შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გამიზნული შხამი #2 (+18)


16-02-2019, 11:39
ავტორი Moonlight17
ნანახია 3 820

2.
***
არასდროს ვუახლოვდები ადამიანებს. ეს ჩემი ავადმყოფობაა.

***
-ყველაზე მეტად მეზიზღება ჩაის ხვრეპა.
მკვახედ დამანჭა სახე, როდესაც ჩაი მოვსვი. თავი ძალაუნებურად უკან გადავაგდე და გადავიხარხარე. მხოლოდ ჩაეცინა და უხმოდ მოსვა თავისი ფინჯნიდან.
-რატომ დამთანხმდი ლექციების გაცდენაზე?
თვალებში ჭინკები ამითამაშდა.
-იმიტომ რომ, გაცდენა მინდოდა.
გამიღიმა და გარშემო მიმოიხედა. უცნაური იყო, სხვანაირი. მის მერე ზედმეტად არც შევხებივარ, არც მომდომებია.მასთან რაღაც სხვა იყო.
ჯიბეში ტელეფონი ამიზუზუნდა.ერთი მაგიდაზე მედო, მეორე კი რომელზეც მხოლოდ კლიენტები მირეკავენ ხოლმე, ჯიბეში. ვეცადე სახე არ შემცვლოდა, ჯიბიდან ამოვიღე და ვუპასუხე. არ მინდოდა, ერთი თვის გაცნობილ გოგოს ჩემი შავბნელი საქმეები ნაადრევად გაეგო. ისიც კი არ ვიცოდი მასთან რა ურთიერთობა მინდოდა.
-გისმენთ?
-დამიანესთან ვრეკავ?
-კი ბატონო.
ნატალია ფანჯარაში იყურებოდა, თითქოს არც მისმენდა, მაგრამ ეს ხომ სრული აფსურდი იყო. გამოცდილება მათქმევინებს რომ ნებისმიერი გოგო მოისმენს ტელეფონის საუბარს თუ ბიჭი ცხვირწინ უზის.
-რაფო ვარ.
-რაფო? აქ რატომ მირეკავ მერე?
-ძველი ნომერი მქონდა შენახული. კი ვიფიქრე დრო გავიდა მოეშვებოდა ამ საქმეებსთქო..მარა.
ჩაეცინა ძველ მეგობარს.
-რაღაცეები არ იცვლება.
-მაგ თემაზე არ გირეკავ, შევეშვი უკვე… რამდენი ხანია წესიერად არ გვინახავს ერთმანეთი. სადმე მოვსხდეთ ამ საღამოს.
-ჩემს აზრებს კითხულობ. გვიან შეგეხმიანები.
ღიმილით დავაბრუნე ტელეფონი ჯიბეში. ნატალია ყალბი ღიმილით შემომცქეროდა. როგორც ვატყობდი ვერ იტანდა, როდესაც ყურადღებას წამებით მაინც არ აქცევდნენ.
- ყურადღება მოკლებულ პატარა ბავშვს გავხარ.- დავცინე და წელში გავიმართე. მასში რაც მომწონდა უკვე მერამდენედ, ჩემს საქმეებში ცხვირს არ ყოფდა. არც მეკითხებოდა ვინ მირეკავდა. კი ვიფიქრე, დავმეგობრდებითთქო, მაგრამ ეს მას და ნიკუშას უფრო გამოსდით.ჩემთვის ახლა ეს შეუძლებელი იყო. ჩემთვის მეგობარს კიარა დიდ კითხვის ნიშნიან ობიექტს წარმოადგენდა.
- ასეც არის.
მხრები აიჩეჩა და თავი ჩახარა.
- ხვალ ნიკუშას დაბადებისდღეა.
- ჩემს მაგივრად მიულოცე.
- შენ არ წამოხვალ?
რაღაც მხრივ მეწყინა, მინდოდა მენახა ნატალია ხალხმრავალ ადგილას როგორი იყო. როგორც სტუდენტი განსაკუთრებული არაფერი, ჩემთან ჩვეულებისგან შორს მყოფი. აი ხალხში კი?..
- იუბილარი თუ არ მპატიჟებს- ჩაიცინა- თან იცი, ეს ჩვენი მეგობრიბა ყალბია. დიდად არ ვეხატები გულზე.
- კარგი რა, მაგას როგორ ამბობ ჩემ ნიკუშაზე. ცხოვრებაში არავიზე უთქვამს, არ მევასებაო.
- ხოდა ჩემზე გეტყვის.
ტუჩები უხერხულად მოკუმა და გაიცინა.
- აი შენზე რატო უნდა თქვას?
ნიკუშას ყოველთვის კბილებით ვიცავდი. მართლა, მასზე ალალი ძმაკაცი არ მყოლია და არც მეყოლება, მგონი.
- იქნებ იმიტომ, რომ შენს თავისუფალ დროს ჩემთან ატარებ?
მისმა სითამამემ ყბა იატაკზე დამიგდო. ნატალია, ნატალია.. ხმაჩავარდნილი დამტოვა. ეს სიმართლე შერეული, ამაყი ირონია ჭკუიდან მშლიდა. დომინანტობის მოყვარული არასდროს ვყოფილვარ, ასე რომ ‘გავუტარე’, თვალებში შევხედე და წარბები ავუწიე.
ბოლო ბოლო იმას მაინც არ ვაღიარებდი, რომ სიმართლეს ამბობდა.
-წამოვალ.
თავი ღიმილით დამიქნია. მაგიდაზე ხელი გაშალა და ჩემს მოდუნებულ მტევანს ფრთხილად შეეხო. გაყინული, პატარა ხელები ჰქონდა.
თავისი ლურჯი თვალები უფრო გალურჯებოდაა, სახედან კი ფერი გადასცლოდა. ცისარტყელას ფერებს იცვლიდა. მეშინოდა. მეშინდა რომ ეს ფერები რაღაც არასასურველამდე მიმიყვანდა…

***
ნატალია მეტრომდე გავაცილე. ჩვენი გაცნობიდან უკვე თვეზე მეტი იყო გასული და ჯერ კიდევ არ მაძლევდა უფლებას, სახლამდე მიმეცილებინა.ნაშუადღევს ოფისსში შევიარე და ხვალისთვის რამდენიმე პატარა პაკეტი გავამზადე. ჩემი ნიკუშას დაბადებისდღეზე გული მიგრძნობდა ბევრი თავქარიანი სტუდენდი მოინდომებდა რამეს რაც ალკოჰოლი არ იქნებოდა.
-რაფიიკ, ჩემსკენ თუ ხარ ოფისში ხომ არ გამომივლიდი ?
გადავურეკე დაპირებულ ძველ მეგობარს.
-თუ არავინ გყავს, ნახევარ საათში მოვალ.
-მოდი, მოდი.
ტელეფონი მაგიდაზე დავაბრუნე და სიგარეტი ტუჩებშუა მოვიქციე. ჩემი და რაფაელის ურთიერთობა უცნაურად დაიწყო. უფროსწორედ, ზედმეტად ჩვეულებრივ, მაგრამ არ ვიფიქრებდი თუ ეს ოდესმე მეგობრობამდე მივიდოდა. კოკაინზე შემჯდარი თითქმის ყოველდღე მაკითხავდა. სამი კაცის დოზას ყიდულობდა და ასე გრძელდებოდა თვეები. შევშინდი, ვუთხარი კიდეც სამმაგი შენ არ მიიღო მოგკლავს მეთქი მაგრამ სიცილის მეტს ვერაფერს ვიღებდი.
მეტიც, ახლა წინ მეჯდა ლუდის ბაკალით ხელში, სულ სხვანაირი, მოვლილი. ნარკოტიკის გაგონება რომ არ უნდოდა ისეთი.
-რამე ხომ არ შემოგთავაზო?
ხუმრობით ვუთხარი და ჩემი წილი ლუდი მოვსვი.
- არა, დავანებე დიდი ხანია. შენ ისევ ისე ხო, როგორც ვხვდები.
ხელით აქაურობაზე მანიშნა, თავი ყალბი ღიმილით დავუქნიე და მასსავით ნახევრად მტვრიან სარდაფს თვალი მოვავლე.
- შენკენ? რას საქმიანობ?
- არც არაფერს, პატარ პატარა საქმეებზე დავრბივარ, განსაკუთრებული არაფერი. სხვანაირი მეჩვენები დამიან, დაჭკვიანებული. ცოლი ხომ არ მოიყვანე?
სიცილით მკითხა, ერთიანად ავხარხარდი, პრესიც კი დამეჭიმა. მე და ცოლი? ჩემი თავი თანამცხოვრებთან ერთად არც კი წარმომედგინა. მაგრამ დამისვა თუ არა კითხვა, გონებაში ნატალიამ გამიელვა. რატომ?!
- დამცინი ხო? ცოლი არ აჭკვიანებს კაცს, მაგით არ შეცდე რაფო.
- ისევ ფორმაში ხარ რა, უდრეკი, გულცივი დამიანე.
ჩაიცინა და თავისი ლუდი დაასრულა.
ბევრი ვისაუბრეთ თუ ცოტა, თეთრთმეტი სრულდებოდა, რომ დამემშვიდობა და დამტოვა.
ვხვდებოდი ცხოვრებაში მეგობრები მნიშვნელოვანი იყო, თანაც კარგი მეგობრები. რაც უფრო მემატებოდა წლები ამას უფრო და უფრო ვაანალიზებდი.
-ზური, ან არ გბეზრდება ეგ ბათქა-ბუთქი?
-მომეშვი რა..
უხასიათოდ ხელი ამიქნია ძმამ და გვერდი იცვალა. თვალები ისევ ეკრანზე ჰქონდა მიბჯენილი.
-უკვე მერამდენე წავაგე, შენ არ იცი.
ამოიბუზღუნა. ჩამეცინა და ზედა გადავიძრე.
-ხან მოიგებ, ხან წააგებ. და მომავლისთვის რომ იცოდე ცხოვრებაშიც ეგრეა. მაგის გამო ცხვირი არუნდა ჩამოუშვა.
-შენ კი ფილოსოფიას არ ეშვები.
თავი სიცილით გავაქნიე და აბაზანაში შევედი.

***
ყველაფერი გეგმის მიხედვით უნდა წასულიყო. ნიკუშას ორ სართულიან, კერძო სახლში ასამდე კაცს მაინც მოეყარა თავი. დიდი სანაცნობო წრე ჰქონდა ჩვენს ნიკუშას. თვითონ სახლში არ იყო. აქაურობის შელამაზება და წვეულება სიურპრიზი გამოდგა.
-მოდის, ჩაიკუზეთ ყველა.
წამოიძახა ერთერთმა პირველკურსელმა. ჩამეცინა და კარის უკანა მხარეს დავდექი. რომ შემოვიდოდა თუ არა ჩვენი იუბილარი, სასმელი გადამესხა თავზე და შუქი ამენთო.
-სიურპრიზი!!
დაიყვირა ყველამ, კარი გაიხსნა თუ არა. მაგრამ მაშინვე ყველას იმედები გაუცრუვდა.
-ნატალია?!
ყბა ჩამომივარდა. მისი სურნელი ერთიანად შემოიჭრა უზარმაზარ სახლში და ცხვირის ნესტოები ამიწვა.
- ასე ვგავარ მეტრა ოთხმოცდაათი სიმაღლის ბიჭს?
ირონიულად ხმამაღლა უპასუხა ყველას და ხალხში გზა გაიკვლია. უკან გავყევი მის ზურგზე მოფენილ, გიშრის ფერ თმებს.სამზარეულოში ავღმოჩნდით.
ტანზე მომდგარი ქვედაბოლო და შავი ტყავის ტოპი ეცვა, რომელიც პატარა მკერდზე არაჩვეულებრივად ეკვროდა. უხდებოდა კიდეც. მაღალქუსლიან ფეხსაცმელს კი ეს ყველაფერი სრულყოფილებაში მოყავდა.
-დალევა მჭირდება- ჩაიცინა და სასმელი ჭიქაში ჩამოისხა.
-რა ხასიათზე ხარ?
-ჩვეულებრივზე. აქაურობა არ მომწონს უბრალოდ.
ისევ მისი სიცილი. თვალები ამიბრიალა და ლოყაზე მაკოცა. არ ვცდებოდი, არაჩვეულებრივი სურნელი ასდიოდა, როგორც მაშინ. შემოსასვლელიდან აჟიოტაჟი მომესმა.
- როგორც ჩანს ჩემს გამო იუბილარი გამოტოვე.
ტუჩები უხერხულად მოკუმა და უკვე ჩვენსკენ მომავალ ნიკუშას გადაეხვია. ძალიან კარგად დამეგობრდნენ ამ დროის განმავლობაში, ან მე მეჩვენებოდა ასე.
- 24 წლის ბიჭს შემეფერება ასეთი დაბადებისდღე?
გადაიხარხარა და მომეხვია. ბეჭებზე მუშტები მსუბუქად დავარტყი და ჩემზე საკმაოდ მაღალი ძმაკაცი ჰაერში ავწიე.
-კარგად გამოიყურები, ნატალია.
თვალი ჩაუკრა ყინულის თვალებას, მანაც რათქმაუნდა თვალები მინაბა და შეიფერა,აათვალიერა, შემდეგ ნიკუშას ჟესტი ჩემზე გადმოიტანა და ბრბოში შეერია.
-კარგი მაყუთის სუნი მცემს.
ჩავილაპარაკე და ძმაკაცს გავხედე.
-შენ და შენი შავი საქმეები, წმინდანო.
-ანგელოზის ფრთები მადევს ვერ ხედავ? ისეთი მძიმე თან, რამის მოხრილმა ვიარო.
- რამდენიმე ჩემი თანამშრომელია, ცოტა ყურადღებით იყავი.
თვალი ჩამიკრა და ჭიქა სასმლით გაავსო. მალე ყურები დამიგუბდა. არ მჯერა. რომელმა გამოშტერებულმა მოიტანა აპარატურა?!
მეზიზღებოდა ხმაური.
-წვეულების დროა!
ტაში შემოკრა იუბილარმა და ხალხს გაერია. დავინახე როგორ მოვიდა ნინიც, მისი შეყვარებული. ბედნიერი, ლამაზი წყვილი იყო. ნატალიას ვერსად ვხედავდი. მცდელობა რომ ამდენ ხალხში მომეძებნა აფსურდი იყო.
-შენ ხარ ხო მომმარაგებელი?
მომადგა ჩემზე რამდენიმე წლით უმცროსი ბიჭი. უკვე ეტყობოდა რომ კარგად გალეშილიყო. ჩამეცინა. მომმარაგებელი ნამდვილად არ ვიყავი, მაგრამ ვიცოდი რაზეც ამბობდა.
- ეს ბევრმა იცის?
- ხუთიდე კაცმა მარტო. არავის ეტყვიან ძმაო, ჩემი სიტყვა გაქვს!
ხელებით დაიწყო საქმის გარჩევები.
- კარგი, კარგი. რამდენი გინდა?
- რავი, სასტავში ექვსნი ვართ.
ღრმად ამოვისუნთქე. ეტყობოდა რომ ნარკოტიკს პირველად ეკარებოდა. ჯიბიდან რამდენიმე შეკვრა ამოვიღე და ისე ჩავუჯიბე, რომ არავის დაენახა. ხელში რამდენიმე ას ლარიანი მომაჩეჩა.
ამდენი მართლაც არ ღირდა, მაგრამ რახან იძლეოდა.. რატომაც არა.
- სააბაზანოში ქენით. შუა წვეულებაზე მაინდამაინც არ მოაწყოთ ნარკო პოლემიკა.
დავცინე. ისიც სიცილში ამყვა და სწრაფად მომშორდა.
სასმელი სასმელს მიყვა. დრო სწრაფად გადიოდა. ნატალია ნიკუშას შეყვარებულს ესაუბრებოდა ასერომ არ მივახლოვებულვარ. როგორც ვვარაუდობდი ბევრი კლიენტი გამომიჩნდა. საკმაოდ ნასვამი ვიყავი, რაც იმის ნიშანია, რომ ჩემი გართობის დრო იყო. თითიც არ გამინძრევია, მოცეკვაკეთა ბრბოში ავერიე თუ არა მაშინვე ამეკრო შავგვრემანი გოგონა. ხელები წელზე მოვხვიე და ნელნელა ჩავუცურე მკვრივ საჯდომამდე. სახეზე ვაკვირდებოდი, ჩემი კურსელი ნამდვილად არ იყო, არ ვიცნობდი. ზედმეტად თამამი და მოწადინებული იყო სურვილით. ტუჩები ტუჩებზე და ხელი ერექციაზე ერთდროულად შემახო თუ არა ხელი დავავლე და მეორე სართულზე ავიყვანე. ამ სახლს საკუთარივით ვიცნობდი. იმისგან განსხვავებით რომ ჩემი სახლი აქაურობის მეოთხედი იყო. ერთერთ ოთახში შევედით. კარი მიბრახუნდა.
უცხო გოგონას არაჩვეულებრივი, ფუმფულა, მარწყვივით ტუჩები ჰქონდა, გლუვი კანი და ტკბილი სუნამოს სურნელი. სწრაფად მოშორდა ჩვენს სხეულებს ზედმეტი მატერია.
-იმედი მაქვს ქალიშვილი არ ხარ.
ამოვიბურტყუნე შავგვრემნის ყურთან და თვალებში შევხედე.
- შენით ნახე.
ხმადაბლა მიპასუხა და ჩემს ტუჩებს წაეტანა. ეს პასუხი ყველაფერს ნათელს ხდიდა და ამარტივებდა. ჩვენი სხეულები შეერთდა. ამით ორივე გარკვეულ სიამოვნებას ვიღებდით. გოგონა თამამი იყო, როგორც ვახსენე. თავისი ორ სანდიმეტრიანი კლანჭები მკლავებზე მთელი ძალით ჩამასო. სიმწარე მოტივს მაძლევდა უფრო უხეშად და სწრაფად მემოქმედა, რაც როგორც ვატყობდი სიამოვნებდა.ერთიანად ვიკარგებოდი მატერიალურ სიამოვნებაში და ყკველდღიურ უაზრობას ვცილდებოდი. ალბათ კაცს სექსი არასდროს მობეზრდება.
- სწრაფად..- ამოიხავლა მომთხოვნმა გოგონამ. მისკენ დავიხარე საკოცნელად მაგრამ ორივემ შეცბუნებულმა კარების ხმისას თავი გავასწორეთ.
- რა ჯანდაბაა დამიან..
ჩამწყდარი ხმით, ზიზღიანი, გაყინული თვალებით ჩაილაპარაკა ნატალიამ და კარს სწრაფადვე მოშორდა. გოგონა კვლავ ჩემს მკლავებს მოეჭიდა და მახვედრებდა რომ ქმედება გამეგრძელებინა. მაგრამ უბრალოდ აღარ შემეძლო. თვალ დახუჭულმა სუნთქვა დავარეგულირე და მოვშორდი.
- ასე მტოვებ?
- მგონი საკმარისად გხერხე.
ხმადაბლა ხელი ავუქნიე უცნობს და კარი გავიხურე. გზადაგზა ვიკრავდი შარვალს და პერანგის ღილებს. საშინელ ხასიათზედავდექი. რატომ?
- სად ხარ ბიჭო! ჩვენი ყინულის პრინცესა სულ გადაირია!
სიცილით მხრებზე მომკიდა ხელი ნიკუშამ და დაბლა ჩასასვლელად მიბიძგა. წინა ქმედებებისგან ისევ გაბრუებული, ძლივს მოვედი აზრზე რა ხდებოდა.
სიბრაზე ყელზე მომებჯინა. უჩინარმა ურჩხულმა ხელები კისერზე წამიჭირა და მახრჩობდა.მსგავს სიტუაციაში ნებისმიერი გოგო ვინც აქამდე შემხვედრია წვეულებას დატოვებდა და ტირილით გაიქცეოდა. აი ნატალია კი.. ნატალია მაგიდაზე საკმაოდ გამომწვევად ცეკვავდა, საკმაოდ გამომწვევ სექსუალურ მუსიკაზე. ამით ყველა ერთობოდა და შეძახილებით ‘ამხნევებდნენ’.
ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდა თუ არა წამით გაშრა, გამიღიმა და სასმელი პირდაპირ ბოთლიდან მოიყუდა.
-მორჩა, საკმარისია!
დავიყვირე და მისკენ წავედი. მაგიდაზე ავხტი და მკლავში ხელი ვსტაცე. იქიდან ჩამოვათრიე. რაღაცეებს მეჩხუბებოდა, ნიკუშამაც მომაწია ხმა მაგრამ არაფერი მესმოდა. ასე ბოლოს როდის გავბრაზდი არ მახსოვდა.
გარეთ გავედით თუ არა ხელი შევუშვი და თვალები მოვისრისე.
-ახლა სტრიპტიზიორი ხარ?!
-რა?
ახარხარდა და რამდენიმე ნაბიჯი უკან გადადგა რომ წონასწორობა შეენარჩუნებინა. საშინლად ნასვამი იყო, ცოტაც და გაითიშებოდა.
-კარგი,იფიქრე ეგრე. სტრიპტიზიორმა თავისი საქმე უნდა გააგრძელოს- ხელები აიქნია და ქვაფენილს მიშტერებული წინ გადამიდგა. ხელი ჩავავლე და გავაჩერე.
- ამას არ იზამ! -საჩვენებელი თითი ცხვირწინ ავუწიე. თვალები სასმლისგან ერთიანად ამღვრეოდა და მიღიმოდა.
- შენ დამიშლი? აი.. შენ- ჩემსკენ თითი გამოიშვირა და მკერდზე შემახო- შენ ვინც ყველა გოგოსთან წვება?
- რას აკეთებდი საერთოდ ზემოთ?!
-შენი ძმაკაცის ოთახს ვეძებდი, რომ მე და მას კარგად გვეჟ*მავა- ტვინში სისხლი ჩამექცა. დამცინავი ღიმილით და ცივი თვალებით შემომცქეროდა. არა, ნიკუშა ამას არ იზამდა. ის ნინისთან ერთად იყო.. არა ნატალია, არა.. ამას ჩემს გასაღიზიანებლად ამბობ.
სანამ აზრზე მოვედი და თავი ამოვწიე. უკვე მარტო ვიდექი. გულაჩქარებული შევვარდი სახლში. შესასვლელშივე დავლანდე როგორ ესაუბრებოდა ნიკუშას და ისიც უცინოდა. არა, ეს ის არ არის, რაც მე მგონია. ცხოვრება ასეთი ნაბი*ვარი ვერ იქნება!
- ნატალია!
- დალევ?
ჭიქა ღიმილით გადმომაწოდა და თვითონ ბოთლში დარჩენილი დააბოლოვა. ანუ ასეთია ნატალია ხალხმრავალ ადგილას?.. ამის ნაკლებად მჯერა. ნიკუშას უნდადავლაპარაკებოდი, მაგრამ ახლა არა. უფრო მეტი საქმე გამომიჩნდრა როდესაც ნატალია შეყანყალდა და საბოლოოდ ნახევრად გონება დაკარგული ხელებში ჩამემხო.
თავი დავუჭირე და ავაწევინე, რომ სახეზე შემეხედა.
მგონი ასე მჭიდროდ პირველად მეჭირა, ერთი თვის შემდეგ. უცნაური იყო..
- ნატალია! შემომხედე.
- თავი.. დამანებე..
ძლივს ამოიბურტყუნა და თვალები დახუჭა.
- ძმაო წაიყვანე, ან ზემოთ ადით.
თვალი ჩამიკრა ნიკუშამ და მასთან მიახლოვებულ ნინის გაყვა. ნინიმ ხელი დამიქნია შორიდან და გამიღიმა. რა გაეწყობოდა.ჩემს მკლავებში ჩაკეცილ ნატალიას დავხედე. ზედმეტად ნასვამი იყო. მისი აქ დატოვება კარგი იდეა ნამდვილად არ იქნებოდა, მას შემდეგ რაც ყველას დასანახად რამის გაშიშვლდა.



გელით ფიფლ!<3



№1  offline წევრი ფარვანა

Momwoons! Imedia male gairkveva natalias saidumloebebi Ravi... Me aseti shtabechtileba mrcheba titqos ragacas malavs da imedia damiansa da Natalias shorisac dalagdeba da ufro gairkveva situacia geli da nuigvianeb ra pls!!!
blush innocent heart_eyes
--------------------
Phanessa Psykhḗ

 


№2  offline მოდერი Moonlight17

ყველაფერი გაირკვევა რათქმაუნდა ❤️ როცა ვწერ, როგა მზად მაქვს ვდებ, დიდი ხანი არ გალოდინებთ სიტყვას გაძლევთ:დ
Vivien Sky
Momwoons! Imedia male gairkveva natalias saidumloebebi Ravi... Me aseti shtabechtileba mrcheba titqos ragacas malavs da imedia damiansa da Natalias shorisac dalagdeba da ufro gairkveva situacia geli da nuigvianeb ra pls!!!
blush innocent heart_eyes

 


№3  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

მომწონს ეს ყინულის პრინცესა და რა ვქნა? ზოგადად, იდუმალი ქალები ძალიან მევასებიან. რომ არ იცი, რას უნდა ელოდე. ან, ძალიან წყნარები და ბუნჩულები რომ არიან და უცებ მაგრად გიმუხთლებენ :დდ
მიყვარს ეს ისტორია და რაღაც გრანიოზულ გაგრძელებას ველი <3

 


№4  offline მოდერი Moonlight17

მიგიზიდავს იდუმალი ქალები გენაცვალე.. ეგ ხო შენი სტიქიააა :დდდ გრანდიოზული გაგრძელება წინაა, ხომ იცი❤️
ენ ჯეინი
მომწონს ეს ყინულის პრინცესა და რა ვქნა? ზოგადად, იდუმალი ქალები ძალიან მევასებიან. რომ არ იცი, რას უნდა ელოდე. ან, ძალიან წყნარები და ბუნჩულები რომ არიან და უცებ მაგრად გიმუხთლებენ :დდ
მიყვარს ეს ისტორია და რაღაც გრანიოზულ გაგრძელებას ველი <3

 


№5  offline წევრი elene2619

ძალიან მომწონს ეს ისტორია <3
ზოგადად შენი გმირები გადაშლილ წიგნებს არ გვანან და ეს ჩვენი ნატალია ხო მითუმეტეს relaxed ასევე ძალიან აქტუალურ თემას შეეხე ნარკოტიკებ, მის რეალიზაციას და მოხმარებად და ეს ჩვენი ქვეყნის უდიდესი პრობლემააა... მოკლედ სასწაულად მომწონს შენი ისტორია და მოუთმენლად ველი შემდეგ თავს heart_eyes

 


№6  offline მოდერი Moonlight17

მადლობა სიხარულო❤️ ნამდვილად რთულ ტემას ვარ შეჭიდული :დ გეთანხმები, მაგრამ დიდი ძალისხმევით იმედიმაქვს საბოლოო ჯამში მკითხველამდე მოვიტან ყველაფერს, ისე როგორც მაქვს ჩაფიქრებული ❤️
elene2619
ძალიან მომწონს ეს ისტორია <3
ზოგადად შენი გმირები გადაშლილ წიგნებს არ გვანან და ეს ჩვენი ნატალია ხო მითუმეტეს relaxed ასევე ძალიან აქტუალურ თემას შეეხე ნარკოტიკებ, მის რეალიზაციას და მოხმარებად და ეს ჩვენი ქვეყნის უდიდესი პრობლემააა... მოკლედ სასწაულად მომწონს შენი ისტორია და მოუთმენლად ველი შემდეგ თავს heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent