სითამამე თუ მოქმედება? (მესამე თავი)
ბავშვებთან მივედი და ბედნიერმა იმით რომ მათ არაფერი დაუნახავთ, ცოტახნის წინ მომხდარი თავიდან ამოვიგდე და მათ შევუერთდი. განვაგრძეთ თამაში, მართალია რაღაც შემატყვეს და კითხვებს მაყრიდნენ მაგრამ მე გავუფანტე ეჭვები. შემდეგ ისევ სახლში დავბრუბდით კიდევ დავლიეთ, ვიცეკვედ და მოკლედ ძაან კარგად გავატარეთ დრო. მეორე დღეს გვიან ავდექით და ყველა საშინელ პახმელიაზე ვიყავით და მაშინვე წამოვედით თბილისში, კიდევ გვინდოდა დარჩება, მაგრამ ორკვირიანი არდადეგების შემდეგ სკოლის პირველი დღე იყო და არ გვინოდა გაცდენა. თბილისში ჩავედით და სახლში მიმიყვანეს, როდესაც სახლში შევედი ყველა მისაღებ ოთახში ისხდა და რაღაც ფილმს უყურებდნენ... -ვაა ყველა სახლში ხართ?!?! როგორ მოხდა?!?! -აი ჩვენი ანიუტაც დაბრუნდაა-წამოიძახა ვატომ -დიახ ამხელა პატივი დაგდეთ და თქვენთან ვარ -დიდი პატივია-თავი დამიკრა ვატომ, მეც გამეცინა მის საქციელზე და გადავეხვიე -რა ხდებოდა აბა?-მკითხა მამაჩემმა -რავი არაფერი კარგად გავერთეთ,ვიხალისეთ და კარგი დრო გავატარეთ რაა -ძაან კარგი-საუბარში ჩაერთი დედაჩემი-ხომ არ გშია? -აუ კი, მოდი სადმე წავიდეთ რახან ყველა ესეთი მოცლილები ხართ-ავცანცარდი და დედას და მანას გადავხედე, რადგან ვიცოდი ლილე და ვატო თანახმანი იქნებოდნენ -წავიდეთ-დამეთანხმა მამა-სად? -რავი სადმე-ვუთხარი მეც -ვაიმე რა ამომწურავი პასუხია-მითხრა ლილემ -ოოო არ ვიცი სად, მაგრამ სადმე, ძნელი გასაგებია?!?!-ავბუზღუნდი მეც -კარგი გაემზადეთ და გავიდეთ-თქვა მამამ და ყველა წამოვხტით, ცოტა ხანში მზად ვიყავით და საბოლოოდ გადავწყვიტეთ, რომ რამე ბუნებისდამაგვარი ადგილი გვინდოდა და წავედით მთაწმინდისკენ რესტორანი კოლხეთია და იქ ვერანდაზე დავჯექით. ვილაპარაკეთ, გავერთეთ, დავისვენეთ, მიუხედავად იმისა რომ განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებდით, მაინც გვსიამოვნებდაა ეს გარემო და ერთამენთი, ამიტომ მიყვარს ეს ადამიანები ძალიან, რადგან ერთად გატარებული ყოველი წუთი სიცოცხლეს მმატებდა, მაგრამ ეს ხშირად არ ხდებოდა რადგან ყველა დაკავებული იყო. გვაინომადე ვიყავით იქ და შემდეგ სახლში დავბრუნდით, ვიბანავე, მეორე დღისთვის ტანსაცმელი გავიმზადე, მაღვიხარა დავაყენე და დავწექი. მაღვიძარამ გამაღვიძა ეგრევე ავდექი, აბაზანაში შევედი, გავემზადე, მუხლს აცდენილი ლურჯი კაბა ჩავიცვი თეთრი ზოლებით, მუხლამდე ჩექმები, პიჯაკი მოვიცვი და სამზარეულოში ჩავედი, ნუნუს მივესალმე, მისი გაკეთებული კარტოფილის ღვეზელი მივირთვი და სკოლისაკენ გავემართე... შევედი თუ არა სკოლაში სალომე ეგრევე მომახტა, ჯერ გადამეხვია, მომიკითხა და მერე უკვე დაიწყო მთელი სკოლის ჭორების მოყოლა და მეც “დიდი ინტერესით” ვუსმენდი... -აუ ვიღაც ძაან მაგარი ბიჭი გადმოვიდა მეთორმეტეში, ნუ ვიღაც რა, ლიზას ძმა არის და მოკლედ უკვე მთელი სკოლა მაგაზე ლაპარაკობს და ყველა გოგო უკან დასდევს, მართლა ძაან სიმპათიურია-აღტაცებით საუბრობდა სალომე -ძაან კარგი, მაგრამ მე რა ვქნა?! დახვედრა მოვუწყო?!?! -აუუ რა უჟმური ხარ, შენთან ლაპარაკი არ ღირს რა-გამებუტა და უკან გაბრუნდა -ხო კაი კაი-არ მინდოდა განრაზებულიყო ამიტომ ხელკავი გამოვდე და ისე დავუწყე ლაპარაკი თითქოს ძაან მაინტერესებდა-ისე მეთორმეტე კლასში გადმოსვლა რა უბედურებაა?!?! ერთი წელი ვეღარ გაჩერდა სადაც იყო?!?! -რავიცი ერთი, მაგრამ აქამდე სხვაგან სწავლობდა მერე მეათეში უცხოეთში წასულა და იქ უსწავლია ეხლა კიდე აქ აპირებს დამთავრებას?!?! რავიცი რას გაუგებ-ხელები ჰაერში გასავსავა, მეც ჩამეცინა და ამასობაში კლასშიც შევედი და ზარი დაირეკა, პირველი ინგლისური გვქონდა, თავიდან შემოვიდა მასწავლებელო ვისაუბრეთ, განვიხილეთ როგორ დავისვენეთ და გადავიდა გაკვეთილის ჩატარებაზე... -ბავშვებო დავალებად ვალენტინობის დღეზე გექნებათ თემა, რადგან მალე ვალენტინობა მოდის-გოგობემა კი ვისაც შეყვარებული არ ყავდათ დაიწყეს ტირილი და ბუზღუნი დაახლოებით ესეთი გამოხტომებით: აუ მას მაგ თემას ნუ ეხებით, ჩვენთვის მტკინვეულია ან ვისაც შეყვარებული არ გვყვყავს იმათმაც?!?! და აი ესე წუწუნებდნენ, მეც ნერვები მომეშალა, რადგან რატომღაც ვერ ვიტანდი ღლაპ შეყვარებულ ადამიანებს არ ვიცი რატო უბრალოდ არ მომწონდა -ვაიმეეე რა იყოთ ხალხნო, ძაან გწყდებათ გული 15 და 16 წლის ასაკში შეყვარებუ”ლ”ები რომ არ გყავთ-ცინიკურად ვთქვი და გადავხედე კლასს -კეიდია შენი საქმე არაა ვის ეყოლება შეყვარებული და ვის არაა, ყველას საკუთზარი არჩევანი აქვს!! -არა მას უბრალოდ შურს, შეყვარებულის არყოლა, როგორც ჩანს არავის მოსწონს-უთხრა ტასომ რომელიც შპიონკა ბავშვი იყო მაგრამ მასწავლებელთათვის საყვარელი და მას ყოველთვის ყველაფერი ეპატიებოდა, ზიზღით შემომხედა, ამაზე ვაბშე ამეშალა ნერვები ავდექი, ტასოს მერხთან მივედი, გვერდით დავუდექი და ვუთხარი... -ტასიკო შემომხედე-მშვიდად და ირონიული ღიმილით ვუთხარი -ტასიკო არა ტასო! -რა მნიშვნელობა აქვს. საყვარელო შემომხედე, შენი აზრით ასეთ სრულყოფილებას გაუჭირდება შეყვარებულის ყოლაა?!?!-ხელები ავატარ ჩავატარე სხეულზე და მივანიშნე-ხოდა დამიჯერე არც გამიჭირდება, ის ბიჭებიც გიჟდებიამ ჩემზე რომელსაც შენ “ქრაშავ” და შენი საყვარელი ბიჭიც თუ არ შეგიმჩნევია ჩემს დანახვაზე დორბლებს რომ ყრის, ამიტომ წყნარად იყავი და შეირგე სანამ ვიღაც ვიღაცეები აგახევენ-თვალი ჩავუკარი და გავტრიალდი -კეიდია როგორ ბედავ?!?! სასწრაფიდ გაბრძანდი კლასიდან!! -ახლავე-ვუთხარი ისე რომ წარბიც არ შემიხრია და კლასიდან გამოვედი, ზოგადად მართლა არ ვიყავი ესეთი თავისმომწონე ან ცინიკოსი მაგრამ ჯობდა ეს როლი მომერგო ვიდრე ის ვყოფილიყავი რაც ვარ, ყველას უნდოდა ჩემთან მეგობრობა და ყველა გიჟდებოდა ჩემზე, რადგან ეგონათ რომ გულქვა ვიყავი და რახან ესე ვიქცეოდი მაგარ გოგოდ მივაჩნდი, მე კი ესე მერჩივნა რადგან ბევრმა მეგობარმა, დაქალმა და ძმაკაცმა ისეთი რამ იკადრეს და მაკადრეს რაც არ უნდა ექნათ და ჩემი მათ მიმართ დამოკიდებულება ცუდად გამოიყენეს, ამიტომ ესე მერჩივნა, ყველას “მამიკოს გათამამებული გოგო ვეგონე” და ესეც იყოო მამიკოს გოგო ვიყავი და სულ მანებივრებდა მაგრამ არა იმ თვალსაზრისით რასაც ისინი თვლიდნენ, მოკლედ სკოლში სხვა ვიყავი, სკოლის გარეთ სხვა. გამოვედი კლასიდან და ეზოში ჩავედი ბავშვებს სპორტი ქონდათ ცოტა ხანი ვიჭორავე და როცა ზარის დარეკვას 5 წუთი აკლდა კლასისაკენ წავედი, დერეფანშო დავდექი და დაველოდე ზარის დარეკვას, ვიდექი და კედელზე გაკრულ პრეზენტაციებს ვათვარიელებდი, ამ დროს ჩემი მოპირდაპირე კლასიდან ვიღაც გამოვიდა მისკენ გავიხედე და ჰოი საოცრებავ ის სიმპატიაგა შემრჩა ხელში... -ოჰო დამთხვევაც მესმის-ისევ ირონიული ღიმილი რომელიც ნერვებს მთხრიდა -და შენ აქ რა გინდა?!?!-ვკითხე გაკვირვებულმა -ახალი მოსწავლე-ეს მითხრა და მეც გამახსენდა სალომეს ნათქვამი -ააა შენ ხარ ის გულთამყრობელი უკვე მთელი სკოლის გოგოები რომ ჭორაობს-მეც მოჭუტული თვალებით და ცინიკური ღიმილით ვუთხარი -გააჩნია რას ჭორაობენ -არაფერს ცუდს და არაფერ კარგს უბრალოდ იმას რომ სიმპატიური ხარ -და იმ გოგონებში შენც შედიხარ?-წარბი ზემოთ ასწია და ისე მითხრა -ნახევრად -ანუ? -ანუ არ ვჭორაობ, თან არც ვიცი ვინ ხარ, მაგრამ ის რომ სიმპატიური ხარ ვეთანხმები-ამაზე ჩაიჩინა მე კი ნაზად გავუღიმე -სადმე გეჩქარება?-მკითხა როცა საათს დავხედე -ზარის დარეკვას ველოდები რომ კლასში შევიდე -და ეხლა რატო არ შედიხარ?!?! -ვაუ გენიოსო, შენი აზრით?!?!-თვალების ატრიალებით ვუთხარი -აუ არ მითხრა რომ მასწავლებელმა გამოგაგდო-ისევ ირონია -გილოცავ შენ მოიგე გაუთლელი ფანქარი-და გავუწოდე ის ფანქარი რომელიც კლასიდან გამომყვა და ხელში ვათამაშებდი -აუ კაი მეღადავები?!?! ნაღდად არ მეგონა ცანცარა, ოროსანი ან უზრდელი თუ იქნებოდი -შენი ფანტაზია საოცარია, მაგრამ სამწუხაროდ არც ერთი ვარ, არც მეორე და არც მესამე-ცინიკურად გავუღიმე და ასე დავუბრუნე პასუხი -აბა ისე რატო უნდა გამოეგდეთ გაკვეთილიდან?!?!-თვალებ მოჭუტულმა მკითხა -როგორც ჩანს შენი საქმე არ არის-მხრები ავიჩეჩე -კაი რა და გუშინწინ არ იყო ჩემი საქმე?!?!-ირონია ფორმაში აქვს, ნერვები მომეშალა, ეს რომ ახსენა და ვეცადე თავი ხელში ამეყვანა -იცი რა არის საყვარელო ირონიავ ამ ამბის შესახებ არავინ იცი, ნუ ჩემმა კლასელებმა იციან რომ იმდღეს ვიღაცას ვაკოცე მაგრამ არ იციან რომ ეს შენ იყავი და გირჩევ არც გაიგონ-თვალი ჩავუკარი, მასთან ახლოს მივედი მხარზე ხელი ორჯერ სუსტად დავკარი და კლასისკენ წავედი, რადგან ზარი დარეკილიყო -და რომ გაიგონ?!-მკითხა თითქოს დაშანტაჟებას მიპირებდა, მივუტრიალდი და ვუთხარი... -შენს დას არ მოეწონება-და კლასში შევედი -ჩვენი სიმართლის მღაღადებელიც მოვიდა-გამოაცხადა ნიკოლოზამ და ჩემთან მოვიდა-აი პროსტა იმიტო მიყვარხარ ესეთი რო ხარ რა... სპორტი გვქონდა ამიტომ კლასი დაიცალა და ბავშვები ეზოში ჩავიდნენ, მე, ლიზა, სალო, ლოლიტა, ალექსა, ნიკუშა და სანდრო კლასში დავრჩით, სხვადასხვა თემაზე ვსაუბრიბდით და ლიზამ დამიხეთქა(ისიც ჩვენი კარგი მეგობარია, მაგრამ შაბათს ვერ მოახერხა ჩვენთან ერთად წამოსვლა) -მერამდენედ უნდა გაგაგდონ ადამიანო კლასიდან?!?! -ოოო უბრალოდ ჩემს აზრს ვამბობ რასაც სხვები ვერ იგებენ და რა ჩემი ბრალია?!?!-ისე დავიჭირე თავი თითქოს არაფერ შუაში ვიყავი, ლიზას ჩაეცინა და მითხრა... -ინტრიგანი ხარ -და მე ე... -ვინ არის ინტრიგანი?!?!-სიტყვა ნაცნონმა ხმამ გამაწყვეტინა და კარისაკენ გავიხედეთ -გაიცანით ტატო ჩემი ძმა-გაგვაცნო ლიზამ-ტატო გაიცანი ჩემი მეგობრები ნიკა, სალომე, ალექსანდრე,ანა, ლოლიტა, სანდრო -გამარჯობა, აბა ვინ არის ინტრიგანი?!?!-იკითხა ირონიამ და წარბები შეათამაშა -აი ეს ქალბატონი-უთხრა და თითი ჩემსკენ გამოიშვირა -კაი რა, რა შუაშია ინტრიგნობა იმასთან რომ მასწავლებელს ჩემი გაკვეთილზე ატანა არ უნდა?!?!-ბუზღუნით ამოვილაპარაკე -გაკვეთილიდან გაგაგდეს?!?!-იკითხა ისე თითქოს რამდენიმე წუთის წინ მაგაზე არ გვესაუბროს -აჰამ-თავი დავუქნიე,თვალებში ჩავხედე და მომლოდინე სახით ვუყურებდი, თავიდან თითქოს დაიბნა, მაგრამ ირონია მაინც მასთან იყო -და რატომ?!?! -იმიტომ რომ მასწავლებელმა თქვა ვალენტინობის დღეზე დაწერეთ თემაო, გოგოებმა კიდე ტირილი და წიკვინი დაიწყეს-სალომე ალაპარაკდა მე კი თვალებს ვუბრიალებდი რომ გაჩერებულიყო მაგრამ დაიქოქა და რაღა მოასვენებდა-ჩვენთვის ეგ რთული თემააო და ნუ გვახსენებო და ვისაც შეყვარებული არ გვყავს რა ვქნათო და ამანაც ზედმეტად ხმამაღალი კომენტარი გააკეთა “რა იყოთ ბავშვებო 14 და 15 წლის ბავშვენს შეყვარებუ”ლ”ი რომ არ გყავთ ძაან ნერვიულობთო” და მერე...-მოკლედ ყველაფერი მოუყვა და მთელი ამ ხნის განმავლობაში მისტერ ირონია რაღაცნაირად მიყურებდა, უხერხულად ვგრძნობდი თავს. -ესეთს რას ერჩი ამ შეყვარებულებს?!?!-მოითხა ალექსამ -ვაიმეეე არაფერსაც არ ვერჩი, უბრალოდ არ გყავს და ვსო ნუ წუწუნებ ისედაც არ არის საჭირო -შენ არავინ გყვარებია?-მკითხა ტატომ -არა, არც ვაპირებ კიდევ დიდხანს -კაი რაა რატო?-მკითხა სალომემ -იმიტომ რომ იცი შენ ჩემი შეხედულება, თანაც მე სამწუხაროდ არავის ვუყვარვარ- თავი მოვისაწ.... და არ არსებული ცრემლი მივიწმინდე -კაი რაა ის ანგელოზივით ბიჭი შენს გამო ვენებზე იგლიჯებოდა და ვალენტინობას სიყვარული რომ აგიხსნა ისე გამოტრიალდი პასუხიც არ უთხარი და დატყდი-მითრა ლიზამ -ჯერ ეს ერთი მაშინ ვინც მე მომწონდა იმას არ მოვწონდი თორე ის რომ მოსულიყო ალბათ პასუხს გავცემდი,მაგრამ არაა, ვერც მაგას დავეთანხმებოდი და მერე მეორე არ ეჩუქნა ის ერთი ვარდი, რომელიც ვარდიც კი არ არის, არ წავეყვანე პარკში და ამ ყინვაში იქ არ დავეჯინე და შეიძლება პასუხი მაინც გამეცა-შევუღრინე ლიზას -მოიცა ანუ ვარდების თაიგული რომ მოერთმია და სადმე ფეშენებელურ კაფეში რომ წაეყვანე მაშინ დათანხმდებოდი?!?!-მკითხა გაკვირვებულმაა -არა ჩემო კარგო, მაგ შემთხვევაშიც იგივეს გავაკეთებდი, უბრალოდ სიბანალურე ჩემთან ვერაფერს მოუტანს იმ ბიჭებს ვისაც მოვწონვარ-ვუპასუხე და თვალი ჩავუკარი -და შენ ვინ მოგწონდა?-მკითხა ინტერესიანი მზერით -შენი საქმე არაა!-მოკლედ მოვუჭერი და გასასველელისკენ წავედი... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.