შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მომაკვდავის სახსარი ( სრულად )


13-02-2019, 13:51
ნანახია 12 392

გამარჯობა.
მე რუსკა იაშვილი ვარ 20 წლის.
მე კიბო მაქვს და მალე მოვკვდები.
ვიცი ამის წაკითხვისას თქვენში სიბრალულის გრძნობა გაიღვიძებს,
ახლავე შეწყვიტეთ ჩემი შეცოდება, რადგან მე არ მეცოდება საკუთარი თავი.
იმდენად დამღლელია ადამიანების რეაქციები, რომ მირჩევნია ახლავე მოვკვდე.
ჩემი სახლი პანაშვიდის ოთახს უფრო ჰგავს ვიდრე სითბოთი სავსე სახლს, სადაც მისვლა უხარიათ ხოლმე.
თუ ჩემს სახლში შემოიხედებით წააწყდებით უამრავ მგლოვიარე სახეს, უამრავ ნათესავს, რომლებიც ჩუმად ესაუბრებიან ერთმანეთს.
ნახავთ ჩაბნელებულ სასტუმრო ოთახს სადაც დედა ზის, თითქმის შავებში ჩაცმული და მელოდება როდის მივალ.
დროგამოშვებით ბებია მიუჯდება გვერდით, ან დეიდა და ამშვიდებენ.
მოისმენთ ტელეფონის ზარს სადაც გამუდმებით რეკავს მამა, კითხულობს ჩემ ამბავს და სამსახურიდან დაბრუნებისას კითხულობს რამე ხომ არ წამოიღოს და რამე ხომ არ მჭირდება.
იმდენად შევეჩვიე ამ ერთფეროვნებას აღარ მინდა სახლში მისვლა.
მორიდებით მირეკავს დედა და მეკითხება როდის მივალ სახლში, გულით მინდა ვუპასუხო რომ “არასდროს” მაგრამ ვპასუხობ “მალე”.
სახლში შესულს ყველა კარებში მეგებება ერთნაირი მზერით, რომელიც ამბობ “ კიდე ცოცხალი ხარ?”
ხო მე ჯერ კიდევ ცოცხალივარ ! და მომეცით უფლება ვიგრძნო თავი ცოცხალ ადამიანად ! მომეცით საშვალება ვისუნთქო, გავაგრძელო ცხოვრება ისე როგორც აქამდე.
მინდა ისე მიყურებდეთ როგორც ცოცხალ ადამიანს და არა აწ სამარისთვის გადადებულ ახალგაზრდას, რომელიც უბრალოდ ეცოდებათ.
მე ცოცხალი ვარ !
და მინდა გაიგოთ !
ისეთივე ვარ როგორც თქვენ, ერთი განსხვავებით, მე ვიცი როდის მოვკვდები თქვენ კი არა.

***
დაგაინტერესებთ ჩემი ამბავი როგორ დამემართა კიბო, რისი კიბო მაქვს, რამდენი დამრჩა, თმა გამცვივდა თუ არა, როგორ ვეგუები ამ ყველაფერს,
რა შეგრძნებაა როცა იცი, რომ უნდა მოკვდე და მსგავსი ბანალური კითხვები.
ახლა ამ ყველაფერზე საუბარს არ ვაპირებ, უბრალოდ გეტყვით, რომ მე შევეგუე ჩემ განაჩენს ყველანაირი ქიმიოთერაპიების გარეშე.
უარი ვთქვი იმ წვალებაზე რომელიც უშედეგოა.
საერთოდ რა საჭიროა ქიმია?
ზოგისთვის საჭიროა ზოგისთვის არა!
მე ასე ვთვლი.
არმინდა ტყუილი მცდელობებით დავიღალო თავი და სხეული, არმინდა ტყუილი იმედით ვცოცხლობდე, რომ გამოვჯანმრთელდები.
მირჩევნია ბედნიერად გავატარო სიცოცხლის დარჩენილი რამოდენიმე თვე, ან თუნდაც კვირა, ვიდრე უშედეგო ქიმიებით გამიხანგრძლივონ დატანჯული სიცოცხლე.
მე ასე მირჩევნია.

***
19 დეკემბერი იყო, ჩემი ბოლო დაბადების დღე.
ამ დღეს ყოველთვის მეგობრებთან ერთად აღვნიშნავდი მხიარულ გარემოში. ახლა კი არ მინდა, როგორი მხიარული გარემოც არ უნდა იყოს ყოველთვის მაგრძნობინებენ, რომ ცუდად ვარ და განიცდიან, მე კი ეს სიტვაცია ძალიან მთრგუნავს.
აი ყველაზე დიდი ნაკლი, როცა რაღაც გჭირს, აღარავინ გრჩება ისეთი ვისაც შეგიძლია ესაუბრო და არ გაგრძნობინოს უნებურად მაინც, რომ შენ ავად ხარ და შენზე ნერვიულობს.
ეს ზედმეტი მზრუნველიბა იმდენად მაღიზიანებს, რომ მინდა გავიქცე და გავექცე ამ ყველაფერს.
უცნაური შეგრძნებაა, როცა ბოლო დაბადების დღე გაქვს, ეს არის ზღვარი სიცოცხლესა და სიკვდილს შორის.
უკვე შებინდებული იყო, მთაწმინდაზე ვიყავი, ხმაურიან ქალაქს ვუყურებდი და რაღაცას ვჯღაბნიდი, იდეაში რამე ფერადის დახატვა მინდოდა, რომელიც ჩემი ბოლო ნახატი იქნებოდა, თუმცა რაღაც უცნაური ჩანახატი გამოვიდა, აი ისეთი ყველა შენი დარდი, რომ ერთ ხაზზეა მოქცეული და ცდილობ გააფერადო.
უცნაური ნახატი იყო მაგრამ მშვენიერი, ისტორიული, ბევრის მთქმელი.
რა თქმა უნდა ამ ნახატს ყველა ისე აღიქვამდა, როგორც უბრალო ხაზებს და ფერებს. თუმცა ასე არ იყო და ამას ჩემს გარდა ვერავინ მიხვდებოდა.
ხატვა ერთადერთი რამ იყო, რაც მამშვიდებდა და უფლებას მაძლევდა მომეყოლა ყველაფერი რაც თავში მიტრიალებდა.
თარიღი მივაწერე და კმაყოფილმა გავხედე ნახატს, რომელიც ბნელი თბილისის ფონზე კიდევ უფრო დრამატული და არტული ჩანდა.
- ავბედითი ნახატია - მომესმა ზურგს უკან ხმა და წინ ახალგაზრდა ბიჭი ამესვეტა
- შეიძლება ვნახო ? - ნახატი გავუწოდე, ფიქრნარევი მზერა ესროლა და გაიღიმა
- ლამაზია და მეტყველი, ერთი შეხედვით უბრალოა, მაგრამ სინამდვილეში ბევრის მთქმელია. - წუთით ვიფიქრე, რომ ჩემი აზრები გაიგო, ან ხმაამაღლა ვლაპარაკობდი და მოისმინა.
- გამომართვი, არ დაკარგო ეს ისტორიული ნახატი - გაიცინა და ნახატი დამიბრუნა
- მე ერეკლე ვარ - ისევ აგრძელებდა საუბარს
- რუსკა - ვუპასუხე და ნაძალადევი ღიმილი ვაჩუქე
- შენნაირი განსხვავებული ადამიანის გარდა ვერავინ დახატავდა მაგ ნახატს
- მერე ვინ გითხრა, რომ განსხვავებული ვარ?!
- ჩემმა ინტუიციამ, მგონია, რომ შენში ბევრი საინტერესო რამის აღმოჩენა შეიძლება.
- შეიძლება, არვიცი.
- მინდა, რომ ვცადო და დავრწმუნდე.
- მკერავ?
- არც მიცდია, მაგრამ თუ გაგისწორდება შემიძლია ვცადო.
- არა, მადლობა
- კარგი. კიდევ გაქვს ნახატები?
- ბევრი ძალიან
- ალბათ ყველა ისეთივე განსხვავებული, არაორდინალური და საინტერესოა, როგორც შენ.
- საერთოდ რატომ აიჩეემე ეს განსხვავებულობა და მსგავსი რაღაცები ?
- ამ სიცივეში, აქ, მარტო, თან დასახატად არავინ მოვიდოდა უინტერესო და ბანალური.
- ანუ შენც განსხვავებული, არაორდინალური, საინტერესო და არაბანალური ხარ?
- ხო და ძაან თესლიც - მის სიტყვებზე გამეცინა და პანიკური სიცილი ავტეხე.
- რამე სასაცილო იყო?
- თვითდაჯერებული ხარ როგორც ყველა შენი ასაკის ბიჭი.
- მე დამსახურებულად თვითდაჯერებული ვარ და სხვებს ნუ მადარებ საერთოდ.
- ყველა თვითდაჯერებული იდიოტი შენსავით ფიქრობს და სწორედ მაგის გამო ჰქვიათ თვითდაჯერებული იდიოტები
- შენ სიტყვებს უკან წაიღებ და მერე ბოდიშს მომიხდი იცოდე.
- კი, როგორ არა.
- ვიყო თუ არა.
- კარგი და შენ რა გინდა აქ, მარტო?
- ფიქრისთვის ამოვედი, მაგრამ არ დამაცადე.
- მე რაშუაშივარ? გეფიქრა, მე კი არ მოვსულვარ შენთან.
- აქ, რომ არ ყოფილიყავი ფიქრს შევძლებდი, რომ დაგინახე იმდენად საინტერესო მომეჩვენე არ შემეძლო უბრალოდ დამეიგნორებინე.
- შენ ცნობისმოყვარეობას მე ნუ დამაბრალებ.
- კარგი ეგრე იყოს. - სიგარეტი ამოიღო და მოუკიდა, ღრმა ნაპასი დაარტყა და გამომხედა
- ლამაზი თვალები გაქვს
- მადლობა
- ზღვასავით ლურჯი და ახლა მშვიდი
- ვიცი
- ბუნებრივი შავი თმა გაქვს?
- კი
- საინტერესოა. განსხვავებული გარეგნობა გაქვს, ნახატივით ხარ აწყობილი, ყველა დეტალი გიხდება.
- ყოველთვის ამდენს ლაპარაკობ თუ მხოლოდ ახლა?
- ყოველთვის. არ ეწევი?
- არა
- არაფერს?
- არფერს
- სვამ?
- არა
- გაოცებული ვარ
- რას ხედავ გასაოცარს?
- ხელოვანი ადამიანები ყოველთვის ბევრს ეწევიან და სვამენ
- რა შუაშია მოწევა ხელოვნებასთან?
- ბევრისთვის უპირველესია. როცა არაფხიზელი ხარ იმაზე კარგად აღიქვამ ფერებს და იმაზე კარგად ხატავ ვიდრე ფხიზელ მდგომარეობაში. რაღაც მზის ამოსვლის მსგავსია. უცბად გინათდება გონება და მანამ ხატავ სანამ არ დაასრულებ. მე მაგალითად ეგრე ვარ და ასწორებს.
- ხატავ?
- კი
- გასაგებია რატომაც გაქვს ამდენი ინფორმაცია და რატომ აღიქვამ ნახატს ზუსტად.
- ხო, ზუსტად. არ გინდა მოწიო? იცი საერთოდ რა შეგრძნებაა, როცა ეწევი და კვამლთან ერთად ყველა შენ პრობლემას ჰაერს ატან?
- მომიწევია, მაგრამ არა იმისთვის, რომ პრობლემებისგან თავი დამეღწია.
თითქმის ჩამწვარი სიგარეტი გამოვართვი და პირველი ნაპასი დავარტყი.
ისეთი შეგრძნება იყო, აქამდე რომ არ განმიცდია, მესიამოვნა კვამლი, რომელიც ჯერ ჩემ ფილტვებში ჩადიოდა შემდეგ კი ამოდიოდა.
- კარგი, მისმინე უნდა წავიდე - ვუთხარი ახლადგაცნობილ უცნობს და ფეხზე წამოვდექი
- შენი ტელეფონი მომეცი და ჩემ ნომერს ჩაგიწერ, როცა მოგინდება დამირეკე ან მომწერე - ტელეფონი გავუწოდე და დაველოდე როდის დაამთავრებდა საქმეს.
- გამომართვი - ტელეფონი გამომიწოდა და განაგრძო - გამიხარდა შენი გაცნობა
- კარგად -ვუპასუხე უემოციოდ და ბნელ და უკვე ჩაჩუმებულ ქუჩას გავუყევი.
სახლში მისულს იგივე სიტვაცია დამხვდა, კარების გაღებისთანავე დედა შემომეგება აფორიაქებული, ჩვეულ ამპლუაში:
- დედა სად ხარ აქამდე?
- ვსეირნობდი რა იყო?
- არაფერი, ვინერვიულე
- გამაკვირვე
- რა გჭირს დე?
- დედა, რა უნდა მჭირდეს? - ირონიულად გავუღიმე და ოთახისკენ წავედი
- არ გშია?
- დედა! ოდესმე შეეშვები ამ მზრუნველობას? დავიღალე.
ორი წლის ბავში ვარ? თუ მომშივდება მე თვითონ შევჭამ, შენი დახმარების გარეშე. კიბო თუ მაქვს არ ნიშნავს იმას, რომ უძლური და დავრდომილი ვარ, ოდესმე გაიგებბ ამას?? - თავშეუკავებლად მივახალე ყველაფერი და ოთახის კარები მივხურე.

- ღმერთო, აღარ შემიძლია. - წარმოვთქვი ღმადაბლა და საწოლზე დავვარდი.
***
აკადემიაში წავედი.
ლექციებიდან გამოსულს თიკამ დამირეკა და შეხვედრა მთხოვა.
- ქიაჩელზე მოდი მე და მაკუნა ვართ - მითხრა ლაღი ხმით და ტელეფონი გამითიშა.
გემრიელად მიირთმევდნენ შოკოლადიან ბლინებს და ყავს, ჩემ დანახვაზე ფეხზე წამოცვივდნენ და გულში ჩამიკრეს.
- შენთვისაც შევუკვეთეთ.
- მადლობა - გავუღიმე და ჩემი კუთვნილი ბლინების ჭამას შევუდექი
- რა ხდება აბა?
- მოგვენატრე - ერთხმად მითხრეს ტყუპებმა
- მეც
- რაქენი გუშინ?
- არაფერი. სასეირნოდ წავედი და მაგით დავასრულე 21-ე დაბადების დღე.
- კარგი რა რუს, მაგას არ ჯობდა ჩვენთან ერთად სადმე წამოსულიყავი? - წყენით მითხრა მაკუნამ და ყავა მოსვა
- ბოდიში, მაგრამ არ მინდოდა კიდევ ერთხელ სიბრალულით სავსე გამომეტყველებების ყურება, მთელი საღამო.
- გეფიცები თუ არ მწყინდეს. - გაბრაზებით მითხრა ისევ მაკუნამ და თიკას გახედა
- ვიცი და ბოდიში, მაგრამ ამდენი სენტიმენტებით და წინასწარ გლოვა-გამოთხოვების ცერემონიებით დავიღალე, როცა მოვკვდები ეგენი მერეც გეყოფათ, ახლა უბრალოოდდდ... არვიციიი, არაფერი შეცვლილა, ისევ ისეთი ვარ და არ არის საჭირო ყოველ წუთში კითხვები როგორ ვარ, რამე ხომ არ მინდა, ხომ არ დავიღალე. თუ დავიღლები გეტყვით, თუ რამე მომინდება მაგასაც გეტყვით.
უკვე აღარ შემიძლია, სახლში გლოვა, მეგობრებთან გლოვა, ამ ყველაფერს გავურბივარ და მარტო ვარ ჩემ თავთან, ყოველგვარი სენტიმენტების გარეშე. არავის არ ესმის, რომ ეს ყველაფერი დამღლელია, მართლა აღარ შემიძლია და აღარ მინდა. ბოდიში თუ გწყინთ, მაგრამ.. მართლააა ძალიან დავიღალე.

-
კიდევ დიდხანს ვისაუბრეთ, ყველაფერი ავუხსენი.
ამდენი ხნის შემდეგ პირველად ვისაუბრეთ ისე როგორც აქამდე, სასიამოვნო იყო, თითქოს გულიდან დიდი ლოდი მომშორდა და თავისუფლად სუნთქვა დავიწყე.
დამამშვიდა მათთან საუბარმა და იმის თქმამ რაც დიდი ხანია მაწუხებს

***
დილა გათენდა, არც ისე მზიანი, მაგრამ მართლაც გამახსენა ერეკლეს სახელი. მთელი დღე ვფიქრობდი, საიდან გაჩნდა ასე უცბად და იმაზე უფრო ვფიქრობდი, რატომ ვფიქრობდი მასზე.
ერთი შეხედვით ჩანდა, რომ სხვებს არ გავდა. და როგორც თავად თქვა რაღაც საინტერესოს აღმოჩენა შეიძლებოდა ოღონდ მასში.
ყოველთვის მიყვარდა ასეთი ადამიანები, ერთი ნახვით, რომ უამრავ შთაბეჭდილებას და თავსატეხს გიტოვებდნენ, გაფორიაქებდნენ და მოსვენებას გიკარგავდნენ.
*
- ალო
- ერეკლე, რუსკა ვარ
- რუსკა? როგორ ხარ?
- რავიცი, შენ?
- რავიცი მეც.
- გცალია?
- რახდება?
- ნახვა მინდა შენი
- მეგობრებთან ერთად ვარ, მისამართს გეტყვი და მოდი
- არვიცი.. უხერხული არ იქნება?
- ღადაობ? უხერხული რატო იქნება? გელოდები.
- კარგი.


***
ისეთი თბილი გარემო დამხვდა, გაოცებული და გაკვირვებული ვიყავი. გამაკვირვა მათმა სიყვარულმა ერთმანეთისადმი, თითოეულ მათ სიტყვაში ნათლას ჩანდა როგორ ეხმარებოდნენ ერთმანეთს და როგორი ძვირფასები იყვნენ ერთმანეთისთვის. ყველაზე მეტად კი იმან გამაკვირვა, როგორ მიმიღეს და როგორ გამიგეს, ისე ვგრძნობდი თავს, თითქოს ყველას ძალიან კარგად ვიცნობდი.
უკვე თენდებოდა, როცა დაშლა გადავწყვიტეთ და ერეკლეც უკან ამედევნა სახლში გასაცილებლად:
- შენი აზრით მოვეწონე მათ? - მთვრალმა ვკითხე და მის პასუხს დაველოდე
- ისეთივე დარწმუნებული ვარ მაგაში, როგორც საკუთარ თავში.
- ძალიან კარგები არიან, თან ისე გიყვართ ერთმანეთი და ისეთი საყვარლები არიან...
- ვიცი, მაგრამ ისე ნუ ლაპრაკობ თითქოს მეგობრები არ გყავდეს და შენ ვინმეს არ უყვარდე.
- მყავსს, მაგრამმ ჩემიი მეგობრებიი... ეეეეჰ ჩემიიი მეგობრებიიი რთულიი საკითხია.
- ცოტა ისევ მთვრალი ხარ ხო?
- კი და ბედნიერი
- დალევამ ასე გაგაბედნიერა?
- დალევამ არაა შეენ.. თქვენნ..
- თავიდან უფრო მომეწონა ეგ პასუხი სანამ “თქვენ” არ ჩაუმატე.
- ხო მაგის გარეშე უკეთესად ჟღერდა.
- ჩემთან წამოხვალ?
- ახლა, რომ სახლში არ მივიდე პიზდეც.
- მაშიინ.. საღამოს რომ მოხვიდე? და დარჩე?
- შენთან?
- ჩემთან, ჩემთან
- კარგიი.
თვალებში ისე მიყურებდა, პირდაპირ მბურღავდა. მთელი სხეული მეწვოდა და სისხლი მიდუღდა.
ისეთ სითბოს ვგრძნობდი, არვიცოდი მომწონდა თუ მეუცხოვებოდა.
მისი თვალები იმდენად მირევდა თავგზას, ყველაფერი მავიწყდებოდა.
ნელნელა უახლოვდებოდა მისი სახე ჩემსას და სუნთქვაც მიხშირდებოდა, მისი ტუჩები ისე ნაზად ეხებოდა ჩემსას, მთელი სხულის სიმსუბუქეს ვგრძნობდი და მისი ტუჩების თითოეული შეღება იმდენად გამაგიჟებელი იყო პიკს აღწევდა !
ისეთი ნაზი იყო, ვნებიანი და მგრძნობიარე როგორც არაფერი.
ისეთი შეგრძნებებით ვიყავი სავსე მეგონა ჭკუიდან შევიშლებოდი, ისე მომწონდა მისი შეხება, მისი სუნი და მისი ღიმილი კოცნებს შორის.
ეს იყო ისტორიული კოცნა !
კოცნა სიცოცხლესა და სიკვდილს შორის !

*

იმდენად ბედნიერი ვიყავი, თვალებიც კი სხვანაირი გამიხდა,
ჩემ თვალებში ვხედავდი ბედნიერებას და კიდევ უფრო ბედნიერად ვგრძნობდი თავს,
პირველად გამიჩნდა იმის შიში, რომ უნდა მოვმკვდარიყავი, პირველად მომინდა უსასრულოდ მეცხოვრა.
თითქოს გულში რაღაც ჩამწყდა და მინდოდა ხმამაღლა მეყვირა, რომ სიცოცხლე მინდოდა ყველაზე მეტად !

**
- მოვედი
- ამოხვალ თუ ჩამოვიდე?
- ამოვდივარ.
ზარი დავრეკე და მოუთმენლად დაველოდე როდის დავინახავდი ერეკლეს სახეს და როდის გადავაწყდებოდი მის თვალებს.
- მოდი - ხელი მომკიდა და შიგნით შემიყვანა, კარი მიხურა და ჩამეხუტა, თავზე მაკოცა, მერე ცხვირზე, მერე ყელში და ხარბად შეისუნთქა ჩემი სუნი
- გემრიელი ხარ
- ვიცი - ტუჩები ყელში მივაკარი და უფრო მეტად ჩავეხუტე.
- მაბნევს შენი კოცნა - სიცილით მითხრა მოწყვეტით მაკოცა.
ვნებიანად მიკოცნიდა ჯერ ზედა მერე კი ქვედა ტუჩს, ხელები მის კისერზე მოვათავსე და კოცნაში ავყევი.
ნელ-ნელა ვგრძნობდი სხეულზე სიცივეს და სიცივესთან ერთად გასაოცარ სიმხურვალეს, ნელ-ნელა მშორდებოდა ზედმეტი ტანსაცმელი სხეულიდან, სულ მალე ორივე საწოლზე აღმოვჩნდით, ჩემს ზემოთ მოექცა და ვნებიანად კოცნა განაგრძო
მუცლის ხაზს ხელი დაუსვა და ბოლო ზედმეტი ნაჭერიც მოაშორა ჩემ სხეულს, ტუჩებიდან ყელზე, ყელიდან მკერდზე ისე ოსტატურად გადადიოდქ, რომ სიამოვნებისგან ხელს ზეწარს ვუჭერდი, მეორე ხელს მის თმებში ვხლართავდი,
ისეთი ნაზიი და სასიამოვნო იყო ყოველი მისი შეხება სიამოვნებისგან გაურკვეველ ბგერებს გამოვცემდი.

*
- რუუს
- გისმენ
- მიყვარხარ
- მეც


***
საღამო იყო.
იქ წამიყვანა სადაც პირველად შევხვდით ერთმანეთს.
თვალებზე ხელი ამაფარა და შემაბრუნა.
როცა ხელები მომაცილა პირდაპირ ვუყურებდი ჩემ გამოსახულებას, რომელიც კედლიდან მიცქერდა და ბედნიერებისგან ტირილი დავიწყე.
“მე აღარ ვიქნები, მაგრამ ეს კედელი ყოველთვის დარჩება ისტორიას”
გავიფიქრე და ერეკლეს მთელი ძალით ჩავეხუტე.
ისე მიყვარდა და ისეთი ბედნიერი ვიყავი ვერ ავღწერ.
-მადლობა - ვუთხარი და ცხელი ტუჩები შევახე მის ყელს.

ერეკლეს ვერ წამიყვანდა მდიდრულ რესტორნებში და ვერ მაჩუქებდა მანქანას და ძვირფას საჩუქრებს, მაგრამ მას შეეძლო ორიგინალური ყოფილიყო, მას შეეძლო გაეკეთებინა ათასი სისულელე და ბედნიერი გავეხადე. ის იყო ერეკლე
ერეკლე არავის არ გავდა
ის იყო უბრალოდ ერეკლე, თავისი აზროვნებით და თავისი ორიგინალურობით.
ეს ის ერეკლე იყო ამდენი ხანი, რომ ვეძებდი და სულ მოულოდნელად ვიპოვნე.
ეს იყო ბედისწერა.
და ბედისწერით ბედნიერი ვიყავი.
ცხოვრებაში პირველად მიყვარდა,
პირველად მინდოდა მასთან ერთად გამეტარებინა მთელი ცხოვრება.

***
ბოლო ახალი წელი იყო.
ბოლო ჩემთვის.
მინდოდა ამ ახალ წელს ყველაფერი კარგად ყოფილიყო,
გადავწყვიტე ერეკლე გამეცნო ჩემი ოჯახისთვის.
კართან იდგა წვიმებით მორთული, ხელში ქოთნის ყვავილით.
- ეს რა არის? - ვკითხე სიცილით
- ვარდები ბანალურად მომეჩვენა, ეს ყვავილი კიდე არ დაჭკნება
ჩვენი სიყვარულის სიმბოლო გექნება სახლში და შეგიძლია მოუარო - სიცილით მითხრა და თავზე მაკოცა.
- შემოდი
- გამარჯობათ ! - მიესალმა ოთახში მყოფებს, მათაც იგივე გაიმეორეს და სათითაოდ მოვიდა ყველა გასაცნობად
- ესეიგი შენ ხარ ის ბიჭი ვისი წყალობითაც ჩემი შვილი ბედნიერია? - ეკითხება დედაჩემი და ვხვდები როგორ უცრემლიანდება თვალები
- დიახ, გახლავართ - სიცილით ეუბნება ერეკლე
- რომ იცოდე, როგორი მადლობლები ვართ შენი
- არ ვიცოდი ასეთი უჟმური გოგო თუ იყო, ჩემთან კარგად იქცევა.

პირველად იყო ჩემ სახლში ასეთი ბედნიერება, სიცილით გამოწვეული ხმაური და არანაირი ცრემლები.
ვუყურებდი მათ და ღმერთს მადლობას ვუხდიდი ერეკლეს გამოჩენისთვის.
ახალ წელს ერთად შევხვდით, მერე ერეკლეს მეგობრებთან წავედით.
ერთ-ერთი საუკეთესო დღე იყო იმ დღეებთა შორის, რომელიც ერეკლემ მაჩუქა.
დილის ექვსი იყო როდესაც ერეკლესთან მივედით, მთვრალები და ბედნიერები.
ერთმანეთით ვტკბებოდით,
ერთმანეთით ბედნიერები ვიყავით.

- საღამოს ხო მნახავ?
- ხო იცი დღეს სტუმრები და ამბები მაქვს სახლში და დედაჩემს ეწყინება რო წამოვიდე, მაგრამ უშენოდ თუ ვერ გავძელი გამოვიპარები- დავიხარე და მოწყვეტით ვაკოცე
- იცოდე ხვალ მთელი დღე ჩემი ხარ
- აუცილებლად. რაღაც უნდა მოგცე. - ბლოკნოტი გავუწოდე
- იცოდე, რომ ჯერ არ წაიკითხავ !
მიხვდები როცა მაგის დრო იქნება.
- კაი რაა მაინტერესებს რა წერია
- დამპირდი რომ არ წაიკითხავ
- კარგიი კარგიი, მაგრამ მერე ვერ მომცემდიიი? რატო მიღვიძებ ინტერესს.
- მოკლედ, წავედი. არ გამაცილებ?
- მოვდივარ.
კართან გავჩერდი და საშინლად არ მინდოდა გავსულიყავი და ერეკლე დამეტოვებინა.
- ძალიან მიყვარხარ - ვუთხარი და მთელი ძალით ჩავეხუტე. ვერ ვცილდებოდი, მინდოდა ეს წამები უსასრულო ყოფილიყო.
- მეც მიყვარხარ. - მთელი სახე დამიკოცნა, თან იღიმოდა
თვალებში ვუყურებდი და ადგილიდან ვერ ვიძვროდი
- ასე მოგწონს ჩემი თვალები?
- მინდა ეს მომენტი სამუდამოდ დავიმახსოვრო.
- კარგი ვიცი, რომ ვეღარ მშორდები, თუ გინდა შევიდეთ.
- არაა არა, კარგი მორჩა წავედი.
ვნებიანი კოცნა დამიტოვა და კარი გააღო, კარიდან გავედი თუ არა მაშინვე მივბრუნდი და კიდევ ერთხელ ჩავეხუტე, მისი სუნი ხარბად შევისუნთქე და წამოვედი.

ცარიელი იყო ქუჩები, ირგვლივ დენთის და ასანთის სუნი იდგა, იანვრის სუსხი სახეს მიყინავდა.
მივხვდი, რომ ერეკლეს გარეშე წამითაც ვეღარ ვძლებდი, მივდიოდი და უკან ვიყურებოდი, მინდოდა გავქცეულიყავი, კიბეები ამერბინა და კარებში გამოსულ ერეკლეს კიდევ ჩავხუტებოდი და მეთქვა, რომ სულ მასთან ვიქნებოდი და არასოდეს წავიდოდი.
საშინელ სისუსტეს ვგრძნობდი და ვიცოდი ეს რისი ნიშანიც იყო, უბრალოდ არმინდოდა დამეჯერებინა.
“ოღონდ ახლა არა !
ოღონდ ახლა არა ! “
ვიმეორებდი გონებაში.

***
სახლში მივედი გაყინული თითებითა და გაცრეცილი ტუჩებით.
ოთახში ავედი და საწოლზე მივესვენე.
გაუნძრევლად ვიწექი და ჭერს მივშტერებოდი.
მელანდებოდა ერეკლეს თვალები და ერთად გატარებული მომენტები, თითქოს პროექტორით გაეშუქებინათ ჭერზე და ბედნიერების ღიმილით ვუყურებდი.
- ერეკლე.
- მეშინია.
- ერეკლე.
- დედაააა !

——————————————————
**
ნერვიულად დადიოდა ერეკლე ოთახში და ტელეფონზე გაუჩერებლად რეკვდა.
მთელი დღე რეკავდა.
რუსკასთან
რუსკას დედასთან
რუსკას მამასთან
ყველასთან, მაგრამ არავინ პასუხობდა.
*
კარზე ზარი იყო.
კართან რუსკას მამა
ჩაწითლებული და ჩამქრალი თვალებით.
რუსკა აღარ არისო ზარივით ისმოდა ერეკლეს გონებაში.
მერე ის ახსოვა, რომ რუსკას მამას წინ იჯდა და რაღაცას ისმენდა, ტიროდა.
კარის გაჯახუნების ხმა იყო.
მერე ხმამაღლა ტირილი,
სისხლიანი ხელები,
არეული ოთახი,
ძირს მოკუნტული ერეკლე,
და ისევ ხმამაღალი ტირილი.
ძალა არ ჰქონდა არაფრის, ვერ დგებოდა, უბრალოდ იწვა და ხაოდა.
ტირილიც აღარ შეეძლო.

***
სიგარეტი ხელში,
ღერს-ღერზე ეწეოდა,
ღრმა ნაფაზებს ურტყავდა,
ცალი ხელით ბლოკნოტს ფურცლავდა, რომელსაც ცრემლები აქაიქ ეცემოდა.
ეს იყო რუსკას ბლოკნოტი, მისი გრძნობები, მისი ემოციები.
ყოველი დღე ერეკლესთან გატარებული.
არ უნდოდა, საშინლად არ უნდოდა ფურცლები დამთავრებულიყო, კითხვისას გრძნობდა, რომ
რუსკა მასთან იყო, ყველა დღე აგონდებოდა და არ უნდოდა დასრულებულიყო.
ბოლო ფურცელზე იყო ბოლო წარწერა
“ მადლობა ყველაფრისთვის ! შენთან ბედნიერება ვიპოვე, რომ არა შენ, ჩემი სიცოცხლე ისეთივე ნაცრისფერი იქნებოდა, როგორიც აქამდე. შენი გაცნობით თავიდან დავიბადე.
მადლობა !
მიყვარხარ ! “




———————————-
მინდა რომ მეორე ნაწილიც დავწერო და მაინტერესებს თქვენი აზრი ღირს თუ არა? ♥️



კაი იყო ძაან მომეწონა

 


№2  offline წევრი იზუკა

გული მომიკვდა ???? გააგრძელე აუცილებლად

 


№3  offline მოდერი მარტო სახლში

vaimee miyvarxar shenc da es istoriac <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent