შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ამდენიდან მე?! {თავი 6}


11-02-2019, 11:26
ავტორი anukaaa
ნანახია 1 638

დილით უცნაურ "პოზაში" მეღვიძება. ნოეს თავი ჩემს შიშველ მკერდზე უდევს. ორივე სრულიად შიშვლები ვართ....
არა, ეს შეუძლებელია.... არა არა არა.
ადგომას ვცდილობ.
თუმცა ჩემი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. წამოდგომისთანავე საწოლზე ვვარდები.
- ეს რატომ გააკეთე?
- რა?
- ვითომ ვარ მიხვდა!
- მეგონა გაგიხარდებოდა.
- შეცდი. - ვამბობ დაღვრემილი.
- კაი, რა რატო მიბრაზდები? - მე ქვედა ტუჩს ვაბრუნებ. - ეგრე საყვარელი ხარ.
- ნოე, წავიდეთ, რა!
- არა!
- რას მიქვია არა?
- არა, არა და არა.
- ნოე!
- ნინი!
- ნოე, აქ ვერ დავრჩებით!
- რატომ?
- იმიტომ, რომ....... ეს ოთახი ერთი დღით ვიქირავეთ.
- მერე, რა. ახლა ნახე რა ვქნა.
მის ხელს თვალი გავაყოლე. ნოემ ზარს დააჭირა. ცოტა ხანში კარზე კაკუნია.
- შემოდით.
- დილა მშვიდობისა!
- გამარჯობა, ამ ნომრის დატოვება გვინდა ერთი კვირით.
რაო? ერთი კვირითო? აქ უნდა გამომკეტოს?
მომსახურე პერსონალი i-pod_ში იყურება.
- ოთახი თავისუფალია 5 ივნისამდე.
- კარგი, 4 ივნისს წავალთ.
- კარგით. თუ შეიძლება სადილის სია ჩამაწერინეთ.
- მმმ... შემწვარი ქათამი, შემწვარი კარტოფილი, ელარჯი...
- ამდენი საჭმელი რად გინდოდა? - ვეუბნები, როცა პერსონალი ოთახიდან გადის.
- გშია და მაგიტომ!
- არ მშია! - ვეკამათები, თუმცა ჩემი მუცლის ბუყბუყი საპირისპიროს ამტკიცებს.
- კარგი, რადგან არ გინდა... შემოდით!
კარი იღება და პერსონალი ჩნდება, საჭმლით სავსე ლანგრით. ნერწყვი მეყლაპება.
- აი აქ დადეთ. - ხელს ვიშვერ ჩემი ტუმბოსკენ. ოფიციანტი ჩემს თხოვნას ასრულებს და გადის - ესეც ასეეე! მე ვჭამ და შენ რაც გინდა ქენი.
- ნინი, მეც მშია!
- მერე მე რა ვქნა? შეუკვეთე და ჭამე... ანნნ... მოწესრიგდი და სანამ შენ მოემზადები მე ჩემს წილს შევჭამ.
- კარგი.
- ნოე, ტანსაცმელი არ მაქვს.
- მართლა? მერე აიღე კარადიდან.
- კარგი. - ვპასუხობ, თუმცა სულაც არ ვაპირებ ტანსაცმლის თვალიერებას.
ნოე აბაზანაში შედის მე კი ვაპირებ, რომ, მთელი საჭმელი შევჭამო. ცოტა ხანში მუცელი მტკივა, არა აღარ შემიძლია. ამასობაში ნოეც გამოდის.
- გინდა გავისეირნოთ?
- კი.
ისევ მდელოზე მივდივართ. მიწაზე ვწვებით. ამ "რომანტიულ" გარემოში ნოესთვის სიყვარული უნდა ამეხსნა, პირი გავაღე მაგრამ, ნოეს დაურეკეს... დიდხანს ისაუბრა და უკან შეშინებული დაბრუნდა.
- წავედით.
მის ბრძანებას ვასრულებ და ისევ სასტუმროში ვბრუნდებით.
- რა გჭირს ნოე?
- არაფერი.
- გშია?
- არა.
- გწყურია?
- არა.
- სახლში გინდა?
- არა.
- რამე გაიჭერი?
- არა.
- გიყვარვარ?
- არ... კი.
- მეც.
- რაა?
- ჰო ნოე მიყვარხარ.
- მაგრამ მე ვერ მოგცემ უფლებას რომ გიყვარდე!
- რატომ, ნოე?
- აი, ასე უბრალოდ, მეგობრები ვიყოთ.
3 ივნისი, დღიური:
" ნოე ძალიან შეიცვალა, მეუბნება მეგობრები ვიყოთო. არადა მე მიყვარს, მართლა მიყვარს. წეღან უცნაურად იქცეოდა, ტელეფონზე ლაპარაკობდა და ამბობდა, როგოც იქნა მოიტანესო. ხვალ სასტუმროდან მივდი"
- ადექი, მივდივართ!
- რატომ, ნოე?
- დროზე ეს ჩაიცვი და ზევიდან ტანსაცმელი გადაიცვი.
- ეს რა არის?
- დროზეე!
ხელში ტყვიაგაუმტარ ჟილეტს მაჩეჩებს. მე ვიცმევ, მაგრამ მუცელს არ მიფარავს.
- ნოე რაღაც უნდა გითხ...
- ლაპარაკის დრო არ გვაქვს.
- მომისმინე, ეს ჟილეტ...
- ნინი, დრო აღარაა, წავედით.
მკლავში მწვდება და გარეთ მათრევს. გასასვლელთან რომ მივივართ თავზე ხელს მაფარებს და გავრბივართ, მაგრამ... დავაგვიანეთ... შავი BMW- დან პისტოლეტებია გამოყოფილი, ერთი კაცი კი ანიშნებს, რომ უნდა ისროლონ. წამის მეტრილიონედში ვაცნობიერებ, რომ ნოეს უნდა ესროლონ. ამას არ დავუშვებ!!! ნოეს ვეფარები და მერე რაც მახსოვს მხოლოდ მუცლის ტკივილი და ნოეს ყვირილია...
ჩემს გარშემო ნისლია, უხილავი ბარიერი, რომელსაც ვერ ვკვეთ, რადგან ფეხებს ვერ ვამოძრავებ. უხილავი კედლის ერთ მხარეს ნოე, დედაჩემი, მამაჩემი, ლილე და ჩემი მოძულე და, მეორე მხარეს კი ბებია-ბაბუები.
- წამოდი ჩვენთან, შვილო.აქ ჩვენ მოგივლით, ბედნიერება არ მოგაკლდ...
- სწრაფად, მართვითი სუნთქვა.
- მაგათ ნუ უსმენ, შვილო. ისინი იმისთვის იბრძვიან, რომ გადაგარჩინონ, და იცოცხლო. წამოდი ჩვენთან, აქ ბევრი ადამიანია, თან...
- არა, ნინი, შენ ძლიერი ხარ, დაბრუნდი ჩვენთან. მე და შენ ერთად ბედნიერები ვიქნებით.
- არა, ნოე! ნუ დაგავიწყდება ის, რომ შენთვითონ ამიკრძალე შენი სიყვარული.
- ეგ სიტყვები უკან მიმაქვს, ნინი. მოდი ჩვენთან.
- არა, შენ რომ მართლა გიყვარდე, არ მეტყოდი, რომ მე არ უნდა მიყვარდე.
- ხომ გითხარი ნინი, ეგ სიტყვები უკან მიმაქვს.
- არ მაინტერესებს...
- ნინიკო, მოდი, დე ჩემთან. წარმოიდგინე რამდენ ბედნიერ წუთს გავატარებთ ერთად, წამო ნინიკო...
- შვილო, აქ გვჭირდები. მამაშენს სჭირდები, დედაშენს სჭირდები, ნოესაც სჭირდები და შენს დასა...
- მე არ მჭირდება, მაგრამ, თუ სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია, მე მხარს შენს დაბრუნებას ვუჭერ.
- ყველას მადლობას გიხდით, მაგრამ აღარ შემიძლია...
მტკიცე ნაბიჯს ვდგამ ბაბუასკენ, მეც კი გაკვირვებული ვარ, ორი წუთის წინ ფეხი მოტეხილი მეგონა...
- პაციენტს ვკარგავთ, მოიტანეთ...
- ახლავე...
ერთი ნაბიჯი, ორი ნაბიჯი, სამი, ოთხი... არა, მეტს ვეღარ ვდგამ, ჩემი ორგანიზმი ნოესკენ მიიწევს, მინდა ეს თუ არა.
- კარგი, ექნთებო, ბავშვს ვეღარ გადავრჩენთ, პაციენტზე ვიზრუნოთ.
რაო? ბავშვიო? ანუ, მე შემიძლია შვილი მყავდეს, იმ წამს ჩემმა ტვინმა რეაგირება დაიწყო, მივხვდი, რომ მხოლოდ დედობისთვის ღირს სიცოცხლე...
საავადმყოფოს ოთახში მეღვიძება, თვალებს ვერ ვახელ, თუმცა წამლის სუნით გაჟღენთილი ჰაერით ვხვდები, რომ პალატაში ვწევარ.
- მმმ...
- ნინი, გაიღვიძე?
- ოო..
- როგორ ხარ?
- კაგაა..
- რატო ვერ ლაპარაკობ?
- მეზარება...
- მაშინ, დაიძინე და დაისვენებ.
მთელი ამ დროის განმავლობაში პირველად ვახელ თვალებს.
- არა, ნოე... მომიყევი რა მოხდა.
- ჯერ ცოტა დაის...
- არა, ნოე. მომიყევი.
- კარგი...
და მოყოლას იწყებს...



მაგარი იყო, მომეწონა ძალიან, არ დაიგვიანო, ახლა წავიკითხე ყველა თავი და ძაან მაგარია, ნუ არა ძაან არა მაგრამ კარგია.

პ.ს. არ გეწყინის, საწყენად ნამდბილად არ მითქვამს, უკეთეაი იქნება გამოასწორო და ძაან მაგარი გახადო ვიდრე უბრალოდ "კარგი"-ა, წარმატებები

 


№2  offline წევრი Niniko11

ოჰოოო ეს რა ცეცხლი დაანთეეე რაა მართლა ფეხმძიმეთ ხომარ იყოო ვაიმეე საწყალიი
აუ იმ ბიჭს მართლა არ უყვარსს თუ მოატყუააა ვაიმეე რამდენი კითხვა მაწუხეებს მალე დადე შემდეგი თავიი♡♡

 


№3  offline წევრი anukaaa

სიყვარული გულს გვტკენს
მაგარი იყო, მომეწონა ძალიან, არ დაიგვიანო, ახლა წავიკითხე ყველა თავი და ძაან მაგარია, ნუ არა ძაან არა მაგრამ კარგია.

პ.ს. არ გეწყინის, საწყენად ნამდბილად არ მითქვამს, უკეთეაი იქნება გამოასწორო და ძაან მაგარი გახადო ვიდრე უბრალოდ "კარგი"-ა, წარმატებები

მადლობა რომ წაიკითხე... ❤

Niniko11
ოჰოოო ეს რა ცეცხლი დაანთეეე რაა მართლა ფეხმძიმეთ ხომარ იყოო ვაიმეე საწყალიი
აუ იმ ბიჭს მართლა არ უყვარსს თუ მოატყუააა ვაიმეე რამდენი კითხვა მაწუხეებს მალე დადე შემდეგი თავიი♡♡

ოოო, ნინიკოც გამოჩნდააა... მალე გავიგებთ ვის ვინ უყვარს.
სამწუხაროდ მართლა ფეხმძიმედ იყო, მაგრამ არა უშავს ;)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent