შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პარანორმალური. 14


26-01-2019, 00:39
ნანახია 903

საკმაოდ დახუთულობაა.


ვბრუნდები ერთი მხრიდან მეორეზე, ვიფხან ლოყას. არ ვახელ თვალებს. რთულია, მაგრამ მაინც მიწევს, ამის გაკეთება: ვისუნთქავ, თვალებს ვძაბავ უცნაური, ნათელი შუქის გამო. ოთახი უბრალოდ გავსებულია მზის სინათლით, თუმცა, მისი სხივები დახურულ ფანჯარაში, ვერც აღწევს.


ვამთქნარებ, ფართოდ ვაღებ პირს. ვწევ ორივე ხელს ზევით და ვიზმორები. ვრჩები ასეთ მდგომარეობაში, ჩაფიქრებული. ჩემი ერთი თვალი ძველებურად დახურულია. რთულია მათი ბოლომდე გახელა, თუმცა, ამის გარეშეც ვხვდები, რომ ირგვლივ ატმოსფერო სხვანაირია, არ არის ისე, როგორც ჩვეულებრივ.


კედლებზეც შპალერი სხვანაირია.


ვახელ თვალებს ბოლომდე. ვხრი ხელებს, ნელა ვაბრუნებ თავს მარჯვნივ: გვერდით, არა, ძალიან ახლოს, მუცელზე წევს ო'ბრაიანი. მას თავის ქვეშ, მისი ხელი აქვს მოქცეული, რადგან ბალიში, როგორც ვხვდები, ჩემი თავის ქვეშაა.


- ო-იო - ვწელავ, ვაღებ პირს. კვლავ ვუყურებ ჭერს, ვცდილობ გავიხსენო, როგორ აღმოვჩნდი აქ. და საერთოდ, რა მოხდა გუშინ. მახსოვს, როგორ ავედით სხვენში, მაგრამ შემდეგ ყველაფერი ნისლშია. ეს მძაბავს. ნუთუ მას ვაიძულე? როგორ შემომიშვა დილანმა - თვით დილან ო'ბრაიანმა საკუთარ ოთახში?


ვკრავ ტუჩებს: აწი ზუსტად შევძულდები.


მზერა გადამაქვს მძინარე ბიჭზე. ის წევს თავით ქვევით, მისი შუბლი ადევს, მის ხელს. ეს ტიპი ახლა ძალიან მშვიდად გამოიყურება და ნორმალურ ადამიანს ჰგავს. მანამ სანამ პირს არ გააღებს, რათქმაუნდა.


ვფიქრობ, უხერხული სიტუაცია, რომ არ შევქმნა ჯობს საკუთარ ოთახში დავბრუნდე, თუმცა როგორ აღმოვჩნდი აქ, იმის გაგებაც მინდა.


ფრთხილად და ნელა ვჯდები საწოლზე, ყველა ეს დრო ვუყურებ დილანს თუმცა მზერა მაინც გარბის მისი ოთახისკენ, რომელიც არცისე ცუდად გამოიყურება ბიჭისთვის. ვფიქრობ ვიღაც სხვა ალაგებს მას.



ვდგები მუხლებზე, ხელით რაფას ვეყრდნობი და მეორე ხელს ვწევ სახელურისკენ. ვიყურები ჩემი ფანჯრისკენ და ვიყინები. მინდა იქ დაბრუნება?



ვაქანავებ თავს. ეს არაა მნიშვნელოვანი. ნუ იქნები ეგოისტი. საერთოდ გაოცებული ვარ, რომ დილანი ღამე ჩემთან იჯდა და მეხმარებოდა. მისი მადლობელი ვარ.


ჩემი მზერა იყინება.



ჩემი ოთახის კარი ნელნელა იღება. მშვენივრად შემიძლია წარმოვიდგინო, ეს საშინელი ჭრაჭუნის ხმა, მიუხედავად იმისა რომ არ მესმის. ვიყურები და ვიკვნეტ ტუჩს. ვიღაც აღებს მას აუჩქარებლად და ჩემს ნერვებზე თამაშობს. მოლოდინისა და დაძაბულობის გამო კბილები ცახცახს იწყებს. ვეხები ხელის გულით ფანჯრის მინას და ვტოვებ მასზე კვალს. ჩემი პირიც სწორედ ისეთი ნელი სიჩქარით იღება, რადგან ესეცაა ვნახავ ვინ დგას კარების უკან. არ ვახამხამებ , ამიტომაც თვალები ტკივილს და პულსირებას იწყებენ.


შეხება.


ადგილზე ვხტები.


- ჯანდაბა! - ვერ ვიკავებ თავს და ვყვირი. ჩემი გულისცემა აირია, როგორც სუნთქვა, ამიტომაც ხველებს ვიწყებ:


- იდიოტი ხარ! ასე რატომ აკეთებ?!


დილანი მძინარე თვალებით მიყურებს და ტუჩებთან თითი მიაქვს:


- ჩუმად იყავი! - თვითონ წევს ხმას.


- ჩუმად?! კინაღამ პირდაპირ აქ მოვისა...


ბიჭი უეცრად ფარავს ჩემს პირს, მისი ხელით და მაჭერს, რის გამოც კეფას მინის ფანჯარას ვარტყამ.


- ჩუმად! - უსმენს რაღაცას და თავს კარისკენ აბრუნებს.


გაბრაზებული ვკრავ წარბებს, თუმცა ჩუმად ვარ. დილანი კვლავ მიყურებს, მაშორებს მის ხელს:


- მშვენიერია, მთელი ხელი დამიდორბლე.


ვურტყამ მხარზე:


- რა ჯანდაბას ვაკეთებ აქ? - ვჩურჩულებ.


ო'ბრაიანი იხედება ფანჯარაში, რის შემდეგაც წევს მზერას ჩემზე:


- არ გახსოვს? მეხვეწებოდი იქ არ დამეტოვებინე. გეკითხებოდი, რისი შეგეშინდა ასე, შენ კი იმის მაგივრად რომ გეპასუხა, უბრალოდ ტიროდი, როგორც არანორმალური.


ვატრიალებ თვალებს, ვხუჭავ მათ. ფიქრებში თავს კედელს ვურტყამ. კარგი, მე მრცხვენია. აი რატომ მტკივა და მეფხანება თვალები. მაგრამ არ მახსოვს, რის გამო ვტიროდი.


დილანი ჩემთან ერთად ჯდება საწოლზე და ფეხებს წინ წევს:


- ახლა მაინც დაღვინდი ახსნისათვის?


მეც კომფორტულად ვთავსდები, ვიწმენდ მუხლებს:


- სიმართლე გითხრა არ მახსოვს. ეს... - არ შემიძლია ავხსნა, ამიტომ მიმაქვს მუხლები მკერდთან და ვეხუტები მათ ხელებით - ეს უცნაურია.


- გასაგებია - მპასუხობს, იწმენდს ძილის შემდეგ შეშუპებულ სახეს. მიყურებს, ურტყამს ხელს ხელზე:


- ნუ, და ახლა უკეთესად ხარ?


დილან ო'ბრაიანი - ადამიანი , რომელიც ჩიხში მაყენებს ყოველთვის, როცა პირის გაღებას იწყებს. ხან უხეშად მექცევა და მთელი მისი გამომეტყველებით მაჩვენებს, რომ არ ვსიამოვნებ. ხან კი მეკითხება თავს როგორ ვგრძნობ. არვიცი სწორად, როგორ მოვიქცე მისი ხასიათის ცვლილებებზე.


ვახამხამებ თვალებს და ოდნავ ვხრი თავს:


- ჰო, მგონი, კარგად ვარ.


- ვფიქრობ კარგი იქნება, რომ შენს მშობლებს დაელაპარაკო. სავარაუდოდ, მათაც შეამჩნიეს რაღაც უცნაური, ამიტომ გაარკვიე ეს მათთან. იქნებ, გადახვალთ სხვაგან ან რამე.


- ანუ , ეს ნიშნავს იმას, რომ შენ საბოლოოდ დარწმუნდი იმაში, რომ ამ სახლში, რაღაც უცნაური ხდება? - ვუყურებ მას. დილანი იფხანს შუბლს, გადააქვს მზერა და ჩახლეჩილი ხმით ამბობს:


- ჰო, მაგრამ ჯერ კიდევ მიჭირს დაჯერება.


ვიღიმი , რის გამოც დილანი კრავს წარბებს და მეკითხება:


- რა არის სასაცილო?


- უბრალოდ, მიხარია, რომ ჭკუიდან არ ვიშლები. მეგონა, რომ ეს ყველაფერი, ჩემი ფანტაზიის ნაყოფი იყო.


- აჯობებდა მასეც ყოფილიყო - წუწუნებს დილანი და აჭერს ხელს თვალებს. ვკრავ წარბებს და ვურტყამ ბიჭს მუხლზე. ო'ბრაიანი წევს თავს და მიყურებს:


- რა? ახლა ორივე ჭკუიდან ვიშლებით და მასეთ შემთხვევაში, მხოლოდ შენ შეიშლებოდი. ფანტაზიაა თუ არა, ეს რეალობის ანუ ნორმის საზღვრებს სცდება. ადამიანს არ სჯერა პარანორმალურის, მაგრამ ამასთან ერთად ყველგან ეძებს იმას, რამაც შეიძლება საპირისპირო დაამტკიცოს. აქედან გამომდინარე, მას უნდა რომ რაღაც არანორმალურის მოწმე გახდეს, თუმცა სწორედ ამ "არანორმალურმა" შეიძლება ძლიერი ზემოქმედაბა მოახდინოს მის ფსიქიკაზე.


- გინდა თქვა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში უკანალში ვართ ? - გამომაქვს დასკვნა მისი სიტყვებიდან.


- სწორედაც რომ - მიქნევს თავს.


ორივე ჩუმად ვართ და იშვიათად ვუყურებთ ერთმანეთს.


კარის ჭრაჭუნის ხმა.


ვისუნთქავ პირით, როცა ოთახში მოხუცი ქალი შემოდის. მისი თვალები დიდდება. ის ხან მე მიყურებს, ხან დილანს, უეცრად რაღაც უცნაურად იღიმის, თუმცა მისი ღიმილი სასიამოვნო მეჩვენება:


- სადილი მზადაა, ჩამოდით ქვევით.


მე და დილანი ერთმანეთს ვუყურებთ, ვიწყებთ ერთდროულად საუბარს ხელებ აწეული:


- აჰ, არა , ჩვენ...


მოხუცი გვაწყვეტინებს:


- დილან! ეს რა წესია?


ო'ბრაიანი გაღიზიანებული ატრიალებს თვალებს, იღებს ბალიშს და იკრობს მას სახეზე, თან რაღაცას წუწუნებს.


- სტუმარი გვყავს, შენ კი არც გაგვაფრთხილე - ის მე მიყურებს და ქალის მზერა მსუბუქი ხდება - ნუ გრცხვენია. ყოველთვის მიხარია სტუმრების მოსვლა, მითუმეტეს ისინი თუ "ასეთები" არიან - ამბობს და იწყებს კარის დახურვას.


- მე - ენა მებნევა, ნელნელა გადამაქვს მზერა დილანზე, რომელიც აგრძელებს ბალიშზე სუნთქვას - ბოდიში.


ის წევს ხელებს:


-არა, ნუ , ნახე ? - თითით კარისკენ მაჩვენებს - ნახე? და აი მასთან ვცხოვრობ მე. უფრო ადვილი იქნებოდა მკვდარი ენახე ჩემი საწოლის ქვეშ ვიდრე ასე - იკვნეტს ტუჩს - იცი, რომ შენსგან ერთი პრო... - ჩუმდება, აქანავებს თავს და ხუჭავს თვალებს. დამნაშავედ ვუქნევ თავს. ბიჭი იწმენდს სახეს, დგება საწოლიდან და მიდის მაგიდასთან, წევს ხელს სათვალისკენ, თუმცა ჩერდება და ტუჩებს ილოკავს. ყურადღებით ვაკვირდები მას და არც ვმალავ დაჟინებულ მზერას. ო'ბრაიანი კრავს და შლის თითებს, რის შემდეგაც შორდება მაგიდას, ერთ ხელს შარვლის ჯიბეში იდებს, მეორეთი კი თავს იფხანს, ბრუნდება ჩემსკენ სახით:


- ნებისმიერ შემთხვევაში, შენც მოხვდი მის ბადეში და თავს ვერ დაიძვრენ.


ვიღიმი:


- არც ვჩქარობ სახლში დაბრუნებას.


- ადექი - მბრძანებლობს , მიდის კართან. ვხტები და ვეწევი მას.


თუმცა თავს უხერხულად ვგრძნობ: რას იფიქრებდა მისი ბებია? გოგონა მისი შვილიშვილის საწოლში... ღმერთო. ვნახოთ, რა გამოვა ამისგან, მაგრამ ვფიქრობ, რომ ის კარგი ადამიანია, ამიტომაც არაფერ ცუდს არ იფიქრებს ჩემზე.




***


სამანტა მთელი ღამე ვერ იძინებდა, ხმაური კი განტვირთვაში ხელს უშლიდა. ქალმა თავს საწოლიდან ადგომა აიძულა, რადგან არ შეიძლება სამუშაო დღეების გაცდენა. მითუმეტეს იმ მატერიალურ მდგომარეობში, სადაც ისინი არიან გაჭედილები, როგორც ორმოში, არ ღირს ბიულეტინზე ფიქრი.


მან მისთვის ყავა გაიკეთა. რიჩარდი, რომელიც ღრმად ჩაფიქრებული იჯდა მაგიდასთან, უკეთესად არ გამოიყურებოდა. ქალმა მას უშაქრო ჩაი გაუკეთა და გვერდით დაუჯდა. კაცმა მადლობა თავის დაქნევით გადაუხადა.


ეს ღამე ერთერთი ყველაზე რთული იყო ორივესთვის.


სამზარეულოს კარი იღება. კარებში ჩანს გოგონა. ის აიძულებს უფროსებს ძალაუნებურად მძიმედ გადაყლაპონ სითხე პირში და დაძაბული უყურონ საკუთარ ჭიქებს. გოგონა მივიდა მაგიდასთან და მშობლების წინ დაჯდა.


სამანტამ ძლივს გაიღმა და შეხედა შვილს:


- როგორ გეძინა, ჩარლი?


გოგონა მხრებში გასწორდა, მიაშტერდა მათ, ისე , რომ არც კი ახამხამებდა თვალებს.



***


როგორც კი სამზარეულოში აღმოვჩნდი, მაშინ მივხვდი რა დონემდე უხერხულად ვარ: მოხუცმა მაგიდა გააწყო და დასაჯდომად დამპატიჟა, თუმცა ბევრჯერ ავუხსენი, რომ არ მშია და სახლში უნდა წავიდე.


ამ სახლის ატმოსფერო სულ სხვანაირია : თუ მე ცივი კედლები, მშრალი ჰაერი, მტვერი და მონაცრისფრო შპალერი მაქვს, აქ ყველაფერი სხვაგვარადაა. აქ სითბოა, თვალების დაძაბვა გიწევს ასეთი "მზიანი" გარემოს გამო. ბევრი ყვითელი, კრემისფერი და ნარინჯისფერი ფერებია.


ვჯდები დილანის წინ. რამდენი საჭმელია...


ვიწმენდ ხელებს, ვუყურებ თეფშებს დიდი თვალებით : ბლინები ჯემით , ვაფლები, ტოსტები, სხვადასხვა წვენები, რომლებსაც ეტყობა რომ ახალი გაწურულია.


ვუყურებ ო'ბრაიანს, რომელიც გამოიყურება მშვიდად. მოხუცმა, ჩემს წინ რძით სავსე ჭიქა დადო :


- დალიე, მხოლოდ გუშინ მოგვიტანეს მეზობელი სოფლიდან, იქ ისეთი არაჩვეულებრივი ხალხი ცხოვრობს, ბუნება კი ...


- ბე... - ჩურჩულებს დილანი და იწმენდს თვალებს.


- ჰო-ჰო. ჭამეთ, მე კი საჭმელს ავუტან ჩემს მოხუცს, ის ჯერ კიდევ უარს ამბობს ოთახის დატოვებაზე. იცი, მალე მისი ტელევიზორის პულტს დავმალავ - ამბობს, რაც ბიჭის სახეზე ღიმილს იწვევს. ოდნავ ვიბნევი, რადგან წარმოდგენაც არ მქონდა, რომ დილანს ასე თბილად ღიმილი შეეძლო.


მოხუცი ქალი იღებს მისი ქმრის საჭმელს და სანამ წავა ბრუნდება:


- სოფი მქვია.


ვახველებ, მრცხვენია:


- მ-მე ჩარლი.


მოხუცი მიღიმის:


- სასიამოვნოა გაცნობა. დილან სტუმარს თავაზიანად მოექეცი - წევს წარბებს და დერეფნისკენ მიდის. დილანი თითებს ურტყამს მაგიდის ზედაპირს და ხელოვნური ღიმილით უქნევს თავს:


- რათქმაუნდა.


მოხუცი გადის და გვტოვებს მარტო. ვმოძრაობ ადგილზე, ვგრძნობ , როგორ ოფლიანდება ხელის გულები. ვიწევ სახეზე ჩამოცვენილ თმას ყურს უკან. დილანი წვენით სავსე ჭიქას იღებს და ამბობს:


- თუ არ შეჭამ, ის იფიქრებს, რომ მისი გაკეთებული საჭმელი არ მოგეწონა, ამიტომ გირჩევ რამე მაინც შეჭამო.


არ ვპასუხობ, ვუყურებ ბლინებით სავსე თეფშს. ჩემი მუცელი ხმებს გამოსცემს, მაგრამ არ შემიძლია ამდენის ჭამა. ეს იმდენი კალორიაა... ჩემს თავს ასე ვერ გავანებივრებ.


- გაიგე რაც გითხარი? - დილანი იდაყვებს დებს მაგიდაზე და მიყურებს.


- კი - ძლივს ვიღიმი, ვუყურებ , როგორ სვამს ბიჭი წვენს და აცარიელებს ჭიქას. მეც ვიღებ ჩემს ჭიქას და მიმაქვს ტუჩებთან. ვიჭმუხნები:


- მწარეა - ვიწყებ ღიმილს. ბებიაჩემიც თვითონ აკეთებდა წვენს და ისიც მწარე იყო. სასაცილო დამთხვევაა.


ვიღებ ტოსტს, ვკბეჩ. არ მაქვს ძალა სახიდან ეს ღიმილი მოვიშორო, რადგან ტოსტი ძალიან გემრიელია. ვგრძნობ, როგორ წითლდება ჩემი ლოყები, როცა ვამჩნევ, რომ დილანი მიყურებს და ხშირად ისვრის მზერას ჩემსკენ. როდესაც ჩემს მზერას ხვდება, ხველებას იწყებს და პირს ხელით იფარავს:


- ნუ, სკოლაში დავაგვიანეთ, ერთი დადებითი რამ მაინც გამოვიდა ამ სიტუაციიდან.


ვაქანავებ თავს და ხელში ჭიქას ვათამაშებ:


- მე მაინც წავალ.


დილანი მიყურებს:


- რატომ?


- ჩემი ნიშნები... მოკლედ რომ ვთქვა არ ღირს ჩემი გაცდენა - ვხრი თავს და თეფშს ვუყურებ წარბშეკრული. ო'ბრაიანი სკამის ზურგს ეყრდნობა:


- გასაგებია.


ჩუმად ვარ. უნდა გავანადგურო ეს სიჩუმე:


- კარგი ბებია გყავს - ვამბობ და ვწევ თავს. დილანი სახეს ხელებით იფარავს, შემდეგ იშორებს მათ :


- შენ უბრალოდ არ გინახავს ის გაბრაზებული.


სუსტად ვიცინი, რაზედ დილანი მსუბუქი ჩაცინვით მპასუხობს.


- კარგი - ვდებ ჭიქას მაგიდაზე - ჩემი წასვლის დროა.


- ჰო, უბრალოდ არ დაგავიწყდეს შენი ნივთები,ჩემს ოთახშია - ამბობს დილანი და ჩიხში მაყენებს.


ვკრავ წარბებს, ვერ ვხვდები:


- რა ნივთები?


ო'ბრაიანი თავს მიქნევს. ჩემი მზერა, ჩემს სხეულზე გადადის. ნაცრისფერი შარვალი და მუქი ლურჯი მაისური. და ჰო, ისინი ჩემი არაა.


- ო, ჯანდაბა - ვიფარავ სახეს ხელებით - ახლა სოფის წინაშე მრცხვენია. ჯანდაბა, - ვიმეორებ და დილანს ვუყურებ - ადრე არ შეგეძლო გეთქვა?


- როგორ შეიძლება დაგავიწყდეს, რომ ბიჭის ტანსაცმელი გაცვია? თვითონვე მთხოვე რამე ტანსაცმელი მომეცა, ამიტომ შენ რომ სულელი ხარ, ეგ მე არ დამაბრალო, კარგი?


- შენ დამცინი. - ვაქნევ თავს, ვუყურებ მას.


- აჰა - მეთანხმება ო'ბრაიანი, კვლავ მიაქვს ტუჩებთან ჭიქა. გაღიზიანებული ვაღებ პირს, რაზეც დილანი წევს წარბებს და იცინის.


ასეთი ატმოსფერო ჩვენს შორის... ეს რაღაც უჩვეულოა.


დილანს შეუძლია ასეთი იყოს?


დილანი ასეთია?


ეს ბიჭი... ის ჩემზე უცნაურია.



№1  offline წევრი Niniko11

პირველი ვარრ ურაა დდ
ძალიან მომწონს ეს ისტორიააა დალანი ძაან უცნაური და საყვარელი ბიჭიააა რა
ჩარლი კიდე უცნაურია მაგრამ ის ყველაფერი რასაც ის ხედავდა დილანმაც ხომ დაინახაა♡♡♡

 


№2  offline წევრი ამელიაპონდ11

Niniko11
პირველი ვარრ ურაა დდ
ძალიან მომწონს ეს ისტორიააა დალანი ძაან უცნაური და საყვარელი ბიჭიააა რა
ჩარლი კიდე უცნაურია მაგრამ ის ყველაფერი რასაც ის ხედავდა დილანმაც ხომ დაინახაა♡♡♡

მადლობა heart_eyes ჰოო, უცნაურობებში ვაჯიბრებ.. joy joy

 


მომეწონა ეს თავი♥იმედია ეს ორი მალე ერთად იქნებიან :დ ♥ანუ ჩარლი დილანთან ერთად რომ სადილობდა ის რაღაც არსება ჩარლის მშობლებთან ერთად იყო?სწორად გავიგე?
მართლა უცნაუი და ჩახლართული ისტორიაა :დ ამიტომაც მაინტერესებს :დდ♥♥♥♥♥

 


№4  offline წევრი ამელიაპონდ11

ლიზელ მარტოსული
მომეწონა ეს თავი♥იმედია ეს ორი მალე ერთად იქნებიან :დ ♥ანუ ჩარლი დილანთან ერთად რომ სადილობდა ის რაღაც არსება ჩარლის მშობლებთან ერთად იყო?სწორად გავიგე?
მართლა უცნაუი და ჩახლართული ისტორიაა :დ ამიტომაც მაინტერესებს :დდ♥♥♥♥♥


ყველაფერი სწორად გაიგე :დდდ
♥♥ ურთიერთობას რაც შეეხება უბრალოდ იმას ვიტყვი, რომ მომდევნო თავში რაღაც აიხსნება რა.. :დდდდ

 


№5  offline წევრი sunflower

სასწრაფოდ მჭირდება შემდეგი თავი. როგორ ვარ იცი? თნ მინდა რომ მალე დამთავრდეს და საბოლოოდ გავიგო რა ხდება და თან მინდა არასდროს არ დასრულდეს :/

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent