' გრავიტაცია ' (9)
-ნუ მიედ-მოედები რაღაცებს,თუ ღმერთი გწამს,არ ვარ შეყვარებული,უბრალოდ ადამიანი ვარ მეც და განცდები მაქვს. -და,თუ საიდუმლო არ არის,რას უკავშირდება შენი განცდები? -დაინტერესდა თენგო ,-არა,განა ვერ ვხვდები,მაგრამ მინდა შენი პირით მოვისმინო,-თქვა მან და ვისკი ხელმეორედ ჩამოისხა. -ერთი სტუდენტია,მშობლები არ ჰყავს და ბევრი ცდის მიუხედავად, უფასოზე ვერ მოხვდა,რადგან მარტო ცხოვრობს არ აქვს შესაძლებლობა სწავლა გააგრძელოს და ვიფიქრე დახმარების ხელს გავუწვდი_მეთქი,მეტი არაფერი. -რატომ ხარ ეგეთი დარწმუნებული,რომ მეტი არაფერი ხდება,უბრალოდ არავის ეხმარებიან,თუ მოგწონს დასამალი რა არის მაგაში,ადექი და უთხარი. -არ მომწონს,მის მიმართ არანაირი გრძნობა არ მაქვს. . .,-ბრაზ მორუელმა მიუგო -გამოდის,მაშინ გებრალება და არ თქვა ახლა, რომ არც ეგრეა,თორემ მაგრად დამაბნევ ტო. -მეც მაგის გარკვევას ვცდილობ, რატომ მინდა რომ დავეხმარო,საერთოდ რატომ გამიჩნდა ამის სურვილი ,ადრე ასე არ დამმართნია,კარიერის გამო ყველას ზედ ვუვლიდი,უკან არაფერზე ვიხევდი,ახლა კი სულ ერთ რამეზე მეფიქრება,რა მინდა ჩემი სტუდენტისგან. -დალიე კიდევ,ჯერ ისევ ვერ უტყდები თავს რომ ვიღაც იმაზე მეტად მოგეწონა,ვიდრე მოელოდი. - მომწონებია და მდომები საწოლში ჩამეწვინა,მერე, როცა მეორე დილით გამიღვიძია აღარ მომწონებია ჩემ გვერდით რომ იწვა,ის კი - არ მომწონს,არ მინდა საწოლში ჩავიწვინო,არ მინდა გული ვატკინო,ვერ გამიგია როგორც პატარა გოგოს ისე ვუყურებ თუ რაშია საქმე...,-სიბრაზე დაბნეულობით შეეცვალა ალექსანდრეს -მე, ხო იცი, ერთხელ მიყვარდა,ცოცხალი რომ იყოს ჩემი ცოლი იქნებოდა,მე სიყვარული სხვას დავუთმე, მან კი სიცოცხლე წაართვა,დამიჯერე თუ რამე გრძნობა გაგიჩნდება მის მიმართ არავის დაუთმო,თუ კი ნამდვილად გეცოდინება,რომ შენზე უკეთ მას ვერავინ მოუვლის და მოეფერება... - ამღვრეული თვალებით მიაცქერდა უკვე კარგად შეზარხოშებული თენგო ალექსანდრეს,რომელიც ჭიქას მიშტერებული ტუჩებს ნერვიულობისგან უცნაურად ამოძრავებდა. -არ მოიწყინო,ყველაფერი კარგად გვექნება,აქამდე არასოდეს დავცემულვარ და ახლა ერთ წაქცევას ავიტან როგორმე,-მიუგო ალექსანდრემ და ვისკი სულმოუთქმელად დალია,ცარიელი ჭიქა კი ხმაურიანად დადო პატარა მაგიდაზე,- ჩემი სტუდენტია და უფლება არ მაქვს სხვა თვალით შევხედო,თავს ვაჯერებ კიდეც,რომ სხვა თვალით არ ვუყურებ,მაგრამ ზოგჯერ ვერ ვტყუვდები,გონება მისკენ გამირბის და ყოველ მის გახსენებაზე გულის ცემა მიჩქარდება,პირველ ლექციაზე ისე გამაბრაზა აუდიტორიიდან გავაგდე,მისი სახე ახლაც არ მავიწყდება,საშინლად გაბრაზებული და სასოწარკვეთილი იყო,უნდოდა ხელით მწვდომოდა და გავეგუდე. -რატომ გააგდე,რა დააშავა? -არ მაცდიდა არაფერს,ლამის ჭკუიდან გადამიყვანა. -ოხ,ალექსანდრე,ოხ,მაგარი არეული ხარ -ხოდა დამეხმარე რომ დავლაგდე,-უთხრა და ისე გაუღიმა,თითქოს ვინმემ დააძალა გაეღიმებინა,-არ მინდა სიყვარული,წლების მერე მაინც კვდება და დაშორება გარდაუვალია. -მაგ ლოგიკით, გოგო საერთოდ არ უნდა გავიცნო,მერე მაინც დავიკიდებ... არ არი ეგრე,ნამდვილ სიყვარულს არაფერი მოუვა. -გვეყოს ამ თემაზე საუბარი,მიდი საბას დაურეკე სადაა ამდენ ხანს,-ამის თქმა იყო და საბა უკვე პარკით ხელში,მისაღებში შედიოდა. -საბუ,როგორ ხარ?-ძლივს წამოდგა ალექსანდრე მის სანახავად,მიჰყვა თენგოც. -კარგად ალექსანდრ,შენ როგორ ხარ? -მე გადასარევად...,- ძლივს თქვა და საბას ხელი მხარზე გადახვია,-მომენატრეთ,თქვენთან ერთად დალევა კიარა,უბრალოდ დაჯდომა და საუბარი მაკლდა,სწავლა რომ არა დიდი ხნის ჩამოსული ვიქნებოდი საქართველოში. -კარგი ქენი,რომ არ ჩამოხვედი,ახლა ლექტორი ხარ,თანაც საუკეთესო. -ლექტორობა კარგია,თუ კი ამას ზედმეტი პრობლემები არ მოსდევს,- მიუგო ალექსანდრემ და თენგოს შეხედა.თენგოს გაეცინა და მეგობარს თვალი ჩაუკრა. -იცი რას გეტყვი,ჩემო ალექსანდრე,არ არსებობს სამსახური პრობლემების გარეშე,თანაც შენ ისეთი პრობლემა გაქვს,რისი გადაწყვეტაც ძალიან მარტივია. -რაზე საუბრობთ,იქნებ მეც გამარკვიოთ?-ჰკითხა ამბით დაინტერესებულმა საბამ მეგობრებს. -ალექსანდრე შეყვარებულია და არ უნდა რომ გამოტყდეს ,- ხმამაღლა თქვა თენგომ და მოშორებით დადგა. ალექასნდრეს სიბრაზე მოერია,ბავშვობის მეგობარი რომ არა,ერთს კარგად მისცხებდა ყბაში მუშტს. -ხმა! - დაუყვირა ალექსანდრემ განრისხებული ხმით თენგოს ,- ნუ ლაპარაკობ ეგრე,ვღიზიანდები. -ჩუმად ვარ,- თითქოს ეწყინა კიდეც თენგოს ალექსანდრეს ქცევა,მაგრამ მაინც გაჩუმება ამჯობინა,არ უნდოდა ახლად მონახულებული მეგობარი გაენაწყენებინა.საბა კი,გაშტერებული იდგა და ხან ალექსანდრეს შეჰყურებდა სახეში,ხან თენგოს. -არ ვაპირებ ამ თემაზე საუბარს,თუ კი ასე ღიზიანდებით,ახლა ჩამოხვედი საქართველოში და ჯობია რამე ღირებულით დაკავდე,ვიდრე ეს ქალის სიყვარულია,- მიუგო საბამ ძველებური მკაცრი ხმით და მოეხვია,-შენ კარგად იცი ჩემი ხასიათი,ასე რომ არ განიხილოთ მსგავსი თემები ჩემთან. -შენ უარესად დასერიოზულებულხარ საბა,რა მოგივიდა ტო,-ძლივს გაეცინა თენგოს,-რა შეგიჩნდა,სულ ასეთი რომ ხარ,გახსოვს ალექსანდრე,ჩვენ რომ გოგოებს ვკერავდით ეს მიდიოდა ტო. -გაჩუმდი თენგო და წამოდით დავსხდეთ,როდემდე უნდა ვიყოთ ფეხზე,-უთხრა ალექსანდრემ და პირველი წავიდა დივნისკენ,ჩამოჯდა და საზურგეზე გადაწვა. * * * -სად მიდიხარ?-დააწია ხმა ალექსანდრემ თებეს,როცა ის აუდიტორიიდან გადიოდა. -შეუძლოდ ვარ და სახლში უნდა წავიდე,-უპასუხა თებემ. -ეს,ჩემი ბოლო ლექცია იყო დღეს,საქმე აღარ მაქვს და თუ გინდა სახლში მანქანით წაგიყვან -არა,არ შეწუხდეთ,როგორმე ჩემით წავალ სახლში,-შეეცადა რბილად ეთქვა,-უარს იმიტომ არ გეუბნებით,რომ თქვენზე ისევ ნაწყენი ვარ,ვიცი უკვე რომ რაც უფრო მეტ არასწორ საქციელს ჩავიდენ,მეტად დავისჯები. -მიხარია რომ ჩვენ შორის სიტუაცია დალაგდა,დიდი ხანია ამის მიღწევას ვცდილობ,ახლა კი დაივიწყე რომ ლექტორი ვარ და ჩათვალე შენმა ძმამ მოგაკითხა წასაყვანად,გზაში ჩემ მეგობარს უნდა გავუარო,თან გაგაცნობ,-თებე ერთხანს შეფიქრიანდა,ძლივს დალაგებული სიტუაციის არევა არ უნდოდა ლექტორთან,ნენეს წამოცდა რომ ალექსანდრემ დააფინანსა მისი სწავლა და თავს ვალდებულად გრძნობდა რომ პატივისცემით მოპყრობოდა ალექსანდრეს,სხვა შემთხვევაში ალბათ არც წავიდოდა ამ დათმობაზე. -კარგით,მეტროთი სიარული ზოგჯერ მოსაბეზრებელიც კია,-მიუგო და გაიღიმა.ალექსანდრესაც გაეღიმა და თითქოს ეთანხმებაო,თავი მსუბუქად დააქნია. -მიხარია,-თქვა მან. -თებე,-მიუახლოვდა მათ ნენე,-არ წავედით?-ჰკითხა და ჩანთა მხარზე მოიკიდა. -მე წაგიყვანთ,-დაასწრო პასუხი ალექსანდრემ თებეს,ნენემ გაოცებისგან ლამის პირი დააღო,თებეს გაოგნებული სახით შეხედა და თვალებით ეკითხებოდა,“მართლა_ო?“ -რა სახე გაქვს ნენე,სახლში მიგვაცილებს მანქანით და წავა,-უთხრა დაბნეულ მეგობარს თებემ და მოეხვია. -აქ დგომას,ჯობია წავიდეთ,საღამოს ქალაქგარეთ მივდივარ... თებე უკვე ლიფტთან იდგა,მის გვერდი ნენე,ზურგს უკან კი ალექსანდრე და სამივე ელოდა ლიფტს. -რა ნელია,-ჩაიბურტყუნა ნენემ -სამაგიეროდ,დაბლა რომ ჩადის გული სართულზე მრჩება,-სიცილით მიუგო თებემ -აი ისიც,მობრძანდა,-ლიფტის კარი გაიღო თუ არა პირველი თებე შევიდა,მას მიჰყვნენ ნენე და ალექსანდრე.ალექსანდრემ ღილაკ „1“ იანს მიაჭირა,ლიფტის კარიც დაიკეტა და დაბლა დაიძრა. -მხოლოდ თქვენს შემდეგ,-მიუგო ალექსანდრემ,როდესაც ლიფტი პირველ სართულზე გაჩერდა და კარი გაიღო. -არ იყო საჭირო,-მიუგო თებემ და ნენეს მალულად თვალი ჩაუკრა. -შენ ვინ ხარ,ვინც არ გიცნობს თებე,-თქვა ნენემ და გაეცინა. -მანქანების ცნობა იცი თებე?- ჰკითხა მიმავალ თებეს ალექსანდრემ და გასაღების ძებნა დაიწყო ჯიბეში. -კი,როგორ არა,მამამ მასწავლა,-უპასუხა თებემ,-ამაშიც გამოცდას მიტარებ?-დააყოლა კითხვა ღიმილით. -არა,უბრალოდ მაინტერესებდა,ქალებმა ბევრმა არ იციან,კარგია თუ გესმის ეს თემა,-გასაღები ხელში მოიმარჯვა და მანქანისკენ მიმართა,-ღიაა შეგიძლიათ დაბრძანდეთ,ერთი წინ ერთი უკან,ან ორივე უკან,როგორც თქვენ გინდათ,-მიუგო და საჭის კარი გააღო. -უკან წამოდი,-უჩურჩულა თებემ. -წინ დაჯექი,-მხარით უბიძგა ნენემ და კარი გააღო.. -წინ ჯდები ნენე?-ჰკითხა ალექსანდრემ,თვითონ უკვე მოკალათებული და ხელები საჭეზე ედო. -მე არა,თებე ვერ იტანს მანქანაში უკან ჯდომას,ცუდად ხდება -ნენე,საიდან მოი..-ისე მწარედ უჩმიტა ნენემ,თებემ სიტყვა ვეღარ დაასრულა და მანქანაში ჩაჯდა. -შენი მეგობარი სიმპატიურია?-ჰკითხა ნენემ,როცა უკვე მანქანსი ჩაჯდა -საკამოდ,-უპასუხა ალექსანდრემ და თებეს თვალი შეავლო,-რემენს არ იკეთებ? -გავიკეთებ,შენ საჭეს უყურე,-ხელი რემენისკენ წაიღო,რა დროსაც ალექსანდრე მისკენ გადაიხარა,-რას აკეთებ,მე ვერ მივწვდებოდი?-ბრაზით ჰკითხა თებემ. -ბოდიში,იჭედება ხოლმე,გამოვწევ და შენ ჩაამაგრე,-ალექსანდრემ რემენი გადმოქაჩა და თებეს ხელში მისცა,-დაამაგრე,-უთხრა და გასწორდა. -ბარემ ჩაგემაგრებინა,-დაბღვერით მიუგო თებემ და რემენი ჩაამაგრა. -რომ ჩამემაგრებინა,ვაი და სადმე ხელი მომხვედროდა,მერე შენ რისხვას რა გაუძლებდა,-გადაიხარხარა ალექსანდრემ,ნენესაც გულიანად გაეცინა მის ნათქვამზე. -რაო,რაო,ესეიგი სიმპატიურიო ხო,ძალიან კარგი,-ეშმაკურად გახედა ნენეს თებემ და წარბები აათამაშა. ნენემ ტელეფონი ამოიღო და მესიჯის წერა დაიწყო,ცოტახანში თებეს ტელეფონი ახმაურდა. -შეყვარებულია?-დაინტერესდა ალექსანდრე და განათებულ ტელეფონს დააცქერდა. -შენ ვინ გეკითხება?-ჰკითხა თებემ და ნენეს მესიჯის კითხვა დაიწყო... „შენთვის დამითმია“ -წაიკითხა თუარა პასუხის წერა დაიწყო,ცოტახანში ნენეს ტელეფონი ახმაურდა.ალექსანდრე დაეჭვდა. -თქვენ რა,ერთმანეთს წერთ?-ვეღარ მოითმინა უკითხავად. -არა,-უპასუხა თებემ და ტელეფონი დაბლოკა. „იქნებ და როგორი ბიჭია,მერე არ ინანო“ - წაიკითხა თებეს მიწერილი და ტელეფონი მანაც დაბლოკა. -ძალიან სასაცილოები ხართ -წინ იყურე,რამეს არ დაეჯახო -ნუ გეშინია საყვარელო. . . |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.