შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაქცეული /3/


15-02-2019, 14:45
ავტორი BIG DREAMER
ნანახია 1 080

მზის სხივები თვალებს სჭრის და მაღვიძარაზე ადრე აფხიზლებს. კაცი თავს მძიმედ სწევს და დაჭიმულ კისერს იზელს. მერე ტახტიდან დგება და საპირფარეშოში შხაპის მისაღებად შედის. შხაპის შემდეგ კი ხალათს იცვამს და საუზმის მზადებას იწყებს
და როცა ასრულებს ლანგარზე ომლეტთან ერთად ერთი ჭიქა ფორთოხლის წვენს და პურს დებს.
მერე კი საძინებლისკენ დაიძრა და კარზე ფრთხილად დააკაკუნა. თუმცა ხმა, რომ არავინ გასცა ალბათ სძინავსო გაიფიქრა და კარის სახელური ფრთხილად ჩამოსწია.

-დილამშვი…..
მოულოდნელობისგან სიტყვა გაუწყდა და ადგილზე გახევდა. ოთახი ცარიელი დახვდა . გოგონა, რომელიც მძინარე დატოვა უეცრად აორთქლებულიყო. ასეთ რამეს არ ელოდა. რას წარმოიდგენდა თუ დაუმშვიდობლებლად წავიდოდა თანაც ასე ადრიანად.
გაწბილებულმა მშვიდად მიხურა საძინებლის კარი და ჩაფიქრებილი სავარძლის საზურგეს მიეყრდნო.
მერე კი წიგნების თაროზე აკურატულად დადებულ კონვერტს მოჰკრა თვალი, რომელიც ადრე იქ არ შეუნიშნავს. კონვერტი აუჩქარებლად გახსნა და გაკრული ხელით ნაწერი წერილი უმალ ჩაიკითხა.

“ დიდ მადლობას გიხდით ყველაფრისთვის!.
თქვენს სიკეთეს არასოდეს დავივიწყებ. თუმცა გირჩევთ, რომ მეტად აღარ ენდოთ უცხო ადამიანებს და არც თქვენი სახლის კარი არ გაუღოთ, რადგან შეიძლება მერე ინანოთ და კიდევ, ძალიან გთხოვთ მაპატიოთ ჩემი საქციელი.
თქვენ ნამდვილად არ იმსახურებდით იმას რაც გაგიკეთეთ. იმედია ოდესმე ჩემს პატიებას შეძლებთ. მე კი ვეცდები , რომ ჩემი ცოდვები გამოვისყიდო. მშვიდობით! “

წერილი ხელიდან გაუვარდა, ვერ ხვდებოდა რა დაატყდა თავს. ან ბოდიშს რისთვისღა უხდიდნენ?
უეცრად კი თითქოს გონს მოეგოო საძინებელ ოთახში შეიჭრა და გაფითრებული სახით რაღაცას დაუწყო ძებნა. არა არა… ოღონდ ის არა… თავისთვის ბუტბუტებდა და ძებნას არ წყვეტდა და როცა ყუთს თავი ახადა შიგნით ბეჭედი აღარ დახვდა. რაზეც სიბრაზისგან იფეთქა და მთელი ოთახი თავდაყირა დააყენა.
განა რას იფიქრებდა თუ სიკეთისთვის მადლობას ასე მიიღებდა??
ახლა რა უნდა ექნა?? პოლიციაშიც კი ვერ დარეკავდა, რადგან ქურდის სახელიც კი არ იცოდა. რისი იმედი უნდა ჰქონოდა??
საათს დახედა და ახლაღა მიხვდა, რომ სამსახურში იგვიანებდა. სასწრაფოდ დაიწყო ჩაცმა და როცა უკვე მზად იყო წასასვლელად. მანქანის გასაღები მოიძია, რაც მისდაგასაკვირად ვერსად იპოვა. მერე კი მიხვდა, რომ ქურდს ბეჭედთან ერთად გასაღებიც თან წაეღო .
-კარგი რაა მანქანაც?? აი როგორ გიფასებენ დღეს სიკეთეს!

სახლი გაცოფებულმა დატოვა.


****

ღამე მანქანაში გაათენე გამთენიისას კი საუილვერილო მაღაზიებს დაუწყე ძებნა და ბრილიანტის თვლიანი ბეჭედი ერთ-ერთი მაღაზიის ნოქარს შესთავაზე, რომელმაც ის დიდი გულისყურით შეათვალიერა და გითხრა, რომ ბეჭედი ყალბი იყო.
თავიდან იფიქრე, რომ შენი გაცურება სურდათ, მაგრამ როცა თითქმის ყველა საუილვერილო მაღაზიები მოიარე მაშინღა დარწმუნდი იმაში, რომ საშინლად არ გაგიმართლა.
ერთადერთ იმედათ კი მანქანის გაყიდვაღა დაგრჩა, რომელსაც ისე ვერ შეძლებდი თუ თან მანქანის საკუთრების დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი არ გექნებოდა . ეს კი იმისთვის გჭირდებოდა, რომ მანქანის ქურდობაში არავის გამოეჭირე და რადგან მსგავს საბუთს არ ფლობდი ამიტომ თავის გატანის შანსიც ნაკლები გქონდა.
გამოუვალ სიტუაციაში იყავი და გამოსავალს ვერ პოულობდი. ერთი გაფიქრება ისიც კი გაიფიქრე პოლიციას ხომ არ ჩავბარდეო? მაგრამ მერე გაგახსენდა, რომ ამ ქვეყანაში არ იძებნებოდი იმისთვის რაც სხვა ქვეყანაში ჩაიდინე.
ამის გახსენებაზე კი ისიც მოგაგონდა, რომ მდევრები, რომლებიც თავს სასტუმროში დაგადგნენ პოლიციელებს არ გავდნენ, რადგან მათ არც უნიფორმა ეცვათ და არც ჩხრეკის ორდენი ჰქონდათ. ამასთან არც თავად უთქვამთ, რომ პოლიციიდან იყვნენ. გამოდის, რომ პოლიციამ არაფერი იცოდა და საქმე ისევ დახურვის პირას იყო.
თუ ასეა მაშინ ვინ იყვნენ ის ტიპები?
შენგან რა უნდოდათ?
იქნებ კერძო დეტექტივები?
კი მაგრამ ვინ შეიძლება მდგარიყო ამ საქმის უკან??
ვის უნდა გასჩენოდა კითხვები?
ნუთუ მოწმე არსებობდა??
და თუ არსებობდა მაშინ ვინ იყო ან რა მიზანი ამოძრავებდა??
უთუოდ შურისძიება განა სხვა რა მიზანი შეიძლებოდა ჰქონოდა?!.
საკითხავი ის იყო თუ რატომ აეღო შენზე ეჭვი და ჰქონდა თუ არა რაიმე რაც შენს დანაშაულს დაამტკიცებდა?
ამან კი საგონებელში ჩაგაგდო და ის შიში აღგიძრა, რომელსაც მთელი ამ დროის მანძილზე გაურბოდი.

*****
სამსახურს გული ვერაფრით დაუდე, რადგან სულ იმ იდუმალ ქალზე გეფიქრებოდა, რომელმაც გაგქურდა და ბავშვივით მოგატყუა. საკუთარ მიამიტობაზე ბრაზობდი და თავს ვერ პატიობდი იმას, რომ უცხო ადამიანი სახლში შემოუშვი. დანაკარგზე მეტად ის ფაქტი გაწუხებდა, რომ ვიღაცამ შენი გაქურდვა გაბედა, თანაც იმ დროს როცა თავადაც შინ იმყოფებოდი.
დაკარგული ნივთები კი დიდად არ გადარდებდა არც შენი ძველი მანქანა და არც ყალბი ბრილიანტის ბეჭედი, რომელიც საცოლემ მაშინვე უკან დაგიბრუნა, როცა შეიტყო რომ ნამდვილი არ იყო. რაც დიდად არ გაგკვირვებია, რადგან იმ ქალის სიყვარულში მუდამ ეჭვი გეპარებოდა, რომელიც ფულს ჭკუიდან გადაჰყავდა .
და ყოველთვის იმაზე მეტს ითხოვდა , შენგან ვიდრე იმსახურებდა , მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა შენ ის საბედისწერო ქალი გულწრფელად გიყვარდა და მასთან ყოფნისთვის ყველაფერს აკეთებდი. რაც საკმარისი არასდროს იყო.
სამწუხაროდ არსებობენ ქალები, რომლებსაც ღირსეულ კაცებზე მეტად მდიდარი კაცები სჭირდებათ!
ქალები, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ ნამდვილ სიყვარულზე.
და როცა საბოლოოდ შენ ამას მიხვდი მაშინ იძულებული გახდი ასეთი ქალი შენი ცხოვრებიდან გაგეშვა, რადგან მის გვერდით ბედნიერი ვერასოდეს იქნებოდი. იმაში დარწმუნებული კი არიყავი მისი დავიწყება შეძელი თუ არა, რადგან შენსავით კარგად არავინ უწყოდა ის ,რომ საყვარელი ადამიანის ცხოვრებიდან ამოშლა ყველაზე რთული და მტკივნეული პროცესია, რომელსაც დიდი დრო სჭირდება. თუმცა ამას ისინი ვერ მიხვდებიან , ვისაც ნამდვილი სიყვარული არ უგემია და ვისთვისაც სიყვარული მხოლოდ საყვარელი ადამიანის მიერ მირთმეულ ძვირადღირებულ საჩუქრებთან ასოცირდება.

პს. თხოვნა იქნება წაკითხვის შემდეგ ყველამ დააფიქსიროს თავისი აზრი კომენტარის სახით, რადგან თითოეული თქვენგანის აზრი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.



№1  offline წევრი Niniko11

ძალიან კარგი იყოოო მომეწონააა ეს თავი წინას ბევრად ჯობდა იმიტომ რომ ემოციებით დატვირთული იყოო და აშ
ნუ მოკლედ კარგად წერ და იცოდე ბოლომდე მოგყვებიი♡♡♡
შემდეგ თავს მოუთმენლად ველიი♡♡
♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡

 


№2  offline წევრი BIG DREAMER

Niniko11
ძალიან კარგი იყოოო მომეწონააა ეს თავი წინას ბევრად ჯობდა იმიტომ რომ ემოციებით დატვირთული იყოო და აშ
ნუ მოკლედ კარგად წერ და იცოდე ბოლომდე მოგყვებიი♡♡♡
შემდეგ თავს მოუთმენლად ველიი♡♡
♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡



შემდეგი დაიდება ხვალ! heart_eyes heart_eyes მაბედნიერებს ასეთი თბილი კომენტარები მადლობა , რომ კითხულობ! heart_eyes heart_eyes innocent innocent

 


№3  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

ცოტა ვერ გავუგე მეორე პირში წერას. მიჭირს ჯერ-ჯერობით შეგუებ, მაგრამ საინტერესოა. თუ შეძლებ, თავები გაზარდე, საინტერესოა და არ მყოფნის. სხვას ვერაფერს დავამატებ. ნაწერიც გამართულია. ასე რომ მხოლოდ ლოდინი დამრჩენია: დდ

 


№4  offline წევრი Rania

Zalian patara tavebiaa. Sainteresoa da kargad ikitxebaa. Velodebi eodis gaixsneba kvanzi
--------------------
Q.qimucadze

 


№5 სტუმარი ღამის სტუმარი

თანდათან საინტერესო ხდება მოგყვები და ცოტა თუ გაზრდი თავებს გაგვახარებ.))d

 


№6  offline წევრი BIG DREAMER

Chikochiko
ცოტა ვერ გავუგე მეორე პირში წერას. მიჭირს ჯერ-ჯერობით შეგუებ, მაგრამ საინტერესოა. თუ შეძლებ, თავები გაზარდე, საინტერესოა და არ მყოფნის. სხვას ვერაფერს დავამატებ. ნაწერიც გამართულია. ასე რომ მხოლოდ ლოდინი დამრჩენია: დდ


❤❤❤ ვეცდები ცოტა გავზარდო :დ

 


№7  offline აქტიური მკითხველი grafo

სიუჟეტი თითქოს უნდა მომეწონოს. აშკარად მე რაც მიყვარს იმას ჰგავს. მაგრამ, ვერაფრით მოდის გულამდე თუ გონებამდე თუ როგორ ვთქვა აღარ ვიცი. რაღაცნაირ დროში წერია და ფაქტები როგორ უნდა აღვიქვა, როგორ შევხედო ვერაფრით ვერ ვხვდები !.

 


№8  offline წევრი BIG DREAMER

grafo
სიუჟეტი თითქოს უნდა მომეწონოს. აშკარად მე რაც მიყვარს იმას ჰგავს. მაგრამ, ვერაფრით მოდის გულამდე თუ გონებამდე თუ როგორ ვთქვა აღარ ვიცი. რაღაცნაირ დროში წერია და ფაქტები როგორ უნდა აღვიქვა, როგორ შევხედო ვერაფრით ვერ ვხვდები !.


რას მირჩევ? ❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent