პარანორმალური. 12ერთადერთი, რაც ახლა მინდა - ესაა დავბრუნდე სახლში და ვნახო მშობლები. მრცხვენია ასეთი რამის თქმა მათთვის, მაგრამ მათი ჩემს გვერდით ყოფნა მორალურად დამიჭერს მხარს. რაზე ფიქრობს საერთოდ ეს მისტერ მონტეზი? მე ხომ შემიძლია ჩავუშვა ის, მაგრამ რაღაც მანიშნებს, რომ არაფერი არ მოუვა, მისი ქმედებების გამო. ასეთი უსამართლობა მაბრაზებს. თუ ჩემს მიმართ უპატივცემულობა? ვაღებ კარს, დაღლილი ვიხსნი ჩანთას მხრებიდან. სამზარეულოში შუქი ანთია,რაც ნიშნავს , რომ მშობლები სახლში არიან. საინტერესოა, როგორ გაატარეს დრო ერთად? ასე პირდაპირ შეკითხვა უხერხული იქნება, ამიტომ მათ საქციელს დავაკვირდები. იქნებ უფროსების ურთიერთობა შეიცვალა? ავდივარ კიბეზე, გამოვდივარ მეორე სართულზე. დედაჩემის ოთახის კარი იღება და მეც ვუსწრაფებ ფეხს. ქალი გამოდის დერეფანში და უეცრად ხტება. ვჩერდები. მისი წითელი, ცრემლებით დაფარული თვალები, ჩემსკენაა მომართული. ის აშკარად შოკირებულია რაღაცით. თუ ასე შიში გამოიყურება? - დე? - ვჩურჩულებ და ოდნავ ვკრავ წარბებს. ქალი ხშირად ახამხამებს წამწამებს და უშვებს ცრემლებს ლოყაზე, მოდის ჩემსკენ: - რა ჯანდაბაა, ჩარლი?! ვაღებ პირს. ქვედა ტუჩი კანკალს იწყებს, კისერში კი ბურთი ჩნდება, როცა დედა მხრებით მიჭერს და თვალებში მიყურებს. ის მძმედ სუნთქავს: - რა გემართება, ჩარლი?! - ყვირის სხვა ხმით, მაიძულებს შოკირებულად გავახილო თვალები. ვუყურებ მას და არ მესმის: - რ-რა? რაშია საქმე? - გთხოვ, მიატოვე! გინდა მე და რიჩარდი ჭკუიდან შეგვშალო?! - არ მახსოვს, რამდენი ხანი მიყვიროდა, ახლა კი მშვენივრად ვარჩევ მის თვალებში შიშს და სიბრაზეს. ჩუმად ვარ, თუმცა გონებით ვცდილობ ყველაფრის გააანალიზებას. მესმის კარის ჭრაჭუნის ხმა. დერეფანში მამა გამოჩნდა: - სამანტა? - მან მუშტი შეკრა და რაღაც დაუჯერებლად წამოვიდა ჩვენსკენ. ქალი აგრძელებდა ჩემს თვალებში ყურებას: - ჩარლი! - იწყებს ჩემს ნჯღრევას მხრებით, რის გამოც თავი ირყევა კისერზე. მე არ მესმის. არ მესმის. - სამანტა, გაუშვი. გაიხსენე, რა თქვა ექიმმა - ჩუმად ცდილობს საუბარს, თუმცა მისი ტონი მკაცრია. ექიმი? რა ექიმი? თავის ტკივილი დამეწყო, რის გამოც სახე შემეჭმუხნა. არც კი შემიძლია დედის მოქმედება შევაჩერო, რომელიც სასოწარკვეთილად აგრძელებს ჩემი სახელის ყვირილს და შეკითხვას თუ რა მჭირს. არ შემიძლია მისი სიტყვების გარჩევა, რადგან ახლა ყველაფერი დაგუბულად მესმის, თითქოს რაღაც ვაკუმში ვიყო. ქალი ჩემს ქაჩვას მხრებით ატოვებს. მისი ლოყები იწვის, ტუჩებიდან კი მოკლე ხვნეშები ისმის. ვუყურებ მას და ვცდილობ სახის გამომეტყველებით მაინც გავიგო, რა ხდება. ჩემი თვალები უცებ ცრემლიანდება, როცა დედა უეცრად ბრუნდება, კრავს ხელს მამას და მის ოთახში მირბის. - სამანტა! - მამა ბრაზობს - სამანტა, მოიცადე! ჩვენ უნდა... - ვეღარ ავიტან ამ სიგიჟეს! - ქალი კეტავს კარს საკეტით. ვიყურები ჩემს წინ. კაცი მძიმედ ისუნთქავს. ის არ მიყურებს, სწრაფად მიდის მისი ოთხისკენ, თითქოს არ უნდა ჩემთან ერთად დერეფანში დარჩენა, მაგრამ ვინმემ ხო უნდა ამიხსნას, რა ხდება? არა? - საერთოდ რა... - ვჩუმდები, ვდგამ ნაბიჯებს და დედას ოთახის კართან ვჩერდები. ვწევ მუშტს , მაგრამ ვერ ვაძალებ თავს კაკუნს. ასეთი ის პირველად ვნახე. სერიოზულად შემაშინა. - დ-დე - ვჩურჩულებ, რადგან ხმას ამოსვლას ვერ ვაიძულებ - დე? რა ხდება, დე? - ვგრძნობ როგორ იწყებს სხეული კანკალს, კბილები კი გაუგებარი წყენისგან ცახცახებენ. - დედა, გააღე კარი, დე - მსუბუქად ვაკაკუნებ - დე? თუ... თუ ასე ჩემი ნიშნების გამო ნერვიულობ, მაშინ გპირდები, რომ ყველაფერს გამოვასწორებ. არ მოგიწევთ სწავლის ფულის გადახდა, მე - ენა მებნევა - მე გპირდები, უბრალოდ არ ჩაიკეტო ჩემსგან - ვტირი - არ ჩაიკეტო, როგორც მამა... - ვწრიპინებ, ვემუდარები. კარი უეცრად იღება, რაც უკან დახევას მაიძულებს. დედა დერეფანში გამოდის, მწევს მისკენ და მეხუტება. ქალი ჩურჩულებს, მეფერება თმებზე: - ნუ ღელავ, ჩარლი, მე შენ დაგეხმარები. - დე? - ვჩურჩულებ, ვკრავ ტუჩებს. - ყველაფერი კარგად იქნება, აი ნახავ, მე დაგეხმარები - დედა ხუჭავს თვალებს და აგრძელებს ამ სიტყვების ჩურჩულს. მეც ვეხუტები მას , ვგრძნობ სითბოს, რომელიც მავსებს და ძვლებამდე ჩადის. ვთბები , თუმცა ნერვიულობა და ღელვა უკვე ჩემს გულში შევიდნენ, რომელიც გაუგებრობისგან წუწუნს იწყებს. *** გოგო უყურებდა. მისი მზერა მიპყრობილი იყო დედა და შვილზე, რომლებიც ასე ძლიერ ეხუტებოდნენ ერთმანეთს. თითქოს არაფერს არ შეეძლო მათი გრძნობების განადგურება. ისე ძლიერ ეჭირა ქალს გოგონა,თითქოს ჩვილს აძინებდა მისი სიტყვებით. ის კი უყურებდა. იდგა კიბის კუთხესთან და უყურებდა. *** მესამე სართულზე გამოსული, ნელა მივდივარ ჩემი ოთახისკენ. გონებაში ნისლია, რომელშიც ჩემი აზრები ქრება. ვწევ თავს და ვიწმენდ ცრემლებს. დედაჩემს პრობლემები აქვს, მე კი არაფერი არ ვიცი მათ შესახებ. ეგოისტი ვიქნები თუ კიდევ ჩემს მოლანდებებს დავატეხავ თავზე. ჰო, ეს არაფერი არაა, გარდა ჩემი მოლანდებებისა. ვისუნთქავ და ვგრძნობ ტკივილს გულში. მხოლოდ ახლოს მისული ვამჩნევ რაღაცას : სარკე, რომელიც კიდია დერეფნის ბოლოში. ვანელებ სვლას,ფაქტობრივად ვჩერდები. ვხედავ ჩემს თავს. ვხედავ კიბეს უკან. ვხედავ... ვაღებ პირს. ის საფეხურებზე დგას და მიყურებს. ის ისევე მხედავს, როგორც მას მე. სწრაფად მივრბივარ ჩემს ოთახში. გადამაქვს მზერა, რათა სარკეს არ ვუყურო. ეს მხოლოდ ჩემი ფანტაზიაა. ვაღებ კარს, ვბრუნდები, რათა ჩავკეტო. ეს მხოლოდ ჩემი მოლანდებებია, რომელიც ჩემს გონებაში ცოცხლობს. ჩრდილმა კედელზე გაიარა, მე კი უხეშად ვაჯახუნებ კარს, ვკეტავ მას საკეტით. ვიხევ უკან და ჩემს წინ ვიყურები. არა, ეს მხოლოდ ჩემი ფანტაზიის ნაყოფია. ეს ყველაფერი ჩემი დაავადებისგანაა გამოწვეული. ვხტები ადგილზე და ვწევ თავს ჭერისკენ. მელოდია. ვიწმენდ სახეს, რომელიც იწყებს ცივი ოფლით დაფარვას. ვდგამ ნაბიჯს უკან და ვჩერდები. მელოდია უფრო ხმამაღლად ისმის. ეს ფორტეპიანოა. დარწმუნებული ვარ. ხელები მიკანკალებს, თითები ცახცახებენ, როცა ყურებს ვიფარავ მათი საშუალებით, ვხუჭავ თვალებს: - მხოლოდ ჩემი ფანტაზიაა... - ვჩურჩულებ და ვცდილობ საკუთარი თავი დავარწმუნო ამაში. ღრმად ვსუნთქავ, ოთახის ჰაერს ვისუნთქავ, რომელიც არ მყოფნის, გულის ცემის ნორმაზე მოსაყვანად. მელოდია ხდება ხმამაღალი. *** რიჩარდი დაღლილ თვალებს იწმენდს. კაცი ზის თავის კაბინეტში, აცარიელებს ბოთლს და იჭმუხნება არა სასიამოვნო გემოს გამო. სამანტა ხელებით იფარავს სახეს, სწორად სუნთქავს. ის წევს თავს და უყურებს მის ანარეკლს სარკეში. ქალი ისე გამოიყურება თითქოს დაავადებულია, რადგან მისი მკრთალი, სტრესის გამო კანი- აშკარად არ არის კარგად ყოფნის სიმპტომი. ჩარლი საწოლის ბოლოს კიდებს ხელს, რათა არ დაეცეს. ის მუხლებზე ჯდება, მიხოხავს კედლისკენ და კუთხეში ჯდება. მას ეძინება. გოგონა ხუჭავს თვალებს, ხელებით იფარავს ყურებს. ის ჩურჩულებს იმის შესახებ, რომ ეს ყველაფერი მის გონებაშია. თუმცა ასე ნამდვილად არ არის. ჩარლი გრძნობს, როგორ წყდება რაღაც გულში. მისი თვალები ტრიალდება. გოგონა კედლიდან იატაკზე ეცემა და თავს არტყამს პარკეტს. კარის საკეტი იღება. *** მისი ხელები ჩანთას იჭერდა და გულთან იხუტებდა. გოგონამ თავი დახარა , როცა ხალხის ჯგუფი ახლოს მოვიდა და აიძულა მას უკან კედელზე მიკვრა. ლამპიონების შუქი ციმციმებს. გოგონა მძიმედ სუნთქავს და სასოწარკვეთილი ფიქრობს თუ როგორ მოიქცეს. მისი პირი იღება თუმცა სიტყვები არ ისმის. ერთმა გოგომ სახე აწია, თუმცა ვერ ვხედავ მას. კაცები აშკარად რაღაცაზე თანხმდებიან, მათი სახის გამომეტყველება კი ნამდვილად არაა კეთილი. ვცდილობ გადავდგა ნაბიჯი. ლამპიონები ხმაურით გასკდნენ და ტუნელი სიბნელეში ჩაიძირა, რის შემდეგაც ყურები ველურმა კივილმა გახეთქა. ვახელ თვალებს. ვერაფერს ვერ ვხედავ. შეტევა მაქვს. ვცდილობ ავდგე, კვლავ ვერაფერს ვერ ვხედავ. სიბნელეა. ვწევ ხელს და რაიმე ნივთის მოძებნას ვიწყებ. კარადა. თავი ტკივილისგან მისკდება, სხეული კი ისე მტკივა თითქოს ვარჯიშიდან დავბრუნდი. ვეყრდნობი კარადას, ვძაბავ თვალებს. სიბნელეში ოთახის ნივთები გამოჩენას იწყებს. ვხედავ საწოლს და მაგიდას, ასევე ფანჯარას, რომლის ფარდაც დახურულია. ხელით ვეხები შუბლს. ცხელია. სიცხეა. ფანჯრის გაღება კარგი იქნება, გავანიავებ ოთახს. ძლივს ვდგამ რამდენიმე ნაბიჯს, რათა რაფამდე მივიდე. ვწევ ფარდას და ვფიქრობ. ვკრავ წარბებს და ვხუჭავ თვალებს. დაღლილობა თანდათან სახის კუნთებს იპყრობს. არ ღირს ამის გაკეთება, მაგრამ მაინც... ვბრუნდები და სიბნელეში ვიყურები. კარი. ვყლაპავ, ვხვდები რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. საკეტი გაწეულია და ოთახში დერეფნის სიბნელე შემოდის. - მ-მე - სუსტად ვჩურჩულებ - მე დავკეტე კარი. ხო დავკეტე, მახსოვს. იატაკის ჭრაჭუნი. უკვე საკმაოდ ემოციურად განადგურებული ვარ, ამიტომ ბოლომდე ვერ ვააანალიზებ, ჩემს გრძნობებს ამ მომენტში. ვიცი, რომ ის იქ დგას, ვიცი რომ მას სიამოვნებს ასე თამაში ჩემთან. დარწმუნებული ვარ, რომ ის მხოლოდ ჩემს თავშია რეალური. ვბრუნდები ისევ ფანჯრისკენ, ვაღებ მას. ჭრაჭუნი ხმამაღალი ხდება, თითქოს ვიღაც ნელა აბიჯებს იატაკს და მაგრა აჭერს მას ფეხს. მას უნდა, რომ მის შესახებ ვიცოდე. ვეყრდნობი ხელით რაფას და ვაკაკუნებ მეზობლის ფანჯარაში. თავბრუ მეხვევა. არ ვიცი ახლა რა დროა. თუ დილანიც გაიგებს ჭრაჭუნს, მაშინ ჭკუიდან არ ვიშლები. ეს იმას ნიშნავდეს იქნება, რომ სამყარომ გააფრინა. ოდნავ ვიბნევი, როცა ბიჭი ფანჯარას აღებს, ეყრდნობა ხელებით რაფას და ხრის თავს, ახამხამებს თვალებს. იქნებ, არ ღირდა მისი გაღვიძება? დილანი ღრმად სუნთქავს, იწმენდს თვალებს, რის შემდეგაც წევს მათ ჩემზე და კრავს წარბებს: - რა... - ძილისგან ჩახლეჩილი ხმით იწყებს, თუმცა ჩერდება და თავს აქანავებს. - ბოდიში, მაგრამ გახსოვს... რომ ამბობდი ფორტეპიანოზე და იმ გოგოზე, კეტრინზე - ვნერვიულობ - რატომ გადავიდა ის ამ სახლიდან? ო'ბრაიანი იკვნეტს ტუჩს, გაღიზიანებული წუწუნებს: - ღამის სამ საათზე ამაყენე, რომ ამაზე გველაპარაკა? ვაღებ პირს , ვაქნევ თავს. დილანმა წარბი აწია და შემომხედა: - ჯანდაბაში წადი - ფანჯრის დაკეტვა სურს, მაგრამ ვაჩერებ მას: - ისევ ვნახე გოგო - დილანი მიყურებს და ძაბავს სახეს - მე ის ვნახე და დარწმუნებული ვარ, რომ ამ სახლში რაღაც ხდება. მე, - მესმის კარის ჭრაჭუნი ზურგს უკან. არ ვახამხამებ თვალებს. ნაბიჯები. ვიღაც დადის პარკეტზე ფეხშიშველი. ტუჩები აკანკალდა. ნელა შემოვაბრუნე თავი და ვიყურები ღამის სიბნელეში. კარი ბოლომდე გაღებულია. - ო ღმერთო - ისევ დილანისკენ ვბრუნდები, ვიჭერ მის მაჯას - ეი, უბრალოდ მოუსმინე, გესმის რამე? - აშკარად გჭირდება ფსიქიატრი და პირადი პალატა საგიჟეთში - მეუხეშება და ინთავისუფლებს მის ხელს. - გთხოვ - ვეხვეწები, ვგრძნობ, რომ ემოციები თავისას იტანენ - უბრალოდ, მოუსმინე... დილანი კეტავს ფანჯარას, ბრუნდება. მე ვიწყებ ტირილს, რადგან ნაცნობი სიცივე დარბის ზურგზე. ის აქაა. აქ, ზუსტად ჩემს ზურგს უკან. ვყლაპავ და ვხუჭავ თვალებს. უმჯობესია არაფერი არ ვნახო. ნელა ვბრუნდები, წინ ვწევ ხელებს. შუქი უნდა ჩავრთო, მაგრამ ადგილიდან განძრევაც არ შემიძლია. ჭრაჭუნი. დავიწრიპინე და ტუჩები შევკარი ერთ სწორ ხაზზე. ის უკანაა. ის ყოველთვის ჩემს უკანაა. კანი ჟრუანტელით იფარება, ქარის გამო, რომელმაც ოთახში შემოაღწია. ვგრძნობ, რომ ახლა შემეხება. და თუ ეს მოხდება, მე თვითონ ჩავიკეტავ თავს საგიჟეთში. ჰაერში დაძაბულობა ყოველ წამს იზრდება. თუმცა არაფერი არ ხდება. ვაგრძელებ ადგილზე დგომას, ვუცდი იმას, რისიც ასე ძალიან მეშინია. ჩემი გულის ცემა, გასაკვირია და ნორმაზე მოდის, ისევე როგორც სუნთქვა. იქნებ ეს მართლა ჩემი... უეცარი შეხება მაიძულებს თვალების გახელას,ადგილზე წამოხტომას და უკან შებრუნებას. ვისუნთქავ, ხელს გულზე ვიკიდებ, ვეყრდნობი მაგიდას და ვუყურებ დილანს, რომელმაც სხვათაშორის ფანჯრიდან გაწევა მთხოვა, თვითონ კი ადვილად გადმოძვრა ჩემს ოთახში და დადგა ფეხები პარკეტზე. ვაღებ პირს და ვკრავ წარბებს: - ეს... - მოვუსმენ - მაწყვეტინებს. - აჰ - ვწელავ, მერიდება - მაშინ შუქს ჩავრთავ - მინდა ადგილიდან დაძვრა, მაგრამ დილანი მაჩერებს: - არაა საჭირო - მიდის კართან და კეტავს მას საკეტით. ვგრძნობ, როგორ იწყებს ჩემი ლოყები წვას: - ისა, თუ არ გინდა, მაშინ... - მოკეტე - მეუხეშება, ჯდება იატაკზე და ზურგით საწოლს ეყრდნობა - თუ არაფერს არ გავიგებ, იცოდე პირადად გავაგზავნი წერილს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. არ მსიამოვნებს, რომ მეზობლად ცხოვრობს ადამიანი "უცნაურობებით" ვიკვნეტ ტუჩს: - მაინც მადლობა - მივდივარ საწოლთან და ვჯდები მასზე - უფრო მშვიდად ვარ, როცა ვინმე ჩემთან ერთადაა. - შენი მშობლები? - კითხულობს. - ყველაფერი რიგზე არ გვაქვს ახლა, ამიტომ არ მინდა მათი შეწუხება - დავფიქრდი - და შენები არ ინერვიულებენ? თუ რამედა, ცოტახნით, გათენებამდე მაინც, შემიძლია შენთან გავჩერდე, მერე კი წავალ, არ მინდა, რომ ჩემს გამო პრობლემები შეგექმნას და... - ყოველთვის ასე ბევრს ლაპარაკობ... - წუწუნებს, ისვამს ხელს მუქ თმებში, - ჩემთვის უფრო ადვილი იქნება ავხსნა ჩემი სახლში არ ყოფნის მიზეზი, ვიდრე იმ შეკითხვაზე პასუხის გაცემა თუ რატომაა ჩემს ოთახში საპირისპირო სქესის წარმომადგენელი ადამიანი, ამიტომ მიატოვე ნერვიულობა. ვეყრდნობი ზურგით კედელს: - ბოდიში. - და ეს ჯანდაბაც მიატოვე - წუწუნებს - შენი ბოდიშები უკვე ყელამდე მაქვს. ვუქნევ თავს. არაფერს არ ვამბობ, თუმცა ვამჩნევ, რომ ო'ბრაიანი სათვალეების გარეშეა, დაავიწყდა ძილის შემდეგ გაკეთება. ვაწყობ მუხლებს გულმკერდთან: - მომიყევი კეტრინის შესახებ. რატომ გადავიდა აქედან? - ის წაიყვანეს - სურვილის გარეშე მპასუხობს და წევს თავს, უყურებს ჭერს - მამამისმა წაიყვანა. - და დედა? - ვუყურებ, თუ, როგორ იფხანს კეფას დილანი. - არვიცი, მანდ ყველაფერი რთულად იყო... მგონი, მან კეტრინს დაარტყა. გოგონა მიყვებოდა, რომ დედამისი უცნაურად იქცეოდა, მეტი არც არაფერი ვიცი - მპასუხობს ჩახლეჩილი ხმით. - გასაგებია - ვისუნთქავ და ხელში თმის ნაწილს ვაწვალებ. სიჩუმეა. პირველად ვარ ასე წყნარად ოთახში ღამე. ბიჭი ღრმად სუნთქავს, რის გამოც ვმშვიდდები, ვხუჭავ თვალებს და ვდებ თავს ბალიშზე. - ჩერი? - დილანმა ყელი გაიწმინდა და ჩაახველა. - ჰმ ? - ვახელ თვალებს, ვუყურე მის თავს. - რაზე საუბრობით შენ და მონტეზი, როცა მარტო დარჩით? ვკრავ ტუჩებს და წარბებს. ჩუმად ვარ, არ ვპასუხობ. ო'ბრაიანი აბრუნებს თავს ჩემსკენ. არ შემიძლია სიბნელეში, მისი თვალების დანახვა, მაგრამ ვიცი რომ მიყურებს, ამიტომ ვიღიმი და თავს ვაქანავებ: - ისეთ არაფერზე. უბრალოდ ჩემი ნიშნები ქვევით იწევს. ბიჭი კრავს წარბებს, აგრძელებს ჩემს მხარეს ყურებას, რის გამოც თავს უხერხულად ვგრძნობ: - და რატომ მეკითხები? - ჭორები დადის - მპასუხობს. - მეტი არაფერი - ბრუნდება. - ჭორები? გასაგებია - ვტრიალდები ზურგზე. ჭორები მაღიზიანებს. ძალიან დავიღალე რომ გავბრაზდე, ამიტომ გადამაქვს თემა: - რატომ ვერ გიტანს მაქსი? დილანი ჩუმადაა, არ რეაგირებს შეკითხვაზე. ვბრუნდები მუცელზე და ვკრავ წარბებს: -დილან? ბიჭმა მუხლები მოხარა, მათზე იდაყვები დააწყო და თითების თამაში დაიწყო. არ უნდა ლაპარაკი? ვწევ ხელს და მიმაქვს ო'ბრაიანის კეფასთან. ის არც ხტება ჩემი თითების შეხებისგან. მშვიდად ვეხები მის კეფას, ვაჭერ კანს : - რამე უხეშად უთხარი? ან იქნებ პირველივე მზერით არ მოგეწონათ ერთმანეთი? ბიჭი არ მპასუხობს, აგრძელებს დუმილს. ის იწმენდს ხელის გულებს, როცა თითით მის კისერზე გადავდივარ, სადაც თმები იწყება. მგონი, მისი კანი ჟრუანტელით დაიფარა, რამაც ჩემს სახეზე ღიმილი გამოიწვია: - რატომ არ ლაპარაკობ ამის შესახებ? - ვიცი, რომ ძალიან ბევრი შეკითხვა მაქვს მასთან. მომწონს როცა მას ვეხები. დილანს პირთან მუშტი მიაქვს და კბენს მას, რის შემდეგაც იფხანს ცხვირის ძგიდეს, აბრუნებს თავს ჩემსკენ და წევს ჩემს ხელს მისი თმებიდან: - თუ ადამიანი რამის შესახებ დუმს, ეს ნიშნავს, რომ მას არ უნდა ამაზე საუბარი. -მაგრამ რატომ? რა მოხდა თქვენს შორის? - არ მესმის, ვჯდები მუხლებზე. დილანი არ მიყურებს, მიუხედავად იმისა რომ მისი თავი კვლავ ჩემსკენაა შემობრუნებული. ის მიაშტერდა რაღაცას მის წინ: - იცი, მართლა მაღიზიანებ - მისი ხმა მგონი აკანკალდა. ის ბრაზდება. - არაფერი არ მესმის, აქედან გამომდინარე, შენ უბრალოდ გიჟი ხარ - ბიჭი დგება იატაკიდან. ვკრავ წარბებს: - ჰო, ალბათ. ეს ყველაფერი ჩემს თავში ხდება. დილანი არ მიყურებს , როგორც მე არ ვუყურებ მას. ო'ბრაიანი მიდის ფანჯარასთან. საკეტის ხმა. ვწევ სახეს და ვაშტერდები კარს. დილანი ჩერდება, კრავს წარბებს, რის შემდეგაც ბრუნდება და მიყურებს. ჩუმი ჭრაჭუნი. ბიჭი ჩემს მზერას მიჰყვება და აჩერებს თავისას კარზე, რომელიც ოდნავ გაიღო. ვხტები საწოლიდან , ვეყრდნობი კედელს ხელებით. ვუყურებ დილანს, რომელსაც პირი ღია აქვს და თვალებს ძაბავს. ის ამას ხედავს? ხედავს არა? მე, მე ჭკუიდან არ შევშლილვარ. ეს, სინამდვილეში ხდება. მელოდია. ჩემი თვალები მზად არიან ორბიტიდან გადმოვიდნენ. - გ-გესმის? - ვეკითხები, მაგრამ ო'ბრაიანი მთხოვს გავჩუმდე. ის უსმენს, ოდნავ ხრის თავს გვერდულად, რის შემდეგადაც ბოლომდე ბრუნდება კარისკენ და ჩურჩულებს ისე ჩუმად, რომ ძლივს მესმის: - კეტრინ? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.