მიენდე გრძნობებს...თავი 11
თბილისში საღამოს ჩამოფრინდნენ. ჯერ კიდევ ეგვიპტის აეროპორტში აიტეხა ნიკოლამ მაღაზიებში შევიდეთ და რამე კაბა აარჩიეო,ტატინას გაუკვირდა,მაგრამ უარი ვერ თქვა, როგორც კი სასურველი კაბა მოისინჯა, აღარ გაახდევინა და ასე წამოიყვანა იქიდან.გოგოს ბუზღუნის თავი აღარ ჰქონდა და ძალაგამოცლილს მთელი გზა ეძინა. ტაქსში ისხდნენ,როცა ნიკოლას ტელეფონმა დარეკა.უპასუხა და სასურველი ინფორმაცია რომ მიიღო,მძღოლს მისამართი შეაცვლევინა. -სად მივდივართ?-ჰკითხა ტატიანამ. -საბა უნდა წამოვიყვანოთ. რესტორნშია მთვრალი და ვიღაცეებს ეჩხუბა.-იცრუა ოსტატურად -ოჰ,ჯანდაბა რაა,არადა მე სახლში მეჩქარებოდა. -სულ ორი წუთით შევჩერდებით, გამომაყვანინებ და წავალთ… რამდენიმე წუთი დასჭირდა სასურველ მისამართამდე მისვლას. -გადმოდი,-კარი გაუღო ნიკოლამ და გვერდით ამოიყენა.მძღოლს ჩუმად გადაუხადა ფული და დალოდება სთხოვა,მერე კი ცოლთან ერთად შიგნით შევიდა რესტორანში. ტატიანას თვალები შუბლზე აუვიდა და მოულოდნელობისგან გაშეშდა ჩაბნელებულ დარბაზში უცებ შუქი რომ აინთო და უამარავი ადამიანი დახვდა იქ.ძირითადად ოჯახის წევრები, მეგობრები და მათთან დაახლოებული პირები.დაბადების დღის მისალოცი სიმღერა დაიწყო და ჭერიდან ფერადი ფურცლების წვიმა წამოვიდა,მას შეერია ხელოვნურად გაკეთებული თოვლი.დარბაზი მთლიანად მორთული იყო ბუშტებით და ინტერიერიც საოცრად ორიგინალურად მოწყობილი. -დაბადების დღეს გილოცავ ჩემო ლამაზო..-უჩურჩულა ნიკოლამ ყურში და პატარა კოლოფი გახსნა,საიდანაც ულამაზესი ყელსაბამი ამოიღო. გაუკეთა,მერე თავისკენ მოატრიალა, შეაფასა,ნამდვილად უხდებოდა, ლოყაზე აკოცა და ხელი ჩაჰკიდა. -სიტყვებს ვერ ვპოულობ,არც კი ვიცი რა ვთქვა. -ნუ მეტყვი ნურაფერს,შენს თვალებში ვკითხულობ,იმას,რისი დანახვაც მინდა.-გაუცინა ნიკოლამ. -ტატიი,გილოცავ საყვარელო.- მოეხვია ნანკა,-ხომ მოგეწონა?-ჰკითხა მერე. -ძალიან,ძალიან მომეწონა. -შენმა ქმარმა სრული თავისუფლება მომცა,რაც მინდოდა ის უნდა გამეკეთებინა,ასე რომ იამაყე მისით.როგორც კი დავურეკე მაშინვე ყველაფერზე დამთანხმდა -ესეგი შენც იცოდი? -კი,ვიცოდი -ნანკას ელაპარაკებოდი ხოლმე ტელეფონზე?-მიუბრუნდა ქმარს. დასტური რომ მიიღო თავი საშინლად იგრძნო,სინდისის ქეჯნამ არ მოასვენა. როგორ უსამართლოდ მოექცა,როგორ აწყენინა და ეჩხუბა, მან კი არაფერი თქვა თავის გასასამართლებლად. -ჩემო გოგო,მოდი ჩემთან,მოგილოცო, -მისკენ დაიძრა ჯინა და ფიქრებიდან გამოარკვია.-ყველაფერი საუკეთესო მინდა გისურვო.შენი საჩუქარი იქ დავდე მაგიდაზე.დანარჩენებიც იქაა და სახელები აწერია,კი მიხვდები,რომ სათითაოდ არ მოგაწოდოთ. -დიდი მადლობა,არ იყო საჭირო, რატომ შეწუხდით?-გაუღიმა ტატიანამ. -ეს რა შეწუხებაა?შენ ამაზე მეტს იმსახურებ.. -არ მინდა მეტი,მე უბრალოდ მინდა რომ თქვენ,ჩემი საყვარელი ადამიანები იყოთ ჩემს გვერდით.. -ჩემი მოკრძალებული გოგო,ასეთი კარგი როგორ გაზარდეთ?-მიუბრუნდა მერე ქეთინოს. -თავიდანვე განსხვავებული იყო, როგორც კი დაიბადა მაშინვე,-გაეცინა ქეთინოს. ყველამ რომ მიულოცა,მერე სუფრასთან გადაინაცვლეს, ერთობოდნენ და მხიარულობდნენ, ცოტა დალიეს კიდეც,მერე მუსიკა ჩაირთო და აცეკვდნენ.ნიკოლამ ტატიანა საცეკვაოდ გაიწვია,წელზე მოხვია ხელი და ნაზად ააყოლეს სხეულები მუსიკას. -მეჩვენება თუ საბა ნანკას უჟუჟუნებს თვალებს?-ჰკითხა ტატამ. -არ გეჩვენება,ასე რომ მოდი ახლა მათ შევეშვათ და მითხარი კიდევ ცუდად ხომ არ ხარ? -არა,გადამიარა,აშკარად მზის ბრალი იყო,ეტყობა დიდხანს რომ მომიწია მზეზე სიარული ამან იმოქმედა… -გინდა ხვალ ექიმთან წავიდეთ? -კარგად ვარ ნიკოლა კარგად.-გაუცინა გოგომ,-ნუ ნერვიულობ. -კარგი როგორც გინდა.მაგრამ თუ ისევ ცუდად გახდი ხომ მეტყვი? -გეტყვი..ისე რა მალე დასრულდა არა ჩვენი დასვენება? -რატომ? -ხვალიდან სამსახურში არ ბრუნდები? -ვინ გითხრა რომ დასრულდა ან ვბრუნდები? წინ კიდევ ორი კვირა გვაქვს,შეგვიძლია ჩვენი ქვეყანა შემოვიაროთ.დავიჯერო ყველაფერი ნანახი გაქვს? -არა,არ მაქვს. -ხოდა ხვალ დავისვენოთ და თან დავგეგმოთ სად წავალთ. -კარგი,-გაუღიმა ტატიანამ. წვეულება გაგრძელდა ჩვეულ რიტმში როგორც ხდება ხოლმე მაღალ საზოგადოებაში... უკვე გვიანი იყო,ნიკოლა ვერანდაზე იდგა,მოაჯირს დაყრდნობოდა და ქალაქის ხედით ტკბებოდა.. ტატიანა მიუახლობდა,ზურგიდან აეკრო,წელზე შემოხვია ხელები და თავი ზურგზე დაადო. -დაიღალე? -არა. -აბა აქ რატომ ხარ? -სუფთა ჰაერზე გამოსვლა მომინდა,იქ ძალიან დაცხა,-მობრუნდა,გოგოს წელზე მოხვია ხელი და მიიხუტა. -გინდა წავიდეთ? -უხერხულია,ჯერ სტუმრები არ წასულან. -მერე რაა,ჩვენი მშობლები გააცილებენ.საპატიო მიზეზი გვაქვს.. -ცოტა ხანს კიდევ დავრჩეთ,. -მადლობა,ნიკო.დიდი მადლობა ყველაფრისთვის.მართლა სასიამოვნო სიუპრიზი იყო ეს ჩემთვის… -ყველაფერს გავაკეთებ რომ შენს სახეზე ეს ღიმილი არასოდეს გაქრეს,-მოეხვია და ჩაეხუტა ნიკოლა. -იცი,როცა პირველად მამამ მითხრა რომ უნდა გავთხოვილიყავი და სრულიად უცხო მამაკაცის ცოლი გავმხდარიყავი,მეგონა ყველაფერი დასრულდა.მეგონა დაინგრა ჩემი ცხოვრება,დაიმსხვრა ოცნებები, მაგრამ ახლა ვხვდები რომ ქალის ცხოვრებაში ეს ყოფილა მთავარი- ოჯახი, ქმარი და შვილები.მას ვერაფერი შეცვლის. -ჩემო ტატიანა,-გაეღიმა ნიკოლას და ცოლს მოეხვია.-მგონი მართლა აჯობებს გავიპაროთ,რადგან უკვე ვეღარ ვითმენ ისე მინდიხარ.. ტატიანამ ეშმაკურად აათამაშა თვალები და ქმარს ლოყაზე აკოცა… ნორმალურად დასვენება ვერ მოასწრეს,რომ მეორე დღეს საბა და ნანკა დაადგნენ თავზე და მყუდროება დაურღვიეს. -კარგი იქნებოდა გაგეფრთხილებინე მოსვლას რომ აპირებდი,-გაეხუმრა ნიკოლა ძმაკაცს. -ხელი შეგიშალეთ?-ხმას დაუწია მან და სამზარეულოში მოფუსფუსე გოგოებს გახედა. -შენ წარმოიდგინე და კი. -არ მითხრა რომ… -გაჩერდი საბა,ამ თემას არ შეეხო. -თვალები დაუქაჩა ამირეჯიბმა. -რა გჭირს ბიჭო?უცხო ხომ არ ვარ.არაფრის თქმას არ ვაპირებ, უბრალოდ უნდა აღმენიშნა რომ მიხარია თუ ამ მხრივაც მოგვარდით და კარგად გაქვთ ყველაფერი. -მართლა ყველაფერი შესანიშნავადაა, იმდენად კარგად რომ ხანდახან მეშინია ეს სიზმარი არ იყოს და ისეთივე დასასრული არ ჰქონდეს როგორც იმ ამბავს. -მორჩი,შეეშვი დაივიწყე წარსული. ნუ ადარებ ლიკას და ტატიანას ერთმანეთს. -არ ვადარებ.უბრალოდ იქ ლიკა შეგვხვდა და ეს ტატიანას არ ესიამოვნა.ამაზე დიდი კამათიც კი მოგვივიდა. -რა გიკვირს რომ ასე მოიქცა?იეჭვიანა ალბათ.შენც ასე არ ხარ?არც შენ მოგწონს როცა მის გვერდით რომელიმე მამაკაცს ხედავ,მითუმეტეს როცა დიტოსთან აკავშირებენ. -ხო აი ეგ მაგიჟებს,ტიპი როგორი უტიფარია და როგორი არაკაცი საყვარელ გოგოს მის დაქალთან უღალატა და კიდევ აქეთ აქვს პრეტენზიები. -შენ რა იცი? -ტატიანამ ყველაფერი მომიყვა, მითხრა როგორ წაასწრო ერთად დიტოს აგარაკზე.სიუპრიზის მოსაწყობად წავიდა და აქეთ მოუწყეს იმ ორმა სიუპრიზი. -ახლა გასაგებია ყველაფერი.ამიტომ მტრობენ ერთმანეთს. -იცი კიდევ რაღაც მოხდა იქ. -შეყოყმანდა ნიკოლა. -მიდი ბარემ ბოლომდე მომიყევი. -ტატიანას ვუყვარვარ… -რაა?-ლუდი გადასცდა ბიჭს და კინაღამ დაიხრჩო. -ხო.წამოსცდა თუ გააზრებულად მითხრა არ ვიცი,მაგრამ ნამდვილად გულწრფელი იყო. -ასე მალე შეუყვარდი?იქნებ ეშლება? იქნებ ვერ არკვევს რას გრძნობს სინამდვილეში?რაც არ უნდა იყოს მისთვის თუ პირველი ხარ აღფრთვანებული ყველა ვარიანტში იქნება.იქნებ ვერ არკვევს ეს რა გრძნობაა სინამდვილეში?-ხმას კიდევ უფრო დაუწია საბამ. -მეც ასე მეგონა,მეც ეგ ვიფიქრე თავიდან,მაგრამ ის არ ცდება. ნამდვილად იმას გრძნობს რასაც ამბობს.მე კი უბრალოდ იმდენად შემეშინდა ამის რომ არაფერი მითქვამს,იმის შეგრძნება მაქვს რომ იმედგაცრუებული დავტოვე. არადა ვიცი ჩემგან უფრო მეტს მოელის. -შენ რატომ ხარ ასე?მიდი ბარემ ბოლომდე დაიხარჯე?მე ხომ შენი ფსიქოლოგი ვარ.-გაეცინა ბიჭს. -მეც მეშინია საბა,ძალიან მეშინია,იცი რატომ?ისევ იგივე რომ განმეორდეს? ისევ ისე რომ დავრჩე იმედგაცრუებული?? -მესმის შენი,დიდი დრო არ გასულა რაც ის ამბავი მოხდა ლიკასთან. ისევ ხომ არ გიყვარს ბიჭო? -აქამდე მეგონა რომ ასე იყო,ახლა კი როცა იქ ვნახე,მივხვდი რომ მის მიმართ არაფერს არ ვგრძნიბ, საერთოდ არაფერს. -ხოდა ძალიან კარგი თუ ასეა, გრძნობებს მიენდე ნიკოლა. შენს გულს ენდე,-გაეცინა საბას და მეგობრულად მხარზე დაჰკრა ხელი.. გოგოები სამზარეულოში საქმიანობდნენ,უმეტესად ტატიანა, ნანკა კი ენას არ აჩერებდა. -აი მაგიჟებს რაა,ისიც და შენც ცალკე გადაგყავარ ჭკუიდან. ერთად ხართ,ერთად გძინავთ.ამბებში ხართ და მაინც ვერ გაგიბედავთ ერთმანეთისთვის იმის თქმა თუ როგორ გიყვართ.-ნანკა უკან გადაიხარა და მოლაპარაკე ბიჭებს გამოხედა. -მისი არ ვიცი,მაგრამ მე რასაც ვგრძნობ კარგად ვიცი და ეს მასაც ვუთხარი.მართალია მისგან იგივე პასუხი ვერ მივიღე,მაგრამ ვიგრძენი. მისი საქციელით ვიგრძენი. განსაკუთრებით მაშინ ცუდად რომ გავხდი. -რაა?ცუდად გახდი?როდის?როგორ?- თვალები დააჭყიტა გოგომ. -უდაბნოში,მზეზე თავბრუ დამეხვა და გული მიმდიოდა. -დარწნუნებული ხარ რომ ეგ მზის ბრალია?იქნებ ორსულად ხარ? -არა,გამორიცხულია.-დაიბნა ტატაც. -რატომ?ექიმთან იყავი? -იმიტომ რომ ციკლი მაქვს და გაგიჟებული ვარ რომ ვერ ვეკარები ქმარს,-გაეცინა გოგოს. -აუუ,მე კიდევ იმედი მქონდა რომ ნათლული მეყოლებოდა.. -რა სისულელეს ამბობ ქალბატონო? სად მე და სად ბავშვი?ამ თემაზე არც კი გვილაპარაკია.იქნებ არ უნდა საერთოდ?თან ჩვენი მომავალი ისევ კითხვის ნიშნის ქვეშაა. -სისულელეებს შენ ლაპარაკობ. რატომაა ეს შეუძლებელი? თქვენ უკვე გაქვთ მომავალი ერთად და ნუ უარობ, ნუ იხევ უკან.ყველაფერი მაშინ შეიცვალა, როცა ორივე ამ ქორწინებას დათანხმდით. -მეშინია ნან,ხანდახან შიში მიპყრობს იმის რომ ეს უბრალოდ ლამაზი სიზმარია და მალე გამეღვიძება. -გაგეღვიძება,აუცილებლად გაგეღვიძება,ეს პერიოდიც გადაივლის,მერე უფრო უკეთ გაიცნობთ ერთმანეთს,უფრო მეტად შეეჩვევით,გრძნობებიც დამშვიდდება და ერთად ცხოვრების სხვა ეტაპზე გადახვალთ,მაგრამ ერთად რომ იყოთ ბოლომდე ესაა მთავარი.ერთმანეთის შენარჩუნება უნდა შეძლოთ.. -ჩემი ფილოსოფოსი გოგო,-გაეცინა ტატიანას და ჩაეხუტა. -ტატი რას აკეთებ?დამსვარეე,-იყვირა მან და დაქალის მოშორება სცადა, თუმცა არ გამოუვიდა და ერთიანად გააფქვილიანა ბერიძემ. -თქვენ მანდ პიცას აცხობთ თუ მაიმუნობთ?-მოისმა ნიკოლას ხმა და მერე ისინიც გამოჩნდნენ. -შენი ცოლი მაიმუნობს და არ მაცდის არაფერს,-შესჩივლა ნანკამ,-ნახე რა დღეში ჩამაგდო. -ჩემმა ცოლმა ამ ბოლო დროს სახე გახსნა და ხუმრობების კორიანტელი დააყენა,არც სხვადასხვა ოინების მოწყობას ერიდება. -წუწუნს იწყებ ნიკოლა?რა იყო ახალგაზრდა გოგოს ვერ აუბი მხარი?- გაეხუმრა საბა.პასუხად ნიკოლასგან კეფაში წამოთაქება მიიღო. -გეყოთ კინკლაობა და სუფრას მივუსხდეთ,პიცა მზადაა,-ელექტრო ღუმელიდან ტაფა გამოიღო ტატიანამ და მათ წინ ააფრიალა. -მადის აღმძვრელად გამოიყურება,- მისი სურნელი შეისუნთქა ნიკოლამ. -მიბრძანდით ბატონებო,ჩვენც მოვდივართ,- ნანკამ უკვე მომზადებულ სალათს დასტაცა ხელი და ბიჭებს წინ გაუძღვა.. რამდენიმე წამში ოთხივე სუფრას უჯდა და მხიარულად ვახშმობდნენ. -იცით როცა გავიგე რომ ტატიანაზე დაქორწინება მიწევდა,მეგონა რომ ერთმანეთს ვერ გავუგებდით და აუტანელი იქნებოდა ჩვენი ერთად ყოფნა.საბედნიეროდ მალევე მივხვდი რომ ის სულ სხვანაირი იყო და არანაირად არ ჰგავდა იმ ტატიანას, მასზე რომ საუბრობდნენ. -და რას ამბობდნენ ჩემზე?-წარბები აქაჩა გოგომ. -რომ უზრდელი,უსაქმური და გართობის მოყვარული იყო,არაფრის მაქნისი და ჩხუბისთავი და კიდევ უამრავი საშინელება. -ტატიანა ასეთია,სპეციალურად იქცეოდა ასე,გარდატეხის პერიოდში დაუმორჩილებელ გოგოდ იქცა და მშობლებს ძალიან აბრაზებდა. ვერავინ იმორჩილებდა.მერე დაჭკვიანდა,მაგრამ ხალხის თვალში მაინც ასეთად დარჩა. -კარგია რომ სხვებს არ დავუჯერე და საკუთარი თვალით ვნახე როგორია ის სინამდვილეში. -და როგორი ვარ?-ღიმილით ჰკითხა ტატიანამ. -ჭკვიანი,ლამაზი,მამაცი,საუკეთესო დიასახლისი და საუკეთესო ცოლი, ისეთი როგორსაც ყველა კაცი ინატრებდა.-მისი ხელი ხელში მოიქცია ნიკოლამ და ხელის ზურგზე აკოცა. -მოდით ჩემზე საუბარს მოვრჩეთ და იცით რაზე ვისაუბროთ?როგორ გავატაროთ ზაფხულის დარჩენილი დღეები. -სადმე წავიდეთ.მთაში მაგალითად ან ზღვაზე. -ნანკა მართალია,ჩემთან წავიდეთ რაჭაში,-იდეა წამოაყენა საბამ. -მორჩა გადაწდა ხვალ მივდივართ. -ტატიანამ უკვე გადაწყვიტა,შენს განკარგულებაში ვარ საყვარელო, მიბრძანე რაც გინდა. -კარგი,საყვარელო,ამაღამ მოგხედავ,-უჩურჩულა ყურში. -მაშინ ჩვენ წავალთ,მომზადება ხომ გვინდა,-წამოდგა ნანკა და საბაც თან მიჰყვა. -ნანკას მე წავიყვან. -აღარ დაგაყოვნებთ.დილით ადრე უნდა ავდგეთ,საბა ჯერ აქ გამოაიარე,მაღაზიებში წავიდეთ,ამასობაში გოგოებიც ჩაბარგდებიან და წავალთ. -აბა თქვენ იცით,ღამე მშვიდობისა. როგორც კი კარი მიხურა ტატიანამ და მობრუნდა,მაშინვე ნიკოლას შეეჯახა ცხვირით.მომხიბვლელად უღიმოდა კაცი. -რა გჭირს?-გაკვირვებულმა ჰკითხა. -მომენატრე.. -ასე მალე? -რა ვქნა თავს ვერაფერს ვუხერხებ.ყოველ წუთს და ყოველ წამს მენატრები.-წელზე მოჰკიდა ხელი და კისერში წაეტანა საკოცნელად. -რა გჭირს ადამიანო?გადაიკისკისა გოგომ,მაგრამ ამან უარესად გაახელა ბიჭი.-მეც ჭკუიდან გადაგყავარ ამირეჯიბო,მაგრამ დღესაც მოგიწევს თავის შეკავება. -ისეევ!-იმედგაცრუებულმა ჩაილაპარაკა ბიჭმა... ******* დილით ადრიანად გაიღვიძეს. დაპირებისამებრ ადრიანად დაადგათ საბაც და მამაკაცები საყიდლებზე წავიდნენ.უამრავი რამე იყიდეს,რაც შეიძლებოდათ იქ დასჭირვებოდათ. ბინა დაკეტილი იყო და მხოლოდ ასე სეზონურად თუ სტუმრობდნენ ისიც რამდენიმე დღით... გადაწყდა საბას ჯიპით წავიდოდნენ. ყველაფერი საბარგულში ჩააწყვეს და ნანკას გაუარეს,მალევე ჩამოვიდა გოგო,დიდი დრო არ დასჭირვებია, აი ტატიანას კი ელოდნენ საკმაოდ დიდ ხანს.ბოლოს ნიკოლას მოთმინება დაელია,შესაბამისად სახლში გაბრაზებულმა ააკითხა,მაგრამ ტატიანა ისეთ ფორმაში დახვდა სულ დაავიწყდა ყველაფერი. -ახლა წასასველები რომ არ ვიყოთ… -მზად ვარ,მივდივართ?-საუბარი გადაიტანა გოგომ,და ნიკოლას ანიშნა ჩემოდნები წამოიღეო. -ამდენი რა მოგაქვს? -სხვათა შორის მანდ შენი ნივთებიცაა,ასე რომ ნუ წუწუნებ.. ბიჭები წინ მოთავსდნენ,გოგოები უკან.საჭესთან საბა დაჯდა და რაჭისკენ აიღეს გეზი. გზა ცოტა გაიწელა,დამღლელიც იყო და ხშირად ისვენებდნენ.გოგოები ენას არ აჩერებდნენ.აი ნანკამ გიტარა რომ გადმოიღო და დაკვრა დაიწყო და ტატიანა აჰყვა,მანდ საბოლოოდ გადაეკეტათ ორივეს. სასიამოვნოდ გაოცებულები და გაკვირვებულები დარჩნენ.. რაჭისკენ რომ გადაუხვიეს, გოგოებმა სიმღერა შეწყვიტეს და ბუნების სიმშვენიერით აღფრთოვანებულები გაოცებას ვერ მალავდნენ. დაბინდებულზე ჩავიდნენ.სახლი პირდაპირ შაორს გადაჰყურებდა. ძალიან ლამაზი იყო იქაურობა. -ნიკო,საყვარელო,მგონი აქ გვაქვს სამოთხე და ჩვენ სხვაგან ვეძებდით, სხვა ქვეყანაში,-წამოიძახა აღფრთოვანებულმა ტატიანამ და ქმარს მიეხუტა. -შენთან ერთად გატარებული ყოველი წუთი ყველგან სამოთხეს უდრის ჩემთვის.-უპასუხა მან,ლოყაზე აკოცა და მერე მოიშორა,-ნუ მაცდენ,საბას უნდა მივეხმარო,ცოდოა მარტო ეზიდება ბარგს. -უჟმურო,-მიაძახა ტატამ და ნანკასკენ წავიდა,რომელიც ფაქტიურად შაორთან იყო ჩასული. -არ თქვა ახლა ბანაობას ვაპირებო. -უკვე გვიანია,თორემ კი მინდა,ხვალ აუცილებლად ჩავალ წყალში,-უპასუხა მან და ხელები დაისველა გრილი წყლით.მერე სახეზე მოისვა და ცოტა გაგრილდა.-რაო შენმა პრინცმა? -რაო და ზარმაცები ხართ ორივეო,-გაიხუმრა ტატამ. -ისე შენ რა გითხარიო,სად გაგონილა ტატიანა ბერიძის სიზარმაცეო არ უთხარი? -არა,შენ უთხარი,როცა სახლში მივალთ… -აჰაა,აი მოდიან კიდეც,ყველაფერი ჩვენ ჩაგვაბარეს და თვითონ როგორ სეირნობენ ნახე.-გადაუჩურჩულა საბამ ნიკოლას და წინსაფარი შეისწორა. -ამათ მართლა გაუტკბათ ჩვენი კეთილგანწყობა,-არც ნიკოლა ჩანდა მშვიდი.-სად ხართ აქამდე?სად დაბოდიალობთ ამ უცხო მხარეში? გარშემო ახლომახლო სახლიც კი არაა ნუთუ არ გეშინიათ?თან მობინდდა. -კარგი რაა ქმარუკა,ნუ ბრაზობ,- მიეაფერისტა ტატიანა. -გიხდება საბუნა ეს წინსაფარი,აბა რა მოგვიმზადე?მოგვშივდა ჩვენ?მხარზე ხელი ჩამოადო ნანკამ -ესენი ახლა მასხარად გვიგდებენ? -ასე გამოდის. -ვიღაც მშიერი დარჩება.-თვალი ჩაუკრა საბამ ნიკოლას. -აბა რა მოამზადეთ?-დათმო ტატიანამ. -ეს სამწვადეა,გარეთ მწვადს შევწვავთ და იქ გავატარებთ საღამოს. -ძალიან კარგია,მიხარია რომ ჩემი ქმარი ნამდვილი ქართველი მამაკაცივით იქცევა. -ეს მიწვევს ხო საბა? -ასეა ძმაო.-გაეცინა მასაც. ნიკოლამ თვალი ჩაუკრა საბას,უცებ ფეხებში სტაცა ხელი,კისერზე ტომარასავით გადაიკიდა და იქიდან გააქცუნა. -მწვადს მიხედე საბა,მალე დავბრუნდებით.სულ არ მიუქცევია ყურადღება ტატიანას ყვირილისთვის დამსვიო. -გადარეულები,-გაეცინა ნანკას. -მერე იტყვიანს ერთმანეთს ვერ ვუგებთო.ერთმანეთისთვის არიან შექმნილები…. ნიკოლამ პირდაპირ საწოლზე დააგდო ტატიანა,ზემოდან მოექცა და წასასვლელი ორივე ხელით ჩაუკეტა. -დიდი ხანი გავიდა რაც არ მიკოცნია შენთვის. -ძალიან მოგენატრე?-გამომწვევად ჰკითხა გოგომ. -ჯანდაბა ტატიანა,რას მიკეთებ?ასეთს რას მმართებ ამხელა კაცს ეს პატარა გოგო?-დაიჩურჩულა და კისერში წაეტანა. -ნიკო სირცხვილია,ახლა არა,წავიდეთ მათ დავეხმაროთ,-წინააღმდეგობა გაუწია ტატიანამ. -ესეგი არ გინდა?ესეგი ტყუილად გამომიწვიე? -ნუ მიყვარს შენს ნერვებზე თამაში ხო იცი არა? -ოჰ,ტატიანა,ოჰ,-ამოისუნთქა ნიკოლამ და გვერდით გადაწვა,მოშიშვლებულ ბარძაყებზე აატარა ხელი და მოეფერა.ტატიანას სხეულზე ეკლებმა დააყარა და თვალები დახუჭა. -აკი არ მინდაო?-გაეცინა ნიკოლას. -კარგი,მხოლოდ ერთხელ,-ვეღარ მოთოკა თავი და ზემოდან მოექცა ბიჭს….. ნანკას და საბას მწვადი უკვე შეეწვათ, გარეთ სუფრაც გაეშალათ და მათ ელოდნენ.როგორც იქნა შეყვარებული წყვილიც გამოჩნდა. -რადგან ცოცხლები ხართ არაფერს ვჩივით,-ეხუმრა საბა. -შენ ენა გააჩუმე,-შეუღრინა ნიკოლამ. -ძალიან მშიაა,მმმმ,რა გემრიელია,- სურნელი შეისუნთქა ტატიანამ. -მოგშივდებოდათ აბა რა იქნებოდა,- მოურიდებლად თქვა ნანკამ და საბას თვალი ჩაუკრა ეშმაკურად.-აბა გვრიტებო ბოლოსდაბოლოს დაიწყეთ პატარა ნიკოლაზე ან ტატიანაზე მუშაობა თუ ჯერ ვერა? დაბნეულმა გადახედა ორივემ ერთმანეთს და ვერაფერი თქვეს, ნანკამ ალბათ მათი ორივეს ჩუმი და ფარული სურვილი ხმამაღლა გააჟღერა,რაზე საუბარსაც ერთმანეთთანაც კი ვერ ბედავდნენ… -მოდი ვჭამოთ,-საუბარი გადაიტანა ნიკოლამ და ეზოში გაშლილ მაგიდას მიუჯდა,დანარჩენებიც მას შეუერთდნენ,იმ ღამეს,პირველად გაატარეს ერთად მეგობრებთან ერთად ცოლ-ქმრის ამპლუაში მათი დასვენების პირველი დღე. ვახშამს მოჰყვა გათენებამდე კოცონთან ჯდომა,სხვადასხვა თემებზე საუბარი,მხიარულება,მერე ტატიანამ გიტარა ნანკას მიაჩეჩა დაუკარიო,მასაც უარი არ უთქვამს, მაშინვე ჩამოჰკრა სიმებს ხელი და ნაზი მელოდიები მიყოლებით ააჟღერა…. გამთენიისას მიაშურეს საწოლებს და გადაღლილებს და უძილოებს გვიანობამდე ეძინათ…. ნაშუადღევს გაეღვიძათ. არ მოასვენა გოგომ და ქმარიც გააღვიძა,აქ დასაძინებლად არ ჩამოვსულვართო.. საოცრად ჩაიარა პირველმა ერთობლივმა დასვენებამ მეგობრებთან ერთად.დადიოდნენ მდინარეზე,შაორზე,გრილდებოდნენ წყალში,მიდიოდნენ პიკნიკზე და ათვალიერებდნენ რაჭის ულამაზეს ბუნებას. კიდევ უფრო უკეთ გაიცნეს და გაიგეს ერთმანეთის ხასიათი და საბოლოოდ გადაწყვიტეს რომ ერთად იქნებოდნენ ცხოვრების ბოლომდე, ოღონდ ხმამაღლა არც ერთს არაფერი უთქვია.ისევ სდუმდნენ,რატომ რომ გეკითხათ ვერც ერთი გიპასუხებდათ, მაგრამ ორივე აშკარად იხევდა უკან… ეს იყო ტატიანას პირველი და ყველასგან განსხვავებული ზაფხული.დაუვიწყარი დასვენება,რომელსაც პირველად შეხვდა განსხვავებულ ამპლუაში -გათხოვილი ქალის რანგში… უკან ბრუნდებოდნენ მამამისმა რომ დაურეკა და სთხოვა როცა მოახერხებდა მათთან მისულიყო,თან ქმარიც წაეყვანა.გაუკვირდა რატომ იბარებდა,ნიკოლასთვის იმ დღეს არაფერი უთქვამს.ხვალ ვეტყვი დღეს მაინც გვიანიაო.მეორე დღეს კი უკან ბრუნდებოდნენ და გულდაწყვეტილი იყო რომ ასე უცებ დასრულდა ყველაფერი... ბარგიც არ ამოულაგებიათ,ისე დაიღალნენ მგზავრობით,იქვე დატოვეს შესასვლელში.პირდაპირ საძინებლისკენ წავიდა ნიკოლა და ტატიანაც თან გაიყოლა. -წავალ რამეს მოვამზადებ, ვჭამოთ,- წინააღმდეგობა გაუწია გოგომ,მაგრამ ნიკოლამ არ გაუშვა,ხელი ჩაჰკიდა, გვერდით მიიწვინა,ორივე ხელი მოჰხვია და ჩაეხუტა,თვალები დახუჭა. -დაიძინე გთხოვ,ყველაზე მეტად ახლა ეს მინდა,შენთან ჩახუტებული ძილი. -მეც ჩემო სიმპატიურო ქმარო,მაგრამ რომ არ მეძინება. -არ დაიღალე?-ჰკითხა ისე რომ თვალები არ გაუხელია. -ნწ.-თავი გაუქნია მან. -ასეთი ენერგიული და დაუღლელი ვის ჰგავხარ?-გაეცინა ბიჭს და თმაზე აკოცა. -ხომ არ დამიბერდი ქმარო?ამ ბოლო დროს ძალიან იღლები,თანაც მალე. -მე დავიღალე?გააჩნია შენ რას გულისხმობ დაღლაში.-ეშმაკურად უთხრა ბიჭმა. -ზოგადად დაღლას და წუწუნსაც მოუხშირე. -რაც მთავარია საწოლში ხომ მაგარი ვარ? -მაგაში კიი,-თითები აატარა მის მკერდზე გოგომ -მოისვენე და დაიძინე,არ მაქვს დღეს არაფრის თავი,-ისევ დახუჭა თვალები ბიჭმა. -ნიკო,იცი რაღაც უნდა გითხრა,თან ორი და ხომ არ გაბრაზდები? -ორი?-ისევ გაიღვიძა ბიჭმა -კი ორი. -რადგან არ მაძინებ,მიდი დაიწყე.. -ზეგიდან სამსახურში ბრუნდები,მე კი სახლში მომიწევს ჯდომა,აღარც უნივერსიტეტში ვივლი და მუშაობა ხომ არ დამეწყო? -ამის აუცილებლობა არსებობს? -არა,მაგრამ მინდა,რა გავაკეთო სახლში მარტომ?მთელი დღე? -ის რასაც სხვა ქალები აკეთებენ.წადი მეგობრებთან ერთად გასართობად, საყიდლებზე,კაფეებში ყავის დასალევად.. -სერიოზულად გელაპარაკები.. -მეც. -არ მინდა,-გაიბუტა გოგო და ზურგი შეაქცია.ნიკოლამ ამოიოხრა,მისკენ მიიჩოჩა,ზურგზე აეკრო და ყელში აკოცა. -თავი დამანებე.ეგოისტი ხარ,გინდა სულ შენ გელოდო და სახლში ვიჯდე. შენ კიდევ იქ უამრავი ქალი გახვევია ირგვლივ,გასართობის მეტი რა გყავს.. -სულელო,-გაეცინა ბიჭს.-ეჭვიანობ? -სულაც არა.-არ მოუხედია გოგოს. -კი,ეჭვიანობ და თანაც ძალიან კარგად შეგიმჩნევია ის რომ ჩემთან ბევრი ქალი მუშაობს. -დიდი ხნის უკან შევნიშნე ეგ და ნუ ცდილობ თავი აარიდო საუბარს. -რა გინდა ტატიანა?-მიხვდა რომ აზრი არ ჰქონდა მასთან მიეაფერიატებას.- საჩხუბრად მიზეზს ეძებ? -არა,არ ვეძებ,მუშაობა მინდა.. -კარგი,ჯანდაბას,იმუშავე,მოგიძებნი რამეს ჩემთან.ან დაგეხმარები. -შენთან არ მინდა.იტყვიან მერე ცოლი დაასაქმაო.მინდა ყველაფერს ჩემით მივაღწიო. -რას აპირებ?ნანახი გაქვს რამე? -არა,მაგრამ ვაკანსიებს გადავხედავ, თუ ვერაფერი ვნახე ,მერე მივიღებ შენს დახმარებას… -კარგი,მეორე ამბავი? -ხვალ მამაჩემმა მიგვიწვია თავისთან ვახშამზე. -ოჰ,ეს უარესი ყოფილა. -რატომ ამბობ ყოველთვის უარს ჩემს ოჯახში მოსვლაზე?რამე პრობლემა გაქვს მათთან? -არა,არაფერი,ისე უბრალოდ, უხერხულად ვგრძნობ თავს.. -გთხოვ ნიკოლა,.. ისეთი სახე მიიღო ტატიანამ და ისე საყვარლად უყურებდა რომ უარი ვეღარ უთხრა,. -კარგი წავიდეთ ხვალს საღამოს შენს მშობლებთან.. გოგომ ხელები შემოხვია კისერზე, ზემოდან მოექცა და ხმაურიანად დაუკოცნა ლოყები. -მიყვარხარ,მიყვარხარ,მიყვარხარ.- იმეორებდა და სახეს უკოცნიდა. ნიკოლას სიხარულით ევსებოდა გული, ენით აუღწერელს გრძნობდა და თავის გაკონტროლება გაუჭირდა. იმდენად ელემენტარული რამით მიანიჭა ბედნიერება ტატიანას,რომ უბედნიერესად იგრძნო თავი.სახე დაუჭირა,თვალებში ჩააცქერდა და ხმადაბლა უთხრა. -გონების დაკარგვამდე მიყვარხარ ტატიანა,არაამქვეყნიურად ალბათ, მეგონა სიტყვები არ იყო საჭირო და ქცევა საკმარისი იქნებოდა,მაგრამ მივხვდი რომ ესეც საჭირო ყოფილა.. მიყვარხარ და მინდა რომ ჩემი შვილების დედა გახდე… -მე შენ აგისრულებ მაგ ოცნებას,ჩვენ გვექნება ოცბებები,რომლებსაც ერთად ავისრულებთ,-უპასუხა ტატიანამ და ქმარს ჩაეხუტა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.