შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რატომ შენ? (სრულად)


26-01-2019, 22:43
ავტორი ტომაჩკა
ნანახია 10 405

-შენი მანქანით არ წამოვალ-ხელებგადაჯვარედინებული მიდგას წინ ილია
-მიდი რა გთხოვ-საწყლად ვუყურებ მას
-ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ სიკვდილისთვის, არ წამოვალმეთქი-იბღვირება ის
-თუ არც რა, იდიოტო-შუბლს ვკრავ და გაბრაზებული ვჯდები მანქანაში
-კარგი რა, რა მოხდება ჩემით რომ წავიდეთ-გაბრაზებულია ისიც.
-მე ჩემით მინდა-არცერთი ვაპირებთ დათმობას, ბოლოს ისიც გაბრაზებული ჯდება თავის იქსტერაზე. ჩემი მერსედესი რა მაგაზე ნაკლებია? თუ სედანი რომ არის იმიტომ იბრიყვებს?
სწრაფად ვძრავ მანქანას და გზაზე გავდივარ, ვიცი გამომეკიდება და გადამასწრებს. ჩემდა გასაკვირად ჭკვიანად მომყვება უკან.
ვცდილობ ნერვები მოვუშალო. რაც შეიძლება ნელა დავდივარ, მერე მეთვითონ მეშლება ნერვები და სიჩქარეს ვუმატებ. სავაჭრო ცენტრთან ვჩერდები. ორი მანქანის სადგომზე ისე ვაჩერებ რომ მან ჩაყენება ვეღარ შეძლოს
-გაწიე, თორემ გავიტან-ისე მიღიმის, ვხვდები გამკეთებელია, ამიტომ ამჯერად წესიერად ვაყენებ და ერთად შევდივართ მოლში.
-იმედია ჭკუიდან არ გადამიყვან-მეუბნება და ბეჭებზე ხელს მხვევს
-უკაცრავად, აქ იმიტომ წამოგიყვანე რომ დამეხმარო და არა მებუზღუნო, დახმარება თუარ გინდოდა სხვას ვთხოვდი-ვებუტები
-ელენიკო, დაწყნარდი, ვისთვის უნდა გეთხოვა? თაკოს ქორწილი ხვალაა და არ ცალია, ერთადერთი მეგობარი კი მე დავრჩი, ამიტომ შეგიძლია მოკეტო და კაბა აარჩიო-მწარე სიტყვებს არ იშურებს და კაბის არჩევაში მეხმარება.
გასახდელიდან გამოსული მას მივშტერებივარ
-როგორია?-ვეკითხები და ლამაზ წითელ კაბას ვუყურებ
-კახ.პას გავხარ-წარბაწეული მეუბნება
-ცოტა ზრდილობიანად რომ გეთქვა არა? ან არ გიხდება, ან მოკლეა? რა ხეპრე ხარ-ვბრუნდები გაბრაზებული, მიუხედავად იმისა რომ მის თავხედობას მიჩვეული ვარ, მაინც ვბრაზდები.
-ბაბაიაგას გავხარ-არც შემდეგში იშურებს სასიამოვნო კომენტარებს
-პლასტიკურ ოპერაციებზე გსმენია?
-გომურიდან გამოიქეცი?
-სიტყვებით ვერ გადმოვცემ ისეთი საშინელებაა
და ბოლოს მაღირსა და თქვა
-არაუშავს რა, მართალია ეგეთი კაბა ბებიაჩემს მეზობლის გასვენებაში ეცვა მაგრამ გიხდება.
ეს თქვა თუარა ვიყიდე და წამოვედით სახლში.
მე ანუ ელენე იმერლიშვილი ვემზადები ჩემი საუკეთესო მეგობრის ქორწილისთვის.
ილია, ჩემი მეორე მეგობარი რომელიც ვერასდროს უგებდა თაკოს და არ ესმოდა რატომ ვემეგობრებოდი ჩემი მეწყვილე იქნებოდა, მეჯვარეობა რატომღაც არმინდოდა და თაკოს სხვა აირჩია.
ილია ქურხული, ჩემი ბავშვობის მეგობარი და მეზობელია, მთელი ბავშვობა ერთად გვაქვს გატარებული და მაინც ვერ შევეჩვიე მის უტაქტობას.
--
-ჩემი მანქანით წავალთ ქორწილზე-მეუბნება და ცხოვრებაში პირველად მგონი არ ვეწინააღმდეგები. ამხელა გზაზე, თან მაღალქუსლიანებით მანქანაზე დაჯდომის სურვილიც კი არ მაქვს.
-ღამე სასტუმროში ვრჩებით, ყველა ხარჯს თვითონ ფარავენ, გამოსაცვლელი ტანსაცმელი ხომ ჩააწყვე?-ვეკითხები და კიდევ ერთხელ ვამოწმებ ბარგს
-მთელი თვით რჩები? ეს რაამბავია-უკმაყოფილოდ დებს საბარგულში ჩანთას.
-შენ ვინ გეკითხება?-ვუბღვერ და წინა სავარძელზე ვჯდები.
-შენ გაგათხოვებდე და არ დავეძებ-ეცინება მას და მანქანას ძრავს.
--
-კიდევ დავლიოთ-ვეუბნები ზე მთვრალ ქურხულს და მხარზე ვეკიდები რომ არ წავიქცე, ისიც წელზე ხელს მხვევს და მიხუტებს
-კიდევ დაგვისხი რა-ეუბნება ბარმენს და სკამზე ჩემიანა ჯდება. კიდევ ერთი ჭიქის დალევის შემდეგ ვხვდები, რომ მეტი აღარ შემიძლია.
-ავიდეთ ნომერში?-ვეკითხები და კარგად ვკალათდები მის კალათში
-რას მთავაზობ ლამასო?-მიცინის სახესთან ახლოს ის
-ვნებიან ღამეს ძვირფასო-ყურში ვუჩურჩულებ მეც და ვერ ვხვდები, როგორ უნდა დათვრე ასე სასტიკად? მალევე გრძნობ როგორ ვდგებით ფეხზე და ერთმანეთზე აწებებული მივდივართ ნომრისკენ. შემდეგ კი უკვე ვერაფერს ვიხსენებ.
დილით გაღვიძებულს ისეთი სანახაობა მხვდება ცუდად ვხდები, როგორც კი ჩემ შიშველ სხეულს ილიას სხეულზე აწებებულს ვხედავ გულის რევის შეგრძნება მიჩნდება და სააბაზანოსკენ გავრბივარ. უნიტაზზე ვემხობი და მოუნელებელი საჭმელი კუჭიდან უკან ამომაქვს. იმის თავიც არ მაქვს შიშველ სხეულზე რამე ავიფარო. ხმა მესმის როგორ დგება ლოგინიდან ილია და სავარაუდოდ სააბაზანოში მოემართება
-როგორც ჩანს წუხელ კარგი ღამე მქონდა-ლუღლუღებს და სააბაზანოში შემოსულს, როგორც კი თვალს მავლებს, წამით შეშდება, მერე ჩემ სხეულს უყურებს და წამებში იმდენს ახერხებს, პირსახოცს თაროდან იღებს, ერთს თვითონ იხვევს წელზე, მეორეს კი მე მახვევს, ისე მიკრავს, მე ვერც ვხვდები.
-კარგად ხარ?-ჩურჩულებს, მაგრამ მისი სიტყვები ძნელად გასარჩევია.
-რა გავაკეთეთ ილია?-ვლუღლუღებ და ვგრძნობ რომ ფეხები მეკეცება
-არმახსოვს-თავს ხრის და ვხედავ, თვალებში როგორი სევდა უდგას
-მაპატიე რა-მეუბნება და მეხუტება, მანამ არ მშორდება სანამ არ ვიშორებ.
-ჩვენ მეგობრები ვართ, რა გავაკეთეთ-ამჯერად ცრემლები მომდის და სააბაზანოდან გავდივარ. ლოგინზე ვჯდები და ბოლო ხმაზე ვზლუქუნებ
-ჩემი ბრალია, ასე როგორ დავთვერი?-თავის თავს ეკითხება ილია და განუწყვეტლივ იგინება
-გეყოს რა, ორივეს ბრალია, გთხოვ, აქედან წავიდეთ, აღარ მინდა აქ გაჩერება-ცრემლებს ვიწმენდ, სწრაფად ვხსნი ჩემ ბარგს და ჭრელ შარვალსა და უბრალო ბიჭის მაიკას ვიცმევ, რომელიც პიჟამოდ მქონდა წამოღებული, სულაც არ მინდა ახლა ტანზე მომდგარი კაბის ჩაცმა, ფეხზე ყოველი შემთხვევისთვის წამოღებულ კედებს ვიცმევ და მხოლოდ ახლა ტვრიალდები ილიასკენ, რომელიც გამზადებულა და სევდიანი თვალებით შემომყურებს. მუქი ლურჯი პერანგი და ჯინსი აცვია.
-წავიდეთ სახლში-ვეუბნები და ჩემ ბარგს ხელში ვიღებ
-მომეცი წამოგიღებ-მართმევს და ოთახიდან გავდივართ
-მანქანაში დამელოდე, მე გავაფრთხილებ ადმინისტრატორს რომ სასტუმროს ვტოვებთ-მითხრა და მანქანის გასაღები ხელში მომაჩეჩა.
ისე ვიმგზავრეთ ბათუმიდან თბილისამდე ხმა არც ერთს არ ამოგვიღია, ბინის წინ რომ მანქანა გააჩერა უხმოდ ავედით მე მეორეზე, ის კი მესამეზე და ასე დასრულდა იმ დღეს ჩვენი ამბავი.
დედაჩემს, რა თქმა უნდა, ძალიან გაუკვირდა ჩემი ადრე ჩასვლა, მაგრამ ავუხსენი მე და ილიამ გუშინ მაგრად დავლიეთ, უხერხული სიტუაცია შევქმენით, შეგვრცხვა და წამოვედითთქო. არაერთხელ გაგვიკეთებია სისულელე სიმთვრალეში, თუმცა ასეთი, არ ვიცი. გულს მიღრღნიდა, ჩემ საუკეთესო მეგობართან ვიწექი.
როგორ უნდა შემეხედა ამის შემდეგ მისთვის თვალებში?
როგორ მივსალმებოდი?
როგორ დავლაპარაკებოდი?
გული მტკიოდა, რომ მეგობარი დავკარგე.
დავკარგე, ჰო, რადგან ვიცოდი მასთან ისეთი ვერასდროს ვიქნებოდი როგორიც ადრე ვიყავი.
ჩვენი ურთიერთობაც, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევის შემდეგ უცნაურად გაგრძელდა, სადარბაზოში, ერთმანეთს რომ შევხვდებოდით უხერხულად გავხედავდით, უთქმელად ვხვდებოდით ყველაფერს და უბრალოდ ავუვლიდით გვერდს. ყველაფერს ჩვენი თვალები ამბობდა.
მენატრებოდა, საშინლად მენატრებოდა მისი ღიმილი, კოცნა, ჩახუტება, მისი უტაქტობაც კი მენატრებოდა და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მეგობრობის კონტექსტში.
ამ ამბებიდან უკვე ორი თვე იყო გასული, ჩემ თავს ნიშნები რომ შევატყვე.
გული მიგრძნობდა რომ ეს ჩვენთვის არც ისე კარგი ამბავი იქნებოდა.
მარტო ამ ყველაფერს ვერ გადავიტანდი.
ერთ დღესაც ავდექი და უბრალოდ სადარბაზოში დავხვდი მას, რა თქმა უნდა, ვიცოდი რომელზე ბრუნდებოდა.
ვიცი არ მელოდა, როცა დაინახა მას ველოდებოდი, ჩემ წინ გაჩერდა
-გამარჯობა ელ-მითხრა და გამიღიმა, რაღაცნაირად
-შენთან საქმე მაქვს-ვუთხარი და ვანიშნე შენთან ავიდეთთქო
-რამე ხდება? კარგად ხარ?-მკითხა როცა კარი გააღო და შიგნით შემატარა.
-გულის რევის შეგრძნება მაქვს, ორი თვეა მენსტრუაცია არ მაქვს, და თავს სუსტად ვგრძნობ. არ ვიცი ეს ის არის რაც მგონია თუარა, მაგრამ ძალა არ მაქცს გავიგო. გთხოვ დამეგმარე-ამოვიტირე და დივანზე დავჯექი.
-რას ამბობ?-გაკვირვებული და თვალებგაფართოებული ჩემ წინ ჩაიმუხლა და ცრემლები მომწმინდა
-ახლა წავიდეთ, ტესტი ვიყიდოთ და ვნახოთ შედეგი, მარტო ვერ შევძლებ-ვუთხარი და თავი ჩავღუნე
-აქ დამელოდე, ორ წუთში ვიყიდი და ამოვალ, ნუ ინერვიულებ კარგი? ყველაფერს გავუმკლავდებით-ლოყაზე მაკოცა და ისე სწრაფად გავიდა მისაღებიდან, თვალი ვერ მოვკარი.

ორივე დავყურებდით ორ წითელ ხაზს და ვერაფერს ვამბობდით. უკვე მესამე ტესტს ვიკეთებდი და სამივე იგივე პასუხს იმეორებდა
-რა გვეშველება, როგორ ავუხსნა მშობლებს-ამოვიტირე მე და ტესტი ოთახის ბოლოში მოვისროლე.
-ჩშშ, ყველაფერი კარგად იქნება-ხელები წელზე მომხვია და თავზე მაკოცა მან
-არადა ჩემი შვილის ნათლია მინდოდა ყოფილიყავი-ამოვიტირე და როცა ილიას სიცილი გავიგე მხოლოდ მერე გავაცნობიერე რა ვთქვი, მეც გამეღიმა
-რა მამობა ცუდია? ნათლია თუარა მამა ვიქნები-გამიცინა მან, მისი სიცილი გადმომედო და მხოლოდ ახლა გავიაზრე, რომ მე დედა, ილია კი მამა ხდებოდა.
არადა როგორ ვოცნებობდით ერთმანეთის შვილებზე?
ახლა კი საერთო შვილი გვეყოლება
-ჩემთან გადმოდი, საცხოვრებლად, პაატას მე დაველაპარაკები და ცოლ-ქმრის სტატუსით შეგვიძლია ვიცხოვროთ, მერე ბავშვი რომ დაიბადება, შენ გადაწყვიტე, თუ გინდა ბინას გიყიდი და გადადით, თუ გინდა მე გადავალ, ან ისევ ერთად ვიყოთ-სიტუაციას მაცნობდა ის
-სად გაქ ბინის ფული შე საცოდაო-გამეცინა მე და ვხვდებოდი, რომ მასთან სულიერი სიახლოვე, არც არასდროს დამიკარგავს.
-მე კი ვჯავრობ, რომ ჩემს შვილს შენნაირი ენაჭარტალა დედა ეყოლება-მითხრა და დივანზე ჩამოჯდა, მე კი მკერდზე მიმიხუტა.


სიტუაცია ცოტა დაიძაბა, მამაჩემი ძალიან გაბრაზდა ილიაზე, მე ჩემს შვილს ისე განდობდი, როგორც მის ძმას, შენ კი რა გააკეთეო, მაგრამ ბოლო მიხვდა რომ წინააღმდეგობას აზრი აქ ჰქონდა 3 დღეში უკვე მასთან გადავედი საცხოვრებლად, ილიას მშობლები, საზღვარგარეთ ცხოვრობდნენ, ამიტომ ვიდეოკამერით რომ დაველაპარაკეთ, მოგვილოცეს უბრალოდ და საჩუქარსაც შეგვპირდნენ.
-ცოლო მშია-ტრუსების ამარა გამოვიდა დილით ოთახიდან ილია
-ჯერ ადექი?-გაღიზიანებულმა ვუპასუხე და საუზმის კეთება განვაგრძე
-მუცელი როდის გაგვეზრდებაო როდისო?-ენის მოჩლებით მითხრა და მუცელზე მაკოცა.
-ნუ მკოცნი, მეღუტუნებაა-ვწუწუნებდი გაუთავებლად მე
-რა იყო რა ხასიათზე ხარ? ღამით არავინ გაწყნარებს? უი, სულ დამავიწყდა შენი ქმარი რომ ვარ-ხითხითებდა ის
-ჭამე და ბენზინის ფული მომეცი თუ ძმა ხარ-ვუთხარი და ოთახში ჩასაცმელად გავედი. თუ აქამდე სულ მაღლებით და კლასიკური სტილით დავდიოდი. ბოლო ორი თვეა ისე შემიყვარდა ბოტასები, ჩემი საუკეთესო მეგობარი გახდა.
ჯინსის შარვალი, უბრალო მაისური კეტები მოვირგე, ჟაკეტი მოვიცვი და ისე გავედი მისაღებში.
-წავედი მეე-გავძახე მისაღებში ჯერ კიდევ ტრუსებში მყოფს და სახლიდან გავედი.
--
-დედიკოს მასაჟები უნდა-ტელევიზორის წინ დავდექი ოდნავ გამობზეკილი მუცლით და ქმარს გავუღიმე.
-მოდი, დაჯექი მერე და გაგიკეთებ, ხოიცი მაგ საქმეში მე სპეციალისტი ვარ-მიცინის და დივანზე ადგილს ათავისუფლებს
მეც ვწვები და თვალები მელულება წელზე მის ხელებს რომ ვგრძნობ, ისიც ნელა დაასრიალებს ხელებს ზურგზე, მაისურს ბოლოდე ქაჩავს ზემოთ და ლიფსაც მიხსნის
-რა კარგი ხარ-მალევე მესმის მისი ჩურჩული და ტუჩებს ვგრძნობ წელზე.
დენდარტყმულივით ვხტები ფეხზე. თვალებში ვუყურებ, ლამაზი შავი თვალები უბრწყინავს და ღიმილით მიყურებს
-რას აკეთებ?-ვლუღლუღებ და მაიკას ვისწორებ
-ელე მიყვარხარ-მეუბნება ჩუმად და ტუჩზე მოწყვეტით მკოცნის
-ჩვენ ხომ მეგობრები ვართ-თვალცრემლიანი ვპასუხობ და სახეზე ხელებს ვიფარებ
-რომლებიც შვილს ელოდებიან ელე, ბავშვი ჰაერზე არ ჩნდება, ოჯახია მისთვის საჭირო, არ მინდა მშობლების გარეშე იყოს, თუნდაც ჩემს ასაკში, შენ ჯერ კიდევ არ იცი რა არის მშობლის გარეშე ცხოვრება, ამასთან ერთად მე მართლა მიყვარხარ როგორც ქალი, იმ წამიდან, როდესაც გავიაზრე რომ ჩემი გახდი. მერე გავაცნობიერე რომ მიყვარდი და მინდა იგივე გრძნობით მიპასუხო.

--
-შვილო თქვენთვის საჩუქარი მაქვს-გვიღიმის ტელეფონის ეკრანიდან თამარი, ილიას დედა.
-რა?-ვინტერესდები მე
-მართალია ამერიკის ბილეთები არაა რომ ჩემთან ჩამოგიყვანოთ რამდენიმე კვირით, მაგრამ პარიზში შეგიძლიათ ორი კვირა გაერთოთ-გვეუბნება და გვიან ვიაზრებ რას გვეუბნება
-ვაიმეე პარიზიიი-ვყვირი გახარებული
-მადლობა თამაარ, მადლობა, ილია პარიზში წავაალთ-ვყვირი და სიხარულისგან დავხტივარ
-ნელა ქაჯო, არ დაიმტვრე თორემ მორგში წაგიყვან-მეუბნება სიცილით და განწყობას ეგრევე მიშხამებს.
-რა ბოროტი ხარ ილო-თვალცრემლიანი ვეუბნები და ითახში გავრბივარ, უკან მომყვება იცის
-აუ ადრე არ გწყინდა ასეთებიი-წუწუნებს იცის
-ახლა ორსულად ვარ, და ბოდიში მომიხადე, მეც და ჩვენს შვილსაც-გაბრაზებული შევყურებ მას.
-კარგი ჩემო პაწაწუნებო, ბოდიშით, წამოდით ახლა წავიდეთ პარიზისთვის ბარგი ჩავალაგოთ
--
ეიფელზე ვართ, ბოლო სართულზე და პარიზს გადმოვყურებთ, ილიას მკლავს ვარ ჩაჭიდებული ჩემი სიმაღლის შიშის გამო
-ელე რაღაც მინდა გკითხო?-თვალებში მიყურებს თბილად
-როდის იყო ნებართვას ირებდი ვაჟბატონო-ვიცინი მე
-გამომყვები ცოლად? აი ჩვენ რომ ვიცით ისეთ ცოლად-თვალს მიკრავს, მუხლმოყრით დგება ჩემ წინ და ბეჭდის ყუთს ხსნის
-ვაიმეე-ვკივი მაშინვე და პირზე ხელს ვიფარებ, უნებურად ცრემლები მცვივა თვალებიდან
-ანუ არა ჰო? კაი რა გაეწყობა-ხურავს მალევე ბეჭდის ყუთს და ფეხზე დგება
-არა, გამოგყვები, გამოგყვები-სწრაფად ვპასუხობ და ბეჭდის ყუთის გამოსართმევად ვიწევ
-არა, მოგცემ თუ რაღაცას მეტყვი-ეშმაკურად მიღიმის ის
-ჯანდაბას ჰო, მიყვარხარ, ახლა მომეცი ჩემი ბეჭედი-გაბრაზებული ვართმევ ბეჭედს და ხელზე ვიკეთებ, ხალხი აღტაცებული გვიყურებს, მიუხედავად რომ არაფერი ესმით მაინც ტაშს გვიკრავენ
ჩვენი მეგობრობა კი საბოლოოდ გადაიზარდა სიყვარულში, ამას ვერასდროს წარმოვიდგენდი, რა თქმა უნდა, მაგრამ რა ვქნა, ასე მოხდა და ხომ არ ვუარყოფდი სიყვარულს?



№1  offline წევრი Barbare ❤

mshvenieri iyoo ❤️ didi siamovnebit wavikitxav shens sxva istoriebsac.. warmatebebi ❤️

 


№2 სტუმარი ეკა

ძაან მაგარია აიი ძაან heart_eyes heart_eyes

 


№3  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

Barbare ❤
mshvenieri iyoo ❤️ didi siamovnebit wavikitxav shens sxva istoriebsac.. warmatebebi ❤️

მადლობა დიდიიიი❤️❤️❤️❤️❤️❤️

ეკა
ძაან მაგარია აიი ძაან heart_eyes heart_eyes


მადლობაა????????????????????

 


№4  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

dakarguli
ეს ისტორიაც ძალიან მომეწონა ... აქამდე როგორ არ გიცნობდი??? წავე ყველა წავიკითხო ♥♥♥

დიდიი დიდიი მადლობაა????????

 


№5 სტუმარი მადონა ხაჭაპურიძე-კიკვიძე

კარგია.ასეც ხდება ალბათ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent