შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩვენი ამბავი (თავი VII)


30-01-2019, 15:29
ავტორი Dr.writer
ნანახია 1 547

თუ ვიმსჯელებთ იმით,რომ დილით აუტანელი თავის ტკივის მაღვიძებს და იმითაც რომ ისევ იმ ადგილას ვიჯექი სადააც ბოლოს ვიყავი სავარაუდოდ ყველამ იმდენი დავლიეთ რომ გავითიშეთ და ყველას ადგილზე დაგვეძინა.....რა თქმა უნდა სრული დასწრებით ვიყავით...აარ მინდოდა სხვების გაღვიძება ამიტომ შეუმჩევლად გავედი სამზარეულოში,სადაც მოულოდნელი სურათი დამხვდა...მათე ყავას აკეთებდა....და პირველად შევამჩნიე რომ საკმაოდ სიმპათიური ყოფილა(საკმაოდ კიდევ მსუბუქად ნათქვამია)ვიდექი და ვაკვირდებოდი....ოდნავ წვერი,თმაც იგივე დონეზე,თეთრი სახის კანი,ლურჯი უფრო სწროად ზღვისფერი თალები,სწორი ცხვირი და მუქი წითელი ტუჩები...როცა გავიაზრე რას ვაკეთებდი თავი გავაქნიე ამ ფიქრების მოსაშორებლად..მოულოდნელად მესმის...
-მოიცა არ მითხრა რომ ეხლა შეამჩნიე როგორი სიმპათიური ვარ?!
-მოკეტე რა ....
-ღმერთო როგორი შეუაცხყოოფაა...არ შემიძლია-დემონსტრაციულად რამოდენიმე თითს საფეთქელზე იდებს -ყავას დალევ ?-მეკითხება დამშვიდებული ხმით
-კიი ,ოღონდ უშაქრო
-იმედია მადლობას მაინც გადამიხდი ...
-კი აბა რა .....-ვხვდები რომ რაღაც რაღაცეები ლაგდება და ნორმალურად საუბარიც გამოგვდის...
-ისე თუ პახმელიაზე ხარ სიგარეტი და ერთი ჭიქა მაგარი ყავა ყველაზე კარგი წამალია .-მაწვდის ყავით სავსე ჭიქას..
-მადლობა...ერთ ღერს მომცემ ?
-ინებეთ ქალბატონო-მაწვდის სიგარეტის კოლოფს და თავით აივანზე მანიშნებს ...გავდივარ და ავიანზე მდგარ პატარა მაგიდასთან ვჯდები მათე ჩემს პირდაპირ ჯდება...ცოტახანს ორივე ჩუმად ვართ....დუმილს ტრადიციუად ის არღვევს..
-დიდი ხანია ეწევი ?-მეკითხება სერიოზული ტონით
-რა ?არა ზოგადად არ ვეწევი ...ეს იშვიათად...მხოლოდ ასეთ სიტუაციებში..
-ანუ სისტემატიური მწეველი არ ხარ ?
-არა ...რა თქმა უნდა
-პირველად როდის მოწიე ანუ როდის დაიწყო ეს ყველაფერი ?
-ვაიმე მაია ხარ ასათიანი...-გვეცინება და ვხვდები რომ თუ არ გავჩუმდები თავი გამისკდება....-არც ისე დიდიხნის წინ...ალბათ წელიწადნახევრის უკან
-მიზეზი ?
-რა მიზეზი ?
-რატო დაიწყე ან რატო გასინჯე?
-ანუ ვიცოდი ნერვებს აწყნარებსო და მაშინ დიდი პრობლემები მქონდა ასე რომ თავი ამით დავიძვრინე...-რომელი საათია?-ვეკითხები ზედმეტად ხმამაღლა და ზედმეტად მოულოდნელად ..
-ოთხი ..რა იყო?
-ღმერთო მომკალი-ვიცხადებ და სკამიდან დენდარტყმულივით ვხტები...მათე გაოცებული მიყურებს...
-ხო კარგადხარ ?
-ვაგვიანებ ,დღეს ბილეთებზე უნდა მივსულიყავი...-ვხვდები რომ მაგრად "მერხევა"
-ნუ პანიკიორობ და ნუ ჩხავი რა
-ხოო კი შენ რა გენაღვლება ...შემეშვი რა
-წამოდი მე წაგიყვან მანქანით ვარ
-მართლა ?მადლობა დიდი ...ბოლო იმედი ხარ რაა...ნუ ეხლა თავში კი არ აგივერდეს მაინც რავიცი
-მოდიხარ თუ არა ?-მეკითხება მოჩვენებითი სიმკაცრით
-მოვქრივარ....-სახლიდან შეუმჩნევლად გავდივართ,მანქანაში ვჯდები და მისამართს ვკარნახობ...მისკენ შეგნებულად არ ვიყურები,მაგრამ მზერით ვხვდები რომ ჩემსკენ თვალს აპარებს....საკუთარ თავს გაუჩერებლად ვუმეორებ რო არ დაიღუპოს და ამ ბიჭზე ფიქრი არ კი დაუშვას გონებამდე....მივედით ..მანქანიდან თავპირის მტვრევით გადავდივარ და კიბეებზე სამ საფეხურს ვახტები ერთდროულად,და მათეს სიცილის ხმა მესმის ...მივასწარი და ბილეთები ავიღე...როცა ბილეთი ხელშიუ დავიჭირე მხოლოდ მაშინ დავრწმუნდი,რომ მართლა მივდიოდი .....მანქანაში ვბრუნდები ...მათე ცოტახანს მიყურებ ,მაგრამ მანქანას არ ძრავს..
-რამდენი წლის ხარ ?-მეკითხება ჩემთვის ალბათ ყველაზე მოულოდნელ შეკითხვას?ცოტა მეცინება .
-რა იყო?არ იცი რომ ქალებს ასაკს არ ეკითხებიან ?
-აა ანუ ქალებს...არა კი შეგატყვე ნაოჭებზე მაგრამ მაინც თავი დავიზღვიე.-ჯერ მეცინება მერე კი კითხვას ვუბრუნებ
-შენ თვითონ რამდენის ხარ ?
-ოოო შენ არ გასწავლეს რომ კაცს ასაკი არ უნდა კითხო ?
-აა ანუ კაცს ხოო ...ესეიგი 25ს ზემოთ იქნები ...ნუ კი შეგატყვე ნაოჭებზე მაგრამ მაინც თავი დავიზღვი მცდარი აზრი არ ყოფილიყო....მიყურებს,ჯერ ეცინება,მერე გაბრაზებული მიყურებს მე კი პატარა ბავშვივით ენას ვუყობ ,ამაზე კიდე უფრო ეცინება ...
-კინდა რამე ვჭამოთ ?-კიდევ ერთი მოულოდნელობა...სულ უფრო და უფრო მაოცებს ეს ბიჭი ..
-რა იყო მკერავ ?
-ყველაფერს ველოდი ამ კითხვის გარდა....არა \შენ წარმოიდგინე ეგეთი უგემოვნოც არ ვარ ...
-ხოდა ძალიან კარგი ...თუ ეგრეა ყველაზე ძვირიან რესტორანში წავიდეთ ..
-ხაში რო ვჭამოთ არა?-მეკითხება და სიცილს ვერ იკავებს
-არა მამაკაცები არ მიყვარს და მითუმეტეს მამაკაცური საჭმელები.-წინადადების დასრულება და ე.წ "რესკი ტორმუზი" ერთი იყო ...მიყურებს გაკვირვებული და არაფერს ამბობს ....=მოგატყუე ,მოგატყუე...ვეუბნები პატარა ბავშვივით ..-ფანჯრიდან ვიყურები და ვხედავ რომ ნელ-ნელა ქალაქის თავზე შავი ღუბლები მოიწევს ....წვიმას აპირებს...მათე მაქანას აჩერებს და მეუბნება:-გადმოდი მოვედით ...-მანქანიდან გადავდივარ მაგრამ ირგვლივ არაფერია ,თავიდან ცოტა შემეშინდა..
-ნუ გეშინია არ მოგიტაცებ,ხო გითხარი შენნაირები არ მომწონს მეთქი ..
-დავაი რა ...ვეუბნები ოდნეავ გაღიზიანებული
-ცოტა ფეხით გავაიროთ და რესტორნამდეც მივალთ....-მე წინ წავედი დამეწია და გამისწორდა კიდეც მაგრამ არცერთს ხმა არ ამოგვიღია ...რესტორანში შევედით..სიგირლიდან შესულს სასმლის და სიგარეთის სუნით გაჟღენთილი ჰაერი მეცა...ფანჯარასთან დავსხედით და საჭმელი შევუკვეთეთ ...არცერი არ ვაპირებდით ხმის ამოღება,მაგრამ დუმილი ამჯერად მე დავარღვიე...-ისე და მართლა რამდენი წლის ხარ ?
-22... შენ ?
-უფრო დიდს გავხარ...-ორივეს გვეცინება
-დავუმუღამე უკვე შენს იუმორს ....შენ რამდენის ხარ ?
-მე 19-ის ....-ჩუმდება აღარაფერს ამბობს უბრალოდ თვალებში მიყურებს მე კი ვხვდები,რომ სომორცხვისგან ლოყები მიწითლდება და თავს დაბლა ვხრი....შეკვეთა მოაქვთ...ჩვენ ჩევენ ულუფას ვჭამთ და რესტორნიდან გამოვდივართ...ხმას არცერთი არვიღებთ და მაინც მგონია რომ ამ დუმილშიც რაღაცაზე ვკამათობთ ....სასაცილოა არა ....გაგიკვირდებათ..როგორი მარტოსული ვარ რომ ბიჭს რომელსაც შეიძლება ითქვას ვერ ვიტანდი ერთი გამიღიმა,ნორმალურად დამელაპარაკა და უკვე მასზე ფიქრი დავიწყე....წვიმის წვეთი მეცემა სახეზე და ვფხიზლდები ვხედავ მათე გვერდით მომყვება,სიგარეტს ეწევა,მიყურებს და არაფერს ამბობს,ფიქრს არ მაწყვეტინებს ...ამის დანახვაზე მეღიმება..
-მომაწევინებ?-ეღიმება...მარტო ეხლა შევამჩნიე რომ ღიმილის დროს ლოყა ეჩხვლიტებოდა...ხელს ვუწვდი,რომ სიგარეტის ღერი მომაწოდოს და ამ დრო ჩემთვის ძალიან მოულოდნელი რამ ხდება....მიახლოვდება და საკუთარი ხელით ჩემს ტუჩებთან მოაქვს სიგარეტი....ღერს პირში მიდებს და ძლიერ ნაპას ვურტყამ...მისი თითები თითქმის ტუჩებზე მეხება...ვგრძნობ როგორ მიჩქარდება გული და როგორ მებურება თვალები...ლოგიკური იყო ელოდა ჩემს ასეთ რეაქციას....წვიმა თანდათან მატულობს...ჩვენ ფეხ ვუჩქარებთ...მოულოდნელად მხარზე ხელა მადებს და მაჩერებს..-დამპირდი რომ არცერთ ბიჭს ჩემს გარდა არ მისცემ უფლება სიგარეტი მოგაწევინოს....
-ხო კარგად ხარ ?რეებს მეუბნები ...
-დამპირდი...მეუბნება ოდნავ უფრო მკაცრად....
-კარგი გპირდები ...-კოკისპირული წვიმა იწყება....მე გასაქცევად ვემზადები ის კი ხელს მკიდებს და იმის მაგივრად,რომ ნაბიჯს აუჩქაროს ,პირიქით,ანელებს....ხელს ხელზე მკიდებს და მიჭერს ,როგორც დედა იჭერს შვილს გზაზე გადასვლისას.....-წვიმს!-ვეუბნები სასხვათასორისოდ..და პასუხი,რომელმაც კიდე ერხელ გამვკვირვა ...-წვიმდეს რა უჭირს.....-მიყურებს და ეღიმება ,უკვე საკმაოდ დავსველდით და ვხვდები რომ გაწუწულ ქათამს ვგავარ...და ისიც კარგად ვიცი რომ სულ მინიმუმ სიცხესვერ გადავურჩები...შემოდგომის ამ დროც როცა ხალხი უკვე თბილი ქურთუკებით დადის ჩვენ წვიმაში ვსეირნობდით....მანქანამდე მივარწიეთ ..კარს მიღებს..ვჯდები და ვცდილობ კანკალი არ შევიმჩნიო...კონდიციონერს მირთავს და შეძლებისდაგვარად მეხმარება თვის გაშრობაში....პირველივე შეხვედრისას შევამჩნიე რომ სწორედ ისეთი თითები ჰქონდა როგორსაც ვაღმერთები....გაფეტიშებული მქონდა მისი თითები...მისი თითები,რომლებიც ახლა ჩემს თმას ეხებოდნენ,...მოულოდნელად ტელეფონის ხმა მაფხიზლებს...
-ხო თამო
-ნან სად ხარ გოგო ?მთელი დღეა გირეკავ და ტელეფონს არ იღებ ..გამისკდა გული მეთქი იმდე დალია რომ გერმანიაში ფეხით წავიდა თქო.....ტელკეფონის მეორე მხრიდან მესმის ორი ქაჯის ჭიხვინი...
-უიმე გაეთრიე რა...რაღაც საქმეები მქონდა და მოვალ მალე ?სად ხართ ისევ ქეთოსთან თუ სახლში ?
-არა სახლში ვართ...-კარგი მოვალ მალე...
-ანუ ვიშლებით ?-მეკითხება მათე
-ხო ეგრე გამოდის ...შეგიძლია რო სახლამდე მიმიყვანო ?
-კი რა თქმა უნდა ... სულ რაღაც 15 წუთში კორპუსის წინ ვდგავართ და მსინ ვიაზრებ რომ მისამართი არ მითქვამს....-მოიცა შენ ჩემი სახლიშ მისამართი სადიან იცი ?
-მმმ..ცოტა იბნევა...აი ხო გახსოვს აგარაკიდან რო ჩამოვედით ხო აქ მოვედი და მე ვიჯექი საწესთან....
-ააა ხო...ხო მართლა მადლობა დღევანდელი დღისთვის....არაფერსმეუბნება თვალს მიკრავს....მანქანიდან გადავდივარ და სანამ სადარბაზოში შევიდოდი მანქანას გავხედე ის ისევ იქ იდგა ...ჩემს გაუქინარებს ელოდებოდა,რომ წასულიყო....ფიქრებში ისე ვიყავი გართული ისიც გადამავიწყდა,რომ მე-9 სართულზე ცხოვრობდი და ისიც რომ ფეხით მივდიოდი...უჩვეულოდ ბედნიერი ვიყავი...რა თქმა უნდა გოგოებმა ყველაფერი დაწვრილებით მომაყოლეს ...მე კი მხოლოდ თბილი ლოგინი და ცხელი ჩაი მინდოდა ...
თამოსთან
სასაიმოვნოდ გაკვირვებული დავრჩი იმით რაც ნანამ მომიყვა.მიხაროდა მისი ამბავი..დიდი ხანია ის ასეთი ბედნიერი არ მინახავს.ალბათ გუკას გარდაცვალების შემდეგ.ფიქრებში წასულს ტელეფონის ხმა მაფხიზლებს..ტელეფონს ვიღებ და აივანზე გავდივარ...
-გისმენთ!
-თამო,როგორ ხარ ...უტა ვარ,ბოდიში ნომერი გამოვცვალე და ვეღარ დაგიკავშირდი-სახელს ხსენებაზე მივხვდი,რომ მუცელში რაღაცეები ამიფრთხიალდა,არასოდეს წარმომედგინა თუ ვინმეს სახელის გაგონებაზე ესეთი რეაქცია მექნებოდა...
-მადლობ კარგად,-ვპასუხობ ცოტათი ნაწყენი..
-ვიცი ნაწყენი ხარ რომ დავიკარგე,მართალიც იქნები ....მაგრამ ნება მომეცი გამოვასწორო ...-არაფერს ვპასუხობ...-დუმილი თანხმობის ნიშანია ?-მეკითხება და ვხვდები რომ ეღიმება -ძალიან კარგი მოკედ ხვალ დილიტ 12ზე გამოგივლი და მზად იყავი არაფერი დაგეგმო ...ტელეფონს თიშავს და ისიც გაკვირვებულს მტოვებს..დასაძინებლად მივდივარ..ოთახში შესულს ნანას მძმე სუნთქვა მესმის,ვუახლოვდები და ვხედავ რომ ოფლში ცურავს,შუბლზე ხელს ვადებ და ვხვდები,რომ სიცხისგან იწვის...მის გაღვიძებას ვცდილობ,მაგრამ ამაოდ..შეშინებული სასწრაფოს ვურეკავ,რომელიც 5წუთის სემდეგ უკვე ადგილზეა ..ამ დროს ნანაც ფხიზლდება და თვალებს ახელს მაგრამ მაღალი სიცხისგან ჩაწითლებული და ჩასისხლიანებული აქვს..ექიმები ნემსებს უკეთებნ და გადასხმას უდგამენ...მეუბნებიან რომ გადასმა ნახევარ საათსი დამთავრდება და უნდა გამოეცვალოს.....-იცით მე ასეთი რაღაცეები არ ვიცი და ეს როგორ უნდა გავაკეთო ...-მაგრამ ამ დროს ნანა იძახის-არაუსავს მე ვიზამ ...-შეუძლია მას ამის გაკეთება მეკითხება ექიმი..-კი,კი სამედიცინოზე სწავლობს ...-კარგით მაშინ ჩვენ დაგტოვებთ,გამოჯანმრთელებას გისურვებთ....ექიმები მიდიან ...მე კი ვცდილობ ნანას ველაპარაკო რომ არ დაეძინოს....ვეუბნები,რომ უტას უნდა ვნახო ხვალ..ის კი თავის გულწრფელ ღიმილს მაგებებს...ნახევარი საატის შემდეგ გადასხმას იხსნის და ეძინება,მეც გულდამშვიდებლი ვწვები და თვალებს ვხუჭავ....ტელეფონის ხმა მაღვიძებს და მგონია რომ სულ რაღაც 5 წუთის წინ დავიძინე...საათს ვუყურებ და უკვე 12-ია ...და უკვე ვხვდები ვინ რეკავს და რას იტყვის....ნანასაც გაუღვიძია ...
-ალო-ვეუბნები მორიდებული და იმის მოლოდინში რომ ახლა საყვედყრების კორიანტელი დაიწყება მოსასმენად ვემზადები....
-დაბლა ვარ და გელოდები -მესმის უტას მკაცრი ხმა...
-იცი...-სიტყვის დამთავრებას არ მაცდის ნანა ტელეფონს მართმევს და ეუბნება-15 წუთსი მზად იქნება და ჩამო..
-გაგიჟდი გოგო ?არ ვაპირებ წასვლას ,შენ მარტო ვერ დაგტოვებ...
-რას ქვია მარტო ვერ დამტოვებ ნერვები არ მომიშალო ინვალიდი კი არ ვარ მივხედავ ჩემ თავს,დროზე გაემზადე და დაბლა ჩადი...
-ვხვდები შეწინააღმდეგებას აზრი არ აქვს ამიტომ ვდგები და ვემზადები...
15 წუთში უკვე ეზოში ვარ...უტა მანქანასთან დგას და სიგარეტს ეწევა..ვუახლოვდები ოდნავ მკაცრი გამომეტყველება აქვს ,რაც ცოტა არ იყოს მაშინებს..
-სად ხარ აქამდე ?თუ წამოსვლა არ გინდა შეგიძლია პირდაპირ თქვა ..-მეუბნება და ვხვდები ჩემი დაგვიანების მიზეზი არასწორად გაიგო...-სიტუაციას ვუხსნი და წამში ლღვება მისი ყინულის სახე,რაზეც გულწრფელად მეღიმება....
-მერე რაღას ველოდებით წავედით,დროს ტყუილად ნუ დავკარგავთ...-ორივეს გვეცინება..მანქანაში ვსხდებით..მოულოდნელად უტა ჩემსკენ იწევა და ღვედს თავისი ხელით მიკრავს..აი ამას კი ნამდვილად არ ველოდი..უხერხულობის გასაფანმტად ვეკითხები..
-სად მივდივართ?
-ოო ეგ საიდუმლოა ...აი დარწმუნებული ვარ რომ მივალთ აუცილებლად გაგისწორდება...
-დარწმუნებული ხარ ?-ვეკითხები ღიმილით-მეეჭვება უკვე ამოგეცნცო ჩემი გემოვნება
-ოო მაგაში ვერ დაგეთანხმები...მე ადამიანებს ერთი შეხედვით ვცნობ.თუ გინდრაღაცეებ გეტყვი შენზე...
-აბა გისმენ -მეღიმება და მოსასმნეად ვემზადები...
-კი ბატონო....მოკლედ კოლარეა გევასება ძაან,მაგათი სიმღერები და რავიცი კიდე ყველაფერი-ორივე სიცილი გვიტყდება-კიდე როკს უსმენ,სამხატვროში სწავლობ....რავიცი აბა კიდე რა გაინტერესებს ?
-ოოო ვიღაცას კარგად დაუთვალიერებია ჩემი ფეისბუქ გვერდი რას იტყვი არა ?
-როგორ მკადრებთ ქალბატონო ნუთუ არ გრცხვენიათ-მიყურებს და მოჩვენებით გაბრაზებულ სახეს იღებს რაზეც სიცილს ვერ ვიკავებთ ....ფანჯრიდან ვიყურები და ვხვდები,რომ ქალაქს საკმაოდ მოვშორდით..არაფერს ვამბობ დაახლოვებით 40 წუთის შემდეგ მაქანა ჩერდება ტბას სადაც უამრავი ხალხი ირევა და შორიდან როგორც გარკად გავარკვიე ხალხის უმეტესობას კორეული მულტფილმების ანუ ანიმეების პერსონაჟების ფორმები აცვიათ...
-და დამ ...-ხელებს სლის უტა...-მოგესალმებით ახალი ანიმეს პრეზენტაციაზე,რომლის სახელიც სამწუხაროდ ვერ გავიმახსოვრე....
-შანსი არაა...საიდან იცოდი,რომ აქ წამოსვლა მინდოდა,..ემოციებს ვერ ვაკონტორლებ და უტას ვუხუტები,თუმცა როცა ჩემს საქციელს ვხვდები ხელს ვუშვებ თუმცა მისი ღიმილიყველაფერს ამბობს...-ძალიან დიდი მადლობა რომ ეს ჩემთვის გააკეთე -ვეუბნები გულწრფელი ღიმილით...
-მადლობებს არ ვიყოთ ....სანამ ამინეს ჩვენება დაიწყება შეგვიძლია კოსტიუმები მოვიზომოთ,ჰოთდოგები მივირთვათ უბრალოდ ტბასთან დავსხდეთ და ვილაპარაკოთ ....-ყველაფერს გეგმის მიხედვით მივყვებით ჯერ კოსტიუმებს ვიზომავთ და ფოტოებს ვირებთ, თან ვფიქრობ როგორ შეიძლება ადამიანს ყველაფერი უხდებოდეს და ყველა სიტუაციას ასე ერგებოდეს,როგორც უტა,ვფიქრობ ,რომ როგორც ნანა იტყოდა ჩემი ადამიანი ვიპოვე,მაგრამ რამდენად იყო ის ჩემი ეს ჯერ არ ვიცოდი ან არ მინდოდა ამაზე ფიქრი....
-ცოტა არ იყოს მომშივდა შენ რას იტყვი?-მეკითხვება უტა თან წარმბებს ეშმაკურად ათამაშებს
-აუუ ცოტა არ იყოს მეც...-საკვები გამყოფილებისკენ მივდივართ ჰოთდოგს ვიღებთ და ტბის პირას პალახზე ვსხდებით...უტა კოლოფიდან სიგარეტს იღებს და სესხლს უკიდებს..ძლიერ ნაპასს ურტყამს,კვამლს უშვებს,რომელიც სახეს უფარავს...ფიქრობთ რომ ამაში გასაკვირი და საოცარი არაფერია ხო ?!მაგრამ არა მის ხელში თვით სიგარეტიც კი მელამაზებოდა...ფიქრებიდან მის ხმას გამოვყავდი..
-მოდი ერთმანეთი უკეთ გავიცნოთ მომიყევი შენზე...
-კაი რა სერიოზულად...-ვეუბნები ცოტა ირონიულად.~
-კი სერიოზულად..მინდა კრაგად გიცნობდე,შენი მონაყოლიდან და არა ფეისბუქ გვერდიდან...
-კაი რა გაინტერესებს მკითხე...
-ეხლა შენზე რომ ყველაფერი მაინტერესებს მაგას ჯერ ვერ მიხვდი ხო ?
-კარგი,მყავს დედა,მამა და უფროსი ძმა,როგორც იცი სამხატვროსი ვსწვალობ..რავიცი მეტი არაფერი..
-კაი პირველი კითხვა-შენს ძმას კუნთები აქვს ?-ისტერიკული სიცილი მივარდება და ცოტახანს ვერ ვჩერდები...-არა არ აქვს ..
-ძალიან კარგი ...შემდეგი-როდის დამხატავს?
-პორტრეტებს არ ვხატავ
-და გამონაკლისს ჩემთვის არ დაუშვებ-მიღმის და ვხვდები რომ ამ ღიმილს ჩემი დაყოლიება შეუძლია..
-არ ვიცი ვნახოთ ..
-არა თუ გინდა შენი ნატურაც ვიქნები ხოლმე ,ხან შიშველი ხან ჩაცმული შენ როგორც მიბრძნაებ....-სერიოზულობას არ აკლებს თავის ნათქვამს..
-ფუუ ჩემი ..გაეთრიე რა იდიოტი..-ხელს მხარზე ვურტყამ და სიცილი უტყდება...
-ისე სიმორცხვე გიხდება,,,ლოყები რომ გიწითლდება...
-გაჩუმდი რა ..ისე მე რომ მომიწყვე დაკითხვა შენზე რატო არაფერს მიყვები ...ეხლა შენ გისმენ..
-კანკრეტნა რა გაინტერესებს ..-სერიოზულობასთან ცოტა შორს იყოო .
-ყველაფერი..მიდი მალე გისმნე...
-აჰამ ესეიგი მყავს დედა და მამა,რომლებიც წყნეთში ცხოვრობენ...მე თბილისში ვცხვორობ და ვმუშაობ...
-და ან ძმა?
-ძმა მყავდა უფროსი,მაგრამ 4 წლის წინ ავარიაში დაიღუპა..
-ბოდიში ეს არ უნდა მეკითხა,ვწუხვარ...
-არაუშავს არაფერია ..
-კ\რგი ცოტა გავმუხტოთ სიტუაცია ...რაზე სწავლობდი ან თუ სწავლობდი საერთოდ-ვეკითხები ირონიულად რასაც მისი ღიმილი მოჰყვება...
-შენ ჩემს ინტელექტუალურ შესაძლებლობებში ეჭვი ნუ გეპარება...ბიზნეს ადმინისტირება მაქვს დამთვრებული..ანუ ეხლა შენ ბიზნესმენს ელაპარაკები მაინც რო იცოდე რა...
-ოჰ სად შეგვიძლია. და სად მუსაობ?
-მე და მათეს მანქანების ბიზნესი გვავქვს ...
-დიდი ხანია ერთმანეთს იცნობთ ?
-მე და მათე ?....მმმ ..კი ბავშვობიდან...უნივერსიტეტშიც ერთად ვსწვალობით ...ჩვენი ძმებიც ძმაკაცები იყვენ...ერთად დაიღუპნენ ..ამან კიდევ უფრო დაგვაახლოვაა...
-საშინელებააა...კიდევ ვაპირებდით საუბრის გაგრძელებას,მაგრამ ანიმეს დაწყება გვაცნობეს და დიდი ეკრანისკენ გავეშურეთ...ძალიან საინტეროსო იყო....ორივეს ძალიან მოგვეწონა ანიმე...უკვე ბნელოდა როცა წამოვედით ..გზაში ხმას არცერთი არ ვიღებდით ..მოულოდნელად უტამ მანქანა შემაღლებულ ადგილას გააჩერა..=გადმოდი რაღაც მინდა,რომ გაჩვენო..-გადავედი და ჩემს წინ ულამაზესი ხედი გადაისალა,სიბნელეში ჩაძირული ღამის თბილიისი...განათებული სახლებით და ქუჩებით თვალისმომჭრელი იყო ეს ყველაფერი....მანქანას მივეყუდე და ხედით ტკბობ განვაგრძე ,უტა ჩემს გვერდზე იდგა და სიგარეტს ეწეოდა...მოულოდნელად ჩემსკენ გადმოიხარა და ახე გამისწორა,გული ამიჩქარდა მეგონა საგულედან ამოვარდებოდა,თვალებსი ჩამხედა ,მზერა ჩემი ტუჩებისკენ გააპარა,გამიღიმა და მაკოცა...მეგონა რამდენიმე წამით მიწას მოვწყდი და სადღაც ღრუბლებში დავფრინავდი....ეს ყველააფერი იმდნად მოულოდნელი იყო ვერც გავაიზე რა ხდებოდა...როცა ჩემს ტუჩებს მოსწყდა ,ისევ შემომხედა,მაგრამ შემრცხვა და თვალი ვერ გავუსწორე..მიხვდა და ნაზად,ძალიან ნაზად ჩამხუტა ,ვგრძნობდი მის ძლიერ ხელებს ჩემს წელზე ,რამაც ნამდვილად დამამშვიდა...კიდევ ცოტახანი ვიყავით და ულამაზესი ხედით ვტკბებოდით....უტას ხელი ამშვენებდა ჩემს მხრებს და ვფიქრობდი რომ მე დღეს ყველაზე ბედნიერი ვიყავი...ამდენი ემოციებისგან დაღლიმა ვერც კი მივხვდი როგორ ჩამოვედით თბილისში,როცა გამოვფხიზლდი უკვე კორპუსის წინ ვიდექით,უტა მონუსხული მიყურებდა...
-რაააა?-ვკითხე გაკვირვებულმა
-მიყვარს შენი ყურება...-და დუმილი რომელიც ისევ მე დავარღვიე..მანქანიდან გადმოვედი უტაც გადმოვიდა..
-მადლობა დრევანდელი დღისთვის,
-მადლობებს არ ვართ მეთქი..-
-ღამემშვიდობის უტა...
-მოიცა ერთხელაც თქვი ჩემი სახელი რა
-უტაა
-მომწონს ის თუ როგორ გამოთქვამ ჩემს სახელს,რაღაცნაირად განსხვავებულად ...-მოიცა და არ მემსვიდობები ?-რამდენიმე ნაბიჯს დგამს და მეხვევა. და ყურში მეჩურჩეულება ღამემშვიდობის...ვბრუნდები და სადარბაზოსკენ მივდივარ სანამ შევიდოდე უკან ვიხედები და ვხედავ,რომ უტა ისევ იქ დგას და ჩემსკენ იყურება...ვხვდები რამდენად ბედნიერი ვარ და ერთი სული მაქვს გოგოებს ეს ყველაფერი მოვუყვე...

იმედია მოგეწონებათ ...პ.ს ბოდიშით დაგვიანებისთვის,მაგრამ იმხელა თავია მგონი გამოვისყიდი დანაშაულს <3



№1  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

კარგი ისტორიაა, საყვარელი პერსონაჟებით. ცოტა ლექსიკას თუ დახვეწ, ისტორიაც მეტად სასიამოვნო წასაკითხი იქნება.

 


№2  offline წევრი Dr.writer

Chikochiko
კარგი ისტორიაა, საყვარელი პერსონაჟებით. ცოტა ლექსიკას თუ დახვეწ, ისტორიაც მეტად სასიამოვნო წასაკითხი იქნება.

დიდი მადლობა...შევეცდები გამოვასწორო <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent