შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საუკუნო სიყვარული.თავი 15.


28-01-2019, 00:51
ავტორი zia-maria
ნანახია 10 127

ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი,როცა საკუთარ თავთან დარჩენას გაურბიხარ,ხანდახან კი გინდა დაფიქრდე და დრო,დრო არ გაქვს ფიქრისთვის.არის დღეებიც,როცა მარტოობას გრძნობ,ერთი ხელით შენივე მეორე ხელს რომ გინდა ჩაეჭიდო.როცა შენში შენს თავს ვერ ხედავ და ირგვლივ სიჩუმე და სიმარტოვეა,ამ დროს ზოგიერთი ადამიანი ვერ გრძნობს საკუთარი თავის არსებობას,თუმცა ძალიან კარგად ხვდები შენს გარშემო რა ძალიან დიდი სამყაროა და გადაწყვეტილებას იღებ,რომ ბოლო მოუღო შენში არსებულ ცუდს და გახდე უკეთესი,მაგრამ ეს მათთვის,ვისაც შენთვის ცუდი უნდა და შენ ვალდებული ხარ დაანახო მას შენი სიძლიერე,შენი ძალა.გახსენი შენთვის ის დაკეტილი კარი,რომელიც მოგიხურეს ცუდმა ადამიანებმა.აგრძნობინე მათ,რომ შენი ბედნიერება მხოლოდ შენს ხელთაა.ნუ გააბობოქრებ შენში იმ შიშს,რომელიც ტანზე გაცოცდება მარტოობისას.ცხოვრება მეტის-მეტად მძიმეა და ძლიერი უნდა იყო,რომ რთული ცხოვრების ეკლიანი გზები თავაწეულმა გაიარო.თვალებში ჩახედე შენში გამეფებულ სისუსტეს და განდევნე ის შენგან,ნუ შესცურავ უსასრულობაში იქ სადაც საზღვრები მორღვეულია,თვალები დახუჭე და სიჩუმის მელოდიას ყური დაუგდე და გაიგონებ თუ როგორ მღერიან სევდიან მელოდიას სევდიანი ქარები.ვერ გრძნობდა იმ ცივ და ნესტიან კედლებში რამდენი საათი თუ დღე გავიდა, მაგრამ კარი იღება საზარელი ღრჭიალით და ესმის მორიგე პოლიციელის ხმა.
-იაკობაშვილი გილოცავთ,თქვენ თავისუფალი ხართ.
-მე? გაკვირვებული უცქერს პოლიციელს,თითქოს ის არა იქ კიდევ იყო სხვა იაკობაშვილი და მას მიულოცეს.
-გამოდი შვილო,ნამდვილი მკვლელი სინდისმა შეაწუხა,რომ უდანაშაულო ადამიანი გამოკეტა ამ ცივ კედლებში და მან დანაშაული აღიარა,შენ გამართლდი და თავისუფალი ხარ.სესილი გონს მოეგო და ტირილისაგან ჩახლეჩილი და განაწამები ხმით უთხრა პოლიციელს.
-მე არც მიგრძვნია თავი დამნაშავედ,რადგან არც არაფერი ჩამიდენია.
-ვიცი შვილო,ვიცი მაგრამ რას ვიზამთ,ჩვენ ხომ უბრალო ადამიანები ვართ.სესილიმ თითქოს მხრებიდან მძიმე ტვირთი ჩამოიხსნა,ის ტვირთი რომელიც ფიქრობდა რომ გაუძნელდებოდა ამ ტვირთისგან განთავისუფლება,მაგრამ ის უკვე გაცრეცილი ძველი კაბასავით ჩამოიფერთხა,იქვე დააგდო და ნესტიანი საკანი დატოვა.ნაბიჯს აუჩქარა,თითქოს უნდოდა გაქცეულიყო ამ ბნელ ადგილს რაც შეიძლებოდა ჩქარა გასცლოდა,რომ რომელიმე კარი არ გაღებულიყო და საშინელ ურჩხულს არ შეეთრია სხვა ოთახში საიდანაც თავს ვეღარასოდეს დააღწევდა.როგორც იქნა მივიდა მთავარ და უკანასკნელ კართან,უკვე მზის სხივებს ხედავდა და თვალები მაგრად დახუჭა,ჰაერი ღრმად შეისუნთქა და იმ კარებს დაასო მისი მზერა დიდი ჯებირივით მის წინ რომ დგას ჯერ კიდევ პირშეკრული,ღრმად და თავისუფლად მაშინ ამოისუნთქებს როცა ამ კარს იქით აღმოჩნდება.საბოლოოდ ყველა პროცედურა გაიარა,ყველა ქაღალდს ხელი მოაწერა და როგორც იქნა იმ კართანაც მივიდა,გამცილებელ პოლიციელს დაემშვიდობა და მარჯვენა ფეხით წინ წაიწია.თავისუფალია,ის თავისუფალია და მის წინ დგას ლუკა ისიც მასზე არა-ნაკლებ შეცვლილი და განახევრებული.ლუკამ ჯერ ერთი ნაბიჯი გადადგა,მეორე,მესამე და მეოთხე ნაბიჯზე უკვე შუბლით ეხებოდნენ ერთმანეთს.ორივე ხელი შემოხვია და გულზე მიიკრა ცრემლებამდე მისული სესილი.
-ყოველ ღამე გებრძოდი,იმ მუსიკას ვუსმენდი რომელიც არ გიყვარს და ასე შენზე ფიქრები შორს მიდიოდნენ,მაგრამ გონება იმ მოგონებებს ჩიჩქნიდა რომლებიც მხოლოდ შენთან იყო დაკავშირებული.შენს კარადაში შევძვრებოდი და შენს კაბებში მათზე დარჩენილი შენი სუნით ვსაზრდოობდი.ტკივილს გავურბოდი ჩემებურად,მაგრამ სევდაში ვიხრჩობოდი სესილი.თურმე საჭიროა ხანდახან მკერდი შეუშვირო იმ დიდ ლოდებს,გულზე რომ გეცემიან.თავს ხრი და ვერაფერს ხედავ უკან დატოვებული შიშებისა და ტკივილის გარდა,რომლებიც ყოველ ნაბიჯზე ფეხებში გედებიან.ძალას გართმევენ და ლოკოკინას ემსგავსები მომენტალურად,მაგრამ იაზრებ რომ წინ უნდა იარო მხოლოდ და მხოლოდ.იდგა და ლუკას უსმენდა,თან სახეში შესცქეროდა,თითქოს დაავიწყდათ რაზე უნდა ესაუბრათ ცივი ქარი სახეში ცემდა და თვალებიდან გადმოსულ ცრემლს წასვლის საშუალებას არ აძლევდა.ლუკამ მოეგო გონს,ცრემლი მოიწმინდა და თავის მკერდზე თავ-მიდებული მიიყვანა მანქანამდე, კარი გაუღო წინ დასვა და თავადაც მისი ადგილი დაიკავა,სესილიმ ჩაახველა და ლუკას შეეკითხა.
-მარტო რატომ მოხვედი,სხვები?
-სახლში გველოდებიან,ნატაც ჩვენთან არის და მოუთმენლად გელოდება.
-წავედით,ჩემი შვილი მელოდება.
-წავედით,მაგრამ ერთი რაღაც უნდა გითხრა.
-რა მოხდა,კიდევ რამე...............
-არა,არა,პირიქით.მინდა იცოდე რომ მათეც იქ იქნება და........
-მათეს იქ რა უნდა,ლუკა მამამისმა...............
-მომისმინე,მათეს არანაირი კავშირი არ აქვს ამ გეგმასთან,მან როგორც კი გაიგო დაგვეხმარა,ძალიან დაგვეხმარა და სწორედ მისი მოხერხებით დავამარცხეთ მენაბდე.
-ეს როგორ.ლუკამ ყველაფერი მოუყვა სესილის და ის გაოცებული უსმენდა ლუკას.
-ახლა როგორ არის.იკითხა ხმის კანკალით.
-დღეს გამოწერეს,ჯერ კიდევ სუსტად არის.
-კარგი,წავედით სახლში მეჩქარება მისვლა.სიხარულით და ოვაციებით დახვდა სესილის სამეგობრო და იგრძნო რამხელა სითბო და სიყვარული აკლდა ეს დღეები.ყველას ღიმილით შეხედა და მათესთან მივიდა,ცრემლიც კი მოერია როცა მათე გაჭირვებით ადგა სავარძლიდან,თვალებში უცქერდა და ორივე ხელებით მისკენ წაიწია,მათემაც შემოხვია ხელები სესილის და უთხრა.
-მთავარია,რომ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა.
-მადლობა,ალბად ამ სიკეთეს ვერასოდეს გადაგიხდი მათე.
-გადამიხდი,შენ ჩემი ძმისშვილი უნდა გაზარდო და ვიცი,რომ ის ძალიან კარგი ადამიანი გაიზრდება.იმ ღამით ყველამ მოილხინა,სიხარული კი დილით გაოცებამ და ცრემლმა შეცვალა,როცა დილით სასამართლოდან უწყება მიიღეს,რომ გურამ მენაბდე ბავშვის მეურვეობას ითხოვს.საყრდენს რომ გამოგაცლიან და ცალ მხარეს ჩამოიქცევი ეს ყველა ტკივილზე მტკივნეულია,როცა ხედავ როგორ იქცევი ნელა-ნელა ნანგრევებად.ლუკას შეხედა და ლუკამაც ხელი შეაშველა.
-საკუთარი თავი ხელში აიყვანე,ჩვენ ერთად ვართ.უეცრად სიჩუმეში საშინელი ხმა გაისმა და ხმის ჩაწყვეტამდე ყვიროდა,თითქოს მას თვალებიდან არა ცრემლი,არამედ სისხლი სდიოდა.ყველა სიმშვიდის ძაფი ერთიანად ჩაწყდა,ხელი მოუჭირა ლუკას და იქამდე უჭერდა ხელს სანამ ლუკამაც ტკივილისაგან არ გალურჯდა,მაგრამ კბილს-კბილი დააჭირა და დააცადა რადგან უნდოდა დაცლილიყო გულზე მოწოლილი ემოციებისაგან.ხელი მოკიდა და სავარძელში ჩასვა,ანდრეას და მილენას დაურეკა და ახალი ამბავი აცნობა მათ,ისინიც მალე მოვიდნენ და ანდრეამ შეხედა სესილი იჯდა და არ იძროდა,მხოლოდ მთელი სხეული უთრთოდა.გრძელი შავი თმა წინ დაეფინა ტალღებად და მძიმედ სუნთქავდა,მისგან წამოსული ცივი და ურძნობი,უგულო მზერა აშინებდა ლუკას.რამოდენიმე საათის შემდეგ გაინძრა და ლუკას უთხრა.
-ძლიერი უნდა იყო,სისუსტის დრო არ არის,მენაბდემ სისუსტე და შიში არ უნდა შეგვამჩნიოს.
-სესილი ნუ მაშინებ,შენ მარტო არ ხარ ჩვენ შენს გვერდით ვართ,ხედავ? ყველა აქ ვართ.
-ჩემში ჩემი მე მოკლა მენაბდემ და მე სისუსტის დრო არ მაქვს,მე ნატას არავის დავუთმობ,უნდა ვიბრძოლო იქამდე თუნდაც შევეწირო ამ ბრძოლას.
-ადექი,წამოდი პირი დაიბანე,მოწესრიგდი და შემდეგ ვისაუბროთ მშვიდად და წყნარად ყველამ ერთად.ხელი მოკიდა ლუკამ და სააბაზანოში გაიყვანა,მაგრამ სესილი ბუტბუტებდა.
-ჩვენ ვერ დავამარცხებთ მენაბდეს,ჩვენ ვერ მოვერევით მას მაგრამ უნდა ვიბრძოლოთ.
-მოვერევით,გაგვიჭირდება მაგრამ მოვერევით ჩვენ ხელთ უტყუარი საბუთები გვაქვს,მხოლოდ გთხოვ დაწყნარდე და რაც შეიძლება მშვიდად უნდა ვიყოთ.უეცრად ლუკას ჯიბეში ტელეფონი ამღერდა და უპასუხა,თან მილენას დაუძახა.
-მილენა მიხედე გთხოვ სესილის მნიშვნელოვან ზარს უნდა ვუპასუხო.მილენა სესილისთან შევიდა და სააბაზანოს კარი ღიად იყო,რომ ორივემ მოისმინა ლუკას საუბარი.
-გისმენ,ხომ გითხარი ამ ეტაპზე არანაირი პროექტი არ მაინტერესებს,ჩემს სამუშაოზე და კარიერაზე წინ სესილი და ნატა დგას,ვერ დავბრუნდები თუ მაინდამაინც ჯერ-ჯერობით.შენ რატომ დაგიტოვე მინდობილობა,შენ მიხედე ყველაფერს გაქვს უფლება და გამოიყენე.
-ლუკა შენ ხარ პროექტის ავტორი და თავად უნდა გაუძღვე შენს პროექტს.
-ეს შეუძლებელია,არ შემიძლია ლონდონში წასვლა და ვერც პარიზში ჩამოვალ.
-ლუკა ყველაფერს დაკარგავ და ნოლიდან მოგიწევს დაიწყო ყველაფერი.
-დავკარგო კარიერა,მარინა გაიგე ჩემს საყვარელ ადამიანებს ამ მდგომარებაში ვერ მივატოვებ,მე მათ ვჭირდები გესმის? ვჭირდები და არ შემიძლია აქედან წავიდე.მილენამ კარი მიხურა და სესილის შეხედა რომელსაც ცრემლებით ავსებოდა თვალები.
-საყვარელო,ნებისმიერ გადასასვლელს აქვს ხიდი და მე ვფიქრობ,არა არ ვფიქრობ,დარწმუნებული ვარ რომ ლუკა არის შენი ხიდი.
-ჩემს გამო,მელინა გაიგონე? ჩემს გამო მის კარიერაზე უარს ამბობს.
-ეს არის სიყვარული,ამით დაამტკიცა რომ მას შენ უყვარხარ.
-ღმერთო ლუკა ეს როგორ შეგიძლია გააკეთო,როგორ შეგიძლია იყო ასეთი კარგი ადამიანი.
-მიხარია რომ გესმის მისი მდგომარეობაც,ლუკა არის ის იშვიათი ადამიანი რომელმაც სიცოცხლე შეგაყვარა,ცხოვრება დაგიბრუნა და მისი ფასი შენც კარგად უნდა იცოდე.ბახვა წავიდა და ის უკან აღარ დაბრუნდება,ლუკა კი ის ადამიანია ვინც გაკლდა,ადამიანი ვინც სწორედ შენი ცხოვრების მთავარი ნაწილია.
-მილენა ბავშვს წამართმევენ?
-მენაბდე არ ჩერდება და ჩვენც მივუჩენთ მის ადგილს.კარზე ზარი იყო და ლუკამ გააღო კარი,კართან კი კურიერი იდგა რაღაც კონვერტით ხელში.
-ლუკა ვაჩიბერიძე ხართ?
-დიახ,მე ვარ.
-პირადობა თუ შეიძლება.ლუკამ პირადობა აჩვენა კურიერს და შემდეგ მის მიერ ნაჩვენებ ადგილზე ხელიც მოაწერა,ამ ყველაფრის შემდეგ გადასცა კონვერტი და წავიდა,კარიც მიიხურა და ლუკას ხელში იყო ყვითელი კონვერტი.
-ლუკა ვინ არის,რა მოტანეს რა არის ამ კონვერტში.
-დაწყნარდი,ლონდონიდან არის მოწვევა.
-მიდიხარ? უნდა წახვიდე?
-არა სესილი არსად არ მივდივარ,ახლა აქ ვარ საჭირო და აქ ვიქნები შენს გვერდით.
-ლუკა ეს ხომ ბახვა ძიას ფოტო არის. ნატას ბახვას ფოტო ეჭირა ხელში და გაოცებული დასცქეროდა.
-ეს ფოტო სად ნახე საყვარელო.
-ჩემს ოთახში,საწოლთან რომ კომოდია იქ იყო.
-ნატა შენ ამ მამაკაცს იცნობ,ნახული გყავს.უთხრა სესილიმ და ნატა გვერდით მოისვა.
-კი,ვიცნობ და ძალიან კარგად, ის ჩვენთან მოდიოდა დედას ძალიან ახლო მეგობარი არის და როცა მოვიდოდა სულ საჩუქრები მოჰქონდა ჩემთვის.
-თქვენთან არ რჩებოდა?
-არა,გვნახავდა დედას ფულს დაუტოვებდა და მიდიოდა.
-ნამდვილად ის არის ვიზედაც ამბობ და სახელიც კარგად გახსოვს?
-როგორ არ მახსოვს,ეს ბახვა ძია არის.
-ნატა დარწმუნებული ხარ?
-კი,დარწმუნებული ვარ.ერთხელ ისიც მითხრა,რომ გაიზრდები შენს მამას გაგაცნობო.
-რაო? მამას გაგაცნობო? გაოცებული უცქერდა სესილი ნატას.
-ჰო,მე ხომ მამა არასოდეს არ მინახავს და არ ვიცნობ და ძალიან მინდოდა გამეცნო.არა მარტო სესილი ყველა დაიბნა და არ იცოდნენ რა ეთქვათ,ან რა ეფიქრათ.
-წადი საყვარელო ეს ფოტო იქ ჩადე სადაც ნახე.ნატა წავიდა და მილენამ თქვა.
-ნატას თქმით,გამოდის ბახვა არ არის მისი მამა.სესილი ჩუმად იჯდა და ისე ჩაფიქრებულიყო,რომ მელინას ტელეფონის ხმამ შეაშინა.მელინამ უცხო ნომერი რომ დაინახა,თავისი ჩვეული მკაცრი ხმით უპასუხა უცხო ზარს.
-გისმენთ.
-უკაცრავად,ქალბატონ მილენა თავართქილაძეს მინდა ვესაუბრო.
-დიახ,დიახ მე ვარ.
-შეხვედრა მინდა თქვენთან.
-ჩენმთან? დაიბნა მილენა თითქოს პირველად ესაუბრებოდა უცხოს.
-დიახ,როგორც კარგ იურისტს.
-შეგიძლიათ ჩემს ოფისში მობრძანდეთ.
-მინდა ოფისის გარეთ პირის-პირ ვისაუბროთ,რადგან ეს ძალიან პირადულია და დაფარული თემაა.
-გინდათ მითხრათ,დამელაპარაკებით მაგრამ ჯერ-ჯერობით არ გინდათ გამოჩნდეთ?
-სწორად მიმიხვდით.
-ვის ვესაუბრები?
-ნოდო გულბანი ვცხოვრობ ევროპაში.
-ძალიან კარგით,მისამართს მოგწერთ სად უნდა მოხვიდეთ და ჩემი მეგობარი შეგხვდებათ,ჩვენ ერთად ვმუშაობთ.
-მინდოდა თქვენ შეგხვეროდით პირადად.
-მე ამჟამად გარკვეული მიზეზების გამო ვისვენებ,შეგიძლიათ მასაც ისე ენდოთ და ესაუბროთ,როგორც ჩემთან ისაუბრებთ.
-რა გაეწყობა,ველოდები მისამართს და საათიც მომწერეთ რომელ საათზე შეძლებს შეხვედრას.
-აუცილებლად.მელინამ ანდრეას აუხსნა საქმის არსი და მასთან შეთანხმებულად მისწერა მისამართი ახალ კლიენტს.
-რომელი საათი მიწერე,12 სთ-მდე შემიძლია შევხვდე.
-ხვალ 10 საათზე მივწერე და დამაინტერესდა,გადავწყვიტე მეც წამოვიდე შეხვედრაზე.ისეთი გრძნობა მაქვს,რაღაც საინტერესო უნდა გავიგო.დილით ხალისით სავსე ადგა მილენა უზარმაზარი შეგრძნებით სავსე და ისეთი განცდა ჰქონდა,რომ მისი თავი სამყაროს შუა ცენტრში წარმოიდგინა.დედამიწის შუა გულში იდგა და იმ შუა წერტილს დაჰყურებდა რომელიც გზებს ჰყოფდა მის წინ.ღიღინით მოემზადა,ანდრეას დაურეკა და სახლიდან გავიდა,სახლთან კი ანდრეა უკვე ელოდა.
-დაგაგვიანდა,იცი რამდენი ხანია რაც გელოდები?
-საფენი გამოვიცვალე და მარტო გამიჭირდა,ბესო ადრე წავიდა.
-მაშინ გპატიობ,წავედით.
-წავედით,ძალიან მაინტერესებს ვის შევხვდებით.ორივე სერიოზული სახით მივიდნენ დანიშნულ ადგილზე და მათ წინ საკმაოდ სიმპატიური მამაკაცი იდგა,მელინას შეხედა და უთხრა.
-მაპატიეთ,რომ დაჯინებით მოვითხოვე თქვენთან შეხვედრა,გქონიათ მიზეზი არ მოსულიყავით.
-არა უშავს,დამაინტერესა და მეც მოვედი მილენა თავართქილაძე ეს კი ჩემი მეგობარი და კოლეგა ანდრეა ნინუა.
-თქვენს წინაშე, ნოდო გულბანი.
-დაბრძანდით და გისმენთ,თქვენს მოსმენაში ვარ მხოლოდ ორი საათით,შემდეგ უნდა წავიდე რადგან მნიშვნელოვანი შეხვედრა მაქვს,მაგრამ მილენას დაგიტოვებთ აქ იქნება და ის ბოლომდე მოგისმენთ.
-გასაგებია,სახელი და გვარი იცით მხოლოდ საქართველოში არ ვცხოვრობ.
-სად ცხოვრობთ თუ შეიძლება გვითხრათ.
-საბერძნეთში,იქ ვცხოვრობ უკვე გარკვეული წლებია.აქ დავიბადე და გავიზარდე,ოჯახური ბიზნესიც გვქონდა ჩემი დიდი პაპის დაარსებული ქვის საამქრო.პაპას გარდაცვალების შემდეგ საამქრო მის შვილს გადაეცა,შემდეგ კი მამაჩემს,მაგრამ ეს ბიზნესი ისე გაქრა ჩვენი არსებობიდან რომ მისი აღარაფერი აღარ დაგვრჩა გარდა ვალებისა.სწორედ ამ ნერვიულობას შეეწირა ჩემი მშობლები,ვაფრთხილებდი ხმა არ ამოეღოთ მაგრამ უსამართლობას შეჩვეულმა ადამიანმა ვერ აიტანა რაც ხდებოდა მის გარშემო და ჯერ მამა დავკარგე და რამდენიმე თვეში დედამაც მიმატოვა.
-რას ამბობ,ასე აუხსნელად ამხელა ბიზნესის დაკარგვა როგორ შეიძლება,თან ორი ადამიანი ემსხვერპლა ამ თემას.
-სწორედ ამიტომ მოვედი თქვენთან,ვიცი და გამიგონია თქვენი წარმატებული საქმეების შესახებ,ვიცი რომ ძნელია და ბევრს მოვითხოვ თქვენგან,მაგრამ ამ საქმეს თქვენს გარდა სხვა ვერავინი შეერკინება და ვერ გაარკვევს.
-სიმართლე გითხრა,რთულია ეს ყველაფერი,მაგრამ დამაინტერესე.თქვა მილენამ და ანდრეას შეხედა.
-ნუ მიყურებ,ვიცი რაც ჩაიფიქრე და მეც შენს გვერდით ვარ.მილენას და ნოდოს გაეცინა ანდრეას სიტყვებზე და ნოდოს იმედი ჩაესახა.
-გეთანხმები,რთულია მაგრამ შეუძლებელიც არაფერია.ანდრეამ თავი გააქნია ღიმილით,ნოდოს შეხედა და უთხრა.
-საიდან დავიწყოთ,რამე კვანძი გვაქვს?
-კვანძი გვაქვს და საკმაოდ ბევრი,მაგრამ როგორ გამოიყენებთ ეს თქვენი საქმეა.
-გასაგებია,კიდევ რას გვეტყვი საინტერესოს.
-ბევრ რამეს სიტყვიერად გეტყვით,სხვას კი აი ამ საქაღალდეში ნახავთ.
-გისმენთ,დაიწყე უფრო სწორად გააგრძელე მოყოლა.
-არ შევუკვეთოთ რამე? იკითხა ნოდომ.
-კი,მე ყავა უშა................
-არანაირი უშაქრო,მილენას ყავა შაქრით და რძით მოუტანეთ.
-ანდრეა..........
-ჩუმად,ხმას ნუ იღებ ჯერ კიდევ სუსტად ხარ,ბესომ შენი თავი მე ჩამაბარა.ნოდოს გაეცინა მეგობრების კინკლაობაზე და შეკვეთას დაელოდნენ,შემდეგ კი ცხელი ყავა მოსვა,ღრმად ჩაისუნთქა და დაიწყო მოყოლა,ჯიბიდან კი მამაკაცის დიდი შავ-თვლიანი ბეჭედი ამოიღო და მაგიდაზე დადო,მილენამ ხელში აიღო ბეჭედი ახლოდან დააკვირდა,უეცრად გონება გაუნათდა და გაახსენდა თუ სად და ვის ხელზე ჰქონდა ეს ბეჭედი ნახული,გაახსენდა მაგრამ არაფერი არ თქვა და ბეჭედი უკან დააბრუნა.
-ძალიან ლამაზი ბეჭედია,მდიდრული.
-ეს ბეჭედი საგვარეულოა და სწორედ ასეთი ბეჭედი ეკეთა ჩვენი ოჯახის ახლობელს,ის ძალიან კარგი ადამიანი იყო და მისი მოსვლა მე ყოველთვის მიხაროდა ჩვენს ოჯახში.
-რა ჰქვიოდა იმ მამაკაცს,გახსოვს?
-თუ არ ვცდები ვალერიანი ჰქვიოდა და სწორედ მის ხელზე ვხედავდი ასეთ ბეჭედს.
-დარწმუნებული ხარ? კითხა მილენამ გაოცებულმა.
-კი დარწმუნებული ვარ,მაგრამ რომ წამოვიზარდე ის კეთილი კაცი აღარ მინახავს,მამამ მითხრა გულის პრობლემები აქვსო,მაგრამ ჩვენს ოჯახში სხვამ დაიწყო მოსვლა და მამასთან მეგობრობა და უნდა ვაღიარო,რომ ძალიან ცუდი აურა მოდიოდა როცა ის კაცი ჩვენს სახლში შემოდიოდა.ვგრძნობდი,რომ ცუდი ადამიანი იყი,რამდენჯერმე ვუთხარი კიდეც მამას მაგრამ მითხრა.
-ის ვალერიანის სიძე არის,ცუდად ვერ შევხვდები შვილო.ისე მითხრა,მივხვდი არც მამას მოსწონდა დიდად მასთან მეგობრობა.მამა ძალიან მორიდებული ადამიანი იყო,15 წლის ვიყავი როცა დედა რამდენჯერმე ატირებული დამხვდა სკოლიდან მოსულს,ერთ დღეს მამას შევეკითხე მორიდებულად,რადგან ჩემი ბავშვური ფიქრით ვიფიქრე დედას და მამას რამე უთანხმოება ხომ არ ჰქონდათ,მას გაეღიმა და მითხრა.
-შენ დიდი ბიჭი ხარ ნოდო და დედას შენი ერიდება,რადგან რამდენიმე თვეში დაიკო ან ძამიკო გეყოლებაო.გამეხარდა,გულწრფელად გამეხარდა მე ხომ მარტო ვიზრდებოდი და როგორც იქნა დედმამიშვილი მეყოლებოდა,ვინატრე რომ და მყოლოდა და ნატვრა ამიხდა,თეთრი და შავთმიანი გოგო დაიბადა,მაგრამ სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა.
-რატომ რა მოხდა,პატარას რამე შეემთხვა?
-დილით მამამ მითხრა.
-ნოდო გაიღვიძე და მითხარი რას დაარქმევ დაიკოს შვილო.რადგან ძალიან მიყვარდა გოგოებში სახელი თათა მეც სიხარულით ვუთხარი.
-თათა,თათა უნდა დავარქვა.ვუთხარი გახარებულმა და მეც მასთან ერთად წავედი საავადმყოფოში,იმ დღეს სახლში უნდა წამოგვეყვანა დედა და პატარა.არ შემიძლია თავიდან ამოვიგდო ის დღეები,ის წუთები და ის კადრები.საავადმყოფოში მისულს დედა შეშლილი სახით დაგვხვდა და მეც იქვე ჩამოვიქეცი როგორც დაწყევლილი შვილი და დღემდე დარჩენილი წარსულის მოგონებებით და არსებობა არ არსებობას შორის.
-რა საშინელებაა,ვგრძნობ რომ რაღაც ცუდი უნდა თქვა.
-დიახ,მიმიხვდით ჩემი და გაქრა და ჩვენ მის კვალს ვერსად ვერ მივაკვლიეთ. მიუხედავად იმისა ძია ვალერიანი გვეხმარებოდა მას ძალიან დიდი გავლენა ჰქონდა ხალხში,მაგრამ ვერაფერი გააკეთა ვერც მან.ცოტა ხანში მამამ ბიზნესი დაკარგა,ამის გამო გულით დაავადდა და იმ ამბიდან 3 წელიწადში გარდაიცვალა.მამამ მიმატოვა ცხოვრების ჭიდილში მარტოდ-მარტო,დედამაც არ დამინდო და ორ თვეში მანაც მიმატივა,დავკარგე მშობლები 18 წლის ასაკში,ახლა 44 წლის ვარ და ვიცი მას შემდეგ 26 წელია გასული,მაგრამ მინდა ამ საქმეს თქვენ მოკიდოთ ხელი,ამ საქაღალდეში ყველა მონაცემებია რომლებიც გზას ნელა-ნელა გაგიხსნით,არის მნიშვნელოვანი ჩანაწერებიც რომლებიც გამოგადგებათ.
-ნოდო სიმართლე გითხრა ძალიან მძიმე მოსასმენია ეს ისტორია,ამ საქაღალდეს წავიღებთ და გადავხედავთ,ყველა წვრილმანს შევისწავლით,მე და ჩემი კოლეგა ერთად ვიმსჯელებთ ამ საქმის გარშემო და დაგიკავშირდებით.
-26 წელია ამ საიდუმლოს გულში ვატარებ,მე შემიძლია დაგელოდოთ,არ გაჩქარებთ თუ საჭირო ვიქნები შემაწუხეთ,დამირეკეთ,ვისაუბროთ და მნიშვნელოვანი ნაბიჯები ერთად გადავდგათ.მე თქვენს ზარს დაველოდებბი,ორ დღეში უკან ვბრუნდები საბერძნეთში და ეს ჩემი სავიზიტო ბარათია აქ ჩემი ყველა ის კოორდნატები წერია როგორ უნდა დამიკავშირდეთ,ასე რომ ყველაფერი გითხარით.
-იცი რა მაინტერესებს?
-გისმენთ,ლოგიკურია რომ კითხვა გაგიჩნდეთ.
-აქამდე რატომ არ მიმართე არავის.
-აქამდე ვერ შევძელი,პირველი ის რომ როცა ბიზნესი დავკარგეთ ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი 18 წლის და ჩემი მშობლები ჩემს სტუდენტობასაც ვერ მოესწო.სტუდენტი ვიყავი და თან ვმუშაობდი,ზუსტად 8 წელი იმ ვალების გადახდას მოვუნდი რის გამოც მშობლები დავკარგე.დედას ხსოვნას ვერ ვუღალატე,მისი ოცნება რაც იყო ის განათლება მივიღე,მაგრამ ბევრჯერ მიფიქროა სწავლის მიტოვება და მხოლოდ მემუშავა.
-რა განათლება მიიღეთ.
-ექიმი ვარ,ქირურგი კარდეოლოგი. შემდეგ საბერძნეთში წავედი მეოთხე კურსიდან,იქ დედას ახლობელი გავიცანი შემთხვევით მან იმდენი გააკეთა ჩემთვის რომ იქ მივიღე სამედიცინო განათლება.ეკონომიური მდგომარეობა არ მქონდა კარგად,იქაც მუშაობა დავიწყე და ნელა ნელა ვალებსაც ვაკლებდი,ჩემი ცხოვრებაც გაუმჯობესდა მყარად დავდექი ფეხზე.სწავლა დავამთავრე და მუშაობა ერთ-ერთ ძალიან პრესტიჟულ საავადმყოფოში დავიწყე 26 წლის ასაკში ამოვასუფთავე ვალები,ორ წელიწადში დავქორწინდი და ახლა როცა ძალიან კარგად ვარ ბრძოლა შემიძლია,მინდა ამ საქმეს შევებრძოლო და თქვენი დახმარებით.
-ყველაფერი გასაგებია,ჩვენ შევუდგებით საქმის შესწავლას.
-როგორც გითხარით, მე არ მინდა ჯერ გამოვჩნდე იმოქმედეთ ისე,რომ ეჭვი არ აიღოს არავინ.მთელი ეს წლები არავინ შეწუხებულა ჩემით და ჩემი გამოჩენა მოულოდნელი უნდა იყოს და კიდევ,მნიშვნელოვამი არ მითქვამს,მამაჩემმა თავი მოიკლა.
-რატომ? ანდრეა და მილენა გაოცებული უცქერდა ნოდოს.
-როცა გაიგო და გაიაზრა ვინ იდგა ამ ყველაფრის უკან,რაც კი გაგვაჩნდა დავკარგეთ.შემთხვევით მის ნივთებში ეს წერილი ვნახე და მას სათუთად ვინახავ მთელი ეს დრო,მაგრამ ყველაზე დიდი შოკი ის იყო ის არა სასიამოვნო პიროვნება რომელიც ჩვენს სახლში დადიოდა მამაჩემთან და მეგობრობდა გურამი მენაბდე არის.
-ვიიინ? დაუჯერებელია,არ მჯერა ეს აუტანელი ყველას გაუბედურებას როგორ ასწრებს.მერე რა მოხდა,ყველაფერი გაიხსენე ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
-მამამ ვერ გაუძლო მის მუქარას და განაჩენი თავის თავს გამოუტანა.ეს იყო,პირველი ნაბიჯი ჩემი რომელიც გადმოდგი თქვენსკენ,ამიერიდან თქვენს ზარს ველოდები რადგან შედეგების დადგენა ეს თქვენი საქმეა.
-ნოდო ორ დღეში მიდიხარ,როგორც თქვი.
-კი,ორ დღეში აუცილებლად უნდა წავიდე.
-მხოლოდ ერთ საქმეში უნდა დამეხმარო.
-გისმენ.
-მოდი ერთად გავარკვიოთ ეს წერილი როდის დაწერა მამაშენმა და რატომ დაემუქრა მენაბდე მამაშენს.
-წასვლამდე კიდევ გადავხედავ მის ნივთებს და თუ კიდევ წავაწყდები რამეს სახლში გადმოგცემთ აუცილებლად.
-კარგი,თავისუფალი ხარ.ნოდო დაემშვიდობა ანდრეას და მილენას და წავიდა.
-რას ფიქრობ.
-ვფიქრობ,გაგვიჭირდება.
-მეც მასე ვფიქრობ,ძალიან რთული იქნება ამ საქმის ბოლომდე მიყვანა.
-დრო გვჭირდება,მაგრამ გული მიგრძნობს,რომ ამ საქმეს მოვიგებთ და ჩვენს კარიერაში ერთი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგმება,რადგან ჩვენ შევძლებთ დავასამაროთ მენაბდე.
-ძალიან ხმამაღლაა ნათქვამი და დამაჯერებლად,მაცდურად ჟღერს შენი სიტყვები და ვფიქრობ,დაგიჯერო?
-დამიჯერე,მენაბდეს წლებია ვერ დაუმტკიცეს ჩადენილი ბინძური საქმეები,ის ყოველთვის სუფთა რჩება და პოლიცია კი გაბითურებული.ანდრეა ჩვენ ამ საქმით შევძლებთ მის დაკავებას,შევძლებთ რომ ის გავანადგუროთ და ბოლო მოვუღოთ და ხომ ხვდები დროულად რომ მოვიდა ეს საქმე ჩვენს ხელთ,სწორედ ამ საქმით.ეს საქმე დროს წაგვართმევს,მაგრამ შევძლებთ ის ბოლომდე მივიყვანოთ.შენ თუ რამემ შეგაშინა და უკან იხევ,ეს შენი გადასაწყვეტია მე არა,არასოდეს არ დავიხევ უკან არანაირ საქმეზე.
-მილენა კარგია მონდომებული რომ ხარ,ამტკიცებ სიყვარულს შენი საქმის მიმართ,მაგრამ არ დაგავიწყდეს,მენაბდე ყველაფერზეა წამსვლელი რომ გაგაჩუმოს.
-ვიცი,შესაძლებელი ჩემს მოკვლას შეეცადოს,მაგრამ მე მაინც არ შევეშვები და მას გავანადგურებ.
-კარგი,დაწყნარდი და ერთად განვიხილოთ თითოეული თუნდაც უმნიშვნელო დეტალი და კარგად ავწონ-დავწონოთ ჩვენი ყველა გადადგმული არა,წინ გადასადგამი ნაბიჯი.
-ერთად ვართ?
-ერთად ვართ,მაგრამ გაფრთხილებ არაფერს არ დამიმალავ და ჩემთან შეუთანხმებლად არაფერს არ გააკეთებ,მპირდები რომ ასე იქნება?
-გპირდები,რომ უშენოდ არაფერს არ მოვიმოქმედებ.
-კარგია.
-არც ვისუნთქო?
-ზედმეტად არც ეს გააკეთო.უთხრა სერიოზულად,მაგრამ შემდეგ ორივეს გაეცინა.
-კარგი,ყველაფერი გასაგებია,მე სესილისთან მივდივარ.
-მე კი 12-ზე შეხვედრა მქონდა და დამაგვიანდა,ალბად მელოდებიან და გავიქეცი.ანდრეა წავიდა,მილენა კი ბედნიერი ღიმილით წავიდა სესილისთან.
-უძილო ღამეებს გადავაბავ ერთმანეთს და სიმართლეს დავადგენ ბინძურო მენაბდე,ახლოვდება შენი აღსასრული და მინდა ჩაგხედო თვალებში სადაც ჩაქრება შენი ყველა იმედი და ამ იმედს მე მოგისპობ.სიხარულით აირბინა კიბეები და კარებზე ზარი მისცა,კარი კი ლუკამ გააღო,შეხედა ლუკას განადგურებულ სახეს და სიხარული სახეზე მიეყინა.
-რა მოხდა,სესილი ისევ ცუდად არის?
-რაც თქვენ წახვედით,ოთახიდან არ გამოსულა და არც უჭამია.
-გაქვს მომზადებული რა უნდა ჭამოს? წვნიანია მისთვის ახლა კარგი,ძალა რომ აღიდგნოს.
-ქათმის წვნიანი მოვამზადე.
-კარგია,ხელებს დავიბან და იქნებ მე შევძლო ცოტა მაინც შევაჭამო.მილენამ ლანგარზე ლამაზად დააწყო ყველაფერი,არც ფირთოხლის წვენი დაავიწყდა და ფრთხილად მიუახლოვდა სესილის საძინებლის კარს,ლუკამ ნელა-ნელა შეაღო და იქ არსებულ სიბნელეს ჯერ თვალი შეაჩვია,შემდეგ თანდათან გაარჩია ნივთები და შეხედა სესილი საწოლზე იწვა ზურგით,ხელები მუცელზე დაელაგებინა და მაღლა ჭრს უცქერდა.იგრძნო როგორ გაიღო კარი,მაგრამ არაფერი შეიმჩნია.
-კარგად ვარ,ნუ მიყურებთ შეშინებული.როდის იყო მე ტკივილს გავურბოდი,არა მე მათ პირდაპირ ვხვდები რადგან ვერანაირი ტკივილი ვერ მავნებს.
-თუ ასეთი ძლიერი ხარ,აქ რატომ ჩაიკეტე და განმარტოვდი?
-ეს ისეთი მოულოდნელი იყო,დავიბენი და ვერაფერი ვერ ვთქვი.თითქოს ყელში რაღაც გამეჩხირა და სიტყვის თქმის უფლება არ მომცა,შემდეგ კი გულზე მივიდე ხელი,რადგან არ მინდოდა ამ ტკივილისგან გაგლეჯილიყო,მაგრამ ადამიანები ხომ ყველაზე უცნაური არსებები ვართ და ყველა ტკივილის ატანა შეგვიძლია.ყველა დაბრკოლების გადალახვას ვცდილობთ და თუ ძლიერები ვართ დაბრკოლებასაც ადვილად დავამარცხებთ.
-მომისმინე,მე გპირდები რომ ყველაფერი კარგად იქნება.
-მათემ გაიგო,იცის ამ ქაღალდის შესახებ?
-არ ვიცი,არ მოსულა.არ მოგნია იცოდეს,მან თავი სასიკვდილოდ გასწირა ეს ჩემი თვალით დავინახე რაც იქ მოხდა,არა არ იცის დარწმუნებული ვარ.
-იქნებ ეს მისი ახალი ნიღაბი იყო ლუკა.
-არა,ვერ დავიჯერებ ეს შეუძლებელია,თუმცა არც ის ვიცი რა ვთქვა.
-ახლა მე მომხედე,ეს უნდა შეჭამო შენ ძალა გჭირდება რომ ჩვენ ერთად ვიბრძოლოთ.მილენას ტელეფონის ხმა მოესმა და ლუკას შეხედა.
-გთხოვ რა ჩემი ტელეფონია და უპასუხე თუ ბესო არის ან ანდრეა.
-ახლავეს,მივფრინდები და მოვფრინდები.ლუკა წავიდა და ტელეფონი აიღო,მაგრამ დაინახა უცხო ნომერი რეკავდა და სასწრაფოდ მიუტანა ტელეფონი მილენას.
-ვინ არის,ბესო არის? უპასუხე ლუკა.
-არა,უცხო ნომერია ალბად კლიენტია.
-მოდი შენ აჭამე და იცოდე ბოლომდე შეაჭამე ეს წვნიანი,შემდეგ ტელეფონს დახედა და უპასუხა.
-გისმენთ.
-ნოდო ვარ,უკვე გათიშვას ვაპირებდი მაგრამ რადგან მიპასუხე,უნდა გნახო მილენა.
-რამე გაარკვიე,კიდევ რამე ნახე?
-ვნახე რაღაც ჩანაწერები და ვფიქრობ ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
-სახლში უნდა მომაკითხო და იქ მომიტანო ყველა ის საბუთი,რაც კი ხელთ გაქვს.
-კარგი,მისამართი მომწერე.
-მოგწერ,ჩემს შეტყობინებას დაელოდე.მილენამ ტელეფონი გათიშა და ნოდოს სახლის მისამართი მიწერა,შემდეგ საჩქაროდ სესილის და ლუკას დაემშვიდობა და წავიდა.10 წუთის მისულიც არ იყო,კარზე ზარი რომ გაისმა.
-შემოდი,მოშინაურდი მეც ახლა მოვედი,მეგობართან ვიყავი რომ დამირეკე.
-მნიშვნელოვანი რამ ხომ არ დაგატოვებინე.შეწუხდა ნოდო.
-არა,ამ წუთში ამ ქაღალდებზე მნიშვნელოვანი ჩემთვის არავინ და არაფერია.ასე უცებ კიდევ შენს ზარს არ ველოდი,მაგრამ ძალიან კარგი გააკეთე მოდი ერთად გადავხედოთ ყველაფერს.
-ვიფიქრე,თუ ძალიან მალე მოგაწვდიდი ამ ქაღალდებს ეს საქმეს წაადგებოდა.
-აბა ვნახოთ რა გვაქვს აქ.ნოდომ ყველა ის ქაღალდები მაგიდაზე მილენას წინ დაალაგა და ისიც გაფაციცებით დასჩერებოდა თითოეულ მათგანს.
-ნოდო ეს რა არის,ეს არის ხელწერილი რომ ფული ისესხა და საკმაოდ დიდი თანხა.
-ისესხა,მაგრამ მამამ ეს თანხა გადაიხადა.
-გადაიხადა?
-კი,გახარებული იყო ვალი ბოლომდე სრულყოფილად რომ დაფარა,ეს ძალიან კარგად მახსოვს.
-ეს როგორ გავიგოთ,გვაქვს დამამტკიცებელი რამ ხელთ?
-აი ეს დღიური, დედაჩემის ჩანაწერები ადასტურებს მხოლოდ ვალის გადახდას.მეც მახსოვდა,მაგრამ აქაც წავიკითხე რომ მამამ ვალი გადაიხადა,მაგრამ საუბედუროდ ჩვენთვის და საბედნიეროდ მევალე ვინც იყო მისთვის ბანკით არ აქვს გადახდილი ეს თანხა.
-აბა როგორ დაფარა ვალი.
-დაწყობილი ფული,ყველა ერთად ხელზე მისცა მევალეს.
-მაგრამ...............
-მაგრამ მან შემოუბრუნდა და რადგან ვერ დაამტკიცებდა მამა მის სიმართლეს,მან თავიდან მოითხოვა ვალი და მამამ კი უარი უთხრა,მან კი დაემუქრა და მისი მუქარაც რამდენიმე თვეში შეასრულა,არა მარტო ჩვენი ბიზნესი,მან ჩვენი ქონების უამრავი პროცენტი მიითვისა და მე კიდევ ეს ვალი 8 წელი ვიხადე.
-როგორ შეძლო მენაბდემ ბიზნესის წართმევა,მას ხომ აქციები ჰქონდა.
-აი ეს ნახე,ჩვენი აქციებიც მან მიითვისა.
-ეს რაა,მამაშენი იყო აქციების 68%-ის მფლობელი?
-მეც ასე გაოცებული დავრჩი,როცა ეს ვნახე.ასე გამოდის,ეს ბიზნესი ხომ ჩემმა დიდმა პაპამ დაარსა,ამიტომ აქვს აქციების დიდი პროცენტი.
-გამოდის,უნდოდა მენაბდეს უფროსი თავად ყოფილიყო და ამიტომ ყველაფერი გააკეთა რომ თავად ყოფილიყო ამ საამქროს უფროსი და როგორც გავიგე მილენა ძალიან ბევრი ბინძური საქმეები კეთდება იქ იმ ცეხში.
-ყველაფერს მისი დრო აქვს,მაგრამ ვხედავ ნელა-ნელა ვუახლოვდებით დასკვნას.
-მაგრამ კიდევ არის ერთი მნიშვნელოვანი რამ,რამაც შეიძლება დაგაბნიოს მილენა.
-რა,მითხარი ყველაფერი.
-ამ ბიზნეს საფუძველი არ ჩაყრია აქ საქართველოში.
-აბა? სად უნდა ვეძებოთ მთავარი ძირი.
-კანადაში.
-კანადაში?
-დიახ კანადაში,აქ ეს საამქრო არ მუშაობს ის გაჩერებულია რადგან ის ადგილი მენაბდესათვის მოსახერხებელია შავი ფულის საკეთებლად და მისი საქმეების დასაფარად.სახლში ბესო შემოვიდა და ისიც შეუერთდა მათ.
-კარგ დროს მოდი,შენი დახმარება გვჭირდება.
-რა ხდება,რაში გჭირდებათ ჩემი დახმარება.
-მოდი აქ დაჯექი და ერთად გადავხედოთ ამ ქაღალდებს და შემდეგ ვისაუბროთ.თქვა მილენამ და თან ანდრეას დაურეკა.
-მილეანა მშია.
-ახლავეს პიცას გამოვიძახებ,მეც ახლა მოვედი სახლში მაგრამ ჯერ ანდრეას დავურეკავ.
-სასწრაფოდ მოდი,ნოდო მოვიდა.
-ასე მალე?
-თემა უფრო და უფრო სერიოზულ სახეს იღებს ანდრეა.
-კარგი მოვდივარ,უკვე თავისუფალი ვარ.ანდრეაც მოვიდა,პიცაც მოიტანეს და ოთხივემ ერთად დასხდნენ,ანდრეას კი ერთი აზრი დაებადა,ერთ-ერთ მნიშვნელოვან ქაღალდს ფოტო გადაუღო და დაფარული ნომრით გაუგზავნა მენაბდეს.
-რას აკეთებ,ჯერ ადრეა რამე იმოქმედო.გაბრაზდა მილენა.
-მილენა,პიცის სუნმა ენერგია მომიმატა და ვიცი რასაც ვაკეთებ,ბესო ისე გააკეთე რომ ჩემი ნომერი არ ამოქექოს მენაბდემ.
-დაცული ხარ,შენი ნომერს იმხელა ბოქლომი დავადე მენაბდე კი არა ვერავინი ვერ შეძლებს მის გახსნას.ნოდო უცქერდა სამივეს სათითაოდ და შემდეგ მშვიდი ხმით თქვა.
-როგორ ბედნიერი ვარ თქვენამდე რომ მოვედი,მე ხვალ მივდივარ და მივდივარ დამშვიდებული რადგან უკვე ვიცი ამ საქმეს მეც რომ აღარ ჩავერიო,თავად მიიყვანთ ბოლომდე.
-ყველაფერი კარგად იქნება,მილენა ლუდი მოიტანე და მოდი.ოთხივე მოშივებული იყო და მხიარულად შეექცნენ პიცას და ლუდს.



№1  offline წევრი mia miako 15

ძალიან კარგია.სიტყვები არ მყოფნის .მომწონს ძალიან და სულმოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს.წარმატებები

 


№2  offline მოდერი zia-maria

mia miako 15
ძალიან კარგია.სიტყვები არ მყოფნის .მომწონს ძალიან და სულმოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს.წარმატებები

მადლობა ნიაკო გაიხარე ჩემო პეპელა. kissing_heart kissing_heart kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent