ჩემი რეალობა (5 თავი)
საქართველოში რომ დავბრუნდი,ჩემი თავიც შეცვლილი მომეჩვენა.ლევანიმ იცოდა უკვე სანდროსთან ურთიერთობა რომ ნელ ნელა დავალაგე.. ქუჩაში მიმავალს მანქანა გამიჩერა და ყველანაირი ემოციის გარეშე მითხრა რომ სახლში გამიყვანდა. მე რამის ხმამაღლა ყვირილი დავიწყე სიხარულისგან და მან არც შემიმჩნია. მანქანაში ჩამისვა და თითქოს იქ არ ვყოფილიყავი ისე მეჯდა გვერდით.. მანქანა სადარბაზოდან ცოტა მოშორებით გააჩერა. - ელენე - ლევან არ გინდა რაა.. ძალიან გთხოვ - გახსოვს სანდროზე როგორი გაბრაზებული იყავი? - მახსოვს - ასე გაიარა ყველაფერმა? - გაიარა - კარგი მაშინ.. გადადი.. ვგრძნობდი ფეხები არ მემორჩილებოდა. კარი გავაღე და გადავედი.. -ელენე - რაა - შენ ამას არ იზავ - რას? - სანდროს არ გაყვები - რატო? - რანაირად შეგიძლია ყველაფრის დავიწყება?რანაირად შეგიძლია ამის გაკეთება? შენ ის არ გიყვარს. შენ მე გიყვარვარ.. - საიდან მოიტანე?? - რატომ გითრთის ხელები და ტუჩები? - არ გინდა ძალიან გთხოვ.. - არ გააკეთო ეს.. რა გინდა გთხოვო? მუხლებში ჩაგივარდე? ამასაც გავაკეთებ თუ გინდა, ოღონდ ეს არ გააკეთო. შევტრიალდი და წავედი.. მთელი ღამე აივანზე დავდიოდი.. მთელი ღამე ლევანის მანქანა იდგა ჩემს სადარბაზოსთან.. მარტო ერთს ვფიქრობდი.. ახლა მე რომ დავმდგარიყავი აივნის მოაჯირზე და ერთი ამოსუნთქვით დავშვებულიყავი ქვემოთ ხომ ყველაფერი წამში დასრულდებოდა?? ჩემი ჩამოუყალიბებელი მეც ხომ დაისვენებდა და სხვებიც.. ყველაფერს მოვაგვარებდი ერთი ნაბიჯის გადადგმით,მაგრამ ვაი რომ ამასაც ვერ გავბედავ და საერთოდ რა მინდა ამ ცხოვრებაში.. რისთვის ვტკენ ადამიანებს ასე გულს, რას ველოდები მათგან, იქნებ ჩემი სიამაყის ბრალია ყველაფერი, ეხლა ვხვდები როგორ შემცვალა სანდროს საქციელმა,რანაირი გამხადა.. თითქმის თენდებოდა საწოლზე რომ დავწექი და ტანსაცმლით დამეძინა.. ბებიაჩემის ქოთქოთმა გამომაღვიძა - ელენე ბავშვი ხომ არ ხარ? როგორ შეიძლება ასე დაწოლა და დაძინება,მიგეფარებინა მაინც რამე.. - აუუ ელიჩკაა რახდება? რატო მაღვიძებ ამ დილაუთენია??? - რაღადროს დილაა შვილო.. 3 საათია - ვაიმე რასამბობ,რადრო გასულააა.. გასასვლელი ვარ - სად გადიხარ? - ბილეთი უნდა ვიყიდო - ისევ მიდიხარ? - ისევ მივდივარ, ელიჩკა, ისევ.. - ღმერთო ამ გოგოს დაჭკვიანებას მომასწარი გამეცინა. გულზე მივიხუტე,ვაკოცე და აბაზანაში შევედი.. სახლიდან გასვლამდე სანდროს დავურეკე,არ მიპასუხა, არ ავღელებულვარ, ისე აღარ განვიცდიდი როგორც ადრე.. ციოდა მაგრამ მაინც ფეხით გასვლა გადავწყვიტე, ბევრი ბავშვობის მეგობარი შემხვდა, მომიკითხეს,გაუკვირდათ არ ეგონათ თუ საქართველოში ვიყავი. ისე რომ დავფიქრდი უკვე წლებია თავს ვარიდებ ყველას და ყველაფერს.. დავპირდი აუცილებლად გინახულებთთქო და საღამოს კლუბში წასვლა დავგეგმეთ.. სანდროსთან დაშორების შემდეგ ამდენი არ მისეირნია .. პლეხანოვი ფეხით შემოვიარე, ბილეთები ავიღე,ვიშოპინგე და კმაყოფილი დავბრუნდი სახლში.. საღამოს 8 ზე კლუბში მივედით მეგობრის მანქანით.. სანდრომ საქმეები მოიმიზეზა,მისაყვედურა ამხელა ქალს რ კლუბი აგიტუდაო და ისე გამომიშვა.. როცა ვკამათობდით მერე სულ ცუდ ხასიათზე ვდგებოდი, სასმელი შემოგვთავაზეს დავლიე. ერთი.ორი.. სამი.. ხუთი და სრულიად საკმარისი იყო ჩემი დათრობისთვის.. - ბავშვებო გახსოვთ ანის მამას მთაწმინდაზე რომ ავყავდით საციგაოდ? - ელენეს რომ რულიანი ციგა ჰქონდა და სულ რომ მაგ ციგაზე ვჩხუბობდით.. თან ვხარხარებდით.. - და გიო რომ ხევში გადაიჩეხა - სასაცილოა მერე ეგ ?? ფეხი მთელი თვე თაბაშირში მქონდა. დაუსერიოზულა გიომ - აუუ რატო არ თხოვდებით ან ინიშნებით?? სამი შვილის დედამ თავისი ტკივილი გამოხატა - რა გვეჩქარება?? - არ გინდათ ვიციგაოთ? - საად? - წამო ბაკურიანში წავიდეთ - ელე მანქანა სად გყავს? - სახლში - ავაა ბაკურიანში? - იმის იქითაც წავა. გამეცინა - წავედით ელენესთან და ნიკა ფხიზელია მძღოლი იქნება - ბაზარი არაა ავიდეთ და გავიხსენოთ ბავშვობა.. ჟრიამულით წამოვიშალეთ. ბებიაჩემს აივნიდან ჩამოვაგდებინე გასაღები. ავძახე ბაკურიანში მივდვივართქო და წავედი.. საოცარი სიამოვნება იყო ჩემი იქ ჩასვლა.. სადაც დიდ თოვს დავინახავდი იქ ვწვებოდი.. ხან ანი ვაგორავე თოვლში, ხან ნიკა, ხან მე ჩამფლეს.. გაყინულ გათოშილები მივედით სასტუმროში, გოგოებმა ერთად ავიღეთ ოთახი,ბიჭები ერთად შევყარეთ.. მთელი ღამე სვამდნენ.. ზუსტად ჩვენი ოთახის ფანჯარა გადაყურებდა სასრიალო ტრასას და მოჩანდა ლევანის სახლი.. მოგონებები ამომიტივტივდა.. ფოტო გადავუღე ხედს და ლევანის გავუგზავნე -სად ხარ? - ბაკურიანში - მარტო? - მეგობრებთან ერთად - ჩამოვიდე? - ჩამოდი.. სიმთვრალემ არ მათქმევინა,მართლა მინდოდა რომ ვინმე ყოფილიყო ჩემს გვერდით, მინდოდა რომ ჩემი ემოციები გადამეცა ვინმესთვის,მომეყოლა ჩემი გიჟი ბავშვობის მეგობრების შესახებ, რომლებიც თვეებია არ მინახავს ან იქნებ წელიც და ისევ ისე გვიხარია ერთმანეთის დანახვა როგორც მაშინ ბავშვობაში... ლევანი არ ჩამოვიდა.. არ ვიცი ალბათ სამაგიერო გადამიხადა, ალბათ იფიქრა სადამდე შეიძლებოდა მისით რომ მეთამაშა. მიხვდა რომ არაფერს აზრი არ ქონდა.. მეწყინა,ძალიან მეწყინა... იმას კი ვერ ვხვდებოდი მას რამდენი რამ სწყინდა.. მყავდა სანდრო და ვფიქრობდი ლევანიზე.. ვადარებდი ერთმანეთს და საერთოს ვერ ვპოულობდი.. მყავდა ერთი და მიყვარდა მეორე.. მესამე დღეს გავფრინდი მშობლებთან.. სანდრო.. დამღალა უკვე სანდროზე ლაპარაკმა.. გამომაცილა კიი,მაგრამ წამოსვლაზე უარი მითხრა.. იმის მიუხედავად რომ ვუთხარი არ ვიცი როდის დავბრუნდებითქო.. გოგოებს ჩემი ჩასვლა ძალიან გაუხარდათ,როგორც ყველა ემიგრანტი მეც ვახერხებდი ჩემთვის პატარ პატარა სამსახურებში მუშაობას და ჩემი ფული სულ მქონდა.. სამი თვე იწურებოდა უკვე ჩემი წამოსვლის დრო მოდიოდა და საშინლად არ მინდოდა საქართველოში დაბრუნება.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.