იმიტომ მოკვდა,-იყვირა თორნიკემ.-მე მოვკალი ის ნაძირალა მე მოვკალი. კარგად იცით რაც დააშავა,იცით რამდენ ადამიანს გაუმწარა სიცოცხლე.რამდენი გააუბედურა და ამიტომ,თვალიც არ დამიხამხამებია და არც ხელი ამკანკალებია
-გაჩერდი,რას აკეთებ?საქვეყნოდ აღიარებ მკვლელობას?-პირზე ხელი ააფარა დემეტრემ.მაგრამ მან გააშვებინა.
-მანამდეც უნდა მომეკლა,როცა ჩემს საყვარელ ქალზე ხელი ასწია და სიკვდილის პირას მიიყვანა.მაგრამ თამარ ბექაურმა შემაჩერა.მან გადამარჩინა რომ გუგასნაირი მკვლელი არ გავმხდარიყავი.მაინც არ მოისვენა,მაინც განაგრძო და საბოლოოდ მაინც ჩემგან გამოეთხოვა სიცოცხლეს.
-გასაგებია ყველაფერი.მაშინ სხვა დანარჩენი გადავდოთ და რადგან შენ ჩაერთე შენით გავაგრძელოთ.მანამდე კი მინდა შენი საყვარელი ადამიანები გამოვაჩინო.ზაზა,გამოდი წინ,რატომ იმალები ხალხის უკან?
ერთ-ერთმა თავდამსხმელმა ხელი მოჰკიდა მეტრეველ უფროსს და შვილს ამოუყენა გვერდით.
-რატომ მოხვედი?-შეუღრინა თორნიკემ.
-არ ვიცი,მოწვევა მომივიდა ქორწილიდან,მეგონა დუდამ გამოგზავნა,მაგრამ აქ რომ მოვედი,მხოლოდ მაშინ მივხვდი სადაც ვიყავი.
-მოიცადეთ,მარტო ნუ საუბრობთ. კიდევ ერთი ვინმე დაგვრჩა მოსასვლელი.
სესილი რომ გამოჩნდა,მაშინ ორივე დაიბნა,ზაზა განსაკუთრებით და ცოლს ჰკითხა.
-შენ მასთან რა გინდა?საიდან იცნობ?
ირონიული ღიმილით გადახედა ქალმა.
-ჩემი ძველი ნაცნობია,შემთხვევით შევხვდით წლების უკან,რომ გავიგე საერთო მტრები გვყავდა,ეს ჩემთვის სასიამოვნო აღმოჩენა იყო..
-მე გეტყვი მამა,მისი თანამზრახველია და დამხმარე.ის ეხმარება შურისძიებაში.
-რატომ სესილი?არ გეყო?რატომ ასრულებ ამ ყველაფერს?რატომ ცდილობ რომ ყოველთვის ყველაფერი გააფუჭო?
-იმიტომ რომ შენ მე ვერ შემიყვარე. ყოველთვის სოფო გიყვარდა,მას მისტიროდი.ბავშვი რომ არა და ჩემი ქონება არა,მასთან დარჩებოდი.
-მეც მქონდა ქონება,მეც ვიყავი მდიდარი,მაგრამ მაინც არ ამირჩია მე. რა გააკეთე ასეთი,რომ შენი თავი მამჯობინა?-სევდანარევი ხმით ჰკითხა სოფომ.
-მას არაფერი ჩაუდენია.მამამისი და მისი ძმა დამადგნენ სახლში,იარაღი დამადეს თავზე და დამემუქრნენ რომ თუ სესილის ცოლად არ მოვიყვანდი მომკლავდნენ,მის შერცხვენას კი არაპატიებდნენ.
-არა,მამაჩემი ამას არ იზავდა.-იყვირა ქალმა
-გააკეთა,ზუსტადაც რომ გააკეთა.მერე ფულიც გადამიხადა რომ კარგად მეთამაშა შეყვარებული ქმრის როლი. სამწუხაროდ თავში მიქროდა და ჯერ ვერ ვხვდებოდი რა ზიანს ვაყენებდი ჩემს თავსაც და სხვებსაც.. მერე უბრალოდ მომბეზრდა თამაში, მივხვდი ვინ იყო სოფო ჩემთვის და როცა მისი დაბრუნება და ბრძოლა მოვინდომე სიყვარულისთვის,ის რეზო ბექაურს მიჰყვებოდა ცოლად და უზომოდ ბედნიერი იყო.მაშინ მივხვდი რა საშინელი არსება ვიყავი,როგორი გულქვა და არაკაცი.როგორი სულმდაბალი ადამიანი..
-შენი სინდისის ქეჯნა გვიანია საყვარელო,მითუმეტეს რომ ახლა ყველა აგებს პასუხს.-უთხრა სესილიმ.
-თუ ვინმეს პასუხი აგებს საგები,ეს შენ ხარ ქალბატონო.უკვე დამღალა ამ ყველაფერმა,დამღალა იმან რომ ყოველთვის ვჩუმდებოდი და უკან ვიხევდი.ახლა მე გეტყვით ჩემს სათქმელს ორივეს, რაც გულში დამიგროვდა ამდენი წელი.არ მოგერიდები.გეტყვი რომ უსინდისო და უნამუსო ქალი ხარ.უთავმოყვარეო, შენ კი ბრმა,..
-არ გაბედო არაფრის თქმა..არ გაბედო..
-რატომ?გეშინია შენმა ქმარმა გაიგოს რა გამიკეთე?გეშინია გაიგოს რომ თორნიკეს გარდა კიდევ ერთი შვილი ჰყავდა,რომელმაც მხოლოდ იმიტომ ვერ იცოცხლა,რომ მე ვარ შტერი და ამ ქალბატონს და მის შვილს შევუნარჩუნე სიცოცხლე…
-რა თქვიი?გაიმეორე რა თქვი სოფო?-გაშრა ზაზა.
-ხო,მე შენგან შვილი მეყოლა,ბიჭი, რომელმაც მხოლოდ ერთი თვე იცოცხლა.როცა გავიგე რომ ორსულად ვიყავი,უბედნიერესი ქალი ვიყავი, შენთან მოვედი რომ გამეხარებინე,ამ ქალბატონმა გამიღო კარი,მახარა დავქორწინდით და შვილს ველოდებითო,ისეთი შეურაწყოფა მომაყენა,ისე დამამცირა, სიკვდილი სანატრებელი გამიხდა..
-გაჩუმდი,გესმის,გაჩუმდი,არაფერი არ თქვაა,-აყვირდა სესილი.
-ეს მართლა გააკეთე?შენ ეს მართლა გააკეთე?-მკაცრად ჰკითხა ზაზამ.
-მე არაფერი დამიშავებია,არ დამიშავებია.-ისტერიკული შეტევა დაეწყო და აკანკალდა.მერე მაგიდაზე დადებულ იარაღს ხელი დაავლო და სოფოს მიუშვირა.-ხომ გითხარი მოგკლავ თუ რამეს იტყვი თქო?
ყველას სახე ეცვალა,უსუსურობის განცდა არავის ტოვებდა.ის რომ ვერაფერს აკეთებდნენ ეს უფრო მეტად აგიჟებდათ.
-დედა რას აკეთებ?დაუშვი იარაღი.- სთხოვა თორნიკემ
-გამეცალე..
-არა დედა,დაუშვი იარაღი..
-ქმარი არ გეყო ხო? შვილიც კი წამართვი და გადაიბირე.არ გაპატიებ არაა,-იყვირა ქალმა და გასროლის ხმაც გაისმა.სოფომ თვალები დახუჭა.დარბაზში სიჩუმე ჩამოვარდა.მოსალოდნელი სიკვდილის მოლოდინში.
-დედაა..-იყვირა დემეტრემ.
-სოფო..-ხელი სტაცა რეზომ და გადაეფარა,მაგრამ არც მას მოხვედრია გასროლილი ტყვია.. თვალები რომ გაახილა იატაკზე ზაზა ეგდო.მკერდიდან სისხლი მოსდიოდა.
-მამა,-დაიჩურჩულა თორნიკემ და მის წინ მუხლებზე დაეცა,თავი წამოაწევინა და თავქვეშ ხელი ამოუდო.-მამა,გთხოვ გაუძელი.
-ვგრძნობ,ვხვდები რომ სიკვდილი მიახლოვდება,ვგრძნობ რომ ვერ გადავრჩები.ფეხები მეყინება,ისევე როგორც გული გამეყინა ოდესღაც..
მაპატიე შვილო..ძალიან გთხოვ მაპატიე.შენც მაპატიე სოფო.ყველაზე მეტად შენთან ვარ დამნაშავე. დედაშენს მიხედე შვილო,არ დატოვო მარტო.გთხოვ დაეხმარე ჭაობიდან ამოსვლაში.. მე ახლა იქ წავალ..ჩემს შვილთან.იქ მაინც გავუწევ მამობას და იმას მივცემ რაც შენ ვერასოდეს მოგეცი.-მძიმედ ლაპარაკობდა ზაზა.
-მე დიდი ხნის უკან გაპატიე ზაზა.მაშინ როცა დემეტრე დავიჭირე პირველად ხელში..-ცრემლი წამოუვიდა სოფოს.
-კიდევ ერთს გთხოვ,მიეცი ჩემს შვილს ბედნიერების უფლება..აპატიე ჩემს შვილს რომ ცოდვიანი მშობლები ჰყავდა.გიორგი გიგაურო აპატიე ჩემს შვილს...მეტი ვეღარ გააგრძელა,თვალები დახუჭა და თავი გვერდით გადაუვარდა.
-მამა,არა გთხოვ მამაა,არ მოკვდე,- ღრიალებდა თორნიკე და გულში იხუტებდა…
-ზაზა.-თითქოს გონს მოეგო სესილი და იარაღი დაუშვა.ცრემლი წამოუვიდა.-მე შენ მართლა მიყვარდი..
-მომეცი,-გამორთმევა სცადა თამაზმა,მაგრამ მოულოდნელად სესილი უკან გახტა და იარაღი შემართა მისკენ.
-რას აკეთებ?-დაიბნა კაცი..
-იმას რაც დიდი ხნის უკან უნდა მექნა. შენ მაქციე ასეთად,შენ გამხადე ასეთი.ახლა ვხვდები,შენ სარგებლობდი ჩემით..
-დამშვიდდი კარგი.ახლა ამის დრო არაა,უნდა წავიდეთ,პოლიცია მოვა.
-არ მომეკარო…
-ჩემთან რომ გორაობდი საწოლში ხომ მოგწონდა ეს?როცა ქმართან ნაჩხუბარი ჩემთან გამორბოდი? დაუშვი იარაღი და ისევ ისე ვიყოთ ერთად.აქედან წავალთ და ბედნიერები ვიქნებით.
-ჩვენ ბედნიერება არ გვეღირსება. ჩვენ უბედურებისთვის გავჩნდით. მხოლოდ ეს შეგვიძლია..- შეშლილივით აუტყდა სიცილი სესილის,მერე კი მას გასროლაც მიაყოლა,ორი ტყვია მოხვდა თამაზს და იატაკზე დავარდა.
-რას აკეთებ დედა?-მეორე შოკი დაემართა მეტრეველს,წამოდგა და მისკენ წავიდა..
-მე ეს უნდა გამეკეთებინა,-სანამ რამის გაკეთება მოასწრეს სესილიმ საფთქელზე მიიბჯინა იარაღი და კიდევ ერთხელ გაისროლა….
********



№1  offline წევრი katiusha

უპირველწს ყოვლისა გეტყვით რომ ეს თავი არის 32 და შემთხვევით დამეწერა 31

 


№2  offline წევრი katiusha

კი შეიძლება ითქვას რომ მხოლოდ ბოლო თავი დარჩააა...

 


№3  offline წევრი naniko mindia

Vaime emociebs var kargi istoria ❤️ ❤️ ❤️ ❤️ ❤️ ❤️ warmatebebi veli shemdegs tavs ❤️
--------------------
lomidze

 


№4  offline წევრი katiusha

მადლობააა საყვარელოო.მალე იქნება შემდეგი

 


№5  offline წევრი naniko mindia

Orive istorias vkitxulob sheileba komentari ardavwero magram icode sheni mkitxveli var da mogyvebi bolomde, warmatebebi veli shemdegs
❤️ ❤️ ❤️ ❤️ ❤️ ❤️ ❤️
--------------------
lomidze

 


№6  offline წევრი katiusha

naniko mindia
Orive istorias vkitxulob sheileba komentari ardavwero magram icode sheni mkitxveli var da mogyvebi bolomde, warmatebebi veli shemdegs
❤️ ❤️ ❤️ ❤️ ❤️ ❤️ ❤️

მართლა უამრავ მადლობას გიხდი ასეთი თბილი სიტყვებისთვის.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent