შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სამიზნე || (თავი 1)


15-02-2019, 14:52
ავტორი naattii
ნანახია 3 028

-გენერალო_მხედრული სალამით მიესალმა ჯარისკაცი უფროს.
-გისმენ ხვიბლიანი.
-კავშირი როგორც ვივარაუდეთ ნახევარი საათია გაწყვეტილია, დაახლოებით ორ წუთში ველოდეით აღდგენას.
-კარგი, მოვდივარ_მაშინვე წამოდგა ანდრია და შტაბში გადაინაცვლა.

-რა მდგომარეობაა?_ხმამაღლა გაისმა ყველას მიმართ დასმული შეკითხვა
-გენერალო, ბოლოს ექიმ გოდუაძეს ვესაუბრეთ და გაგვაფრთხილა კავშირის გაწყვეტაზე, უკვე წუთნახევარი რჩება აღდგენამდე.
-ეგ იმ შემთხვევაში თუ მშვიდობაა_შეუმჩნევლად ამოიხვნეშა გენერალმა და ნერვიული სახით მიაჩერდა ეკრანზე წამზომის უკუსვლას. თითქოს საუკუნე გავიდა ციფრების აწითლებამდე, მაგრამ სამი წუთის შემდეგაც რომ ვერავის დაუკავშირდნენ, უკვე გენერლის გვერდით გავლას ერიდებოდნენ. პირველად არ იყო გენერლის ცოლი ავღანეთში მოსახლეობის დასახმარებლად, მაგრამ კავშირის დაკარგვა ჯერ არ გამოუცდიათ.
-როგორც ჩანს პრობლემები გვაქვს არა?_სუსხი იგრძნობოდა ანდრიას ხმაში.
-ვარკვევთ გენერალო.
-ორი წუთი გაქვთ_მუშტი მოხვდა მაგიდას და კომპიუტერთან მჯდარი ჯარისკაცის ჭიქა საწყლად გაგორდა მისსავე ფეხებში.
-არის, აღდგენილია, მიპასუხეს_ფაციფუცით გამოვარდა მეორე მაგიდასთან მდგომი და დიდ ეკრანთან აკრიბა მონაცემები.
-ანდრია_სროლის ფონზე გაისმა აშკარად დაღლილი ნანოს ხმა და წამით გული გაუჩერდა გენერალს -დახმარება დაგვჭირდება, უკანა გზაზე დაგვესხნენ თავს, 4 ჯარისკაცი და ნახევარზე ნაკლები ტყვია დაგვრჩა.
-ზუსტი კოორდინატები გვითხარი და ხუთი წუთი გაუძელით_ბიჭებს გადახედა არსენიძემ და თავით ანიშნა.
ათ წუთში უკვე დასახმარებლად მისული ბიჭების მანქანიდან გაისმა ქალის დამშვიდებული ხმა:
-გმადლობ ძვირფასო, სახლიდან დაგირეკავ_და სიცილ შერეული ხმით გათიშა კავშირი რომ წარმოიდგინა რა სახე ექნებოდა ანდრიას ჯარისკაცებში ასეთ მიმართვაზე.
-დაზვერვიდან დარეკეს?_არაფერი შეიმჩნია ისე გაიხედა გენერალმა უკან და ბიჭებს მიმართა.
-ჯერ ახალი არაფერია გენერალო.
-როგორც კი რამეს გამოაგზავნიან მაშინვე მაცნობეთ.
-არის გენერალო_ყველა გაეჯგიმა და მხოლოდ მისი ოთახიდან გასვლის შემდეგ ამოისუნთქეს.

ოთახში შესულს იმდენი ფურცელი დახვდა მაგიდაზე დახვავებული ღრმად ამოიხვნეშა, ასეთი დიდი მინუსი აქვს გენერლობას, იმდენი საწერია, დრო აღარ რჩება, აქამდე სულ ახერხებდა დავალებებზე ჯგუფთან ერთად თავადაც გამძვრალიყო, მაგრამ უკვე 2 კვირა ხდებოდა ოთახიდან ცხვირი არ გაეყო და ბრძოლის მონატრება ახრჩობდა. ამდენივე ხანი იყო ნანოც არ ენახა და ეს ორმაგად ურევდა თავ-გზას. თავიდანვე იცოდა, რომ რთული იქნებოდა, მაგრამ რაც ფეხის მორჩენის შემდეგ ნანომ სამშვიდობო მისიებზე სიარულს მოუმატა, სახლში უფრო და უფრო ნაკლებად ხედავდა, ეს კი ნამდვილად არ მოწონდა, რომელ ოჯახზე და საოცნებო შვილებზე იყო საუბარი, როცა ცოლის ნახვას თვეში ერთხელ ძლივს ახერხებდა. ბიჭებიც თავიანთ ოჯახებში და სამსახურებში იყვნენ ჩაფლულები და კვირაში ერთხელ ან დიდი-დიდი ორჯერ მოეხერხებინათ ერთმანეთის ნახვა.
-გენერალო_ფიქრები მდივნის ხმამ შეაწყვეტინა
-გისმენ ლიზა.
-აქ თქვენი მეგობარია, სასწრაფოდ თქვენს ნახვას ითხ...._ სიტყვა არ ქონდა დამთავრებული კარები სირბილისგან ლოყებ აწითლებულმა ყიფიანმა რომ შემოხსნა.
-ანდრია..
-ხო მშვიდობაა ადამიანო, ასე როდის მერე იქცევი?
-ახლა შენი წარბის აწევის დრო და თავი არ მაქ რა, უნდა მიშველო, პრობლემა მაქვს.
-რა ხდება? მიკეტე კარი და გამაგებინე.
ჩვეულად ფანჯარასთან მდგომს მიეჭრა და წინ დაუდგა.
-ანდრია, ვიცი გაბრაზდები, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა_ცხოვრებაში პირველად დაინახა არსენიძემ თავ დახრილი კაცი და გაოცებისგან წარბები ლამის შუბლზე გადაუვიდა.
-გამაგებინებ რა ხდება?
-ხომ იცი რომ ნუ საიდუმლოდ იცი, რომ დაზვერვაში გადამიყვანეს, იქ კი სხვადასხვა ადგილებიდან უამრავი ინფორმაცია უნდა მიიღო, ანუ ბევრი აგენტი გჭირდება, გამოცდილი თუ გამოუცდელი.
-ყიფიანი, ჩმივე სამსახურის წესებს მიხსნი, პირდაპირ საქმეზე გადადი.
-მოკლედ ოთხი თვის წინ ერთ-ერთი სასტუმროს მიმტანმა ოთახიდან გამომავალი დიალოგი გაიგონა, ისეთი რომელიც საკმაოზე მნიშვნელოვანი იყო, ჩვენ დაგვიკავშირდა და ჩემი დიდი დამუშავების შემდეგ სისტემატიურად გვეხმარებოდა, ახლა კი ორი დღეა არც სახლშია, არც სამსახურში მისული და არც მისმა მეგობარმა იცის რამე.
-ოჯახი?
-დედისერთაა, მამა ლოთი ყავს და სახლიდან წამოვიდა, მეგობართან ერთად აქვს ბინა ნაქირავები და ორივენი იმ სასტუმროში მუშაობენ დამლაგებლად, საღამოობით „გრანდ პალასში“ მიმტანებად.
-ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ხომ იცი დეტალურად დამჭირდება ინფორმაცია ვის საქმეს იძიებთ ახლა, ვისი დიალოგი მოისმინა და საერთოდ ყველაფერი.
-რა თქმა უნდა, უკვე ყველაფერი მზად მაქვს, ახლავე წავიდეთ რა_ფანჯარასთან ცმუკავდა მოუთმენლობისგან ბიჭი.
-ყიფიანი რას მიმალავ_დაწვრილებული თვალებით დააკვირდა ანდრია -რას არ ამბობ?
-ახლა ამის დრო არ არის რა ანდრია, ძალიან გთხოვ ნენე მაპოვნინე_აშკარა მუდარა ჟღერდა მის ხმაში.
-ოხ ყიფიანი შენც გეშველა ვითომ?_ღიმილით გადააქნია თავი გენერალმა და მაგიდიდად ნივთების ალაგებას შეუდგა. -ვის საქმეს იძიებდით?
-ვინაობა არ ვიცით, საზღვარგართიდან ნარკოტიკების შემოტანას ეხება, ექსპერიმენტებსაც არ ერიდებიან და უკვე 15მდე გარდაცვლილი გვყავს.
-ძირითადი ინგრედიენტი ყაყაჩოა?_დასერიოზულებულიყო გენერლის ხმა.
-ხო, რაიცი?
-ჯანდაბა_ტელეფონში სწრაფად აკრიბა რამდენიმე სიტყვა ანდრიამ და სხვადასხვა ნომერზე გააგზავნა, დაბლოკილი კი ჯიბეში ჩაიდო და უფრო შეშინებულ ყიფიანს მზერა ვერ გაუსწორა -სწრაფად წავიდეთ.
რამდენიმე წამში დატოვა შენობა ორი მამაკაცის სწრაფად მოსიარულე სხეულმა.

--------------------------------
დაგიბრუნდით მეგობრებო, იმდენად მომენატრნენ ეს გმირები გავითვალისწინე თქვენი თხოვნა და გადავწყვიტე ყიფიანზეც მომეთხო, იმედია გახსოვთ პირველი ნაწილი და მეორეც მოგეწონებათ <3



№1  offline წევრი Takk.22

ვაუ მაგარია გამიხარდა ამ ოსტორიის დაბრუნება

 


№2  offline წევრი Rania

Rogor gamixarda sheni dabruneba nattt
--------------------
Q.qimucadze

 


№3  offline მოდერი naattii

Takk.22
ვაუ მაგარია გამიხარდა ამ ოსტორიის დაბრუნება

მადლობა ❤️

Rania
Rogor gamixarda sheni dabruneba nattt

ძალიან მომენატრეთ და ვერ გავძელი ????❤️❤️

 


№4 სტუმარი ზინიკო

Welcome ნათია :) გამახარე ძალიან შენი გამოჩენით და ამ ისტორიის გაგრძელებით :) უკვე საინტერესოაააა... ;)

 


№5  offline მოდერი naattii

ზინიკო
Welcome ნათია :) გამახარე ძალიან შენი გამოჩენით და ამ ისტორიის გაგრძელებით :) უკვე საინტერესოაააა... ;)

მადლობაა ❤️❤️❤️

 


ჩემი სიმპატიური გენერალი დაბრუნდა❤ საკმაოდ საინტერეაო ჩანს და გელოდები❤❤

 


№7  offline მოდერი naattii

რუსკიმარუსია
ჩემი სიმპატიური გენერალი დაბრუნდა❤ საკმაოდ საინტერეაო ჩანს და გელოდები❤❤

ხომ იცი ინტრიგებს არ მოგაკლებ :D

 


№8  offline წევრი Maia G.

ეხლა დავამთავრე 1-ლი ნაწილი,ძალიან მომეწონა,ვაგრძელებ და მოგყვები ბოლომდე❤❤❤❤❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent