საუკეთესო ჩემში (დასასრული)
ნიკამ და თათამ ყოველგვარი ცერემონიებისა და აღნიშვნის გარეშე იქორწინეს.მეჯვარეებთან ერთად სანოტარო ბიუროში მივიდნენ და ოფიციალურად კიდევ ერთი ოჯახი დაარეგისტრირეს. სახლში წავიდნენ, ყველა მათთან შეიკრიბა,საშინლად ტკიოდათ გული და არავის იდეაშიც კი არ მოსვლია აღნიშვნა. -ნეტა რასაკეთებს გიორგი? -ნიკა საყვარელო ნუ დარდობ, დრო ამ ტკივილს ვერ დაავიწყებს მაგრამ ცოტას მაინც შეუმსუბუქებს. -წარმოიდგინე თათა შენრომ დამკარგო, როგორ იქნება მერე ყველაფერი? -ჩშშ.. რაზე ლაპარაკობთ? ახლავე გაჩუნდით ორივე. _შუაში ჩაუჯდა წყვილს მარიანა და საუბარი გააწყვეტია. საუბრის დროს დიმამ მობილური მიაწოდა, გირეკავენო. ნომერი ვერ იცნო და მხრები აიჩეჩა. -გისმენთ? -მარიანა მინდოდა. -დიახ, ვერ გიცანით. -თქვენ დამეხმარებით მხოლოდ. გიორგი მამა გახდა, ვერ ვუკავშირდები. ვიცი არ უნდა ჩემი არსებობის გაგებაც კი. იქნებ როგორმე მოიყვანოთ, რომ ბავშვი ნახოს. -გიორ..გიორგი მამა გახდა?? _ამ სიტყვებზე ყველა დაიძაბა, უფრო ყურადღებით განაგრძეს მარიანას მოსმენა.. -დიახ, მამა გახდა.გთხოვთ დამეხმარეთ.ძალიან გთხოვთ.. -კარგი..რაღაცას მოვიფიქრებ, იქნებ ახალი სიცოცხლის ნახვა მისთვის უკეთესიც იყოს. -მადლობა. მისამართს და დროს მობილურზე მოგწერთ სადაც უნდა მოვიდეს. _მობილური გათიშა და გვერდით მყოფებს გადახედა. ყველას სახეზე ინტერესი იყო გამოხატული, ამიტომ მათი ინტერესი მალე დააკმაყოფილა და გეგმის შედგენა დაიწყეს. პირდაპირ ვერ ეტყოდნენ, ყველა კარგად იცნობდა გიორგის ამიტომ ისეთი რამ უნდა ეთქვათ რაც მასში ემოციას გამოიწვევდა. ბავშვის ამბავი ცოტა არარეალურიც კი იყო, ან ის ქალი ვინ იყო? გიორგის მხოლოდ ნია ჰყავდა, მას არ უღალატებდა. ნია იყო მის ცხოვრებაში ერთადერთი ნათელი სხივი, რომლის გამოც სიცოცხლე უხაროდა. ამიტომ ის ასე არ მოექცეოდა ქალს რომელიც სიგიჟემდე უყვარდა.მოკლედ მარიანას რაღაც გეგმა ჰქონდა და განხორციელებას შეუდგა. -გიორგი სასწრაფოდ ჩაალაგე ბარგი და თბილისში ჩამოდი. დროზეეე.. -რატომ კივი მარიანა? -ნიკა ცუდადაა. საავადმყოფოში დააწვინეს და შენი ნახვა უნდა. -რამოუვიდა? -ექიმი ყველაფერს გეტყვის.ეცადე ხვალ აქ იყო -კარგი მარიანა, თუგინდა ახლავე წამოვალ ვერტმფრენით. -არა, ახლავე არა! ხვალ აქ იყავი. წავედი ახლა თათას მარტო ვეღარ დავტოვებ. _მობილური გაუთიშა და ამოისუნთქა. -უჰ რა რთულია, მეშინია რამე ისეთი არ გავაკეთო რაც უარესად ატკენს გულს. -გიორგი თუ აქ არ ჩამოვა ისე ვერაფერს გავარკვევთ. ჯობია ჩამოვიდეს. -მართალი ხარ ნიკუშ მაგრამ... -კი ვიცი რომ ნერვიულობ, დაწყნარდი გთხოვ. _მოკლედ მეორე დღეს შუადღისას გიორგი უკვე ნიკას სახლში იყო. ყველა იქ რომ დაინახა, მათ შორის ნიკაც, გამომეტყველება შეეცვალა და ნელ-ნელა სიბრაზიზგან ინთებოდა. სანამ რამეს იტყოდა მარიანამ დაასწრო და საუბარი დაიწყო. -მოკლედ გიორგი მისმინე, ვიღაც ქალმა დაგვირეკა და გვითხრა რომ შვილი გყავს. -შვილი? ხომარ გაგიჟდით? რაშვილი, სისულელეა. -ადგილი და დრო მომწერა და მითხრა რომ ძალიან უნდა შეგხვდეს. -კარგი ვნახავ, გავიგებ ერთი ახლა ვინ ჯანდაბას უნდა ჩემი არეული ცხოვრების უარესად არევა.მითხარი მისამართი. _მარიანამ მისამართი გადასცა და სწრაფად გაიქცა.რესტორნის მისამართი აღმოჩნდა რომელიც დახურული დახვთა.როცა უთხრა გიორგი ახვლედიანი ვარო შეიყვანეს დიდ დარბაზში სადაც მხოლოდ ერთი მაგიდგა იყო..მაგიდას მიუჯდა და მარიანას დაურეკა.. -მეკაიფებით? თქვენ მიწყობთ? -რატომ ღრიალებ გიორგი? -სადღაც დახურულ რესტორანში ამოვყავი თავი, არავინ ჩანს..თქვენ თუ გოგოს გაცნობას აპირებთ ჩემთვის გპირდებით არასდროს გაპატიებთ. -გაგიჟდი? ნია არავის დაგვიწყებია და მაგ ტკივილს ისევ გულით ვატარებთ. საკმარისი დრო გავიდა მისი სიკვდილიდან რომ ახალი ცხოვრება დაიწყო მაგრამ არცერთი ჩვენთაგანი არასდროს გეტყვით და გავაკეთებთ მაგას რადგან ყველა კარგად გიცნობთ, ყველას ერთი ტკივილი გვაქ და ამ ტკივილს ნია გასვიანი ჰქვია! _გაბრაზებულმა მარიანამ გაუთიშა მობილური და სიბრაზისგან გამწარებულმა გაიშინა და კედელზე მიანარცხა.ნახევარ საათზე მეტი ელოდა, როგორც ჩანს მოსვლას არავინ აპირებდა. მაგიდას მოშორდა, კარებისკენ აიღო გეზი და წამით გაშეშდა.წყნარი მუსიკა ჩაირთო, კარებში ძალიან ლამაზი გოგო დგას რომელსაც ხელში ბავშვი უჭირავს. გრძელი ლამაზი კაბა, ამოღებულ ზურგზე დაყრილი კულულები და მომცინარი სახე შეანათა ადგილზე გაქვავებულ ბიჭს..ბავშვი პატარა იყო, ალბათ ორი სამი კვირის..თეთრ ლამაზ კაბაში გამოწყობილი, თავზე ლამაზი აბადოკით..გიორგი სულ გათეთრდა.. -არა! არა! ეს შეუძლებელია.. ისევ მელანდება, ისევ ის კოშმარი, ისევ ის გამოცხადება.. წადი..გაქრიი.. _ბუტბუტებდა, თვალებს ხუჭავდა და ახელდა. ცუდად გახდა და სკამს დაეყრდნო ხელით. -რატომ მტანჯავ ღმერთო? ასეთი რა შეგცოდე? _სკამზე დაჯდა და თავი ხელებში ჩარგო. კარებში მდგარი ბავშვიანი ქალი გიორგისკენ დაიძრა. ღიმილი გაქრობოდა და შიშს ჩაენაცვლებია. -გიორგი არ შემოგვხედავ? შენი კიკინებიანი გოგოს ნახვა მაინც არ გინდა? სულ არ მოგენატრეთ? _გოგოს ცრემლები წამოუვიდა, ცალი ხელი გიორგის შეახო და ცრემლიანი თვალები შეანათა. -ღმერთო მეხება, სინამდვილეა ანუ? ნია ცოცხალი ხარ? -კი ჩემო სიცოცხლე, ბოდიში რომ ასე განერვიულე. _საუბრის გაგრძელება არ აცადა და ბავშვიც და დედაც ორივე მაგრად ჩაიკრა გულში. ბავშვი გამოართვა და აბზრიალებდა გულში ჩაკრულს.. -მამას სიცოცხე. ჩემი გული..ღმერთო რასუნი აქვს. რატკბილი ხარ, რათბილი ხარ მამი. -ჰმმ! უკვე ვეჭვიანობ! მე? -დედიკოსაც ჩავეხუტოთ მამი? მოდი აქ.. _მარცხენა ხელში ბავშვი დაიჭირა, მარჯვენათი ნიას წელზე ხელი მოხვია და თავისკენ მიიზიდა. მათი გულები სიხარულით სალტოებს აკეთებდა. შეხებისას მთელ ტანზე ბუსუსებმა დაუარათ და იწვოდნენ ერთმანეთის შეხებისას..ეს სიმხურვალე ალბათ პატარამაც იგრძნო და ტირილი დაიწყო. შეახსენა -მეც აქ ვარო. სასწრაფოდ ჩაკიდა ნიას ხელი და ნიკას სახლისკენ წავიდნენ.იცოდნენ რომ ყველა გიორგის ელოდა. კარზე ზარი დარეკეს.. გიორგიმ ბავშვი დაიჭირა ნია კი დაიმალა. -ეს მართლა შენი შვილია? _კარი თათამ გაუღო და გაოცებულმა დაიყვირა. გიორგი სახლში შევიდა, ყველა გარსს ეკროდა, ბავშვს ეფერებოდნენ და კიდევ გაისმა ზარის ხმა.. -მე გავაღებ _გიორგიმ ბავშვი მარიანას მისცა და კარი გაუღო ნიას..მისი შემოსვლა ვერავინ დაინახა. ყველა ბავშვს ეფერებოდა, უცინოდა და მის დამშვიდებას ცდილობდა.. -მე არავის მოვენატრე? არ მომეფერებით? _ნაცნობი ხმის გაგონებაზე ყველა შეტრიალდა..რამდენიმე წამი ნიას მომღიმარ სახეს უყურებდნენ შემდეგ კი ყველა მას გადაეხვია, ლამის წააქციეს. ისე უჭერდნენ ხელს რომ სულ დაალურჯეს. -გაიწიეთ, ჩემს ცოლს მინდა ჩავეხუტო! _ნიას ყველა მოაშორა და ჰაერში აიტაცა. რამდენიმე წუთი ჰაერში აფრიალა, შემდეგ დასვა და ლოყაზე ხმაურიანად აკოცა.. -სჯობს ყველას მოგიყვეთ რა გადავიტანე. -მოდი დაჯექი და მოგვიყევი.. -მოკლედ გიორგის რომ დავშორდი ვიკა დავინახე, ჩემი ყოფილი კურსელი, ერთი გზა გვქონდა და ერთად წამოვედით. ნელა მოვდიოდით საკმაოდ მაგრამ მოსახვევიდან ტრაილერი გამორბოდა, ვერ მოვასწარი საჭის დამორჩილება და შევასკდით..სამი სალტო გააკეთა მანქანამ და ამდროს ფანჯრიდან გადმოვარდი. ტრაილერის მძღოლს მარტო მე ვეგონე მანქანაში და სასწრაფოდ კლინიკაში წამიყვანა. არუნდოდა დაეჭირა პოლიციას და სახელი და გვარი სხვა მიუთითა. როგორც თვითონ მიყვებოდა ჩემი მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო, ჩვენი პატარა ალისა ყველანაირად ცდილობდა სიცოცხლის შენარჩუნებას..მაძინებდნენ, სამკურნალოდ თურქეთში გადამიყვანეს. სულ ვიწექი, მეხსიერება დავკარგე, მხოლოდ იმ იმედით ვიყავი რომ ბავშვს არ დავკარგავდი..ალისას მშობიარობის შემდეგ ყველაფერი დალაგდა..ტკივილმა გონს მომიყვანა და სასწრაფოდ აქ გამოვწიე.. -ანუ ის გოგო ვინც დავმარხეთ ვიკაა? -ვიკა? ვიკ..ვიკა მოკვდა? -სულ დამწვარი იყო.. შენ გვეგონე ყველას.. -მაპატიეთ. -ჩშშ! ნუ ტირი პატარავ, შენი ბრალი ხომ არაა? _ყველაფერი ძველ კალაპოტს დაუბრუნდა, ნიას დაჟინებული თხოვნით ნიკამ და თათამ საუკეთესო ქორწილი გადაიხადეს და თაფლობისთვეში ეგვიპტეში წავიდნენ. -ისე ნია, ბავშვს ორი დღით მარიანა ვერ დაიტოვებს? -რატომ? -გიტაცებ პატარავ.. -რაა? -გიტაცებთქო.. _ზურგზე მოიკიდა და მანქანაში ჩასვა.. -რასაკეთებ? სადმივდივართ? -შორს, მთებისკენ. -მხოლოდ მე და შენ? -ჩვენ! მხოლოდ ჩვენ! _ერთმანეთს ხელი მაგრად ჩასჭიდეს, დიდი მდელოს ახლოს შეაჩერეს მანქანა, ნია გარბოდა, ყვავილებში მიაბიჯებდა და იცინოდა. უკან გიორგი მისდევდა და მათი სიცილი ექოსავით ედებოდა მთებს..ბოლოს დაიჭირა. მიწაზე გართხმულნი პატარა ბავშვებივით უღუტუნებდნენ ერთმანეთს და ხან ერთი მოექცეოდა ზემოდან ხან მეორე..ერთნი იყვნენ..ერთი მთლიანი არსება... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.