გაქცეული /2/
ისევ გარბიხარ, ოღონდ ამჯერად ცხადში და აღარ გაქვს იმის იმედი, რომ ოდესმე გაღვიძებასა და უკეთეს რეალობაში დაბრუნებას შეძლებ. შეშინებული ყოველ წამს ამოწმებ კვლავ მოგსდევენ თუ არა. უცებ კი მძიმედ ეცემი და დარტყმისგან თვალთ გიბნელდება. კიდევ კარგი დაცემისას თავი მძიმედ არ დაგირტყამს. ვიღაცის შეხება გაფხიზლებს , სხეულზე თბილი ხელის შეხებას გრძნობ. რაც ცოტა არიყოს გეუცხოვება, მაგრამ გსიამოვნებს. უკვე აღარც გახსოვს ბოლოს როდის შეგეხნენ და მხოლოდ ახლა აცნობიერებ იმას, თუ როგორ მოგნატრებია ეს შეგრძნება. ფიქრებიდან ვიღაცის ხმას გამოჰყავხარ, რომელიც აქამდე მშვიდად დაგყურებდა და გონზე მოსვლას გაცდიდა. -რამე ხომ არ იტკინეთ? სასწრაფოს გამოვუძახო? თავი მაღლა ასწიე და მამაკაცს დააკვირდი. ჩვეულებრივ იტალიელს ჰგავდა თუმცა, ძალიან ღრმა ყორანივით შავი თვალები ჰქონდა . რაც ადრე არავისზე შეგინიშნავს. ან იქნებ არც დაჰკვირვებიხარ?! თვალების გარდა შენი მზერა მისმა სწორმა ცხვირმაც მიიქცია. მერე კი მისი ტუჩები. საკვირველია როგორ შეიძლება მამაკაცს ასეთი ტუჩები ჰქონდეს. ალუბლისფერი და ღრუბელივით რბილი ზომიერად დიდი ფორმის ტუჩები. ტუჩები, რომელსაც ალბათ ყველა ქალი ჭკუიდან გადაჰყავსო გაიფიქრე. ფიქრებიდან კი მხოლოდ მაშინ გამოერკვიე , როცა ის შენს ასაყენებლად დაიხარა. -ხომ კარგად ხართ? გინდათ ვინმეს შევატყობინო? კაცის გარეგნობით მოხიბლული მისმა თავაზიანობამ კიდევ უფრო მოგხიბლა და მეტყველების უნარი წაგართვა . ეგ კი არა ლამის ისიც დაგავიწყდა, რომ მოგსდევდნენ. როგორც იქნა თავს მოერიე და უპასუხე , რომ არაფერი გჭირდა. მერე კი ნატკენ მუხლზე ხელი მოისვი. თუმცა კაცი არ ცხრებოდა, ეტყობა სინდისი ქენჯნიდა, რომ მანქანა დაგაჯახა. ამიტომაც ცდილობდა ასე , რამით დაგხმარებოდა. შენ კი ყოველჯერზე უარით ისტუმრებდი. -ნება მომეცით საავადმყოფოში წაგიყვანოთ. ბოლოჯერ სცადა ბედი , ალბათ უნდოდა ბოლომდე დარწმუნებულიყო იმაში, რომ არაფერი გჭირდა. საჭირო არ არისო უნდა გეთქვა, როცა გზის მეორე მხარეს შავი აუდის ჯიპთან მდგომი რიჟა შენიშნე, რომელიც ეტყობა უკან აგედევნა. ამჯერადაც გაქცევის ინსტიქტმა გძლია და გაიძულა სიმპათიურ უცნობს მანქანაში ჩაჯდომოდი. მთელი გზა ხმისამოუღებლად იჯექი და იმაზე ფიქრში გაგყავდა დრო თუ როგორ შეძლეს შენი ასე მოკლე დროში მოძებნა. საავადმყოფოში მისულიც კი არ იყავი, რომ მაშინვე გამოგწერეს . ექიმმა რაღაც უმნიშვნელო ნაკაწრები გაქვსო და მუხლისთვის მალამო დაგინიშნა. შენ კი წასვლა არ გინდოდა ან გქონდა კი სადმე წასასვლელი? როგორც იქნა მძღოლიც დამშვიდდა და ახლაღა გაახსენდა შენთვის მისამართი ეკითხა. შენ კი მხოლოდ ის მოგივიდა აზრად, რომ თავი მოგემძინარებინა. რადგან ყველაფრით დაღლილს შენთვის უკვე სულერთი გამხდარიყო სად გიკრავდა ბედი თავს . საბოლოოდ კი შენმა თავისმომძინარებამ ნამდვილ ღრმა ძილში გადაინაცვლა. **** ვიღაც კარის სახელურს ეჭიდება და კლიტეს გატეხვას ცდილობს , მაგრამ შენ ისე ღრმად გძინავს , რომ ვერაფერს ამჩნევ ეს კი ალბათ იმიტომ, რომ ყურები საცობებით დაიხშე და რამოდენიმე აბი დამამშვიდებელიც მიიღე . იმისთვის, რომ უძილობას არ შეეწუხებინე. თუმცა როგორც ჩანს ეს უკეთესიც კია მისთვის , ვისაც შენს ოთახში შემოსვლა განუძრახავს, მაგრამ რისთვის?? ამას შენ ვერ გაიგებ, რადგან ჯერ კიდევ ღრმად გძინავს! როგორც იქნა საკეტი დაიმორჩილეს და კარიც ჭრიალით იღება . ოთახის კედლებს ყრუდ ასკდება მწყობრი ნაბიჯთა ხმა . უცნობი კი შენს საწოლთან იხრება და ხელში ბალიშს იღებს , რომელსაც შენს სახეს უმიზნებს. სადაცაა ცხვირზე უნდა აგაფაროს, რომ უეცრად თვალებს ახელ . ახელ და მაშინვე ყველაფერი მთავრდება , რადგან გეღვიძება. -არააა! შეშინებული იღვიძებ და ცდილობ სიზმრიდან გამოერკვე. ვინიცის ეს უკვე მერამდენე კოშმარია. შენ კი გეგონა, რომ ყველაფერს წარსულს გაატანდი და ახალ ქვეყანაში ახალ ცხოვრებას დაიწყებდი, მაგრამ ეს ასე არ მოხდა . უცებ ოთახში შუქი ინთება და ის მამაკაცი შემოდის, რომლის სახელიც ჯერ კიდევ არიცი. -მაპატიეთ ასე, რომ შემოგეჭერით, მაგრამ თქვენი ყვირილი გავიგე. კარგად ხართ? რამე ცუდი დაგესიზმრათ? თუ ვერ იძინებთ შემიძლია დამამშვიდებელი მოგცეთ და მალე ჩაგეძინებათ . უსმენდი და სირცხვილისგან წითლდებოდი. პირველად ხდებიდა ისე, რომ ღამეს მამაკაცის სახლში ათევდი . თანაც უცხო კაცის სახლში, რომელიც ძალიან თავაზიანი და მზრუნველი მოგეჩვენა. ამან კი უფრო მეტად აღგიძრა სინდისი . ისეთი შეგრძნება დაგეუფლა თითქოს მისი თავაზიანობით სარგებლობდი . შენი სახლში წაყვანა , ხომ ფაქტიურად თავად აიძულე არა?! -დიახ, კოშმარი ვნახე, მაგრამ არაფერია. მაპატიეთ, რომ გაგაღვიძეთ. -ეგ არაფერი. დაძინებას შეძლებთ? არმოგერიდოთ შემიძლია დამამშვიდებელი მოგცეთ. -არა , საჭირო არ არის მადლობთ. -კარგი, მაშინ მე გავალ. მშვიდ ძილს გისურვებთ! -მადლობთ, თქვენც ასევე. დაძინება კი გინდოდა, მაგრამ ძილს ვერაფრით ახერხებდი. ვერიჯერებდი, რომ თავს ამდენი რამ დაგატყდა. არიცოდი წინ რა გელოდა. ამ სახლში დიდხანს ვერ დარჩებოდი, მაგრამ წასასვლელიც არსად გქონდა. სად უნდა დამალოდი მდევრებს? ერთადერთი გამოსავალი ქვეყნიდან გაქცევა იქნებოდა, მაგრამ უფულოდ სად გაიქცევი?? სამსახური უნდა იშოვო და ამასთან დამალვაც შეძლო. ამდენი რამ მარტომ როგორ უნდა მოახერხო? ბოლოს კი თავში ერთი იდეა მოგივიდა. რისგამოც შეიძლებიდა საკუთარი თავი შეგძულებოდა და სამუდამოდ დაღუპულიყავი, მაგრამ სხვა გზა მაინც არ გქონდა. უნდა გექურდა! ახლა მხოლოდ ეს ცოდვაღა დაგრჩა ჩაუდენელი და ახლა ისიც უნდა მიგემატებინა . სხვანაირად თავს ვერ გადაირჩენდი. საწოლიდან ფრთხილად წამოდექი და ფეხისწვერწბზე დამდგარი მისაღებში გახვედი. მამაკაცს ტახტზე ღრმად ეძინა. მთვარის შუქი მის სახეს დანათოდა. რაც მისი სახის ნაკვთებს უფრო სექსუალურს და მიმზიდველს ხდიდა, მაგრამ შენ უფლება არ გქონდა ამაზე გეფიქრა. შენ ვერ იქნებოდი მისი ღირსი . მითუმეტეს იმის შემდეგ რის გაკეთებასაც ახლა აპირებდი. ისევ ოთახში დაბრუნდი, კარი ფრთხილად ჩაკეტე და შუქი აანთე. მერე კი ოთახს მოავლე თვალი. შავი საწოლის გვერდით დაბალი ტუმბოები იყო. ფანჯრებს ნაცრისფერი ფარდები ფარავდა. საწოლის გასწვრივ სარკიანი კამოდი იდო. მის გვერდით კუთხეში კი პატარა ოთახი , სადაც გარდერობი უნდა ყოფილიყო. ჯერ ტუმბოები დაათვალიერე. რამე ძვირადღირებულს ეძებდი, მაგრამ რამოდენიმე საათის გარდა ვერაფერს წააწყდი. მერე გარდერობში შეიხედე და სეიფი იპოვე, რომლის კოდიც რათქმაუნდა არ იცოდი. უცებ სეიფის თავზე რაღაც გიშრისფერ ყუთს მოკარი თვალი, რომელიც მაშინვე ჩამოიღე. ყუთში ძველი ფოტოები ეწყო, მოგონებების ყუთს წააგავდა. ასეთი ადრე მეც მქონდაო გაიფიქრე და თავის ადგილზე დაბრუნებას აპირებდი, როცა თვალში პატარა კოლოფი მოგხვდა. რაშიც დიდი ბრილიანტის ბეჭედი იდო. შენც მეტი რა გინდოდა? მაშინვე დაავლე ხელი და იქაურობა სწრაფად მიალაგე. ზურგზე ჩანთა მოიკიდე და ოთახის კარი გამოიხურე. მისაღებში წიგნების თაროსთან მანქანის გასაღები დაინახე და ხელს ისიც წამოაყოლე. მის ადგილზე კი პატარა ფურცელი დატოვე, რომელშიც შენს მასპინძელს ებოდიშებოდი. იმისთვის, რომ ასე უსინდისოდ შეეჭერი სახში და გაქურდე. ნეტავ სხვა გამოსავალი გქონოდა. მაშინ ხომ არ მოგიწევდა ასეთი ბოროტების ჩადენა? და საკუთარ თავსაც ასე ძალიან არ შეიძულებდი!.. პს. ესეც მეორე თავი, იმედი მაქვს მოგეწონებათ. ვალენტინობას გილოცავთ, მრავალს დაესწარით! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.