შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მაპატიე დედა, მე გოგონები მომწონს (9)

28-01-2019, 01:54
ავტორი კესილი
ნანახია 1 743

-ჰმმ... მე ელენე ვარ- უხერხულად შეიშმუშნა და კარებს მიეყრდნო. ემას კიდევერთხელ ვაკოცე და ელენესკენ შევბრუნდი.
-სასიამოვნოა, ემა- თავს ძალას ატანდა რომ ელენეს ღიმილით მისალმებოდა. გაუსაძლის ტკივილს ვგრძნობდი, რომ ემას სახეზე იმ ღიმილს ვეღარ ვხედავდი, რომელიც მიყვარდა.
სახლში შესვლისას უხერხული სიჩუმეიყო, თუმცა ჩემთვის არა. ემასთან გატარებული ყოველი წამით ვტკბებოდი.
-რამდენი ხანია რაც ერთად ხართ?- სიჩუმე ელენემ დაარღვია
-ორი წელია რაც ერთად ვართ, მაგრამ უფრო დიდი ხანია რაც მიყვარს- ემას სიტყვებმა სხეულში ჟრუანტელივით დამიარა.
-სალომეს ძალიან უყვარხარ, როცა შენზე მიყვებოდა თვალები უბრწყინავდა- ელენეს შევხედე და ოდნავ გავიღიმე.
-გამიკვირდა რომ სალომემ ჩვენზე გიამბო, ძირითადად არასდროს ლაპარაკობს ამთემაზე, ჩემს მშობლებს რომ მოვუყევი მაშინაც პანიკები დაეწყო. თუმცა ახლა უკვე ოჯახს ქმნის.
-ოჯხი ხმამაღალი ნათქვამია, რიჩის და სალომეს ნამდვილი ოჯახი ვერასდროს ექნებათ, ჩემს ძმას გართობა უფრო მეტად მოსწონს ვიდრე პასუხისმგებლობის აღება.- ელენემ ღიმილით შემომხედა, თითქის მესიამოვნა როცა ჩემსა და ემასშორის ურთიერთობის დალაგებას სცდილობდა მაგრამ გულში, სადღაც გრძმად უსიამოვნო შეგრძნებაც დამეუფლა.
-მართალია-ვთქვი და ოდნავ შესამჩნევად გავიღიმე.- რიჩი სერიზულად ვერაფერს აღიქვამს, გოგოებს მხოლოდ გართობის მიზნით ხვდება.
-მშვენიერია... ყავას მოვიტან- ღრმად ამოისუნტქა ემამ და სამზარეულოში გავიდა.
-შენზე ძალიან ნერვიულობს
-ვიცი, მაგრამ მგონია რომ მალე ყველაფერი მობეზრდება
-არა, ძალიან უყვარხარ, იჩხუბებს, იწუწუნებს მაგრამ მაინც დაგელოდება.
-იმედი მაქვს- ვთქვი და სამზარეულოში მოფუსფუსე ემას შევხედე. მის მოძრაობებს ჭკუიდან გადავყავდი, მინდოდა დრო გაჩერებულიყო და მისთვის სამუდამოს მეყურებინა. ყოველი წამით ვტკკბებოდი, ვსაუბრობდით, ვიცინოდით მაგრამ მისთვის არცერთი წამით არ მომიშორეია თვალი. მისი სიცილი მაბედნიერებდა, მისი ხმა გულს მიჩქარებდა, ყოველი შეხება სხეულს მითბობდა.
-მგონი ჩვენი წასვლის დროა, დავითქმა დილით მითხრა რომ გამოგვივლიდა, რიჩიც სახლში იქნება, ალბათ გველოდებიან.- თქვა ელენემ და ნელა წამოდგა.
-ძალიან გამიხარდა რომ გაგიცანი- ემაც წამოდგა და ელენეს გადაეხვია- არვიცი რამდენიხანი გააგრძელებენ ჩემი გოგო და შენი ბიჭი ოჯაობანას თამაშს მაგრამ გამიხარდება თუ ხშირად გნახავ ხოლმე.
-სალომეს გაუმართლა შენ რომ ყავხარ, იმედია დაგაფასებს და არჩევანში არ შეცდება- ელენეს სიტყვებმა ნემსივით გაიარეს სისხლძარღვებში. მიხვდა რომ არასწორ დროს არასწორი სიტყვები თქვა და სწრაფად გაუღიმა ემას რომელსაც სახეზე გაოცებამ გადაურბინა.
-არჩევანი?
-არა, ვიგულისხმე რომ იმედიმაქვს სწრაფად დაასრულებენ თამაშს რომელიც არაფრისკენ მიდის. როცა ორ ადაიანს ერთმანეთი არ უყვარს შეუძლებელია მათი ურთიერთობა დიდხანს გაგრძელდეს.
-უკვე სისულელეებს ლაპაარაკობ, წავედით- ელენეს მკლავზე ვუჩქმიტე და კარებისკენ გავიყვანე. ემასკენ მივბრუნდი და ნაზად ვაკოცე.
-მიყვარხარ- ვუთხარი ჩურჩულით, გადავეხვიე და ელენეს მივუბრუნდი რომელიც დამნაშავე ბავშვივით იდგა და ლეკვის თვალებით მიყურებდა.
-მოგკლავ
-მაპატიე, ზედმეტად ბევრი წამოვროშე.
-ვაუუ, მიხარია მაგას თუ ხვდები.
-კარგი რაა, ძალიან საყვარელი გოგოა. თქვენკიდე საოცარი წყვილიხართ. არასდროს მყოლია გეი მეგობარი.
-ღმერთო ჩემო, ჩემი პირადი ჯოჯოხეთის პირადი ეშმაკი ხარ- ამოვიხვნეშე და ნაბიჯს ავუჩქარე. ელენე შეუჩერებლად ლაპარაკობდა, რამაც იმაში დამარწმუნა რომ ადამიანს შეუძლია თავი გონების დაკარგვამდე აგატკიოს. აჟიტირებული საუბრობდა იმაზე თუ რამდენად ვუყვარდი ემას და რომ ძალიან მოსწონდა ჩვენი წყვილი. სახლში მისვლისას უკვე სრულიად განადგურებული ვიყავი.
- ძლიერი, ძალიან ძლიერი ყავა მინდა- ვთქვი და გეზი სამზარეულოსკენ ავიღე.
-ჩემთვისაც გააკეთე - ბედნიერი სახით შემომციცინებდა უკვე მაგიდასთან მოკალათებული ელენე. თავი ღიმილით გავაქნიე და ყავის მზადებას შევუდექი
-ერთი ჩემთვისაც გააკეთე რა - სწრაფად შემოვბრუნდი და სამზარეულოს კარებთან თმააწეწეილი და ნახევრად შიშველი მელანო დავინახე. სუნთქვა შემეკრა, გაოცებისგან არ ვიცოდი რამეთქვა ან რა გამეკეთებინა. წარბებშეკრული ვუყურებდი და საკუთარ თავში მისი მოკვლის სურვილის ჩახშობას ვცდილობდი.
-რა სახით მიყურებ, მოჩვენება დაინახე?
-აქ რაჯანდაბა გინდა- ჩემს მაგივრად იკიტხა გაოცებულმა ელენემ.
-რიჩის შეყვარებულივარ როცა მომინდება მაშინ მოვალ- მელანოს სიტყვებზე ისტერიული სიცილი ამიტყდა.
-რაგაცინებს?
-შეყვარებულიო- სიცილით ვთქვი და მელანოსკენ წავედი.
-მე კიდე მისი საცოლე ვარ- წამებში დავსერიოზულდი- ეს ჩემისახლია და როცა მოგინდება მაშინ ვერმოხვალ.
-საცოლეო- გაიცინა მელანომ და წამებში ისიც დასერიოზულდა- საცოლე ხარ მაგრამ მისთვის არაფერს წარმოადგენ, შენ რა გეგონა თუ მასთან ერთხელ დაწვებოდი და შენს ქალწულობას რიჩის ჩააბარებდი ის სამუდამოდ შენთან იქნებოდა? ნუ მაცინებ ძალიან გთხოვ. პატარა გულუბრყვილო კრავი ხარ.- მელანოს სიტყვების მერე ვიგრძენი როგორ შეწყვიტა გულმა ფეთქვა, როგორ გამეყინა ძარღვებში სისხლი. მინდოდა მისთვის დამერტყა და გაღიმებული გამომეტყველება მისი სახიდან სამუდამოდ გამექრო მაგრამ ვერ ვინძრეოდი. როგორ შეეძლო რიჩის ამ სთვის ყველაფერი მოეყოლა. გაოცებული ვიდექი და ვაკვირდებოდი მელანოს ამაყ სახეს. ნაბიჯების ხმა გავიგე და გული საგულედან ამომიხტა. რიჩის გაღიმებული სახე წამებში შეიცვალა როცა დამინახა. უკანასკნელი ძალები მოვიკრიბე და გაღიმებული შევხედე საქმროს.
-ყავას ვაკეთებ შენც გინდა? - გაოცებული შემომხედა, ეგონა ვიყვირებდი, დავარტყამდი ან რამეს დავლეწავდი, მინდოდა კდიეც რომ ზუსტად ასე მოვქცეულიყავი, მაქსიმალურად ვცდილობდი მელანო არ მიმეხრჩო და რიჩიც ზედ არ მიმეყოლებინა. ნელა შევბრუნდი და ყავის მზადებას შევუდექი. მაგრამ, როგორც კი შევბრუნდი მაშინვე ცრემლები ვიგრძენი სახეზე. ელენემ წელზე ხელი მომკიდა და მისკენ მიმაბრუნა.
-წავიდეთ
- არა, ყავა მინდა დავლიო- ღრმად ჩავისუნთქე და ცრემლები მოვიწმინდე.
-სალომე..
-ხმას ნუ იღებ რიჩი- შეუბღვირა ელენემ და ჩემი წელიდან ხელი მოაშორა- გაიყვანე ეს სახლიდან და თვალით აღარ დამენახო.
-ჩემზე საუბრისას სიტყვები შეარჩიე დაიკო- სარკასტულად თქვა მელანომ და რიჩის გვერდით დადგა.
-არა ვიცოდი რომ დებილი იყავი, მაგრამ მეგონა რაღაც დონეზე მაინც შეგეძლო ფიქრი.- ელენე ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა მელანოს
- თუ ჩემი თვალები ერთხელ მაინც დაგინახავს ჩემი ძმის გვერდით, გეფიცები საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ. ძამიკო, ძალიან გთხოვ გაეთრიე და ნიშნობამდე არდამენახო.
-ჩემთან წავიდეთ- ღიმილით თქვა მელანომ და რიჩის ხელი ჩასჭიდა. რიჩის მზერა თავს უხერხულად მაგრძნობინებდა მაგრამ არ მინდოდა გამეხედა, არ მინდოდა მისთვის თვალი მომეშორებინა, მინდოდა ეგრძნო რამდენად მატკინა. მინდოდა არწასულიყო და რამე მაინც ეთქვა, მაგრამ მელანოს გაუღიმა, ხელი გადახვია და უკანმოუხედავად გავიდა სახლიდან. თითქოს რიჩის ოთახში ყოფნა მაძლევდა ძალას რომ ფეხზე ვმდგარიყავი, როგორც კი გავიდა მაშინვე ვიგრძენი სისუსტე მუხლებში, საკუთარი თავის მაქსიმალურად შეკავება ვცადე მაგრამ მაინც ვერ ვმშვიდდებოდი.
-ყველაფერი უთხრა- ამოვიზლუქუნე და სკამზე მოწყვეტით დავეცი- არც ველოდი რომ მელანოსთან ურთერთობას გაწყვეტდა, უბრალოდ არ მეგონა თუ ასე სწრაფად აღმოჩნდებოდა ისევ მასთან. - ელენეს ვუყურებდი, ვერაფერს ამბობდა და არციყო საჭირო უბრალოდ ვიღაც მინდოდა ყოფილიყო ჩემს გვერდით, ელენე კი ზუსტად ისიყო ვინც მჭირდებოდა.
-მასზე ასე მიჯაჭვული არც უნდა ვიყო, არ უნდა განვიცდიდე იმას რომ ისევ მის ნაშასთან დაბრუნდა. ალბათ ყველაფერი იმის ბრალია რომ რიჩი პირველი ბიჭი იყო. დავიბენი სულ ესაა. ყველაფერი ნელ-ნელა გაივლის. დავქორწწინდებით და რამდენიმე თვის შედეგ დავშორდებით. ემასთან ერტად ბედნიერ ცხოვრებასაც შევძლებთ.- სასოწარკვეთილი ვბლუყუნებდი და ელენეს ვუყურებდი.
-იქნებ სადმე წავიდეთ ცოტა დამშვიდდები
- მშვიდად ვარ ელენე, მაგრამ თუ სასმელი ისევ გვაქვს უფრო დავმშვიდდებოდი.- ელენემ გაიღიმა , სამზარეულოდნ გავიდა და წამებში ვისკით ხელში დაბრუნდა.
-სასმელზე დამოკიდებული თუ გახდები ჩემი ბრალი არ იქნება- ვსვამდით იქამდე სანამ ოდნავი შვება არ ვიგრძენი, ვსვამდი იქამდე სანამ ჩემში მელანოდ და რიჩის მოკვლის სურვლი არ ჩაცხრა. როცა გამოსახულებებს ორად ვხედავდი და ფაქტების გააზრება მიჭირდა თავი მაგიდაზე დავდე და უკვე დიდი ხნის ჩაძინებულ ელენეს შევუერთდი.

№1  offline მოდერი Tamta.k

შენ იცი, ჩემი დამოკიდებულება ამ ისტორიაზე, იცი, რომ მომწონს. მაგრააამ, სამი და ოთხი დღე ჩაგდება, თავებს შორის ძალიან, ბევრია დამიჯერე. აი დიდი რომ იყოს შეიძლება არაფერი ვთქვა, მაგრამ თავებიც ძალიან პატარაა და ძალიან აგვიანებ დადებას, მესმის, რომ შეიძლება არ გცლია ან "გეზარება" მაგრამ როდესაც ისტორიის წერას, იწყებ ეს უნდა, იცოდე. წარმატებები და გელოდები❤️❤️

№2  offline წევრი Niniko11

ძალიან კარგი ისტორიაა მომწონსს ველი შემდეგ თავს მოუთმენლად

№3  offline წევრი mariam m.k

Tavidan rom daiwye momewona magram exla titqos gaauferule da ver vcvdebi rato radgan saertod piriqit xdeba xolme ufro ancitareben movlenebs. Tan daagviane da am dagvianebulze isedas cotas def upasuxismgebloba ar miyvars nu jerjerobit egets ver vxedav magram ase tu gagrzele ravi aba. xom saertod rodesac gogo da gogo ertada mas lesboselebi ewideba da ara gei amas namdvilad didi mnishvneloba aqvs da cota ar iyos kitxvis dros uazrot gxvdeba.xom rac shexeba sxva danarchens kargad wer gagrzele fantaziac gaqvs rac mtavaria da imedia ar gabanaluref ar mouxdeba am istorias sxva danarcheni ubralod kargia.

№4  offline წევრი kasssi

mariam m.k

გეი საერთოდ არატრადიციული ორიენტაციიის ხალხს ქვია )))კი ბიჭებს გეები და გგოგონებს ლესბოსელები ქვია,მაგრამ ზოგადად ორივეს გეებს უწოდებენ ))))

№5  offline წევრი mariam m.k

kasssi

ki egrea getanxmebi magram rodesac wer konkretulad istorias ufro ar shefereba am sakitxs lesboseli da ara gei radgan ufro konkretuli sitvacia swirdeboda chemi gadmosaxedidan im momentshi.
da saertod egrecaa

№6  offline წევრი kasssi

ამ მომენტში კი

№7 სტუმარი სტუმარი ქრისტინე

მალე დადეეეერააააა

№8  offline წევრი Niniko11

მალე დადე რაა

№9 სტუმარი სტუმარი ქრისტინე

აუმალე დადერაააა

sadgadaikargeee cocxali xar? male dadee raaa antwvi rodisdadeb davigalee

№10 სტუმარი სტუმარი ნინი

მოკვდი? სადგადაიკარგეე მალე დადერააა გთხოვ მოგვწერე მაინც როდის დადებ

№11 სტუმარი სტუმარი თამუნა

ოეეე აქხარრრ ძალიან უპასუხისმგებლოდ იქცევიი აი ძალიანნ მალეე დადეე ან გვითხარი როდის დებ დავიტანჯეთ

№12 სტუმარი სტუმარი masho

ar gvegirseba axali tavii???

№13 სტუმარი სტუმარი ქრისტინე

მომისმინეე თუ აღარ დებბ გვითხარი დანუგვტანჯავ ანთქვი როდის დადებ! რას გვეკაიფებიი რამდენი დრო გავიდაა რაგჭირს ესეთი რატო არდებბბ ბოლოს 9თებერვალს ყოფილხარ შემოსულიი კომენტარებზემაიმც გაგეცა პასუხი..ძაანმომწონს ესშენი მოთხრობა დადადეე რადროზრ თორე გავაფრენნ

№14 სტუმარი Nini

სად გადაიკარგე დადე რა მალე ❤️

№15 სტუმარი სტუმარი ნინი

გეხვეწებიი რა როცა შემოხვალ ეს გააგრძელეს

№16 სტუმარი Nino

Es istoria axla wavikitxe shemtyvevit wlebis win dauweriat da dzalian momewona iqneb gaagrzelos avtorma ra wesia daiwyo da ar daasrulo es xom mkitxvelis upativcemulobaa marto tqven ar gexebat es komentari yvela avtors exeba vinc iwyebs ragacis weras da ar asrulebs rodesac gadawyvet ramis gamoqveynebas unda daasrulo droze

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent