შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საუკუნო სიყვარული.თავი 18.


30-01-2019, 12:22
ავტორი zia-maria
ნანახია 2 422

დაღამდა,დასრულდა კიდევ ერთი საიდუმლოებებით მოცული დღე და სევდამ შემოანათა სარკმლიდან,უამრავი ნათურით გაჩახჩახებულ დიდ სასტუმრო ოთახში, გურამი მის სავარძელში ჩამჯდარიყო და წინ პატარა მაგიდაზე მაღალ ფეხიან ბროლის ჭიქა ედგა წითელი ღვინით ნახევრამდე,თავად კი გაზეთს კითხულობდა.სახლში მხოლოდ მადლენი და გურამი იყო,კარზე ფრთხილი კაკუნი გაისმა და გურამმა ჯერ საათზე დაიხედა,შემდეგ კი მადლენს შეხედა.
-ელოდები ვინმეს ასეთ დროს?
-ვის უნდა ველოდებოდე,მათემ მითხრა რომ დღეს არ მოვა.თავად წამოდგა და კარი გააღო.
-თქვენ? ასეთ დროს აქ რას აკეთებთ ბატონო ლევან.
-ბოდიში,ასეთ დროს რომ გაწუხებთ.
-ასეთი მნიშვნელოვანი და საჩქარო რა არის,ხვალამდე რომ ვერ მოითმინეთ,შემობრძანდით.
-ვერ დაველოდებოდი დილას,ეს ძალიან მნიშვნელოვანია მადლენ.
-გისმენთ,გვითხარი რამ შეგაწუხათ.
-მადლენ წლებია რომ გიცნობ შვილო,ჩემს თვალწინ გაიზარდე,გათხოვდი,შვილები შეგეძინა,მაგრამ ახლა ძალიან კრიტიკულია თემა,მამაშენის ჯამრთელობა გაუარესდა,ეს ექიმმა უკვე უთხრა და მანაც გადაწყვეტილება მიიღო.
-სიკვდილის წინ რამე უნდა დაგვიბაროს,როგორც უკანასკნელი სურვილი? ეს საინტერესოა,გისმენთ ადვოკატო.თავისი ანტისიმპატია ვერ დამალა სიმაურის მიმართ გურამმა და ირონიული ღიმილით შეხედა ლევანს.
-ვწუხვარ,რომ უნდა გაცნობოთ თქვენთვის არა სასიამოვნო ინფორმაცია.
-რა ინფორმაცია,თქვი ლევან.
-მადლენ ამ ბოლო დროს შექმნილი ვითარებიდან,რომ არ გაითვალისწინე მისი არცერთი სიტყვა,არცერთი დარიგება,მისმა სიბრაზემ შენს მიმართ მამაშენს გადაწყვეტილება მიაღებინა,ის რომ ამოგშალოს თავისი ანდერძიდან და ახალი ანდერძი მიაკუთნა მხოლოდ ერთ პიროვნებას.
-რაააააააა?
-მაპატიე,ასეა და ეს სახლი თქვენ აღარ გეკუთვნით,ის უკვე სხვის საკუთრებაშია.ყველა მნიშვნელოვანი საბუთი მისივე ხელმოწერილია და ეს გადაწყვეტილება რომ მიეღო თავად შეუწყვე ხელი ვალერიანს.
-რას ამბობ ადვოკატო,გესმის რას ამბობ?
-მე მესმის,ეს თქვენ ვერ გაიგეთ და არ იცით სად დაგარტყამთ ბედი,უნდა გაიგო ბატონო გურამ რომ ეს სახლი 48 საათში უნდა დატოვოთ,ახლა კი ხელი მოაწრეთ აქ ორივემ.აკანკალებული ხელით მოაწერა ორივემ ქაღალდზე ხელი,ისე რომ არც დაუხედია არცერთს და ისევ თავიანთ ადილებზე დასხდნენ.დუმილი გურამმა დაარღვია და ლევანს შეეკითხა.
-ვის სახელზე დაწერა ანდერძი.
-რაც ამ სახლშია უძრავ-მოძრავი ქონება,დღეიდან ეკუთნის ნატალია მენაბდეს და თუ ის სურვილს გამოთქვამს აქ იცხოვრებს,მათ წინ ვერავინი ვერ დაუდგება.გურამი გაშეშდა,არც მადლენი იყო უკეთეს მდგომარეობაში და ერთმანეთს უცქერდნენ.როგორ ადგა ადვოკატი,როგორ წავიდა არცერთს არ მიუქცევია ყურადღება.მადლენი იქვე ჩაჯდა ფეხებშემოლაგებული დივანზე,გურამი კი ისე გაბრაზდა მთელი ღამე ეწეოდა და საფერფლე გაავსო სიგარეტის ნამწვავებით.ნელა-ნელა მაგრამ თამამად შემოიძურწა დილის შუქი,ამ სახლის ყველა კუთხეში მისი მოგონებების ღრუბლები იდგა და ტკივილებით სავსე მელოდია ჩესმოდა ყურში მტკივნეული სიტყვებით.
-ამ სახლში იცხოვრე მთელი შენი სიცოცხლის წლები,რა იგრძენი ახლა,გტკივა? განიცდი? როცა სხვას აყენებთ ტკივილს და სხვას ტკენთ ვერ გრძნობთ ტკივილს ასე მწარედ,მაგრამ შენ რომ გატკინეს იგრძენი,ახლა ხვდები რა ცუდი ყოფილა ტკივილის მოყენება?ყურებზე მიიფარა ხელი და დაგუბებული ცრემლი გარეთ გამოუშვა.
-რა გავაკეთეთ,გურამ ჩვენ ხომ გვინდოდა ყველაფერი უკეთესად ყოფილიყო,ასე რატომ მოხდა.ტიროდა და კბილებით შიგნიდან ტუჩებს იჭამდა,სულ სისხლიანი ჰქონდა პირი,მაგრამ ვერ გრძნობდა.თვალის უპეებში ცრემლი იდგა,თავს დამცირებულად გრძნობდა და ვისგან? საკუთარი მამისგან.
-გასულელდა მამაშენი,სახლიდან გვყრის და რამე იღონე,მისი შვილი ხარ.
-არ გასულელდა,მე მისი არცერთი სიტყვა არ გავიგონე და შენ აგყევი.მთელი ჩემი სიცოცხლე ამ კედლებში გავატარე,ეს რატომ გამიკეთე მამა.
-უნდა გავარკვიო,რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება.
-დაიღალა,დაიღალა და იმიტომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება.
-რითინ დაიღალა,რითინ.იყვირა გურამმა,მადლენმა კი თვალებში შეხედა და მანაც უყვირა.
-შენით და შენი ბინძური იდეებით,რომ არ ჩერდები სწორედ ამან დაღალა.
-დილა მშვიდობის.ყურში ჩასჩურჩულა ლუკამ სესილის.
-დილა მშვიდობის.გაუღიმა სესილიმ და მის მკერდში ჩამალა თავი.
-დღეს რა გეგმები გვაქვს,რას ვაკეთებთ?
-ნატას წავიყვან სკოლაში.
-კარგია,მე საქმეები მაქვს და მას მოვაგვარებ შენს დაბრუნებამდე,ერთმანეთს კი სახლში შევხვდებით.
-ტელეფონი მომეცი,ვინ არის ამ დილა ადრიან.სესილიმ ტელეფონი აიღო და ლუკას გაკვირვებულმა შეხედა.
-ვინ არის,რატომ გაფითრდი.
-ვალერიანი არის.
-უპასუხე,რატომ რეკავს ამ დილა ადრიან,იქნებ ვჭირდებით.აღელდა ლუკა.
-გისმენთ,დიახ დღეს?დიახ,დიახ გინახულებთ.ტელეფონი გათიშა და ისევ ლუკას შეხედა.
-რა უნდოდა,რა გითხრა.
-უნდა მნახო აუცილებლადო.
-არ ვიცი რა უნდა,მაგრამ ასე ადრე რადგან დაგირეკა ალბად აუცილებელია და უნდა წახვიდე.მოდი ნატას მე წავიყვან სკოლაში და შენ მასთან წადი.
-კარგი ასე ვიზამ.სასწრაფოდ მოემზადა სამივე და ლუკამ ნატასთან ერთად წავიდა,სესილი კი ისე სწაფად მივიდა საავადმყოფოში მხოლოდ მაშინ შეამჩნია როგორ ჩქარა სუნთქავდა,როცა პალატაში შევიდა და იქ გაღიმებული ვალერიანი დახვდა.
-40 წელია ამ სახლში ვცხოვრობ და ახლა კი არც მეკითხება ბებერი მამაშენი ისე იღებს გადაწყვეტილებას.
-ქონება მისია და ვისაც უნდა იმას მისცემს,შენი ბრალია,შენ მიიყვანე ამ გადაწყვეტილებამდე,არასოდეს გიფიქრა ანდერძს თუ შეცვლიდა,გეგონა ამ სასახლის ბატონ-პატრონი იქნებოდი სიკვდილამდე,მაგრამ არა,არ ახდა შენი ჩანაფიქრი.ხმა აიმაღლა მადლენმა.
-ეეეეეე,რა ხდება რა გაყვირებთ,დილიდან იწყებთ ერთმანეთის დაკბენას? აბა თქვენ იცით რომელი მეტ შხამს ესვრით და მოწამლავთ ერთმანეთს.
-მოდი,მოდი შეხედე შენმა საყვარელმა ბაბუამ სახლიდან გაგვყარა და ეს სახლი 48 საათში უნდა დავცალოთ და იცი აქ ვინ მოვა და ვინ იცხოვრებს?
-რას ამბობ ცუდად გეძინა? შეხედა მათემ გურამს და მის მიერ გამოწვდილ ქაღალდს დახედა.
-დედა,ეს სიმართლეა?
-სიმართლეა შვილო,ეს მისი გადაწყვეტილებაა.მათემ ორივეს შეხედა,დააკვირდა მთელი ღამის მათ ნაწამებ სახეებს და შემდეგ გულიანად გადაიხარხარა.
-რას აკეთებ,რა გაცინებს,გასულელდი? კითხა გაოცებულმა გურამმა ახარხარებულ მათეს რომელიც ცრემლებამდე მიიყვანა მისმა გულიანმა სიცილმა.
-ბაბუა როგორ მიყვარხარ მე შენ,თქვენ კი რაც დაიმსახურეთ ის მიიღეთ.იცის მოხუცმა რასაც აკეთებს,ვერ შევედავები უნიკალური და ბრწყინვალე გადაწყვეტილებაა.
-ეს გაგიჟდა,მგონი ვერ გაიაზრა ის რაც წაიკითხა ამ ქაღალდზე.უთხრა გურამმა მადლენს და მათეს მიუბრუნდა.
-შვილო სახლიდან გაგვყარა ბაბუაშენმა,აქ სასაცილოს რას ხედავ.მათემ შეხედა გურამს და უთხრა.
-მე ძალიან კარგად გავიაზრე აქ რაც წერია და იცი უცებ რა გავიფიქრე?
-რა გაიფიქრე,შეცდომა დაუშვა ხომ?
-არა მამა,როგორც იქნა ეს სახლი გაიწმინდება კეტენტილებისგან.ისევ გაიცინა მათემ რამაც გურამი სიგიჟის ზღვარზე მიიყვანა.
-ბატონო ვალერიან შეიძლება?
-მოდი შვილო,მოდი გელოდი.
-ძალიან შეგვეშინდა ასე ადრე თქვენი ნომერი რომ დავინახე,ლუკაც ანერვიულდა.
-არაფერია სანერვიულო,მე კარგად ვარ,ძალიან კარგად,მაგრამ მომისმინე ჩემს ირგვლივ ძალიან ბურუსია,გული აჩქარებული მაქვს და ჩემს თავში ფიქრების ქარიშხალია,ამ ბოლო დროს მოყენებულ ტკივილს ვერ ვუმკლავდები.სესილი მინდა ბავშვი ვნახო,მანახებ? მინდა გავიცნო შვილო.
-მოვიყვან,ახლა სკოლაში არის და ხვალ მოვიყვან.
-კარგია და მადლობა,ეს საქაღალდე კი შენია ჩემო გოგო.
-რა არის,ისევ რამეს აპირებს მენაბდე?
-არა,არა,ეს პირადად ჩემგან არის.სესილიმ საქაღალდე გახსნა და ამოიღო ფურცლები გადაიკითხა და გაოცებულმა,ფერწასულმა შეხედა ვალერიანს,შემდეგ კი თქვა.
-არა,არავითარ შემთხვევაში არ დაგთანხმდებით.სანამ ამ გადაწყვეტილებას მიიღებდით,ჩემთვის უნდა გეკითხათ.
-ბახვა ჩემი შვილიშვილია და მისი წილი რაც არის,ის შენ გეკუთნის შვილო,შენ და მის შვილს.
-ასეა,მაგრამ ამ სახლში თქვენი შვილი ცხოვრობს.
-უკვე აღარ,და გაჩუმდი აღარ გააგრძელო.ჩემი ქონება მე პატარას დავაწერე და შეგიძლია იქ იცხოვრო.
-ბატონო ვალერიან ძალიან დიდი მადლობა,ეს ძალიან დიდი საჩუქარია,მე რით შემიძლია თქვენი გული გავახარო.
-ნატა არ დათმო სესილი და ლუკას გვერდით იყავი,მით უფრო ახლა მენაბდე რომ გაბრაზებულია.
-ნატას არ დავთმობ,მას მე გავზრდი.მართალია ის დაფარული სიყვარულის ნაყოფია,მაგრამ მე ის ადამიანი მიყვარდა და მასთან ერთად უნდა მეცხოვრა.შეურაცყოფილად ვიგრძენი თავი,მაგრამ ის ხომ პატარაა და მას დაცვა,სითბო და სიყვარული სჭირდება.
-ვერ გაგამტუნებ შვილო,მაპატიე წარსული გაგახსენე.
-არა უშავს,მაგრამ ზოგიერთი ჭრილობა არასოდეს არ ხორცდება.
-რა საოცრად სიყვარულით სავსე საუბარი გაქთ,ასეთი სევდიანი სიტყვებით აცოდებ თავს ჩემს სიმამრს და შენ აიძულე მისი ქონების შენზე გადმოეწერა? სესილიმ ისეთივე ზიზღით სავსე თვალებით შეხედა გურამს როგორც ის უცქერდა,ფეხზე წამოდგა ახლოს დადგა მასთან და უთხრა.
-მე არ მჭირდება თქვენი სახლი,არც თქვენი ფული და არც არავის ვაცოდებ თავს,მაგრამ დაიმახსოვრე,გავიგებ თქვენი ამ ზიზღის მიზეზს და მაშინ მიფრთხილდი.გურამი შეცბა,მაგრამ უკან არ დაიხია და სესილის ზიზღნარევი ხმით უთხრა.
-დაგიჯერე,როგორც ჩემს შვილს აურიე გონება ისე გინდა აურიო ამ ბებერსაც ტვინი?
-საკმარისია,სესილი მე დავიბარე აქ და რაც გავაკეთე ეს ჩემი გადაწყვეტილებაა.შენ ვინ მოგცა უფლება ჩემს შექმნილ ქონებაზე გაბრაზდე,40 წელია იქ ცხოვრობ რა გაქვს შეძენილი და შექმნილი მთელი ამ წლების მანძილზე.არაფერი,დღემდე თუ რამე გჭირდება ჩემი სახელით მიდიხარ ყველგან,რადგან შენ ყველასთვის ერთი არავინ ხარ,არავინ.წადი,გადი აქედან არ მინდა შენი შეხედვა ამ დარჩენილ წლებში რაც მომცა უფალმა.გურამმა თავი დახარა და წავიდა.
-ღმერთო რატომ ვგრძნობ ზოგჯერ ისეთ მარტოობას,რომ ვფიქრობ დედამიწაზე მხოლოდ მე ვარსებობ და მხოლოდ მაშინ ვგრძნობ არსებობას,რომ ყველაზე მეტად ადამიანებიდან წამოსული ტყუილი და სისასტიკე მახრჩობს,მაგრამ მოვითმენ სულ ცოტა დარჩა,სულ ცოტა და წერტილი დაესმება შენს თავისუფლებას,საკმარისია რაც ვიტანჯეთ შენგან მოყენებული უსაზღვრო ტკივილით.
-მე წავალ ბატონო ვალერიან.
-არა,არ გაგიშვებ,ვინ იცის იქნებ გარეთ გელოდება და რამე მოგწიოს დაურეკე ლუკას მოვიდეს და ერთად წადით,რომ მეც მშვიდად ვიყო.სესილიმ ლუკას დაურეკა და ტირლ-ნარევი ხმით უთხრა.
-ლუკა სად ხარ,გაქვს დრო?
-რა ხმა გაქვს,იტირე? ვალერიანს ხომ არაფერი..............
-არა,არა ის კარგად არის,მხოლოდ აქ უნდა მოხვიდე.
-მომეცი ტელეფონი შვილო მე ვეტყვი.სესილიმ ტელეფონი ვალერიანს მისცა და მანაც აუხსნა ყველაფერი ლუკას რომელიც ძალიან გაბრაზდა და უთხრა.
-მოვალ,ახლავეს მოვალ.ლუკაც სულ მალე მოვიდა, შიშისაგან სხეულის ცახცახს სესილისთვის ჯერაც არ გაევლო.
-რა მოხდა,რა უნდოდა შენთან.
-როგორც ყოველთვის,დაინახა თუ არა სესილი მასზე კბენა მოინდომა მაგრამ მის ადგილი მივუჩინე.
-თქვენ როგორ ხართ,გჭირდებათ რამე?
-არა შვილო,კარგად ვარ.შემეშინდა სესილის აქედან მარტო წასვლა და იმიტომ დაგირეკა ვინ იცის იქნებ გარეთ დალოდებოდა ის ხომ მენაბდეა,ბინძური მენაბდე.
-კარგი ქენით რომ დამირეკეთ,მაგრამ უნდა ვაღიარო რომ ძალიან შემეშინდა.
-ყველაფერი კარგად იქნება შვილებო.ღიმილით უთხრა ვალერიანმა და ორივეს სიყვარულით სავსე თვალებით შეხედა.
-თუ სხვა არაფერი გინდათ,ჩვენ წავალთ.
-თავისუფლები ხართ.ორივე ხელი-ხელ ჩაკიდებული გამოვიდა საავადმყოფოდან და გვერძე მოფარებულში მართლაც იდგა მენაბდე,რომელსაც ძალიან არ ესიამოვნა ლუკას იქ ყოფნა,ჩაიბურდღუნა რაღაც და წავიდა.
-შევიდეთ სადმე დავჯდეთ,ახლა ცხელი ყავა სულს მომიბრუნებს ლუკა.
-წამოდი,სალაპარაკო გაქვს და გინდა რაღაც მნიშვნელოვანი მითხრა.
-როგორ კარგად მიცნობ.ლუკამ თავის საყვარელ კაფეში შეიყვანა სესილი და მისი ადგილიც ცარიელი რომ დახვდა გაეხარდა.
-აქ დავსხდეთ,ეს ჩემი საყვარელი ადგილია და მაგიდაც ჩემია,ნახე აქ ლუკა დავაწერე.
-არ ვიცოდი,გამორჩეული ადგილი თუ გქონდა.
-როცა განმარტოვება მინდა აქ მოვდივარ,ახლა ეს ყველაფერი მივდოთ გვერძე და მითხარი რატომ დაგიბარა ვალერიანმა.
-არ დაიჯერებ ლუკა რაც მოხდა.
-თქვი სესილი რაც მოხდა,სანამ დაგინახავდი გულის ლამის გამისკდა.
-ლუკა ვალერიანმა მენაბდე და მისი ცოლი,ანუ მისი ქალიშვილი სახლიდან გამოაძევა და 48 სთ-ში უნდა დაიცალოს ის სახლი.
-რა თქვი? იქნებ ვერ გაიგე სწორად სესილი.
-აი ეს წაიკითხე.სესილიმ საქაღალდე მისცა ლუკას,ლუკამ გადაიკითხა ქაღალდები და თქვა.
-შეუძლებელია,წარმოიდგინე როგორ უნდა გაბრაზდეს ადამიანი ასე ძალიან,რომ საკუთრი შვილი სახლიდან გარეთ გააგდო და ყველაფრის გარეშე,წარმოვიდგინე მათი სახეები და დამიჯერე,ეს არასასიამოვნო სანახავია.გაეცინათ ორივეს,მაგრამ სესილიმ უცებ მოიწყნა და ლუკას შეხედა.
-არ მინდა მათ წინაშე ყოფნა,მეშინია ლუკა.
-მილენას დაელაპარაკე,როგორც შენი ადვოკატი იყოს საქმის ყურში და იცოდეს რაც მოხდა.
-ახლა დავურეკო?
-დაურეკე,დაელოდე და დაილაპარაკეთ,მე უნდა წავიდე საქმეები მაქვს.ნატაზე არ ინერვიულო,მე გამოვიყვან სკოლიდან და სახლში დაგელოდებით.
-კარგი.სესილიმ დაურეკა მილენას,ისიც იქვე ყოფილიყო ახლოში,რადგან რაღაც 10 წუთში უკვე სესილის წინ იჯდა.
-რა მოხდა,რა სახე გაქვს.სესილიმ საქაღალდე გაუწოდა და მილენამ წაიკითხა თითოეული პუნქტი.
-უცნაურად არ გეჩვენება,სესილი ყველა წინააღმდეგია შემნს მიმართ და ეს მოხუცი რატომ არის ასე კეთილად განწყობილი?
-არ ვიცი,ვერ გიპასუხებ მილენა ამ კითხვაზე.
-ფრთხილად უნდა იყო,ძალიან ფრთხილად.არაფერს ხელი არ მოაწერო,მარტო არსად არ წახვიდე,გესმის?ეს ყველაფერი მე პირადად უცნაურად მეჩვენება,იმედია ვცდები არ გაშინებ,მაგრამ სიფრთხილე მაინც გვჭირდება.



№1 სტუმარი სტუმარი მანანა

ვაუუუ შენ რა მალ მალე დებ ახალ თავს. მაგარიაა ძაან ღირსები არიან მაგრამ ბოლომდე ვერ გავერკვიე. ეს გურამი ამდენ ფულს თუ აკეთებდა და ბიზნესებს ატრიალებდა არაფერი შეუძენია საერთოდ?????

 


№2  offline მოდერი zia-maria

სტუმარი მანანა
ვაუუუ შენ რა მალ მალე დებ ახალ თავს. მაგარიაა ძაან ღირსები არიან მაგრამ ბოლომდე ვერ გავერკვიე. ეს გურამი ამდენ ფულს თუ აკეთებდა და ბიზნესებს ატრიალებდა არაფერი შეუძენია საერთოდ?????

heart_eyes თუ გინდა აღარ დავდებ ასე მალ-მალე. smile smile კი შეუძენია,მაგრამ არ ახმაურებდა. kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent