შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შავ-თეთრი /3/


14-02-2019, 13:22
ავტორი Tamta.k
ნანახია 1 935

ალკოჰოლის ცეცხლს გრძნობდა მია, როგორ ჩაედინებოდნენ და ყველა ორგანოს მგრძნობიარეს ხდიდნენ.
ბევრი დალია, სანდროს მეგობრები იმდენად მხიარულები აღმოჩნდნენ, წამსვე შეიყვარა ისინი. კარებზე ზარის ხმა გაისმა
- მე გავაღებ - წამოდგა ფეხზე, სანდრომ ხელი მოკიდა და უკან დააბრუნა
- მე თვითონ - იდუმალი ღიმილი დასთამაშებდა სახეზე. კარების გაღების შემდეგ კი ნაცნობი, ხმა მოესმა.
- ნინიიი?! - ბედნიერი წამოფრინდა სკამიდან და დაქალს გადაეხვია - ღმერთო, ჩემო ერთადერთო!
- მოგენატრე მიაკო? - ხელი თმაზე გადაუსვა მოკისკისე გოგონამ
- აქ როგორ გაჩნდი? - კითხა როდესაც მოშორდა
- სანდრომ დამირეკა, მითხრა რომ მისი მეგობრები იყვნენ აქ და შენც გაგიხარდებოდა ჩემი აქ ყოფნა, ხოდა მეც მოვედი, ჩემო. - სანდროს რომელიც ჩუმად უყურებდა ბედნიერ თვალებს, წამიერად მიამ მადლიერი თვალებით შეანათა.
შემდეგ კი სრული გადატრიალება მოხდა, ხმამაღალი სიმღერები, კარაოკე და ათასი რამ, ღამის სამი საათი იყო დაშლა რომ დაიწყეს, დაგეგმეს სამ დღეში კლუში ყველა ერთად წავიდოდნენ.
- მოდი ხვალ მივალაგოთ კარგი? - უთხრა სანდრომ და მომღიმარ მიას დააკვირდა რომელიც არაფხიზელ მდგომარეობაში უფრო გალამაზებულიყო.
- იცი ასე კარგად ბოლოს როდის გავერთე? - თქვა სიცილით,თუმცა ემჩნეოდა ტირილი უნდოდა - ცამეტის რომ გავხდი, დედაჩემმა სახლი ჩემი მეგობრებით გაავსო, ნინი სოფელში იყო და ვერ მოდიოდა, დედაჩემმა იმდენი გააკეთა რომ ჩამოიყანა, ჩემზე ბედნიერი არავინ იყო... დედამ მისი გამომცვარი ვარდისფერი ტორტი ბოლოს შემოიტანა და ჩემთან ერთად ბოლო წამამდე ერთობოდა - ბოლო სიტყვები ამოისლუკუნა - მერე, მიმატოვა. ზუსტად ორ თვეში, გული გაუჩერდა და მამაჩემის კლანჭებში მარტო დამტოვა, განა მამაჩემი ეგეთი იყო? არაა, დედაჩემმა მისი წასვლით მონსტრად აქცია.
- მია - მიუახლოვდა, მუხლებზე დადგა და გოგონას ხელები თავისაში მოიქცია - დამშვიდდი კარგი?
- მხოლოდ ლუკა,მას შეეძლო ჩემი გაღიმება... ისიც კი წამართვა მამაჩემმა, ყველაფერი.
- ვწუხვარ, მართლა. - მისმა სიტყვებმა გული მოუკლეს, ლუკა... აი თურმე რა ჰქვია, მიას სიყვარული, ლუკა.
- არა - ხმა შეეცვალა, ხელები გააშვებინა - არ წუხარ, მაშინ არ დათანხმდებოდი! რატომ გააკეთე ეს? - ბოლო ხმაზე ყვიროდა, თან მთელი სხეული უცახცახებდა.
- მია მთვრალი ხარ, მოდი დაიძინე კარგი? - ცდილობდა, სიმშვიდე შეენარჩუნებინა.
- როგორ წამართვით, როგორ - ოთხად მოიკეცა, ხავილი ამოუშვა პირიდან, გეგონებათ მის სხეულში რაიმე საშინელი ბიმადრობს და გამოღწევას ცდილობსო.
- მია - მის გვერდით ჩაიმუხლა - იტირე, იტირე...
დილის ცხრა საათი იყო, მია და სანდრო დივნის კუთხეში მოკეცილიყვნენ და ეძინათ, მიას სანდროს გულზე დაედო თავი. პირველი თვალები სანდრომ გაახილა, ჯერ მიას სურნელი იგრძნო, სპირტის სუნსაც, რომ ვერ გადაეფარა... ეცადა არ განძრეულიყო, თვალები ისევ დახუჭა თუმცა მია შეირხა, ორ წამში კი დამფრთხალი ციყვივით, წამოხტა დივნიდან.
- აქ მეძინა? - ჯერ სანდროს დააკვირდა, შემდეგ კი არეულ სახლს - ღმერთო როგორ დავლიე ამდენი...
- ხო, არავის დაუძალებია. - სანდროს უკვე დიდი ცელოფანი ეჭირა ხელში და სახლს ალაგებდა.
- როგორ გაბედე ჩემთან დაძინება.
- წინააღმდეგობა არ გაგიწევია, ნუ ღელავ სე*ქსი არ გვქონია. - მიას გაბრაზებულ სახეზე გაეცინა.
ერთ საათში სახლი, დაალაგეს. მიამ იბანავა, გამოიცვალა და დინაზე დაჯდა, იმ ადგილს დააკვირდა სადაც სანდროსთან ერთად ეძინა, ყველაფერი წამიერად გაახსენდა, ტირილი, საყვედურები და ლუკას მონატრება. საშინელად იგრძნო თავი, ეხლა მხოლოდ ლუკას ნახვა თუ მოგვრიდა სიმშვიდეს.

***
რობაქიძემ კლუბის შესასვლელში გააჩერა მანქანა, რამოდინმე წამიანი ფიქრის შემდეგ, მანქნიდან გადავიდა.
- გამარჯობა - მიესალმა ქალს რომელიც მთელი ღამის დანაგვიანებულ კლუბს, ასუფთავებდა. - ლუკა ასათიანი აქ არის?
- აქ იყო შვილო, ბართან ნახე - მადლობა გადაუხადა და ბარისკენ დაიძრა, მალევე შეაჩნია ხელებში თავჩარგული ბიჭი, მყარი ნაბიჯებით მიუალოვდა.
- თქვენ ხართ ლუკა? - ბიჭმა თავი ასწია
- დიახ, თქვენ? - ბიჭს დააკვირდა, ხუჭუჭა თმა უწესრიგოდ ეყარა თავზე, უპეები ჩაშავებოდა.
- მე სანდრო რობაქიძე ვარ, მიას...
- ქმარი - დაასრულა, წამოიმართა და დააკვირდა რობაქიძეს
- დიახ - უპასუხა და მაღალ სკამზე ჩამოჯდა
- მიამ არ იცის რომ აქ ვარ, თუმცა უნდა ვილაპარაკოთ. - ბიჭს გაეღიმა, მწარედ.
- როგორ არის? - კითხა მოულოდნელად
- სიმართლე თუ გაინტერესებს ცუდად, ძალიან ცუდადაა... - აქ მოსვლამდე, გადაწყვიტა სიმართლე ელაპარაკა, ის ხომ არასდროს ყოფილა ბოროტი, ცივსისხლიანი. ლუკას სახეზე ტკვილი დაეტყო. ემჩნეოდა, რომ თვითონავ არ იყო კარგად...
- აქ რისთვის მოხვედი? - კითხა უხეშად
- მინდა მოგიყვე, სიმართლე
- ვიცი, ყველაფერი - კვლავ შეაწყვეტინა - რომ მამამისმა ძალით გაათხოვა, რომ ეხლა იტანჯება, ჩემს გამო.
- კი მაგრამ როგორ? - გაოცდა რობაქიძე
- მია ჩემი მეორე ნახევარია, ტყუპისცალივით ვარ მასთან, მისი გრძნობენი და განცდები მეც მეკუთვნის... ვიცოდი, ის ასე ვერ გადამიყვარებდა, სხვა კაცზე თავისი ნებით ვერ დაქორწინდებოდა.
- გეყოფა - მწარეთ თქვა რობაქიძემ - ძალით თუ ნებით ჩემი ცოლია, მე არ ვაპირებ მის დათმობას, გესმის?
- ოჰო - ბოლო ხმაზე გადაიხარხარა - ერთხელ მაინც შემოუხედავს შენთვის როგორც მისი ქმარი?
- ასე თუ ისე, გავა წლები და შემომხედავს, შენ კი გამქრალი იქნები ჩვენი-მისი ცხოვრებიდან.
- სიცოცხლე მოგბეზრდა არა? - მწარედ ჩაიცინა ასათიანმა - ის მხოლოდ ჩემია, ეს დაიმახსოვრე.
- შენ კი ის დაიმახსოვრე, რომ ყოველთვის შენი ვერ იქნება - წამოდგა, წასასვლელად შეტრიალდა
- გიყვარს? - მოესმა ლუკას ხმა
- იმაზე მეტად, ვიდრე შენ წარმოგიდგენია - არ შეტრიალებულა, ისე უთხრა და კლუბი დატოვა.
ასათიანმა მთელი ძალით დაჰკრა ხელი, მაგიდას და სიმწრით დაიკივლა. უნდოდა ყველა და ყველაფერი გამქრალიყო, იცოდა რომ ის უკანასკენელი სიმართლეს ამბობდა. მიაში ეჭვი არასდროს შეპარვია, მას უსაზღვროდ, უანგაროდ უყვარდა ლუკა, როგორც ლუკას-მია, მათი სიყვარული დაუწყერელი კანონი იყო, რომლის შეცვლა მხოლოდ მათ შეეძლოთ და მხოლოდ ეს აშინებდა ლუკას, მიას საბოლოოდ დაკარგვის შიში მთელ სხეულს უწვავდა, ლავასავით ედებოდა ყოველ ორგანოს...

***
კარზე ზარის ხმა გაისმა, სანდრო ეგონა ამიტომ დაზარბით წამოიმართა და კარები გააღო.
- რძალო - მამამთილი, ბატონი ლადო რობაქიძე ღიმილით შეეგება
- ბატონო ლადო? არ გელოდით - უკან ელისო, სანდროს დედა და მის გვერდით მამამისი დაინახა, ზიზღით შეხედა თვალებში.
- ეს ყვავილები შენ - თეთრი ვარდების ბუკეტი მიაწოდა, როგორ სძულდა ყვავილები, იფიქრა წავლიან თუ არა გადავყრიო.
- როგორ ხარ ძვირფასო? - გადაეხვია ელისო - არ გვინდოდა თქვენი შეწუხება, მაგრამ უნდა მოვსულიყავით გვენახეთ, როგორ ხართ?
- ძალიან კარგად, მობრძანდით. - მამისი მისკენ წამოვიდა და მსუბუქად მოეხვია შვილს.
- არ შემეხო,არც კი დამელაპარაკო, ყველაფერს ვაკეთებ, შენი სურვილისამებრ და დააფასე ეს.
გაცილდა, ლადოს და ელისოს მიუახლოვდა, მამისი კი სახე დაღვრემილი მიუჯდა მათ გვერდით.
ერთ საათში, სანდროც მოვიდა
- სამსახურში ხვალიდან დავბრუნდები - უთხრა მამას.
- არა შვილო დაისვენე, კომპანიაში საქმრეები კარგადაა.
- არა მამა...
- გაჩუმდი შვილო - ლაპარაკში ჩაერთო ელისო - ახალ მოყვანილ ცოლს მარტო ხომ ვერ დატოვებ ჯერ - ხელი გადაუსვა თმაზე მიას.
- თუ მას უნდა იმუშაოს - თქვა მიამ - მე არანაირი პრობლემა არ მაქვს.
- არავითარ შემთხვევაში, მე შვილიშვილები მინდა - სამივე იცინის - მე და სანდროს კი სახე გვეყინება
- მამა, ნუ იცი ეს უტაკტო საუბარი რაა. - ეუბნება
- მგონი ჯობია წავიდეთ, რესტორანში წავალთ, მოგვშივდა. - მიას მამას ხელს მხარზე ადებს დამშივიდობების შემდეგ, კი მიდიან.
ოთახში შედის, სანდროს ეუბნება რომ ცოტა ხნით დაიძინებს, თავჩარგული უყურებს, ლუკას ვიდეოებს...
მისი ცხოვრება შავ-თეთრ ფილმს დაემსგავსა, სადაც მხოლოდ ფერდაკარგული სამყაროა, გული საშინელმა ტკივილმა მოიცვა. მეორე ოთახში კი სანდრო, დინავზე იჯდა და ფიქრობდა, ფიქრობდა იმ სიტყვებზე რაც ასათიანმა უთხრა, მიასთვის დიდი ბრძოლა იწყებოდა და ის მზად უნდა ყოფილიყო.

დილის ცხრა საათი იყო სანდრომ სახლში რომ შეაბიჟა, მიას მშვიდად ეძინა.
ტელეფინმა დარეკა და გაკვირვებულმა დახედა
- ხო მამა - უპასუხა და დივანზე ჩამოჯდა
- შვილო, ცუდი ამბავია... ძალიან ცუდი
- რა მოხდა? ნუ მაშინებ რა - კაცის შეშინენულ ხმაზე დაიძაბა
- მია სად არის? ეხლავე მოდით, მიას სახლში.
- მამა მითხარი... - თუმცა კაცს უკვე გაეთიშა.
- მია გაიღვიძე - მსუბუქად შეანჟღრია გოგონა
- რა მოხდა? - წამსვე გაახილა თვალები
- რაღაც მოხდა, მაგრამ რა არ ვიცი, მამაჩემმა დარეკა შენთან უნდა წავიდეთ, ეხლავე.
- მამაჩემი? რა მოხდა კი მაგრამ? ეხლავე ჩავიცვმევ.
რობაქიძემ სახლთან გააჩერა მანქანა, ეზო პოლიციელებით და მანქანებით გადაჭედილიყო, მიამ სახეზე ფერი დაეკარგა და სირბილით აირბინა კიბეებზე.
კართან ბატონი რობაქიძე იდგა და პოლოციენს ელაპარაკებოდა
- მია? - გოგონა დაინახა თუ არა ხელი მოკიდა
- რა მოხდა ბატონო ლადო? - ჩამხჩვალი ხმით ამოილაპარაკა და პოლიციელებით გატენილ სახლს დააკვირდა
- მია მამაშენი... - დაიწყო ლაპარაკი
- რა მამაჩემი? - ტყვიანაკრავივით გაიკვლია გზა, ხალიჩა რომელიც ჰოლში ეფინა სისხლის ფუბეს, გაეწითლებინა.
- რა მოხდა? - წამოიკივლა
- მია - სანდროს შეხება იგრძნო
- რა მოხდა მეტყვით ვინმე?! - სანდრო შეანჟღრია
- მამაშენი მკვდარია, ის აღარ არის - მიას ისტერიული სიცილი ექოსავით გიასმა სახლში
- რა სისულელეა! მამააა, მამა სად ხარ? - ყველა ოთახი მოიარა, გიჟივით დარბოდა სანამ ინსპეკტორმა არ გააჩერა
- ვწუხვართ.
- წუხართ? რას? სად არის მამაჩემი თქო? - უყვირა
- მორგში გადაიყვანეს...
- რა დაემართა? ეს როგორ მოხდა?
- სიმართლე გითხრათ...
- მითხარით! - საყელოში წვდა კაცს
- მია დამშვიდდი გთხოვ - სანდრო გვერდით ამოუდგა, დამშივიდებას შეეცადა.
- მამათქვენს სამი ჭრილობა მიაყენეს, ორი კი სასიკვდილო იყო რადგან გულთან ძალიან ახლოს, იყო - თქვა ინსპეკტორმა, მტკიცედ.
- ვინ? - ხმა აუთრდოლდა - ვინ მოკლა?
- ჯერ არ ვიცით, არანაირი კვალი არ არის. - ორი წუთი ისე გავიდა ხმა არავის ამოიღია.
- მია? - შეშინებული დააკვირდა მიტკალივით ფერდაკარგულ ცოლს
- არა! - ათჯერ მაინც თქვა, შემდეგ კი სანდროს ხელებში უგონოდ ჩავარდა.



ვაიმეე, ეს რა ხდება, ვაიმეეე, ხო ვამბობ არა შენ ჩწმი ემოციების ზღვა ხარ რა, ეს რა ხდება შოკში ვარ, და მოუთმწნლად გელი

 


№2  offline წევრი Niniko11

ეს რა იყო დედააა როგპრ მომეწონააა სიმართლე გითხრაა ეს კაციი არ მომწონდაა მეტის ღირსი იყოოო ოღონდ არ უნდა მომკვდარიყოოო...
მია ბოლოს სანდროსთან დარჩებაა თუ ლუკას დაუბრუნდებააააა?
მე რატომღაც მინდა რო სანდროსთან დარჩეეესსს
და ეს მკვლელობა ლუკამ ჩაიდინააა
ვაიმეეე დედაა ისევ რამდენი კითხვა მიტრიალებს ტავში♡♡

 


№3  offline მოდერი Tamta.k

სიყვარული გულს გვტკენს
ვაიმეე, ეს რა ხდება, ვაიმეეე, ხო ვამბობ არა შენ ჩწმი ემოციების ზღვა ხარ რა, ეს რა ხდება შოკში ვარ, და მოუთმწნლად გელი

მიყვარხარ მე შენ❤️

Niniko11
ეს რა იყო დედააა როგპრ მომეწონააა სიმართლე გითხრაა ეს კაციი არ მომწონდაა მეტის ღირსი იყოოო ოღონდ არ უნდა მომკვდარიყოოო...
მია ბოლოს სანდროსთან დარჩებაა თუ ლუკას დაუბრუნდებააააა?
მე რატომღაც მინდა რო სანდროსთან დარჩეეესსს
და ეს მკვლელობა ლუკამ ჩაიდინააა
ვაიმეეე დედაა ისევ რამდენი კითხვა მიტრიალებს ტავში♡♡

მალე გაიგებ ნინიკო ყველაფერს
მადლობა ჩემო უსაყვარლესოო

 


№4  offline წევრი Elea_Nora

ეს ნამდვილად არაა ბლა ბლა ბლა! აუ ძალიან მაგარია! მკვლელი ლუკაა? ღმერთო მგონი ლუკაა! აუუ ეს ძალიან მაგარია! ლუკას და მიას ვშიფავ! მინდა ერთად იყვნენ მაგრამ ამის შემდეგ იქნებია რო? მაგრამ კიდე მაქ ეჭვები იქნებ სხვამ გააკეთა რომ დაბრალებოდა?? ღმერთო ეჭვები მღრღნის. აბა ვნახკთ რა როგორ იქნება. შენ კი ჩემო ალუბალო! ჩემო ოქროვ! ლავ იოუ!❤❤

 


№5  offline მოდერი Tamta.k

Elea_Nora
ეს ნამდვილად არაა ბლა ბლა ბლა! აუ ძალიან მაგარია! მკვლელი ლუკაა? ღმერთო მგონი ლუკაა! აუუ ეს ძალიან მაგარია! ლუკას და მიას ვშიფავ! მინდა ერთად იყვნენ მაგრამ ამის შემდეგ იქნებია რო? მაგრამ კიდე მაქ ეჭვები იქნებ სხვამ გააკეთა რომ დაბრალებოდა?? ღმერთო ეჭვები მღრღნის. აბა ვნახკთ რა როგორ იქნება. შენ კი ჩემო ალუბალო! ჩემო ოქროვ! ლავ იოუ!❤❤

ერთი თავიც და ვამთავრეეებ, ასე რომ გაიგებ❤️
მიყვარხარ უსაზღვროდ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent