შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

" შიში " ( 2 თავი )


11-02-2019, 02:05
ავტორი Tiiikii
ნანახია 1 022

დილით მობილურის ხმამ გამაღვიძა , არ ვპასუხობდი მაგრამ გაუჩერებლად რეკავდა , სადაცაა აფეთქდებოდა .
- ალო . - ნომრისთვის არ დამიხედავს , ისე ვუპასუხე .
- გეძინა ? თუ სპეციალურად არ მპასუხობდი . - როდესაც მისი ხმა გავიგე , ნომერს დავხედე გასამოწმებლად , მეგონა მეჩვენებოდა . მართლა ის იყო , რა ეტაკა ?
- რა გეტაკა ამ დილა ადრიან ? ხალხს ეძინება .
- ვერ დავიძინე , რადგან დღეს უნდა შევხვდეთ ... აბა , რომელზე გამოგიარო ? 1 საათში გაწყობს ? - ერთდროულად იმდენი კითხვა დამაყარა , ვერ მივხვდი რომელზე მეპასუხა .
- მეძინება , წუხელის გვიან დავიძინე ... მოგვიანებით დაგირეკავ . - გავუთიშე და ძილი გავაგრძელე , თუმცა არა დიდი ხნით . მალევე კარის ხმამ გამაღვიძა , რა თქმა უნდა , გიორგი იყო , სხვა ვინ იქნებოდა .
- ძილის გუდა , გამოფხიზლდი ! მოემზადე და მივდივართ .
- არსად არ მინდა წასვლა , საშინლად მეძინება . მიდი შენ წადი და , რომ გამოვიძინებ დაგირეკავ .
- თიკა , წუწუნს მორჩი და აბაზანაში შედი , თორემ ძალით შეგიყვან .
- ვერ გაბედავ . - სიცილით ვუთხარი და საწოლისკენ ავიღე გეზი , მაგრამ ხელში ამიყვანა და აბაზანისკენ წავიდა . - კარგი , კარგი ! დამსვი თვითონ ვიზავ .
- სწრაფად . - აბაზანაში შევედი და ვბურტყუნებდი . იდიოტი , ვინ მისცა ასე მოქცევის უფლება ? თურმე ძალით შევყავდი აბაზანაში , ღმერთო ! სპორტულად ჩავიცვი , თავზე ქუდი დავიფარე და მასთან გავედი .
- მზად ვარ .
- როგორც იქნა , წავედით .
- სად მივდივართ ?
- ლისზე . - მალევე ავედით , აქ ამოსვლა და ფიქრი ყოველთვის მიყვარდა , ტბის ყურება , რომელიც წარმოუდგენლად მამშვიდებდა . ამჯერად კი აქ , გიროგისთან ერთად ვიყავი .
- ძალიან ლამაზია .
- რა უცნაურია , რა ცოტა სჭირდება ადამიანს ბედნიერებისთვის . - ჩაფიქრებულმა მითხრა , ისე რომ ტბისთვის თვალი არ მოუცილებია .
- ბედნიერი ხარ ?
- რაღაც გაგებით ... შენ ?
- არ ვიცი , უფრო სწორად ახლა საერთოდ არ ვიცი , ზუსტად რას ვგრძნობ ... - მცირე ხნიანი დუმილის შემდეგ მომიბრუნდა .
- რამდენიმე კვირის წინ , მომწერე და მითხარი რომ საუბარი გინდოდა , მე კი იგნორი გაგიკეთე ... ამას ეხებოდა ?
- კი ... არ ვიცი რატომ , მაგრად იმ წუთას ყველაზე მეტად შენთან მინდოდა საუბარი და ყველაფრის მოყოლა ... შენ კი , შენს ჩვევებს არ უღალატე და ისევ იმავე გააკეთე .
- ნამდვილი იდიოტი ვარ ...
- ნამდვილად ხარ . - წამიერად შევხედე და გამეღიმა .
- არ გაინტერესებს , რატომ ვთქვი შენზე უარი ?
- ახლა ამაზე საუბარი არ მინდა ... უბრალოდ ვისხდეთ და ტბას ვუყუროთ . - სიმართლე გითხრათ , ახლა ყველაზე მეტად სიმართლის გაგება მინდოდა , მაგრამ უბრალოდ არ შემეძლო მისი მოსმენა , იმ ყველაფრის გაგება რასაც მეტყოდა , რადგან ყველაფერი ისევ თავიდან გამახსენდებოდა , როგორ ჩამოვშორდით ერთმანეთს , როგორი გაურკვეველი და ჩახლართული სიტუაცია იყო ... ამ ურთიერთობაში ბევრი გულის ტკენა იყო ერთმანეთის მიმართ , ხან ერთი ვიქცეოდით არასწორად და , ხან მეორე ... ჩვენს დაშორებაში , ორივეს წვრილი მიგვიძღვის , მაგრამ უფრო მეტად მას , რადგან ბოლომდე არ იბრძოლა ... მე ვიბრძოლე როდესაც მივხვდი , რომ შეცდომა დავუშვი , მასთან მივედი , ყველაფერი გავაკეთე , ისეთი რამეებიც კი რასაც არასდროს გავაკეთებდი , არავის გულისთვის ... მაშინ რატომ გავაკეთე ? იმიტომ , რომ მიყვარდა , იმიტომ , რომ მასზე გიჟივით ვიყავი შეყვარებული და , მისი დაკარგვა არ მინდოდა , თუმცა საბოლოოდ მაინც დავკარგე , მან მიმატოვა და წავიდა ... მე კი უბრალოდ აღარაფრის გაკეთება აღარ შემეძლო , ბრძოლას აზრი აღარ ჰქონდა ....

საღამოს სახლში მივედი , დედა სამსახურიდან დაბრუნებული დამხვდა .
- მოდი ვჭამოთ ( „ლელა“ - დედაჩემი ) - სუფრა გაშალა .
- სიმართლე გითხრა არ მშია .
- რამე უნდა ჭამო , ასე არ შეიძლება დასუსტდები .
- ვიცი , მაგრამ არ მშია და ძალით როგორ ვჭამო . - დავინახე როგორ შეეცვალა სახე და თავი დამნაშავედ ვიგრძენი , მივედი და მასთან ერთად დავჯექი ... ჩემს გამო ისიც ცუდად იყო , არ მაჩვენებდა რომ ღელავდა და ვერ ისვენებდა , მაგრამ ამას ვგრძნობდი ... ის საუკეთესი დედაა , მთელს მსოფლიოში , ყველაფერს აკეთებს ჩემთვის , გვერდში მიდგას და მეხმარება , რომ არ დავეცე ... ვიცი , მოულოდნელად თუ წავიქცევი ან გზა ამერევა , ის ჩემს გვერდით იდგება და დამეხმარება , წამოდგომაში , გზის გაგრძელებაში ....
- აბა , მთელი დღე სად იყავი ? სახლში , რომ მოვედი არ დამხვდი ... ოღონდაც არ მითხრა , რომ ისევ მარტო დადიოდი და ფიქრობდი ... - ბოლო დროს სულ მარტო გავდიოდი და შეღამებისას ვბრუნდებოდი , რის გამოც უფრო წუხდა , ამიტომ შეეშინდა .
- არა დედა , მეგობართან ერთად ვიყავი ლისზე ... - მაშინვე თვალები გაუნათდა , გაუხარდა ეს რომ გაიგო .
- ანუ მეგობართან ? ვისთან ? ვიცნობ ? - დედების ჩვეული კითხვები .
- გიორგისთან ერთად ... - მიხვდა , რომელ გიორგიზეც ვეუბნებოდი და უცბად მოიღუშა .
- იმ გიორგისთან ერთად , რომელზეც გავიფიქრე ?
- კი , მასთან ... 1 კვირის წინ შემთვევით შემხვდა , შემდეგ გაიგო როგორც ვიყავი და გადაწყვიტა გვერდით დამიდგეს ...
- არ მინდა ისევ გული გეტკინოს ....
- ეს არ მოხდება , უბრალოდ მეგობრულად მეხმარება . - თვითონაც არ მჯეროდა ამ სისულელის და , რა თქმა უნდა , მანაც არ დამიჯერა .
- შვილო ...
- დედა , ვიცი რასაც ვამბობ , ნუ ღელავ ... წავალ წამოვწვები . - ვაკოცე და ოთახში შევედი .

1 კვირის შემდეგ ....
მარიას შევხვდი და ვლაპარაკობდით .
- ვიცი , რომ გიორგის ყველაფერი უთხხარი .
- გეფიცები არ მინდოდა , მაგრამ არ მომეშვა ...
- გამიკვრიდა , რომ გარკვევა მოინდომა ... ჩემთან მოვიდა და დამელაპარაკა , გამომიცხადა შენთან ვიქნები და ამის გადატანაში დაგეხმარებიო ..
- იცი ? ის , შეიცვალა .. ასეთი თავდაჯერებული არასდროს მინახია , ასეთი გამბედავი ...
- ასეა , შეიცვალა , მაგრამ ბოლომდე ჯერ - კიდევ ვერ ვენდობი , მეშინია , რომ ისევ წავა.
- სიმართლე გითხრა , როდესაც ჩემთან მოვიდა და შენზე მელაპარაკებოდა , მივხვდი რომ უყვარხარ , იმის მიუხედავად , რომ ამდენი ხანი შორს იყო ...
- მის გრძნობაში დიდი ხნის განმავლობაში დარწმუნებული ვიყავი , ვიცოდი , რომ ვუყვარდი და ამიტომ არ მივდიოდი მისგან , შორს ვიყავით , მაგრამ მასზე სულ ვფიქრობდი , შენც ხომ იცი ... თუმცა , ის სხვანაირად იქცეოდა , მიშორებდა , მაიგნორებდა , საბოლოოდ კი მეც დავნებდი . ახლა კი ისევ გამოჩნდა და , ცდილობს დანაშაული გამოისყიდოს , მაგრამ მე ვეღარ ვენდობი , მისი ნდობა დამეკარგა .
- ანუ , არ აპატიებ ?
- დიდი ხანია ვაპატიე , მაგრამ ვერ ვივიწყებ ... რამდენიც არ უნდა ვეცადო , ვერ ვივიწყებ იმ დღეებს რომლებიც მის გარეშე გადავიტანე , ვერც იმ დღეებს ვივიწყებ , რომლებიც ერთად გავატარეთ ... ჩემს ერთ ნაწილს უნდა აპატიოს , მასთან მივიდეს ჩაეხუტოს და უთხრას , რომ ჯერ კიდევ უყვარს , მაგრამ მეორე ნაწილი , ამის წინააღმდეგია , ის ნაწილი , რომელიც მახსენებს როგორ იქცეოდა ... ამას კიდევ , თმების პრობლემაც ემატება და თავში არეულობა მაქვს ... ახლა მხოლოდ ერთ რამეზე შემიძლია ფიქრი , თმეზე ...
რამდენიმე დღე გავიდა , გიორგი სულ ჩემს გვერდით იყო , წამით არ მცილდებოდა , მირეკავდა , მწერდა ... ვგრძნობდი , რომ მართლა შეიცვალა და , რომ ჩემზე ზრუნავდა , რაც ძალიან მომწონდა ...
ხანდახან ვფიქრობ : რანაირები ვართ ადამიანები ? რატომ ვართ გულგრილი მათთან ვისაც ვუყვარვართ და ჩვენს გვერდით არიან ? რატომ ვერ ვაფასებთ მათ თავის დროზე და , რატომ ვკარგავთ ? ნუთუ აუცილებელია , მათ რამე დაემართოთ , რამე გაუჭირდეთ , რომ ყურადღება მივაქციოთ და ჩვენი სიამაყე შორს მოვიშოროთ ?
კი , ალბათ ასეა საჭირო ...
მეორე დღეს , ექიმთან წავედით , თმები დაათვალიერა ...
- მისმინე , თიკა ... ვიცი ეს შენთვის რთული იქნება , მაგრამ მოგიწევს თმა გადაიპარსო ( „მარი“ - ექიმი ) - ამის გაგება ჩემთვის მეხის გავარდნასავით იყო ... რამდენჯერმე გაირბინა ამ სიტყვებმა , ჩემს გონებაში ... ვერ ვიჯერებდი , ისევ ? მერამდენედ ? გამახსენდა მოზარდობის ის პერიოდი , როდესაც იმავე მითხრეს , რომ თმა უნდა გადამეპარსა . გამახსენდა ის წამი , როდესაც სკამზე დავჯექი და თმას მაჭრიდნენ , ისეთი საშინელება იყო , ვუყურებდი , როგორ იყრებოდა ძირს ჩემი თმები , ვუყურებდი სარკეში ახალ თიკას , რომელიც უთმოდ დარჩა ... ახლა კი , ისევ უნდა გამეკეთებინა ეს , ისევ ეს წამი დადგა და , ცრემლები წამომივიდა .
- აუცილებელია ? - დედამ , ანერვიულებული ხმით კითხა .
- სამწუხაროდ ასეა ... - მათ ვეღარ ვუსმენდი , მხოლოდ რაღაც ხმები ჩამესმოდა , მათი საუბარი , მაგრამ სიტყვები აღარ მესმოდა . - თიკა , საყვარელო , მისმინე ... ვიცი ეს შენთვის ძალიან ძნელია , ისევ იმავეს გადატანა , ვიცი ახლა რასაც გრძნობ ...
- არა , მართალი ხართ ... უნდა გადავიპარსო , თანაც რაღა აზრი აქვს , ამ თმების დატოვებას , ისედაც თითქმის აღარ მაქვს ... - კლინიკიდან გამოვედით და გარეთ გიორგი დამხვდა ... არ ვიცოდი , რომ აქ იყო , გაუცნობიერებლად გავიქეცი და ჩავეხუტე ... ძლიერად მომეხვია და გულში ჩამიკრა , მე კი მის მკერდს ვიყავი აკრული და ცრემლები მომდიოდა ... ღმერთო , როგორ მსიამოვნებდა მისი ჩახუტება .... ჩემი სახე ხელებში მოიქცია და , როდესაც ჩემი ცრემლები დაინახა შეშინდა .
- რა მოხდა , რა თქვა ექიმმა ? - ხმას ვერ ვიღებდი . - თიკა , ნუ მაშინებ ...
- მე ... უნდა გადავიპარსო , ისევ ... - დავინახე როგორ აუცრემლიანდა თვალები და უფრო ძლიერ ჩამეხუტა .
- დამშვიდდი , მე შენს გვერდით ვარ ... - დედაჩემი მოშორებით იდგა და გვიყურებდა , შემდეგ კი მოგვიახლოვდა .
- გიორგი , მადლობ რომ მოხვედი ... მას ახლა ძალიან სჭირდები .
- რას ამბობთ , როგორ შემეძლო არ მოვსულიყავი ...
- წამოდით წავიდეთ ... - სამივემ ერთად გავაგრძელეთ სიარული , გიორგის ძლიერად ჰქონდა ხელი ჩაკიდებული და , ვიგრძენი რომ მარტო არ ვიყავი , გევრდით , დედა და საყვარელი ადამიანი მყავდა .
2 დღის შემდეგ ....
სალონში წავედით , გიორგი გამომყვა , ის მართლაც ასრულებდა თავის სიტყვას მარტო არ მტოვებდა . სკამზე დავჯექი და თავზე ის საშინელი თმების მანქანა გადმატარეს ... ისევ იმავე გრძნობა მქონდა , როდესაც სარკეში ვიხედებოდი , ჩემს თავს ვუყურებდი , ვხედავდი ჩემი თმა , უფრო სწორად ის რაც , ჩემი თმებისგან დარჩა , ძირს როგორ იყრებოდა ... ვუყურებდი ჩემს თავს , თვალები ცრემლებით მევსებოდა , ცრემლებით , რომლებიც ამოხეთქვას ლამობდნენ , მე კი მათ ვაჩერებდი ... ვუყურებდი ჩემს თავს და მეცოდებოდა , მეცოდებოდა ის ადამიანი , რომელსაც სარკეში ვხედვადი ... ცხოვრებისგან დაჩაგრული ადამიანი ...
- ძალიან გიხდება ... - ჩემი სახე ხელებში მოიქცია და შუბლზე მაკოცა .
- არ გინდა , გთხოვ . - ქუდი ავიღე და დავიფარე , რადგან არ მინდოდა ჩემი თავი ასე დამენახა , მინდოდა ეს დამემალა ... გარეთ გამოვედით , ვეღარ მოვითმინე და ჩავეხუტე , მთელი ძალით . - რატომ გიორგი , რატომ ისევ ... რა დავაშავე ასეთი , რომ ისევ იმავე მეორდება ?
- არ იტირო , გთხოვ , არ გინდა ...
- მეცოდება ჩემი თავი , რომ ასეთი დავიბადე , რომ ასეთი ნაკლი მაქვს , ნაკლი რომელიც არასდროს გამოსწორდება . - ამ სიტყვების გაგებისას , თვალებში ჩამხედა .
- არა , არ უნდა გეცოდებოდეს ! პირიქით , უნდა ამაყობდე , რომ ასეთი ძლიერი ხარ , ცოტას შეუძლია ბავშვობიდან იმის ატანა , რაც შენ გამოიარე და რასაც ახლა გადიხარ ... შენ ყველაზე ძლიერი გოგო ხარ , ვისაც კი ვიცნობ ... შენი თავით უნდა ამაყობდე , რადგან მე ვამაყობ შენით . ვამაყობ , რომ შენნაირ გოგოს ვუყვარვარ ვამაყობ , რომ შენნაირი გოგო მიყვარს ! - ბოლოს სიტყვა ყველაზე მკაფიოდ ჩამესმა ყურში , მაგრამ ამავე დროს იმდენად არარეალური იყო , რომ ვერ დავიჯერე ... იმდენი ხანი ველოდი ამის გაგებას , რომ უკვე აღარ მეგონა თუ ოდესმე მოხდებოდა ... როგორც ჩანს , აუცილებელი იყო , რომ ეს დამმართნოდა , იმისთვის რომ გიორგის გრძნობების შესახებ სიმართლე გამეგო ... სასაცილოა ...
- რა თქვი ? - აცრემლებულმა შევხედე .
- ჰო , მიყვარხარ და შენით ვამაყობ ! - კიდევ ერთხელ გამიმეორა და მაკოცა ...
ნამდვილი ირონიაა ... ახლა უბრალოდ არ ვიცი , უნდა მიხაროდეს ეს ყველაფერი , თუ პირიქით ... ჩემი ტრაგედიის დამსახურებით , გიორგი დავიბრუნე და მისი გრძნობები გავიგე ... ეს გასახარებელია ? რა თქმა უნდა , მიხაროდა მისი სიტყვები , მაგრამ ამავე დროს დაბნეული ვიყავი , თავს საშინლად ვგრძნობდი ....



წარმატებები მე ძაან მომწონს, ხვალაც გელოდწბი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent