ჰარმონია
გავრბივარ.. უკვე მერამდენედ მერამდენე პირობა დავდე უკან აღარ მოვიხედავ-მეთქი.. ახლა აქ ვარ... ისევ დავბრუნდი და შენ?! შენ რატომ არ ხარ ჩემთან?! რატომ ვაარ მარტო?! ეს იყო ჩვენი უჩარჩო ურთიერთობა.. ეს იყო შენი უზომო სიყვარული?! აქამდე გვეყო ძალა?! ახალ დადებულ , ჯერ კიდევ სპეტაკ თოვლს ადამიანის ფეხი არ შეჰხებია, ჯერ არავის წაუბილწავს და მე თავხედი ვბედავ და შენთან მოსასვლელი ბილიკები ამ თოვლში გამყავს.. უმისამართოდ მოვდივარ.. არ ვიცი სად ხარ.. არ ვიცი ვინ ხარ... მაგრამ ვიცი რომ ჩემთან ხარ.. აი იქ,მარცხენა მხარეს გგრძნობ.. დიდხანს დავდივარ ცარიელ ქალაქში, ცხვირის წვერი მეყინება და ვნატრობ შენი ცხელი კოცნის სითბოს.. დიდხანს დავდიოდი იმ ქუჩებში სადაც ადრე ერთად დავდიოდით...მანიაკებივით , მთელი დღე მაგრამ ჩუმად.. შენი უსიტყვოდ მესმოდა.. ვხვდებოდი რას გრძნობდი... რატომ არ ხარ.. რატომ ვრჩები ისევ სიცარიელეში მაგრამ რატომ აქვს ყველაფერს შენი სურნელი ... სახლში ვბრუნდბი და უკვე აღარც ვიცი მერამდენე გამოუგზავნელ წერილს გიწერ.. საკუთარ თავს ვპირები რომ ეს ბოლო იქნება, დღეს ბოლო იქნება მაგრამ უკვე 83 მაქვს.. დღეს ოთხმოცდამეოთხეს ვწერ.. ვინ იცის იქნებ ეს მაინც გამოგიგზავნო , მაგრამ უკვე ეჭვი მეპარება.. ... სიყვარულო.. ჰარმონიავ.. სად ხარ?! რატომ არ ვიცი შენზე არაფერი.. მერამდენე წელი გადის უშენოდ.. რატომ არ მწერ.. რატომ ხარ ჩემზე გაბრაზებული?! იქნებ მე ვარ დამნაშავე, რომ საკმარისი ძალა არ მეყო მომეძებნე..დღეს ბოლოჯერ გწერ . იმდენად დიდი მაქვს სურვილი სიცარიელედან გამოსვლისა რომ ბოლო წერილს გიწერ და ვინ იცის გამოგიგზავნო კიდეც.. იქნებ ყველა გამოგიგზავნო, ერთმანეთის მიმდევრობით წაიკითხავ თუ კი საერთოდ მიიღებ.. ჩემო ნაწილო, შენი სიყვარულით თავს ვიწამლავ და გარშემო მყოფებსაც ვწამლავ მაგრამ , ანაბელი... ანაბელი, ჩემო ერთადერთო.. შენ არც კი იცი ვინ არის ანაბელი.. მაგრამ მე ვიცი.. შენ არ იცი როგორ გამიჭირდა ამ დროში ანაბელი.. მე კი ვიცი.. არაფერში გადანაშაულებ, საიდან უნდა გცოდნოდა მაგრამ გულის სიღრმეში მაინც ვბრაზობ..შენ გგავს, გრძელი ქერა თმა აქვს, შენსავით ლურჯი თვალები.. მისი ყოველი გამოხედვა ეკალივით მერჭობა გულში, მგოონია რომ შენ ხარ..შენთან სიზმრები და ანაბელიღა დამრჩა.. მიჭირს სიტყვები შეგირჩიო.. მიჭირს არ გითხრა როგორ მიყვარხარ.. მიჭირს არ გითხრა რამხელა ხვრელი დამრჩა გულში მას შემდეგ რაც შენ წახვედი.. წლები გავიდა მაგრამ ჩვენი გოგონაც კი ვერ მივსებს ამ შავ ლაქას.. ყოველ ღამე მგონია რომ ჩემს გვერდით ხარ და სიცარიელეში ვიღვიძებ... წლებია ერთი და იგივე მესიზმრება... ხელს მკიდებ და შემდეგ მიშვებ, როგორც სინამდვილეში მოიქეცი.. ალექსანდრ, ჩემო, სად ხარ..? რისთვის მსჯი ასე მკაცრად, რატომ არის სასჯელი ასეთი აუტანელი... არც მოდიხარ და ვერც გივიწყებ.. სად ხარ ალექსანდრ..?! არ ვიცი სად გამოგიგზავნო, რა მისამართზე, უბრალოდ ყველა წერილს ერთად მოვათავსებ და შენს ძველ მისამართზე გამოვატან ქარს..იქნებ გამიმართლოს და გიპოვო მაგრამ შენ გინდა კი ჩემი პოვნა.. .... დამეხმარე, სიცარიელედან ვერ ამოვდივარ.. ნელ-ნელა ვიძირები... ვგრძნობრომ სადღაც ახლოს ხარ მაგრამ სად არ ვიცი.. ხელს ნუ მკრავ ჩემო ჰარმონიავ, დამიბრუნდი... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.