ნოემბრის ნაყინი (ნაწილი V)
იცით რა არის ბედნიერება? ბედნიერებაა როცა იცი რომ ვიღაც გყავს ვინც გაღმერთებს, გელოდება, უყვარხარ და შენი თვალების დანახვისას მის თვალებშიც კრთება ის სხივი რომელსაც შენი სახელი ქვია. როცა მის თვალებში ხედავ საკუთარ ანარეკლს და ბედნიერი ხარ რომ გვერდით ის გყავს და არა სხვა. ყველაზე მეტად ის მაბედნიერებს რომ ერთდროულად მყავს საქმრო რომელმაც 8 წელი მიერთგულა და მისი გული მაჩუქა. მიუხედავად იმისა რომ მასთან გავატარე მხოლოდ 2 დღე ჩემთის ესეც საკმარისი იყო, გამეგო რომ ჩემსავით უბერავდა. მის ნეკათითზე გაკვანძული წითელი ძაფის ბოლო ჩემს ნეკა თითზე კვანძით სრულდება. ძაფი შეიძლება, გაიწელოს გაგრძელდეს, აიბურდოს მაგრამ არასდროს გაწყდება. ვერანაირი ბასრი მაკრატელი ვერ გაწყვეტს მას. მან მაჩუქა პატარა საოცრება, პატარა დემეტრე, რომელიც მიუხედავად იმისა რომ ჩემს მუცელში არ გაზრდილა ცხოვრება გამილამაზა. მე მისი სიყვარულის მიზეზათ ისიც მყოფნის რომ ჩემი საყვარელი მამაკაცის შვილია, მისი ნაწილია და ახლა უკვე ჩემიც. შუადღის 4 საათისთვის უკვე ნიკას სახლში ვიყავით და ჩემს ოთახში, ჩემს საწოლზე ვიწექი გვერდით ნიკოლოზი მეწვა მის გულზე კი პატარა დემეტრე იწვა და მშვიდად ეძინა მამიკოს გულისცემის ბგერებს რომ იგებდა. ვტკბებოდი მათი დანახვით, მინდოდა ორივე მაგრად ჩამეკოცნა მაგრამ მათი გაღვიძება არ მინდოა. ნიკას შუბლზე ვაკოცე, წამოვდექი და ქვემოთ დალიკოსთან ჩავედი. ისეთი საყვარელი ფუმფულა ქალია უკვე შამიყვარდა მისი ფუმფულა ლოყებითურთ. --რატო არ გძინავს შვილო? დაგღალა პატარამ? რამეს შეჭამ?-კითხვები დამაყარა და ლოყაზე მომეფერა. --არა დალი დეიდა არაფერი მინდა. ლიმნის წვენს დავლევ, გავაკეთებ მეთვითონ, დაისვენეთ თქვენ.-მეც გავუღიმე და ლოყაზე მთელი სიყვარულით ვაკოცე. --როგორი კარგი ხარ ჩემო ლამაზო. ვიცოდი რომ სწორ არჩევანს გააკეთებდა ჩემი ნიკოლოზი. 16 წლიდან შენს გარდა სხისი სახელი არგამიგია მისი პირიდან.-გავშრი...აი ეს არ ვიცოდი. --კი მაგრამ 18 წლის იყო რომ გავიცანი და ეგ როგორ? მაშინ პირველად შევხვდი.-ვკითხე გაოცებულმა. --არა შვილო.-გამიღიმა.- აღდგომის ღამისთევაზი უნახიხარ ტაძარში. იმ დროს სახლში რომ მოვიდა გაღიმებული შემოვიდა ჩემთან ოთახში და გამომიცხადა ანგელოზი ვნახეო. გამიკვირდა არასდროს უთქვამს ჩემთვის მსგავსი რამ მანამდე. თან ისეთი ლამაზი ამიღწერა შენი თავი არადა უფრო ლამაზი ყოფილხარ საყვარელო. მერე გაარკვია ვინ იყავი და საერთოდ შენი ყოველი ნაბიჯი იცოდა, ყველგან იყო სადაც შენ უბრალოდ ვერ ხედავდი. ვეუბნებოდი მიდი თორემ დაავლებს ხელს ვინმე შენნაირად მასზე გადარეული და დაგრჩება პირი ღიათქვა. ისკიდე მპასუხოვდა ჩემი ბედია და ბოლომაინც ჩემთან მოვაო. შენ რომ გაიცანი მაშინ უკვე ყურებამდე იყო შენზე შეყვარებული.-გაიცინა და ლიმნიანი წყალი დამიდგა წინ. --არვიცოდი დალი დეიდა. რატომ არ მითხრა?-გაოცებული ვუყურებდი. --მამამისის გამო შვილო.-სევდიანად გაეღიმა, მის თვალებში ზიზღი და უსაზღვრო სიყვარული ამოვიკითხე სევდასთან ერთად. --ეგ არმიკითხავს მამისი სად არის?-ახლაღა გამახსენდდა. --მოკვდა. სიმსივნემ შეჭამა და ბოლო მოუღო.-ამოიოხრა და საჭმელს ამოურია. --დალიკო გვშიააა.-ოთახში გაბერილი სოფი შემოვიდა.-ვაა რძალუუუკ.-ლოყაზე მაკოცა და ჩემს წინ დაჯდა. --ბარბარე სადარის?-იკითხა დალიკომ სოფის და დუდუს შვილზე. --შერეკილებს გაყვა ზღვაზე.-შეერეკილებში დემეტრე, მისი ცოლი, ჩემი მარიამი, ანდრია, ლუკა და თოკა იგულისხმა. --ამსიცხეში რადროს ზღვაა.-გამეცინა. ამდროს სამზარეულოში ნიკა შემოვიდა ცალ ხელში ბავშვი ეჭირარომელიც კომფორტულად იყო მოკალათებული მამისის დიდ მკლავში. მეორეთი კი ტელეფონზე ლაპარაკობდა. ბავში გამოვართვი და გემრიელად ჩავკოცნე.-ჩემი პაწკუუუ, არმოგშივდა სიხარულო? სულ იღიმის რანაირი შენი შვილია.- გამეცინა და ნიკას შევხედე. --უჟმურობის რაშემატყვე?-გაუკვირდა. --კარგი ახლა არგინდა რაა მთელი ცხოვრებაა სერიოზული დასტოინკა იყავი. შენი შიშით ბიჭები 3 მეტრში არ მეკარებოდნენ და რაშენატყვე უჟმურობბისო.-აფხუკუნდა სოფი. --აჰა ესეც მე ვარ?-მეც გამეცინა. --დათამ დარეკა.-გაეცინა თითონაც. --რაო რათქვეს, კაია ოჯახობაო? --გურიაში წავიდნენ, ბახმაროში არიან, ვერ ვძლებთო დღსვე ჩამოვალთ და 23ში ქორწილს გადავიხდითო.-ჩამოარაკრაკა და ლიმნიანი წვენი ამაცალა.-დუდუ სად გყავს?-სოფის მიუბრუნდა. --სძინავს, დავიღალეო. დათა ვინარის? --დათა არის ჩემი ძმაკაცი რომელმაც ცოლად მოიყვანა რადას დაქალი, გუშინ კლუბიდან წავიდნენ. ეგენიც მაგარი ჭკუამხიარულები არიან რაა.-გაიცინა.- ან დაშორება რაიყო ან შერიგება. --რას გაუგებ ჩემს დაქალებს.-გამეცინა და ჩემი და გამახსენდა.-ნიკააა.-საწყალი თვალებით ავხედე. --გსმენავთ ქალბატონო რადა. --ჩემებმა არიციან რო შენი პოტენციური ცოლი ვარ და უკვე დედაც.-გავიღიმესავით. --ნუ რაპრობლემაა მერე.-ეშმაკურად გაიღიმა.-მოდი რავქნათ იცი? შენ მაგაზე არინერვიულო მე მოვაგვარებ. ისე რამდენიხანია შენები არ გინახავს?-ინტერესიანი თვალები მომაპყრო. --ბოლოს მივლინებაში რომ ვიყავი მაშინ ვნახე შემოდგომით.-ახლაღა გამახსენდა რომ საკმაოდ დიდი ხანია არ მინახავს. --კაი.- აღარაფერიუთქვამს. პატარას ვაჭამე და გამოსაცვლელად წავიყავნე. ჩაპუტკუნებული იყო, იმდენი ვკოცნე სანამ ოთახში მარიამები და სოფი არ შემომიცვივდნენ. --ოჰ აღარ შორდება ახლა ბავშვს და სულ დაგვიკიდებს დაქალებს.-აბუზღუნდა ჩემი მარიამი. --შოკი ამბავი მაქვს.-ახლა მეორე მარიამი აყვა. --აბა გისმენ.-ვუთხარი და პატარას პამპერსი ჩავაცვი. გამოცდილება მაქვს. ჩემს ბიძაშვილს რომ პატარა ეყოლა სულ მევიყავი ბავშვთან, თან ვსწავლობდი. --ორსულად ვარ.-გაბრწყინებული თვალებით შემოკრა ტაში. იმდენი ჩავკოცნე რომ მალე ძმიშვილი მეყოლებოდა მე ხომ დემეტრე ძმასავით მყავს. მილოცვები რომ დამთავრდა, ზედმეტად ლოგიკური საკითხი წამოჭრა სოფიმ. --დემეს როდის ეუბნები? გამიგიჟდება მაზლი. --აუ ჰო თან ადრე სულ მეუბნებოდა ცოლს რომ მოვიყვან 5 შვილი უნდა გამიჩინოსო, სულ ვაბრაზებდი რისი თავი გაქვსთქო და აჰა თუ არ აქვს.-გამეცინა და გაკვირვებული დემე გულზე მივიხუტე. მანაც სახეზე ფერება დამიწყო, საოცარია თავიდანვე რომ მომეჩვია. --ახლა გავალ და ვეტყვი.-წამოხტა და ოთახიდან გავარდა. გიჟია ეს გოგო. ცოტა ხანში დემეს ძახილი ისმოდა ეზოდან მამა ვხდებიო და მარიამის კისკისიც დაერთო. --რადააააა.-ქვემოდან მიძახდა დემეტრე. --რა ჭირი გინდა.-ახლა მე ჩავძახე სიცილით. --აი რომ მეუბნებოდი რისი თავი გაქვსო, ფაქტი სახეზეა დაიკუნა.-ამომძახა და გადაიხარხარა. --ამხელა კაცი როდის უნდა დაჭკვიანდე ბიჭო. მამა ხდები ბოლობოლო.-თავში წამოარტყა დუდუმ და ძმას მოეხვია. --ვინ ხდება მამა?-გაკვირვებულმა ჭიშკარეში თეკლამ შემოაბიჯა. დემეტრე რომ დაინახა გაშეშდა- ეს უკვე ნამეტანია რაა, ჯერ დათუჩა, მერე ნიკა ახლა დემეტრე. ვინმე ამიხსნის რახდება?-გაშტერებული იყურებოდა მერე ბავშვით ხელში რომ დამინახა მეორე შოკი მიიღო.-ეს პატარა ვისიაა? --ჩემია.-გავიცინე და დაქალი მსუბუქად გადსავკოცნე.-თქვენც მალე გაგვახარეთ.-გავიცინე და ნიკას მივეხუტე. --მოიცა ბავშვები 2 საათში ჩნდებიან? რამე ახალი ჯიში ხარ რადა?-გაშტერებული მიყურებდა და ახლა ყველამ სიცილი დავიწყეთ.როგორც კი ახლად დაქორწინებულებს ყველაფერი ავუხსენით თეკლაც მაშინვე მომვარდა და ბავშვი გამომართვა. ბევრი კოცნა და ეს ჩემი პატარა ბოთეც იცინოდა და სახეზე ხელებს უსვამდა. მერე გამოვართვი და ბავშვი დავაძინე. ქვემოთ რომ ჩავედი შოკში ჩავვარდი. მისაღებში ისხდნენ მამაჩემი, დედაჩემი, ჩემი და და სასიძო. კიბეების დასაწყისში გაშეშებული ვიდექი და თავი სიზმარში მეგონა. --მამას პრინცესაა. არმოგენატრე გოგო?-მოჩვენებით შემომიბღვირა და ხელები გაშალა. მეც არდავაყოვნე და მაშინვე მივვარდი და ჩავეხუტე. --დედასიიი.-ახლა დედაჩემს გადავეხვიე, დიდიხნით მყავდა ჩახუტებული. --მე არგიყვარვარ მაგრამ მეც ჩამეხუტე რაა.-ახლა ჩემმა დამ გამიღიმა. --ოხ შენ რასგიზამ.-გამაფრთხილებლად დავუქნიე თითი და მაგრად მოვეხვიე.- რატო არმითხარი რო ჩამოდიოდით? --ქვისლს ვუთხარი სამაგიეროდ.-ახლა სასიძოს გადავეხვიე, რომელიც ყურებამდე იღიმოდა.-თქვენ ორ გიჟს ერთმანეთის გაძლებას გისურვებთ. --თქვენო უმინისტროესობავ მომენატრეთ.-გავიცინე და ისევ მამაჩემს მივუცცუცქდი.-უკან როდის მიდიხართ?-სევდიანი თვალები მივანათე. --სულ ჩამოვედით დეე, თბილისის ფილიალში ვიქნებით.-წამში გამინათდა თვალები და ორივეს მაგრად მოვეხვიე. მერე მოვშორდი და ნიკას მივუჯექი გვერდით. --ნიკა შვილო, ამ გიჟის ხელშ შენი თავი არ გეცოდება?-კითხა მამაჩემმა და თანაგრძნობის გამომხატველი მზერა სტყოორცნა. --ეს უარესია თქვენ არინერვიულოთ.-გავუცინე მე.-ბავშვის ხმაა?-უცებ ვკითხე ნიკას და წამით ყველას ვანიშნე გაჩუმდითთქო. --ეგარის.-სსახე დამანჭა ნიკამ. --მოვენატრე და გაიღვიძა.-ენა გამოვუყავი და კიბესკენ გავიქეცი, პატარას გაუღვიძია და ტიროდა. მივედი და ხელში რომ ავიყვანე გაჩერდა. ხელში ავიყვანე და დაბლა ჩავიყვანე. მამაჩემი და დედაჩმი სიხარულით სავსე თვალებით მიყურებდნენ. --ეს პატარა ვაჟკაცი დემეტრეა?-იკითხა მამაჩემმა. --გახლავართ.-გავიცინე და დემეს შუბლზე ვაკოცე. --დღეს შენთან დაიძინოს.-საწყლად შემომხედა ნიკამ. --რო არ გეთქვა შენ გიტოვდი რასამბობ.-შევუბღვირე და ჩემს დას მივუყვანე.-დამიკავე საჭმელს გავუკეთებ. --ეხლა არ ჭამა?-გაიკვირვა ნიკამ. --დროის შეგრძნება არგაქვს ადამიანო? 6ზე ჭამა და ახლა ცხრაა.-შევუბღვირე და მოფხუკუნე საზოგადოებას შევხედე.-ბაბი წამომყევი მეჭორავე.-გავუღიმე ბავშვს. --მოვდივარ ბიცო.-მამის კალთიდან გადმოხტა და ჩემკენ გამოიქცა. --შეგჭამ მე შენ.-ლოყები დავუკოცნე და სამზარეულოში შევიყვანე. ცოტახანს მეტიტინებოდა თავისებურად, სკოლის ამბებს მიყვებოდა მერე ნიკა შემოვიდა. --ძიას გოგო მიდი მამაშენთან გაიქეცი.-შუბლზე აკოცა და მე მომიბრუნდა.-ქორწილზე ლაპარაკობენ ისინი.-სახე დამანჭა. --რაო როდისო დედაჩემმა რათქვა.-გავიცინე. -ვინაიდან და რადგანაც 8 დღეში უწევს თეკლასი და დათას ქორწილი,ჩვენი 3 სექტემბერს გადაწყვიტეს შენებმა. ზამთარში შენი დის. --სად გადავიხადოთ ქორწილი ჩემო მამიკო?-გავეკრიჭე. --სვანეთში გინდა? ლამარიაში.-ჩამეხუტა. --არმინდა.-თავი გავიქნიე. --აბა?-გაკვირვებულმა შემომხედა. --ჩვენს ქალაქში მინდა მე.-ტუჩები გავბუსე. --მერე რაპრობლემაა? შენ მარტო ინატრე, -ტუჩებზე მოწყვეტით მაკოცა.-მაგრამ ახლა წყალი ადუღდა ამიტომ მე გავალ.-ლოყაზე მაკოცა და გავიდა. ბავშვის საჭმელი გავამზადე და მისაღებში გავედი. --ქორწილს გადავიხდით იმ ტბასთან და სტადიონთან და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.-კატეგორიულად გამოვაცხადე და მათ გაკვირვებულ სახეებს შევხედე.-რა ვთქვი ახლა ისეთი.-გამეცინა. --როგორი უბრალო და ორიგინალური აზრებით გამოირჩევი რადა.-გაოცებული მიყურებდა დემეტრე. --ჩვეულ ფორმაშია.-უთხრა ნიკამ და საფეთქელთან მაკოცა. --დედი მომიყვანე მე ვაჭმევ.-ხელები გამომიწოდა დედაჩემმა. კარზე ზარი იყო, დალიკო წამოდგა და ცოტახანში კოვერტით ხელში დაბრუნდა. --ნიკა, შენი სახელი აწერია შვილო. --ვინ მოიტანა ამდროს წერილი?-წამოენთო ნიკა. --ძირს იდო.-წერილი გამოართვა და გახსნა, კითხულობდ და ცრემლი გადმოუგორდა თვალიდან. --ნიკა რახდება?ვისგანაა წერილი?-ავფორიაქდი მე. --ლენკასგან. --ლენკა ვინარის?-იკითხა ჩემმა დამ. --დემეს დედაა.-ვუთხარი და წერილი გამოვართვი. „ძვირფასო ნიკა. იცი? როცა ამას წაიკითხავ აღარ ვიქნები. იცი? სანამ შენთან მოვიდოდი და გეტყოდი აბორტის სესახებ მანამდე ვიყავი მისული რომ ჩემი საყვარელი პატარა მომეშორებინა რადგან ვიცოდი რომ მისი გაჩენა ჩემს სიცოცხლეს შეიწირავდა. იცი? მე არავინ მყავს, თავშესაფარში გავიზარდე და ერთ შეცდომას შევწირე ჩემი მომავალი. შენთვის უბრალოდ შენი შვილის დედა ვიყავი და არა ქალი რომელიც ოდესმე შეგიყვარდებოდა. იცი? ეს კარგიც არის. იმიტომ რომ ჩემი სიკვდილი ისე ძალიან არ გეტკინება. მე შემიყვარდი და ვერ შევძელი შენი შვილი მომეკლა. ისეთი შთაბეჭდილება დაგიტოვე თითქოს ბავშვი არ მადარდებდა არადა მე მის გამო დავთმე სიცოცხლე და დამიჯეერე წამითაც არ მინანია ჩემი ეს საქციელი.ჩემ პატარა ბიჭს მოუარე გესმის? ის გოგო შენ რომ მიყვებოდი, მგონი რადა ერქვა არა? იბრძოლე მისთვის თუ ის არის ვისთვისაც სიცოცხლე გიღირს. ვიცი რომ ჩემი ბიჭი საკუთარი შვილივით ეყვარება, შენ დიდსულოვნად მიღწერდი მას ამიტომ ამაში დარწმუნებული ვარ. ვინ იცის როგორი შთაბეჭდილება დაგიტოვე, არადა არვარ ასეთი ჩემო ნიკოლოზ. უთხარით ჩემს პატრას რომ მის დედიკოს ის ძალიან უყვარდა, კარგი? ბედნიერებას გისურვებ ნიკა, ვისსთნ ერთადაც არუნდაიყო, ჩემს განუვლელ, უნახავ, ჩემს წილ ბედნიერებასაც შენ უპატრონე. მშვიდობით ნიკოლოზ, ჩემს პატარას აკოცე. სიყვარულით ლენკა. 12.07.2018." |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.