ვამპირთა საძმო /14/
იმდენად დაბალი ნათებაა მხოლოდ გისოსებს ვხედავ, აზრზე ვერ მოვდივარ, რა ხდება? თაბრუხვევას ვგრძნობ და თავზე ხელს ვიკიდებ, ძალიან მეწვის. შემდეგ კი მახსენდება, ხმაური, სრული ქაოსი, საბჭოს წევრები, რონალდის შეშინებული სახე რომელიც თვალებით გაქცევას მემუდარებოდა, სოფიას მომღიმარი სახე და თავში ჩარტყმა. ხო შემდეგ კი გავითიშე... არა, არ მიყვარს სიბნელე, პატარაობიდანვე ესე ვიყავი მუდამ მეშინოდა წყვდიადის, ხან რას მოვიმიზეზებდი დედასთან რომ დამეძინა ხან რას. მაგრამ ეხლა სრულებით მარტო ვარ, გაჭირვებით ვწევ თავს და ვცილობ რაიმე დავინახო მაგრამ ის ვიცი მხოლოდ რომ ცივ საკანში ვარ საშინლად არაჰიგიენურში... ხელებზე ისეთი შეგრძნება მაქვს რომ ჭიები მასევია და შეტევა მემართება, საშინელი ხველება მიტყდება, სულ ესე ვიყავი არაჰიგიენურ გარემოში. რა საჭირო იყო ჩემი გათიშვა, ვერ ვხვდები, მათზე ძლიერი ვარ თუ რა? იდიოტები,ჩავილაპარაკე და ყელი ჩავიწმინდე - აქ არის ვინმეე? - ვიყვირე რაც ძალა მქონდა. - სასტუმროს მომსახურება? - [ ] კიდევ ერთს ვერ ვხვდებოდი, მათ ხომ უნდა მომკლან, რატო იქცევიან ესე? პირდაპირ მომკლან. საქმეს იორმაგებდნენ მე კი საშინლად მღლიდნენ. რაში სჭირდებოდათ ეს ყველაფერი ვერ ვხვდებოდი. ყელი ძალიან მტკიოდა ყვირილით და წყლის დაუომებელი სურვილით, ამიტომ ისევ ძილი გადავწყვიტე. არ ვიცი რამდენი ხანი მეძინა მაგრამ რკინის გისოსევის ხმა გავიგონე და თვალები ოდნავ გავახილე. - დაგეხმარები - მომიახლოვდა ოცდახუთ წლამდე ბიჭი და წამოდგომაში დამეხმარა - ვინ ხარ? - თვალებ მოჭუტულმა შევხედე. - მნიშვნელობა აქ აქვს - ჩემი "გალიიდან" გამიყვანა, სიარული მიჭირდა ამიტომ ცოტა ხელის შეშველება დამჭირდა. - სად მივდივართ ის მაინც მითხარი? - საბჭოს უხუცესთან. - მითხრა და მკაცრი სახით განაგრძო სიარული - შენ რაა? - გაოცებულმა შევხედე - ადამიანი ხარ? - კი და წინ იარე - ესეიგი ყველაფერი, მართალი იყი. - ეშინოდათ რომ ცდუნრბას ვერ გაუძლებდნენ და ჩემს სისხლს დალევდნენ? - ჩემთვის ვლაპარაკობდი - და შენ რას შეგპირდნენ ვამპირად გცევას? ბიჭი დაიძაბა თუმცა გზას მაინც სწრაფად მაფარვინებდა ალბათ ერთი სული ჰქონდა როდის მომიშორებდა. - შენც ვამპირობა გინდა არაა? - დავასკვენი ბოლოს, გამახსენდა ადამიანები რომლებიც ვამპირებისთვის სისხლს თვითონ ვამპირობისთვის იღებდნენ. - შენი საქმე არ არის. - მითხრა ცივად - კარგი როგორც მივხვდი, შენგან ვერაფერს გავიგებ. ის მაინც მითხარი სად მიგყავარ? - საბჭოს უხუცესთან - რკინის კიბეები ავიარეთ და ცივილიზაციას დავუბრუნდით - შეგიძლია შენ თვითონ გააგრძელო გზა, აი ის კარებია. ბორდოსფერ კარებზე მიმანიშნა და თავის დაკვრით წავიდა. ძალა მოვიკრიბე, ძალიან დასუსტებული ვიყავი მაგრამ არავისთვის არ უნდა შემენიშნა ჩემი სისუსტე. ეხლა ყველაზე მეტად რაც მაინტერესებდა როგორ იყვნენ რონალდი და დანარჩენები. კარები გავაღე, ოთახში პირველ რიგში წიგნები მომხვდა თვალში, სავსე იყო წიგნებით ოთახი. ხის მაგიდასთან კი კაცი იჯდა. შემომხედა და გამიღიმა, თეთრი როგორც ყველა ვამპირი და მოხუცებული იყო. - მოდი ალისა, მე ჯინასი ვარ. - მივუახლოვდი და მოპირაპირე მხარეს დავჯექი. - წყალი შეიძლება - ვთხოვე, ფეხზე წამოიმართა და მინის ჭიქაში წყალი ჩამისხა. - აიღე - მომაწოდა, ერთი ამოსუნქვით დავცალე ჭიქა - კიდევ გინდა? - არა, აღარ. - ისევ ადგილს დაუბრუნდა - რონალდი და საძმო როგორ არის? - კარგად, დამშვიდდი. რონალს კვალში ვედექით და ვიცოდით სად იყავით. რონალდს ეს არ უნდა გაეკეთებინა, არ უნდა დაემალე მან იცოდა რომ გიპოვიდით. - რონალდი თქვენი დაქირავებული მსახური არ არის და ეს კარგად იცით თქვენც. ჯერ ჩემი დაცვა დაავალეთ შემდეგ კი მოკვლა. ეს როგორი საქციელია? - ჩვენ საბჭოს ყოველი წევრი ერთად ვიღებთ გადაწყვეტილებას, მას არ ჰქონდა უფლება ჩვენს წინააღმდეგ წასულიყო. - თქვენ არ გესმით... ადამიანური არაფერი შეგრჩათ? - გამიღიმა და თვალები წითლად აუელდა. - ამდენი წელი რომ ადამიანი არ იყო არც შენ დაგრჩებოდა არაფერი ძვირფასო... მომიყევით ნოჰამის შესახებ? - ცოტა დავიბენი, ამას მე რატომ მეკითხებოდა? - მოსაყოლი არაფერი მაქვს. - ნუთუ? - ირონიით ჩაილაპარაკა - დიახ და თუ გგონიათ რომ ჩემი მოკვლით დროს იხელთებთ ან თუნდაც შეაჩერებთ, ძალიან ცდებით. - კი მაგრამ მას ხომ თქვენ უყვარხართ? - დამაკვირდა - ნოჰამს ძალიან დიდი ხნის წინ მის მეორე ცოლთან ერთად ქუჩაში შევხვდი, ის ძალიან გგავდათ. მოკრძალებული ქალბატონი იყო და ნოჰამს თვალებში უყურებდა, მაშინ მივხვდი რომ სანამ ის ქალი იცოცხლებდა სანერვიულო არაფერი ექნებოდა არავის. თუმცა მალევე გავიგე მისი და შელიას სისხლიანი ამბავი, ნოჰამი დიდი ხანი იკრებდა ძალებე. შემდეგ კი წყევლაზე გაირკვა და შენც დაიბადე. - თქვენ... კი მაგრამ - ხელის აწევით გამაჩერა - დედაშენს ყოველ დღე გამოყავდი გარეთ სასერინოთ, მომღიმარი სახით გატარებდა აქეთ-იქით. - თქვენ გვითვალთავლებდით? კი მაგრამ რატომ? - სხვას ვერ ვანდობდი,უნდა მცოდნოდა სად იყავი და რაც მთავარია როგორი. იმის შემდეგ რაც გაიზარდე და მივხვდი რომ ალისას, ნოჰამის პირველ ცოლს ძალიან ემსგასებოდი, დავწმუნდი რომ ის ნამდვილად შენ იყავი. - აქ რატომ მომიყვანეთ? ეხლა რა მოხდება? - ჩაფიქრებული თვალებით შემომხედა, ემჩნეოდა ზედმეტად გადაღლილი იყო. - ჯერ ჩვენს გადაწყვეტილებას ვერ გაგაცნობ თუმცა არ მოგკლავთ. - ამოვისუნთე თუმცა რა გადაწყვეტილებას გულისხმობდა ეს უკანასკენელი არ ვიცოდი. - მე იმ საკანში უნდა დავბრუმდე? - იქაურობის გახსენებაზე გულის რევის შეგრძნება დამეუფლა. - არა, უკეთეს ადგილას გადაგიყვანთ პირველ სართულე. - ოჰ გამახარა, ისევ საპყრობილეში უნდა ვყოფილიყავი, განუსაზღვრელი დროით. - რამდენ ხანს აპირებთ ჩემს გაჩერებას? - არ ვიცი, ჯერ უნდა მოითბინო. - ნოჰამი ამას არ გაპატიებთ. - ვუთხარი თუ არა ენას კბილი დავაჭირე. - ნოჰამი გვეთამაშება, მან მზე დააბნელა შემდეგ კი წყვდიადი გაამეფა. - კი მაგრამ თქვენ ხომ გაწყობდათ ეს? - გვაწყობდა? ეხლა ისევ თენდება, კაშკაშა მზეც არის მაგრამ მან მისი ძალები დაგვანახა, გვაჩვენა რომ ის ძლიერია და ჩვენ უძლურნი ვართ ის წინაშე. - კი მაგრამ ვამპებისთვის, თქვენთვის ეს ხომ კარგი იყო?ყოველთვის შეგეძლოთ გარეთ გასვლა. - ოჰ ალისა, საბჭოს და დედამიწას ერთი დაუწერელი კანონი მართავს. ადამიანები გამეფებულნი არიან დედამიწაზე. ღმერთმა თავიდანვე ამიტომ შექმნა ადამიანი და ევა, ადამინები... მე მწამს მისი. - რა უფლებით საუბრობთ ღმერთზე? - ვკითხე გაბრაზებულმა - რატომ რადგან ვამპირი ვარ? - დიახ - სწრაფად ვუპასუხე - არა, მე მწამს მისი. - წამოდგა - და გავხდით ჩვენ ყველანი უწმიდურივით, წვირიანი სამოსელივით გახდა ყოველი ჩვენი სიქველე, ფოთოლივით დავჭკნით ყველანი და ჩვენი ურჯულოება ქარივით წაგვიღებს. - თქვენ... - ბიბლის სიტყვების წარმოთქის შემდეგ გამიღიმა - ნიკოლოზ - დაუძახა და ის ბიჭიც გამოჩნდა - წაიყვანე ალისა ახალ ოთახში, დემდეგ დაბრუნდი, სისხლი მჭირდება. - კი მაგრამ რონალდი... - შევევედრე - ისინი სახლში დავტოვე, არაფერი ემუქრებათ. მივხვდი არაფერს მეტყოდა ამიტომ ნიკოლოზს უკან გავყევი, რამოდენიმე წუთში საპყრობილის კარი გამიღო რომელიც, თეთრი კარებით იკეტებოდა. შიგნით შევედი, პატარა ლოგინი, ხის მაგიდა სადაც ბოთლით წყალი და თეფშზე საჭმელი მოეტანათ. სწრაფად შევჭამე, საშინლად მშიერი ვიყავი, შემდეგ კი ლოგინში ჩავწექი პლედი დავიფარე და უსასრულო ფიქრებში გადავეშვი. *** ნოჰამი საკუთარ სახლში რომელიც,მისთვის და ალისასთვის აააშენებინა, ბოლთას ცემდა. სამ სართულიანი სახლი, უამრავი ფერადი ნივთრბით გაეფორმებიათ. სახლი კი არა ნამდვილი სასახლე იყო. ნოჰამს კაცი მიუახლოვდა - მოხვედი? სად ჯანდაბაში ხარ?! - იყვირა, კაცმა თავი მაღლა ასწია - ყველაფერი ახლახანს შევიტყვე. - ალისა საბჭოს სამალავში ჰყავთ. როგორ გააკეთეს ეს? გავანადგურებ! საკუთარი ხელებით ამოვაცლი გულს! - მისი ხმა და ქცევები იმდენად საშიში იყო რომ კაცს გააჟრჟოლა თუმცა ლაპარაკი განაგრძო - ისინი თქვენს გასანადგურებლად იყენებენ მას, მათი დიდი იარაღია ის - ის? შენი შვილია! მომისმინე, წადი! ეხლავე და ალისა დღის ბოლომდე აქ მომიყვანე. - იქ საბჭოს გაფრთხილების გარეშე, ვერ მივალ. - ხმადაბლა ჩაილაპარაკა - ყველა ინფორმაცია მოაგროვე რასაც მას უპირებენ და წადი არ მინდა, შენ გიყურო!!! კაცი გაეცალა, ნოჰამი ალისას ახალ პორტრეტს დააკვირდა და ნერვიულად განაგრძო სიარული. *** ნოჰამი და ადრიანი დამესიზმრა, ერთმანეთის პირისპირ იდგნენ და ორივეს ეშვები წინ გამოსწროდა, გეგინებებიდათ ერთმანეთს, ეცენიან და თავებს დააქრევინებენო. შემდეგ ორივემ მე შემომხედა, მათკენ წავედი და თან გამომეღვიძა. წყალი დავლიე თუ არა კარების დამაყუებელი ხმა გაისმა და ვიღაცამ მთელი ძალით შემოანგრია. - ალისა კარგად ხარ? - მიყურებს - აქ რას აკეთებ? ან რა ჯანდაბაა... - მამაჩემმა ხელი დამავლო და მიბიძგა - ისინი შენზე ექსპერიმენტების ჩატარებას, აპირებენ. - რა თქვი? - ამას ვერ წარმოვიდგენდი. - და კიდევ ერთი რაღაც... მათ უნდათ ვამპირად გადაგაგციონ. - რაც თქვი? - გავშრი. - გაიქეცი, ეხლა არ გვაქვს. გაიქეცი! კარებთან შევტრიალდი და მასდავაკვირდი - და შენ? - მე მათ შევაკავებ, წადი... - მადლობა. - ტირილი მინდოდა, ის ბოლოს მაინც ჩემს გამო მოკვდებოდა. გავიქეცი, უკან კი ვამპირთა ხმა მიახლოვდებოდა. რადგან ეს არის უწყება, რომელიც დასაბამიდან მოისმინეთ, რათა გვიყვარდეს ერთმანეთი. ისე კი არა, როგორც კაენს, რომელიც ბოროტისაგან იყო და მოკლა თავისი ძმა. მერედა რისთვის მოკლა? იმისათვის, რომ მისი საქმენი ბოროტი იყო, ხოლო მისი ძმისა – მართალი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.