წერეთლის ხუჭუჭა გოგო... (6)
მანქანა მაღალი კორპუსის წინ ჩერდება ნიკა მანქანიდან გადადის გარს უვლის მას და კარს მიღებს.. მეც გადმოვდივარ და კაბის ბოლოებს ხელში ვიჭერ რადგან ფეხი არ დამებიჯოს რაშიც ნიკაც მეხმარება.. -არა მაინც რამ გაყიდინა ამხელა კაბა?-მეუბნება გაბეზრებული -მომეწონა და ვიყიდე არ შეიძლებოდა კაბა მაინც შემერჩია მეთვითონ?-ჩვენს საუბარში ნიკა კარებს აღებს და ლაპარაკს იწყებს -არა უბრალოდ ძალიან გრძელი და სახიფ..-სიტყვას ვერ ამთავრებს რომ კაბაში ფეხი ებლანდება და ორივე ძირს ვეცემით-სახიფათოა ამთავრებს წინადადებას ისე მიყურებს თითქოს ხაფანგში მოქცეული კურდღელი ვიყო.. -ამმ.. ნიკა ჩემს ზემოთ ხარ და შეგიძლია ადგე? მძიმე ხარ..-ვეუბნები და ვწითლდები -არა..-მეუბნება და სახე ჩემთან ახლოს მოაქვს -ადექი ნიკა-მინდა მკაცრად ვუთხრა მაგრამ ხმა მიკანკალებს -ახლა რომ გაკოცო გამიბრაზდები?-ჩახლეჩილი ხმით მეკითხება ნიკა -კი ნიკა გაგიბრაზდები, ადექი გთხოვ.. -არაუშავს, შემოგირიგებ..-მეუბნება და მკოცნის არ ვიცი რა მემართება ვშეშდები მაგრამ კოცნაში მეც ვყვები.. წელზე ხელს მკიდებს და მხრებზე ბრუნდება.. მე მის ზევით ვარ მხრებზე ვეყრდნობი და კოცნას ვაგრძელებთ მანამ სანამ აზრზე არ მოვალ.. უეცრად ფეხზე ვხტები -იდიოტო-ვეუბნები მაგრამ ვიცირომ მეც დამნაშავე ვარ ამიტომ ხმას აღარ ვიღებ.. -შენც ხომ ამყევი..-აღარ ვაგრძელებინებ -ჩემი ოთახი საითაა -შენი არა ჩვენი და აქაა-მითითებს კორიდორის ბოლოში.. -ჩვენი? -ხო მართალია ფიქტიური ქორწინებაა მაგრამ არ ვაპირებ მარტო ძილს-მეუბნება და თვითონაც დგება-ამიტომ ოთახში შედი და დაწექი შენი ნივთები კარადაშია.. და ხო მეც მალე მოვალ-მეუბნება თვალს მიკრავს და მგონი სამზარეულოში გადის.. მე ოთახისკენ მივდივარ.. კარადაში ტანსაცმელს ვნახულობ საწოლზე ვაწყობ და სააბაზანოში შევდივარ..მხოლოდ აბაზანის მიღების შემდეგ მახსენდება რომ ტანსაცმელი გარეთ დავტოვე ამიტომ ტანზე პირსახოცს ვიხვევ და სააბაზანოს კარს ვაღებ და კარების დაკეტვის შემდეგ უკან ვბრუნდები, ამ დროს კი რაღაცას ვეჯახები... არა რაღაცას კიარა და ვიღაცას ეს ვიღაცა კი ნიკაა.. მიყურებს და თვალები ეშმაკურად უციმციმებს -რა იყო? -არაფერი-ჩემკენ მოდის.. ვხვდები რა თამაშსაც თამაშობს და მეც ვყვები.. ჩემთან ახლოს მოდის მეც აღარ ვაჭიანურებ ფეხის წვერებზე ვიწევი და ვკოცნი.. ხელს ფეხზე მკიდებს და ლოგინისკენ მივყავარ არა ვერ მოგართვი ბატონო ნიკა ვფიქრობ გულში კოცნას ვწყვეტ და გაშეშებულ ნიკას ყურში ჩავჩურჩულებ -ერთით ერთი-ვეუბნები და გაოგნებულს ლოყაზე ვკოცნი..ტანსაცმელს ხელს ვავლებ აბაზანაში გავრბივარ და ვუძახი-გაებიი... დილით ადრე ვიღვიძებ ლოგინიდან ვდგები და სამზარეულოში გავდივარ..ნიკას ისევ ძინავს.. საუზმეს ვამზადებ და ოთახში ნიკას გასაღვიძებლად შევდივარ.. მაგრამ ის უკვე გაღვიძებული მხვდება თანაც ნახევრად შიშველი..წელსქვემოთ პირსახოცი აქვს შემოხვეული და კარადაში ტანსაცმელს ეძებს.. მის დაკუნუნთულ ზურგზე მზერა მიშტერდება და ალბათ ის ამას გრძნობს რადგან მალევე ჩემსკენ ბრუნდება და იცინის.. -დიდხანს უნდა მიყურო გაშტერებულმა?-მეკითხება და წარბებს ათამაშებს.. -არ გიყურებ მითუმეტეს გაშტერებული..-ვპასუხობ და მის დაკუნთულ სხეულს თვალს ვარიდებ-საუზმე გავაკეთე და დასაძახებლად შემოვედი -ვაუუ..ჩემმა ცოლმა საჭმლის კეთებაც იცის-მეუბნება და ირონიულად იღიმის -კი და თუ გინდა გამოდი თუარა და იყავი მშიერი-ვეუბნები და ოთახიდან გამოვდივარ ის კი პასუხს მაწევს -კაი ხო გეხუმრე მოვალ ეხლავეე.... სამზარეულოში შემოსული ეგრევე სკამზე ეხეთქება და მიყურებს -რა გვაქვს საუზმედ? -ჩაი და კვერცხი თუ ეს არ გინდა ყავა და ნამცხვარია.. -არა ჩაი და კვერცხი მომიტანე რა..-მეუბნება და მიღიმის მეც მიმაქვს და საუზმობას ვიწყებთ.. -მია გემრიელია მაგრამ მეჩქარება უნდა წავიდე..სამუშაოზე-აყოლებს წინადადებას და დგება -შენ რა მუშაობ? -ხო რაიყო? -არა უბრალოდ ყოველდღე სკოლასთან იყავი და.. -ხო ეგ შენ გამო.. ისე ვმუშაობ და კიდევ ხო საღამოს კლუბში მივდივართ ჩემს მეგობრებს შენი გაცნობა უნდათ... -კარგი.. -კაი წავედი.. საღამომდე-ლოყაზე მკოცნის და კარებში ისე გარბის ვერაფრის თქმას ვერ ვასწრებ... საღამოს სანამ ნიკა მოვა მზადებას ვიწყებ..მზადებას რა უბრალოდ სპორტულებს ვიცმევ.. ალბათ იფიქრებთ რამ გააგიჟა ეს გოგოო მაგრამ არ ვაპირებ მოკლე კაბის ჩაცმას.. ცოტახანში ნიკაც მოდის აბაზანას იღებს და ისიც სპორტულები ჩაცმული გამოდის ოთახიდან.. -წავედით?-ვეკითხები და წინ ვუდგები -კი, მარა შენ ეგრე აპირებ წამოსვლას? -კი..რაიყო? -არაფერი..-ამბობს და კარებში გადის მაგრამ მაინც მესმის მისი ჩურჩული-ცოლიც ასეთი უნდა-და ეღიმება.. კლუბები არასდროს არ მიყვარდა.. კლუბში ალკოჰოლის და თამბაქოს სუნი იდგა..მე და ნიკა ერთი დიდი მაგოდოსკენ წავედით სადაც 3 ბიჭი და 4 გოგო იჯდა.. იქ მისვლისას ბიჭები წამოდგნენ და ნიკა გადაკოცნეს.. -ვაა რძალო როგორ ხარ?-მეუბნება ერთი მაღალი მხარვეჭიანი ბიჭი -ამას ხოარ უწყენინებია რამე?-მეკითხება ქერა სუსტი ბიჭი და ნიკასკენ მითითებს -თურამე გაწყენინა გვითხარი და ვცემთ კარგად-ამბობს შავგვრემანი ბიჭი და იცინის.. -მია ეს მაქსია-მეუბნება მაღალ მხარბეჭიანზე, ახლა ქერასკენ მახედებს-ეს გიორგი..ეს კი-მესამეზე მითითებს-ლევანი.. -სასიამოვნოა-ვამბობ და ბიჭებს ვიღიმი..-ესენი?-თვალებით ვანიშნებ ოთხი ქერა გოგოსკენ რომლებიც ნიკას და ბიჭებს თვალებით ჭამდნენ -აამ ესენი ისა..-ოთხივეს ერთად ებმის ენა ამიტომ თვითონ ქერა თოჯინები იწყებენ ლაპარაკს -მე ნიტა ვარ-მეუბნება პირველი ქერა რომელმაც ალბათ წარმოსახვაში ნიკას უკვე ათასჯერ გახადა თვალებით-ეს მაკა, თეკლა და ტასოა... -სასიამოვნოა ნიტა მაგრამ ჩემს ქმარს თუ თვალებით არ შეჭამ მადლობას გეტყვი..-ვეუბნები მათ წინ ვჯდები და ფეხს ფეხზე ვიდებ... -რა? ეგღა მაკლია თვალებით შევჭამო თუ მინდა რომ მასთან ვიყო მასთან ვიქნები..როცა მინდა და როგორც მინდა, გასაგებია?-მეუბნება კევის ღლაჭუნით და გაბერილ ბუშტს ატკაცუნებს.. -ჯერესერთი ის ჩემი ქმარია, პირველი ამიტომ არ იქნები მასთან მეორეც ეს მას არუნდა რადგან გვერდით მე ვყავარ და კიდევ მესამე და უკანასკნელი შენთან სექსისას შეიძლება დაიჩუტო იმდენი ბოტოქსი გაქვს გაკეთებული.. და ეს ბოლოც რომ არა პირველი ორიც საკმარისია.. ახლა კი ნახვამდის მე და ჩემ ქმარს საქმეები გვაქვს ბოლოსდაბოლოს ბაბუას მემკვიდრე სჭირდება...თანაც ბიჭი..-ვდგები პირღია გოგოებს თვალს ვუკრავ და არანაკლებ გაოცებულ ბიჭებს ვემშვიდობები -ნახვამდის ბიჭებო, სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა..ხვალ საღამოს ჩვენთან ამოდით...-ვეუბნები ბიჭებს ნიკას ხელს ვკიდებ და ბარიდან გამოვდივართ.. სახლში მისვლისას ნიკას სიცილისგან მუცელი სტკივა.. -არა.. ეს რეები უთხარი პირღია დატოვე-ამბობს და ხარხარებს.. -ხო და მართალიც ვიყავი..-ვეუბნები და ტუჩებს წინ ვწევ-შენ ჩემი ქმარი ხარ გინდაც ეს დროებითი იყოს ამიტომ არავინ სხვასთან არ უნდა დაგინახო...თორემ კარგი დღე არ დაგადგება.. გასაგებია? და კიდევ არ იფიქრო რომ ვეჭვიანობ უბრალოდ ჩემს თავზე ვზრუნავ.. -ტუჩებს ეგრე ნუშვები.. -შენ რა ჩემი ნალაპარაკებიდან მხოლოდ ეგ გაიგე? -არა..-მეუბნება და კვლავ დაუკითხავად მკოცნის მეც წინააღმდეგობის ნაცვლად პირიქით კოცნაში ვყვები..ის ჩემს ტუჩებს შორდება მე კიდე ვბარბაცდები, ამიტომ წელზე ხელს მხვევს მკერდზე მიკრავს და მეუბნება -ახლა შენ გაები მია... რამდენიმე კვირა ისე გადის არაფერი საინტერესო არ ხდება, მე და ნიკა ერთმანეთს კარგად ვუგებთ.. ეს კვირეები ისე გადის ანას მხოლოდ სკოლაში ვნახულობ და ძალიან მენატრება მართალია ყველაფერს ვუყვები,მაგრამ მასთან უფრო მეტი დროსი გატარება მინდა ამიტომ დღეს ჩვენთან დარჩება... საღამოს ანა მოვიდა და ოთახში შევედით თან სასუსნავები და ნოუთბუქი წავიღეთ რომ ფილმისთვის გვეყურებინა... ფილმის ყურებას მოვრჩით თუ არა ჭორაობა დავიწყეთ..ანა თავის იდუმალ თაყვანისმცემელზე მიყვებოდა რომელიც ფეისბუქით გაიცნო.. -იცი რა მომწერა? ძალიან საყვარელი ხარო...-მეუბნება აღტაცებული და იცინის მეც მეღიმება..-შენ და ნიკა რას შვებით? -რავი არაფერს..ყველაფერი კარგადაა მაგრამ ის უფროდაუფრო მიყვარდება.. არ ვიცი რაუნდა ვქნა როცა ორი წელი გავა როცა ყოველდილით მის სურნელს ვეღარ შევიგრძნობ და დღე მის გარეშე დაიწყება.. ძალიან მეშინია იმის რომ დრო ასე მალე გადის და საყვარელი ადამიანიც თან მიყავს..მიყვარს ნიკა ანა..-ვლაპარაკობ და ცრემლები თავისით მომდის.. მართალია ნიკა თავიდან უბრალოდ მომწონდა მაგრამ ახლა ის ჩემთვის იმაზე მნიშვნელოვანია ვიდრე წარმოგიდგენიათ..ვტირი და ანას ვეხუტები.. ნიკა კვირეები ისე გადის რომ მართლაც მეშინია მეშინია იმის რომ ღამე მისი სუსტი სხეულის გარეშე ჩაივლის რომელსაც ისე ფაქიზად ვეხუტები იტყვი ფაიფურის თოჯინა იყოს.. არ მინდა ეს ორი წელი ისე გავიდეს რომ მიამ ჩემი გრძნობების შესახებ ვერაფერი გაიგოს..ერთ საღამოს სახლში ადრე დავბრუნდი და ოთახში შესვლას ვაპირებდი როცა მიას და თავისი მეგობრის საუბარი გავიგონე... - -რავი არაფერს..ყველაფერი კარგადაა მაგრამ ის უფროდაუფრო მიყვარდება.. არ ვიცი რაუნდა ვქნა როცა ორი წელი გავა როცა ყოველდილით მის სურნელს ვეღარ შევიგრძნობ და დღე მის გარეშე დაიწყება.. ძალიან მეშინია იმის რომ დრო ასე მალე გადის და საყვარელი ადამიანიც თან მიყავს..მიყვარს ნიკა ანა..-არ ვიცი მისი სიტყვების მოსმენისას რა ვიგრძენი გულში ის სხივი გამოჩნდა რომელიც ორი წლის წინ დაიკარგა.. მიყვარდა, მეც მიყვარდა მაგრამ როგორ უნდა მეთქვა ეს როდესაც ჯერ კიდევ გარდაცვლილი სიყვარული მახსოვდა? მია საღამოა ტელევიზორს ვუყურებ როცა კარებში ნიკა შემოდის ჩემს გვერდზე ეხეთქება... -მია ხვალ საღამოს წვეულებაზე მივდივართ.. -სად? -წვეულებაზე..კომპანია აწყობს ორმოცი წლის იუბილეს.. -კარგი და რომელ საათზე? ბევრი ხალხი იქნება? -ხო.. ღამის თერთმეტ საათზე დაიწყება.. -კარგი.. ათი საათია როცა მომზადებას ვიწყებ შავ გრძელ წელში გამოყვანილ კაბას ვიცმევ და მსუბუქ მაკიაჟს ვიკეთებ.. ფეხზე შავ მაღლებს ვიცმევ და ოთახიდან მისაღებში გამოვდივარ რათა ნიკას დაველოდო რომელიც აბაზანას იღებს.. მალევე ნიკაც გამოდის შავ შარვალკოსტიუმში გამოწყობილი და წვეულებაზე მივდივართ.. დიდ დარბაზში ბევრი ხალხი ირევა.. მე და ნიკა ერთ-ერთ მაგიდასთან მივდივართ და ადგილს ვიკავებთ.. უამრავი ბიზნესმენი მოდის თავისი ოჯახით და გვესალმება, მათ უმეტესობას არც კი ვიცნობ.. წვეულებაზე ნიტა, ის გოგო ბარიდან, მიმტანად მუშაობს.. მე დედასთან და მამასთან მივდივარ ვეხუტები და ვსაუბრობთ..მაგიდასთან დაბრუნებულს ნიკა იქ აღარ მხვდება.. მე საპირფარეშოში მივდივარ და იქ შესულს თვალწინ საშინელი სცენა მეშლება.. ნიკა და ნიტა საპირფარეშოში სექსით არიან დაკავებულნი... პ.ს იმედია მოგეწონებათ <3 <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.