შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მდუმარე თარო -2-


5-02-2019, 01:29
ავტორი Frigga
ნანახია 6 707

თუმცა მალევე გაჩერდა სროლა, ჯონათანი ისევ ფანჯარასთან იდგა და ისევ ფიქრისგან გაშტერებოდა თვალები, იხსენებდა მომენტს, როცა ერთი ბანდის წევრმა თვალწინ მოუკლა ძნაკაცი, შიშისგან ახლაც მუხლები უკანკალებდა, მაგტამ შურისძიების სურვილი უფრო მეტი იყო მასში ვიდრე შიში, ეს სურვილი დრომ ვერ შეცვალა, რაც მეტს ფიქრობდა, მეტი დეტალი ახსენდებოდა, ძმაკაცის ჩაწითლებულ თვალებს ვერ იშორებდა სახის წინ, რომ ეხატებოდნენ, მკვლელის სოსცლიან ხელებს და ხმას, რომელიც ათი წლის შემდეგაც ზუსტად ისე ესმოდა, როგორც იმ მომენტში, ჯერ კიდევ თბილ ძმაკას, რომ იკრავდა გულში და ეხვეწებოდა წამომდგარიყო, მაგრამ უშედეგოდ, ცრემლები ახრჩობდა, მაგრამ იმ წუთში მხოლოდ ერთი სურვილი ჰქონდა, მოეკლა ის, ვინც ეს ჩსიდინა, საბოლოოდ კი მაშინ დანებდა, როცა მკვლელი საკუთარი თვალით ნახა საფლავში, თუმცა იმაზე წყდებოდა გილი, რომ ეს თვითონ ვერ გააკეთა.
ყოველ ღამე სეინიბდა და ათას სისულელეზე ფიქრობდა, არც ეს ღამე ყოფილა გამონაკლისი, გადაწყვიტა კიდევ ერთხელ გასულიყო გარეთ, სახლში სული ეხუთებოდა, გონების არევა კი ძალიან უყვარდა, უყვარდა როცა არეულ აზრებს ალაგებდა.
თორმეტის ნახევარი იქნებოდა სახლიდან, რომ გავიდა და ცარიელი სადარბაზო ხმაურიანად ჩაირბინა, ეზოში გასულს თბილი ნიავი მიესალმა და ჩვეულებად გცეულ გზას დსადგა, დიდხანს იბოდიალა, ბოლოს უკვე კარგად ნაცნობ ბარში შევიდა, ბარმენს გახედა და ხელით ანიშნა, რომ მოსულიყო, თავად კი იქვე ფანჯარასთან მდგარ მრგვალ განცალკევებულ მაგიდასთან მივიდა, ქურთუკი გაიხადა, სკამის საზურგეს მოახვია და მშვიდად ჩამოჯდა, წითელი სავარძლები, მოძველებული ხის მაგიდები და დაბალი შუქი, უბრალო ფარდები და მშვიდი მუსიკა, სრული სიმშვიდე იდგა, შეიძლებოდა ჩამოგძინებოდა კიდეც, ჯეის ნაცნობი ბარმენიც მოვიდა მაგიდასთან.
- განარჯობა ჯეი, რას შეუკვეთავ?
ბარმენმა რბილი ხმით მიმართა ჯეის.
- გაგიმარჯოს, ვისკს.
ჯმუხად უპასუხა ჯეიმ და ფანჯრიდან გაიხედა, ბარმენი კი მიბრუნდა და გაქრა.
ჯეი ფიქრის მოყვარუკი იყო, ცაზე აკიაფებულმა ვარსკვლავებმა კი რატომღაც სიკვდილზე დააფიქრა, უყურებდა ბარის პატარა ფანჯრიდან ცას და იძირებოდა საკუთარი გონების ლაბირინთში.
ნითუ სიკვდილის შემდეგ ადამიანები მართლა ვარსკვლავებად იქცევიან? ისე რაკარგია პატარა, რომ ხარ და ყველაფრის გულუბრყვილოდ გჯერა, ჯეისაც კარგად ახსივდა, ბავშვთა თავშესაფარში როგორუყვებოდნენ ხოლმე ზღაპრებს, მთელი ბავშვიბა ჯეროდა, რომ ორი ვარსკვლავი მთვარის გვერდით დედა და მამა იყვნენ, მაგრამ დრომ ყველაფერი შეცვალა, ჯეი გაიზარდა, ახლაც ფანჯრიდან ორ ვარსკვლავს გაშტერებული უყურებდა და ცდილობდა დედამისის სახე წარმოედგინა, თან ნერვულად უჭერდა ხელს მაგიდას, რა დროსაც ბარმენი ისევ გამოჩნდა ასპარეზზე.
- მიირთვი, ესეც შენი ვისკი.
ცალყბად გაუღიმა ბარმენმა და გვერდით მაგიდისკენ წავიდა, ჯეიმ ბარი მოათვარიელა, სასმელების კუთხესთან ელიზა დაინახა, ის მისი დიდიხნის ნაცნობი გახლდათ, მაგრამ არც თუ სახარბიელო ურთიერთობა ჰქონდათ, გოგონამაც შეამჩნია, რომ უყურებდა და ჯეისკენ სწრაფი ნაბიჯით წამოვიდა, ჯეის სახე შეეცვალა, მაგრამ არ უნდოდა ელიზას ეგრძნო, რომ მისი გამოჩენა არ ესიამოვნა.
- გამარჯობა ჯეი
უკითხავად ჩამოჯდა მაგიდასთან მდგარ მეორე სკამზე.
- გაგიმარჯოს.
უხეშად, მაგრამ მკაგიოდ მიესალმა ჯეი და ვისკი მოსვა.
- მე არ დამპატიჟებ?
მაცდურად გაეღიმა გოგონას.
- ირონიას მიგიხვდი.
- ისევ უმუშევარი დაეხეტები?
დამცინავი ტონით განაგრძო საუბარი ლიზამ.
- არა.
- სად მუშაობ?
- ბანკში.
- გაუნათლებელი?
გადაიხარხარა ლიზამ და დკამს მიეყუდა.
- სადღაც ათი წელია არ მინახავხარ და ცოტა გაიკითხე რამე.
- ხო გავიგე, გეხუმრეე.
ნაწყენი ტონით უპასუხა და მაგიდიდან ადგა, ისევ მიწია სკამი და ჯეის დაემშვიდობა.
- აბა კარგად.
ჯეი კი ისევ ფანჯარაში იხედებოდა, საკამოდ უცნაირი ტიპი იყო, ყველას არ ელაპარაკებოდა და თუ ელაპარაკებოდა ცოტას.
მუდმივად ფიქრობდა და ზედმეტად ჩაკეტილიც კი იყო, უცნაური აზრებით და დაულაგებელი ფიქრით, იმისთვის, რომ აზრები დაელაგებინა, მუდმივად ჯიბით ატარებდა პატარა ბლოკნოტს და ჩანახატებს წერდა, ამჯერადაც არ უღალატია ტრადიციისთვის და პატარა, შავი უბრალო ბლოკნოტი ამოიღო ჯიბიდან, ვისკი მოსვა, თვალები მოჭუტა და კალამი ერთი-ორჯერ დაატკაცუნა, თავში ისევ აერია ფიქრები, ფიქრობდა და რასაც ფიქრობდა ყველაფერს წერდა.
"მუსიკას დიდი ძალა აქვს. მას შეუძლია დაგვამშვიდოს, ძალა შეგვმატოს და კარგ ხასიათზე დაგვაყენოს. მუსიკა გვეხმარება როგორც სიხარულის, ისე მწუხარების გამოხატვაში. წარსულსა თუ აწმყოში მუსიკა თითქმის ყველა ხალხისთვის გონებისა და გულის ენა იყო. მუსიკა მართლაც ღვთისგან ბოძებული საჩუქარია, მაგრამ ადამიანები ხშირად ვერ ვაფასებთ მის ძალას, უბრალოდ გასართობად ვუსმენთ და მივაგდებთ ხოლმე, არადა მწერალი მასში იმდენ ემოციას დებს, რომ მთელი ცხოვრება გვეყოფა, რომ ამოვიცნოთ.
ალბათ, დაბადებიდანვე გვესმოდა მუსიკა. შეიძლება ძილის წინ დედა იავნანას გვიმღეროდა. მოზარდობის ასაკში, შესაძლოა, მუსიკის რომელიმე ჟანრი განსაკუთრებით შეგვიყვარდა. მრავალი ზრდასრული ადამიანი დატვირთული დღის ბოლოს სახლში მანქანით დაბრუნებისას სიამოვნებით უსმენს წყნარ მუსიკას"
ცოტა შეისვენა, ვისკი მოსვა და მტვრიან სანათს შეხედა, რაღაც კომენტში უბრალოდ გაითიშა, მაგრამ რატომღაც წერას თავი ვერ დაანება, თან გარემოც ხელს უწყობდა, ბარში სიწყნარე იყო ისე, როგორც არასდროს.
ბარის დაჟანგული კარი ხმაურიანად გაიღო, ყურადღება გაეფანტა ჯეისაც და კარს გახედა, მის სიხარულს საზღვარი არ ქონდა, მისი ნაცნობი კალი შემოვიდა ბარში და რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს ჯეიმ მისი ყურადღება მიიქცია.
- როგორ ხარ ჯეი?
- კარგად, შენ როგორ ხარ? გახატებულმა კითხვა შეუბრუნა უკვე მაგიდასთან მოსულ ნაცნობს.
- გადასარევად, წერას ისევ აგრძელებ?
სკამზე ჩამოჯდა და ჯეის ბლოკნიტს თვალი შეავლო.
- არა, უბრალოდ ვჯღაბნიდი.
გაეღიმა ჯეის და სასმელი შესთავაზა.
- დიდი სიამოვნებით დავლევდი ლუდს.
კალიმ ბარმენს უხმო მცირე ხელის მოძრაობით და ჯეის მოიბრუნდა, დიდი ხანი გასულიყო მას შემდეგ რაც არ ენახა და თუთქოს შეცვლილი ეჩვენა.
- შეცვლილხარ, უთხრა კალიმ და საკუთარი პირადპირობის ცოტა შერცხვა.
- რა მხრივ? წარბები მაღლა აწია ჯეიმ და პატარა ბლოკნოტი ჯიბეში ჩაიდო.
- თითქოს ჩაკეტილი ხარ.
გაიღიმა და ფანჯარას გახედა.
- ესეიგი ჩამოხვედი?
თემა შეცვალა ჯეიმ.
- არა, ისევ იქ ვარ! გაეცინა და თმა სახიდან გადაიწია.
- რამდენი ხნით ხარ?
- სულ.
- ნუ გაახურე.
- ჰო, ჩემი სახლი აქაა!
- კარგია, ვერაფერს იტყვი, ახლა შეიძინე?
- კი, ორი-სამი კვირის წინ, სანამ ჩამოვიდოდი.
ხასიათზე მოვიდა ჯეიც, ცოტა ახლოს მიიწია და უფრო გახსნილად დაიწყო საუბარი.
- რახდება იქ გარეთ?
- არაფერი, ისე მიდის ცხივრება, როგორც ოცდამეერთე საუკუნეს შეეფერება.
თვალი მოავლო კალიმ ბარს.
- აქ კი არაფერი შეცვლილა, გახსივს ოთხმოცდაათიანებში ერთ დოლარიანის გამო ხუთი წელი, რომ ვიჯექი?
- რა დამავიწყებს, მაშინ მამაშენმა გამოგიგზავნა ის ერთდოლარიანი და ჩემთან მოდიოდი ბავშვთა სახლში, რომ გეჩვენებინა, მაგრამ პოლიცია შეგხვდა, რაც მე მაგაზე ვინერვიულე!?
გახსენებაზე ხელი მუხლზე დაირტყა ჯეიმ და მერე კალის შეხედა, კალმა გულიანად გადაიხარხარა.
- ისე კარგი იყო ციხეში, უბრალოდ სანამ გამიცნობდნენ ბევრი მეჭიმებოდა, მაგრამ ხო იცი არა!? თუმცა დაივიწყე ტრაბახი გამომივა.
ხელი ჩაიქნია კალმა და მოტანილი ლუდი გამოართვა ბარმენს.
- გაიხარე ძმა.
ფული ჯიბიდან ამოიღო და გადაუხადაგადაუხადა.
ბარში ალკოჰოლის და თამბაწოს არეული სუნი იდგა, მაგრამ მის სისი სუნამოს სუნი აშკაარად იგრძნობოდა, ძალიან გემოვნებიანი სუნამო და სამოსი, ქერა სახის სიგრძე კულულა თმა, მსხვილი, წითელი ტუჩები და მწვანე თვალები, მუდმივადშავი სტილი ქონდა, ოთხმოცდაათიანებშიც კი და მას, სხვებისგან განსხვავებით არასდროს გაგიჟებულა ჯინსებზე, მამამისი ამერიკაში მოკლეს, ამის შემდეგ მან სხვა ცხოვრება დაიწყო, მკვლელი იყო, მაგრამ ვერ იჭერდნენ, საკუთარ საქმეს ისე სუფთად აკეთებდა, რომ პოლიცია ვერ უმტკიცებდა, ერთხელ გამოიჭირეს ნაკვალევით, მაგრამ მას უკვე სხვა ფეხსაცმელი ეცვა, მოკლედ საქმე მკვლელთან გვწონდა, რომელსაც ჩვენი ჯეი ბავშვიბიდან იცნობდა, მეტიც, ერთ დროს ისინი საუკეთესო მეგობრებიც იყვნენ, მანამ, სანამ კალი მამამისის მკვლელობის შესახებ გაიგებდა და ამერიკაში წავიდოდა, იმის მერე კი დაახლოებით ცხრა წელი გავიდაგავიდა, ჯეის ისიც ახსოვდა როგორ მიწერა მამამისმა წერილი კალს, ეს უბრალოდ ყველაზე ემოციური მომენტი იყო და როცა კალიმ წარსულზე დაიწყო საუბარი, მაშინვე ეს წერილი ამოუტივტივდა გონებაში, უნდოდა თავი შეეკავებინა, ამიტომ აღარ გაახსენა კალს და უბრალოდ უსმენდა.
- ციხეში კარგი იყო?
გაკვირვება ვერ დამალა ჯეიმ.
- სხვათაშორის კი, როცა უფროსი ხარ, ყველაფერი კარგია, მაგრამ არავინ დამიჩაგრავს, იმიტომ, რომ ყოველთვის უფროსი არ ვყოფილვარ და ვიცოდი ეს გრძმობა რას ნიშნავდა.
შეეცვალა სახე კალს, ბოლოს ლაპარაკს მაინც მოაყოლა.
- მამაჩემის მკვლელს საკუთარი ხელით გამოვჭარი ყელი ეს ჩემი პირველი მკვლელობა იყო, ამის შემდეგ ერთი-ორი წელი ვერ ვიძინებდი, მაგრამ მერე ისე მომეწონა ვკლავდი და ვკლავდი.
ჯეი დაბნეული უყურებდა მეგობარს, რომელიც წლებს გაეტაცა და გაებოროტებინა, მაგრამ ისევ ის იყო, ჯეისთან ისევ ის პატარა, თოთხმეტი წლის ბიჭი იჯდა, ძველ და კომფორტულ ბარში, რომელშიც ცხრა წლის წინაც ხშირად დადიოდნენ, ალექსს ღიმილი შეეპარებოდა კალის მოსმენისას, ხანდახან თვალს აარიდებდა და ფანჯარას მიაშტერდებოდა, კალი კი ყვებიდა, ბოლოს მამის წერილიც გაიხსენა.
- ჯეი, გახსოვს მამაჩემის წერული? რამდენი ვიტირეთ!?
ჯეიმ ფანჯარას თვალი მოაშორა და უხმოდ დაუქნია თავი თვალებაცრემლებულ მეგობარს.
- დეტალებში მახსოვს ჯეი.. გამომთვრალი კალი უბრალოდ იჯდა ამაყად, სულ ვერ იფიქრებდი, რომ ნასვამი იყო, თუ რათქმაუნდა კარგად არ იცნობდი.
- შეგიძლია მომიყვე?
- რათქაუნდა ჯეი.. დეტალურად მახსოვს, ასე იწყებოდა.. ძვირფასო კალი, ვიცი უკვე ექვსი წელი გავიდა, რაც ჩემზე არაფერი გაგიგია, ვერ ვიჯერებ, რომ უკვე მეათე კლასში გადახვედი, დრო მიდის, მაგრამ ზოგჯერ ჩერდება კიდეც.
შეჩერდა, ღრმად ამოისუნთქა, ლუდის კათხა აიღო და ერთიანად გამოცალა, მერე იქვე მეზობელ მაგიდასთან მდგომ ბარმენს კიდევ ორი კათხა შეუკვეთა, ჩაახველა და განაგრძო.
როგორც წესი, მამები იმედოვმებენ, რომ ბავშვები მათ კვალს გაჰყვებიან, მადლობა ღმერთს, რომ მე ეს არ მინდა და არც არასდროს მდომებია, არც შენი განაწყენება მინდოდა, მაგრამ ყველანაირად გიღალატე, ამ წერილს იმიტომ ვწერ, რომ მინდა დაგემშვიდობო.. არ ვიცი ამდენიხანი რატომ დამჭირდა ამის სათქმელად!? იქნენ შემეშინდა? ჩემო ბიჭო, დატოვე სამყაროში შენი კვალი, რაც არ უნდა გაიგო ჩემზე დაივიწყე და გააგრძელე წინსვლა, დედის საფლავზეც ხშირად მიდი, ან თუ არ მიხვალ არასდროს დაივიწყო.
ჯეი უკვე თავს ვეღარ იკავებდა, ამიტომ იფიქრა, რომ უნდა წასულიყო.
- კალ, ეს საშინელი, მაგრამ აუცილებელი მოგონებაა, მამაშენმა წერილი მაინც მიგწერა, მამაჩემი კი ისე მოკლეს ვერაფერი მოასწრო, დააფასე ეს.
ხელი გადახვია კას და ერთი კარგად ჩაიკრა გულში თვალცრემლიანი ძმაკაცი, კალი კი ყბელასთან არ ტიროდა, მისთვის ჯეი ძმასავით იყო, იქიდანაც ხშირად ეხმიანებიდა ხოლმე.
- კაგი ძმა.. რათქმაუნდა ვაფასებ ყველაფერს და შენც გაფასებ, განშორების მერე ამოილუღლუღა კალიმ, სკამიდან წამოდგა და იარაღი მოისინჯა ადგილზე იყო, თუ არა..
- ჯეი.. უკვე გვიანია.. სახლში ხომ ადრ წაკოხვიდოდი?
გაღიმა და ხელი გამოუწოდა.
- არა ძმა, დავრჩები ცოტას კიდევ დავჯღაბნი.
ჯეიც ფეხზე წამოდგა და კიდევ ერთხელ გადაეხვია ძმაკაცს.
- აბა კარგად მაშინ.
- კარგად.
ჯეი ისევ დაუბრუნდა მაგიდას და ბლოკნოტი ისევ გადაშალა, ოღონდ ამჯერად იცოდა რაზეც უნდა დაეწერა, ამასობაში ბარში პოლიცია შემოვარდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent