შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაქცეული /4/


16-02-2019, 21:18
ავტორი BIG DREAMER
ნანახია 1 037

რომის ქუჩებში უმისამართოდ დახეტიალებ შენი მოპარული მანქანით და ეძებ ადგილს, სადაც თავის შეფარებას შეძლებ.
გზაზე ყველა შემხვედრ ბილბორდს ავლებ თვალს და ცდილობ სადმე რამე იაფფასიანი სასტუმრო მაინც იპოვო, რომ დარჩენილი ევროებით ორიოდე დღე მაინც გაიტანო თავი
და აი იპოვე რაღაც ასეთი, ოთხსართულიანი ძველი ფასადის მქონე სასტუმრო, რომელიც ალბათ ამ ქალაქში ყველაზე იაფფასიანიაო გაიფიქრე. მანქანა დააპარკინგე და სასტუმროს შესასვლელისაკენ დაიძარი. დახლთან შუა ხნის ქალი იდგა და გაზეთში რაღაცას ჩაჰკირკიტებდა. შენი მოსვლა არც კი შეუნიშნავს, ალბათ რაღაც მნიშვნელოვანს კითხულობდა. რაღაც ისეთს, რასაც თვალს ვერ სწყვეტდა.

-ხჰხჰმ!..

ძალით ჩაახველე, გინდოდა ამით მისი ყურადღება მიგექცია , მაგრამ მას ყურიც კი არ შეუბერტყავს.
ალბათ ყრუაო გაიფიქრე და ამჯერად უფრო ხმამაღლა ჩაახველე. და აი გამოგივიდა კიდეც , რადგან ქალმა სათვალის ქვემოდან ამოგხედა და გაზეთი დაკეცა.

- გისმენთ! რა გნებავთ ?
- ნომრის დაჯავშნა მინდა.
- რამდენი დღით?
- არვიცი, რა ღირს ერთი ღამე?
- 100 ევრო.
- უკაცრავად? ცოტა ძვირი ხომ არარის??
- სულაც არა და საერთოდაც გოგონი თუ ნაღდი ფული არ გაქვს მაშინ ჯობია აქედან მოუსვა, რადგან ჩვენ მხოლოდ ნაღდ ფულს ვიღებთ!
- შემიძლია ნაღდ ფულზე უკეთესი რამ შემოგთავაზოთ!
- მხოლოდ ნაღდი ფული!
- ბრილიანტის ბეჭედზე რას იტყვით?
- მხოლოდ ნაღდი… ბრილიანტის რა??
- ბეჭედი!
- აბა მაჩვენე!
- ახლავე.

ტუჩის კუთხესთან ჩაგეღიმა არც ისე უიღბლო ვყოფილვარო გაიფიქრე.
შენ ხომ როგორც იქნა იპოვე ადამიანი ვის გაცურებასაც შეძლებდი.

- ეს ბეჭედი საიდან გაქვს?
- ყოფილი ქმრისგან!
- ესეიგი მოპარული არ არის?
- არა რათქმაუნდა! ეს ბეჭედი სპეციალური შეკვეთითაა დამზადებული. ერთადერთი ეგზემპლარია.
- თუ ასეთი ძვირფასია მაშინ ასე ადვილად რატომ იმეტებ?
- ძვირფასი იყო ახლა აღარ არის!
- თუ ასეა მაშინ ავიღებ.
- გმადლობთ. ნომერი ხუთი დღით დამიჯავშნეთ თუ შეიძლება.
- თქვენი პასპორტი.
- ახლავე.

ჩანთა გახსენი და პასპორტს დაუწყე ძებნა, მაგრამ ვერსად იპოვე. როგორც ჩანს მაშინ დაკარგე, როცა მდევრები აგედევნენ ან სულაც იმ მძღოლის სახლში დაგრჩა .

- იცით მგონი პასპორტი დავკარგე.
- შენ რა არალეგალი ხარ?
- არა, რას ამბობთ. საზღვარი კანონიერი გზით გადმოვკვეთე.
- არ მჯერა!. რით შეგიძლია დაამტკიცო, რომ არალეგალი მიგრანტი არ ხარ?
- იმ სასტუმროს ჯავშანი მაქვს, სადაც ადრე ვრჩებოდი.
- მაშინ მაჩვენე.
- აი აიღეთ.
- კარგი , მაგრამ იცოდე თუ აქ დიდხანს დარჩენა გინდა პასპორტის პოვნა მოგიწევს.
- დიახ ნუ ღელავთ, რამეს მოვიფიქრებ თუ საჭირო გახდება ახალს გავაკეთებ!
- ესეც ასე! ნომრის გასაღები, მესამე სართული დერეფნის ბოლოში ოთახი #213
ხოდა კიდევ ლიფტი არ გვაქვს!
- გასაგებია, მადლობთ!

ნომრის კარი გაბრაზებულმა მიიხურე .
სრული ბედნიერებისთვის პასპორტის დაკარგვაღა გაკლდა. ისედაც ამდენი პრობლემა გქონდა. ისიც კი არ გახსოვდა სად შეიძლებოდა, რომ დაგეკარგა. ვაითუ იმ კაცის სახლში, ვინც გაქურდე. ამის წარმოდგენაც კი გაშინებდა . უკან დაბრუნებას და პასპორტის ჩუმად წამოღებას რათქმაუნდა ვერ გარისკავდი.
ვაითუ მან უკვე იპოვა ის და შენს პოლიციაში დასმენას აპირებდა?
ან იქნებ უკვე დაგასმინა კიდეც?
წარმოდგენა არ გქონდა რა უნდა მოგემოქმედა. ამდენმა გაქცევებმა და დამალვებმა უკვე ისედაც საშინლად დაგღალა. თუმცა ციხეში ჯდომას ისევ ასე უმისამართოდ ხეტიალი გერჩივნა, მაგრამ როდემდე? ასე ცხოვრებას როდემდე გააგრძელებდი? როდემდე შეძლებდი, რომ შენს წარსულს გაქცეოდი? პასუხი არ გქონდა და არც არასდროს გქონია. წინასწარ არასოდეს იცოდი რას გააკეთებდი, რადგან არასოდეს არაფერი ხდებოდა ისე, როგორც დაგეგმილი გქონდა.


**

“ გაიქეცი ლენა! თავს უშველე ჩემო გოგონავ. სწრაფად ლენა გაიღვიძე და გაიქეცი რაც შეიძლება შორს! იქ, სადაც ვერავინ მოგაგნებს ლენ!...”

დედაა?!...

ისევ კოშმარები! თუმცა ამჯერად ის არ დაგსიზმრებია, ვინც გესიზმრებოდა ხოლმე. პირველად დაგესიზმრა დედა.
პირველად და მაშინაც გაქცევისკენ მოგიწოდა. ალბათ ამით შენი გაფრთხილება და დახმარება უნდა ან იქნებ ეს უბრალოდ სიზმარია და მეტი არაფერი?! ვინ იცის!.
საათს დახედე ცხრას თხუთმეტი წუთი აკლდა . უკვე გათენებულაო გაიფიქრე და საუზმის მოსატანად ქვემოთ გადაწყვიტე ჩასვლა. კიბეებზე კი ნაცნობი ხმები შემოგესმა და გადაწყვიტე ყური დაგეგდო.

- ვის ეძებთ ბატონო?
- შეხედეთ ამ ქალს, კარგად დააკვირდით ფოტოს! არ გეცნობათ? მისი სახელია ლენა 21 წლის. ეს კი მისი პასპორტია. გაიხსენეთ ვინმე პასპორტის გარეშე ხომ არ მიგიღიათ?
- ამ ქალს პირველად ვხედავ ბატონო, თანაც ამ სასტუმროში პასპორტისა და ნაღდი ფულის გარეშე არავის ვიღებთ. შემთხვევით პოლიციიდან ხომ არ ხართ? ამ ქალს რატომ ეძებთ?
- პოლიციელი არ ვარ, ამ ქალს კი იმიტომ ვეძებ, რომ გამქურდა .
- ღმერთო რა საშინელებაა.
- დიახ, მოკლედ ნომერს დაგიტოვებთ და თუ ის ამ სასტუმროში გამოჩნდება ძალიან გთხოვთ აუცილებლად დამიკავშირდით!
- რათქმაუნდა დაგირეკავთ.
- ერთი წუთით!
- კიდევ რამე გნებავთ?
- თქვენი ბეჭედი თითზე, საიდან გაქვთ?
- ქორწინების ბეჭედია, რატომ მეკითხებით?
- ცრუობთ!
- აჰჰ, რას კადრულობთ?
- ეს ის ბეჭედია, რომელიც მომპარეს!
- რა?
- მგონი ყველაფერი მშვენივრად გაიგეთ. ის აქ არის არა? ასეც ვიცოდი!
- არა , რაღაც გეშლებათ მოიცადეთ. სად მიდიხართ?
- შეწყვიტეთ თავის მოკატუნება და გზიდან ჩამომეცალეთ! თორემ პასუხს აგებთ იმისთვის, რომ დამნაშავეს ხელი დააფარეთ!
- კი, მაგრამ მე საიდან უნდა მცოდნოდა?
- რომელ ოთახშია?
- #213 მესამე სართულზე.

ჯანდაბა ის მოხდა, რისიც ყველაზე მეტად გეშინოდა. გაქცევისთვის დრო თითქმის არ გქონდა. რაღაც უნდა გეღონა. ოთახის კარი ჩარაზე და საპირფარეშოში რამე ბასრ ნივთს დაუწყე ძებნა. სამართებლის გარდა კი ვერაფერი იპოვე. თავის დასაცავად მხოლოდ ეგ გქონდა. რამოდენიმე წუთში კი კარზე ბრახუნი ატყდა.

- კარი გააღეთ! თქვენთან სალაპარაკო მაქვს.
- არ გავაღებ კარს მოშორდით!
- ნუ ჯიუტობთ, არაფერს დაგიშავებთ, უბრალოდ დავილაპარაკოთ.
- თქვენთან სალაპარაკო არაფერი მაქვს!
-ესეიგი ასე არა? მაშინ გირჩევნიათ კარს მოშორდეთ!
- რატომ?
-უნდა შემოვამტვრიო!

თქმა და კარის შემომტვრევა ერთი იყო. შიშისგან სულ მთლად გათეთრდი. ამას არ ელოდი , პანიკამ აგიტანა და მთელი სხეულით აცახცახდი. ხმაურზე კი სასტუმროს უფროსი ამოვარდა კივილით .

- სამართებელი დაუშვით. უკვე გითხარით, რომ არაფერს დაგიშავებთ .
- არ მომიახლოვდეთ!
- დამშვიდდით და კარგად მომისმინეთ. სამართებლით თავის დაცვას ვერ შეძლებთ. თანაც თქვენი პასპორტი მე მაქვს. დავიჯერო დაბრუნებას არ ეცდებით?
- თავიდან მომწყდით!

მამაკაცი შენს გაფრთხილებას არაფრად აგდებს და ნაბიჯს წინ დგამს. შენ კი სამართებელი მისი ხელისკენ მიგაქვს და გაუაზრებლად მკლავს უსერ . რის შედეგადაც წითელი ბლანტი სითხე სწრაფად ტოვებს ჭრილობას და იატაკს წითლად ღებავს.

- აჰჰ!..

მამაკაცი მძიმედ ხვნეშის.
შენ კი შიშის გარდა ვერაფერს გრძნობ. გინდა უთხრა, რომ ეს არ გინდოდა, მაგრამ დუმხარ!

- ახლა კმაყოფილი ხარ?
- თავად მაიძულე!

გაცოფებული გიყურებს, ალბათ შენგან ამდენს არ ელოდა.

- ღმერთო სისხლი!

სასტუმროს მეპატრონე სისხლის დანახვაზე დაპანიკდა.
- აქ რა სასაკლაო მოაწყეთ? ახლავე ორივენი აქედან მოშორდით, სანამ პოლიციაში დამირეკავს!
- ჯერ ბეჭედი დააბრუნეთ ქალბატონო!
- უკაცრავად?
- გითხარით, რომ დამიბრუნოთ მოპარული ბეჭედი, რომელიც უკანონოდ მიისაკუთრეთ!
- ჯერ ქირის ფული გადამიხადეთ!
- ეშმაკმა დალახვროს! რამდენი გინდათ?
- 500 ევრო, კარის საფასურის ჩათვლით!
- ჯანდაბა, ამდენი თანხა თან არ მაქვს. მაგას აჯობებს ბეჭედი დაიტოვოთ!
მისი ღირებულება 500 ევროს ბევრად აღემატება.
( მიუხედავად იმისა, რომ ბეჭედი ყალბი
იყო მასში მაინც ბევრი გქონდა გადახდილი და გარდა ამისა მისი დაკარგვაც არ გინდოდა, მაგრამ ახლა სხვა გზა არ გქონდა ბეჭედზე უარის თქმა მაინც მოგიწევდა.)

- აქ ამისთვის მოხვედი? ეს გინდოდა? შენი წყალობით ისევ ქუჩაში დავრჩი!
- გასაღები მომეცი!
- რა?
- ჩემი მანქანის გასაღები!

მანქანა დაქოქვისთანავე სწყდება ადგილს.

შენ კი ისევ ღიაცისქვეშ რჩები. ჩემოდანს სველ ასფალტზე დებ და ზედ აჯდები. წვიმა კი არა და არ წყდება. თვალებს ხუჭავ , ცრემლები კი წვიმის წვეთებს ერევა.
ისევ მარტო ხარ! რა სასაცილო ხარ არა?!
ახლა ხომ შენ წვიმაში გაწუწულ ლეკვს გავხარ, რომელიც არავის სჭირდება.
თავი ასე უსუსურად არასოდეს გიგრძვნია. უსუსურ არარაობად!..
უცებ შენს წინ მანქანა ჩერდება სახეზე ხელს ისვამ და გაფართოებული თვალებით უყურებ მანქანის მინას რომლიც ნელ-ნელა იწევა და შიგნით მჯდომი ბრძანების ტონით მოგმართავს.
- ჩაჯექი!



№1  offline წევრი Rania

Imedia daexmareba es mamakaci lenass. Ratom garbis isev idumaliaa. Vnaxot ramoxdebaaaa
--------------------
Q.qimucadze

 


№2  offline წევრი BIG DREAMER

Rania
Imedia daexmareba es mamakaci lenass. Ratom garbis isev idumaliaa. Vnaxot ramoxdebaaaa



heart_eyes heart_eyes ვნახოთ, ვნახოთ joy

 


№3  offline წევრი MÔDÎLÎAŇI

მალე დადე რა თორემ კომაში ჩავვარდები...
დღეს წავიკითხე ყველა თავი და ძალიან მომეწონა აბა ველოდებიი მომდევნო თავს...))<3

 


№4  offline წევრი BIG DREAMER

MÔDÎLÎAŇI
მალე დადე რა თორემ კომაში ჩავვარდები...
დღეს წავიკითხე ყველა თავი და ძალიან მომეწონა აბა ველოდებიი მომდევნო თავს...))<3


წერის პროცესში ვარ, ვეცდები მალე დავდო ❤❤ მიხარია, რომ მოგეწონა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent