წარსულის კვალდაკვალ თავი 33.დ დასასრული.
და მაინც როგორები ვართ ადამიანები? უგულოები? ფარისევლები? კი ბატონო ვართ. რამეთუ ვდგავართ იმ ადამიანის საფლავთან და ვესწრებით მის დაკრძალვას,ვინც უამრავი საშინელება დაგვმართა.. უგრძნობები ვართ..ვიტირებთ ..ვიტირებთ...მერე მოჩვენებითად გადმოვაგდებთ რამდენიმე ცრემლს..მერე კი მივბრუნდებით და ყველანი ჩვენს გზაზე წავალთ… იწყება შეჩვევა და მათ გარეშე ცხოვრება…ხანდახან გაგვიხსენებს ვიღაც და ალბათ ამის მადლობელი უნდა ვიყოთ.. გაუკვირდა თორნიკე მეტრეველს მისი მშობლების დაკრძალვაზე ამდენი ხალხი რომ იყო.როგორც ჩანს სხვებისთვის უფრო მეტი გაუკეთებიათ და უფრო დაამახსოვრეს თავი,ვიდრე საკუთარ შვილს.. შავ ტანსაცმელში გამოწყობილს მწვანე თვალები კიდევ უფრო ჩამუქებოდა.უამრავი რამ იკითხებოდა იქ.ვერ გაბედა სოფომ მისულიყო და რამე ეთქვა.მაინც ვერ მოძებნიდა საჭირო სიტყვებს.არც ჰქონდა აზრი ალბათ.შორიდან უყურებდა საყვარელი ადამიანის ნატანჯ სახეს და ცდილობდა ცრემლი შეეკავებინა. სამაგიეროდ ბოლომდე გვერდით ედგა დემეტრე ბექაური...ყველა რომ წავიდა მასთან დარჩა. მეტრეველი მათი საფლავების წინ ჩაიცუცქა, სევდიანად გადახედა ახალმიყრილ მიწას და ჩაილაპარაკა. -ისე ნუ მაცხოვრებ ღმერთო,რომ ადამიანებს ჩემი სიკვდილი გაუხარდეთ. მე მიპატიებია თქვენთვის.. დაე უფალმა მოგიტევოთ.. -წავედით?-ჰკითხა დემეტრემ.. -წავედით.-პატარა ზურგჩანთა მოიგდო მხარზე,ხელი გადახვია ბექაურს და გზას გაუყვნენ… ცხოვრება კი გრძელდება. ვიღაცეებისთვის გრძელდება, ვიღაცეებისთვის სრულდება.ვიღაც ისევ კვდება.ვიღაც ისევ იბადება...ეს კანონია,კანონი, რომელიც არ იცვლება...კანონი რომელიც მარადიულია... ******** - უფალი არასოდეს გვივლენს ისეთ განსაცდელს,რისი გადალახვაც არ შეგვიძლია.ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე სხადასხვა გამოცდას გვიწყობს და როგორ მოვიქცევით,როგორ გავართმევთ მას თავს,ჩვენზეა დამიკიდებული. თუ რწმენა გაქვს აუცილებლად გადალახავ ყველაფერს, გაუძლებ და აიტან.არასოდეს დანებდე,არასოდეს დაეცე და არ მიეცე სასოწარკვეთას. რადგან ესეც უდიდესი ცოდვაა,დაიმახსოვრე ეს შვილო..-მამაომ ქადაგება დაასრულა და მცირერიცხოვან მრევლს გადახედა. -მამაო,დიდი მადლობა ყველაფრისთვის, დიდი მადლობა რომ არ მომეცით უფლება დავცემულიყავი და სასოწარკვეთას მივცემოდი. -შვილო თორნიკე,ორმოცი დღეა თითქმის რაც აქ ხარ და მთელი ამ დროის განმავლობაში ვხედავდი რამდენად დარდობდი და განიცდიდი მომხდარს,როგორ ლოცულობდი შენი მშობლების სულებისთვის,როგორ ატანდი თავს ძალას,რომ დარდი და ტკივილი არ დამენახა შენს სახეზე, ახლა გიყურებ და შენს თვალებში სინათლის სხივს ვხედავ,ისეთს როგორიც გაზაფხულს მოაქვს. ზამთრის მერე ბუნება რომ სხვანაირად გამოანათებს,ასე ხარ ახლა შენც.ახლა შენს სახეზე გაზაფხულია,დამპირდი რომ აქედან როცა გახვალ,იცხოვრებ ისე,როგორც ჭეშმარიტ ქრისტიანს შეეფერება? -გპირდებით მამაო. -მაშინ წადი,უფალმა შეგინდო ცოდვები,გწამდეს ამის. -დიდი მადლობა,-კიდევ ერთხელ ემთხვია ჯვარს მეტრეველი და გვერდით მდგომ დემეტრე ბექაურს დაუთმო ადგილი.რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში მის გვერდით იმყოფებოდა.არაფრით არ დატოვა მარტო.მასთან ერთად წამოვიდა ყაზბეგში,მონასტერში და ერთად ლოცულობდნენ და მარხულობდნენ.. ზაზას და სესილისთვის შეკვეთილ წირვას,რომელიც მეორმოცე დღეს სრულდება წესის მიხედვით რამდენიმე ადამიანი დაესწრო.. თამარი და დუდა,ნინია და ლევანი,ბერდია და თემურ მაისურაძე პატარა ზურგჩანთები აიღეს და გარეთ გამოვიდნენ,ეკლესიის ეზოში გაჩერდნენ.ბიჭებმა კიდევ ერთხელ ჩაისუნთქეს აქაურობის ჰაერი. -სოფო არ წამოვიდა?- გულდაწყვეტილმა იკითხა თორნიკემ. -მოდიოდა,მაგრამ უეცრად გადაუდებელი პაციენტები შემოიყვანეს და დარჩენა მოუწია..-უპასუხა თამარმა. -და რა თქმა უნდა გვანცაც მასთან დარჩა ხომ? -არა,გვანცა პრინციპულად არ წამოვიდა,არ გპატიობს რომ არ გააფრთხილე ცოცხალი რომ იყავი.. -ვაიმე,დაო,რა მეშველება?ისევ წლები უნდა დავკარგო მის შემორიგებაში?- დაიწუწუნა დემეტრემ. -აქ არ ვარ?დაგეხმარები,-ხელი მოხვია თორნიკემ. -ჩვენც აქ ვართ,-ერთხმად უპასუხეს ბიჭებმა. -ჩვენც დაგეხმარებით,-მუცელზე ხელიო მოისვა ნინიამ, -ყველაზე მეტად თქვენ ორის იმედი მაქვს,მსუქანა,-გაეხუმრა დემეტრე. -ყველაზე საყვარელი მსუქანი ვარ სამაგიეროდ.. -ეს რა მესმის,რა უყავი ამისთანა,რომ აღარ გებუტება?-ჰკითხა თორნიკემ ქისტაურს… -როგორც იქნა დავუჯერე,რომ ყველაზე ლამაზი ქალი ორსულობის პერიოდშია…-გაეცინა ნინიას. -მიხარია რომ ასე კარგად ხართ,მაგრამ იქნებ წავსულიყავით?-ჩაერთო ბერდია არაბული. -სად გეჩქარება?-ჰკითა დემეტრემ -ეჰ,რომ იცოდე რამდენი რამე გამოტოვე ძმაო…-გაეცინა თამარს.. -რა ხდება? -როგორც იქნა დაველაპარაკე ბურდულებს და ანას ხელი ვითხოვე.. -რა გააკეთე?-თვალები გაუფართოვდა დემეტრეს. -რაც გაიგე.არ მოგესმა. -მერე როგორ გადაურჩი ნიკუშას ან ნათლიაჩემს? -ვერ გადავურჩი,ერთი გემრიელად მომდო ვაჟბატონმა,მაგრამ დათა ბიძია ხომ იცი რა მაგარი ადამიანია? პირდაპირ მითხრა ახლავე ადგები და ანასთან წახვალ,თუ არადა მე არასოდეს შეგირიგდებით ეს საქმე რომ გააჭიანურო.ან შენ თავს რად იტანჯავდი ამდენ ხანს, ან მას რატომ ტანჯავდი უთქმელობის გამოო. -ვიცოდი,რომ ნათლიაჩემი მაგარი კაცი იყო..ყოველთვის სხვანაირად იქცეოდა და ყოველთვის სხვანაირ გადაწყვეტილებებს იღებდა. -ხოდა ეს ვაჟბატონიც მიფრინავს ამაღამ,ის გოგო უნდა ჩამოიყვანოს.- ჩაერთო ქისტაური. -ხო,მართლა ხვალ ჩვენც მივფრინავთ პარიზში,მაშინ აეროპორტიდან მოვბრუნდით,რა თაფლობისთვეზე იყო საუბარი,როცა შენ ასეთ დღეში იყავი?-გაუღიმა თამარმა. -ახლა ყველაფერი კარგად იქნება,ხომ ასეა?-იკითხა დუდამ. -ასეა,-დაასწრო ყველას თორნიკემ. -წადით,მე ნათლიაჩემთან მაქვს საქმე.მისი მანქანით წამოვალთ. -ხომ კარგად იქნები? -ჯანდაბა ბექაურო,უჩემოდ ვეღარ ძლებ უკვე? -ბოლო პერიოდში იმდენი რამე გადავიტანეთ ერთად,როგორ გინდა გავძლო?-გაუცინა მან,-აბა წავედით, სახლში რომ იქნები დამირეკე.. -კარგად,დაემშვიდობა მეტრეველი და თვალი გააყოლა მხიარულად და კისკისით მიმავალ ახალგაზრდებს, ძირითადად დემეტრეს და ნინიას გარშემო რომ ტრიალებდნენ.. -მშურს მათი,-ჩაილაპარაკა ბიჭმა.-მათ არ აწუხებთ დანაშაულის ეს საშინელი გრძნობა. -მაპატიე შვილო,ამაზე ვერ დაგელაპარაკე აქამდე, ჯერ იყო და პანაშვიდებზე და დაკრძალვაზე ვერ მოიცალე ამისთვის და მერე აქ წამოხვედი,ვერ ვილაპარაკეთ. -რა გაქვს საპატიებელი? -ის რომ გეგმამ ბოლომდე არ იმუშავა და ამას შენი მშობლები შეწირნენ. -ალბათ ასე სჯობდა,ახლა მაინც ვიტყვი იმას რომ ნამდვილად ობოლი ვარ,-ტკივილნარევი იყო აშკარად ეს სიტყვები და ღიმილიც ნაძალადევი. -დაასრულე ყველაფერი? -კი.დამნაშავეები ციხეში არიან,კიდევ რამდენიმე მნიშვნელივანი იირი დავაკავეთ,ვინც მად ეხმარებოდა,მათ შორის მაღალჩინოსნებიც არიან. -გილოცავ,დიდი წარმატებაა ეს. -როგორც იქნა სამართალმაც იზეიმა,მე კი დამსახურებულ პენსიაზე გავალ.უკვე დავწერე განცხადება. მალე მეც ჩვეულებრივი მოქალაქე გავხდები. -არ ნანობ რომ მოდიხარ იქიდან? -არა,არ ვნანობ,საკმარისი წლები და ადამიანები შევწირე ამ საქმეს...წავიდეთ? -წავიდეთ..მეტრეველმა კიდევ ერთხელ მოავლო თვალი აქაურობას,კიდევ ერთხელ დატკბა ამ სილამაზით,მერე კი ნათლიამისს გვერდით მიუჯდა და თბილისისკენ აიღეს გეზი. ***** თვითმფრინავი აეროპორტში დაეშვა, ახალგაზრდა ყმაწვილმა ზურგჩანთა ხელში აიღო და გასასვლელისკენ წავიდა… გარეთ მოსაცდელში გოგონა იდგა,თვალებს აცეცებდა აქეთ-იქით და მოუსვენრობა ეტყობოდა სახეზე. ვისაც ელოდა აშკარად არ ჩანდა, აგვიანებდა ან იქნებ არც ჩამოვიდა? გაუელვა გონებაში,რადგან თვითმფრინავი კარგა ხნის ჩამოფრენილი იყო. ჩამომსვლელი მგზავრების ნაკადი შეწყდა და გულდაწყვეტილი მობრუნდა რომ სახლში წასულიყო.საბოლოოდ გაიხედა იქით და თვალები გაუფართოვდა. ის ადამიანი აშკარად არ იყო ის,ვისაც ელოდა.მიუახლოვდა ბიჭი,მის წინ დადგა და გაშეშებულ გოგოს ძლიერად ჩაეხუტა. -ბერდია აქ რა გინდა?-დაიჩურჩულა მერე. -შენთან ჩამოვედი ანკა.- გაბრწყინებულმა უპასუხა ბიჭმა. -მე სოფოს ველოდი… -ეგ ყველაფერი მოწყობილი იყო.. -ვერაფერი გავიგე…-დაიბნა ის. -ანკა,ჩემო ანკა,ყოველთვის როგორ იბნევი ხოლმე მსგავს სიტუაციებში..- გაეცინა მას.ხელი აიქნია და მოულოდნელად სახურავიდან ფერადი ბუშტების წვიმა წამოვიდა,მუსიკა ჩაირთო და წრეში მოექცნენ უამრავ ადამიანთან ერთად. გოგო დამუნჯებული და გაშეშებული იდგა. ბერდიამ ჯიბეზე იტაცა ხელი,იქიდან კოლოფი ამოიღო,ცალ მუხლზე დაიჩოქა და ანას მიაჩერდა. -ვიცი რაღაცეები გამოვტოვეთ და პირდაპირ საქმეზე გადავედი,მაგრამ ხომ იცი რა სულსწრაფი ვარ?არ დაგიწყებ ახსნას რამდენად ძვირფასო და მნიშვნელოვანი ხარ ჩემთვის. რამდენად ძლიერია ჩემი შენდამი სიყვარული და როგორ ძალიან მინდა ჩემს გვერდით იყო.ვიცი ეს ისედაც იცი.ამიტომ პირდაპირ გკითხავ ცოლად გამომყვები? რამდენიმე წამი იდგა ანა ჩუმად,მერე კი იმხელა ხმაზე იყვირა თანახმა ვარო,რომ კინაღამ მუსიკის ხმაც გადაფარა.ბერდიამ ბეჭედი თითზე წამოაცვა და ჰაერში დაატრიალა რამდენჯერმე. ხელები კისერზე მოხვია და ძლიერად ეხუტებოდა.. მერე მიწაზე დააბრუნა არაბულმა,სახე დაუჭირა და პირველი კოცნა მოჰპარა ბურდულების გოგოს… *********** შეყვარებულმა წყვილმა ქუჩა გადაკვეთა და კაფის შესასვლელისკენ წავიდნენ.შორიდანვე იგრძნობოდა ახალგამომცხვარი კრუასანების სუნი. ბიჭმა ხელი ჩაჰკიდა გოგოს და შიგნით შევიდნენ.ფრანგულად რაღაც უთხრა და მეორე სართულზე,ვერანდაზე დასხდნენ.შეკვეთის მოლოდინში პარიზის ხედებით ტკბებოდნენ.ჯერ კიდევ დილა იყო და სასიამოვნოდ გრილოდა. -თამარ როგორ ფიქრობ რა არის სიყვარული? -სიყვარული შენ ხარ დუდა.-გაუღიმა გოგომ და ხელები ჩაჰკიდა. -მე რატომ? -იმიტომ რომ მე შენთან ერთად დაბერებას ვაპირებ,მე შენით სიცოცხლეს ვაპირებ,შენი შვილების დედობას ვაპირებ,შენთან ერთად ამ სიყვარულის გზებით სიარულს ვაპირებ. -ჩემო საყვარელო,ჩემო ბედნიერებავ. -და შენი აზრით რა არის სიყვარული? -შენ ხარ სიყვარული,-იგივე უპასუხა დუდამ.-შენ მოგაქვს ჩემთვის ყველანაირი სიხარული,თუკი რამე არსებობს ქვეყნად.შენ განმაცდევინე ეს საოცარი გრძნობა,მხოლოდ შენ და მინდა რომ ეს კიდევ უფრო განმტკიცდეს. მინდა პატარა თამარი გვყავდეს.. -ან პატარა დუდა.-გადაიკისკისა გოგომ. -ანუ წინააღმდეგი არ ხარ? -არა,შესაძლოა ის უკვე არსებობს.- თვალები ეშმაკურად მოხუჭა გოგომ -ნუთუ შენ… -არა,ჯერ არა,მაგრამ გული მიგრძნობს მალე იქნება,-გაეცინა გოგოს.. შეკვეთა მოიტანეს.თამარმა ღრმად შეისუნთქა ყავის სასიამოვნო სურნელი და პირველი ლუკმა მოაკბიჩა კრუასანს. -უგემრიელესია,-სახეზე შეეტყო სიამოვნება,-შენ მართალი იყავი. -გახსოვს რომ დაგპირდი დრო მოვა და ერთად გავსინჯავთ იმ კრუასანის ჯადოსნურ გემოს-თქო?ხომ ავასრულე. -მგონი მართლა ჯადოსნურია აქაურობა,-გაეცინა თამარს. -კი და შენი ტუჩები ამ ჯადოსნური კრუასანის ჯადოსნური შოკოლადითაა დასვრილი,-გაეცინა დუდას,დაიხარა და ტუჩებზე აკოცა.-მიყვარხარ,-უთხრა მერე. -მეც მიყვარხარ..-გაუღიმა ბექაურმა და ქმარს მიეხუტა.. ******** -ესეც ასეე,-კმაყოფილმა ჩაილაპარაკა ნინიამ და მობილური გათიშა. სამაგიეროდ ლევანი იყო რაღაცით უკმაყოფილო და გოგო ამას ვერ მიხვდა. -როგორც იქნა მორჩი,მომაქცევ მეც ყურადღებას? -რა მოგივიდა ქმარო?რატომ ხარ აგრესიული?-ცალი წარბი ასწია მაღლა გაკვირვების ნიშნად ნინიამ. -რამდენი ხანია ტელეფონზე ლაპარაკობ,მე კი სამსახურიდან დაღლილი მოვედი,მშია და ყურადღებას არ მაქცევ.. -ვაიმეე,ჩემო საწყალო და ბუზღუნა ქმარო,ეს როგორ დამემართა..- გვერდით მიუჯდა გოგო და მიეალერსა. -აფერისტო,-მაშინვე დადნა ლევანი,გაეცინა და ტუჩებზე აკოცა.. -აბა მეტყვი რას არკვევდი ამდენ ხანს? -ჯერ ბერდიას ველაპარაკე,მომიყვა როგორ ჩააკითხა და როგორ სთხოვა ანას ხელი,ისიც მაშინვე დასთანხმებულა. -ვაა ყოჩაღ ჩემს ცოლისძმას.როცა ჭკვიანურად აზროვნებს ყველაფერს ხუთიანზე ასრულებს.გაეცინა ქისტაურს,-ესეგი მალე კიდევ ერთი ქორწილი იქნება. -ასე გამოდის.. -კიდევ ვის ელაპარაკე? -დუდას და თამარს.გაგიჟებულია ისე მოსწონს იქაურობა,უფრო სწორად ადრეც ვართ ნამყოფები,მაგრამ დუდას გვერდით უფრო მოსწონს.. -ძალიან კარგი..ახლა წავიდეთ და ვჭამოთ საჭმელი.. -წავიდეთ,-წამოდგენენ და სამზარეულოში გავიდნენ,ლევანი ეხმარებოდა სუფრის გაშლაში. -თორნიკეს არ დაურეკავს? -დილით,მითხრა სამსახურში მივდივარო. -ჯერ კიდევ გუშინ ჩამოვიდა მონასტერიდან.იქნებ ცოტა კიდევ დაეცადა? -ალბათ ასე ურჩევნია,თვითონ უკეთ იცის.. -სოფოსთვის არ დაურეკავს? -არ ვიცი.. -აუ ლევან როგორ არაფერი არ იცი?-გაიბუსხა გოგო. -დაანება შენი ლამაზი ცხვირის სხვის საქმეში ჩაყოფას და ჭამე,ჩემს ბიჭს ნუ აშიმშილებ. -საიდანაა შენი?ჩემია.. -ჩემია,იმიტომ რომ დედამისიც ჩემია,-ჰაერში არმოჩნდა არაბული,მერე კი ქისტაურის მუხლებზე და ტუჩებში კოცნიდა ბიჭი. სახლში გამეფებულ სიჩუმეს ნინიას კისკისი არღვევდა….. *********** დემეტრემ ქარიშხალივით ჩაირბინა კიბეზე და ასეთივე სისწრაფით ჩაურბინა მშობლებს. -სად მიდიხარ დედი?რომ ვერ შეგვამჩნიე?-მიაძახა სოფომ. -რძალი უნდა მოგიყვანო ოჯახში დეეე,-დაუძახა და სახლიდან გავარდა. -არანორმალური,-გაეცინა სოფოს. -შენ გგავს? -მე რატომ? -შენ არ იყავი როცა ვიჩხუბეთ, სერენადა რომ მიმღერე შერიგების ნიშნად? -ეგ ამბავი როდემდე უნდა მახსენო? -სულ.-გაუღიმა რეზომ. -და შენ არ იყავი წყალში რომ ჩამაგდე? -კი არ ჩაგაგდე ერთად ჩავხტით რომ გავგრილებულიყავით… -მოდი წყალში ჩაგდებაზე დათას ნუ შეეჯიბრები,ეს ჩემპიონია,-მოესმა ქალის ხმა და კარში თამუნა გამოჩნდა ქმართან ერთად. -ხო სიგიჟეებში თქვენ ბადალი არ გყავდათ,ის თუ გახსოვს ცხელი წვნიანი რომ გადაისხი და მაისური ყველას წინაშე გაიძრე?-გაახსენა სოფომ -მახსოვს,სამაგიეროდ პირველი ამ ვაჟბატონმა გაიძრო ჩემს მანქანაში. -არა,აღიარეთ რომ მაგარი ვარ. როგორც კი დაგინახეთ,მაშინვე მივხვდი რომ ერთმანეთისთვის იყავით გაჩენილები. -ჩემი საოცარი მაჭანკალი ხარ,- მიეხუტა ცოლი -ეჰ რა მალე გადის დრო,-ჩაილაპარაკა დათამ,-თითქოს გუშინ იყო რომ დავქორწინდით და პატარები გაჩნდნენ,ახლა კი უკვე დიდები არიან,საკუთარი ოჯახები ჰყავთ,ზოგი უკვე რიგშია.მალე მათი შვილები გაჩნდებიან… -სევდა შემოგაწვა დათავ ბატონო?შენ ციხიდან სულ სხვანაირი გამოხვედი, შეცვლილი და უფრო ბრძნულ აზრებს აფრქვევ. -ეჰ,ჩემო რეზო რომ იცოდე იქ რა საშინელებაა.დრო თითქოს არ გადის და ფიქრის მეტი არაფერი დაგრჩენია. -ეტყობა ბევრი იფიქრე.. -რეზო ბექაურო,რატომ მიჩაგრავ მძახალს?-მოისმა ოთახში ზეზვას ხმა. -ოჰ,თქვენ უკვე გაერთიანება ჩამოაყალიბეთ?-გაეცინა მას… -ბოლოსდაბოლოს დავნათესავდით. ასე არაა დათა? -ისე არ ვიყავით ხო? -ეგ არ ითვლება დათა,შენ უბრალოდ ხელისმომკიდე იყავი აქამდე.ალბათ ბედი იყო რომ ბერდის არ მონათლე მაშინ,ჩამოსვლა რომ ვერ მოასწარი, თორემ ახლა რა ცუდ დღეში ვიქნებოდით.-დაასრულა კესომ. -ვფიქრობ უფალმა ეგ ყველაფერი მანამდე გადაწყვიტა ზემოთ,ცაში, სანამ ბავშვები დაიბადებოდნენ.-თქვა სოფომ.-მან ყველაზე უკეთ იცი რა და როგორ უნდა იყოს.. -ასეა თუ ისე მთავარია რომ ყველაფერი მორჩა,ყველაფერი დასრულდა.ცხოვრებას ვაგრძელებთ და ისევ ერთად ვართ.-დაამატა რეზომ. -მოკლედ კიდევ დიდხანს უნდა ვიცადოთ? -ჩემს ძმას ველოდებით თამო. აგვიანებენ. -ეტყობა კიდევ იჩხუბეს…-გაეცინა ზეზვას,სიტყვა არ ჰქონდა დასრულებული რომ მაიკო და გიორგი გამოჩნდნენ. -არ დამელაპარაკო,გითხარი მე ვათხოვებ ჩემს შვილს,შენი თანხმობის გარეშე,-ხმას აუწია ქალმა. -არა-თქო,ვერ გაიგეთ?რაც არ უნდა გაკეთონ,მაინც არ დავთანხმდები… -მაშინ გაგშორდები.. -ამოიგდე თავიდან ეგ აზრი.. -რა გჭირთ ხალხო?-შუაში ჩაუდგა სოფო. -ისევ ჯიუტობს. -კარგი რა გიო,გეყოფა,მიეცი უფლება ახალგაზრდებს ბედნიერები იყვნენ.. -სოფო შენც ამას მეუბნები? -ეს ჯიუტობა რაღა საჭიროა?ვერ ხედავ როგორ დაიტანჯა საწყალი ბიჭი?მგონი იმაზე მეტადაც კი ვიდრე იმსახურებდა.ის რომ შენი შვილი ჩუმადაა,არაფერს ნიშნავს,ამოუვა ყელში და ნახავ მერე თუ დააკავებ,არ დაგავიწყდეს მამიდამისის ასლია.. -რეზო ბექაურო ჭკუას მარიგებ? -გაბრაზდა გიგაური. -ზუსტადაც რომ გარიგებ.მეც შემეძლო თამარისთვის ხელი შემეშალა, მაგრამ არ შევეწინააღმდეგე.მივეცი უფლება ბედნიერი ყოფილიყო.დროა დასრულდეს ეს ტრადიცია,ისინი თვითონ გადაწყვიტავენ ყველაფერს და დამიჯერე დრო რომ მოვა არ დაგეკითხებიან. -მერე გაარკვიეთ ეგ ყველაფერი,ახლა კი სუფრას მივუსხდეთ და ვივახშმოდ. დღეს თამადა მე ვიქნები,-კიბეზე გამოჩნდა უფროსი დემეტრე და ყველას რიგრიგობით მიესალმა.მერე სუფრას მიუსხდნენ და დიდი ხნის მერე პირველად მოახერდეს ასე მშვიდად დროის გატარება….. ****** სამსახურში იჯდა თორნიკე და საბუთებს ჩაკირკიტებდა.ცდილობდა ბოლო დროინდელი შემოსავლები და გასავალი დაეთვალა,გაეგო რამდენად მომგებიანად მუშაობდა მისი კომპანია..თუმცა გულს ძნელად უდებდა.მომხდარზე ფიქრობდა, ვერაფრით ივიწყებდა.მერე სოფოს სახე წარმოუდგებოდა თვალწინ,მისი მომღიმარი და ბედნიერი სახე. სწორედ ის იყო ადამიანი ვინც ცხოვრება შეუცვალა,ვინც სხვა თვალით დაანახა ყველაფერი. სიგიჟემდე ენატრებოდა,მაგრამ მისვლას ვერ ბედავდა….რისი ეშინოდა თვითონაც არ იცოდა,ალბათ უფრო საკუთარი თავის…. კარზე კაკუნი გაისმა და ერთმანეთის მიყოლებით შემოლაგდნენ ლევანი და დემეტრე. -ჩვენც მოვედით.აბა როგორ ხარ? -კარგად ლევან,თქვენ როგორ ხართ? -ჩვენც არაგვიშავს,-უპასუხა დემეტრემ,- ერთი ეგაა რომ ქალბატონი ვერ შემოვირიგე და შენი დახმარება მჭირდება,ნუ თქვენი რაა. -რა დრო მოვიდა ლევან.ხედავ დემეტრე ბექაურს გოგოს შემორიგებაში ვეხმარებით,-გაეცინა მეტრეველს -აბაა,შენ ეგ თქვი. -მოკლედ მომაფიქრებინეთ რამე… -რამე საჩუქარი რომ გაუკეთო და სადმე დაპატიჟო ან რამე აჩუქო?-იდეა წამოაყენა ქისტაურმა. -არ გაჭრის ეგ,ვიცნობ მას. -სერენადა უმღერე. -ეგ მოძველებულია,თან რომელი მომღერალი მე ვარ?არ შემიძლია სიმღერა. -მაგრამ ჭრის. -თორნიკე იმღერებს რა პრობლემაა? -მე?არაა..გამორიცხულიაა. -კი,კიი და თანაც სოფოც იქნება და ორივეს მოეწონება..-გაუხარდა დემეტრეს. -არა,იქ ხალხია,ავადმყოფები და შეწუხდებიან..უარობდა ბიჭი. -იმ ავადმყოფებს ცოტა ხნით დაავიწყებ ტკივილს და გააბედნიერებს ეს. ბოლოს მაინც დაითანხმეს,გაარკვიეს საღამოს სმენაში იყვნენ თუ არა და მოემზადნენ.ყველაფერი მოიტანეს და ზუსტად იქ,სადაც ექიმების მოსასვენებელი ოთახი იყო,იმ ოთახის ფანჯრებთან გამწკრივდნენ.დაემატათ ნიკუშა ბურდულიც,აიჩემა ცოლად თუ მოიყვან ბოლოსდაბოლოს მეჯვარე მე ვიქნები და უჩემოდ არ გამოვა ეგ საქმეო.ცეცხლით გულები დაანთეს მიწაზე.ყვავილები დემეტრემ დაიჭირა და მ ეტრეველმა გიტარას ჩამოჰკრა ხელი.სიმღერაც უკვე შერჩეული ჰქონდათ.. სოფო და გვანცა ყავას სვავდნენ, როცა მუსიკის ხმა შემოესმათ.ნაცნობი მელოდია იყო და გოგოს მაშინვე ქისტაურთან გატარებული საღამო გაახსენდა,როცა თორნიკემ იმღერა. ეგონა მეჩვენება და წარმოუდგენელია ის იყოსო,მაგრამ არ მოსჩვენებია,ის იყო ნამდვილად... ფანჯარაში რომ გაიხედეს ორივეს თვალები გაუფართოვდა.უსმენდნენ სიმღერას და ხმას ვერ იღებდნენ. თვალს ვერ აშორებდნენ ერთმანეთს.ლამის მთელი საავადმყოფო მათ უყურებდა.. -გვანც,დემეტრეა… -და თორნიკე...უპასუხა მან,-ამას ვაჩვენებ სეირს,ასე უნდა შემომირიგოს?-გაბრაზდა გვანცა და ყავის ჭიქა უნდა ესროლა მაგრამ სოფომ შეაჩერა. -მგონი უნდა დაილაპარკოთ.მიზეზი რომ არ ჰქონოდა არ მოიქცეოდა ასე. -გვანცი საყვარელო,მითხარი რამე,ნუ ხარ ჩუმად.არ მოგეწონა? -ჩამოვალ და ვილაპარაკოთ,-დაუძახა გოგომ,მაგრამ სახე მაინც არ გაუხსნია.სოფოც უკან გაჰყვა.. -იცოდე თუ არ შემირიგდა,ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ. -დაავლე ხელი და მოიტაცე.-უთხრა ნიკუშამ.-აქ არ ვართ? -დუდას აგარაკი შენს განკარგულებაშია, -გაეცინა თორნიკეს და გოგოებიც გამოჩნდნენ.პირდაპირ მისკენ აიღო გეზი გვანცამ და წინ დაუდგა დოინჯშემორტყმული დემეტრეს.უკან სოფო ედგა. -გისმენ. -აქ ვილაპარაკოთ? -როგორც ყოველთვის მასკარადი მოაწყვე.აბა ამჯერად კიდევ რა დაგრჩა გასაკეთებელი? -გვანცა კარგი რაა,როდემდე უნდა იყო გაბრაზებული ჩემზე?ისედაც ვიცი რომ სულელი და იდიოტი ვიყავი,ბრმა ვიყავი,როცა შურისძიებამ დამაბრმავა და ის სისულეები გამაკეთებინა.. -ხოდა ასე სულელურად დამკარგე მეც.რამდენი გთხოვე და გემუდარე, მაგრამ არ მომისმინე,ახლა უკვე გვიანია.-მკაცრი იყო გვანცა.. -ჯანდაბა,შენ მაინც არ მომისმენ და გამიგებ ხო? -არა.. -მაშინ შენ თავს დააბრალე რაც მოგივა,-ფეხებში სტაცა ხელი,ზურგზე მოიგდო და ბიჭებს ანიშნა დამეხმარეთო. უცებ ვერავინ ვერაფერი მოიფიქრა,აი სოფო სწრაფად მოეგო გონს,იქვე მდგარი თავისუფალი სასწრაფოს კარი გამოაღო და დემეტრეს ანიშნა იქ ადიო.ბიჭმა გოგო პირდაპირ იქ შეტენა,თვითონაც უკან მიჰყვა და კარი დაკეტა. საჭეს მეტრეველი მოუჯდა,ბიჭებს მიაძახა საჭირო ნივთები ამოუტანეთ აგარაკზეო და მანქანა ადგილიდან დაძრა..მთელი გზა ბრძოლობდნენ დემეტრე და გვანცა,ყვიროდა გოგო მაგრამ არც დემეტრე დანებებულა და არც თორნიკეს გაუჩერებია.დანიშნულების ადგილზე რომ მივიდნენ მაშინ გაჩერდა და კარი გაუღო.ძალა გამოცლილი და ნამტირალევი იჯდა გვანცა.დემეტრე კი საპირისპირო მხარეს და იღიმოდა.როგორც კი გაირო კარი,გვანცა მაშინვე გადმოხტა,რატომღაც ეგონა რომ ნაცნობ აგარაკზე მოხვდებოდა,მაგრამ ასე არ იყო და დაიბნა.ეზოში გაჩერდა და იქაურობას თვალი მოავლო. -იცოდე,ახლა შენი ჯერია,წავედი მე და მიხედე საქმეს,სანამ არ შერიგდებით, აქედან არ წაგიყვანთ.. დემეტრემ გაუღიმა და ხელი ჩამოართვა მადლობის ნიშნად… აკანკალდა გვანცა,როგორც კი თორნიკე წავიდა, დემეტრეს უყურებდა,მისკენ მომავალს და შიში იპყრობდა,რისი ეშინოდა თვითონაც არ იცოდა,ალბათ უფრო იმის რომ დიდხანს ვერ გაუძლებდა და შესაძლოა ყველაფერი სხვანაირად დასრულებულიყო,ხელები გადაიჯვარედინა და ზურგი შეაქცია ბიჭს.გარემო შეათვალიერა,ტყეში იყვნენ და აქედან გაქცევა სიკვდილის ტოლფასი იყო,უსათუოდ გაიყინებოდა, თუ რომელიმე ნადირს გადაურჩებოდა. დემეტრე მიუახლოვდა და ზურგსუკან დაუდგა.მისი სურნელი შეისუნთქა. -აქ რა გვინდა?-ჰკითხა გვანცამ,ისე რომ არ შეუხედავს. -იქნებ ჯობდეს სახლში შევიდეთ და იქ ვილაპარაკოთ? ძალიან ცივა და გაიყინები.. -შენთან ერთად არსად არ წამოვალ. -ნუ მაიძულებ რომ ძალით შეგიყვანო. ხომ იცი არ გამიჭირდება.მხოლოდ ერთს გთხოვ მომისმინო.ხუთი წუთით მომისმინო,მერე კი თუ მაინც იგივე აზრზე იქნები,გპირდები უკან დაგაბრუნებ და სამუდამოდ გავქრები შენი ცხოვრებიდან.არასოდეს შეგაწუხებ. დემეტრეს ხმაში ისეთი მუდარა იგრძნო გვანცამ,რომ სხვა გზა არ იყო და შიგნით შეჰყვა.. ერთმანეთის პირისპირ ისხდნენ და ხმას არც ერთი არ იღებდა… -მიჭირს შენთვის თვალის გასწორება, შენთან საუბარი იმდენი რამე დაგიშავე..უფრო სწორად საკუთარ თავს დავუშავე,გეფიცები არ მინდოდა, არ მინდოდა ასე მოხდარა.არ დავიწყებ შენს წინაშე თავის მართლებას.აზრი არ აქვს,დავაშავე და მორჩა.. -რატომ დამიმალე ცოცხალი რომ იყავი?იცი რამდენი ვიტანჯე?იცი რა საშინლად ვიყავი?როგორ ცუდად ვგრძნობდი თავს...-ცრემლი წამოუვიდა გოგოს.-მეგონა იმ აფეთქებას შეეწირე,იქ დავასრულე მეც სიცოცხლე,თავს ვიდანაშაულებდი, რომ ეს ჩემს გადასარჩენად გააკეთე.. -ხო,შენს გადასარჩენად გავაკეთე. შენთვის გავაკეთე,არაფერია ჩემთვის სიცოცხლე თუ შენ არ იქნებოდი.შენს გარეშე არაფერს ექნებოდა აზრი.ის რომ ცოცხალი ვიყავი და ყველას მკვდარი გეგონეთ,მეც გვიან გავიგე, სიკვდილს ვებრძოდი,მეტრეველი რომ არა,ალბათ მართლა მკვდარი ვიქნებოდი.სულზე მომისწრო.გუგამ მესროლა და სასიკვდილოდ დამჭრა. მეც მიკვირს ცოცხალი როგორ ვარ. მაგრამ ერთი რამ იცოდე თუ შენ არ მაპატიებ და ჩემთან არ იქნები, მართლა მომკლავ,ცოცხლად დამმარხავ...მე არასოდეს ვიტყვი უარს შენზე.შეიძლება ჩემთან არ იყო,მაგრამ მაინც მეყვარები, შორიდან,ჩუმად ჩემთვის.. -ასე ნუ ლაპარაკობ,ასე ნუ ამბობ..-ცრემლი წამოუვიდა გოგოს,დემეტრე მის წინ ჩაცუცქდა და მისი ხელი ხელებში მოიქცია. -იმას ვამბობ რაც უნდა გითხრა. მითხარი როგორ ვთქვა უარი შენზე,როცა შენი არსებობა მახარებს,მაბედნიერებს,ღიმილს მანიჭებს?როცა შენი ყოველი ჩასუნთქვა და ამოუსნთქვა ჩემი ჩასუნთქვა და ამოსუნთვაა?გთხოვ ნუ იტყვი უარს ჩემზე.ვინ იცის რამდენი რამე გამოვტოვეთ უერთმანეთოდ, რამდენი ბედნიერება? ნუღარ გამატარებინებ ერთ დღესაც კი უშენოდ.. -ძალიან დიდხანს ველოდი შენგან ამ სიტყვებს,ძალიან დიდხანს გელოდი,არ გეგონოს რომ ჩემთვის ადვილი იყო ეს ყველაფერი,არ გეგონოს რომ არ გაპატიე ან არ გაპატიებდი.არა,მე უკვე დამავიწყდა ყველაფერი,მხოლოდ ის მინდოდა რომ საბოლოოდ დავრწმუნებულიყავი შენს გრძნობებში და იმაში რომ შეიცვალე.როგორ შემიძლია არ გაპატიო დემეტრე ბექაურო როცა შენ მე ამდენჯერ მაჩუქე სიცოცხლე. დღეს კი კიდევ ერთხელ დამიბრუნე ის.ჩემი გულიც,სხეულიც და გონებაც შენ გეკუთვნის დემე და გთხოვ ნუ ისარგებლებ ბოროტად ამით.გთხოვ აღარასოდეს დამინგრიო ოცნებები და აღარასდროს გამიცრუო იმედები. -გჯეროდეს ჩემი,ერთად სამუდამოდ? -ერთად სამუდამოდ..-გაუღიმა გვანცამ და დემეტრე ბექაურისთვის შუა ზამთარში გაზაფხული მოიყვანა… ******* ვერ მოითმინა უნცროსმა სოფომ. მართალია არ დაურეკია მამიდაშვილისა და მეგობრისთვის, მართალია მათგან პასუხი არ იცოდა,მაგრამ დარწმუნებული იყო,რომ იქიდან კარგ ამბავს გაიგებდა.გული კი დასწყდა ამდენი ხნის უნახავ და მონატრებულ თორნიკეს რამდენიმე წამით რომ მოჰკრა თვალი,მაგრამ ამანაც გაახარა,სხვანაირად იგრძნო თავი. მორიგეობა დაასრულა და პირდაპირ მამიდასთან წავიდა სასიხარულო ამბის სათქმელად. იმ დროს მივიდა როცა ყველა ერთად შეკრებილიყო და ვახშმობდნენ.. -მოგესალმებით ყველას,-მიესალმა და სათითაოდ ჩამოუარა ყველას. -ასეთ დროს და მარტო აქ რატომ ხარ შვილო?-ჰკითხა სოფომ -მარტო დავრჩი და სხვა გზა არ მქონდა. -რას ქვია მარტო დარჩი? -იმას ჰქვია რომ ჩემმა ერთადერთმა და უკანსკნელმა ცალად დარჩენილმა დემეტრე ბექაურმა ცოლი მოიყვანა- ჩაარაკრაკა სოფომ სანამ ყველამ გაანალიზა რა თქვა ისევ დაამატა. -მამიდა შვილი დაგიქორწინდა. პირდაპირ საავადმყოფოდან მოიტაცა სასწრაფოს მანქანით,-გაეცინა გოგოს. აბა იქ ატყდა ამბავი თუ ატყდა. სიხარულისგან აღარ იყვნენ, ულოცავდნენ სოფოს და რეზოს, უფროსი დემეტრე სიხარულისგან ჭკუაზე აღარ იყო..ლოცავდნენ წყვილს და ბედნიერებას უსურვებდნენ.მერე მათ შეუერთდათ ნინია და ლევანი, ნიკუშა და ლიკა.დანარჩენები აქ ისედაც არ იყვნენ,სამაგიეროდ ბედნიერები იყვნენ და ეს იყო მთავარი…. უკვე გვიანი იყო,სოფო აივანზე იდგა და მათ უყურებდა შიგნით,როგორ ერთობოდნენ და როგორი მხიარულები იყვნენ,ირაკლიც მოსულიყო ოჯახთან ერთად.ყველა ბედნიერი იყო,მხოლოდ ის იყო მოწყენილი.თორნიკე მეტრეველი დაპატიჟების მიუხედავად მაინც არ მოვიდა და გული დასწყდა. -მარტო ხარ?-მიუახლოვდა ნინია. -ასე გამოდის.მარტო დავრჩი… -ხომ იცი რომ მარტო არ ხარ.ჩვენ შენთან ვართ,მართალია თორნიკეს ვერ შეგიცვლით,მაგრამ ვეცდებით რომ გაგამხიარულოთ სოფო დეიდა,-მუცელზე ხელი მოისვა გოგომ . -ძალიან ცელქობს?-გაეღიმა სოფოს. -კი,ერთი სული მაქვს დაიბადოს,უკვე ვეღარ ვისვენებ. -სულ ცოტა,ერთი თვეც და ეგაა..უკვე ხელში დაიჭერ. -მე აქ სხვა რამეზე სალაპარაკოდ მოვედი. -რა ხდება?-გაკვირვებულმა შეხედა სოფომ. -როდემდე უნდა იყო ასე? -ასე როგორ? -სხვისი აზრი გაითვალისწინო და ელოდო შემთხვევითობას.რატომ არ მიდიხარ თორნიკესთან? -არ ვიცი...ისიც უკან იხევს, შეიცვალა. სხვანაირია,რამდენჯერაც ვცადე მასთან მიახლოება,იმდენჯერ გაიქცა. -გაეკიდე სოფო.აუცილებლად გაეკიდე და არ მისცე გაქცევის უფლება,ის ძალიან განიცდის,არეულია,ვერ ხედავ რამდენი რამე მოხდა,როგორ გგონია მისთვის ადვილია? -არა,არ არის ადვილი.მესმის მისი, -ხოდა თუ გესმის შენ იმოქმედე. გაიხსენე ჩემი და ლევანის ამბავი. თამარი და დუდა,ჩვენ ხომ ვიბრძოლეთ? არ დავნებდით?არც შენ დანებდე.. -ნინია,-მოეხვია სოფო.-დიდი მადლობა,ყველაფრისთვის.ხომ დამეხმარები?-ჰკითხა გაბრწყინებულმა? -ყველაფერში.-უთხრა გოგომ ორ დღეში დაბრუნდნენ დემეტრე და გვანცა,პირდაპირ ბექაურების სახლში მივიდნენ,ისევ შეიკრიბნენ და ისევ აღნიშნეს ეს ამბავი.პირდაპირ გადავიდა გვანცა მათ სახლში საცხოვრებლად და ქორწილის დაგეგმვაც დაიწყეს..ამჯერად დემეტრემ აიტეხა პატარა ქორწილი მინდა არანაირი ხალხმრავლობა არ გამაგონოთო.სხვა გზა არ ჰქონდათ. ამ ყველაფრის ორგანიზებას დიდი დრო არ დასჭირდებაო და ერთ კვირაში ქორწილიც გადაიხადეს.დუდა, თამარი, ანა და ბერდიაც დაბრუნდნენ და შეუერთდნენ მათ.აქ ნახა თორნიკე სოფომ,თუმცა დიდად დალაპარაკება ვერ მოახერხეს.გიორგი გიგაური სულ ქალიშვილის გვერდით ტრიალებდა. ბოლოს მაინც მოახერხა გოგომ გაძრომა და მასთან ცეკვა.ისიც თვითონ გამოიწვია საცეკვაოდ. -რატომ გამირბიხარ?-ჰკითხა სოფომ. -არ გაგირბივარ.. -აბა რა ხდება თორნიკე?ჩვენ ხომ შევთანხმდით,ჩვენ ხომ ვილაპარაკეთ რომ რაც არ უნდა მომხდარიყო ერთად ვიქნებოდით და ვერავინ და ვერაფერი დაგვაშორებდა?-ნაწყენი ჩანდნა გოგო. -ასეცაა,მართლა ვერ დაგვაშორებს ვერავინ და ვერაფერი,მაგრამ არსებობს მამაშენი და შენი ოჯახი, რომლის წინააღმდეგ წასვლა გამიჭირდება.მამაშენმა უნდა მაპატიოს და უნდა მიმიღოს,ამისთვის კი დაცდა მომიწევს...და ეს როდემდე გაგრძელდება არ ვიცი.. -კარგი,იყოს ისე,როგორც შენ გინდა… -თითქოს ნაწყენმა ჩაილაპარაკა გოგომ და მერე გაჩუმდა ხმა აღარ ამოუღია,ადრე წამოვიდა ქორწილიდან, თუმცა თაიგულის დაჭერა მაინც მოასწრო… როგორ დასრულდა ქორწილი არ გაუგია,მარტო იჯდა სახლში, მეტრეველის ნაჩუქარი კაბა გამოიღო, გაშალა ,წინ დაიდო და უყურებდა, იხსენებდა მასთან გატარებულ წამებს,წუთებს,თითოეულ ნათქვამ სიტყვას და ბედნერ დროს.. თითოეულ დიალოგს და მიცემულ სიტყვას.. გადაწყვეტილება ურყევი იყო, ნინიას დაურეკა და უკანასკნელად ჰკითხა ხომ ყველაფერი წესრიგში იყო.სასურველი პასუხის მოსმენის შემდეგ კაბა აიღო და კიდევ ერთხელ მიიზომა… თორნიკე კაბინეტში იჯდა,საღამო იყო და უკვე ამთავრებდა მუშაობას, ქისტაურმა რომ მიაკითხა გაუკვირდა. -აქ რა გინდა ამ დროს? -დუდა გველოდება,ბიჭები შევიკრიბოთ,ლუდი დავლიოთ და ვისაუბროთო. -მეზარება.. -ნუ გვარიდებ თავს,ვიცი რომ დანაშაულის გრძნობა არ გტოვებს, მაგრამ დროა ყველაფერი დაივიწყო. უეცრად ტელეფონმა დაურეკა და ნინიას ხმა მოესმა.სახე შეეცვალა და ანერვიულდა. -რა მოხდა?-ჰკითხა როგორც კი გათიშა. -ნინია ეკლესიაში წასულა,იქ კი მუცელი ასტკივდა. -მერე წავიდეთ,აქ რას ვდგავართ?- ანერვიულდა მეტრეველიც და მანქანის გასაღებს დასტაცა ხელი… ეკლესიაში იჯდა ნინია,მარტო იყო და გვერდით მამაო ეჯდა და წყალს აწვდიდა.მაშინვე მას მივარდნენ ბიჭებს.მაგრამ ნინიას გაეღიმა. -კარგად ვარ,ნუ ნერვიულობთ... -ოჰ,ნინია,ნინია…. -მამაო მზად ხართ?-ბიჭებს ზურგი აქცია და ჰკითხა მოძღვარს. -მზად ვარ.. -რა ხდება?-გაუკვირდა ლევანს. -თორნიკე იქით გაიხედე,-ანიშნა შემოსასვლელისკენ და გაჩუმდა. დაიბნა მეტრეველი,როცა იქ საყვარელი ქალი დაინახა.ულამაზესი იყო სოფო.მისკენ მოდიოდა და უღიმოდა.მიუახლოვდა,წინ დაუდგა და უთხრა: -გახსოვს როცა ეს კაბა გამომიგზავნე, მითხარი თვითონ მიხვდები როდის იქნება ამის ჩაცმის დროო.მე კი ვფიქრობ ამაზე უკეთესი დღე ჩემს ცხოვრებაში არ დადგება.მე ვფიქრობ რომ სწორედ ესაა ის დღე..-გაუღიმა და ხელი ჩაჰკიდა. -სიტყვები არ მაქვს,არც კი ვიცი რა გითხრა..-დაიბნა ის. -შენ კი არა მე უნდა გითხრა.მე უნდა აგიხსნა რამდენად ძვირფასი ხარ ჩემთვის.-სოფომ ხელები დაუჭირა,თავის პაწაწუნა ხელებში მოიქცია და უთხრა: -არსებობს ხელები, რომლისთვისაც ყველაფერს გაიღებ, თუნდაც ერთი წამით შენთან გაჩნდნენ და მოიტანონ უსასრულო ჟრუანტელი, უსასრულო სითბო და სიყვარული... არსებობს ხელები, რომლებიც გეტყვიან, რომ გიცნობენ, რომ გეტრფიან,რომ გეტყვიან რასაოცრება ხარ. არსებობს ხელები, რომლებიც იცი, რომ „შენია“..და თუ ამ ხელებს იპოვი, არასოდეს უნდა გაუშვა და არასოდეს დაივიწყო… -აღარასოდეს,აღარასოდეს გაგიშვებ ამ ხელს.არასოდეს დავტოვებ ამ ხელებს,-მორიგეობით დაუკოცნა ორივე ხელისზურგი თორნიკემ-..და მაინც,შენ ერთი ნათელი წერტილი ხარ სიბნელის ბოლოს. ჩემი ცხოვრების ერთადერთი ნათელი წერტილი…. -გახსოვს დუდას აგარაკზე რომ ვიყავით რა მითხარი?მითხარი რომ მხოლოდ ერთხელ შეიძლება ცხოვრებაში შეხვდე ადამიანს, რომელიც შენს ცხოვრებას ძირფესვიანად შეგიცვლის,რომელსაც ყველაფერს ეტყვი,ყველაფერს მოუყვები.რომელიც შეგავსებს და სხვა თვალით დაგანახებს საკუთარ თავს.რომელსაც მოუყვები შენს ოცნებებზე,შენს იმედებზე,შენს ყოველდღიურობაზე,რომელიც შენს თვალებში საკუთარ სიცოცხლეს დაინახავს,ხოდა ეს ადამიანი შენ ხარ. მეტრეველს ჩაეღიმა. -გახსოვს რა მიპასუხე? -კი,მახსოვს,გითხარი ვისურვებდი შენ ყოფილიყავი ის ადამიანი-თქო.ახლა მხოლოდ ერთი სურვილი დამრჩა ასასრულებელი ვისურვებდი შენ ყოფილიყავი ის კაცი,რომელიც ჩემი ქმარი გახდებოდა.. -წესით ამას მე უნდა გეუბნებოდე, მაგრამ არაუშავს,რადგან აქ ხარ,დარწმუნებული ვარ მზად ხარ ამისთვის,სოფო გიგაურო გახდები ჩემი ცოლი? -თანახმა ვარ,-უპასუხა გოგომ. -რადგან ყველაფერი გაარკვიეთ მაშინ დავიწყოთ ჯვრისწერა,-ჩაერია ნინია. -ეს ყველაფერი შენ მოაწყვე ხო?-გაეღიმა თორნიკეს. -აბა ისე როგორ იქნებოდა,-გაეცინა მას.-ყველაფერი მოიტანე? -აქ მაქვს.-ბეჭდები ამოიღო ლევანმა. -შენც იცოდი ხომ? -ვიცოდი,ერთად დავგეგმეთ, მოკლედ დავიწყოთ ჯვრისწერა,თორემ მამაო აღარ იცდის… საკურთხეველთან იდგნენ.მამაომ ჯვრისწერა დაიწყო.ჯერ ლოცვებს კითხულობდა,მერე უშუალოდ ცერემონიალზე გადავიდა. -მამაო,იქნებ ცოტა დააჩქაროთ, თორემ მგონი მშობიარობა მეწყება,-შეაწყვეტინა ნინიამ. -კარგად ხარ?-აღელდა ლევანი. -არ შევწყვიტოთ,უბრალოდ დავაჩქაროთ,-უთხრა ნინია. -კარგი,-უპასუხა მამაომ და გოგოს ჰკითხა:-თანახმა ხართ გახდეთ თორნიკე მეტრეველის ცოლი?გიყვარდეთ და პატივს სცემდეთ. იყოთ მის გვერდით ჭირსა და ლხინში? -თანახმა ვარ. -თორნიკე მეტრეველო,თანახმა ხართ მოიყვანოთ ცოლად სოფო გიგაური? გიყვარდეთ და პატივს სცემდეთ.იყოთ მის გვერდით ჭირსა და ლხინში? -თანახმა ვარ.. ბეჭდები გააცვლევინა,ჯვრისწერის საიდუმლო აღასრულა,ცოლ-ქმრად გამოაცხადა და ნება დართო პატარძლისთვის ეკოცნა… -როგორც იქნა,ახლა წამიყვანეთ საავადმყოფოში,წ....ბი დავღვარე,-გაიღიმა ნინიამ და იკივლა… -ჩემი ბიჭი იბადება,-გახარებულმა თქვა ქისტაურმა,ცოლი ხელში აიტაცა და გასასვლელისკენ წაიყვანა… ******** სახლი ხალხით იყო სავსე.ეზოში პატარები დარბოდნენ და ყვირილით იკლებდნენ იქაურობას…. -თემუკა,დაანებე სესილიას თავი,ნუ აწვალებ,-დატუქსა ნინიამ შვილი. -თორნიკე მიხედე ბავშვს,არაფერი იტკინოს,-შეუბღვირა სოფომ ქმარს. -მამი,მოდი ჩემთან,-დაუძახა მეტრეველმა ოთხი წლის ქალიშვილს. მაგრამ ბავშვმა ყურადღება არ მიაქცია,ისევ იქ დარჩა,მეტიც არ მოშორებია მასზე ერთი წლით დიდ თემუკას.ხელი მოჰკიდა გოგოს,მისკენ მიიწია და ლოყაზე აკოცა.. -მგონი ჩვენ მძახლები გავხდებით,- გაეცინა ქისტაურს.-ახალი სიყვარული იბადება. -ჯერ ბავშვები არიან,ამაზე საუბარი ადრეა,-გაეცინა თორნიკეს,მაგრამ აშკარად ამჩნევდა როგორ სხვანაირად იყვნენ ერთმანეთთან მისი და ქისტაურის შვილები. დანარჩენებისგან შორს.. მალე მათ შეუერთდნენ დუდა და თამარი თავისი ორი ვაჟიშვილით, ბერდია არაბული ცოლთან და ქალიშვილთან ერთად.ნიკუშა ბურდული ქალ-ვაჟთან ერთად. დემეტრე ბექაური ასევე ქალ-ვაჟთან ერთად. სოფო ერთი წლის ტყუპებს აჭმევდა საჭმელს და თან უფროს გოგონას ადევნებდა თვალს.გვერდით ნინია ეჯდა ისევ ორსული და წლინახევრის ქალიშვილს აჭმევდა… უფროსებიც გამოჩნდნენ სურსათით დატვირთულები.თორნიკე მეტრეველის აგარაკზე სესილიას დაბადების დღეს აღნიშნავდნენ და ეს იყო მიზეზი მათი შეკრების… როგორც კი პაპა-ბებიები დაინახეს, ბავშვები მათკენ გაიქცნენ ჟივილ-ხივილით.სესილია მაშინვე მაიკოს შემოეხვია. -ბე,რა მომიტანე? -ბებო გენაცვალოს,ჩემო ანგელოზო, რაც დამაბარე ყველაფერი. -თემუკასაც ხომ წამოუღე? -ეს ბავშვი სულ თემუკას რატომ ახსენებს?-გაკვირვებულმა იკითხა გიორგიმ. -მგონი მინათესავდები,-უპასუხა ზეზვამ და შვილიშვილი ხელში აიყვანა. -ბაბუ,როგორ ხარ?-ჰკითხა ბავშვს. -მე კარგად,მაგრამ სესილიას ბაღში აწყენინა ერთმა ბიჭმა და მეც მოვიწყინე მასთან ერთად. -კი არ უნდა მოიწყინო,უნდა მაგრად დაარტყა. -ბერდია რას ასწავლი ბავშვს? -შეუბღვირა დამ. -გაგიკვირდა ცოლო?განა რა უნდა ისწავლოს მეტი ჩემი და მისი გადამკიდე ჩვენმა შვილმა? -იმედია,თქვენსავით გადარეული არ იქნება,-აბუზღუნდა ნინია. -უკვე ყველაფერი მზადაა,მოდით სუფრასთან,-აივანზე გადმოდგა სოფო და ვერანდაზე გაშლილი სუფრისკენ მიიწვია ყველა. -რადგან ყველა აქ ვართ,მოდით რაღაცას ვიტყვი და მერე თქვენ განაგრძეთ.უფრო სწორად ჩემი სიმამრი გაუძღვება სუფრას.. ყველა გაისუსა და მეტრეველს მიაჩერდა. -კარგად იცით რამდენად რთული ცხოვრება მქონდა,რა გადავიტანე და როგორ მიჭირდა. მე დავკარგე ოჯახი,მაგრამ ბედნიერი ვარ რომ შეგიძინეთ თქვენ,რომ ვარ ამ დიდი ოჯახის წევრი,მე ბედნიერი ვარ რომ გვერდით მყავს ისეთი დიდებული ადამიანი,როგორიც შენ ხარ სოფო გიგაურო.რადგან შენ ხარ ჩემო ცხოვრების ყველაზე დიდი მონაპოვარი,ჩემი ცხოვრების სიყვარული,რომელმაც მაჩუქა სესილია,რომელმაც მაჩუქა ჩემი ორი ტყუპი ვაჟკაცი.მე მიხარიხარ შენ და მე მიხარიხართ თითოეული თქვენგანი..- დაასრულა თორნიკემ და ცოლს ხელი მოხვია…. გვიანობამდე ისმოდა ხმაური მეტრეველის აგარაკიდან ერთად ყოფნის ბედნიერებით რომ იყო გამოწვეული….. ….და მანამდე სანამ ქვეყნად არსებობს სოფო გიგაურის და რეზო ბექაურის,ნინია არაბულის და ლევან ქისტაურის, დუდა შენგელიას და თამარ ბექაურის,სოფო გიგაურის და თორნიკე მეტრეველის მსგავსი წყვილები,მანამდე სანამ იარსებებს ასეთი ძლიერი გრძნობები და გამართლებული სიყვარული, მანამდე შეიძლება იმის თქმა რომ სიყვარული მარადიულია,სიყვარული სამყაროს მამოძრავებელი ძალაა და ის ყველაფერს გადაგატანინებს, ყველანაირ განსაცდელს დაგაძლევინებს,ყველანაირ წარსულის შეცდომებს დაგავიწყებს და გარწმუნებინებს რომ ყველაფრის მიუხედავად,წარსული შეცდომების მიუხედავად,მაინც შეიძლება ბედნიერი იყო და ის იქ ჰპოვო სადაც ყველაზე ნაკლებად ელი.. ესეც ასე,დასრულდა ეს ისტორიაც.არ ვიცი რამდენად მისაღები იყო დასასრული,მაგრამყველანაირად ვეცადე რომ ის განსხვავებული ყოფილიყო და მგონი რომ შევძელი.ველი თქვენს შეფასებებს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.