შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სამიზნე || (თავი 2)


16-02-2019, 18:18
ავტორი naattii
ნანახია 2 137

მიუჩვეველი იყო ასეთ ჩუმ ყიფიანს ანდრია, 20 წუთიან გზაზე ლამის მთელი კოლოფი სიგარეტის გამოცლა მოახერხა და მაინც ვერ ისვენებდა, ადგილზე ცმუკავდა და ფანჯარას თვალს არ აშორებდა. ადვილად მიხვდა გენერალი ნენე რომ უბრალო გოგო არ იყო, თანაც თავისდა უნებურად ისეთ საქმეში გარეულიყო იოლი დასაძვრენი რომ არ იქნებოდა.
იოლად მიაღწიეს მესამე სართულს, ანდრიას კართან მდგომ ლანდზე ყიფიანმა იარაღისკენ წაიღო ხელი და გენერალს გადახედა ნუთუ ვერ შეამჩნიაო, თუმცა კაცი მის გვერდით წყნარად მოაბიჯებდა, ყველაფერს მას შემდეგ მიხვდა ნაცნობი ხმა რომ გაიგონა
-დაბრედვას მიპირებ შე*ემა? ამიტო გამომიძახეთ?_გაკვირვებამ გაიჟღერა ყიფშიძის ხმაში.
-გიორგის გააგებინე? მეგონა საიდუმლო იყო_ უკან გაყვა ყიფიანი სახლში შესულ კაცს.
-დავით, შენ არც კი იცი რა შარში გაქვთ თავი გაყოფილი_დამწუხრებით გადააქნია თავი ანდრიამ.
-რა არ ვიცი?_15 წლის მანძილზე პირველად ფანჯრისკენ არც კი გაუხედავს ისე დაჯდა დივანზე.
-ბევრი რამ, საკმაოდ ბევრი რამ_დაღლილ სახეზე ხელები ჩამოისვა გენერალმა, -ამ საქმეზე ბოლო ორი თვეა მე და ყიფშიძევმუშაობთ ცალკე, ამიტომ დავიბარე.
-მოყვებით ბოლო ბოლო?_ყვირილივით გამოუვიდა ყიფიანს.
-მოდი ასე ვქნათ, მე ახლა ყველა მასალას გამოვითხოვ და მუშაობა დავიწყოთ.
-ყავა დაგვჭირდება_სამზარეულოსკენ წავიდა ყიფშიძე და ფანჯარასთან დამდგარ ყიფიანს მოწყენილმა გადახედა.
ნახევარ საათში უკვე ბინაში ქონდა ანდრიას ყველანაირი მასალა, ყუთებში ჩაეწყოთ და ზედ დაზვერვიდან მოსული ახალი ინფორმაციაც ედო.
-იმედია ძალიან არ დავიგვიანეთ_დაკაკუნების გარეშე გაისმა ოთახში ნაცნობი ხმა და ნათიაც გამოჩნდა.
-ძიძა ძლივს ვიშოვეთ ღამით_უკან ჯაბაც მოყვა და დივანზე მოიკალათა -აბა? მშვიდობაა?
-თქვენ საიდან ხალხო?_უკვე ღიმილი დაეტყო ყიფიანის სახეს.
-სახლიდან დავით_თვალი ჩაუკრა ჯაბამ და ანდრიას გადახედა.
-მოვედიით_კიდევ ერთინაცნობიხმა გაისმა და ახლა უკვე სიცილით წამოვარდა ყიფიანი ფეხზე.
-გაბრიეელ, არ არსებობს_მაგრად გადაეხვია დიდი ხნის უნახავს და უკან დანახულ ელენეს გაუღიმა ბედნიერმა. -ყველა შეგკრიბათ ამ არანორმალურმა?
-აბა დახმარება გჭირდებოდა და სახლში ვიჯდებოდით თილად? აბა ანდრია, მოგვიყევი რა ხდება_ერთმანეთს გაუხახუნა გაბრიელმა ხელები და ცოლს მიუჯდა გვერდით.
-მოკლედ, ბიჭებო ყიფიანის შეყვარებული გაიტაცეს_ღიმილი ვერ შეიკავა გენერალმა სიტყვა შეყვარებულზე.
-საწყალი_სახე შეეცვალა ელენეს
-აბაა, ჯერ ყიფიანის შეყვარებული და მეორე გაიტაცებული, მართლა საწყალი_თავი გადაიქნია გაბრიელმა.
-მოიცა, ყიფიანის შეყვარებული? გამოგონილ ადამიანს ვეძებთ?_წარბები აწია ნათიამ და ჯაბას სიცილი არ შიმჩნია.
-მეგობრებო სერიოზულად ვამბობთ, სამწუხაროდ.
-კარგი, ამჯერად ხუმრობა გვერდით გადავდოთ, მართლა რა ხდება?_წინ გადმოიხარა გაბრიელი
-ყიფიანმა სასტუმროს დამლაგებელი აიყვანა აგენტად, ინფორმაციას აწოდებდა ის გოგო, როგორც ჩანს ერთმანეთიც შეუყვარდათ, ახლა კი ორი დღეა აღარ გამოჩენილა.
-რა საქმეს იძიებდით?_ახლა ყიფიანს გადახედა ჯაბამ
-ნარკოტიკებზე, თუმცა მთელი ორი თვეა წინ საერთოდ ვერ წავედით, ახლა კი ნენეც დაიკარგა უცებ.
-მომწონს ახალი რძლის სახელი_მაინც ვერ შეიკავა თავი ნათიამ და ყიფიანის ღიმილიც დაიმსახურა.
-კარგი რას ვაკეთებთ?_ანდრიას გადახედა ყიფშიძემ. -მე რომ მგონია იმას ეხება საქმე?
-მეც მასე ვფიქრობ, მოდი საქმეში გაგარკვევთ_დაფა მოაჩოჩა ანდრიამ და ყუთებიდან ნელნელა დაიწყო ფურცლების ამოღება. დაფაზე პირველ ადგილზე უცნობი კაცის პორტრეტი დაემაგრებინა სადაც დიდი კითხვის ნიშანი ჩანდა. შეკრებილებს მოწყენილად მოავლო თვალი, მისთვის მთავარი ადამიანი აქ არ იყო და მძიმედ დაიწყო:
-ალბათ ყველას გახსოვთ ორი წლის წინ გენერლის დაჭერის ამბავი_თან უცნობის ქვემოთ გენერლის ფოტო მიამაგრა -დაახლოებით იგივე ხელწერა გვაქვს, ამიტომ ვფიქრობ გარეთ ისეთი ადამიანი დაგვრჩა მაშინ, ვინც გენერალზე მაღალია წოდებით და ან გიორგის პარტნიორი იყო, ან ხელმძღვანელი.
-მოიცა და ეს შენ საიდან?_ფანჯრიდან მობრუნდა ყიფიანი
-გენერალი ხომ ჩვენ დავიჭირეთ, ორი კვირის წინ დაზვერვა დამიკავშირდა და მასალები საიდუმლოდ გადმომიგზავნა და აზრი მთხოვა, მე კი დავუდასტურე, რომ საქმე იგივე ნარკოტიკთან გვქონდა,რამდენიმე დღეში კი ყური ექსპერიმენტებს მოვკარი, მაგრამ სამწუხაროდდაზვერვა საეჭვოდ გაქრა და აღარავინ მაგებინებდა რა ხდებოდა._ყიფიანს გადახედა ანდრიამ.
-იმიტომ, რომ საქმე გაუარესდა_რაფაზე შემოჯდა დავითი -მაგ საუბრიდან ორ დღეში ერთ-ერთი გამსაღებლის ბინიდან 7 გვამი გამოვიტანეთ.....
-შენებმა კი იფიქრეს, რომ ინფორმაციამ გაჟონა და გადაწყვიტეს თამაშიდანგამოვეშვი_თავი დაუქნია ანდრიამ.
-ხომ იცი ეს უბრალოდ წესებია.
-ვიცი ყიფიანია, თქვენებს პირადად შევხვდები და საქმეს გამოვითხოვ, სწორედ ამიტომ შეგკრიბეთ ყველა_ მეგობრებს გადახედა ანდრიამ -რდესაც საქმეს გამოვითხოვ, რაზეც უარს ვერ მეტყვიან ჩემთვის ასე ნაცნობი რადგანაა და ყველა მონაწილეს ვიცნობ, ისინიც გაიგებენ, რომ ამ გამოძიებას მე ჩავუდექი სათავეში...
-და იციან გენერლის დაკავებაში ვინც ვმონაწილეობდით დიდი შანსია ყველას მოგვაკითხონ რომ მოგვაკეტინონ, მითუმეტეს თუ გენერალზე მაღალი თანამდებობის პირია ჩარეული_ამჯერად ნათიამ ჩამოართვა სიტყვა.
-ზუსტად_თავი დაუქნია გენერალმაც.
-ანუ კიდევ ერთი საერთო საქმე?_გახარებულმა შემოკრა ტაში გაბრიელმა
-ნენე გავიწყდებათ_მოღუშულმა ამოთქვა ყიფიანმა.
-არა დავით, ამიტომაცაა აქ ელენე_დახურული ლეპტოპი გადააწოდა ქალს ანდრიამ -ელენე სასტუმროს კამერის ჩანაწერებს მოგვაწოდებს, წვდომას მე გავუკეთებ, ასევე თუ სადმე მის სახლთან კამერაა ყველას ვუყურებთ, ყოველ წამს და აუცილებლად ვიპოვით.
-მპირდები ანდრია? მპირდები რომ იპოვი?
-ნანოს გეფიცები_განაჩენივით ჟღერდა ანდრიას ხმა.

ელენე ნათიასთან ერთად მაშინვე კომპიუტერს მიუჯდა, ბიჭები კი მთელი ღამე სხვადასხვა ვარიანტს განიხილავდნენ პირველ ნაბიჯად რისი გაკეთება ჯობდა, ანდრიას აზრით პირველ რიგში საქმის გამოთხოვა და ოფიციალობა იყო საჭირო, ყიფიანი ნენეს გაიძახდა, ყიფშიძეს კი საერთოდ დაკავებული გენერლის ნახვა უნდოდა. მზე ისე ამოიწვერა ვერც კი იგრძნეს დაღლა ან ძილი, ამ ქალაქში ეს დიდი სინათლის ბურთიც კი თითქოს სხვანაირად ამოდიოდა, ბაგრატს მოეალერსებოდა და მხოლოდ შემდეგ აძლევდა ადამიანებს მისით ტკბობის უფლებას. სხივების გაგზავნას თითეულ კუთხე კუნჭულში ახერხებდა და ცდილობდა სანტიმეტრიც კი არ დაეტოვებინა თავისი სითბოს გარეშე, მხოლოდ ერთი პატარა გოგონა არ ფიქრობდა ასე, გამხდარი სხეული რაც შეეძლო დაეპატარავებინა და გაყინული სარდაფის კუთხეში მიმჯდარიყო, ტირილისგან შესიებული თვალები და ცხვირი გაწითლებოდა ცრემლები კი მაინც ჯიუტად მოიწევდნენ ლოყებზე, ახლა მხოლოდ მის საყვარელ კაცზე ფიქრობდა, ჯეროდა იპოვიდა, დარწმუნებული იყო გადაარჩენდა, მაგრამ რატომღაც იგვიანებდა. არ უნდოდა მეგობრის ფიქრებისთვის დაეჯერებინა, რომელიც აფრთხილებდა მხოლოდ ინფორმაცია უნდა და მერე მიგატოვებსო, ის ხომ ასეთი არ იყო, მის თვალებში სიყვარულს ხედავდა და მთავარი ეს იყო. გაჭირვებით მოავლო შეშუპებული თვალები სარდაფს და ცრემლების მორიგი ნაკადი გადმოუშვა.


-მოკლედ, ჩვენ სამსახურებში დავიშალოთ, ინფორმაციის მოგროვება გვჭირდება მთელი ძალებით და ორ საათში აქ ვიკრიბებით, დღის გეგმას ვათანხმებთ და მანამდე იმედი მაქვს ელენე და ნათია რამე ხელჩასაჭიდს იპოვიან კამერებში.
-პრობლემა არ არის, უბრალოდ ბავშვის მოყვანა აქ მოგვიწევს ანდრია, ძიძა ვეღარ დარჩება.
-პრობლემა არ არის_ღიმილით დაუქნია კაცმაც თავი.
-აბა წავედით_ფეხზე წამოიმართა და იარაღი მოისინჯა გენერალმა.
-მე სად გამამწესებთ უფროსო?_ღიმილიანი ხმა გაიგონა ანდრიამ და დაინახა კიდეც საყვარელი სხეული.
-ნანო_მაშინვე მოეხვია კაცი და მთელი ძალით მიიხუტე -ასე სწრაფად როგორ გადმოფრინდი?
-ისეთი შეტყობინება მომწერე მივხვდი შეიკრიბებოდით და უჩემოდ არ მოხდებოდა ეგ ამბავი_სიცილით უბწკინა ტეძოსთან ქმარს და მონატრებული მეგობრები გადაკოცნა.
-მაშინ შენც გოგოებთან დარჩი და კამერებს თქვენს იმედზე ვტოვებ, ნენე უნდა ვიპოვოთ.
-არის ბოლოს_სიცილით დაუბრუნა ქალმა სამხედრო სალამი და ქმრის ბედნიერ სახეზე თვითონაც გაეღიმა.
-მაშინ მოქმედების დროა_სამკერდე ნიშანი დაიმაგრა და თავით ანიშნა ბიჭებს გავედითო.მოქმედების დრო იყო.



პირველი ვარ❤

 


№2  offline წევრი დარინა

მიყვარს ეს ისტორია თავისი პერსონაჟებიანად და მიხარია რომ მეორე ნაწილით დაბრუნდიი.

 


№3  offline მოდერი naattii

მადლობა ❤️❤️❤️

 


მე მეჩვენება თუ გოგონების სახელებს შორის უცნაური მსგავსებაა? უხ როგორ მიყვარს ამათი სიგიჟეები რა, ახლა მხოლოდ დაჩი და მისი გუნდი გვაკლია სრული ბედნიერებისთვის და ეგაა რა heart_eyes ხვალ გელოდები heart_eyes

 


№5  offline მოდერი naattii

რუსკიმარუსია
მე მეჩვენება თუ გოგონების სახელებს შორის უცნაური მსგავსებაა? უხ როგორ მიყვარს ამათი სიგიჟეები რა, ახლა მხოლოდ დაჩი და მისი გუნდი გვაკლია სრული ბედნიერებისთვის და ეგაა რა heart_eyes ხვალ გელოდები heart_eyes

ვეცდები ხვალ მოვახერხო ❤️ სახელებს სიმართლე რომ გითხრა დიდად არც დავკვირვებივარ მაგ მხრივ :D

 


№6  offline წევრი nini :)

ნათიიი საყვარელოოო.... ახალი თავი როდის იქნებაა? საინტერესოააა რა მოხდება და როგორ განვითარდება მოვლენებიიი.... სამსახურის გადამკიდე ვერ ვახერხებდი შემოსვლას

 


№7  offline მოდერი naattii

nini :)
ნათიიი საყვარელოოო.... ახალი თავი როდის იქნებაა? საინტერესოააა რა მოხდება და როგორ განვითარდება მოვლენებიიი.... სამსახურის გადამკიდე ვერ ვახერხებდი შემოსვლას

მეც სამსახურის გადამკიდე ვერ ვახერხებ ხშირად, მიხარია ისევ ჩემთან რომ ხარ ❤️ იქნებ დღეს მოვახერხო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent