გაქცეული /1/
გარბიხარ , მაგრამ არიცი სად, უბრალოდ გარბიხარ! მერე კი უცებ სიჩქარეში ფეხი გიბრუნდება და მიწას გამეტებით ენარცხები. ზურგს უკან კი ვიღაცის კმაყოფილი ხარხარი ჩაგესმის. რაც გაიძულებს სწრაფად წამოდგე ფეხზე და გზა კოჭლობით განაგრძო, მაგრამ ამასობაში მდევარი გეწევა და კვლავ მიწაზე განარცხებს. ამჯერად კი იცი, რომ ვეღარსად გაექცევი . სირბილისგან ძალა გამოცლილს კი გონება ყოველგვარი ძალდატანების გარეშე გებინდება და სრულიად უსუსური ხდები. - არა , ოღონდ ეს არა! როგორც იქნა გეღვიძება , სულმთლად გაოფლილს. ჯერაც გტანჯავენ არა ღამის კოშმარები? მაგრამ გაღვიძებისთანავე ხომ უმალ მშვიდდები და აცნობიერებ, რომ ეს რეალობა არ არის?!. ძილის შებრუნებას კი აღარ ცდილობ , მორიგი კოშმრის შიშით. საწოლიდან დგები და აივნის კარებს ფართოდ აღებ , მერე კი შენს ფერმკრთალ სახეს დილის გრილსა და ნოტიო ნიავს უხვედრებ. ის კი არ გადარდებს, რომ აივანზე პენუარის ამარა დგეხარ , რადგან ეს თავისუფლების ქვეყანაა. რომაელ ხალხს არ ადარდებს არც შენი პიჟამის ფერი , არც შენი მკერდის ზომა და არც შენი ყოფილი ქმრების/საყვარლების რაოდენობა. მხოლოდ ერთი მარტივი მიზეზის გამო ; იმიტომ, რომ ეს რომია! ქალაქი, სადაც ძალზე თავისუფალი და გულგრილი ხალხი ცხოვრობს. ძალიანაც, რომ მოინდომო შენ მაინც ვერ შეძლებ მათ გაკვირვებას. სუფთა ჰაერითა და ლამაზი ხედის ყურებით გული, რომ იჯერე საძინებლისკენ დაიძარი . თანაც ისე, რომ აივნის კარი არც კი მიგიხურავს . როცა ქუჩიდან რაღაც ხმაური შემოგესმა მაშინ ჯერ კიდევ საუზმობდი , ხმაურით შეწუხებულმა კი საუზმეს თავი მიანებე და აივნის კარის ჩასაკეტად წამოდექი . შენი ნომრის ფართო აივნიდან მშვენივრად ჩანდა სასტუმროს კართან თავმოყრილი ხუთამდე სრულიად უცხო მამაკაცი , რომელთაგანაც ერთ-ერთი დამტვრეული იტალიურით ვიღაცის ფოტოზე ანიშნებდა დაცვის კაცსს. ის კი დაბნეული აქიცინებდა თავს უარის ნიშნად . რისგამოც რომელიღაც უკმაყოფილო , ბრაზმორეულმა მაღალმა და რიჟაწვერიანმა ტიპმა შენთვის კარგად ნაცნობ ენაზე ხმამაღლა და უდარდელად შეიკურთხა. ეს კი ალბათ იმიტომ, რომ ეგონა მის სიტყვებს ვერავინ გაიგებდა. იმ სულელს ხომ წარმოდგენა არ ჰქონდა , რომ ვიღაც ცნობისმოყვარე ქალი #108_ე ოთახიდან აივანზე გადმომდგარიყო დამასსავით ქართველს მშვენივრად ესმოდა მისი პირიდან უდიერად ნასროლი უწმაწური სიტყვების მნიშვნელობა. წვეროსანს გინება არც კი დაესრულებინა, როცა მოულოდნელად თავი მაღლა ასწია და ინსტიქტურად აივნების თვალიერებას მოჰყვა. ამდროს კი რატომღაც მზერა შენი ნომრის აივანზე შეაჩერა. როგორც ჩანს იპოვა ის , ვისაც ეძებდა?! შეიძლება ამიტომაც ჩაეღიმა ტუჩის კუთხესთან და მის გვერდით მდგომ დაბალ ქერა ტიპს ყურში რაღაც ჩასჩურჩულა. მერე კი ოთხივენი აჩქარებული ნაბიჯებით და თვითკმაყოფილი სახეებით დაიძრნენ სასტუმროს ცენტრალური შესასვლელისკენ . შენ კი რათქმაუნდა ეს არ შეგინიშნავს , რადგან უკვე კარგახნისწინ გასცლოდი აივანს და შეწყვეტილ საუზმეს ამთავრებდი. გონს კი მხოლოდ მაშინღა მოეგე , როცა შენი ოთახის კარზე მონოტონური კაკუნი ატყდა, რომელიც თანდათან საშინელ ბრახუნში გადაიზარდა . კარის გაღებაზე არც კი დაფიქრებულხარ, რადგან უკვე იცოდი ის თუ ვინ შეიძლება მდგარიყო მის უკან. რათქმაუნდა ის უცნობები, რომლებიც გაფაციცებით დაეძებდნენ ვიღაცას და საშინელი იტალლიური აქცენტით საუბრობდნენ. ახლა კი უკვე დარწმუნდი იმაში, რომ მათი ძებნის ობიექტი შენ იყავი. ამიტომაც სასწრაფოდ დაავლე ხელი შენს ნივთებს და გასასვლელს დაუწყე ძებნა. უეცრად ხმაური მიწყდა და მამაკაცის ბოხი მუქარით აღსავსე ხმა გაისმა , რომელიც რასაკვირველია შენ გეკუთვნოდა. - ვიცით, რომ მანდ ხარ . ახლავე გაგვიღე კარი შე ძუკნავ , თორემ იცოდე კარს შემოვამტვრევთ! პანიკას არ აჰყოლიხარ, რადგან იცოდი, რომ ამით ვერაფერს მიაღწევდნენ და გამოსავალს აუცილებლად იპოვნიდი. რადაც არ უნდა დაგჯდომოდა აქედან გააღწევდი! წამსვე აივნის კარს მივარდი იქნებ გადაძრომა შევძლოო და აი სახანძრო კიბეც დაინახე. ჩანთა ავნიდან მოისროლე და კიბით დაბლა ჩასვლა დაიწყე. მიუხედავად იმისა, რომ სიმაღლის ძალიან გეშინოდა ცდილობდი შიში დაგეძლია და ქვევით არ ჩაგეხედა. იმაში კი გაგიმართლა , რომ მეხუთე სართულიდან გიწევდა ჩასვლა და არა უფრო მაღლიდან. ამასობაში კი მდევრებმა შენი ნომრის კარი შემოამტვრიეს და პანიკაში ჩავარდნილ თანამშრომელს, რომელიც მათთვის რაღაც გაუგებარს მთელა ხმაზე იტალიურად გაჰკიოდა ლაზათიანი მუშტი უთავაზეს . ის კი სულაც არაფრად ჩაუგდიათ, რომ ქალზე ასწიეს ხელი. ამას ალბათ ხშირად აკეთებდნენ. შემდეგ კი ოთახის ჩხრეკას მოჰყვნენ და როცა გასაჩხრეკი აღარაფერი დარჩა მაშინ რიჟა აივნის კარს ეცა და ლამის თავით გადაეშვა . სახე მრისხანებისგან მოღრეცოდა და მთელ ხმაზე ღრიალებდა. -ხელიდან დაგვისხლტა იდიოტებო! ახლავე დაბლა ჩაეთრიეთ და კვალს გაჰყევით. შორს ვერ წავიდოდა. -არის სერ! პასუხმა ხასიათზე მაინც ვერ მოიყვანა, ეტყობა ხვდებოდა, რომ ძებნას აზრი არ ექნებოდა. კვალი ხომ უკვე დაკარგეს. როცა ცოტა დამშვიდდა და გონს მოეგო მაშინვე მის უფროს დაურეკა. - გაგვექცა! მხოლოდ ესღა თქვა და გაწბილებული კიბეებზე დაეშვა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.