შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვამპირთა საძმო /დასასრული/


27-01-2019, 00:33
ავტორი Tamta.k
ნანახია 1 509

ფეხის ხმა გავიგონე და შეშინებულმა წამოვიყვირე
- მომეხმარეთ!! - კარებში რონალდი გამოჩნდა და სწრაფად მიუახლოვდა ოთხად მოკეცილ ძმას.
- რა დაემართა? - მკითხა და დანა მოძებნა
- ეგ შენ უნდა იცოდე! - ვუყვირე, დანას სპირტი გადაასხა და შემომხედა
- ალისა თქვი! როგორ თუ უნდა ვიცოდე?
- ჩემი სისხლი! მის ბორთლში სისხლი ჩაასხი არა?! - გაოცებულმა შემომხედა
- მსგავსი არაფერი გამიკეთებია! - ნოჰამი გააკავა - დაიჭირე - ნოჰამის სხეული რომელიც ტკივილისგან თრთოდა მანიშნა დამეკავებინა
- რის გაკეთებას აპირებ? - ვკითხე შეშინებულმა
- დაიჭირე! - მიყვროდა მეც მთელი ძალით მოვუჭირე ხელი. დანა ყელის არტერიასთან დაუმიზნა და ბასრი პირით კანი გაუჭრა, შეშინებულმა წამოვიყვირე. სისხლმა გამოსვლა დაიწყო, თეთრი მაისური რომელიც ნოჰამს ეცვა წითელმა სითხემ შეღება, ისტერიული ტირილი დამეწყო.
- დამშივდდი, მალე მოვედი და კარგად იქნება - ნოჰამმა გონება დაკარგა.მეგონა დავკარგე, დავკარე ის ადამიანი რომელისაც ყველას ეშინოდა, მე კი სიგიჟებმდე მიყვარდა. იმდნად რომ შემეძლო მისი სიცოცხლე ჩემში გამეცვალა და გადამრჩინა. შემდეგ კი ხელზე ოდნავ მომიჭირა ხელი, მაგრძნობინა რომ ის ისევ ჩემთან იყო. ის იქიდანაც, ტკივილით გათიშული ჩემზე ზრუნავდა.
ერთ საათში მე და რონალდი საძინებელში ვიყავით და ვუყურებდით ყელზე ბინტ შემოხვეულ ნოჰამს რომელიც უგონოდნესვენა.
- კარგად იქნება? - ვკითხე რონალდს რომელსაც თავზე ხელები შემოეწყო
- იქნება. ცოტაც რომ დამეგვიანა სისხლი მთელ ორგანიზმს მოივლიდა და მოკვდებოდა.
- მადლობა.
- მადლობას ნუ მიხდი, ის ჩემი ძმაა და მე ის გადავარჩინე. ის ყოველთვის კარგი ძმა იყო, როდესაც მამა მსაყვედრობდა, რომ უსაქმური ვიყავი ის - ნოჰამისკენ მანიშნა - ცდილობდა საქმე ორმაგად გაკეთებინა და მამას ჩემთვის საყვედური არ ეთქვა. მე რომ მისთვის გამეგო, გამეგო რომ ვამპირია და ისევ ჩემი ძმა იყო ისეთი არ გახდება როგორიც იყო... მაგრამ შენ ეხლა შეგიძლია ეს შეძლო.
- შენ თუ არ ჩაგისხმას სისხლი ეს ვინ გააკეთა? - ვკითხე და რონალდი ფეხზე ადგა
- შენ გააკეთე ალისა. - შოკირებულმა შევხედე
- მე გავაკეთე? შენი აზრით მე მინდოდა მისი მოკვლა? მე ის მიყვარს!
- არა ალისა, შენს სხეულში ნოჰამის მეორე ცოლი ალისაც არის გამომწყვდეული. ნუთუ ამას ვერც კი ამჩნევ? - თავში ყველაფერი აირია, იმდნად იმოქმედა მისმა სიტყვრბა ჩემზე რომ ყველაფერი ნათელი გახდა ჩემთვის.
როდესაც პირველად ნოჰამი ვნახე გული ისე ამიჩქარდა მეგონა ჩემს ძველ სიყვარულს შევხვდი რომელიც კვლავ მიყვარდა. როდესაც პირველად მაკოცა ცრემლები წამომივიდა ისე რომ ვერ მივხვდი რატომ? თუმცა მე ნოჰამი მართლა მიყვარდა და რაც არ უნდა მეორე ადამიანი ყოფილიყო ჩემს სხეულში ეს მისი მიზეზი არ იყო...
- ეხლა რა უნდა გავაკეთო? - დამშვიდების შემდეგ ვკითხე
- შენი აზრით საძმოს სახლი ამდენი წიგნები რატომ მქონდა? ამ წყევლას დიდი ხნის, წლენის მანძილზე ვიკვლევდი... ნოჰამის დანახვისას მისი ნაწილი, ყოველთვის იღვიძებს. მაგრამ მას შურისძიება სწყურია... მას მხოლოდ უნდა რომ შური იძიოს. მარტო საცხოვრებლად რომ გამოხვედით ამიტომაც მოვედი და ნოჰამს პატიება ვთხოვე, არ მინდოდა თქვენი უყურადღებოდ დატოვება...
- ღმერთო ჩემო - ცრემელბი წამომივიდა, თუ ნოჰამს ოდესმე რაიმე დაემართებოდა ჩემი ბრალი იქნებოდა
- Él te matará con tus manos - მითხრა და მწარედ გაიღიმა
- ეს რას ნიშნავ? - სიტყვები მეცნო თუმცა ბოლომდე ვერ მივხვდი
- შენივე ხელებით მოკლავ მას. ეს წყევლის ბირთვია...
- მე... მე უნდა წავიდე. - წამებში მომივიდა ეს აზრი თავში და სწრაფად წამოვიმართე
- სად ალისა? ნოჰამი შენ მოგძებდნის თვალს გაახელს თუ არა - ნოჰამს მივუახლოვდი, ბაგეებზე ნაზად ვალოცე, ჩემმა ცრემლებმა მისი თვალები დანამა.
- მე ვერ გავხდები მისი სიკვდილის მიზეზი. გთხოვ მას აუხსენი ეს - ხელი ჩამკიდა მაგრამ მიხვდა რომ ვერაფერს გახდებოდა.
ოც წუთში უკვე გზას გავუყევი არსად მქონდა წასასვლელი, ამ უცხო ქვეყანაში არავინ და არაფერი გამაჩნდა. ერთადერთი ტელეფონი ამოვიღე ჯიბიდან და ლოლას დავურეკე მეორე ზარზე მიპასუხა
- ალისა? - ხმაში გაოცება ეტყობოდა
- ლოლაა - ტირილი ამიტყდა, გარეგნულად ძლიერი ადამიანის შთაბეჭდილებას ვახდენდი სხვაზე თუმცა შინაგანად იმდენად სუსტი ვიყავი როგორ გავუძლი ამდენს მე თვითნაც გაოცებული ვიყავი.
- სად ხარ? რა დაგემართა? - მოვახერხე რომ ტირილი შემეწყვიტა
- არ ვიცი, რომელიღაც ქუჩაზე ვარ. ოქროს ბანკის წინ... ლოლა მოსვლა შეგიძლია?
- რა თქმა უნდა ძვირფასო, მოიცადე - ადრიანის ხმა გავიგონე, ეკითხებოდა ვინ იყო და შემდეგ ნიკის - ალისა? ნიკი ვარ
- ნიკ, როგორ ხარ?
- მოიცადე ტირიხარ? - ხმის ამოღება ვერ მოვახერხე - დაგველოდე მოვდივართ.
ბანკის წინ ტროტუარზე დავჯექი და შევეცადე არაფერზე მეფიქრა თუმცა ჩემი მეორე მე ალისა ამის საშუალებას არ მაძლევდა. გამუდმებით ნოჰამზე ვფიქრობდი რომელიც ცუდად მყოდი დავტოვე, რომელოც მთელ სამყაროს მერჩივნა. ვკლავ ტირილი დავიწყე, რამოდენიმე წუთში ხელზე შეხება ვიგრძენი, ავიხედე და მონაცისფრო წითელ თვალებს წავაწყდი....
ადრიანი.
ხელები მოვხვიე და ტირილი დავიწყე
- დამშვიდდი,ალისა - ჩამჩურჩულებდა სანამ გულისცემა არ დამიმშვიდდა
- ალისა ძვირფასო - ერთად თქვეს ნიკმა და ლოლამ, ანდრიანის მოშორების შემდეგ ორივე გადამეხვია.
ადრიანმა მანქანა ერთ ტრიალ მინდორზე გააჩერა, ყველაფერი მოვუყევი სამივეს
- როგორ თუ ძმები არიან?! - ლოლამ პირზე ხელი აიფარა
- ღმერთო ჩემო - ამოილაპარაკეს ბიჭებმა
- მე ყველაფერი მოგიყევით, რონალდისთვის ეს მძიმე თემაა და ამიტომაც არ ამბობდა.
- ალისა მართალია, რონალდს უნდა გავუგოთ - თქვა ადრიანმა და საძმოელებს გადახედა მათაც თავი დაუქნიეს.
- ეხლა რა იქნება? - ამ დროს როდესაც ნიკი ხელს მკიდებს, ყველაფერი თეთრდება, ვიღაც ორგანიზმში, ტვინში და გონებაში მიძვრება და მშთანთავს, ის მე მთლიანად მისაკუთრებს.

***
ნოჰამი თვალს ახელს, უჭირს გაანალიზება რა ხდება, გვერდით სკამზე მჯდომ ძმას ამჩნევს.
- რონალდ სად არის ალისა? - კაცი ხმის გაგონებისას სწრაფად იმართება და უახლოვდება
- კარგად ხარ?
- მე კარგად ვარ - ისე დგება ვითომ აქ არაფერიო
- ძალიან კარგი - რონალდი მხრებს იჩეჩავს
- სად არის ალისა თქო?! - ხმაში გაბრაზება ეტყობა - რონალდი ყველაფერს უყვება, თითვეულ დეტალს.
- სად წავიდა? - კარადიდან ახალ მაისურს იღებს
- ლოლამ დამირეკა ერთად არიან
- სად?!
- ტყესთან, ალისას დამშვიდება სჭირდებოდა.
ტელეფონის ხმა გაისმა, რონალმა შარვლის ჯობიდან ამოიღო და უპასუხა
- ლოლა? დამშვიდდი რა მოხდა? - ნოჰამი დაიძაბა და ძმას მიუახლოვდა
- ალისას გული გაუჩერდა ნოჰამ.
- როგორ თუ გაუჩერდა? - იღრიალა
- შენმა მეორე ცოლმა მისი ადგილი ჩაანაცვლა.
- სად არიან?!
- წავედით - ორივე ძმა სირბილით გავარდა სახლიდან და მანქანა ადგილს მოწყდა.

***
ტრიალ მინდორზე, სადაც ბალახი ბიბინებდა. ალისა სადღაც ფრინვდა, რა არ უთხრეს ლოლამ, ადრიანმა და ნიკმა თუმცა ალისა მხოლოდ მისთვის ბუტბუტებდა სანამ მანქნიდან გადმოსული ნოჰამი არ დაინახა და მისკენ არ გაიქცა
- ძვირფასო - შემოეხვია და სახე დაუკოცნა
- რა ხდება? - ჩუმად გადაულაპარაკა ადრიანმა რონალდს, მანაც სწრაფად მოუყვა მთავარი სათქმელი და ყველა ალისას დააკვირდა.
- ალისა? - დააკვირდა ნოჰამი
- მე შენი ალისა ვარ! მე ისევ შენს გვერდით ვარ ძვირფასო - მონატებულ მამაკს თვალს არ აშორებდა
- მოიცადე - ნოჰამის სულში საშინელება ბობოქრობდა, მის წინ მისი წლების ნანატრი ცოლი იდგა რომელის ხილვასაც ამდენი ხანი ელოდა, ცოლი რომელიც ერთ დროს მთელ მსოფლიოს ერჩივმა. მაგრამ, ეხლა ალისა უყვარდა, მისი შეუპოვარი და მამაცი ხასიათი. მისი ენამახვილობა თუ ცინიზმი, ენატრებოდა ალისას უბრალოება და ყველაფერი ალისასი.
- ნოჰამ - კვლავ დაუძახა, ნოჰამი დაიხარა და ქალს მკლავები მოხვია
- მაპატიე ალისა, ჩემი ბრალია... ჩემი ბრალია ჩვენი შვილის და შენი სიკვდილი. - ქალს სახეზე ტკივილი დაეტყო, ხელი მომუშტა შემდეგ ისევ გახსნა და გაიღიმა
- არაუშავს ძვირფასო, წლების შემდეგ შეგვეძლება ერთად ვიყოთ, ეს შეგვიძლა... მე და შენ ისევ ერთად.
- ალისა უნდა მომისმინო - ქალი კლდის მინდორს გაყვა და გადაიხედა უდიდეს ხრამში.
ალისა ძალიან ლამაზი იყო, შავი კუპრივით თმებით, თხელი მოქნილი ტანით, ლამაზი სახის ნაკუთებით. გაოცებული უყურებდნენ საძმოს წევრები , რონალდი მშივდად მიუახლოვდა ნოჰამს.
- ის უნდა მოკლა. - უთხრა და ძმას შეხედა.
- ქალი რომელიც მიყვარდა ჩემი ხელებით მოვკლა? - კითხა ნოჰამმა და მზერა ალისას მოსწყვიტა
- თუ ალისას დაბრუნება გინდა ის უნდა მოკლა, გულში უნდა დაუმიზნო. შემდეგ კი გადაქცევა მოგიწევს...
- მას ეს არ მოეწინებოდა - უთხრა ნოჰამმა
- ალისას შენთან ყოფნა უნდა.
- არ მინდა მისი დაკარგვა, მე ჩემი მეორე ცოლი დავკარგე მაგრამ ალისას დაკარგვას ვეღარ გადავიტან.
- გააკეთე ის რასაც გეუბნები, მე შენს გვერდით ვარ.
- მადლობა რონალდ -გამოწვდენილი ბასრი დანა გამოართვა და უკანა ჯიბეში ჩაიდო.
- ნოჰაამ - მხიარულად დაუძახა ალისამ
- გისმენ - მოჩვენებითი სიმშვიდით უპასუხა კლდის პირას მდგომ ალისას.
- ეს კაბა მიხდება არაა? ადრე სულ სხვანაირი ვიყავი - ჩაიცინა - უცნაური შეგრძნებაა
- ჰო - ალისას სახე დაეძაბა. - რა მოხდა?
- შენ მასთან იწექი ნოჰამ, მას ისეთივე სიყვარულით უყურებდი როგორც მე ადრე.
- ალისა - ლაპარაკი დაიწყო თუმცა გოგონამ პირზე ხელი ააფარა
- ნოჰამ ვიცი რომ გიყვარვარ, როგორ არ უნდა გიყვარდე. შენ ხომ მასთან იმიტომ ხარ რომ მე მგავს?
- გეყოფა! - დაიყვირა ნოჰამმა
- არა ძვირფასო, მე ეს ვარ... შენი ალისა. მე... მე ყველაფერს დაგიჯერებ გპირდები, მე როგორც ყოველთვის მხოლოდ შენს სიტყვაზე ვიქმები დამოკიდებული. - ნოჰამი წყნარად უსმენდა ქალს ბოლოს კი მისმა ხმამ საძმოელებიც რომლებიც მოშორებით იდგნენ და ალისას კი შეძრა
- გაჩუმდი!!! არ მჭირდება! გთხოვ, დააბრუნე ალისა, მე ის მჭირდება - შეევედა, ალისა გაფითრდა და მასთან მიახლოვება სცადა
- არა, არა არა ძვირფასო, არაა
- მე ის მიყვარს! მე ის მჭირდება გესმის? დამიბუნე!
ამ დროს ორი რამ ერთად მოხვდა. ალისა კლდეს მიუახლოვდა და რონალდი მათ დიდი სისწრაფით მიუახლოვდა
- ეს არ გააკეთო ალისა - შეევედრა ნოჰამი - გთხოვ, არ წამართვა მისი თავი, გთხოვ...
- დიადი ნოჰამი ქალის გადარჩენას მემუდარება - ხმამაღლა გაიცინა - იმ ქალის რომელსაც ჩემი სხეული აქვს და ჩემი ორეულია.
- მე ის მიყვარს! - რონალდმა ნოჰამს დამშივდების ნიშნად ხელი მხარზე დაადო
- და აი ესე უნდა დამთავრდეს ყველაფერი? ჩემი შვილი მოკვდა! ჩვენი შვილი! შენი პირველი ცოლის გამო, მან მუცელში დანა გამიყარა უმოწყალოდ, შემდეგ კი მომკლა ეს ვის გამო? მხოლოდ შენს გამო! მე კი შენი პატიება გადავწყვიტე! რადგან მიყვარხარ, გესმის? თავდავიწყებით მიყვარხარ... შენ კი გინდა წავიდე?
- მაპატიე, რომ მცოდნოდა ამის გაკეთებას აპირებდა გეფიცები ჩემი ხელებით მოვკლავდი. გთხოვ მოდი ვილაპარაკოთ
- ჩვენ უკვე ვილაპარაკეთ, შენ კი არჩევანი გააკეთე ის აირჩიე. მე კი ჩემი ხელებით მოგკლავ, გაგანადგურებ მისი სიკვდილით.
- გთხოვ ალისა...
- მეც მიყვარხარ, მიყვარხარ.
ამ დროს როდესაც ალისამ ნოჰამს თვალი მოაცილა და ხელები გადასახტომად გაშალა, ტყვიის გასროლის ხმაც გაისმა. ალისას გულში მოხვდა ტყვია, ცისფერი სარაფანი კი წითელმა სისხლმა ჩაანაცვლა. კლდის მორევზე უგონოდ დაეცა. ნოჰამმა გარშემო მოავლო თვალი და რონალდი დაინახა რომელიც იარაღით ხელში უკვე ალისასკენ მირბოდა, გონს მოვიდა თუ არა თვითონაც გაიქცა. ალისამ თვალები ოდნავ გაახილა
- ნოჰამ, რონალდ - თვალიდან ცრემლენი სდიოდა
- არ ილაპრაკო ძვირფასო, არა - მისი თავი ფეხებში ჩაიდო და ჩვილი ბავშვივით დაუწყო რწევა
- თურმე როგორ გყვარებივარ... - ამოილაპარაკა სიმწრით - მეც მიყვარხარ, ყველაფერზე მეტად მიყვარხარ!
- ალისა - თვალიდან ცრემლი მოაცილა და რონალდს შეხედა
- წყევლა მოხსნილია ნოჰამ, დროა. - ალისამ თვალები დახუჭა და როდესაც მისი გული ძალიან ნელა ცემდა, ნოჰამმა ყელში ეშვები ჩაარსო. დიდი ხანი იყვნენ ესე სანამ ალისამ ხმამაღლა არ ამოიგმინა.
- ალისა - მევედრებელი ხმით დაელაპარაკა ნოჰამი.
მთელი საძმო ამ ცენას პირდაღებული უყურებდა, ლოლას კი ცრემლებით სახე დასველენოდა.
ბოლოს კი როდესაც ნოჰამმა თავი მის თმებში ჩარგო, გაიგონა ალისას ჩუმი ხმა.
მაგრამ ის ალისა აღარ იყო, შავი თვალებით.
მან ნოჰამს სისხლივით წითელი თვალებით შეანათა და ტკივილ მორეულმა ბოლო ხმაზე იკივლა.

გარდაქმნა, დღე პირველი.
ფილტვები მეწვის, გული საერთოდ აღარ მაქვს.

მეორე დღე.
მგონია ყველაფერი წითელია, სისხლივით წითელი,მგონი ჩემი სულიც, წითელია.

დღე მესამე.
ყველაფერი უკეთ მესმის, ვხედავ და ვგრძნობ. ლანდები მთლიანად მშთანთქავს...

დღე მეოთხე.
ჩემს სახეს ვუყურებ, თვალები... ის წითელია, სისხლივით წითელი.

დღე მეხუთე.
მხოლოდ სისხლის წყურვილი.

დღე მეექვსე.
უკეთ ვარ, მენატრება, სად არის?

დღე მეშვიდე.
მისი ხელით მასმევს, წითელ სითხეს, მიღიმის.

დღე მეცხრე.
უფრო ლამაზი ყოფილა, მხედველება გაორმაგებულმა უფრო ლამაზი მეჩვენა.

დღე მეათე.
მე ვამპირი ვარ.

სამი თვის შემდეგ.
საბჭოს სხდომაზე ბუზის გაფრენის ხმაც კი არ ისმის, ვიღაცას ელიან. რამოდენიმე წუთში კარები იღება, მაღალი შავგრემანი კაცი შედის, ყველა შიშით ან ზიზღით უყურებს, თუმცა კაცს იმდენად ბედნიერი სახე აქვს არცერთი აინტერესებს.
შემდეგ საბჭოს სამ მთავარ ფიგურას უახლოვდება მათ გვერდით ჯდება და ლაპარაკს იწყებს.
- მე ნოჰამი ვარ, ყველამ იცით ვინც ვარ. მე აქ მშვიდობისთვის მოვედი, მე აღარ ვაპირებ იმის ჩადენას რასაც აქამდე ვაკეთებდი, მშვიდობა ადამიანებს და ვამპირებს! მაგრამ... - მაგრამზე ვამპირები უფრო დაიძაბნენ, ნოჰამმა თვალით ძმა მოძებნა და შეუმჩნევლად ჩაუღიმა - მე არ ვაპირებ უსაქმოდ ჯდომას, მოვითხოვ საბჭოს სრულ უფლებიამი მთავარი ფიგურა ვიყო. აბა რას ფიქრობთ? - ყველამ ერთმანეთს გადახედა შემდეგ ასაკოვანი ვამპირი წამოიმართა რაზეც ყველამ თავი დახარა, ნოჰამის გარდა.
- მშვიდობა ადამიანებს და ვამპორებს!! - დასტურის თანახმად ნოჰამს თავი დაუქნია. სხდომაზე რონალდმა გადაწყვიტა რომ მას აღარ ჰქონდა ძალა საძმოს მეთაურობისთვის და ადრიანს ირჩევდა ახალ მეთაურად, ლოლას და დანარჩენებს ადრიანის ყბაჩამოვარდნილ სახეზე გაეცინათ. ბოლოს მხოლოდ რონალდი და ნოჰამი დარჩნენ დარბაზში
- აბა როგორი გამოსვლა იყო? - ნოჰამმა ღიმილით შეხედა ძმას.
- იდეალური - ჩაიცინა რონალდმა
- ჩემი წასვლის დროა - ძმას ხელი ზურგზე დაჰკრა
- მე კი შენს ხალხთან უნდა მივიდე და საბჭოში გადმოსვლის ბრძანება გავაცნო - მხრები აიჩეჩა რონალდმა
- ცოტა გაგიჭირდება, ჩემნაირი ჯიუტები არიან.
- ნოჰამ, შენი მორჯულება კი მხოლოდ ალისამ შეძლო. - ღიმილით გახედა კართან მდგომ ძმას.
- ხვალ შემოგვიარე რონალდ და ხო მართლა, ალისას ახალ მოსული ფორთოხალი წამოუღე.
- რა თქმა უნდა - ბედნიერ ძმას თვალი გააყოლა და თვითონაც ნელი ნაბიჯებით გაუყვა გზას.

****
მზე ახალ ჩასული იყო, ამიტომ ალისა წყლის ჭურჭლით გამოვიდა სახლიდან და ყვავილების მორწყვა დაიწყო თან ჩარკვიანის სიმღერას ღიღინებდა
- ალისაა - ზურგზე აეკრა და თავი საყვარელი ქალის თმებში ჩარგო.
- ვეღარ შემაშინებ, შენს სუნს კილომეტრებში ვგრძნობ. - სახე დაუკოცნა და ბოლოს რბილ ბაგეებს მიწვდა
- მიყვარხარ - უთხრა ვნება მორეულმა.
- წამოდი სახლში შევიდეთ - რამონიმე ნაბიჯი გადადგა და ნოჰამს დააკვირდა, სარაფანა რომელიც ეცვა ნელ-ნელა გაიხადა და ნოჰამის სახის დანახვისას სიცილი აუტდა.
- მიწვევ? - უთხრა და ალისასკენ ნაბიჯი გადადგა.
- როგორ ყოველთვის. - სწრაფად გაიქცა, ნოჰამიც უკან დაედევნა.
სიცილის ხმა კიდევ დიდი ხანი გამოდიოდა სახლიდან, ბოლოს კი ხმები მიწყდა. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ ბედნიერება გაქრა, პირიქით მათი ბედნიერება უსასრულოდ გაგრძელდებოდა, იმაზე დიდ ხანს ვიდრე შენ წარმოგიდგენია.



* ესეიგი, დამთავრდა ისტორია "ვამპირთა საძმო" რომელიც ჩემი უსაყვარლესი ისტორია გახდა მათ შორის რაც დამიწერია, ამ ისტორიას სჭირდება ბედნიერი დასასრული ასე არ არის? მე ამ ისტორიის დადების დროს იმდენად ბევრ თბილ სიტყვას, ემოციებს და გულშემატკივრობას ვგრძობდი რომ ორმაგად ბედნიერი ვიყავი ყოველთვის. მიყვარხართ თითვეული მათგანი! საუკეთესოები ხართ და მადლობა რომ სულ ჩემს გვერდით იყავით და მამხნევებდით!
დაე ალისას ნაირად შეგყვარებოდეთ და მუდამ ბედნიერები ყოფილიყავით!



№1  offline წევრი ანნა ა

პირველი ვარ
აი ძალიან მაგარი იყო
უმაგრესი დასასრულით
ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ჟანრი
ვგიჟდები ნოჰამზე და ალისაზე
უჰ :დ კიდევ მეტი მინდაააა
იმედია ასეთ ისტორიას კდევ დადებ ჟანრს ვგულისხმობ
აი უმაგრესი ხააარ heart_eyes kissing_heart

 


№2  offline მოდერი Tamta.k

ანნა ა
პირველი ვარ
აი ძალიან მაგარი იყო
უმაგრესი დასასრულით
ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ჟანრი
ვგიჟდები ნოჰამზე და ალისაზე
უჰ :დ კიდევ მეტი მინდაააა
იმედია ასეთ ისტორიას კდევ დადებ ჟანრს ვგულისხმობ
აი უმაგრესი ხააარ heart_eyes kissing_heart

ანნა როგორ გამახარე, ნეტავ იცოდე, მადლობა რომ ბოლომდე მომყევი და ძალიან მიხარია რომ მოგეწონა❤️

 


№3 სტუმარი მარიამმი

ძალიან კარგი იყო, აზრიანი რაც მთავარია. ვისიამოვნე კითხივსას, მადლობა ამისთვის❤️

 


№4  offline წევრი hanabi

კარგი დასასრული იყო მეგონა ალისა ბოლოს თავს მოიკლავდა მაგრამ გამიხარდა ასე რომ არ მიხდა.
მთელი ისტორია საოცარი იყო. (სიტყვებში ასოები გეკლდა თუ გამოასწორებ კარგი იქნება)

 


№5  offline მოდერი Tamta.k

მარიამმი
ძალიან კარგი იყო, აზრიანი რაც მთავარია. ვისიამოვნე კითხივსას, მადლობა ამისთვის❤️

მადლობა გამახარე ძალიან❤️

 


№6  offline წევრი Rania

Zalian kargi iyo. Imdenad kargi mtlianobashi. Alisas sikvdilic ki verafers daaklebdaa. Yochaggg
--------------------
Q.qimucadze

 


№7  offline მოდერი Tamta.k

hanabi
კარგი დასასრული იყო მეგონა ალისა ბოლოს თავს მოიკლავდა მაგრამ გამიხარდა ასე რომ არ მიხდა.
მთელი ისტორია საოცარი იყო. (სიტყვებში ასოები გეკლდა თუ გამოასწორებ კარგი იქნება)

აი ზუსტად ეხლა გავასწორე❤️
მადლობა შენ რომ ყოველთვის აქ იყავი!
მადლობა და მიხარია რომ იმედები არ გაგიცრუე❤️ყოველთვის გამიხარდება შენი დანახვა

Rania
Zalian kargi iyo. Imdenad kargi mtlianobashi. Alisas sikvdilic ki verafers daaklebdaa. Yochaggg


რანიაა, ჩემო უთბილესო! როგორ მიხარია ნეტავ იცოდე ესე რომ მოგეწონა❤️იმედია კვლავ გიხილავ ჩემს სივრჩეში, მადლობა შენ! ❤️

 


№8  offline წევრი nina kupradze

ოჰო ეს ტიპიური თამთაა... მე ისე შემიყვარდა ეს ისტორია მენანება დასასრულებლად, ოღონდ მართლა:((
შემიყვარდა ნოჰამი რომელიც ალისათი ცხოვრობს და ალისა რომელიც ნოჰამით.
რონალდიი... უჰჰ ძალიან მაგარი ადამიანი!
მიყვარხარ მე შენ, ძალიან მაგარო გოგო❤️

 


№9  offline მოდერი Tamta.k

nina kupradze
ოჰო ეს ტიპიური თამთაა... მე ისე შემიყვარდა ეს ისტორია მენანება დასასრულებლად, ოღონდ მართლა:((
შემიყვარდა ნოჰამი რომელიც ალისათი ცხოვრობს და ალისა რომელიც ნოჰამით.
რონალდიი... უჰჰ ძალიან მაგარი ადამიანი!
მიყვარხარ მე შენ, ძალიან მაგარო გოგო❤️

მადლობა ნინააა ესეთი სიტყვებისთვის უმაგრესი გოგო ხარ შენ❤️❤️

 


№10  offline წევრი Elea_Nora

ოოო არა დამთავრდა! მაგრამ ბედნიერი დასასრულით. ნმკიყვარს ბედნიერი დასასრულები. ვფიქრობ ცხოვრებას გვილამაზებენ. ეხლა რაც შეეხება მოთხრობას. რა გითხრა ყველაფერი მოლოდნელად მოხდა არ ვწლოდი. რაღაც ცუდს ველოდი და კიდევ კარგი არ გამართლდა. მიყვარს ნოჰამიც და ალისაც, ადრიანიც და რონალდიც, ნიკი და ლოლაც. ნუ მიკლედ სუ ყველაც. დანარჩენი რა გითხრა ის რომ მაგრი ხარ? აჰჰ არა ეს უკვე იცი. დანარჩენიც იცი ასე რომ ველოდები ახალ ისტორიას.
With love Eleanora❤❤❤❤

 


№11  offline წევრი maristuart

Tamtaa ugrmesi madloba aseti shesnishnavi istoriisatvis.rogor gamixardaa rom nohami da alisaa ertad darchnen,daertad darchnenn samudamod!❤(magarigogoxar daa shensaxal istorias moutmenlad velii❤)

 


№12  offline წევრი აიდა

აშკარად ძაან მაგარი ისტორიაა <3 არარის გავლენა სხვა ისტორიებიდან რაც ძალიან მომეწონა(ნუ ყოველი შემთხვევისთვის მე არ შემიმჩნევია) და რაც შეგეხება შენ არაჩვეულებრივი მწერალი ხარ და გამიხარდება კიდევ ბევრს თუ გაგვიზიარებ

 


№13  offline მოდერი Tamta.k

Elea_Nora
ოოო არა დამთავრდა! მაგრამ ბედნიერი დასასრულით. ნმკიყვარს ბედნიერი დასასრულები. ვფიქრობ ცხოვრებას გვილამაზებენ. ეხლა რაც შეეხება მოთხრობას. რა გითხრა ყველაფერი მოლოდნელად მოხდა არ ვწლოდი. რაღაც ცუდს ველოდი და კიდევ კარგი არ გამართლდა. მიყვარს ნოჰამიც და ალისაც, ადრიანიც და რონალდიც, ნიკი და ლოლაც. ნუ მიკლედ სუ ყველაც. დანარჩენი რა გითხრა ის რომ მაგრი ხარ? აჰჰ არა ეს უკვე იცი. დანარჩენიც იცი ასე რომ ველოდები ახალ ისტორიას.
With love Eleanora❤❤❤❤

ჩემოო მარწყვუნია, მე უნდა გითხრა შენ მადლობა,ასეთი ერთგული მკითხველი რომხარ, მინდა სულ ჩემთან იყო... ვგიჟდები შენზე და მიყვარხარ მე ძალიააან❤️❤️

maristuart
Tamtaa ugrmesi madloba aseti shesnishnavi istoriisatvis.rogor gamixardaa rom nohami da alisaa ertad darchnen,daertad darchnenn samudamod!❤(magarigogoxar daa shensaxal istorias moutmenlad velii❤)

მადლობა მარიამ ჩემო უსაყვარლესოო, ხო აი სტიუარტიც იმსახურებდა ბედნიერებას და ჩათვლალე რომ ნოჰამი იყო :დდდ მიყვარხარ მე შენ და იმედია ხშიად გიხილავ❤️❤️

 


ძაან მაგარი ხარ, შენ ჩემი ემოციების ზღვა ხარ, ერთადერთი ხარ ალბათ, ძაან მომწონხართ, შენც და შენი ისტორიაც, იმედი მაქვს არ დაიკარგები, ვაიმეეეე, წავიკითხე და სიხარულის ცრემლებმა ჩემს სახეზე გზა გაიკვლიეს, მემგონი ამდენი 3 წლის წინ ვიტირე, ძაან მაგარი იყო, ძაააააანნნნნნნნნ♡♡♡

 


№15  offline მოდერი Tamta.k

აიდა
აშკარად ძაან მაგარი ისტორიაა <3 არარის გავლენა სხვა ისტორიებიდან რაც ძალიან მომეწონა(ნუ ყოველი შემთხვევისთვის მე არ შემიმჩნევია) და რაც შეგეხება შენ არაჩვეულებრივი მწერალი ხარ და გამიხარდება კიდევ ბევრს თუ გაგვიზიარებ

ძალიან მიხარია ახალი მკითხველის დანახვა და ისიც რომ ბოლოს გამოჩნდიიი, შენმმა სიტყვებბმა იმდენად გამახარა რომ ვერც კი წარმოიდგენნ! მადლობა❤️❤️

 


№16  offline წევრი Niniko11

Wow კარგი დასასრული ქონდაა ძამიან გამიხარდა რომ ნოჰამი და ალისა ერთად დარჩნეენ მაგრამ ადირიანეზეც დაგეწერა ცოტა რამე რა იქნებოდაა იმედია ისიც ბედნიერი იქნებაა დდდ
მიყვარხარრრ ძაან და ველი შენს ახალ ისტორიეებს♡♡

 


№17  offline მოდერი Tamta.k

სიყვარული გულს გვტკენს
ძაან მაგარი ხარ, შენ ჩემი ემოციების ზღვა ხარ, ერთადერთი ხარ ალბათ, ძაან მომწონხართ, შენც და შენი ისტორიაც, იმედი მაქვს არ დაიკარგები, ვაიმეეეე, წავიკითხე და სიხარულის ცრემლებმა ჩემს სახეზე გზა გაიკვლიეს, მემგონი ამდენი 3 წლის წინ ვიტირე, ძაან მაგარი იყო, ძაააააანნნნნნნნნ♡♡♡

ღმერთო ჩემოოო! არ ვიცი რა გითხრა აიი გული გაითბე მე შენ, უსაყვარლესი ხარ! მადლობა ერგულებისთვის და ბოლომდე ჩემს გვერდით ყოფნისთვის❤️ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელობავია❤️მადლობა!

Niniko11
Wow კარგი დასასრული ქონდაა ძამიან გამიხარდა რომ ნოჰამი და ალისა ერთად დარჩნეენ მაგრამ ადირიანეზეც დაგეწერა ცოტა რამე რა იქნებოდაა იმედია ისიც ბედნიერი იქნებაა დდდ
მიყვარხარრრ ძაან და ველი შენს ახალ ისტორიეებს♡♡

ნინიკოო გელოდებოდი❤️მეც ძალიან მიყვარხარ და ძალიან მალე დაგიბრუნდებით❤️

 


№18  offline წევრი mariam m.k

Kargi iyo momewona ragacnairad mizidulobas vgrznobdi chemsa da am istorias shoris mokled bevrs ar vilaparakeb imas getyvi rom kargi iyo nu kidev imis tqma sheileba rom fantastikuri p.s moxaruli viqnebi sheni gacnobit

 


№19  offline მოდერი Tamta.k

mariam m.k
Kargi iyo momewona ragacnairad mizidulobas vgrznobdi chemsa da am istorias shoris mokled bevrs ar vilaparakeb imas getyvi rom kargi iyo nu kidev imis tqma sheileba rom fantastikuri p.s moxaruli viqnebi sheni gacnobit

მომწერეე❤️მადლობა, მიხარია რომ მოგეწონა მთელი გულიით❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent