შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პატარა გოგონა ზღვის პირას (მეოთხე თავი)


2-02-2019, 14:12
ავტორი fireending
ნანახია 1 784

-გამიშვი_სასოწარკვეთილი ხმით ყვიროდა ლანა და თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე.
-ირაკლი_დაიყვირა ანამ და მათკენ ჩქარი ნაბიჯით წავიდა.ლანასა და მამაკაცს შორის ჩადგა,გოგონა მისგან გაათავისუფლა.
კაცი ისევ ლანასკენ აპირებდა წასვლას,მაგრამ წინ ლუკა და დამიანე დაუდგნენ.
ირაკლი გაბრაზდა და სცადა მათი ჩამოშორება გზიდან,თუმცა ამაოდ.
-რა ხდება ძმაო_დაიყვირა და ჯიუტად ცდილობდა ისევ ლანასთან მისვლას
- ძმაო არაა რა_უხეშად უპასუხა დამიანემ.ირაკლის ხელი კრა და გვერდზე გაწია
-რა გინდა ლანასგან,ვინ ჯანდაბა ხარ?_დაუყვირა ლუკამ
-თქვენ თვითონ ვინ ჯანდაბები ხართ?მე ჩემ ცოლთან მოვედი და ვინ გეკითხებათ საერთოდ რამეს_აგდებულად უპასუხა ირაკლიმ-ლანა,ჩაჯდები ახლავე მანქანაში და წამოხვალ_დაუყვირა გოგონას.
ლანა ისედაც ანერვიულებული და შეშინებული იყო,ახლა კი უარესად იგრძნო თავი.თავი ვეღარ შეიკავა და ატირდა.
-გიჟი ხარ ბიჭო?_ხმას აუწია დამიანემ -გოგოს თავი დაანებე
-ბიჭო ძშენ ვინ გეკითხება საერთოდ რამეს_ირაკლი დამიანესკენ წავიდა და მაგრად დაარტყა.
ამის დანახვაზე ლუკას მოთმინების ფიალა აევსო და ირაკლის ისე მაგრად დაარტყა,რომ კაცმა თავი ვეღარ შეიმაგრა და დაეცა.
-კარგად ხარ დამი?_ჰკითხა ლუკამ
-არაფერია,მხოლოდ ტუჩი გამისკდა_უპაუსხა და ტუჩიდან სისხლი მოიწმინდა-მაგას კი თავს გავუტეხავ_თქვა და ირაკლისკენ წავიდა.ქურთუკის საყელოში ხელი ჩაავლო და ბინის კედელზე მიაყენა.
-დამი,დანა აქვს_დაიყვირა ანამ,როდესც თვალი მოკრა თუ როგორ ამოიღო კაცმა დანა ჯიბიდან.
დამიანემ წიხლი ჩაარტყა,დანა ხელიდან დააგდებინა და თვითონაც ძირს დააგდო.
უნდოდა მუშტი დაერტყა,თუმცა ანამ და ლუკამ შეჩერეს და გვერდზე გაიყვანეს.
ანა კაცს მიუახლოვდა,თვალები გაუსწორა .მისი სახე მხოლოდ ზიზღს გამოხატავდა ამ ადამიანის მიმართ.
-ახლა მითხარი რა გირჩევნია,მე გაგაქრო,შენით გაქრები თუ პოლიციას დავურეკო?_ჰკითხა ანამ.მამაკაცის ირონიული მზერა არაფრად ჩააგდო,პასუხსაც არ დალოდებია და გააგრძელა.-იმედი მაქვს,როცა ამ ნაიარევს ხედავ სარკეში_შუბლზე ხელი მაგრად მიაჭირა კაცს-მე გახსენდები.
-ანა...შენც მოგხედავ_ჩაილაპარაკა დამცინავად,შემდეგ კი ლანას გახედა-ეს ასე არ დასრულდება.გასწავლი მე შენ როგორ უნდა მოიქცე_მუქარამ გაიჟღერა მის ხმაში
-დაახვიე ახლა აქედან,სანამ მთელი ხარ_მკლავზე ხელი დაავლო ლუკამ და მათგან მოშორებით გაათრია.
ირაკლიმ ზიზღით მოიშორა ლუკას ხელი და მათ მოშორდა.
-ეს ვინ ჯანდაბაა_ბრაზობდა ლუკა-კარგად ხართ?_მიუბრუნდა ის გოგონებს
ლანას ხმის ამოღება არ შეეძლო,ამდენი ნერვიულობისგან ძალა ჰქონდა დაკარგული.ანას ეყრდნობოდა.
-ლანა,დღეს ჩემთან წამოდი კარგი?_შესთავაზა ანამ
-ნამდვილად ,ასე სჯობს.წამოდი წავიდეთ_თქვა ლუკამ და მანქანა გააღო
-როგორ ხართ?_ჰკითხა დამიანემ ლანას და მხარზე ხელი დაადო
-კარგად,ააფერი მიჭირს_თქვა მან,თუმცა ხმა აკანკალებული ჰქონდა.ხელებიც ისევ უთრთოდა.
-ძალიან ფერმკრთალი ხარ
-არაფერია ანა ,მართლა...
დამიანემ ზურგჩანთიდან წყლით სავსე ბოთლი ამოიღო და ლანას მიაწოდა.
-დალიეთ.გაუხსნელი ბოთლია_გაეღიმა მას-ცოტას გიშველით
-მადლობთ_გამორთვა გოგონამ და თვითონაც გაუღიმა,შემდეგ კი წყალი მოსვა.
რამდენიმე წამში თავი უკეთ იგრძნო და დანარჩენებთან ერთად ჩაჯდა მანქანაში.
...
-შემოდით_სახლის კარი გააღო ანამ და სინათლე აანთო.
ლანა დივანზე დააჯინეს და თვითონაც დასხდნენ.
-როგორ ხარ ლაან_ჰკითხა ანამ და მხარზე დაადო ხელი.
-უკეთ ვარ_უპასუხა ლანამ-მაგრამ თავს უხერხულად ვგრძნობ
-უხერხულად?_იკითხა ლუკამ-ეგ აღარ გაიმეორო,რაც მოხდა შენი ბრალი არაა,არ ინერვიულო
-შენ თავს ნამდვილად არ უნდა გრძნობდე უხერხულად
-დამი მართალია_სახეზე მოეფერა ანა გოგონას-დამშვიდდი,კარგი?
-ვეცდები_უპასუხა ლანამ და გოგონას მხარზე დაადო თავი.
-დამი_შენი ტუჩი_წამოიძახა უებ ანამ,როდესაც მამკაცს შეხედა-უნდა მივხედო,სანამ უარესად გაღიზიანდა.
-არაფერია,უბრალოდ პატარა ნაკაწრია_უპასუხა დამიანემ
-არა,რომ გაგისივდეს.ხვალ გადაღებები გვაქვს თან.
-კარგი_უპასუხა დამიანემ
-ლაან,წამო,ოთახში წაგიყვან და დაისვენე,გამოძინება მოგიხდება,შემდეგ კი დამიანეს მივხედავ.
-კარგი_უპასუხა ლანამ და ანასთან ერთად ოთახში შევიდა .
ანა მალევე დაბრუნდა უკან.უჯრიდან სამედიცინო ყუთი ამოიღო,რომელსაც შემთხვევიტ რამდენიმე ფურცელიც ამოყვა და იატაკზე დაიყარა.ლუკამ მაშინვე აკრიფა ფურცლები და ანასთვის უნდა მიეწოდებინა,თუმცა მისი ყურადღება ერთ-ერთმა მათგანმა მიიქცია.ძველი ფურცელი იყო,ოდნავ გაყვითლებული.ზედ ნახატი იყო,ნახატზე ბავშვოი იყო,გოგონა ,ვარდისფერი კაბით,რომელიც ზღვას უყურებდა.ლუკა რამდენიმე წამს დაჰყურებდა ნახატს და გაეღიმა.
-მიყვარს ეს ნახატი_გაეღიმა ანას და ლუკას გამოართვა
-მართლა?
-კი,თანაც ძალიან_გაეღმა ანას და მოგონებებში ჩაძირული მზერით დახედა ნახატს,ამ ნახატთან ავშვობის მოგონება აკავშირებდა,რამდენიმე წამიტ თვალები დახუჭა და ზღვის ხმა ჩაესმა,ხედავდა მზით განათებულ სანაპიროს,ლურჯ ტალღებს და ორ ბავშვს,რომლებიც მხიარულად დარბოდნენ და ქვიშაში თამაშობდნენ,შემდეგ ისევ უჯრაში დააბრუნა ნახატი და დამიანესთან მივიდა,რომ გახეთქილი ტუჩი დაემუშავებინა.
...
-როგორაა?_ჰკითხა ლუკამ,როდესაც ანა ოთახიდან გამოვიდა
-ეგრევე ჩაეძინა,აღელვებულია ძალიან.იმედია ცოტა დამშვიდდება.ვნერვიულობ.
-ნუ გეშინია_ხელზე მოეფერა გოგონას ლუკა-ვერავინ ვერაფერს დაგიშავებთ
-არ ვიცი.ის ბიჭი ისეთია...
-ისეთი კი არა ,ვიცი მე ეგ რაცაა_ზიზღით ჩაილაპარაკა დამიანემ
-ლანას თავს არ ანებებს_თქვა ანამ-ადრე დაქორწინებულები იყვნენ ,მაშინ ლანა ოცი წლის იყო.შეუყვარდა ,თუმცა რამდენიმე თვეში ირაკლიმ თავისი ნამდვილი სახე გამოაჩინა.პათოლოგიური სიმთვრალე ჰქონდა.ლანას სიცოცხლეს უმწარებდა..._ანა შეჩერდა.ცუდი მოგონებების ერთბაშად ამოუტივტივდა გონებაში.-ბოლოს უკვე უმართავი გახდა სიტუაცია,ლანას ხელით შეეხო.ციხეშიც კი იჯდა ცოტა ხნით.ახლა კი ლანას ისევ არ ასვენებს.
-ჰოდა მე გავასვენებ_ბრაზით ჩაილაპარაკა დამიანემ-მანიაკი.
-ნუ გეშინიათ.არ დავუშვებთ ჩვენ,რომ იმ გიჟმა რამე გავნოთ_უთხრა ლუკამ და ანას სახეზე მოკიდა ხელი ნაზად.
-მე არ მეშინია_გაეღიმა ანას-უბრალოდ არ მინდა ,რომ ლანა გაანერვიულოს და ცუდად გახადოს ისევ.
-ჰო მართლა_თქვა ლუკამ-რა ნაიარევი უხსენე იმ კაცს?
-ერთხელ თავი გავუტეხე _თქვა ანამ და გაეცინა,როდესაც დამიანეს და ლუკას გაკვირვებულ სახეებს შეხედა.
-რა?_გაეღიმა დამიანეს
-მართლა?_გაოცებულმა იკითხა ლუკამ
-კი,მართლა_უპასუხა მშვიდად გოგონამ-და ისევ იგივეს გავიმეორებ თუ ლანას არ შეეშვება
-ღირსი კია ისე მართლა წააცალო ის უტვინო თავი_თქვა დამიანემ.
-წავალთ ახლა ჩვენ კარგი?_თქვა ლუკამ და ფეხზე წამოდგა.-თუ რამეა დამირეკე ეგრევე.
-კარგი_უპასუხა ანამ .ბიჭები გადაკოცნა და კარისკენ გააცილა.
-ლუკა,დამი_თქვა ანამ-დიდი მადლობა,რომ ლანა დაიცავით თქვენ რომ იქ არ ყოფილიყავით ...
-ეგ რა სალაპარაკოა_გაეღიმა ლუკას და თმაზე მოეფერა გოგონას.
-ჯობს არ მოგიახლოვდეთ ოდნავადაც კი_თქვა დამიანემ-არ ინერვიულოთ.დაგირეკავთ დილით.
-კარგად?_დამეშვიდობა მათ ანა და კარი დახურა.
...
-დილა მშვიდობის ლაან_ღიმილით მიეასალმა ანა მეგობარს.
ლანამ ის ის იყო გაიღვიძა და საწოლზე წამოჯდა.
-დილა მშვიდობის_უპასუხა და სახეზე ჩამოყრილი თმა გადაიწია.
-თავს როგორ გრძნობ?_ჰკითხა ანამ
-კარგად ვარ,ცოტა დავმშვიდდი_უპასუხა და საწოლიდან წამოდგა
-ძალიან კარგი._გაეღმა ანას და მეგობარს მოეხვია.
-მაგრამ ცოტათი მეშინია_თქვა ლანამ
ანამ გოგონას ორივე ხელი მხარზე დაადო და თვალები გაუსწორა.
-არ შეგეშინდეს_თქვა მან-არ დავუშვებ,რომ შენ რამე დაგემართოს.არასდროს.შენ ჩემთვის უძვირფასესი ხარ.
-ანა_წარმოთქვა გოგონამ და მას მაგრად მოეხვია-მადლობა ყველაფრისთვის,მადლობა,რომ ჩემ გვერდით ხარ.
-ჩვენ მეგობრები ვართ,უბრალო მეგობრები არა_თქვა ანამ-შენ ჩემი არაბიოლოგიური და ხარ,დები კი ერთმანეთს ყოველთვის გვერდში უდგანან.
-ძალიან მიყვარხარ_თქვა ლანამ
-მეც_უპასუხა ანამ-მოწესრიგდი,ვისაუზმოთ და წავედით
-სად?_იკითხა ლანამ
-გადასაღებ მოედანზე
-მეც შეიძლება რომ წამოვიდე?_გაუკვირდა ლანას
-რა თქმა უნდა_უპასუხა გოგონამ და გაეღიმა-ცოტას გაერთობი,გულს გადააყოლებ,თანაც არ მინდა მარტო იყო.
-სამსახური?
-არაუშავს,სანამ გაგეღვიძებოდა მენეჯერს დავურეკე და პრობლემა არ არისო.
-კარგი,ახლავე ჩავიცვამ_თქვა გახარებულმა და სკამიდან მისი კაბა აიღო.

...
ანა მართალი აღმოჩნდა.ლანა მართლაც გაერთო გადაღებების პროცესის ყურებით.თითქმის გადაავიწყდა კიდეც წუხანდელი ამბავი და ცოტა ხნით ისევ შეძლო,რომ მხიარულად ყოფილიყოარ ეფიქრა იმ დიდ პრობლემაზე,რომელმაც ისევ იჩინა თავი მის ცხოვრებაში.წინა ღამით ეგონა ,რომ ყველაფერი დამთავრდა,საშინელი გრძნობა იყო,როდესაც სახლთან მისი ყოფილი ქმარი დახვდა,კაცი,რომლისაც ყველაზე მეტად ეშინოდა.ეგონა,რომ მისგან გათავისუფლდა,მაგრამ ახლა ის ისევ გამოჩნდა,თავს კვლავ დაუცველად გრძნობდა,ეშინოდა,არ იცოდა რა მოხდებოდა.
-გამარჯობა_ფიქრებიდან გამოარკვია დამიანეს ხმამ.
-გამარჯობა_უპასუხა ლანამ და მოულოდნელობისგან ფეხზე წამოდგა.
-როგორ ხარ?_ჰკითხა მამაკაცმა
-კარგად,მალობა_გაეღიმა ლანას.
-ხომ არ მოიწყინე აქ?
-მოვიწყინე?_გაეცინა ლანას-არა,რას ამბობ,პირიქით,საინტერესოა აქ ყოფნა.უცნაურია ცოტა,ჩემი საყვარელი სერიალის გადაღებაზე ვდგავარ და ..._უნდოდა ეთქვა კიდევ რაღაც ,მაგრამ გაჩუმდა.უხერხულობა იგრძნო,დამიანეს თვალი აარიდა და სახეზე ოდნავ წამოწითლდა.
-ლანა_გაეღიმა დამიანეს და გოგონას მხარზე ხელი ნაზად დაადო_მიხარია შენი გაცნობა.
-ჰო მეც_უპასუხა გოგონამ_თუმცა ვწუხვარ,რომ წუხელ ჩემ გამო ასეთი რამ შეგემთხვათ...
-კარგი რა_გააწყვეტინა დამიანემ-შენი ბრალი არაფერია.ვიღაც არაკაცის არასწორი საქციელის გამო შენ არ უნდა იხადო ბოდიშები.-წავიდეთ კარგი?ანა და ლუკა გველოდებიან გარეთ_ტქვა დამიანემ
-გავედით_უპასუხა და მასთან ერთად გარეთ გავიდა.
...
-აან,მე სახლში წავალ კარგი?_თქვა ლანამ
-რატომ?ჩემთან დარჩი ისევ_უთხრა ანამ-ვღელავ შენზე
-არაფერია,არა მგონია კიდევ რამე მოხდეს.
-კარგი,მაგრამ კარი და ფანჯრებიც კი კარგად ჩაკეტე და თუ რამე ეგრევე დარეკე._გააფრთხილა ანამ
-კარგი_გაეღმა ლანას
-ანა მართალია_თქვა ლუკამ-ჩვენც დაგვირე და არ შეგეშინდეს.
-მადლობა,რომ ჩემ გვერდით ხართ_თქვა ლანამ
-ყველაფერი კარგად იქნება_ხელზე მოეფერა ანა მეგობარს.
ლუკამ მანქანა დაქოქა და წავიდნენ. ლანაც ცოტა დამშვიდდა.პირველად ის დატოვეს სახლში,კარამდე მიაცილეს და როცა დარწმუნდნენ,რომ ყველაფერი რიგზე იყო,შემდეგ წამოვიდნენ.გზად დამიანეც დატოვეს სახლში და ლუკამ ანას სახლისკენ აიღო გეზი,თუმცა გზად გადაუხვია და ქალაქის შემაღლებულ ადგილას შეჩერდა.
-რამე მოხდა?_იკითხა ანამ
-არა,თუმცა ჰო..._უპასუხა ლუკამ და მანქანიდან გადმოვიდა.შემდეგ ანას გაუღ კარი და მანქანიდან გადმოიყვანა.
-აქ რატომ გავჩერდით_იკითხა გოგონამ და გარემოს თვალი მოავლო.
სასიამოვნო ღამე იყო.შემოდგომის იშვიათად თბილი ღამე.ცაც მოწმენდილი იყო და კარგად ჩანდა რკალისებრი კაშკაშა მთვარე და რამდენიმე ვარსკვლავი.ნიავიც სასიამოვნოდ ეფინებოდათ სახეზე.ადგილიდან,სადაც ისინი იდგნენ მთელი ქალაქი მოჩანდა.საოცრად ლამაზი იყო ზემოდან განათებული ქალაქის ნახვა.გოგონა გაიტაცა ამ ხედმა და გაეღიმა.
-ანა
-ჰო
-რაღაც მინდოდა მეთქვა_ეღმებოდა ლუკას.ხელში კი რაღაც ეჭირა.
-რამე მოხდა?_ჰკითხა გოგონამ
-მინდა რაღაც გაჩვენო_თქვა ლუკამ და ხელი გაშალა,ხელის გულზე ფერადი ქვებისგან აწყობილი ლამაზი სამაჯური ედო.
ანამ გაკვირვებისგან ფართოდ გააღო თვალები.სააჯურს ხელი შეახო და გაეღიმა.
-ლუკა,ეს საიდან გაქვს?_გაოცებული ხმით იკითხა გოგონამ და სამაჯური ხელში აიღო.
-ზაფხულობით ზოგჯერ მშობლებთან ერთად ბათუმში დავდიოდი ხოლმე დასასვენებლად_დაიწყო ლუკა ამბის მოყოლა-ერთ ზაფხულს,ოცი წლის წინ,როდესაც ექვსი წლის ვიყავი ,მაშნაც ბათუმში ვიყავი.სანაპიროზე ვიდექი,რამდენიმე დღს განმავლობაში ვაკვირდებოდი ერთ პატარა გოგონას,რომელიც მამასთან ერთად მოდიდოა ხოლმე სწორედ იმ სანაპიროზე,სადაც მე ვიყავი.ის გოგონაც ალბათ ჩემი ტოლი იქნებოდა.ოქროსფერი თმა ჰქონდა მახსოვს,ვარდისფერი კაბა ეცვა.შორიდან ვხედავდი ხოლმე და ახლოს მისვლას ვერ ვბედავდი.მხოლოდ ერხელ მივუახლოვდი ,როდესაც ქვიშისგან სასახლეს აშენებდა
-და..._წინადადება გააწყვეტინა ანამ-და შემდეგ ხელში დაკეცილი ფურცელი მიეცი_თქვა გოგონამ და აღელვებისგან წამოსული ცრემლი შეიმშრალა თვალზე.
-გოგონამ ფურცელი გაშალა და გაეღიმა,როდესაც ნახატზე მისი თავი ამოიცნო_განაგრძო ლუკამ და გაეღიმა,ანას ხელი დაიჭირა და აკოცა-შემდეგ სამაჯური მოიხსნა და ხელის გულზე დამიდო. პირველად და ბოლოჯერ ვნახე მაშინ ის ბავშვი,უფრო სწორად მეგონა,რომ ბოლოჯერ ვნახე მაგრამ წუხელ,როდესაც შენს სახლში ის ნახატი ვნახე,ყველა მოგონება ისევ ამომიტივტივდა თავში,ისევ იგივე გრძნობა დამეუფლა,როგორც ბავშვობაში.ახლა ყველაფერს აეხადა ფარდა,თურმე რატომ იყო შენი თვალები ასე ნაცნობი ჩემთვის,ის გამოხედვა არ შეცვლილა.
-ლუკა_მხოლოდ ამის თქმაღა მოახერხა გოგონამ და მამაკაცს მოეხვია
ლუკამ მჭიდროდ მოხვია ხელები გოგონას და სახე მის ოქროსფერ თმაში ჩამალა.სასიამოვნოდ ახვევდა თავბრუს ამ თმების საცრად სასიამოვნო სურნელი.
-მიყვარხარ_წარმოთქვა მოულოდნელად ლუკამ
ანა მას ცოტათი მოშორდა,მათი სახეები ძალიან ახლოს იყო ერთმანეთთან.აღელვებისგან სუნთქვაშეკრული იდგა ანა მის წინ.მამაკაცს სახეზე ნაზად შეახო ხელი,ერთმანეთს კიდევ უფრო მიუახლოვდნენ.ლუკამ სახეზე ჩამოყრილი თა გადაუწია ანას და ერთმანეთს აკოცეს.
ეს არ იყო უბრალო კოცნა,ორივე გრძნობდა ამას.გასაოცარი იყო ეს რამდენიმე წამი,მათ გულებიც თითქოს სინქრონში სცემდა.ერთმანეთს ძლიერად ეკვროდნენ,თითქოს დიდი ხნის უნახავი ყავდათ ერთმანეთი,თუმცა სინამდვილეში ასეც შეიძლება ითქვას.ერთმანეთი ხელახლა აღმოაჩინეს,ორივეს კი თვალწინ ისევ მზით განათებული სანაპირო და ორი ბავშვი ედგა,რომლებიც ქვიშაში თამაშოდბნენ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent