ჩემი რეალობა (2 თავი)
- შორს არ მინდა, პირველივე სასტუმროსთან გამიჩერე. - ელენე სახლი მაქვს, დაკეტილი.. წამოდი იქ.. არავინ შეგაწუხებს პირობას გაძლევ - ასე ვერ შეგაწუხებთ - რასამბობ, პირიქით,გამიხარდება.. დარჩი.რამდენი ხანიც გინდა.. მერე ჩემი და ჩამოვა და გაერთობით. ცოტა გამხიარულდები.. - ძალიან დიდი მადლობა.. ბაკურიანი განათებული იყო, ჯერ კიდევ სრიალებდნენ და ციგაობდნენ ბავშვები.. მალე ეზოს ჭიშკარს მივადექით.. კარი ვიღაცამ გააღო.. მანქანიდან გადავიდა, გადაეხვია იმ კაცს, ცოტახანს ისაუბრეს და გაუშვა.. მანქანა ეზოში შეიყვანა.. გადავიდა, ეზო გაანათა და კარი გამიღო.. - შეძლეებ გადმოსვლას?? - კიი - მოდი, აქ არავინაა ჩვენს მეტი თუმცა ვიღან უნდა ყოფილიყო მეტი.. გარშემო სახლებიდან ჟრიამული.ისმოდა. დამსვენებლები.კარგად ატარებდნენ დროს.. - მადლობა.. დავინახე როგორ შეახტა უზარმაზარი ბომბორა ძაღლი..სიყვარულით გულში ჩაიკრა და უთხრა არ მომკარებოდა..ისიც მოშორებით დაჯდა ჩემგან და ენაგადმოგდებული მიყურებდა, ბედნიერი, ქასქასით.. - შეიძლება მოვეფერო? - მოდი, არაფერს დაგიშავებს მივედი და ხელი გადავუსვი.. ხელები ამილოკა.. ჩავეხუტე და თავი მხრებზე დამადო. ისეთი ფუმფულა იყო.. - მოდი.თორემ შეგცივდება.. დავუხედე და თხელი კოლგოტის და იუბკის ანაბარა. ტუფლებით ვიდექი მუხლამდე თოვლში - გავიყინე.. ოთახში შესულმა ძლივს ამოვიკნავლე.. - მიდი ბუხართან, დანთებულია.. გავამზადებინე წინასწარ - ვაიმე მართლა? ბუხართან მივირბინე და მოვკალათდი - ხომ შეჭამ? - ცოტას.. ცოტა შევჭამე და შემატყო თვალები მეხუჭებოდა.. - მოდი ჩემი დის საძინებელს გაჩვენებ.. გამოიცვალე და თბილად ჩაიცვი, არ გაცივდე.. მოეწყე კომფორტულად.. ჩათვალე რომ მე აქ არ ვარ, სადაც გინდა გადი და რაც გინდა ჭამე.. შეირგე დასვენება.. ხვალ ან ზეგ ეს თოვლი აღარ იქნება, გაზაფხულია უკვე.. შევტრიალდი რომ კიბეზე ავყოლოდი და უცებ მივაშტერდი.. რა მზრუნველიათქო გავიფიქრე.. კითხვის ნიშნიანი თვალებით გამომხედა - მე თქვენი სახელიც არ ვიცი - ლევანი.. ლევან ბაბლუანი.. ქირურგი,პროფესორი.. მედიცინის.მეცნიერებათა დოქტორი.. . წავუსტვინე.. გაეცინა და წინ წამიძღვა.. - შედი - ძალიან დიდი მადლობა - რაც მოგეწონება ჩაიცვი, ანნას არ ეწყინება..გამიღიმა - მადლობა ლევან.. - არაფერს ელენე.. გავიდა და კარი მიიხურა.. რალამაზი ხედია ჩემი ფანჯრიდან.. განათებული.სასრიალო ტრასა და მთელი ღამე სრიალებდნენ დამსვენებლები.. როდის ჩამეძინა არ მახსოვს.. დილით ძაღლის ყეფამ გამაღვიძა.. ავდექი.. კომბინიზონი და კურტკა ავიღე. თმა გავიშალე და დაბლა ჩავედი.. ბუხართან ოთხნი ისხდნენ - ელენე გაგაღვიძეთ? ლევანი შეწუხებული წამოდგა. - არა, არა არც ვიცოდი სტუმრები თუ გყავდა.. - მოდი ჩვენთან.. ესენი სტუმრები არ არიან.. ჩემი ბავშვობის ძმები არიან.მერე მოგიყვები როგორ ვისვენებდით აქ ყველა ერთად. თან იცინოდა.. ბიჭებიც იღიმებოდნენ..- გაიცანი ირაკლი,ბექა და რეზო. ბიჭებო ეს ელენეა.. როგორც ჩემი ანნა ელენეც ისე მიიღეთ.. - სასიამოვნოა.. ხმადაბლა ვთქვი. უფრო ჩავიბურტყუნე.. - ირაკლი რა გაცინებს? ლევანი დაებღვიტა.. - არაააა - კიიი - არათქო .. თან იცინოდა - აბაა. - მართლა მეგობარია - უი ჩემზეა საუბარი? ის იყო დაჯდომას ვაპირებდი რომ ავდექი ისევ.. - არაფერი მაკავშირებს ლევანისთან, მართლა.. ჩათვალეთ რომ მოწყალების პონტში ვყავარ აქ.. გამეცინა.. - გავდივარ სასრიალოდ. ლევან ხანდახან გამომხედე აბა სადმე თუ ამოვტრიალდი.. ლევანის ხმამაღლა გაეცინა,სხვებიც აყვნენ.. ჩემი წასვლის შემდეგ სავარაუდოდ ლევანიმ ყველაფერი მოუყვათრადგან ერთი სიტყვაც აღსრ დასცდენიათ არაფერზე... უკვე 2 კვირა იყო რაც ლევანისთან ვცხოვრობდი. თოვლი უკვე დნებოდა.. გაზაფხული მოიპარებოდა ნელ ნელა.. ყოველდღე ვეკონტაქტებოდი სალოს.. მშობლებს.. ბებიას.. ყველას ძალიან გაუჭირდა ჩემი მდგომარეობის გადატანა,მაგრამ შეეგუვნენ ჩემს გარდა ყველა.. - ლევან მე ხვალ წავალ - საად? - სახლში - ხვალ მე მივდივარ - სად? - დამიმთავრდა შვებულება - ხოდა მეც წამოვალ - იყავი შენ,მარტოს ხოარ გეშინია? - რავიცი,უკვე ძაან მერიდება - ელენე პატარა ბავშვი ხოარ ხარ რაა - მარტოს არ მეშინია - დაურეკე შენს მეგობარს და ჩამოიყვანე. თუ რამე დაგჭირდება დამირეკე.. ბიჭებიც წავიდნენ უკვე თავიაანთ საქმეებზე თორე ჩაგაბარებდი იმათ.. - კაი რა.. იმ საღამოს ბევრი ვისაუბრეთ მე და ლევანიმ.. ყველაფერი მოვუყევი სანდროს გაცნობის დღიდან იმ დაწყევლილ დღემდე.. დივანზე იჯდა. თავი მის მხარს ჩამოვადე და ვლაპარაკობდი გაუჩერებლად.. ყურადღებით მისმენდა და დროდადრო კითხვებს მისვავდა.. თვითონაც მომიყვა ყველაფერი თავის ცხოვრებაზე. ბევრი ვიცინეთ ერთმანეთის ბავშვობაზე და თითქმის გათენებისას მივიხურეთ საძინებლის კარებები.. დილით რომ გავიღვიძე ლევანი აღარ დამხვდა.. ცოტახანში შეტყობინება მომწერა რომ უკვე თბილისში იყო, გამოიძინებდა და მეორე დღიდან სამსახურს დაუბრუნდებოდა.. მეც მივწერე რომ სიცარიელე იყო მის გარეშე სახლში. წამში მომწერა - ხომ არ გეშინია? - არაა - თუ შეგეშინდეს ბომბორა შეიყვანე სახლში.. თან სიცილის სმაილებს აყოლებდა. მეც სიცილის სმაილები გავუგზავნე.. - ორი თვე გახდა გუშინ რაც აქ ვარ.. მეზობელს ველაპარაკებოდი.. - ისე მივეჩვიე აქ ყოფნას, რაკარგი ყოფილა.. - ეჰ შვილო სეზონზეა კარგი. ეხლა წვიმები დაიწყება და გული აღარ დაგიდგება.. ზაფხულში ისევ გავხალისდებით.. - წვიმა მიყვარს ძალიან.. - შენ გენაცვალოს მარო ბებო. როგორი კარგი გოგო ხარ.. სახეზე მომეფერა და წავიდა.. იმ საღამოს ქუხილი დაიწყო.. ლევანის მივწერე. - ლევან, ძალიან ქუხს და მეშინია ქუხილის,თემო ბიძიას დაურეკე იქნებ ამ ღამეს გადმოვიდეს და დარჩეს აქ.. არ უნახავს.. ზარი გავუშვი გათიშული ქონდა.. ალბათ ოპერაციაზეათქო ვიფიქრე.. ოთახში ავედი მოვიკუნტე საწოლში.და სინათლეც ჩაქრა.. პანიკურმა შიშმა შემიპყრო.. სად წავიდე, აქვე ახლოს ყველა სახლი ცარიელია.. არ ვიცი რამდენ ხანს ვიყავი ასე, უკვე გვიანი იყო ბომბორამ რომ წკმუტუნი ატეხა. უარესად შევშინდი.. კარის ხმა იყო.. - ელენეეე, მე ვარ სად ხარ ლევანის ხმა იყო.. წამოვხტი. შემოცმაც კი.დამავიწყდა კიბეზე გიჟივით ჩავირბინე და ჩავეხუტე.. რაღაცნაირად მომნატრებია თურმე.. 1 თვეზე მეტი იყო რაც არ მენახა.. - ლევან - გვიან ვნახე მოწერილი. ოპერაციაზე ვიყავი.. თემოსთან დარეკვას ჩემი ჩამოსვლა ვარჩიე.. - ლევან.. მაგრად ჩავეხუტე.. - მომენატრე თითქოს.. მე ისევ ვეხუტებოდი.. - ელენე გაიგე?? - გავიგე.. გამეცინა.. - მიდი დაიძინე მაშინ. გვიანია დავისვენებ მეც და ხვალ ვილაპარაკოთ.. - კარგიიი.. სიხარულისგან სამ საფეხურს ერთად ვახტებოდი.. საბანში შევძვერი და უშიშარად კმაყოფილს ჩამეძინა.. ღამის 4 საათზე ძლიერმა ჭექამ გამაღვიძა.. წამოვვარდი და ლევანის საძინებლის კარს ვეცი - ლევან.. ხმადაბლა დავუძახე - შემოდი.. ღიმილიანი ხმით მითხრა - შეიძლება აქ ვიყო? - შეიძლება. ისევ გაეღიმა მივედი და საწოლთან ჩამოვჯექი. ძლიერად ქუხდა.. არ მციოდა მაგრამ ალბათ შიშისგან ავკანკალდი.. - გცივა?? - არა,მეშინია.. გაეცინა,მეც გამეცინა.. - რანაირი ხარ?? ესე პატარას ამდენი სიძლიერე როგორ გაქვს?რანაირად გაიზარდე ისე რომ ბუნებრივობა და ბავშვურობა არ დაგიკარგავს.როგორ ცხოვრობ ამ ქვეყანაში ასეთი ადამიანი.. მკრთალ სინათლეზე ვხედავდი იწვა და ერთი ხელი მოხრილი ედო შუბლზე,მე არ მიყურებდა.. მაღლა ჭერს იყო მიშტერებული.. ვუყურებდი და ვხვდებოდი ამ ორი თვის მანძილზე საშინლად მივეჯაჭვე, ვეღარ წარმომედგინა მის გარეშე დღის გათენება. უცებ სანდრო გამახსენდა და გულში რაღაც საშინლად მეტკინა.. - ლევან.. გადავიწიე და მხარზე ხელი დავადე.. არ შემოუხედავს ისე მიმანიშნა გისმენო . - მე ხვალ წავალ - სად წახვალ? ისე მკითხა თითქოს არ იცოდა - თბილისში. - თბილისში რა გინდა? - სახლი მაქვს იქ.. სრული სერიოზულობით ვუპასუხე. - მართლა??. თავი გადმოატრიალა და გაიცინა.. - როგორ გგონია,სანდროს რომ პოვნა მოუნდეს სად მოგძებნის? - სანდროს?? გამიკვირდა.. - ხოო სანდროს.. - სახელი საიდან იცი?? - ბევრი რამ ვიცი უკვე ელენე.. ბავშვი კიარ ვარ.. სანდრო გეძებს ყველგან. შენს სახლთან ათენებს ღამეებს.. გინდა ნახვა?? ცრემლებმა თავისით გაიკვალეს გზა და ვეცადე შემეკავებინა თუმცა უშედეგოდ.. - თუმცა რას გეკითხები რათქმაუნდა გინდა.. - არ მინდა.. ჯიუტად ვუპასუხე.. - ხოდა იჯექი აქ. აქ არავისვარ აწუხებ და სრც არავინ გაწუხებს. - რავიცი - რაა გაწუხებს ვინმე?? - არაა. გამეცინა. - ასე რაა. მასაც გაეცინა.. ოდნავ უკან გადავიწიე მის გვერდით ბალიშზე თავი დავდე და ჩამეძინა.. ისე გათენდა არაფერი გამიგია. ლევანი.აღარ დამხვდა.. მესენჯერში მოუწერა რომ თბილისში ბრუნდებოდა.. ყავა დავლიე და გარეთ გავედი, მზე ნელ ნელა ათბობდა გაყინულ ბუნებას.. ზაფხულში აქ ყოფნა საოცრება იქნება, ვერანდას გავხედე და ჩემთვის ჩავილაპარაკე.. სულ ვამბობდი რომ არაფერში არ მქონდა ბედი, რაზეც ბებიაჩემი სულ მსაყვედურობდა, რაღა ბედი გინდა, ნასწავლი ხარ,სამსახური გაქვს, არავინ და არაფერი გყავს ცხოვრებაში შემცილებელი და ჩემი ერთადერთი ხარო.. სანდროზე ხშირად აღარ ვფიქრობდი,თუმცა ყოველ ღამე მესიზმრებოდა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.