შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩვენი ამბავი (თავიX )


14-02-2019, 14:40
ავტორი Dr.writer
ნანახია 1 311

აეროპორტიდან გამოვდივართ,მათე თავისი მანქანისკენ მიმიძღვის,კარს მიღებს და ჩაჯდომაში მეხმარება,თვითინ კი მძღოლის ადგილს იკავებს ,მას შემდეგ რაც,ჩემს ჩემოდნებს საბარგულში დებს,მე კი ჩემს თაიგულს უკანა სავარძელზე ვდებ..სანამ მანქანას დაძრავს ცოტახანს მიყურებს და არაფერს ამბობს.
-რა ? ვეკითხები მოთმინება დაკარგული
-აქამდე მითქვამს,რომ ლამაზი ხარ ?
-კარგი რა..სიმორცხვისგან ლოყები მიწითლდება,მზერას ვაცილებ და ღამის თბილისით ვტკბები..
-დაიღალე ?მეკითხება და შუქნიშანთან ჩერდება..
-არა..რატომ მეკითხები ?
-ხოდა ბავშვები გველოდებიან ბარში და პირდაპირ იქ წავიდეთ...
-აუუ მართლა ?ძალიან კარგი...აღარაფერს მეუბნება,მანქანას ძრავს და დაახლოებიტნახევარსაათიანი მგზავრობის შემდეგ ერთ-ერთი ბარის შესასვლელთან ვჩერდებით,სანამ კარის ზღურბლს გადააბიჯებს,ხელს ვკიდებ და ჩემსკენ ვაბრუნებ..
-მათე,მოდი ჯერ ნურაფერს ვიტყვით ჩვენს,უფროსწორად ამ ურთიერთობაზე,ხო მიმიხვდი არა?!
-რა/აუ ერთხელაც თვი ცემი სახელი რა-ეღიმება და ლოყაზე პატარა ფოსოები უჩნდება
-კარგი რა,სერიოზულად გეუბნები
-კარგი ხო,ხელს მხვევს და თავზე მკოცნის..ბარში შესულს ჩემი მონატრებული და გადარეული დაქალების არანორმალაური კივილი მესმის,რასაც მათი გამოქანება და ჩემი ჩახუტება მოჰყვება...ასე ვიყავით მანამდე სნამ ვაჩეს ხმას გავიგებდით,-ჰა ხო არ დაგტოვოთ ?..
-ეე ბიწბო,როგორ ხართ?-ვეკითხები და სამივეს სათითაოდ ვკოცნი..
-კარგად ქალბატონო დოხტორო შენ ?-მეკითხება ვაჩე ,რასაც ყველას სიცილი მოჰყვება..
-მადლობა,ბატონო არაჩვეულებრივად,ვპასუხობ და სიცილი გვიტყდება...ამასობაში მათე შეკვეთას აძლევს...
-არ მაინტერესებს დღეს ყველა ვსვამთ,გასაჩივრებას არ ექვემდებარება-სიტყვით გამოდის ნიკა და ქეთის თავზე კოცნის და მათეს მზერას უსწორბს,-ხო დღეს ჩვენი ატანა მოგიწევს,მანქანით მარტო შენ ხარ..
-მეღადავები?-აშკარა გაოცებს და გაბრაზებას ვერ მალავს,-გამიჩალიჩეთ ხო ?ფუ თქვენი...
-ნანა,ხო დალევ?-მეკითხება თამო და მეხუტება...
-აბა რა,დაასხი..ვამბობ და ანის ხელს ვხვევ,რაც ვაჩეს ეწვიან მზერას იწვევს და ვხვდები,რომ ჩემს აქ არ ყოფნასი ბევრი რამ შეიცვალა...ოფიციანტს ალკოჰოლური სასმელი მოაქვს და მაგიდაზეაწყობს..მთელი ამ ხნის განმავლობასი პირველად ვამჩნევ,რომ მათე ჩემს ოირდაპირ ზის და თვალს არ მაცილებს,სიმორცხვისგან მზერას ვაცილებ და თავს დაბლა ვხრი..დალევას ვიწყებთ ,მათე კი მიწისთხილს და ფორთოხლის წვენს მიირთმევს,რაზეც შეუმჩნევლად მეღიმება..უკვე შეზარხოშებული გაუჩერებლად ვლაპარაკობ და ბავშვებს გერმანიის ამბებს ვუყვები..ხანდახან თვალს მათესკენ ვაპარებ და მის ღიმილს ვაწყდები..ლაპარაკს ტელეფონის ზარი მაწყვეტინებს..თავიდა გაკვირვებული ვარ,რადგან ჩემი ტელეფონია,მერე მახსენდება რომ მანქანასი მოვასწარი ქართული ნომრის ჩადება..ეკრანზე დედაჩემის ნომერი ეწერება და თითქოს ყოველგვარი გულის სიღრმეში დარჩენილი სევდაც კი სადღაც ჯანდაბაში ქრება..აივაზე გავდივარ,რომ ვუპასუხო:-ხო დე?-ვპასუხობ და მის მონატრებულ ხმას ველოდები//
-ნანა,ჩემო გოგო,ჩამოხვედი?(ვხვდები როგორ უცრემლიანდება თვალები და ხმა ებზარება)როცა მითხარი ამ დღეებში ჩამოვალო და ზუსტ თარიღს არ მეუბნებოდი ყოველდღე ვრეკავდი,ვიცოდი ასე ჩუმად ჩამოიპარებოდი,როგორც გჩვევია..
-(მეღიმება) კაი რა „მამჩკა“ სიურპრიზის გაკეთება მინდოდა ,მაგრამ ვინ დამაცადა...
-სიურპრიზს გაჩვენებ მე ჩენ...(ჩაერთო დედობრივი ინსტიქტები)აეროპორტში დახვედრა მაინც არ გინდოდა? გამაგიჟებ რა მე შენ ....
-დე,გოგოები დამხვდნენ..
-ხო შენი დამქაშები..მომიკითხე და აკოცე ჩემს მაგივრად მაგ გადარეულებს..ეხლა რას აკეთებთ?
-გადავცემ დე,არაფერს რავიცი ჩემი ჩამოსვლა აღვნიშნეთ და დავიშლებით ცოტახანში...
-კარგი ჭკვიანად და თავს მიხედეთ,ხვალ მინდოდა ჩამოსვლა,მაგრამ ვერ ვახერხებ და ზეგ ჩამოვალ...მომენატრე ჩემო გადარეულოო..
-დედი,გემრიელობები ჩამომიმატე რა,მეც ძალიან მომენატრე...მიდი დაისვენე გვიანია უკვეე და გელოდები იცოდე...მიყვარხარ!..-პასუხს ააღარ ველოდები,ტელეფონს ვთიშავ და დარბაზში დაბრუნებას ვაპირებ,როცა ნაცნობი და საყვარელი ხმა მესმის,ხმა,რომელსაც მილიონ ხმაში გავარჩევდი რამდენი ხანიც არ უნდა გასულიყო...
-ერთხელ ხო მითქვამს უკვე,რომ მთვრალი უფრო საყვარელი ხარ..მოწევ?-მეკითხება და სიგარეტის კოლოფს მაწვდის..
-რატომაც არა ..-ვპასუხობ თამამდ და ერთ ღერს ვირებ...ჯერ ჩემს ღერს უკიდებს,მერე თავისას..ძლიერ ნაფაზს ურტყამს,კვამლს უშვებს და მის ბურუსსი ეხვევა,პირველად შევნიშნე,რომ სიგარეტი საოცრად უხდებოდა..
-იცი,ეს დღე ისტორიაში შევა...-ამბობს სრული სერიოზულობით ..
-რატომ?ასევე სრული სერიოზულობით ვპასუხობ და გახსნილი ბაგიდან კვალს ვუშვებ..
-პირველი იმიტომ,რომ პირველად მითხარი მომენატრეო და მეორე იმიტომ,რომ ამდენი მცდელობის შემდეგ პირველად ,თამად,მიირე ჩემი შემოთავაზებული სიგარეტი...-ხელებს აივნის მოაჯირს აყრდნობს,ვაკვირდებ და ვამჩნევ როგორ უკანკალებს მარცხენა ხელი,მიკვირს მაგრამ თვალს მალევე ვაცილებდა გონებას სხვა რაღაცეებს ვუთმობ...
-შევიდეთ რა შემცივდა,-ვეუბნეი და ნახევრად ჩამწვარ სიგარეტს ვაქრობ..ისიც იგივეს აკეთებს,მაგიდას ვუბრუნდებით და სმას ვაგრძელებთ,მათე კი უკვე მე-7 ჭიქა ფორთოხლის წვენს უკვეთს..
დილით საშინელი თავისტკივილი მაღვიძებს,აშკარად მღვიძავს,თუმცა თვალებს ვერ ვახელ თითქოს ზედ ტომრები ჩამომკიდეს...რამოდენიმე მცდელობის შემდეგ მიზანს ვაღწევს და როგორღაც თვალს ვახელ,თუმცა ახლა კუნთებს ვერ ვამოძრავებ და ვხვდები რომ წინა ღამეს იმაზე მეტი დავლიე ვიდრე ვგეგმავდი..რადგან ტვინის ვერცერთი უჯრედი ვერ იხსენებს როგორ მოვედი სახლამდე და მით უმეტეს ჩემს ოთახამდე...ბრძოლას არ ვანებებ თავს და ყველანაირად ვცდილობ ავდგე და სამზარეულომდე მაინც მივაღწიო...საბოლოო ჯამში მიზანს ვაღწევ და მაცივართან ძლივს მისული მინერალურ წყალს ვიღებ,ჭიქაში ვისხამ,სკამზე ვჯდები და როგორც კი დალევას ვიწყებ ჩემი ტელეფონი რეკავს,ვხვდები თუ მალე არ ვუპასუხებ შეიძლება თავი გამისკდეს,ისე რომ ეკრანს არც ვუყურებ ვპასუხობ:
-გისმენთ!
-მოიცა ჩემი ნომერი არ გიწერია?!-მესმის მათეს გაკვირვებული ხმა
-იქნებ ჯერ მოგეკითხე მაინც?!
-იქნებ ზუსტად მაგისთვის დაგირეკე?!-კითხვაზე კითხვითვე მპასუხობს..
-აუ ამასაც თუ ყოფნა ქვია რა..
-მე გეუბნებოდი გუშინ,მაგრამ არ დამიჯერე ...
-რა?მართლა?აუ არაფერი მახსოვს ..
-მართლა?არც ის როგორ მაკოცე?არც ის როგორ მთხოვდი ცოლად მომიყვანეო?დასანანია..თითქოს წყენა შეეპარა ხმაში,მე კი მე ღმერთს ვეხვეწები რომიწა გასკდეს და შიგ ჩამიტანოს,ვხვდები სიმორცხვისგან გული რამდენიმე დარტყმას როგორ ტოვებს ..
-რა ?მეღადავები?არ არსებობს..ღმერთო მომკალი
-კაი გეღადავები...რას პანიკიორობ ამხელა გოგო.აუ იმენა პანიკიორი უნდა დაგარქვა რა..
-მოკეტე რა ..ჩემი გაჭირვებაც მეყოფა..
-კაი ხო რა იყო..მომისმინე საღამოს რა გეგმები გაქვს?
-აუ დღეს გოგოების ვარ მთელ დღე,ხვალ დედაჩემი ჩამოდის და ხვალ დედას გოგო ვარ...
-დედას გოგო..იმეორებს და ვხვდები ეღიმება..იმედია მერე მაინც გექნება ჩემთვის დრო...
-რა თქმა უნდა..
-კარგი,მაშინ მე წავედი და შევეცდები სამსახურის საქამეები ამ ორ დღეში მოვაგვარო..
-კარგი,დროებით!
-ჭკვიანად იცოდე...სტანდარტული გაფრთხილება არ ავიწყდება ,ტელეფონს მაგიდაზე ვდებ და ჩემი და'ქალების გაკვირვებული მზერას ვაწყდები..
-ვინ იყო?მეკითხება ანი ცნობოსმოყვარე მზერით..
-ჰა ამოღერღე-ამოსუნთქვას არ მაცდის თამო
-მათე
-რა ?მათე?ის მათე?ანუ შენ გინდა თქვა რომ მათე იყო?
-ანი,საყვარელო ცუდად ხომ არ ხარ?რას ჩაიხვიე გოგო?სულ რამდენ მათეს ვიცნობ შენი აზრით?ხო ,ის მათე იყო.....
-შე უნამუსო,აბა დაფქვი ეხლა ყველაფერი და აქამდე ,რომ არაფერი ვიცოდი მაგაზე მერე მოგთხოვ პასუხს...სხვა რა გზა მაქვს ყველაფერს დაწვრილებით ვყვები,ანის სახეზე კი გაბრაზება და კმაყოფილება ერთმანეთს წუთის მეასედში ცვლის...-აი პროსტა აქამდე როგორ მიმალავდი გაფიცებ..
-კაი რა ანო,შენ კი არა საკუთარ თავსაც ვუმალავდი..
-პროსტა რა,აი ძაან რო მომენატრე თორე ამას ნამდვილად არ გაპატირბდი...
-მიდი ერთი რა ...ეგ კი არა თქვენ არაფერის მოყოლა არ გინდათ?-ვეუბნები გამომცდელი მზერით...
-კაი ხო ჩვენც გვაქვს ახალი ამბები და შენს ჩამოსვლას ველოდებოდით რომ მოგვეყოლა.
-ხოდა გისმენთ..
-ნუ მოკლედ მე და უტა ერთად ვართ..
-რა ?ღადაობ?აუ ძაან გამიხარდა და იმედია ჭკუით მოიქცევი...ანო შენ არაფერი გაქვს საქმელი ?
-მოკეტე რა ..საიდან რა მიხვდები ხოლმე...სულ ვამბობდი ჩათლახი მზერა აქვს მეთქი და არავინ მიჯერებდა...ხო ვაღიარებ მე და ვაჩეს კარგი ურთიერთობა გვაქვს ,ნუ ვდილობთ რა,როგორც შენ იტყოდი ვცოდვილობთ რაღაცას...
-ძალიან კარგი,ხო იცი მიხარია ეს ამბები და თქვენთვის მართლა საუკეთესო მემეტება..
-და შენ და მათეს რა ურთიერთობა გაქვთ?-მეკითხება ანი და მზერას მისწორებს...
-გეფიცები ქირურგიის გამოცდას რო ვაბარებდი,მაშინ არ დაუსვამთ ესეთი რთული კითხვა...არ ვიცი ანო,ამას რა ქვია,შესაძლოა არც არაფერი ქვია,მაგრამ კარგად ვარ გესმის,ამდენი წლის შემდეგ თავს კარგად ვგრძნობ,და ვფიქრობ არსებობს რაღაცეები,რომლებიც სულაც არ საჭიროებენ სახელებს და მით უმეეს ოფიციალურ სახელებს...ცხოვრებაში პირველად ვარ ასე,მომენტით ვცხოვრობ,მათესთან ერთად გატარებული წუთებითდა მომენტებით,ცხოვრებაში პირველად არ მაინტერესებს რას იტყვის ხალხი,უბრალოდ ვგრძნობ რომ ამდენი წლის შემდეგ(გუკას ამბის მერე)ვარსებობ და უ იმასაც მეტყვი რომ ასეთი დამოკიდებულების გამო,ერთ დღეს როცა შესაძლოა ეს ყველაფერი დასრულდეს,ნამდვილად ძალიან მეტკინება ,ვერ გეტყვი რომ ამისთვის მზად ვარ,მაგრამ თუ/როცა დასრულდება დარწმუნებული ვარ ასევე ცხოვრებაში ირველად არცერთ გადადგმულ ნაბიჯს,არცერთ ნათქვამ სიტყვას და ქმედებას არ ვინანებ...
-არვიცი ნანა,გისმენ და სულ სხვანაირი ხარ...მიხარია თუ ბედნიერი ხარ,შენ ამას ნამდვილად იმსახურებ




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent