შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნოემბრის ნაყინი (თავი IV)


14-02-2019, 23:47
ავტორი kesane123
ნანახია 1 625

ჰეი შენ მკითხველო ვინც ახლა ამას კითხულობ, გგონია ეს მოგონილი ამბავია? იქნებ არც არის მოგონილი და ზუსტად ასეთი ტკივილით იტანჯებოდა ერთი პატარა გოგო რომელიც ქალად იქცა? იქნებ ჩემს ფანტაზიებში უბრალოდ არ მომხვდარა ეს ამბავი? სადღაც შუაგულ საქართველოში არსებობდა გოგო რომელიც ასეთი სიყვარულით სულს ღაფავდა ახლა კი საკმაოდ წარმატებული და ძლიერი ქალია.
ცხოვრებაში გქონიათ ისეთი მომენტი როცა გეგონათ რომ თურმე ამდენი იმისთვის გიტანჯია რომ ბოლოს დიდ ბედნიერებას შეჯახებოდი? ზუსტად ასე ვიყავი იმ საღამოს, როცა ნიკას ხელების შეხება კიდევ ერთხელ ვიგრძენი, მისი სურნელი შევიგრძენი და მის ტუჩებსაც გავუსინჯე გული.კლუბიდან რომ ამოვდიოდით გამაჩერა და აუზთან გამიყვანა, შეზლონგებზე გავწექით და ვარსკვლავებით მოჭედილ ცას ვუყურებდით როცა უცბათ მუხლებზე დადგა და ჯიბიდან ულამაზესი ბეჭედი ამოითო. სადა მაგრამ მაინც ლამაზი იყო.ხელი მთხოვა და მეც დიდი გაოცებსი და ბედნიერების ცრემლების შემდეგ დავთანხმდი, ახლა მისი საცოლე ვარ, რომელიც არასდროს დატოვებს! ყველანაირი ზედმეტობების გარეშე ნიკაზე მიხუტებულს გამეღვიძა მის მკლავებში ვიყავი მოქცეული და თავს ყველაზე დაცულად ვგრძნობდი. იცით როგორ მიყვარდა? შემეძლო ყველა დამევიწყებინა მის გამო, ყველა და ყველაფერი დამეტოვებინა. ვიცი... კარგად ვიცი რომ ეს სიტყვები ბანალურად ჟღერს მაგრამ რაც ფაქცია იმას ვამბობ. ისე რომ დავფიქრდეთ სიყვარულიც ერთი დიდი ბანალურობაა, ასე არ არის? გამეღვიძა... დილის 12 საათი იყო, ნიკა მშვიდად ფშვინავდა და ძილისგან დასიებულ, დაწითლებულ ტუჩებს დროდადრო ღიმილს აპარებდა. მისი სახის შესწავლა დავიწყე, თითებით ვსინჯავდი მისი სახის ყოველ ნაწილს, ბოლოს იმ დასიებულ, დაბუშტულ ტუჩებზე წავეტანე და გავაღვიძე კიდეც.
--თანახმა ვარ ყოველ დილით ასე გამაღვიძო.-მითხრა და შუბლზე ცხელი ტუჩები მომაკრო.
--ყოველ დილით? საკმაოდ სარფიანი შემოთავაზებაა.-გავიცინე და მის ყელში ჩავმალე თავი.
--რაღაც უნდა გითხრა მაგრამ ვიცი რომ გამიგებ.-უცებ მითხრა და მეც თვალები ვჭყიტე.
--ახლა არმითხრა კიდევ მოსაკლავად დამდევენ და უნდა წავიდეო თორე მეთვითონ მოგკლავ.-შევუღრინე მე.
--აღარსად აღარ ვაპირებ წასვლას, უბრალოდ ერთ-ერთი მიზეზი იმის რატოც აქ დავბრუნდი ის არის რომ, 10 თვის წინ მაგრად მივქარე, დაბოლილი ვიყავი და ვიღაც გოგო ავიკიდე, ჰოდა დამადგა მერე და გამომიცხადა ორსულად ვარო, იმხელა გერმანიაში მაინცდამაინც ქართველი გამომიჭირა ქართველმა. აბორტის გაკეთება უნდოდა ჩემს სამოდელო კარიერას არ დავინგრევ ამ ბავშვის გამოვო, ჰოდდა მეც ვუთხარი რომ გაეჩინა და ჩემთვის მოეცა ბავშვი. 1 თქვის წინ გააჩინა და მამა გავხდი, მიუხედავად იმისა რომ ბავშვი სიყვარულის ნაყოფი არარის უსაზღვროდ მიყვარს, მამას კაცია. არმინდა რადა რამე დაგავალდებულო გესმის? მესმის რომ ჩემი შვილი შენი შვილი არარის ამ შემთხვევაში მაგრამ ყველაფერი შენი გადასაწყვეტია. ერთხელაც არ უკითხავს დედამისს როგორ არის და ცოცხალია თუარა, მე მაგის...--გაშტერებული ვუსმენდი და გაოცებისგან თვალები მქონდა დაჭყეტილი.
--აბა ნიკუშ მითხარი ჩემს პატარ ბიჭს რაქვია?-გავუღიმე და მის გაოცებულ სახეზე სიცილი დავიწყე.
--მოიცა ანუ?
--რა ვერგაიგე ერთი ძალიან მაინტერესებს. ისედაც ცხადია 8 წელი ქალის გარეშე ვერ გაძლებდი და ისედაც კარგად ვიცოდი ვაჟიშვილი არიქნებოდი, შენთუ გეგონა ბავშვის, იმ პატარა უცოდველი არსების გამო მიგატოვებდი რომელიც დედამისმა არ დაინდო ძალიან ცდები. მე მას ისე შევიყვარებ და ისე გავზრდი როგორც საკუთარ შვილს. ახლა კი სახელს მეტყვი თუ გამოძიება ჩავატარო? ან ბავშვი სადარის? სად დატოვე? საგულაოდ წამოხვედი და ბავშვი სად დატოვე?-ლამის პანიკა დამეყო.
--ჩემი საოცრება ხარ რადა! შენ ხარ ჩემი ბედნიერება და საოცრება!-ჩამეხუტა და მის ბედნიერ, გაბრწყინებულ თვალებზე ცრემლიც კი შევნიშნე მაგრამ მალევე გაქრა.-დღს მომიყვანს ჩემი ძიძა, მეც იმან გამზარდა და ჩემს ბიჭსაც უვლის.
--შენი აღარ არის და რაო რას ამბობდი რა ქვია ჩემს ბიჭს? შენნაირი თვალები აქვს ნიკა?-ვკითხე და გავუღიმე.
--დემეტრე რადა, დემე დავარქვი.
--რომელზე მოიყვანენ ჩემს დემიკოს?-ვკითხე და სახელ დემეტრეზე გულში გამკრა რადგან არსებობდა მეგობარი, სახელად დემეტრე რომელმაც გული მატკინა და უცბათ გამახსენა თავი მაგრამ რაც მთავარია ვიცოდი რომ ამ ბავშვს ჩემს მთელ ენერგიას და თავს მივუძღვნიდი და ისეთ ადამიანად არ გავზრდიდი როგორიც ჩემი ‘მეგობარი’ მეგონა.
--პირველზე მანდ ვიქნებითო დალიკომ.-მითხრა და ცხვირზე მაკოცა.
--ვაიმე დემე დაგვაგვიანდება ადგომა, გამზადებაც ჰო გვინდა კარგი რაა არადა რა შვიდად წევხარ უფ.-შევუბღვირე და ტუჩები გავბუსე.- მოიცა რაღაც გამახსენდა. ნიკა შენი და სად არის?
--მოდის, ქმართნ და შვილთან ერთად. ჩემი გაბერილი მეორე დიშვილს ველოდები.
--აურამაგარიააა, ისადა მოვეწონები შენიაზრით?-ვკითხე აფორიაქებულმა.
--უკვე 8 წელია მოწონხარ რადა.-გაიცინა.-სხვათაშორის ჩემის სიძის ძმაც მოდის თავის ცოლთან ერთად, ორი თვეა დაქორწინდნენ, მაგარი კაცია, მგონი შენც იცნობ.
--ჰოო? რაქვია? ვინარის?
--დემეტრე ჯიშკარიანი.-თქვა და როგორც კი ჩემი გაფითრებული სახე დაინახა მაშინვე ეცვალა სახე თვითონაც და ეჭვით სავსე მზერა შემომანათა.
--დე..დემეტრე? თანაც ჯიშკარიანი? ჩემი დემეტრე? მეღადავები ნიკა? არა რაა, გთხოვ მითხარი რო ყველაფერი იცი და მაგიტო შემაშინე. ოღონდ მისი სახე აღარ ვნახო და ყველაფერს დაგიჯერებ გეფიცები.
--სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ არ ვხუმრობ და დაიწყებ მოყოლას თუ რავქნა ახლა?-მკითხა და ძარღვები დაებერა.
--დემეტრე და მე და-ძმასავით ვიყავით 6 წლის განმავლობაში. ის და გოგონები იყვნენ ერთადერთი ნათელი წერტილი ჩემს ცხოვრებაში. მიყვარდა სიგიჟმდე, ზოგს შეყვარებულებიც ვეგონეთ თან ჰო იცი ჩვენი ქალაქი პატარაა ყველაფერი ადვილად ვრცელდება. ერთ დღესაც მითხრა შენი ხასიათი და ბავშური ქცევები მაღიზიანებს და ვეღარ გიძლებო ამიტომ ჯობს ურთიერთობა გავწყვიტოთ და მხოლოდ ნაცნობები ვიყოთო, მეც დავთანხმდი, აბა რა მეთქვა ნუ მომიკლავ სულს და შენს გარეშე არ ვიქნები კარგადთქო? იმის შედეგ ერთარდერთხელ დამეკონტაქტა და შეყვარებულთან ერთად გადაღებული ფოტო გამომიგზავნა და წერილიც მოაყოლა, იმედია არაფერს ინანებ ცხოვრებაში რადგან მეც არაფერს ვნანობო. ეგეც შენი მაგარიკაცი დემეტრე.-გავუღიმე და ჩაცმა დავასრულე, უკვე 10 აკლდა პირველს.
--კაი არშეიმჩნიო როდაინახავ, ჩემო სიცოცხლე. ისე შენი და სადარის?
--მშობლებთან არიან ეგ და ჩემი სასიძო. ერთმანეთშ გააცნობს თან დაისვენებენ მილანში.
--და გითოვდება?-გამიცინა და შუბლზე მაკოცა.
--იცი რა ჯიგარი სასიძო მყავს? პოლიტიკოსია სხვათაშორის პრემიერობას უმიზნებს, რეზი შენგელია.
--შენი და სად გაიცნო მაგჩემისამ, რამდენი წელია არმინახავს ტოო.
--იცნობ?-გაკვირვებულმა შევხედე.-პრესკომფერენციაზე გაგზავნეს ჩემი და მაგასთან და მოსწონებია იქ მერე დაწყებულა მაგათი ლავსთორი.
--ადრე ვძმაკაცობდით, ღრმა ბავშობაში, მერე ეგ საზღვარგარეთ გადავიდა 15-ის როიყო და დავიკარგეთ რა.-ჩიცინა.-ასწორებს.-ტელეფონზე დაურეკეს მოვდივარო და მაშინვე გაუთიშა.
--მოვიდნენ?-ვიკითხე აფორიაქებულმა.
--არ ინერვიულო კაი? ხელი ჩამკიდე და მენდე.-ჩემი თითები თავისაში ახლართ და შუბლზე მაკოცა. ნომრიდან გავედით და დაბლა ჩავედით. მთლიანად ნიკაზე ვიყავი დამოკიდებული და აღრც ვნერვიულობდი რადგან ვიცოდი რომ ის ჩემთან იყო და დამიცავდა ყველასგან და ყველაფრისგან რადაც არუნდა დაჯდომოდა. რეგისტრატურასთან მივედით და იქვე შევნიშნე შუახნის ქალი ჩვილით ხელში და მის გვერდით ნიკას მსგავსი გოგო,დიდი მუცლით გვერდით კი პატარა ქერა გოგონათი და ქმრით. აი ბოლოს კი დემეტრე და მისი ცოლი შემეჩეხნენ და დემეტრეს დაბნეულმა მზერამაც არ დააყოვნა. ეს ის გოგო იყო ფოტოდან, რა კარგი იქნებოდა ახლა მასთან მისვლა და ჩახუტება შემძლებოდა, როგორც დას და მიმელოცა მისი გაბედნიერება.
--ნელიკო როგორ არის ჩემი ვაჟკაცი?-ბავშვი ხელიდან გამოართვა და ძლიერად მოეხვია ცალი ხელით ქალს.
--ნიკოლოზ შვილო ეს რადაა?-ღიმილით და ცრემლიანი თვალებით კითხა ქალმა.
--დიახ, ეს არის რადა, ჩემი შეყვარებული.-შუბლზე მაკოცა და გამიღიმა მე კი მხოლოდ ბავშვს ვამჩნევდი როგორ გავდა ნიკას.
--აუუ რძალუუუკ, ძლივს არ გვაღირსა ჩემმა ძმამ შენი გაცნობა?-გამიღიმა სოფიმ ნიკას დამ და გადამეხვია.- რა ძალიან ლამაზი და საყვარელი ხარ.-ხელით ლოყაზე მომეფერა და ცრემლებით აევსო თვალები. ყველა გავიცანი და ბოლოს დემეტრემდეც მივედით.
--რადა..როგორ შეცვლილხარ-სევდიანად გაიღიმა მან.
--სულ ბავშვი კიარ ვიქნებოდი.-გავუცინე და მის ცოლზე გადავიტანე ყურადღება.-ჩემზე არაფერი უთქვამს მარიამ?
--კი როგორ არა, ბევრი მსმენია თქვენს საოცარ ურთიერთობაზე და უნახავად გიცნობ უკვე კარგახანია.-გამიცინა და დიდიხნის ნაცნობივით გადამეხვია.
--საიდან იცნობთ ერთმანეთს კიმაგრამ.-კითხვისნიშნებით სავსე მზერა მოგვაპყრო სოფიმ.
--არაბიოლოგიურ და-ძმობას ვაწვებოდით და..-გაჩერდა დემეტრე.
--და?-წარბი ავუწიე მე.
--არაფერი, დებილი ბავშვივი ვიყავი. სხვადროს მოგიყვები ცნობისმოყვარე ორსულო.-გაუცინა დემემ და მუცელზე მოეფერა.-ბიძი მანედან როგამოხვალ დედაშენი ერთად გავაბრაზოთ ხოლმე.
--ნუ ელაპარაკები გრძნობს და არისვენებს.-მე ისევ პატარა დემეზე და ნიკაზე გადავიტანე ყურადღება და საოცარი სიახლოვე ვიგრძენი ამ ბავშვთან. ღმერთო, რასაყვარელია.
--ნიკუშ.-დავუძახე და ბავშვს მზერა მოსწყვიტა.
--ჰო რადუს.-გამიღიმა.
--მომიყვანე რაა.-კატის თვალებით შევხედე.
--მოდი.-გამიღიმა და ბავშვი დიდი სიფრთხილით ჩემს ხელებში მოაქცია.
--რაო პაწუ, რატომ მიღიმი? მოგეწონე დემე?-შუბლზე ვაკოცე მომღიმარ ბავშვს.-რა ტკბილიხარ პატარავ.-გულთან მივიხუტე და თვალები მივნაბე. ნიკოლოზი გაბადრული სახით მიყურებდა და ბედნიერების სხივი უკრთოდა თვალებშ. ნელიკო და სოფო ერთმანეთს ამშვიდებდნენ. დემეს სიძე დუდუ მარიამი და დემეტრე გაღიმებულები გვიყურებდნენ. სწორედ მაშინ მივხვდი რომ ეს ბავშვი ჩემი საოცრება იყო, ჩემი ნაწილი იყო და მე მისი დედა ვიქნებოდი. ყველაზე ჯიგარი და გმირი დედიკო ეყოლება ჩემს პატარას.ცოტახანში პატარამ ჩემს ხელებში დაიძინა მე კი ვუყურებდი სანამ მარიამი და ბავშვები არ წამოგვადგნენ თავზე.
--ეს პატარა ანგელოზი საიდან მოიყვანე?-მკითხა მარიამმა და ბავშვს გაღიმებულმა შეხედა.
--ნიკას და ახლა უკვე ჩემი შვილია.-გავუღიმე და დაღებული პირი დავახურინე.
--რანაირად?
--რააზრიაქვს? მთავარია ჩემია და მორჩა.-გავიცინე და ისევ პატარას შევხედე რომელიც მშვიდად ფშვინავდდა და თითოეული მისი ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა მაბედნიერებდა ისე როგორც საკუთარ დედას.
--ჩემი პატარები.-ნიკა მომიახლოვდა და შუბლზე ცხელი ტუჩები მომაკრო.-ახლა რავქნათ ჩვენ?
--მე ამ საოცრებას არ მოვშორდები!-განვუცხადე კატეგორიულად.
--მეკიდე ვფიქრობ რომ შენ და უფროს დემეტრეს სალაპარაკო გაქვთ.-წარბაწევით გადმომხედა ნიკოლოზმა და დემეტრესკენ მანიშნა რომელიც აუზთან მაგიდასთან იჯდა და კოქტეილს სვამდა.
--იცოდე რომოვალ ისევ მე მეყოლება.-გამაფრთხილებლად დავუქნიე თითი მომღიმარ ნიკას.
--მგონი მალე შვილზე ვიეჭვიანებ.-თავი გააქნია და ბავშვს დახედა.-მამას სიცოცხლე კაცი.-უნდა ეკოცნა როცა გავაჩერე.
--წვერები გაქვს ნიკა.-გაბრაზებულმა შევხედე.
--არ მოედება წვერებბი და წადი შენ მე მარიამს უნდა გავუქრო კითხვის ნიშნები.-ჰაეროვნად მაკოცა და მეც აუზისკენ სიცილ-ღიმილით წავედი.დემემ დამინახა და სახე გაუნათდა.
--აბა გისმენთ ბატონო სვანო.-გავუღიმე და მის წინ ჩამოვჯექი.
--მაპატიებ?-მკითხა და თვალები გაუნათდა.
--რა უნდა გაპატიო პუპსიკ?-თვალი ჩავუკარი და ისევ გავიღიმე.
--ის რომ შენს უცნაურობას სხვანაირად აღვიქვამდი, უბრალოდ შენ იმდენად ლაღი იყავი და ხარ ვერ გავუძელი გესმის? შენ უცნაური კიარა განსაკუთრებული ხარ რადა. მე შენ მაკლიხარ ბედნიერებისთვის მხოლოს. ჩემი დაიკო რომელსაც საშინლად ვაწყენინე.
--პატარა დემეს უმადლოდე განსაკუთრებულ ხასიათზე ვარდა ყველაფერს ვივიწყებ.-გავუღიმე და მის გაბადრულ სახეზე უფრო გამეცინა.-მოდი ჩაგეხუტო შე პატარა ბავშვო.-გამეცინა და წამოვდექი, ისიც ადგა და ხელებგაშლილი დამელოდა. ორი ნაბიჯი გადავდგი და ისევ ისე ჩავეხუტე როგორც ადრე ვეხუტებოდი. მხურვალედ და თბილად.
--ჩემო პატარავ.-მითხრა და თავზე მაკოცა.
--წამო ჩემი პატარა მომენატრე და შევიდეთ.-ვუთხარი, ხელი გადამხვია და ერთად შევედით. დუდუ შემოვიდა სასტუმროში და ჩვენსკენ წამოვიდა.
--მოაგვარე სიძებატონო?-თვალი ჩაუკრა ნიკამ.
--ეჭვი გეპარებოდა რო მოვაგვარებდი?-თვალი ჩაუკრა და გაუცინა.
--რახდება?-იკითხა დემეტრემ.
--კაროჩე ყველა მივდივართ ჩემსახლში, გუშინ ალაგებდნენ და მაგიტო ვერ მივედით იქ.მარიამ, აირბინე ბარგი ჩააალაგეთ და დავაწვეთ.-წამოდგა ნიკა და ბავშვი იდევ მე მომიყვანა.
--ჩემი პატარა, ჩემი ცქოლება. ვუიმე როგორი ციცქნა ხარ შენ პაწუ. როგორ გავხარ მაამიკოს იცი? იცი რა გიჟი დეიდა გყავს? ჩამოვა და როგნახავს გაგიჟდება დემე. რატო მიყურებ პატარავ მასე? გინდა რო შეგჭამო პატარავ? უნდა შეგჭამო და გადაგყლაპო ჩემო ტკბილო.-ხელში ვკოცნიდი და მის სურნელს ხარბად ვისუნთქვავდი. ბავშვის სურნელი, ხომ ჭკუიდან გადაგიყვანს მაგრამ აი მისი სურნელი გულს მიჩერებდა.-რაკარგი სურნელი გაქვს იცი? მინდა რომ გადაგყლაპო. როგორ ძალიან უყვარხარ შენს რადას იცი? ჩემი პირველი სიხარული ხარ შენ.-ახლა ნიკას მივუბრუნდი- როგორ მისმენს ნიკა შეხედე, მგონი ყველაფერი გაიგო, შეჭმასაც რომ ვუპირებ ეგეც.-ჩავიკისკისე.
--ჩემი ორი ბედნიერებახართ.-ხელი მომხვია და ორივე ერთად ვუყურებდით პატარა საოცრებას რომელიც ინტერესით გვიყურებდა და ჩემს თმას ეთამაშებოდა, პატარა თითებით.



ძააააალიან დიდი მადლობა ვინც კითხულობთ <3 შემიფასეთ და ბოდიში რომ აქამდე ვერ დავდე. <3 ველოდები შეფასებებს და მინდა გაცნობოთ რომ დასასრულს ვუახლოვდებით და სულ მალე ახალი უკეთესი ისტორიით შემოგიტევთ. <3




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent