შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იდუმალი ბანაკი (სრულად)


2-02-2019, 21:27
ავტორი lemongiirl
ნანახია 14 279

-როგორ იმგზავრე? -ლილიამ თვალები აატრიალა, დედამისი მეათედ ეკითხებოდა ამას და უკვე აღიზიანებდა მას.
-კარგად ვიმგზავრე, დედა. -გოგომ ტელეფონი პატარა ტუმბოზე დადო და სპიკერზე ჩართო, პარალელურად ბარგის ამოლაგებას შეუდგა. საწოლზე დადებული პატარა მწვანე სამგზავრო ჩანთა გახსნა და იდეალურად დაკეცილი ტანსაცმელი შეათვალიერა. წამოსვლამდე უამრავჯერ გადაამოწმა თითოეული და ყოველიშემთხვევისთვის სამჯერ დააუთოვა.
ლილიას უყვარდა როდესაც ყველაფერი იდეალურად იყო, გათვლილი და გეგმის მიხედვით გათვალისწინებული. გოგოს მთელი ცხოვრება ერთი გეგმის მიხედვით მიდიოდა, გეგმის რომელიც ლილიამ და დედამისმა შეადგინეს მისივე კეთილდღეობისთვის.
გეგმას თუ მიყვები ყველაფერი კარგად იქნება.
გოგომ პატარა ტუმბო გამოაღო, კარმა გაიღრჭიალა. ლილიამ ყველა ტანსაცმელი მიყოლებით შეაწყო და გაეღიმა როდესაც იდეალურად დაეტია ყველაფერი. სხვა ამას ვერ მოახერხებდა, ლილიამ ეს იცოდა და უხაროდა. მოსწონდა ასეთი ორგანიზებული რომ იყო.
-ლილია? -დედამისმა ტელეფონიდან გამოსძახა. გოგომ ამოიხვნეშა. დედა ძალიან უყვარდა მაგრამ ახლა მასთან საუბრის ხასიათზე არ იყო. 8 საათი იმგზავრა და ერთი სული ჰქონდა როდის დაისვენებდა.
-დედა, უნდა წავიდე -თქვა გოგომ მშვიდად -როგორც კი მოვიცლი დაგირეკავ.
ტელეფონი ისე გათიშა ქალს სიტყვის თქმა არ დააცადა, ამის გამო ოდნავ სინდისის ქენჯნა იგრძნო მაგრან არ ჩაღრმავებია.
ოთახი კარგად მოათვალიერა, პატარა იყო, თუმცა სუფთა. მარცხენა მხარეს ორი საწოლი იდგა რომელსაც პატარა ტუმბო ყოფდა, სწორედ ის სადაც ახლახანს ოსტატურად შეალაგა მისი ტანსაცმელები ლილიამ.
დიდი ფანჯარა საწოლების პირდაპირ იყო, ზღვას გადაჰყურებდა და ლილიას ძალიან მოეწონა ხედი. ოთახის დანარჩენი ნაწილი ცარიელი იყო, მაცხოვრებლის მოლოდინში რომელიც გაალამაზებდა მას. ლილიამ წარმოიდგინა ათასნაირი ხერხი როგორ შეიძლებოდა თეთრი კედლების გაფორმება და გაეღიმა.
გოგომ ფანჯრიდან გადაიხედა, ნაპირი ცარიელი იყო, ზღვა არ ბობოქრობდა მხოლოდ ნაზი ტალღები მიმოდიოდნენ.
ზღვა და ცა ერთი ფერის იყო და კარგად თუ არ დააკვირდებოდი ჰორიზონტზე მათი შერწყმის ადგილს ვერ გაარჩევდი რომელი რომელი იყო.
ლილიას გაეღიმა. გოგოს ძალიან უყვარდა ზღვა და უამრავი ნახატიც მიუძღვნა მას. უბრალოდ დაჯდებოდა ხოლმე ნაპირზე ზაფხულობით, მოიმარჯვებდა სახატავებს და ხატავდა, გამოჰყავდა ტალღების ფორმები, მზის ალაპლაპებული სხივები რომლებიც წყალზე პრიალებდა. მას ძალიან უყვრდა ყოველივე ეს.
ახლაც აქ ჩამოსვლა, ოჯახისაგან ასე შორს ზღვის გამო გადაწყვიტა. მართალია ყოველ წელს ისვენებდა ზღვაზე მაგრამ წელს გადაწყვიტა რომ ბანაკში წამოსულიყო. ანაკლიაში.
გოგომ კარის გაღების ხმა გაიგო, უკან შებრუნდა და ყავისფერთმიანი დაბალი გოგო დაინახა, რომელსაც ხელში ორი სამგზავრო ჩანთა ეკავა.
გოგოს წვრილი ტანი და კიდევ უფრო წვრილი ხელები ჰქონდა, მკრთალი ყავისფერი თვალები, საშუალო ზომის ტუჩები და პატარა ცხვირი. მას მოკლე ჯინსის შორტი და კიდევ უფრო მოკლე ტოპი ეცვა. ლილია შესანიშნავად ამჩნევდა მის წვრილ წელს და მოყვანილ ფეხებს.
გოგომ ლილია როგორც კი შეამჩნია გაუღიმა. ლილიას მისი ღიმილი მოეწონა და გაიფიქრა რომ მოგვიანებით ამაზე კომპლიმენტს ეტყოდა.
-გამარჯობა -გოგომ ჩანთები იქვე დადო სადაც იდგა. მიას ნაზი და წვრილი ხმა ჰქონდა, ზუსტად ისეთი პატარა ბავშვს რომ აქვს როდესაც კომპლიმენტს ეუბნებიან.
-გამარჯობა -ლილიამ გაიღიმა. -დაგეხმარო? -გოგოს ჩანთებზე მიუთითა.
-იყოს, მძიმე არაა -გოგომ მხრები აიჩეჩა. ლილიამ თავი დაუქნია -შენ რომელი საწოლი ამოირჩიე? -გოგო დიდი ყავისფერი თვალებით ლილიას მომლოდინედ მიაჩერდა.
-მარჯვენა, კედელთან.
-კარგი -გოგომ ორივე ჩანთა მოხერხებულად აიღო ხელში და საწოლის გვერდზე დადო. ლილიას გაუკვირდა ასეთ წვრილს როგორ შეეძლო ორი ჩანთის თავისუფლად ტარება, მაგრამ არაფერი უთქვამს.
ლილია ისევ ფანჯარასთან იდგა და თვალს ადევნებდა როგორ ამოალაგა გოგომ ჩანთიდან მისი ნივთები და თავისუფალ ტუმბოში შეალაგა, ამ ყველაფერს ათი წუთიც არ დასჭირვებია.
-რა ცუდია რომ აქ კარადების მაგივრად ტუმბოები აქვთ -უკმაყოფილოდ წარმოთქვა გოგომ როგორც კი ტანსაცმლის შელაგება დაასრულა.
ლილიამ მის ტანსაცმელებში ჭრელი მაისურები, მოტკეცილი ჯინსები და ძალიან მოკლე შორტები დალანდა.
-ნამდვილად -გოგომ კვერი დაუკრა ყავისფერთმიანს.
-მე ნატი მქვია სხვათაშორის -გოგომ გაიცინა და ლილიას ხელი გაუწოდა. ლილიას გაუკვირდა აქამდე როგორ გამოეპარა მისი სახელის კითხვა.
-ლილია -გოგომ ენერგიულად ჩამოართვა ხელი და როდესაც მათი კანები ერთმანეთისას აღარ ეხებოდა ორივე უხერხულად მიაშტერდა ერთმანეთს.
ლილია ჩაფიქრდა რა უნდა ეთქვა შემდეგი. მაგრამ თავში არაფერი მოსდიოდა. როდესაც საბოლოოდ გადაწყვიტა ბანაკზე ეკითხა რაიმე ნატიმ დაილაპარაკა.
-აქ როგორ მოხვდი ქერა?
ლილია თავიდან ვერ მიხვდა რას ეკითხებოდა, როგორ მოხვდა ანუ რითი ჩამოვიდა თუ საიდან გაიგო აქაურობის შესახებ?..
ერთი წუთი მაინც დასჭირდა სანამ საბოლოოდ პასუხს მოიფიქრებდა და ხმას ამოიღებდა.
-ავტობუსით ჩამოვედი.
ნატიმ მხიარულად გაიცინა, თუმცა აღარაფერი უთქვამს. ოთახს თვალი მოავლო და ლილიას მოუბრუნდა.
-დაბლა უნდა ჩავიდეთ ხომ იცი? -უდარდელად იკითხა მან. ლილიამ წარბი ასწია, არ იცოდა დაბლა რატომ უნდა ჩასულიყო.
-რატომ? -იკითხა მან და გოგოს გაბადრულ სახეს გამომცდელად მიაჩერდა.
-სამხრის დროა -ნატიმ მხრები აიჩეჩა -და ამის მერე ერთმენეთს გაგვაცნობენ.
ლილიას გაუკვირდა გოგომ ამდენი საიდან იცოდა, კითხვა დააპირა თუმცა თითქოს გოგოს მისი აზრები წაეკითხოს უთხრა რომ მეორედ იყო ამ ბანაკში.
-მაშინ ჩავიდეთ -ლილიამ თბილად გაიღიმა, შუბლზე გადმოყრილი ქერა კულულები უკან გადაიგდო და კარისკენ წავიდა. ნატი გვერდით მიჰყვებოდა. გოგოს გამხდარი სხეული მოქნილად მოძრაობდა.
კარები გააღეს და უხმოდ ჩაირბინეს კიბეები. დერეფანში დაბუდებულ სიჩუმეს მხოლოდ მათი მსუბუქი ფეხის ნაბიჯები არღვევდა.
როდესაც შენობიდან გასასვლელ კარს დაწვდა ნატიმ ლილია შეაჩერა, მაჯაზე ხელი მაგრად ჩასჭიდა, მიუხედავად იმისა რომ ოდნავ მტკივნეული იყო ლილიას წამიერად გაეცინა როგორ სასაცილოდ გამოიყურებოდა მის მაჯაზე გოგოს პატარა წვრილი ხელი.
-მარჯვენა ფეხი გადადგი -მხიარულად წამოიყვირა გოგომ და ხელი მოაშორა, ლილიას გაკვირვების ტალღამ დაუარა სხეულში თუმცა არაფერი თქვა. კარი გამოაღო.
ნატის გახედა და მისი ნათქვამისამებრ მარჯვენა ფეხი გადადგა პირველი.
გარეთ მზე ანათებდა, ლილიას გაეღიმა როდესაც ზღვასთან მოთამაშე მზის სხივები დაინახა, მართალია სანახაობა შორს იყო მაგრამ გოგო მაინც ამჩნევდა ტალღებზე მოცეკვავე ნათებას.
ზღვას თვალი რომ მოსწყვიტა ეზოს დააკვირდა. მწვანე კარგად მოვლილ გაზონებს შუა პატარა ქვით მოპირკეთებული ბილიკები იყო დასმული, იქაურობა დიდი იყო. ძალიან დიდი სივრცე და ლილია ძლივს ატანდა თვალს ერთი შენობიდან მეორეზე. გარშემო ახალგაზრდები დადიოდნენ, ყველაზე დიდებს შავი მაისურები ეცვათ. ლილიამ იცოდა რომ ისინი ლიდერები იყვნენ რადგან ავტობუსიდან ჩამოსვლისას ერთ-ერთი შავმაისურიანი გრძელთმიანი გოგო თუ ლილიას სწორად ახსოვდა მაკო ერქვა გაეცნო და ოთახამდე მოაცილა. აუხსნა რომ ლიდერი იყო. ლილია შავმაისურიანებში მას ახლა ვერ პოულობდა.
ბავშვები წყვილებად მიდიოდნენ ერთი პატარა შენობისაკენ, ნატიც ლილიას იქით გაუძღვა და გოგო ხმისამოუღებლად მიჰყვა მას.
შიგნით რომ შეიდნენ ლილიას უზარმაზარი სასადილო გადაეშალა წინ, თეთრი მაგიდები რომელიც 4კაცისათვის იყო განკუთვნილი მწკრივზე ელაგა. გოგომ დახლზე დალაგებული საჭმელები შენიშნა და ნერწყვი გადაყლაპა. მას ხომ მთელი დღე არაფერი ეჭამა. მგზავრობისას ჭამა არ სიამოვნებდა, დილით კი მხოლოდ ჩაის დალევა მოასწრო მანამ სანამ დედამისი ეუბნებოდა როგორ მოქცეულიყო ბანაკში.
-მოდიხარ? -ჰკითხა ნატიმ და ლილიამ შეამჩნია რომ ერთ ადგილას გაშტერებულიყო. გოგოს თავი დაუქნა და უკან გაჰყვა, წითელი ლანგრები აიღეს და იოგურტი, ვაფლი, მსხალი და ბულკი დაილაგეს ზედ. თითოეული თეთრ თეფშზე იდო და ლანგარზე სიმეტრიულად დაეტია.
ლილიამ აქეთ-იქით მიმოიხედა რომ თავისუფალი მაგიდა ეპოვა, თვალებით ეძებდა და მხოლოდ ოთახის ბოლოში დაინახა ერთი.
-იქ დავსხდეთ -თვალებით ანიშნა ნატის მის ახლად აღმოჩენილ მაგიდაზე.
ნატიმ მას მხიარულად გაუღიმა და თავი გააქნია, ლილია გაკვირვებული მიაჩერდა.
-დამიჯერე, მარტო დაჯდომა არასოდეს არის კარგი, პირველი დღე, პირველი შთაბეჭდილება ადამიანზე დიდ ზეგავლენას ახდენს, ამიტომ მოდი, დღეს მარტო დაჯდომა გადავდოთ. -ეს ყველაფერი ისე მხიარულად წარმოთქვა გოგომ, ლილიას ეჭვიც არ შეჰპარვია რომ მართალს ამბობდა. მხოლოდ თავი დაუქნია მას და უკან მიჰყვა, ლანგარი ხელში მაგრად ეკავა რომ არ დავარდნოდა.
ლილიამ დაინახა როგორ მოხერხებულად გაძვრა ნატი მაგიდებს შორის და თვითონაც მისი მოძრაობა გაიმეორა, გოგოს წვრილ ზურგს აკვირდებოდა.
ნატი ერთ-ერთ მაგიდასთან მივიდა სადაც ბიჭი და გოგო ისხდნენ და იკითხა დაკავებული იყო თუ არა ადგილები, მათ თავი გააქნიეს და ნატიმ ლილიას ანიშნა რომ მისულიყო. გოგონები მაგიდასთან მოთავსდნენ თუ არა ლილიას ტელეფონმა დარეკა. გოგომ დედამისის სახელს მოჰკრა თვალი და ტელეფონი გათიშა. დედამისს მოკლე შეტყობინება გაუგზავნა რომ დაკავებული იყო და მობილური კვლავ ჯიბეში ჩაიდო.
მაღლა რომ ამოიხედა ნატის წყვილთან საუბარი გაება. ლილიას გაეღიმა რა უცებ შეეძლო გოგოს ხალხთან კონტაქტი.
ლილია გოგოს და ბიჭს დააკვირდა, გოგოს მოკლედ შეჭრილი შავი თმები ჰქონდა, მომწვანო თვალები და სავსე ტუჩები, საუბრისას მათ სასაცილოდ ამოძრავებდა.
მის გვერდით მჯდომ ბიჭს ქერა თმები ჰქონდა, კისრამდე დაშვებული. მკრთალი ცისფერი თვალები და დიდი ტუჩები. ოდნავ დიდი ცხვირი ჰქონდა მაგრამ მის სახეს უხდებოდა.
ლილიამ არ იცოდა საუბარში როგორ ჩართულიყო ამოტომ ჩუმად იყო და იოგურტს შეექცეოდა, თავი უხერხულად იგრძნო ეს ნატიმაც შეამჩნია.
-ლილია გაიცანი ეს სანდროა -ნატიმ სიცილით მიუთითა ქერა ბიჭზე -ეს კი -ხელი მის გვერდით მჯდარ გოგოსკენ გაიშვირა -მარიამი.
-ლილია -წაიბურტყუნა გოგომ და ლოყები აუწითლდა.
ამის შემდეგ საუბარი გაუადვილდა, მოსწონდა მათთან ერთად ყოფნა. განსაკუთრებულად ნატი რომელიც მუდამ იცინოდა და ყველაფერს აკეთებდა რომ მაგიდასთან მსხდომები გაეცინებინა. მის ჩვეულებრიბვ მოქმედებასაც კი ღიმილით ხვდებოდა ლილია.
თხუთმეტი წუთი საუბრობდნენ, ჭამაც მოასწრეს ასე თუ ისე. ადგომა რომ დააპირეს ლილიამ მისი ლანგარი აიღო.
-ლილია -ნატიმ გაიცინა და გოგო მისკენ მიბრუნდა ნატიმ მხრები აიჩეჩა და ლილიამაც ღიმილით გააქნია თავი ადგა და როდესაც შებრუნდა ვერაფერი დაინახა ლურჯი მაიკის გარდა.
თითქოს თავბრუ დაეხვაო, მისი თვალთახედვა ზღვასავით ლურჯი მაისურის გარდა ვარაფერს ამჩნევდა. ლანგარი ხელში ზედმეტად მძიმე ეჩვენა. მაღლა აიხედა და ქერათმიანი ბიჭი დაინახა რომელსაც მაისურისფერი თვალები უნათებდა.
-სანდრო, გამომყევი რა.
ბიჭს ქერა თმები მოკლედ ჰქონდა შეჭრილი, დიდი სავსე წითელი ტუჩები ოდნავ დაეშორებინა ერთმანეთისათვის და სულ ოდნავ უჩანდა კბილები, სწორი ცხვირი და თეთრი ლოყები ჰქონდა.
ლილიამ თავი გააქნია და თვალები მის წინ მდგომ ბიჭს მოაშორა. რატომღაც მუცელში უცნაური შეგრძნება დაუგუბდა. უნდოდა რომ ბიჭისთვის კიდევ ეყურებინა მაგრამ იცოდა რომ ეს უცნაური იქნებოდა ამიტომ ლანგარს ხელები მაგრად ჩასჭიდა და მის მაისურს დააშტერდა.
-ლილია? -ნატის დაბნეული ხმა გაიგო და მისკენ გაიხედა. მხოლოდ ახლა შეამჩნია რომ გოგოს გზას უკეტავდა. ლოყებაფაკლული ერთი ნაბიჯით გაიწია და ლურჯთვალებას დაეჯახა.
ახლა მისი ლოყები ისეთივე ფერის იყო როგორიც ვარდი თოვლში. ზედმეტად წითელი. ლილია ბიჭს მოშორდა და ახედა, ის მას უყურებდა, მისი ზღვისფერი თვალები გოგოს სახეს ათვალიერებდა.
-ბოდიში -თქვა ლილიამ ხმადაბლა. და ბიჭს თვალები მოაშორა, მის მზერას მაინც გრძნობდა.
-არაფერია -ბიჭის ხმა თითქოს გოგოს ყურებში დაგუბდა, ოდნავ ბოხი ხმა იყო. გოგო კვლავ მის მაისურს მისჩერებოდა, თავის აწევა არ უნდოდა.
-წავიდეთ? -იკითხა ნატიმ. ლილიამ თავი დაუქნია და გოგოს უკან გაჰყვა.
-იცი ვინ არის? -იკითხა ნატიმ როდესაც ლანგრები დადეს და სამზარეულოდან გამოვიდნენ.
-ვისზე ამბობ? -იკითხა ლილიამ თუმცა ზუსტად იცოდა ვისაც გულისხმობდა გოგო.
-გიორგი ჰქვია, სანდროს ძმაა. -ხმადაბლა თქვა ნატიმ და ვითომ არაფერიო გზა გააგრძელა.
-არვიცი რატომ ჩათვალე რომ მაინტერესებს, მაგრამ მადლობა ინფორმაციისათვის -უკან მიადევნა ლილიამ და ნაბიჯს აუჩქარა რომ გოგოს დასწეოდა. -ისე, საიდან იცი?
-წინა წელს გავიცანი. -თქვა ნატიმ და ლილიამ შეამჩნია მისი ხასიათის ცვლილება, გოგო აღარ იღიმოდა და მხოლოდ წინ იყურებოდა.
ლილიას გაუკვირდა თუ ერთმანეთს იცნობდნენ რატომ არ მიესალმნენ მაგრამ გადაწყვიტა არაფერი ეკითხა, რადგანაც ნათლად დაინახა ნატის მასზე საუბარი არ სიამოვნებდა, თითქოს უხილავ შინაგან ტკივილს აყენებდა.
-სად მივდივართ? -იკითხა ლილიამ როდესაც მათ შენობას გასცდნენ, ნატის სახეზე ღიმილი დაბრუნებოდა.
-გაცნობის ცერემონიალი იქნება. მაგარი რამეა -გოგომ გაიცინა და ლილიას ხელი ჩასჭიდა. ლილიამ მისი ხელის შეხებისას სითბი იგრძნო.
ოდნავ ეუცნაურებოდა ხელჩაკიდებული სიარული, დედამისს მისთვის ხელი არასოდეს ჩაუკიდია, ყოველთვის გვერდით იყენებდა მაგრამ საშვალებას არ აძლევდა მას დაყრდნობოდა, თუ დაეცემოდა ლილია თავისით უნდა ამდგარიყო ქალი ხელს არასოდეს შეაშველებდა. ლილიამ იცოდა რომ ეს მისივე კარგისთვის იყო, იმისათვის რომ დამოუკიდებელი გაზრდილიყო, იმისათვის რომ არავისზე ყოფილიყო დამოკიდებული.
როდესაც ნატი ლილიას შენობაში შეუძღვა რომელსაც შუშა იატაკიდან ჭერამდე დაუყვებოდა მთელს სიგრძეზე ლილიამ ნაცნობი შავმაიკიანი ლიდერი დაინახა, მაკო. მან გოგონებს გაუღიმა და კომპიუტერთან მჯდომ ბიჭთან საუბარი განაგრძო.
შენობაში ლილიას და ნატის გარდა უამრავი ბავშვი იყო, უმეტესობა ძირს ისხდნენ და ერთმანეთში საუბრობდნენ, ლილიამ უხერხულად დაიწყო თვალების ცეცება.
-დავსხდეთ? -ღიმილით იკითხა ნატიმ და გოგოს პასუხისთვის არ დაუცდია ისე წაათრია ერთ-ერთი ბავშვების ჯგუფისაკენ.
ლილიამ გოგოს ფეხი ააყოლა და როდესაც ბავშვებს მიუახლოვდნენ ნატისთან ერთად დაჯდა ძირს. ბავშვებმა მათ გაუღიმეს მხოლოდ რამოდენიმემ არ შეიმჩნია ისინი.
-გამარჯობათ - ნატიმ მხიარულად შეჰყვირა -მე ნატი ვარ -გოგომ ისე ბუნებრივად გაიცინა რომ ლილიაც აჰყვა -ეს ლილია არის, მე მეორედ ვარ ამ ბანაკში და არცერთი მეცნობით, თქვენც პირველად ხართ?
-მე მეორედ ვარ -თქვა გოგომ რომელმაც მათი მოსვლა არ შეიმჩნია. პატარა ტუჩები გამაღიზიანებლად ჰქონდა აპრეხილი და თმები კოსაზე ისე ჰქონდა აწეული რომ წარბები მაღლა აყოლოდა.
ლილიას ეს გოგო არ მოეწონა.
-მართლა? -ნატიმ თვალები მოჭუტა -არ მახსოვხარ. -ეს უთხრა გოგომ და თავი მოაბრუნა და სხვებს გაუბა საუბარი. ლილიას გაეცინა. ნატი ბუნებრივად ახერხებდა ყოველივე ამას.
-შენც პირველად ხარ? -ჰკითხა ლილიას გვერდით მჯდომმა ბიჭმა, მას მოყავისფრო თმები და მწვანე თვალები ჰქონდა, წვრილი ტუჩები კი სიცილისაგან გაპობოდა.
-კი, პირველად ვარ მაგრამ გამიმართლა რომ ჩემი ოთახის მეზობელმა ყველაფერი იცის. -თქვა ლილიამ და ნატის გახედა რომელიც საუბარში იყო ჩართული და ლაპარაკისას ხელებს იშველიებდა.
-მე დემე მქვია -ბიჭმა ხელი გაუწოდა, ლილიამ თბილად გაუღიმა და ხელი ჩამოართვა.
-ლილია.
-ლამაზი სახელია.
-მადლობა -ლილია გაწითლდა
-ბანაკში შენც სკოლიდან გამოგიშვეს? -იკითხა ბიჭმა
-კი. ნეტავ მალე დაიწყება ცერემონია? ძალიან დავიღალე -გოგომ თემა სწრაფად შეცვალა, არ უყვარდა სკოლაზე საუბარი.
-მართლაც, ათი საათი ვიმგზავრე, გზაში კი მოვასწარი დაძინება მაგრამ მაინც დაღლილი ვარ. -კვერი დაუკრა ბიჭმა.
-ზუსტად, მე გზაში არ მეძინა -ლილიას გაეღიმა
-რატომ? ვერ იძინებ ხმაურში?
-არა უბრალოდ ვკითხულობდი -ტესას თვალები გაუბრწყინდა როდესაც გაახსენდა როგორი მონდომებით კითხულობდა ჯეინ ოსტინის რომანის გვერდებს, მაშინ როდესაც ყურსასმენებში მუსიკა იფრქვეოდა.
-მართლა, რას კითხულობდი?
-სიამაყე და ცრურწმენას -გოგომ ბიჭის სახეზე გამოსახულ ღიმილს ღიმილითვე უპასუხა.
-ძალიან მიყვარს ეგ წიგნი -თქვა მან.
-მეც, ჩემი საყვარელი წიგნია. -თვქვა ლილიამ.
გოგომ დემესთან დიდი ხანი ისაუბრა და აღმოაჩინა რომ უამრავი საერთო ჰქონიათ, თითქოს ერთნაირები იყვნენ, წიგნებში ჩაფლულები, ორივე ხატავდა, ორივეს უყვარდა ზღვა. ლილიას ბიჭი მოეწონა, მასთან საუბარი ძალიან იოლი იყო, მხოლოდ ათი წუთი იყო რაც ერთმანეთს იცნობდნენ და მასთან თავს უკვე ძველი მეგობარივით გრძნობდა.

-ყურადღება, ყურადღება -გაისმა სიცილნარევი ხმა მთელს დარბაზში და გოგომ მაღლა აიხედა, აქამდე ყურადღება არ მიუქცევია, მთელი შენობა სავსე იყო ბავშვებით, დარბაზის შუაში თეთრი მაისურიანი ბიჭი იდგა რომელსაც შავი პატარა მიკროფონი ხელებს შუა მოექცია და მაცდური ღიმილი დასთამაშებდა სახეზე როდესაც ბავშვებს უყურებდა. -როგორ ხართ? -ესეც სიცილით წარმოთქვა და უმალვე მიიღო დარბაზისგან პასუხად ხმამაღალი 'კარგად'. ყველამ იყვირა ნატის ჩათვლით რაც ლილიას არ გაუკვირდა რადგან ნატი ისეთი ადამიანი ჩანდა რომელსაც ძალიან მოსწონდა მსგავსი აქტივობები, თანაც როგორც თვითონ ახსენა ადრეც იყო ამ ბანაკში და იცოდა რა უნდა ექნა.
-...თქვენი ოთახის მეზობლების გარდა. -ფიქრებიდან მიკროფონიანი ბიჭის ხმამ გამოარკვია, არ მოუსმენია მანამდე რა თქვა ამიტომ დაბნეულმა მიმოიხედა, ნატის სახეს ორი ბავშვის იქით მოჰკრა თვალი და მისი ყურადღების მიქცევა უნდოდა რომ ეკითხა რა მოხდა მაგრამ ნატი მთლიანად ჩაფლული იყო ყვირილსა და ტაშის დაკვრაში და ლილია ვერ შეამჩნია.
-რამე მოხდა? -იკითხა ლილიას გვერდით მდგომმა დემემ და გოგომ მას კითხვისნიშნით გახედა.
-ვერ გავიგე აქამდე რას ლაპარაკობდა -თქვა გოგომ და ბიჭის ღიმილზე თვალები აატრიალა.
თეთრმაიკიანი დარბაზის შუაში კიდევ აგრძელებდა საუბარს მაგრამ ლილიას რატომღაც ყოველწუთს ყურადღება ეფანტებოდა.
მოსმენა კიდევ უფრო გაძნელდა როდესაც ბავშვების ჯგუფში ნაცნობი ლურჯი მაიკა დაინახა. რატომღაც ყურებში ხმა დაუგუბდა და ახლა საერთოდ არაფერი ესმოდა, მხოლოდ ზღვისფერ მაიკას უყურებდა და რატომღაც ვერ ბედავდა რომ ზემოთ აეხედა.
ის გაუნძრევლად იდგა ძმის გვერდით და სახეზე არანაირი ემოცია არ ემჩნეოდა, მხოლოდ მისი ლურჯი თვალები ბრწყინავდნენ. მისი ძმა ყურში რაღაცას ჩურჩყულებდა და ამაზე იშვიათად ეცინებოდა მაგრამ როდესაც ასე ხდებოდა ლილიას სუნთქვა ეკვროდა, მისი ღიმილი საოცრება იყო, სავსე წითელი ტუჩები განზე იწეოდნენ და მის ლოყებზე რამოდენიმე ნაკეცი ჩნდებოდა, მელნისფერი თვალები კი იმაზე შესამჩნევად ბრწყინავდნენ ვიდრე მანამდე. მაგრამ რგორც კი მისი ძმა თავს გასწევდა მისი მაღალი კისრიდან მას სერიოზული გამომეტყველება უბრუნდებოდა, თითქოს არც კი გაეცინოს წამის წინ.
ლილიამ არ იცოდა საერთოდ რატომ აკვირდებოდა მას, მაგრამ ყოველ ჯერზე როდესაც განზე გახედვას მოინდომებდა თვალებით თავისით პოულობდნენ გზას მისკენ. რატომღაც ლილიას არ შეეძლო სხვაგან ყურება როდესაც ის იქ იყო, არც კი იცოდა რატომ, რატომ აკვირდებოდა მის თითოეულ მოძრაობას, თითქოს მის ყოველ ამოსუნთქვას ითვლიდა.
-ლილია -გოგომ მხარზე შეხება იგრძნო და გიორგის თვალები მოსწყვიტა, დემე მის გვერდით რაღაცას ეუბნებოდა.
-რა? -დაბნეულმა იკითხა გოგომ
-ლილიანა ბერიძე და ნატალი მაისურაძე -თქვა მიკროფონიანმა ბიჭმა და ლილიამ მისკენ გაიხედა.
რა უნდა ექნა არ იცოდა და ნატის გახედა გოგო უკვე წინ მიდიოდა მაგრამ თავი უკან ჰქონდა მობრუნებული და თვალებით მას ეძებდა. როგორც კი მათი თვალები შეხვდა ნატიმ ხელი დაუქნია და ანიშნა რომ მასთან ერთად წასულიყო, დემემაც წინ უბიძგა გოგოს და ლილია წამში დარბაზის შუაში ნატისა და თეთრმაისურიანის გვერდზე გაჩნდა.
-თქვენ მეოთხე ჯგუფში მოხვდით -თქვა ბიჭმა და მის უკან მდგარმა გოგომ რომელიც ლილიამ ახლახანს შეამჩნია მათ ნარინჯისფერი მაისურები მიაწოდა.
ლილიამ მაისური გამოართვა და გოგოს მადლობის ნიშნად გაუღიმა, მას ლურჯი თმები ლავიწის ძვლებზე ეყარა და საოცრად ლამაზი იყო, თაფლისფერი თვალბით და მომღიმარი ტუჩებით. ლილიამ იფიქრა რომ გოგო 25 წლამდე იქნებოდა, რადგან მისი შეხედულებიდან ასაკი არც ისე კარგად ეტყობოდა ზუსტად რამდენის იყო ვერ იტყოდი, მაგრამ აშკარა იყო რომ 25 წელს ზემოთ არ იქნებოდა.
ნატიმ მაისური მეორე ხელზე გადაიდო გოგოს ხელი ჩაჰკიდა და მაშინვე 'გაათრია' დარბაზის შუიდან როგორც კი მიკროფონიანმა ახალი წყვილის სახელი წარმოთქვა.
ლილიამ მას გაკვირვებით შეხედა, თუმცა არაფერი უთქვამს და ნებით თუ ძალით მაინც გაჰყვა დარბაზის ბოლოში სადაც ნაკლები ბავშვი იყო.
როგორც კი ნატიმ გოგოს ხელი გაუშვა ლილია მაჯაზე აწითლებულ ადგილს დააკვირდა, ნატი მას მართლაც რომ მტკივნეულად უჭერდა. ლილიას უნდოდა ეკითხა ასე რატომ გამოათრია, ან აინტერესებდა გაბრაზებული ხომ არ იყო რამეზე მაგრამ როგორც კი გოგოს სახეს ახედა გაეღიმა, ნატი სულელივით იცინოდა, ენა კბილებს შუა მოექცია და ყურებამდე ჰქონდა ატანილი ტუჩები.
-მეოთხე ჯგუფი მაგარია! -წამოიყვირა ნატიმ.
-ჰოო? -იკითხა სიცილით ლილიამ. პირადად ის ზედმეტად დაკავებული იყო მისი ყურებით და არაფერი მოუსმენია, ასე რომ საერთოდ არ იცოდა რას ნიშნავდა მეოთხე ჯგუფი ან რატომ გამოიყვანეს შუა დარბაზში მხოლოდ მაისურის ასაღებად. მაგრამ გადაწყვიტა რომ ამაზე მოგვიანებით ჰკითხავდა.
-ხუმრობ? მეოთხე ჯგუფი ძალიან მაგარია! მართლა! -ნატი აქეთ-იქით დახტოდა. საბედნიეროდ ყველას ყურადღება სცენისაკენ იყო მიმართული და მას ვერ ამჩნევდნენ.
ლილია უყურებდა მის წინ მდგომ აღტაცებულ გოგოს და ღიმილის გარდა არაფერი შეეძლო, იღიმოდა და აკვირდებოდა გოგოს რომელსაც ყველა პატარა დეტალი ბავშვივით უხაროდა, დიდი გახსნილი და მოსიყვარულე გული ჰქონდა რომელიც ალბათ ყველას იტევდა და რატომღაც ლილიას ისეთი შეგრძნება ჰქონდა რომ სწორედ ამ თვისების გამო უკვე განუზომელ სიყვარულს გრძნობდა მისადმი.
-უჰჰჰ! -ნატიმ სიხარულით ამოიღმუვლა რამაც ლილიას ხმამაღალი სიცილი გამოიწვია და სანამ გოგო სიცილს არ მორჩა ვერ გაანალიზა რომ მთელი დარბაზი მათ უყურებდა, მიკროფონიან ბიჭსაც კი მთელი ყურადღება მათკენ ჰქონდა მიპყრობილი.
მაგრამ ამ უამრავ ადამიანში ლილია მხოლოდ ერთის მზერამ გააწითლა.
ცისფერი თვალების დაჟინებულმა მზერამ რომელიც მას ეკუთვნოდა.
-ბავშვებო სიმშვიდე შევინარჩუნოთ -სიცილით თქვა მიკროფონიანმა ბიჭმა რომელიც ლილიას აზრთ 22 წლის იქნებოდა და კვლავ დარბაზისაკენ მიბრუნდა.
ლილია გიორგის მზერას გრძნობდა რაც ძალიან ამაფორიაქებელი იყო, გოგო ყველანაირად ცდილობდა რომ არ გაეხედა მაგრამ რამდენჯერმე თვალი მაინც გაექცა მისკენ და როდესაც საპასუხოდ ბიჭის თვალები მისას მიაჩერდა სწრაფადვე გაიხედა სხვა მიმართულებით.
ლილია დაბნეული იყო, არ იცოდა რატომ აღელვებდა მისი მზერა, საერთოდ რატომ იყურებოდა ხოლმე მისკენ.
გოგო საკუთარ თავზე გაბრაზდა, რატომ გრძნობდა პეპლებს მუცელში როდესაც იცოდა რომ ის უყურებდა.
ლილიამ თავი გააქნია და გადაწყვიტა რომ მისკენ არ გაიხედავდა.
გოგომ ნატის ახედა რომელიც იცინოდა, როგორც ჩანს მას საერთოდ არ ჰქონდა იმის პრობლემა რომ ყურადღების ცენტრში იყო.
როგორც კი ყველა მოსწავლემ მიაბრუნა თავი თეთრმაისურიანისაკენ ლილიამ შვებით ამოისუნთქა. მას არასოდეს მოსწონდა ყურადღების ცენტრში ყოფნა, ეს ზედმეტად დამაბნეველი იყო მისთვის. დედამისი გამუდმებით ეუბნებოდა რომ დაბნეულობა ცუდია, ცუდი თვისებაა ამიტომაც ლილიამ იცოდა რომ არ უნდა დაბნეულიყო, შესაბამისად გოგო ყურადღების ცენტრში არ ექცეოდა.
ნატი მთელი შეხვედრის მანძილზე ცდილობდა ლილიას გაცინებას და როგორც კი საწადელს მიაღწევდა ლილიას ეუბნებოდა რომ თვალის მომჭრელი სიცილი ჰქონდა, რაზეც ლილია წითლდებოდა.
როგორ ძალიანაც არ უნდა სდომოდა ლილიამ ვერაფრით მოიკრიბა ყურადღება რომ მიკროფონიანისათვის მოესმინა. სამაგიეროდ გიორგისაკენ ერთხელაც აღარ გაუხედავს.
როდესაც ლილიასათვის საბედნიეროდ გაცნობის ცერემონია დამთავრდა რომელიც ლილიამ ვერაფრით მოისმინა უკვე ბინდი იწვა გარეთ. ნატი და ლილია ქვითმოპირკეთებულ ბილიკზე ერთად მიდიდნენ რომ როგორც ლიდერებმა თქვეს თავიანთ ოთახებში ასულიყვნენ.
ლილია დაღლილი იყო, ძალიან დაღლილი და იცოდა რომ როგორც კი თავს ბალიშზე დადებდა მაშინვე დაეძინებოდა.
-ვკვდებიი -დემონსტრაციულად წამოიძახა ნატიმ და ლილიამ გაკვირვებულმა ახედა.
-რამოხდა?
-ამდენიხანი რა ალაპარაკებდა? -თქვა ნატიმ და ხელი თეთრმაისურიანისაკენ გაიშვირა რომელიც ახლა ორ ლიდერთან ერთად რაღაცაზე იცინოდა -წინა წელს ამდენი კი არ ულაპარაკიათ. -ლილიამ ჩაიღიმა რადგან თვითონ ბიჭის ერთი სიტყვაც არ გაუგია.
საერთოდ ლილიას მოსმენა არასოდეს უჭირდა მაგრამ დღეს ვერაფრით მოახდინა კონცენტრაცია.
როდესაც გოგონები თავიანთ ოთახში შევიდნენ, პირველი და უკანასკნელი რაც იმ ღამეს ლილიამ გააკეთა თავის ბალიშზე დადება იყო და სწრაფად გადაეშვა უსიზმრო ძილში.
როდესაც მუსიკის ხმა გაიგო ლილიას ისეთი შეგრძნება ჰქონდა რომ ახალი ჩაძინებული იყო, მაგრამ როდესაც თვალები გაახილა ფანჯრიდან მზის სხივები იფრქვეოდა.
ნატის საწოლზე გაშხლართულს ეძინა და თავი ბალიშში ჩაერგო. როგორც ჩანს მუსიკის ხმა მას საერთოდ არ აწუხებდა.
ლილია ძილის შებრუნებას არ აპირებდა, მიუხედავად იმისა რომ ძალიან ეძინებოდა. ადგა და შავ ტოპზე სწრაფად გადაიცვა ტუმბოზე დადებული ნარინჯისფერი მაისური, რადგან გუშინ მკაცრად გააფრთხილეს რომ სხვა მაისურის ჩაცვა ეკრძალებოდა. მოკლე ჯინსის შორტი ამოიცვა და თმები სწრაფად გადაივარცხნა.
ერთი სული ჰქონდა გაეგო რატომ იყო მუსიკა ბოლო ხმაზე ჩართული.
დაბლა რომ ჩავიდა და კარებიდან გაიხედა გარეთ არავინ იყო, მხოლოდ რამოდენიმე ლიდერი. ლილია უკან ოთახში აბრუნდა და ნატის გაღვიძება სცადა. რაც არ გამოუვიდა რადგანაც გოგოს 'მკვდარივით' ეძინა.
რადგან გოგომ ვერ გაარკვია რატომ იყო მუსიკა ჩართული თანაც გარეთ ვერავინ დაინახა მხრები აიჩეჩა და ოდნავ დამშვიდდაა.
სააბაზანოში შევიდა და თავი მოიწესრიგა, თმები დაიწნა და გვერდზე გადმოიგდო. საკუთარ თავს გაუღიმა სარკეში და ოთახში დაბრუნდა.
ნატის ბალიშიდან თავი ამოეყო და აქეთ-იქით იყურებოდა, თან ჩუმად რაღაცას ბურტყუნებდა. ლილიამ 'დაძინება' და 'სულელური მუსიკა' ამოიცნო მის ბურტყუნში.
გოგოს გაუღიმა მან კი საპასუხოდ მკვლელი მზერა ესროლა.
-როგორც ჩანს შენ ნამდვილად არ ხარ დილის ადამიანი -უთხრა ლილიამ და თავის საწოლზე ჩამოჯდა.
-წარმოდგენაც კი არ გაქვს -წარმოთქვა ნატიმ საწოლიდან ზანტად წამოდგა და სააბაზანოსკენ გაეშურა.
ლილიამ ტუმბოდან ტელეფონი აიღო და შეამოწმა. მხოლოდ რამოდენიმე გამოტოვებული ზარი ჰქონდა დედისგან ამიტომ გადაწყვიტა რომ მისთვის დაერეკა. პირველივე ზარზე აიღო ქალმა ყურმილი და ლილიას ჩაეღიმა.
-ლილია? -ქალს ოდნავ ნამძინარევი მტკიცე ხმა ჰქონდა.
-გამარჯობა დედა -ზედმეტად ოფიციალურად წარმოთქვა ლილიამ მაგრამ სხვანაირად ვერც იტყოდა, იცოდა დედამის არ სიამოვნებდა როდესაც ლილია 'დე'ს ან მზგავს სახელებს ეძახდა. დედამისი ზედმეტად მკაცრი და მოწესრიგებული იყო ამისათვის.
-როგორ ხარ? -იკითხა ქალმა.
-კარგად დედა, შენ როგორ ხარ?...
ლილიამ დედამის მოკლედ მოუყვა ყველაფერი რაც გუშინ მოხდა, რამოდენიმე ფაქტი მაგალითად ის რომ ცერემონიაზე არაფერი მოუსმენია და გამუდმებით ერთ ბიჭს აშტერდებოდა ხოლმე გამოტოვა. იცოდა რომ დედამისი ბედნიერი არ იქნებოდა ყოველივე ამის გაგებით.
ათი წუთი 'მოკლე' საუბრის შემდეგ ლილია დედამისს დაემშვიდობა და ტელეფონი გათიშა, ამ დროსითვის ნატი უკვე გამოწყობილიყო ნარინჯისფერ მაისურსა ჯინსის მოკლე შორტში. დაახლოებით ისე როგორც ლილია.
-გინდა თმა შენნაირად დავიწნა? -იკითხა ნატიმ.
-და ტყუპები განვასახიეროთ?-გაენცინა ლილიას.
-შესაძლოა -სერიოზულად უპასუხა ნატიმ. ლილიას ამაზე კიდევ უფრო გაეცინა.
გოგომ მხრები აიჩეჩა და ნატის მიანიშნა რომ თუ მას უნდოდა შეეძლო თმა მის ნაირად გაეკეთებინა.
ნატიმ გაიცინა და თმების დაწვნას შეუდგა.
-მუსიკა რატომ არის ჩართული? -იკითხა ლილიამ, თან თვალს ადევნებდა როგორ იწნიდა ყავისფერ გრძელ თმას გოგო.
-უჰჰჰ -უკმაყოფილოდ ამოიგმინა ნატიმ -ეგ მუსიკა დილის რვა საათზე ჩვენს გასაღვიძებლად ჩართეს -გოგომ თვსალები აატრიალა -გუშინ ხომ ახსენეს, არ მოგისმენია?
ლილია გაწითლდა და უსიამოვნოდ შეიშმუშნა როდესაც გაახსენდა როგორი მონდომებით აკვირდებოდა ლურჯთვალება ბიჭს და როგორ არცერთი სიტყვა არ მოუსმენია გუშინდელ შეკრებაზე.
-ალბათ თავიდან ამომივარდა-თქვა ლილიამ და ფანჯრისაკენ გაიხედა.
გოგოს მზის სხივები სასიამოვნოდ ელამუნებოდა სახეზე. ლილიამ თვალები დახუჭა და მზის სხივებს უფლება მისცა მისი სახე გაეთბოთ.
-ლილია, თხუთმეტ წუთში უნდა ჩავიდეთ დაბლა -თქვა ნატიმ, ლილიამ თვალები გაახილა და გაბადრულ ნატის მიაჩერდა რომელსაც თმების დაწვნა დაესრულებინა და მისი გრძელი ყავისფერი ნაწნავი ჭიპთან სრულდებოდა. დაახლოებით ისე როგორც ლილიასი, მაგრამ მისი უფრო გრძელი იყო და ქერა.
გოგოს მზის ფერი თმები ჰქონდა ზუსტად ისეთი როგორიც ახლადგამობრწყინებულ სხივებს აქვთ.
ლილიამ ნატის თავი დაუქნია და გაუღიმა. გოგომ კი საპასუხოდ მისი გასწორებული საწოლიდან ბალიში აიღო და ლილიას ესროლა. ლილიამ ბალიში აიცილა და სიცილით გაგორდა საწოლზე, თავისი ბალიში აიღო და ნატის ესროლა. გოგოს პირდაპირ სახეში მოახვედრა, გულში მადლობა თქვა რომ ეს ბალიშები ზედმეტად მსუბუქი იყო და არაფერი დაუზიანდა ნატის.
ნატიმ ლილიას კიდევ ესროლა რამოდენიმე ბალიში მაგრამ ლილია ოსტატურად გახტა ფანჯრისაკენ და ყველა აიცილა, ხოლო ნატიმ ყველა მოიხვედრა.
ლილიამ იმდენი იცინა რომ ცრემლები წამოუვიდა და მუცელი დაეჭიმა. ნატი გაბრაზებული შეჰყურებდა მას და დოინჯშემორტყმული იატაკზე ჩაკეცილს თავზე ადგა.
-ასე ხომ? -გაბრაზებული იძახდა ნატი -შენ დამაცადე! გირჩევნია საღამოს არ დაიძინო.
როდესაც ათ წუთში ლილია როგორც იქნა სიცილს მორჩა იატაკიდან ძლივს-ძლივობით წამოდგა ნატიმ უთხრა რომ დაბლა უნდა ჩასულიყვნენ.
ლილია მეორედ შევიდა სააბაზანოში, გაწეწილი ნაწნავი შეისწორა, სახიდან ცრემლები მოიშორა და წყალი შეისხა. როდესაც უკან დაბრუნდა ნატი საწოლზე იყო ჩამომჯდარი და მას ელოდა.
-ჩავიდეთ? -იკითხა გოგომ.
-ჰო, ჩავიდეთ -უპასუხა ლილიამ და ორივენი უსიტყვოდ გავიდნენ კარს იქით, დერეფანში რამოდენიმე ბავშვი გამოსულიყო, მათგან არცერთს არ ეცვა ნარინჯისფერი მაისური, სამაგიეროროდ ორს ლილიას საყვარელი ღია მწვანე ფერის მაისური ეცვა და გოგოს ოდნავ გული დასწყდა რომ მისი მაისური არ იყო იმავე ფერის.
გოგონები კიბეზე დაეშვნენ და ეზოში გავიდნენ, გარეთ უამავი ბავშვი ირეოდა მაგრამ წინა დღისგან განსხვავებით მხოლოდ თოთხმეტი ფერის მაისურები იყო თვალთახედვაში, თითოეულ გუნდს თავისი ჰქონდა.
-გამარჯობა გოგონებო -ლილიამ ხმა გაიგო თუ არა გვერდზე შებრუნდა და შავმაისურიანი გოგონა დაინახა რომელიც წინა დღეს გაეცნო, მისი აზრით ის 23 წლის იქნებოდა, თუ სწორად ახსოვდა ლილიას მისი სახელი მაკო იყო.
მაკოს გრძელი მოყავისფრო თმები უკან ჰქონდა გადაწეული და სახეზე დიდი სათვალე ეკეთა. იღიმოდა და ხელში თავი ტაბლეტი ეჭირა რომელშიც რაღაცას კითხულობდა.
-ლილიანა და ნატალი, მართალი ვარ? -იკითხა მან გოგონების მიმართულებით.
-ლილია.
-ნატი. -შეუსწორეს გოგონებმა ერთდროულად და ამაზე სამივეს გაეცინათ.
-გამარჯობა ბავშვებო, მე გუშინ გაგეცანით, მაკო მქვია -გოგომ თბილად გაიღიმა -თქვენი ლიდერი ვიქნები.
-გამარჯობა -მხიარულად წამოიყვირა ნატიმ და ლილიამ უბრალოდ გაიღიმა.
-გუნდის დანარჩენი წევრები შეკრების ადგილზე არიან, ჩვენც წავიდეთ ხომ? -იკითხა მან და როდესაც გოგონებმა თავი დაუქნიეს უხმოდ გაუძღვა ლამაზად მოვლილ გაზონებს შორის გამოყვანილ ბილიკებზე და საბოლოოდ რამოდენიმე წუთში პატარა შენობაში შევიდნენ რომელიც ხის ოთხი ბოძისგან იყო გაკეთებული და პალმის ტოტები ჰქონდა გადაფარებული.
შიგნით სივრცე დიდი იყო და ნარინჯისფერმაისურიანი ბავშვები და ერთი შავმაისურიანი ბიჭი ისხდნენ პლასტმასის წითელ სკამებზე. სამი ადგილი თავისუფალი იყო და ნატი, ლილი და მაკო იქ მოთავსდნენ.
სკამები წრეზე იყო განთავსებული და ლილია შეძლებისდაგვარად ყველას ხედავდა, ძალიან სწრაფად გადაითვალა მისი და ნატის ჩათვლით 24 ნარინჯისფერ მაისურიანი ბავშვი იყო და ორი შავმაისურიანი ლიდერი.
-გამარჯობათ ბავშვებო -დაიწყო მაკომ და ლილიამ თავი მისკენ მიაბრუნა. მაკო ახლაც ტაბლეტში იყურებოდა და რაღაცას კითხულობდა. -მე მაკო მქვია, თქვენი ლიდერი ვიქნები დარჩენილი დროის მანძილზე და გაგაცნობთ ბანაკის წესებს. ეს თქვანი მეორე ლიდერია ანდრეა -მაკომ მის გვერდით მჯდომ შავმაისურიან ბიჭზე მიუთითა, ლილია დარწმუნებული არ იყო ის რამდენი წლის იქნებოდა მაგრამ იცოდა რომ 25 წელს გადაცილებულს არ ჰგავდა.
-გამარჯობა -მშვიდად და ხმადაბლა თქვა ანდრეამ და მაკოს მიუბრუნდა რომელმახ მისი დასტურის შემდეგ საუბარი გააგრძელა.
-პირველ რიგში ბავშვებო, ერთმანეთი უნდა გავიცნოთ. ამიტომ ახლა თამაშს ვითამაშებთ, რომელიც ყველამ იცის, მემგონი. -გოგომ მაცდურად გაიღიმა და ლილიამ გაიფიქრა რომ გოგოს ღიმილი ძალიან უხდებოდა -რიგიდან დაწყებული თითოეულმა თქვენი სახელი უნდა წარმოთქვათ თქვენს გვერდზე მჯდომი კი თქვენს სახელს იტყვის და შემდეგ თავისას და ასე რიგირ დასასრულამდე. სულ 24ნი ხართ, ამიტომ არა მგონია გაგიჭირდეთ.
ბავშვებში შეძახილები და სიცილი გაისმა, ნატიმ აღტაცებულმა შემოჰკრა ტაში და ვინაიდან მაკოს გვერდზე იჯდა სურვილი გამოთქვა რომ მას დაეწყო, რაზეც მოყავისფროთმიანი ლიდერი სიხარულით დასთანხმდა.
-ნატი -წამოიყვირა ნატიმ და არვიცი რატომ 23 ბავშვში მხოლოდ ლილიას გაეცინა. ყველამ ლილიას შეხედა, გოგომ სიცილი შეწყვიტა. იცოდა ახლა მისი ჯერი იყო.
-ნატი -წარმოთქვა ლილიამ და ნატის გახედა რომელიც მას გაღიმებული მისჩერებოდა, ისევე როგორც ყველა -ლილია -წარმოთქვა გოგომ და გვერდზე მჯდომს გახედა.
მაგრამ სანამ გოგო გაიგონებდა გვერდით მჯდომი რას იტყოდა მის ყურთასმენას ერთხელ უკვე მოსმენილი ბოხი ხმა მისწვდა და გოგომ დაუფიქრებლად გაიხედა წინ სადაც ნაცნობი ლურჯი თვალები ეგულებოდა.
-გიორგი

ლილიამ თვალის არიდება ვერ მოახერხა, უბრალოდ არ შეეძლო სხვაგან გახედვა მაშინ როდესაც მის პირდაპირ გიროგი იჯდა და ერთადერთი კითხვა უტრიალებდა თავში
"როგორ მოხდა რომ ლურჯთვალება ბიჭს, თვალების ფერი მაისური შეურჩიეს?"
გოგოს აღარ გაუგონია ნარინჯისფერმაისურიანების სახელები, ის ვერავის ხედავდა გარშემო და უკვე მეორედ სრულიად გამოთიშული იყო მისი სმენა, უბრალოდ წინ იყურებოდა და უყურებდა ლურჯმაიკიანს რომელიც თავის გუნდთან ერთად იჯდა და სერიოზული სახე ჰქონდა მიღებული.
როგორც ჩანს ლურჯმაიკიანებიც იგივე თამაშს თამაშობდნენ და სწორედ ამიტომ მოუწია გიორგის მისი სახელის გამეორება, ლილია კი უბრალოდ უყურებდა მას.
უყურებდა მანამ სანამ გაახსენდა გუშინ საკუთარ თავი მკაცრად რომ გააფრთხილა რომ მისკენ აღარ გაეხედა მაგრამ რატომღაც ამ გაფრთხილებას ახლა ძალა არ ჰქონდა, ისევე როგორც ლილიას ყოველ მცდელობას მოესმინა ბავშვების სახელები მის გარშემო.
ლილიას პირდაპირ ნარინჯისფერმაისურიანი ბიჭი იჯდა რომელსაც ეგონა რომ ლილია მას უყურებდა, თავიდან გაუღიმა მაგრამ როდესაც ლილიას გამომეტყველება არ შესცვლია წარბი ასწია, რაც ასევე ვერ შეამჩნია გოგომ და ბიჭი გააღიზიანა.
-რატომ მიყურებ? -ხმამაღლა იკითხა მან და გიორგის ყურადღება მიიქცია რომელმაც ლილიას თვალი გაუსწორა, ქერამ კი მაშინვე თვალი აარიდა მას და ნარინჯისფერმაისურიან ბიჭს დააკვირდა რომელიც გაღიზიანებული უყრუებდა მას.
-არ გიყურებ -წარმოთქვა ლილიამ და მიმოიხედა.
წრის გარშემო ყველა მას უყურებდა მაგრამ ისევ და ისევ მხოლოდ ერთადერთი ადამიანის მზერა აწითლებდა რომელსაც მწარედ გრძნობდა სახეზე.
ნატის გახედა და გოგო მას დაფიქრებული უყურებდა. ლილიამ თავი უხერხულად იგრძნო. ძალიან უხერხულად.
-გავაგრძელოდ -წარმოთქვა მაკომ და ლილია ეპიცენტრიდან იხსნა, ახლა მხოლოდ რამოდენიმე ბავშვიღა უყრუებდა მას. მის წინ მჯდომი ნარინჯისფერმაისურიანი ბიჭის ჩათვლით, რომელიც ისევ გაღიზიანებული ჩანდა.
ლილიას უნდოდა მისთვის აეხსნა რომ მას არ აკვირდებოდა, თუმცა იცოდა რომ ამდენ ხალხში ამას ვერ იზამდა. გადაწყვიტა რომ როდესაც ეს შეკრება მორჩებოდა აუცილებლად დაელაპარაკებოდა მას.
როდესაც ბოლო გოგონამ წარმოთქვა მისი სახელი მაკომ ბანაკის წესების ახსნა დაიწყო.
-ბავშვებო, პირველი და უმთავრესი წესია რომ ლიდერებს დაემორჩილოთ, მათ მითითებებს მიჰყვეთ და თვითნებურად არაფერი გააკეთოთ. შემდეგი, არ იაროთ გაზონებზე რადგან არის აქ სასიარულო გზა და არ არის საჭირო გაზონის გადათელვა -ეს ზედმეტად მკაცრად გამოუვიდა მაკოს -შემდეგ... -ცოტა ხნით გოგომ ისევ თავის ტაბლეტს ჩახედა -ხო, როდესაც წყნარი საათი დაიწყება სამიდან ოთხ საათამდე თქვენი ოთახიდან არ გამოდიხართ. ადრე იყო შემთხვევა როდესაც ბავშვები გამობოდიალდებოდნენ ხოლმე წყლის გამო. არა, წინასწარ დალიეთ წყალი რომ შემდეგ არ მოგინდეთ, ან ოთახში აიტანეთ. ასევე, ღამით პირველი საათისთვის როდესაც შემოწმებაზე ამოვალ, არავის უნდა ეღვიძოს. ამ დროისთვის მოთავებული უნდა გქონდეთ აბაზანა, ტელეფონი და ა.შ და გეძინოთ იმიტომ რომ დილაობით რვა საათზე მუსიკა რომ ჩაირთვება გაიღვიძოთ და ცხრის ნახევარზე აქ იყოთ, შეკრების ადგილას. ასევე არ შეიძლება სამზარეულოში მეორე პორციის დამატება. არ შეიძლება ლიდერის უნებართვოდ რომელიმე სხვა კორპუსში გადასვლა. -მაკო ბავშვებს დააკვირდა და სათვალე მოიხსნა -ჯერ არ გაქვთ მაგრამ ხვალ კეპები დაგირიგდებათ რომლის გარეშეც ბანაკის ტერიტორიაზე გამოსვლა არ შეიძლება. ასევე როდესაც ზღვის საათი იქნება, არავინ არ შევიდეს ზღვაში და გაცუროს მითითებულ ადგილზე შორს, როგორც ხედავთ ასევე გვაქვს აუზი -მაკომ მარჯვენა მხარეს გაიხედა და ლილიამ მის მზერას გააყოლა თვალი, შორს აუზი დალანდა დიდი ცისფერი, ზემოდან მცველივით წამოსდგომოდა სასრიალოები თავს. ლილიას გაეღიმა როდესაც წარმოიდგინა როგორ იცურავებდა აუზში და როგორ ჩამოსრიალედებოდა ამ სიმაღლიდან -თუ გინდათ აუზზე ბანაობა -გააგრძელა მაკომ -ზღვიდან ამოსულებმა ჯერ უნდა გადაივლოთ და შემდეგ ჩახვიდეთ აუზში რომ არ გააჭუჭყიანოთ. ასევე კატეგორიულად აკრძალულია აუზში ჩახტომა, იქ არის კიბეები და ისარგებლეთ იმით. რაც შეეხება აქტივობებს ბანაკში, აუცილებლად უნდა ჩაერთოდ, აქ უმთავრესად ჯგუფურობას ვაფასებთ, ერთი ადამიანი დააშავებს მთელ ჯგუფს დააკლდება, ერთი ადამიანი გაიმარჯვებს მთელი ჯგუფი გაიმარჯვებს. ეს მართლა ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვებო, ერთმანეთზე იფიქრეთ როდესაც რამის გაკეთებას გადაწყვეტთ. -მაკომ ღრმად ჩაისუნთქა და მიმოიხედა -რომელი საათია? -იკითხა და ვიღაცამ უპასუხა რომ ხუთი წუთი აკლდა ცხრას -კარგით, დღეს ვინაიდან პირველი დღეა გამონაკლისი მოხდა და განგაშს ცხრა საათზე ჩართავენ, მაგრამ შემდეგ დღეებში ასეთი შეკრებები განგაშის ან საუზმის შემდეგ გვექნება ხოლმე. -როდესაც ბავშვების გაკვირვებულ სახეებს გახედა მაკომ ახსნა დაიწყო -განგაშის დროს ირთვება მუსიკა რომელიც ყველამ კარგად ვიცით -ამაზე ორივე ლიდერს მაცდურად გაეღიმა -და ჩვენი შეკრების ადგილას ორ-ორი ვდგებით და მივრბივართ სცენისაკენ ისე რომ არ ვარღვევთ მწკრივს და ვდგებით ჩვენ-ჩვენს ადგილას. ვინაიდან დღეს პირველი დღეა მე და ანდრეა გაგიძღვებით წინ და გაჩვენებთ სად უნდა დადგეთ მაგრამ, შემდეგ დღეებში თქვენით უნდა მოახერხოთ ეს... კარგი, თუ ვინმეს კითხვა გაქვთ ჩქარა მითხარით რომ დადგომა მოვახერხოთ. -მაკომ მიმოიხედა და როდესაც არავინ არაფერი იკითხა სწრაფად წამოდგა და ბავშვებსაც უთხრა რომ მის მოძრაობას მიჰყოლოდნენ.
როდესაც ყველა წამოდგა ნატი ლილიას გვერდში ამოუდგა და მაცდურად გაუღიმა, წეხანდელი დაფიქრებული გამომეტყველება მისი სახიდან გამქრალიყო.
-ხო იცი, მე და შენ წყვილში უნდა ვიყოთ -თქვა მან და გაბადრული სახე ლილიას მიუშვირა.
-რათქმაუნდა -გოგომ საპასუხოდ ნაზი ღიმილი აჩუქა და მისი ხელი თავისაში მოიქცია.
-კარგი -მაკო მათკენ მოტრიალდა, -პირველები თქვენ იქნებით -თქვა და გოგოებს ხელით უბიძგა ოდნავ წინ გასულიყვნენ.
ლილია ნატის ხელით თავს ისე უცნაურად აღარ გრძნობდა როგორც გუშინ მაგრამ ოდნავ მაინც ეუცნაურებოდა. გოგოს პატარა წვრილი თითები მის თითებში იყო გადახლართული და რატომღაც ლილიას მთელს სხეულში სითბო ეღვრებოდა.
-ბავშვებო სირბილისას მწკრივი არ დაარღვიოთ -წარმოთქვა მაკომ -და, წეღან დამავიწყდა მეთქვა, რადგან მეოთხე გუნდი ვართ სასადილოში დღეს მეოთხეები შევალთ.
ამის თქმა იყო და ლილიამ თვალის კუთხით დაინახა როგორ ამოუდგნენ ლურჯმაისურიანები გვერდზე და რადგანაც გიროგი რომელსაც რატომღაც ლილია თვალს ვერ აშორებდა რამდენჯერაც არ უნდა დაენახა მათი ერთ-ერთი წევრი იყო ლილიამ მკაცრად გადაწყვიტა რომ გვერდით არ გაიხედავდა.
გოგო გვერდით არ იყურებოდა. არ უნდა გაეხედა... ამიტომ ნატის მიუბრუნდა. გოგო მხიარულად იყურებოდა წინ და ადგილზე ცქმუტავდა.
-მალე ჩაირთოს რა! -წარმოთქვა გოგომ და ლილიას გაეცინა.
-ასეთი რა მუსიკაა? -იკითხა მან როდესაც გაახსენდა მაკოს ნათქვამი რომ ეს მუსიკა ყველამ იცოდა.
-მოისმენ და მიხვდები -მხიარულად თქვა ნატიმ.
წამიც არ იყო გასული რომ მუსიკა გაისმა და ლილიას და ნატის მაკო და ანდრია წინ ამოუდგნენ.
ლილიამ მუსიკა წამში იცნო. კარიბის ზღვის მეკობრეების ნაცნობი ეპიზოტიდან სადაც ჯონი დეპი პირველყოფილებისგან გარბის, რომელთაც მისი შეჭმა სურთ.
-ბავშვებო გამოგვყევით -დაიყვირეს ნარინჯისფერ მაისურიანების მიმართულებით და გაიქცნენ.
ლილია და ნატი მათ უკან მიჰყვნენ, ლიდერებს რომ არ ჩამორჩენილიყვნენ გოგოებმაც ფეხს აუჩქარეს.
ლილია თვალის კუთხით მაინც ხედავდა რომ ლურჯმაისურიანები მათ გვერდით მორბოდნენ.
ლილიას არ უნდოდა გვერდზე გახედვა და ფეხს ძალიან აუჩქარა, ისე რომ ნატიც კი ჩამორჩა ცოტათი.
ლურჯმაისურიანებსაც გაასწრო და სახეზე ღიმილი გადაეფარა.
ლილია კარგად დარბოდა, ზოგადად სპორტის თითქმის ყველა სახეობაში კარგი იყო მაგრამ განსაკუთრებულად სირბილში, გოგოს გრძელი ფეხები შველოდა და სკოლაში ყველა შეჯიბრი მოგებული ჰქონდა.
მას ასევე კარგად გამოსდიოდა ცურვა, კალადბურთი და ფრენბურთი.
გოგო ისე სწრაფად მირბოდა რომ ლამის ლიდერებს დაეჯახა, მაკო გაკვირვებული მობრუნდა და რომ დაინახა ლილია წინ იყო ნატის დაუყვირა რომ მას დასწეულიყო.
-მწკრივი არ დაარღვიოთ -დაიძახა მან და მიბრუნდა, ლილიამ ფეხს შეუნელა და ნატი წამში მის გვერდზე გაჩნდა.
-ვააააუ! -გოგომ სუნთქვებს შორის გამოთქვა -რა მაგრად დარბიხარ -გაუცინა მას და სანამ თავს წინ მიაბრუნებდა ანდრიას დაეჯახა და წაბარბაცდა.
შავმაისურიანმა ლიდერმა მისკენ მოიხედა და გაკვირვებული მზერა სტყორცნა.
-ბოდიში -სიცილით წარმოთქვა აწითლებულმა ნატიმ და ლილიას გვერდით სირბილი გააგრძელა.
ლიდერები რამოდენიმე ნაბიჯით წინ იყვნენ, მაგრამ ლილიას აღარ დასჭირვებია გასწრება რადგან ლურჯმაისურიანებმა სხვა ბილიკისაკენ შეუხვიეს.
როდესაც სცენასთან მივიდნენ რამოდენიმე ჯგუფი უკვე მწკრივზე იყო, მათ შორის ვარდისფერი და ლილიას საყვარელი მწვანე მაისურიანები.
მაკო და ანდრეა სცენის შუაში მივიდნენ და ბავშვებიც მათ მწკრივზე განლაგდნენ.
ლილიას გვერდზე ნატის სუნთქვა ეკვროდა სირბილისგან და რაღაცას ბურტყუნებდა რაც ლილიასთვის გაუგებარი იყო.
-რატომ მკლავდი? -ხმამაღლა ამოილუღლუღა მან და ლილიამ გაკვირვებულმა შეხედა
-ლიდერები მირბოდნენ წინ და მე რა მექნა, უბრალოდ მათ დავეწიე -უთხრა მას.
-დაეწიე კი არა კინაღამ გაასწარი! -წარმოთქვა ნატიმ და ხელები ჰაერში აიქნია.
ლილიას გაეცინა. მაგრამ ღიმილი სახეზე შეეყინა როგორც კი ლურჯმაისურიანები ამოუდგნენ გვერდით.
და მაინც ვერ შეძლო მან მათი ჩამოშორება, როგორ სწრაფადაც არ უნდა ერბინა საბოლოოდ მაინც მის გვერდზე ეწერა დგომა.
ლილია გვერდით არ იყურებოდა მხოლოდ სცენას აკვირდებოდა, ხან კიდევ ნატის რომელიც ჯერ კიდევ წელზე ხელებ შემოწყობილი სუნთქვის დარეგულირებას ცდილობდა და ხანდახან რაღაცას ამოილუღლუღებდა ხოლმე.
როდესაც საბოლოოდ ყველა გუნდი მწკრივზე დადგა სცენის წინ, სცენაზე თეთრმაისურიანი ბიჭი გამოჩნდა ზუსტად ის რომელიც წინა ღამით გაცნობის ცერემონიალზე იყო. დღესაც მიკროფონი ეჭირა და დღესაც ისევე იღიმოდა როგორც გუშინ.
-მოგესალმებით ბავშვებო, როგორ ხართ? -იკითხა მან და ახლაც როგორც გუშინ უმალვე მიიღო პასუხად 'კარგად' ბავშვებისაგან. -ძალიან კარგი. ხომ კარგია დილა ბანაკში?
'კი' წამოიყვირეს ბავშვებმა, მათ შორის ლილიამაც.
-კარგი, დარწმუნებული ვარ რომ დილის შეკრებაზე ლიდერები აგიხსნიდნენ ბანაკის წესებს, მაგრამ მოდი მანც გავიმეორებ მოკლედ. პირველი - არ იაროთ გაზონზე. მეორე - ყური დაუგდეთ ლიდერებს და მათი ნებართვის გარეშე არაფერი გააკეთოთ. მესამე - სამზარეულოში მაქსიმალურად დაიცავით წესრიგი და არ ილაპარაკოთ, იმიტომ რომ სანამ ლაპარაკობთ გარეთ სხვა გუნდები გელოდებიან. მესამე - ტრენინგებს ყოველთვის კარგად უსმინეთ -ლილიას არ გაუგონია მაკომ მზგავსი რამე თუ თქვა მაგრამ არ შეიმჩნია -მეოთხე - ზღვის დროს არ გახვიდეთ მითითებულ ადგილზე შორს. მეხუთე -არავითარ შემთხვევაში არ ჩახტეთ აუზში, გამოიყენეთ კიბეები. მეექვსე - წყნარი საათის დროს არ იხმაუროთ და არ დატოვოთ თქვენი ოთახები. მეშვიდე - ჩაერთეთ ყველა აქტივობაში. მერვე - არ მოწიოთ ბანაკის ტერიტორიაზე. მეცხრე - ღამის საათებში არ დატოვოთ თქვენი ოთახები და პირველზე გეძინოთ და მეათე - ყოველთვის გააკეთეთ დილის ვარჯიშები ჩემთან ერთად -ბიჭის სიცილი მთელს ტერიტორიაზე გაისმა და იმდენად საყვარელი სიცილი იყო რომ ლილიაც აყვა.
-კარგით -გააგრძელა მან -ახლა დილის ვარჯიშები.
ბიჭმა ჩვეულებრივი დილის ვარჯიშების კეთება დაიწყო, ლილია მიჩვეული იყო მათ კეთებას, ვინაიდან დედამისი დილაობით სირბილს და ვარჯიშების კეთებას აიძულებდა, თავისუფლად აკეთებდა ყველას.
მაგრამ ნატი, მის გვერდზე მიუხედავად იმისა რომ მეორე წელი იყო რაც აქ იყო ვერცერთს ვერ აკეთებდა სწორად და რამდენჯერმე ლილიასაც აარტყა ხელი.
მთავარი მაშინ მოხდა როდესაც 'ცალფეხას' კეთებისას ნატიმ ლილიას ზედმეტად უბიძგა და გოგომ წონასწორობა ვერ შეინარჩუნა.
ლილია ძირს ეცემოდა მაგრამ წვრილმა თუმცა ძლიერმა მკლავებმა მოახერხეს მისი დაჭერა
და გოგოს ლამის გული შეუქანდა როდესაც მაღლა ნაცნობ ლურჯთვალებას ახედა.
-გიჭერ.

ლილია მხოლოდ მას ხედავდა. გვერდით მდგომების სიცილი და ნატის ბოდიში არ ესმოდა.
მხოლოდ მის სახეს ხედავდა, მხოლოდ მის ლურჯ თვალებს უყურებდა რომლებიც ზღვასავით ღრმა იყო და ლილიას დაფიცება შეეძლო რომ, იმაზე უფრო ლურჯი და მკვეთრი იყო ვიდრე ჩვეულებრივი ლურჯი თვალები და არავითარ შემთხვევაში ცისფერი. ბიჭს ლურჯი, ცასავით ლურჯი თვალები ჰქონდა. თვალები რომლებიც ლილიას ყოველი დანახვისას ატყვევებდნენ.
მისი დიდი სავსე ტუჩები ერთ ხაზზე იყო განლაგებული. არაფრის თქმას აპირებდა.
ბიჭი ლილიას აკვირდებოდა, ქერა გოგოს რომელიც მის მკლავებში გაწოლილიყო და თვალს არ აშორებდა.
ლილიას ლოყები ბიჭის ტუჩების ფერი გამხდარიყო მაგრამ რატომღაც ახლა ეს არ ანაღვლებდა, არც ის რომ თითქმის ყველა უკვე მათ უყრუებდა. არც ის რომ კვლავ მის მკლავებში იყო მოქცეული და ხმა არ ამოუღია.
-ლილია -ნატიმ გოგოს ხელი მოჰკიდა და ისიც გამოერკვა ბიჭის მზერისგან.
გიორგიც გონს მოვიდა და გოგო ნაზად მაგრამ ოსტატურად წამოაყენა ფეხზე და როდესაც დარწმუნდა რომ მიწაზე მყარად იდგა მხოლოდ მაშინ გაუშვა ხელი.
მაგრამ მისი მკლავების გარეშე ლილია წაბარბაცდა.
-მადლობა -წარმოთქვა ლილიამ ისე რომ მისთვის მზერა არ მოუშორებია. ბიჭმა თავი დაუქნია და გვერდზე მიბრუნდა.
ლილიას თითქოს მისი მზერის გარეშე გააკანკალა.
ნატისაკენ მიბრუნდა რომელსაც სახეზე ბინდი გადაჰკვროდა. გოგო მას უყურებდა, მოჭუტული თვალებით და ლილიას შეეძლო დაეფიცა რომ მათში წამით ცრემლი შენიშნა.
გოგომ თავი ცუდად იგრძნო.
-რამე მოხდა? -ჰკითხა ნატის რომელმაც უბრალოდ თავი გააქნია და წინ მიბრუნდა.
ლილიას სუნთქვა შეუნელდა. გოგო დარწმუნებული არ იყო მაგრამ ხვდებოდა რომ ნატის რაღაც ეწყინა, შეიძლება ეს იმ ფაქტს უკავშირდებოდა რომ ის გიორგის იცნობდა.
"წინა წელს გავიცანი" -გაახსენდა ლილიას როგორ თქვა გოგომ წინა დღეს და როგორ შეეცვალა ხასიათი მისი დანახვისას.
ლილიამ თვალები დახუჭა და ღრმად ჩაისუნთქა სანამ ისევ გაახელდა და თეთრმაისურიანის მითითებულ ვარჯიშებს გააკეთებდა. ამჯერად ყოველგვარი სიცილის გარეშე რადგან ნატი მისკენ აღარ იყურებოდა და ლილიას ერთი სული ჰქონდა გაეგო რა იყო ამის მიზეზი.
-კარგით, დღეისთვის საკმარისია. -თქვა თეთრმაიკიანმა ბიჭმა და ლილიამ გაღიზიანებულმა გაიფიქრა რომ ამ ბიჭის სახელი უნდა გაეგო რადგან უკვე მომაბბეზრებელი ხდებოდა 'თეთრმაიკიანის' დაძახება.
-ახლა გადავიდეთ შემდეგ ნაწილზე, მე გამოგიცხადეთ რა მოხდება დღეს. ვინაიდან პირველი დღეა ვეცადეთ ძალიან არ გადაგვეტვირთეთ ამიტომ დღეს უბრალოდ მოგიწევთ მოემზადოდ და წარადგინოთ მოცემული ქვეყნები საღამოს გახსნით ღონისძიებაზე. დაწვრილებით ლიდერები აგიხსნიან ყველაფერს. ახლა კი პირველი და მეორე გუნდი გადაინაცვლებს სასადილოსაკენ დანარჩენები თქვენ-თქვენი შეკრების ადგილისაკენ.
ლილია ნატის მიუბრუნდა, გოგომ მას ამოხედა და გაუღიმა. ლილია მაინც დარწმუნებული იყო რომ ნატი რაღაცაზე იყო ნაწყენი და ძალიან უნდოდა გაერკვია მიზეზი.
მაკო და ანდრია ნარინჯისფერმაისურიანების მწკრივს გვერდზე დაუდგნენ.
-კარგი ბავშვებო, ახლა ისევ მწკრივით უკან უნდა დავბრუნდეთ ჩვენი შეკრების ადგილას.
ამჯერად ლილიას და ნატის რიგის ბოლოში მოუწიათ დგომა და მიუხედავად იმისა რომ ლილია ცდილობდა მასზე არ ეფიქრა მაინც აწითლებდა ფაქტი რომ ბიჭი მის გვერდით იდგა.
ნატი მთელი გზა ჩუმად იყო.
ლილია ხედავდა მზის სხივებს რომლებიც ზღვას ელამუნებოდა, ხედავდა ოდნავ აღელვებულ ზღვას. შარავანდედივით შემოსმულ დიდ გავარვარებულ მზეს მის თავზე.
ბავშობაში მზეს თვალს ვერ უსწორებდა, მაგრამ ახლა ეს ძალიან ადვილი იყო მისთვის, ეყურებინა მზისთათვის, დიდი გავარვარებული ვარსკვლავისათვის, ისე თითქოს მზის სათვალე იცავდა მისი თვალების გარსს.
"ხანდახან ავიწყდებათ რომ მზეც ვარსკვლავია"
როდესაც შეკრების ადგილზე მივიდნენ და სკამებზე დასხდნენ მაკომ განაცხადა რომ მათ ინგლისი შეხვდათ და ლილიას სახე გაებადრა. ისევე როგორც ნატის და ლილიამ გაიფიქრა რომ ნატის ღიმილ დაბრუნებული სახე ანთებულ სანთელს წააგავდა. სანთელს რომელიც წყვდიადში ანათებდა.
-ინგლისი -ნატიმ წამოიყვირა და ნარინჯისფერმაისურიანების თვალები მის სახეზე დაესვენა, უკლებლივ ყველა მას უყურებდა -ჩვენ შეგვიძლია მეფე და დედოფალი გამოვიყვანოთ! -გოგოს საოცარი სიცილი რომლითაც თავის თავს აჯილდოვებდა გენიალური აზრისთვის ლილიასაც გადაედო, მისგან კი წრეზე შემომსხდარ თითოეულ ბავშვს.
-ნამდვილად ბევრი რამის მოფიქრება იმისათვის რომ ინგლისი წარვადგინოთ მაგრამ ახლა დრო არ გვაქვს ბავშვებო, სასაუზმოთ უნდა შევიდეთ -წარმოთქვა მაკომ და წამოდგა -დაიწყვეთ ორ-ორად ისე როგორც წეღან. -გოგომ ტაბლეტში ჩაიხედა და ისევ ბავშვებს ამოხედა -მაგრამ ამჯერად გაქცევა არ მოგვიწევს -დაამატა ღიმილით და ნარინჯისფერმაისურიანებში ოხვრამ გადაიარა.
ლილიას გაეცინა, ნატიმ გოგოს ნაზად გაკრა მხარი რომ მისი ყურადღება მიექცია და ლილიაც მაშინვე მისკენ მიბრუნდა. ახლა ნატის თვალებში არც მწუხარებას და არც ცრემლს ხედავდა და ძალიან უხაროდა, ახლა გოგოს თვალები ღიმილით ანათებდა.
-ჭამის დროს შეგარცხვენ -უცნაური სასაცილო მუქარით წარმოთქვა ნატიმ და გაიცინა, ლილიამ ხუმრობით წარბი ასწია.
-მართლა? -გოგომ მოჩვენებით ამოიოხრა -იგივეს ვგეგმავდი ახლახანს.
ნატიმ უშედეგოდ სცადა გაკვირვებული სახე მიეღო და მაშინვე სიცილი დაიწყო.
-რომ იცოდე, ინგლისი მართლა ძალიან კარგია. -გოგომ ერთამოსუნთქვაში თქვა -წინა წელს ინგლისი საოცრად წარმოადგინეს, ჩვენ წელს მათ უნდა ვაჯობოთ -ენერგიული შემართებით ასწია ხელი ნატიმ.
ლილიამ უბრალოდ გაიღიმა, მას ერთადერთი ინგლისზე ბიგბენი და მისი საყვარელი ავტორი ჯეინ ოსტინი ახსენდებოდა. რათქმაუნდა გოგომ უამრავი რამ იცოდა ინგლისზე, ლონდონზე საერთოდ გაერთიანებულ სამეფოზე მთლიანად, სხვა თუ არაფერი გეოგრაფიას და ისტორიას მაინც ძალიან კარგად სწავლობდა. მაგრამ, რატომღაც ლონდონზე მხოლოდ და მხოლოდ ჯეინ ოსტინი და ელიზაბეტ ბენეტი წარმოუდგებოდა თვალწინ.
სასადილოსაკენ დაიძრნენ, ამჯერად რიგის თავში ამოყვეს თავი გოგონებმა.
ლილია დაიძაბა როდესაც შეამჩნია რომ ნარინჯისფერმაისურიანებს ლურჯმაისურიანები ამოუდგნენ გვერდზე მაგრამ არ გაუხედია. ცდილობდა რომ აღარ ეფიქრა არც გიორგიზე და არც საკუთარ დრამატულ წაქცევაზე მის მკლავებში.
და მაინც რა საოცარი რამ არის გონება, აზრები გამუდმებით იმ ერთადერთის გარშემო მოძრაობენ რომელზე ფიქრიც ყველაზე ნაკლებად გსურს.
სასადილოში შესვლა რომ დაიწყეს იქაურობა ცარიელი იყო, ლილიამ და ნატიმ პირველივე მაგიდა აირჩიეს და საჭმლით სავსე ლანგრები ზედ დაალაგეს, მათ წინ კი ორი გოგო დაჯდა რომელთა სახელებიც ლილიამ არ იცოდა.
ჭამის დროს ნატიმ მისი პირობა შეასრულა და როდესაც ლილიას ლუკმა ედო პირში მაშინ გააცინა. ლილიამაც არ დააყოვნა და წყლის სმის დროს გოგოს ფეხზე ისე უბრწკინა რომ ნატიმ მთელი წყალი მაისურზე გადაისხა. ლილიას სიცილისაგან თავი უკან გადაუვარდა.
სხეულში ელექტროობამ დაუარა როცა დაინახა მოპირდაპირე მაგიდიდან როგორ მისჩერებოდა გიორგი, ჩანგალი ხელში ეჭირა, ზედ წამოცმული სპაგეტით მაგრამ ჭამას არ აპირებდა. ამის მაგივრად ლილიას მიმართულებით იმზირებოდა. გოგო მაშინვე გაწითლდა.
-წყლის მოსატანად მივდივარ, რომელიმეს ხომ არ გინდათ? -იკითხა მან და გიორგის თვალები მოაშორა.
სამივე გოგოსაგან უარი მიიღო და სასადილოს ბოლოში სადაც წყლის ბალონი ეგულებოდა იქ მივიდა. ერთჯერადი ჭიქა წყლით აავსო.
"სულელი, სულელი ლილია. რატომ არ შეწყვეტ მის ყურებას? " ეჩხუბებოდა გოგო საკუთარ თავს გონებაში.
"რამდენი ხანია რაც მას ხედავ? 16 საათიც კი არ იქნება და შენ უკვე სუნთქვა გიჩქარდება მის დანახვაზე!"
"სულელი, სულელი ლილია...“
-გამარჯობა. -მისი ფიქრები გაწყვეტილ იქნა იმ ადამიანის სიტყვით რომელის გამოც ლილია საკუთარ თავს ეჩხუბებოდა.
ლილიას წყალი გადასწდა და ხველება დაიწყო.
-კარგად ხარ? -იკითხა გიორგიმ და მომდგარი ღიმილი დამალა, ლილიამ კი თავი დაუქნია.
როდესაც საბოლოოდ გოგოს ლაპარაკის ფუნქცია დაუბრუნდა ჩუმად წაიბურტყუნა: -გაგიმარჯოს.
რატომღაც გოგოს ხელისგულები გაუოფლიანდა და თვალები კვლავ მის სახეს მიანათა. ბიჭის ყოველი ნაკვთი სრულყოფილი ეჩვენებოდა და რატომღაც მის გარშემო ვეღარაფერს ხედავდა.
-დილანდელის გამო ბოდიში -წაიბურტყუნა ლილიამ რომ არაკომფორტული სიჩუმე გაეფანტა.
ბიჭის თვალები მის სახეზე ესვენა და არც ერთხელ მოუშორებია. ლილია ხედავდა მისი ლურჯი თვალები როგორ ანათებდნენ და ფანჯრიდან შემოსული მზის სხივები მასთან შედარებით არაფერი იყო. ბიჭის დიდი წითელი ტუჩები ოდნავ დაშორებული იყო ერთმანეთს როგორც ყოველთვის როდესაც ლილია ხედავდა.
გოგოს მუცელში პეპლებმა დაიწყეს ფრენა. მისი ლოყები არაადამიანურად წითელი იყო და ბიჭი ამას ამჩნევდა.
-არაფერია -თქვა ბიჭმა და როგორც ყოველთვის ლილიას მისი ბოხი ხმა ყურებში დაუგუბდა და აღარაფერი ესმოდა.
გოგოს გულისცემა ხმამაღალი იყო და აინტერესებდა ბიჭსაც ხომ არ ესმოდა.
-გიორგი- მოულოდნელად ბიჭმა გოგოს ხელი გაუწოდა.
-ვიცი -წარმოთქვა პირველი რაც თავში მოუვიდა ლილიას და გიორგიმ გაიღიმა, ლილიას ლოყები უარესად აუწითლდა -უფროსწორად ლილია -გოგომ ბიჭის გამოწოდებულ ხელს თავისი შეახო.
"კანი ცოცხალი არსებაა?" პირველი ეს გაიფიქრა გოგომ როდესაც ბიჭის ხელს შეეხო, თითქოს მართლაც ცოცხალი არსება სჭერებოდა ხელში, მისი სველი ხელისგულები ბიჭისას შეეხო და გოგოს გულისცემა ისე გახშირდა შეეშინდა ცუდად არ გამხდარიყო. მისი ხელი თბილი, დიდი და ნაზი იყო. ლილიას ხელი გიორგის ხელში გალიაში გამომწყვდეული ჩიტივით გამოიყურებოდა. გოგოს მთელ სხეულში უცნაურ სითბოს და პეპლებს გრძნობდა, ამას დამატებული გახშირებული გულისცემა, ოდნავი თავბრუსხვევა და წითელი ლოყები ლილიას აფიქრებინებდა რომ წუთი წუთხე ძირს დაეცემოდა.
მათი ხელები უჩვეულოდ დიდხანს ეხებოდა ერთმანეთს და ლილიამ იგრძნო როდესაც ბიჭმა ცერა თითით მისი ხელის ზურგზე რგოლების გამოყვანა დაიწყო.
ლილიას გულისცემა აქამდე თუ ჩქარი იყო ახლა შენელდა, შენელდა იმდენად რომ გოგო დარწმუნებული აღარ იყო ნამდვილად ცემდა თუ არა.
ბიჭის თვალები მისას არ ტოვებდა და ეს ლილიას უცნაურად სიამოვნებდა, მისი ხელის შეგრძნება და მისი თვალები პირდაპირ.
-ლამაზი სახელია -თქვა ბიჭმა და ლილიამ დაბნეულმა ახედა.
-რა? -გაიკვირვა გოგომ.
-ლილია, მომწონს. ლამაზი სახელია -ნელა გაიმეორა ბიჭმა ისე რომ წამითაც არ მოუშორებია მისი თვალები გოგოსათვის.
-მადლობა -ლილიას ხმა ჩურჩულივით ამოსდიოდა ყელიდან.
ბიჭმა გაიღიმა და გოგოს თავი დაუკრა, ლილიას შეეშინდა რომ წასვლას აპირებდა მაგრამ შემდეგ მათი გადაჭდობილი ხელები გაახსენდა. ბიჭი ჯერ წასვლას არ აპირებდა.
გოგო დაკარგული იყო მის თვალებში, ისე როგორც ჩიტი შეიძება დაიკარგოს ღრუბლებში.
ვიღაცამ ბიჭის ზურსგს უკან ჩაახველა და ლილიას თავიდან ეგონა რომ მოესმა მაგრამ როგორც კი ბიჭმა ხელი გაუშვა მიხვდა რომ მართლა იდგა ვიღაც მის უკან.
როგორც კი მათი ხელები ერთმანეთს დაშორდა ლილიამ უცნაური სიცივე იგრძნო. თითქოს მზე აღარ ათბობდა დედამიწას. უნდოდა გაეპროტესტებინა და ბიჭის ხელი დაებრუნებინა მაგრამ ასე არ მოიქცა. რათქმაუნდა.
ბიჭმა გოგოს თვალები მოაშორა და უკან მიბრუნდა. ლილიამაც წინ გაიხედა და სუნთქვა შეეკრა.
მათ წინ ნატი იდგა, დაბალი წვრილი მაგრამ საოცრად საყვარელი გოგონა რომელიც ლილიასთვის გაუგებარი მიზეზით მათ ცრემლიანი თვალებით მისჩერებოდა.
-ნატი! მოიცადე! -იყვირა ლილიამ. იგრძნო როგორ მოექცა ყურადღების ცენტრში მაშინვე, სამზარეულოში უკლებლივ ყველა ბავშვი მას უყურებდა. ლილიამ სცადა კონცენტრაცია მოეხდინა მაგრამ დაიბნა. ყველა ბავშვი გაკვირვებული მისჩერებოდა.
"სუნთქვაზე კონცენტრირდი" უმეორებდა გოგო თავის თავს.
ნატი კარებიდან გავიდა და ლილია მისი მიმართულებით გაიქცა. გოგომ არ იცოდა რა დააშავა. არ იცოდა რატომ ტიროდა ნატი და რატომ გაიქცა მაშინვე როგორც კი ის და გიორგი ერთად დაინახა.
გიორგი, გოგოს გაახსენდა მისი ხელის შეხება, მისი თვალები, მისი ბოხი ხმა. ლილიამ თავი გააქნია რომ ბიჭზე ფიქრები გაედევნა, ახლა დრო არ იყო მასზე ეფიქრა. ახლა ნატის უნდა გაჰყოლოდა და გაეგო რატომ იყო აღელვებული.
ნატი მათი ოთახის მიმართულებით გაიქცა და შენობაში შევიდა. ლილია მხოლოდ ნაბიჯებით ჩამორჩებოდა მას, მაშინვე უკან აჰყვა და როდესაც მათი ოთახის კარი შეაღო ნატი საწოლზე იწვა, სახეზე ხელები ჰქონდა აფარებული და ტიროდა.
ლილიას გულში რაღაც ჩაწყდა, ნატი, ყველაზე საყვარელი გოგო რომელსაც ღიმილი სახიდან არასოდეს შორდება ახლა ტიროდა, ტიროდა მის გამო და ლილია კვდებოდა ისე უნდოდა გაეგო რა აწყენინა გოგოს.
ლილიამ ჩუმად ამოისუნთქა, ვერც კი მიხვდა ამდენიხანი რომ სუნთქვას იკავებდა. ნატის საწოლისაკენ წავიდა და გოგოს გვერდით მიუჯდა. ნატი არ განძრელა, მაგრამ სხეული დაეძაბა.
-ნატი -ლილიამ ჩურჩულიტ წარმოთქვა. ხელი გოგოს მხრებზე დაადო, როგორ შეძლო რომ ყველაზე მხიარული ადამიანი აეტირებინა, მხოლოდ რამოდენიმე საათში? -ბოდიში -ასევე ჩურჩულით თქვა გოგომ და იგრძნო ნატის ცრემლი როგორ დაეცა მის ხელზე.
-რისთვის? -ჩუმად იკითხა ნატიმ. მისი ნამტირალევი ხმა ლილიას ყურებში დაუგუბდა.
რისთვის? რისთვის იხდიდა ბოდიშს? ლილიამ პასუხი არ იცოდა, გოგომ არ იცოდა რატომ ტიროდა ნატი, არ იცოდა რა დააშავა მაგრამ თავს დამნაშავედ გრძნობდა. სწორედ ამიტომ იხდიდა ბოდიშს.
-იმისთვის რომ გაწყენინე -თქვა ლილიამ.
ნატიმ ნელნელა დაიწყო სახიდან ხელების ჩამოღება და ლილიას სუნთქვა შეეკრა გოგოს საყვარელი მოყავისფრო თვალები აწყლიანებული რომ დაინახა, თვალებს ქვემოთ უპეები ჩასწითლებოდა. ცრემლებისაგან სველი ტუჩები კი ისე უთრთოდა ლილია თვალებს ვერ აშორებდა.
-შენ არ გიწყენინებია -ხრიწიანი ხმით თქვა ნატიმ და ლილიას დააკვირდა, გოგოს თვალები მის სახეზე დარბბოდნენ და ლილია კიდევ უფრო დამნაშავედ გრძნობდა თავს.
-მაშინ რა მოხდა? -იკითხა ლილიამ -რატომ გამოიქეცი ნატი?
ნატიმ ღრმად ჩაისუნთქა, საწოლზე წამოჯდა და ცრემლები თითებით მოიწმინდა. ცოტახანი ლილიას აკვირდებოდა, ცდილობდა გამოეცნო რა იყო ქერა გოგოს თვალებში ასეთი რომ ვერ ხსნიდა, თითქოს მღელვარება, სიყვარული. ყველაფერი ერთად, ყველა ემოცია სავსე იყო მის მწვანე თვალებში, რატომღაც ნატის ყოველი მისი შემოხედვისას გაზაფხული ახსენდებოდა.
-არაფერი -გოგომ გაღიმება სცადა, სცადა თავიდან ამოეგდო ყველაფერი. ლილიამ არ დაუჯერა. რათქმაუნდა არ დაუჯერა. მისი ცრემლები არაფერი არ იყო.
-ნატ, -გოგომ თბილად დაიწყო -ყოველ ჯერზე როცა კი მე და გიორგი ერთმანეთის გვერდიგვერდ ვართ, ან მის მხარეს ვიყურები ხასიათი გეცვლება, ნატალი მითხარი რამე ხდება ისეთი რაც არ ვიცი? -ლილიამ ამ კითხვის დასმას მთელი გამბედაობა მიაყოლა.
ნატის სახე სწრაფად შეეცვალა, უფრო ცივი გამომეტყველება მიიღო, მისი თვალები სივრცეს მიაშტერდა, თითქოს ახლა აქ კი არა სხვაგან იყო. რამოდენიმე წუთის შემდეგ ლილიას თვალი მიაშტერა და თავი გააქნია.
-შენ ბევრი რამ არ იცი -ჩუმად წარმოთქვა გოგომ და ლილიას გული დაეწვა, რატომღაც ცრემლები ყელში გაეჩხირა, შეიძლება გოგოს ცივი ტონის ან მისი ემოციებისაგან დაცლილი თვალების გამო.
ლილიამ გოგოს თვალი აარიდა და ფანჯრისაკენ გაიხედა, ნატი მართალი იყო, მან ბევრი რამ არ იცოდა მასზე. სულელი იყო როდესაც ფიქრობდა რომ მეგობრები იქნებოდნენ. ლილიამ თავი ვეღარ შეიკავა და ცრემლებს გზა გაუხსნა.
ფანჯრიდან შემოსული მზის სხივები გოგოს ოქროსფერ თმას ბზინვარებას მატებდა, მაგრამ ყველაზე ლამაზი მის მწვანე თვალებში აკიაფებული ცრემლები იყო, ცრემლები რომელიც მის თეთრ სახეზე განუწყვეტლივ მოედინებოდნენ, მიიკვლევდნენ გზას გოგოს წითელი ბააგეებისკენ და დაბლა სივრცეში უჩინარდებოდნენ.
ნატიმ თავი ცუდად იგრძნო, იცოდა რომ გოგოს ცრემლების მიზეზი მისი დაუფიქრებელი, ცივი სიტყვები იყო. სინამდვილეში ლილიას არაფერი გაუკეთებია, არაფერი დაუშავებია მისთვის. გოგომ ხელი ზურგზე დაადო და მისი კომფორტი სცადა.
-ბოდიში, ლილია. -თქვა გოგომ. ლილიამ თავი გააქნია და ცრემლები მოიწმინდა, მისკენ მიბრუნდა.
-არაფერია, საბოდიშო არაფერი გაქვს -თქვა მან და ნატის გაუღიმა, მაგრამ ეს ღიმილი ყალბი იყო, თითქოს საკუთარ თავს აძალებდა.
-ანუ კარგად ვართ? -ნატიმ გაიღიმა და მოლოდინით შეაცქერდა ლილიას.
-კი, რათქმაუნდა. თუ შენ პრობლემა არ გაქვს -ლილიამ გაიცინა. ნატიმ ხელები გაშალა და გოგოს შემოეხვია, ლილიამ იგრძნო როგორ დაუარა სხეულში სითბომ, გოგოს მაგრად მოეხვია.
ლილიამ ხარბად შეისუნთქა ვარდის სურნელი რომელიც ნატის თმებს ჰქონდა. ნატიმ გაიცინა.
-მოგწონს ხო? -იკითხა და ლილიამ თავი დაუქნია -ახალია -ნატიმ თავი სიცილით გააქნია.
რამოდენიმე წუთში როდესაც აწითლებული თვალები ორივემ დაფარა მსუბუქი მაკიაჟით ხელჩაკიდებულები ჩავიდნენ დაბლა. ნატიმ ლილიას უთხრა რომ სამზარეულოში არ დააბრუნებდნენ ამიტომ საცურაო კოსტუმი ჩაიცვეს და მათი შეკრების ადგილზე მივიდნენ, რამოდენიმე ბავშვი უკვე იქ იყო. ერთმანეთში საუბრობდნენ.
ლილიას გაახსენდა რომ ნატის მისთვის მიზეზი მაინც არ ეთქვა, იმის თუ რატომ იტირა მაგრამ გადაწყვიტა რომ გოგოსთვის ძალიან არ ებიძგა. ახლა ისიც აკმაყოფილებდა რომ ისევ ისე საყვარლად იღიმოდა ყურებამდე როგორც მანამდე, ისე როგორც ლილიას უყვარდა. მისი მოყავისფრო თვალები ანათებდა და ნაწნავიც ლამაზად გადმოეგდო ცალ მხარზე. ზუსტად ისე როგორც ლილიას.
ნარინჯისფერმაისურიანები გოგონებს ცნობისმოყვარეობით დააკვირდნენ, თითოეულს უნდოდა გაეგო რა იყო სამზარეულოში მათი 'სცენის' მიზეზი. ლილია უხერხულად შეიშმუშნა და სკამზე ნატის გვერდით ჩამოჯდა.
ნატიმ ლილიას ახედა, გოგოს უხერხულობა იგრძნო. ბავშვები დაჟინებით მისჩერებოდნენ მას. ლილია ყველას თვალს არიდებდა და საკუთარ ფესსაცმელს დაშტერებოდა.
-კარგად ხართ? -იკითხა შავთმიანმა გოგომ და ლილიამ მას თვალი გაუსწორა. გოგოს თვალები ნატისა და მას შორის დარბოდა. ლილიამ ნატის ახედა, გოგო მას არ უყურებდა, შავთმიანს ბურღავდა მზერით.
-კი, კარგად ვართ -წარმოთქვა მან რამოდენიმე წამის შემდეგ და გაიღიმა, შავთმიანმა ჯერ წარბი ასწია შემდეგ კი თავადაც გაუღიმა ნატის და თავის ტელეფონს მიუბრუნდა. ლილია მადლობელი იყო რომ გოგომ ზედმეტი შეკითხვები არ დასვა, რამე რომ ეკითხა მაინც ვერ გასცემდა პასუხს, მან ხომ ნატის აღელვების მიზეზიც კი არ იცოდა.
ზღვის ტალღები მშვიდად მოძრაობდნენ, სინქრონში ერთმანეთს ჰყვებოდნენ და მათი ცქერა ლილიას საოცრად ამშვიდებდა, მოსწონდა ზღვის დასაწყისიდან დასასრულამდე გაწოლილი მზის სხივები, რომლებიც მასზე ტივტივებდა.
რამოდენიმე წუთში შეკრების ადგილას ყველა ნარინჯისფერმაისურიანი შეიკრიბა, მაკო კი რომელმაც ბავშვებს საცურაო კოსტუმების ჩასაცმელად გაგზავნა ნატის და ლილიას მიუჯდა გვერდზე.
გოგოს კვლავ დიდი სათვალეები ეკეთა და გრძელი თმები მხარზე ჰქონდა გადმოყრილი.
-გოგონებო -მაკომ ორივეს შეხედა, ლილიას გული შეუქანდა, იცოდა ისიც სამზარეულოში მომხდარზე ჰკითხავდა. ლილიასაგან განსხვავებით ნატი სრულიად დამშვიდებული და მომღიმარი ჩანდა. -უნდა გკითხოთ, ყველაფერი კარგადაა?
ლილიამ თავი ავტომატურად დაუქნია, ნატიმ კი ისე გაიღიმა რომ ყველა კბილი გამოუჩნდა.
-ძალიან კარგად -წარმოთქვა მან. მაკომ თავი დაუქნია.
-რაიმე პრობლემა თუ იქნება აუცილებლად გამაგებინებთ არა? -გაიღიმა მაკომ და გოგონეს შეხედა, გოგოს შესანიშნავი ღიმილი ჰქონდა.
-რათქმაუნდა -ნატიმ დემონსტრაციულად აღმართა ხელები მაღლა და გაიცინა.
როდესაც ყველა ნარინჯისფერმაისურიანი მათი შეკრების ადგილას შეგროვდა ანდრიაც გამოცხადდა. მაკომ განაცხადა რომ ის ბავშვებს ღზვაზე გაჰყვებოდა ანდრია კი აუზზე.
-მე ზღვაზე მინდა წასვლა -უთხრა ლილიამ ნატის, გოგომ თავი დაუქნია და თბილად გაუღიმა.
-მეც.

ლილიას ზღვის სურნელი შემოეხვია, სანაპიროზე იდგა და ქვიშაში ფეხშიშველ ფეხს ათამაშებდა. ინანა რომ სახატავები არ წამოიღო. ძალიან ინანა, რომ წამოეღო ახლა უკვე ტალღების სილამაზის ფურცლებზე გადატანით იქნებოდა დაკავებული. ეცდებოდა ზუსტი ფორმებით გამოეყვანა მშვიდი მაგრამ მოძრავი ტალღები, დაწყნარებული ზღვა რომელიც მზის სხივების სამიზნე იყო.
გოგომ თვალი მოჭუტა, ეცადა რომ ჰორიზონტს დაჰკვირვებოდა. არ გამოუვიდა, მზე ზედმეტად ანათებდა და ლილიას თვალები აატკივა.
-ჩამოხვალ? -იკითხა ნატიმ რომელიც ნაპირზე ამოსულიყო და ლილიას გაღიმებული უცქერდა.
-კი, რათქმაუნდა. -ლილიამ მაისური და შორტი გაიხადა და შავი საცურაო კოსტუმით ზღვისკენ წავიდა.
წყალი ცივი იყო მაგრამ ლილიამ იცოდა რომ შეეჩვეოდა ამიტომ გაბედულად გააგრძელა სიარული, როდესაც წყალი მკერდამდე სწვდებოდა შეჩერდა და მიმოიხედა. ბავშვები მხიარულად დცურავდნენ აქეთ-იქით, მიუხედავად იმისა რომ უმეტესობა ნაპირზე იყო ზღვა თითქმის გადავსებული იყო.
-ეი, დამელოდე -ნატი წამში ლილიას გვერდზე აღმოჩნდა, გოგოს წყალი ნიკაპამდე სწვდებოდა.
-გასწრობანა გინდა? -მხიარულად შეათამაშა ხელები ლილიამ.
-რათქმაუნდა -ნატიმ ტაში შემოკრა. ლილიას გაახსენდა მაკოს დარიგება რომ მითითებულ ადგილზე შორს გასვლა არ შეიძლებოდა.
-კარგი, მაშინ წინ კი არა გვერდზე გავცუროთ. სამზე ვიწყებთ -ლილია წყალში შებრუნდა. -წითელ ტივტივას ხედავ? -გოგომ ნატის მოშორებით მყოფი ტივტივა დაანახა -იქამდე ვინც პირველი მივა გაიმარჯვებს. -ნატიმ გოგოს თავი დაუქნია -კარგი, მოემზადე... ერთი, ორი, სამი.
ლილიამ ხელები გაშალა და ტივტივას მიმართულებით გაცურვა დაიწყო, რომელიც მხოლოდ ხუთი წუთის სავალზე იქნებოდა. გოგოს უკან არ მიუხედია რომ შეემოწმებინა ნატი სად იყო, გრძნობდა რომ მის გვერდზე არავინ იყო, ხოლო გოგოს წინ არ გაუსწრია. ლილიამ ჩაყვინთა, გოგო ჩაყვინთული ყოველთვის უკეთესად ცურავდა, წყლის ქვეშ თვალების გახელაც შეეძლო, მაგრამ ამჯერად როგორც კი ჩაყვინთა თვალები ეტკინა ამიტომ დახუჭა და ისე გააგრძელა გაცურვა.
ამოუცნობი მიმართულებით გაცურვა გოგოს არ მოეწონა. ლილიას ორიენტაციის არანაირი ნიჭი არ ჰქონდა, ამიტომ ყოველთვის თვალებს ენდობოდა ხოლმე, ახლა კი თვალდახუჭულმა ვერაფერი გაიგო ამიტომ გადაწყვიტა რომ ამოეყვინთა, გოგოს ჰაერის პრობლემა არ ჰქონია რადგანაც წყლის ქვეშ თითქმის ერთ წუთს ძლებდა მაგრამ ამჯერად მიმართულების გარეშე ცურვა არ შეეძლო. ლილიამ ხელები გააქნია და ამოყვინთა.
პირველად ხმები გაიგო, მაგრამ ჯერ ჰაერი უნდა ჩაესუნთქა და თვალები გაეხილა. როგორც კი ღრმად ცაისუნთქა ჰაერი თვალები გაახილა, მხოლოდ იმისათვის რომ ნაცნობი ზღვისფერი თვალები ეპოვა მის წინ.
-ფრთხილად ლილ.
ნაზად წარმოთქვა გიორგიმ.

"სუნთქვაზე კონცერტრირდი"
შეახსენა ლილიამ თავის თავს და ეცადა რომ გიროგის ლურჯი თვალებისათვის აღარ ეყურებინა. გოგო რამოდენიმე წამის ამოყვინთული იყო წყლიდან, სველი თმა გაშლოდა და წელზე მისწებებოდა. გოგოს თვალები უცნარად სტკიოდა.
-ბოდიში -წარმოთქვა გოგომ და გიორგის ახედა რომელიც მას მისჩერებოდა, წელს ზემოთ არაფერი ეცვა, თეთრი სხეული წყლისქვეშ დაეფარა. ქერა მოკლე თმები სველი ჰქონდა და კისერზე მიკრული. სველი ტუჩები ოდნავ დაეშორებინა ერთმანეთისათვის. ლილია მის თვალიერებას რომ მორჩა ბიჭს თვალებში შეხედა, ის დაჟინებით დასჩერებოდა მას. ლილია გაწითლდა და თავი დახარა.
-სასაცილოა არა? -ბოხი ხმით წარმოთქვა გიორგიმ, ლილიამ დაბნეულმა ახედა.
-რა არის სასაცილო? -იკითხა გოგომ, გაკვირვებულმა.
-ერთმანეთს ყოველთვის მაშინ ვხვდებით როდესაც მეჯახები -გიორგიმ გაიღიმა და წამით გოგოს სუნთქვა შეეკრა, ბიჭი ისეთი ლამაზი იყო როდესაც იღიმოდა, მიუხედავად იმისა რომ მამაკაცს სიტყვა 'ლამაზით' არ ახასიათებენ ლილია დარწმუნებული იყო რომ მის წინ სწორედაც რომ ულამაზესი ბიჭი იღიმოდა, იდიალურად სწორი თეთრი კბილები სააშკარაოზე გამოეტანა.
გოგო მის ნათქვამზე გვიან დაფიქრდა. როდესაც მიხვდა ბიჭმა რა უთხრა უარესად გაწითლდა. მართლაც ყოველთვის როდესაც ერთმანეთს ხვდებოდნენ ლილია მას ეჯახებოდა. პირველადაც ხომ ასე შეხვდნენ? სამზარეულოში.
ლილიამ სირცხვილით სავსე თვალები ზღვას დააშტერა, როგორი ნაცნობი ფერი იყო, მისი თვალების ფერი.
-ბოდიში -წაიბუტბუტა გოგომ.
უკან მიიხედა სადაც ნატი საცოდავად ცდილობდა ხელების ფართხალით გაცურვას, ლილიას დილანდელი ინციდენტი გაახსენდა, როდესაც ნატიმ მისი და გიორგის შეხვედრის გამო იტირა, არ უნდოდა ახლაც იგივე მომხდარიყო, ამიტომ სწრაფად გააქნია თავი.
-უნდა წავიდე -თქვა მან, გიორგის სახეზე რაღაც ემოციამ გადაირბინა რომლის დაჭერაც ლილიამ ვერ მოასწრო და იფიქრა რომ უბრალოდ მოეჩვენა.
-კარგად ლილ. -ჩურჩულით თქვა გიორგიმ და ლილიამ იგრძნო როგორ დაუარა ელექტროობამ სხეულში.
აღარ უნდოდა მეტი გაჩერება, ამიტომ ხელები გააქნია და ტივტივასაკენ ცურვა დაიწყო, წყალი მთელს სხეულზე ეხვეოდა, სიცივეს ვეღარ გრძნობდა. ტივტივასთან რომ მოივიდა უკან მობრუნდა. ნატი ძალიან შორს იყო მისგან, რამოდენიმე წუთი ელოდა სანამ გოგო მასთან მივიდოდა.
-ჰუსეინ ბოლტი ხარ? -იკითხა ნატიმ და ღრმად სუნთქვა დაიწყო. ლილიამ გაიცინა, ჰუსეინ ბოლტი მსოფლიოში ყველაზე სწრაფი მორბენალია და არა მოცურავე.
-არა, მაიკლ პელპსი ვარ -გოგომ სიცილში აყჰვა, მაიკლ პელპსი ყველაზე სწრაფი მოცურავე მთელს მსოფლიოში. ლილიას ყოველთვის უყვარდა მისი შეჯიბრებების ყურება. უბრალოდ მოსწონდა როგორ საოცრად ცურავდა კაცი.
ლილია მალევე ამოვიდა წყლიდან მაიკა გადაიცვა და ქვიშაზე დაჯდა, უყურებდა როგორ ერთობოდა ნატი წყალში, როგორ ესაუბრებოდა სხვა ბავშვებს, როგორ თამაშობდა მათთან ერთად და როგორ აგებდა თითოეულ გასწრობანას.
ლილიამ თვალებით მაკოს ძებნა დაიწყო და გოგო სხვა ლიდერებთან ერთად რამოდენიმე მეტრის იქით დალანდა, იცინოდა და გრძელი თმები მხრებზე ჩამოეყარა. გოგო ადგა და მასთან მივიდა. მაკომ შემაჩნია და გაუღიმა.
-კარგად ერთობი? -იკითხა მან. ლილიამ თავი დაუქნია.
-შეიძლება ოთახში ავიდე და რაღაც ჩამოვიტანო? -იკითხა ლილიამ, მაკომ თავი დაუქნია და სანამ გოგო შებრუნდებოდა უთხრა მალე დაბრუნდიო.
ლილიამ თავისი კედები და შორტი ჩაიცვა და შენობისაკენ წავიდა. რამოდენიმე წუთი არ იყო გასული როდესაც უკან ნაბიჯების ხმა მოესმა.
-ლილ, მოიცადე -გაიგო გოგომ ხმა და გაშეშდა.
მის უკან გიორგი იდგა, ძალიან ახლოს იმდენად ახლოს რომ გოგო მის სუნთქვას კისერზე გრძნობდა. ლილიას სხეულში ელექტროობამ დაუარა და თუ ეს შესაძლებელია გრძნობდა როგორ ასხავდა ცივი ოფლი სახეზე. თითქოს სხეულის ყოველ უჯრედში ჭიანჭველები დასდიოდა, თითქოს ძარღვებში ყინული გაზრდოდა. გოგო არ სუნთქავდა, ვერ სუნთქავდა.
-კარგად ხარ? -იკითხა ბიჭმა და წინ დაუდგა, ლილიამ ავტომატურად დაუქნია თავი და თვალებში შეხედა ბიჭს. მისი ლურჯი თვალები ახალდაბადებული მელნის ფერი იყო. გოგომ იგრძნო როგორ ამოისუნთქა.
-სად მიდიხარ? -შემდეგი კითხვა დაუსვა ბიჭმა და მისი თვალები გოგოს სახეზე დაასვენა, ისე როგორც ყოველთვის აკეთებდა. ლილიამ პირი გააღო რომ ბიჭისთვის ეთქვა სად მიდიოდა, მაგრამ ხმა არ ამოუვიდა. ის დაკარგული იყო ბიჭის ლურჯ თვალებში, მის ნაზ სუნთქვაში, ბოხ ხმაში.
-ოთახში -ძლივს მოახერხა ამოლუღლუღება გოგომ.
ბიჭმა გოგოს სახეზე ჩამოვარდნილი ქერა კულული გადაუწია.
გოგოს გულისცემა აუჩქარდა, იმდენად გაწითლდა რომ გიორგის გაეღიმა, შეიძლება იმის გამო რომ იცოდა ამას თავად იწვევდა.
-რატომ? ცუდად ხომ არ ხარ? -ბიჭმა გოგოს მხარზე ხელი დაადო.
ლილიას უნდოდა გაერკვია როგორ შეეძლო შეხებას სხეულის ასეთი ცვლილების გამოწვევა? როგორ შეეძლო შეხებას გულის აჩქარება, ლოყების გაწითლება, თვალების აწყლიანება, ხელის გულების გაოფლიანება, თმის თვალებზე ჩამოყრა, სუნთქვის შეკავება. მაგრამ ყველაზე მეტად ის აინტერესებდა გიორგის შეხებას როგორ შეეძლო ეს.
გოგომ თავი გააქნია, ისე რომ ერთხელაც არ გაუხედავს სხვაგან, გარდა მისი თვალებისა.
-აბა? -ბიჭმა გაკვირვებულმა იკითხა.
-სახატავები უნდა ჩამოვიტანო -ხრიწიანი ხმით გამოსცდა გოგოს და ჩაახველა რომ თავისი ხმა დაებრუნებინა.
-ხატავ? -გიორგის ხმაში რაღაც ისეთი ემოცია შემოეპარა რომელიც გოგომ არ იცოდა რა იყო.
-კი, ვხატავ -ამჯერად თავისი ხმით თქვა გოგომ.
გულისცემა ისევ აჩქარებული ჰქონდა, იმდენად რომ ეშინოდა ცუდად არ გამხდარიყო.
-მანახებ? -ბიჭის თვალები მოლოდინით აივსო, თავიდან ლილია ვერ მიხვდა რას გულისხმობდა და დაბნეულმა ახედა ბიჭს.
-რას? -იკითხა გოგომ და გიორგიმ გაიღიმა.
-შენს ნახატებს ლილ, მანახებ? -ბიჭმა გაუმარტა და ლილიამ დაბნეულმა გახედა.
მისი ნახატები არავისთვის უჩვენებია აქამდე დედის გარდა, რომელიც ჩვეულებრივ 'კარგია' და 'უკეთესიც შეგეძლო'-თი შემოიფარგლებოდა. ლილიას ხატვა ყველაფერზე მეტად უყვარდა მაგრამ მისი ნახატების სხვისთვის გაზიარება არც ისე.
გიორგი მომლოდინედ მისჩერებოდა გოგოს, მის თვალებს მზერას არ არიდებდა. ლილიას უნდოდა ეთქვა რომ ვერ ანახებდა ნახატებს მაგრამ სიტყვები მისი პირიდან თავისით გამოიქცა, ისე რომ გოგომ მათი შეჩერება ვერ მოასწრო.
-კი, განახებ.
გიორგიმ გაიღიმა და ლილიას სუნთქვა შეეკრა, ბიჭის ღიმილი ისევ ყველაზე ლამაზი რამ იყო ლაც ლილიას ენახა.
ბიჭმა გოგოს მხრიდან ხელი ჩამოიღო და ლილიას უმალ სიცივის ტალღამ დაუარა, რათქმაუნდა ბიჭს არასოდეს ეტყოდა რომ ხელი მის მხარზე დაებრუნებინა მაგრამ უნდოდა ეს ეთხოვა.
გოგო მისი კორპუსის წინ შეჩერდა და გიორგის მოუბრუნდა რომელიც უხმოდ მიყვებოდა უკან.
-მემგონი შენი აქ ამოსვლა არ შეიძლება, ამიტომ დამელოდე. -თქვა გოგომ ჩურჩულით და საკუთარი თავი გონებაში ჩურჩულისათვის დატუქსა.
-კარგი -ბიჭმა თავი დაუქნია.
ლილიას გაუჭირდა მისთვის მზერის არიდება და რამოდენიმე წამი შეყოვნდა სანამ საბოლოოდ კიეებზე ავიდოდა და შენობის შიგნით გაუჩინარდებოდა, ბიჭი კარს იქით დარჩა. ლილიამ ღრმად ამოისუნთქა. ჯერ კიდევ ვერ იჯერებდა რომ მისთვის თავისი ნახატების ჩვენებას აპირებდა, ნახატების რომლებიც ამდენს ნიშნავდა მისთვის.
ოთახში როდესაც ავიდა, მის საწოლთან კედელზე აყუდებული ზურგჩანთა გახსნა. შიგნის მისი ნახატების რვეული იდო, ისიც ამოიღო და ახალიც რომელიც სპეციალურად ბანაკისათვის იყიდა. უბრალო ფანქარი და საშლელი სწრაფადვე ჩაიდ შორტის ჯიბესი და ორი სახატავი რვეულით ხელში დაეშვა კიბეზე.
როდესაც გარეთ გავიდა გიორგი კედელსაყურებულიყო და ტელეფონში რაღაცას წერდა. კარის გაღების ხმა რომ გაიგო მაშინვე გოგოს ამოხედა და გაუღიმა. ლილიას სუნთქვა შეეკრა და რატომღაც ხელების კანკალი დაეწყო.
გულში მადლობა გადაიხადა რომ ახლა ყველა ზღვაზე იყო და მას ვერავინ ხედავდა, საინტერესოა რას იფიქრებდნენ, ნახევრად სველი გოგონა რომელსაც აკანკალებულ ხელებში სახატავი რვეული უჭირავს და მზერას ვერ აშორებს ბიჭს რომელსაც მხოლოდ რამოდენიმე საათია იცნობს.
გიორგიმ ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო და გოგოსაკენ გამოემართა. ლილიამ კიბეები ჩაირბინა გიორგიმ გოგოს ხელებში მოქცეულ სახატავ რვეულებს შეხედა. ლილიამ უსიტყვოდ გაუწოდა ნაატებით სავსე რვეული.
ბიჭმა გამოართვა, ისე რომ არაფერი არ უთქვამს და კიბის პირველ საფეხურზე ჩამოჯდა. ლილია თავიდან უხერხულად იდგა, მაგრამ გადაწყვიტა რომ თუ დაჯდებოდა უკეთესი იქნებოდა ამიტომ ბიჭს გვერდით მიუხჯდა და მისი სახის ყურება დაიწყო, სახატავი რვეულისაკენ არ დაუხედია არ უნდოდა გაეგო ბიჭი რომელ სურათს უყურებდა, სამაგიეროდ მის თვალებში ახალ-ახალ ემოციებს კითხულობდა როდესაც ის ახალ ფურცელზე გადადიოედა. ლილია ხედავდა ზოგან მისი თვალები სევდით როგორ ივსებოდა, ასევე ზოგჯერ ღიმილი ეფინებოდა მთელს სახეზე და ლილიასთვის მისი ღიმილი ყველაზე საოცარი რამ იყო.
როდესაც ბიჭმა გოგოსკენ გამოიხედა ლილია შეკრთა, მათი სახეები ზედმეტად ახლოს იყო ერთმანეთთან, გიორგი გოგოს კარგად დააკვირდა თითქოს ფიქრობდა რა უნდა ეთქვა.
-საოცარი ნახატებია -წარმოთქვა ბიჭმა და გოგომ შვებით ამოისუნთქა. ის ხომ პირველი ადამიანი იყო ვისაც მისი ნახატები აჩვენა. ის პირველი იყო ვინც მისი სახატავი რვეული გადაშალა, ბიჭი რომელსაც გოგო მხოლოდ რამოდენიმე საათი იცნობდა მაგრამ ლილიას მაინც ძალიან ადარდებდა მისი მოსაზრება.
-ასე ფიქრობ? -დაუფიქრებლად იკითხა გოგომ. ბიჭმა თავი დაუქნია და ლილიას გაეღიმა.
-კარგი მხატვარი ხარ, ვინ გასწავლა? -ისე იკითხა მან რომ გოგოსთვის თვალი არ მოუშორებია.
-არავინ -გოგომ მხრები აიჩეჩა, მას არავინ დახმარებია დახატვაში. თავისით ისწავლა, რაც თავი ახსოვს მუდამ ხატავდა, ბაღში, სკოლაში, სახლში. ყველგან, მაგრამ არასოდეს არავისთვის უნახებია, დღემდე.
-დიდი ხანია ხატავ?
-ბაღიდან.
ბიჭს აღარაფერი უკითხავს და ლილიამაც საჭიროდ არ ჩათვალა რომ ელაპარაკა, უბრალოდ იჯდა და მას უყურებდა, ისევე როგორც ის. ისხდნენ და ერთმანეთს აკვირდებოდნენ, სწავლობდნენ ერთმანეთის თითოეულ დეტალს.
ლილია დარწმუნებული იყო რომ მისი ლოყები ძალიან ძალიან წითელი იყო. ასევე იმაშიც დარწმუნებული იყო რომ ხელები ისევ უკანკალებდა, შუბლზე კი ოფლისგან თმა მიჰკვროდა. გოგომ იფიქრა რომ საშინელი დასანახი იქნებოდა, ამიტომ თავი მიაბრუნა და გვერდზე ყურება დაიწყო.
-გიორგი, რას აკეთებ? -ხმამ გოგო გამოაფხიზლა და მისი მიმართულებით გაიხედა, ოდნავ მოშორებით სანდრო და მარიამი იდგნენ ისინი ვისთან ერთადაც ლილიამ და ნატიმ პირველ დღეს ისადილეს.
ლილიამ იცოდა რომ სანდრო გიორგის ძმა იყო, მაგრამ მარიამზე არაფერი იცოდა, ჩათვალა რომ გოგო უბრალოდ სანდროს კარგი მეგობარი იყო.
ლილიამ გიორგის გახედა რომელიც ძმის მიმართულებით იყურებოდა, გოგოს აინტერესებდა რას იტყოდა ბიჭი.
-არაფერს, შენ რას აკეთებ? -წარბის აწევით იკითხა მან, ისე რომ ადგილიდან არ დაძრულა. ლილიას არ უნდოდა კიდევ უფრო უხერხული სიტუაციის შექმნა, მითუმეტეს როდესაც მარიამი დაჟინებით უყურებდა თვალებში.
-აქ რა გინდა? -გააგრძელა კითხვა სანდრომ. გიორგიმ ჯერ ლილიას გამოხედა და ამ გამოხედვისას ლილია უფრო გაწითლდა, ბიჭის ლურჯი თვალები წამით დაჟინებით დაესვენა გოგოს სახეზე.
-შენ რა გინდა? -თავი არ მიუბრუნებია ისე იკითხა გიორგიმ.
-მე და მარიამი აუზზე უნდა წავსულიყავით მაგრამ თქვენ შეგამჩნიეთ და აქეთ წამოედით -ბიჭმა წამით ლილიას გახედა მაგრამ მისთვის არაფერი უთქვამს. -არ იცი რომ აქ ყოფნა არ შეიძლება?
-ვიცი -თქვა ბიჭმა და ამჯერად ძმისკენ გაიხედა.
-მერე, რატომ ხარ აქ?
-უკვე მივდიოდი -წარმოთქვა ბიჭმა და ლილიას გული დაეწვა, გოგოს არ უნდოდა რომ ის წასულიყო. ერჩივნა კიდე მსხდარიყვნენ ასე უაზროდ და ერთმანეთისთვის ეყურებინათ, ან ისევ დაეთვალიერებინა ბიჭს მისი ნახატები.
ბიჭი წამოდგა, ლილია არ განძრეულა, თავის კედებს დააშტერდა. რატომღაც არ უნდოდა მაღლა ახედვა.
-დროებით -თქვა გოიორგიმ და ლილიამ თავი დაუქნია, მაგრამ მაინც არ გაუხედავს მისკენ.
ნაბიჯების ხმა მიჩუმდა და გოგო მიხვდა რომ ბიჭი წავიდა, მაღლა აიხედა და გაახსენდა რომ მისი სახატავი რვეული მას ჰქონდა. გოგო კიბიდან წამოვარდა.
-გიორგი! -დაიყვირა გოგომ მაგრამ ის უკვე წასულიყო.
მისი ნახატებით.
-სად იყავი? - ნატიმ სველი თმები თითებით გადაივარცხნა, ლილიას ძალიან მოსწონდა მისი გრძელი თმები, ახლა კისერსა და მხრებზე რომ მისწებებოდა და გოგო უშედეგოდ ცდილობდა მათ გასწორებას.
ლილია ახალი მისული იყო სანაპიროზე და სილაზე იჯდა, შორტი გაეხადა, მაისური კი დაეტოვებინა, გრძელ ფეხებს მზეს უშვერდა. ნატი გოგოს გვერდით იჯდა, გაღიმებული სახით.
-სახატავი რვეული ჩამოვიტანე -თქვა ლილიამ და ყელში რაღაც გაეჩხირა, ნატის ატყუებდა, ის ხომ გიორგისთან ერთად იყო? და მას მისი ნახატები დაათვალიერებინა. მაგრამ ლილია ტყუილს ხომ არ ამბობდა? მართლა ჩამოიტანა სახატავი რვეული და მართლა აპირებდა ხატვას.
-კარგი -ნატიმ თავი დაუქნია და წამოდგა. ფეხები ჰაერში აათამაშა და სილა ჩამოიბერტყა. -მე წყალში დავბრუნდები კარგი? -ნატიმ გოგოს მოჭუტული თვალებით შეხედა.
ლილიამ თავი დაუქნია. როდესაც ნატი წყალში ჩავიდა გოგომ სახატავი რვეული გადაშალა და ჯიბიდან უბრალო ფანქარი ამოაძვრინა.
რა უნდა დაეხატა?
ლილიას მაშინვე ნატისკენ გაექცა თვალი, გოგო წელამდე წყალში იდგა და თმას ისწორებდა. მზე მის გარშემო ულამაზეს შუქს ქმნიდა, მის უკან არაფერი ჩანდა სინათლის გარდა, მის წინ კი ჰაეროვნად მოთამაშე ტალღები.
ლილიამ გვერდით დადებული ჯინსის შორტიდან ტელეფონი ამოიღო და გოგოს სურათი გადაუღო.
ლილია აღარ დაფიქრებულა, მობილური წინ დაიდო და ხატვას შეუდგა. ფანქარი თეთრ ფურცელზე დარბოდა და შავ კვალს ტოვებდა. გოგოს გამოჰყავდა ფორმები, აფერადებდა, შლიდა, თავიდან ხატავდა. მის წინ არსებული ნახევრად შექმნილი სურათი ფართოვდებოდა, გოგოს გამხდარ სხეულს ზღვის ტალღები მიამატა, მის თმის ღერებს სათითაოდ გამოუყვანა ფორმები.
როდესაც ლილიამ ბოლო შტრიხიც დაასრულა მთელს არეალზე ხმამაღლალი ხმა გაისმა.
-ერთი ორი, ერთი ორი... ბავშვებო, დამთავრდა ზღვის დრო, ყველა ავიდეს თავიანთ ოთახებში გამოიცვალოს და შეკრების ადგილებზე მივიდნენ.
ლილიამ მიმოიხედა, ყველას დაეწყო უკვე ნივთების აგროვება და სანაპიროს დატოვება. წამში ნატი მის გვერდით გაჩნდა, ლილიამ უმალვე დახურა სახატავი რვეული და ფანქარი ჯიბეში ცაიბრუნა.
-წავიდეთ? -იკითხა ნატიმ რომელსაც სველ საცურაო კოსტუმზე მაისური გადაეცვა და ახლა სრულიად გალუმპულიყო მისი ნარინჯისფერი მაისური რომელიც ჯინსის შორტს მთლიანად უფარავდა.
ლილიამ თავი დაუქნია და წამოდგა, სახატავი რვეული ხელში მაგრად ჰქონდა ჩაბღუჯული, თითქოს ეშინოდა ესეც არ წაეღო მას.
ლილიამ გადაწყვიტა რომ გიორგის მის ნახატებს გამოართმევდა, ამაზე მაშინვე ეტყოდა როგორც კი შეხვდებოდა, თუმცა გოგოს არ უნდოდა რომ ნატის ეს ენახა. მაგრამ გული ცუდს უგრძნობდა, უნდოდა ნატისთვის გამოეკითხა რატომ იყო ასეთი ემოციური გიორგის და მის მიმართ.
-რაზე ფიქრობ? -ნატიმ გოგოს თვალწინ ხელები აუქნია რომ გამოეფხიზლებინდა.
-არაფერზე, უბრალოდ დავიღალე -ლილიამ ღრმად ჩაისუნთქა და წინ გაიხედა. ისინი უკვე მათ ოთახთან მისულიყვნენ. -არ შეიძლება დავისვენოთ? -თქვა ლილიამ როგორც კი ოთახში შევიდა და საწოლზე წამოკოტრიალდა.
-არა -ნატიმ უპასუხა და მისი სამგაზავრო ჩანთიდან თმის ფენი ამოიღო.
ლილია თავს უკვე დაღლილად გრძნობდა, მიუხედავად იმისა რომ ჯერ მხოლოდ 12 ის 15 წუთი იყო.
გოგო საწოლიდან წამოდგა და თმის გასწორებას შეუდგა. რამოდენიმე წუთში როდესაც ნატიმ მაისურის გაშრობა დაასრულა თმის ფენით ორივენი მათი გუნდის შეხვედრის ადგილზე მივიდნენ.
-ბავშვებო -ხმამაღლა წარმოთქვა მაკომ როდესაც ყველა ბავშვი მის გარშემო იდგა -საკომფერენციოში მივდივართ. ტრენინგზე დასასწრებად. ძალიან გთხოვთ ჩუმად იყავით, ყურადღებით ისმინეთ და კითხვებიც დასვით...-მაკო კიდევ აგრძელებდა საუბარს და ბავშვებს მითითებებს აძლევდა თუმცა ლილია აღარ უსმენდა მას. თითქოს მისი ტვინი მკვდარი ყოფილიყო, ყურებში წუილი დაეწყო. ერთი სული ჰქონდა როდის დაჯდებოდა და დაღლილ სხეულს დაასვენებდა.
ნატიმ მისი მდგომარეობა შეამჩნია, მთელი გზა გამამხნევებელ ფრაზებს ჩურჩულებდა და ცდილობდა გოგო გაეცინებინა, მაგრამ ლილია სახის კუნთებს აძალებდა გაღიმებას, სინამდვილეში ლილიას ხუმრობებს თავს ვერ უყრიდა, აზრი ვერ გამოჰქონდა. მისი ფეხები რობოტივით მიაბიჯებდნენ, მტკივანი წელი გულს უწყალებდა, ყურებში წუილი ხომ საერთოდ აგიჟებდა. ლილიას ერთი სული ჰქონდა როდის დაისვენებდა.
საკომფერენციოში რომ შევიდნენ დაჯდომა გადახარისხებამ ათი წუთი წაიღო, ლილია ისე იყო გამოთიშული ვერც შენიშნა როგორ ამოუდგნენ ნარინჯისფერ მაისურიანებს ლურჯმაისურიანები, ვერ შენიშნა როგორ გამალებით იყურებოდა მისკენ მაისურისფერ თვალება ბიჭი, ნერვიული მზერით.
როგორც კი გოგო სკამზე დაჯდა ნატის მხარზე თავი ჩამოადო და მკვდარივით ჩაეძინა. მისი ძილი მშვიდი იყო, სხეულის განსატვირთი. ასვენებდა გადაღლილ თვალებს, კისერს. გადაღლილ გონებას.
ლილიას სიზმარი ესიზმრა, ზოგადად მეცნიერები ამბობენ რომ ადამიანთა სიზმარი მხოლოდ 7 წუთის განმავლობაში გრძელდება, არავინ იცის ეს ვარაუდი სწორია თუ არა, მაგრამ ლილიას სიზმარი ეჩვენა რომ საუკუნე იწელებოდა.

გოგო ფეხშიშველა სერინობდა სანაპიროზე, სველი სილა ფეხის თითებზე ეთამაშებოდა, ტალღები მშვიდად პაექრობდნენ, მზის სხივები თბილი და სასიამოვნო იყო, ისეთი მწველი არა როგორიც ზაფხულის პაპანაქება სიცხეში იცის ხოლმე, სუნთქვა რომ ჭირს. ზღვიდან წამოსული ნოტიო ჰაერი გოგოს ფილტვებს ავსებდა. ძალიან სასიამოვნო იყო ასე სეირნობა.
ლილიამ გვერდით სხვისი ნაბიჯები იგრძნო, გაიხედა, უნდოდა დარწმუნებულიყო ვინ მოჰყვებოდა, ოდნავ გაუკვირდა გვერდით გიორგი რომ დალანდა, ბიჭის თვალებში საკუთარი ხატება დალანდა, ოქროსფერთმიანი გოგო რომელიც გვერდზე მდგომ ბიჭს ისე აჰყურებს თითქოს მის გარდა არავინ იყოს. გიორგი გოგოს უღიმოდა და ლილიას სითბო ჩაეღვარა სხეულში.
"მიხარია რომ აქ ხარ" გოგომ თამამად შეაერთა ბიჭის და თავისი ხელი, თითები ერთმანეთში ახლართა. ამ შეხებით გამოწვეული სიამოვნება მუცელში გაუგროვდა, თავს უცნაურად ძალიან მჩატეტ გრძნობდა.
"მეც მიხარია" ბიჭმა ბოხი თუმცა ემოციით სავსე ხმით წარმოთქვა და გოგოს თავისუფალი ხელით სახეზე მოეფერა. ლილიამ თვალები დახუჭა და თავს უფლება მისცა რომ ამ შეხებით სრულიად დამტკბარიყო, ბიჭის დიდი ხელის გული მის სახეს ნახევრად ფარავდა და გოგოს ეს ისე სიამოვნებდა! სიტყვებით შეუძლებელი იყო ამ გრძნობის აღწერა. "ისეთი ლამაზი ხარ..." ბიჭმა თავისთვის წაიჩურჩულა მაგრამ ლილიამ მაინც გაიგო და თვალები გაახილა, გიორგის სახე გოგოსთან ახლოს მოეტანა.
"შენი აზრით ლამაზი ვარ?" მოულოდნელად წარმოთქვა გოგომ, განა არ იცოდა რომ ლამაზი იყო? ბევრს კი არ აქვს მწვანე თვალები და მზისფერი თმები შეხამებული მოშოკოლადისფრო კანთან? თანაც გამხდარი თუმცა სრული ფორმებით? მაგრამ გოგოს უნდოდა რომ ეს ბიჭის პირიდან მოესმინა, უნდოდა გაეგო.
"ყველაზე ლამაზი." სერიოზულად წარმოთქვა გიორგიმ, თან მისი სახის შესწავლას განაგრძობდა, თვალები გოგოს თითოეულ ნაკვთს სწავლობდნენ, თითქოს სურდა კანქვეშ შეეღწია ცოტახნიც მაინც დაენახა მისი სული, გაეშიშვლებინა ის რაც ასე უყვარდა მასში, მისი ფაქიზი, ქათქათა სული.
ლილია ფეხისწვერებზე აიწია და ბიჭს ლოყაზე აკოცა, შემდეგ მაგრად ჩაეკონა და ცოტახანი ასე იდგნენ, ჩახუტებულები. მათ გვერდით ზღვის ტალღები ურჩი ბავშვებივით თამაშობდნენ, ჩიტები ცაში დაფრინავდნენ, მზის სხივები გარემოს ალამაზებდნენ, მაგრამ ყოველივეს მიუხედავად ორი ჩახუტებული ადამიანი მაინც ცენტრი იყო, ცენტრი მათი საკუთარი სამყაროსი.
"ორი ადამიანის სამყაროში მესამეს არაფერი ესაქმება..." რატომღაც თავში გაუელვა ლილიას და სწორედ ამ დროს გაიგო ხმა, მესამე ადამიანის.
"ლილია" ნატი მისკენ გაღიმებული მორბოდა, როგორც კი გიორგი შეამჩნია გოგოს გვერდით მაშინვე გაჩერდა. სირბილისაგან გაოფლილი თმა სახეზე ეწებებოდა და მძიმედ სუნთქავდა, შუბლიდან ოფლი წვეთებად ჩამოსდიოდა... როგორ უნოდა ლილიას დაეჯერებინა რომ გოგოს თვალებიდან წამოსული სითხეც უბრალოდ ოფლი იყო, უბრალოდ სირბილის შედეგი და არა ცრემლები, რომლებიც ასე უკლავდნენ ლილიას გულს მაგრამ ვერ დაიჯერებდა, იმიტომ რომ ნათლად ხედავდა, გოგო ტიროდა...
"ნატი" ლილია გიორგის მოშორდა და გოგოსკენ გადადგა რამოდენიმე ნაბიჯი, დაბალმა უკან დაიხია, თან თავს მტკივნეულად აქნევდა.
"არა..." ჩურჩულებდა გოგო "არა, არ მომიახლოვდე..." იმეორებდა განუწყვეტლივ და ნელ ნელა უკან იხევდა.
ლილიამ უკან გაიხედა უნდოდა გიორგისთვის დახმარება ეთხოვა მაგრამ ბიჭი იქ არ იყო, სადღაც შორს გამქრალიყო. წინ რომ მოიხედა ნატი მუხლამდე წყალში იყო და წინ მიაბიჯებდა, აცრემლებული თვალების მოწმენდას არც კი ცდილობდა, უბრალოდ წინ მიიწევდა. სანამ წყალმა მთლიანად არ დაფარა და შთანთქა მისი სხეული... წინ, განუწყვეტლივ წინ.
ლილია მისკენ გაიქცა, ისიყო წყლიდან უნდა ამოეყვენა რომ ტალღამ შთანთა, ყვირილი უნდოდა მაგრამ პირი რომ გააღო წყალმა მისი სხეული მოიცვა, შიგნეულობა, სუნთქვა უჭირდა.
"ნატი..." ამოილუღლუღა და ის იყო თვალები უნდა დაეხუჭა რომ მტკივნეული დარტყმა იგრძნო ლოყაზე.

გოგომ თვალები გაახილა და ორი წყვილი თვალის მზერა იგრძნო, მარცხნიდან ნატი ამოსდგომოდა და უყურებდა, მარჯვნიდან კი....
გიორგი...
გიორგი?
გიორგი!
როგორც ჩანს გოგო იმდენად გათიშული იყო რომ ვერ შეამჩნია ნარინჯისფერ მაისურიანების გვერდით ცისფერმაისურიანები რომ დასხდნენ, თანაც მის გვერდზე ის ერთი იყო ბოლო ხანების განმავლობაში მზერას რომ ვერ არიდებდა.
-კარგად ხარ?
გიორგის თვალები გოგოს სწავლობდა, ზუსტად ისე როგორც სიზმარში, სახეები ახლოს ჰქონდათ მიტანილი ერთმანეთთან, მათი თვალები თითქოს მიჯაჭვიული ყოფილიყო, მზერას ვერ აშორებდნენ ერთმანეთს, გოგო ხარბად ეწაფებოდა ბიჭის თითოეულ ნაკვთს და განსაკუთრებული აქცენტს მაინც მის თვალებზე აკეთებდა, თვალებზე რომლებიც სიზმარში ბიჭს გოგოს სიყვარულით ჰქონდა სავსე.
-ლილ, კარგად ხარ? -გაიმეორა ბიჭმა ამჯერად ჩურჩულით, მხოლოდ მათ რომ გაეგოთ. გოგოს სხეულში ელექტროობამ დაუარა მისი სახელის, ბიჭის პირიდან მოსმენაზე, თითქოს მას მეტ გრძნობებს მატებდა, არ იყო ჩვეულებრივი სახელი რომელიც ქარს გაჰყვებოდა, არამედ სიყვარულით, ვნებით, სურვილით, სილამაზით სავსე.
-ლილ? -დაბნეულმა იკითხა ნატიმ. როგორც ჩანს გოგოს გაეგო ბიჭის ჩურჩული.
ლილიას სხეულში უსიამოვნო გრძნობა ჩაეღვარა. გაახსენდა ნატის გულნატკენი სახე სიზმარში. გიორგისგან უკან გაიწია და მეგობარს თვალი გაუსწორა. გოგო დაბნეული მისჩერებოდა მას, დიდი დრუნჩას თვალები სულ ოდნავ აწყლიანებოდა. თმები სახეზე ჩამოჰყროდა. გოგო ძალიან ლამაზი იყო. ლილიამ გაიფიქრა რომ გოგოს ამას აუცილებლად ეტყოდა.
-კარგად ვარ, გმადლობთ. -წარმოთქვა ლილიამ ხმადაბლა და ყელი ჩაიწმინდა, აქეთ-იქით რომ მიმოიხედა დაინახა რომ ბავშვების უმეტესიბა წამომდგარიყო და გასავლელისკენ მიდიოდა. მხოლოდ სამნი ისხდნენ ისევ. ის, ნატი და გიორგი.
-გიორგი! -გვერდიდან ხმა გაიგეს.
ლილიამ აიხედა და სანდრო დაინახა რომელსაც გვერდში მარიამი ამოსდგომოდა. გოგოს გაუკვირდა, ეს ირნი სულ ერთად რატომ დადიოდნენ და გაიფიქრა რომ მოგვიანრბით ნატის აუცილებლად ჰკითხავდა.
-არ მოდიხარ? -ჰკითხა სანდრომ ძმას რომელსაც მზერა კვლავ ლილიასთვის დაებრუნებინა. გოგოს სახეს აკვირდებიდა და თითქოს სხვა სამყაროში ყოფილიყო, მკრთალად მაგრამ ოდნავ მაინც იწეიდა მისი ტუჩუს კუთხეები და ლილიას უხაროდა. ის ხომ პირდაპირ ხედავდა გაცინებულ ბიჭს, რომელსაც ბანაკში მისი ყურადღება მოეპოვებინა.
-გიორგი? -გაიმეორა სანდრომ. მარიამმა უცნაურად წარბაწეულმა შეავლო თვალი ლილიას და ნატის. გოგონებს არასასიამოვნო დეგრძნება დაეუფლად.
ლილიამ თვალები დახუჭა. საკუთარ თავზე კონტროლის დაბრუნება სცადა. თავიდან ძლივს ამოიგდო სიზმარი და თვალები კვლავ გაახილა. გიორგი კვლავ მისჩერებოდა. ლილიას უნდოდა წინ გაეწია და ბიჭს ჩახუტებოდა, აინტერესებდა ახლა, აქ, ჩახუტებაც თუ ისეთივე, თბილი და სასიამოვნო, იქნებოდა როგორც მის სიზმარში.
გოგომ ნატის ხელი დაავლო და სკამიდან წამოდგა. გვერდით მჯდარმა ბიჭმა მათი მოძრაობა გაიმეორე და წამოდგა. სანდრო კოპებშეკრული აკვირდებოდა ძმას, მარიამი კი საკუთარი ფრჩხილების თვალიერებით იყო დაკავებული.
-წავიდეთ -თქვა ლილიამ და სკამებს შორის გაიარა. როდესაც თავისუფალ გზაზე დადგა, თავისუფალ ხელზე შეხება იგრძნო. გიორგი აკავებდა. გოგო უკან მიბრუნდა და ბიჭს თვალები გაუფართოვდა, აღაფრთოვანა იმან თუ როგორ საოცრად და ჰაეროვნად შეირხა გოგოს თმები და ნაწილი სახეზე როგორ ჩამოეყარა. აღაფრთოვანა იმან თუ როგორ გაუდიდნა შემობრუნების მომენტში თვალები, როგორ დაებუშტა დიდი წითელი ტუჩები.
ლილიას გაახსენდა რომ მისი სახატავი რვეული გიორგის ჰქონდა, ახლა ბიჭს ამაზე რომ რამე ეთქვა ნატი მიხვდებოდა რომ მოატყუა, ამიტომ ლილია არც დაფიქრებულა ისე სწარად მიეკრო ბიჭს სხეულზე და ტუჩები ყურებთან მიუტანა.
-გთხოვ, ნახატებზე არ თქვა.
დაიჩურჩულა, ისე ხმადაბლა დარწმუნებული არ იყო გაიგო თუ არა, ბიჭმა მისი თხოვნა. უკან დაიწია და თვალი გაუსწორა გიორგის რომელმაც შეუმჩნევლად დაუქნია თავი. ლილიამ ამოისუნთქა, გულში მადლობა გადაიხადა რომ ასეთი გამგები იყო.
-ეს გრჩება -გიორგიმ ხელი ასწია და გოგოს თმისამაგრი დაანახა. ლილიას გაეღიმა, გამოსავალიც იპოვა.
-მადლობა -ჩუმად უთხრა და თმისამაგრი გამოართვა. შემდეგ კი შემობრუნდა.
ნატის თავი დახრილი ჰქონდა და ერთ ფეხს მეორეთი აწვალებდა. სანდრო მარიამს ესაუბრებოდა თან შიგადაშიგ მათკენ იხედებოდა, აშკარად გაბრაზებული სახით.
-წავიდეთ -მეორედ თქვა გოგომ და იგრძნო როგორ მოუჭირა გიორგიმ მას ხელი. ახედა. უძრავად იდგა, უბრალოდ აკვირდებოდა და არ უნდოდა გაეშვა. ლილიამ თვითონაც შეუმჩნევლად მოუჭირა ხელი და მერე ნაზად გამოსტაცა, ისე რომ სხვებისთვის შეუმჩნეველი ყოფილიყო.
კარებისკენ წავიდა და ნატიც გაიყოლა. უკან ესმოდა როგორ ესაუბრებოდა სანდრო გიორგის, მაგრამ სიტყვებს ვერ არჩევდა.
გარეთ რომ გამოვიდნენ ლილიას მზის შუქმა თვალები მოჭრა და სწრაფადვე დახუჩა ატკივებული კაკლები მწველი ნათებისგან დაიფარა.
-რა ჩასჩურჩულე? -მოულოდნელად იკითხა ნატიმ. სერიოზული სახით იყურებოდა მაგრამ ამჯერად მისი თვალები აწყლიანებული არ იყო რაც ლილიას ძალიან უხაროდა.
-არაფერი. -იცრუა. მეორედ. უკვე მეორედ მოატყუა ყველაზე საყვარელი და თბილი გოგონა.
-მაშინ ჩაეხუტე?
-არა.
-აბა რა იყო ის?
-ფეხი დამიცდა.
ნატის არაფერი უთქვამს. იცოდა გოგო ცრუობდა. ლილიამაც იცოდა რომ ნატიმ იცოდა. არცერთს არაფერი უთქვამთ უხმოდ მივიდნენ შეკრების ადგილზე. ნარინჯისფერ მაისურიანები იქ იყვნენ, გაბრაზებული მაკო და ანდრია კი მათ მისჩერებოდნენ.
-სად იყავით? -იკითხა მაკომ როდესაც გოგონები ახლოს მივიდნენ.
-საკონფერენციოში, ქუდი დამრჩა -იცრუა ნატიმ. ლილიამ გოგოს გახედა, ის არც კი დაბნეულა, მისი ტყუილი ლილიასგან განსხვავებით ძალიან დამაჯერებელი იყო.
-და ქუდი? -იკითხა, წარბაწეულმა, ანდრიამ.
ნატიმ დაბნეულმა მიმოიხედა, ქუდი არ ეფარა, არც ხელში ეჭირა და არც ლილიას ჰქონდა. სასჯელს ვერ აცდებოდნენ. ნატიმ ტუჩი მოიკვნიტა და ლილიას მუდარით სავსე თვალებით ახედა. გოგომ თავი გააქნია, არ იცოდა რისი მოფიქრება იყო შესაძლებელი.
-ბავშვებო, სხვა გზა არ არის, უნდა დაგსაჯოთ, თვითნებურად დარბაზში დარჩენისთვის და ჯგუფის ჩამორჩენისთვის. -თქვა მაკომ და თავის ტაბლეტში რაღაცის წერა დაიწყო. ლილიამ გაბრაზებულმა შეხედა, ყურადღება რომ მიექცია მაკოს მათთვის მაშინ არ დარჩებოდნენ საკონფერენციოში.
-რა სასჯელი? -იკითხა ლილიამ და თვალები მაკოს სახეზე დაასვენა, რომელსაც დიდი შავი სათვალეები ფარავდა.
-საღამოს დაძინებამდე ღონისძიებას გამოაკლდებით და სამზარეულოში მიეხმარებით.
ნატის მოულოდნელად სახეზე მკვდრისფერი დაედო. თავი მტკივნეულად გააქნია. ლილიას გაახსენდა როგორ გაუხარდა როდესაც მათ ინგლისი ამოუვიდათ. ნატის ძალიან უნდოდა ამ ღონისძიებაში მონაწილეობა. ლილიას არც ისე, მისი საქმე არ იყო ხალხის წინაშე გამოსვლა. ამიტომ საჭიროდ ჩათვალა რამე მოეფირებინა ნატის გადასარჩენად.
-იცით, სინამდვილეში მე ჩამეძინა -თქვა გოგომ, დაინახა როგორ კითხვის ნიშნის მქონე თვალებით ახედა ნატიმ და როგორ მოაბრუნა სათვალიანი სახე მაკომ მისკენ. -ნატი არაფერ შუაშია, თქვენთან ერთად გამოდიოდა მაგრამ ერთ-ერთმა ლიდერმა უთხრა რომ გავეღვიძებინე და ამიტომ დარჩა. ის არ დასაჯოთ მე დავეხმარები მზარეულებს, მაინც არ მინდოდა მონაწილეობის მიღება.
-მართალია? -მაკო ნატის მიუბრუნდა. ლილიამ დაბალს თვალი ჩაუკრა და ანიშნა დათანხმდიო. ნატი კიდევ ცოტახანი უყურებდა მას, ვერ გადაეწყვიტა გაეწირა მეგობარი სამზარეულოში მარტო მუშაობისთვის თუ არა, მაგრამ საბოლოოდ თავი დააქნია და ლიდერებს ანიშნა მართალიაო. მიუხედავად იმისა რომ მისი იდეა იყო, ლილიას რაღაცნაირად ეწყინა, თან გაუხარდა! რათქმაუნდა უხაროდა მისი მეგობარი რომ არ დაისჯებოდა მის გამო, მაგრამ მაინც ეწყინა, ნატის ხომ შეეძლო მისი მხარე დაეჭირა არა?!
-კარგი, მაშინ ანდრია აგიხსნით ყველაფერს, მე კი ლილიას წავიყვან სამზარეულოში და დავბრუნდები ბავშვებო -თქვა მაკომ და ლილიას გვერდით ამოუდგა. ნატი გოგოს გადაეხვია და გამამხნევებლად გაუღიმა.
-ძაან არ დაიღალო -ჩასჩურჩულა ყურში და გაიცინა. ლილიასაც გაეცინა და გოგოს თავი დაუქნია.
-წავიდეთ -მაკომ მხარზე ხელი დაადო და "აიძულა" ერთი ნაბიჯით წინ წასულიყო. შემდეგ თავისუფლად გააგრძელა სიარული. წინ მიდიოდა მაკო კი უკან მძიმე ნაბიჯებით მოჰყვებოდა. გოგომ ყველა ფერის მაისურიანს ჩაუარა, რამდენიმეჯერ გაჩერდნენ რადგან ლიდერები მაკოს რაღაცას ეუბნებოდნენ, მათი ჩუმი საუბრის მერე კი ლილიას წარბაწეულ მზერას სტყორცნიდნენ.
გოგომ თავი ძალიან დარცხვენილად იგრძNო, მეორე დღესვე დაისაჯა, ალბათ ცხოვრებაში პირველად მოხდა ასეთი რამ. ლილია ხომ ძალიან მოწესრიგებული და წესიერი იყო ყველა მხრივ. დედამისსაც კი არ აუწევია ხმა მასთან. არ იყო საჭირო, არასოდეს. მაგრამ აქ, უკვე ისჯებოდა.
სამზარეულოში რომ შევიდნენ რამოდენიმე დამხმარეს მაკომ აუხსნა რაც ხდებოდა და მათაც გოგო მალევე დაასაქმეს. მაგიდების გადაწმენდა სთხოვეს. ლილია თითოეულ მაგიდას დაუყვა და გადაწმინდა. მადლობელი იყო რომ მომსახურე პერსონალი უხეში არ იყო და გოგოს თბილ ღიმილს სთავაზობდა.
როდესაც მაგიდების გადაწმენდას მორჩა შემდეგ გააწყო, ამჯერად მარტო არ იყო. სხვებიც დაეხმარნენ.
რამოდენიმე ხანში სასადილოში ჯგუფებმა იწყეს შემოსვლა. ამ დროისთვის ლილიას ფეხები და წელი საშინლად სტკიოდა. როდესაც მისი გუნდელები შემოვიდნენ ნატიმ მაშინვე თვალი მოკრა კუთხეში მდგარ ლილიას რომელიც ცარიელ მაგიდას ასუფთავებდა.
-ლილია! -დაუაძახა გოგოს და მასთან მიირბინა. -ძალიან დიდი ბოდიში, ვიცი არ უნდა დავთანხმებოდი! მაგრამ, ძალიან, ძალიან, მინდა ღონისძიებაში მონაწილეობა! მართლა ძალიან ვწუხვარ.
-არაუშავს ნატ! -ლილია გოგოს გადაეხვია. ნატი მაგიდასთან დაბრუნდა. გოგო თანაგუნდელების მწველ მზერას გრძნობდა. ზოგი ირონიულად იცინოდა ზოგი კი გამამხნევებლად უღიმოდა. მაკოს მისთვის არ შეუხედავს, დროც არ ჰქონდა სხვებს აწყნარებდა.
ნარინჯისფერ მაისურიანები რომ გადიოდნენ ნატი გოგოს დაემშვიდობა და ისე გაირბინა მთელი ოთახი. გარეთ გავიდა და უკან ცხენისკუდად შეკრული თმები ცეკვა-ცეკვით მიჰყვა. ლილიას გაეღიმა. გოგოს თვალი მოაშორა და მის წინ ცისფერი ფერი დალანდა.
გიორგი მასთან ძალიან ახლოს იდგა და ღიმილით დაჰყურებდა გოგოს.
-აქ რატომ ხარ ლილ?
-დამსაჯეს. -თქვა გოგომ და მაგიდის გადაწმენდა დაიწყო. გიორგი იმ მაგიდასთან დაჯდა და გოგოს ინტერესით მიაჩერდა. ლილიას ლოყები შეეფაკლა, ბიჭი უსირცხვილოდ დაშტერებოდა სახეზე და არც მალავდა ამას.
-რატომ? -ბიჭმა ისე იკითხა მისთვის თვალი არ მოუშორებია, ლილია კი ცდილობდა ყველგან გაეხედა მის გარდა.
-დავიგვიანე. -მოკლედ მოუჭრა გოგომ, მიუხედავად იმისა რომ ძალიან უნდოდა ბიჭთან დაჯდომა და საუბარი ნებისმიერ თემაზე, მაინც, რაღაც ეწინააღმდეგებოდა და საშუალებას არ აძლევდა ის ეთქვა რაც მართლა სურდა.
-ხო, ჩაგეძინა და იმიტომ -ბიჭმა მკრთალად გაიღიმა. ლილია უკვე გაკრიალებული მაგიდის წმენდას აგრძელებდა, მისი ფეხები თითქოს სვეტები გამხდარიყვნენ, წასვლა უნდოდა მაგრამ ისინი ეწინააღმდეგებოდნენ. ლილიამ რომ არაფერი უპასუხა, ისევ თვითონ განაგრძო -რა გესიზმრებოდა?
-რა იცი რომ რამე მესიზმრებოდა? -ლილია წარბის აწევით შეეცადა ნერვიულობა დაემალა, აბა, როგორი იქნებოდა ბიჭს გაეგო რომ ის დაესიზმრა? თანაც შეყვარებულის ამპულაში.
-ოფლიანი იყავი, თავიდან სახეზე ღიმილი გეხატა და ძალიან ბედნიერი ჩანდი -ბიჭმა ისე დაიწყო თითქოს გოგოს მიმიკებს კი არა, გაბრიელ გარსია მარკესის წიგნს ყვებოდა, თვალები გაუბრწყინდა და თავის მონოლოგში მთლიანად ჩაეფლო -ერთი კულული სახეზე გქონდა გადმოვარდნილი, ყვრილმანებამდე დაგდევდა... ხანდახან თვალებს ძალიან მაგრად ხუჭავდი, თითქოს სიზმარში რაიმესგან ცდილობდი თავის დაღწევას. რამდენჯერმე, გაუაზრებლად, მხრებიც შემოიხვიე სხეულზე, თითქოს ვიღაცას ეხუტებოდი. მერე არ ვიცი რა მოხდა მაგრამ მოულოდნელად სახე წაგეშალა, სულ გაფითრდი და გაოფლიანდი, რამოდენიმე ცრემლი ჩამოგიგორდა. პირს აღებდი, თუმცა ხმა არ ამოგდიოდა... მაშინ ვიფიქრე რომ ვიღაცას ეძახდი. შემდეგ... თავი უმისამართოდ ჩამოგივარდა და გადაფითრდი!... ძალიან შემეშინდა, ვიფიქრე რომ რაიმე მოგივიდა. მხრებში დაგწვდი და გაღვიძება დაგიწყე. თავს აქნევდი მაგრამ, შემდეგ თვალები გაახილე. ცრემლებით გქონდა სავსე, მართლა შემეშინდა!...
ლილიას სხეულმა წონა დაკარგა და გაუაზრებლად, დაესვენა, მაგიდის წინ მდგომ, სკამზე. სახე ახურებული ჰქონდა და თვალებ გაფართოებული უყურებდა ბიჭს რომელიც მის მზერას არ იმჩნევდა, ჩვეულებრივად, აკრიალებული ლურჯი თვალებით მისჩერებოდა გოგოს.
ლილია სულ მთლად დაიბნა!... როგორ შეიძლებოდა, გიორგის არცერთი დეტალი არ გამოპარვოდა მისი ხატების აღწერისას? თოჯინასავიდ უსულოდ გრძნობდა თავს, ბიჭის ამ სიტყვებმა მთელი სხეული აუფორიაქა, ყველა ფიქრი აემღვრა და გაურკვევლობამ მოიცვა მისი სხეული.
გიორგი გოგოს ჩუმად ადევნებდა თვალს. ხედავდა მის სახეზე ოთხი სეზონივით რომ იცვლებოდა გამომეტყველება, ტაოდაყრილი გოგო ემოციებით სავსე თვალებით მისჩერებოდა მას და ბიჭს შეეძლო დაეფიცა რომ ახლა ყველაზე ლამაზი იყო; ერთდროულად, აწითლებული ლოყებით და ფერდაკარგული სახით. გაფართოებული, აწყლიანებული, თვალებით. ოდნავ გაპობილი მსხვილი ტუჩებით. არეული გამომეტყველებით, მის წინ მჯდომს რომ სწვავდა. სახეზე ჩამოვარდნილი რამდენიმე ქერა კულულით... ოხ, რა ლამაზი იყო გოგო!... როგორი ლამაზი და საოცარი და როგორ უნდოდა ბიჭს, სულ ცოტა ხნით მაინც ჩაეკრა გულში, ხელები მაგრად მოეხვია, მკლავებში მოექცია და მისი პატარა სხეული სრულიად ეგრძნო!..
-რატომ... რატომ მიყურებდი? -ძლივს ამოთქვა გოგომ ჩუმად და ბავშვების ხმაურში გიორგიმ ძლივს დაიჭირა მისთვის განკუთვნილი კითხვა, გოგოს ბაგეებს რომ მოსწყდა.
ბიჭმა მხრები აიჩეჩა. არაფერი თქვა. ლილიამ ტუჩზე მაგრად იკბინა რომ მეორედ არ გაემეორებინა კითხვა, მას ხომ პასუხი არ უნდოდა. თავს ძალა დაატანა და სკამიდან წამოდგა, ხმაურით გასწია უკან და ოდნავ ნამიანი საწმენდი ხელებში მოიქცია. ერთხანს გიორგის მისჩერებოდა, ბიჭიც საპასუხო მზერას არ აკლებდა. გოგომ იფიქრა, რამე უნდა ეთქვა?.. არაფერი. უხმოდ გაეცალა მაგიდას და ლოცულობდა რომ არ მიბრუნებულიყო, რადგან, ბიჭის მზერა მთელს ზურგს უწვავდა.
ლურჯმაისურიანებიც მალე აიშალნენ მაგიდიდან და სამზარეულოდან გავიდნენ. ლილია დახლის მეორე მხრიდან უყურებდა მათ. არ გაჰკვირვებია გიორგი სულ ბოლო რომ იყო, ბიჭის ზურგს თვალი მოავლო და გაწითლდა როდესაც უკან შემობრუნდა და მის თვალეიერებაში გართულ ლილიას წაასწრო. გოგო სწრაფად მიბრუნდა უკან და სამზარეულოში გაუჩინარდა. გიორგის გაეღიმა და ზღვის გასწვრივ წავიდა.
გოგო კვლავ სამზარეულოს საქმეებში ჩაეფლო და ყველაფერი დაავიწყდა, იმდენი ყოფილა საქმე, სერიოზულად დაფიქრდა ყოველდღე აქ ხომ არ მოსულიყო და დახმარებოდა Staffის წევრებს, საქმეს რომ ვერ აუდიოდნენ. გოგომ მზარეულს თვალი შეავლო ჭურჭელს რომ რეცხავდა. ახალგაზრდა გოგო იყო, მაქსიმუმ ოცი წლის იქნებოდა, შავი თმები გამჭვირვალე პარკით შეემოსა, ტანზე თეთრი მზარეულის ღილებიანი ხალათი და შავი ფართხუნა ხალათი ეცვა. ხასხასა წითელი ფერით აჭრელებული, ლამაზი, სავსე ტუჩები საჭმლის კეთების დროს ოდნავ დაბუშტვოდა, ოფლისგან მოწურული სახე კი საოცრად უბზინავდა მზის შუქზე.
ლილიას გოგოსთან მისვლა და გამოლაპარაკება უნდოდა, თუმცა თვითონაც უამრავი საქმე ჰქონდა და მზარეულსაც წუთითაც არ ეცალა. ლილიამ გადაწყვიტა რომ დასვენების დროს მაინც გამონახავდა გზას და გესაუბრებოდა გოგოს.
საღამომ ისე მოიცვა გარემო და მზის სხივები ისე მიიწურა აბობოქრებული ზღვის ტალღებში, ლილიას ერთხელაც არ გამოედგა ფეხი სამზარეულოდან. არც გიორგიზე ფიქრის თავი ჰქონდა, არც ნატიზე და მოახლოებულ ღონისძიებაზე... ზურგი, ფეხები და თავი საოცრად სტკიოდა და ერთი სული ჰქონდა ჩამომჯდარიყო.
-ლამაზო... -სანდომიანად გაუღიმა ლილიას ხანშიშესულმა მზარეულის დამხმარემ, როდესაც, გოგო კონსერვებით სავსე ყუთს სარდაფში მიათრევდა. -წადი, დაისვენე. მთელი დღეა არ გაჩერებულხარ, აწი ჩვენ მივხედავთ.
ლილიას ბევრი არ უწუწუნია. ყუთი თავის ადგილზე დადო, მზარეულის დამხმარეს გაუღიმა და ნელი ნაბიჯებით გავიდა გარეთ. ზღვიდან მოტანილი ცივი ჰაერი შიშველ მკლავებზე მოელამუნა. ოდნავ შეაჟრჟოლა. ვერც კი გაეაზრებინა მთლად ასე თუ დაღამებულიყო. სამზარეულოს გვერდით სკამზე დაჯდა და ზღვას დაუწყო ცქერა. ცოტახანში ბანაკის ბოლოდან ტაშის და ყვირილის ხმები მოესმა და ფერადი განათება დაინახა.
"ესეიგი დაიწყო" გაიფიქრა გოგომ და მზერა მოაცილა იმ ადგილს, მოელვარე თვალები კვლავ კუპრივით შავ ზღვას შეანათა. აკვირდებოდა მთვარის ხატებას ტალღებს შორის და იღიმოდა. ისეთი საოცარი იყო... გოგო ხშირად აკვირდებოდა ხოლმე ღამის ზღვას, თუმცა ეს ყველასგან განსხვავებული იყო. საოცარი. ბავშვივით უხაროდა და ადგილზე ცქმუტავდა, თითქოს პირველად ხედავდა შავი ბურუსით მოცულ ნათელ ზღვას.
-ლამაზია არა? -ლილია მოულოდნელობისგან შეხტა და სწრაფად ახედა მის გვერდზე მდგომ ბიჭს.
გიორგის ზღვისთვის გაესწორებინა თვალი. ლილია ენაჩავარდნილი მისჩერებოდა მაღალ ბიჭს, თვალებში მთვარე რომ უნათებდა. მისი სიზმარი გაახსენდა სანაპიროზე რომ დასეირნობდნენ. ნეტავ, ახლაც ჩაეკიდა მისთვის ხელი, ნეტავ ახლაც ჩახუტებოდა!..
ლილიას თვალები გაუფართოვდა როდესაც გაიაზრა რაზე ფიქრობდა, ბიჭს თვალი მოაშორა და თავი გააქნია, თითქოს ფიქრების ასე ამოგდებას შეძლებდა, ან, სიზმრის დავიწყებას...
-აქ რას აკეთებ? -ჰკითხა გოგომ -ღონისძიებაზე რატომ არ ხარ?
-წამოვედი. მოსაბეზრებელი იყო. -ბიჭმა უდარდელად აიჩეჩა მხრები და გოგოს გვერდით მიუჯდა. ლილიას ტანში გასცრა როდესაც ბიჭის შიშველი მხარი მისას შეეხო.
-შეიძლება ასე უბრალოდ წამოსვლა? -იკითხა გოგომ და ჩუმად გაიწია ბიჭისგან მოშორებით. -ვინმეს უთხარი?
-არა -ბიჭმა ისევ მხრები აიჩეჩა და ლილიასთან შესამჩნევად ახლოს მოიწია. გოგო სკამის კიდეზე იყო და ვეღარ იწეოდა. ბიჭს მზერა გაუსწორა. გიორგიმ ტუჩები აილოკა.
-ჩემი ნახატები ხომ არ მოგიტანია?... -ყურადღების გადასატანად იკითხა გოგომ. ბიჭის შიშველი კანის შეხება მკლავზე აგიჟებდა, გონებას უბინდავნდა. ძალიან დასცხა და გაბრუებული იყო.
-არა... ვიტოვებ. -თქვა ბიჭმა და ტუჩის კუთხეები მაღლა აეპრიხა. ლილიას, წუთით, გაკვირვების ტალღამ დაუარა, შემდეგ კი ბაბრაზებულმა წარბები შეკრა.
-იტოვებ? -ხმა აუცახცახდა. -ჩემია და შენ რათ გინდა?
-მომწონს.
-მერე რა!.. მე უფლება არ მომიცია.
-მერე რა!.. -ბიჭმა გაიცინა.
-რა და... -გოგოს ყველა მიზეზი თავიდან გაუფრინდა, ვერაფერზე ფიქრობდა იმდენად ახლოს იყო ბიჭი, გოგო ლამის ცხვირით მის საძილე არტერიას ეხებოდა. თავი გვერდზე გააბრუნა და ცივი ჰაერის ჩასუნთქვა სცადა.
"როდის დაცხა ასე ძალიან?"
-ლილ -ბიჭმა წაიჩურჩულა და ლილიამაც უნებურად მიაბრუნა თავი მისკენ. ბიჭის თვალები ოდნავ ჩამუქებული იყო და შიგნით ლილიასთვის გაურკვეველი ემოცია იკითხებოდა. რაღაც... სურვილი...
ბიჭმა თავი გოგოსთან ძალიან ახლოს მოსწია, იმდენად რომ მათი ცხვირები ერთმანეთს ეხებოდნენ. თითქოს ზღვამ ეს იგრძნოო ხმაურით დაეხეთქა მიწას დიდი ტალღა და წვეთები მათაც კი მოხვდათ. ლილია დენდარტყმულივით წამოვარდა ფეხზე და ბიჭს დააკვირდა, ამღრეული თვალებით რომ მისჩერებოდა მას. ტუჩები მაგრად მოეკუმა და ხელები მომუშტული ჰქონდა.
-უნდა წავიდე -ჩაიბუტბურა გოგომ უმისამართოდ და იქაურობას გაეცალა. გიორგის არც უცდია მისი შეჩერება. ერთხანს აკვირდებოდა სწრაფად მოსიარულე გოგოს, ქერა თმები რომ უფრიალებდა. შენობაში რომ ჩაიკარგა თავი წინ მიაბრუნა და ზღვაში მოთამაშე ტალღებს დააკვირდა, მთვარის შუქი ასე ლამაზად რომ ეფინათ. ხოტახანში ფეიერვერკებმაც გაანათა ცა, ბიჭის ლურჯ თვალებში უამრავი ფერი აკიაფდა, ცაზე მობრწყინავ ნათებებს რომ შეაჩერდა. ღრმად ჩაისუნთქა და დანანებით გააქნია თავი, რა კარგი იქნებოდა გოგოც მასთან ერთად ყოფილიყო... ბიჭს გული უგრძნობდა ძალიან მოეწონებოდა ჩაშავებულ ცაზე მოცეკვავე ფერები...
-...შემდეგ ფეიერვერკები გაუშვეს! სიმღეაც არ წყდებოდა. ლიდერები ცეკვავდნენ! დიდი, ლურჯი კაბები ეცვათ!.. მაგრამ, ჩვენი გუნდის გამოსვლა მაინც ყველაზე კარგი იყო! -დილიდან არ ცხდებოდა ნატი და ლილიას უკვე მესამედ უყვებოდა წინა ღამის ამბებს. გოგონები საწოლზე ისხდნენ და ფრჩხილის ლაქს ისვამდნენ. ლილიას თბილი ლურჯი ფერი შეერჩია, ნატის კი მკვეთრი წითელი.
ლილიას, ისეთი მეგობარი, რომელთანაც ფრჩხილის ლაქს წაისვამდა, არასოდეს ყოლია. განა, იმიტომ, რომ არაკონტაქტური იყო?... უბრალოდ დედამისს არ უყვარდა, როდესაც გოგო სწავლის გარდა, რამეზე ფიქრობდა და ლილიასაც სახლში მეგობარი არასდროს მოყავდა. ახლა კი, ნატისთან ერთად ამის კეთება ერთდროულად ამშვიდებდა და ძალიან ახარებდა. დილაუთენიაც გოგო სწორედ ამიტომ გააღვიძა, უნდოდა ეცადა ეს გრძნობა.
-საოცრება იყო!... -კვლავ ტიტინებდა ნატი. ლილიას, რომ დააკვირდა და თავდახრილი გოგო, რომ დაინახა ფრჩხილებს, რომ აკვირდებოდა, გაჩუმდა. -ისე... დიდი ვერაფერი იყო. -თქვა უცებ. -ბევრი არაფერი მოგაკლდა იქ, რომ არ იყავი. -ხელი ჰაერში აიქნია. -ისე შენ რას აკეთებდი?
ლილიას მოულოდნელად ტანში გასცრა. რას აკეთებდა? შეეძლო ნატისთვის ეთქვა, რომ მთელი დღე სამზარეულოში იყო, ალაგებდა, ასუფთავებდა. შემდეგ, როდესაც მოსაღამოვდა გარეთ გამოვიდა, იქ გიორგი დახვდა, გვერდით მოუჯდა და რომ არა ზღვა, ასე, რომ უყვარს, არც კი იცოდა რა მოხდებოდა, ალბათ მთელ ღამეს ბიჭთან საუბრაში გაატარებდა!... დილა უთენია კი კვლავ ნატის ცრემლიან თვალებს გადააწყდებოდა, ასე, რომ სტკენდა გულს.
გოგომ გულში საკუთარ თავს მადლობა გადაუხადა, რომ, გუშინ, ნატიზე დაფიქრდა და ბიჭს მალევე გაეცალა!
-სამზარეულოში ვიყავი, ვალაგებდი. -თქვა გოგომ და ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა. არ უყვარდა როდესაც ვინმეს ატყუებდა, ან სიმართლეს უმალავდა. მაგრამ, თითქოს ამ ორ-ნახევარ დღეში, ამ ყველაფერში დაოსტატდა. მოტყუებაში, სიმართლის დამალვაში, თავის არიდებაში! იმაში, რასაც დედამისი უკრძალავდა.
-არ უნდა დამეტოვებინე! -დანანებით გააქნია თავი ნატიმ -უნდა მეთქვა, რომ მეც შენთან ერთად ვიყავი.
-ეგ ვერაფერს შეცვლიდა, ნატ. -თქვა ლილიამ და თითები ჰაერში აათამაშა, რომ ლაქი მალე გაშრობოდა -თანაც, მე საერთოდ არ მინდოდა, იმ კარნავალზე ყოფნა. შენ კი, გიყვარს მასეთი რაღაცეები.
-მართალია. -ნატიმ კვერი დაუკრა -ისე, შენ რატომ არ გიყვარს?
-არვიცი. ისე, უბრალოდ. -ლილიამ მხრები აიჩეჩა და საწოლიდან წამოდგა. დღევანდელი ამინდი წინას არ ჩამოუვარდებოდა, ფანჯრიდან ცაზე აკიაფებული მზე მოჩანდა, რომელიც, ზღვის მოთამაშე ტალღებში ირეკლებოდა. მთელი გარემო, თითქოს, ფოტოშოპით აუწიეს კონტრასი, ელექტრიკ ფერებში იყო და ლილიას ერთხანს თვალები სტკიოდა სანამ შეაჩვევდა.
-ჩავიდეთ? -უკნიდან იკითხა ნატიმ.
-შეიძლება? -გაიკვირვა ნატიმ.
-კი, თხუთმეტი წუთია უკვე. -გაიცინა ნატიმ -წეღან ხომ გითხარი!...
-ალბათ ვერ გავიგე -თავი გააქნია ლილიამ, თუმცა იცოდა რატომაც ვერ გაიგო. მისი გონება, ხომ მხოლოდ ერთი, რამის გარშემო ბრუნავდა და სხვა რამეზე ფიქრი, არ შეეძლო...

***
"Singing in the old bars, Swinging with the old stars, Living for the fame. Kissing in the blue dark, Playing pool and wild darts, Video games. He holds me in his big arms, Drunk and I am seeing stars, This is all I think of. Watching all our friends fall, In and out of Old Paul's, This is my idea of fun, Playing video games. It's you, it's you, it's all for you, Everything I do, I tell you all the time, Heaven is a place on earth with you..."
მღეროდა ლილია და თან, ნატისთან ერთად ცეკვა-ცეკვით მიდიოდა მათი შეკრების ადგილისკენ. სტაფილოსფერმაისურიანებიც და სხვებიც გაკვირვებულები უყურებდნენ მათ, მაგრამ რატომღაც, ლილიას ეს არ ადარდებდა. ხელჩაკიდებული ხტუნვა-ხტუნვით მიდიოდა და მის გზაზე მყოფ ბავშვებს და ლიდერებს სიცილით უვლიდა მხარს. ტექსტს ხმამაღლა იმეორებდა და მთელი აქეთ-იქით ბრუნდავდა.
სწორედ მაშინ იგრძნო რომ ვიღაცას დაეჯახა. მიწაზე მოწყვეტით დავარდა და თავი დაარტყა. ტკივილმა მთელს სხულში დაუარა, მაგრამ მაინც გაიცინა.
"დაბოლილი ხომ არ ხარ?" ჰკითხა გოგომ საკუთარ თავს გონებაში და ამაზე ხმამაღლა გაეცინა. ტკივილისთვის ყურადღება არ მიუქცევია და მაღლა აიხედა. ნატი მის გვერდით იჯდა და სიცილისგან იგუდებოდა, ამის დანახვაზე ლილიას თვითონაც სიცილი მოუნდა.
სად იყო აქამდე გოგო? რატომ არ ყოფილა ასეთ კარგ ხასიათზე?! რატომ უშლიდა დედამისი მეგობრების ყოლას, როდესაც ეს ასეთი სასიამოვნო იყო. ადამიანი რომელიც შენს გვერდით იქნება! ღმერთო, ლილიას უნდოდა დედისთვის დაერეკა და ეხლავე ეთქვა რომ მეგობარი გაიჩინა. ლამაზი, დაბალი, საყვარელი გოგო რომელიც მას ახარებდა. უნდოდა ეთქვა, რომ სულაც არ იყო ცუდი მეგობრის ყოლა. აეხსნა, როგორი საოცარი გრძნობა იყო ეს!...
-კაგრად ხართ ბავშვებო? -იკითხა ერთ-ერმა ლიდერმა, რომელიც მათ დაეჯახა. ნატიმ სიცილით დაუქნია თავი და წამოდგა, ლილიას ხელი გაუწოდა.
-კარგად ხარ? -ჰკითხა გოგომ.
-კი, კი! -ლილიამ თავი დაუქნია.
გოგონებმა სიარული ახლა უფრო ფრთხილად გააგრძელეს და სიმღერაც შეწყვიტე, მაგრამ, ნაპერწკლები მათ თვალებში არ ჩამქვრალა და ახლა ორივენი ისეთი ლამაზები იყვნენ. თმები ჰაერში რომ უფრიალებდათ, თვალები უბრწყინავდათ, აღაჟღაჟებული ლოყები სიცილით გაპობოდათ და ხელჩაკიდებულები მორბოდნენ. (შედარებით ნელა!)
-პირველები ვართ, ხო? -იკითხა ნატიმ როგორც კი მათი შეკრების ადგილს მიუახლოვდნენ.
-რა? -დაბნეულმა მაკომ გოგოს სათვალეებიდან გამოხედა.
-საჭმელად პირველები შევალთ ხო? -ამჯერად ლილიამ იკითხა, არ იმჩნევდა ბავშვების მზერას ორივეს რომ სწვავდა.
-კი, პირველები შევალთ. -თავი დაუქნია მაკომ -მზარეულმა გვთხოვა. გუშინ, ლილია, იმდენი გიმუშავია, რომ შემოგვითვალეს პირველი თქვენი ჯგუფი თუ არ მოვა, საჭმელს არ გავაკეთებთო! -ღიმილით თქვა და ლილიას, ნატის და მათ თანაგუნდელებს გახარებული შეძახილები აღმოხდათ.
-მაგრამ, საჭმელი გუშინ გავაკეთეთ -თქვა ლილიამ და ყველამ უცნაურად შეხედა. -კარგი, გავჩუმდი! -თავისთვის ჩაიბუტბუტა და თავი დახარა.
ორ რიგად მოეწყვნენ, ლილია და ნატი, ბოლოში აღმოჩდნენ. გოგომ მხიარულად გადაულაპარაკა ნატის, მაკოს და ანდრიას შესახებ და სიცილი დაიწყო. თითქოს მისი სიცილი იგრძნოო გიორგი გოგონების გვერდით აღმოჩნდა მომენტალურად და ლილიას ანთებული თვალებით შეხედა.
-გამარჯობა -უთხრა ორივე გოგოს და გაიღიმა. ლილიამ ნათლად დაინახა ნატის მომენტალური ცვლილება, ლოყები გაუფითრდა, ღიმილი გაუქრა, თვალები ჩაუქრა და უცნაური გრძნობით შეაჩერდა ბიჭს, მთელი სხულით შესამცნევად კანკალებდა. გიროგიმაც შეამჩნია ეს და ღიმილი გაუქრა, ერთხანს ნატის უყურებდა, მერე გოგოსთან ძალიან ახლოს მიიწია და რაღაც ჩასჩურჩულა, თან მთელი ამ დროის განმავლობაში, ლილიას არ აშორებდა თვალს. ტანში ერთი გასცრა, აინტერესებდა რას ეუბნებოდა ბიჭი გოგოს. თუ ეს მათი წუხანდელი შეხვდერა იყო, მაშინ ლილია დარწმუნებული იყო, რომ გოგო ძალიან გაბრაზდებოდა, ეწყინებოდა. იტირებდა... როგორც სიზმარში.
ლილიას აუცილებლად უნდა გაეგო ვინ იყვნენ გიორგი და ნატი ერთმანეთისთვის.
როგორც კი ბიჭი გოგოს მოშორდა, ნატიმ აწყლიანებული თვალები მიწას მიანათა და მაღლა არ ამოუხედია, მანამ სანამ სასადილოში არ შევიდნენ. ლილიას სურვილი სწვავდა, უნდოდა ეკითხა მისთვის რა უთხრა ბიჭმა. გოგოს ტაო აყრიდა რომ იხსენებდა როგორი თვალებით უყურებდა ბიჭი მას, როდესაც ნატის ეჩურჩულებოდა.
მაგიდასთან, ნატინჯისფერმაისურიან გოგონებთან ერთად დასხდნენ. ლილიას პირდაპირ ლურჯმაისურიანების რიგისთვის მოუწია ცქერა, ისევ. ნათლად ხედავდა საუბარში გართულ ბიჭს რომელიც რაღაცის ასახსნელად ხელებს იშველიებდა, შემდეგ იცინოდა და თავი უკან უვარდებოდა. ხედავდა ნატის რომელიც ასევე მას უყურებდა და თვალებიდან შეუმჩნევლად რამოდენიმე ცრემლი ჩამოუგორდა.
-მე წავალ, შენ იყავი ჭამე -თქვა მოულოდნელად ნატიმ და სკამი ხმაურით გააცოცა, ამან გიორგის ყურადღება მიიპყრო. ლილიამ ბიჭს თვალი მოაშორა და ნატის მიაცქერდა.
-წამოვალ მეც, არ მშია -თქვა გოგომ და ასადგომად მოემზადა.
-დარჩი, გთხოვ. -ისეთი ხმით წარმოთქვა ნატიმ რომ ლილიას შეწინააღმდეგება არც უცდია, გაკვირვებულმა და ოდნავ გულნატკენმა გააყოლა გოგოს თვალი და როდესაც შენიშნა რომ გიორგიც ფეხდაფეხ მიჰყვა მას, გაუაზრებლად წამოდგა და კარებისკენ წასვლა დააპირა.
-შენი ლანგარი გრჩება! -ერთ-ერთმა გოგომ მიუთითა. ლილიამ გაბეზრებით აიქნია ხელი. ახლავე უნდოდა გარეთ გასვლა, უნდოდა გაეგო რას ეტყოდა გიორგი ნატის. დარწმუნებული იყო ნატი იტირებდა და უნდოდა მის გვერდით ყოფილიყო.
ლანგარი ხელში აიღო და ჩასაბარებლად წაიღო, რიგი დაუმთავრებელი ეჩვენა ერთ ადგილზე ცქმუტავდა და გამუდმებით კარებისკენ იყურებოდა. მისი ჯერი რომ დადგა ლანგარი სწრაფად ჩააბარა და სირბილით გავიდა გარეთ.
დააგვიანა.
გიორგი, ჯიბეებში ხელებ ჩაწყობილი იდგა და თვალს მშვიდად ადევნებდა ნატის, რომელიც, ცრემლებმორეული, თავისი ოთახისკენ მირბოდა.
-რა გააკეთე? -მოულოდნელად მივარდა ლილია ბიჭს და მაისურზე მოეჭიდა. -რა გაუკეთე?! ყოველთვის რატომ ატირებ? -ყვიროდა გამწარებული და ეჯაჯგურებოდა -რას უშვები ასეთს! რას მალავთ? -გოგომ ბიჭისთვის დარტყმა სცადა, მაგრამ, გიორგიმ მოქნეული ხელი ჰაერში გააჩერა და თავისი ძლიერი მტევანი, გოგოსას მტკივნეულად ჩაჰკიდა.
-არ უთქვამს? -იკითხა მშვიდად. მისი ხავერდოვანი ხმა გოგოს შემოეხვია.
-არ უთქვამს! -თქვა გოგომ გაბრაზებული ტონით. მთელი სხეული უცახცახებდა. თვალები ჩასწითლებოდა და თმები ოფლიან სახეზე ეწებებოდა. -შენზე საერთოდ არ ლაპარაკობს! მხოლოდ ტირის! სამი დღე... გესმის? სამი დღეა აქ ვართ, მხოლოდ სამი! იცი, შენს გამო რამდენჯერ იტირა?! რას უშვები ასეთს, გიორგი რას? -ბიჭი მოულოდნელად შეკრთა და თვალებ გაფართოებული მიაჩერდა გოგოს.
ლილიას ეგონა რომ გონს მოვიდა და გოგოს უბედურების მოსმენაზე ადამიანური გრძნობები გაუჩნდა, თუმცა სინამდვილეში, ბიჭი იმ ფაქტმა შეაშფოთა რომ გოგომ პირველად წარმოთქვა მისი სახელი. ლილიას ბაგეებიდან ამოფრენილ ამ სიტყვას თითქოს ინტიმურობა შეემატა, ბიჭს მთელს სხეულში ელექტროობამ დაუარა.
-ესეიგი არ უთქვამს. -ბიჭმა თავი გააქნია და ლილიამ ხელი ძლივს გაინთავისუფლა. -მე გეტყვი! ახლავე მოგიყვები, იმასაც გეტყვი რატომ იტირა ახლა. -თქვა ბიჭმა მოულოდნელად და გოგოს ძლივს განთავისუფლებული ხელი თავისაში მოიქცია.
მტკიცე ნაბიჯებით გაუყვა ასფალტს და არ მიუქცევია ყურადღება გოგოს ყვირილისთვის. დაბნეული ლილია ეჯაჯგურებოდა, სთხოვდა, აიძულებდა გაეშვა, მაგრამ, ბიჭი ყურს არ იბერტყავდა და გაბრაზებული, გაქვავებული, ცივი სახით მიათრევდა სადღაც. ყვირილისგან რომ დაიღალა ლილია გაჩუმდა და მორჩილად მიჰყვებოდა ბიჭს. ეგონა, მთელი საუკუნე გავიდა მანამ, სანამ დანიშნულების ადგილას მივიდიოდნენ. არაფერი განსაკუთრებული. შენობების უკან, ხშირი ხეებითა და ბუჩქებით სავსე ადგილას, მზის სხივები საოცრად ბრწყინავდა, შეიძლებოდა გოგოს ბიჭისთვის მადლობაც კი გადაეხადა, ასეთ სიტუაციაში, რომ არ ყოფილიყვნენ.
გიორგიმ გოგო, ძალდატანებით, დასვა რბილ ბალახზე და თვითონ, წინ მიუჯდა. გოგო ბიჭის თვალებს დააკვირდა. ჩაშავებული იყო, სურვილით სავსე... სურვილით, მოეყოლა გოგოსთვის ყველაფერი, სურვილით გაეგო მისი, სურვილით ეპატიებინა!...
-ნატალი... -ხავერდოვანი ხმით აღმოხდა ბიჭს და ლილია გაინაბა. უნდოდა მოესმინა, რა ქჰონდა სათქმელი მას. გიორგიმ თვალები სივრცეს მიანათა და გოგო მიხვდა, რომ ბიჭი ახლა მასთან, კი, არ იმყოფებოდა; სხვაგან იყო, სადღაც შორს... მოგონებებში გადავარდნილი. -ნატი -შეასწორა ბიჭმა -შარშან გავიცანი, ბანაკში. მაშინ, არ ვიცი რატომ, მაგრამ, ერთ გუნდში ვიყავით და ნატიც ძალიან კარგად ეწყობოდა ყველას. ჩემი ჩათვლით. იცი, მე ძალიან კონტაქტურიც არ ვარ, პირიქით ცივი... ხალხს ახლოს არ ვუშვებ. მაგრამ, ნატი, ძალიან დამიახლოვდა. ყოველდღე ერთად ვიყავით...დაახლოებით ისე როგორც თქვენ. ეხლაც მახსოვს, პირველად, რომ დავინახე. მომეწონა, როგორც ყველა ბიჭს ჩვენს ბანაკში. პატარა იყო, პატარა და საყვარელი. თაფლისფერი თვალები უნათებდა, თმები კი ჰაერში უფრიალებდა. სიცილით მოდიოდა.
არ მიყვარს ხოლმე, ქუჩაში, რომ იცინიან. თავხედობად ვთვლი, მაგრამ ნატი ისე ლამაზად იცინოდა მინდოდა ემოციაში ავყოლოდი. ლამაზი იყო, ძალიან ლამაზი. ახლაც არის... მაშინ, მართლა ძალიან მომწონდა, როგორც მეგობარი, როგორც გოგო. პირველად ხელი, რომ ჩავკიდე, არც კი ვიცი, როგორ აგიღწერო... საოცარი გრძნობა იყო, ჩვენი თითები ერთმანეთში რომ აირია და გულისცემა გამიხშირდა, იცი რა კარგი იყო? წარმოგიდგენია?! საოცრება!
მას მერე, ასე მგონია, დასასრულამდე ხელი აღარ გაგვიშვია ერთმანეთისთვის. ნატი ყოველთვის ჩემს გვერდით იყო, სულ ჩემთან, გესმის? მაგრამ მე მაინც ისეთი გრძნობა მქონდა... აი, მინდოდა რომ გამუდმებით ახლოს ყოფილიყო! უფრო და უფრო! მაგრამ, არ ვიცი... ვერ ვერკვეოდი იყო თუ არა სიყვარული ეს. ხომ იცი?! დღეს სიყვარული, ისეთი საქონელია, წითელ წიგნში რომ არის შეტანილი და ერთეულებს ხვდათ წილად მისი დაგემოვნება.
მეგონა, რომ მიყვარდა. ჩემს ადგილას ყველა ასე იფიქრებდა!... ყოველთვის ვვეჭვიანობდი სხვისკენ, რომ გაიხედავდა ხოლმე, განსაკუთრებით მიშოსკენ. ვამჩნევდი ბიჭი როგორ უყურებდა მას და სურვილი მიჩნდებოდა ნატი გამუდმებით ჩემს მკლავებში მყოლოდა მოქცეული. ნატალი... სულელი არ იყო, თვითონაც ხვდებოდა ამას, მაგრამ მიშოც ძალიან უყვარდა!... არ ვიცი, როგორც მეგობარი თუ როგორც ბიჭი, მაგრამ ფაქტია, ძალიან... უყვარდა. მის გამო, ხანდახან, ჩვენს შეხვედრებს ტოვებდა. მიშო, კარგი ბიჭი იყო! მართლა კარგი იყო. წესიერი, განათლებული, ზრდილობიანი, სიმპათიური. ისეთი, ყველას რომ მოეწონებოდა.
ეჭვიანობისგან დაბრმავებული ვიყავი. ნატი, მიშოს იყურებდა, ხშირად. ტრენინგებზე, ჭამის დროს, ზღვაში... ყველგან! ყველაზე უარესი იცი რა იყო? მე და მიშო საუკეთესო მეგობრები ვიყავით, ძმები. ჩემს ღვიძლ ძმაზე, სანდროზე, მეტად მიყვარდა. ბანაკამდე ვიცნობდი, ბავშობიდან ვიცნობდი. ერთნაირები ვიყავით, ყველაფერში. დედაჩემი და დედამისი ახლოს იყვნენ, კლასელები ვიყავით. სულ ერთად ვიყავით. თუ მიშო შარში გაეხვეოდა, ჩხუბის დროს მის გვერდით ვიყავი. თუ მე მქონდა საჩხუბარი, ჩემს გვერდით იყო. საავადმყოფოში, რომ დამაწვინეს, სახლში არ წასულა. თურმე, ექიმებს უყვიროდა ძმა გადამირჩინეთო!... როგორ შევწინააღმდეგებოდი ძმას, იმ გოგოს შეყვარებაში, რომელიც მეგონა, რომ მე მიყვარდა? მიშოს ცუდად ხდებოდა, მე და ნატის ერთად, რომ გვხედავდა უცნაურად გვიყურებდა ხოლმე. ეჭვიანობდა. ეჭვიანობდა ჩემზე! ზუსტად ისე როგორც მე მასზე.
ერთხელაც, მიშო ჩემთან მოვიდა. სულ სველი იყო! შუაღამისას ზღვაში იბანავა, გესმის? ათასი რამე შეიძლებოდა დამართნოდა!... ფიქრიც არ მინდა... -თმაში ხელები ნერვიულად შეაცურა და აწითლებული თვალები დაიზილა -მთვრალი იყო! მთვრალი! მაშინ, როდესაც მთელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში ალკოჰოლი გასინჯულიც, კი არ ჰქონდა... შემეშინდა, მაშინ პირველად შემეშინდა იმდენად, რომ!.. მიშომ ისე შემომხედა, გეგონება ვძულდი, ვეზიზღებოდი! თითქოს, მისი მტერი ვიყავი!... ასე არასოდეს შემოეხედა ჩემთვის. არასდროს. არც მაშინ როდესაც ჩემს გამო ჩხუბი უწევდა, არც მაშინ როდესაც მშობლები ჩემს გამო სჯიდნენ, არც მაშინ როდესაც სკოლაში მას უწერდნენ ოქმს ჩემს მაგივრად. არასდროს, მაგრამ იმ დღეს, მის თვალებში ზიზღი დავინახე. განა იმის შემეშინდა, რომ მთვრალი იყო და რამეს დამიშავებდა?! მეშინოდა ფხიზელსაც არ შევძულებოდი!... -ბიჭი შეჩერდა, აწყლიანებული თვალები მოიწმინდა და ბალახს დაუწყო ჩიჩქვნა.
ლილია გატრუნული იყო, ხმას ვერ იღებდა. ფრჩხილები მაგრად ჰქონდა ჩასობილი ხელისგულში და ბლანტ სითხეს გრძნობდა აღაჟღაჟებულ მიწაზე, რომ ეცემოდა. პირი რამოდენიმეჯერ გააღო, უნდოდა ბიჭისთვის ეთხოვა გაეგრძლებენინა ისტორია, უნდოდა ბოლომდე მოეყოლა, სურდა გაეგო.
ორივენი კანკალებდნენ. არცერთს ადარდებდა. ორივენი ისტორიაში იყვნენ ჩაფლული, ორივე ერთს ფიქრობდა...
-გააგრძელე, გთხოვ... -დაიჩურჩულა ლილიამ.
ბიჭს ყურადღება არ მიუქცევია, თითქოს არც გაუგია. მთელი ძალით აჭერდა კვირლებს ერთმანეთს, თავს ვერ ეწინააღმდეგებოდა, მოგონებები თავისით მოდიოდნენ და ერთმანეთის მიყოლებით თვალწინ ეფინებოდნენ. ღირდა კი, ამ ყველაფრის ლილიასთვის მოყოლა? ღირდა გოგოს, რომელიც ასე ძალიან მოსწონდა გაეგო იმის შესახებ თუ რა ჩაიდინა... ღირდა კი ისტორიის გაგრძელება საერთოდ?!...
-გიორგი, გთხოვ -მოულოდნელად დაადო ხელზე ხელი გოგომ და ბიჭს მთელს ტანში ელექტროობამ დაუარა, აცახცახებული სხეული, ძალადობრივად აუკანკალდა და ლამაზთვალება გოგოს მიაჩერდა, მის წინ რომ იყო ჩამუხლული და აწყლიანებული თვალებით მისჩერებოდა, ელოდებოდა ბიჭისგან დასასრულის მოსმენას, დასასრულის რომელმაც სამი ადამიანი, მწარედ, დააზარალა. -გააგრძელე.
ბიჭმა გოგოს ხელს თავისი მოუჭირა, ლილიას სხეულში უცნაური გრძნობა ჩაეღვარა, ისეთი მხოლოდ გიორგისთან ერთად ყოფნის დროს, რომ ახსენებს თავს. თითქოს მისი ხელიდან ეს გრძნობა მთელს სხეულში ვრცელდება. თითქოს ეს ყველაფერი, მისი ხელი, ბიჭის ხელი, მათი შეხება, მეხუთე ფაზაში გადადის... იმ ფაზაში რომ არ არსებობს და არასოდეს დაწერილა, ან, შემჩნეულა... თითქოს მათი სხეულები უწონოა, რაღაცით არიან გარშემორტყმული. თითქოს ეს ყველაფერი სწორია...
-მე... -ბიჭმა რაღაცის ბუტბუტი დაიწყო, თან, გოგოს თვალს აშორებდა. ლილიამ მაინც შეამჩნია ერთი ცრემლი რომ ჩამოუგორდა. -იმ ღამ-- -ბიჭმა ღრმად ჩაისუნთქა, თვალები ცოტა ხნით დახუჭა, რომ გაახილა პირდაპირ თვალებში შეხედა გოგოს. ლილია მოულოდნელობისგან შეკრთა, ბიჭის აწყლიანებული, აწითლებული თვალები, ცისფერი ფერის არ იყო... ეს უფრო, სხვა, სევდის, სინანულის ფერი იყო. -იმ ღამით, მიშომ, პირველად სცადა--- -ბიჭის ხმა, მოულოდნელად, უკნიდან მომავალმა, ბოხმა, ხმამ გაწყვიტა.
-თქვენ, ორნი მან რას აკეთებთ?
გაღიზიანებულმა ლილიამ საათს გახედა. მხოლოდ ხუთი წუთი იყო გასული მას შემდეგ, რაც ბოლოჯერ შეამოწმა. 3:15. ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი და გვერდი იცვალა. ნატის მხარეს გაიხედა, გოგო მისგან ზურგით იწვა. ოთახი ჩაბნელებული იყო და მხოლოდ კრიალა იატაკი ლაპლაპებდა მთვარის შუქზე.
ლილიამ საბოლოოდ გაიაზრა, რომ ამაღამ ძილი არ ეღირსებოდა, ისევე, როგორც წინა ღამეს და საწოლიდან წამოდგა. შიშველი ტერფებით გრილ იატაკს შეეხო და ტანში სასიამოვნო გრძნობამ დაუარა. ფანჯარასთან ჩუმად მივიდა ღამის სიმშვიდე მორეულ არეალს გახედა. სახელური ჩამოწია და ფანაჯარა გამოაღო, ოთახში მსუბუქი ნიავი შემოიჭრა და მისი ქერა თმები შეირხა. წესით, უნდა შეშინებოდა, რამოდენიმე დღის წინ შეეშინდებოდა კიდეც, მაგრამ ახლა, ახლა ყოველივე ეს, სასჯელები, მკაცრი გაფრთხილებები, მეორე ხარისხივანი იყო მისთვის. მაშინ, როდესაც გონებიდან ვერ იგდებდა გიორგისთან საუბარს.
გიორგი. ისევ ამოტივტივდა მის გონებაში. ლურჯთვალება ბიჭი, მისი სევდიანი გამოხედვა,მისი ათრთოლებული სიტყვები, მისი შეხება...ეს ყველაფერი სულ რამოდენიმე საათის წინ იყო. მხოლოდ რამოდენიმე დაწყევლილი საათის წინ. ლილია კი გრძნობდა, თითქოს კვლავ იქ იყო.კვლავ მის წინ იჯდა ჩამუხლული, მწვანე ბალახზე და უსმენდა, უსმენდა ისტორიას მისი და ნატის საერთო წარსულის შესახებ. წარსულის, რომელსაც უნდა აეხსნა რატომ იყო ნატი მათი ერთად ხილვით უბედური, რატომ ეცვლებოდა გუნება,რიდესაც ბიჭს მის ახლოს დაიგულებდა.
თითქოს ყველაფერი კარგად იყო, თითქოს ყველა პაზლი შეერთდა და ლილია საბოლოოდ აპირებდა მთლიანი სურათის დანახვას, თუმცა სწორედ ამ დროს გიორგიმ საუბარი შეწყვიტა, შეწყვიტა ვინაიდან იგრძნო საფრთხე.
ლილიას გაახსენდა მხიარული ხმა, რომელმაც გამოიჭირა არეალს გარეთ მყოფი, ბანაკის მონაწილე ორი მოზარდი, ერთმანეთში ხელებ გადახლართული,ცრემლიანი თვალებით.
დაცვამ, რომელმაც ისინი გამოიჭირა მაშინვე ბანაკის უფროსს აცნობა. ორივეს ლიდერები დაიბარეს და ბავშვებს 'მკაცრი სასჯელი' მიუსაჯეს გამოსასწორებლად. რათქმაუნდა ამ სასჯელს დილით აუცილებლად მიიღებდნენ, მაგრამ ამაღამ ორივეს მშფოთვარე ღამე ელოდათ.
ლილიამ თვალები დახუჭა, მის ქვეშ ჩამობერილი პარკები უკვე საგრძნობლად ემჩნეოდა, ინსომნიით დაავადებულ პიროვნებას ჰგავდა, ერთი თვის განმავლობაში ნორმალურად, რომ არ სძინებია.
ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს ვიღაც აკვირდებოდა. აქეთ-იქით თვალების ცეცება დაიწყო. მოულოდნელი შიში სხეულში შემოეპარა და სწრაფად გავარდა საწოლისკენ, პლედი სხეულზე გადაიფარა და ასე თავი დაცულად იგრძნო. გადასაფარებლის ქვეშ ურჩხულები ვერ იპოვიდნენ.
თვალები დახუჭა და მაშინვე გიორგი დაინახა, როგორი საოცარი ფერის იყო ბიჭის აცრემლებული თვალები, ტკივილს, მარტოობას, უნდობლობას, რომ გამოხატავდნენ, როგორი პათეტიკურობოთ სავსე, გრძნობებისაგან აღელვებული.
გოგოს სხეულმა თრთოლა უწყო და ბიჭის წარმოდგენას მოეშვა.
გიორგის მიერ მოყოლილ ისტორიაზე დაიწყო ფიქრი. მიშოზე, ნატიზე, გიორგიზე. აინტერესებდა რა მოხდა ორ ძმას შორის, რომელთაც ბედის უკუღმართობით ერთი და იგივე გოგო შეუყვარდათ.
ყველაფერი ერთდროულად იმდენად ჩახლართული და ასევე ისეთი ნათელი იყო, მაგრამ ლილია დასასრულს თავისით მაინც ვერ ადგენდა. ვერ წარმოიდგენდა რა შეიძლება მომხდარიყო. გიორგი და ნატი ერთად, რომ არ იყვნენ, ეს ფაქტი იყო, მიშოზე კი ნატის სიტყვა არ დასცდენია არასოდეს.
ლილიას უკვირდა როგორ შეეძლო ნატის, ამ, მწუხარების, ამ, წარსულის მხიარული თვალებს უკან დამალვა, როგორ შეეძლო არ შეემჩნია რა მოხდა, როგორ იღიმოდა?!.. არა, გოგო მას არ ადანაშაულებდა, გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ გიორგის ისტორიას ბოლომდე, რომ მოისმენდა ნატის თავისას ჰკითხავდა. ისტორიის მისებურ ვერსიას. მხოლოდ ამის შემდეგ გამოიტანდა დასკვნებს. მხოლოდ ამის შემდეგ.

-კარგად ხარ? -ჰკითხა აბაზანიდან გამოსულმა ნატიმ ლილიას და სველი თმების გამშრალებას შეუდგა. ძალიან გრძელი, გაწელილი ღამის შემდეგ როგორც იქნა მზის სხივები ანათებდა გარემოს და გოგონების დაბლა ჩასვლის დროც იყო.
-არაფერი -მხრები აიჩეჩა ლილიამ. იცოდა, რომ ცუდად გამოიყურებოდა, მის წინ ნატის მიერ ჩამოკიდებულ სარკეში ხედავდა მაგრამ არ იმჩნევდა.
დილით, როგორც კი მზის პირველი სხივები ამოიწვერა ცაზე, ლილია საწოლიდან წამოვარდა და სარკეში საკუთარი თავის დანახვისას ცუდად გახდა. ყველა თავის მოვლის საშვალება სცადა, ჩაშავებული თვალების და უფერული კანის დამალვა, მარგამ მთლად წარმატებასაც ვერ მიაღწია. სველი თმები ჩამოშვებული ჰქონდა სახეზე.
-კარგი. -ნატიმ მხიარულად შემოკრა ტაში როდესაც თმის გაკთებას მორჩა -წავიდეთ?!
-ხოო... -უცნაურად გაწელა ლილიამ და მოკლე (ზედმეტადაც!) ვარდისფერი კაბა შეისწორა.
მიუხედავად იმისა რომ მხოლოდ მეოთხე დღე იყო ლილიასთვის ამ ბანაკში, მაინც უკვე რუტინად ეჩვენებოდა დილაობით გაღვიძება, ჯგუფის წევრებთან შეხვედრა, ლიდერების დარიგებების მოსმენა, ახალი დავალებები... ყოველივე ეს საოცრად ყელში ჰქონდა ამოსული, ძალიან უნდოდა ამ ბანაკიდან წასვლა, მაგრამ ორი მიზეზი აჩერებდა, ორი მიზეზი რომელიც მისი უძილობის მიზეზად იქცა. გიორგი და ნატი.
ლილიამ თავი ცუდად იგრძნო როდესაც, შეკრების ადგილზე მისულ, მას და ნატის, მაკომ განუცხადა, რომ ლილიას სასჯელი დილიდან იწყებოდა და უნდა წასულიყო. განა სასჯელი აშინებდა? არა! უბრალოდ, ნატის დაბნეული, გაკვირვებული სახის დანახვისას, რომელიც მზერაში აქსოვდა კითხვას, თავის საშინლად იგრძნო. გოგომ ხომ ჯერ კიდევ არ იცოდა, წუხანდელი საღამოს მისი და გიროგის დიალოგის შესახებ, მათი ფარული შეხვედრის... ლილია, გრძნობდა თითქოს გოგოს პირად სივრცეში იჭრებოდა. მის ყველანაირ უფლებას თელავდა, მაგრამ არ შეეძლო არ გაეგო რა იმალებოდა მისი მხიარული თვალების, მისი ამ საფარის უკან. არ შეეძლო არ გაეგო მისი ისტორია.
-რამოხდა? -იკითხა ნატიმ როდესაც მაკომ და ლილიამ სიარული დაიწყეს. -რატომ ისჯება? გუშინ ხომ უკვე მოიხადა სასჯელი! უსამართლობაა, მეორე დღეს რატომ ართმევთ?!
-ნატი, ეს იმავე დანაშაულის გამო არ არის. -წყნარად თქვა მაკომ და ლილიას შეეძლო დაეფიცა რომ დიდი ყავისფერი სათვალეების ქვეშ, გოგოს მწვანე თვალები მას აკვირდებოდა. თითქოს სნჯიდა. ლილია მოულოდნელად გაბრაზდა და ზურგი აქცია მათ.
-ლილია! -დაიძახა ნატიმ, მაგრამ ლილია არ მიბრუნებულა, არც მაკოს დალოდებია პირდაპირ სამზარეულოში შეაბიჯა, სადაც მომსახურე პერსონალი უკვე ელოდა, მაგრამ მათთან ერთად კიდევ იყო ვიღაც, მომაჯადოებელ ლურჯი ფერის მაისურში გამოწყობილი, ოკიანისფერთვალება ბიჭი. გიორგი.
როგორც კი გიორგიმ ლილია დაინახა, თვალი აარიდა და ჭურჭლის რეცხვა გააგრძელა. ლილიამ წარბი ასწია. გუშინდელი საუბრის შემდეგ მისგან, გამარჯობის თქმას მაინც ელოდა. მისი ბრაზი უფრო გაიზარდა, უძილობის მიერ გამოწვეული გამძაფრებული გრძნობები შიგნიდან სწვავდა!
როდესაც ინსტრუქციები მისცეს მაშინვე საქმის კეთება დაიწყო. ფარულად გიორგის აკვირდებოდა. ბიჭს თეთრი წინსაფარი ეკეთა. დრო და დრო მტევნით შუბლზე ოფლს იწმენდა, ამ დროს თვალები ეხუჭებოდა და რამოდენიმე ურჩი ქერა კულული თვალებში ეფხატებოდა. მისი დიდი სავსე ტუჩები წვრილდებოდა და ლოყებზე რამოდენიმე ზოლი უჩნდებოდა. გოგომ, ეს ყველაფერი შესანიშნავად მიიჩნია. მისი სილამაზე. თითქოს ერთი შეხედვით ვაჟკაცური, დიდი აგრესიის მატარებელი, სენტიმენტალური და სერიოზული პიროვნების შთაბეჭდილებას ტოვებდა. სინამდვილეში, ლილიას არასოდეს გაეგონა ბიჭის ხუმრობა, შეიძლება ეს იმიტომ, რომ მასთან ახლოს არ იყო. შეძლება იმიტომ, რომ არასოდეს ხუმრობდა. მაგრამ ფაქტი იყო, ლილია მხოლოდ სერიოზულ გიორგის იცნობდა.
საუზმის დრო, რომ მოვიდა ლილიამ ყველას თხოვა, რომ მაგიდებთან არ გაეშვათ, შიგნით სამზარეულოში მიხედავდა საქმეს. რატომღაც გიორგიმაც იგივე ითხოვა. საბოლოოდ ორივემ ამოჭრილი ფანჯრის მეორე მხრიდან ჭუჭყიანი ლანგრების მიღების საქმე ჩაიბარეს. ლილია ნერვიულობდა, იცოდა, რომ ნატისაც მოუწევდა ლანგრის ჩაბარება და არ უნდოდა ის და გიორგი ერთად დაენახა, მაგრამ მაინც უხაროდა, შანსი იყო გიორგისთან გამოლაპარაკების.
გვერდიგვერდ დადგნენ, ჭრილიდან ლილია კარგად ხედავდა ბავშვებს თეთრ მაგიდებს, რომ უსხდნენ და უდარდელად საუბრობდნენ. ლილია და ნატიც, ასე არ იყვნენ თავიდან?
გოგო უხერხულობას გრძნობდა გიორგის გვერდით, რომელიც მას თავს არიდებდა! აპირებდა მისთვის რაიმე ეთქვა, პირს აღებდა, მაგრამ სიტყვები არ ამოსდიოდა. გაოფლიანებულ სხეულს თრთოლვამ დაუარა როდესაც გიორგი ბავშვის მიერ მიწუდებული ლანგრის ასაღებად გოგოსკენ გადმოიხარა და მათი მტევნები ერთმანეთს შეეხო.
-ბოდიში -მოულოდნელად წარმოთქვა ლილიამ. არ წუხდა,
მისი ბრალი არ იყო, უბრალოდ კარგი შესაძლებლობა მიეცა რაიმე ეთქვა. ბიჭმა არაფერი უპასუხა. ლილიას სხეულში სიბრაზის ტალღამ დაუარა. რატომ იყო ჩუმად?! -გაიგე? -ლილიამ თვალების წინ ხელი აუფრიალა. ბიჭმა არ შეიმჩნია და ჭუჭყიანი ლანგარი დანარცენებს დაადო, რომ წაეღოთ და გაერეცხათ.
გოგოს თავბრუ დაეხვა, სიბრაზისგან ტუჩები უთრთოდა. უნდოდა მისთვის რაიმე ეთქვა, ეყვირა, ეკითხა რატომ არიდებდა თავს, რატომ იყო მის მიმართ ცუდად განწყობილი, სად გაქრა ის ბიჭი, წინაღამით აცრემლებული თვალებით გოგოს ხელს რომ ეფერებოდა, მაგრამ არაფერი უთქვამს. თავს ძალა დაატანა და მთელი დროის განმავლობაში სიტყვა აღარ დაუძრავს. არც გიორგისთვის უთქვამს რამე და არც სხვებისთვის.
მხოლოდ რამოდენიმე გუნდიღა იყო დარჩენილი როდესაც ლილია მოულოდნელად წაბარბაცდა, თავბრუ დაეხვა და სხეულის სიმსუბუქე იგრძნო. თავის გასამაგრებლად მაგიდას დაეყრდნო. ჰაერი ღრმად შეისუნთქა და მაგრად დახუჭული თვალები გაახილა. გიორგი მასთან ძალიან ახლოს იდგა, აკვირდებოდა, მაგრამ ხმას არ იღებდა. გოგომ უხეშად გასწია ბიჭი და თავის ადგილს დაუბრუნდა.
სისუსტე უჭმელობის და უძილობის ბრალი იყო. ორი დღის განმავლობაში არც ეჭამა და არც სძინებია, ასე, რომ მართალია ექიმი საგვარეულოში და სამეგობროში არავინ ჰყავდა, მაგრამ იცოდა, რომ ყოველივე ეს მისი ორგანიზმისთვის ძალიან საზიანო იყო.
გიორგი გოგოს აშტერდებოდა, თითქოს მხოლოდ ახლა შეამჩნია მისი ჩაშავებული თვალები, ავადმყოფური გამომეტყველება, გაფითრებული ტუჩები, მოცახცახე ხელები. შიგნიდან ჭამდა ის ფაქტი, რომ არ შეეძლო რაიმე ეთქვა გოგოსთვის.
ლილიას არ აინტერესებდა, არ აინტერესებდა რატომ აკვირდებოდა გიორგი, რატომ გრძნობდა მის მზერას და ქავილივით რატომ ევლინებოდა სხეულზე. არაფერი უნდოდა დასვენების გარდა. მექანიკურად იბარებდა ლანგარს ყველასგან და შიგადაშიგ თვალები ეხუჭებოდა.
-ლილია?
ნატი. ორი წამით დახუჭული თვალები ლილიამ ელვის სისწრაფით გაახილა. ნატი მას უყურებდა, გაფართოებული თვალები ჰქონდა, გაუაზრებლად იკვნიტავდა საჩვენებელ თითს. გოგომ მაშინვე გვერდზე გაიხედა და შვებით ამოისუნთა როდესაც გიორგი გასული დახვდა. კარგი იყო, რომ ნატი ამ ორს ერთად ვერ დაინახავდა.
-რამოხდა? დილით ვეცადე მაკოსგან გამეგო მაგრამ არაფერი მითხრა, თვითონ თუ არ უნდა, ჩვენ რანაირად გეტყვითო, ანდრიასაც მივადექი და იმან, ვერაო. შენც არაფერი მითხარი, დილით ისე გაიქეცი შემეშინდა. თან საშინლად გამოიყურები გამოუძინებელს გავხარ... -ნატიმ თავისი მონოლოგი დაიწყო და სწორედ ამ დროს გაიგო ლილიამ ის ხმა რომელიც, თითქოს ყველაზე საოცარი რამ იყო, მაგრამ ამ მომენტში, ყველაზე საშინელი.
-წყალი მოგიტანე, დალიე. -წარმოთქვა გიორგიმ.
-ჩაშავებული თვალები, გუშინ მეძინა და არ ვიცი შენც... -როგორც კი ნატიმ გიორგის ხმა გაიგო თავის მისკენ ელვისებური სისწრაფით მიაბრუნა და მაშნვე გაჩუმდა. გამომეტყველება სახეზე შეეყინა.
ეს იყო და ეს. ლილია მეტს ვერ გაუძლებდა, ამდენი დრამა ზედმეტი იყო მისთვის. ბოლოს სახლში დაბრუნება და დედამისის ოთახიდან გამოსული ჰანგები ინატრა და შემდეგ გაითიშა.
-ლილია! -ყრუდ ჩაესმა ნატის ხმა ლილიას. თვალების გახელა სცადა, მაგრამ როგორც კი სინათლე მოხვდა გუგებს და მწველი ტკივილი იგრძნო ისევ დახუჭა. სიმსუბუქეს ვერ გრძნობდა. პირიქით, მთელ წონას შეიგრძნობდა. ივარაუდა, რომ ძირს უნდა წოლილიყო იატაკზე.
თვალებში ისე მოულოდნელად დაუბნელდა, ვერაფერზე დაფიქრდა, მთელი დღის ემოცოები მოეძალა და სხეულმა ამას ვეღარ გაუძლო. მისთვის ზედმეტი იყო ნატის და გიორგის ერთად ნახვა, აღარ უნდოდა გოგოს ცრემლიანი თვალები და ბიჭის ჩაკეტილი, მკაცრი, ემოციები დაენახა, ამიტომ ტვინმა ყველაზე მარტივი გამოსავალი იპოვა და სხრულს რეაგირების უნარი წაართვა.
თითქოს მადლიერი იყო გოგო ამისთვის, მაგრამ ტკივილმა, რომ დაუარა, სხვანაირად დაფიქრდა. მის ბაგეებს ჩუმი კვნესა მოსწყდა, ტკივილის შემცველი.
მოულოდნელად სახეზე ორი გრილი ხელი იგრძნო. ახურებულ ლოყებს თრთოლვა მოერია, როგორც კი იგრძნო მაშინვე თვალები გაახილა. ამჯერად, შუქი, წყვილი თვალის მიერ იყო დაფარული, მაგრამ გოგოს შეეძლო დაეფიცა, რომ, ამ თვალებიდან უფრო მეტი სინათლე იღვრებოდა.
ლურჯი, ბნელეთისფერი ლურჯი თვალები, სიმკაცრით და ... შიშით შეჰყურებდნენ გოგოს გაფითრებულ სახეს.
ლილია თავს არწმუნებდა, რომ მისი მოულოდნელად აწითლებული ლოყები ცუდად ყოფნის ბრალი იყო და არა სირცხვილის და ფარული აღფრთოვანების. გიორგი მას ეხებოდა.
გოგომ ეს ფიქრები წამში ამოიგდო თავიდან და აღაჟღაჟებულ ლოყებსაც მაშინვე ძველი, ავადმყოფური ფერი დაუბრუნდა.
ამის დრო არ იყო. ბრაზმა გოგოს ფიქრები აავსო, ბიჭი ხომ მთელი დღის განმავლობაში თავს არიდებდა მას, გაურბოდა და ცივად უყურებდა!
ლილიამ მისი ხელებისგან თავი გაინთავისუფლა. თავს ძალიან სუსტად გრძნობდა, თითქოს საკუთარი სხეული მას არ ეკუთვნოდა, თითქოს ძალა არ ჰქონდა. ამიტომ წამოდგომა არ უცდია.
გიორგის გაკვირვებულ მზერას, ჭრილის მეორე მხრიდან მოსწავლეების ჩურჩული ერთვოდა, რაც ლილიას ძალიან უშლიდა ნერვებს. ძალა გამოფიტულს გაბრაზრბის და ჩხუბის თავი არ ჰქონდა, ამიტომ მილულული თვალები მაგრად დახუჭა და ღრმად დაიწყო სუნთქვა.
აქ ვერ დარჩებოდა, ეს რათქმაუნდა იცოდა. ასე, რომ ძალებს იკრებდა წამოსადგომად და ოთახამდე მისასვლელად, იქ მისული, კი, არც თუ ისე კომფორტულ საწოლში ჩაწვებოდა და ორი დღის უძილობას აინაზღაურებდა.
-ნება მომეცი დაგეხმარო. -ოდნავ აღელვებული, მუდარა ნარევი ხმით წარმოთქვა გიორგიმ. ლილიას თვალის გახელა არ უცდია, როდესაც ბიჭის ხავერდოვანი ჟღერადობის ბგერები მის ყურს მიწვდა და ზარივით დაიწყო რეკვა. არ უნდოდა დაენახა ბიჭის თვალები, რომლებიც ყოველთვის ადუნებდნენ და რეალობის შეგრძნებას აკარგვინებდნენ.
-არ მინდა -ამოიკრუსუნა მან. არ აპირებდა მისგან დახმარება მიეღო, მას შემდეგ რაც მთელი დღის განმავლობაში ზედაც არ უყურებდა და არაფრად აგდებდა.
-ლილ, -ნაზად წარმოთქვა ბიჭმა და გოგოს საფეთქლიდან კისრამდე, ცხელ, მფეთქავ კანზე ხელი დაუსვა. ლილია გაბრუვდა, მოულოდნელად გაბრაზების ყველა მიზეზი დაავიწყდა და თვალები გაახილა. გიორგის, ამ, ერთმა უბრალო მოძრაობამ მის სხეულში აუხსნელი რეაქციები გამოიწვია. თითქოს, შიგნეულობა ბადე ყოფილიყო, ერთმანეთში გადაინასკვა და ერთობ მტკივნეული, მაგრამ სასიამოვნო გრძნობით ავსებდა გოგოს.
ბიჭის უსასრულო ცისფერი თვალები, რომ დაინახა, მოუნდა დაკონებოდა მის სახეს, ხელებში მოექცია და დაეკოცნა. მბჟუტავი სინათლის ფონზე, ის კიდევ უფრო ლამაზად გამოიყურებოდა. თუ ეს, საერთოდ შესაძლებელი იყო.
-კარგი -სუნთქვას ამოაყოლა გოგომ, და, სანამ ნახავდა რა იყო ბიჭის მომდევნო ნაბიჯი, ორმა განსხვავებულმა ხმამ ახურებული გარემო გაფანტა.
-ლამაზო!
-ლილია!
ლილიას გახედვა არ დასჭირდა, იცოდა, ერთი ხმის პარტონი ნატი იყო, მეორესი კი, მზარეულის დამხმარე, ხანში შესული ქალი, რომელმაც წინა დღეს ლილია ადრე გაანთავისუფლა.
გიორგი რამოდენიმე წამის განმავლობაში გაშეშებული იყო, ხელი გოგოს ავარვარებულ კანზე ედო და თვალებში ჩაჰყურებდა მას, თვალებში, რომლებიც ერთდროულად უამრავ გრძნობას გამოხატავდა. თუ, თვალები მართლა ადამიანის სულის სარკეა, მაშინ ლილიას სული,ფრიად გადატვირთული, ლამაზი და ოდნავ გაურკვეველი რჩებოდა მისთვის.
როდესაც გიორგიმ გოგოს ხელი გაუშვა და წამოდგა, ნატი უკვე მის გვერდით იყო ჩამუხლული და ბიჭს ყურადღებას არ აქცევდა. ლილიას გიორგის მიერ მოყოლილი ისტორია წამში გაახსენდა. ძალიან დააინტერესა ნატი როგორ ახერხებდა, მისთვის თავის არიდებას და მოჩვენებას, თითქოს არც იყო ოთახში, მას შემდეგ,რაც...
-წამოდგომა შეგიძლია? -ჰკითხა ნატიმ მას. გოგოს ხმაში, ნერვიულობის, სიყვარულის, მხრუნველობის ნოტები ჟღერდა. ლილიამ თავი ცუდად იგრძნო, დამნაშავედ. ის, ხომ გოგოს ატყუებდა, სიმართლეს უმალავდა, მისთვის ისიც არ უთქვამს, თუ, რატომ იყო დასჯილი.
-კი. -იცრუა ლილიამ და თავს ძალა დაატანა, რომ წამომდგარიყო. ნატიმ ხელი შეაშველა.
ფეხზე მყარად ვერ დადგა, ამიტომ მის გვერდით მდგარ, პატარა ქმნილებას მთელი ძალით ებღაუჭებოდა. თითქოს მისი საყრდენი ბოძი ყოფილიყო. გიორგი ამას ხედავდა და გოგოს მეორე მხრიდან ამოუდგა. ლილიას არ უნდოდა ნატის თვალ წინ მას შეხებოდა. არ უნდოდა, ყავისფერთმიანის გვერდით, მისი ყოფილი შეყვარებულისთვის ჩაებღუჯა უღონო ხელები და მინდობოდა, მაგრამ ხედავდა ნატის მისი დაჭერა როგორ უჭირდა, ის კი არა, ბუმბულის წონის გოგოს, საკუთარი თავი, როგორ დაჰქონდა, ეს უკვირდა ლილიას.
გიორგის ხელზე, რომ მოეჭიდა ნატის სახეზე ცვლილება მაშინვე შეამჩნია. ბრმა არ იყო. ტუჩზე მწარედ იკბინა, რომ არ შემჩნეოდა ეს. გიორგიმაც იგრძნო ორივე გოგოს დაძაბულობა. ბიჭმა კი არა, ლილიას ეგონა მთელი სამზარეულო გრძნობდა ამას. ყველანი, ხომ მათ მისჩერებოდნენ.
ნატის თვალებს ვერ ხედავდა, გოგოს თავი მობრუნებული ჰქონდა. ლილიამ გაიფიქრა, რომ რაღაც მხრივ, ეს კარგიც, კი იყო. სამაგიეროდ, გიორგის დაჟინებულ მზერას გრძნობდა, მაგრამ ამჯერად თბითონ არ იხედებოდა მისკენ. ჯერ კიდევ გრძნობდა მხურვალ კანზე მის შეხებას, მისი ნაზი თითების კვალს, რომლებიც გოგოს სხეულზე ფეთქავდა. თვალები დახუჭა. სიბნელეში ამ აზრების უკუგდება სცადა. შედეგი, რომ ვერ მიიღო კვლავ გაახილა.
-ოთახში ავიყვანო? -იკითხა ნატიმ. მზარეულის დამხმარემ დაბნეულად დააცეცა თვალები.
-ლიდერს უნა ჰკითხ... -დაიწყო მან, მაგრამ გიორგიმ შეაწყვეტინა.
-ოთახში აგვყავს. -ისეთი ტონით თქვა არავინ შეკამათებია.
ლილიას თვალები ეხუჭებოდა, თავის ტკივილისგან კი ყვირილი უნდოდა. საბოლოოდ, მხოლოდ ვედრება სავსე ჩურჩული ამოსდიოდა. ვიღაცას ან რაღაცას ტკივილის შეჩერებას სთხოვდა. ახლა არ აინტერესებდა არაფერი, მხოლოდ სხეულზე იყო კონცენტრირებული. თითოეული ნაბიჯის გადადგმისას მუხლები ეკეცებოდა და წვივებში ისეთი ტკივილი უვლიდა, რომ ტუჩს კბილებს შორის იგლეჯდა. საბოლოოდ სისხლის წვეთები ნიკაპზე ჩამოუვიდა, იქიდან კი ნარინჯისფერ მაისურზე. ლილიამ არ იცოდა რატომ, მაგრამ ნერვიულობა დაიწყო, რომ შესაძლოა ეს სისხლი ლაქად დარჩენილიყო. კბილებს ისე მაგრად აჭერდა ერთმანეთს, საფეთქლები გაუმაგრდა, ახლა თვალებს უკვე ვეღარ ახელდა და ჩურჩულსაც ვერ ახერხებდა.
ნატი უყურებდა ლილიას და გული ეწვოდა, აქამდე, როგორ ვერ შეამჩნია, რომ ცუდად იყო?! დილით პასუხს თავი, რომ აარიდა, მაშინ არ უნდა დანებებოდა. გოგოს პირიდან ამოსული, გაურკვეველი ჩურჩული აშინებდა, მაგრამ ამაზე მეტად საშიშად ის ეჩვენებოდა, რომ გიორგის, გოგოს თითოეულ ტკივილის ამოძახილზე ყბები ეჭიმებოდა და კისერზე ლურჯი ძარღვები ემჩნეოდა. ისე, თითქოს მართლა ღელავდა ლილიაზე.
რამოდენიმე ლიდერმა გააჩერა, რომ ეკითხათ ლილიას რა სჭირდა, გიორგიმ ოსტატურად მოიტყუა და ყველას უთხრა, რომ უბრალოდ გადაღლილი იყო და ექიმმა ურჩია დაესვენა.
გოგონების სადარბაზო ცარიელი იყო, დღის საათებში, ზოგადად სულ ცარიელია ხოლმე. გიორგიმ შვებით ამოისუნთქა, სულაც არ უნდოდა, რომელიმე გოგო დაენახა, მაშინ, როდესაც ასე ნერვიულობდა მის ხელებში მინაბულ, სუსტ არსებაზე, რომელიც დროთა განმავლობაში, ტკივილისაგან იკლაკნებოდა.
მათ ოთახში, რომ შევიდნენ, ნატი გიორგის ლილიას საწოლისკენ გაუძღვა და ბიჭმაც გოგო იქ მოათავსა. პლედი გადააფარა და რბილ ფუმფულა ბალიშზე თავი დაადებინა.
ლილიამ გვერდი, რომ იცვალა შვებით ამოისუნთქა და მტევნით, შუბლიდან ოფლი მოიწმინდა. ნატის ოთახში ყოფნას ვერ გრძნობდა და სიმართლე თუ გინდათ, არც უნდოდა ეგრძნო. ლილიას აკვირდებოდა, გოგოს გრძელ ქერა თმებს, მაგრად დახუჭულ თვალებს, მომუშტულ თითებს, სისხლიან ნიკაპს...
გიორგი სისხლის დანახვაზე შეშინდა, მაგრამ შემდეგ გოგოს გახეთქილი ტუჩი დაინახა. ეს, იმ ათას ვერსიას ჯობდა, რომელიც ერთი წამის მანძილზე ჩამოაყალიბა გონებაში. წინ გადაიხარა და ცერა თითით ფრთხილად შეეხო გოგოს ახურებულ კანს. თითის ნაზი მოძრაობით, სისხლი მოწმინდა და ის იყო უკან უნდა გამოეწია, რომ ლილია ჩააფრინდა და გულში ჩაიკრა მისი ხელი.
-დარჩი... -ამოიჩურჩულა გოგომ და, თუმცა მძინარეს, მაინც წამოუვიდა ცრემლები, რომლებიც ბიჭის მტევანს ასველებდა.
ნატი უხერხულ სიტუაციებს მიჩვეული არ იყო. საკუთარი იუმორით ყოველთვის შეეძლო ცუდი აურის განმუხტვა, მაგრამ აქაურობა სავსე იყო არა უხერხულობით, არამედ ტკვილით. წარსული მოგონებებით. ასე, რომ მას არ შეეძლო უბრალოდ ეხუმრა და გაეცინა, არ უნდოდა. ამიტომაც ბიჭისთვის არ შეუხედავს ისე თქვა, რომ დაბლა აპირებდა ჩასვლას, რადგან მისი გაუჩინარება საეჭვო იქნებოდა. სანამ კარებს დახურავდა, ძალიან ხმადაბლა, იმდენად, რომ თვითონ ძლივს ესმოდა, მას სთხოვა, რომ გოგოსთვის მიეხედა.
გიორგიმ გაიგო. უბრალოდ თავი დაუქნია და ღრმად ჩაისუნთქა როდესაც ნატიმ ოთახი დატოვა. სინამდვილეში, ძალიან დაბნეული იყო. იცოდა, რომ ლილიას ცუდად ყოფნა ნაწილობრივ მისი ბრალი იყო. არ უნდა აერიდებინა თავი მასთან საუბრისთვის. სულელური გადაწყვეტილება იყო, იცოდა, რომ არასწორად იქცეოდა, მაგრამ ფიქრობდა, რომ ასე უბრალოდ გოგოს 'თონეიჯერული დრამებისაგან' იხსნიდა და ყველასთვის უკეთესი იქნებოდა. ახლა ხედავდა, რომ აშკარად არასწორი იყო.
ლილიას ცრემლები არ წყდებოდა, გიორგი ხვდებოდა, რომ გოგოს რაღაც ესიზმრებოდა და მოსვენების საშუალებას არ აძლევდა. მისი რეაქცია სახეზე წამიერად იცვლებოდა, ოფლით გაწურულ სხეულზე ტანსაცმელი ეკვროდა და ბორგავდა.
ბიჭი მართლა ძალიან დაბნეული იყო. რა უნდა ექნა?...

ზღვა საშიში იყო. პირველად მის ცხოვრებაში, ზღვა ძალიან საშიში ჩანდა, ისეთივე დიდი საშინელი ურჩხული, როგორც დედამისის მიერ მოყოლილი საშინელებათა ისტორიები. მას ეშინოდა. ზღვის ეშინოდა... ადრე ფიქრობდა, რომ ამ გრძნობას არასოდეს განიცდიდა, მაგრამ ახლა ძალიან ეშინოდა.
წყალი მთელს სხეულს უფარავდა. შიშის მიუხედავად არ ჩერდებოდა და წინ მიიწევდა. ისინი უნდა გადაერჩინა. ეს უნდა მოეხერხებინა.
ფილტვები წყლით ევსო, სხეული ჰაერს ევედრებოდა. ტვინის თითოეული უჯრედი ერთმანეთის მიყოლებით იყინებოდა.
მართლა ძალიან ეშინოდა, მაგრამ უნდა გადაერჩინა...
როდესაც ფსკერს მიაღწია, ორივე დალანდა.
გიორგი ერთ ბოძზე იყო ჩამოკიდებული, ნატი მეორეზე.
-მხოლოდ ერთი... -გაისმა ხმა და ლილიამ ტირილი დაიწყო. -მხოლოდ ერთის გადარჩენა შეგიძლია.
-არა! არა! არა!
ორივეს გადარჩენა უნდოდა, ორივეს შველა, მაგრამ არ შეეძლო. ხელფეხშეკრული თავს ძალას ატანდა აერჩია.
-არა, გთხოვ არა...
-თუ არ აირჩევ, ორივეს მოვკლავთ.
-გთხოვ... -უშედეგოდ ამოიტირა გოგომ, ვერ დაუშვებდა ორივე მომკვდარიყო. უნდა გადაერჩინა ისინი.
დიდხანს არ უფიქრია გადაწყვეტილება მიიღო და ადრესატისკენ გაცურა. იცოდა ვის გადაარჩენდა... იცოდა და საკუთარი თავი სძულდა ამის გამო...

-ლილ!
გოგომ თვალები გაახილა. შეშინებული, დაბნეული, მოსიყვარულე, ოდნავ აწყლიანებული და გაბრაზებული მელნისფერი თვალებით გიორგი მისჩერებოდა.
ლილიას მოულოდნელად ტანში გასცრა, ტაოდაყრილი გაიწია უკან და ზურგით კედელს მიეხეთქა როდესაც გაანალიზა რამდენად ახლოს იყო ბიჭი.
-კარგად ხარ?
-კ-ი
-დარწმუნებული ხარ?
-ა-რ... კ-ი
-მე ზუსტად ვიცი, რომ არ ხარ! -ბიჭმა გოგოს მხრებზე ხელი დაადო და ლილიას გული აუფრიალდა. სიზმარი გაახსენდა, თავი ცუდად იგრძნო. თითქოს ნებისმიერ წუთს აღებინებდა.
მოგონებები ერთიანად ამოტივტივდა მის თავში, თუ, როგორ მოხვდა ოთახში. როგორ გაითიშა სამზარეულოში, როგორ შეეხო გიორგი, როგორ დაინახა ნატიმ ისინი ერთად.
-მე რატომ? -ამოთქვა შიშით და ცრემლებით.
გიორგის გული სტკიოდა გოგოს ასეთს, რომ ხედავდა. მისი აცრემლებული თვალები, შეშინებული გამომეტყველება, ეს ყველაფერი ისეთი ნაცნობი იყო მისთვის, თითქოს ყველაფერი მეორდებოდა, უბრალოდ ამჯერად განსხვავებული პერსონაჟით.
ბიჭმა იცოდა, თავიდანვე იცოდა, რომ უკეთესი იქნებოდა გოგოსგან თავის შორს დაჭერა, მაგრამ არ შეეძლო. ვერ ეწინააღმდეგებოდა მისი უკეთ გაცნობის სურვილს, მისი შესწავლის, შეხების, ყურების ძლიერ, ძალიან ძლიერ მოთხოვნილებას.
ლილია კი, მეორე ხელში, მიუხედავად იმისა თუ როგორ სიამოვნებდა ბიჭის გარშემო ყოფნა, ნატრობდა, რომ მას არასდროს შეხვედროდა. მისმა ცხოვრებამ სწორედ მაშინ დაიწყო მსხვრევა, როდესაც მასზე ფიქრები შემოეპარა გონებაში. ის კი არა, გოგო ნატრობდა არასოდეს ჩამოსულიყო ამ ბანაკში, იქ სადაც ასე მცირე ხნის განმავლობაში, ამდენი ცუდი რამ დაატყდა თავს.
-მე რატომ? -გაიმეორა გოგომ, ხმა უკანკალებდა. ბიჭი თვალებით ატყობდა, რომ მალე ძალიან ცუდად იქნებოდა. უარესად, მისი თვალებით ატყობდა, რომ დაშლის პირას იყო და თუ კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგამდა მასთან ახლოს, დაიმსხვრეოდა, ისევე როგორც ფაიფურის თოჯინა. ეს კი ნამდვილად არ უნდოდა, ამიტომ ყველა ნერვი დაჭიმა სხეულში და სცადა გოგოსთვის თავი კომფორტულად ეგრძნობინებინა. -რატომ არ შეიძლებოდა სხვა ყოფილიყო?... მე რატომ უნდა ვყოფილიყავი მისი ოთახის მეზობელი?... მე რატომ უნდა შეგხვედროდი, თქვენი დრამისთვის მე რატომ უნდა მეყურებინა! მე რატომ უნდა ვყოფილიყავი ისე ერთადერთი ვინც თავს ცუდად იგრძნობდა?! აქ იმისთვის ჩამოვედი, რომ კარგი დრო გავატარო, მაინცდამაინც მე რატომ მშხამდება ყველაფერი? მე რატომ უნდა ვიყო მიზეზი ნატის ცრემლების? მე რატომ უნდა მქონდეს გრძნობები მეგობრის ყოფილი შეყვარებულის მიმართ? მე რატომ?...
ლილიას თავის ცხოვრებაში არასოდეს უტირია ვინმეს თანდასწრებით. დედამისსაც კი არიდებდა თავს ასეთ დროს, მაგრამ დღეს ყველანაირ პრინციპს წერტილი დაუსვა და ატირდა, ატირდა ბიჭის წინ რომელსაც მხოლოდ სამი დღე იყო რაც იცნობდა, მაგრამ სავარაუდოდ მოსწონდა. ატირდა ადამიანის წინ რომელიც ყველაზე ნაკლებად უნდოდა მისი 'breakdown'ის მოწმე ყოფილიყო.
"ღმერთო რა სუსტი ხარ" გაიფიქრა ლილიამ გონებაში და ამაზე უფრო ატირდა.
მოულოდნელად გოგომ სითბო იგრძნო გარშემო და ბიჭის მკერდს გაუსწორა სახე. გიორგი მას ეხუტებოდა.
რატომ ხდება, რომ ადამიანებს ასე ძლიერ სჭირდებათ მეორე პიროვნება? ასე ძლიერ სურთ უყვარდეთ და საპასუხო სიყვარული უკან მიიღონ.
ლილიამ ეს არ იცოდა, მაგრამ ის იცოდა, რომ ახლა არ ადარდებდა ვინ იყო გიორგი და რატომ არ შეიძლებოდა მისი სიყვარული.
ახლა, უბრალოდ ნება მისცა მის ხელებს შემოხვეულიყო ბიჭის წელზე და თავი მის მკერდში ჩამალა. ასე იყო... ასე იყვნენ დიდი ხნის განმავლობაში და ერთმანეთის სურნელით იკვებებოდნენ.
გოგო ტიროდა, ბიჭი უსმენდა...
გოგო ტიროდა, ბიჭი აწყნარებდა...
გოგო ტიროდა, ბიჭი ეხუტებოდა...
გოგო ტიროდა, ბიჭი ეფერებოდა....
გოგო ტიროდა, ბიჭს უყვარდა...
არცერთი არ განძრეულა. ჩახუტებულები ისხდნენ, მაშინაც როდესაც ლილიამ ტირილი დაასრულა და უბრალოდ თვალებგახელილი უაზროდ იყურებოდასივრცეში. ბიჭი მის კულულებით თამაშობდა, გოგო კი მისი სურნელით ტკბებოდა, მის სიახლოვეს შეიგრძნობდა. ისე მოსწონდა... მისი გული სიამოვნებისგან ფართხალებდა. ხანდახან უფრო მაგრად ეხუტებოდა, იმდენად, რომ ორივეს სუნთქვა ეკვროდათ, მაგრამ უკან არცეერთი არ იხევდა. ორივეს უნდოდა დარწმუნებული ყოფილიყვნენ, რომ ყოველივე ეს სიზმარი არ იყო.
გოგო საწოლზე გადაწვა და გიორგიც გადაიყოლა. არაფერი ჰქონდა გონებაში, უბრალოდ დაწოლა უნდოდა, მის გვერდით. მასზე ჩახუტებულს. გიორგიმ ეს იცოდა, ამიტომ არ შესწინააღმდეგებია, პირიქით, უფრო მაგრად ჩაიკრა გულში.
ფანჯრიდან მზის სხივები აღარ შემოდიოდა, მზე ჩადიოდა. არ შეუმჩნევიათ. ზედმეტად დაკავებულები იყვნენ ერთმანეთის თვალიერებით, თითოეული ნაკვთის შესწავლით. არ ერიდებოდათ, არცერთს.
-იცი, -სიჩუმე ლილიას ჩურჩულმა დაარღვია, თავიდან გიორგის ეგონა, რომ მოესმა, თავად ლილიამაც იფიქრა მართლა წარმოთქვა თუ არა, იმდენად არარეალურად ჟღერდა ამდენი ხნის სიჩუმის შემდეგ წარმოთქმული სიტყვები. შემდეგ უბრალოდ გადაწყვიტა, რომ მართლა ჰქონდა ნათქვამი და გააგრძელა. -ასე მგონია, რომ ჭკუიდან ვიშლები... -გოგომ მძიმედ ჩაისუნთქა. -ეს დაუსრულებელი ისტორია... თქვენი ისტორია, ჩემს თავშია, იმდენჯერ გადავიკითხე, იმდენი სავარაუდო თეორია მაქვს... მემგონი მართლა ვგიჟდები, გესმის? -გოგომ ბიჭს ახედა, გიორგი სუნთქვა შეკრული უსმენდა გოგოს და თავს დამნაშავედ გრძნობდა, ძალიან დამნაშავედ. -უნდა დაასრულო მოყოლა...ეს--ეს საჭიროა, აუცილებელია იმისთვის, რომ ჭკუიდან არ გადავიდე გესმის? არ მინდა გავგიჟდე, ამისათვის კი საჭიროა ეს ისტორია, ბოლომდე მოვისმინო... მომიყევი გთხოვ.
გიორგი ერთხანს ჩუმად უყურებდა, იცოდა აუცილებელი იყო გოგოსთვის მოეყოლა. უსამართლობა იყო, თავიდანვე მხოლოდ ნახევარის მოყოლა, იცოდა რადღეშიც ჩააგდებდა ეს მას. იცოდა, მისი მხრიდან ეგოისტური იყო, ყოველივე ამის დამალვა. უჭირდა, არ უნდოდა გაეხსენებინა ის ყველაფერი. არ უნდოდა წარსულში დაბრუნება, მაგრამ მოუწევდა. რადგან დაიწყო, უკან წასასვლელი გზა მოჭრილი ჰქონდა.
-თუ მართლა გინდა -წარმოთქვა მანაც ჩუმად -მოგიყვები, მართლა მოგიყვები...
მზად იყო თითოეული მონაკვეთი მოეყოლა.
ამას მართლა გააკეთებდა. იმიტომ, რომ ხედავდა როგორ ცუდად ხდებოდა გოგო. იმიტომ, რომ იცოდა მისი 'ავადმყოფობა' საკუთარი თავისთვის უნდა დაებრალებინა.
ქერას თმებზე ჩამოუსვა ხელი და სიტყვები ამოსუნთქვას ამოაყოლა.
-მომწონხარ ლილ, ძალიან მომწონხარ...
გოგოსკენ არ გაუხედავს, არ უნდოდა მისი რეაქციის დანახვა. იცოდა სანამ მოყოლას დაასრულებდა ბევრი რამე შეიცვლებოდა, ამიტომ არც ჰქონდა აზრი მისკენ გახედვას.
ლილიას გახშირებულ სუნთქვას რომ გრძნობდა ისიც საკმარისი იყო. მისთვის ესეც საკმარისი იყო იმისთვის, რომ გამბედაობა მოეკრიბა.
-წინა ზაფხულს, როდესაც მიშო მოვიდა ჩემთან... სრულიად სველი და მთვრალი, საკუთარ თავს არ ჰგავდა. ზიზღით მიყურებდა, ასე მეგონა რომ მართლა ვძულდი.
გვიან გავიგე, რომ მას არა მარტო მე, თავისი თავიც სძულდა და სძულდა ის ადამიანი ვინც ყველაზე და ყველაფერზე მეტად უყვარდა, ნატალი.
ჩვენ სამს დიდი უბედურება დაგვატყდა. ვერ ვიტყვი სასიყვარულო სამკუთხედშო გავეხვიეთ-თქო!
უფრო სხვა რამე იყო... ზოზღის სამკუთხედი.
ყოველდღე უფრო და უფრო მეტად გვძულდებოდა ერთმანეთი იმ სიყვარულის გამო რომელსაც ვერ ვიტევდით!
საკუთარ ძმაზე ვთქვი უარი გესმის?...მის გამო ძმა დავკარგე!...
მიშო!
როგორ ფიქობ იმ ღამეს რა მოხდა?
მიშო მთვრალი მოვიდა ჩემთან და დამემუქრა, თუ კიდევ გავეკარებოდი ნატის არ მაცოცხლებდა!
ნეტავ მისი სიტყვებისთვის მესმინა! ნეტავ რამე გამეგო! მივმხვდარიყავი, რომ სულელური გატაცების გამო ის არ უნდა გადამემტერებინა, მაგრამ ადამიანი მისი მოთმინების უნარია.
ვერ მოვითმინე, ჩემია-თქო!
ნატი ჩემია და შენ რა უფლებით უნდა წამრთვა-თქო?!
როგორ ახლებ ხელს იმას რაც მე მეკუთვნის-თქო!
განა ძმობა იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი გავიზოაროთ-თქო!
საბოლოოდ მასაც მობეზრდა და მუშტი
მითავაზა, მეც შევცდი, დავარტყი და ვიჩხუბეთ.
გინდა რაღაც გითხრა? -აცრემლებულ გოგოს გახედა და სინანულით გაიცინა. -იმ დღის მერე მიშო აღარ მინახავს!
ლილიას გაოგნებული შეძახილი აღმოხდა და ხელები პირთან მიიტანა სალუთარი რეაქციის დასამალად.
-იმის თქმა გინდა, რომ?... -სუსტად წარმოთქვა მან.
გიორგიმ ფანჯრისკენ გაიხედა. თვალები დახუჭა და გააგრძელა.
-იმ ღამეს ოთახიდან გავარდა, გადარეულივით იქცეოდა. ვიცოდი, რომ რამეს დააშავებდა, რომ რაღაც ცუდს აუტეხდა საკუთარ თავს, ან ვინმე სხვას მაგრამ არ გავყევი. საკუთარმა ეგომ არ გამიშვა. რამდენჯერ მიფიქრია იცი? რომ გავყოლოდი დარწმუნებული ვარ ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა! ზუსტად ვიცი შედეგები ასეთი ცუდი... ასეთი ფატალური აღარ იქნებოდა. მტანჯავს ეს აზრი გესმის?
ჰოდა არ მინდა შენც დაგტანჯო ლილ, იმიტომ, რომ ვიცი ყველაფერს რასაც ვეხები მტვრად ვაქცევ! ვაფუჭებ, ვაგიჟებ, ვკლავ... ჩემთან ახლოს ყოფნა მავნებელია გესმის?
-გიორგი... -ლილიამ ცრემლებს ამოაყოლა სიტყვები -ასე არ არის! მართლა გეუბნები, შეუძლებელია ადამიანი ასეთი ბედით დაიბადოს... საკუთარ თავს თვითონვე ტანჯავ ასეთი ფიქრებით! გესმის ჩემი?... -გოგომ ბიჭის სახე ხელებში მოიქცია და მისკენ მიაბრუნა.
იმ მელნისფერ თვალებში მისჩერებოდა ასე, რომ ურევდა თავგზას. ასე რომ უყვარდა, იმ თვალებში მთელს სამყაროს სადაც ხედავდა...
ხო, ეს ზღვისფერი თვალები მისი მთელი სამყარო იყო!
ბიჭის სველ ტუჩებს შეხედა და დაუფიქრელად გადაიწია მისკენ.
საკუთარი ათრთოლებული ვარდისფერი ტუჩები, ბიჭისას შეაგება.
ამ გრძნობას აღწერა არ მოეპოვება. სხეულის სიამოვნების და სულის ტკივილის ნაზავის ფერი გრძნობა, რომელიც ორივეს გულში ცოცხლობდა! ფეთქავდა როგორც ცოცხალი არსება.
ეს წამები არ მთვარდებოდა და ორივეს შეეძლო დაეფიცა რომ მთელი საუკუნე კოცნიდნენ ერთმანეათს, მაგრამ მაინც როდესაც სხეულები ერთმანეთისას მოაშორეს ორივეს უნდოდა ამ გრძნობის დაბრუნება!
-გააგრძელე, ამჯერად ბოლომდე უნდა მოყვე! გესმის? -შეანჯღრია ბიჭი ლილიამ და გამბედაობის ნაკვერჩხალი გაუღვივა. -ჩემთვის უნდა გააგრძელო, ან შენთვის... გთხოვ მომასმენინე ბოლომდე!
გიორგიმ ტუჩები გაილოკა. გოგოს გრძნობდა, გაზაფხულის ახალმოსული მარწყვის და იასამნის ნაზავის გემო იყო.
თუ სხვა?...
სისუფთავუს გემო, სინაზის, სიწმინდის.
სიწმინდის რომელსაც ნელ-ნელა ანადგურებდა.
ბიჭს არასოდეს უფიქრია, რომ შეეძლო ასეთი ფაფუკი, წმინდა არსება ჰყოლოდა გვერდით, ხელჩაკიდებული და აცრემლებული. ანგელოზივით ლამაზი, ცრემლ მორეული შეჰყურებდა და თავისი სარკესავით გამჭვირვალე თბალებით, იმ თვალებით სადაც ბიჭს შეეძლო საკუთარი ხატება დაენახა, შესთხოვდა რომ მისი ტანჯვა დაესრულებინა.
ბიჭმა ღმად ჩაისუნთქა, თუ გგონიათ იოლია შენი ცხოვრების ყველაზე მტკივნეული მომენტის გახსენება ძალიან ცდებით. გიორგისთვის ეს წამება იყო. წამება რომელიც სხეულს და სულს უნადგურებდა.
-იმ ღამით სამი ადამიანის ბედი გადაწყდა ლილ. -ხმა ამოიღო ბიჭმა -არა, სამის კი არა ოთხის. ახლა შენც ამ ყველაფრის ნაწილი ხარ! ჩვენ, ეგოისტებმა, უაზრო გრძნობით დაბრმავებულმა გამოუცდელმა ბავშვებმა არა მარტო საკუთარი შენი ცხოვრებაც გავანადგურეთ. ასე არაა?..
-არა გიორგი! -ცრემლები მოიწმინდა ლილიამ. -არც კი მახსოვს ჩემი ცხოვრება როგორი იყო შენს გამოჩენამდე! უაზრობა გესმის? იოლი, მარტივი. მხოლოდ სხვის მითითებებს მივყვებოდი! ისიც კი არ ვიცოდი რა მინდოდა, მაგრამ აქ შენ სხვა რამე დამანახე გესმის?... შენ ნამდვილი ცხოვრება დამანახე! ასე გამოცოცხლებული არასოდეს ვყოფილვარ... უბრალოდ მჭირდება რომ ყველაფერი მომიყვე გესმის?... სულ ყველაფერი, რომ შენი გაგება შევძლო! რომ ნატის გაგება შევძლო... უნდა მომიყვე იმისთვის რომ შენი შეყვარება შევძლო.
გოგომ ვერც გაანალიზა რას ამბობდა. სიტყვები თავისით მოედინებოდნენ მისი პირიდან. ყველაფერი თავისით ხდებოდა. თთქოს ტვინმა ფუნქცია გულს გადასცა და ახლა გულში მყოფი ყველა დამალული გრძნობა იჩენდა თავს.
გიორგის სახეზე უცნაურმა შთაბეჭდილებამ გადაუარა. ჯერ გოგოს უყურებდა, მერე ფანჯრიდან გაიხედა. მერე ისევ ლილიას შეხედა და დაიწყო.
-ამჯერად არ გავჩერდები ლილ... არ შემაწყვეტინო! თორემ მეტჯერ ვერ დავიწყებ!...
მიშო ოთახიდან გავიდა, მეც გავუშვი... ვიცოდი, ხომ ვიცოდი რომ რამე მოხდებოდა, მაგრამ რას ვფიქრობდი იცი? უკეთესია რამე მოხდეს-თქო! გზიდან ჩამოვიშორებ თქო! ნატი ჩემი გახსება-თქო!
გესმის? საშინელი, ყველაზე საშინელი ადამიანი ვარ! საკუთარი ძმის გაქრობას ვნატრობდი! და რის გამო?... საკუთარი ეგოს გამო, რომელიც სიყვარული მეგონა.
მაშინვე ნატისთან წავედი.
კარები რომ შევაღე რა ვნახე იცი? -ბიჭს ცრემლები წამოუვიდა და მუშტზე მაგრად იკბინა. ლილიამ თვალები დახუჭა. ყველაზე საშინელისთვის მოემზადა.
-მიშო ნატის წინ იყო დაჩოქილი და ევედრებოდა გადამარჩინეო, მე უნდა ამირჩიო თორემ მოვკვდებიო. ტიროდა!... ნატიც ტიროდა!... მეც ავტირდი! ხო, ასეთი ლაჩარი ვიყავი. განა მჯეროდა საკუთარი თვალების? მიშო ტიროდა! მუხლებზე იყო დაჩოქილი და ტიროდა!... ჩემი მიშო, ჩემი ძმა!
ოთახიდან გამოვედი სანამ შემამჩნევდნენ და ზღვის ნაპირზე წავედი. არ ვიცოდი რას ვაპირებდი, არ ვიცოდი რა უნდა მექნა. გაბრაზებული დავდიოდი აქეთ იქით. ვერ ვიჯერებდი ჩემს თავს რაც ხდებოდა.
მერე ყვირილი გავიგე. მიშო ჩემსკენ მორბოდა, ნატი უკან მოსდევდა.
ჩემი საუკეთესო მეგობარი აცრემლებული, მაგრამ გაბოროტებული თვალებით მაკვირდებოდა. თავიდან ვერ მივხვდი რა ხდებოდა. მერე მიშო მხრებში ჩამაფრინდა და გაურკვეველი ყვირილი დაიწყო. ბოლო ხმაზე ღრიალებდა.
ლიდერები ჩვენსკენ მორბოდნენ მაგრამ გვიანი იყო.
მე და მიშო უკვე ტალახში ვგორაობდით და ერთმანეთს ვეჩხუბებოდით.
საშინელი ადამიანი ვარ....
ყველაზე ცუდი პიროვნება ვარ, ვარ კი საერთოდ პიროვნება?...
ჩემი ბრალი იყო! წყლისკენ მე შევათრიე! მე ვიყავი ვინც ზღვაში შევიდა. ის გამომყვა. ლიდერები გვიყვიროდნენ, რომ ამოვსულიყავით. ნატი ჩვენსკენ მორბოდა.
უკვე შორს ვიყავით გასულები. წყალმცენარეებს ვგრძნობდი ფეხებში.
ერთმანეთს ვაყვინთავებდით. სიბრაზეს ვერც ჩემი სხეული იტევდა და ვერც მისი.
ვერ ვცნობდი და ალბათ ისიც ვერ მცნობდა.
იმ მომენტში ერთმანეთი ისე გვძულდა... ისე გვეზიზღებოდა! ახლაც მახსოვს ეგ გრძნობდა, თითქოს სისხლში ჭიანჭველები დადიოდნენ და მისი ტკენით მოვიშორებდი მათ. ხოდა ვატკინე, მაგრამ საბოლოოდ ისე აღმოჩნდა, რომ ვიხრჩობოდი.
მონაკვეთებად მახსოვს... წყლის ქვეშ ვიყავი და ვერ ვსუნთქავდი. ჰაერი არ მყოფნიდა... ასე მეგონა შევიშლებოდი, ვიბრძოდი მაგრამ ფსკერიდან ვერ ამოვდიოდი. თავი გახეთქვაზე მქონდა, ასე მეგონა მთელი სხეული ამიფეთქდებოდა... საშინელება იყო, საშინელება!...
მერე ძალიან ცივი სხეული ვიგრძენი, ზედაპირზე ამიყვანა. მიშო იყო! -გიორგი ცრემლებს ვერ იკავებდა. ღრმად დაიწყო სუნთქვა, რომ ლაპარაკის გაგრძელების საშუალება ჰქონოდა. გოგომ ხელზე ხელი მაგრად მოუჭირა და შეშინებუკი თვალები მიაპყრო. პირობას ასრულებდა არ აწყვეტინებდა.
-მიშომ გადამარჩინა!... საბოლოოდ მაინც ის გამოდგა ერთადერთი რომელმაც მოტვინა, ყველაზე მეტად თვითონ დაიტანჯა... ყველაზე მეტად ის დაიტანჯა... დაიტანჯა გესმის? ჩემს გამო დაიტანჯა მაგრამ მაინც მან გადამარჩინა...
მერე ის მახსოვს, რომ მიშო იძირებოდა... ნატის კივილი მესმოდა. ვიღაც ნაპირისკენ მიმათრევდა... მინდოდა მიშოსთან დაბრუნება და ვცდილობდი მისკენ გაცირვას მაგრამ ყველაფერი ბნელში ჩაიძირა... მიშო წყლის ფსკერისკენ მიდიოდა მე კი გონება დავკარგე!... ასეთი ლაჩარი ვარ გესმის? ასეთი საშინელი ადამიანი... მან გადამარჩინა!... ყველა გრძნობა გვერდზე გადადო და ისევ გვერდში ამომიდგა... მე კიდე რა ვქენი, ვუყურებდი როგორ იძირებოდა!...
გიორგიმ თავი გოგოს კისერში ჩარგო. ლილია კანზე ცხელ ცრემლებს გრძნობდა. უნდოდა ეგვირა!.. მას ამდენის ატანა არ შეეძლო! იცოდა ბიჭი არაფერ შუაში იყო. ტვინი კარნახობდა, რომ ესუნთქა მაგრამ გოგოს არ შეეძლო. ცრემლები ახრჩობდა.
-მალატიე ლილ... მაპატიე!... -ჩურჩულით იმეორებდა ბიჭი. ლოცვასავით წარმოთქვამდა.
-არა! გიორგი! -გოგომ ბიჭი ფრთხილად მოიშორა, მაგრამ მკაცრად შეხედა. -მოყოლა დაამთავრე!... ასე შუა გზაში ვერ დამტოვებ გესმის? დაამთავრე! მინდა ყველაფერი ვიცოდე.
-დარწმუნებული ხარ ლილ?... -ჩუმად იკითხა ბიჭმა, თვალებშიც კი ვერ უყურებდა გოგოს. -არ გძულვარ?
-მოყოლა დაამთავრე და მერე გეტყვი... -წყნარად წარმოთქვა გოგომ ათრთოლებული ტუჩებით.
-რომ გავიღვიძე საავადმყოფოში ვიწექი. რამოდენიმე ლიდერი იყო ჩემთან ერთად. თვალი გავახილე თუ არა მიშო ვიკითხე, საიდან მქონდა ენერგია არ ვიცი, ბოლო ხმაზე ვბღაოდი ჩემი ძმა მანახეთ-თქო. ეტლით მიმიყვანეს მის პალატამდე, ცუდად იყო! ძალიან ცუდად! ნატი მის საწოლთან იჯდა. ცუდად გამოიყურებოდა. მაშინ პირველად მივხვდი რომ ნატი არასოდეს მყვარებია. არც არასოდეს მეყვარებოდა, ეს უფრო ეგოისტური სურვილი იყო, მისი სიყვარული კი არა დასაკუთრება მინდოდა. ჩემთვის არ შემოუხედავს, მიშოს ხელს ჩააფრინდა და ტირილი დაიწყო. პატარა, საყვარელი ნატი... სიცილის მეტს რომ არაფერს აკეთებდა განადგურებული იყო... მე გავანადგურე ისიც და მიშოც.
მიშოს საჭოლთან დავემხვე. არ ესმოდა, გათიშული იყო მაგრამ მე მაინც ვთხოვდი პატიებას. რა ნამუსით? როგორ ვბედავდი მეც არ ვიცი!... მუხლებზე ვიდექი და კომაში მყოფ ძმას ვევედრებოდო მაპატიე-თქო! ყველაფერი მაპატიე-თქო!
მიშო ერთ კვირაში ამერიკაში წაიყვანეს სამკურნალოდ. იმის მერე არ მინახავს. ნატისაც აღარ ვეხმიანებოდი, განადგურებული ვიყავი. საკუთარ თავს ვერ ვპატიობდი ამ ყველაფერს...
სანდრომ მიშოზე გაიგო... გამოკეთდა და საქართველოშიც დაბრუნდა. ჩემს სანახავადაც იყო მოსული მაგრამ ვერ ვნახე... ოთახში ჩავიკეტე! მრცხვენოდა! ვერ შევხედავდი!... კარის მეორე მხრიდან მითხრა მე ყველაფერი გაპატიეო და წავიდა... იმ დღის შემდეგ მასზე არ მსმენია.
ყველაზე საინტერესო რა არის იცი? დანაშაულის გრძნობა იმდენად დიდია, რომ წელს აქ დავბრუნდი... ცოდვების მოსანანიებლად, ან უფრო საკუთარი თავის დასატანჯად...
ბედნიერების უფლება არ მაქვს... ყველას და ყველაფერს ვანადგურებ. შენც კი შემიძულე!...
-იცი რას ვფიქრობ? -დიდი ხნის დუმოლის შემდეგ წარმოთქვა ლილიამ. -როდესაც ამ დაწყევლილ ბანაკს დავტოვებ შენც ჩემს გვერდით უნდა იყო! მინდა, რომ ჩემს ცხოვრებაში იყო! არ მადარდებს რომ სიბრაზის გამო სხვისი გაწირვა შეძელი!... არ მადარდებს რომ არ არსებული გრძნობისთვის მეგობრობაზე თქვი უარი! იმას ვხედავ რომ ამ ყველაფერს ნანობ. ნანობ იმას რაც იცი რომ შენი ბრალია და გამოსასწორებლად ყველაფერს აკეთებ. ამიტომ არ მძულხარ.
მიყვარხარ გიორგი, ამ ამბავის შემდეგ უფრო მეტად მიყვარხარ და მინდა შენს გვერდით ვიყო. მინდა ჩემი ხელი გეჭიროს... მინდა აპატიო საკუთარ თავს იმისთვის რომ ჩემი სიყვარული შეძლო...
გიორგის არაფრის თქმა არ სჭირდებოდა. გოგოს აკოცა და მთელი თავისი ფიქრები ამ გრძნობაში ჩააქსოვა.
მიუტევეს. ეს კი მისთვის საკმარისზე მეტი იყო! აპატიეს და ეს მისთვის ახალი ცხოვრების დასაწყისი იყო! როგორც იქნა შეძლებდა ცხოვრების გაგრძელებას და იმ ერთ გაყინულ ადგილს, საკუთარი თავის სიძულვილსა და შეცოდებას შორის რომ არის, მოშორდებოდა.
ყველა გრძნობა ერთდროულად შეიგრძნო. ეს კოცნა დასაწყისი იყო, სიახლის...
მნიშვნელობა არ ჰქონდა რა მოხდებოდა შემდეგ, ჩავიდოდნენ ერთად და ნატის დაელაპარაკებოდნენ, იტირებდნენ ერთად და ამ ისტორიას საბოლოოდ დაუსვავდნენ წერტილს. მნიშვნელობა არ ჰქონდა რა მოხდებოდა ბანაკის დატოვების შეკდეგ, დედამისი დასთანხმდებოდა თუ არ მის ურთიერთობას, რადგან გოგო დარწმუნებული იყო რომ ბიჭის ხელს არასოდეს გაუშვებდა.
მნიშვნელობა არ ჰქონდა რა მოხდებოდა ნატისთან, თუ როგორ
მივიდოდა მიშოსთან და როგორ დაემხობოდა მუხლებზე ბიჭის წინ, ზუსტად ისე როგორც ერთ დროს ის იყო, როგორ შეევედრებოდა პატიებას და საკუთარ გრძნობას შესთავაზებდა...
მნიშვნელობა არ ჰქონდა ერთხელ და სამუდამოდ როგორ დამთავრდებოდა ეს ყველაფერი ბედნიერი დასასრულით იმიტომ, რომ ლილიას ბიჭის ხელი ეჭირა და მას კოცნიდა. საკუთარ სიყვარულს გასცემდა და მისას იღებდა უკან...
მნიშვნელობა არაფერს ჰქონდა იმიტომ, რომ გოგომ იცოდა; ის მისთვის იყო შექმნილი და ხელს არასოდეს გაუშვებდა.


-----------
ძველი ისტორიებიდან.
-ანანო-



№1  offline წევრი Rania

Zalian amagelvebwli istoriaa
--------------------
Q.qimucadze

 


№2  offline მოდერი lemongiirl

Rania
Zalian amagelvebwli istoriaa

heart_eyes

 


№3 სტუმარი ნია

არ ვიცი რა უნდა გითხრა.
იმდენად იმოქმედა ამ ყველაფერზე ჩემზე.
ამ ოთხის ისტორიამ.
გიორგის ახალდაბადებულმა მელნისფერმა თვალებმა, რომელიც ახლაც კი თვალწინ მიდგას.
ისე გადმოეცი გრძნობები, რომ ცუდად ვარ.
ცუდად გამხადე, მაგრამ ზუსტად ვიცი, კიდევ არაერთხელ წავიკითხავ ამ ისტორიას.
როგორ გამიმართლა, რომ ახლა შემოვედი და არა ისტორიის მეორე გვერდზე გადასვლის შემდეგ. ხომ ვეღარ აღმოვაჩენდი ამ სასწაულს?
ჩემი პატარა სასწაულია ეს ისტორია, შენ კი ჩემი პატარა აღმოჩენა.
დაგიმახსოვრებ.

 


№4  offline წევრი kasssi

კი ძალიან საინტერესო ისტორიაა და სასიამოვნო,მაგრამ იმდენჯერ იმეორებ ლილიას ან ნებისმიერ სახელს,რომ მომაბეზრებელია.ტავტოლოგიები გაქვს ბევრი და ცოტა თვალში ცუდად საცემია და არც ისე სასიამოვნოა კითხვისას,ამიტომ გირჩევ,რომ ამაზე იმუშაო და გამოასწორო სხვა დანარჩენი რავი ძალიან კარგია და საინტერესო )

 


№5  offline წევრი salmarini

gamarjoba,axali var da ver gaverkvie saitshi,rogor unda avtvirto nawarmoebi??(damexmaret))madloba winaswar❤️

 


№6  offline მოდერი ბელუ შეროზია

salmarini
gamarjoba,axali var da ver gaverkvie saitshi,rogor unda avtvirto nawarmoebi??(damexmaret))madloba winaswar❤️


ვიდეო-გაკვეთილების საშუალებით შეგიძლია გაიგო ყველაფერი kissing_heart

 


№7  offline მოდერი lemongiirl

ნია
არ ვიცი რა უნდა გითხრა.
იმდენად იმოქმედა ამ ყველაფერზე ჩემზე.
ამ ოთხის ისტორიამ.
გიორგის ახალდაბადებულმა მელნისფერმა თვალებმა, რომელიც ახლაც კი თვალწინ მიდგას.
ისე გადმოეცი გრძნობები, რომ ცუდად ვარ.
ცუდად გამხადე, მაგრამ ზუსტად ვიცი, კიდევ არაერთხელ წავიკითხავ ამ ისტორიას.
როგორ გამიმართლა, რომ ახლა შემოვედი და არა ისტორიის მეორე გვერდზე გადასვლის შემდეგ. ხომ ვეღარ აღმოვაჩენდი ამ სასწაულს?
ჩემი პატარა სასწაულია ეს ისტორია, შენ კი ჩემი პატარა აღმოჩენა.
დაგიმახსოვრებ.



მიხარია თუ მოგეწონა♥
მადლობა ასეთი საყვარელი და თბილი კომენტარისთვის♥

kasssi
კი ძალიან საინტერესო ისტორიაა და სასიამოვნო,მაგრამ იმდენჯერ იმეორებ ლილიას ან ნებისმიერ სახელს,რომ მომაბეზრებელია.ტავტოლოგიები გაქვს ბევრი და ცოტა თვალში ცუდად საცემია და არც ისე სასიამოვნოა კითხვისას,ამიტომ გირჩევ,რომ ამაზე იმუშაო და გამოასწორო სხვა დანარჩენი რავი ძალიან კარგია და საინტერესო )



ტავტოლოგიებზე გეთანხმები, სამწუხაროდ ძველი ისტორია და რედაქტირება ვერ მოვახერხე ჯერ. ალბათ მოვუბრუნდები♥

 


№8  offline წევრი Na Ta’Li

ვინც ბანაკში ერთხელ მაინც ყოფილა, მითუმეტეს ანაკლიაში არ დაიჯერებს რომ ეს სინამდვილეა, მეტიც რეალიბისგან ძალიან აცდენილია. დავასახელებ რამდენიმე ფაქტს, რომელიც უბრალოდ არარეალურია:
1) ოთახში ორი ადამიანია - ნატი და ლილია, სინამდვიდრში ერთ ოთახში თორმეტ ადამიანს სძინავს.
2) ბიჭებს ეკრძალებათ გოგონების კორპუსში შესვლა და პირიქით.
3) ლიდერები არასდროს სჯიან ბავშვებს სამზარეულოში დასაქმებით.
4) ერთ-ერთ ეპიზოდში ლილია მიდის ზღვიდან სახატავების ჩამოსატანად და მას ლიდერი მეთვალყურის გარეშე უშვებს, ეს უბრალოდ ბანაკის წესებს ეწინააღმდეგება.
სამწუხაროდ, ტრენინგზე ძილზე უნდა გოთხრათ რომ მართალია????
5) ცუდად მყოფ ლილიას ლიდერები უყურადღებოდ არ დატოვებდნენ.
6) გიორგი დარჩა ლილიას ითახში და არავის მოუკითხავს, ეს უბრალოდ წარმოუდგებელია.
7) თუ წინა წელსაც ბანაკში ხდეებოდა ყველაფერი მიშო მთვარლი ფიზიკურად ვერ იქნებოდა რადგან ბანაკის ტერიტორიაზე ალკოჰოლის შეტანა დაუშვებელია.
ეს მხოლოდ ნაწილია იმ ფაქტებისა, რაც რეალობა უბრალოდ ვერ იქნება. სხვა ადგილას რომ ვითარდრბოდეს მოქმდება ჩემი აზრით გაცილებით უკეთესი იქნებოდა, მთლოანობაში ცუდი არ იყო.

 


№9  offline მოდერი lemongiirl

Na Ta’Li
ვინც ბანაკში ერთხელ მაინც ყოფილა, მითუმეტეს ანაკლიაში არ დაიჯერებს რომ ეს სინამდვილეა, მეტიც რეალიბისგან ძალიან აცდენილია. დავასახელებ რამდენიმე ფაქტს, რომელიც უბრალოდ არარეალურია:
1) ოთახში ორი ადამიანია - ნატი და ლილია, სინამდვიდრში ერთ ოთახში თორმეტ ადამიანს სძინავს.
2) ბიჭებს ეკრძალებათ გოგონების კორპუსში შესვლა და პირიქით.
3) ლიდერები არასდროს სჯიან ბავშვებს სამზარეულოში დასაქმებით.
4) ერთ-ერთ ეპიზოდში ლილია მიდის ზღვიდან სახატავების ჩამოსატანად და მას ლიდერი მეთვალყურის გარეშე უშვებს, ეს უბრალოდ ბანაკის წესებს ეწინააღმდეგება.
სამწუხაროდ, ტრენინგზე ძილზე უნდა გოთხრათ რომ მართალია????
5) ცუდად მყოფ ლილიას ლიდერები უყურადღებოდ არ დატოვებდნენ.
6) გიორგი დარჩა ლილიას ითახში და არავის მოუკითხავს, ეს უბრალოდ წარმოუდგებელია.
7) თუ წინა წელსაც ბანაკში ხდეებოდა ყველაფერი მიშო მთვარლი ფიზიკურად ვერ იქნებოდა რადგან ბანაკის ტერიტორიაზე ალკოჰოლის შეტანა დაუშვებელია.
ეს მხოლოდ ნაწილია იმ ფაქტებისა, რაც რეალობა უბრალოდ ვერ იქნება. სხვა ადგილას რომ ვითარდრბოდეს მოქმდება ჩემი აზრით გაცილებით უკეთესი იქნებოდა, მთლოანობაში ცუდი არ იყო.



არ ვიცი გამიხარდეს თუ მეწყინოს, რომ ასე გგონია.
ბანაკზე რაც ჩამოთვალე, წესით მართლა ეგრე უნდა ხდებოდეს ყველაფერი.
ნუ, წესით მაინც.
ოთახში თორმეტი არის ანაკლიის მომავლის ბანაკში თუ ზუსტად მახსოვს, WTM-ში მაგალითად, ორს სძინავს ერთ ოთახში :)
ბიჭებს, რომ გოგოების კორპუსში არ უშვებენ, მაგის მოგვარება ცოტა მოხერხებით და ეშმაკობითაც შეიძლება♥
ლიდერების დასჯის საგანი არასდროს მინახავს, მაგრამ ისტორიას მოუხდა დამიჯერე :)
მარტო კამპუსში აშვება არ ეწინააღმდეგება წესებს დამიჯერე, ვინაიდან საპირფარეშოში თუ გინდა არავინ მოგყვება უკან. ზოგადადაც, მარტოსაც გიშვებენ.
ცუდად მყოფს აკითხავენ ტექსტშიც, კარგად დააკვირდი♥
გიორგი ლილიას ოთახში რომანტიკაა♥:)
ალკოჰოლის შეტანა კი ეწინააღმდეგება წესებს, მაგრამ ასევე ჩანთების ჩხრეკვაც. ძალიან იოლად შეიტან დასალევს ტერიტორიაზე და მერე, კი ისიამოვნებთ შემოვლების შუალედში, მენდე, პირადი გამოცდილებით გეუბნები:)♥

მიხარია თუ მოგეწონა, გთხოვ მაინც და მაინც ერთ ბანაკს ნუ დაუკავშირებ ნაწარმოებს♥ :)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent