შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჰეტეროქრომია...


16-02-2019, 20:22
ავტორი MÔDÎLÎAŇI
ნანახია 1 194

დამძიმებულ ქუთუთოებს ძლისძლივობით ვახელ, საწოლზე ვიწევი და ჩემს გვერდით დაწოლილ მაქსს ბეწვზე ხელს ვუსვამ, ის ჩემს ალერსს ხელის ალოკვით პასუხობს და თათებს გულზე მაწყობს...
-ჩემო ბიჭო ადგომის დროა-ვეუბნები ისიც წკმუტუნით მპასუხობს
ვდგები და დღეს კვლავ მაქსთან ერთად ჩაის დალევით ვიწყებ,
ვსაუზმობ და გაზეთშ
ი ჩემს სტატიას თვალს ვაყოლებ...
მიყვარს ჩემი სამუშაო, არავის ვუნახივარ, არავინ მიცნობს და მაინც ყველას ვუყვარვარ და ყოველ კვირა ჩემს სტატიას ელოდებიან...
-მოდი მაქს-ვეუბნები ძაღლს და დივანზე ჩემს გვერდით ვუთითებ ისიც თითქოს ჩემი ესმოდეს ჩემთან მოდის და გვერდით მიწვება...-დღეს ახალი ამბები უნდა გავიგოთ, საღამოს ყველაზე მიყრუებულ ადგილას მივიდეთ და იქიდან ვადევნოთ თვალი ქალაქს, იქნებ რამე საინტერესო მოხდეს-ვეუბნები და თავს ზევით ვაწევინებ რათა თვალებში ჩავხედო...
როგორ მიყვარს მისი თვალები, როგორ ვგავართ ერთმანეთს... მისი თვალები ზუსტად ჩემნაირია..ერთი ცისფერი, ხოლო მეორე ყავისფერი...
12 წელია რაც ერთად ვართ და არც ერთი წამი არ მოვშორებივართ ერთმანეთს..
ობოლთა თავშესაფარში გავიზარდე და იქაურობა 17 წლისამ დავტოვე, ხოლო მაქსი 10 წლისამ ვიპოვე, ისიც ობოლთა თავშესაფრის ეზოში.. ახლა 23 წლის ვარ, ვმუშაობ ჟურნალისტად და მაქვს ერთ-ოთახიანი პატარა, მყუდრო ბინა რომელშიც მაქსთან ერთად ვცხოვრობ...
სპორტულებს ვიცვამ და სპორტდარბაზში მივდივარ...
-ჰეეი რუბი..-როგორც ყოველთვის, მხარზე ხელის დარტყმით მესალმება დანი
დანი ჩემთან ერთად მოიყვანეს ობოლთა თავშესაფარში და ერთადერთი ადამიანია ჩემს ცხოვრებაში რომელმაც ჩემს შესახებ ყველაფერი იცის...
-დანი დღეს არ მეცლება და კლუბში მარტო მოგიწევს წასვლა, მაგრამ მგონი ეგრე აჯობებს იმიტომრომ მერომ ვარ შენთან ერთად, არავის იკარებ და მცველივით სულ კუდში დამყვები-ვეუბნები და თვალებს ვატრიალებ...
-აბა ყველა შენ დაგყვება და არ მინდა ვინმე დააზიანო რადგან არ იციან ვინც ხარ ყველას პატარა უსუსური გოგო გონიხარ-მეუბნება და იცინის
-ოჰჰ კარგი რა ეგ ერთხელ მოხდა ეგეც იმიტომ რომ მან ჩემი კოცნა სცადა-ვეუბნები და ვარჯიშს ვიწყებ
-ხო კარგი ...-მეუბნება და დანებების ნიშნად ხელებს ზევით სწევს..
სახლში დაბრუნებული აბაზანას ვიღებ შავებში ვეწყობი და მაქსთან ერთად სახლიდან გავდივარ...
მანქანაში ჩაჯდომისას GPS_ს ვრთავ და მიტოვებულ ადგილებს ვეძებ დასახლებულ პუნქტებთან ახლოს...
-ესეც ასე-ვიძახი ხმამაღლა და მაქსს ვუბრუნდები-ვიპოვეთ ჩვენი ადგილი პატარავ-ვეუბნები მანქანას ვქოქავ და დანიშნულების ადგილისკენ მივდივარ...
ადგილზე მისულს მაღალი შენობა მხვდება, რომელიც ალბათ წლების მიტოვებულია მეც მაღლა ავდივარ და ჩემს ხელსაწყოებს ვალაგებ...
ფოტოაპარატს ვიმარჯვებ და არეს ვათავლიერებ ჯერ არაფერი არ ხდება... აქეთ იქით ვიყურები და ველოდები რაიმე საინტერესო მოვლენას როცა მაქსი ჩემს სახელოს ექაჩება და მაიძულებს ავდგე...
მეც ვდგები და მაქსს უკან მივყვები, ადგილზე მისულს კი ჩემს წინ უძრავად მწოლიარე სხეული მხვდება, რომელიც სუსტად მაგრამ მაინც სუნთქავს...


პ.ს ახალი ისტორიაა...))
იმედია მოგეწონებათ <3
პარალელურად დავდებ პირველ ისტორიასაც..)))



№1  offline წევრი Elea_Nora

აუ რაკარგია! ჩემ დას აქვს ჰეტეროქრომია და ნამდვილად ულამაზესი რამაა. ეს ნამდვილად არააა ნაკლი. რაც შეეხება ისტორიას ძალიან კარგი დასაწყისია. სასვენ ნიშნებს მიაქციე ყურადღება ბევრი შეცდომებია საკმაოდ და გადაავლე თვალი სანამ გამოაქვეყნებ. თავებიც ცოტა გაზარდე. სხვა ყველაფერი ასე თუ ისე კარგია.
წარმატებები!

 


№2  offline წევრი BIG DREAMER

პატარა თავი იყო, მაგრამ განსხვავებული და დამაინტრიგებელი.
კარგია, გააგრძელე წარმატებები ❤❤

 


№3  offline წევრი MÔDÎLÎAŇI

Elea_Nora
აუ რაკარგია! ჩემ დას აქვს ჰეტეროქრომია და ნამდვილად ულამაზესი რამაა. ეს ნამდვილად არააა ნაკლი. რაც შეეხება ისტორიას ძალიან კარგი დასაწყისია. სასვენ ნიშნებს მიაქციე ყურადღება ბევრი შეცდომებია საკმაოდ და გადაავლე თვალი სანამ გამოაქვეყნებ. თავებიც ცოტა გაზარდე. სხვა ყველაფერი ასე თუ ისე კარგია.
წარმატებები!


გეთანხმებით ჰეტეროქრომია ყველაზე ლამაზი დაავადებაა...
ვეცდები ყველა შეცდომა გამოვასწორო..
მადლობა დიდი...))<3

BIG DREAMER
პატარა თავი იყო, მაგრამ განსხვავებული და დამაინტრიგებელი.
კარგია, გააგრძელე წარმატებები ❤❤



მადლობა დიდი..
თავებს აუცილებლად გავზრდი. .))<3

 


მიუხედავად პატარა თავისა, მაინც ძალიან კარგი იყოოო♡გააგრძელე აუცილებლადდ♡♡♡

 


№5  offline წევრი MÔDÎLÎAŇI

მწერალი როგორც ასეთი❤
მიუხედავად პატარა თავისა, მაინც ძალიან კარგი იყოოო♡გააგრძელე აუცილებლადდ♡♡♡



ძალიან დიდი მადლობა გავაგრძელებ აუცილებლად...♡♡♡♡

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent